1 აპრილიდან სახელმწიფო დაბალშემოსავლიანი მოქალაქეებისათვის დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება იწყებს

 

დაუბეგრავი მინიმუმის დასაბრუნებლად მოქალაქე შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე – www.rs.ge განთავსებულ შესაბამის ფორმაში, მხოლოდ პირადი ნომრისა და თავისი საბანკო რეკვიზიტის მითითებით, ავსებს ელექტრონულ დეკლარაციას და აქვე იღებს ინფორმაციას მისთვის დასაბრუნებელი თანხის ოდენობის შესახებ.

 

კანონის შესაბამისად, დეკლარაციების შევსება დაიწყება 1 აპრილიდან. შესაბამისად, აღნიშნული ფორმა ვებ-გვერდზე 1 აპრილიდან გააქტიურდება. ელექტრონული დეკლარაციის წარდგენის შემდეგ მოქალაქეს მის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე დაუბრუნდება დაუბეგრავი მინიმუმის შესაბამისი თანხა.

 

 

იმის გასარკვევად, თუ როგორ დგინდება დასაბრუნებელი თანხის ოდენობა, გახსენით ბმული.

ქონება იაფად და სასათბურე პირობები ბიზნესში

 

სახელმწიფო ქონება, რომელიც საბაზრო ფასთან შედარებით თითქმის სამჯერ იაფად იყიდა კომპანიამ 2012 წელს, უკვე გადაყიდულია. „ენერჯი ინვესტი 2009“-ს მენეჯმენტის ერთ-ერთი წარმომადგენელი ამბობს, რომ კომპანია, რომელიც მილსადენების რეალიზაციით იყო დაკავებული, სახელმწიფოსგან ნაყიდი ქონება სხვა პირზე გადაყიდა. „საწყობის გაკეთება გვინდოდა, მაგრამ ბიზნესი რომ აღარ წავიდა ისე, როგორც დაგეგმილი იყო, მიწა გაყიდეს“. 

 

 

ამ ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებით კიდევ უფრო დეტალური ინფორმაციის მოპოვება ამ ეტაპზე ვერ ხერხდება, რადგან კომპანიის მესაკუთრე გოჩა გოგიტიძე ტელეფონს არ პასუხობს.

 

 

კომპანია „ენერჯი ინვესტი 2009“-ს ბათუმში, ჰ. აბაშიძის ქ. #91-ში მდებარე 3847 კვ/მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული 2285,34 კვ/მეტრი შენობა-ნაგებობა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2012 წლის 3 თებერვალს მიყიდა 156 065 ლარად. შესაბამისად, კომპანიამ კვადრატულ მეტრში 40 ლარი გადაიხადა, რაც საბაზრო ფასის მიხედვით ძალიან იაფია.

 

 

ამის მიუხედავად კომპანიისთვის სახელმწიფოს თითქმის არავითარი ვალდებულება არ დაუკისრებია, გარდა ერთისა: გარიგების შედეგად კომპანიას არაუმეტეს 90 ათასი ლარი უნდა გადაეხადა სახელმწიფო ქონებაში თვითნებურად შესახლებული ოჯახებისთვის.

 

 

კომპანია „ენერჯი ინვესტი 2009“-ის მენეჯმენტის ერთ-ერთი წარმომადგენელი ამბობს, რომ კომპანიამ სახელმწიფოს წინაშე აღებული ეს ვალდებულება შეასრულა: `ოთხი ოჯახი იყო გამოსასახლებელი. მათ თანხა გადაუხადეს“.

 

 

მიწის ნაკვეთი, რომელიც სახელმწიფოსგან მიიღო, კომპანიამ უკვე გაასხვისა. „როგორც ვიცი, რომელიღაც თბილისურმა კომპანიამ შეისყიდა. მერე იმათაც გაყიდეს. ახლა იქ `სოკარი~ ბენზინგასამართ სადგურს აშენებს“, – უთხრა „ბათუმელებს“ კომპანიის მენეჯმენტის წარმომადგენელმა.

 

 

„ბათუმელების“ ინფორმაციით, „ენერჯი ინვესტი 2009“-ის დამფუძნებელი გოჩა გოგიტიძე „სოკარ ჯორჯია გაზი აჭარას“ დირექტორის – თენგიზ ქოქოლაძის დის შვილია. გარდა ამისა, გოჩა გოგიტიძე აჭარაში გაზიფიცირების პროცესში „სოკარის“ აქტიური პარტნიორია.

 

 

2012 წლის 1 მარტს აჭარის ეკონომიკის სამინისტრომ სახელმწიფო ქონება პირობით მიყიდა შპს „TECHNO SERVICE“-ს: ბათუმში, დაბა ხელვაჩაურში მდებარე 3032,72 კვ/მეტრი შენობა-ნაგებობა და მასზე მიმაგრებული 22 606 კვ/მეტრი მიწის ნაკვეთი. ამ ქონებაში კომპანიამ 476 000 ლარი გადაიხადა, ანუ ერთ კვადრატულ მეტრ მიწაში მხოლოდ 22 ლარი.

 

 

რეესტრის მონაცემების მიხედვით, ეს არის სადისტრიბუციო კომპანია, რომელსაც ქონების იაფად მიცემის სანაცვლოდ, 2013 წლის 20 დეკემბრამდე უნდა შეექმნა და აემოქმედებინა საწარმო; საწარმოს ამოქმედებიდან მომდევნო 2 წლის განმავლობაში კი უნდა დაესაქმებინა არანაკლებ საქართველოს 50 მოქალაქე“. სახელმწიფომ კომპანიას ასევე დაავალდებულა, რომ პროექტზე უნდა დაეხარჯა „არანაკლებ 1 300 000 ლარის ინვესტიცია~. გარდა ამისა, კომპანიას ქარხნის ამოქმედების დათქმულ დღემდე უნდა გადაეხადა საპრივატიზაციო თანხა.

 

 

კომპანიის იურისტის, გოჩა კამკიას ინფორმაციით, „ამ ეტაპზე კომპანიამ უკვე განახორციელა 700 ათასამდე ლარის ინვესტიცია, ამოქმედებულია ტექნიკის გაქირავების სერვისი, ჩამოყალიბებულია ბეტონის საწარმო“.

 

 

ასევე გოჩა კამკიას ინფორმაციით, კომპანიას სახელმწიფოსთვის გადასახდელი 476 000 ლარიდან დაახლოებით 200 ათასი აქვს გადახდილი: „შუამდგომლობით მივმართეთ აჭარის მთავრობას თანხის გადავადებაზე. მთავრობამ თხოვნა დააკმაყოფილა. კომპანიას მცირედი ჯარიმა – 8 ათასი ლარი დაეკისრა“.

 

 

აუდიტის სამსახურის 2013 წლის 19 ივნისის დასკვნის მიხედვით, გარკვეული ბიზნესისთვის სასათბურე პირობების შექმნაზეა საუბარი. საკითხს აუდიტის სამსახური ორი სამედიცინო კომპანიის მაგალითზე განიხილავს. 2013 წლის 9 მარტს ბენიამინ ჭელიძემ იყიდა „აჭარის არ ონკოლოგიური ცენტრი, რომელიც ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე მდებარეობს. ბენიამინ ჭელიძეს ამ ქონებაში 463 500 ლარი გადაახდევინეს. პირობის მიხედვით, ის ასევე ვალდებული იყო 2013 წლის 20 დეკემბრამდე კლინიკის რეაბილიტაცია დაესრულებინა. „მაშინ, როცა BღOთHEღშ მრავალფუნქციური საავადმყოფოს მშენებლობისა და მოქალაქეთა დასაქმების პირობით, სიმბოლურ ფასად – 1 ლარად გადაეცა ბათუმში, გენერალ აბაშიძისა და ბაგრატიონის ქუჩების კვეთაში, მდებარე 1620,5 ათასი ლარის ღირებულების 15 005 კვადრატული/მეტრი მიწის ნაკვეთი“.

 

 

აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2012 წელს გაყიდა 64 ობიექტი; მათ შორის 37 პირდაპირი მიყიდვის, 11 – პირობიანი აუქციონის, 16 – უპირობო აუქციონის ფორმით.

 

 

 

კონფერენცია ილია ჭავჭავაძის მუზეუმში

 

„ბათუმის გათავისუფლებისათვის ბრძოლაში დაღუპული გმირების შესახებ სტუდენტებმა ნაშრომები მოამზადეს და კონფერენციაზე წარმოადგინეს“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ საუბრისას ილია ჭავჭავაძის მუზეუმის გამგემ ნაირა ჩხარტიშვილმა. მისივე განმარტებით მსგავსი ღონისძიება ყოველ წლიურად იმართება. 

კლასიკური მუსიკის საღამო

 

პროგრამაში წარმოდგენილია:

 

ჯაკომო პუჩინი – მიმის არია ოპერიდან „ბოჰემა“ (მე მქვია მიმი) –  ასრულებს ნონა კორიფაძე.

ვოლფგან ამადეუს მოცარტი უვერტიურა ოპერიდან „ფიგაროს ქორწინება“ ასრულებს სიმფონიური ორკესტრი, დირიჟორი მამუკა ალაფიშვილი.

კატალანი – ვალის არია ოპერიდან „ვალი“ –  ასრულებს ნონა კორიფაძე.

ჯაკომო პუჩინი – პინკერტონის არია ოპერიდან „ჩიო-ჩიოსანი“ – ასრულებს არმაზ დარაშვილი.

ჯაკომო პუჩინი – ჩიოსანისა და პინკერტონის დუეტი ოპერიდან „ჩიო ჩიოსანი“ – ასრულებენ ნონა კორიფაძე და არმაზ დარაშვილი.

ჟორჟ ბიზე – ანტრაქტი ოპერიდან „კარმენი“ –  ასრულებს სიმფონიური ორკესტრი, დირიჟორი მამუკა ალაფიშვილი.

ჯაკომო პუჩინი – ჩიოსანის II არია  ოპერიდან „ჩიო-ჩიოსანი“ – ასრულებს ნონა კორიფაძე.

ჯაკომო პუჩინი – კავარადოსის არია ოპერიდან „ტოსკა“ –  ასრულებს არმაზ დარაშვილი.

ჯაკომო პუჩინი – მანონის არიოზო ოპერიდან „მანონლესკო“ –  ასრულებს ნონა კორიფაძე.

 ჟორჟ ბიზე – დონ ხოზეს არია ოპერიდან „კარმენი“ –  ასრულებს არმაზ დარაშვილი.

 ჯოაკინო როსინი – „ტარანტელა“ – ასრულებს ნონა კორიფაძე.

 პიეტრო მასკანი – ინტერმეცო ოპერიდან „სოფლის ღირსება“ =  ასრულებს სიმფონიური ორკესტრი, დირიჟორი მამუკა ალაფიშვილი.

 რევაზ ლაღიძე – ლელას არია ოპერიდან „ლელა“ –  ასრულებს ნონა კორიფაძე.

 ჯაკომო პუჩინი – კალაფის არია ოპერიდან „ტურანდოტი“ –  ასრულებს არმაზ დარაშვილი.

 ზაქარია ფალიაშვილი – მაროს და მალხაზის დუეტი ოპერიდან  „დაისი“  – ასრულებენ ნონა კორიფაძე და არმაზ დარაშვილი.

 ჯუზეპე ვერდი – ბრინდიზი ოპერიდან „ტრავიატა“ – ასრულებენ ნონა კორიფაძე და არმაზ დარაშვილი.

 

კონცერტის ხანგრძლივობა 1 სთ.                       

სამხატვრო ხელმძღვანელი –  მ. ჯახუტაშვილი

როგორ აისახება პროსტატიტი კაცის სექსუალურ ჯანმრთელობაზე

პროსტატა, ანუ წინამდებარე ჯირკვალი, კაცის სასქესო სისტემის ნაწილია, პროსტატიტი კი პროსტატის ჯირკვლის ანთებას ეწოდება.

„ხშირად გაიგონებთ კაცებისგან, „პრასტატა“ მაქვსო. „პრასტატა“, იგივე პროსტატა, ყველა კაცს აქვს, მაგრამ პროსტატიტი, პროსტატის პათოლოგია, ყველას არ აქვს.“ – განმარტავს  ექიმი-სექსოლოგი ზურაბ მარშანია.

პროსტატიტის მიზეზი სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, მცირე მენჯის ორგანოებში სისხლის მიმოქცევის დარღვევა, მჯდომარე ცხოვრების წესი (მანქანის მართვა, საოფისე სამსახური), სქესობრივი ცხოვრებისგან ხანგრძლივი თავშეკავება, ხშირი გადაცივება, სხვადასხვა ორგანოს ანთებითი და ჩირქოვანი დაავადებები (მათ შორის – ანგინა, ქრონიკული ბრონქიტი,  ტუბერკულოზი, პნევმონია და ა.შ.) და შეკრულობაც შეიძლება გახდეს. დაავადება მწვავე ან ქრონიკული ფორმით მიმდინარეობას.

იწვევს თუ არა პროსტატიტი კაცის სექსუალური ცხოვრების გაუარესებას? ზურაბ მარშანია ამბობს, რომ გავრცელებული მოსაზრება, რომ პროსტატი კაცის ერექციაზე ახდენს გავლენას, მცდარია.

„სამწუხაროდ, ზოგიერთი უროლოგი ეუბნება პაციენტს, რომ აი, თქვენ გაქვთ პროსტიტი, იმკურნალებთ და თქვენი ერექციაც გაუმჯობესდება. ეს არის მტკნარი სიცრუე. პროსტატიტს ერექცასთან კავშირი არ აქვს, ერექციის დარღვევას სხვა მიზეზები იწვევს. მაგრამ წინამდებარე ჯირკვალი ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს ეაკულაციის განხორციელებაში. სპერმის გამტარი გზები გაივლის წინამდებარე ჯირკვალს და რა თქმა უნდა, არის დაკავშირებული პროსტატასთან, მაგრამ ანთებითი დაავადება, რასაც წარმოადგენს პროსტატიტი, ვერ გამოიწვევს ერექციის დაქვეითებას“, – ამბობს ზურაბ მარშანია.

აისახება თუ არა პროსტატიტი სქესობრივი აქტის ხანგრძლივობაზე? სექსოლოგის განმარტებით, პროსტატიტი აქტის ხანგრძლივობაზე მოქმედებს მხოლოდ იმ თვალსაზრისით, რომ ხდება ნაადრევი ეაკულაცია: „ერექცია და ეაკულაცია სხვადასხვა რამაა და თუ რომელმე კაცი ფიქრობს, რომ მას ერექცია დარღვეული აქვს და ამაში პროსტატიტია დამნაშავე, ძალიან ცდება“, – ამბობს ის.

პროსტატიტის დროს პაციენტმა უროლოგს უნდა მიმართოს. მკურნალობის კურსი კომპლექსურია და ექიმის დანიშნულების მიხედვით, შეიძლება მოიცავდეს როგორც ანტიბიოტიკებით მკურნალობას, ასევე მასაჟის კურსს. პროსტატიტის დროს კაცმა მკურნალობისთვის უროლოგს უნდა მიმართოს და მკურნალობის შემდეგ, თუ ეაკულაციის დარღვევას ისევ ექნება ადგილი, ამ შემთხვევაში მკურნალობაში სექსოლოგი ერთვება.

სექსუალური დისფუნქციის მკურნალობა უროლოგთან არ არის სწორი, ისევე როგორც უროლოგიური პათოლოგიის მკურნალობა არ შეიძლება სექსოლოგთან. შესაბამისად, როცა ვსაუბრობთ მკურნალობაზე, თუ ადამიანს ნამდვილად აქვს ინფექციური, შეგუბებითი, ან ნებისმიერი სახის პროსტატიტი, რა თქმა უნდა, ეს არის უროლოგის პაციენტი. თუ აქვს ეაკულაციის დარღვევა, უმჯობესია ჩაიტაროს პროსტატიტის საწინააღმდეგო მკურნალობა და თუ პრობლემა არ აღმოიფხვრება, შემდეგ მივიდეს სექსოლოგთან“, – ამბობს ზურაბ მარშანია.

სექსოლოგი პროსტატის სხვა პათოლოგიებსა და კაცის სექსუალურ ჯანმრთელობაზე მათ გავლენაზეც საუბრობს: „არსებობს სხვა პათოლოგიები, მაგალითად, პროსტატის კიბო, პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია – ეს ორი დაავადება უშუალო კავშირშია სექსუალურ დისფუნქციებთან. განსაკუთრებით მაშინ, თუ ვსაუბრობთ ოპერაციის შემდგომ პერიოდზე. პროსტატის კიბოს შემთხვევაში ხდება რადიკალური პროსტატექტომია, რომლის დროსაც ხდება პროსტატის მთლიანად ამოღება. აი, ამ ოპერაციის შემდეგ ვითარდება საკმაოდ მძიმე ერექციის დარღვევა. მაგრამ ეს განპირობებულია არა იმით, რომ პროსტატა არ მუშაობს. პროსტატა ნერვული ქსოვილითა და სისხლძარღვების სისტემით მდიდარი, ინერვაციისა და სისხლის მომარაგების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ორგანოა და ზიანდება ოპერაციის შედეგად, რაც ბუნებრივია, რადგან, რაც არ უნდა ფაქიზად გააკეთოს ოპერაცია ქირურგმა, მაინც დაზიანდება ნერვული წნულები. ასეთ შემთხვევაში მკურნალობა არის რთული, მაგრამ შესაძლებელი.“

პროსტატიტის პროფილაქტიკისათვის ექიმები შემდეგ რჩევებს გვთავაზობენ:

  • ერიდეთ ცივ ზედაპირზე ჯდომას;
  • ყოველი კაცი წელიწადში ერთხელ მაინც უნდა გადიოდეს აუცილებელ პროფილაქტიკურ შემოწმებას.
  • ყურადღება უნდა მიექცეს კუჭ-ნაწლავის რეგულარულ მოქმედებას;
  • მათთვის, ვისაც მუშაობისას უმთავრესად ჯდომა უწევს, რეკომენდებულია ფიზიკური დატვირთვა, ფეხით სიარული, სპორტი – სირბილი, ცურვა, ტენისი და სხვა.

