მესამე დღეა მაშველები 23 წლის მამაკაცს ეძებენ

 

სააგენტოს ხელმძღვანელის, მამუკა თურმანიძის განცხადებით, სამძებრო სამუშაოები და მეთვალყურეობა ამ დრომდე გრძელდება, წუხელ სამძებრო სამუშაოებს სამბალიანმა შტორმმა შეუშალა ხელი, რადგან წყალში ხილვადობა დაბალი იყო.

 

მამუკა თურმანიძე ამბობს, რომ ეს მის პრაქტიკაში პირველი შემთხვევაა, როცა სამი დღის მანძილზე ზაფხულში ვერ ახერხებენ ადამიანის პოვნას: „სამი დღე მაქსიმუმია, რადგან ზაფხულში წყალი თბილია. 2012 წლიდან ვმუშაობ სამაშველო სამსახურში და ეს პირველი შემთხვევაა, როცა ამ ხნის მანძილზე ვერ ვპოულობთ.“

 

სამაშველო სამუშაოებში ჩართულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო სამსახურის თანამშრომლებიც.

საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბათუმის #1 განყოფილება იძიებს. 

ცვლილება ჯაზ ფესტივალის პროგრამაში

ფესტივალის ორგანიზატორების თქმით, Liv Warfield-ი და The NPG Hornz-ი შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალზე ვეღარ ჩამოვა, ამის მიზეზი გადადებული ფრენები გახდა. “ისინი სავარაუდოდ თბილისის ჯაზ-ფესტივალზე ჩამოვლენ. სხვა ცვლილებები ფესტივალის პროგრამაში ჯერ-ჯერობით არ იგეგმება” – ამბობს საორგანიზაციო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, ლევან გიორგაძე.




 

”აწარმოე საქართველოში” -ახალი სახელმწიფო პროგრამა

 

 

პროგრამა საქართველში პირველი ივნისიდან ამოქმედდა. მისი მიზანია ადგილობრივი ახლადშექმნილი საწარმოების განვითარება და ხელშეწყობა.

 

სახელმწიფო დაინტერესებულ მეწარმეს ფინანსურ, ინფრასტრუქტურულ და საკონსულტაციო მხარდაჭერას სთავაზობს.

 

მეწარმეს შეუძლია ახალი საწარმოს შესაქმნელად პროგრამაში მონაწილე რომელიმე ბანკში წარადგინოს პროექტი და აიღოს შეღავათიანი სესხი, ასევე სახელმწიფოსგან სიმბოლურ ფასად მიიღოს უძრავი ქონება მასში საწარმოს ამოქმედების პირობით.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის ეკონომიკის სამინისტროს, აჭარის სოფლის მეურნეობის, პროგრამაში მონაწილე კომერციული ბანკებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები. პროგრამის პრეზენტაციაზე ასევე იმყოფებოდა საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ქეთი ბოჭორიშვილი.

 

ბიზნესმენი თამაზ წინწკარაძე პროექტს დადებითად აფასებს:

„მაქვს გადამამუშავებელი წისქვილ-კომბინატი. ეკონომიკის სამინისტროს წერილობით მივმართე და დარწმუნებულ ვარ საწარმოს გადაიარაღებაში დამეხმარებიან. ამ პროგრამის პირობებში ეს წისქვილ-კომბინატი იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საწარმო დასავლეთ საქართველოში“.  

 

პროგრამას ახორციელებენ საქართველოს ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები. პროგრამის ბიუჯეტი 46 მილიონი ლარია. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.        

 

ბათუმის ლოგოს საზოგადოება შეარჩევს

„ეისითი“, ბათუმის მერიის მიერ 2014 წლის შვიდ მაისს, ბათუმის ბრენდკონცეფციაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანიაა, რომელმაც სამუშაობი 32 ათას ლარად შეასრულა. ტენდერის პირობით ბრენდკონცეფციის შექმნის მიზნით კოპანიას დაევალა ეკონომიკური ბაზრის კვლევა.

პრეზენტაციას ბათუმის მერიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის წარმომადგენელი ნათია აფხაზავა თვლის, რომ ბათუმის ბრენდკონცეფციის შექმნაში გაუთვალისწინებელია ადგილობრივი მოსახლეობა და ამბობს, რომ პროექტს დახვეწა სჭირდება.

ბათუმის მერიის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსის სოფო მეგრელაძის თქმით, შექმნილია 11 კაციანი კომისია, რომელშიც შედიან წარმომადგენლები ბათუმის მერიიდან, საკრებულოდან, აჭარის მთავრობიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან. კომისია ტენდერით გათვალისწინებული პირობების შესრულებას გაუწევს მონიტორინგს.

 

გამარჯვებული ლოგოტიპის გამოსავლენად ბათუმის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ამოქმედდება ელექტრონული ხმის მიცემის სისტემა, სადაც საზოგადოება საკუთარი გემოვნების მიხედვით შეარჩევს სასურველ ლოგოს.


სოფლის მოსახლეობის ექიმამდელი სამედიცინო დახმარების პროგრამით 93 834 პაციენტმა ისარგებლა

 

 
2014 წლის 6 თვის განმავლობაში:
 
– 93 834 პაციენტს ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო მომსახურება
– 30 322 ლარის ღირებულების მედიკამენტები გადაეცათ თემის სამედიცინო პუნქტებს
– გაიცა 184 ნაკრები ტესტ–ჩხირი და 15 ერთეული გლუკომეტრის აპარატი 
– 371 046 ლარი გაიცა მედდების შრომის ანაზღაურებისათვის
 
პროგრამის მიზანი სოფლის მოსახლეობისათვის ექიმამდელი სამედიცინო დახმარების მიწოდებაა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სოფლის დასახლებულ ადგილებში, განსაკუთრებით მთიან მუნიციპალიტეტებში, გეოგრაფიული მდებარეობისა და კლიმატური პირობების გამო მოსახლეობისათვის დროული სამედიცინო მომსახურების მიწოდება გართულებული იყო, რამაც გამოიწვია მათთვის ადგილზე ექიმამდელი სამედიცინო დახმარების ორგანიზების აუცილებლობა.

ქვეპროგრამის მოსარგებლე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობაა.

პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია, იხილეთ შემდეგ ბმულზე.

ბათუმში ახალი საავადმყოფოს მშენებლობა დასასრულს უახლოვდება

 

„ბაჰჩეშეჰირის“ უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის გახსნა, ქ. ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე სამედიცინო დაწესებულებასთან ერთად იგეგმება. მშენებარე მრავალფუნქციური საავადმყოფო 100 საწოლზეა გათვლილი და ის, წლის ბოლომდე გაიხსნება.


პაციენტები აქ კარდიოქირურგიულ მომსახურებასთან ერთად, თითქმის ყველა სახის სამედიცინო მომსახურების მიიღებენ.


საავადმყოფოსა და უნივერსიტეტის მშენებლობა თურქული ინვესტიციით ხორციელდება.

 

უნივერსიტეტში სწავლა ინგლისურ ენაზე წარიმართება. „BAU”-ს უნივერსიტეტი ქ. სტამბოლში მდებარეობს, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა 9 ფაკულტეტზე მიმდინარეობს, ხორციელდება 2 სადოქტორო პროგრამა. უნივერსიტეტში განათლებას 17 ათასი სტუდენტი ღებულობს.

 

 

სტომატოლოგთა კონგრესი ბათუმში

 

ზურაბ ალხანიშვილი
ზურაბ ალხანიშვილი

„წელს კონგრესის ათი წლის იუბილეა და მასშტაბური ღონისძიებები დავგეგმეთ. წელს უფრო პრაქტიკული ნაწილი დავტვირთეთ, არის სხვა და სხვა სექცია,  რამდენიმე დარბაზში ერთდროულად მიმდინარეობს ლექციები“  – ამბობს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი ზურაბ ალხანიშვილი.

 

მისი თქმით, კონგრესზე 400 ექიმია რეგისტირებული, მათი უმრავლესობა აჭარის რეგიონიდანაა. ასევე, კონგრესში მონაწილეობენ  ექიმები მეზობელი ქვეყნებიდან და ლექციები, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად,  ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე მიმდინარეობს.

 

„მედიცინაში და განსაკუთრებით  სტომატოლოგიაში ძალიან მნიშვნელოვანია განათლება. სტომატოლოგია ის დარგია, რომელიც ტექნოლოგიაზე ძალიან არის დამოკიდებული, თუ სისტემატურად არ გაეცანი სიახლეებს, არ დაესწარი მასტერკლასებს, ამ ბაზარზე, რომელიც უზომოდ კონკურენტუნარიანია, ძალიან ძნელია, რომ თავი გადაირჩინო“ – ამბობს ზურაბ ალხანიშვილი კონგრესის მნიშვნელობაზე საუბრისას.

 

კონგრესის პარალელურად სასტუმრო „შერატონში“ მიმდინარეობს სტომატოლოგიური მასალების, ახალი ტექნოლოგიების და ფარმაცევტული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, სადაც სტომატოლოგიის სფეროში მოღვაწე თითქმის ყველა კომპანიაა წარმოდგენილი. კონგრესი ორი დღის მანძილზე გაგრძელდება, თუმცა კონგრესის ფარგლებში დაგეგმილი მასტერ-კლასები ბათუმის სხვადასხვა სტომატოლოგიურ კლინიკებში 30 ივლისამდე გაგრძელდება.

 

ზურაბ ალხანიშვილის თქმით, კონგრესის ფარგლებში  გაიმართება მრგვალი მაგიდა სტომატოლოგიაში ახალი რეგულაციის საკითხებზე, სადაც სტომატოლოგთა ასოციაცია წარმოადგენს თავისი პირველადი სამუშაოების ანგარიშს: „როცა დაიწყო ახალ რეგულაციებზე საუბარი, ჩვენ მივედით  სამინისტროში და შევთანხმდით, რომ სტომატოლოგია ასოციაცია სამინისტროს მიაწვდის რეკომენდაციებს და ამ რეკომენდაციებს სამინსიტრო მეტნაკლებად გაითვალისწინებს. ასოციაციამ დაიწყო უკვე ამაზე მუშაობა,  ძირითადი მონახაზი ჩვენ უკვე გვაქვს და ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს გავაცნობთ საზოგადოებას.“

 

საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია ხუთი ათასამდე ექიმს აერთიანებს. წელს ასოციაციას ახალი პრეზიდენტი ყავს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი  ქეთევან გოგილაშვილი.

 

ზურაბ ალხანიშვილის თქმით, ასოციაცია „ძალიან დიდი ტრადიციების მქონე ორგაზანიაციაა. ეს არის მემკვიდრე იმ პირველი კბილის ექიმების საზოგადოებებისა, რომელიც ძველად იყო საქართველოში.“  

დისკუსია: ევროპასთან დაახლოება მითებს მიღმა

 

დისკუსიის მომხსენებლები არიან:


 ანა დოლიძე, იურისტი, დასავლეთ ონტარიოს უნივერსიტეტის (კანადა) პროფესორი.


 ირინე ურუშაძე, იურისტი, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს “დემოკრატიული მმართველობა საქართველოს” პროგრამის ადგილობრივი კონსულტანტი ბათუმში.


 ივანე ჩხიკვაძე, ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ევროპასთან ინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი.

რიგით მერვე ჯაზფესტივალი KOOL AND THE GANG-მა გახსნა

რობერტ ‘ქულ’ ბელი / Robert ‘Kool’ Bell – ბასგიტარისტი; Lavell Evans – ვოკალისტი; Shawn McQuiller – ვოკალისტი

ჯაზფესტივალი 27 ივლისამდე გაგრძელდება და იტალიელი მომღერლის მარიო ბიონდის / MARIO BIONDI კონცერტით დასრულდება.

25 ივლისს კი ჯგუფ „ნიუ ფაუვერ ჯენერეიშენის“ / The NPG Hornz კონცერტია დაგეგმილი, რომელიც ტენისის კორტებზე, საღამოს ცხრა საათზე დაიწყება.

ჯაზფესტივალზე დასწრება ფასიანია. ბილეთების შეძენა შესაძლებელია ბათუმში სასტუმრო “ინტურისტსა” და კლუბ „Take Five“-ში.

ფესტივალის ეგიდით, ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე ფასიანი კონცერტის გარდა, ბენდი „MAN IN BRASS“ სამი დღის განმავლობაში 15 უფასო შოუს გამართავს.

„შავი ზღვის ჯაზფესტივალი“ კომპანია “ისთერნ პრომოუშენის” / Eastern Promotion ორგანიზებითა და აჭარის კულტურის სამინისტროს, ბათუმის მერიის, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის, „კავკასუს ონლაინისა“ და „საუნდსითის“ მხარდაჭერით ტარდება.

შავი ზღვის მერვე ჯაზფესტივალი

Lavell Evans და Robert ‘Kool’ Bell

Lavell Evans – ვიკალისტი

კურტის ვილიამსი / Curtis Williams – კლავიშისტი

Shawn McQuiller – ვოკალისტი

 

 

KOOL AND THE GANG – კონცერტის დასასრულისას

პოლიციის მანქანით ექსკურსიაზე

ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

„ბათუმელების“ კითხვაზე რას ნიშნავს როცა პოლიციელი სამსახურის მანქანას პირადი ინტერესებისთვის იყენებს, ხულოს პოლიციის უფროსი, ვახტანგ ბერიძე სამინისტროს პრესსამსახურთან შეთანხმების გარეშე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს.

რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, უწყებაში ამ ფოტოებზე შეფასებას ან განმარტებას არ აკეთებენ, სამინისტრომ „ბათუმელებს“ წერილობით მიმართვა ურჩია.

ბათუმში თევზის ბარი დაიწვა

 

 

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძრის ლიკვიდაცია დასრულებულია.

შემთხვევის ადგილზე არავინ დაშავებულა, ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება ადგენს, ამ წუთებში ტერიტორიაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მუშაობენ.

 

აქცია – წიგნები ფასდაკლებით

 

 გამოფენაზე მოსულ სტუმრებს საშუალება გაქვთ შეიძინოთ წიგნი – „მოგზაურობა ძველ ბათუმში“.

 

  ეს წიგნი გაზეთ „ბათუმელებში“ სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული სტატიების კრებულია.  სტატიები მომზადებულია ისტორიულ ცნობებზე, დოკუმენტებსა და მოგონებებზე დაყრდნობით. წიგნი დასურათებულია კერძო ფოტოკოლექციებში დაცული ფოტომასალით.

 

   წიგნების გამოფენა კიდევ გაიმართება  27 ივლისს, ძველი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე (11.00-20.00 საათამდე).

