არასამთავრობო ორგანიზაცია „6 მაისის პარკის“ წინააღმდეგ

ორგანიზაციის ხელმძღვანელის ლაშა ადამიას განცხადებით, პრობლემის თაობაზე მათ არაერთხელ მიმართეს მერიას და საკრებულოს წევრებს:

„ოფიციალური წერილით არ მიგვიმართავს, მაგრამ არაოფიციალურ საუბრებში გვითხოვია საკრებულოს წევრებისთვის, რომ პარკი კვლავ გადმოსულიყო თვითმმართველობის დაქვემდებარებაში, რადგან უფრო ეფექტურად მომხდარიყო მისი მართვა.  გარდა ამისა, პარკში მიმდინარეობს მშენებლობა, კაფე „ცეროდენას“ გვერდით, რის გამოც ჩადგმულია რამდენიმე ჯიხური და პარკის ინფრასტრუქტურა დაზიანებულია“.

„6 მაისი პარკი“ მფლობელობაში შპს „შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელ სამეცნიერო-კვლევით ცენრტს“ ბათუმის მერიისგან გადაეცა. პარკის ტერიტორია 151 445,0კმ.მ-ია და ის მოიცავს როგორც პარკს,  ასევე დელფინარიუმსა და ზოოკუთხეს. პარკის პიარმენეჯერის განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე განცხადებას დირექტორი დღის სამი საათის შემდეგ გააკეთებს.

6 მაისის პარკი

კონკურსანტებთან გასაუბრება აჭარის ტელევიზიაში

 

თინათინ დვალიშვილმა, რომელიც კავკასიის ჟურნალისტთა საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენელია და საკონკურსო კომისიის ერთ-ერთი წევრია, ირინა ყურუას დაახლოებით ასეთი შინაარსის კითხვა დაუსვა: „თუ მთავრობაში საგანგებო ბრიფინგია, მაგრამ თქვენთვის თემა, რაზეც ბრიფინგს ატარებენ უცნობია, ამის პარალელურად უკიდურესად სოციალურად დაუცველ ოჯახს სახლიდან ასახლებენ, რომელიც თვითმკვლელობით იმუქრება, სად გაუშვებ პირდაპირი ჩართვის აპარატს, რომელიც ტელევიზიას ერთი აქვს.   ყურუამ უპასუხა, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობაა. ირინა ყურუასთან გასაუბრება, საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. 

 

სოსო სტურუამ  – ტელევიზიის დირექტორმა „ბათუმელებს“ უთხრა რომ კონკურსს ერთი მონაწილე, ნიკოლოზ ტუღუში გამოეთიშა, რადგან მან მუშაობა აჭარის მთავრობაში დაიწყო. დღეს ჟიური კონკურსის 10 მონაწილეს მოუსმენს. ტელევიზიის ოთხი ახალი თანამშრომლის ვინაობა ხვალ დღის ბოლომდე გახდება ცნობილი. თუმცა ტელევიზიის დირექტორი არ გამორიცხავს რომ ზოგიერთი თანამდებობა ვაკანტური დარჩეს.   

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში გამოცხადებულ კონკურსის კომისიის წევრები არიან: ემზარ დიასამიძე – აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი, ომარ ბერიძე –  აჭარის ტელევიზიის დირექტორის თანამშემწე მონიტორინგის დარგში და თინათინ დვალიშვილი –  კავკასიის ჟურნალისტთა საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენელი. კომისიის თავმჯდომარე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი სოსო სტურუაა.  გასაუბრებას  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.

 

 

საკონკურსო კომისიის გასაუბრება ირინა ყურუასთან

 

 

 

ვაკანსიები მაღალმთიან აჭარაში მასწავლებლობის მსურველთათვის

 

ინგლისური ენის, მათემატიკის, ქიმიისა და ფიზიკის მასწავლებლობის მსურველებს  კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, რომელსაც აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო  ატარებს.  ,,ვასწავლოთ მომავალი წარმატებისათვის’’ ასე ჰქვია ქვეპროგრამას, რომელსაც სამინისტრო 2011 წლის ოქტომბრიდან ახორციელებს.   ქვეპროგრამის მიზანი აჭარის მაღალმთიანეთის  სკოლებში სხვადასხვა საგნის სპეციალისტების  არსებული ვაკანსიების შევსება. 

 

მასწავლებლობის  მსურველებმა წერითი და ზეპირი გამოცდისგან შემდგარი  ორ ეტაპიანი კონკურსი უნდა გაიარონ.   კონკურსში გამარჯვებულები აჭარის მაღალმთიანეთში მდებარე საჯარო სკოლებში მინიმუმ ერთი წლით დასაქმდებიან.  გამარჯვებული კონკურსანტები აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან  400  ლარის ოდენობით დამატებით ანაზღაურებას მიიღებენ. 

 

როგორც პროგრამის კოორდინატორი  ნანა შავაძე „ბათუმელებთან“ საუბარში აცხადებს  საბუთების მიღება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.  შესაბამისი განაცხადების დაგროვების შემდეგ კი მასწავლებლობის მსურველებს ტესტირება ჩაუტარდებათ. ამჟამად მაღალმთიანი აჭარის სკოლებში სულ 5 ვაკანსიაა.

 

აქცია „მოგვაწოდეთ ელექტროენერგია“

 

ინფორმაცია „ბათუმელებს“ ამის შესახებ უფლებადამცველმა თამაზ ბაკურიძემ მოაწოდა.  ბაკურიძის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები საკონონმდებლო ორგანოს დეპუტატებს მთავრობასთან და „ ენერგო-პრო ჯორჯიასთნ“  შუამდგომლობას მოსთხოვენ, რათა ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგეთ.

 

თამაზ ბაკურიძის ინფორმაციით,  აქციას ის ადამიანები მართავენ, რომელბიც ბათუმში, სხვადასხვა უბნებში სახელმწიფოს ფართებში თვითნებურად შესახლდნენ და როგორც თავად ამბობს ამ ადამიანებს ელექტრო ენერგიის მიწოდება უკვე წლებია შეწყვეტილი აქვთ.    

მთავრობის არაკოორდინირებული მუშაობა საბოტაჟის ეჭვს აჩენს

 

 პროექტი გაჩერებულია, ხოლო მის მშენებლობაზე პასუხისმგებელი უწყებები აცხადებენ, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. დღეს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ერთმანეთთან მხოლოდ ერთი, 500კვ-იანი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი აკავშირებს. ამ ხაზის ნებისმიერი გაუმართაობა, განსაკუთრებით შემოდგომისა და ზამთრის პერიოდში, იწვევს ელექტროენეგრიის მწვავე დეფიციტს. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ჯვარი–ხორგას 500 კვ–იანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა 2012 წელს გადაწყდა.

