რეპრესირებული ბებია და შვილიშვილი სტალინზე

 

 

ნუნუ


ნუნუ 86 წლისაა. მისი კომუნისტი მამა სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრიც კი იყო. ძმა პირველი ბათუმელია, რომელმაც სორბონის უნივერსიტეტში ხარისხი დაიცვა. ნუნუ ასპირანტურისთვის დაიწუნეს, თბილისელმა პროფესორებმა, რომლებიც ნუნუს მაშინ „ღმერთებად მიაჩნდა“, „აჭარიდან პირველ ქალს მხოლოდ ანკეტის გამო“ უთხრეს უარი.

 

ნუნუს ახსოვს, ერთ-ერთმა ბიძამ 10 წლის ბავშვს ეზოში „ტროცკისტის ბარტყი“ რომ დაუძახა. ფიქრობს, რომ შეიძლება ეს თავის გადასარჩენად დასჭირდა.

მამაზე ყვება და ცრემლი სდის. თეა ამბობს, რომ ბებიას თვალზე ცრემლი არ ახსოვს. ნუნუ იმან ააფორიაქა, რომ მისი ისტორია ხალხმა უნდა გაიგოს.

 

 

მამა


ნუნუს მამა, მევლუდ ოქროპირიძე ზუგდიდში დააკავეს. ბრალდება – ანაკლიაში საიდუმლო ანტისახელმწიფოებრივ კრებაზე დასწრება. მაშინ ის ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი იყო. ნუნუ დედის – ფატის მონათხრობს იხსენებს.

 

ზუგდიდელი კაკებეშნიკი მისულა მამასთან და ერთი ბინა უთხოვია, საყვარლისთვის. მამა სახლს ინსტიტუტის მუშებისთვის აშენებდა. `უთხრა, სამაგიეროს თუ მომცემ, დაგითმობ ბინასო. ამაზე გაბრაზებულა კაკებეშნიკი. `უარი როგორ გაბედე და გამაწბილეო~. ამის გამო მამა დააპატიმრეს.

 

„მგონი M-1 რომ ეძახდნენ, იმ მანქანით მოვიდა ორი კაცი. ჩხრეკის სცენა არ მინახავს, ეზოში ვიყავი. მამა მაშინ დავინახე, როცა მანქანაში სვამდნენ. 10 წლის ვიყავი“.

 

 

მამა აღარ დაბრუნებულა – „ტროიკამ“ 10 წლით კიროვის ოლქში გადაასახლა.

 

 

ხუბუა და ხაბურზანია –  ამ ორმა გლეხმა მოაწერა ხელი მევლუდის დასმენას. ერთ-ერთმა უთხრა კიდეც მევლუდს `საშვილიშვილო ცოდვა ჩავიდინე, მაგრამ ცემაში მომკლეს, შენ თავს ჩემი თავი ვარჩიე. თუ სასამართლო იქნება, ყველაფერს ვიტყვიო“. მაშინ სასამართლო არ ხდებოდა. მამის ბედი ტროიკამ გადაწყვიტა.

 

 

ნუნუმ იცის იმ კაცის გვარი, ვინც მამა დააპატიმრა, მაგრამ არ უნდა მისი დასახელება: `შთამომავლობა ჰყავს. ნორმალურად აღზრდილები თუ არიან, გული ეტკინებათო“.

 

მამა ბერიას ცოლის კურსელი ყოფილა.

 

დედა

 

„მორცხვი, ნაზი ქალის სხეულში საიდან ამდენი ძალა, დღემდე ვერ ვხვდები“, – ამბობს ნუნუ. ფატის მეუღლის დაპატიმრების დროს გული წაუვიდა. მერე იყო მტანჯველი წლები სამ შვილთან ერთად. სოფელში დაბრუნებული ჩაის კრეფდა. ღამღამობით ანგარიშობდა, ერთი კილო კარაქის საყიდელი ფული თუ გამოიმუშავა. ომის წლებში ტყიდან შეშის ნაფოტებს `მეშოკებით ეზიდებოდა“.

 

 

მერე ბათუმში, ქუთაისის ქუჩაზე, ერთ ოთახში ცხოვრობდნენ. დედას ქვაფენილით მოკირწყლულ ქუჩაზე ურიკების ხრიგინი აშინებდა, ხრუშოვის მოსვლამდე. ელოდა, რომ მასაც წაიყვანდნენ და თადარიგი დაიჭირა. თავის დისშვილს, რომელიც თითქმის მისი ტოლი იყო, სთხოვა, თუ გადამასახლეს, ხელის საკერავი მანქანა და ყველაფერი, რაც მაქვს, შენი იყოს, ოღონდ შვილებს უნდა მიმიხედოო“.

 

 

„დედას როცა ძალიან უჭირდა – ღმერთმა ჩემსავეთ სტალინის და ბერიას ცოლშვილიო, ვითომ წყევლიდა მისებურად“.

 

 

წერილები

 

მევლუდი გადასახლებიდან წერილებს აგზავნიდა –  დახმარებას ითხოვდა. ერთხელ ნუნუსაც მოსწერა – შვილს სთხოვა, სტალინისთვის ხმა მიეწვდინა. თუ რა უნდა მიეწერათ ბავშვებს ბელადისთვის, იქვე ეწერა. წერილი ასე იწყება: „საყვარელო დიდო ბელადო, მამავ და მასწავლებელო“.

 

იყო სხვა წერილებიც:

„ძმაო ხუსეინ, იცოდე, რომ სიცრუეა ჩემზე წამოყენებული ბრალდება…“

 

 

„ძვირფასო დაო რეხიმევ!… ამანათზე არაფერს ვწერ, რადგან იცით, რომ მე უამანათოდ ძალიან გამიჭირდებოდა სიცოცხლის შენარჩუნება. უსუფმა მის ტანზე შეაკერინოს ბლუზი, რომ გამომიგზავნა, ისეთი ან უფრო უბრალო მატერიიდან, გალიფე შარვალიც გამომიგზავნოს“…

 

 

„ძმაო ხუსეინ, ერთ დროს თუ იყო მორიდება და თითქოს საშიშიც ძმებისგან გამოხმაურება, ეს პერიოდი წავიდა და ახლა ძმებიც კი კითხულობენ ძმის ამბავს. საშიში და სათაკილო არ არის მე მგონი…. ფატის არ შეუძლია თბილისში წასვლა, რიგში დგომა და პროკურორის ნახვა, მაგრამ ძმებმა ცოტა რამე იზრუნეთ, ბიჭო!“

 

 

მევლუდ ოქროპირიძე სახლში არ დაბრუნებულა. ოჯახმა კიროვიდან მიიღო წერილი იმის შესახებ, რომ მისი საფლავი არ არსებობს.

 

 

სტალინი

 

ფატიმ, ისე როგორც ნუნუმ, მაინც იტირა სტალინის გარდაცვალების გამო. „რადიოში ვისმენდით, ავად არისო. ერთ დღესაც, დილის 6 საათზე, გემების საყვირის ხმა გავიგონეთ; ალბათ, სტალინი მოკვდაო, დედამ. ასე მახსოვს, 04:06 საათზე მოკვდა. არ გაგიკვირდეთ, სტალინის გარდაცვალება ჩვენ არ გაგვხარებია“.

 

 

ნუნუ ცდილობს მაშინდელ ტირილს ახსნა მოუძებნოს:  „სტალინი არაფერ შუაში იყო, კეკებეშნიკები ჰყავდა მიშვებული სრულუფლებიან ძაღლებად. ბერია უბოროტესი კაცი აღმოჩნდა.

 

 

პრესიდან მახსოვს, სტალინი უგონო მდგომარეობაში რომ იყო, თურმე ცეკას წევრები დასცქეროდნენ. ჩათვალეს, რომ მოკვდა. ბერიას უთქვამს – „ვზდოხ იშო ადინ ტირან“. ამ დროს სტალინს თვალი გაუხელია. ბერია მუხლებზე დაცემულა და იძახდა, `პრასტი ტავარიშ სტალინ“.

 

ერთხელ ბიძამ მითხრა – ულვაშამ მამა წაგართვა და მაგი გიყვარსო? მე არაფერი მითქვამს. ჩვენ პიონერულ ორგანიზაციაში გვზრდიდნენ… ახლანდელი ადამიანი ბევრი რამისგან გათავისუფლდა“.

 

თეა

„ევროპის ერთ-ერთ უნივერსიტეტში ლექციის წასაკითხად მიმიწვიეს. სტუდენტებს დიდად არ აინტერესებდათ ჩემი მოსმენა. მე მათ ვუთხარი, რომ ჩემი ოჯახის მაგალითზე მოვუყვებოდი ერთი ადამიანს ბედს, თუ როგორ გააქრეს 37 წელში. ეს იყო ემოციური მომენტი ჩემთვის, პირველად ცხოვრებაში, ევროპის შუაგულში, ულამაზეს ადგილზე ვგრძნობდი ვენდეტას – ამით ვუხდიდი სამაგიეროს იმ რეჟიმს.

