ნეტგაზეთი • RU

მაჭახლის ხეობაში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

 

ამ წუთებში სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მაჭახლის ხეობაში გადავარდნილი მანქანის ამოყვანას ცდილობენ. მაჭახლის ხეობაში გადაიჩეხა ავტომანქანა „ნივა“, შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა 80 წლის მამაკაცი.  უამინდობის გამო აჭარის მაღალმთიანეთში წუხელ გვიან ღამით 6 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა.

 

აჭარის საგანგებო და გადაუდებელ საქმეთა მართვის სააგენტოს უფროსის მამუკა თურმანიძის ინფორმაციით, წუხელ მთელი ღამის განმავლობაში თოვდა ხულოში, უამინდობა იყო შუახევში, ქედასა და ხელვაჩაურში. ხანძარი იყო ქობულეთში, რომლის  ლიკვიდაცია დროულად მოხერხდა. 

 

მეწყერი ჩამოწვა შუახევსა და ქედაში. გვიან ღამით ბათუმი-ადიგენის ცენტრალური მაგისტრალი ჩაკეტილი იყო თუმცა ამ დროისთვის მოძრაობა აღდგენილია და ამ დროისთვის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.  შავი ზღვის აჭარის სანაპიროზე სამბალიანი შტორმი დაფიქსირდა. აჭარის საგანგებო და გადაუდებელ საქმეთა მართვის სააგენტოს უფროსის  ინფორმაციით ღია ზღვაში მყოფი მცურავი საშუალებები  იახტკლუბში, სამაშველო სამსახურის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა გადაყვანილი. 

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნათია როყვა