 

 

  გამოფენა-გაყიდვის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან ყოველკვირეული ბეჭდური გამოცემა – გაზეთი „ბათუმელები“ და ახალი ამბების ონლაინ გამოცემა www.netgazeti.ge

 

 

გამოფენა გაყიდვაზე წარდგენილია  ცხრა გამომცემლობის ( „ელფი“, „სულაკაური“, „დიოგენე“, „პალიტრა L“, „ლოგოს პრესი“, „ჯემალ ქარჩხაძე“, „საბავშვო ენციკლოპედია“, „საქართველოს მაცნე“, „ლაბირინთი“) წიგნები.

 

იდეა, რომელიც მოქალაქემ დააფინანსა

ჯიხურში სუვენირებს ყიდიან.

ჯიხურის შესაღებად საჭირო საღებავების ფული ცენტრის მოხალისეებს ბათუმის ახლადარჩეულმა მერმა, გიორგი ერმაკოვმა პირადი ბიუჯეტიდან მისცა. 

 

 

 

 ცენტრის მოხალისეებს ჯიხურის მოხატვაში ბათუმელი მხატვარი ირაკლი ადეიშვილი დაეხმარა.

აქტივობა განხორციელდა პროექტის ფარგლებში “ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში” (ANI),

 

 

რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით (USAID).

საკრუიზო გემი ბათუმში

 

  ხომალდი რუმინეთიდან შემოვიდა. ბორტზე 1200 -მდე ტურისტი იმყოფება.  

ისინი 50 სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიდნენ, ძირითადად კი ამერიკელები არიან.

 

მათ ტურისტული სააგენტო ,, ajara tour” მასპინძლობს, დღის განმავლობაში ქალაქს დაათვალიერებენ და ქართულ სამზარეულოს გაეცნობიან.

 

 

საკრუიზო ხომალდი ,,riviera “ ბათუმის პორტს დღეს საღამოს 10 საათზე დატოვებს და სტამბოლის მიმართულებით გაემგზავრება. გემზე ასვლისა და დათვალიერების შესაძლებლობა ბათუმელ მოქალაქეებს არ აქვთ. გემზე მხოლოდ ფოტოგრაფი აუშვეს.

გამოუვალი მდგომარეობა

 

სანამ ერთ-ერთი კვლევის ფარგლებში ქალ სექსმუშაკებთან თავად არ მომიწია შეხება, მეც ძალიან ცოტა რამ ვიცოდი მათი ყოფის შესახებ. სექსმუშაკობა გაცნობიერებული არჩევანი მეგონა, რომელიც მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებით იყო განპირობებული და მივიჩნევდი, რომ არჩევანის გაკეთებისას მათ ის რისკ-ფაქტორებიც მეტ-ნაკლებად გაცნობიერებული ჰქონდათ, რაც ამ საქმიანობას თან მოსდევს – დისკრიმინაცია, უფლებების შელახვა, ფსიქოლოგიური სტრესი, ჯანმრთელობის პრობლემები და სხვა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ არც ისე სწორხაზოვნად არის საქმე, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, ვინაიდან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ კონტექსტი, თუ რა ვითარებაში უწევთ ქალებს ამ არჩევანის გაკეთება.

 

კვლევის ფარგლებში, რომლის მიზანი სექსმუშაკების საჭიროებებისა და დისკრიმინაციის გამომწვევი ფაქტორების გამოვლენა იყო, ფოთსა და ბათუმში პირისპირი ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით რამდენიმე ათეული ქალი სექსმუშაკი პირადად გამოვკითხე.

 

მათი ისტორიები მრავალფეროვანი და ერთმანეთისგან განსხვავებულია, თუმცა მათ ბევრი რამ მაინც აერთიანებთ – უმეტესობა ადრეულ ასაკში (15-19 წლის ასაკში) დაოჯახებული და შემდგომში განქორწინებულია, ბევრია ოჯახიდან წამოსული, ან დაქვრივებული, არც თუ ისე ცოტა ნაწილი ოჯახური ძალადობის მსხვერპლია, ბევრ მათგანს ჰყავს ერთი შვილი მაინც, რომელსაც მარტო ზრდის, ჰყავთ პენსიონერი მშობლები ან შშმ ოჯახის წევრები.

 

ზოგიერთ მათგანს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, რისი მკურნალობისთვისაც მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსია საჭირო. უმეტესობას მიღებული აქვს საშუალო განათლება და ცოტა მათგანს თუ გააჩნია სხვა სამუშაო გამოცდილება. ამ ვითარებაში სექსმუშაკები ცდილობენ იმ სირთულეებთან გამკვლავებას, რაც მათ წინაშე დგას.

 

 

საქართველოში სექსმუშაობა არც ლეგალიზებული და არც კრიმინალიზებულია, შესაბამისად, ამ ვითარებაში სექსმუშაკები თავს დაცულად ვერ გრძნობენ. მათი უფლების დარღვევის შემთხვევაში, მაგალითად, მათი მისამართით სიტყვიერი შეურაცხყოფის დროს, ამჯობინებენ კონფლიქტურ სიტუაციას თავი აარიდონ. ასეთ დროს, როგორც წესი, არც სამართალდამცავ ორგანოებსა და არც უფლებადამცველ ორგანიზაციებს არ მიმართავენ. ეს იმიტომ ხდება, რომ საზოგადოებაში მათ მიმართ აპათიური დამოკიდებულება არსებობს და ეს მათ უტოვებთ შეგრძნებას, რომ ისინი იმავე უფლებებით არ სარგებლობენ, რითაც დანარჩენი მოქალაქეები სარგებლობენ.

 

მიუხედავად იმისა, რომ სექსსაქმიანობაში ჩართული ქალების მნიშვნელოვანი ნაწილი პროსტიტუციის ლეგალიზაციას ემხრობა, მათ ზუსტად არ იციან რას გულისხმობს პროსტიტუციის ლეგალიზაცია. მათ სმენიათ, რომ ევროპის განვითარებულ ქვეყნებში ლეგალიზაცია, პირველ რიგში, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობასა და მეტ დაცულობას ნიშნავს. ლეგალიზაცია გულისხმობს იმასაც, რომ სექსმუშაკები გადასახადების გადამხდელები გახდებიან, რაც ნიშნავს იმას, რომ შეიქმნება ერთიანი ბაზა, სადაც მათი მონაცემები დაფიქსირდება. ამიტომ მათი ვინაობის გამჟღავნების თეორიული შესაძლებლობა არსებობს და დაინტერესებულ პირს, ვისაც ამ ინფორმაციაზე ხელი მიუწვდება მათი დაშანტაჟების შესაძლებლობა ექნება.

 

საქმე იმაშია, რომ სექსმუშაკების ოჯახის წევრებმა უმეტეს შემთხვევაში მათი საქმიანობის შესახებ არ იციან. ისინი არ საქმიანობენ მშობლიურ ქალაქსა თუ დასახლებაში, არამედ საქართველოს დიდ ქალაქებში მიგრირებენ, ან სულაც საზღვარგარეთ მიემგზავრებიან სამუშაოდ. ამიტომ, სექსმუშაკებისთვის ანონიმურობა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია.

 

რამდენად რეალურია, რომ საქართველოში პროსტიტუციის ლეგალიზაცია მოხდეს, ამ შეკითხვას ბევრი მათგანი არასერიოზულად აღიქვამს. მათ მიაჩნიათ, რომ დღეს ეს საკითხი ყველაზე ნაკლებად აღელვებს სახელმწიფოს, შესაბამისად, მათი უფლებების დაცვის კუთხით გაუმჯობესებას უახლოეს წლებში არ ელოდებიან. მათი მოლოდინით პროსტიტუციის ლეგალიზაცია როგორც სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შემცირებას, ასევე დისკრიმინაციის შემთხვევების შემცირებასაც გამოიწვევს, თუმცა იმასაც აღნიშნავენ, რომ ლეგალიზაციის მიმართ საზოგადოებას მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება ექნება და ამას არვინ დაუშვებს.

 

სექსინდუსტრიაში მომუშავე ქალები საქმიანობას იმ შემთხვევაში დაანებებენ თავს, თუ სამუშაოს ანაზღაურება შესაბამისი იქნება იმ შემოსავალთან, რაც მათ დღეს აქვთ. ისეთი სამუშაოს პოვნა კი, რომლითაც ოჯახის რჩენას შეძლებენ, მათ არარეალურად მიაჩნიათ, ვინაიდან სათანადო არც პროფესიული უნარ-ჩვევები და არც სხვა სამუშაო გამოცდილება აქვთ, ხოლო სახელმწიფოს, როგორც უკვე ითქვა, მათთვის ყველაზე ნაკლებად სცალია.

 

ერთი რამის თქმა ცალსახად შეიძლება – სანამ სექსინდუსტრიის მომხმარებელი იარსებებს, მანამდე იარსებებს სექსმუშაკიც. ამიტომ, ადრე თუ გვიან, სახელმწიფო იძულებული გახდება ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები გადადგას.

 

ოჩი კონცელიძე

სპირალი, აბები თუ ქირურგიული კონტრაცეპცია

 

 

არ არსებობს ზუსტი სტატისტიკა, თუ რამდენი წყვილი მიმართავს კონტრაცეფციას საქართველოში, რადგან აფთიაქებში შეძენილი ჰორმონალური კონტრაცეპტული საშუალებები არ აღირიცხება.

 

არსებობს კონტრაცეფციის რამდენიმე მეთოდი: ჰორმონალური, საშვილოსნოს შიგა და ნებაყოფლობითი ქირურგიული კონტრაცეფცია, რომელიც შეუქცევად მეთოდად მიიჩნევა და მას შემდეგ ორსულობა აღარ ვითარდება. ასევე არასასურველი ორსულობისგან თავდასაცავად გამოიყენება ბარიერული მეთოდები _ კონდომები და სპერმიციდები (ნივთიერებები აბების, საცხებისა თუ სანთლების სახით, რომლებიც საშოში მოთავსებისას, სპერმატოზოიდებს შლიან) და ე.წ. ბიოლოგიური კონტრაცეფცია, რომელიც გულისხმობს თავშეკავებას, იმ პერიოდში, როცა ქალს დაფეხმძიმების დიდი შანსი აქვს, მაგალითად, მენსტრუალური ციკლის შუა კვირაში.

 

ბათუმის სამშობიარო სახლში ყოველწლიურად, ქირურგიული წესით კონტრაცეფციის საშუალოდ 15-20 შემთხვევა ფიქსირდება. ბათუმის სამშობიარო სახლის მთავარი ექიმის, მეან-გინეკოლოგის, ნუკრი ბეჟანიძის თქმით, მათთან ცალკე სტერილიზაცია არ კეთდება “ძირითადად საკეისრო კვეთისას, მესამე ან მეოთხე ბავშვის შემდეგ იკეთებენ დამატებით პროცედურად, ცალკე რომ მოვიდეს ვინმე ამ პროცედურისთვის, ასეთი რამ პრაქტიკულად არ ხდება”, – ამბობს ის.

 

საშვილოსნოს შიგა კონტრაცეფცია ანუ სპირალი, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია, რადგანაც ის მექანიკური პრინციპით მუშაობს და ორგანიზმზე არანაირი ზეგავლენა არ აქვს. იგი პატარა, 2,5 სმ-იანი თ-ს ფორმის მოწყობილობაა, რომელიც საშოში თავსდება. მისი მუშაობის პრინციპი ასეთია _ სპერმატოზოიდი მიყვება სპირალს და შემდეგ ისევ ქვემოთ ჩამოდის, სპირალი მას პრაქტიკულად წრეზე ატრიალებს, რის გამოც ის ვერ აღწევს მილებში და ჩასახვის პროცესი ფერხდება.

 

საზოგადოებრივი მხარდაჭერისა და ეროვნული თვითგანვითარების ასოციაცია “გენეზისის” ცნობით, სპირალი მაღალეფექტურ საშუალებად მიიჩნევა და ის 98-99%-ით იცავს ქალს არასასურველი ორსულობისგან.

 

სპირალი სამი წლის ვადით ისმება საშვილოსნოში, ამის შემდეგ ქალს ისევ შეუძლია დაფეხმძიმება. სურვილის შემთხვევაში შესაძლოა სპირალი ისევ ჩაისვას ქალმა, ოღონდ შუალედი პროცედურებს შორის მინიმუმ ექვსი თვე მაინც უნდა იყოს. “საკეისრო კვეთის გაკეთებიდან (რომელთა რიცხვიც დღეს ძალიან გაზრდილია), მინიმუმ ექვსი თვის განმავლობაში დაორსულება არ არის სასურველი, სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის მიმართავენ ქალები სპირალის ან მიმართავენ კონტრაცეფციის სხვა მეთოდს,” _ ამბობს ნუკრი ბეჟანიძე.

 

თუ ქალის ორგანიზმში წინააღმდეგი ჩვენება არ არის, სპირალი ყველაზე გამართლებულ მეთოდად მიიჩნევა. წინააღმდეგი ჩვენებაში სასქესო ორგანოებში მიმდინარე ანთებითი და სიმსივნური პროცესები იგულისხმება.

 

ჰორმონული კონტრაცეფცია ჰორმონული აბების მცირე დოზებით ხანგრძლივად მიღებას გულისხმობს. როცა ასეთ აბებზე კეთდება არჩევანი, აუცილებლად საჭიროა დინამიკაში კონტროლი. ნუკრი ბეჟანიძის თქმით, ჰორმონულ კონტრაცეფციას გარკვეული სირთულეები ახასიათებს: “მართალია, მათ მცირე დოზებით იღებენ, მაგრამ მაინც ჰორმონალური პრეპარატებია და გარკვეულ ზემოქმედებას ახდენენ ქალის ორგანიზმზე. გასათვალისწინებელია სისხლის შედედების კონტროლი, გაცხიმოვნების კონტროლი და სხვა. შესაბამისად, მათი ექიმთან კონსულტაციის გარეშე შეძენა და მიღება, ბევრ რისკთან არის დაკავშირებული”, _ ამბობს ის.

 

ჰორმონული კონტრაცეფციის გამოყენება არ არის რეკომენდებული ჭარბი წონის მქონე ქალებისთვის, ასევე მათთვის, ვინც მიდრეკილია ჰიპერკოაგულაციისკენ, ანუ სისხლის შედედების სისტემის გააქტიურებისკენ. ნუკრი ბეჟანიძის თქმით, ასეთ დროს ჰორმონალურმა კონტრაცეფციამ შეიძლება გამოიწვიოს ვენის თრომბოზები.

 

ნებაყოფლობითი ქირურგიული კონტრაცეფცია ანუ სტერილიზაცია მხოლოდ იმ შემთხვევებში გამოიყენება, როცა ქალს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი აღარ გააჩინოს მეტი შვილი. სტერილიზაციის დროს ხდება საშვილოსნოს მილების გადაკვანძვა და კვერცხუჯრედი ვეღარ აღწევს საშვილოსნომდე, შესაბამისად ორსულობაც ვეღარ დგება.