აუდიტის სამსახური აჭარის სამინისტროებს აკრიტიკებს – არამიზნობრივი ხარჯვა ბიუჯეტიდან

 

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის (ყოფილი კონტროლის პალატა) 2013 წლის ბოლოს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, რომელიც 2012 წლის შესყიდვებს უკავშირდება, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ „ხილის საშრობი დანადგარის შესაძენად გამარტივებული  ელექტრონული ტენდერის საშუალებით ხელშეკრულება გაუფორმა შპს „არმა-კაპიტალს“. მიმწოდებელ კომპანიას საბანკო გარანტიის საფუძველზე წინასწარი ანგარიშსწორების ფორმით ხელშეკრულების საერთო ღირებულების 60% ჩაერიცხა, რაც 18 000 ლარია. საქონლის მიღება-ჩაბარების შემდგომ, ისე, რომ სამინისტროს სათანადოდ არ შეუმოწმებია დანადგარის მოთხოვნილ პირობებთან შესაბამისობა, ბანკს საგარანტიო თანხა დაუბრუნა. საქონლის მიღებიდან 13 დღის შემდეგ კი სამინისტროსთვის ცნობილი გახდა, რომ ძვირადღიერბული დანადგარი არ მუშაობდა.

 

 

ავანსის სახით გადახდილი თანხა სამინისტრომ ამ დრომდე ვერ დაიბრუნა.

 

 

აუდიტორის ინფორმაციით, „სასამართლოს გადაწყვეტილებით მიმწოდებელს გადახდილი თანხის უკან დაბრუნება დაეკისრა, თუმცა ვინაიდან „არმა-კაპიტალს“ საკუთარი ქონება არ გააჩნია, გადასახდელი თანხის ამოღების პროცედურა ფერხდება“.

 

სახელმწიფო აუდიტმა „სარისკოდ“ მიიჩნია 2012 წელს ფერმერებისთვის მოტობლოკების გადასაცემად გამოცხადებული ტენდერიც.

 

 

„სამინისტროში დანერგილი სუსტი შიდა კონტროლის სისტემა განაპირობებს მისი მუშაობის დაბალ ხარისხს, რაც სხვადასხვა სახის ნაკლოვანებებში გამოიხატება“, –  ნათქვამია წერილში, რომელიც 2013 წლის დასაწყისში აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაურ ფუტკარაძემ და მისმა ოთხივე მოადგილემ სახელმწიფო აუდიტის სამსახურისგან მიიღეს. იგივე ფრაზა აუდიტორის მიერ მომზადებულ 2013 წლის პირველი ორი კვარტალის შეფასების ანგარიშშიც წერია.

 

 

ანგარიშში საუბარია აჭარის განათლების სამინისტროზეც – კონკრეტულად კი ლიმიტს ზემოთ გაცემულ თანხებზეა საუბარი. ლიმიტის ზემოთ გაცემულია 7 900 ლარის საწვავი – 6 400 ღირებულების საწვავის გამოყენებასა და ხარჯვაზე დოკუმენტაცია სამინისტრომ აუდიტს ვერ წარუდგინა. ამ საკითხთან დაკავშირებით განათლების მინისტრის მოადგილე, ლადო მგალობლიშვილი ამბობს, რომ პრობლემა სამინისტროში დადგენილი ლიმიტების არარსებობამ გამოიწვია: „დადგენილი არ იყო ლიმიტები მივლინებზე, მაგალითად, მუნიციპალიტეტებში, თბილისში და ასე შემდეგ“.

 

 

სახელმწიფო აუდიტის 2013 წლის ანგარიშში განათლების სამინისტროში კიდევ რამდენიმე არამიზნობრივ ხარჯვასა და „სარისკო“ შეთანხმებაზეა საუბარი. მაგალითად, ქობულეთის #1 სკოლის მშენებლობასთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულება შეიცვალა. პირობა – სახურავის მოწყობა „მეტალოკრამისტის ფურცლებით“, შეიცვალა – „პროფილირებული ფურცლებით“. ოდენობა და ფასი იგივე დარჩა. აუდიტორის დასკვნის თანახმად, ამ ცვლილებით შემსყიდველმა იზარალა, რადგან `100 კვ.მ სახურავის მოწყობას მეტალოკრამიტით ესაჭიროება 128 ლითონკრამიტის ფურცელი, ხოლო იმავე ფართობის სახურავის მოწყობას პროფილირებული ფურცლებით 112 კვ.მ პროფილირებული ფენილი. ამ მონაცემების საფუძველზე დგინდება, რომ სახურავის მოწყობა მეტალოკრამიტით 17%-ით ძვირდება.

 

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის კიდევ ერთი შენიშვნა შესყიდვების გამარტივებულ ფორმას უკავშირდება. ამ სამსახურში მიიჩნევენ, რომ მაშინ, როცა ღონისძიებების პერიოდულობა წინასწარაა ცნობილი და ვადებში შეზღუდვის საკითხი დღის წესრიგში არ დგას, „გამარტივებული შესყიდვის მოთხოვნა გონივრულ საფუძველს მოკლებულია“. გამარტივებული შესყიდვის გამოყენების უფლებას კანონი მხოლოდ იმ შემთხვევაში აძლევს სტრუქტურას, როცა საქმე გვაქვს გადაუდებელ საჭიროებასთან.

 

 

აუდიტის ამ შენიშვნას ლადო მგალობლიშვილი ასე პასუხობს: „მაგალითად, ჯაზფესტივალის შემთხვევაში წინასწარ ვიცი, რომ ფესტივალის ორგანიზატორის გარდა მაინც ვერავინ მოიგებს. შესაბამისად, ტენდერის გამოცხადებას აზრი ეკარგება. აუდიტორი საუბრობს ისეთი შინაარსის ღონისძიებებზე, რაზეც ტენდერის გამოცხადება შეუძლებელია“.

 

 

სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში წერია აჭარის ფაინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს არამიზნობრივ ხარჯვაზეც. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის გადაწყვეტილებით, 2013 წლის 25 თებერვლიდან 2 მარტამდე ქალაქ კატოვიცეში ერთიან სხდომაზე დასასწრებად აჭარის სამთავრობო დელეგაციაში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძეც შეიყვანეს. მაშინ ის მინისტრის პირველ მოადგილედ მუშაობდა. სამგზავრო ბილეთის შესაძენად „თურქ ჰავა იოლლარის“ ბათუმის ფილიალს და აჭარის ტურისტულ სააგენტოს წინასწარ დაერიცხა თანხა 500 და 900 ლარის ოდენობით. მოგვიანებით, `მისავლინებელ პირთა~ სიიდან დავით ბალაძის ამოღების გამო, ტურისტული სააგენტოსთვის გადახდილი 900 ლარის უკან დაბრუნება ვერ მოხერხდა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურში მიიჩნევენ, რომ სამინისტრომ ბიუჯეტის ფული 900 ლარი არამიზნობრივად დახარჯა.

 

 

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2013 წლის პირველ კვარტალში სახელმწიფო აუდიტის შენიშვნები ძირითადად ზოგიერთ სფეროში ბიუჯეტის შუსრულებლობის გამო დაიმსახურა.

 

 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ გასული წლის პირველ ნახევარში ციფრული სმენის აპარატების შესყიდვის მიზნით გამარტივებული ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვა არანაკლებ 200 ერთეული სმენის აპარატის მიწოდებას ითვალისწინებდა.  სავარაუდო ღირებულებად 100 000 ლარი განისაზღვრა. საქონლის მიწოდებისა და თანმდევი მომსახურების ვადად, რაც სასმენი აპარატის მორგებას გულისხმობს, 2013 წლის 15 დეკემბერი განისაზღვრა. გამარჯვებული კომპანია ვალდებული იყო სოციალური ვაუჩერის წარდგენიდან არაუგვიანეს ერთი თვისა, ბენეფიციარისთვის შესაბამისი მომსახურება გაეწია. ტენდერში მხოლოდ შპს „კინდსმენა“ მონაწილეობდა, რომელთანაც სამინისტრომ ხელშეკრულება გააფორმა.

 

 

სატენდერო დოკუმენტაციით ირკვევა, რომ ამ კომპანიის მიერ საქონლის რაოდენობრივი განსაზღვრის ფორმით – „არანაკლებ 200 ერთეული“ მიმწოდებელს მიეცა საშუალება, მხოლოდ 200 ერთეული სმენის აპარატი მიეწოდებინა. აუდიტორის მტკიცებით ამ შესყიდვასთან დაკავშირებით სამინისტრომ ვერ წარმოადგინა, თუ რატომ არ განისაზღვრა სმენის აპარატების კონკრეტული რაოდენობა „რაც საბიუჯეტო სახსრებით მეტი შედეგის მიღების საფუძველი შეიძლება გამხდარიყო“.

 

 

ამ შესყიდვასთან დაკავშირებით, აუდიტორი სხვა საკითხზეც ამახვილებს ყურადღებას „მიმწოდებლის მიერ პროგრამის შესაბამისი მომსახურების გაწევის ვალდებულების გაწერა შეუსაბამოა ტენდერით დადგენილ მოთხოვნასთან“. ეს გულისხმობს, რომ სატენდერო დოკუმენტაციით, მიმწოდებელი ვალდებულია ბენეფიციარს გაუწიოს მომსახურება ვაუჩერის წარდგენიდან ერთი თვის ვადაში, თუმცა ხელშეკრულების პირობების მიხედვით საქონლის მიწოდება უნდა მომხდარიყო: მარტში – 50 ერთეული, აპრილში – 100 ერთეული და მაისში – 50 ერთეული.  

ქედაში ტყეს ცეცხლი გაუჩნდა

 

 

ცეცხლის ლოკალიზება ქედის სახანძრო და სამაშველო ჯგუფმა ორი საათიანი მუშაობის შემდეგ შეძლო.

 

ქედის სახანძრო დაცვისა და საგანგებო სიტუაციათა სამსახურის უფროსის როლანდ ცინცაძის, თქმით ამ დროისთვის ხანძარი მთლიანად ლოკალიზებულია. ის ამბობს, რომ ხანძრის ჩაქრობაში სოფლის მოსახლეობაც დაეხმარა.

 

„ხანძარი ტყის მასივს მოედო, დაახლოებით ორი საათის განმავლობაში ვცდილობდით ხანძრის ლოკალიზებას, ცეცხლის კერების ლოკალიზებაში სოფლის მოსახლეობა, 50-მდე ადამიანი დაგვეხმარა. ხანძრის მოსახლეობამდე გადასვლის საშიშროება არ იყო“ – ამბობს როლანდ ცინცაძე.

ბათუმის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს უფასო სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდებათ

 

ხვალ, 26 მარტს 12:00 საათზე,   ბათუმის №4 საბავშვო ბაღში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე, ქალაქ ბათუმის თვითმმართველობის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი და ქალაქ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ერმაკოვი აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ქვეპროგრამის ,,დაავადებათა პრევენცია და პროფილაქტიკის” ღონისძიების – ,,ავადობის აქტიური გამოვლენა სამიზნე ჯგუფში” ფარგლებში ხელს მოაწერენ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

 

მემორანდუმის ფარგლებში ,,სს საზღვაო ჰოსპიტალი“ განახორციელებს  ბათუმის ტერიტორიაზე არსებული საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა პროფილაქტიკურ სამედიცინო შემოწმებას.

 

 

პირველადი დიაგნოზის დაზუსტების მიზნით, საჭიროების შემთხვევაში (მთელი წლის განმავლობაში), განხორციელდება რენტგენოლოგიური, ექოსკოპიური, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონალური გამოკვლევა, ვიზომეტრია, ავტორეფრაქტომეტრია, ტონომეტრია, აუდიოგრაფია და სხვა.

დიაგნოზის დაზუსტების მიზნით ჩატარდება სკრინინგის შემდგომი კონსულტაცია, შეიქმნება მონაცემთა  ელექტრონული ბაზა, ჩატარდება მონაცემთა სტატისტიკური ანალიზი.

 

 ბათუმის თვითმმართველობა იღებს ვალდებულებას ბაღების გაერთიანების მეშვეობით ხელი შეუწყოს ღონისძიების შეუფერხებელ მიმდინარეობას და ორგანიზება გაუწიოს ბაღის აღსაზრდელთა მობილიზაციას.

თოჯინების თეატრის საქმე სასამართლოდან

 

 

მედეა ჩარკვიანს ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მითვისებაში დახმარება.

 

ეს დანაშაული ითვალისწინებს 7- დან 11 წლამდე პატიმრობას და 3 წლით საჯარო სამსახურში მუშაობის უფლების ჩამორთმევას.

 

დღეს სასამართლო პროცეს არ ესწრებოდა ბრალდებული  შპს ,,თექ-ევ ინშაათის“ დირექტორი ჰალილ ექში.  მოსამართლემ თქვა,  რომ ბრალდებულზე ძებნაა გამოცხადებული.    სასამართლო პროცესზე ძებნილის ინტერესებს იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი ნუგზარ გრძელიძე იცავს.

 

 გიორგი ოდიშვილს, ილია ზაქარიაძეს და ჰალილ ექშს ბრალად ედებათ ყალბი ოფიციალური დოკუმენტის მომზადებასა და დიდი ოდენობით სხვისი ნივთის გამოყენებაში.

 

 ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ მოსამართლეს სთხოვა მისი დაცვის ქვეშ მყოფ გიორგი ოდიშვილის წინააღმდეგ შეწყვეტილიყო სისხლის სამართლებრივი დევნა, რადგან  მისი განმარტებით არ არსებობს არც ერთ დოკუმენტზე  ოდიშვილის ხელმოწერა.  

 მოსამართლე თამარ ბეჟნიშვილმა ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მომდევნო სასამართლო პროცესი 7 აპრილს 14 საათზე გაიმართება.  

ბრალდებულები გირაოს საფუძველზე არიან გათავისუფლებულები;

 

“ერი”, რომელსაც თვლემს

 

 

„სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირიო” – დღეს ჩვენს რეალობაში ეს ანდაზა ზედმეტად აქტუალურია, შეიძლება საჯაროდ ნაკლებად ჟღერს, მაგრამ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების პოზიცია ამ ოთხსიტყვიან მოსწრებულ ფრაზაში გამოიხატება. შეიძლება ვინმე შემომედავოს – ჩვენ ხომ ის ერი ვართ, ვინც საუკუნეთა მანძილზე ერთმანეთს ვედექით გვერდითო, ჩვენ ხომ ჩვენი ძმები არასდროს მიგვიტოვებიაო, ჩვენ ხომ საუკუნოვანი ტოლერანტი ერი ვართო, მაგრამ დღეს საქართველოში არსებული რეალობა სხვა რამეზე მეტყველებს.

 

ჩემი „რადიკალური” მოსაზრებები ზოგს შეიძლება უსაფუძვლო მემარცხენული გაზვიადების ნაყოფი ეგონოს, მაგრამ უბრალოდ მე მინდა შევხედოთ ფაქტებს ინტერპრეტაციების გარეშე, რა გვაღელვებს და რა მიგვაჩნია უმნიშვნელოდ. თანამედროვე რეალობაში ამის გაზომვის ერთ-ერთ კარგ საშუალებად სოციალური ქსელები გვევლინება (ამას საზოგადოებრივი აზრის მკვლევარებიც ადასტურებენ). ჩვენში ცუკერბერგისეულ ლურჯ ქსელში ბოლო თვეების მთავარი თემები იყო: ნინი ბადურაშვილის ქორწინება-განშორების ამბები, ია ფარულავას გათხოვება-გაშორება-შერიგების „სკანდალი“, უცნობი მსახიობის სექსზე გაჟღერებული ფრაზები და სხვა მრავალი მსგავსი „სკანდალები”.

 

შემდეგ საფეხურზე დგას „ეშმაკისეული ID”-ის გარშემო არსებული დისკუსია „ბნელებსა” და „პროგრესულებს” შორის, „ქართველობას გვართმევენს” გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი და მოფაშისტო გამომცემლობების სტატიები.

 

თითქოს არაფერია ამაში გასაკვირი, გლობალურ სამყაროში მსგავსი თემებისადმი ინტერესიდან გამომდინარე, მაგრამ აქ დგას მეორე საკითხი: ამ „თემების” კვალდაკვალ სხვა საკითხებზე რამდენად მიდის მსჯელობა საზოგადოებაში.

 

ჩვენს საზოგადოებას არ აღელვებს:

 

  •  ყოველწლიურად 1000-მდე ბავშვის შიმშილითა და არასრულფასოვანი კვებით დაღუპვა;
 
  •  ყოველწლიურად ათობით მუშის არასათანადო პირობებისა და ხშირად უხეშად დარღვეული უსაფრთხოების ზომების გამო დაღუპვა;
 
  •  ათასობით მუშის საშიშ პირობებში მუშაობა და შეურაცმყოფელი ხელფასები;
 
  •  გამწვანების გარეშე დარჩენილი ქალაქები;
 
  •  თავიანთი თანამოქალაქეები, რომლებსაც ლამის ეკოციდს უწყობენ ერთეულების მოგების გასაზრდელად;
 
  •  თანამოქალაქეები, რომელთაც დაუკითხავად ყრიან თავიანთი მამაპაპისეულ მიწა-წყლიდან შესაბამისი კომპენსაციის გარეშე;
 
  •  ის მომავალი ახალი თაობა, რომელიც უსახსრობის გამო ვერ სწავლობს;
 
  •  თანამოქალაქეები, რომლებიც უსახსრობის გამო ვერ იღებენ შესაბამის სამედიცინო დახმარებას.
 

