ბათუმში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი მიმდინარეობს

კონცერტის შემდეგ გაიმართა ბრუნო მონსანჟანის ფილმის ჩვენება “აკრძალული ნოტები”.

დღეს 12 ივლისს საფორტეპიანო საღამოა დაგეგმილი. მსმენელის წინაშე ცნობილი იტალიელი პიანისტი ფრანჩესკო ნიკოლოზი გამოვა და   სკარლატის, მოცარტის, ტალბერგის, სოგნისა და ლისტის ნაწარმოებებს შეასრულებს.

აჭარაში ამომრჩეველთა აქტივობა, პირველ ტურთან შედარებით, დაბალია

ბათუმში 10:00 საათზე  6071 -მა ამომრჩეველმა მისცა ხმა მერობის სასურველ კანდიდატს. ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის ცნობით, არჩევნების პირველ ტურში ერთი პროცენტით მეტი ამომრჩეველი იყო 10 საათისათვის.

ხულოში 10 საათისათვის 1482-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა სასურველ კანდიდატს, პირველ ტურში, ათი საათისათვის ხულოში ამომრჩეველთა აქტივობა უფრო მაღალი იყო: 2087 ამომრჩეველი.

ქობულეთში 10:00 საათზე ხმა მისცა 3240-მა ამომრჩეველმა, არჩევნების პირველ ტურში 10 საათზე 5595 ამომრჩეველი იმყოფებოდა უბანზე.

ბათუმის საარჩევნო ოლქში  132,389  ამომრჩეველია რეგისტრირებული, ქობულეთის საარჩევნო ოლქში  67,960 ამომრჩეველი, ხოლო ხულოში  23,913 ამომრჩეველი.

15 ივნისს ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებში ბათუმის ოლქში 48 380  ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, რაც საერთო ამომრჩევლის 36,57 %-ია, ქობულეთში 33 300 ამომრჩეველმა (49.03%), ხულოში კი 14 121 (59.05%) ამომრჩეველი მივიდა არჩევნებზე.

ამომრჩეველთა რაოდენობა ბათუმში, ქობულეთსა და ხულოში

15 ივნისს ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებში ბათუმის ოლქში 48 380  ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, რაც საერთო ამომრჩევლის 36,57 %-ია, ქობულეთში 33 300 ამომრჩეველმა (49.03%), ხულოში კი 14 121 (59.05%) ამომრჩეველი მივიდა არჩევნებზე.

ნაციონალურმა მოძრაობამ მათ მიერ გადამოწმებული სიები საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს გადასცა

 

 

 

ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელის მირდატ ქამადაძის თქმით სიაში ათი ათასობით ადამიანია.

 

“სიები დაურიგდა ყველა საოლქო საარჩევნო კომისიას და ჩვენ მოვუწოდებთ მათ, რომ იხელმძღვანელონ ამ სიებით, რათა შემდეგ არ აღმოჩნდეს ამ სიებში არსებული ამომრჩევლების ხელწერები დაფიქსირებული, რომ თითქოსდა ისინი გამოცხადდნენ არჩევნებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს სისხლის სამართლის დანაშაულია და ჩვენ დაუყოვნებლივ მივმართავთ შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს რეაგირებისთვის” – ამბობს ის.

 

მირდატ ქამადაძის თქმით, სიები პარტიის წარმომადგენლებისა და კოორდინატორების მიერაა გადამოწმებული – “ისინი კარგად იცნობენ თავიანთ უბნელებსა და მეზობლებს” – ამბობს ის.

ბათუმში საპლაჟო ფრენბურთში საერთაშორისო ტურნირი დასრულდა

საერთაშორისო ტურნირი საპლაჟო ფრენბურთში თურქეთის გუნდის გამარჯვებით დასრულდა, რომელსაც პრიზი – 1200 ლარი გადაეცა. მეორე ადგილზე თბილისის გუნდი გავიდა, მას პრიზად 1000 ლარი ერგო, მესამე ადგილი კი, პრიზით 800 ლარი – ბათუმის გუნდს ხვდა წილად.

ტურნირი უკვე მესამე წელია ბათუმის მერიის მხარდაჭერით ტარდება.

ბათუმის მერიის განათლების კულტურის, ტურიზმისა და სპორტის სამსახურის მთავარი სპეციალისტის დავით ბაბილოძის თქმით, ტურნირისთვის მერიის ბიუჯეტიდან 15 ათასი ლარი იყო გამოყოფილი.

„საქართველოს ევროპული გზა“ – კონფერენცია ბათუმში

კონფერენცია ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და მისი ნაწილის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ფორმირებასთან დაკავშირებულ საკითხებსა ეძღვნება, ასევე, განიხილება აღმოსავლეთ ევროპაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის კუთხით არსებული გამოწვევები, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სტრატეგიის განხორციელების გზები.

კონფერენციაში საქართველოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ევროკავშირის ინსტიტუტებისა და პარტნიორი ქვეყნების მაღალი რანგის ოფიციალური პირები, სამოქალაქო საზოგადოებისა და ნიზნეს სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გია ბარამიძემ კონფერენციაზე საქართველოში დემოკრატიის თვალსაზრისით არსებული პრობლემების თემა წამოაყენა. მისი თქმით წინა ხელისუფლების დროს, მიუხედავად დიდი სირთულეებისა, საქართველოში დემოკრატიული თვალსაზრისით კარგი სიტუაცია იყო : „გასული წლები იყო როგორც წარმატების, ისე შეცდომების წლები. დემოკრატიის თვალსაზრისით საქართველო არ იყო იდეალური ადგილი, მაგრამ არასოდეს ყოფილა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში, მთავარი ოპოზიციის ლიდერები დაეპატიმრებინათ. ჩვენ არ ვართ არანაერი საქმის გამოძიების წინააღმდეგი, მზად ვართ ვუპასუხოთ ყველა კითხვას, რათა გაირკვეს თუ ვინ არის მართალი და ვინ ცდება, უბრალოდ ვერ ვხვდებით მიზეზს, რატომ იქცევა ასე ის ხელისუფლება, რომელმაც  ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას, იმავდროულად ნაცვლად საქართველოს დემოკრატიული წინსვლისა და ვინც გარკვეული სტანდარტების ამაღლებისა, არჩევნების პერიოდში, ოპოზიციის ლიდერს აპატიმრებს.

მინდა გთხოვოთ საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ იმავე სტანდარტებით მოეჰყრათ ახლანდელ ხელისუფლებას, როგორც ეს ჩვენს დროს ხდებოდა.

შემიძლია წარმოვიდგინო რა მოხდება და რა კომენტარებს გავიგონებ ხვალ, თუ არჩევნების მეორე ტურზე, ოპოზიციური პარტიის მთავარ ლიდერსაც დააპატიმრებენ. ამიტომ მინდა გთხოვოთ ყველას, რომ დაეხმაროთ საქართველოს ხელისუფლებას სწორი ნაბიჯების გადადგმაში, არ მისცეთ საშუალება დაუშვან დამღუპველი შეცდომები.“ – განაცხადა გია ბარამიძემ. 

გია ბარამიძის საპასუხოდ,  ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ვიქტორ დოლიძემ განაცხადა, რომ “ქართველებმა ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაითავისონ, რომ ამ ქვეყანაში არც ერთი ადამიანი არ დგას კანონზე მაღლა”.

ჯუმბერ თავართქილაძე ქართულ ოცნებას უჭერს მხარს

 

 

“გუშინ ერთ–ერთი ტელეარხიდან დამირეკეს, სურდათ გადაცემაში მივეწვიე იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მე “ნაციონალურ მოძრაობას” ვუჭერ მხარს. პირველ რიგში ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი შეურაცხყოფა და არ ვიცი რას ემსახურება ეს ჭორი. მე არ გავგიჟებულვარ, ვარ სრულიად ჯანმრთელი იმისთვის რომ ასეთი ნაბიჯი გადავდგა” – ამბობს ის. 

 

ჯუმბერ თავართქილაძემ თავის ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და თქვა, რომ მათთვის მოწოდების გაკეთებას არ აპირებს – “ვფიქრობ საკმაოდ გონიერი ამომრჩეველი მყავს, მათ არ სჭირდებათ არანაერი მოწოდბა. არც განცხადების გაკეთებას ვაპირებდი, მაგრამ ახლა იძულებული გავხდი დამეფიქსირებინა ჩემი პოზიცია – სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე ლოგიკურად მიმაჩნია, არჩევნებში გაიმარჯვოს “ქართულმა ოცნებამ”” – ამბობს ჯუმბერ თავართქილაძე.

მწვანე საათი ბათუმში

 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიხედვით, ჰაერის დაბალ ხარისხის ფაქტორს ყოველწლიურად წვლილი შეაქვს სულ მცირე 3.2 მილიონი ადამიანის სიკვდილში. ჰაერის დაბინძურება საქართველოშიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა, რადგანაც დაავადებათა 17% და სიკვდილიანობის 19% სწორედ გარემოს მავნე ზემოქმედებით არის განპირობებულია.

საქართველოში ჰაერის დაბინძურების 71% მოდის სახმელეთო ტრანსპორტზე. 

„მწვანე საათი ბათუმში“ რამდენიმე ღონისძიებას მოიცავს:

11:00-12:00 აქციის სახელწოდება: აირჩიე ჯანსაღი, იაფი, მარტივი ტრანსპორტი–ველოსიპდი.
ველო საათი, მარშუტი წრიული: ბათუმის ბულვარი „ანბანის კოშკი“- დემეტრე თავდადებულის ქუჩა – ფარნავაზ მეფე – 26 მაისის ქუჩა – მემედ აბაშიძე – „ანბანის კოშკი“. 

12:00–13:00 როცა ძრავი ჩართულია – აქცია ბათუმის ქუჩებში.
საზოგადოებრივ ტრანსპორტისა და ავტომობილების მფლობელებს დაურიგდებათ ლიფლეტები, აქციის მიზანია ტრანსპორტით გადაადგილების პროპაგანდა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება სუფთა ჰაერის შენარჩუნების შესახებ.

 

17:00 „მწვანე ქალაქი: უსაფრთხო, სუფთა, ხელმისაწვდომი და მწვანე ტრანსპორტის ადგილი თანამედროვე ქალაქში“ დისკუსია ქალაქის მწვანე პოლიტიკაზე და თანამედროვე ტრანსპორტის არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე.

 

 

ღონისძიების ორგანიზატორი პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, გარემოსდაცვითი ორგანიზაცია ეკოხედვა, ბათუმის ახალგაზრდული ცენტრი, შ.პ.ს ბათუმის ავტო ტრანსპორტი და ბათუმის მერიაა.

 

ბათუმმა შესაძლოა ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლოს

GE DIGITAL CAMERA

ნაიჯელ ფრიმანი ჭადრაკის მსოფლიო ფედერაციის აღმასრულებელი დირექტორი

ის ორი დღის განმავლობაში ბათუმის ინფრასტრუქტურას გაეცნობა. მის მიერ მიღებული ინფორმაციით აგვისტოში, ნორვეგიის ქალაქ ტრომსოში გამართულ ჭადრაკის საერთაშორისო კონგრესზე გადაწყდება მოიპოვებს თუ ვერა ბათუმი 2018 წელს გასამართი ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობას.

დღეს ნაიჯელ ფრიმანი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრისა და მინისტრის მოადგილესთან ერთად აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს შეხვდა.

