სიახლეები

ბათუმის ახალი ლოგო შერჩეულია

06.08.2014
ბათუმის ახალი ლოგო შერჩეულია

 

ბათუმის ლოგო
ბათუმის ლოგო

ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია “ეისითი” ავრცელებს. ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე კომპანია ბათუმის ლოგოსთან დაკავშირებულ აზრთა სხვადასხვაობასაც ეხმაურება: 

 

“ლოგო ყოველთვის ხდება დავის მიზეზი, მაგრამ არჩევანის გაკეთების დროს მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იყოს ის იდეა, რასაც ლოგო უნდა გადმოსცემდეს. 

 

იდეა კი ასეთია: ბათუმი არის თავისუფლების, ჩარჩოებს გარეთ აზროვნების ქალაქი, რომელიც შენ შენი თავის, ოცნებების, სურვილების, შესაძლებლობების გამოხატვის საშუალებას გაძლევს. ეს ერთგვარი თავისუფლების დღესასწაულია, რომელსაც ლოგოში ფოერვერკი გამოხატავს. 

 

ჩვენთვის გასაგებია, რომ ადამიანებს გული წყდებათ, როცა ვერ მონაწილეობენ ასეთ მნიშვნელოვან პროექტებში. თუმცა არ არის გასაგები ის ტაქტიკა, რომელსაც ზოგიერთი მათგანი იყენებს კონკურენტთან ბრძოლაში. ზოგი ისე შორს მიდის, რომ კონკურენტის სიძულვილით ეჭვქვეშ აყენებს კლიენტის, ამ შემთხვევაში სახელმწიფო სტრუქტურის კომპეტენციას. 
თუმცა სასიხარულოა, რომ კონკურენტებშიც არიან პროფესიონალები, რომლებიც სხვისი შემოქმედების კრიტიკის თუ შეფასების დროს არიან თანმიმდევრულნი და ობიექტურები.

ბრენდირების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი დასრულდა და მადლობა გვინდა გადავუხადოთ თითოეულ იმ მოქალაქეს, რომელმაც მიიღო მონაწილეობა ქალაქ ბათუმის ლოგოს შერჩევის პროცესში” – ნათქვამია განცხადებაში. 

 

ბათუმის ლოგოს შერჩევაში სულ 2429 -მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, მათგან 1243-მა (51.17%) ლოგოს მესამე ვარიანტს მისცა ხმა. 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.