 

ქირურგიული წესით ქალების სტერილიზაციისას ხდება ფალოპის მილების გადაკვანძვა. ეს იგივე საშვილოსნოს მილებია, სადაც განაყოფიერება ხდება _ კვერცხუჯრედი და სპერმატოზოიდი ერთმანეთს მილში ხვდებიან, შემდეგ კვერცხუჯრედი მილითვე ხვდება საშვილოსნოს ღრუში, მაგრამ გადაკვანძვა ხურავს ამ გზას და მომავალში ორსულობა გამოირიცხება. ნუკრი ბეჟანიძის თქმით, დღეს სტერილიზაციისთვის მუცლის ღრუს გახსნა სავალდებულო აღარ არის, ეს პროცედურა ლაპარასკოპულად ანუ უსისხლო მეთოდითაც ტარდება.

 

სტერილიზაცია მამაკაცებისთვისაც არსებობს, იგი სათესლე სადინარების ორმხრივ გადაკვანძვას გულისხმობს, რის შემდეგაც სპერმატოზოიდები აღარ გამოვა. ასოციაცია “გენეზისის” ცნობით, ვაზექტომია კასტრაციას არ გულისხმობს და მას შემდეგ მამაკაცი სრულად ინარჩუნებს პოტენციას, უბრალოდ, მისი სპერმა აღარ შეიცავს სპერმატოზოიდებს და განაყოფიერებაც არ ხდება. თუმცა როგორც ბათუმის სამშობიარო სახლში ამბობენ, ბათუმში ამ მეთოდს პრაქტიკულად არავინ იყენებს. “ორსულობა ქალის მდგომარეობაა, ალბათ ამიტომაც უმეტესად ქალი წყვეტს, გაიკეთოს თუ არა სტერილიზაცია”, _ ამბობს ნუკრი ბეჟანიძე.

 

მეან-გინეკოლოგი სვეტლანა აბრამიშვილი ამბობს, რომ ჯერ კონტრაცეფციის შესახებ კონსულტაციაზე მოსულ პაციენტს იკვლევენ და ამის შემდეგ არჩევენ კონტრაცეფციის მეთოდს: “გინეკოლოგთან კონსულტაციის გარეშე დაუშვებელია ჰორმონული საშუალებების მიღება, რადგან ორალური კონტრაცეპტივები მთელი რიგი პრეპარატებია, რომლებსაც თავისი ჩვენება, უკუჩვენება და გვერდითი მოვლენები აქვს, ამიტომ უნდა ჩატარდეს გამოკვლევები, რომ გავიგოთ ხომ არ აქვს პაციენტს შაკიკი, ცვლილებები სისხლის შედედების სისტემაში, გამოხატული ვენების ვარიკოზული დაავადება. არ უნდა იყოს სარძევე ჯირკვლების დაავადებები, საშვილოსნოს ფიბრომა და ა.შ. რაც შეეხება სპირალს, სპირალი არსებობს სხვადასხვა ტიპის, ფირმისა და მასალის, მაგალითად, სპილენძის შემცველობის ოქროს სპირალი და სხვა. საშუალოდ სპირალის ფასი სააფთიაქო ქსელში 15 ლარიდან იწყება, თუმცა ფირმისა თუ მასალის მიხედვით მისი ღირებულება შეიძლება 200 დოლარამდეც გაიზარდოს”.

დღეს ბათუმში შავი ზღვის ჯაზფესტივალი იწყება

 

 

ფესტივალს ორგანიზებას „ისთერნ პრომოუშენი“ უწევს. ოთხი დღის მანძილზე მსოფლიოში ცნობილი ჯაზშემსრულებლები ბათუმში, ჩოგბურთის კორტებზე მოწყობილ სცენაზე გამოვლენ და თავიანთ პროგრამას წარადგენენ.

 

ჯაზფესტივალზე დასასწრები ბილეთები 50-90 ლარის ფარგლებში მერყეობს. გახსნის დღეს, 24 ივლისს, ბილეთის ფასი 90 ლარია. ამ დღეს მსმენელის წინაშე KOOL AND თHE GANG წარსდგება. ყველაზე იაფი ბილეთი 25 ივლისს იქნება და 50 ლარი ეღირება. ამ დღეს LIV  LIV WARFIELD &The NPG Hornz-ის მოსმენა შეგეძლებათ. 26-27 ივლისს კი ბილეთების ფასი 70 ლარია.

 

გარდა ამისა, ბათუმის ქუჩებში ბენდი  „MEN IN BRASS“-ი 15 უფასო კონცერტს გამართავს.

ჯაზფესტივალის პროგრამა:

24 ივლისი, 21:00 _ KOOL AND THE GANG (ბათუმის ჩოგბურთის კორტები);
25 ივლისი, 21:00 _ LIV WARFIELD feat. The  NPG Hornz  (ბათუმის ჩოგბურთის კორტები);
26 ივლისი, 21:00 _   BOOTSY COLLINS &The Funk Unity Band  (ბათუმის ჩოგბურთის კორტები);
24-26 ივლისი, 23:00 _ კლუბი „Take Five” – RAMON (AT);
24-26 ივლისი, 11:00-20:00 _  MEN IN BRASS (ბათუმის ბულვარი);
27 ივლისი, 23:00 _  Parov Stelar presents MAX THE SAX (კლუბი „Take Five”);
27 ივლისი, 21:00 _ MARIO BIONDI (ბათუმის ჩოგბურთის კორტები).
2008 წლიდან ბათუმის ჯაზფესტივალი ევროპის ყველაზე პრესტიჟული მუსიკალური ფესტივალების კატალოგშია შესული.

ოჯახში ძალადობის მაჩვენებლით რეგიონებს შორის აჭარა მესამე ადგილზეა

მოძალადეებს შორის სჭარბობენ მამაკაცები – 1014, ხოლო ქალების რაოდენობა შეადგენს 82-ს. აღნიშნულ პერიოდში ოჯახური ძალდობის მსხვერპლი გახდა 1010 ქალი და 117 მამაკაცი.


ოჯახური ძალადობის სახეებიდან საქართველოში ჭარბობს ფიზიკური (36%) და ფსიქოლოგიური ძალადობა (55%), ხოლო დანარჩენ ოჯახურ ძალადობებზე მთლიანად მოდის – 9%.


2013-2014 წწ. (6 თვეში) ოჯახური ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით დევნა დაიწყო სსკ 11 პრიმა და 126 პრიმა მუხლებით 310 პირის მიმართ, აქედან 289 -მამაკაცი და 21 – ქალი.


დაზარელებულად ცნობილია 468 პირი, აქედან მამაკაცი – 96, ქალი – 372.

რეგიონებს შორის ოჯახში ძალადობის რაოდენობით თბილისის (692 შემთხვევა) და ქვემო ქართლის (145 შემთხვევა) შემდეგ აჭარაა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით 2007-2014 წლებში აჭარაში ოჯახური ძალადობის 88 შემთხვევა დაფიქსირდა. კვლევის საპრეზენტაციო მასალაში აღნიშნულია, რომ ოჯახური ძალადობის რაოდენობრივ მაჩვენებელში შედის დამცავი ორდერების რაოდენობა.

რეგიონებს შორის ოჯახური ძალადობის ყველაზე ცოტა, ცხრა შემთხვევა დაფიქსირდა გურიაში.

ფეხბურთი და ‘გაყიდული’ თამაშები

 

 

ბოლო წლებში მსოფლიო მასშტაბით „გაყიდული“ თამაშების რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა. თურქეთის ორი საფეხბურთო კლუბი „უეფამ“ ევროტურნირებიდან მოკვეთა, ფენერბაჰჩე ორი წლით, კლუბი „ბეშიქთაში“ კი _ ერთი წლით. „უეფა“ „ფენერბაჰჩეს“ „სივასთან“ გარიგებულ თამაშს და სხვადასხვა მანიპულაციით 2011 წელს თურქეთის ჩემპიონატის მოგებაში ადანაშაულებდა, „ბეშიქთაშს“ კი – „ბუიუკშეჰირთან“ გარიგებით მოგებას.

სპორტული კორესპონდენტი ლაშა დვალიშვილი ამბობს, რომ გარიგებული თამაშები ყოველთვის იარსებებს, ისევე როგორც იარსებებს ნაკრებები, რომლებისთვისაც ფეხბურთი ყველაფერია.

 

„გარიგებული თამაშები ყოფილა ბევრი და სანამ ფეხბურთი იარსებებს, ყოველთვის იქნება. არსებობენ ნაკრებები, რომლებისთვისაც მთავარია მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა და აბსოლუტურად მიუღებელია გარიგებულ თამაშებში მონაწილეობა. მეცინება ხოლმე როდესაც საუბრობენ იმაზე, რომ 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი ბრაზლიამ გაყიდა საფრანგეთთან. ბრაზილია არის ის ქვეყანა, რომელიც გაყიდის ყველაფერს, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მოხვდეს. თუმცა აფრიკულ გუნდებზე შეიძლება მსგავსი რამის თქმა და ამის მაგალითებიც ყოფილა“.

 

სპორტული ჟურნალისტი ლევან სალუქვაძე მიიჩნევს, რომ ეროვნული ჩემპიონატებისგან განსხვავებით მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატზე გუნდების მიერ თამაშის გაყიდვა ნაკლებადაა სავარაუდო.

 

„რა თქმა უნდა, გარიგებული მატჩების ერთეული შემთხვევები არსებობს. მსოფლიო ჩემპიონატებზე ასეთ შეთქმულებას გამოვრიცხავ. ერთადერთი კამერუნის ნაკრებზეა საუბარი, რომ შვიდმა ფეხბურთელმა „ჩაუშვა“ თამაში და ხორვატიასთან 4:0 წააგო, რომ ამ მატჩზე დიდი ფსონი იყო. ფაქტი შეიძლება მართლაც იყოს, მაგრამ ის ვარაუდის დონეზე რჩება. მსოფლიო ჩემპიონატზე დიდმა გუნდებმა გაყიდონ ჩემპიონის ტიტული ან სპეციალურად გავარდნენ, მე არ მესახება რეალურად. როგორც ქართველი ფეხბურთელი გივი ნოდია იტყოდა „მსოფლიო ჩემპიონატის ტიტული თუ გაყიდეს, რას იყიდიან უკეთესს“.

 

გაყიდულ თამაშებში ტოტალიზატორების მნიშვნელობაზე საუბრობს სპორტულ ინტერნეტპორტალ www.worldsport.ge -ს ჟურნალისტი ილია ნანობაშვილი: 

„კორუფციული თამაშების ყოველთვის არსებობს. თუნდაც ის, რომ 90 წუთში არ გავიდა გოლი და დამატებით დროზე პირველივე წუთზე გავიდა, ასეთი რამდენიმე შემთხვევა იყო. არის თამაშები, რომელშიც ტოტალიზატორები არიან ჩართული და მასში გარკვეული რაოდენობის ფეხბურთელებიც. მაგრამ ეს ვარაუდები და ეჭვებია და მტკიცებულებების გარეშე ხელს ვერავის დაადებ. ერთხელ მარადონამ თქვა, გააუქმეთ ტოტალიზატორები და ნამდვილი ფეხბურთი იქნებაო. მაგრამ ტოტალიზატორებს ისე აქვთ ფესვები გადგმული, ძნელია მას  მოერიო“.

 

თუმცა ლევან სალუქვაძე სტერეოტიპულად მიიჩნევს ტოტალიზატორების მიერ თამაშების მართვას:

„სინამდვილეში სწორედ ტოტალიზატორს არ აწყობთ „ჩაწყობილი“ თამაში იმიტომ, რომ ვინმე თუ დადებს გარიგებას, იმ ჩაწყობით ტოტალიზატორს უნდა მოუგოს ფული. არსებობს დიდ ტოტალიზატორებს შორის შეთანხმება, როდესაც არაადეკვატურად დიდი თანხა იდება ერთი გუნდის მოგებაზე. მაგალითად, ავიღოთ არგენტინა ჰოლანდიის ან გერმანია-ბრაზილიის შეხვედრა. ეს იყო თანაბარი გუნდების თამაში, ყოველ შემთხვევაში, მატჩამდე ასე გვეგონა. მსგავს სიტუაციაში ყველა ტოტალიზატორმა იცის, რომ თანხები თანაბრად ნაწილდება. მაგრამ ვინმეს რომ დაედო ფსონი, გერმანია 7:1 მოუგებსო ბრაზილიას, ეს გამოიწვევდა საფუძვლიან ეჭვს, რომ თამაში გარიგებულია. ტოტალიზატორი თვითონ რეაგირებს ამაზე იქამდე, სანამ მატჩი ჩატარდება. ისინი აფრთხილებენ ორგანიზატორებს, რომ ამ მატჩზე არაადეკვატურად დიდი თანხა შემოდის არარეალურ შედეგზე და იქნებ, უფრო ყურადღებით დააკვირდეთ მოვლენებსო“.

 

ერთი მხრივ კორუფციაა და დანაშაული მატერიალური მოგების მიზნით გაყიდული თამაშები, მეორე მხრივ, როგორც ლაშა დვალიშვილი ამბობს, მისი გამოვლენა რთულია და მასზე გამოძიება უნდა მუშაობდეს.

 

„იტალიაში, მაგალითად, „იუვენტუსის“ გარიგებულ თამაშებს ხუთი წლის განმავლობაში იკვლევდნენ“ მიმდინარეობდა გამოძიება, სატელეფონო მოსმენებითა და სხვა ხერხებით. ამიტომ გარეშე თვალს შეიძლება მოეჩვენოს, რომ ესა თუ ის თამაში გაყიდულია“.

 

გაყიდულ თამაშებზე საქართველოშიც საუბრობენ, კონკრეტულად „ოლიმპიკსა“ და „ვიტ-ჯორჯიას“, „სპარტაკსა“ და „სიონს“, „ლოკომოტივსა“ და „გაგრას“ შორის არსებულ გარიგებაზე.

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ლევან ყიფიანის თქმით, უეფასთან ერთად საქართველოც არის ჩაბმული ფეხბურთში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში.

 

„გამონაკლისები ჩვენც არ ვართ და, სამწუხაროდ, საქართველოც იმყოფება იმ შავ სიაში, რომელშიც მოხვედრილია „გარიგებულ თამაშებში“ მონაწილე გუნდები. ჩვენ აქტიურად უნდა ვებრძოლოთ და ჩავერთოთ ამ პროცესში. უეფადან ჩამოსული იყვნენ გამომძიებლები, რომლებიც ცდილობენ აღმოფხვრან ასეთი სახის თამაშები და მხილებულნი იქნენ ეს გუნდები. საერთაშორისო დონეზე უნდა ვითანამშრომლოთ შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პროკურატურამ, ფეხბურთის ფედერაციამ და, რა თქმა უნდა, სპორტის სამინისტრომ და უახლოეს მომავალში ერთობლივად უნდა გადავწყვიტოთ ეს პრობლემა“.