„ორი სავარაუდო ქალაქია, რომელშიც შეიძლება ჩატარდეს 2018 წელს მსოფლიო ჩემპიონატი ჭადრაკში. ერთია კეიპ-თაუნი სამხრეთ აფრიკაში და მეორე – ბათუმი საქართველოში. მოვინახულებ ბათუმს, მის ღირსშესანიშნაობებს, ინფრასტრუქტურას, სასტუმროებს. შემდეგ კვირაში კი კეიპ-თაუნს. ჭადრაკი საერთაშორისო კონგრესის კენჭისყრის შემდეგ გადაწყდება სად ჩატარდება ჩემპიონატი“- აღნიშნა ნაიჯელ ფრიმანმა.

2018 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის მასპინძლობაზე საქართველო, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ წარადგინეს.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ლევან ყიფიანის თქმით, სპორტული თვალასაზრისის გარდა ჩემპიონატის ჩატარების უფლების მოპოვება ტურისტების მოზიდვის კუთხითაც მნიშვნელოვანი იქნება.

„არჩილ ხაბაძესთან გვქონდა საუბარი თუ როგორ შეიძლება ბათუმი 2018 წელს მზად შეხვდეს საერთაშორისო შეჯიბრებას. ნაიდელ ფრიმანმა აღნიშნა, რომ ბათუმი სწრაფად ვითარდება. ჩვენი კონკურენტია სამხრეთ აფრიკა. ვიმედოვნებ აგვისტოში გვექნება დიდი სიახლე და სიხარული ოლიმპიადის მასპინძლობის“.

ჭადრაკის ქალთა და ვაჟთა მსოფლიო ჩემპიონატზე 181 ქვეყანიდან და 3000-მდე  მონაწილე იქნება წარმოდგენილი. ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი, რომ ბათუმმა ოლიმპიადას უმასპინძლოს სასტუმრო ნომრების რაოდენობაა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის თქმით:

„სასტუმროების განლაგებით, ნომრების რაოდენობით ყველა კომპონენტს ვაკმაყოფილებთ. 2018 წლამდე გაიზრდება სასტუმროების რიცხვი, საკონფერენციო დარბაზების მოცულობა. ველოდებით სასტუმრო „ჰილტონს“, რომელიც 2016 წლისთვის დასრულდება. მანამე გაიხსნება სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“ და სასტუმრო „კოლიზეუმი“. ვფიქრობ, ტურიზმის სფეროში მოღვაწე ბიზნესმენებისთვისაც საინტერესო უნდა იყოს ეს ღონისძიება“.

GE DIGITAL CAMERA

საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების შეხვედრა ნაიჯელ ფრიმანთან

ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატი  წელიწადში ერთხელ ტარდება. 2016 წელს მსოფლიო ტურნირი ბაქოში ჩატარდება. 2018 წლს კი ბათუმი იქნება ჩემპიონატის ადგილი, თუკი ამ გადაწყვეტილებას ჭადრაკის საერთაშორისო კონგრესი მიიღებს.

ტურნირი ქვიშის ფრენბურთში

 

თამაშები დილას და საღამოს  იმართება. გამარჯვებულ გუნდებს დიპლომები, მედლები და ფულადი ჯილდო გადაეცემათ.  საერთაშორისო ტურნირს ქვიშის ფრენბურთში ორგანიზებას საკალათბურთო კლუბი „ლომისი“  უწევს. 

ენერგეტიკის მინისტრი ბათუმის მერობის კანდიდატის მხარდასაჭერად

 

 

ენერგეტიკის მინისტრმა არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა რომ არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდება.

 

„ჩვენ ვაშენებთ ქვეყანას სადაც თითოეულ ადამიანს ექნება საშუალება თავისუფლად დააფიქსიროს თავისი აზრი. ჩვენ ერთად დავასრულეთ როდესაც განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები იდევნებოდნენ ქვეყანაში. ჩვენ გვსაყვედურობენ რომ მაშინვე არ დავიწყეთ ნაციონალური მოძრაობის ჩამოშორება მმართველობიდან როგორც კი ხელისუფლებაში მოვედით, მაგრამ ამის კანონიერი უფლება ჩვენ არ გვქონდა. ჩვენ ვერ მოვიქცეოდით ისე როგორც 2003 წელს მოიქცნენ ნაციონალები ხელისუფლებაში რომ მოვიდნენ. თუ გახსოვთ ფაქტობრივად ყველა გაყარეს სამსახურიდან, მიდიოდა რეპრესიები. ჩვენ თუ იგივეს გავაკეთებდით,  იგივე გზით წავიდოდით, მაშინ არაფრით არ განვსხვავდებოდით ნაციონალური მოძრაობისაგან.  ყველაფერს აქვს თავისი დრო და დღეს მთავარი  ბერკეტი იმისა რომ ნაციონალური მოძრაობა ჩამოვაშოროთ მმართველობას არის თქვენს ხელში, ხალხის ხელში. ეს უნდა მოხდეს ცივილიზებული გზით, არჩევნების გზით, როგორც განვითარებულ ქვეყნებში ხდება,“ – განაცხადა კახი კალაძემ.

 

მისივე თქმით   ბათუმის მოსახლეობა 12 ივლისს სწორ არჩევანს გააკეთებს.

 

„ეს იქნება ბათუმის მომავლისთვის მიცემული ხმა და ქართული ოცნების გამარჯვება,“ – თქვა  კახი კალაძემ შეხვედრისას.

 

 

 

მაღალმთიან აჭარაში ტურიზმის საინფორმაციო ცენტრები გაიხსნა

 

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით ტურისტებისათვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად ახალი საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა  ქობულეთის ცენტრშიც, აღმაშენებლის გამზირზე, ასევე ბათუმში, საბაგირო გზის მიმდებარედ, გოგებაშვილის ქუჩაზე.

ახალი საინფორმაციო ცენტრი ზაფხულის განმავლობაში 24 საათი იმუშავებს. 

 

2014 წლის სეზონზე აჭარის მასშტაბით 8 საინფორმაციო ცენტრი მუშაობს. 

 

 

 

გერმანიის ელჩი ბათუმში

 

აჭარაში შეხვედრები ორთვინ ჰენიგმა გუშინ დაიწყო. გერმანიის ელჩი 9 ივლისს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ  ხაბაძეს შეხვდა. 

 

საკონსტიტუციო სასამართლო უცხოელებზე მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

 

“საკონსტიტუციო სასამართლო მიესალმება სასამართლოს საქმიანობის მიმართ გამოხატულ დაინტერესებას, მათ შორის, კრიტიკული შეფასებებისა და მოსაზრებების არსებობას. თუმცა, სამწუხაროდ, გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრებები, ხშირ შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილების მეტწილად მცდარ ინტერპრეტაციას ეფუძნება. 

 

საკონსტიტუციო სასამართლომ უცხოელისათვის მიწის საკუთრებაში ქონის ამკრძალავი ნორმები არაკონსტიტუციურად ცნო ჯერ კიდევ 2012 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით („დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).მიუხედავად ამისა, საქართველოს პარლამენტმა განმეორებით კვლავ დააწესა მსგავსი შინაარსის შეზღუდვა. 2012 და 2014 წელს მოქმედ რეგულირებებს შორის განსხვავება მდგომარეობდა იმაში, რომ პირველ შემთხვევაში, უცხოელთან მიმართებით აკრძალვა განუსაზღვრელი ვადით მოქმედებდა, ხოლო მეორე შემთხვევაში დროებით – 2014 წლის 31 დეკემბრამდე. თუმცა ორივე საქმეზე უცხოელი ფიზიკური პირების მიმართ მიწის საკუთრებაზე დაწესებული აკრძალვა იყო სრული (ბლანკეტური), ხოლო შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზნებად დასახელდა სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, გარემოს დაცვა და აგრარული სექტორის განვითარება. საკონსტიტუციო სასამართლომ როგორც ადრე, ასევე მოგვიანებით განხილულ საქმეში მიუთითა, რომ დასახელებული ლეგიტიმური მიზნები წარმოადგენდნენ მნიშვნელოვან და ღირებულ საჯარო ინტერესებს, თუმცა მათ მისაღწევად გამოყენებული საშუალებები, არც ერთ შემთხვევაში ობიექტურად არ უკავშირდებოდა ზემოთ დასახელებული ინტერესების დაცვის შესაძლებლობას. 

 

აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო უცხოელებისთვის მიწის საკუთრების უფლების შეზღუდვა იმ პირობებში, როდესაც ისინი (უცხოელები) ამ უფლებას მოიპოვებენ თავისუფალ ბაზარზე, სახელმწიფოს თუ კერძო პირის მიერ გამოხატული თავისუფალი ნების საფუძველზე. ასევე, იმ შემთხვევაში, თუ ისინი მიიღებენ მემკვიდრეობით ამ ქონებას ან საკუთრების უფლებას ფლობდნენ როგორც საქართველოს მოქალაქეები, მაგრამ ეს უფლება საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვასთან ერთად დაკარგეს.

ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმდა უცხოელი ფიზიკური პირებისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენასთან დაკავშირებით არსებული აკრძალვა, ეს არ გამორიცხავს კანონმდებლის უფლებამოსილებას, რომ შესაბამისი საზოგადოებრივი საჭიროების არსებობის შემთხვევაში, კონსტიტუციურ-სამართლებრივი სტანდარტების დაცვით, გარკვეული სახის შეზღუდვები დააწესოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებასთან დაკავშირებით.

 

ამასთანავე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწების გასხვისების პროცესში სახელმწიფო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება მის საკუთრებაში არსებული კონკრეტული მიწის ნაკვეთის გასხვისების შესახებ და ამ მიზნით, დაადგინოს ისეთი წესი, რომელიც შესაბამისობაში იქნება საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებთან. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება სახელმწიფოს არ უშლის ხელს განახორციელოს კანონმდებლობის სრულყოფა და მხოლოდ ამის შემდგომ მიიღოს გადაწყვეტილება მიწის პრივატიზების პროცესის განახლების შესახებ.

 

საკონსტიტუციო სასამართლოს უმთავრესი ვალდებულებაა, იმოქმედოს კონსტიტუციის შესაბამისად და დაადგინოს, შეესაბამება თუ არა კონკრეტული საკანონმდებლო ნორმა კონსტიტუციას. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით ცალსახადაა გარანტირებული, რომ საკუთრების უფლება აქვს როგორც საქართველოს მოქალაქეს, ასევე – უცხოელს. სასამართლო ვალდებულია, პირთა საკუთრების უფლება, მათი მოქალაქეობრივი კუთვნილების მიუხედავად, არაკონსტიტუციური ჩარევებისაგან თანაბრად დაიცვას.
საკონსტიტუციო სასამართლო იმედს გამოთქვამს, რომ, როგორც ამ გადაწყვეტილებაზე, ისე სხვა გადაწყვეტილებებზე პოლიტიკოსთა, ექსპერტთა თუ სხვა დაინტერესებული პირების მოსაზრებები, კრიტიკა, დისკუსია დაეფუძნება მხოლოდ საფუძვლიან, სამართლებრივ არგუმენტებს” – აღნიშნულია განცხადებაში. 

 
 
 

ერთიან ეროვნულ გამოცდებში განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა მონაწილეობა იზრდება

 

თამაზ მჟავანაძე

 

 

„განათლების სამინისტროს მონაცემებით აჭარის მასშტაბით 341 განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეა. წინა წლებთან შედარებით წელს იმატა განსაკუთრებული საჭიროების მქონე აბიტურიენტების რიცხვმა. როგორც ჩვენთვის ცნობილია ამ ეტაპზე ოთხი აბიტურიენტია, მათ შორის ერთი მაგისტრი“ – აღნიშნა თამაზ მჟავანაძემ.