 

 

მოვყევი იმაზე, თუ როგორ მეზიზღებოდა ფორტეპიანო ბავშვობაში. როცა გავიზარდე, მაშინ მოვისმინე, რომ ბებია ბავშვობაში ოცნებობდა ფორტეპიანოზე. მივხვდი, რომ ის, რასაც მე ვერ ვაფასებ, ბებიასთვის იყო მწვერვალი –  ბედნიერებასა და მამასთან დაკავშირებული ნივთი. ამას რომ ვყვებოდი, ახალგაზრდები ცხარე ცრემლებით ტიროდნენ… რაც იმ მომენტში ვიგრძენი, ნამდვილი კათარზისი იყო“.

 

 

რა უშლის ხელს ახალგაზრდა მოჭადრაკეების უკეთ წვრთას

16 წლამდელთა 2014 წლის აჭარის ჩემპიონები: ირაკლი ახვლედიანი, ანრი სურმანიძე, დიმიტრი ჯიბუტი, ნატა ჯიბუტი ბათუმის სასპორტო სკოლაში, საჭადრაკო კლუბ „ნონას“ ბაზაზე ვარჯიშობენ, ანა გოგიტიძე და ია საფარიძე კი –  ქობულეთის სასპორტო სკოლაში. ისინი, როგორც აქამდე, ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებენ მეცადინეობას, ოღონდ ფულს არ იხდიან და მათ ვარჯიშს მეტ ყურადღებასა და დროს უთმობენ მწვრთნელები.

მერაბ ნაგერვაძე

ქობულეთის სპორტსკოლის მწვრთნელი თენგიზ ხალვაში ამბობს, რომ მარტო ყურადღება საკმარისი არ არის და ბავშვებს ყველაზე მეტად ამხანაგური შეხვედრები და გასვლითი ტურები წვრთნის, რაც ფინანსური სიმწირის გამო ვერ ხერხდება.

„საქართველოს პირველობაზე გასვლამდე უნდა შეეძლოს ფედერაციას ან აჭარის დეპარტამენტს, ვთქვათ, თურქეთში გაიყვანოს ამხანაგურ შეხვედრაზე. ეს არის ერთგვარი ცოდნის შეჯამება. ასეთი სახის წვრთნები ოთხი-ხუთი თვის მეცადინეობის ტოლფასია. ბათუმის სასპორტო სკოლის ანგარიშზე ქობულეთელი მოჭადრაკეები ვერ მიიღებენ შეკრებაში მონაწილეობას. მაშინ აჭარის ნაკრები უნდა ჩამოყალიბდეს და მისი საწვრთნელი შეკრებებისთვის თანხა გამოიყოს“.

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის გენერალური მდივანი ქეთევან მუხაშარია კი განმარტავს, რომ შეკრებებისთვის საკმარისი თანხა ფედერაციას არ გააჩნია.

„გარდა ამისა, ასეთი რამ არ ხდება აჭარის ჭადრაკის ჩემპიონატებზე. აქ ნაკრები არ დგება. ნაკრები უფრო დიდ დონეზეა. ეს არის ინდივიდუალური ჩემპიონატი. ნებისმიერ ასაკში ვინც იმარჯვებს, მას ჰყავს თავისი მწვრთნელი და გამარჯვებულს ისინი ამზადებენ“.

„ჭადრაკის ფედერაცია პრიორიტეტულ სახეობაში გადავიდა და აჭარას აქვს პრეტენზია, ჭადრაკში იყოს მოწინავე“, – უთხრა „ბათუმელებს“ აჭარის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის უფროსმა მერაბ ნაგერვაძემ. „ –  თუკი  საქართველოს ჩემპიონი იღებდა 1500 ლარს, ახლა 2500 ლარს აიღებს“. მისი თქმით, ეს ცვლილება, ბოლო ერთი წლის შედეგებიდან გამომდინარე განისაზღვრა, როცა სხვადასხვა ასაკის აჭარის მოჭადრაკეებმა: ნინო ბაციაშვილმა, სალომე მელიამ, ნოდარ ლორთქიფანიძემ, ეკატერინე ცივაძემ, ირაკლი ახვლედიანმა და გაიოზ ნიგალიძემ საპრიზო ადგილები მოიპოვეს.

2013 წელს მიღწეული ამ შედეგების გამო, გასულ წელთან შედარებით, დეპარტამენტმა ფედერაციას 10 ათასი ლარით გაუზარდა დაფინანსება – 2014 წელს ფედერაციას საჭადრაკო ღონისძიებებისთვის 32 ათასი ლარი ექნება. თუმცა ამ თანხაში არ არის გათვალისწინებული 16 წლამდელთა შორის გამოვლენილი ექვსი გამარჯვებულის საწვრთნელი შეკრება. ქეთევან მუხაშარიას თქმით, ფედერაცია პირველი ადგილის მფლობელებს, თავიანთ მწვრთნელებთან ერთად, საქართველოს ჩემპიონატზე მხოლოდ გამგზავრების, ღამის გათევისა და კვების ხარჯებს დააფინანსებს.

გამარჯვებულები ქობულეთიდან – ანა გოგიტიძე 7 წლამდელთა, ხოლო ია საფარიძე 12 წლადელთა ასაკში – ქობულეთის კომპლექსურ სასპორტო სკოლაში საქართველოს ჩემპიონატისთვის დღეჩაგდებით მეცადინეობენ. მწვრთნელები მათ საკუთარი ძალისხმევით ამზადებენ.

„მეცადინეობის ხანგრძლივობა ასაკის მიხედვითაა. მაგალითად, 7 წლამდე ასაკისთვის საათი და 20 წუთის მეტი არ უნდა იყოს, 12-წლიანებში ორი საათი ან ორ საათ-ნახევარია განსაზღვრული. თამაშის დროს თითოეულ პარტიასა და სვლას ვაშუქებთ, ბავშვს ვეუბნებით – შენ ეს კარგად ითამაშე, ეს სვლა კარგია, ეს არ ვარგოდა, ამის მაგივრად ეს რომ გეთამაშა, უკეთესია. ასე კუს ნაბიჯებით მივდივართ წინ“.

თენგიზ ხალვაში ამბობს, რომ ხშირად შეჯიბრება მშობლების ხარჯითაც ტარდება. მიუხედავად ამისა, იას მამა – დავით საფარიძე ამბობს, რომ ჩემპიონის მომზადება განსაკუთრებულ სირთულეებთან არ არის დაკავშირებული, მთავარი ბავშვის სურვილია.

„ია მეექვსე კლასშია, ბავშვობიდან მიეჩვია თამაშს. რვა და ათი წლის ასაკში მოიპოვა აჭარის ჩემპიონობა. წელს 12-წლიანებში გაიმარჯვა. მას ძმები – ამირანი და ბაგრატ მჟავანაძეები წვრთნიან. მეცადინეობაზე დღეგამოშვებით დადის. დანარჩენს სახლში ვარჯიშობს“, – ამბობს იას მამა.

60 წლის გამოცდილების მქონე საერთაშორისო არბიტრის გურამ ჭანტურიას შეფასებით, ძალიან ნიჭიერი თაობა მოდის და უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდა ინტერესდება ჭადრაკით, მათ კი აუცილებლად სჭირდებათ წახალისება.

ახალგაზრდებისთვის ხელშეწყობის აუცილებლობას სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის უფროსიც ხედავს, აჭარის სპორტის სფეროში ფინანსური დახმარების ზრდის ტენდენციააო, აღნიშნავს ის. ამის ფონზე მერაბ ნაგერვაძე მომავალში ჭადრაკის ფედერაციის დაფინანსების გაზრდას ვარაუდობს.

პედაგოგთა სასერტიფიკატო გამოცდების რეგისტრაცია 21 მარტამდე გაგრძელდება

საქართველოს გამოცდების ეროვნული ცენტრის პრესსამსახურის განმარტებით, ქართული ენის საგამოცდო ტესტი, რომელიც არაქართულენოვან სკოლაში მომუშავე პედაგოგის უნარებსა და ცოდნას შეამოწმებს, ეროვნული სასწავლო დეპარტამენტის თანამშრომლებმა შექმნეს. ახალი საგნების შესახებ დამატებითი ინფორმაცია კი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

მოქმედი პედაგოგები, რომლებიც პირველად მონაწილეობენ სასერტიფიკატო გამოცდებში, გამოცდის ჩაბარებისთვის რეგისტრაციას უფასოდ გაივლიან. იმ პედაგოგებისათვის, რომლებმაც ერთხელ უკვე მიიღეს მონაწილეობა სასერტიფიკატო გამოცდებში და ვერ გადალახეს ზღვარი, ერთ გამოცდაზე გასვლის ფასი 25 ლარია, ხოლო იმ პედაგოგებს, ვინც გადალახეს ზღვარი კონკრეტულ გამოცდაში და სურთ შედეგის გაუმჯობესება, ერთი გამოცდის ჩაბარებისთვის 50 ლარის გადახდა მოუწევთ.