 

მინისტრის თქმით, გაყიდული თამაშების პრევენციას, ჯერჯერობით, კანონმდებლობა არ არეგულირებს.

 

ლევან სალუქვაძე მიიჩნევს, რომ გაყიდულ თამაშებში მონაწილეები უნდა დაისაჯონ: 

„ერთხელ პრეცედენტი იქნება ასეთ საქმეში, ფეხბურთელი იქნება, მწვრთნელი თუ მსაჯი გარეული, სამუდამო დისკვალიფიკაციას მისცემენ. მერე სხვას, ალბათ, შეეშინდება, მოერიდება, გადაიფიქრებს. ერთი-ორი საგაზეთო სტატია ვერ უშველის მე მგონი ამას. ცხადია, ვხვდებით, რომ ასეთი რაღაცები არის, მაგრამ საქართველოში არ ყოფილა შემთხვევა მსგავსი ფაქტი გამოძიებულიყოს, დადასტურებულიყოს და ვინმე დასჯილიყოს“.

ინტერვიუ ხელვაჩაურის ახალ გამგებელთან

 

ნადიმ ვარშანიძე
ნადიმ ვარშანიძე

ბატონო ნადიმ, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები, რას გააკეთებთ შემდეგი სამი წლის განმავლობაში, როგორც გამგებელი?

 

კოალიციის დევიზია – „ერთად ვიზრუნოთ საქართველოზე“, აქედან გამომდინარე ყველა გამგებელმა საკუთარი მუნიციპალიტეტის განვითარებაზე უნდა იზრუნოს. ჩემი, როგორც გამგებლის სამოქმედო გეგმა-მიზანი სოციალური პრობლემების მოგვარება, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და სოფლის მეურნეობის განვითარება წარმოადგენს.

 

ყველა პროგრამა ბიუჯეტით არის გათვლილი, შესაბამისად, წელს ის პროექტები ხორციელდება, რაც წლის დასაწყისში დაიგეგმა, გასული წლის აგვისტოდან ვასრულებდი გამგებლის მოვალეობას, საკმაოდ კარგი პროექტები იყო გათვლილი ბიუჯეტით, ვაშენებთ სოციალურ სახლს, სოფლებში გზებისა და სასმელი წყლის პრობლემების მოგვარებაზე ვმუშაობდით, რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, კონკრეტულ ღონისძიებებს ბიუჯეტის მიხედვით ახალ საკრებულოსთან ერთად დავგეგმავთ.

 

ხელვაჩაურში ყოველთვის პრობლემური იყო მიწის საკითხი, მოსახლეობა ვერ ახერხებდა მიწის დაკანონებას, რამდენად შესაძლებელია ამ პრობლემის მოგვარება?

  

ჩვენი წინასაარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი ნაწილი სწორედ მიწებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება იყო. მიწა მას უნდა მივცეთ, ვინც დაამუშავებს, ჩვენ აგრარული ქვეყანა ვართ და მიწას, გლეხს ფუნქცია უნდა მიეცეს, ამისთვის ხელისუფლებამ აქტიურად უნდა იმუშაოს.

 

 

ჩვენი წინამორბედები გლეხს მიწას მხოლოდ იმიტომ არ უკანონებდნენ, რომ მიწის შუა ნაწილში ბილიკი ან წყალი გადიოდა. ვფიქრობ, მდინარემ თუ ბილიკმა გლეხისთვის მიწის დაკანონებას ხელი არ უნდა შეუშალოს.

 

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ მობილური და კანონიერი გავხადოთ მიწის რეფორმა. აღნიშნულ საკითხზე უმაღლესი საბჭო აქტიურად მუშაობს.

 

რამდენად შეძლებთ ამას?

 

 

არამარტო მე, არამედ მთელმა ჩემმა გუნდმა უნდა იზრუნოს, რომ ერთი გოჯი მიწა დაუმუშავებელი არ დარჩეს. ვფიქრობ, ყველაფერი შესაძლებელია, საკითხისადმი სწორი მიდგომა თუ იქნება.

 

 

როგორ შეაფასებთ მუნიციპალიტეტის გამგეობაში არსებული მიწის საკუთრების აღიარების კომისიის მუშაობას?

 

 

კომისიის მუშაობას მე იქედან გამომდინარე ვერ შევაფასებ, რომ ამ საკითხში ღრმად ჩახედული არ ვარ. თუ სახელმწიფოში არსებობდა კანონი, რომლის მიხედვითაც კომისია უფლებამოსილი იყო მიწა საკუთრებაში გადაეცა, ის შესაბამისად მოიქცეოდა. 

 

 

ხელვაჩაურში, მდინარე ჭოროხზე, ორი ჰესი შენდება, მოსახლეობა აცხადებს, რომ მშენებლობით მათი უფლებები ირღვევა და აქციას აქციაზე მართავს, რამდენად გაინტერესებთ ეს პრობლემა, დაიცავთ თუ არა მოქალაქეების ინტერესებს. თქვენი აზრით, ხელისუფლება უფრო კომპანიის მხარეს ხომ არ იხრება, ვიდრე მოქალაქის?

 

 

სამთავრობო კომისია შეიქმნა, რომელიც ამ საკითხზე მუშაობს, ყველა საკითხი დეტალურად იქნება შესწავლილი, არც ერთი მეპატრონე არ დარჩება  დაზარალებული, თუ ეკუთვნის, მიიღებს კომპენსაციაა, თუ არა, ვერ მიიღებს, რა თქმა უნდა, კანონის შესაბამისად.

 

 

ჩვენი მთავარი მიზანია თითოეული მოქალაქის ინტერესის დაცვა. პირველ რიგში მოქალაქის კეთილდღეობაზე უნდა ვიზრუნოთ, შემდგომ – ბიზნესზე. ბიზნესი ხელშეუხებელი და თავისუფალი უნდა იყოს, მაგრამ არა მოქალაქეების ხარჯზე.

 

 

ჰესის მშენებლობის გამო იტბორება ტერიტორიები. დაიტბორება მარადიდის საჯარო სკოლაც და სოფლის სასაფლაოც კი, როგორია თქვენი მიდგომა ამ საკითხისადმი?

 

 

საკითხზე კომისია მუშაობს. ყველა კითხვაზე პასუხს კომისია გაგცემთ მას შემდეგ, როცა დასკვნები დაიდება, დასკვნების გარეშე ვერაფერს ვიტყვი.

 

 

რა იყო ძირითადი პრობლემები, რის მოგვარებასაც ყველაზე ხშირად მოითხოვდნენ მოქალაქეები თქვენი მუშაობის პერიოდში?

 

უმუშევრობა, ეს მემკვიდრეობით გვერგო. რეალურად ქვეყანაში საშუალო ფენა არ არსებობს, ვცდილობთ შევქმნათ საშუალო ფენა, მაგრამ 1-2 წელიწადში ამის მოგვარება რთულია. პირველ რიგში, გლეხს უნდა დავუბრუნოთ ფუნქცია, მივცეთ მიწა, გაჩნდეს დოვლათი, გაჩნდეს აგრარული ბაზრები. სოფლის მეურნეობასთან ერთად განვავითაროთ ინფრასტრუქტურა სოფლად, რომ გლეხს სოფლიდან წასვლის სურვილი არ გაუჩნდეს. 

 

თქვენი რამდენიმე წინამორბედი დააკავეს, აქედან გამომდინარე ხომ არ გაქვთ შიში, რომ თქვენც გახდეთ გაუგებრობის მსხვერპლი?

 

არანაირი შიში არ მქონია, თუ დააშავებ – დაგაკავებენ, კანონს არ დაარღვევ – არავინ დაგიჭერს. კანონი უნდა გედოს სამაგიდო წიგნად და კითხულობდე, ჩვენ მივდივართ სამართლიანობისკენ, კანონი უნდა კანონობდეს ყველასთვის, გლეხიდან დაწყებული, პრეზიდენტით დამთავრებული. 

 

ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც მოსახლეობას აწუხებს, ციტრუსის გასაღებაა, რა კეთდება იმისთვის, რომ წელს ციტრუსის რეალიზების პრობლემა არ შეიქმნას?

 

ვმუშაობთ ინვესტიციების მოზიდვაზე, გვინდა, ხელვაჩაურში წელს ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო გავხსნათ და უფრო ეფექტური გავხადოთ ციტრუსის რეალიზება, რეალიზაციის საკითხი იდეალურთან ახლოს მივიყვანოთ.

 

გასულ წელს, თქვენი გამგებლობის პერიოდში, პრობლემის მოგვარების მიზნით სუბსიდია გამოიყო, თუმცა თანხა ვერ გახარჯეთ, იმის ფონზე, როცა მოსახლეობის ნაწილი დაზარალდა კიდეც, მაგრამ სუბსიდია ვერ მიიღო. ეს თქვენი ცუდი მუშაობის შედეგი ხომ არ ყოფილა?

 

ჩვენ გავეცით თანხის ერთი მესამედი – 1 200 000 ლარი, სუბსიდიის გაცემისას ვალდებულება იყო, რომ უნდა წარმოედგინათ ციტრუსის მიღება-ჩაბარების აქტი. ვინც წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია სუბსიდია გაიცა, დეკლარაციის გარეშე თანხას ვერ გავცემდით, ეს კი ყველამ კარგად იცოდა, არაერთი კრება გვქონდა ჩატარებული, გავდიოდით სოფლებში, მაგრამ იყო სხვა გარემოებაც, დიდი თოვლი მოვიდა, ზოგს გაუყინა მანდარინი, რამაც ხელი შეუშალა რეალიზაციას. ვაღიარებთ, ჩვენი მხრიდანაც იყო ხარვეზები, გასაღების ბაზრებმა შეგვიშალა ხელი, ადგილზე ვერ გასაღდება და მისი გასაღების ბაზარი უცხოეთია, მოგეხსენებათ უკრაინაში რა ვითარებაც შეიქმნა გასულ წელს. ჩვენი მიზანი არ იყო თანხა გამოგვეყო და არ მიგვეცა, ჩვენი მიზანი მათი ხელშეწყობა იყო.

 

 

თქვენი აზრით, რა პერსპექტივა გააჩნია მუნიციპალიტეტს და რა კუთხით უნდა დაიგეგმოს პრიორიტეტები?

 

რა თქმა უნდა, პრიორიტეტულია სოფლის მეურნეობა, ამასთან ერთად გზისა და წყლის პრობლემა უნდა მოგვარდეს. წყალი ყველა ოჯახში უნდა მივიდეს, კომპლექსურად აუზიდან ონკანამდე.

 

აპირებთ თუ არა კადრების გადახალისებას?

 

აუცილებლად, რა სახის იქნება ამას 15 ივნისის შემდეგ ნახავთ.

 

ხუთი წლის განმავლობაში ბათუმის საზღვაო აკადემიის რექტორის თანამდებობა გეკავათ, რა გახდა თქვენი გათავისუფლების მიზეზი?

 

ქვეყნად მუდმივი არაფერია, ხუთი წელი ვიყავი რექტორი, მანამდე სასწავლებლის ლექტორი ვიყავი და თანამდებობის დატოვების შემდეგ მუშაობა ისევ ლექტორად გავაგრძელე, დღესაც ლექციებს ვკითხულობ. ჩემი პროფესია პედაგოგობაა, საზღვაო აკადემიის პროფესორი ვარ და პენსიაში გასვლას აკადემიიდან ვაპირებ.

 

 

ვინ არიან თქვენი ოჯახის წევრები და რა ქონებას ფლობთ ამჟამად?

 

მყავს მეუღლე და სამი შვილი, მეუღლე დიასახლისია, უფროსი ქალიშვილი `ვითიბი~ ბანკში მუშაობს, თან მაგისტრატურაში სწავლობს, შუათანა მე-4 კურსის სტუდენტია, უმცროსი სკოლის მოსწავლეა.

მაქვს მამაპაპისეული სახლი ურეხში და ავტომობილი „მერსედესი“.

„ნაცარქექია“ ჭარნალში

 

სპეკტაკლი სოფელ ჭარნალში, კულტურის კლუბში გაიმართება. სამოყვარულო თეატრი „ნაქარქექიას“ წარმოადგენს. 

დასწრება თავისუფალია.

 

პლაჟზე საკითხავი

 

1. აკა მორჩილაძე, „შობა ღამის ალქაჯები“ – რამდენიმე შესანიშნავი მოთხრობისგან შემდგარი, ძალიან საინტერესო კრებული. გამოკვეთილი, ცოცხალი, დასამახსოვრებელი პერსონაჟებით, დახვეწილი ენით, ახალგაზრდული თავგადასავლებით, თბილისელი, ჩვეულებრივი გოგო-ბიჭების ამბებით. აკა მორჩილაძე, როგორც ყოველთვის, დახვეწილი იუმორით ხვდება ზუსტად მიზანში – ეს მოთხრობები არასდროს დაგავიწყდებათ, იმიტომ, რომ აქ ბევრი რამ თქვენზეა, სწორედ თქვენზე.

 

 

2. რეი ბრედბერი, „ბაბუაწვერას ღვინო“, ერთ-ერთი გენიალური წიგნი, რომელიც ზაფხულზე დაწერილა. საოცარი, დაუვიწყარი ისტორია, სითბოთი და სიკეთით გაჟღენთილი წიგნი, პატარა დაგლას სპოლდინგის თვალით დანახული, ერთი ჩვეულებრივი ამერიკული ქალაქის ჩვეულებრივი ზაფხული, თავისი ბებიებით, ბაბუებით, ვერანდაზე ცივი ლიმონათის სმით, ბალახის სურნელით, ბავშვური შიშებით და აღმოჩენებით. არ გადადოთ ამ წიგნის წაკითხვა მომდევნო შვებულებამდე, იმიტომ, რომ „ბაბუაწვერას ღვინო“ ის წიგნია, რომელსაც ადამიანების შეცვლის უნარი შესწევს, უკეთესობისკენ შეცვლის.

 

 

3. ვუდი ალენი, „თანამდევი მოვლენები“ – უდიდესი რეჟისორის წარმატებული ლიტერატურული ექსპერიმენტი. ცრემლებამდე სასაცილო ისტორიები ებრაელებზე, ამერიკელებზე, ფრანგებსა და სხვადასხვა ეროვნების ადამიანებზე, ირონია და უფრო მეტი თვითირონია, ვუდი ალენი – სასაცილო, ნიჭიერი კაცი ნიუ იორკიდან.