 

“მაგრამ ამ ადამიანებმა თუ ჩააბარეს, სად უნდა წავიდნენ?”  – კითხულობს ორგანიზაციის თავმჯდომარე.

 

„არ არის მზად არც ერთი უნივერსიტეტი მათ მისაღებად. არ არის ადაპტირებული სველი წერტილები, აუდიტორიები, არ არის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. სწორედ ამას ვითხოვთ რომ გამოსწორდეს, მით უმეტეს, რომ განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისგან უკვე შეინიშნება უმაღლესი განათლების მიღების სურვილი“.

 

ორგანიზაცია სამოვალოდ აპირებს განათლების სამინისტროს მიმართოს და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირების ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნის საკითხებზე საკუთარი ინიციატა და მიდგომები გააცნოს.

 

ბრიფინგის შემდეგ ორგანიზაციის თავმჯდომარემ თამაზ მჟავანაძემ სამ დღიან ტრენინგში „ერთად ვისწავლოთ პროექტების წერა“ მონაწილე სტუდენტებს სერტიფიკატები გადასცა.

სახალხო დამცველი პროკურატურას ჯაბა ანანიძის საქმის გამოძიებას სთხოვს

 

“მიმდინარე წლის 8 ივნისს ტელეარხ 25-ის ეთერში ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში, გადაიცა ანანიძის საავტორო ფილმი, რომელიც შეეხებოდა აჭარის ა/რ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატთა საქმიანობას. ჟურნალისტის განმარტებით, ფილმის დასრულებიდან რამდენიმე წუთში მას პირად მობილურზე დაუკავშირდა აჭარის ა/რ-ის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე მედეა ვასაძე, რომელიც ეთერში გასული ფილმის შინაარსის გამო ჟურნალისტს ემუქრებოდა.

 

სახალხო დამცველის მიმართვის პასუხად, მიმდინარე წლის 1 ივლისს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ ჟურნალისტ ჯაბა ანანიძესა და მედეა ვასაძეს შორის შემდგარი სატელეფონო საუბრის ჩანაწერის და სხვა დამატებითი დოკუმენტაციის ანალიზის შედეგად პროკურატურა მივიდა დასკვნამდე, რომ არ არსებობდა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, რის გამოც გამოძიება არ დაწყებულა. 

 

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება მედეა ვასაძის მხრიდან ჟურნალისტის მიმართ განხორციელებული სავარაუდო უკანონო ქმედებების თაობაზე, ვინაიდან მხოლოდ დროული და ეფექტური საგამოძიებო მოქმედებებით არის შესაძლებელი საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა”, – ნათქვამია განცხადებაში. 

სამახსოვრო ფოტო ბათუმში

„ბათუმელები“ სამი დღის მანძილზე, ქალაქის სხვადასხვა, ხალხმრავალ ადგილებში ნახევარ-ნახევარი საათის განმავლობაში აკვირდებოდა, სად იღებენ ყველაზე ხშირად ფოტოებს ქალაქში ჩამოსული ტურისტები.

„ალი და ნინო“; ბამბუკების ხეივანი ბათუმის ბულვარში; ერას მოედანი; ბულვარში მდებარე ქანდაკება გულით ხელში; ნეპტუნის შადრევანი დრამატულ თეატრთან; პიაცას მოედანი; შადრევანი ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში; ბულვარის კოლონადები; ახალი ბულვარის მოცეკვავე შადრევანი და „როტაცია” იუსტიციის სახლთან.

ყველაზე პოპულარული ადგილი, სადაც ტურისტები იღებენ ფოტოებს, ბულვარის შადრევანი აღმოჩნდა. ნახევარი საათის განმავლობაში აქ 43-მა ადამიანმა გადაიღო ფოტო. ბორა ქურალი ერთ-ერთი მათგანია:

„ჩვენ თურქეთიდან ვართ. აქ ბევრჯერ ვყოფილვარ. მომწონს ბათუმი, აქ იმიტომ გადავწყვიტეთ ფოტოების გადაღება, რომ  ყველა ეს ხედი ძალიან ლამაზია, განათება… სხვა ადგილებშიც გადავიღეთ ფოტოები. ანდრომედასთან, პარკში, აკვარიუმთან“, – აღნიშნა მან.

„სურათების გადაღება გვირჩევნია ძველ შენობებთან. ძალიან მომეწონა შადრევანი, აი, ძველებურ სტილში, ველოსიპედზე რომ ზის ქალი… მაინც მგონია, რომ ამ ეტაპზე ბულვარში იმაზე გემოვნებიანი ადგილი არ არის. ახალია როგორც ჩანს, იმიტომ, რომ აქამდე არ მინახავს. ადრე, არ დაგიმალავთ, ძალიან მიყვარდა სურათების გადაღება თეთრი ქანდაკება რომ იყო მარმარილოს, იმასთან. პლაჟზეც მაქვს ფოტოები  გადაღებული… ფოტოგრაფთანაც ვიღებდით და პრიმიტიული ფოტოაპარატებიც იყო მაშინ. „პალიანკაზე“ გვიყვარდა, იქ რაღაც ვარდისფერი ხე-მცენარეები იყო და ლამაზად ყვაოდა. ბამბუკებიც ძალიან პოპულარული ადგილი იყო“, – ამბობს ასმათ არველაძე.

ერას მოედანზე ნახევარი საათის მანძილზე 36-მა ადამიანმა გადაიღო ფოტო. თაკო სულთანიშვილი და ლევან ფალავანდიშვილი მედეას ძეგლთან სხედან და გადაღებულ ფოტოებს ათვალიერებენ.

„ჩვენ თბილისიდან ჩამოვედით. 8 დღეა რაც აქ ვართ, ოღონდ, უამინდობის გამო ახლა გამოვედით გარეთ. წინა წელს აქ იყო როკ-ფესტივალი, რომელიც ჩაიშალა, მაგრამ კაი დრო ვატარეთ და კარგი მოგონებები გვაქვს, თორემ მედეა არაფერ შუაშია“, – ამბობენ ისინი.

ერას მოედანს ერთი ფოტოთი ჩამორჩება „ალი და ნინო“, მეოთხე და მეხუთე ადგილებზე კი ახალი ბულვარის მოცეკვავე (33 ფოტო) და ნეპტუნის (32 ფოტო) შადრევნები გავიდა.

ნეპტუნის შადრევანი არა მარტო ტურისტებისთვის, არამედ ბათუმის მაცხოვრებლებისთვისაც აღმოჩნდა საინტერესო.

„ეს ადგილი იმიტომ ავირჩიე ფოტოების გადასაღებად, რომ აქ ვმშვიდდები, სასიამოვნოა აქ ყოფნა. ახლა ყველაფერი შეცვლილია ბათუმში და ვათვალიერებთ, სადაც ლამაზი ადგილებია, იქ ვიღებთ ფოტოებს. ადრეც, ძირითადად აქ ვიღებდით, აი, აქ ილია ჭავჭავაძის ძეგლი იდგა, ბულვარის შესასვლელში – ფანტანებთან, კინო „თბილისთან“, რომელიც ახლა აღარ არსებობს“, – ამბობს ბათუმელი ლალი პაიჭაძე.

რამდენიმე წლის წინანდელი ბათუმის ფოტოებს თუ გადავათვალიერებთ, ხშირად შეხვდებით კოლონადებთან მდგარი, მომღიმარე ადამიანების სახეებს. ახლა კი ბათუმის ღირსშესანიშნაობების ათეულიდან ბულვარის კოლონადა მერვე ადგილზე გავიდა.

ანა ევფხვაძე ერთ-ერთია იმ შვიდი ადამიანიდან, ვინც ბულვარის კოლონადასთან გადაიღო ფოტო: „დღეს ჩამოვედი ბათუმში თბილისიდან. აქ იმიტომ გადავწყვიტეთ ფოტოს გადაღება, რომ ლამაზია, ნათელი ფერებია და ზაგარი კიდევ უფრო ჩანს. დღეს ფანტანებთან გადავიღეთ, პიაცაზე და ზღვაზე. ერას მოედანზე გვინდა მისვლა, ფანტანი აღარაა ხომ იქ? ეგ იყო ლამაზი ადგილი“, – ამბობს ანა.

ათეულს ბულვარის ცნობილი ბამბუკების ხეივანი ასრულებს, ნახევარი საათის მანძილზე აქ მხოლოდ სამმა ადამიანმა გადაიღო ფოტო.

რა ღირს ჰოსტელი ბათუმში

ალექსი სემერჯანი ჰოსტელ „ვერონას“ მფლობელია. იგი ამბობს, რომ ამ ეტაპზე ვერ გააკეთებს ანალიზს, რა უკეთესია განვითარებისთვის, რადგან მხოლოდ ერთი წელია რაც მისი ჰოსტელი ფუნქციონირებს. აქ ორადგილიანი ნომერი 70 ლარი ღირს. საფასურში არ შედის კვება. ვიზიტორს უფასოდ შეუძლია მხოლოდ ჩაი დალიოს და ისარგებლოს უკაბელო ინტერნეტით: „არის მოთხოვნა საუზმეზე, მაგრამ ამ ფასში ვერ მოვახერხებთ“, – ამბობს მფლობელი. ჰოსტელს ძირითადად  პოლონელი და უკრაინელი ტურისტები აკითხავენ.

TJ ჰოსტელ-ის მენეჯერი თეონა ძნელაძე ამბობს, რომ წელს ინფრასტრუქტურის განახლება მოახერხეს და ოთახების რაოდენობა დაამატეს. სერვისში შეიტანეს ველოსიპედით მომსახურება, თუმცა ამაში ტურისტს დამატებით თანხის გადახდა მოუწევს. „ამაზე მოთხოვნა ტურისტებისგან იყო“,- გვეუბნება ჰოსტელის მეპატრონე.

ჰოსტელში ერთი ღამის გათევა 20 ლარი ღირს. ეს მხოლოდ საწოლის ღირებულებაა. ცალკე ოთახის დაქირავების შემთხვევაში ტურისტს 50 ლარის გადახდა მოუწევს. ფასში არ შედის ჩაი ან ყავა. ჰოსტელში უფასო მხოლოდ ინტერნეტია.

ჰოსტელის მფლობელი მიიჩნევს, რომ სერვისის გასაუმჯობესებლად კარგი იქნებოდა მანქანების გაქირავების დამატებაც, თუმცა წლევანდელ სეზონზე ამის განხორციელებას ვერ ახერხებს.

„ტურისტები ძირითადად ევროპიდან გვყავს: პოლონეთი, უკრაინა, ლიტვა. იშვიათია, რომ ჰოსტელში ვიზიტორი ერთი კვირით დარჩეს. მათი ინტერესია, რაც შეიძლება მეტი ნახონ. სურთ მეტი გასართობი იყოს, მოსწონთ ფესტივალები და ხალხური მუსიკა. განათებული ქალაქი და ანბანის კოშკი მოსწონთ. უკვირთ, რომ ღია არ არის და არ აქვთ შესაძლებლობა ავიდნენ კოშკზე და იქედან დაათვალიერონ ქალაქი. თუმცა ეს საკითხი მთავრობის მოსაგვარებელია და ჩვენ ვერ შევცვლით. გასულ წელთან შედარებით ამ დროისთვის ცოტა ნაკლებია ვიზიტორები, შესაძლებელია ეს იმით იყოს განპირობებული, რომ ბაზარზე კონკურენცია გაიზარდა“.