შეფასებისა და გომოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით ამ დროისთვის 250-ზე მეტი მასწავლებელია დარეგისტრირებული.

რეგისტრაცია 20 თებერვალს დაიწყო და 21 მარტს 18:00 საათამდე გაგრძელდება.

2014 წელს მასწავლებლები სასერტიფიკატო გამოცდებს შემდეგ საგნებში ჩააბარებენ:

  1. ქართული ენა და ლიტერატურა
  2. მათემატიკა
  3. ისტორია
  4. გეოგრაფია
  5. სამოქალაქო განათლება 
  6. ფიზიკა
  7. ქიმია
  8. ბიოლოგი
  9. ქართული ენა მასწავლებლობის იმ კანდიდატებისათვის, რომლებსაც სურთ                                                                                                 ასწავლონ არაქართულენოვან სკოლებში
  10. ბუნებისმეტყველება
  11. სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
  12. დაწყებითი საფეხური (I-IV და I-VI)
  13. გერმანული
  14. ფრანგული
  15. რუსული
  16. ინგლისური

ერთჯერადი მატერიალური დახმარება ტყუპების ოჯახებს

 

 

ამ საკითხთან დავავშირებით, დღეს შენგელიების ოჯახს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დახმარების მინისტრის მოადგილე ლევან გორგილაძე, „წითელი ჯვრის“ ბათუმის ორგანიზაციისა და კომპანია „აჭარა ლაზურის“ წარმომადგენლები ესტუმრნენ.


როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ლევან გორგილაძემ აღნიშნა, არ არსებობს კონკრეტული პროგრამა, რომლითაც   ტყუპების ყოლის შემთხვევაში სახელმწიფო ოჯახს, უშუალოდ საკვები პროდუქტებითა და ჰიგიენური საშუალებებით უზრუნველყოფს.


თუკი ვინმე მოგვმართავს, ჩვენ ვეძებთ დონორ ორგანიზაციებს. შენგელიების ოჯახმა კი დახმარებისთვის გასულ წელს მოგვმართა“-ამბობს გორგილაძე.


2014 წელს, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ამოქმედდა პროგრამა –  „ახალშობილი ტყუპების ოჯახების ერთჯერადი მატერიალური დახმარება“,  რომელიც თითოეულ ტყუპის ცალზე,  ათასი ლარით დახმარებას გულისხმობს. შენგელიების ოჯახი სახელმწიფოს ამ პროგრამით არ სარგებლობს,  რადგანაც ტყუპები მათ 2013  წელს შეეძინათ. 

 

 

ავტომანქანა მდინარეში გადავარდა

 

 სამაშველო სამსახურის უფროსის, მამუკა თურმანიძის ინფორმაციით,  ამ წუთებში  მდინარიდან ავტომობილის ამოტანას მაშველები ცდილობენ.  მისივე ინფორმაციით, შემთხვევის დროს  არავინ დაშავებულა.

ლელას მონათხრობი

 

ბინაში, სადაც ლელა უნებართვოდ მცირეწლოვან გოგონასთან ერთად ცხოვრობს, მხოლოდ ორი სკამი, პატარა მაგიდა, საწოლი და შეშის ღუმელია განთავსებული. ბინას არ მიეწოდება ელექტროენერგია, საჭმელს და შეშას ლელას მშობლები აწვდიან.

 

ლელა: „საკუთარი სახლი არ გამაჩნია, არ ვმუშაობ, ეპილეფსიით დაავადებული შვილი მყავს, 8 წლის განმავლობაში ხან სად ვცხოვრობდი და ხან – სად. ვის არ ვთხოვე დახმარება, ვის არ მივმართე: ადგილობრივ ხელისუფლებას, ჯანდაცვის სამინისტროს, თბილისშიც გავგზავნე წერილობითი მოთხოვნა, ჩვენმა ჯანმრთელობის მინისტრმა საცხოვრებლით თუ არა, ფინანსურად მაინც დაგეხმარებიო, მაგრამ არავინ მომაქცია ყურადღება, არავინ დამეხმარა, არ გაითვალისწინეს ჩემი პრობლემები, ავდექი და თვითნებურად შემოვედი ეკომიგრანტთა სახლში, რა მექნა? სხვა გზა არ მქონდა.

 

 

ბინა თვითნებურად დავიკავე, რადგან არ მეხმარებიან, მეუბნებიან, სახლი დამეწყრილებისთვის არის განკუთვნილი, შენ ვერ გაგაჩერებთო, მუნიციპალიტეტის გამგებელს მოვუბოდიშე და ვუთხარი სხვა გზა არ მქონდა, მან კი მითხრა, გამოგაგდებ, ვერ დაგტოვებ, ბინა თუ გინდა, იქირავე და იცხოვრეო.

 

რით ან რანაირად ვიქირაო, რატომ არ მეკითხებიან? ჩვენი შემოსავალი ჩემი შვილის 100-ლარიანი პენსიაა, რომელსაც მამის გარდაცვალების შემდეგ იღებს. 100 ლარით დღეს თავს ირჩენს ვინმე? ბავშვს ჭამა არ უნდა? ჩაცმა არ სჭირდება?!

 

 

ერთი წლის იყო ბავშვი, როცა ქმარი გარდამეცვალა, წამოვედი და მას შემდეგ ვარ უსახლკაროდ, ხან მშობლებთან ვცხოვრობდი, ხან – ნათესავებთან.

 

ეკომიგრანტთა სახლში უკანონოდ პირველად ზაფხულში შემოვედი, მაშინ პოლიციელები მოვიდნენ, ასე მითხრეს –  ახლა საკუთარი ნებით გამოდი და ჩვენ მოვაცემინებთ ბინას, ვიცით გეკუთვნისო. მეც გამოვედი, რომ არ მომცეს, ისევ შემოვედი“.

 

 

ლელას 9 წლის ბავშვი ეპილეფსიით არის ავად. როგორც დედა ამბობს, მისი მთავარი საფიქრალი მისი შვილია, რომელსაც ყოველწლიურად მკურნალობა სჭირდება, რის საშუალებაც მშობელს არ აქვს. ლელას თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება მხოლოდ ეპილეფსიის ერთ მედიკამენტს სთავაზობს უფასოდ.

 

 

ლელა: „ბავშვს ერთი წლის ასაკიდან ვმკურნალობ. მკურნალობის კურსი 500 ლარი ჯდება და ყველა წელიწადს უნდა ჩაუტარდეს, რაც ბავშვის შემდგომი რეაბილიტაციისთვის აუცილებელია. წელს მკურნალობის კურსი არ გაუვლია, ამისთვის საჭირო თანხა არ მაქვს, არც ჩემს მშობლებს აქვთ, რომ დამეხმარონ, ხელისუფლება მხოლოდ ერთი დასახელების მედიკამენტით გვეხმარება უსასყიდლოდ.

 

მშობლებმა მომიტანეს, ღუმელი ნისიად ვიყიდე, შუქი მე არ მაქვს, საჭმელი მამაჩემს მოაქვს და ასე ვარ შვილთან ერთად, მთავარია, ის მყავდეს კარგად“.

 

 

შუახევის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი ზაზა ზოიძე ამბობს, რომ შუახევში მცხოვრები ეპილეფსიით დაავადებული 48 მოალაქე სარგებლობს ეპილეფსიის პროგრამით და ყველა მათგანი პრეპარატს უფასოდ იღებს.

 

 

ზაზა ზოიძე: „ეპილეფსიით დაავადებულ ყველა მოქალაქეს ვეხმარებით, ვინც მოგვმართა და შესაბამისი სამედიცინო ცნობა წარმოადგინა. პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებს მედიკამენტებს უფასოდ ვთავაზობთ, რაც უშუალოდ ეპილეფსიას ეხება, სხვა დაავადებებზე მედიკამენტით ვერ ვეხმარებით“.

 

 

შუახევის გამგებლის მოადგილე ავთანდილ დიასამიძე ამბობს, რომ თვითნებურად შესახლებულ ლელა გოგიაშვილს საცხოვრებელი ფართობი შესთავაზეს, რაზეც უარი განაცხადა: „ჩვენ მას შევთავაზეთ ხის შენობა საცხოვრებლად, უარი განაცხადა. სხვა ოჯახი შევასახლეთ იმ სახლში. დახმარება ეკუთვნის, მაგრამ ამ ეტაპზე დახმარებას სხვა ოჯახები უფრო საჭიროებენ, ვიდრე თვითნებურად შესახლებული ეს ქალბატონი.  ლელას მსგავს მდგომარეობაში ექვსი ოჯახია, რომლებიც საცხოვრებელი ფართობით შემდეგ ეტაპზე დაკმაყოფილდებიან – ეს არის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილება. რაც შეეხება ბავშვს, თუ დახმარება ესაჭიროება და სამკურნალოა, მოვიდნენ და რაც შეგვიძლია, ყველანაირად დავეხმარებით“.