 

 

4. ვუდჰაუზი, „დაიკიდე, ჯივზ“ – თუ გიყვართ ბრიტანული, მოზომილი იუმორი, მაშინ ეს წიგნი თქვენთვისაა დაწერილი. ექსცენტრული ლონდონელი ჯენტლმენისა და მისი მოხერხებული მსახურის ისტორიები საუკეთესოა ზაფხულის მოთენთილი შუადღეების გასახალისებლად.

 

 

5. გიიომ მიუსო, „და შემდეგ…“  – თანამედროვე ფრანგი მწერლის, ახალგაზრდა მიუსოს მსოფლიო ბესტსელერი. მსუბუქი, გასაგები ენით დაწერილი ამაღელვებელი სიყვარულის ამბავი. ისტორია გრძნობებზე, რომლებსაც სიკვდილიც ვერ ცვლის. ამბავი ადამიანის დანიშნულებაზე, ვიწრო ზღვარზე ამქვეყნიურსა და იმქვეყნიურს შორის.

 

 

6. დიანა ანფიმიადი, „პირადი კულინარია“ –  ეს წიგნი უბრალოდ რეცეპტების კრებული არ გეგონოთ. ეს გემოებად დამახსოვრებული ამბების კრებულია, საინტერესო ისტორიები, რომლებიც  ამა თუ იმ საკვებს უკავშირდება. ვანილისა და შოკოლადის სურნელიანი, ზოგჯერ მსუყე და ზოგჯერ მსუბუქი  ამბები ბევრი თქვენგანის გულს მოიგებს.

 

 

ბედნიერ დასვენებას გისურვებთ!

 

მოსახლეობა, ელექტროგადამცემი ხაზი და სახელმწიფო

 

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში სააქტო დარბაზი ქედის სხვადასხვა სოფლიდან ჩამოსული მოქალაქეებით იყო სავსე. მოქალაქეები იმ დოკუმენტის განხილვაზე მივიდნენ, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ განსახილველად გამოიტანა. განხილვას „ახალციხე-ბათუმის 220 კვ ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის“ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის ავტორი – კომპანია „დგ კონსალტინგი“, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისა და გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

მათი განცხადებით, ახალციხისა და ბათუმის ქვესადგურების დამაკავშირებელი 220 კილოვოლტის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის მიზანი  საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ელექტროსისტემის გაძლიერებაა. გადამცემი ხაზი, რომელიც ახლა აჭარაში გადის, 35 კილოვოლტისაა და მოძველებულია. ამის საილუსტრაციოდ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის წარმომადგენელმა ქედაში მცხოვრებთ გასული წლის დეკემბერში მოსული თოვლი და მისგან გამოწვეული უშუქობა გაახსენა (თუმცა, გადამცემი ქსელი უკავშირდება თურქეთის ანალოგიურ ქსელს და სწორედ ამ გზით იგეგმება აჭარაში ახალაშენებული ჰესების მიერ გამომუშავებული ენერგიის თურქეთისთვის მიწოდება).

 

„მოგვიწევს განსახლება? რამდენია ბუფერული ზონა? მიწაზე კომპენსაციას მოგვცემენ? არ შეიძლება ხაზი ჩემი სახლიდან რომ გადაწიოთ? ექნება თუ არა გამოსხივება ელექტროგადამცემ ხაზს? – ეს ის კითხვები იყო, რასაც შეხვედრაზე მისული მოსახლეობა სვამდა. შეხვედრის დასასრულს მოქალაქეებმა თქვეს, რომ კითხვებზე პასუხი ვერ მიიღეს.

 

„დგ კონსალტინგის“ ხელმძღვანელმა დავით გირგვლიანმა მოქალაქეებს განუმარტა, რომ ბუფერული ზონა ელექტროგადამცემი ხაზის ორივე მხარეს 32-32 მეტრია. ხაზის დერეფანში შესაძლოა იყოს მხოლოდ სამუშაო ზონა, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში საცხოვრებელი სახლი. ყველა მოსახლე, რომლის საცხოვრებელი სახლი ამ ზოლში მოხვდება, უნდა გასახლდეს.

 

„მე ვცხოვრობ სოფელ გოგიაშვილებში. უშუალოდ სოფელს კვეთს გადამცემი ხაზი.  ჩემი სახლის თავზე გადის ზუსტად, ჩემი მეზობლების სახლებზედაც. არ მინდა არსად გასახლება, გადაიტანეთ ეგ ხაზები იქით. მეორე მხარიდან შეგიძლიათ გაიყვანოთ. არც დასახლებაა და არც არაფერი. ეს უნდა გაითვალისწინოთ. ჩვენ უნდა ვიცხოვროთ და ვიცოცხლოთ. ჩვენ არ ვართ სახელმწიფოს წინააღმდეგი, მაგრამ ნურც სახელმწიფო წავა ჩვენ წინააღმდეგ“, – თქვა შეხვედრაზე სოფელ გოგიაშვილების მკვიდრმა შოთა არძენაძემ.

 

კიდევ ერთი სოფლის, ცხმორისის მკვიდრი ხუსეინ კონცელიძე ამბობს, რომ მისი სახლი წითელ ზოლშია და მას შემდეგ, რაც ელექტროგადამცემ ხაზს გაიყვანენ, გასახლება მოუწევს. „არსად წასვლა არ მინდა. ჩემს სახლში მინდა ცხოვრება“, – ამბობს ხუსეინ კონცელიძე.

 

მისი მეზობლის, მინდია კონცელიძის თქმით კი, დაფიქრდება, თუ სახელმწიფოსგან კონკრეტულ შეთავაზებას მიიღებს.

 

„ცხმორისში ორ მოსახლეს უწევს განსახლება. სახლს მარტო ჩვენთან ეხება. მოვიდნენ, გადაიღეს სურათები, აღწერეს. გვითხრეს, ამ ადგილას სამუშაო ზონა შეიძლება იყოს, ცხოვრება კი არ შეიძლებაო. მე არ მინდა გასახლება, მთელი ცხოვრება აქ გავატარე. თუ მოითხოვენ, მაშინ ისე უნდა დამაკმაყოფილონ, რომ სხვაგან წავიდე და ახალი სახლი ავაშენო“, – ამბობს მინდია კონცელიძე.

 

ელექტროგადამცემი ხაზის 15% სასოფლო-სამეურნეო მიწებსა და სავარგულებზე გადის. „დგ კონსალტინგის“ წარმომადგენლის განცხადებით, არსებული პროექტის მიხედვით, განსახლება აჭარის ოთხ მუნიციპალიტეტში მხოლოდ 65 ოჯახს მოუწევს.

 

„65 ოჯახს უწევს განსახლება და მე როგორც მაქვს ინფორმაცია, 30 ოჯახამდე დავა“, – თქვა „დგ კონსალტინგის“ ხელმძღვანელმა დავით გირგვლიანმა.

 

რას მოიმოქმედებს სახელმწიფო, თუკი მოქალაქეებს არ ექნებათ საკუთარი საცხოვრებელი სახლების დატოვების სურვილი. ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ სახელმწიფო ყველას კომპენსაციას მისცემს.

 

„თუ კერძო ქონება მოექცევა ამ პროექტის განხორციელების არეალში, მათზე კომპენსაცია გაიცემა. სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტები როდესაც ხორციელდება, ვფიქრობ, იქ თითოეულმა მოქალაქემ შესაბამისი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს“,- ამბობს კახი კალაძე.

 

განსახლების ჩარჩო დოკუმენტში, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, დეტალურადაა აღწერილი, თუ როგორ მოხდება კომპენსაციის გაცემა.

 

პროექტი 150 კმ სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზის მოწყობას ითვალისწინებს, რისთვისაც დაახლოებით 500 ანძის დამონტაჟება იქნება საჭირო. თითოეულ ანძას დაახლოებით 200 მეტრ კვადრატი ფართობი სჭირდება, ხოლო ე.წ. გადამცემი ხაზის დერეფანი 65 მეტრია. დერეფნის ზოლზე ზემოქმედება უმნიშვნელო იქნება და მასზე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარება ისევ იქნება შესაძლებელი. პროექტის არეალში მთლიანად 120 ოჯახი ხვდება, ვისაც აყრა მოუწევს, აქედან ნაწილი აჭარის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს, ნაწილი – ახალციხესა და ადიგენში.

 

გამომდინარე იქიდან, რომ პროექტს მსოფლიო ბანკი აფინანსებს, კომპენსაციები გაიცემა მსოფლიო ბანკის სტანდარტებით, რომელიც ქართული კანონმდებლობისგან განსხვავებულია. კერძოდ, საქართველოს კანონმდებლობით მიწაზე კომპენსაციის მოთხოვნის უფლება მხოლოდ რეგისტრირებულ მესაკუთრეებს აქვთ, ხოლო მსოფლიო ბანკის სტანდარტებით საკუთრების დაურეგისტრირებლობა არ შეიძლება კომპენსაციის ან შემწეობის არგაცემის საფუძველი გახდეს. ასევე, მსოფლიო ბანკის სტანდარტით, პროექტის გამო დაზიანებულ, დანგრეულ ყველა სახლზე, მიუხედავად მისი სამართლებრივი სტატუსისა, კომპენსაცია უნდა გაიცეს. ასევე ნათესების, ნარგავების კომპენსაციაც უნდა გაიცეს ყველა მესაკუთრესა და მოიჯარეზე, მიუხედავად მისი სამართლებრივი სტატუსისა.

 

რაც შეეხება კომპენსაციას, იგი განისაზღვრება ქონების საბაზრო ღირებულების მიხედვით, ცვეთის დაურიცხავად. ამას გარდა, კომპენსაცია უნდა მოიცავდეს საოპერაციო ხარჯებს, მათ შორის გადასახადებსა და ქონების რეგისტრაციის ღირებულებას, ასევე ადგილმონაცვლეობასთან დაკავშირებულ ხარჯებს. განსახლების ჩარჩო დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა შეიმუშავებს იურიდიულ პროცედურას, რომლის საშუალებითაც მას შეეძლება განსახლებასთან დაკავშირებული საოპერაციო ხარჯების აღიარება.

 

ამავე დოკუმენტის მიხედვით, ელექტროსისტემა შეიმუშავებს სამართლებრივ მექანიზმს, რომლის საშუალებითაც შეძლებს მძიმედ დაზარალებული პირებისათვის გეგმით გათვალისწინებული დამატებითი შემწეობის გადახდას.

 

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ წარმოდგენილი განსახლების დოკუმენტი ითვალისწინებს ნებისმიერი ქონების კომპენსაციას სრული ჩანაცვლებითი ღირებულებით, არამართლზომიერი მფლობელებისთვის ფინანსურ კომპენსაციას და ფინანსურ კომპენსაციას იმ ადგილმონაცვლე პირებისათვის, რომლებიც დაკარგავენ ბიზნესს ან განიცდიან სხვა მძიმე დანაკარგს.

 

ვინ მიიღებს კომპენსაციას

 

კომპენსაციას „ახალციხე-ბათუმის 220 კვ-იან ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის“ მშენებლობის არეალში მოქცეული შემდეგი პირები მიიღებენ:

 

ყველა პირი, რომელიც დაკარგავს მიწის ნაკვეთს, რომელზედაც გააჩნია საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი ან შეუძლია საკუთრების მოპოვების უფლება.  რეგისტრირებული ან არარეგისტრირებული მოიჯარეები, შენობა-ნაგებობების, მოსავლის, ნარგავებისა და სხვა უძრავი ქონების მესაკუთრეები. პირები, რომლებიც დაკარგავენ ბიზნესს, შემოსავალს ან ხელფასს.

 

პირი, რომელიც სასოფლო სამეურნეო მიწას დაკარგავს, მიიღებს კომპენსაციას მიწის საბაზრო ღირებულებიდან გამომდინარე, ასევე შესაძლოა შესთავაზონ ანალოგიური მიწის ფართობი სხვა ადგილას.

 

არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთზე კანონიერ მესაკუთრეებს მიწის ნაკვეთისა და სახლის საკომპენსაციოდ შესაძლოა მათთვის მისაღებ ადგილას, იმავე ღირებულების სახლი და ნაკვეთი შესთავაზონ, ან ამ ქონების საბაზრო ღირებულების ფულადი კომპენსაცია გადაუხადონ.

 

ნარგავებზე გაიცემა ფულადი კომპენსაცია, რომლის ოდენობაც გაანგარიშებული იქნება ნარგავის ტიპის, ასაკისა და მოსავლიანობის საბაზრო ღირებულებით.

თუ მშენებლობის დროს დაზიანდება სახლები, შეფასდება ზიანი და თითოეულ მოქალაქეს მიეცემა კომპენსაცია.

  

ვის შეცვლის ბათუმის ახალი მერი

 

გიორგი ერმაკოვის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ახალი კანონის მიხედვით, მას შეუძლია ერთპიროვნულად შეცვალოს მოადგილეები და მერიის სამსახურების უფროსები. „არჩეული მერის პრეროგატივა განსაზღვრულია კანონით და ამ უფლებას აუცილებლად გამოვიყენებ. უფლება მაქვს მერიაში პირდაპირ დავნიშნო 12 თანამდებობის პირი. ვიცე-მერები, დანარჩენი, კანონით ექვემდებარება კონკურსს და ატესტაციას“.

 

გიორგი ერმაკოვი აუცილებელ საკადრო ცვლილებებს წინასაარჩევნო დაპირებებს უკავშირებს: „მე პასუხისმგებლობა მაქვს ქალაქის მოსახლეობის წინაშე, უნდა განვახორციელო ის, რაზეც ვსაუბრობდით წინასაარჩევნო პროგრამაში“.

 

 

ბოლო პერიოდში იყო ტენდენცია, როცა საჯარო სამსახურებში კონკურსის შემდეგ სწორედ ის პირები აღმოჩნდნენ თანამდებობებზე, რომლებიც კონკურსამდე  მოვალეობის შემსრულებლებად დაინიშნნენ. ხომ არ გაგრძელდება იგივე ტენდენცია მერიაში? – კითხვას გიორგი ერმაკოვი შემდეგნაირად პასუხობს: 

 

 

„არა, არა. ჯერ ერთი, ეს კონკურსები არ ჩატარდება ჩვენ მიერ. ეს იქნება საჯარო ყველასთვის და ყველა ღირსეული დაიკავებს თანამდებობას თავისი ნიჭის, უნარისა და შესაძლებლობის მიხედვით“. აღმოჩნდებიან თუ არა `ღირსეულთა სიაში~  მხოლოდ `ქართული ოცნების~ მხარდამჭერები ან მხოლოდ მისი გუნდის წევრები, გიორგი ერმაკოვი არ აკონკრეტებს: „ყველა დაიკავებს თანამდებობას ნიჭისა და გონების შესაბამისად“.