ჰოსტელი „პარადაისი“ ძველ ბათუმში მდებარეობს. აქ საწოლის ფასი 60 ლარია და მასში მხოლოდ საუზმე შედის. როგორც მეპატრონე ინესა ჟუმანავა ამბობს: „სხვადასხვა ქვეყნიდან გვყავს ტურისტები, თუმცა ყველაზე მეტი მაინც უკრაინიდანაა“. მისი თქმით, ტურისტთა რაოდენობა წელს ნაკლებია. 

იაგო კეჭეხმაძე საოჯახო ტიპის სასტუმრო „ალბატროსს“ ფლობს. ჰყავს როგორც უცხოელი, ასევე ქართველი ვიზიტორებიც. „უფრო მეტად უკრაინელები, რუსები და თურქები დადიან“. მეპატრონე ამბობს, რომ ფასებს მომხმარებლის გარეგნობის მიხედვით აწესებს: „გააჩნია, რამდენადაც მოწესრიგებულია კლიენტი, იმდენად დაბალი ფასია“. იაგო კეჭეხმაძე „მოწესრიგებულ“ კლიენტში გულისხმობს: „წყნარი, სუფთად ჩაცმული და განათლებული კაცის შეხედულება რომ აქვს. მირჩევნია ნაკლები გადავახდევინო, ვიდრე მთვრალი და გაუპარსავი შევუშვა“.

სასტუმროში ერთი ღამე ასი, ასორმოცდაათი და ოთხმოცი ლარიც ღირს. ასლარიან ნომერში „მხოლოდ ყავა, ჩაი, სისუფთავე და სიწყნარე შედის“. „გავაუმჯობესებდი სერვისს, მაგრამ არ არის საკმარისი ფინანსები“, – ამბობს მეპატრონე.

რუსუდან ჭიჭინაძე ჰოსტელ „გლობუსის“ მენეჯერი და მფლობელია. ჰოსტელის სერვისში სამზარეულოთი სარგებლობა, სარეცხი მანქანა, ჩაი, ყავა და უკაბელო ინტერნეტით სარგებლობა შედის. „20 და 25-ლარიან სერვისში ეს ყველაფერი შედის, უბრალოდ, იქ ოთახებია სხვადასხვანაირი და ფასს ეს განსაზღვრავს. მინდა დავამატო ახალი სერვისი, „ჯეოსელში“ ვიყავი და ვთხოვე თუკი ექნებათ უფასო ნომრების აქცია, გვინდა ავიღოთ ეს ნომრები და უცხოელებს დავურიგოთ, რომ ტელეფონით სარგებლობა შეძლონ“.

რუსუდან ჭიჭინაძე ამბობს, რომ ამაზე მეტს ვიზიტორები არც ითხოვენ, რადგან იციან, რომ ჰოსტელის მომსახურება ამაზე მეტი არ არის. „ძირითადად ევროპელები სარგებლობენ ჩვენი მომსახურებით, თბილისიდან იშვიათად ჩამოდიან, იმ შემთხვევაში, თუკი სამსახურიდან მოდიან მივლინებით ან ერთი ღამის გათევა უნდათ,. დაგვემატა უკრაინა, პოლონეთი და რუსეთი. გვყავდა ფრანგები და თურქებიც“.

მენეჯერის შეფასებით, შარშან ივნისი გაცილებით დატვირთული იყო ვიზიტორებით, ვიდრე წელს. „ვნახოთ, რა იქნება წელს. ჩვენი ძირითადი დატვირთვა იყო უცხოელი პედაგოგები, რომლებიც კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ წავიდნენ და ესეც არის თვალშისაცემი“.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მარკეტინგისა და რეკლამის განყოფილების მთავარი სპეციალისტი, სოფო გუჯაბიძე ამბობს, რომ წელს სასტუმროებისა და „გესტ ჰაუსების“ რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზრდილია. „15-მდე გესტ ჰაუსი და ამდენივე სასტუმრო სახლი გაიხსნა რეგიონის მასშტაბით, სადაც ფასები საკმაოდ ხელმისაწვდომია. იანვრიდან დღემდე გახსნილია ათი ახალი სასტუმროც, რაც ნიშნავს 250 სასტუმრო ოთახს. გესტ ჰაუსების ზრდა მაჩვენებელია იმის, რომ საშუალო სეგმენტიც ვითარდება“.

750 კილომეტრი წამლის ასაღებად

 

 

საქართველოში დაახლოებით ორასი თირკმელგადანერგილი პაციენტი ცხოვრობს, რომლებსაც ყოველდღიურად იმუნოსუპრესიული, ანუ იმუნიტეტის დამწევი მედიკამენტების გარკვეული რაოდენობა ესაჭიროებათ. წამლის თუნდაც ერთი მიღების გამოტოვების შემთხვევაში, ორგანიზმმა შეიძლება ტრანსპლანტატი მოიცილოს. ამ მედიკამენტებს პაციენტები სახელმწიფოსგან უფასოდ იღებენ, თუმცა მათ მისაღებად რეგიონებში მცხოვრებ პაციენტებს ყოველთვიურად თბილისში უწევთ ჩასვლა.

 

აჭარაში თირკმელგადანერგილთა საერთო რაოდენობის 15-პროცენტი, ანუ დაახლოებით 30 პაციენტი ცხოვრობს. ერთ-ერთი მათგანის დედა, ამბობს, რომ ყოველთვიურად წამლის 30-დღიანი მარაგის ჩამოსატანად სხვა ქალაქში სიარული ბევრ სირთულესთანაა დაკავშირებული. „რადგან ვიცი, რომ აუცილებლად წასასვლელი ვარ, ყოველ ლარს ვუფრთხილდები, ყველაფერზე დანაზოგს ვაკეთებ, რომ იქ ჩავიდე და წამალი ჩამოვიტანო“, – ამბობს ის.

 

 

ერთ-ერთი პაციენტის დედის თქმით, მათ ჯანდაცვის სამინისტროს ერთხელ უკვე მიმართეს მედიკამენტების რეგიონში გამოგზავნის თხოვნით, რაზეც ერთჯერადად მიიღეს კიდეც დახმარება, თუმცა თხოვნა აფთიაქიდან წამლის რამდენიმე თვის მარაგის ერთად გამოტანაზე, არ დაკმაყოფილდა.

 

 

გარდა გზის ხარჯისა, მნიშვნელოვან სირთულეს წარმოადგენს ისიც, რომ პაციენტს, წამლის წინასწარ (28 დღეზე ადრე) გამოტანა არ შეუძლია. ამ სპეციფიკური მედიკამენტების ნაწილი საქართველოს აფთიაქებში არ იყიდება, ხოლო ისინი, რომელთა შეძენაც საქართველოშია შესაძლებელი, მხოლოდ თბილისსა და ქუთაისში, რამდენიმე აფთიაქში, საკმაოდ ძვირად იყიდება – ერთი კოლოფის ფასი 300 ლარია.

 

 

იშვიათად, მაგრამ ისეც ხდება, რომ სისტემაში ხარვეზების გამო სპეციალიზებულ აფთიაქში კონკრეტული წამლის მარაგი უთავდება და პაციენტი იძულებულია წამალი თავისით მოიძიოს.

 

 

სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა სულ ხუთ სფეროს მოიცავს, რომლითაც დიაბეტით დაავადებული, იშვიათი დაავადების მქონე პაციენტები, თირკმელგადანერგილები და ნარკოდამოკიდებულები სარგებლობენ. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და პროგრამების სამმართველოს მთავარი სპეციალისტის, ეკატერინე ადამიას თქმით, გარდა იმუნოსუპრესიული მედიკამენტებისა, დიაბეტით დაავადებული პაციენტების ორი დასახელების მედიკამენტი მხოლოდ თბილისში გაიცემა.

 

 

რატომ ვერ ხერხდება პაციენტებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტების გაცემა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, სადაც ჯანდაცვის სამინისტროც არის? ეკატერინე ადამიას თქმით, ზოგიერთი სპეციფიკური მედიკამენტის რეგიონებში, კერძოდ ბათუმში გადმოგზავნა რამდენიმე ფაქტორის გამო ვერ ხერხდება. ამის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი პაციენტების სიმცირეა, რის გამოც აფთიაქებს, რომლებთანაც სამინისტროს კონტრაქტი აქვს გაფორმებული, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მედიკამენტების გადატანა არ უღირთ.

 

 

გარდა ამისა, ეკატერინე ადამიას თქმით, ასეთ პაციენტებს თბილისში ექიმთან კონსულტაციაზე მაინც უწევთ სისტემატურად სიარული და მისი ვარაუდით წამლის გატანა, მათთვის ზედმეტ სირთულეებთან არ უნდა იყოს დაკავშირებული.

 

 

„ჩვენ კონტრაქტი გვაქვს გაფორმებული აფთიაქთან, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს ამ მედიკამენტების მოძრაობას და მას გარკვეული პირობებიც აქვს, მაგალითად, დიაბეტის პროგრამის ფარგლებში მას დიდი რაოდენობით ინსულინი ჩააქვს ყველა რაიონში. შეიძლება ცუდად გამომივიდეს ნათქვამი, მაგრამ მთელი ბიზნესპროცესი აწყობილია იმ თემაზე, რომ თუ ორი კოლოფია წასაღები, ეს შეიძლება ძალიან ძვირი დაუჯდეთ მათ და რეალურად არ უღირდეთ მათი წაღება“, – ამბობს ეკატერინე ადამია.

 

 

საქართველოს ტრანსპლატოლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელის ქრისტინე ალხაზოვის თქმით, თირკმელგადანერგილი პაციენტებისთვის ყველა იმუნოსუპრესია (იმუნიტეტის დამაქვეითებელი მედიკამენტი) მხოლოდ თბილისში გაიცემა.

 

 

„წარმოიდგინეთ, პაციენტი ცხოვრობს ერთგან და ყოველ თვეში აუცილებლად უნდა ჩავიდეს სხვა ქალაქში წამლისთვის. ნათესავიც რომ მოვიდეს და შემდეგ მიკროავტობუსით გადაუგზავნოს ეს წამალი, მაინც უამრავ დისკომფორტთანაა დაკავშირებული ეს ყველაფერი“, – ამბობს ქრისტინე ალხაზოვი. ის მიიჩნევს, რომ წამლების რეგიონებში მიწოდება შესაძლებელია, ოღონდ საამისოდ პაციენტები უნდა მოგროვდნენ და დაწერონ განცხადება საერთო სახელით, ამის საფუძველზე კი გამოითვლება, რამდენი იმუნოსუპრეცია ესაჭიროებათ მათ და შემდეგ ეს რაოდენობა გადაიგზავნება კონკრეტულ რეგიონებში.

 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ პაციენტებმა მათ ამ პრობლემაზე განცხადებით უნდა მიმართონ, მაგრამ ვინაიდან ეს სახელმწიფო პროგრამაა, მათ შეუძლიათ მხოლოდ უშუამდგომლონ პაციენტების განცხადებას და ის საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში გადაგზავნონ. გადაწყვეტილების მიღება ამ საკითხზე სწორედ მათი პრეროგატივაა. 

 

9 წლის გოგონაზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება

 

მოსამართლემ საქმის არსებითი განხილვა ნახევარი საათის დაგვიანებით დაიწყო, რის გამოც მან ბოდიში მოიხადა. „ბოდიშს გიხდით  დაგვიანებისთვის“ – უთხრა დარბაზში მყოფებს მოსამართლე კიკილაშვილმა.