სია შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს, მაგრამ, ვფიქრობ, დასკვნისთვის ეს ყველაფერი საკმარისზე მეტია. დასკვნა კი ძალზე მარტივია: ჩვენ ვართ „ერი“, რომელსაც გაუთავებელი „თრობის” შედეგად უკვე მერამდენედ „ტკბილად” გვძინავს (თუმცა ჯერ უიმედოდ არა), გამოღვიძების ჟამს კი ცუდი საქციელი გვახასიათებს, „მაგიდაზე“ არსებული ნივთების მტვრევა და მაგიდის კიდეების დაზიანება. თუ ძალა გვეყო და ჩაფსკვნილი მეზობელიც დაგვეხმარა, კიდეების მტვრევაც. გამოღვიძებულს კი გვახასიათებს „წარსულის დიადი მოგონებების~ ხშირად შეხსენება სხვებისადმი, იმის დასამტკიცებლად, რომ დათრობამდე ჩვენც „კარგი ხალხი” ვიყავით. გამოფხიზლებულს გვახასიათებს თავის მოკატუნება, ალბათ იმიტომ, რომ რეალობა ჩვენს თავმოყვარეობას ლახავს, თავის მოკატუნების ხშირად განმეორება კი ქრონიკულ ჩვევად გადაგვექცა და ჩვენში აშკარა დიდი ძილის წინარე ეტაპს, ერთგვარ თვლემას იწვევს.

 

სანამ ძილის ახალ ტალღას მივეცემით, დროა ხმაურიანად შევაჯანჯღაროთ და „ცივი წყალი~ გადავასხათ „ერს”.

 

მოქალაქე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

 

 

ია უჯმაჯურიძემ „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის იმ ქვეპუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა, სადაც ნათქვამია, რომ ნოტარიუსის თანამდებობაზე პირი არ დაინიშნება თუ ის საჯარო სამსახურიდან დისციპლინარული გადაცდომის, უფლებამოსილების გადამეტების გამოა გათავისუფლებული.

 

 

მოსარჩელე ია უჯმაჯურიძე  მიიჩნევს, რომ აღნიშნული მუხლი დისკრიმინაციას შეიცავს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს, რომელიც უზრუნველყოფს კანონის წინაშე ადამიანების თანასწორობას.

 

 

როგორც ია უჯმაჯურიძე ამბობს, საჯარო სამსახურიდან პირადად თვითონ გაათავისუფლეს დისციპლინარული ნორმის დარღვევის გამო, თუმცა ჩაბარებული აქვს ნოტარიუსის საკვალიფიკაციო გამოცდა და მომავალში სურს გახდეს ნოტარიუსი. ეს შეზღუდვა კი მას ნოტარიუსად გახდომის საშუალებას არ აძლევს.

 

 

უნივერსიტეტის რექტორის შესახებ

 
 
 
უნივერსიტეტში ყველაზე აქტიური განხილვის საგანი ბოლო პერიოდში ბატონი ალიოშა ბაკურიძის თანამდებობიდან გადადგომა-დარჩენის საკითხია. საკითხის განხილვისთანავე გააქტიურდნენ რექტორობის მსურველი კანდიდატები, რომლებიც უხვად არიან, მაგრამ ღირსეული კანდიდატის პოვნა, ვფიქრობ, ძალიან გაჭირდება. ახლა უნივერსიტეტში დაიწყო არსებული სიტუაციის და ბატონი ალიოშას მოღვაწეობის ანალიზი. უნივერსიტეტში ნამდვილად არის ბევრი პრობლემა, ჩვენი უნივერსიტეტი, სამწუხაროდ, ვერ პასუხობს ევროპულ სტანდარტებს თავისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ლიტერატურით, პროფესორ-მასწავლებლებით, მაგრამ უნდა ვიყოთ ობიექტურები და ადეკვატურები. დაახლოებით ხუთი წლის წინ უნივერსიტეტში ეს პრობლემები იყო ორმაგი და სამმაგი მოცულობით. სამწუხაროდ, უნივერსიტეტს არ გააჩნია იმდენი ფინანსები, რომ ერთი ხელის მოსმით გააუმჯობესოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ჩვენს რეგიონში არ არის კონკურენცია სამეცნიერო-აკადემიურ წრეებში და ამ პრობლემების მოგვარებას წლები სჭირდება, მაგრამ წინ გადადგმული ნაბიჯები და პროგრესი ამ პრობლემების მოსაგვარებლად უკვე ყოველწლიურად იგრძნობა.
 
 
 
ალიოშა ბაკურიძის სახელს უკავშირდება საგამოცდო ცენტრის შექმნა, წარმატებული თანამშრომლობა და გაცვლითი პროგრამები ევროპის უნივერსიტეტებთან (მოგეხსენებათ, ამ მხრივ ჩვენი უნივერსიტეტი მესამეა საქართველოში), საგამოცდო ბარიერების დაწესება, აკადემიური პერსონალისათვის ხელფასების გაზრდა, აკადემიური პერსონალის პედაგოგიური და სამეცნიერო საქმიანობის მონიტორინგი და უამრავი სხვა რეფორმა, რომელთა შედეგადაც აკადემიური მოსწრების და საქმიანობის ხარისხი, როგორც სტუდენტების, ასევე ლექტორების, საგრძნობლად გაიზარდა. ლექტორებმა უფრო მეტად გააცნობიერეს მათი სამსახურებრივი მოვალეობები და პასუხისმგებლობა. ბიბლიოთეკა, რომელიც ყოველთვის თითქმის ცარიელი იყო, ახლა უკვე ვეღარ იტევს სტუდენტებს საგამოცდო სესიების დროს.
 
 
 
სტუდენტებში ყველაზე დიდ უკმაყოფილებას იწევს კონდიცირების სისტემის არ არსებობა, ზოგიერთ კორპუსში გათბობისა და ინტერნეტის არ არსებობა და ეს უკმაყოფილება სრულიად სამართლიანია, მაგრამ ვინც იცის, თუ როგორ არის გადანაწილებული კომპეტენციები უნივერსიტეტის მმართველ რგოლებს შორის, ის ალბათ ხვდება, რომ რექტორის უშუალო კომპეტენციასა და მოვალეობაში შედის არა ზემოთ აღნიშნული პრობლემები, არამედ უნივერსიტეტში აკადემიური დონის გაუმჯობესება და ამ მხრივ, ვფიქრობ, ყველაფერი პოზიტიურად ვითარდება.
 
 
რა თქმა უნდა, იყო გარკვეული ხარვეზები: აუდიტორიების ვიდეომონიტორინგი, ფაკულტეტების მუდმივი რეორგანიზაციები, მაგრამ საერთო ჯამში, ჩემი აზრით, ალიოშა ბაკურიძე არის კარგი მენეჯერი და რექტორი.
 
 
იმედი მაქვს, რომ ის ვადის ამოწურვამდე, ანუ 2016 წლამდე, გააგრძელებს მოვალეობის შესრულებას.
საუბრის დასასრული
 
 

შეზღუდული გარემო

 

 

 შეხვედრისას განხილულ საკითხთა შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და აქტუალური გახლდათ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პრობლემატიკა, რომელიც უკავშირდება ადაპტირებულ გარემოს, პირთა სოციალიზაციას და დასაქმებას.

 

მიუხედავად იმისა, რომ მსჯელობისას განხილული იქნა გარკვეული მაგალითები სახელმწიფოს მიერ გატარებული აქტივობებისა, გამოიკვეთა შემდეგი, რომ კვლავაც დაბალია აღნიშნული თემის ირგვლივ არა მხოლოდ სახელმწიფოებრივი, არამედ საზოგადოებრივი და მასმედიის ინტერესი და ზოგადად ღონისძიებების სიმწირე აღნიშნული მიმართულებით.

როდესაც საუბარია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ, სხვა უამრავი პრობლემის ფონზე, იკვეთება სამი მნიშვნელოვანი მიმართულება.

 

 როგორც უკვე აღინიშნა, ეს გახლავთ ადაპტირებული გარემო, სოციალიზაცია და დასაქმების საკითხი. ჩვენდა სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სამივე პრობლემა, როგორც შინაარსით ასევე მოგვარების გზითაც მჭიდროდაა დაკავშირებული ურთიერთთან.

 

მოგეხსენებათ, როდესაც მსგავსი ტიპის სენსიტიური თემის ირგვლივ მიმდინარეობს მსჯელობა შეუძლებელია არ გაჩნდეს ჯანსაღი კითხვების მწკრივი და ერთგვარი პროტესტის განცდა, რომელიც გამოხატავს შინაარსს და ერთგვარ სლოგანს თანაბარი უფლებებისთვის ქვეყანაში.

 

ზოგადად მსოფლიო ცივილიზაცია და განსაკუთრებით ევროპული ღირებულებების ფონზე აღნიშნული საკითხი ერთ-ერთი უპირველესია და პირდაპირაა მიბმული ერთ-ერთ უზენაეს პრინციპს-ადამიანის უფლებებს.

 

    

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრისას ხაზი გაესვა მიმდინარე თემატიკით დაინტერესების აუცილებლობას და როგორც მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა შედგება მსჯელობა არსებული საკითხების კუთხით და უახლოეს მომავალში განხორციელდება გარკვეული ნაბიჯები და აქტივობები აღნიშნული მიმართულებით.

 

 

დღეის მდგომარეობით ქვეყანაში და ზოგადად რეგიონში არ არსებობს ადაპტირებული შენობები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და სხვა მსგავსი ტიპის აუცილებელი პირობა, რომელიც მკვეთრად გამიჯნულია ფუფუნებისგან და მიეკუთვნება აუცილებელი გადაუდებელი საჭირობებების ჯგუფს.

 

 

როგორც ზემოთ მოგახსენეთ, გამოიკვეთა მედიის დაბალი აქტივობა, რაც წინაპირობაა თემატიკის მხრივ მმართველობის დაბალი ინტერესისა და თემის ერთგვარი „მივიწყებისა“.

თხოვნით მივმართავთ საქართველოში არსებულ მედია საშუალებებს, რაც შეიძლება ხშირი და ეფექტური მონიტორინგი გაუწიონ აღნიშნულ საკითხს. არსებობს ორი კონკრეტული რამ, რაც პირდაპირ უკავშირდება ჯანსაღი, თანამედროვე საზოგადოების ფორმირებას, ეს გახლავთ ადამიანთა თანასწორუფლებიანობა და ღირსება, რომლის უგულებელყოფა რადიკალურად გვაშორებს მიმდინარე საუკუნის რითმს და მსოფლიოში არსებულ სტანდარტებს.

 

 

     ვიტოვებთ იმედს, რომ აღნიშნული საკითხი იქონიებს სათანადო შეფასებას, მოჰყვება გამოხმაურება და ის პირობა, რომელიც გამოიკვეთა ბატონ არჩილ ხაბაძესთან  შეხვედრისას, რეალიზდება უახლოეს მომავალში და არ მიეცემა მხოლოდ „დაპირების“ კვალიფიკაცია.

შს სამინისტრომ ბათუმში ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობაში ბრალდებულები დააკავა

 

ინფორმაცია  ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ  გვერდზეა განთავსებული. 

 

გამოძიების ცნობით, დაკავებულები წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის არიან  ნასამართლევია.

 

გამოძიების ვერსიით, დაკავებულები ე.წ. ქურდული წესების დაცვით მოწყობილი გარჩევებისას, დაშინებითა და მუქარის გზით, მოქალაქეებს სხვადასხვა ოდენობით თანხას სძალავდნენ.

 

გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის და ჯგუფურად გამოძალვის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლით და 181-ე მუხლის მე-3 ნაწილით).

 

   ქურდული სამყაროს წევრობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე, ჯარიმით ან უამისოდ.

  კანონიერი ქურდობა კი ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე, ჯარიმით ან უამისოდ.

აქცია „ერთად დავამარცხოთ ტუბერკულოზი“

 

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს აჭარაში ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის კოორდინატორი,  ექიმი დიმიტრი ცეცხლაძე. შეხვედრას ასევე დაესწრებიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სკოლის მოსწავლეები,  უნივერსიტეტის სტუდენტები და ჟურნალისტები.

 

დისკუსიაზე მონაწილეები იმსჯელებენ  ტუბერკულოზის დაავადების ისტორიის, მისი გამომწვევი მიზეზების  და სავარაუდო პრევენციის საშუალებებზე.

ასევე ნაჩვენები იქნება დოკუმენტური ფილმი ტუბერკულოზით დაავადებულ ახალგაზრდა ბიჭზე. შეხვედრის დასასრულს,  მონაწილეებს დაურიგდებათ საინფორმაციო ხასიათის ბუკლეტები და ჩატარდება ერთჯერადი აქცია „ერთად დავამარცხოთ ტუბერკულოზი.“

 

ტუბერკულოზის მსოფლიო  დღე ყოველწლიურად 24 მარტს აღინიშნება. 1882 წლის 24 მარტს რობერტ კოხმა აღმოაჩინა  ტუბერკულოზის გამომწვევი ბაცილა, რითიც შესაძლებელი გახდა ტუბერკულოზის დიაგნოსტირება  და მკურნალობა.

ტუბერკულოზის მსოფლიო დღის ისტორია  1982 წლიდან იწყება, როდესაც ტუბერკულოზისა  და ფილტვის დაავადებების საწინააღმდეგო საერთაშორისო კავშირმა, კოხის აღმოჩენის 100 წლისთავთან დაკავშირებით, 24 მარტი ტუბერკულოზის მსოფლიო დღედ გამოაცხადა.

 

აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი პროდიუსერების ბრალდებებს პასუხობს

 

ტელევიზიას სულ ცოტა ხნის წინ საზოგადოებრივი მაუწყებლისს სტატუსი მიენიჭა და ბუნებრივია, საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს რა ხდება მათგან დაფინანსებულ მედიასაშუალებაში. 

აქვე ერთხელაც ვუდასტურებ ჩემს პატივისცემას არხიდან წასულ კოლეგებსდა ვწუხვარ, რომ ერთმანეთთან კომუნიკაცია ამ ფორმით გვიხდება. ცხადია, ეს არაა ჩემი არჩევანი.

პოზიციების ცვლილების შესახებ მათ ( ქეთი დუმბაძესა და სოფო ჟღენტს) პირადად ვუთხარი. განახლებულ ხელშეკრულებას ხელი სოფო ჟღენტმა 14 მარტს, ხოლო ქეთი დუმბაძემ კი ჟღენტზე ერთი კვირით ადრე მოაწერეს. ამიტომ განსაკუთრებით მიკვირს, რატომ არ მისაყვედურეს თემების დაბლოკვის გამო ხელშეკრულების გაფორმებამდე და ტელევიზიის დატოვების შესახებაც მხოლოდ მაშინ განაცხადეს, როცა მეოთხე არხზე დასაქმების პირობა მიიღეს. 

 

რაც შეეხება ქეთი დუმბაძისა და სოფო ჟღენტის განცხადებებს: პირველ რიგში, ბარბარეს ეკლესიის რესტავრაციის თემით დავიწყებ, რადგან ამ თემით მანიპულირება ყველაზე მეტად ხდება.

 

არავის აზრად არ მოსვლია თემა დაებლოკა, მე როგორც საინფრმაციო სამსახურის უფროსმა ვთხოვე დღის გამოშვების პროდიუსერს, სოფო ჟღენტს, თემა მას შემდეგ გაგვეშვა ეთერში, როცა საპატრიარქოს კომენტარი გვექნებოდა,მითუმეტეს, როცა ტაძრის წინამძღვამრა დამირეკა როგორც საინფორმაციო სამსახურის უფროსს და მითხრა, რომ დღის ბოლომდე საპატრიარქოს კომენტარი გვექნებოდა. ინტერვიუს ჩაწერაზეც შევთანმდით. ამ შეთანხმების შესახებ სოფო ჟღენტს, ვუთხარი და ვთხოვე, რომ ეთერში მანამ არ გაეშვა ნიუსი , ვიდრე საპატრიარქოს პოზიცია არ გვექნებოდა, ( საპატრიარქოს კომენტარი შეთანხმების თანახმად მთავარ გამოშვებამდე უნდა გვქონოდა.) თუმცა გაურკვეველი მიზეზების გამო სოფო ჟღენტმა გადაწყვიტა ეს თემა ისე გასულიყო, როგორც გავიდა, ანუ საპატრიარქოს პოზიციის გარეშე. რის გამოც მას ვთხოვე ახსნა განმარტების დაწერა, რაც არ გააკეთა. მე მას მხოლოდ სიტყვიერად ვუსაყვედურე.

 

 

რაც თემების გადანაწილებას შეეხება: ჩემი, როგორც საინფორმაციო სამსახურის უფროსის პირდაპირი მოვალეობაა დავგეგმო და განვსაზღვრო თემებისა და ახალი ამბების იერარქია. უფრო მეტიც – ეს რომ არ გავაკეთო არხის ხელმძღვანელობას, დაკისრებული მოვალეობის არასათანადოდ შესრულების გამო, ჩემი სამსახურიდან დათხოვნაც შეუძლია.

 

 

ვწუხვარ, თუ მათ შეექმნათ შთაბეჭდილება, რომ მე გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად ვიღებდი. შესაძლოა, არსებობდა კომუნიკაციის პრობლემები და მე მზად ვარ მათ მათთვის სასურველ ნებისმიერ ფორმატში შევხვდე და ვესაუბრო თითქოსდა ჩემ მიერ დაბლოკილი თემების შესახებ.