 

 

“თუ რაღაც მართლა გინდა, აგისრულდება”

 

 

მომავალი ხელოვნებათმცოდნე, ნონიკა სურმანიძე 21 წლისაა. ხელოვნების ყველა მიმართულება ბავშვობიდან აინტერესებს: “გენეტიკურადაც არის, ბაბუაჩემი და მამაჩემი ხატავდნენ, მეც ვხატავ, სამუსიკო ხუთწლედი მაქვს დამთავრებული. ბებიაჩემი ლექსებს წერდა, მე ყოველდღიურ ჩანაწერებს ვაკეთებ. მთლად შემოქმედებითი ბუმი არ მქონია ოჯახში, თვითონ ვიყავი უფრო დაინტერესებული, თავიდან ჩემი თოჯინებისთვის ვკერავდი ტანსაცმელს, მერე ჩემთვის.”

 

ნონიკას არ უყვარს იმის კეთება, რაც ადვილად გამოსდის, ამბობს, რომ მისთვის უფრო საინტერესო რთულთან შეჭიდებაა: “ყველა მეუბნებოდა გავმხდარიყავი მსახიობი ან დიზაინერი, რადგან ორივე მეხერხებოდა, მე კი მგონია, რაც არ იცი, ის უნდა ისწავლო, ხელოვნებათმცოდნეობა ბევრ რამეს აერთიანებს, კინო, თეატრი, ფერწერა, უფრო თეორიულია, მეტ გარჯას მოითხოვს.
გარდა ამისა, ბრიტანულ ცენტრში დავდივარ, იქ გაკვეთილები ერთი სტილით მიმდინარეობს, ჩემი მოუსვენრობის გამო სულ არეულობას ვიწვევ, ყველას ვაცინებ და ვამხიარულებ, ყველაზე მკაცრი მასწავლებლებიც კი ვერ მაჩერებენ, თუ ხმაურია, მე შემომხედავენ ხოლმე, მეუბნებიან – შეხედე, აიყოლია ყველა. საზღვარგარეთ მინდა სწავლის გაგრძელება, იმიტომაც `ვუძლებ~ ბრიტანულ ცენტრს.” – გვიყვება ნონიკა.

 

 

“ყველგან ვიღებ მონაწილეობას, სადაც ამის საშუალება მეძლევა, არც ის მაშინებს, რომ შეიძლება ვერ გავიმარჯვო, ეს არ არის მთავარი ჩემთვის, ამ ყველაფრით მე უფრო მეტს ვიღებ, ვიდრე პრიზია.”

 

 

წინასწარ გეგმის შედგენა არ უყვარს, არც ის იცის დაზუსტებით, რომელ სფეროში გააგრძელებს მუშაობას მომავალში, იცის, რომ პარალელურად შეუძლია ითამაშოს თეატრში, შეკეროს სამოსი და აკეთოს სხვა რამეც: “ქუჩაში მივდიოდი, როცა მეგობარმა გამაჩერა და მითხრა, რომ რეჟისორ ოთარ ქათამაძეს სპექტაკლში გოგონა სჭირდებოდა. 17 წლის ვიყავი, ძალად შემიყვანა, როლზე დამამტკიცეს, მარიანას – მსახურის როლი შევასრულე. ოთოს კიდევ რამდენიმე სპექტაკლში ვმონაწილეობდი, მისი დახმარებით გავიცანი გიორგი ჩხაიძე, მისი სპექტაკლი “მელოტი მომღერალი ქალი” ძალიან წარმატებული აღმოჩნდა, მიგვიწვიეს საფრანგეთში ფესტივალზე. თეატრში იდგმება ახალი სპექტაკლი – “სიყვარულით გაკეთილშობილებული არლეკინი”, სადაც სილვიას როლს ვთამაშობ. ძალიან მიყვარს ჩემი პერსონაჟები, პერსონაჟებს რაღაცით ემსგავსები ან მერე ისინი გემსგავსებიან… რეჟისორებთან თავიდან ვერ ვახერხებ გახსნას, ადამიანები კარგად უნდა გავიცნო, რომ თავი თავისუფლად ვიგრძნო.” – გვიყვება ნონიკა სურმანიძე.

 

 

თუ რაღაც მართლა გინდა, აგისრულდება

ბავშვობიდან ვოცნებობდი საფრანგეთში მოგზაურობაზე, მაინტერესებს და მომწონს ყველაფერი ფრანგული. თავიდან ვიცოდით, რომ ლონდონში უნდა წავსულიყავით და როცა მოწვევა პარიზიდან მოვიდა, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ბავშვები მილოცავდნენ, პარიზში ვიყავი და მაინც ვერ ვიჯერებდი. პარიზში თითქმის არ მეძინა, მინდოდა ყოველი წუთი ფხიზლად ვყოფილიყავი. ეიფელის კოშკთან გავგიჟდი კინაღამ. სიამოვნებით ვიმოგზაურებდი კიდევ ერთხელ. ოცნებები სრულდება, ამაში დარწმუნებული ვარ, რაც ძალიან გინდა, ის აუცილებლად აგისრულდება.

 

 

ის, რაც ჩემია

ძველმანები ძალიან მომწონს, კარგად შენახული ძველი სტილის სამოსი. დედაჩემისა და ბებიაჩემის ნაქონ ტანსაცმელს ვიყენებ. მეორადებშიც ვარჩევ ტანსაცმელს, მეგობრებიც მჩუქნიან. დედაჩემმა თუ რამე ვერ იპოვა, შემოდის ჩემთან და ეძებს, იცის, რომ მე ავიღებდი. თუ მოუსწრო კარგია, შეიძლება გადაკეთებული დახვდეს (იცინის).

 

ჩემი ოთახიც ძველი ნივთებით მაქვს გამოვსებული, ყველამ იცის, ძველი ნივთები რომ მიყვარს, მაწვდიან ხოლმე. დიდი საძინებელი მაქვს, სადაც ვიღებ ჩემს სტუმრებს, ძველ სამოვარში ვადუღებ ჩაის. ჩემი მეგობრების უმეტესობა ხელოვნებასთანაა კავშირში, ძირითად დროს მათთან ერთად ვატარებ. დედაჩემი მეუბნება, რომ სახლში ვერ ვჩერდები, უნივერსიტეტი, რეპეტიციები, ბრიტანული ცენტრი, საკონსულო, ამის გამო მთელი დღე სახლში არ ვარ, რვაზე ვბრუნდები სახლში, გამოვიცვლი და ჩემს რომელიმე მეგობართან გავრბი. როცა ავად ვარ, მაშინაც ვერ ვჩერდები სახლში, სიცხიანიც კი თავს ვუმტკიცებ, რომ კარგად ვარ, ეს მშველის, განწყობა მნიშვნელოვანია, უფრო მარტივად გამოჯანმრთელდები ხოლმე.

 


დილით შვიდ საათზე ვიღვიძებ, წიგნის კითხვისთვის საუკეთესო დროა, ან რამის შესაკერად. შეიძლება დილით კარადას რომ გამოვაღებ, ისეთი რამე არ დამხვდეს, რაც მინდა იმ დღეს რომ ჩავიცვა. საერთოდ, ჩაცმულობა მოქმედებს განწყობაზე, ნათელი ფერები მიყვარს. ჩემი სავიზიტო ბარათია ქუდი, წელიწადის ყველა დროის შესაბამისი ქუდი მაქვს, ძირითადად ცილინდრი.

 

ბათუმის ციხის რემონტი დასრულდა

 

 

ბათუმის მესამე დაწესებულება გათვლილია 244 პატიმარზე. შენობის რეაბილიტაციის შემდეგ, სამინისტროში ამბობენ, რომ უწყება ევროპული ტიპის საკნებით კეთილმოეწყო. ყველა საკანში იქნება სველი წერტილი, საშხაპით და ტელევიზორით აღჭურვილი.

ამის პარალელურად ოზურგეთში, დაბა ლაითურში განახლდა და ამ ეტაპზეც მიმდინარეობს სასჯელაღსრულების დაწესებულების მშენებლობა. მშენებლობის დასრულების შემდეგ ამ დაწესებულებაში შეასახლებენ მაღალი რისკის მქონე პატიმრებს.

 

ბათუმის მესამე საპყრობილის ყოფილი დირექტორი გიორგი ვეკუა და მისი მოადგილე ზაზა ჯიქია ბრალდებულები არიან პატიმრების დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში.  პატიმრობისა  და დახურული თავისუფლების აღკვეთის შერეული ტიპის მესამე დაწესებულების დირექტორი კი ახლა ალექსანდრე პეტროსიანია.  

მეციტრუსეებს თანხის ნაცვლად შაქარს სთავაზობენ

 

ფერმერებს  კომპანია  თანხის ნაცვლად შაქარს სთავაზობს _ ერთ ტომარას 70 ლარად. ფერმერების უმრავლესობა ამ შეთავაზებით უკმაყოფილოა.

„ერთი ტომარა შაქრის საბითუმო ფასი 63 ლარია, კომპანია კი 70 ლარად გვთავაზობს, რატომ უნდა დავთანხმდე ამ პირობებს?“ – ამბობს ქობულეთელი მურმან ვერულიძე.