 

 

მოსამართლემ სასამართლო პროცესი იმის გამო დახურა, რომ დაზარალებული არასრულწლოვანია. სხდომის დახურვის თხოვნით პროკურორმა შოთა ხორავამ იშუამდგომლა, რომელსაც ბრალდებულის ადვოკატი პაატა ნაკაიძე ნაწილობრივ დაეთანხმა. ადვოკატმა თქვა, რომ ის მხარს უჭერს სხდომის დახურვას, თუმცა იმ ნაწილში, სადაც დაზარალებული და მოწმეები დაიკითხებიან. „მომავალი სხდომები დავხუროთ ახლა კი ოჯახის წევრებს მივცეთ უფლება დაესწრონ სასამართლო პროცესს“, – განმარტა ადვოკატმა.

 

აღკვეთი ღონისძიების შეფარდებასა და წინასასამართლო სხდომას ბრალდებულის ცოლი, შვილი და ნათესავები ესწრებოდნენ. 

 

ბრალდებული 76 წლისაა და ის ბათუმში ტაქსის მძღოლად მუშაობდა. მას 9 წლის არასრულწლოვან გოგონასთან, რომელიც მისი მეზობელი იყო, გაუკუღმართებული სქესობრივი კავშირის დამყარება ედება ბრალად. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში წინასწარპატიმრობაში მყოფს თხუთმეტიდან ოც წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

ივნისში საქართველოს საზღვარი თურქეთის 141 285-მა მოქალაქემ გადმოკვეთა – ვიზიტორთა სტატისტიკა

 

2014 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით საქართველოში 2 243 362 ვიზიტი განხორციელდა, რაც 2%-ით აღემატება 2013 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელს. მათგან:

 

ტურისტი – 864 193 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 38,5%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 7,7%);

 

ტრანზიტი – 406 915 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 18,1%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან -3%);

 

სხვა – 972 254 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 43,4%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან -0,2%).

 

2014 წლის ივნისში ყველაზე მეტი ვიზიტორი კვლავ თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან შემოვიდა.

 

ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში შემოსული ვიზიტორთა სიმრავლით გამოირჩნენ: ლიტვა, პოლონეთი, ავსტრია, იტალია და ლატვია, შუა აზიის ქვეყნებიდან კი ყაზახეთი.

 

ტუალეტების დეფიციტი ტურისტულ ქალაქში

ქალაქში, სადაც 170 ათასი ადამიანი ცხოვრობს, მხოლოდ ათი საზოგადოებრივი ტუალეტია, რომელთა უმეტესობაც ბულვარის ტერიტორიაზე და სანაპირო ზოლშია განთავსებული. ქალაქის დანარჩენ ნაწილში ტუალეტის ფუნქციას ხეები, მიტოვებული  შენობები, მშენებარე სახლები და სხვა ადგილები ასრულებენ.

ბულვარის ადმინისტრაციის წარმომადგენლის, გიორგი ბაღოშვილის თქმით, ბულვარის ტერიტორიაზე შვიდი საზოგადოებრივი ტუალეტია –  ცენტრალურ ბულვარში, კაფე-ბარ ტყუპებთან; დიმიტრი თავდადებულის ქუჩის გაყოლებაზე, ჩოგბურთის კორტებთან; საზაფხულო თეატრთან; მელიქიშვილის ქუჩის გაყოლებაზე, უნივერსიტეტთან; დელფინარიუმის წინ, სკვერში და ორი, შუშის ტუალეტი ბულვარის დასაწყისსა და ბოლოში – ერთი პარაბელურ ბორბალთან, მეორე კი ახალ ბულვარში. შუშის ორივე საპირფარეშო ბულვარის ბალანსზეა და ამჟამად მათით სარგებლობა უფასოა, თუმცა, გიორგი ბაღოშვილის თქმით, რამდენიმე დღეში დასრულდება გამოცხადებული ტენდერი, რის შემდეგაც შუშის ორივე ტუალეტი ფასიანი გახდება.

საზოგადოებრივი ტუალეტით სარგებლობა 50 თეთრი ღირს, მათი უმეტესობა დილით ადრე იხსნება და საშუალოდ ღამის სამ საათამდე მუშაობს. ზღვისპირა პარკის ერთ-ერთ საზოგადოებრივ საპირფარეშოში მომუშავე ნარგიზ მახარაძე ამბობს, რომ საზოგადოებრივ ტუალეტზე მოთხოვნა მაღალია, მათთან დღეში, საშუალოდ, 300 ადამიანი შედის. ბულვარის კიდევ ერთ საზოგადოებრივ საპირფარეშოში მომუშავე მირანდა მალაყმაძე ამბობს, რომ მათთან ყველაზე ცოტა 200 ადამიანი  შედის ყოველ დღე და კლიენტების სიმრავლის გამო ზოგჯერ ღამის ოთხ საათამდეც კი უწევთ მუშაობა.

შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე მერაბ დიასამიძე ამბობს, რომ საზოგადოებრივი ტუალეტების არასაკმარისი რაოდენობა დიდი პრობლემაა ტურისტული ქალაქისთვის. „ამის გამო დამსვენებლებსა და ადგილობრივ მოსახლეობას მთელი რიგი შეზღუდვები და პრობლემები ექმნებათ“, – ამბობს ის.

ის, თუ რამდენად სერიოზული პრობლემაა ტურისტებისთვის საზოგადოებრივი ტუალეტების არარსებობა ქალაქში, ყველაზე კარგად კაფეებსა და რესტორნებში ჩანს, რადგანაც ბიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მიზნით ტურისტები სწორედ ამ ადგილებს მიმართავენ. „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელისა და  „პრესკაფეს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის  ასლან ჭანიძის თქმით, კაფეს საპირფარეშოთი სარგებლობის თხოვნით მათ დღეში არაერთი ტურისტი აკითხავს. „ძირითადად უცხოელი ტურისტები არიან, თუმცა რამდენჯერმე ქართველ ტურისტებსაც მოუყვანიათ ბავშვები. თხოვნაზე უარს ვერ ვეუბნებით ადამიანს, უხერხულია, თუმცა ყველა კაფეში ამის უფლებას არ იძლევიან“, – ამბობს ის. ასლან ჭანიძის თქმით, ტურისტისთვის, რომელმაც არ იცის ქართული ენა, ძალიან რთულია ტუალეტის მიგნება იმის გათვალისწინებით, რომ ქალაქში არანაირი ნიშანი არ არის, თუ სად და რამდენ კილომეტრშია საპირფარეშო.

ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ თვითმმართველობის დონეზე მოსახლეობისა და საპირფარეშოების რაოდენობის თანაფარდობის სტანდარტები გაწერილი არ არის. ასეთი ნორმატივები არც ბულვარის ადმინისტრაციას აქვს, თუმცა გია ბაღოშვილის თქმით, ვიზიტორთა სიმრავლის გამო მომავალ წელს ბათუმის ბულვარს კიდევ ერთი  საზოგადოებრივი ტუალეტი შეემატება. „იგი ბულვარის ცენტრში, პულტის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება, რადგანაც იქ ძალიან ინტენსიური მოძრაობაა“, – ამბობს გიორგი ბაღოშვილი.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, თვითმმართველობა უახლოეს მომავალში ქალაქის ტერიტორიაზე ახალი საზოგადოებრივი ტუალეტების მშენებლობას არ გეგმავს.

ტროტუარი პუშკინის ქუჩაზე – ირღვევა თუ არა ფეხით მოსიარულეთა უფლებები?

 

 

 

 

ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის გოჩა ძნელაძის განცხადებით მოვაჭრეებს ქვეითად მოსიარულეთა სავალი ნაწილის დაკავების უფლება არ აქვთ.  „ეს ითვლება გარევაჭრობად და სიტუაციას არეგულირებს პატრული. საკითხი რეგულირდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 153-ე მუხლის მიხედვით “.   

 

 

გოჩა ძნელაძის თქმით, მონაჭრეების ნაწილს აქვთ გარევაჭრობაზე ნებართვა, ნაწილი კი, ვისაც მსგავსი ნებართვა არ აქვს, პოლიციამ უნდა დააჯარიმოს.

 

 

„თუ ტროტუარი მთლიანად იზღუდება, მაშინ ზედამხედველობის სამსახური აკონტროლებს. თუ ავტომანქანები დგას ტროტუარზე, ესეც პატრულმა უნდა გააკონტროლოს ან პარკირების სამსახურმა, ამაზე ნებართვა არ გაიცემა“- აცხადებს გოჩა ძნელაძე.

 

 

შს სამინისტროს პრესსამსახურში კი აცხადებენ: „აღნიშნულთან დაკავშირებით, საპატრულო პოლიცია მუდმივად ატარებს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს“.    

 

 

   

დავით ბაციკაძე: „ნაციონალური მოძრაობა” სერიოზული პრობლემების შექმნას აპირებს“

 

 

 

„სერიოზულად ემზადებიან და აპირებენ პრობლემები შექმნან უბნებზე. ამას ის ფაქტი გვაფიქრებინებს რომ წინა არჩევნების დროს, ოთხ უბანზე ჩვენი კომისიის წევრებს დისციპლინარული სასჯელები დაეკისრათ და დამკვირვებელთა თხოვნა იყო, რომ განმეორებით ტურში ეს ადამიანები აღარ დაგვენიშნა, რადგან მათ გადაცდომები ჰქონდათ. კოალიციამ მიიღო გადაწყვეტილება და შეცვალა ყველა ამ უბანზე კომისიის წევრები. მხოლოდ ტექნიკური ხარვეზის გამო ვერ მოხერხდა „რესპუბლიკელების“ მიერ წარდგენილი სამი კანდიდატის შეცვლა.  ნაციონალურმა მოძრაობამ კი არ გამოცვალა კომისიის წევრები“ – აცხადებს დავით ბაციკაძე

 

 

პრობლემურ უბნებად დავით ბაციკაძე  30-ე, 4-ე, 76-ე და 36-ე უბნებს ასახელებს: „ამასთან ერთად, 61-ე უბანზე იყო ყველაზე სერიოზული დარღვევა, სადაც მონაწილეობდნენ  „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები, კომისიის წევრები დედა-შვილი, რომელთაც ყველაზე მძიმე სასჯელი ჰქონდათ დაკისრებული.  სასჯელების მიუხედავად, ეს პირები მაინც წარადგინეს განმეორებით არჩევნებზე. ამიტომ, ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ ნაციონალური მოძრაობა არჩევნების დღეს, სერიოზული პრობლემების შექმნას შეეცდება“.

 

დავით ბავიკაძის განცხადებით, 61-ე უბანზე ნაციონალური მოძრაობის კომისიის წევრმა, ნინო მჟავანაძემ იმ დონეზე  შეაფერხა  საარჩევნო პროცესი რომ კომისიის თავმჯდომარე ცუდად გახდა და სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. 

 

„მოვუწოდებთ ნაციონალურ მოძრაობას, რომ სასწრაფოდ გაიწვიონ  კომისიის ის წევრები, რომლებიც ამ უბნებზე ჰყავთ წარდგენილი“ – განაცხადა დავით ბაციკაძემ. 

საფრანგეთის სამხედრო ხომალდი ბათუმში

 

 

საფრანგეთის სამხედრო გემის დელეგაციის შეხვედრა ბათუმის მერიაში

 

გემის მეთაურმა ტომას ფრაიოლმა აღნიშნა, რომ საფრანგეთის სამხედრო გემი ყოველწლიურად შემოდის საქართველოში.