 

ამ საკითხზე მეტად დაწვრილმანებას არ ვაპირებ. ვუფრთხილდები ჩემს და ჩემი კოლეგების პროფესიულ იმიჯს. ვწუხვარ, რომ ჩვენ ერთად აღარ ვიმუშავებთ, მაგრამ ესეც მათი არჩევანია. იმედი მაქვს, ახალ სამუშაო ადგილზე უფრო თავისუფალი და ჯანსაღი გარემო დახვდებათ.

 

 

 

შორენა ღლონტი

„წინასაარჩევნო ძალების გადასინჯვა“ აჭარის ტელევიზიაში


სოფო, რატომ წამოხვედით თქვენ და ქეთი დუმბაძე აჭარის ტელევიზიიდან?

 

ბოლო ორი თვის განმავლობაში ისეთი პროცესები მიდიოდა, რაც ჩემთვის, როგორც ჟურნალისტისთვის არ იყო მისაღები და საინტერესოა. მაგალითად, მურმან დუმბაძესთან დაკავშირებული ფაქტი – რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა ჩვენი ტელევიზის წინ: პარლამენტის ვიცე-სპიკერი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით მეოთხე-მეხუთე პირია, ქუჩაში ცემით ემუქრებოდა ვიღაცას და ამაზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. შესაბამისად, ყველასთვის საინტერესო და მნიშვნელოვან ამბავზე მე უარგუმენტოდ მეუბნებოდნენ, რომ ეს მასალა არ უნდა გაგვეშვა პირველ სიუჟეტად. არ გავა-გავა, რატომ გავა… როცა ამაზე ვკამათობდით, საინფორმაციოს უფროსმა [შორენა ღლონტი] უბრალოდ მითხრა, რომ მან ასე გადაწყვიტა.  

 

ეს ის ფრაზაა, რომელსაც მე, როგორც ჟურნალისტი, ვერ მივიღებ. მე მჭირდება არგუმენტი საინფორმაციოს უფროსისგან, რომელიც პოლიტიკას განსაზღვრავს, რატომ არ უნდა იყოს ვიცე-სპიკერთან დაკავშირებული ინციდენტი პირველი სიუჟეტი… დიდი კამათის შემდეგ, როცა ნეტგაზეთმა დადო, სააგენტოებმა დადეს, როცა ყველამ ატეხა ამაზე ამბავი, ბოლოს ვთხოვე შორენას, რომ ყველა ამაზე წერს და სირცხვილია-მეთქი. ბოლოს დამთანხმდა, რომ ჩამესვა პირველ სიუჟეტად.

 

ბოლო დროს ჯგუფები გადაღებაზე მიდიოდა ისე, რომ მე პროდიუსერმა არ ვიცოდი და მოჰქონდათ, მაგალითად, ასეთი სიუჟეტი: ორთაბათუმის გამგებელმა ბრიფინგი ჩაატარა მომავალ წელს 50-ათასიანი პროექტის განხორციელებასა და ქუჩის გალამაზებაზე. ან ქობულეთის გამგებელი მივიდა რომელიღაც კერძო საავადმყოფოში და თქვა, რომ მომავალ წელს მიმდებარე ტერიტორიას მოაპირკეთებს.

 

მეუბნებოდნენ, რომ ეს და მსაგვსი ნიუსები უნდა გასულიყო. მე კატეგორიულად ვამბობდი, რომ არ ჩავსვამდი ამ ნიუსს, რადგან ეს წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი მგონია-მეთქი.


მსგავსი ნიუსები მთავარ გამოშვებაშიც კი ხვდებოდა.

 

ამიტომაც გადავწყვიტე, რომ იქ არ არის ჩემი ადგილი. მით უმეტეს წინ გვაქვს არჩევნები და მეშინია, რომ ეგეთი ტიპის ნიუსები, რაზეც უკვე ვისაუბრე, ძალიან ბევრი იქნება და კითხვაზე რატომ? –  მე პასუხს ვერ მივიღებ.

 

მთავარი საინფორმაციო გამოშვების პროდიუსერმა რატომ გადაწყვიტა სამსახურიდან წასვლა?

სხვათა შორის, ფაქტის წინაშე მარტო მე არ დავუყენებივარ – ახალი ხელშეკრულების გაფორმების დროს ცხრიანის პროდიუსერსაც პოსტფაქტუმ უთხრეს, რომ მასთან ერთად იმუშავებდა კიდევ ერთი პროდიუსერი. ქეთის [დუმბაძე – მთავარი გამოშვების პროდიუსერი] უთხრეს, რომ ძალები უნდა გადასინჯონ. როცა ქეთიმ დაიწყო შეკითხვების დასმა თუ რატომ, მას უთხრეს: „ჩვენ გვეჩვენება, რომ შენ დაიღალეო”, ანუ მენეჯმენტმა გადაწყვიტა, რომ ქეთი დაიღალა ისე, რომ ქეთიმ არ იცის ამის შესახებ.

 

ქეთიმ ამ პროცესს დაარქვა „წინასაარჩევნო ძალების გადასინჯვა“. ძალების გადასინჯვა წინასაარჩევნოდ ძალიან სარისკოა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის, მით უფრო, როცა ექვსი თვის წინ დაგეგმე სტრუქტურა, რითაც ახლა მუშაობ.

 

შეიძლება ითქვას, რომ აჭარის ტელევიზიაზე ზეწოლას ახორციელებენ სახელისუფლო გუნდის პოლიტიკოსები?


სიმპტომები არის, მაგრამ  კონკრეტულად არ შევსწრებივარ ვინმეს სატელეფონო ზარს. ფაქტია, ჩნდება ისეთი ნიუსები, მომავალ არჩევნებში მონაწილე პირების პიარზე რომ მუშაობს.

 

რვა თვეა რაც აჭარის ტელევიზიაში ვმუშაობ და პირველი ექვსი თვე მე ამ ტიპის პრობლემა არ მქონია. თუმცა შეექმნა პრობლემა იმ ადამიანს, რომელსაც ან ჩვენამდე არ მოჰქონდა ამ ტიპის პრობლემები, ან უბრალოდ არ არსებობდა.

 

ჩვენამდე პრობლემა შეექმნა იმ ადამიანს, რომლის საინფორმაციო პოლიტიკასაც მე ვეთანხმებოდი და დიდი სიამოვნებით ვმუშაობდი მასთან ერთად. ფაქტია, რომ ეს ადამიანი წავიდა და ჩვენ ვიცით, რომ მასაც ჰქონდა იგივე შეთავაზება რაც, მაგალითად, მე – ირინა ყურუასაც უთხრეს, რომ გადასულიყო რადიოში პროდიუსერად, სადაც, უბრალოდ, ჟურნალისტებიც კი არ ჰყავთ. ამ პოლიტიკის ნაწილი მგონია ჩვენი შემთხვევაც – ყოველ შემთხვევაში ჰგავს ძალიან ერთმანეთს. არ უნდიხარ იმიტომ კი არა, რომ არ მოსწონს შენი გაკეთებული საქმე, თითქოს პირიქით – გეუბნება, რომ სუსტი რგოლის გასაძლიერებლად სჭირდები.

 

ტელევიზიის დირექტორი და საინფორმაციოს უფროსი ალბათ ფიქრობენ, რომ რასაც თვითონ აკეთებენ ის არის სწორი. მე კი ვფიქრობ, რომ ისინი არ არიან სწორი. შესაბამისად, როცა მე არ ვეთანხმები პროცესებს, უნდა გავშორდე იქაურობას, რადგან ვინც დგას ამ პროცესის სათავეში, მას ეს მოსწონს.

 

ვიცი, რომ  ეკლესიასთან დაკავშირებული ინციდენტიც გქონდათ. ეს რამდენად სწორია?


სიუჟეტი ბარბარეს ეკლესიის რეაბილიტაციასა და მის კანონთან შესაბამისობას ეხებოდა; ამ შემთხვევაშიც გაუგებარი არგუმენტები მოვისმინე საინფორმაციოს უფროსისგან. პროცესი ასე დაიწყო: სამიანი გამოშვების წინ დავურეკე მოძღვარს და ვკითხე, მამაო, ჩვენ სიუჟეტს ვამზადებთ და თუ ჩაგვეწერებით-მეთქი. პასუხად მითხრა – შენს უკან ვინ დგას, რატომ აკეთებთ… და არ გაუშვაო. ვუთხარი, რომ გაშვება-არგაშვების საკითხს მე გადავწყვეტდი, უბრალოდ, მინდოდა მას ეთქვა ექვსამდე ჩამეწერებოდა თუ არა. მითხრა, რომ არ მეწერება და სიუჟეტის გაშვების საკითხს გადაწყვეტს შორენა.

 

საინფორმაციოს უფროსი მართლაც იყო ამ სიუჟეტის გაშვების წინააღმდეგი – დაგვირეკეს და უხერხულიაო.  

 

სიუჟეტი სამიანის გამოშვებაში მაინც ჩავსვი. ამის გამო ორი საათის განმავლობაში საინფორმაციოს უფროსი, ტელევიზიის დირექტორი და მის მოადგილე იხილავდნენ ჩემ საკითხს, დავარღვიე თუ არა სუბორდინაცია, როცა უფროსმა მითხრა, რომ ამომეღო სიუჟეტი და მე მაინც ჩავსვი. მე მათ ვუხსნიდი, რომ მოტივი არ მქონდა ეს სიუჟეტი არ გამეშვა. მაშინ მითხრეს, რომ დამეწერა ახსნა-განმარტებითი ბარათი, რაზეც ასევე უარი ვთქვი.

 

ჩვენი ყოველდღიური კამათი შეიძლება განმეხილა სამუშაო პროცესად, მაგრამ ერთი კვირის წინ დამაყენეს ფაქტის წინაშე, – ხელშეკრულებას მიფორმებდნენ არა იმ პოზიციაზე, რომლითაც კონკურსში გავიმარჯვე – დღის გამოშვების პროდიუსერად, არამედ გადავყავდი კორპუნქტების პროდიუსერად. როცა ვკითხე, რატომ? მიპასუხეს, რომ უნდათ გააძლიერონ კორპუნქტები.


კითხვაზე – გვემატება ქედაში, შუახევში, ქობულეთში, ხელვაჩაურში კორპუქტები?

 

მეუბნებიან, – ამ ეტაპზე არა.

 

გამოდიოდა, რომ ვიქნებოდი მხოლოდ ხულოს კორპუნქტის პროდიუსერი, რადგან სხვა რეგიონებში კორპუნქტები არ გვაქვს (ქუთაისის და თბილისის ბიუროებს  ადგილებზე ჰყავთ პროდიუსერები).

 

მოხარული ვიქნები, თუ საზმაუწყებელში რეგიონიდან ბევრი ამბავი იქნება, მაგრამ ჩემი გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს იმისთვის, რომ მე აღარ მქონოდა საინფორმაციო გამოშვების გეგმასთან წვდომა – რა გავიდოდა, როდის და რის შემდეგ, რა უფრო აქტუალური იყო. გეგმას განზრახ რომ მომაშორეს, ამას მაფიქრებინებს ის, რომ ამ პერიოდში ძალიან ბევრი მსგავსი ფაქტი მოხდა. 

 

ყოველ ჯერზე როცა მქონდა ასეთი პრობლემა, ვახერხებდი საბოლოო ჯამში საინფორმაციოს უფროსის დათანხმებას. არც მიფიქრია სამსახურიდან წამოსვლა იმის გამო, რომ ჩვენ ამ ყველაფერზე ვკამათობდით, რადგან ეს მუშა პროცესი მეგონა, მაგრამ როცა ეკლესიის შემთხვევის შემდეგ დირექცია ითხოვდა, რომ დამეწერა ახსნა-განმარტება, ორი კვირის შემდეგ კი მითხრეს, რომ სხვა პოზიციაზე უნდა გადავეყვანე, გამიჩდა განცდა, რომ ეს არის მიზანმიმართული.

 

 

მე ვიცი, რომ კონკურსის წესით დანიშნული სხვა პროდიუსერებიც აპირებენ ტელევიზიიდან წასვლას. ამის შესახებ თუ იყო საუბარი რედაქციაში?


მსგავსი ინფორმაცია მეც მაქვს – ზუსტად ვიცი, რომ  ერთი წავა. 

„ჩემი ოჯახის კლინიკას“ 12 470 ლარის დავალიანება აქვს

 

საოჯახო მედიცინის ცენტრის მედპერსონალი

 

 

დღეს  აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები სამედიცინო ცენტრში,  თამაზ ირემაძეს, მედპერსონალს შეხვდნენ და პრობლემის შესახებ ადგილზე მოისმინეს.

 

 

როგორც ცენტრის დირექტომა განაცხადა, თამარის დასახლების მცხოვრებთა  დიდი ნაწილი   სახელმწიფო პროგრამებით სარგებლობს,  რომელშიც შედის სადაზღვეო პროგრამები 0-დან 6 წლამდელთა და პენსიონერებისათვის. აღნიშნულ პროგრამაში ჩართულ სამედიცინო პერსონალს კი 6 თვეა არ მიუღია ანაზღაურება. დღევანდელი მონაცემებით   საოჯახო მედიცინის ცენტრის წინაშე „ჩემი ოჯახის კლინიკას“ 12 470 ლარი დავალიანება აქვს.

 

 

თამაზ ირემაძე:  „გასულ წელს „ალდაგი ბი-სი-აიმ“ დაფინანსების შესრულება გადასცა „ჩემი ოჯახის კლინიკას“. გავაფორმეთ მასთან ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ის სულადობრივად დააფინანსებდა აღნიშნულ პროგრამაში მონაწილე 1500 ბენეფიციარს. პირველ ეტაპზე ხდებოდა თანხების რეგულარული გადმორიცხვა შესრულებული სამუშაოს მიხედვით. თუმცა, სექტემბრიდან კომპანიას დღემდე თანხა აღარ გადმოურიცხია“.

 

 

 ლევან გორგილაძის განცხადებით, მსგავსი პრობლემების შესახებ კლინიკები სამინისტროს ხშირად მიმართავენ: „ასეთ შემთხვევაში ჩვენ სადაზღვეო კომპანიის წარმომადგენლობას ვუკავშირდებით. განვიხილავთ ამ საკითხებს და ადამიანური, მეგობრული თუ საქმიანი ურთიერთობების შემდეგ ვაღწევთ შეთანხმებას. ვფიქრობ, საკითხი უახლოეს მომავალში გადაწყდება და მოლაპარაკების გზით სამედიცინო ცენტრი სადაზღვეო კომპანიისგან მიიღებს დავალიანების ანაზღაურებას“.

 

 

თამაზ ირემაძე და ლევან გორგილაძე

მამული ჟღენტმა სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა

 

„მიგვაჩნია, რომ სასამართლოს საერთოდ არ უნდა დაეკისრებინა თანხა და ისე უნდა გაეთავისუფლებინა მამული ჟღენტი, ქალაქიდან გაუსვლელობის ხელწერილით“-აცხადებს ადვოკატი.

 

პროკურატურამ გირაოს სახით 25 ათასი ლარის დაკისრება მოითხოვა, თუმცა სასამართლომ მამული ჟღენტს 15 ათას ლარიანი გორაო შეუფარდა.  

 

მამული ჟღენტს სამსახურეობრივი უფლებამოსილებისა და თაღლითობაში დახმარების გაწევის გამო ბრალი გუშინ წარუდგინეს.  იგი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. 

 

 

მამული ჟღენტი

ჯარიმები ხე-ტყისა და ხრეშის უკანონო მოპოვებისთვის

 

„ბათუმელების“ ინფორმაციით, მაღალმთიან აჭარაში გასულ და მიმდინარე წელს, გარემოსდამცველებმა არაერთი ისეთი ჯარიმა გამოწერეს, რომელიც მდინარის კალაპოტიდან ინერტული მასალის მოპოვებას უკავშირდებოდა. არადა, ეს მდინარეები ჰესების მშენებლობის გამო სულ მალე უნდა დაიტბოროს.

 

„შუახევში კაცი რომ ცხოვრობს და ბებიის სასაფლაოს ვერ აკეთებს, ეს ხომ წარმოუდგენელია. სოფელში ხშირია ფაქტი, როცა ადამიანებს აჯარიმებენ მდინარიდან ქვა-ღორღის ამოღებისთვის და ტყის გაჩეხვისთვის. ტყე უნდა დავიცვათ და ბუნება, მაგრამ ხე მოჭრა გასათბობად და დაგაჯარიმონ?! გაჭირვებული გლეხისთვის ჯარიმებით ამოხრჩობა ძნელია“, – ამბობს სოფელ პაპოშვილების რწმუნებული სულიკო ფუტკარაძე. 

 

 

სწორედ მისი შუამდგომლობითა და დახმარებით არ დააჯარიმა სასამართლომ მდინარიდან ქვა-ღორღის ამოღებისთვის ის ადამიანი, ვისაც ბებიის საფლავის მოპირკეთება უნდოდა და ამისთვის მდინარიდან ინერტული მასალა ამოიღო. მეზობლებმა და სოფლის რწმუნებულმა სოფელში ხელწერები შეაგროვეს, ბებიის გარდაცვალების დოკუმენტი თან დაურთეს და მოსამართლეს გაუგზავნეს.

 

დაჯარიმებული საჯაროდ საუბარს ერიდება.