 

 

კანონის მიხედვით, მერს შეუძლია შეცვალოს მერიის სამსახურების უფროსები. ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, გოჩა ძნელაძე ამბობს, რომ ცვლილებების შესახებ ინფორმაცია არ აქვს. „არავინ მინახია მაგ თემაზე სასაუბროდ, ალბათ არ იქნება არაფერი“, -ამბობს ის.

 

 

გოჩა ძნელაძისგან განსხვავებით, ცვლილებებს ელოდება მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ავთანდილ ბურკაძე: „ცვლილება ალბათ უნდა მოხდეს, როცა ხელისუფლება იცვლება. ვნახოთ, როგორ და რა იქნება. გამორიცხული არაფერი არ არის“.

 

 

ფინანსური სამსახურის უფროსი არჩილ ვანაძე ამბობს, რომ მისი თანამდებობა დანიშვნითია და ის მხოლოდ ატესტაციას ექვემდებარება: „ზოგადად, ცვლილების მოლოდინი არის, მაგრამ ჯერ არანაირი პროცესი არ მიდის. ჩემს თანამდებობას არ ეხება კონკურსი. ჯერჯერობით ამ თემაზე არ მქონია ვინმესთან საუბარი“. 

 

 

ატესტაციას ელოდება მერიის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის  განყოფილების ხელმძღვანელი ირინა შერვაშიძეც: „ცვლილებებზე არ მსმენია არაფერი. ჩემი თანამდებობა არ ითვალისწინებს კონკურსს, თუ შემეხება ატესტაცია, მივიღებ მონაწილეობას ალბათ. შევხედავ, რა სიტუაცია იქნება“.

 

 

კანონის მიხედვით, კონკურსს ექვემდებარება ყველა ის თანამდებობა, სადაც ამ დროისთვის მოვალეობის შემსრულებელი პირები არიან დანიშნული, სხვა თანამშრომლები კი ატესტაციას ექვემდებარებიან. ამ დროისთვის მერიაში 60-მდე პირი მუშაობს მოვალეობის შემსრულებლის სტატუსით, ხოლო საკრებულოში – ოთხი. ესენი არიან: საკრებულოს სამდივნოს უფროსი გულიკო ბაჟაშვილი, სამეურნეო ნაწილის სპეციალისტი ალეკო ქავთარაძე, საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე მალვინა კობალაძე და ჯანდაცვის კომისიის სპეციალისტი ბეგლარ ვარშანიძე.  საკრებულოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი გურანდა აბულაძე ამბობს, რომ კონკურსი მის თანამდებობას არ ეხება: „მე, პირადად, ვარ მუდმივ შტატზე დანიშნული, ამიტომ მხოლოდ ატესტაცია შემეხება. თუმცა, ცვლილების მოლოდინი აქვს ყველას“. 

 

 

ვის რა ფორმით შეიძლება შეეხოს საკადრო ცვლილება? – ამ კითხვას საკრებულოს იურისტი სულიკო შვენთიძე ასე პასუხობს: „ფრაქციების სპეციალისტები შეიცვლებიან და ისინი დაინიშნებიან ახალი ფრაქციების თავმჯდომარეების წარდგინებით“. 

 

 

საკრებულოში ოთხი ახალი ფრაქცია შეიქმნა, ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ თამაზ თურმანიძე უხელმძღვანელებს, „ქართული ოცნება-რესპუბლიკელებს“ – თეიმურაზ ყურაშვილი, „ქართული ოცნება-თავისუფალ დემოკრატებს“ – კობა ჩხეიძე. ერთი ფრაქცია კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ იქნება და მას გიორგი კირთაძე უხელმძღვანელებს. როგორც იურისტი ამბობს, ფრაქციებს მხოლოდ თითო სპეციალისტის აყვანის უფლება აქვთ, რომლის ანაზღაურება თვეში 800 ლარია.

 

 

ახალი კოდექსის მიხედვით, მერიასა და საკრებულოში ატესტაცია-კონკურსი არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან 120 დღის ვადაში უნდა ჩატარდეს. „დაახლოებით 15 ოქტომბრამდე უნდა დასრულდეს ყველაფერი“, – ამბობს იურისტი. 

 

 

როგორც იურისტი ამბობს, ახალი ვაკანსიები შესაძლებელია ატესტაციის ჩატარების შემდეგაც გაჩნდეს: „ატესტაციით მოწმდება საჯარო მოხელის კვალიფიკაცია. თუ ვინმე ვერ დააკმაყოფილებს მოთხოვნებს, შეიძლება ისინი დააქვეითონ ან გაუშვან სამსახურიდან, ვაკანტურ ადგილზე კი, კონკურსი გამოაცხადონ“.  

 

 

შრომის კოდექსის მიხედვით, ატესტაციის დროს გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს ორსულებზე, მათზე, ვისაც სამ წლამდე ასაკის ბავშვი ჰყავს და ა.შ. 

აკე და ანა ‘X ფაქტორიდან’

 

 

“X ფაქტორში” რატომ მიხვედით, რა მოლოდინი გქონდათ?

 

აკე: “მაგთიფანში” ვიყავით “X ფაქტორის” მონაწილეთა თითქმის ნახევარი. ჩემმა დამ ნახა ტელევიზორში რეკლამა და მირჩია მეცადა ბედი ამ კონკურსშიც. ანამ შემომთავაზა ერთად გავსულიყავით, მომეწონა იდეა, გავიარეთ კასტინგი, სიმღერა კონკურსის წინა დღეს მოვიფიქრეთ. არ ველოდებოდით გასვლას, გვეგონა კასტინგს ვერ გავივლიდით.

 

ანა: იქამდე ერთად მომზადებული ქავერი არ გვქონია, მხოლოდ აკეს დაწერილ სიმღერებს ვასრულებდით ერთად. ძირითადად სახლში ვმეცადინეობთ, ბარებში რომ უკრავს აკე, მეც დავყვები.

 

აკე: გამოცდილება მივიღეთ ამ პროექტით, კარგი იყო, თუმცა ეს ბოლო პროექტია, აღარ მინდა პროექტები. შეზღუდული ხარ, რაც გინდა, იმას ვერ მღერი. დადებითი ისაა, რომ ბევრი გვიცნობს უკვე, ქუჩაში ავტოგრაფსაც მთხოვენ, რაც ძალიან მაწუხებს. მიკვირს, როცა ავტოგრაფს მთხოვენ, ვეუბნები: აი, მაშინ თქვენი ავტოგრაფი მე მომეცით-მეთქი.

 

 მაყურებლისთვის საინტერესო იყო თქვენი იმიჯიც, ამაზე ვინ იზრუნა?

 

აკე: ყველაფერზე ანა ზრუნავდა, საყიდლებზე ერთად დავდივართ, ჩემთვის ნამდვილად არ არის საყვარელი საქმე, ვეხვეწები ხოლმე დაქალები წაიყვანოს, მაგრამ მე დამათრევს.

 

ანა: აკესაც კარგი გემოვნება აქვს, ხშირად მეხმარება. პროექტისთვის განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია, რაც მიყვარს და როგორიცაა ჩემი ყოველდღიური სტილი, ისე გავედით სცენაზეც.

 

“X ფაქტორის” შემდეგ თუ გაქვთ საერთო მუსიკალური გეგმები?

 

აკე: მე და ანას გვსურს ლევან თხილაიშვილთან ერთად ბენდის შექმნა, ვგეგმავთ ლონდონში წასვლას. არ ვიცით რამდენად გამოგვივა, უბრალოდ ძალიან გვინდა. ჩემს ფრანგ მეგობარს მოვასმენინე ჩემი მუსიკა და ძალიან მოეწონა, მითხრა, რატომ არ მოდიხარ ჩვენთან, შენნაირ შემსრულებლებს ვეძებთო. მე ცოტა რთულად მეჩვენება, თუმცა ლონდონში წასვლის შანსი არსებობს. ალბომზე მუშაობას ერთ კვირაში დავიწყებთ, ამის მერე ვიტყვით, ვართ თუ არა მზად. ბენდი თუ ჩამოვაყალიბეთ, მე სოლისტი ვიქნები და რიტმგიტარაზე დავუკრავ.

 

ანა: მე ვიქნები მეორე სოლისტი, გიტარისტი და ჰაეროვან ინსტრუმენტებზე დავუკრავ. მინდა ჩელოზე დაკვრა ვისწავლო, ძალიან რთულია, მაგრამ აუცილებლად უნდა ვისწავლო.

 

 თქვენი მუსიკალური წარსული როგორია?

 

აკე: 16 წლის ვიყავი, ბენდი რომ გავაკეთე მეგობრებთან ერთად, „გარაჟი” ერქვა. მეხუთე კლასში გაქანებული რეპერი ვიყავი, “ემინემს” ვუსმენდი, 13 წლის ვიყავი, როცა ჩემმა მეზობელმა მაჩუქა ლედ ზეპელინის კასეტა, მერე გადავერთე როკზე, ვისწავლე გიტარაზე დაკვრა. მარტო როკზე ჩაციკლული არ ვყოფილვარ, უბრალოდ განსაკუთრებულად მიყვარდა, დღესაც გამიჭირდება გითხრათ რა ჰქვია ჩემს მუსიკას.

 

ანა: პატარაობაში საბავშვო მუსიკალურ სტუდიაში დავდიოდი, მერე უკვე სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე, ინტერიერის დიზაინს ვსწავლობ, აკეს წყალობით მოვუბრუნდი მუსიკას.

 

აკე: 18-19 წლისამ დავიწყე წერა, ჩემი მუსიკა ადამიანებზეა, ჩემი აზრით ადამიანები არ უნდა გამოვიკეტოთ სახლებში, არ უნდა არსებობდეს საზღვრები, კანის ფერი და გართულებები.

 

ხშირად მესიზმრება მუსიკა, მერე ვიმახსოვრებ. ანამ დიქტოფონი მაჩუქა, რომ არ დამვიწყებოდა. დიქტოფონი ბალიშთან მედო, იქვე ახლოს – გიტარა, ტექსტიანად მესიზმრება, გავიღვიძებ თუ არა, გიტარაზე ვაწყობ და ჩამწერით ვიწერ.

 

ანა: სამი-ოთხი ალბომი შეიკვრება აკეს მუსიკით, ძალიან მომწონს აკეს მუსიკა, თუმცა ზოგჯერ მეჩვენება, რომ ცოტა დეპრესიულია, გამხიარულებაში მე ვეხმარები.

 

 როგორ გაიცანით ერთმანეთი?

 

აკე: ზაფხული იყო, ჩვენი საერთო მეგობრები წავიდნენ მწვანე კონცხზე მიდიების ამოსაყვანად, მე და ანა იქ შევხვდით, ყველაფერი მახსოვს იმ დღეს რაც მოხდა, ანა მაშინვე მომეწონა.

 

ანა: ბევრი საერთო მეგობარი გვყავდა, შორიდან ვიცნობდით ერთმანეთს დიდი ხანი, მაშინ სოციალურ ქსელში მიმოწერაც კი გვქონდა, მაგრამ ერთმანეთი ნამდვილად ოთხი წლის წინ გავიცანით.

 

აკე: სულ შავები ეცვა ანას, მე რა მეცვა არ მახსოვს.

 

ანა: სულ შავები არ მცმია, პრინციპში, რომ დამინახე, უკვე კარგად შეზარხოშებული იყავი, მიდიებითა და ლუდით, აკეს ეცვა ყვითელი შორტები და შავი ზედა, რომელსაც ეწერა “ირეგალი”

 

 სიყვარულში როგორ გამოუტყდით ერთმანეთს?

 

აკე: რუსთავში კონცერტზე გამოვდიოდით, საქველმოქმედო კონცერტი იყო, ბევრნი ვიყავით, ანაც გამოგვყვა. ჯიმი ჰენდრიქსის „foxey lady”-ის, უკრავდა ანდღულაძე, ამ დროს გამოვუტყდი ანას, რომ მიყვარდა. რუსთავიდან მამაჩემს მოვყავდით მანქანით, მე წინ ვიჯექი, ანა – უკან, ხელი უკან მქონდა გადაყოფილი და თბილისამდე ხელჩაკიდებული ჩავედით.

 

ანა: ორი კვირის მერე უკვე გამოვუტყდით ერთმანეთს სიყვარულში, პრინციპში მე ვუბიძგე, მერე სტაბილურად გაგრძელდა ჩვენი ურთიერთობა.

 

აკე: ჩვენი პირველი პაემანი იყო ბათუმში, კოკისპირულად წვიმდა, ჩვენ გვეცვა საწვიმრები, ხელიხელჩაკიდებული დავსეირნობდით მშვიდად მთელს ქალაქში.

 


 როდის დაქორწინდით?

 

ანა: დეკემბერში გვქონდა ნიშნობა, აპრილში ყაზბეგში დავიწერეთ ჯვარი. სახლი გვქონდა ნაქირავები, სადაც ორი დღით ადრე ავედით, ყველანი ერთად ვერთობოდით, ჯვრისწერისთვის ყველა ერთად ვაწყობდით სუფრას, საინტერესო იყო მენიუ: შემწვარი კარტოფილი, კოკა-კოლა, პიცა, მწვადი, კიტრი და პომიდვრის სალათი.

 

აკე: ყველას გვეცვა ხევსურული ფორმები, სამ-სამი მეჯვარე გვყავდა, გერგეთის სამებაში დავიწერეთ ჯვარი, თითქმის ყველა ნაცნობი მუსიკოსი გვახლდა.

 

ერთად ცხოვრებას როგორ აგრძელებთ?

 

ანა: მხოლოდ ის შეიცვალა, რომ ერთ სახლში ვცხოვრობთ, ისევ შეყვარებულები ვართ, ხანდახან მაბრაზებს, ჭურჭელს არ რეცხავს. მე ჯიუტი ვარ, აკე სულ დათმობაზე მიდის, სახლის დალაგებაზე ვკამათობთ ხოლმე, ახლა შენი ჯერია, ახლა შენი.

 

აკე: დილა იწყება ანას გაღვიძების მცდელობით, სადღაც 11 საათიდან ვიწყებ ანას გაღვიძებას, მინიმუმ 4-5 საათი მჭირდება, არაფერი არ შველის, არც წყლის დასხმა, არც ხვეწნა, არც ხმაური, არც საუზმის დახვედრება, ბოლოს თავად ვიღლები და ვანებებ თავს, მერე იღვიძებს და იწყება…

 

ანა: დღის განმავლობაში მუსიკაში ვმეცადინეობთ, ჩვენი ბინა არის შეკრების ადგილი, ყველა ჩვენთან მოდის და ვერთობით. პროექტის დროს ვეხვეწებოდით – დაგვასვენეთ.