 სახელმწიფოს სუბსიდია – კილოგრამ ენესზე 10 თეთრი კი უმეტესობას აღებული აქვს.  აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის როინ გოგაძის განმარტებით, ფერმერებს დარჩენილი თანხა უახლოეს დღეებში დაერიცხებათ.

ქობულეთში არასტანდარტული საკონსერვო ქარხნის ხელმძღვანელის, მერაბ არძენაძის თქმით, ფერმერის სურვილზეა დამოკიდებული შაქარს წაიღებს, თუ თანხას მიიღებს.

ჩაის სერვიზები და ჭაღები კულტურული პროგრამის ფარგლებში

 

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით შესყიდვა კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტულ ღონისძიებათა ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში ხორციელდება. მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების განყოფილების ხელმძღვანელის ნუგზარ შავაძის ინფორმაციით, ეს ნივთები მრავალშვილიანი დედებისთვის გადასაცემად და კულტურული პროგრამების ფარგლებში მონაწილეების დასაჯილდოებლად სჭირდებათ.

 

 

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, გამგეობას წელს სულ ორმოცდაათი ერთეული ელექტროჭაღი, ამდენივე ტორტის თეფშების ნაკრები, 13 ერთეული ჩაის სერვიზი და 55 ერთეული სამზარეულოს მიქსერი დასჭირდება. მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიამ სატენდერო დოკუმენტაციაში სასურველი ნივთები ტექსტურ ნაწილშიც აღწერა: „ტორტის თეფშების ნაკრები, ექვსცალიანი ოქროსფერი ორნამენტებით“ და მეტი სიზუსტის მისაღწევად ფოტოებიც თან დაურთო.

 

 

გასულ წელს ამ პროგრამის ფარგლებში ჩამოთვლილი ნივთების გარდა მუნიციპალიტეტის გამგეობამ სამზარეულოს კოვზების ნაკრები და შამპანურის ჭიქები შეიძინა.

კლასიკური მუსიკის საღამო – ფესტივალი „ბათური საღამოები“

 

26 თებერვლის  საკონცერტო პროგრამა:

 

ვიქტორ დოლიძე – ქეთოს არია ოპერიდან „ქეთო და კოტე“. ასრულებს მარიამ ძნელაძე კონცერტმაისტერი ევგენია ღოღელიანი.

ლუიჯი არდიტი – ვალსი „კოცნა“.  ასრულებს სალომე სალაძე. კონცერტმაისტერი ევგენია ღოღელიანი.

ვოლფგან ამადეუს მოცარტი – ქერუბინოს არია “Voi ee pete” ოპერიდან ფიგარის ქორწინება“. ასრულებს მაია ჟღენტი. კონცერტმაისტერი ევგენია ღოღელიანი.

ჯაკომო პუჩინი – მიუზეტას არია ოპერიდან „ბოჰემა“ ასრულებს ნინო ქარცივაძე. კონცერტმაისტერი მარინა ქიქავა.

ჯაკომო პუჩინი – ლაურეტას არია ოპერიდან „ჯანი სკიკი“. ასრულებს ხათუნა ხაჯიშვილი. კონცერტმაისტერი ევგენია ღოღელიანი.

ჯუზეპე ვერდი – ელენას ბოლერო ოპერიდან „სიცილიური ღამე“ . ასრულებს ნატა ცქვიტინიძე. კონცერტმაისტერი ევგენია ღოღელიანი.

არიგო ბოიტო – მარგარიტას არია ოპერიდან „მეფისტოფელი“. ასრულებს ნინო ბოლქვაძე. კონცერტმაისტერი ევგენია ღოღელიანი.

შარლ გუნო – მარგარიტას არია ოპერიდან „ფაუსტი“ “Aria de bijux”. ასრულებს  მარიამ ფირცხალაიშვილი. კონცერტმაისტერი მარინა ქიქავა.

ჟორჟ ბიზე – ხაბანერა ოპერიდან „კარმენი“. ასრულებს ხათუნა დონდუა.  კონცერტმაისტერი ევგენია ღოღელიანი.

შარლ გუნო – ჯულიეტას არია ოპერიდან „რომეო და ჯულიეტა“. ასრულებს მარიამ ბერიძე. კონცერტმაისტერი მარინა ქიქავა.

ჯუზეპე ვერდი – უვერტიურა ოპერიდან „ნაბუქო“.  ასრულებს სიმფონიური ორკესტრი.

 

 
საოპერო სტუდიის სამხატვრო ხელმძღვანელი   მარიამ ჯახუტაშვილი;

დირიჟორი:   მამუკა ალაფიშვილი. 

აღმაშენებლის ქუჩის რეაბილიტაცია 4 მილიონ 741 ათას ლარად

 

 

ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით ამ ეტაპზე ასფალტის პირველი ფენის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს სავაჭრო ცენტრ ,,ალამიდან“ (ე.წ. ხოფის ბაზრობა) ტაბიძის ქუჩამდე. 

 

სამუშაოებს, რომლებიც 2013 წლის სექტემბრიდან დაიწყო და მიმდინარე წლის 31 ივლისში უნდა დასრულდეს, ტენდერში გამარჯვებული კომპანია „არნაბი-21″ ასრულებს. პროექტის ღირებულება 4 მილიონ 741 ათას ლარს შეადგენს.

25 თებერვალი – საბჭოთა ოკუპაციის დღე

 

25 თებერვალი საქართველოს პარლამენტის დადგენილებით საბჭოთა ოკუპაციის დღედაა გამოცხადებული. საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილებიდან: „ ვინაიდან 25 თებერვალი არის საქართველოს ანექსიისა და ოკუპაციის დღე და ვინაიდან რუსეთის ფედერაციას დღემდე ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი, საქართველოს პარლამენტი ადგენს:

 

  1. გამოცხადდეს ყოველი წლის 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ.

 

  1. დაევალოს საქართველოს მთავრობას ყოველი წლის 25 თებერვალს ოკუპაციის მსხვერპლთათვის პატივის მიგებისა და საბჭოთა ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილი სხვა ღონისძიებების პროგრამის შემუშავება და განხორციელება.

 

 

  1. ყოველი წლის 25 თებერვალს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაშვებულ იქნეს საქართველოს სახელმწიფო დროშები.

 

 

  1. ყოველი წლის 25 თებერვალს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოცხადდეს წუთიერი დუმილი ოკუპაციის მსხვერპლთათვის პატივის მისაგებად.

 

  1. ეთხოვოთ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, კერძო დაწესებულებებსა და საწარმოებს, თავი შეიკავონ საბჭოთა ოკუპაციის დღეს მასობრივი საზეიმო და გასართობ-სანახაობრივი ღონისძიებების გამართვისგან“.

 

რას მოუტანს აჭარის ბიუჯეტს ფრინველებზე დაკვირვება

 

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, სოფლებში – სახალვაშოსა და ჩაისუბანში განთავსებულ სასტუმროებში უცხოელ სტუმრებს 44 390 ლარის მომსახურება გაუწიეს, სხვა ხარჯებმა 13 560 ლარი შეადგინა, საბოლოო შემოსავალმა კი – 57 950 ლარი.

 

2012 წელს სოფლის სასტუმროებში შემოსული თანხა 20 105 ლარი იყო, სხვა ხარჯები – 4 320 ლარი, მთლიანი შემოსავალი კი – 24 425 ლარი.

 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, მონახულების რაოდენობის მიხედვით ეკოტურისტებისთვის ყველაზე პოპულარული ადგილებია შუამთის ფრინველებზე დაკვირვების პლაცდარმი, სახალვაშოს ფრინველებზე დაკვირვების წერტილი, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, მტირალას ნაციონალური პარკი, ჭოროხის დელტა, ბათუმის ბულვარი და ზღვისპირა პარკი.

 

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმის განვითარების ხელშესაწყობად 2012 წელს 28 178 ლარი დახარჯა, ხოლო 2013 წელს – 15 320 ლარი. დეპარტამენტში მიიჩნევენ, რომ  „გაწეული ხარჯები და ზემოაღნიშნული შემოსავლები ადასტურებს ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმის გრძელვადიან პერსპექტივაზე დამყარებული სტრატეგიის მართებულობას. ტურიზმის აღნიშნულ სახეობას აჭარაში პოტენციალი აქვს.“

მოსახლეობა სოფელში მისასვლელი ხიდის აღდგენას ითხოვს

 

სოფელ კვირიკეში ხიდი ექვსი თვის წინ ძლიერი წვიმის დროს ადიდებულმა მდინარემ წაიღო.  

 

ახლა, ხიდის ნაცვლად მდინარეში  წყლის სქელი მილია ჩადებული,  ზემოდან ქვიშაა დაყრილი და ასე მოძრაობს მსუბუქი ავტომანქანები. სატვირთო მანქანების გავლა კი ჭირს.