 

წელს, 10 იანვარს, ხელვაჩაურის რაიონის მოსამართლე ამირან ძაბუნიძემ 640 ლარით დააჯარიმა მოქალაქე გარემოზე ზიანის მიყენების გამო. დაჯარიმებულმა ერთი ძირი თხემლის ხე მოჭრა. მან განმარტა, რომ ხე ზამთარში ოჯახის გასათბობად სჭირდებოდა. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის მოქალაქეს დამატებით 500 ლარის ჯარიმა დაეკისრა.

 

ასი სანტიმეტრის წიფლის ჯიშის ხე მოჭრა ხელვაჩაურში მცხოვრებმა კიდევ ერთმა მოქალაქემ. მოსამართლემ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 652 ლარად შეაფასა. ადმინისტრაციული ჯარიმის სახით ამ მოქალაქესაც, დამატებით 500 ლარის გადახდა დაეკისრა.

 

2011, 2012, 2013 წლებში, ხელვაჩაურის რაიონული, ქედის, ხულოსა და შუახევის მაგისტრანტი სასამართლოდან მიღებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ სულ 306 ადამიანი დაჯარიმდა ხე-ტყის უკანონო მოჭრის გამო. 2014 წლის 26 თებერვლამდე კი იმავე სასამართლოებმა 61 ადამიანი დააჯარიმა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მოქალაქეების უმრავლესობას ჯარიმები გადახდილი არ აქვთ. სასამართლოში ასევე არ ყოფილა პრეცედენტი, როცა გარემოსდამცველები კომპანიას ან ბიზნესსაქმიანობაში ჩართულ პირებს უჩივიან გარემოზე ზიანის მიყენების გამო ხეების უკანონოდ გაჩეხის ფაქტზე.

 

2013 წლის განმავლობაში და 2014 წლის ამ დრომდე რამდენი სააღსრულებო ფურცელი აღსრულდა აჭარაში ხე-ტყის გაჩევისა და ინერტული მასალის უკანონოდ მოპოვების ფაქტზე და ჯარიმებით რამდენი ლარი შევიდა ბიუჯეტში – ამ კითხვით სააღსრულებო ბიუროს მივმართეთ, თუმცა გამარტივებული წარმოების სამსახურის უფროსმა ლეილა მიქელაძემ მოგვწერა, რომ გამიჯნულად ჯარიმების სტატისტიკა არ აქვთ, ამიტომ „სააღსრულებო ბიურო მოკლებულია შესაძლებლობას, დააკამყოფილოს მოთხოვნა“.

 

ხე-ტყის უკანონოდ გაჩეხვის გამო გამართული სასამართლო გადაწყვეტილების ასლების მიხედვით, რომელიც ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოდანაა გამოთხოვილი, საშუალოდ ერთ ადამიანს 1500 ლარით აჯარიმებენ, გამოდის, რომ 2011, 2012, 2013 და 2014 წლის 26 თებერვლამდე დაახლოებით ნახევარ მილიონ ლარზე მეტი ჯარიმის გადახდა დაეკისრა მოქალაქეებს.

 

ადგილობრივები ასევე ამბობენ, რომ ძირითადად იმ გლეხებს აჯარიმებენ, რომლებიც ხეებს გასათბობად ჭრიან. სამაგიეროდ, თითქმის არ ყოფილა ისეთი შემთხვევა, როდესაც დააჯარიმეს კომპანიები, რომლებიც ხე-ტყით გაყიდვაზე მუშაობენ.

 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის სამსახურის უფროსის ვახტანგ ღოღობერიძის მიერ მოწოდებული წერილობითი ინფორმაციით, 2014 წლის 1 იანვრიდან 5 მარტამდე ქობულეთის მუნიციპალიტეტში 12 ფაქტი დაფიქსირდა წიაღის სათანადო ლიცენზიის გარეშე მოპოვების ფაქტზე, ხელვაჩაურში – 11, ქედის მუნციპალიტეტში კი – 1 ფაქტი. უცნობია ასევე, უკანონოდ ინერტული მასალის მოპოვების გამო დაჯარიმებით, რამდენი ლარი შევიდა ბიუჯეტში.

 

 

 

ინერტული მასალების და ხე-ტყის უკანონო მოპოვებისთვის ჯარიმების რაოდენობა ნახევარ მილიონ ლარზე მეტია

წყლის დაცვის დღეს ჭოროხის დელტა დაასუფთავეს

 

ჭოროხის დელტა ბიომრავალფეროვნებისათვის მნიშვნელოვანი ტერიტორია და  უნიკალური მოსასვენებელი ადგილია გადამფრენი ფრინველებისთვის.

 

პროექტი ,,დავასუფთავოთ საქართველო“ 22 მარტიდან დაიწყო და ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ქალაქებში, დაბებში და სოფლებში  დასუფთავების ფართომასშტაბიანი კამპანიიის წამოწყებას ითვალისწინებს.

 

 კიდევ ერთი აქციის – ,,ლურჯი ნაკადულის“,  მიზანია რუების, ნაკადულების, ღელეების პატარა მდინარეებისა და მათი ნაპირების დასუფთავება.

 

„წყლის დღე შეახსენებს ყველას, რომ უნდა გავუფრთხილდეთ წყლის რესურსებს, რაციონალურად და ეკონომიურად გამოვიყენოთ ბუნებრივი რესურსები“ –  ამბობენ აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს თანამშრომლები, რომლებმაც აქციაში მიიღეს მონაწილეობა.

 

 

წყლის რესურსების საერთაშორისო დღე გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით მთელ მსოფლიოში 1993 წლის 22 თებერვლიდან ყოველწლიურად აღინიშნება.

 

 

გაეროს ექსპერტების მონაცემებით, დედამიწის მოსახლეობის ერთი მეექვსედს სუფთა სასმელი წყალი არ მიეწოდება, ბევრ ქვეყანაში კი სასმელი წყალი მხოლოდ იყიდება. მსოფლიოში 2,4 მილიარდ ადამიანს არ აქვს ცხოვრებისათვის აუცილებელი შესაბამისი სანიტარული პირობები. კლიმატის გლობალური ცვლილებები კი უფრო ართულებს სიტუაციას.

 

 

 

წყლის დღე

მიწა გლეხს თუ კომპანიას-სახელმწიფოს არჩევანი

თინათინ ყოლბაია

ქალბატონო თინათინ, რატომ დააყენა საჯარო რეესტრმა მის მიერვე მიღებული აქტების კანონიერება ეჭვქვეშ, რას უკავშირდება ეს გადაწყვეტილება?

-საჯარო რეესტრი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს მიღებული თავისი გადაწყვეტილებების კანონიერება გადაამოწმოს. ის ასევე ვალდებულია განახორციელოს თანამდებობის პირებზე ადმინისტრაციული კონტროლი. მოცემულ შემთხვევაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე უფლებამოსილი იყო განეხორციელებინა ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა კანონიერება.

რეგისტრაციის კანონიერებაზე „აჭარ-ენერჯი-2007“-იც დავობს, რომელმაც სარჩელით სასამართლოს მიმართა. კონკრეტულად რას ითხოვს კომპანია?

-ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რამაც გამოიწვია არსებული გადაწყვეტილებების კანონიერების შესწავლა, არის სწორედ „აჭარ-ენერჯი-2007“-ის სარჩელი, რომელიც ზუსტად ამ ნაკვეთებს უკავშირდება. კომპანია რეგისტრაციების გაბათილებას ითხოვს; არსებობს რისკები, რომ სასამართლომ გააბათილოს ეს სადავო რეგისტრაციები. როცა ამ ოდენობით სასარჩელო მოთხოვნაა, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა შეამოწმოს იმ აქტების კანონიერება, რომლებზეც არის დავა. ასეთი სასარჩელო მოთხოვნით დავა სასამართლოში ჯერ არ გვქონია.

რა ეტაპზეა პროცესი სასამართლოში?

– გაიზარდა სასარჩელო მოთხოვნა. პირველ ეტაპზე მოიცავდა 89 მიწის ნაკვეთს, შემდეგ დაემატა 10 ნაკვეთი. კომპანიის მოთხოვნას წარმოადგენს ამ 99 მიწის ნაკვეთზე განხორციელებული რეგისტრაციების ბათილად ცნობა. სასამართლო სხდომა ჩანიშნული არ არის. სასამართლოში მხარედ ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურია. გვაქვს წარდგენილი ჩვენი წერილობითი პოზიცია და მტკიცებულებები.

სხვა რეგიონებში თუ გადაგიმოწმებიათ მიღებული გადაწყვეტილებების სამართლიანობა?

– რა თქმა უნდა. სხვა რეგიონებშიც და თბილისშიც. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ. ვერ გეტყვით, რომ ამგვარ პირთა ფართო წრე ხშირად არის, მაგრამ ყოველთვის გვაქვს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ეხება რამდენიმე პირს ან ინდივიდუალურად ერთი რეგისტრაციის საგანს.

რეგისტრაციის გაბათილების შემთხვევაში ვისი პასუხისმგებლობის საკითხი დგება?

– ეს ჩვენი კომპეტენციის საგანი არ არის. ვიღებთ გადაწყვეტილებას რეგისტრაციის კანონიერების დადასტურების შესახებ, ან პირობითად, რეგისტრაციის ბათილად ცნობის შესახებ.

რეგისტრაციების გაუქმების საბოლოო გადაწყვეტილებას ვინ იღებს?

– ამ წარმოების შედეგი იქნება ან კანონიერების დადასტურება, ან რეგისტრაციების ბათილად ცნობა. ეს იქნება საჯარო რეესტრის მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, რომელიც მხარეებს დადგენილი წესით ჩაბარდებათ, რის შემდეგაც მათ ეძლევათ გასაჩივრების უფლება. წინასწარ, რა გადაწყვეტილება მოყვება ამ წარმოებას, ჩვენთვის უცნობია.

 

 

-რატომ გადაწყვიტეთ ამ ადამიანებთან საჯარო შეხვედრა, ეს პირველი შემთხვევაა?

– ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი იცნობს წარმოების სამ ფორმას – მარტივს, ფორმალურსა და საჯარო ადმინისტრაციულს. ასეთი მაღალი სტანდარტის საჯარო ადმინისტრაციული წარმოება იმიტომ შევარჩიეთ, რომ ეს გადაწყვეტილება ეხება პირთა ფართო წრეს და გვინდა ყველა მონაწილე პირის უფლება იყოს დაცული, შეძლონ მათ თავიანთი პოზიციებისა და არგუმენტების წარმოდგენა.

ხელვაჩაურიდან თბილისში ჩამოსვლა ბევრად უფრო რთული იქნებოდა მოსახლეობისთვის, ვიდრე – ბათუმში. ამიტომაც გადავწყვიტეთ საჯარო საქმის განხილვა ბათუმის იუსტიციის სახლში. თუმცა ნამდვილად ვერ დაგიდასტურებთ, რომ სხვა რეგიონში ყოფილიყოს ასეთი მაღალი სტანდარტის ადმინისტრაციული წარმოება.

ამ მოსახლეობის მიწების საკუთრების კანონიერება სადავოა, ვინაიდან მათ აქვთ მდინარის პირას მიწის ნაკვეთები, ზოგს კლდოვანი ან სასოფლო დანიშნულებისთვის გამოუსადეგარი მიწა და ა.შ. თავის დროზე რატომ დაარეგისტრირა საჯარო რეესტრმა ეს ნაკვეთები?

-ამ ეტაპზე სწორედ ეს არის განხილვის საგანი. თქვენს კითხვებს საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად შეიძლება გაეცეს პასუხი. მანამდე ეს იქნება წინასწარი მოსაზრების გამოთქმა, ამიტომ ნამდვილად არ გვაქვს ამისი არც შესაძლებლობა და არც უფლება.

შეხვედრა მოსახლეობასთან იუსტიციის სახლში

მოხუცთა მოვლის პროგრამა ბათუმში

 

სერვისი ითვალისწინებს ექიმის კონსულტაციას, სამკურნალო მასაჟს და სხვა პროცედურებს. ასევე, მედიკამენტებისა და ჰიგიენური საშუალებების მიწოდებას.

 

პროგრამის ბიუჯეტი 100 ათას 800 ლარს შეადგენს და 40 პაციენტზეა გათვლილი. პროგრამის მიმდინარეობას დღეს ბათუმის მერი გაეცნო და აღნიშნა, რომ მოთხოვნიდან გამომდინარე პროგრამის გაფართოება იგეგმება ანუ 20 ბენეფიციარის დამატება იგიგმება.

 

გეგუთის ციხეში გარდაცვლილი პატიმარი ბათუმელია

 

გეგუთის ციხეში გარდაცვლილი 26 წლის პატიმარი ავთანდილ მაისურაძე ბათუმელია. ის სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით,   2014 წლის 23 მარტს, დაახლოებით 8:10 საათზე,  სასჯელაღსრულების N14 (გეგუთის) დაწესებულებაში გარდაიცვალა.   

 

ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, მომხდარი მალევე ეცნობა ოჯახს. სიკვდილის გამომწვევი მიზეზის დასადგენად კი დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

 

ციხე
ციხე

დღეს ტუბერკულოზის საერთაშორისო დღეა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის აჭარის სამმართველოს ხელმძღვანელის ნინო გუგუშვილის ინფორმაციით, ტუბერკულოზზე მკურნალობა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.  „მთლიანად ფინანსდება მკურნალობა, სრული დიაგნოსტიკა  და  ტრანსპორტირებაც კი.  პირველი იანვრიდან კი ბათუმში დაიწყო სწრაფი დიაგნოსტიკა მოლეკულური მეთოდით, რომელიც საჭიროებს დაუყოვნებლივ ტესტირებას“.

ნინო გუგუშვილის განცხადებით, ტუბერკულოზზე მკურნალობის მონაცემები აჭარაში ბოლო ორ წელიწადში სტაბილურია.   „ყოველწლიურად შემოსული ნიმუშების საერთო რაოდენობა  750-800 შეადგენს. პაციენტთა რაოდენობა საშუალოდ 400-450-ია აჭარის მასშტაბით.  პირველად დიაგნოსტიკაზე მოსულ პაციენტთა რაოდენობა კი თვეში დაახლოებით 25 -ია“.

როგორც სამმართველოს ხელმძღვანელი ამბობს, ლაბორატორია არის ბიოუსაფრთხოებისა და ბიოდაცვის თანამედროვე პრინციპების აგებული  და მთლიანად აჭარის რეგიონს ემსახურება.  

ტუბერკულოზის საერთაშორისო დღე

„შავი ზღვის აუზში ტურიზმის მდგრადი განვითარების ქსელის ფორმირება“ – პროექტის პრეზენტაცია

 

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის შავი ზღვის აუზის საზღვრისპირა თანამშრომლობის ფარგლებში. ეს არის კოალიციურ პროექტი – „Black Sea Network for Sustainable Tourism – Strategies for joint tourism marketing and development in the Black Sea region (BS NST)“ „შავი ზღვის აუზის ტურიზმის მდგრადი განვითარების ქსელი – რეგიონში ტურიზმის განვითარებისა და მარკეტინგის ერთობლივი სტრატეგიები“, რომელიც მიზნად ისახავს ეკო/აგროტურიზმის განვითარების ხელშეწყობას და ერთობლივი მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებას.

პროექტი დაფინანსებულია „შავი ზღვის აუზის პროგრამა – 2007-2013“-ს მიერ ევროკავშირის ევროპის სამეზობლო და საპარტნიორო პოლიტიკის ინსტრუმენტის (ENPI) ფარგლებში. ეს არის რეგიონალური პროექტი, რომელიც განხორციელდება 18 თვის განმავლობაში 5 ქვეყნის ორგანიზაციების თანამშრომლობით – საქართველო, მოლდოვა, უკრაინა, ბულგარეთი და თურქეთი. საქართველოს მხრიდან პროექტს ახორციელებს ორგანიზაცია – საერთაშორისო ბიზნესის განვითარების და ინვესტიციების ხელშეწყობის ცენტრი (IBDIPC),  აჭარის არ ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტთან თანამშრომლობით.

 

პროექტის პარტნიორები  

 

– ბიზნესსაკონსულტაციო ინსტიტუტი (BCI), მოლდოვა, კიშინიოვი;

– საერთაშორისო ბიზნესის განვითარებისა და ინვესტიციათა ხელშეწყობის ცენტრი (IBDIPC), საქართველო, აჭარის არ;

– აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, საქართველო, აჭარის არ;

– ბურგასის მუნიციპალიტეტი, ბულგარეთი;

– რეგიონალური განვითარების სააგენტო (ARD), უკრაინა, ოდესის რეგიონი;

– აღმოსავლეთ შავი ზღვის განვითარების სააგენტო  (DOKA), თურქეთი, აღმოსავლეთ შავი ზღვის რეგიონი.

 

პროექტის ძირითადი მიზნები და ამოცანები

 

– რეგიონში საერთო სტრატეგიის დაგეგმარების, კოორდინაციისა და განხორციელების შესაძლებლობების გაუმჯობესება;

– საბაზრო მოთხოვნაზე ორიენტირებული ტურისტული პროდუქტების შექმნისა და პრომოუშენის ხელშეწყობისთვის ეფექტური ინფრასტრუქტურული ქსელის შექმნა;

– ცოდნის/კვალიფიკაციის ამაღლება და ტურისტული პროდუქტების განვითარება პარტნიორ რეგიონებში საერთაშორისო ბაზარზე არსებული საჭიროებების მიხედვით;

– რეგიონალური სპეციფიკის გათვალისწინებით შავი ზღვის აუზში ტურიზმის მდგრადი განვითარებისთვის საჭირო კოალიციური გარემოს შექმნა;

– ტრანსსასაზღვრო ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერება ტურიზმის საშუალებით.