 

როგორ ატარებთ დროს?

 

ანა: ძალიან გვიყვარს მოგზაურობა, განსაკუთრებით მთიანი ადგილები მოგვწონს. ხშირად დავდიოდით მეგობრებთან ერთად მე და აკე კარვებით მთებში, ახლაც ვგეგმავთ მოგზაურობას, ძალიან კარგ ადგილებს ვპოულობთ. გვინდა სვანეთის, სამეგრელოს, ყაზბეგის შემოვლა. ამ ზაფხულს ვგეგმავთ ნეპალში წასვლას, იქედან ინდოეთში გადავალთ. სამი წელია ვოცნებობ ნეპალში წასვლაზე.

 

აკე: ზურგჩანთა, კარავი, მარშუტკა და ოპლა! ბევრგან დავდივართ, ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს სანახავი, არასოდეს ვგეგმავთ მოგზაურობას წინასწარ, იქვე გადავწყვეტთ სად როგორ გავატაროთ დრო.

 


 რაზე ოცნებობენ აკე და ანა?

 

აკე: გვინდა ქალაქგარეთ, მთასთან ახლოს გვქონდეს სახლი, პატარა კოტეჯი, სადაც იქნება მუსიკალური კუთხეც.

 

ანა: ცხოველები მიყვარს ძალიან, თბილისში გვყავს ზღვის გოჭი, სანამ თბილისში ვცხოვრობთ, ჩემი ძაღლი და კატა დედაჩემს ჩავაბარე, ამას წინათ ძაღლის ლეკვი ვიპოვეთ, დავბანეთ, მოვუარეთ, მამაჩემი წინააღმდეგია, ამდენი ცხოველი რად გინდათო, მერე წაიყვანა ბებიაჩემთან. ახლა ქამელეონის ყიდვას ვაპირებ, მერე სხვა ცხოველები გვყავს გეგმაში.

ლაშქრობა ვერცხლის ტბაზე

კოლხური და წიწვოვანი ტყეები, მღვიმეები, უფსკრულები, ჩანჩქერები, მწვერვალები, ალპური მდელოები, მინერალური წყაროები და ულამაზესი, გამჭვირვალე ალპური ტბები – რომელსაც ტობავარჩხილს უწოდებენ, რაც მეგრულად „ვერცხლის ტბას“ ნიშნავს. მიუხედავად იმისა, რომ ვერცხლის ტბისკენ მიმავალი გზა საკმაოდ რთულია, ტობავარჩხილი ყოველწლიურად სულ უფრო პოპულარული ხდება ეკოტურისტებს შორის. ტურისტები ტობავარჩხილის ტბებს ჯადოსნურ ტბებს უწოდებენ. თუ საძიებო სისტემა `გუგლში~ ტობავარჩხილს ჩაწერთ, მსგავს შეფასებებს ნახავთ: „ნამდვილი სამოთხე“, „ბუნების საოცრება“ „მსრიხანე მზეთუნახავი“ და ა.შ.

აქვე იმასაც გაიგებთ, რომ ძველთაგანვე სამეგრელოში ტობავარჩხილს წმინდა ტბას უწოდებდნენ, რომელშიც ხელის ჩაყოფაც კი აკრძალული იყო, რადგან „ვაშინერს“ (მეგრულად – საშინელება) იწვევდა. ლეგენდა ლეგენდად დარჩა და ახლა სულ უფრო მეტ ტურისტს იზიდავს ეს ადგილი.

მოხერხებული ფეხსაცმელი, კარგი ზურგჩანთა, კარავი, მშრალი საკვები, პატარა გაზქურა გასათბობად და ლაშქრობის გამოცდილება – ეს ის მოკლე ჩამონათვალია, რაც ტობავარჩხილისაკენ მიმავალ ტურისტს სჭირდება.

რომან თოლორდავა პირველად ტობავარჩხილზე 1998 წელს იყო. იგი მკვლევარი-ფოტოგრაფია და ტობავარჩხილზე ქართველ და უცხოელ ტურისტებსაც უწევს მეგზურობას. იგი ამბობს, რომ ტობავარჩხილის დალაშქვრის მსურველთა რაოდენობა ამ ეტაპისათვის უჩვეულოდ ბევრია.

„აქამდე ტობა თოვლით და ყინულით იყო დაფარული, წელს უხვი ნალექი მოვიდა ტბაზე და გვიან დაიწყო სეზონი. ადრე სკეპტიკური დამოკიდებულება იყო სამეგრელოს ტურისტული პოტენციალის მიმართ, ახლა ეს დამოკიდებულება თანდათან შეიცვალა. ამ მარშრუტზე არის რამდენიმე ენდემური სახეობის ჯიში, მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი სახეობა, როგორიცაა კოლხური ყოჩივარდა, რომლის გავრცელებების არეალი საკმაოდ შეზღუდულია და იგი დიდ ინტერესს იწვევს სამეცნიერო წრეებში. ტობავარჩხილი ერთადერთია, სადაც ერთ მარშრუტზეა განლაგებული მდინარე, მინერალური წყალი, მღვიმე, ენდემური ჯიშები, ტბა, მწვერვალი, კასკადური ჩანჩქერები და მყინვარები“, – ამბობს რომან თოლორდავა.

კითხვაზე, როგორ ურჩევს ტობავარჩხილისაკენ მიმავალ ტურისტებს მარშრუტის დაგეგმვას, იგი პასუხობს, რომ ჩხოროწყუს რაიონის სოფელ მუხურში ჩასულ ადამიანს, საიდანაც იწყება გზა ტობავარჩხილის ტბებისკენ, ადგილზევე შეუძლია დეტალების გარკვევა, მაგრამ სჯობს ჩამოსვლამდე იყოს ინფორმირებული და მოაგვაროს ისეთი საკითხები, როგორიცაა მანქანისა და ცხენების დაქირავება.

„ამ რეგიონში რამდენიმე ტბაა განლაგებული: ცაშკიბულის ტობავარჩხილი, ჭითაგვალვას ტობავარჩხილი და ა.შ. ადამიანმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს, რამდენი ტბის მონახულება უნდა და, შესაბამისად, რა დროს დახარჯავს ამისათვის. ერთი ტბის მოსანახულებლად სამი დღე საკმარისია. თუ უნდათ ორი ტბა ნახონ, ამისათვის ოთხი დღეა საჭირო, თუ ყველა ტბის ნახვა უნდათ, მინიმუმ ექვსდღიანი ექსპედიციაა საჭირო.

სოფელ მუხნურიდან ალპურ ზონამდე, ზღვის დონიდან 1900 მეტრზე, გასავლელია 38 კილომეტრი. არის ჯგუფები, რომლებიც გადიან ამ მანძილს ფეხით და ჯგუფები, რომლებსაც ურჩევნიათ ეს მანძილი დაფარონ მანქანით. აქედან ტობავარჩხილამდე რვა კილომეტრია. თან მიჰყავთ ცხენი, რომ წამოიღოს ბარგი. რა თქმა უნდა, ეს აადვილებს მარშრუტს. ხშირად ასეთი ჯგუფები ერთ დღეშიც ჩადიან პირველ ტბამდე. შემდეგ მეორე დღეს გადადიან ჭითაგორას ტობავარჩხილამდე, მანძილი სულ სამი კილომეტრია, მესამე დღეს ათვალიერებ უკვე სხვა ტბებს, გარდა ერთისა, სადაც მისასვლელი გზა უფრო რთულია და ოთხ დღეში ახერხებენ ამ მარშრუტის დაფარვას“, – ამბობს რომან თოლორდავა.

იგი ტურისტებს არ ურჩევს ტობავარჩხილზე გამყოლის გარეშე წასვლას.

რაც შეეხება ფასებს, რომან თოლორდავა ამბობს, რომ ცხენის ერთი დღით დაქირავება დაახლოებით 70 ლარი ღირს, სამხიდიანი მანქანის, რომელიც ტურისტებს მუხნურიდან ტობავარჩხილისაკენ მიმავალ გზამდე მიიყვანს – 500-600 ლარი, პროფესიონალი გიდის, რომელიც გზის გარდა ტურისტებს ენდემური ფლორისა და ფაუნის შესახებაც მიაწოდებს ინფორმაციას – 100 ლარი.

„ღამისთევა ხდება კარვებში, ალპურ პირობებში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზუსტად შეირჩეს ღამისთევისათვის შესაფერისი ადგილი. ჩვენ ბევრი სამაშველო და საძიებო სამუშაო ჩაგვიტარებია ამ ტერიტორიაზე და ყველა შემთხვევაში პრობლემას იწვევდა მარშრუტის არცოდნა და არაპროფესიონალი გიდი. პროფესიონალ გიდს შეუძლია ინსტრუქტაჟი გაუწიოს ჯგუფს კარვების გაშლაში, მინიმალური სამედიცინო ცოდნა აქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ ჯგუფი ივლის უსაფრთხოდ. კიდევ ერთი პრობლემა: მარშრუტის მთელ მონაკვეთზე, დაწყებული ალპური ზონიდან, არ არის მობილური კომუნიკაცია, ამიტომ როცა ჯგუფი მოძრაობს, აუცილებელია ჰქონდეთ სატელიტური ტელეფონი“, – ამბობს რომან თოლორდავა.

ტობავარჩხილის ტბებისკენ მიმავალ ტურისტებს შეუძლიათ მეჯოგეებთანაც შეიარონ ქოხებში და მთებში მომზადებული მეგრული კერძები დააგემოვნონ, მათ შორის ცნობილი ელარჯიც. ხუთი ადამიანისათვის მომზადებული ელარჯის დიდი ულუფის ფასი 50 ლარია.

ტობავარჩხილზე ლაშქრობებს რამდენიმე ტურისტული კომპანია უწევს ორგანიზებას. მათ შორისაა „ტობა თრექინგი“, რომელიც ჩხოროწყუში მდებარეობს. კომპანიის მენეჯერი გელა იზორია ამბობს, რომ ტურისტებისთვის მათ მომსახურების სრული პაკეტი აქვთ: „სასტუმრო, ტრანსპორტი, გიდი, ცხენები, სამი ღამე ტობავარჩხილზე და მეოთხე დღეს ვბრუნდებით უკან. 160 ლარი ღირს ასეთი ტური“.

რა უნდა ჰქონდეს თან ტობავარჩხილზე მიმავალ ტურისტს? „მშრალი საკვები, კარავი, საწვიმარი, გამოსაცვლელი ტანსაცმელი, ბათინკები და კედები“, – პასუხობს ლევან იზორია.

რომან თოლორდავა ამბობს, რომ აუცილებელია კარავიც შესაფერისი იყოს: „კარავი აუცილებლად უნდა იყოს მაღალ ნალექზე გათვლილი, ანუ 2000 მლმ ნალექის ატანა უნდა შეეძლოს ზედა მხარეს, 3000 მლმ – ქვედა მხარეს. ეს ალპური ზონაა და იქ ნალექის ინტენსივობა სულ სხვაგვარია, ვიდრე დაბლა“.

ტურისტებს სრულ მომსახურებას, მათ შორს კარვებით უზრუნველყოფას სთავაზობს ტურისტული კომპანია „ტაო-კლარჯეთი“. კომპანიის მენეჯერი, ქართლოს ჭაბაშვილი ამბობს, რომ ტობავარჩხილზე სამდღიანი ტურის ფასი 250-300 ლარიდან წყება. „ჯგუფის მოთხოვნის მიხედვით ვადგენთ ტურს, ამით განისაზღვრება ფასიც. არა აქვს მნიშვნელობა, რამდენი ადამიანი იქნება ჯგუფში“, – ამბობს ქართლოს ჭაბაშვილი.

გოჩა მინჯორაიამ ტობავარჩხილი შარშან დალაშქრა. „ჩვენ ავირჩიეთ გრძელი მარშრუტი, 5 დღე დაგვჭირდა, ყველაზე მაღალ ტბაზე ვიყავით. თუ კარგი ამინდია და ხელშემშლელი ფაქტორი არ იქნება, ხუთ დღეში შეიძლება ამ გზის დაფარვა, მოკლე მარშრუტზე სამი დღე შეიძლება დაგჭირდეს“, – ამბობს გოჩა. იგი ამბობს, რომ არ ურჩევს ახალბედებს ტობავარჩხილით ლაშქრობის დაწყებას: „განსაკუთრებული ფიზიკური მომზადება არა, მაგრამ ლაშქრობის გამოცდილება საჭიროა. ყველაფერს მნიშვნელობა აქვს, ზურგჩანთის ჩალაგებას, ზედმეტი რომ არ წაიღო, მშრალი საკვებია საჭირო, თავიდან ამას არავინ აქცევს ყურადღებას, მაგრამ მერე პრობლემური ხდება. აუცილებელია საწვიმარი, ზურგჩანთაში რა სად დევს, იმასაც მნიშვნელობა აქვს. ზოგი ეძებს და დრო გადის. ჯგუფი კი არ ჩერდება, წვიმაა – მიდიხარ, ბურუსია – მიდიხარ,  ნახევარი საათი თავსხმა წვიმაში შეიძლება მოხვდე, მერე სიცხეში, ამინდი სწრაფად იცვლება. ძნელი მარშრუტია და დასვენების ბევრი დრო არ არის. არის შემთხვევები, როცა უკანაც კი ბრუნდებიან“, – ამბობს გოჩა.

ლევან იზორიას თქმით, ტობავარჩხილზე 9-12 აგვისტოს მოლაშქრეთა „ტობა ფესტივალი“ იმართება. სწორედ ეს პერიოდი, აგვისტოს პირველი დეკადა, მიიჩნევა საუკეთესო სალაშქრო სეზონად ტობავარჩხილზე.

მუსიკა როგორც პირადი დღიური

თინათინ შურღაია

„სიმღერების წერა ძალიან ბანალურად დავიწყე, სევდიანი ვიყავი, სენტიმენტალურ განწყობაზე. მეგონა, რომ იმ მომენტში ვიღაც მომწონდა. სხვათა შორის, ქართული იყო პირველი მუსიკა, რომელიც დავწერე. ვწერდი ჩემთვის და იშვიათად ვანახებდი ვინმეს, დედას ან ოჯახის წევრს. მიმაჩნდა, რომ ეს დღიურებივით იყო. დღიურების წერა იმიტომ მეზარებოდა, რომ რაღაც ინტერაქტივი არ მქონდა დღიურებთან. სიმღერებთან  მქონდა. ნიკო ნერგაძემდე ჩემი მუსიკა არ გასულა ჩემი დიდი ოთახის ფარგლებს გარეთ.

ხშირად, როცა ფორტეპიანოსთან ვჯდები, ვიცი, რომ მაქვს რაღაც სათქმელი. ავიღებ აკორდს და ის მკარნახობს, სად უნდა წავიდე. როგორც წესი, სიმღერასა და ტექსტს სულ ერთად ვწერ.