 

 „ეს ვიზიტი მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებისთვის“ – აღნიშნა ტომას ფრაიოლმა.

 

საფრანგეთის სამხედრო ატაშეს, ვიცე პოლკოვიკ ანდრე ევრარის თქმით, საფრანგეთის სამხერდო გემი მესამედ იმყოფება საქართველოში და 18 ივლისს „სურკუფი“ კიდევ ერთხელ ეწვევა ბათუმს.

 

ტომას ფრაიოლი, ანდრე ევრარი და რუსლან ქორიძე

 

„სურკუფი“ 12 ივლისს გაემგზავრება ბათუმის პორტიდან, მანამდე კი ვიზიტის ფარგელბში დაგეგმილია ერთობლივი წვრთნების ჩატარება, რაც ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის შეფასებით მეზღვაუერებს პროფესიონალიზმის ამაღელებაში დაეხმარება.

 

ფრანგული სამხედრო გემი „სურკუფი“ ბათუმის პორტში დღეს დილით შემოვიდა. სამხედრო  გემის ეკიპაჟს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასაზღვრო პოლიციის დაცვის დეპარტამენტისა და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები დახვდნენ.

 

ვიზიტის ფარგლებში, ასევე იგეგმება ფრანგული ფრეგატის ეკიპაჟის წევრებსა და სანაპირო დაცვის თანამშრომლებს შორის ფეხბურთში ამხანაგური მატჩის გამართვა, 10 ივლისს კი,„სურკუფზე“ ოფიციალური მიღება მოეწყობა.

 

საფრანგეთის ეროვნული სამხედრო ფლოტის სამხედრო ფრეგატი SURCOUF

100 წელს გადაცილებულ მოქალაქეს 1000 ლარი გადაეცა

 

 

ნაქიფე დავითაძე ოჯახთან ერთად

 

 

 

უხუცეს ქალბატონს იუბილე აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა და შუახევის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა მიულოცეს. ნაქიფე დავითაძეს 5 შვილი, 25 შვილიშვილი, 8 შვილთაშვილი ჰყავს.

 

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო „100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე ერთჯერადი დახმარების“ პროგრამას 2004 წლიდან ახორციელებს. 2014 წლამდე აჭარაში მცხოვრებ 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს 500 ლარი გადაეცემოდათ, წელს თანხის ოდენობა გაიზარდა და იგი 1 000 ლარს შეადგენს. აჭარაში დღეისათვის 100 წელს გადაცილებული 60 მოქალაქე ცხოვრობს, მათ შორის ყველაზე უხუცესი სოფელ ჩანჩხალოში მცხოვრები 114 წლის სოფიო მიქელაძეა. 

ქობულეთის გამგებლობის კანდიდატი კონკურენტს დებატებში იწვევს

 

 

„სულხან ევგენიძე თამაზაშვილის ახლო ნათესავია და ბოლოს მუშაობდა შს სამმართველოში, ამიტომ  ყველა ძალოვანი სტრუქტურა ჩაბმულია საარჩევნო პროცესში სულხან ევგენიძის დასახმარებლად“- აცხადებს რეზო ხარაზი, კითხვაზე – რა ფორმით, კანდიდატი ამბობს, რომ ამაზე დაზუსტებულ ინფორმაციას მედიას მოგვიანებით მიწვდის. 

 

„მინდა დებატებში გამოვიწვიო „ქართული ოცნების“ კანდიდატი, რომ გასცეს ყველა იმ შეკითხვას პასუხი, რომელიც მოსახლეობაში არსებობს. მე მზად ვარ კითხვებს ვუპასუხო. მაქვს კითხვები იპოთეკასთან, მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით, რომელიც ორი წელია ვერ მოაწესრიგეს. როცა ისინი საუბრობენ ჩვენი პარტიის ცხრაწლიან პერიოდზე, მე მაინტერესებს, აქვს თუ არა პასუხი ჩემს კონკურენტს, „ენერგო პრო-ჯორჯიაში“ მისი მუშაობის ცხრა წლიან პერიოდზე, როცა რამდენიმე თეთრი დავალიანების გამო, მოსახლეობას შუქს უჭრიდნენ“ – აცხადებს რეზო ხარაზი.

 

როზო ხარაზი საუბრობს არჩევნების შემდეგ საკადრო პოლიტიკაზეც:  „თვითმმართველობის ახალი კანონის მიხედვით, გამგებელს უფლება აქვს გაათავისუფლოს და დანიშნოს თანამშრომლები,  მინდა მისგან მოვისმინო, აპირებს თუ არა „ქართული ოცნების“ კანდიდატი გამარჯვების შემთხვევაში გაათავისუფლოს ძველი კადრები და მოიყვანოს მისი პარტიის აქტივისტები კონკურსის გარეშე“.

 

რეზო ხარაძის განცხადებით  კონკურენტი ადმინისტრაციული რესურსითაც სარგებლობს: „საგზაო  დეპარტამენტის ყველა თანამშრომელი, ოცნების აქტივისტებთან ერთად ყოველდღე დარბიან და ასწორებენ გზებს. ჩვენც გვქონდა წინა წლებში მსგავსი პრაქტიკა, მაგრამ არ იმუშავა ამან. მოსახლეობას სჭირდება კონკრეტული პროგრამები და პროექტები“- აცხადებს ის.

 

სამედიცინო კორპორაცია ევექსის მემორანდუმი შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან

 

ქუთაისის ტრენინგცენტრი სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ აკადემიური ნაწილია, რომლის შექმნის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყანაში სამედიცინო მომსახურების განვითარებას. გამომდინარე აქედან, თანამშრომლობა მოიცავს საქმიანობის მრავალ სპექტრს, მაგრამ უპირველესად ითვალისწინებს უნივერსიტეტის სტუდენტების მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებად მომზადებას, მათი პიროვნული პოტენციალის რეალიზაციას და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას. მემორანდუმის თანახმად მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ აუცილებლად ჩაატარებენ ერთობლივ სემინარებს, ტრენინგებსა და კონფერენციებს, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს რეგიონში დარგის განვითარებას.

 

 

 

გიორგი ფხაკაძე, სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ გენერალური დირექტორის მოადგილე სტრატეგიისა და განვითარების მიმართულებით: „რეგიონის ყველა რაიონში არის ჩვენი კორპორაციის მმართველობის ქვეშ საავადმყოფო. შესაბამისად, მემორანდუმი არის საშუალება, ჩვენმა თანამშრომლებმა მიიღონ უწყვეტი სამედიცინო განათლება უნივერსიტეტთან ერთად. აქ გვექნება როგორც უმაღლესი დონის სამედიცინო სასწავლო, ასევე სტაჟირების პროგრამები. რაც მთავარია, ეს იქნება უფრო ღრმა და ეფექტური თანამშრომლობა უნივერსიტეტსა და სამედიცინო კორპორაციას შორის. უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც  კორპორაცია „ევექსი“ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გახსნის სიმულაციის ოთახს საერთაშორისო აღჭურვილი ლაბორატორიებით, რაც იქნება  უმაღლესი საშუალება, ჩვენმა თანამშრომლებმა მიიღონ საჭირო სამედიცინო განათლება.“

 

 

„საექთნო პროგრამა“ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია, რომელსაც უკვე ახორციელებს ქუთაისის ტრენინგცენტრი; შემდეგი იქნება ექიმთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები. მემორანდუმის თანახმად, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყველა ამ პროექტის განხორციელებაში აქტიურად მიიღებს მონაწილეობას.

 

 

„ჩვენ დიდი ხანია ვთანამშრომლობთ საქართველოში მოქმედ ყველაზე დიდ „სამედიცინო კორპორაცია ევექსთან~, რომელიც წარმატებულია ქვეყანაში სამედიცინო ინოვაციებითა და სერვისების თვალთახედვით. ახალი მემორანდუმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი უნივერსიტეტისთვის, რადგან ის ითვალისწინებს არა მხოლოდ თანამშრომლობას პროფესორ მასწავლებელთა დონეზე, არამედ ჩვენი სტუდენტების სტაჟირებას ქუთაისის ტრენინგცენტრში. უნდა ითქვას, რომ ჩვენს უნივერსიტეტში მოეწყო ანალოგიური ტრენინგცენტრი და ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ საკითხში „ევექსის“ გამოცდილების გაზიარება, როგორც სტუდენტების, ასევე კურსდამთავრებულთა ერთობლივად მომზადების თვალსაზრისით. ეს ნაბიჯი უმნიშვნელოვანესი იქნება ჩვენს რეგიონში სამედიცინო სფეროს განვითარებისთვის“, – განაცხადა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ალიოშა ბაკურიძემ.

 

 

ქუთაისის ტრენინგცენტრის დირექტორის გიორგი ბერაიას თქმით: „მემორანდუმი ემსახურება თანამშრომლობას, რომლის საბოლოო მიზანია ახალგაზრდა თაობის, სტუდენტების ან თუნდაც კორპორაციის ქსელში დასაქმებული და გადამზადებული კადრების კვალიფიკაციის ამაღლება. სწორედ ეს შეთანხმება იქნება მოსამზადებელი, საბაზისო ელემენტი, რომ საბოლოოდ  ბათუმის უნივერსიტეტის  სტუდენტები თუ კურსდამთავრებულები დასაქმდებიან „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“  საავადმყოფოების ქსელში“.

 

 

„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ საქართველოში უმსხვილეს ჰოსპიტალურ ქსელს ფლობს, რომელიც ქვეყნის 6 რეგიონში 36 კლინიკას აერთიანებს და ჯამში 10 000 ადამიანზე მეტი ჰყავს დასაქმებული. კორპორაციის ბიზნესსტრატეგია და უმთავრესი მიზანია თითოეულ რეგიონს შესთავაზოს პაციენტზე მორგებული სამედიცინო მომსახურება. სწორედ ამ მიზნით ინერგება მაღალტექნოლოგიური სამედიცინო სერვისები, მუდმივად ზრუნავენ სამედიცინო პერსონალის განათლებასა და კვალიფიკაციაზე  და რაც ყველაზე მთავარია, სრული სამედიცინო მომსახურებით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერი სოციალური სტატუსის მქონე პირს.

 

 

‘ტელეფონის ნომერი ცნობილია, პოლიცია კი არ რეაგირებს’

 

„ერთხელ მოვიდა მხოლოდ პოლიცია დასაკითხად რომ ვალი მოეხადა, ამის შემდეგ არავინ მოსულა და არც არაფერს აკეთებენ. მათ არ აქვთ თანამშრომლობის სურვილი. მე-16 დღეა ამ ფაქტიდან გასული და არავინ მოსულა დასაკითხად. არც ჩემი მეუღლე დაუკითხავთ, არც მე, არც მეზობლები. აქედან გამომდინარე, მე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან ერთად ვაპირებ პროკურატურაში შევიტანო სარჩელი და მოვითხოვო სრულყოფილი გამოძიება“ -აცხადებს ლევან ტეტემაძე.

 

 

ლევან ტეტემაძე ამბობს, რომ თავდამსხმელებიდან რამდენიმე მათგანის ამოცნობას შეძლებს, თუმცა ისინი მანამდე არასდროს უნახავს.

 

 

ცნობილია ტელეფონის ნომერი, რომლის მეშვეობითაც თავდასხმის დღეს მას უკავშირდებოდნენ, თუმცა „ბილაინის“ ოფისი ინფორმაციის გაცემაზე უარს ამბობს.