 

სამიზნე ჯგუფ(ებ)

 

– საჯარო სექტორი – ტურიზმის დეპარტამენტები, რეგიონალური ხელმძღვანელობები, მუნიციპალიტეტები და სხვ;

– არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ტურიზმის სფეროში მუშაობენ – ტურისტული ასოციაციები, ტურიზმის განვითარების ორგანიზაციები და სხვ;

– კერძო სექტორი – ტუროპერატორები და ტურისტული სააგენტოები, სასტუმროების მეპატრონეები, სასტუმროები და სხვ.

 

პროექტის ძირითადი აქტივობები

 

  1. ერთიანი მარკეტინგული სტრატეგიების განვითარება

 

– მარკეტინგული კვლევები – მარკეტინგული კვლევების შედეგად თითოეულ რეგიონში მოიპოვება საჭირო ანალიტიკური ინფორმაცია. ეს სასარგებლო იქნება ერთობლივი მარკეტინგული სტრატეგიის განვითარებისთვის, ასევე, შეგროვილი მონაცემები გამოიყენება პროექტის ფარგლებში შექმნილი ონლაინ ვებპორტალისთვისაც (საჭირო ტურისტული ინფორმაციის შესავსებად);

 

– ახალი პროდუქტებისა და ტრანს-სასაზღვრო რეგიონებში ტურპროდუქტების პოტენციალის შესწავლა – მსგავსი ტურპროდუქტების შესაძლებლობების ანალიზი მაგ.: მოლდოვა/უკრაინა/ბულგარეთი, საქართველო/თურქეთი – ერთობლივი ტურისტული პაკეტი, რომელსაც შესთავაზებენ ადგილობრივ და უცხოელ ტურისტებს;

– ერთობლივი მარკეტინგული სტრატეგიის განვითარება პარტნიორი ქვეყნების ტურპროდუქტების პრომოუშენის და ერთობლივი ტურისტული პაკეტების ხელშეწყობისათვის.

 

2. ტურიზმის სფეროში კვალიფიკაციის გაუმჯობესება

 

– ტრენინგები პროფესიული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებისთვის – შეიქმნება ოთხი ტრენინგპაკეტი და ჩატარდება ტრენინგები შემდეგი თემატიკის მიხედვით:

 

I პაკეტი – ტრენინგები ტურისტული ადგილებისა და ინტერნეტ/სოციალურ მედიამარკეტინგში (3 დღე);

II პაკეტი – ღვინის/ეკო ტურიზმის სპეციფიკა, მარკეტინგი და სხვ;

III პაკეტი – ტრენინგები/ვორკშოპები PPP (კერძო და სახელმწიფო სექტორს შორის) პარტნიორობის მეშვეობით ტურიზმის მდგრადი განვითარების სტრატეგიაში;

IV პაკეტი – ვორკშოპი ტურიზმის პროდუქტების ერთობლივი პრომოუშენისთვის- საჯარო/კერძო სექტორს შორის თანამშრომლობა.

– პარტნიორ ქვეყნებს შორის გაცვლითი ვიზიტები გამოცდილების გაზიარების მიზნით.

– ვორკშოპები ტურიზმის სფეროში PPP (კერძო და სახელმწიფო სექტორის პარტნიორობა) განვითარებაზე – პროექტის მიმდინარეობის პერიოდში ჩატარდება 2 ვორკშოპი ტურისტული პროდუქტების განვითარებისა და მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებისთვის ტურიზმის სტეიკჰოლდერებთან (მაგ.: ტურიზმის ასოციაციები, კერძო ტურ კომპანიები, ადგილობრივი ექსპერტები, მთავრობა და სხვ).

 

3. ეფექტური ონლაინპლატფორმის შექმნა ტურიზმის პროდუქტების ერთობლივი პრომოუშენისთვის

 

ტურიზმის საინფორმაციო მონაცემთა ბაზის შექმნა – თითოეული პარტნიორი IT პლატფორმისთვის აგროვებს შესაბამის მონაცემებს, მაგ.: მარშრუტების რუკები, ადგილობრივი ხელისუფლების იდენტიფიკაცია, ტურიზმის პროდუქტები, სიახლეები, ფესტივალები და სხვ.

 

IT პლატფორმის/ვებგვერდის შექმნა და განვითარება – წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია პროექტის განმავლობაში შეგროვებული მონაცემების შესახებ: მარკეტინგული სტრატეგიები, ტურისტული მიმართულებები, ტენდენციები, სიახლეები, ფესტივალები და სხვ. პორტალი ასევე იმუშავებს, როგორც საკომუნიკაციო პლატფორმა პროექტის პარტნიორებისა და ადგილობრივ სტეიკჰოლდერებს შორის, ახალი ტურპროდუქტების პრომოუშენისთვის და სხვ.

 

პროექტის ფარგლებში სოციალური მედიის პლატფორმის განვითარება – სოციალური მედიასაშუალებების პაკეტი (Blog, Facebook, Twitter, Youtube, Flickr და IT პლატფორმასთან.

 

4. პროექტის საინფორმაციო PR აქტივობები

 

– პრესკონფერენციები და საგაზეთო ჩანართები – თითოეულ ქვეყანაში ორგანიზებული იქნება პრესკონფერენციები, პროექტის უმთავრესი აქტივობების მედიაგაშუქება, ვებპორტალის პრეზენტაცია და სხვ;

– პარტნიორების მიერ რეგიონალურ ტურიზმის ბაზარზე BS ტურიზმის პროექტის შესახებ კატალოგისა და საინფორმაციო მასალის გავრცელება;

– შავი ზღვის ტურიზმის ფინალური კონფერენცია – ჩატარდება ბულგარეთში (ბურგასი) და ეს იქნება ფიზიკური პლატფორმა ყველა პარტნიორისთვის, ტრადიციულ და ახალი ტურისტულ პროდუქტების პრომოუშენისთვის;

პროექტის ფარგლებში მიმდინარე აქტივობების შესახებ ინფორმაცია პერიოდულად გამოქვეყნდება საგაზეთო ჩანართის ფარგლებში და ასევე ორგანიზაციის ვებგვერდზე და ფეისბუქგვერდზე (www.biaff.org, www.facebook.com/biaffbatumi).

 


 


მომზადებულია საერთაშორისო ბიზნესის განვითარების და ინვესტიციების ხელშეწყობის ცენტრის (IBDIPC)  მიერ. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის ევროპის სამეზობლო და საპარტნიორო პოლიტიკის ინსტრუმენტის (ENPI) ფარგლებში – „შავი ზღვის აუზის პროგრამა – 2007-2013“. ჩანართის ტექსტში გამოთქმული  მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ევროკავშირის მოსაზრებებს.

 

“Black Sea Network for Sustainable Tourism – Strategies for joint tourism marketing and development in the Black Sea region” (BS NST)

MIS-ETC 2605

საკონტაქტო ინფორმაცია:

IBDIPC

Tel: 599-482 181

E-mail: ibdipc@gmail.com; Web: www.ibdipc.org;

 

 

ინტელექტუალურ თამაშებში გამარჯვებულები გამოვლინდნენ

დღესვე გამოვლინდა  გამარჯვებული სამი გუნდი,  რომლებიც თასებითა და წიგნებით დაჯილდოვდნენ.

პირველ  ადგილას ბათუმის პირველი  საჯარო სკოლის გუნდი „პირველები“ გავიდა, მეორე ადგილი ბათუმის მე-10 საჯარო სკოლა „ვოლდანმა“ დაიკავა, ხოლო მესამე ადგილი ნაკრებმა გუნდმა  „სიმპსონები”.

ღონისძიება ბათუმის მერიის ორგანიზებით ჩატარდა.

ტანვარჯიშის ფედერაციის ახალი პრეზიდენტი

 

– ბატონო გურამ, რა შედის თქვენ მოვალეობაში, რა გეგმები გაქვთ დასახული ტანვარჯიშის განვითარებისთვის?


– პრეზიდენტის უშუალო მოვალეობა ნაკრები წევრების მეთვალყურეობა, სპონსორების მოძიება, სხვა ქვეყნის ფედერაციებთან ურთიერთობის დამყარებაა. მაგალითად, შარშან გაცვლითი ღონისძიება გვქონდა სომხეთთან, ქალაქ პანაძორის ტანვარჯიშის სპორტული სკოლის ფედერაციასთან, სადაც დეპარტამენტის ხელშეწყობით ვიყავით შეჯიბრებაზე. ისინიც იყვნენ ჩამოსული. გასვლით შეჯიბრებებზე ბავშვების დაოსტატება სწრაფად მიმდინარეობს. როდესაც ბავშვი ხედავს შეჯიბრებაზე ის ილეთი, რომელიც მას არ გამოსდის, ვიღაცამ უკეთ შეასრულა, გაჯიბრების მეტი სტიმული ეძლევა. წელს გასვლითი შეჯიბრების ჩატარებას თურქეთში ვგეგმავთ.

სამომავლოდ ყველაზე მთავარი პერსპექტიული ბავშვების გამოვლენა და მათზე ყურადღების მიქცევაა. რა თქმა უნდა, ამისთვის აუცილებელი ფაქტორი ბავშვის ბუნებრივი ნიჭია, შემდეგ კი – შრომა და ვარჯიში.

 

– რამდენია ფედერაციის ბიუჯეტი, რა ღონისძიებებზეა გათვლილი და საკმარისია გასვლითი შეჯიბრებების ჩასატარებლად?


– აჭარის სპორტის დეპარტამენტმა ბოლო სამი წლის განმავლობაში 300%-ით გაგვიზარდა დაფინანსება. მოიმატა შეჯიბრებების რაოდენობამაც. ფედერაციის ბიუჯეტი წელს 50 ათასი ლარია. გასულ წელს 30 ათასი იყო, 2012 წელს კი – 17 ათასი. თანხა ნაწილდება საქართველოს ჩემპიონატების, საქართველოს თასის, ტურნირების ხარჯებზე. დარჩენილი თანხით იგეგმება სხვა ღონისძიებები. დაფინანსების წყალობით წელს ჩვენ ვატარებთ ორ საერთაშორისო ტურნირს – რუსიკო სიხარულიძის საერთაშორისო ტურნირს აგვისტოში და ბატუტზე ხტომების საერთაშორისო ტურნირს. 2009 წელს სამინისტრომ სპორტული ინვენტარი შეგვიძინა. ჩვენი ძალებითაც ვაკეთებთ დამხმარე ინვენტარს, მაგრამ არსებობს ქარხნული წესით დამზადებული, რომელსაც ჩვენი ძალებით ვერ ვწვდებით. დეპარტამენტი ეტაპობრივად დახმარება შეგვპირდა. გარდა ამისა, წელს შეგვიძინა ახალი ბატუტი, რომლის ღირებულება 20 ათას ლარზე მეტია. საკმაოდ ძვირადღირებული სპორტის სახეობაა, მისი ინვენტარი ძვირია, ფინანსური მოგება კი ნაკლებად მოაქვს. ეს უფრო ესთეტიკური სილამაზის ძალისმიერი სპორტის სახეა, თუმცა ლამაზი მოძრაობების უკან საკმაოდ შრომატევადი მუშაობაა.  

 

 

– რამდენი ბავშვი გესახებათ წარმატებულ სპორტსმენად?


– ბათუმის ტანვარჯიშის ფედერაციაში ოთხი სახეობა ერთიანდება. თითოეულ სახეობას ჰყავს ნაკრები. სპორტულ ტანვარჯიშში (ვაჟთა და ქალთა) – 10 ბავშვი, მხატვრული ტანვარჯიშში (მხოლოდ ქალები მონაწილეობენ ამ სახეობაში) – 6 გოგო, ბატუტზე ხტომაში (ვაჟთა და ქალთა) – 8, სპორტული აკრობატიკაში – 9 ბავშვი გამოირჩევა. ამჟამად სპორტსკოლაში ტანვარჯიშზე 220 ბავშვი დადის და მათ 23 მწვრთნელი ავარჯიშებს. შეიძლება ერთი, ორი წელი გავიდეს და ერთი პერსპექტიული მოსწავლეც არ დარჩეს სკოლაში. დაინტერესება დიდია. მშობლებს ბავშვები მოჰყავთ ძირითადად გამაჯანსაღებელი მიზნით. ყველა მშობელს უნდა, როცა ბავშვი ოდნავ მსუქანია, წონაში დაიკლოს, მოდუნებული კუნთები გაუმაგრდეს. ტანვარჯიში სქოლიოზით დაავადებულებისთვისაც სასარგებლოა. ხშირად აღნიშნავენ მშობლები, რომ ამ სპორტში ბავშვების მოყვანის მერე ბავშვები ნაკლებად ავადდებიან. გარკვეული პერიოდის შემდეგ მშობელს ნაკრებიდან მიჰყავს ბავშვი და მთავრდება პერსპექტიულ ბავშვთან ორ-სამწლიანი მუშაობა. ძირითადი შრომა როცა ჩადებულია, სწორედ მაშინ მიდიან ბავშვები. მშობელი თავისი შვილისთვის ყოველთვის ირჩევს სწავლას, რა თქმა უნდა, მშობელი არც გაიმტყუნება.

ინვენტარის შეძენამ გამოგვაცოცხლა და შედეგიც არის. გვყავს სპორტული ტანვარჯიშის საქართველოს სამგზის ჩემპიონი  გიორგი აროშიძე.

 

– შესაძლებელია ტანვარჯიში  პრიორიტეტული სპორტის სახეობა გახდეს აჭარაში?


– ჩვენ რაც არ უნდა ვეცადოთ, ეს ფანტაზიის ტოლფასი იქნება. ჭიდაობა საქართველოში ყოველთვის იქნება წინა პლანზე, ეს იგივეა, როგორც, ვთქვათ, ბრაზილიაში ფეხბურთი. მთავარი აქ ის არის, რომ ბავშვები იყვნენ ჯანმრთელები. ტანვარჯიშზე ბევრი ბავშვი მოდის, რომელსაც ვამზადებთ იმისათვის, რომ სამომავლოდ აქტიურად ჩაერთონ ჭიდაობაში. მან თუ წარმატებას მიაღწია, ეს ჩვენი მუშაობის შედეგიც იქნება.

 

 

სამსაუკუნოვანი ხიდი კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში

 

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბელაშვილებში ამბობენ, რომ ხიდი სამი საუკუნის წინ ოსტატ ბერიძეს სოფლების ერთმანეთთან დასაკავშირებლად აუგია. სოფლის რწუმებულის  ინფორმაციით ხიდს წარსულში სატრანზიტო მნიშვნელობა ჰქონდა, ის შუახევის მუნიციპალიტეტის ჭვანის ხეობის  სოფლების – ბრილის, მოხევისა და ბარათაულის დამაკავშირებელი გზა იყო, ასევე უკავშირდებოდა ხულოს მუნიციპალიტეტთან დამაკავშირებელ გზას.

 

ხიდი ბზის მასალითაა აგებული, გამოყენებულია წაბლის მასალაც, მისი ბალავარი კი ქვითკირით ნაგებია. 

 

ხაბელაშვილების ხის კოჭებიანი ხიდი წარსულში ყავრით იყო გადახურული, მეოცე საუკუნის სამოცდაათიან წლებში კი, დაზიანების გამო, ხიდი თუნუქით გადახურეს.

 

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ხიდის რესტავრაციას გეგმავს.

 

„სააგენტო ეძებს ოსტატებს, რომლებიც ამ ხიდის რეაბილიტაციას შეძლებენ, ასეთი ოსტატები შუახევში გვყავს“, – უთხრა „ბათუმელებს“ შუახევის გამგებელმა ტარიელ ებრალიძემ. 

 

ბოლო პერიოდში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აჭარაში ასევე მიანიჭა სოფელ მახოს გვიანი შუა საუკუნეებით დათარიღებულ ხის ხიდს და სოფელ მახინჯაურში მდებარე გრაფინია ფესენკოს აგარაკს.

 

 

 

არჩევნების სამზადისი

 

გამგებლის, პროპორციულ და მაჟორიტარული სიით ერთიან კანდიდატზე „ქართული ოცნება“ ხულოში ჯერ არ შეთანხმებულა, კოალიციაში შემავალი პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ რამდენიმე კანდიდატს განიხილავენ, მათი ვინაობა საჯაროდ არ სახელდება.

 

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ხულოს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე რამაზ ძირკვაძე ამბობს, რომ მაჟორიტარები აქ პრაიმერით შეირჩევიან.

 

„რამდენიმე სავარაუდო კანდიდატს განვიხილავთ, მაგრამ ვინაობას ვერ დაგისახელებთ, შესაძლებელია შეიცვალოს საარჩევნო სია. კოალიციურ შტაბში შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც თემებში პრაიმერს ჩაატარებს, პრაიმერი გამოავლენს მაჟორიტარობის კანდიდატებს, ხულოელებმა უნდა გადაწყვიტონ მათი კადრები. ვფიქრობ, ყურადღება პროფესიონალიზმს და ხალხისთვის მისაღებ პიროვნებას მივაქციოთ, თვითმართველობაში უმრავლესობით მოვალთ“, – აცხადებს რამაზ ძირკვაძე.

 

„ბათუმელების“ ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ გამგებლის კანდიდატად აქ მოქმედი გამგებლის ბესიკ ბაუჩაძის კანდიდატურას განიხილავს. რამაზ ძირკვაძე ამ შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

 

„ბესიკ ბაუჩაძე დიდი ავტორიტეტით სარგებლობს, არ არის გამორიცხული დასახელდეს კიდეც კანდიდატად. ერთი კი ცხადია, ის, ვინც ხულოს საკრებულოში „ნაციონალური“ პარტიით შევიდა და ახლა „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს, კანდიდატად არ დასახელდება,“ –  ამბობს რამაზ ძირკვაძე.