პროექტს მთავრობის თხოვნით ახორციელებს „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი“ (EBRD), „ევროპის საინვესტიციო ბანკი“ (EIB), „გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი“ (KFW) და „ევროპის სამეზობლო საინვესტიციო ფონდი“ (ECNIF). პროექტის მთლიანი ღირებულება 270 მილიონ ევროს შეადგენს. „ჩვენი მიზანია, რომ საქართველო დაბრუნდეს საინვესტიციო სფეროში, მოხვდეს ინვესტორთა რადარებზე“ – განაცხადა „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ მმართველმა დირექტორმა ოლივიე დეკამმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერის შანსი აქვს. სამწუხაროა, რომ სახელმწიფო სტრუქტურების შეუთანხმებელი მუშაობის შედეგად ჭიანურდება ქვეყანაში 270 მილიონი ევროს პირდაპირი უცხოური ინვესტიციის შემოდინება. და მეორე – საქართველოს მოსახლეობას კვლავ ექნება ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა – აღნიშნულია ასოციაციის მიერ ბათუმელებისადმი მოწოდებულ ინფორმაციაში. ასოციაციაში აცხადებენ, რომ არ შეიძლება კონკრეტული პროექტების განხილვა სამთავრობო კულუარებში ერთი, ორი და მეტი წლით გაიწელოს. მითუმეტეს, როდესაც პროექტის ინიციატორი თავად მთავრობაა და შექმნილი მდგომარეობა ამ ელექტროგადამცემი ხაზის აშენების აუცილებლობაზე მიუთითებს.

აქცია გონიოში

 

„გვესმის რომ აღმშენებლობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ იმ ადგილას იყო პარკი, ბავშვები თამაშობდნენ და დიდები ისვენებდნენ. წინა ხელისუფლების პირობებში როდესაც ხელისუფლებამ სცადა იქ მშენებლობის დაწყება არ გამოვიდა,  ხალხი შეეწინააღმდეგა. ახალი ხელისუფლების პირობებში კი სკვერი განადგურდა. მოსახლეობის მოთხოვნაა აღდგეს პარკი თავისი პირვანდელი ფუნქციით, ინვესტორს კი სხვა ტერიტორია გამოეყოს მშენებლობისათვის,“  – აცხადებს „ბათუმელებთან“ საუბარში აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი „ახალგაზრდული ცენტრი – მომავალი საქართვლეოსათვის“ წარმომადგენელი ლაშა ადამია.

 

აქციის მონაწილეებს გზა ოცი წუთის მანძილზე ჰქონდათ გადაკეტილი. სიტუაცია საპატრულო პოლიციის მისვლის შემდეგ განიმუხტა.

ავთანდილ ბერიძეს მანქანას ურემონტებენ

 

რემონტშია მეორე ავტომანქანა, „მერსედეს ბენცი“, რომლითაც ფრაქცია „ერთიანი-ნაციონალური მოძრობა“ სარგებლობს. „ტოიოტა პრადო“, რომლითაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე სარგებლობს „დაბალი გამავლობისაა“, – განმარტა „ბათუმელებთან“ საკანონმდებლო ორგანოს საფინანსო სამსახურის თანამშრომელმა თამაზ დოლიძემ. მისივე ინფორმაციით, ორივე ავტომანქანის შეკეთებისთვის ბიუჯეტიდან 15 ათასი ლარი დაიხარჯება. ტენდერში „ირბათ“ ცენტრმა გაიმარჯვა.

 

 

ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან უმაღლესი საბჭო ხელშეკრულებას ხვალ აფორმებს.

 

ავტომანქანების შეკეთებაზე, რომლებიც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, ავთანდილ ბერიძეს ემსახურება, 2013 წლის განმავლობაში 13 121 ლარი დაიხარჯა. ამის შესახებ „ბათუმელებს“ უმაღლესი საბჭოდან აცნობეს.

 

ცნობილია, რომ უმაღლესმა საბჭომ 2013 წლის ბოლოს გააუქმა ტენდერი, რომლის მიხედვითაც 83 ათას ლარად ღირებული ავტომანქანის შეძენას აპირებდა. 

ბათუმის ავტოტრანსპორტის სამომავლო გეგმების პრეზენტაცია

 

გეგმის მიხედვით უახლოეს პერიოდში იგეგმება ელექტრონულ საბილეთო სისტემაზე გადასვლა, ველო ბარათების განახლება,  ახალი ტერმინალებისა  და  გაჩერებების მოწყობა. პროექტის მიხედვით, ქალაქში 20 ახალი ელექტრონული ტაბლო გაჩნდება.

 

„ორწლიანი პროექტი წარმოვადგინეთ, რომელსაც განვახორციელეთ. უახლოეს მომავალში ჩვენ გადავალთ ელექტრონულ საბარათე სისტემაზე. ასევევ უახლოეს პერიოდში განვაახლებთ ველო ბარათებს. გვინდა 20 ავტობუსის შეძენა. ყველა ავტობუსი, რომელსაც ამიერიდან ჩვენ ვიყიდით აუცილებლად იქნება გათვალისწინებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის,“ – განაცხადა შპს “ბათუმის ავტოტრანსპორტის” ხელმძღვანელმა გია ლორიამ.

 

მისივე ინფორმაციით, 20 ავტობუსის შესაძენად დაახლოებით 3 მილიონი ლარია საჭირო და ეს თანხა ბათუმმა უნდა გაიღოს.

 

შპს “ბათუმის ავტოტრანსპორტი“ 2007 წლიდან ბათუმის მერიის მუნიციპალური ორგანიზაციაა. დღეისათვის მგზავრებს 15 საქალაქო და 6 საგარეუბნო სამარშრუტო ხაზზე ემსახურება. კომპანიის ავტოპარკში  დღეისათვის 150 ავტობუსია. ასევე კომპანიის კუთვნილებაა ქალაქის ტერიტორიაზე განთავსებული 370 ველოსიპედი.

 

 

 

 

ბათუმის ახალი სასაფლაო ჩაქვში გაიხსნება

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ბათუმის თვითმმართველობას ახალი სასაფლაოსთვის ფართი უკვე გადასცა. ბათუმის საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, 17 ჰექტარი ტერიტორია, რომელიც ჩაქვში, გვირაბიდან ერთი კილომეტრის დაშორებით, ხელმარცხნივ მდებარეობს,  საკრებულოს უახლოეს სხდომაზე გადაეცემა აიპის “ბათუმის სასაფალაოს” სამართავად. ამასთან, აღნიშნული ტერიტორიის მოსაწესრიგებლად მათ 30 000 ლარი გადაერიცხებათ.