 

მოსახლეობა ხიდის აღდგენას მუნციპალიტეტს სთხოვს: ”არავინ  არ მოსულა არ უკითხია რა პრობლემები გვექმნება, მაინცდამაინც  რაღაც უბედურება უნდა მოხდეს  თუ არჩევნები უნდა იყოს რომ ხიდი გააკეთონ? ”_ ამბობს  ”ბათუმელებთან” კვირიკეშჳ მცხოვრები ემზარ ღაღაიშვილი.

 

 სოფლის რწმუნებულის გია ხარაზის  განმარტებით, ხიდის რესტავრაცია საგზაო დეპარტამენტის პრეროპგატივაა. მისივე ინფორმაციით, უახლოეს ათი დღის ვადაში დაიწყება სარემონტო სამუშოები. 

 

 

 

 

 

 

 

როგორ დავიბრუნოთ თანხა ბიუჯეტიდან

 

 

ამისთვის ის შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე www.rs.ge განთავსებულ შესაბამის ფორმაში, პირადი ნომრისა და თავისი საბანკო რეკვიზიტის მითითებით, ავსებს ელექტრონულ დეკლარაციას და აქვე იღებს ინფორმაციას მისთვის დასაბრუნებელი თანხის ოდენობის შესახებ. დეკლარაციების შევსება დაიწყება 1 აპრილიდან. შესაბამისად, აღნიშნული ფორმა ვებ-გვერდზე 1 აპრილიდან გააქტიურდება.

 

შეგახსენებთ უკან დასაბრუნებელი თანხის გამოთვლის წესს: 2013 წელს, მთელი წლის განმავლობაში, ხელფასის სახით თუ დაგერიცხათ 6000 ლარი ან ნაკლები, მაშინ ამ დარიცხულ თანხას აკლდება ამავე თანხის 20% და თუ ვღებულობთ: ა) 1800 ლარს ან მეტს, დასაბრუნებელი თანხაა 360 ლარი; ბ) თუ 1800 ლარზე ნაკლებს, მაშინ უკან დასაბრუნებელი თანხაა 2013 წელს დარიცხული ხელფასის 20%.

ყოფილი თანამშრომელი მთავრობას უჩივის

 

აჭარის მთავრობის წარმომადგენელმა დავით გაბაიძემ კი სასამართლო პროცესზე განმარტა რომ სალომე ჟღენტმა კონკურსი ვერ გაიარა. მან მოსარჩელე მხარეს მორიგება შესთავაზა თუმცა ამაზე უარი მიიღო. სასამართლომ საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.

საქმეს მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე განიხილავს. 

ქართული პროდუქცია რუსეთის ბაზარზე

 

 2013 წლის 28 ივნისიდან ნებადართულია დაფნის, ხმელისუნელის, ჩირის და სხვა დაბალი ფიტოსანიტარიული რისკის მქონე პროდუქციის ექსპორტი რუსეთში; ხოლო, 2013 წლის 14 ოქტომბრიდან დაშვებულია მაღალი რისკის პროდუქტები: თხილი, ციტრუსი, ყურძენი, ვაშლი, მსხალი, კომში. დღევანდელი მონაცემებით, რუსეთში ექსპორტირებულია: მანდარინი – 10 ათას ტონამდე; ვაშლი – 50 ტონა; ლიმონი – 10 ტონა; ფეიხოა – 1,5 ტონა; მანდარინის კონცენტრატი – 110 ტონა; მანდარინის კონც. წვენი – 20 ტონამდე; ასკილი – 19 ტონა; მოცვი – 2,5 ტონა; ცირცელი – 1 ტონა; უკვდავა – 1,5 ტონა; ხმელი სუნელები, სანელებლები – 10 ტონა; დაფნა – 34,5 ტონა. სააგენტოს ინფორმაციით მიმდინარეობს მოლაპარაკება ქართული მწვანილის რუსეთის ბაზარზე დაშვებასთან დაკავშირებით.

გოდერძის უღელტეხილზე კოტეჯები აშენდება

 

მშენებლობის სამუშაოებზე შპს „Goderdzi Resorts“-იმ 2 269 768 ლარის ტენდერი გამოაცხადა. აღნიშნული კომპანიის 100 პროცენტი წილის მფლობელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა.

 

 ელექტრონულ ტენდერში პრეტენდენტთა წინადადებების მიღება 7 მარტს დაიწყება და 12 მარტს დასრულდება. სამუშაოების შესრულების ვადად განისაზღვრება ხელშეკრულების გაფორმებიდან 2014 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდი.

 

 

კოტეჯის მაკეტი

2500 ბავშვი სქოლიოზზე უფასოდ იმკურნალებს

 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსთან ხელშეკრულების საფუძველზე,  დღესდღეობით პროექტი ორ სამედიცინო დაწესებულებაში  მოქმედებს – სპორტის, მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრი „ჯიქი“ და ასოციაცია „გენეზისში“.

 

 

პროგრამის გასაცნობად აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ლევან გორგილაძე და სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი ლელა სურმანიძე  „ჯიქის“ ცენტრში დღეს რეაბილიტაციის კურსებს დაესწრნენ.

 

 

„ 2013 წელს საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრმა ჩაატარა პროფილაქტიკური შემოწმება, რომელმაც აჩვენა, რომ აჭარის მასშტაბით 3000-მდე ბავშვს ხერხემლის პრობლემა აწუხებს. პროგრამას განახორციელებს ნებისმიერი დაწესებულება, იმ შემთხვევაში  თუკი მიმართავს სამინისტროს, ეყოლება შესაბამისი სერტიფიცირებული ექიმები და დააკმაყოფილებს პროგრამის პირობებს“-განაცხადა მინისტრის მოადგილემ ლევან გორგილაძემ.

 

 

პროგრამის კოორდინატორის ქეთევან კილაძის ინფორმაციით, მკურნალობის კურსი  ოცდღიანია. მისი განმარტებით ბოლო წლებში სქოლიოზის დაავადება მოზარდებში გაიზარდა. ფაქტობრივად, ეს დაავადება ყოველ მეოთხე ბავშვში ვლინდება.

 

 

რამა მოიცავს 20 დღიან პროცედურას. 10 დღე არის ფიზიკური თერაპიის კურსი, 10 დღე სამკურნალო მასაჟი, ორჯერადი ტრავმატოლოგ-ორთოპედის კონსულტაცია, უფასო რენდგენით. მართალია ეს ყოველივე დაავადების განკურნებას სრულად არ ნიშნავს, მაგრამ ძირითადი მითითებები ეძლევათ ბავშვებს და მათი შესრულება შემდგომში დამოუკიდებლადაც შეეძლებათ“- აცხადებს ქეთევან კილაძე.

 

 

პროგრამით სარგებლობა აჭარაში მცხოვერებ 18 წლამდე ყველა ბენეფიციარს შეუძლია, ვისაც ექიმთან გარკვეული მკურნალობის შემდეგ ექნება ფორმა ასი, სადაც მითითებული უნდა იყოს რეაბილიტაციის კურსის აუცილებლობა. აღნიშნული დოკუმენტი ბენეფიციარმა სამინისტროს უნდა წარუდგინოს, რის შემდეგაც ხდება მისი პროგრამაში ჩართვა.

 

 

მომსახურებას ასევე უფასოდ მიიღებენ სოციალურად დაუცველი ოჯახები და მრავალშვილიანი ბენეფიციარები.   

 

 

 

სპორტის მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრი „ჯიქი“

 

„შარვალი კაბის ქვეშ – “ბათუმელების” სტატიაზე მოკვლევა დაიწყო

 

როგორც „ბათუმელებს“ სახალხო დამცველის აპარატში განუმარტეს, სახალხო დამცველმა ფაქტის შესწავლა დაიწყო. შესაბამისი წერილით უკვე მიმართეს სოფელ ბარათაულის სკოლის დირექტორს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურს.

 

„ამ უწყებებისაგან მოვითხოვეთ ახსნა-განმარტება. ჯერჯერობით პასუხი არ მიგვიღია,“ – განუცხადეს „ბათუმელებს“ საქართველოს სახალხო დამცველის პრესსამსახურში.

 

ზოგადი განათლების შესახებ კანონით (მე-14 მუხლი) სკოლას უფლება აქვს დააწესოს სასკოლო ფორმა ისე, რომ არ შეზღუდოს მოსწავლისა და მასწავლებლის გამოხატვის თავისუფლება. მოსწავლესა და მასწავლებელს უფლება აქვთ, დასაბუთებული უარი თქვან სასკოლო ფორმის ტარებაზე.

 

 

ხანძარი სანაგვე ურნაში

შპს „სანდასუფთავების“ სამსახურის დირექტორი დავით ასამბაძე აცხადებს რომ მოქალაქეები არ ატყობინებენ  სანაგვე ყუთებში  ცეცხლის გაჩენის ფაქტებზე და ძირითადად, მეეზოვეების მიერ ხდება მსგავსი შემთხვევების აღმოჩენა:

„ ჩვენი მეეზოვეები დღეში სამჯერ მიდიან ურნებთან. მწვანე ურნები, რომლებიც უფრო ადრე განვათავსეთ ქალაქში,  სწორედ   ცეცხლის ხშირი გაჩენის გამო ამოვიღეთ ხმარებიდან“.