 

 

„ტელეფონის ნომერი ცნობილია, პოლიცია კი არ რეაგირებს. ამ ნომრის შესახებ ინფორმაცია პოლიციას  შემთხვევიდან ხუთი წუთის შემდეგაც ჰქონდა. ნომერი ეკუთვნის „ბილაინის“ დილერს და მის სახელზეა რეგისტრირებული, ნომრებს ის გარკვეულ პირებს აძლევდა. ამონაწერის გაკეთებაზე კი „ბილაინის“ ოფისში მას უარი უთხრეს, რადგან  აკრძალული გვაქვსო.  რა უნდა ვიფიქროთ ამის შემდეგ? ასევე პოლიციას აქვს სათვალთვალო კამერებიდან ამოღებული უამრავი  კადრი, რომელიც დამონტაჟებულია საქალაქო სასამართლოს ტერიტორიაზე, სადაც შემთხვევა მოხდა. ჩვენ რამდენჯერმე ვიყავით პოლიციაში და დარწმუნებული ვართ, მათ იციან ვინ არის თავდამსხმელი, მაგრამ ზემოდან აქვთ ბრძანება, რომ არ გამოიძიონ“ – აცხადებს გიორგი კირთაძე.

 

 

მისი განცხადებით,  ბრძანება პოლიციის მაღალჩინოსნებისგან გაიცა:  „სავარაუდოდ ბრძანება თამაზაშვილი-ჭიკაიძე-ერმაკოვის მითითებით არის გაცემული, ცალსახად ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება ნაციონალური მოძრაობის წევრებზე, სხვა შემთხვევაში, თეორიულადაც წარმოუდგენელია შუა ქალაქში, დღისით, უამრავი ვიდეოთვალის თანდასწრებით ასეთ მდგომარეობაში ჩააგდო ადამიანი, გქონდეს ტელეფონის ნომერი და მაინც ვერ მოახდინო ამ პირების იდენტიფიკაცია. უფრო მეტიც, საუბარი მიდის იმ მუხლზე, რომლის მიხედვითაც დამნაშავეების დაკავების უფლება შესაბამის უწყებებს არ აქვთ, მუხლი მხოლოდ 400 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს, მაშინ როცა ლევან ტეტემაძეს აქვს სერიოზული ტრავმები მიღებული სახეზე, ტვინის შერყევა-შეშუპება  და ამაზე არსებობს ექიმის დასკვნა“.

 

 

ლევან ტეტემაძე შვიდ ივნისს,  ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების:  გიგა ბოკერიას, გიგი უგულავას და გიორგი ბარამაძიძესთან  რამდენიმე მოქალაქის დაპირისპირების დროს, ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში მონაწილეობდა. გიორგი კირთაძის აზრით, სწორედ ამ მიზეზით მოხდა მასთან ანგარიშსწორება. 

 

 

საქართველოს შს სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ლევან ტეტემაძის ცემის ფაქტთან დაკავშირებით, „ყველა საჭირო ღონისძიება მიმდინარეობს, დამნაშავე პირების დასადგენად“. 

ჯვრები ქალაქში

 

ხშირ შემთხვევაში  სადენები მწყობრიდანაა გამოსული. მოუვლელია ჯვრის ირგვლივ არსებული ტერიტორიაც. მსგავსი ტენდენციაა ქალაქის სხვა უბნებშიც. ქუჩის თავში, ბოლოში, აივნებზე და სკვერებში აღმართული რკინის ჯვრები ყოველდღიურობად იქცა. ერთ-ერთი სახლის კედელზე პოსტერი გაუკრავთ დავით აღმაშენებლის გამოსახულებით და  წარწერით: „ქართველნო ერთად ღვთისაკენ!“. განსაზღვრავს თუ არა ჯვრების სიმრავლე ადამიანის რწმენის ხარისხს და რას უკავშირდება ჯვრების აღმართვის ასეთი მასშტაბური პროცესი ქვეყანაში?

 

„რაც მეტია ჯვარი, მით მეტია მადლი“, – გვეუბნება ნიკოლოზ ლატარია. მას მიაჩნია, რომ ჯვრების სიმრავლე ადამიანებს ღმერთთან აახლოებს: „შეიძლება და კარგია. ის ტერიტორია, სადაც ჯვარია, ნაკურთხია. Gაივლის ადამიანი, პირჯვარს გადაიწერს და ღმერთი გაახსენდება. ეკლესია კი სკვერშია და შეიძლება ვერ დაინახოს“. 

 

 

„ბათუმელების“ მიერ გამოკითხული ადამიანების ნაწილი, საჯარო სივრცეში განთავსებული ჯვრების შესახებ აზრს გამოხატავს, თუმცა საკუთარ ვინაობას ბოლომდე არ ამხელს. „მე მასწავლებელი ვარ და არ მინდა ჩემი გვარი დაწეროთ“, – გვეუბნება გულნაზი. მას მიაჩნია, რომ რკინის ჯვრები უნდა იდგეს და მასზე სახელმწიფო ანუ ქალაქის მერია უნდა ზრუნავდეს: „ჩემს ეზოში ბიზნესმენი ცხოვრობდა და იმან დადგა ჯვარი, თუმცა ღამით არ ანათებს. ასეთი სიმრავლეც არ მიმაჩნია სწორად. ერთ თითზე რომ უამრავ ბეჭედს აისხამ, იმას ჰგავს. ზედმეტობა გამოდის“.

 

გულიკოც ამ უბანში ცხოვრობს: „მე სხვა აღმსარებლობის ვარ, ამიტომ რკინის ჯვრებთან დაკავშირებით არ მინდა ჩემი აზრი გამოვთქვა. თუმცა, გული იმაზე შემტკივა და არ მომწონს, რომ ჯვრები მოუვლელია“.  

 

 

უბნის მცხოვრებთა ნაწილი ამბობს, რომ არ იციან ვინ ათავსებს რკინის ჯვრებს ქუჩაში: „ალბათ მერია. ასე არ არის?“; „ვისაც გაუხარდება, ის აკეთებს, რა ვიცი. თუმცა მადლია და კარგია, რომ დგას“, – ამბობს ოთარ მაღლაფერიძე.

 

როგორ უყურებს ქუჩაში ჯვრების აღმართვის პროცესს საქართველოს საპატრიარქო?

 

 

„დადებითად ვაფასებ, რა თქმა უნდა, მოსახლეობის დიდი ნაწილი მართლმადიდებელია ქვეყანაში და აქვთ სურვილი, რომ მათი სახლის სიახლოვეს იყოს ეკლესია. როცა სასულიერო პირს მიმართავენ და სთხოვენ, რომ აღმართოს ჯვარი, ეკლესია ამაში ეხმარება და ხელს უწყობს. ვერავითარ უხერხულობას მე ამაში ვერ ვხედავ“, –  აცხადებს საქართველოს პატრიარქის მდივანი, მამა მიქაელ ბოტკოველი. 

 

 

ბათუმის იოანე ღვთისმეტყველის სასულიერო სემინარიის რექტორი, თეოლოგი ზაზა კილაძე მიიჩნევს, რომ პროცესი, რომელიც საჯარო სივრცეში რკინის ჯვრების განთავსებას ეხება, ქაოტურია:  „მე ამას იცით რას ვადარებ? ერთი პერიოდი ჯინსები რომ შემოვიდა მოდაში და ადამიანები საჭმელს იკლებდნენ, ჯინსები რომ ეყიდათ და ჩაეცვათ, ინსტრუქციას არ უყურებდნენ, ქალს კაცის ეცვა, კაცს ქალის, დაახლოებით იგივე პროცესია“.

 

 

თეოლოგის აზრით, ეს მოდურობა ნაკლებმორწმუნეობის შედეგი უფროა, ვიდრე რწმენის: „ეს ხდება მაშინ, როცა  რწმენის ნაკლებობაა. როდესაც არ გწამს, ამ დროს სხვის ფეხის ხმას ხარ აყოლილი და იმას აკეთებ, რასაც სხვა. ჯვარი სამკაული გახდა, დაბნეულია განათებები, რელიგიური სიმბოლიკა კი არა, უფრო სანახაობისა და აქსესუარის სახეს იძენს.“

 

 

თეოლოგი მიიჩნევს, რომ სადაც ჯვარი დგას, იქ არ შეიძლება მანქანის პარკინგი იყოს. „ცხოველი ავიდეს, ალოკოს ან მოისაქმოს, ეს მომენტები ჩვენთან უმეტეს შემთხვევაში გათვალისწინებული არ არის. ხატები დაბრძანებულია თბილისშიც და სხვა ქალაქებში, მაგრამ არის შემთხვევა, როცა ჩამსხვრეულია მინა, მისასვლელი არ არის მოწყობილი, ზედ აზის ფრინველი და ათასი უბედურება. ჯვარი დგას, მივა ადამიანი ქაღალდს დააგდებს, ცელოფანს ჩამოკიდებს, ეს კარგია? ამ შემთხვევაში ურწმუნოების მიმანიშნებელია. მოდაშია ახლა, შემდეგ ნელ-ნელა მოიშლება. ეს ჯვრები თუ ხატები უყურადღებობით გაქრება, ისე როგორც ჯინსების ბუმი გაქრა“.

 

 

 

ზაზა კილაძე ჯვრებისა და ხატების საჯარო სივრცეში განთავსების პრობლემას ვერ ხედავს, მისთვის მთავარია ამ პროცესში კანონიკა იყოს დაცული: „საკულტო ნაგებობების ქუჩებში დადგმა არ არის მხოლოდ ქრისტიანული, ბუდას ქანდაკებებიც დგას და სხვა რელიგიებშიც მიღებულია. ძველი მილანი მთლიანად ხატებით არის მოფენილი, იერუსალიმი, რომი მთლიანად რელიგიური სიმბოლიკებია, მაგრამ იქ არის მოვლილი და პასუხისმგებლიანი ადამიანების ხელშია. ასეთ შემთხვევაში ეს არ აუფერულებს ხატს, ჯვარს ან რწმენას. გაუფერულება მის არაკანონიკურ მიდგომაშია და არა ჯვრების სიმრავლეში“.  

 

 

თეოლოგის აზრით, ჯვრების აღმართვის პროცესი ქაოტურად რომ არ მიმდინარეობდეს, ამისთვის მრევლის განათლებაა საჭირო: „ტყეშიც კი ვნახე ჯვარი აღმართული, სადაც მოუნდებათ, იქ დგამენ. რომ იკითხავ, ეს ვინ გააკეთა, უმრავლესობა ამბობს, რომ არ იცის. კულტურულად რომ მოხდეს, მრევლი, რომელიც დადის ტაძარში, მას უნდა უქადაგოს მოძღვარმა, საზოგადოებრივ ადგილებში რა შემთხვევაში შეიძლება ხატის დასვენება და როგორია ამის კანონიკა. ეს განმარტებული არ არის. ამიტომ აკეთებენ ადამიანები თვითნებურად, ზოგი მოდის გულისთვის, ზოგი მეზობელს ეჯიბრება“. 

 

 

ლაიფციგის უნივერსიტეტის დოქტორანტის, თეოლოგ ზურაბ ჯაშის მოსაზრებით,  ღვთისმსახურების საგნების საჯარო სივრცეში გადმოტანის მიზეზი საზოგადოებრივი და სახელმწიფო ინსტიტუტების სისუსტეში უნდა ვეძებოთ.