 

გამგებელი ბესიკ ბაუჩაძე ამბობს, რომ კენჭისყრას აპირებს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

 

„ნაციონალურ“ხულოს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე კახა დეკანაძე ამბობს, რომ კადრებთან დაკავშირებით მუშაობა ჯერ არ დაუწყიათ. „ბათუმელების“ ინფორმაციით, სიის პირველ ნომრად საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარის, ნოდარ თავართქილაძის კანდიდატურა განიხილება.

 

„ნაციონალური მოძრაობა“ კანდიდატებს არ ასახელებს შუახევშიც. „ბათუმელების“ ინფორმაციით, გამგებლობის კანდიდატად მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი ნუგზარ ამაღლობელი, პროპორციული სიით პირველ ნომრად კი მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მევლუდ ჭურკვეიძე განიხილება. ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“  შუახევის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე სოსლან ზოიძე არ უარყოფს. მისი განცხადებით, კანდიდატებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას დელეგატებთან ერთად პოლიტსაბჭო მიიღებს.

 

„რამდენიმე კანდიდატზე მიმდინარეობს მსჯელობა, საბოლოო გადაწყვეტილებას, დელეგატებთან და პოლიტ საბჭოსთან ერთად მივიღებთ და დაახლოებით ერთ თვეში გახდება ცნობილი. კანდიდატად შეიძლება ჭურკვეიძეც დასახელდეს, მეგრელიძეც, ამაღლობელიც და სხვებიც, არც ის არის გამორიცხული, მოსახლეობაში გამოკითხვა ჩავატაროთ. მაქვს მოლოდინი საკმაოდ მაღალ პროცენტს ავიღებთ არჩევნებზე, მაჟორიტარებში ნახევარზე მეტს მაინც გავიყვათ“, –  ამბობს სოსლან ზოიძე.

 

„ქართული ოცნების“ შუახევის ორგანიზაციის თავჯდომარის, ნოდარი ქარცივაძის თქმით, სიით და მაჟორიტარი კანდიდატები ადგილზე შეირჩევიან, გამგებლის კანდიდატურაზე კი პოლიტსაბჭო იმსჯელებს.

 

„შუახევის საკრებულოს მომავალი ბედი მხოლოდ შუახევში უნდა გადაწყდეს, აქ მაცხოვრებლებმა უნდა შეარჩიონ,“ –  ამბობს ნოდარ ქარცივაძე.

 

შუახევის მოქმედი გამგებელი, ტარიელ ებრალიძე ამბობს, რომ ჯერჯერობით გადაწყვეტლება არ მიუღია. „მაგრამ, თუ მივიღებ მონაწილეობას, კენჭს მხოლოდ გამგებლობაზე ვიყრი“, – ამბობს ის. 

 

ვის წარადგენს გამგებლად „ქართული ოცნება“ ქედაში, ამ ეტაპზე უცნობია. პარტიას ქედაში რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე არ ჰყავს, სიით პირველ კანდიდატად ამირან დევაძე მოიაზრება.

 

ქედის მოქმედი გამგებელი დავით დუმბაძე ამბობს, რომ შეთავაზებას თუ მიიღებს, უარს არ იტყვის.

 

„ეს საკითხი იმ პარტიის გადასაწყვეტია, რომელსაც წარმოვადგენ. თუ შემომთავაზებენ უარს ნამდვილად არ ვეტყვი. ამბიციური გეგმები მაქვს ქედის ეკონომიკის განვითარებასთან დაკავშირებით“, –  აცხადებს დავით დუმბაძე.

 

რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, ქედის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვაჟა ბოლქვაძე ამბობს, რომ ყველა კანდიდატს პრაიმერით შეარჩევენ.

 

„ბათუმელების“ ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობა“ ქედაში პარტიის ორგანიზაციის თავმჯდომარის, მუნიციპალიტეტის ყოფილის გამგებლის, ვაჟა ბოლქვაძისა და საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის მოადგილის, ჯემალ შარაძის  კანდიდატურებს განიხილავს გამგებლის პოზციაზე, სიაში პირველ ნომრად კი ქედის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ზვიად თურმანიძე და საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე ბადრი დიასამიძე განიხლებიან.

„რაც კარგები ვართ…“

 

„მამაჩემთან ხშირად მაქვს დავა საბჭოთა ეპოქაზე, აზრი ვერ შევაცვლევინე. ვფიქრობ, მისთვის უკვე ძნელია გადააფასოს ღირებულებები. ზეაღმატებითი პათოსიც მგონია, რომ სწორედ ამ ეპოქიდან მოდის, რადგან პოპულიზმი და სიყალბე ყველაზე მეტად ამ პერიოდს ახასიათებდა“,  – გვეუბნება სტუდენტი ედო არძენაძე. მისი აზრით, აღმატებითი ფორმა  –  „ყველაზე კარგები ვართ“ ინერციით კვებავდა ყველა შემდგომ თაობას, თუმცა ეს ტენდენციები  დღესაც განიცდის ფორმაციას.

 

„ჩვენს თაობაში სნობიზმი უფრო მოდაშია, ვიდრე პათეტიკა. ასე მგონია გულზე მჯიღის ცემა ქართველების გამორჩეულობის გამო, ძველ თაობას უფრო ახასიათებს“, – ამასაც ახალგაზრდა ედო ფიქრობს. 

 

ედო არძენაძე

 

მისი აზრით, სტერეოტიპებზე საზოგადოებას არ უყვარს ფიქრი და განსჯა. „ამიტომ სჭარბობს ზეაღმატებითი კლიშეები ქართულ საზოგადოებაში, ქართველს ემოციაზე, ნაპერწკალზე აყოლა უყვარს, ფიქრი და განსჯა კი – ნაკლებად. ამიტომ არის ჩვენი მწერლობა და პოეზიაც პათეტიკით გაჯერებული. ვფიქრობ, მთავარი პრობლემა იმაშია, რომ ოქროს შუალედის პოვნა ყოველთვის გვიჭირს“.

 

ედო მიიჩნევს, რომ სტერეოტიპებისგან თავის დაღწევის ერთადერთი გზა განათლებაა: „ვიკითხოთ და ვიფიქროთ ბევრი. როცა ამას გააკეთებ, მართვადი აღარ იქნები“. 

 

ფსიქოლოგ ჯანა ჯავახიშვილის განმარტებით, არ შეიძლება მხოლოდ ერთი, ცალკე აღებული აზროვნებისა თუ თვითშეფასების კლიშეთი („რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ“) რაიმე სერიოზული დასკვნები გამოვიტანოთ ერის ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ. მაგრამ ფართომასშტაბიანი კრიზისების დროს დიდ ჯგუფებს, მათ შორის – ერებს, ახასიათებთ ერთგვარი გადახრა ნარცისიზმისკენ. „და აი აქ, ყურს მიჩვეული და ერთი შეხედვით უწყინარი კლიშე – „რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ“ – შესაძლოა სწორედ ამ პრობლემურ მდგომარეობაში გადასვლის ერთ-ერთი ინდიკატორი გახდეს. გამომდინარე იქედან, რომ პერმანენტულ კრიზისში ვართ, ჩვენთვის არ არის უცხო ნარცისტული რეაქციები. ნარცისტული მდგომარეობაა საზოგადოების ფრაგმენტაცია, რომელიც თავს იჩენს სტერეოტიპული დამოკიდებულებით „მე კარგი ვარ, შენ ცუდი“, სადაც უმრავლესობა ვერ იტანს უმცირესობას, უმცირესობა – უმრავლესობას, და ყველა ერთად კი -ერთმანეთს“.

 

ფსიქოლოგი მიიჩნევს, რომ დიდი ჯგუფების ფსიქოლოგიაში, აგრეთვე, ქრესტომათიულია ნარცისიზმის ისეთი გამოვლენა, როცა მთელი ერი საკუთარ მდგომარეობაზე ზრუნვას მხოლოდ ერთ ადამიანს დააკისრებს, „როგორც ეს მოხდა, მაგალითად, ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში. როცა სამი-ოთხმილიონიანი საზოგადოება საკუთარი ცხოვრების გამო პასუხისმგებლობას ერთ კონკრეტულ ადამიანს აკისრებს, ეს ძალიან უხერხულია. ამიტომ, არ არის გასაკვირი, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ცდილობს, წავიდეს ქვეყნის პოლიტიკური ავანსცენიდან“.

 

ჯანა ჯავახიშვილი

ფსიქოლოგის შეფასებით, გამორჩეულობის ან ღვთიური მისიის მატარებლის (მაგალითად, კლიშე – „ღვთისმშობლის წილხვედრი) იდეა, რომელიც ასე აქტუალურია ქართულ დისკურსში, პატარა ერებისთვის დამახასიათებელია: „იგივე კლიშეები აქვთ, მაგალითად, სომხებსაც, როდესაც საუბრობენ საკუთარ უნიკალობაზე; თუმცა, ეს ნამდვილად არ არის უცხო არც დიდი ერებისთვის, კრიზისის დროს – „გავიხსენოთ თუნდაც 11 სექტემბრის მაგალითი, ან ბოსტონის მარათონის ტრაგედია, რომელმაც ამერიკის მოქალაქეებში, აბსოლუტურად მსგავსად ჩვენისა, პატრიოტიზმზე პედალირებისა და პატრიოტიზმით მანიპულირების რეაქციები გააღვიძა“.

 

ფსიქოლოგის აზრით, კლიშეების მოშლისთვის აუცილებელია განათლება, სამოქალაქო ფასეულობებისა და კრიტიკული აზროვნების განვითარება. „დემოკრატიული ფასეულობები არ არის აბსტრაქტული ცნება, ეს უპირველეს ყოვლისა, ადამიანის უფლებების გაცნობიერებას, გაფრთხილებასა და დაცვას გულისხმობს. დემოკრატია არ ნიშნავს უმრავლესობის ჰეგემონიას უმცირესობაზე ან პირიქით – ეს გაკვეთილი საბჭოთა პერიოდში უკვე გავიარეთ. დემოკრატია ნიშნავს ყოველი კონკრეტული ადამიანის უფლებების დაცვას. თუნდაც ერთი ადამიანის უფლებების ნიველირება იმ მიზეზით, რომ `ხალხს ასე უნდა“  – დიდი შეცდომაა. დემოკრატია შენდება ყოველი კონკრეტული ადამიანის უფლებების დაცვით“.

 

პედაგოგი ნინო სურმანიძე მიიჩნევს, რომ პიროვნების იდენტობის ბაზისი, ოჯახის შემდეგ საგანმანათლებლო გარემოში ყალიბდება: „ყველა გონიერმა ერმა იცის, რომ არც სხვაზე ბევრად უარესია და არც უკეთესი. ყველა ერს აქვს გამორჩეული და რაღაც თვითმყოფადი, ისევე როგორც ქართველებს. `რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ“, უფრო თვითგადარჩენის ინსტინქტია, თუმცა ერმა არ უნდა დაკარგოს რეალური თვითშეფასების უნარი. დღეს ცოტა გაღიზიანებული ვართ თურქებზე ხომ? იმიტომ, რომ უფრო განვითარებულია. ჩვენ ხშირად გულზე ვსკდებით იმის გამო, რომ სხვა გვჯობნის“.

 

ნინო სურმანიძე აკაკი ბაქრაძეს იხსენებს: „მწერალთა კავშირიდან გამოსვლის დროს ერთ მოხუც სომეხს უთქვამს, როგორი ჭკვიანები ხართ ქართველები და ჩვენ რა სისულელე ვქენით, გასტრიტი ავიკიდეთ – არ ვჭამეთ, არ ვსვით და ფული ვაგროვეთ, მოვიდნენ კომუნისტები და ყველაფერი წაგვართვეს, თქვენ ქეიფი მაინც შეგრჩათო. ერთი შეხედვით, როგორც ბაქრაძე ამბობდა, სასაცილოა ეს ამბავი, მაგრამ მეორე მხრივ, არსებობს კითხვა, – რომ არ მოსულიყვნენ კომუნისტები? ჩვენის დაფასებაც უნდა ვისწავლოთ და კრიტიკულად შეხედვაც. ქართველები ლაღები ვართ და ამ სილაღეში ბევრი რამ გამოგვეპარა. პრობლემაა ის, რომ დღემდე საბჭოთა ეპოქას მივტირით, ეპოქას სადაც უზნეო ადამიანებს ვზრდიდით, სადაც სხვის ჯიბეში ხელის ჩაყოფა, სახელმწიფო ქონების ქურდობა, ქურდობა არ იყო, ავტობუსში სკამების დაჭრა უწესობა არ იყო. აღზრდა მარტო წიგნის წაკითხვა არ არის. წიგნს თეიმურაზ ხევისთავიც კითხულობდა, მაგრამ მაგაზე ბნელი პერსონაჟი ჯერ არ შემხვედრია. წაკითხულის ანალიზია მნიშვნელოვანი“. 

 

ნინო სურმანიძის აზრით, კლიშეები უნდა დაინგრეს და გადასარჩენი უნდა გადარჩეს:

 

„რაც მოსაშორებელია ნელ-ნელა მოშორდება. შეიცვალა გლოვის ფორმები, თუმცა ჯერ ქელეხებს არაფერი შველის. როცა ვიღაც არ აკეთებს, მე ვეუბნები ხოლმე, თქვით, რომ ეს კარგია. კურიოზია, რომ დღესაც კი, ცოცხალი ადამიანები სასაფლაოზე თავიანთ თავს ახატავენ. ერის საუკეთესო თვისებად არც ყანწებით ღვინის სმა მიმაჩნია, მაგრამ თანამედროვე ბავშვებმა მინდა გაიგონ, რომ რუსთაველი და ვაჟაც ქართველები არიან და მათი შემოქმედება უდიდესი ფასეულობების მატარებელია. უნდა გადარჩეს ქვევრის ღვინო, ქართული ფოლკლორი და ბევრი რამ, რაც ჩვენი იდენტობისთვის მნიშვნელოვანია“.

 

ნინო სურმანიძე

 

ნინო სურმანიძის აზრით, ერთ-ერთი პოპულარული კლიშე – „ქართველები ყველაზე ტოლერანტი ერი ვართ“, პატარა ერის სინდრომით საზრდოობს: „ჩვენ გვაქვს გლობალიზაციის შიში, ამიტომ არის, რომ ამ კლიშეს საწინააღმდეგოდ მოქმედებს სიძულვილი. ეს არის შიში, რომ შესაძლებელია ეთნოსის გარეგნული და სულიერი ნიშნები შეიცვალოს. ის, რომ ჭაბუა ამირეჯიბის შვილიშვილი ფერადკანიანია, შეიძლება დღეს არ არის პრობლემა, მაგრამ გვაშინებს ის, რომ დროთა განმავლობაში შეიძლება ქართველის ფერი შეიცვალოს. ქართველის ადაპტირება ევროპაში ადვილია, რადგან არ არსებობს რასობრივი ბარიერი, ევროპაში წასული ქართველები ხშირად იცვლიან სახელს, გვარს… ამ ტენდენციის გაგრძელების ეშინია ქართველს. ზეაღმატებითი კლიშეებიც – „რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ“ – ამ შიშით არის  გამყარებული.

 

ქართველი ერის იდენტობის, ფასეულობების შესახებ დისკუსიას მეტ-ნაკლებად ვაწყდებით ყოველდღიურ ცხოვრებაში. თითქმის ყოველთვის სჭარბობს აღმატებითი ფორმა – „ყველაზე კარგები“. თუმცა შეიმჩნევა ახალი ტენდენციაც – გაჩნდნენ ადამიანები, რომლებიც სვამენ კრიტიკულ კითხვას – რით გამოვირჩევით სხვებისგან?

 

ატესტაცია განათლების სამინისტროში

 

სპეციალურ კომისიას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე სულიკო თებიძე ხელმძღვანელობდა.

 

„ზეპირი გასაუბრება ჩატარდა იმ თანამშრომლებისთვის რომლებიც ექვემდებარებოდნენ. ატესტაციას. იცით ალბათ საჯარო მოხელეებმა ყოველ სამ წელიწადში ერთხელ უნდა გაიარონ ატესტაცია. ხვალ დილით  დღის პირველ ნახევარში გამოვაქვეყნებთ შედეგებს,“ – განაცხადა  კომისიის ხელმძღვანელმა სულიკო თებიძემ.

 

მისივე თქმით, თუ თანამშრომლები ატესტაციას ვერ გაივლიან, თანამდებობა დარჩება ვაკანტური და გამოცხადება კონკურსი.

აჭარის პირველობა სპორტულ აკრობატიკაში

 

ღია პირველობაში 36 გამარჯვებული გამოვლინდა, რომლებიც  სიგელებით, მედლებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. ხოლო დანარჩენ მონაწილეებს წამახალისებელი სიგელებით  გადაეცათ.

 

შეჯიბრების მიზანი აჭარაში სპორტული აკრობატიკის განვითარება და  პოპულარიზაცია იყო.

 

ღონისძიება აჭარის ტანვარჯიშის  ფედერაციისა და აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა.  

 

აჭარის ჩემპიონატი ფრენბურთში

 

შეჯიბრების მიზანი პერსპექტიული ფრენდბურთელების გამოვლენა  და საქართველოს ჩემპიონატისთვის მზადებაა.  პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გამარჯვებულები  სიგელებით, მედლებითა და თასებით დაჯილდოვდებიან.

 

ღონისძიების ორგანოზატორები აჭარის ფრენბურთის ფედერაცია და აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტია.

27 მარტს აჭარის ჩემპიონატი ფრენბურთში 16:00  საათზე დაიწყება.

