ნეტგაზეთი • RU

რა სფეროები ჩაიბარეს ახალმა ვიცე-მერებმა

 

ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი დღეს ახალდანიშნულ ვიცე-მერებს შეხვდა და მათი პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფი სფეროები გააცნო. 

 

ბაგრატ მანველიძე კეთილმოწყობისა და ზედამხედველობის სამსახურებს გაუწევს კურატორობას;

 

ალექსანდრე მითაიშვილი ქალაქის მერიაში განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საქმეთა, სოციალურ და ჯანდაცვის საკითხებთან დაკავშირებით იმუშავებს;

 

ზურაბ ბერიძე კი საფინანსო-ეკომონიკურ საკითხებს გაუწევს მეთვალყურეობას.

 

მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი ერმაკოვმა ვიცე-მერებს უკვე მისცა კონკრეტული დავალებები და ვიცე-მერებს მიმდინარე პროექტების მეთვალყურეობა და კონტროლი დაავალა. 

 

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"