ერთ–ერთი სასაფლაო ფერიის მთაზე

აიპი “ბათუმის სასაფლაოს” დირექტორის, ლაშა ბერძენიშვილის თქმით, თითქმის გადატვირთულია ქალაქის მეორე, ე.წ. ურეხის სასაფლაოც, ამიტომ ქალაქისთვის აუცილებელი იყო ახალი ფართი, ახალი სასაფლაოსთვის.

საფლავის ფასი ახალ სასაფლაოზე იგივე დარჩება, ამ ეტაპზე ფერიისა და ურეხის სასაფლაოებზე, ერთადგილიანი საფლავი 150 ლარი ღირს, დაკრძალვის მომსახურების ღირებულება კი 100 ლარია.

მას შემდეგ, რაც ახალი სასაფლაოს ფართი აიპი “ბათუმის სასაფლაოს” გადაეცემა, დაახლოებით ერთ კვირაში ტენდერი გამოცხადდება ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე, რის შემდეგაც დადგინდება ზუსტი დრო, თუ რა ვადებში დასრულდება სასაფლაოს კეთილმოწყობა. ლაშა ბერძენიშვილის თქმით, ამ ყველაფერს, სავარაუდოდ, ოთხი თვე დასჭირდება.

წითელ ნუსხაში შეტანილი ზუთხი ბათუმის თევზის ბაზარში

 

„ჩვენმა სამსახურმა აღმოაჩინა მორიგი შემოვლის დროს. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც გადაეგზავნება სასამართლოს,“ – განუცხადა „ბათუმელებს“აჭარის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვახტანგ ღოღობერიძემ.

 

მოვაჭრეს, რომლის დახლზეც სარეალიზაციოდ გამზადებული ზუთხი აღმოჩნდა 300 ლარამდე ადმინისტრაციული ჯარიმა  ემუქრება.  საქმის მოკვლევამდე ჩამორთმეული თევზი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში ინახება. მოკვლევის დასრულების შემდეგ კი სახელმწიფოს გადაეცემა. ერთი კილოგრამი ზუთხი 25 ლარი ღირს. 

 

 

ხელვაჩაურის ბიუჯეტს ციტრუსის მოსავლის აღების ფული დაემატება

 

განსახილველი დოკუმენტაციის მიხედვით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 3 მილიონი ლარით გაიზრდება. საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე ამ თანხას მუნიციპალიტეტი ცენტრალური ბიუჯეტიდან  მიიღებს.

 

მუნუციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელის ტარიელ ნაკაშიძის ინფორმაციით, ეს თანხა მუნიციპალიტეტმა ციტრუსის მოსავლის აღების სეზონზე მეციტრუსეების ხელშეწყობისთვის უნდა გამოყენოს.

 

„მთავრობა კილოგრამ მანდარინზე 15 თეთრის სუფსიდირებას ახდენს“.

 

2014 წლის ბიუჯეტი მუნიციპალიტეტის საკრებულომ გასული წლის 24 დეკემბერს, 11  მილიონ 880 106 ლარით განსაზღვრა.  ამ თანხიდან 2 მილიონ 100 000 ლარი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოციალური სახლის მშენებლობისთვის უნდა დაიხარჯოს. 

 

ნასვამი მძღოლების მომსახურების სერვისი ბათუმსა და ქობულეთში

 

ინიციატივა კომპანია „მწვანე გზას“ ეკუთვნის. კომპანია დირექტორი  დავით სამნიძე ამბობს, რომ აღნიშნული საქმიანობა მხოლოდ გუშინ დაიწყეს და ჯერ გამოძახებების რაოდენობა მცირეა.

 

„ხალხის უსაფრთხოდ გადაადგილებისთვისაა ეს სერვისი.  საავარიო შემთხვევები რომ შემცირდეს და მოქალაქეებმა  შეზღუდვების გარეშე იარონ.  ერთდროულად ათამდე გამოძახების მიღება შეგვიძლია. ჩვენს მძღოლებს ყველა კატეგორიის მართვის მოწმობა აქვთ,“ – ამბობს დავით სამნიძე.

 

სერვისით სარგებლობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. უსაფრთხო გადაადგილებისათვის მძღოლის გამოძახება ბათუმის ფარგლებში 20 ლარი ღირს, ჩაქვსა და ქობულეთში კი 30 ლარი.

 

2013 წლის ტურიზმის სტატისტიკა

 

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, 2013 წლის ტურიზმის სტატისტიკას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ტურისტთა განთავსების ობიექტები ყველაზე დატვირთული ივლისში იყო, ამ დროს დატვირთულობის კოეფიციენტმა 88,08% შეადგინა, დეკემბერში კი  – 10.73%. იგივე თვეს აჭარის ტერიტორიაზე სასტუმროს მომსახურებით 9.915 ვიზიტორმა ისარგებლა.

 

სტატისტიკა ქვეყნების მიხედვით ასე გადანაწილდა: თურქეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, უკრაინა, ირანი, სომხეთი, პოლონეთი, ისრაელი.

 

2013 წელს სასტუმრო სექტორში ადგილთა რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 588-ით მეტია, ანუ სულ 10.955 ადგილი.

 

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, გაზრდილია საკრუიზო გემების შემოსვლის რაოდენობაც, 2012 წელს ბათუმის პორტს 10 საკრუიზო გემი ესტუმრა და 3 632 ტურისტი შემოიყვანა, ხოლო 2013 წელს 16 გემი შემოვიდა და 5 162 ტურისტი შემოიყვანა.

 

მონაცემები ნასამართლობის შესახებ

 

ამ სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს პატიმრობა 3 704 ადამიანს მიუსაჯეს, 2012 წლის იგივე პერიოდში კი 4 149 ადამიანს. პირობითი სასჯელით გასულ წელს 7 790 პირი გაათავისუფლეს. „საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა“ გასულ წელს 242 ადამიანს მიუსაჯეს, 2012 წელს კი 419 პირს.   

ვაკანსია საბავშვო ბაღებში

 

ამ ოთხი ახალი ბაღის პერსონალის შესარჩევად მუნიციპალიტეტის საკრებულომ კონკურსი გასულ წელსაც გამოაცხადა. თუმცა საკრებულოს წევრების მხრიდან საკონკურსო კომისიის მიმართ გამოთქმული პრეტენზიებისა და  დოკუმენტაციაში დაფიქსირებული ხარვეზების გამო საკრებულომ კონკურსის შედეგები გააუქმა.  

რესურსცენტრის უფროსის პოზიციაზე ვაკანსია

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველები უნდა იყვნენ 21 წელს გადაცილებული პირები, არანაკლებ ორწლიანი სამუშაო გამოცდილებით განათლების სისტემაში.

საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ გვერდზე კონკურსანტთა განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა 23 იანვარია. კონკურსის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციისთვის გადადით შემდეგ ბმულზე.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ – ეროვნული კომისიის წევრების კანდიდატების შეფასება

 

„ კომისიის წევრების ინტერესთა კონფლიქტი წლების მანძილზე აყენებდა ზიანს მარეგულირებელი ორგანოს დამოუკიდებლობას. სწორედ ინტერესთა კონფლიქტის რისკების გამოვლენის მიზნით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” კვლავ გამოიკვლია კანდიდატების წარსული საქმიანობა. საჯარო წყაროების გამოყენებით ჩვენ შევეცადეთ დაგვედგინა ქმნის თუ არა კანდიდატების საქმიანობა კერძო სექტორში  ინტერესთა კონფლიქტის რისკს მათი კომისიის წევრად არჩევის შემთხვევაში.

 

პარლამენტმა უკვე მესამედ უნდა უყაროს კენჭი კომისიის წევრის არჩევის საკითხს, ამჟამად მარეგულირებელ კომისიაში ორი ვაკანტური ადგილია. გასულ შემოდგომაზე „მაუწყებლობის შესახებ” კანონში ცვლილებები შევიდა. ცვლილებების ადვოკატირება „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” მოახდინეს, რომლის მიხედვითაც კომისიის წევრობის კანდიდატებისთვის მოთხოვნები გამკაცრდა.

 

წევრობის კანდიდატს უნდა ჰქონდეს ათწლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის სამი წელი მმართველ პოზიციაზე. ამასთან, მას უნდა ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ეკონომიკის, სამართლის, ელექტრონული კომუნიკაციების, ბიზნეს ადმინისტრირების, საჯარო ადმინისტრირების ან ჟურნალისტიკის განხრით.

 

მთავრობა და პრეზიდენტი  კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის სამ კანდიდატზე შეთანხმდნენ. პრეზიდენტი არჩეული პარლამენტს – კახა ბექაურს, თამაზ ინაშვილსა და სერგო შავგულიძეს წარუდგენს. საკანონმდებლო ორგანოს კი მარეგულირებელი კომისიის წევრის ასარჩევად წარდგენიდან ორი კვირის ვადა აქვს.

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” საჯარო წყაროებზე დაყრდნობით კანდიდატების კერძო სექტორში საქმიანობა გამოიკვლია, რის შედეგადაც, ინტერესთა კონფლიქტის რისკები არ გამოიკვეთა. კანდიდატებს ფული არ აქვთ შეწირული პარტიებისთვის, მათ კომპანიებს კი მსხვილი სამთავრობო ტენდერები არ მოუგიათ. 

 

 

კახი ბექაური პროფესიით მათემატიკოსია და მას წლების მანძილზე სხვადასხვა მაუწყებლში მმართველი თანამდებობები ეკავა. ბექაური მუშაობდა საზოგადოებრივ მაუწყებელში (2000-2002 და 2003-2005 წლებში). იგი ასევე იყო ტელეკომპანია „მზის” დირექტორი და პარტნიორი. მოგვიანებით კი ბექაური ტელეკომპანია „მაესტროს”(2010-2011) და „მეცხრე არხის” (2012 წლის მარტიდან დეკემბრამდე) გენერალურ დირექტორად მუშაობდა.

 

ბექაური ფლობს შპს „სხვა არხს,” რომელიც 2012 წელს დაარსდა, თუმცა, არ ფუნქიონირებს როგორც მაუწყებელი. მის მფლობელობაშია ასევე სუპერმარკეტების ქსელი „ორი ნაბიჯი” (25%) და შპს „რითეილ ფროფერთიზ” (25%). 2009-2010 წლებში ბექაური „რუსთავის მედიის მართვის კომპანიის” დირექტორი იყო, რომელსაც „რუსთავი 2-ის” ყოფილი პარტნიორი ეროსი კიწმარიშვილი ფლობდა.

 

თამაზ ინაშვილი პროფესიით იურისტია და შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში” მუშაობს. იქამდე იგი მუშაობდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში, 90-იან წლებში კი წამყვანი თანამდებობები ეკავა ენერგეტიკის სამინისტროსა და მთავრობის კანცელარიაში.

 

ინაშვილი ფლობს 17%-ს შპს „ჯიაიჯი 2007”-ში. აღნიშნული კომპანიის საჯარო დოკუმენტებში 2011 წლის შემდეგ ცვლილებები არ ფიქსირდება, რაც მიუთითებს, რომ კომპანია, შესაძლოა, აღარ ფუნქციონირებს. მისი ბიზნეს პარტნიორი მუხრან გულაღაშვილი დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილეა.

 

სერგო შავგულიძე პროფესიით ელექტროკავშირგაბმულობის ინჟინერია და კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს. იგი ამავდროულად ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორია და კერძო სექტორში არ საქმიანობს.

 

სამშენებლო კომპანია „ორბის“ სასამართლოში უჩივიან

ლია ლიბერნამი ამჟამად გერმანიაში ცხოვრობს და სასამართლოში მისი წარმომადგენელი დედა, გუგული კვირიკაძეა, ოჯახის ინტერესებს კი ადვოკატი ნოდარ დეისაძე იცავს, რომელმაც მოსამართლეს უთხრა, რომ 2010 წელს, მაშინ როცა მისმა კლიენტებმა კომპანიასთან ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმეს, ხელშეკრულებაში ეწერა, რომ შენდებოდა საცხოვრებელი კორპუსი, თუმცა კომპანიამ მშენებლობის დროს კორპუსის პროფილი შეუცვალეს და  კორპუსში სასტუმრო გაიხსნეს.

 

მომჩივანი კომპანიანსთან ხელშეკრულების გაუქმების ერთ-ერთ მიზეზად სწორედ კორპუსში სასტუმროს გახსნას ასახელებს.  გარდა ამისა, მოსამართლეს ლია ლიბერნამის ადვოკატმა უთხრა რომ კომპანიამ ბინა მის მარწმუნებელს მეხუთე სართულის ნაცვლად მეექვსე სართულზე მისცა. 

 

 

გარდა ამისა მომჩივან მხარეს ამ კორპუსში ცხოვრება იმიტომ აღარ სურს რომ წყლის, ელექტროენერგიისა და გაზის გადასახადის გადახდა როგორც კომერციული ფართის მფლობელებს  ისე მოუწევს, თუმცა სამშნებლო კომპანიის იურისტი გელა მახარაძე ამბობს რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და კორპუსში სასტუმროს გარდა საცხოვრებელი ფართები არის, ეს ადამიანები კი კომერციული ფართის გადასახადებით არ ისარგებლებენ თუ ისინი ეკონომიკური მოგებისთვის აღნიშნულ ფართებს არ გამოიყენებენ და იცხოვრებენ.

 

 

მომჩივანი ამბობს რომ კომპანიამ ის მოატყუა და ბინა სხვა ხედით და სხვა სართულზე მისცა.

საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს განიხილავს. მხარეებს უკვე მოუსმინა მოსამართლე  თამარ ბურჯანაძემ და გადაწყვეტილებას 29 იანვარს გამოაცხადებს.  მოსამართლეს კომპანიის იურისტმა გელა მახარაძე უთხრა, რომ სასამართლომ ახლა მხოლოდ ერთ რამეზე უნდა იმსჯელოს: რა ზარალი მიადგა მოქალაქეს შენობის ფუნქციის შეცვლით. 

„ზამთრის სურათები“ – ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმში

 

გამოფენაზე მე-20 საუკუნის 20-იანი წლების ნივთებია წარმოდგენილი.

„მუზეუმი მდიდარია ეთნოგრაფიული ექსპონატებით. შევეცადეთ მნახველი დაგვებრუნებინა ორი-სამი წლით უკან. აქ გამოფენილია სხვადასხვა დანიშნულების ნივთები კარდალა, საცერი, გიდელი, ძველებური არყის ჭურჭელი, ნარდი თავისი დასადგამით. გავაკეთეთ ამ პერიოდის ოთახის იმიტაცია, გვინდოდა ძველი ტრადიციით აღგვენიშნა ახალი წელი“ – აღნიშნა მუზეუმის ისტორიის განყოფილების თანამშრომელმა ინგა დიასამიძემ.

 

 ძველი კულტურით დაინტერესებულებს მუზეუმი დღეიდან 10 დღის განმავლობაში უმასპინძლებს.

 

ბილეთის ფასი 2 ლარია. ბავშვებისთვის 50 თეთრი, სტუდენტებისთვის 1 ლარი, ხოლო ექსკურსია ჯგუფებზე მომსახურება 5 ლარი ეღირება.

საქართველოს სამუფთო ორად გაიყო

 

შიიტთა რელიგიურ საბჭოში  18 ადამიანი შედის, აღმოსავლეთ საქართველოს სუნიტთა რელიგიურ საბჭოში 14, ხოლო  დასავლეთ საქართველოს სუნიტთა რელიგიურ საბჭოში 19 ადამიანი.  რელიგიურმა საბჭოებმა თავიანთი რელიგიური ლიდერები 9 იანვარს აირჩიეს.

 

დასავლეთ საქართველოს სუნიტთა მუფთად ჯემალ პაქსაძე დაინიშნა, აღმოსავლეთ საქართველოს სუნიტთა ახალი მუფთი კი  იასინ ალიევი გახდა. კრების ოქმით ირკვევა, რომ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს“ შიიტთა  შეიხმა ვაგიფ აქპეროვმა რელიგიურ საბჭოს გადადგომის თხოვნით მიმართა. საბჭომ მისი თხოვნა დააკმაყოფილა და ახალ შეიხად რამინ იგიდოვი აირჩია.

 

 „ორი ცვლილება მოხდა ჩვენს სამმართველოში, პირველი ის, რომ შეიცვალა შეიხი და აირჩიეს ახალი. მეორე კი გახლავთ ის, რომ ერთის ნაცვლად ორი მუფთია, დასავლეთისა და აღმოსავლეთის. ეს იმიტომ, რომ მანძილი აღმოსავლეთსა და დასავლეთ საქართველოს შორის დიდია,“ –   აღმოსავლეთ საქართველოს სუნიტთა  მუფთმა იასინ ალიევმა ეს განცხადება აჭარის ტელევიზიასთან გააკეთა.

 

დასავლეთ საქართველოს სუნიტთა მუფთი ჯემალ პაქსაძე „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ ცვლილება ეთნიკურად ქართველ სუნიტებს არ შეხებია და გაყოფა საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურად  აზერბაიჯანელ მუსლიმებში მოხდა.

 

„ცვლილება მოხდა ეთნიკურად აზერბაიჯანელ მუსლიმებს შორის. იქ გაიყო შიიტი და სუნიტი რელიგიური ლიდერები.  დღემდე „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს“  ორი ხელმძღვანელი ჰყავდა.  ეს იყო ქართველი სუნიტების ხელმძღვანელი ანუ მე და ასევე იყო შიიტი ხელმძღვანელი ვაგიფ აქპეროვი. გადადგა შიიტი ხელმძღვანელი და მის ადგილას აირჩიეს ახალი შეიხი.  ამასთან,  ეთნიკურად აზერბაიჯანელმა სუნიტებმა აირჩიეს თავიანთი ხელმძღვანელი და აღარ  არიან დამოკიდებული  შიიტებზე. სრულიად  საქართველოს მუფთი ისევ მე ვარ, ქართველი  სუნიტების დარგში,“ – ამბობს ჯემალ პაქსაძე

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ ხელმძღვანელი ტარიელ ნაკაიძე ამბობს, რომ დასავლეთისა და აღმოსავლეთის სამმართველოებად გაყოფა აბსურდული გადაწყვეტილებაა.

 

„ეს არის აბსურდი. საქართველოში უნდა არსებობდეს მუსლიმთა სამმართველო, სადაც თანხმდებიან  შიიტებიც და სუნიტებიც. სხვათა შორის, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოში არსებულ ყველა რელიგიურ ორგანიზაციასთან  მქონდა საუბარი და ყველა თანხდება ერთ რამეზე – ამ სამმართველოში გაერთიანდება ყველა.  ოღონდ მთავარია ამ ადამიანებისთვის ერთობლივი სანდო  ხალხი  იყვნენ მისი დამფუძნებლები და მმართველები,“ – აცხადებს ტარიელ ნაკაიძე.

 

ნაკაიძის განცხადებით,  2011 წელს „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო“  მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ დააფუძნა და მისი დამფუძნებლები აბსოლუტურად უცნობი ადამიანები გახდნენ.

 

„წარმოიდგინეთ, რომ საპატრიარქო დააფუძნოს ვიღაცამ, მართლმადიდებელი მრევლისთვის უცნობმა პირებმა, ამათ აირჩიონ სინოდი და მერე მათ დანიშნონ მეუფეები. ზუსტად ასე მოგვექცნენ. რეალურად აქ არის ძალიან სერიოზული საფრთხე და სერიოზული ჩარევა  მუსლიმთა  თემში სახელმწიფოს მიერ.  ჩვენი მთავარი პრეტენზია არის დამფუძნებელ პირებზე. რელიგიურ საბჭოში არსებული პირები რომ დამფუძნებლად იყვნენ, პრობლემა აღარ იქნება. ეს ადამიანები ასე თუ ისე მუსლიმებისთვის ცნობილები არიან. ის, რომ დამფუძნებელი რვა პირი აბსოლიტურად უცნობი ადამიანია მუსლიმთა საზოგადოებისათვის,  ეჭვს აჩენს. ამ ადამიანებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ ნებისმიერი  სასურველი ან არასასურველი გადაწყვეტილების მიღება, ამას  წინ ვერ აღუდგება, ვერც ეს საბჭო და ვერც მუფთი. ესეც უფრო მეტ საფრთხეს  ქმნის ამ ორგანიზაციისთვის. ეს არის სირცხილი და ლაფის დასხმა. სხვათა შორის, ჭელის, სამთაწყაროს მოვლენებმა ძალიან კარგად გვაჩვენა მუფთის სახე. გაორმაგებული სახე. რა უნდა ესაუბრა. როგორ უნდა ესაუბრა. რა დამოკიდებულება უნდა ჰქონოდა და რა სიტუაცია დაუდგა, როცა ჩავიდა ახალციხეში,“ – აცხადებს ტარიელ ნაკაიძე.