 

 

„90-იანი წლებიდან მოყოლებული ჩვენი საზოგადოება დღემდე გარდამავალ პერიოდში იმყოფება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ვერ შევძელით საბჭოთა პერიოდში ჩამოყალიბებული მენტალობისა და ღირებულებების შემცვლელი ახალი საზოგადოებრივი ცხოვრებისა და კულტურის შექმნა. სწორედ ეს, ჯერ არდასრულებული საზოგადოებრივი შემოქმედების პროცესი, აჩენს არასტაბილურობისა და დაუცველობის განცდას მოსახლეობაში, რასაც თან სდევს მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა. შედეგად, ბუნებრივია, ჩნდება მძაფრი მოთხოვნა სტაბილურობის, წესრიგისა და კეთილდღეობის, რისი მოცემაც დღეს მიწიერ, ადამიანურ ინსტიტუტებს არ შეუძლიათ და ხალხიც თავისი მოთხოვნების დაკმაყოფილებას ზეციურ ინსტიტუტებში ეძებს.

 

 

როდესაც ქვეყანაში არ არსებობს ღირსეული დასაქმების საშუალება და მე არ ვიცი ხვალ რითი უნდა გამოვკვებო ჩემი შვილი, ერთადერთ იმედად ღვთის წყალობა მესახება; როდესაც ვინმე ჩადის ჩემი ან ჩემი ოჯახის წევრის წინაშე დანაშაულს და მე არ ვარ დარწმუნებული, რომ სასამართლოში მივაღწევ სამართლიანობას და ის დასჯის დამნაშავეს, მე მხოლოდ ღმერთის სამართლიანობის მჯერა. ამ ფსიქოლოგიური მდგომარეობით აიხსნება ის მოვლენა, რომ ქუჩებში და საჯარო ადგილებზე გვხდება ამდენი ჯვარი და ხატი, შენდება უამრავი ეკლესია-მონასტერი. ეს ყველაფერი ექცევა იმ ზოგადი ტენდენციის ლოგიკაში, რომ საერო სუსტი ინსტიტუტები ჩანაცვლებულ იქნას სასულიეროთი.

 

ამ მოვლენის ჯანსაღ ჩარჩოებში მოქცევა საზოგადოების საკეთილდღეოდ შეიძლება იმ პირობით, თუ ეკლესიის მმართველი იერარქია კარგად გააცნობიერებს ამგვარი სრულიად მიწიერი პრობლემებით გამოწვეული რელიგიურობის არაქრისტიანულ ხასიათს და ეცდება მის გამოსწორებას.

 

ყოველი ქრისტიანი და, პირველ რიგში, სამღვდელოება მოვალეა ქრისტეს სიყვარული სიტყვითა და საქმით უქადაგოს  ქვეყანას და არა მხოლოდ რიტუალებით. მაგრამ დღეს რას ვხედავთ? ეკლესიის მმართველობა პრაქტიკულად არაფერს აკეთებს უმძიმეს მატერიალურ მდგომარეობაში მყოფი, სასოწარკვეთაში ჩავარდნილი მოსახლეობის დიდი ნაწილის დასახმარებლად, მიუხედავად იმისა, რომ ის საკმაოდ ბევრ თანხა იღებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რომელიც ივსება ისევ მოსახლეობიდან ამოღებული გადასახადებით. უფრო მეტიც, იშვიათად მოისმენთ ქადაგებაშიც კი მოწოდებას ერთმანეთის დახმარებისა და საზოგადოებრივი სოლიდარობისაკენ, რომელიც ასწავლიდა საზოგადოებას ერთმანეთისადმი უანგარო სიყვარულს და მხარდაჭერას და მოახდენდა ერის კონსოლიდაციას, სამოქალაქო თვითშეგნების გაძლიერებას.

 

 

ევროპის ქვეყნებში სხვადასხვა აღმსარებლობის ეკლესიის ხილვადობა საჯარო სივრცეში გაცილებით ნაკლებია საქართველოსთან შედარებით, მაგრამ ეს მათ სულაც არ უშლით ხელს, რომ გავლენა იქონიონ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. მათი გავლენის ბერკეტს წარმოადგენს არა იმდენად რიტუალები და რელიგიური სიმბოლოების წარმოჩენა, რამდენადაც სოციალური აქტიურობა. ეკლესიებთან არსებობს სხვადასხვა სახის საქველმოქმედო ფონდი, რომლებიც აფინანსებენ სოციალურად დაუცველი პირების თავშესაფრებს, სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებებს, საბავშვო ბაღებს და ა.შ. ვფიქრობ, საქართველოში სწორედ ამგვარი საქმიანობის გაშლა აუცილებლად ხელს შეუწყობს როგორც თვითონ ეკლესიის ნამდვილი ბუნების წარმოჩენას, ასევე, ზოგადად, ჩვენი ქვეყნის განვითარებას“.  

“თხრობითი პერფონმანსები” დასრულდა

 

 

თხრობითი პერფორმანსების ფესტივალი“ 6 ივნისს დაიწყოდა 5 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.

 

ყოველკვირეულად, „დემოკრატიის მთხრობელთა დასის“ წევრებისგან დაკომპლექტებული გუნდები (7 გუნდი, თითოეულში 5 წევრი), მათ მიერ მიძიებულ და დამუშავებულ დემოკრატიის ისტორიებზე წარმოადგენდნენ თხრობით პერფომანსებს. ფესტივალს ჰყავდა ჟიური, რომელიც ყოველკვირეულად იცვლებოდა და დაკომპლექტებული იყო სხვადასხვა სექტორში მოღვაწე ადამიანებისგან,  „დემოკრატიის მთხრობელთა დასში“ გაწევრიანებულნი არიან სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ახალგაზრდა, რომელთაც გაიარეს „დემოკრატიის მთხრობელთა სკოლის ტრენინგ-კურსები.

 

 ფესტივალის ფინანსურ მხარდაჭერას ახორციელებს „ფონდი ღია საზოგადოება საქართველო“ და აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი.

 

ისინი მოგვითხრობენ დემოკრატიაზე

 

„თხრობითი პერფორმანსების ფესტივალი და ზოგადად, ეს პროექტი ჩემთვის აღმოჩნდა ერთგვარი გზა და შესაძლებლობა ხმამაღლა მესაუბრა პრობლემაზე, რომელიც მე მაწუხებდა. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ მე დავინახე, მარტო არ ვარ,” _ ამბობს ირმა დიმიტრაძე, „თხრობითი პერფორმანსების” საორგანიზაციო გუნდის წევრი და ერთ-ერთი მთხრობელი.

„ჩვენ უნდა შევცვალოთ” – ამ თემით წარადგინა ირმამ თავისი ისტორია ერთ-ერთ პერფორმანსზე. ირმას ისტორია, რომელშიც ის რელიგიურ პრობლემატიკაზე საუბრობდა, განხილვის საგანი გახდა.
„სთორითელინგი – ეს არის მიმდინარეობა, კონკრეტული ისტორიების დახმარებით ადამიანები ადამიანურ, გასაგებ ენაზე საუბრობენ და ჰყვებიან ისტორიებს, მაგალითებს დემოკრატიის, დემოკრატიული ღირებულებების შესახებ,” _ ამბობს ციალა ქათამიძე, ასოციაცია „ბორჯღალის” აღმასრულებელი დირექტორი.

 

მთხრობელთა დასი მიმდინარე წლის მარტში, სწორედ ორგანიზაცია “ბორჯღალის” ინიციატივით დაფუძნდა, „თხრობითი პერფორმანსები” კი ფონდ `ღია საზოგადოება საქართველოს~ მხარდაჭერით დაფინანსებული პროექტის „დემოკრატიის ისტორიები სამოქალაქო ცნობიერებისათვის~ ფარგლებში იმართება. დასი აერთიანებს 50 ახალგაზრდას, რომლებმაც მთხრობელთა სკოლის ტრენინგკურსები გაიარეს. მოგვიანებით კი თითოეული მათგანი თხრობით პერფორმანსებზე თავიანთი ისტორიით წარსდგა.
„ამ პერფორმანსებმა მე პირადად მომცა საშუალება, რომ ის, რაზეც ვფიქრობდი, მომწონდა და ვავრცელებდი ოთხ-ხუთ მეგობარში, ახლა უფრო ფართო აუდიტორიისთვის მეჩვენებინა. რაც გავაკეთე კიდეც დღეს,“ _ ამბობს ნინო ჩხაიძე, თხრობითი პერფორმანსების ერთ-ერთი მონაწილე.

 

 

„ეს ფესტივალი მოვაწყვეთ იმისთვის, რომ ამ ადამიანებმა ასევე შეჯიბრებითობის პრინციპით დაუმტკიცონ ერთმანეთს, რამდენად აქვთ შესაძლებლობები და მიიღონ კომპეტენტური შენიშვნები ჟიურის წევრებისგან. ამ ისტორიებით გვინდა მოვუთხროთ მუნიციპალიტეტებში, ბათუმში მცხოვრებ ადამიანებს, რამდენად მნიშვნელოვანია ის ისტორიები, რომლითაც უნდა აიგოს ჩვენი ქართული სახელმწიფოს განვითარება,” _ ამბობს ციალა ქათამიძე.

 

მისივე თქმით ფესტივალის ფარგლებში ჩატარებული თხრობითი პერფომანსებისგან შეარჩევენ სამოქალაქო აქტივიზმისა და დემოკრატიული იდეალებისათვის ბრძოლის ამსახველ 10 საუკეთესო ისტორიას, რომლებსაც ჩაწერენ ვიდეორგოლების სახით და აჩვენებენ აჭარის ტელევიზიის ეთერით.

 

აქცია საკონსტიტუციო სასამართლოსთან

 

აქციის მონაწილეები  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების  მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისებას აპროტესტებენ .

 

აქციაზე იმყოფება რამაზ სურმანიძე-ბათუმის საკრებულოს ახლადარჩეული დეპუტატი  პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანობის დარბაზის“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი.

 

აქციაზე სიტყვით გამოვიდა პოეტი ვახტანგ ღლონტი, რომელიც ბათუმის   საკრებულოს  ყოფილი თავმჯდომარის გიორგი კირთაძისა და მოქმედი თავმჯდომარის – ირაკლი ჩავლეიშვილის მრჩეველია.

 

ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს გიორგი პაპუაშვილს მოუწოდებენ გააუქმოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რის საფუძველზეც გაუქმდა პარლამენტის გადაწყვეტილება  და ნებისმიერ  მოქალაქეს აქვს უფლება შეიძინოს მიწა საქართველოში.

 

 

საქართველოს მოქალაქეები პარლამენტის წინააღმდეგ

 

საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს მოქალაქეები – ილია ლეჟავა და  ლევან როსტომაშვილი  საქართველოს შრომის კოდექსის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების შეცვლას ითხოვენ, რადგან მიაჩნიათ რომ ეს მუხლი დისკრიმინაციულია.

 

 შრომის კოდექსის ამ მუხლის თანახმად,   სპეციალური რეჟიმის მქონე საწარმოებში თანამშრომელთა სამუშაო დრო 48 საათია.   ჩვეულებრივ სამუშაო დრო კი  40 საათი. სახანძრო, საგანგებო, სამაშველო და სხვა მსგავს სამსახურებში   კვირის განმავლობაში სამუშაო განაკვეთი 48 საათი გამოდის. 

მოსარჩელეების განმარტებით,მათი  სამუშაო განაკვეთი ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-14 მუხლს. საკონსტიტუციო სასამართლოშ საქმსი არსებითი განხილვა მიმდინარეობს.

Exit mobile version