საკმაოდ ქრონიკული დეპრესიები მაქვს ხოლმე, ტალღები დეპრესიების. ვიცი  მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაში ისეთი პრობლემებია, შეიძლება ჩემი პრობლემები სასაცილოდაც არ ეყოს სხვას, მაგრამ როცა დეპრესია მაქვს, იმ მომენტში ცუდ ხასიათზე მაყენებს, საოცარი რაღაცები მჭირს შიგნით.

ამავდროულად იმ მომენტში ყველაზე ბედნიერი ვარ, რომ ეს რაღაცები მჭირს. ეს მაწერინებს მუსიკას, ეს ხასიათის ცვლილება, ეს დეპრესიულობა, ეს იმედგაცრუებები, რომელიც შეიძლება გრძელდებოდეს ერთი კვირა, ორი ან ერთი დღე. იმდენ სათქმელს აგროვებს, რომ უნდა ვთქვა. ამიტომ ვამბობ, რომ დღიურებივით იყო სიმღერების წერა ჩემთვის. რაც მიგროვდება, სათქმელს მუსიკით ვამბობ.

პოპულარობა? – პოპულარობა არ არის ჩემთვის ცხოვრების აზრი, გინდა თუ არა უნდა ვიყო პოპულარული. არ ვიცი, ეგ რატომ უნდა გქონდეს. მუსიკას აქვს ისეთი რამე, გინდა გააზიარო. გაუზიარო ადამიანებს. არ არის აუცილებელი  ელოდებოდე რაღაცას უკან. ეს უნდა გასცე, რადგან სხვაგვარად არ შეგიძლია.

ვერასდროს ვუსმენდი მუსიკას, რომელშიც  აზრი არ იყო. მიყვარს ისეთი სიმღერების მოსმენა, რომელშიც ტექსტი გიყვება ისტორიას ან მუსიკაა მძლავრი. უმეტესი სიმღერები მაქვს დაწერილი ადამიანების ისტორიებზე. იმ ადამიანების, თავიანთ ამბავს რომ მიყვებიან, სევდას მიზიარებენ. მუსიკა ჩემი თანადგომაა მათ მიმართ. როცა გინდა ადამიანს თანადგომა აგრძნობინო, სწორი სიტყვები უნდა შეარჩიო.

ყველა ჩემი სიმღერის ტექსტი ინგლისურენოვანია. სიმღერები, რასაც დღეს ხალხს ვაცნობ, დაწერილი მაქვს ამერიკაში ცხოვრების პერიოდში. გათიშული მქონდა ქართული აზროვნება, ვერ გადავრჩებოდი სხვანაირად. დღეს რატომაც ვერ ვწერ ქართულად, არის ის, რომ ვერ ვამბობ ჩემს სათქმელს ქართულად. ვერ ვპოულობ სწორ სიტყვებს, ვერ ვპოულობ სინონიმებს. ინგლისურად მძიმე რაღაცების თქმაც კი მსუბუქად გამომდის. ინგლისური მოძრავი, ელასტიური ენაა და ჩემს სათქმელს ნათლად გადმომაცემინებს.

ქართული მუსიკა? – ვუსმენ სვანსიხს, ეკო დეისაძესაც ვუსმენ. საერთოდ ნებისმიერ ქართულ მუსიკას, რომელსაც ვპოულობ, დიდი სიამოვნებით ვუსმენ. იმდენი ხანი არ იქმნებოდა კარგი მუსიკა, იმდენი ხანი შემსრულებლები იყვნენ მხოლოდ და მუსიკოსები არ იყვნენ, ახლა მგონია ყველამ უნდა ვუბიძგოთ, ერმაც და ბერმაც. ძალიან კარგი დიჯეები გვყავს, ვინსენტ ვოლტი ძალიან მომწონს. მის მოსასმენად ბათუმშიც კი ჩამოვედი. გოგი ძოძუაშვილზე აღარ ვიტყვი როგორ მომწონს.

პროფესიით ჟურნალისტი ვარ. ამერიკაში ვმუშაობდი პროფესიით, ჩემს ლექტორთან უნივერსიტეტში. მე მუსიკაში მომწონს ის, რომ შემიძლია სათქმელი ვთქვა თავისუფლად, დამოუკიდებლად და არავინ ამაში არ შემზღუდავს. ჟურნალისტიკაც ამიტომ მომწონდა _ შემეძლო თავისუფლად მეთქვა რაც მინდოდა. ახლა ის ეტაპი მაქვს ცხოვრებაში, მუსიკაში უფრო ლამაზად ვახერხებ ამის გაკეთებას. ჟურნალისტიკა მაგარია, მაგრამ ახლა მე ასე უფრო მომწონს სათქმელის თქმა.

არ მაქვს მუსიკალური განათლება და ვაკეთებ ყველაფერს, რომ მქონდეს. რომ ვიცოდე ფორტეპიანო, რომ ვიცოდე მუსიკის თეორია, ამას დიდი დრო მიაქვს.

მუსიკით ფული არ იშოვება. მუსიკა არ ამირჩევია იმიტომ, რომ ფული მეშოვა. ეს ის არის, რაც მე თვითონ მჭირდება. მათ, ვინც მეუბნება, შენი მუსიკა მშველის და დღეს მიმსუბუქებს, წარმოდგენაც არ აქვთ რას ნიშნავს ჩემთვის ერთი სიმღერის დაწერა. ყველანაირი ტრაგედია გამომდის სხეულიდან და მინიმუმ თვენახევარი ვარ მშვიდად. მერე ისევ ვგრძნობ, რომ რაღაც უნდა დავწერო. და ასე გრძელდება.

არ მსურს ჩემი მუსიკა გახდეს კომერციული. მაგრამ ერთი წლის მერე სად ვიქნები და რას ვიფიქრებ, ნამდვილად არ ვიცი. დღეს გულწრფელი ვარ ამ პასუხში. დღეს არ მინდა, რომ ჩემი მუსიკა იყოს კომერციული.

ძალიან რთულია კონცერტების გაკეთება. არ მყავს მენეჯერი და არც ვეძებ. არ მყავს პროდიუსერი და არც ვეძებ. რომც მყავდეს, ვერაფრით დამეხმარებოდნენ. არ არის სივრცე, სადაც შეიძლება მიხვიდე და უთხრა, იცით, მე, უბრალოდ, გამოვალ და ვიმღერებ. რამდენიმე ადგილი არის და ვმღერი. მაგალითად, „დივანი“ თბილისში.  ძალიან კარგ საქმეს აკეთებს „ვიტამინი“, რომელიც მაძლევს სივრცეს საქველმოქმედო კონცერტის ჩასატარებლად. ხშირად კლუბები ისეთ თანხას მეუბნებიან კონცერტის ჩასატარებლად, რომ ვერაფრით ვერ გადავიხდი ჩემი ჯიბიდან.

ერთხელ ვთქვი, მინდა სტადიონები შევავსო-მეთქი და ეს აიტაცეს როგორც ნეგატიური რამ. მეკითხებოდნენ „ზედმეტად ამბიციური ხომ არ ხარ“. არ ვარ ზედმეტად ამბიციური. უბრალოდ, მგონია, რომ სტადიონი ჩემთვის ის ადგილია, სადაც ძალიან ბევრ ადამიანს ვანახებ ჩემს სათქმელს და ვეტყვი მადლობას. თუმცა ჩემი სურვილი რაც არის, ესაა არ დამეკარგოს მუხტი მუსიკის წერის და რაც შეიძლება მეტი ადამიანი გავიცნო. მეტი რაღაც ვნახო, რომ ამაზე მერე ვწერო. ამაზე დიდი ამბიცია ადამიანს ვერ გექნება _ აგრძელებდე რაღაცის შექმნას. აი ეს არის ჩემი მთავარი ამბიცია, რომ ვწერო, რომ ის მუხტი, რომელიც სამწუხაროდ ხელოვანებს ხშირად უქრებათ, არ გამიქრეს და ვწერო მეტი და მეტი. უფრო და უფრო საინტერესო და უფრო და უფრო ღრმა რაღაცები”.

საქველმოქმედო კონცერტი ლეიკემიით დაავადებული ბავშვების გადასარჩენად

 

კონცერტი პიაცაზე საღამოს ცხრა საათზე დაიწყება. კონცერტზე დასასწრები ბილეთები არ გაიყიდება. 

 

“შესასვლელში იქნება ყუთი, სადაც თქვენი სურვილისამებრ ჩააგდებთ თანხას. შემოსული თანხა მოხმარდება ლეიკემიითა და სოლიდური სიმსივნეებით დაავადებული ბავშვების მკურნალობას,” – ნათქვამია “დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის” ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე. 

 

ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტი ერთი წუთით გაჩერდა

შპს ,,ბათუმის ავტოტრანსპორტი“ ბოდიშს უხდის მგზავრებს და კომპანიის სახელით უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახს.

აჭარის დასაქმების სააგენტო დამსაქმებლებთან შეხვედრებს აწყობს

 

აჭარის დასაქმების სააგენტო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით 2011 წლის 13 სექტემბერს დაფუძნდა. ოფიციალური ინფორმაციით, დაარსების დღიდან ორგანიზაციას 7443 ადამიანი ჰყავს დასაქმებული სხვადასხვა ორგანიზაციებსა თუ კომპანიებში. დასაქმების სააგენტოს ორგანიზაციები ვაკანსიებს ტელეფონის, ელ – ფოსტის ან პირადი ვიზიტის საშუალებით აწოდებენ.

 

დასაქმების სააგენტოს განმარტებით, სააგენტო არის მხოლოდ შუამავალი დამსაქმებელსა და სამუშაოს მაძიებელს შორის, სააგენტოს მიერ შეთავაზებული რეზიუმეს განხილვასა და კადრების შერჩევაზე გადაწვეტილებას დამსაქმებელი დამოუკიდებლად იღებს.

სტიქიით დაზარალებული 6 ოჯახი დღეს ბინას მიიღებს

 

 

ბინების გადანაწილების პროცესს  აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები  დაესწრებიან.

 

ბინებს მიიღებენ, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანჩხალოში მცხოვრები თ. დუმბაძის და ა. დუმბაძის ოჯახები, სოფელ ბუთურაულში მცხოვრები რ. დიასამიძის ოჯახი, სოფელ ჟანივრში მცხოვრები ფ. ბერიძის ოჯახი, სოფელ წინკალაურში მცხოვრები ნ. დუმბაძის ოჯახი, ასევე სოფელ პაპოშვილებში მცხოვრები ა. ფუტკარაძის ოჯახი.

 

სტიქიით დაზარალებული ოჯახებისათვის ბინის გადაცემის საკითხზე გადაწყვეტილება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიური მოვლენების შედეგად მყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეულმა სამთავრობო კომისიის რეკომენდაციით მიიღო.

 

2013 წელს აჭარაში საცხოვრებელი ფართით  სტიქიის შედეგად დაზარალებული 163 ოჯახი დაკმაყოფილდა.

რატომ არის გამორთული ელექტროტაბლოიდი?

 

 

 

როგორც ბათუმის ავტოტრანსპორტის მარკეტინგის სამსახურის უფროსი ბესიკ დათიაშვილი ამბობს, მას ზუსტი ინფორმაცია არ აქვს რატომ არ მუშაობს ელექტროტაბლოიდი დელფინარიუმის მიმდებარე ტერიტორიაზე.

 

„რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, აღნიშნულ ტერიტორიაზე ელექტროობის პრობლემაა.  ელექტრო მავთული ტრაქტორმა რამდენჯერმე გადაჭრა. რამდენადაც ვიცი სხვა ხაზს აკეთებენ. ვერ გეტყვით რა სტადიაშია სამუშაოები, მაგრამ პროცესი მიმდინარეობს და რამდენადაც ვიცი, სხვა ხაზს აკეთებენ, შემოვლითი გზით ჩაირთვება ელექტროტაბლოიდი“.

 

 

აღნიშნულ გაჩერებასთან ახლოს, სასტუმრო „ჰილტონის“ მშენებლობა მიმდინარეობს.

განსაკუთრებული საჭიროების მქონეთა დასაქმების პრობლემები

 

სოფო ზოიძე და თამაზ მჟავანაძე

 

„კვლევისა და მონიტორინგის შედეგად დამტკიცდა რომ ბათუმში შენობების უმრავლესობა არაადაპტირებულია,  როგორც სამთო ტურიზმის ასევე  საზღვაო ტურიზმის მიმართულებით, ბათუმში უკეთესი მდგომარეობაა ვიდრე სოფლად” – აღნიშნავს თამაზ მჟავანაძე.

 

ორგანიზაციის ვიცე-თავმჯდომარის სოფიო ზოიძის თქმით, კი განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს აჭარაში საკუთარი შემოსავალი არ გააჩნიათ.

 

„დასაქმება უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, მათი შემოსავლის მხრივ რათა შშმ პირემა შეძლონ დასვენება, მშობელთა უმრავლესობა ვერ საქმდება იმიტომ რომ არ აქვს შშმ პირის მარტო დატოვების საშუალება”- ამბობს სოფო ზოიძე.

 

ორგანიზაციაში აღნიშნავენ რომ იმის გასაგებად, თუ რა სახელმწიფო პროგრამები ხორციელდება ან ბოლო ორი წლის განმავლობაში რამდენი განსაკუთრებული საჭიროების პირია საქართველოში შემოსული, ტურიზმის  დეპარტამენტს მიმართეს და პასუხი ამდრომდე ვერ მიღეს.

ფარისებრი ჯირკვლის უფასო გამოკვლევები ორსულებისთვის

 

 

 

 

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის ტერიტორიაზე მიმდინარეობს აჭარაში რეგისტრირებული 0–დან 200 000–მდე სარეიტინგო ქულის ორსულთა გამოკვლევა ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიებზე.

 

 

კერძოდ – ულტრასონოგრაფია, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონალური გამოკვლევა (თირეოტროპული ჰორმონი, თავისუფალი თიროქსინი) და ენდოკრინოლოგის კონსულტაცია.

 

 

მომსახურების მიღება შესაძლებელია ბათუმის სამშობიარო სახლში, ქობულეთის სამედიცინო ცენტრსა და სს. საზღვაო ჰოსპიტალში. ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტის ბენეფიციართათვის მომსახურების მიწოდება ხორციელდება ადგილზე, პირველადი ჯანდაცვის ცენტრებში.

 

 

პროგრამა გათვალისწინებულია 2000 ბენეფიციარზე და   წლის ბოლომდე გაგრძელდება.

 

 

პროგრამის ფარგლებში დღემდე  700 ორსულია  გამოკვლეული.

Exit mobile version