 

გაყოფილი რელიგიური ლიდერების შესახებ განცხადება გაავრცელა სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესმა რელიგიურმა სამმართველომ.

 

განცადებაში, რომელსაც  ხელს სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი რელიგიური  სამმართველოს თავმჯდომარე მირ ჰუსეინ ასადოვი აწერს ხელს, წერია: „ძვირფასო მუსლიმებო! როგორც იცით, სახელმწიფო მოხელეების  დაარსებულ სამმართველოში საქართველოს მუსლიმებს ახალი ხელმძღვანელი დაუნიშნეს, სხვა გვარად რომ ვთქვათ, სააკაშვილის რეჟიმის ნამოქმედარი გაიმეორეს. მხოლოდ ერთი განსხვავებით – ამჯერად, ახალი დანიშნული პირი ერთ-ერთი ჩვენთაგანი აირჩიეს და დანიშნეს. ამით ისინი სიყალბეს, ჭეშმარიტების  სამოსის ჩაცმევა სცადეს. ახლა ისინი ამით პატარა თაღლითობა, რომ ჩაიდინეს ეს დაამტკიცეს. შუაში არაფერი არ შეიცვალა.  პრობლემა საფუძვლიანად არ მოაგვარეს და იმ მეთოდით გააგრძელეს. კიდევ შეცდომა დაუშვეს.  ჩვენ სახელმწიფო მოხელეებს ვურჩევთ, რომ მუსლიმებისათვის, რომელიმე ხელმძღვანელის დანიშვნის ნაცვლად კონსტიტუციაში არსებული სიცარიელეები შეავსონ“. 

ვინ მიიღებს აგრობარათს

პროექტის  ბენეფიციარები წელს ორი ტიპის ბარათით ისარგებლებენ. ნიადაგის ხვნის სამუშაოებისთვის დარიგდება სასოფლო სამეურნეო ბარათი. სასოფლო-სამეურნეო საქონლის მისაღებად კი, გასული წლისგან განსხვავებით, წელს ფერმერები საბანკო პლასტიკური ბარათით, ე.წ. აგრობარათით ისარგებლებენ.

პროეტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდიდან დაფინანსდება, მის განხორციელებას კი სოფლის მეუნეობის პროექტების მართვის სააგენტო უზრუნველყოფს.

2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტით, საქართველოს მასშტაბით წელს 800 000 – მდე მცირემიწიანი ფერმერი ისარგებლებს.  ბენეფიციარები კი იქნებიან ფერმერები, რომლებსაც საკუთრებაში, სარგებლობაში, ან მფლობელობაში გააჩნიათ 1.25 ჩათვლით ჰექტარის ფართობის სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები.

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინფორმაციით, აგრობარათების გაცემა აჭარაში თებერვლიდან დაიწყება:

„ამ ეტაპზე მთავრობა სიების დაზისტებაზე მუშაობს. გახსოვთ ალბათ, რომ გასულ წელს ბევრმა ბარათი ვერ მიიღო, ამიტომ წელს სია უნდა იყოს უფრო ზუსტი“, – აღნიშნა არჩილ ხაბაძემ ჟურნალისტებთან.

მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოებს, რომელიც ნიადაგის ხვნასა და სასოფლო სამეურნეო ტექნიკით მომსახურებას გულისხმობს, შპს „მექანიზატორი“ და 117 კონტრაქტორი შეასრულებს. 

ხუთწლიანი რეგლამენტი განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის

 

„ორგანიზაცია წინ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობამ დაიწყო შშმ პირებზე ზრუნვა და შემოიღო „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტორული დაგეგმარების რეგლამენტი“. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, ამ პროექტის განხორციელება იქნება რთული, მითუმეტეს, რომ დადგენილების მიხედვით, უნდა მოხდეს ყველა შენობის ადაპტირება“, – განაცხადა ბრიფინგზე ორგანიზაციის თავმჯდომარემ თამაზ მჟავანაძემ.

 

მსგავსი დადგენილება პირველად შემოიღეს საქართველოში. თამაზ მჟავანაძის რეკომენდაციით კარგი იქნება თუ შემოვა რეგლამენტი შშმ პირების დასაქმების კუთხითაც.

 

გარდა ამისა, რეგლამენტის მიხედვით შშმ პირები დაიყო სხვადასხვა კატეგორიად, ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ მთავრობამ უნდა იმუშაოს ტერმინი „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების“ „განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებით“ შეცვლისთვის, რადგან შშმ პირები არასწორად გამოხატავს ამ კატეგორიის ადამიანების მდგომარეობას.

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საკონკურსო კომისიის შემადგენლობა

ინფორმაცია  საკონკურსო კომისიის წევრების შემადგენლობის შესახებ  „ბათუმელებს“ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს იურისტმა მალხაზ ბოლქვაძემ მოაწოდა. 

 

ტელევიზიაში საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელობა ირინა ყურუას, მეგი შავლაყაძეს, შორენა ღლონტს, ვახო ხუზმიაშვილს, ალეკო ჩუბინიძესა, შორენა გოგიჩაიშვილსა და ირაკლი მანაგაძეს სურთ. კონკურსის გამოცხადებამდე აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ირინა ყურუა იყო. ტელევიზიის ხელმძღვანელობამ მას დროებით ხელშეკრულების გაფორმებაზე უარი უთხრა.

 

რაც შეეხება სხვა პოზიციებზე გამოცხადებულ ვაკანსიებს – აჭარის ტელევიზიაში მთავარი რეჟისორის თანამდებობის დასაკავებლად ხუთი კონკურსანტის განაცხადია შესული: თემურ ბეჟანიძე, იმედა თავდგირიძე, ნიკა ტუღუში, ზურაბ ჩართოლანი, გიორგი გოგიბერიძე.

 

პროგრამების სამსახურის ხელმძღვანელობა აჭარის ტელევიზიაში ინგა გოგოლიშვილს, გიორგი უგრელიძესა და შორენა გოგიჩაიშვილს სურთ.