როგორც დავით ასამბაძე აცხადებს,  ქალაქის გარეუბნებში დღემდე  უფრო ხშირად ჩნდება ცეცხლი ურნებში: „ თუმცა, ქალაქში  მასობრივად რკინის ურნებია განთავსებული იმისთვის, რომ მატერიალური ზარალისგან  დავიცვათ თავი. რაც შეეხება ეკოლოგიურ დაბინძურებას, თუ მოხდა ფაქტზე დაჭერა, მოქალაქე შესაბამისად დაჯარიმდება“.

სანდასუფთავების სამსახურის ხელმძღვანელი აღნიშნავს,მ რომ  ქალაქის ცენტრალურ უბნებში განთავსებული დეკორატიული ურნებიც ცეცხლგამძლეა, და მას სიგარეტის ნამწვავი ცეცხლს ვერ გაუჩენს: „ალბათ სპეციალურად დაწვეს.“

დაზიანებები „ჭაჭა თაუერზე“

 

 „ჭაჭა თაუერი“ ამ დროისთვის ჩაკეტილია და კოშკურაში ტურისტები და დაინტერესებული ვერ შედიან. როგორც ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის ხელმძღვანელი, ეთერ მაჭუტაძე „ბათუმელებთან“ საუბარში აცხადებს,  აქვთ თუ არა დამთვალიერებლებს თაუერის კოშკურაში შესვლის უფლება, ზუსტ ინფორმაციას არ ფლობენ:

 

„მე როგორც ვიცი კოშკში შესვლა არ შეიძლება. არ გვიფიქრია ამ საკითხზე“-აცხადებს ეთერ მაჭუტაძე  

 

თუმცა მერიაში იმასაც დასძენენ რომ „ჭაჭა თაუერის“ გახსნას ზაფხულის სეზონისთვის გეგმავენ: „კოშკურის გახსნამდე  მოსაგვარებელია იურიდიული დეტალებიც. კერძოდ, კოშკი მერიის მიერ დაფუძნებული აიპის „ტურისტული სააგენტოს“ დაქვემდებარებაში უნდა გადავიდეს, რადგან მიწა აჭარის ეკონომიკის საკუთრებაა, შენობა-ნაგებობა კი მერიის, ამ დეტალებზე შეთანხმება მიმდინარეობს“. 

  

“ჭაჭა თაუერის” შადრევნიდან ყოველ საღამოს, 6 საათზე, ხუთი წუთის განმავლობაში ჭაჭა გადმოდის. 

 

„ჭაჭა თაუერზე“ დაზიანებები გაჩნდა

მცირე გრანტები ბიზნეს იდეებისთვის

 

პროექტი  ყოფილი პატიმრების, მათი ოჯახის წევრებისა და პრობაციონერების  რესოციალიზაციას ითვალისწინებს, გასულ წელს დაიწყო  და 2015 წლის 23 სექტემბრამდე გაგრძელდება. პროექტი  ხორციელდება როგორც აჭარაში, ასევე სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.   პროექტის ფარგლებში  მოხდება ყოფილი პატიმრების, მათი ოჯახის წევრებისა და პრობაციონერების  უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა, სოციალური სტატუსის აღდგენა,   გადამზადების ხელშეწყობა და იურიდიული პრობლემების მოგვარება-მოწესრიგება.

 

პროექტი ითვალისწინებს  ყოფილი პატიმრების და მათი ოჯახის წევრების  გადამზადებას და სტაჟირებას   უცხო ენებში,  კომპიუტერული და  საბუღალტრო პროგრამების შესწავლაში. პროექტის ფარგლებში დამატებულია  სიახლე – ,,ბიზნეს იდეების წარდგენა“, რომელიც ფინანსდება პატარა გრანტის სახით.

 

„ პროექტის პარტნიორი ორგანიზაციებია „რეაბილიტაციის ცენტრი“ და სასწავლო საგანმანათლებლო ცენტრი „ნეო“.  ამ ეტაპზე ჩვენ 584 ბენეფიციარი გვყავს , აქედან აქტიურია 119.  ძირითადად ვმუშაობთ ყოფილ პატიმრებთან და მათი ოჯახის წევრებთან.  პროექტში გვაქვს სიახლე, ბიზნეს იდეების სახით, რომლის ფარგლებშიც გაიცემა მცირე გრანტები“- ამბობს პროექტის კოორდინატორი მაია საგინაძე.  

 

ნინო მახარაძე აჭარის ჩემპიონი გახდა

 

საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობის ხარჯებს მკლავჭიდის ფედერაცია დააფინანსებს. პირველ ადგილზე გასულ პირებს 1000 ლარი გადაეცემათ, მეორე საპრიზო ადგილზე გასული მიიღებს 800 ლარს, მესამე ადგილზე გასული კი 600 ლარით დაჯილდოვდება. 

 

ნინო მახარაძე მკლავჭიდში აჭარის ჩემპიონი გახდა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე სტუდენტებს შეხვდა

 

„1921 წელს მიღებული კონსტიტუცია, იმ დროისთვის ერთ-ერთი პროგრესული დოკუმენტი იყო. ეს დოკუმენტი გამოხატავს დემოკრატიული რესპუბლიკის არსს, ითვალისწინებს საპარლამენტო სისტემას, ადამიანის უფლებების დაცვას, თვითმმართველობის განვითარებას და ა.შ. სამწუხაროდ, ბოლშევიკური აგრესიის შემდეგ, როგორც საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, ასევე კონსტიტუციამ შეწვიტა არსებობა.

 

ჩვენ აქტიურად ვეწევით ამ კონსტიტუციის პოპულარიზაციას, მასზე საუბარს. სტუდენტებმა და არა მარტო იურისტებმა უნდა იცოდნენ საქართველოს განვითარებასთან დაკავშირებული უახლესი წარსული. ამგვარი დოკუმენტი ჩვენს სამართლებრივ ისტორიაში არა გვაქვს“-აღნიშნა გიორგი პაპუნაშვილმა.

 

„მოხარული ვიქნებით, რომ მსგავსი შეხვედრები უფრო ხშირად ჩატარდეს, რადგან უფრო მეტს გავიგებთ საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“- ამბობს თამარ სურმანიძე იურიდიული დარგის მე-3 კურსის სტუდენტი.

 

 

უნივერსიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლოსთან მსგავსი შეხვედრა სისტემური ხასიათისაა და ყოველწლიურად იმართება.

 

დერეფანში გამოფენილი იყო საკონსტიტუციო სასამართლოს შექმნის ამსახველი ფოტო მასალაც.

 

საქართველოს კონსტიტუცია 1921 წელს, საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ ჩამოაყალიბა.

 

 

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე სტუდენტებთან

უფასო პირადობის მოწმობა 17 000 მოქალაქემ აიღო

 

უფასო პირადობის მოწმობის აღების შესაძლებლობა აქვთ პირობით მსჯავრდებულებსაც (პრობაციონერებს). ყველა მათგანი თავისუფლდება როგორც დოკუმენტის, ისე ფოტოსურათის გადაღების ღირებულებისგან. იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, ამ დროისთვის უკვე 342-მა პრობაციონერმა მიიღო უფასო პირადობა.

 

 

უფასო პირადობის მოწმობის გაცემა ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებსაც შეეძლებათ. უფასო პირადობის მოწმობები უკვე გადაეცათ სრულწლოვან დევნილებს, რეგისტრაციიდან მოხსნილ პირებსა და პედაგოგებს.

 

მედეა ჩარკვიანი სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა

 

მედეა ჩარკვიანს   გამოძიება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასს ედავება, “საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის და უპირატესობის მისაღებად, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია და დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მითვისებაში დახმარება”-წერია სასამართლო განჩინებაში. 

 

მედეა ჩარკვიანთან ერთად ბრალდებული სხვა პირებიც სასამართლომ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა. ბრალდების მხარის მტკიცებით, თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრისთვის მიყენებული ზარალი 86 663,05 ლარია.

 

სახელმწიფო ბრალმდებელი აზნორ უსტიაძეა. მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი კი, საქმის განხილვას მარტის ბოლოს დაიწყებს.

 

მედეა ჩარკვიანი

ყინულის მოედანი აღდგენილია

ყინულის სასახლის დირექტორის ირაკლი ბერიძის ინფორმაციით, მზადდება პაკეტი, რაც როგორც კორპორატიულ,  ასევე ინდივიდუალურ მომსახურებაზე წინასწარ დადგენილი ტარიფების ფარგლებში სხვადასხვა ტიპის მომსახურებას ითვალისწინებს.  პროექტი ძალაში მხოლოდ მას შემდეგ შევა, რაც ყინულის სასახლის დირექცია ტარიფების დადგენაზე საკრებულოს თანხმობას მიიღებს.