 

 

 

 

ბათუმის გათავისუფლების ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნის დღე

„დღეს პატივს მივაგებთ იმ უამრავ ქართველს, რომლებმაც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მიიღეს მონაწილეობა აქ მიმდინარე ბრძოლებში. თავი გასწირეს  ქვეყნისთვის. სწორედ ეს გახდა ერთიანობისა  და თავგანწირვის სიმბოლო მთელი ქვეყნისათვის,“  –  განაცხადა ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა.

იქ, სადაც ბათუმის გათავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპული მებრძოლების  საფლავები იყო განთავსებული, დღეს სკვერია მოწყობილი და ჯვარია აღმართული. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის, ირაკლი ჩავლეიშვილის თქმით, ჯერ არ არის გადაწყვეტილი, როდის და რა ფორმით დაიდგმება  მემორიალი.

„ამ სკვერთან დაკავშირებით მრავალჯერ იყო გადაწყვეტილება  მიღებული, მაგრამ  დღეს რაც არის ის არის. ვერ წავიწიეთ წინ. დგას ჯვარი. ჯვარი სიმბოლოა, გამოხატულებაა  დაღუპული ადამიანებისა და ამ ადამიანებმა თავიანთი გმირობით უკვდაყვეს თავიანთი თავი. რა ფორმას მიიღებს შემდეგში, რა ძეგლი დაიდგება და როგორი კომპოზიცია იქნება, ეს არის ჯერ გადაწყვეტილი,“ – განუცხადა „ბათუმელებს“ ირაკლი ჩავლეიშვილმა.

დღესვე ბათუმელი ფოტოგრაფის, გიზო ჩიგოგიძის ფოტოგამოფენა გაიმართა, რომელიც 90-იან წლებში, ბათუმის გათავისულფებისთვის ბრძოლაში დაღუპულთა საფლავების აღმოჩენის პერიოდს ასახავს.

1921 წლის მარტში, მას შემდეგ რაც თებერვალში საქართველოს გაასაბჭოეს, თურქეთის საჯარისო ნაწილებმა ბათუმის ოლქი დაიკავეს. ქართველმა გენერალმა მაზნიაშვილმა, ბათუმი თურქი ჯარისკაცებისგან გაათავისუფლა. ბათუმის გათავისუფლების ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლათა დღეს ყოველწლიურად, 23 მარტს აღნიშნავენ.

ერთი დღე სამაშველო სამსახურში

 

სამაშველო სამსახური  – „ბაზა“

 

აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტო სამი წელია არსებობს. მისი ხელმძღვანელი მამუკა თურმანიძეა. ექვს განყოფილებაში 94 თანამშრომელი მუშაობს; 26 ავტომანქანა, კატარღა, კვადროციკლი და წყლის მოტოსკუტერი აქვთ. ზღავზე, მთაში და ხმელეთზე ადამიანებს ეხმარება 59 მაშველი, 6 მყვინთავი, 5 გემთწამყვანი და 2 მოტორისტი. სააგენტო აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. სამინისტრომ სააგენტოს წელს 2 464 250 ლარი უნდა დაუმტკიცოს. 

 

ბაზას 37 თანამშრომელი ჰყავს. ყველაზე მეტი, 16 მაშველი აქ არის მობილიზებული. „ბაზის“ ეკიპაჟი 4-კაციანია.

 

სააგენტოს ცენტრალური განყოფილება, რომელსაც თანამშრომლები „ბაზას“ უწოდებენ, ხელვაჩაურის გამგეობის შენობის უკან მდებარეობს. ეზოში, ხის ძირას, საბურავებდაშვებული სამი მსუბუქი მანქანა დგას. ხეზე რამდენიმე ადგილას განასკვული მსხვილი ბაწარი ჰკიდია. როგორც მამუკა თურმანიძე ამბობს, მანქანები სააგენტოს ჩამოწერილი ქონებაა და მაშველები სავარჯიშოდ იყენებენ.

იქვე ტექნიკური აღჭურვილობის შესანახი საწყობია. მის უკან დაახლოებით 20 მეტრის სიმაღლის რკინის კონსტრუქცია დგას. შენობის პირველ სართულზე საკონფერენციო ოთახი, ოპერატორის განყოფილება, „რეაგირების ოთახი“ და სამზარეულოა, მეორე სართულზე კი, ბუღალტრისა და სააგენტოს ხელმძღვანელის კაბინეტებია განთავსებული.

 

 

ახლო ხედით

 

დღეს დათო ქადიეშვილი, ჯანი ხალვაში, გიორგი ბარამიძე და ვახტანგ დევაძე მორიგეობენ. მაშველებიდან ყველაზე უმცროსი 23 წლის გიორგი ბარამიძეა.

 

მაშველები გამოძახებას რეაგირების ოთახში ელიან. როცა „112“  – გადაუდებელი დახმარების ოპერატიული ცენტრი არ რეკავს, მაშველებს თავისუფალი დრო აქვთ: ეზოში, სიმაღლეში ასვლა-ჩამოსვლაში, კარის გახსნაში, თოკზე ცოცვასა და სხვადასხვა სახის ნასკვის გაკეთებაში ვარჯიშობენ (ასეთი ნასკვი აუცილებელია სადმე ჩავარდნილი ადამიანის ამოსაყვანად) ან ტელევიზორს უყურებენ და ჩაისა და ყავას იმზადებენ. თუ გამოძახება არ არის და ძალიან მოიწყინეს, ამბობენ: „კარის გაღება მაინც გვქონდესო“, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიღაცას კარი ჩაეკეტა და მათ საშველად უხმობენ. დათო ამბობს, რომ მას შემდეგ გახშირდა ასეთი ტიპის გამოძახებები, რაც სახლებში ჩინური კარების დამონტაჟება დაიწყეს.

 

„რეაგირების“ ოთახში ორსართულიან ორ საწოლზე ლებები აგია თეთრეულის გარეშე. თეთრეული აქ ზედმეტია მაშველები სამაშველო ფორმაში ათევენ ღამეს. საწოლი იმისთვის დგას, რომ მშვიდ ღამეში, როცა არაფერი ხდება, დაისვენონ, თუმცა ოპერატორის წითელი ღილაკით სიფხიზლეს ინარჩუნებენ.

 

ზარს დღეს ოპერატორი ნარგიზ დევაძე პასუხობს. მაგიდაზე აქვს ხაზის ტელეფონი ნომრით: 25 94 94 და მობილური ტელეფონი ნომრით: 514 25 94 94, კომპიუტერი, სტიკერები, რვეულები და რაცია. ძირითადი შეტყობინება 112-დან შემოდის, მაგრამ ნარგიზი ამბობს, რომ მას შემდეგ რაც მობილურის ნომერი სამაშველოს ავტომობილზე დაწერეს, მოსახლეობა ხშირად ამ ნომერზე უკავშირდება.

 

112-დან შემოსულ ზარების შინაარსს და მისამართს ნარგიზი სტიკერზე ან რვეულში ინიშნავს და განყოფილების უფროსებს გადასცემს. მაგრამ თუკი ავტოავარია, ხანძარი, სტიქია ან სხვა რამ ბათუმში ან ხელვაჩაურში მოხდა, ოპერატორი წითელ ღილაკზე აჭერს თითს და რეაგირების ოთახში მყოფი მაშველები დავალების მისაღებად მასთან მიდიან.

 

ოპერატორის მაგიდის ერთ მხარეს რვეულები აწყვია. თითოეულ რვეულს აწერია: „ბაზა“, „ხულო“, „ქობულეთი“, „ქედა“, „შუახევი“, „ზღვა“. მასში სტატისტიკურ მონაცემებს ინახავენ. რვეული, წარწერით – „ზღვა“, ყველაზე ბოლოს დევს. სააგენტოს ხელმძღვანელი, მამუკა თურმანიძე ამბობს, რომ მათი სამუშაო სეზონის მიხედვითაა დაყოფილი, მაგალითად, ზღვაზე შემთხვევები ზაფხულში ფიქსირდება. ახლა საგანგებო შემთხვევები თითქმის არ არის და „ზღვაში“ აღნიშვნებიც იშვიათად იწერება. თუმცა ზაფხულში ყველაზე მეტი მუშაობა საზღვაო სამაშველოს უწევს. მაგალითად, 2013 წელს 1549 გასვლიდან 555 გასვლა საზღვაო სამაშველოზე მოდის. ეს მონაცემი ყველა სხვა კატეგორიის მონაცემზე – ავტოავარიაზე, სტიქიაზე, სახანძრო შემთხვევებზე – ორჯერ მეტია. 

 

ამ რვეულებში ნახავთ ყველაზე მძიმე შემთხვევებს, რომლებიც მთავრდება ადამიანის სიკვდილით და კურიოზულ გამოძახებებსაც: კატა ვერ ჩამოვიდა ხიდან, გველი შეძვრა ავტომობილის ქვეშ, მობილური ჩავარდა წყალში, ქარმა მოქალაქეს დაუზიანა სახურავი და ის სამაშველოსგან შეკეთებას მოითხოვს… 2014 წლის იანვრიდან დღემდე აჭარაში ყველაზე მეტი – 112 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, სამი თვის განმავლობაში მოხდა 29 საყოფაცხოვრებო შემთხვევა, მასში შედის კარის ჩაკეტვა, 30 ხანძარი, 8 სტიქია, 18 სხვადასხვა შემთხვევა, მაგალითად, ხის წაქცევა, ხის მოჭრა, 3 სამძებრო, 4 ცხოველებთან და ქვეწარმავლებთან დაკავშირებული შემთხვევა… საზღვაო სამაშველოს მონაცემებით ამ დრომდე  სამი სამძებრო-სამაშველო სამუშაო განხორციელდა და კიდევ ერთი – ამოიღეს ზღვაში ჩავარდნილი მობილური ტელეფონი.

 

ყველაზე დაძაბული მუშაობა ზამთარში ჰქონდათ, როცა თოვლმა მოსახლეობას მიმოსვლის პრობლემები შეუქმნა. სააგენტო ამ პერიოდში საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. „ამ პერიოდმა სამაშველოს კისერზე გადაიარა. ფაქტობრივად, სამაშველომ შეასრულა როგორც სახანძროს, ასევე სასწრაფო დახმარების ფუნქციაც. ავარია იქნებოდა, თუ ავადმყოფის გამოყვანა – იქ, სადაც ვერ ადიოდა სასწრაფო დახმარების ტექნიკა, ჩვენი სამაშველოს „ჰაი ლუქსები“ მიდიოდნენ, მაგრამ ხშირად 5 კილომეტრი ფეხით გავლა და ავადმყოფის საკაცით გამოყვანა უხდებოდათ“, – იხსენებს მამუკა თურმანიძე.

 

14:43 საათზე ოპერატორი ზარს პასუხობს. ზარი 112-დანაა. ნარგიზი სწრაფად ინიშნავს რვეულში რაღაცას. „სასწრაფო გჭირდებათ თუ სამაშველო?“ –  ეკითხება ზარის ავტორს. ზარის შინაარსი შემდეგია: ქობულეთში, აღმაშენებლის #251-ში 11 წლის გოგოს მანქანა დაეჯახა, მისი მდგომარეობა მძიმეა. ქობულეთის სამაშველოს უფროსი სულხან ხაბაზი დღეს ცენტრალურ განყოფილებაშია. ნარგიზი მას შეტყობინებას აცნობს და თან ეკითხება, უნდა გავიდეს თუ არა ქობულეთის სამაშველო მომხდარ ადგილზე. იგი ამბობს, რომ ეს სამაშველოს შესასრულებელი საქმე არ არის და მხოლოდ სასწრაფო-სამედიცინო დახმარებაა საჭირო. ნარგიზ დევაძე ისევ ტელეფონზე რეკავს.

 

 

წამის მეათედი

 

20:48 საათზე ზარის ხმა ისმის. ოპერატორი ყურმილს იღებს. მაშველები მისი საუბრის და ხმის ტემბრის მიხედვით ცდილობენ გამოიცნონ, რა დავალება ელოდებათ წინ. ამჯერად კარის გაღების დრო დადგა, პუშკინის ქუჩაზე ვიღაცა ითხოვს შველას.

 

საჭესთან ვახტანგ დევაძე  ჯდება. თითოეულ ეკიპაჟს თავისი მძღოლი ჰყავს. მას სწრაფი ტარება უნდა შეეძლოს და საჭეს ადვილად უნდა იმორჩილებდეს. სირენა ჩართულია, სამაშველო გზის დათმობას ითხოვს. ეს რომ არ შველის, დათო რაციას იღებს: „მარჯვნივ იმოძრავე, მარჯვნივ!“. ავტომობილები სამაშველოს გზას უთმობენ,  თუმცა სამაშველო მანქანაში როცა ზიხარ, გარეთ ყველაფერი უძრავი და ნელი გეჩვენება. მაშველისთვის წამი დიდი დროა. გიორგი ამბობს, ჩვენი მოქმედება წამის მეათედზეა დამოკიდებულიო. 

გიორგი და ჯანი გზაში ხელთათმანებს იკეთებენ და საბარგულიდან კარის გაღებისთვის საჭირო იარაღებს იღებენ. გიორგის მხარზე გადაკიდული აქვს სპეციალური ხელსაწყო, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში წელზე დაიმაგრებს და სართულიდან სართულზე გადაძვრება.

 

მესამე სართულზე, ჩაკეტილ ბინაში, ოთხი წლის ბავშვს სძინავს. ოთახს ფანჯარა არ აქვს,  კარის სახელური მომძვრალია. ვახტანგი ყუთიდან რკინის იარაღს იღებს და კარი იღება. ბავშვი ლოგინში წევს და სძინავს. არც ჩოჩქოლი ესმის და ვერც ახლობლებისა და მაშველების მოღიმარ სახეებს ხედავს. მაშველები ხელსაწყოებს ალაგებენ და უკან ბრუნდებიან.  ვახო მობილურზე რეკავს და ოპერატორს დავალების შესრულების შინაარს გადასცემს.

 

„ახლა შეგვიძლია მუსიკას მოვუსმინოთ და ნელა ვიაროთ“, ამბობენ მანქანაში უკან მომავალი მაშველები, მაგრამ რაციაზე ისევ ოპერატორი იხმობს და ატყობინებს: პუშკინზე #29-ში, ბარაკის ტიპის სახლს ხანძარი გაუჩნდა. მანქანა წამის მეათედი სისწრაფით უხვევს და იმავე ქუჩაზე მიემართება, თუმცა ხანძარი უკვე ჩამქრალია.

 

მაშველები ამბობენ, რომ გამოძახება ყოველთვის ასე ბედნიერად არ სრულდება.

„ორი-სამი წელია აქ ვმუშაობთ. დამწვარიც გვინახავს, დასახიჩრებულიც, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში არ დამავიწყდება ხუთი წლის ბავშვი რომ ამოვიყვანეთ მდინარიდან დამხრჩვალი, ორი წლის წინ, კირნათის გადასახვევთან. მამას ჰყავდა მდინარეზე საბანაოდ შვილი, ქვებზე თამაშობდა, დაუცურდა ფეხი და ჩავარდა წყალში,“ – ყვება დათო ქადიეშვილი.

 

მაშველებს ავარიები სძულთ, როცა მანქანის გაჭრა და იქიდან დასახიჩრებული ადამიანების გამოყვანა უწევთ და კიდევ უფრო სძულთ ის შემთხვევები, როცა მათ მისვლას აზრი აღარ აქვს და ადამიანი დაღუპულია. 

 

მაშველების მონათხრობი

 

ჯანი ხალვაში ერთ საგზაო შემთხვევას იხსენებს, როცა უშუალოდ მაშველების დროული მოქმედება იყო გადამწყვეტი. „ავარიაში მოყვა ორი ადამიანი. მანქანა გადატრიალდა და ქვეშ მოიმწყვდია ისინი. ჩვენ ისე უნდა გაგვეჭრა მანქანა, რომ არ დაშავებულიყვნენ. დღეს ჯანმრთელები არიან და ხშირად გვკითხულობენ. თუ დავაგვიანებდით ან არასწორად ვიმოქმედებდით, შეიძლება დაღუპულიყვნენ“.

 

სააგენტოს უფროსი, მამუკა თურმანიძე მიიჩნევს, რომ მაშველის მუშაობას სისწრაფე, ტექნიკა და გამოცდილება ქმნის. მეტი ეფექტურობისთვის ის სააგენტოში ცვლილებებს გეგმავს: აპირებს დაამატოს სახანძრო და სამთო-სამაშველო ინსტრუქტორი, რომელიც ინსტრუქციას გაუწევს მაშველებს, თუ როგორ უნდა იმოქმედონ უფრო ეფექტურად ხანძრის დროს, ანდა როგორ მოიხმარონ ალპური აღჭურვილობა რთულ რელიეფურ პირობებში. სააგენტოს ზაფხულში 100 საზღვაო მაშველი აჰყავს სამუშაოდ. მათ სეზონურ მაშველებს უწოდებენ. წელს მათი რიცხვი 120-მდე გაიზრდება. მალე სააგენტო ადგილმდებარეობასაც შეიცვლის და შედარებით დიდ ფართობზე განთავსდება.

 

„ყველაზე კარგი შეგრძნებაა, როცა ადამიანს რაღაცა უჭირს, შენს იმედზეა და   გადაარჩენ“, _ ასეთია მაშველის განცდა, რომლის პროფესია რეაგირება, სისწრაფე და დახმარებაა. ხვალ, 10 საათზე, ახალი სამაშველო დღე დაიწყება. მაშველები ტელევიზორთან იქნებიან, ივარჯიშებენ თუ ყავას მოიმზადებენ, ეცმევათ ფორმა. დარეკავს ტელეფონი და დროსთან მათი შეჯიბრებაც დაიწყება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Exit mobile version