 

არხის გენერალური პროდიუსერი თანამდებობაზე კი ზაზა ფირცხალაიშვილის კონკურენტი არ ეყოლება. ამ პოზიციაზე მხოლოდ მას აქვს განაცხადი შეტანილი.

 

კონკურსის შედეგები 18 იანვრამდე გახდება ცნობილი.

 

აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება ტელე-რადიო დეპარტამენტი საზოგადოებრივ მაუწყებლად 2013 წლის ივლისში, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებების შემდეგ გარდაიქმნა. აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებულმა ხუთწევრიანმა მრჩეველთა საბჭომ არხის გენერალურ დირექტორად სოსო სტურუა 2013 წლის 20 დეკემბერს აირჩია (მრჩეველთა საბჭოს ორ წევრს სასამართლომ უფლებამოსილება შეუჩერა, შესაბამისად, დირექტორი სამწევრიანმა საბჭომ დაამტკიცა).

დღეს კინოთეატრ „აპოლოში“

 

 

12: 00  „გაყინული“   3D –  7ლარი

14:00  „მისტერ ძიძა“ –      7ლარი

16:00  „ჩემი ცოლის დაქალები“ – 8 ლარი

18:00  „ჩემი ცოლის დაქალები“ – 8 ლარი

20:00 „ჩემი ცოლის დაქალები“ – 8 ლარი

22:00  „რონინი“ –     3D –  9ლარი

მთავრობა საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციას განიხილავს

 

კონცეფციის შემუშავებას საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან ერთად საჯარო სამსახურის სამთავრობო საკოორდინაციო საბჭო ხელმძღვანელობს, რომელიც აღმასრულებელი ხელისუფლებისა და პარლამენტის წევრებითაა დაკომპლექტებული.

 

პროექტი „საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება“  დემოკრატიული მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით (USAID) ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური სასწავლებლების წარმომადგენლებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღებს საბოლოო სახეს. 

ახალ ბულვარში მაშველების კოშკი ზღვამ მიიტაცა



აჭარის საგანგებო და გადაუდებელ საქმეთა მართვის სააგენტოს უფროსის მამუკა თურმანიძის ინფორმაციით, კოშკში მაშველები არ იმყოფებოდნენ. იმის გამო, რომ დღეს თითქმის სამბალიანი შტორმი დაფიქსირდა, ღია ზღვაში მყოფი მცურავი საშუალებები  იახტკლუბში, სამაშველო სამსახურის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა გადაყვანილი. 

 

ბათუმის დრამატრულ თეატრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

ანდრო ენუქიძე თბილისში მოღვაწე რეჟისორია. ის შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორია. თუ როგორ შეძლებს ის ორ ქალაქში ერთდროულად მუშაობას   ამბობს, რომ ეს საკითხი სირთულეებთან არის დაკავშირებული:  „ვფიქრობ, კარგი დაგეგმარების შემთხვევაში ყველაფრის მოსწრება შეიძლება ისე, რომ არც ერთი საქმე არ გაფუჭდეს. ჩემთვის ეს თანამდებობა იმდენად დიდი პატივია, ვეცდები გავაკეთო ყველაფერი ისე, რომ ბათუმის თეატრი იყოს იმ სიმაღლეზე, როგორსაც ის იმსახურებს – შიდა ქართული ავტორიტეტითა და შემოქმედებითი შინაარსით, რომელიც უნდა არსებობდეს თეატრში. დარწმუნებული ვარ თავს გავართმევ“.

 

ბათუმის დრამატული თეატრის ხელმძღვანელობის თანამდებობაზე ზაზა სიხარულიძისა და პაატა ციკოლიას კანდიდატურაც განიხილებოდა, თუმცა მან უარი განაცხადა ხელმძღვანელობაზე. ანდრო ენუქიძის კანდიდატურაზე კი, როგორც აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ქეთევან მანელიშვილი განმარტავს, პროფესიული გამოცდილებისა და ადამიანებთან ურთიერთობის გამო შეჩერდნენ.

 

49 წლის ახლად არჩეულ ბათუმის დრამატული თეატრის ხელმძღვანელი, გარდა თეატრალური დადგმებისა, ავტორია რამდენიმე ფილმის, პიესისა და სცენარის. ასევე ფლობს ჯილდოებს „ოქროს ნიღაბი“ (2000 წ.), „გრან პრი“ დოსტოევსკის სახელობის მეცხრე თეატრალურ ფესტივალზე (2005 წ.). ბათუმის დრამატულ თეატრში კი მან დღემდე სამი სპექტაკლი დადგა:

„ზვავი“ (2007) – თურქი დრამატურგის თუნჯერ ჯუჯენოღლუს დრამის მიხედვით.

 

„დავა გემოვნებაზე“ (2013 თებერვალი) – ანდრო ენუქიძის მიერ დაწერილი კომედიური ჟანრის პიესა.

 

„ერთი უბრალო ამბავი“ (2013 ოქტომბერი) – უკრაინელი დრამატურგისა და სცენარისტის მარია ლადოს ორმოქმედებიანი კომედიური ჟანრის პიესის მოხედვით.

 

ბოლო რამდენიმე თვეა ბათუმის დრამატული თეატრის დასი ერთმანეთს იყო დაპირისპირებული. მსახიობთა ნაწილი სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე თემურ კეჟერაძის დანიშვნას აპროტესტებდა და მხარს ყოფილ ხელმძღვანელს – გიორგი თავაძეს უჭერდნენ.

მახინჯაურში ქარმა კორპუსს სახურავი გადახადა

ბათუმის მერიის მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის,  ირინა შერვაშიძის ინფორმაციით,  დაზარალებულების მდგომარეობას სპეციალური კომისია შეისწავლის, ანუ დაზარალებულებს ამის მიხედვით დაეხმარებიან.

 

მერიის ინიციატივით ავარიული საერთო საცხოვრებელი  დროებით გადახურეს. 

 

დღეს ბათუმის სანაპიროზე, ზღვაში, სპეციალისტებმა სამბალიანი შტორმი დააფიქსირეს. 

აჭარის ტელევიზის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელობა 6 პირს სურს

 

საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელობა ირინა ყურუას, მეგი შავლაყაძეს, შორენა ღლონტს, ვახო ხუზმიაშვილს, ალეკო ჩუბინიძესა და  შორენა გოგიჩაიშვილს სურთ.

 

ასევე, პროდიუსერის ვაკანსიაზე ერთი, პროგრამების სამსახურის ხელმძღვანელზე სამი,  ხოლო  მთავარი რეჟისორის ვაკანსიაზე  5  განაცხადია შესული.

 

როგორც „ბათუმელებს“  საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს იურისტმა მალხაზ ბოლქვაძემ განუცხადა,  შესული განაცხადების გადარჩევა 15 იანვარს დასრულდება. 16 იანვარს  კი გასაუბრება ჩატარდება.