ყინულის მოედანი უფასო იქნება იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც მოედნის მომსახურებით წლებია უფასოდ სარგებლობენ.

ყინულის სასახლეს 2014 წლის 31 იანვარს სახელი შეეცვალა და ახლა მას ,,სპორტულ ახალგაზრდული ცენტრი’’ ჰქვია. ცენტრი ყინულის მოედანს და მრავალფუნქციურ სპორტულ დარბაზს  გააერთიანებს, რომელიც, სასახლის დირექტორის ინფორმაციით,  ყინულის სასახლის გვერდით აშენდება.

ირაკლი ბერიძის თქმით,  სპორტული ობიექტის განვითარებასთან დაკავშირებით ბევრი სიახლე იგეგმება და „სპორტულ ახალგაზრდულ ცენტრს“ როგორც გამაჯანსაღებელი, ასევე გასართობი ფუნქცია ექნება.

„51 ჰაიკუ“ – პრეზენტაცია პრესკაფეში

 

პრეზენტაციაზე ჰაიკუები წიგნიდან ავტორმა და მოწვეულმა სტუმრებმა წაიკითხეს.  წიგნის ავტორმა  ჯერ გამოუქვეყნებელი ჰაიკუებიც გააჟღერა.

ავტორის თქმით, მას კიდევ დაწერილი აქვს იმდენივე ახალი ჰაიკუ, რამდენიც წიგნშია და ახლო მომავალში მათ  გამოქვეყნებას გეგმავს.

თაი ჰოკიარა  მოთხრობებსაც წერს.

ბათუმის ბულვარი საკურორტო სეზონამდე ორი თვით ადრე

 

ახალ  ბულვარში, დაახლოებით ოთხასი მეტრის მანძილზე, შტორმის შედეგად დაზიანებულია სარბენი ბილიკი.  ბულვარის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გურამ ჩიქოვანის ინფორმაციით,  სამუშაოების შესრულებაზე ელექტრონული ტენდერი უკვე გამოცხადებულია და გამარჯვებული ოც დღეში გამოვლინდება, თუმცა ადმინისტრაცია აღდგენითი სამუშაოების დაჩქარებას არ გეგმავს. ამის მიზეზი კი ისევ მოსალოდნელი სტიქიაა.

 

„დიდი ალბათობით  მარტსა და პრილში მოსალოდნელია შტორმი,  ბოლო 10 წლის განმავლობაში შტორმი ყოველთვის ამ თვეებში  ფიქსირდებოდა, სამწუხაროდ წელს შტორმი ზღვაზე ოთხჯერ დაფიქსირდა “ – ამბობს გურამ ჩიქოვანი „ბათუმლებთან.“

 

ინფრასტრუქტურა  განახლებას  ხშირად ბულვარის იმ ნაწილშიც საჭიროებს,  სადაც  დაზიანებები შტორმის მიზეზით არ მომხდარა.  გურამ ჩიქოვანის ინფორმაციით, დამტვრეული სკამები და დაზიანებული სარეკლამო ლოგოები ხშირად ადგლობრივებისა და ტურისტების დაუდევრობის შედეგია.  აქტუალურია დანაგვიანების , საყოფაცხოვრებო ნარჩენების სანაპიროზე დატოვების პრობლემაც.

 

„ზაფხულის პერიოდში    საჯარიმო სანქციები გვქონდა დაწესებული,  მთელი ბულვარის პერიმეტრზე  დანაშაულის გამოვლენაზე კონტროლიორები  მუშაობდნენ.   ვაჯარიმებდით 50 ლარის ოდენობით პირებს, რომლებიც ბულვარის ტერიტორიას ანაგვიანებდნენ ან აზიანებდნენ სკამებს .  დღეში  3-4 ჯარიმას ვწერდით.  

 

ბულვარის ტერიტორიაზე დამონტაჟებულ ი კამერების საშუალებით  დამნაშავის გამოვლენას ბულვარის ადმინისტრაცია ვერ ახერხებს „რადგან კამერები მოძველებულია და არ მუშაობს.“

 

 

 

ბათუმის აფიშა დღეს

 

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი

16:00  ლიკა აროშიძის წიგნი – ალბომის, ენვერ ხაბაძე – ,,მარადისობაში სახელოვნად გარდასული’’ პრეზენტაცია

17:00  ნინელი გოგიტიძის ფილმის,  ენვერ ხაბაძე  ,, ცეკვის ჯადოქარი’’  პრეზენტაცია

18:00 ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის კონცეტრი

( აბონიმენტის ფასი  10 ლარი, ბილეთის ფასი 5 ლარი)

 

 

ბათუმის დრამატული თეატრი

 

19:00  ,,სოფოკლეს ელექტრა’’  (ბილეთის ფასი 10 ლარი)

 

 ბათუმის ხელოვნების მუზეუმი

 

გოგი მიქელაძის გამოფენა     ბილეთის ფასი: 2 ლარი;

                                          ბავშვებისთვის: 0.50ლარი;

                                          სტუდენტებისთვის: 1ლარი.

 

ბათუმის დელფინარიუმი

დელფინების შოუ (ყოველ პარასკევს, შაბათს და კვირას.ბილეთის ფასი: 8 ლარი).

 

დელფინებთან ინტერაქტივი 

ღირებულება

3–დან 12 წლამდე – 60 ლარი;

12–დან 18 წლამდე – 100 ლარი;

18 წლის ზემოთ – 150 ლარი;

შშმ პირებისთვის (5 წლიდან) – 160 ლარი.

 

ლექტორ-მასწავლებლები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის

 

თანამშრომლობის დოკუმენტს განათლების ფაკულტეტის დეკანმა მადონა მიქელაძემ და ორგანიზაციის თავმჯდომარემ თამაზ მჟავანაძემ მოაწერეს ხელი.

 

უნივერსიტეტში დღესვე მოეწყო  „შშმ პირები და საზოგადოება“ პროექტის პრეზენტაცია. პროექტის  კონსულტანტი  ამავე ფაკულტეტის პროფესორი დარეჯან გელაძეა. პროექტის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებსა და მშობლებს ორი თვის განმავლობაში განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირების შესახებ ლექციები ჩაუტარდებათ.

შავი ქამრის მფლობელი მაქსიმე გაფრინდაშვილი გახდა

გამოცდაში 50 მოსწავლე მონაწილეობდა. შავი ქამრის მოსაპოვებლად კი სამი პრეტენდენტი იბრძოდა. მონაწილეთაგან თოთხმეტმა საკვალიფიკაციო მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა. თუმცა მწვრთნელ ალეკო(ზაალ) მოისწრაფიშვილის თქმით, სპორტის ამ სახეობაში სპორტსმენი რაც უფრო მაღალი საფეხურისთვის იბრძვის მით უფრო იზრდება მის მიმართ მოთხოვნები და შესაბამისად რთულდება გამოცდის ჩაბარებაც.

მცირე გრანტების პროგრამა მოსწავლეებისთვის

 

„მოსწავლეებმა მათ მიერვე შემუშავებული პროექტების განხორციელებით პირველ რიგში თავად უნდა გაიაზრონ ცხოვრების ჯანსაღი წესის მნიშვნელობა, ხოლო შემდეგ ხელი შეუწყონ უფროსი მეგობრების, მშობლების ჯანმრთელობას. ჰოსპიტალის ადმინისტრაცია მზადაა მიაწოდოს მოსწავლეებს დამატებითი ინფორმაცია კონსულტაციისთვის განსაზღვრულ დღეებში. საზღვაო ჰოსპიტალი აქტიურად თანამშრომლობს სამოქალაქო კლუბის წევრ მოსწავლეებთან. მათ უკვე აქვთ პროექტების განხორციელებაში გარკვეული გამოცდილება სწორედ ეს გახდა ჩვენი გადაწყვეტილების მიზეზი“, – ამბობს საზღვაო ჰოსპიტალის სამედიცინო დირექტორი თამარ ქაჩლიშვილი „ბათუმელებთან“.

 

კონსულტაციები საზღვაო ჰოსპიტალის შენობაში ყოველ პარასკევს 16:00 საათზეა ჩანიშნული. პროექტების წარდგენისას საზღვაო ჰოსპიტალის მხრიდან  სკოლის მოსწავლეებზე ასაკობრივი შეზღუდვა არ გავრცელდება. მონაწილეობის მიღება  ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

 

განაცხადების მიღების ბოლო ვადა 2014 წლის 25 მარტია.  პროექტი 2014 წლის 1 აპრილიდან  1 აგვისტომდე განხორციელდება. თითოეულ პროექტზე გამოიყოფა თანხა 200 ლარის ოდენობით. დასაშვებია აგრეთვე მომავალში თანადაფინანსება სხვა წყაროებიდანაც მოხდეს.

 

თამარ ქაჩლიშვილის ინფორმაციით საპროექტო განაცხადებიდან არაუმეტეს სამი  პროექტი დაფინანსდება. 

Exit mobile version