 

ახალ თანამშრომლებს სპეციალური კომისია შეარჩევს. კომისია ოთხი წევრისგან იქნება დაკომპლექტებული და მის წევრთა ვინაობა ხვალ დილისათვის გახდება ცნობილი.

 

ბათუმში ყინულის სახლის აღდგენა დაიწყო

 

 

დირექტორის ინფორმაციით, სამუშაოების პირველი ეტაპი უკვე დარსულებულია, ყინულის მოედანი აღდგენილია. ბერიძის ინფორმაციით, გარდა ამის ბათუმის მერია, ყინულის სახლში მეორე დარბაზს აკეთებს: „სპორტული საერთაშორისო თუ ადგილობრივი ღონისძიებების ჩასატარებლად“.

 

სამომავლოდ, სააბონიმენტო სისტემის შემოღებასაც გეგმავენ ყინულის სახლის მოყვარული მომხმარებლებისთვის. აბონიმენტისა და მწვრთნელის ღირებულებას საკრებულოს დეპუტატები მომავალ სხდომაზე განსაზღვრავენ.

 

მედიის ინფორმაციით, დიდთოვლობის შედეგად დაშლილი ყინულის სასახლის აღსადგენად გაწეული ხარჯების ოდენობა თვის ბოლოს გახდება ცნობილი.

საქართველოში ქორწინების რეგისტრაციის რაოდენობამ მოიმატა

რაც შეეხება დაბადებას, 2013 წელს 57 860 ახალშობილი დაიბადა,   2012 წელს –  58 175, 2011 წელს – 59 381, 2010  წელს –  63 726, 2009 წელს – 63 806, ხოლო 2008 წელს 57 976 ახალშობილი მოევლინა ქვეყანას.

 

2013 წელს საქართველოში ახალშობილთა ყველაზე გავრცელებული სახელები გიორგი და მარიამი იყო.

ორი ათასი ოჯახი მაღალმთიან აჭარაში უშუქოდ დარჩა

ენერგო-პრო ჯორჯიას დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გიორგი სურმავა „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ელექტროენერგიის მიწოდება მოსახლეობას დღის ბოლომდე აღუდგება.

 

ამ დროისთვის მაღალმთიან აჭარაში ორი ათასი აბონენტი ელექტრო ენერგიის გარეშეა დარჩენილი. წუხელ გვიან ღამით კი ათი ათასი აბონენტი იყო გათიშული. 

მერია სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს გადაამზადებს

 

სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული პირობების თანახმად, პროგრამით სარგებლობის მსურველთა შერჩევისას წელს პრიორიტეტი შშმ პირებს, მარჩენალდაკარგულებსა და პრობაციონერებს მიენიჭებათ. მსგავსი პროგრამა მერიამ გასულ წელსაც განახორციელა.  ამჯერად პროფესიული სწავლების პროგრამაში მონაწილეობის საშუალება 200 მსურველს ექნება, შესაბამისად, გაზრდილია დაფინანსებაც. მერიამ სატრენინგო მომსახურების შესყიდვა გასულ წელთან შედარებით 45 ათასი ლარიდან 60 ათას ლარამდე გაზარდა.

 

 

წელს მერია ბენეფიციარებს კომპიუტერული საოფისე პროგრამების სწავლებას, ბუღალტერიას, სტილისტის, მასაჟისტის, მდივან-რეფერენტის, ავტომობილის სავალი ნაწილის ტექნიკოსისა და მზარეულის პროფესიების შესწავლას შეთავაზებს.  სწავლების კურსის ხანგრძლივობა არანაკლებ სამი თვე იქნება.

 

 

მერიამ ტენდერით გათვალისწინებული სატრენინგო მომსახურების შესყიდვა 31 იანვრამდე უნდა დაასრულოს. 

არჩილ ხაბაძე ფერიის ბავშვთა სახლში

 

ამის შესახებ ინფორმაცია აჭარის მთავრობის ოფიციალურ გვერდზეა განთავსებული. ხაბაძემ ბავშვებს საჩუქრად   ტორტი და ტკბილეული გადასცა.

წელს წმინდა მატათას სახელობის ფერიის ბავშვთა სკოლაპანსიონი 10 წლის გახდა  ფერიის ბავშვთა სახლში ამჟამად 200-მდე საზრდელი ცხოვრობს   


ახალი წლის ღამეს მეუფე დიმიტრი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ერთად შეხვდნენ

მაჭახლის ხეობაში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

 

აჭარის საგანგებო და გადაუდებელ საქმეთა მართვის სააგენტოს უფროსის მამუკა თურმანიძის ინფორმაციით, წუხელ მთელი ღამის განმავლობაში თოვდა ხულოში, უამინდობა იყო შუახევში, ქედასა და ხელვაჩაურში. ხანძარი იყო ქობულეთში, რომლის  ლიკვიდაცია დროულად მოხერხდა. 

 

მეწყერი ჩამოწვა შუახევსა და ქედაში. გვიან ღამით ბათუმი-ადიგენის ცენტრალური მაგისტრალი ჩაკეტილი იყო თუმცა ამ დროისთვის მოძრაობა აღდგენილია და ამ დროისთვის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.  შავი ზღვის აჭარის სანაპიროზე სამბალიანი შტორმი დაფიქსირდა. აჭარის საგანგებო და გადაუდებელ საქმეთა მართვის სააგენტოს უფროსის  ინფორმაციით ღია ზღვაში მყოფი მცურავი საშუალებები  იახტკლუბში, სამაშველო სამსახურის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა გადაყვანილი. 

მუფტის ჯიპი [Photo]

 

 

მუფტის ინფორმაციით, მას ავტომანქანა სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ გადასცა და მისი საკუთრება არ არის.

 

რა რაოდენობის თანხა დახარჯა სამმართველომ მუფტისთვის “ჯიპის” შესაძენად, ამის შესახებ ჯემალ პაქსაძეს ინფორმაცია არ აქვს:

 

“მე როგორც მუფტი, შესყიდვებს თვითონ არ ვაწარმოებ და არც ფინანსურ მხარეს განვკარგავ.”

 

რაც შეეხება მანქანის ნომერს, მუფტის განმარტებით, სერია – MUF ნიშნავს იმას, რომ ეს სამუფტოს მანქანაა, ამიტომ სამმართველოს მასში რაიმე განსაკუთრებული თანხა არ გადაუხდია:

 

“მთლიანად სიტყვა რომ ეწეროს, მაშინ იქნებოდა დიდი თანხა გადასახდელი, მაგალითად, ხელვაჩაურის მუფტს ჰყავს MUF-007. ეს მხოლოდ იმის მანიშნებელია, რომ მანქანით მუფტი გადაადგილდება,”  უთხრა ჯემალ პაქსაძემ “ბათუმელებს”.

Exit mobile version