ჩოგბურთი – ჩემი ცხოვრება

 

გიორგი ცივაძე



გიორგი, კონკრეტული თამაშის დროს გამარჯვების მოსაპოვებლად რას აკეთებ, როგორ ემზადები?

– ბოლო წლებში ფიზიკურად სუსტად ვიყავი მომზადებული. პროფესიონალურ ტურში ასპარეზი რომ დავიწყე, ძალა არ მყოფნიდა და ვაგებდი თამაშებს. კორტზე თუ ორი-სამი საათია საჭირო სწრაფი მოძრაობისთვის, ვიღლებოდი და სადაც მოსაგები იყო, ვეღარ ვიგებდი. ამიტომ მამასთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება უფრო მეტი ყურადღება ფიზიკური მომზადებისთვის დაგვეთმო, ვიდრე ჩოგბურთისათვის: სირბილი, აკრობატიკა, ტრენაჟორებზე ვარჯიში. მთელი ზამთარი და მომდევნო თვეებიც ამ მიმართულებით ვიმუშავე. შედეგად კი საკმაოდ სერიოზული წინსვლა მივიღე მსოფლიო საჩოგბურთო რეიტინგში. ჩოგბურთის თამაში ყველამ ისწავლა, მაგრამ წარმატებების მოპოვება ძლიერი ფიზიკური მომზადების გარეშე, წარმოუდგენელია, რასაც ადრე სათანადო ყურადღებას არ ვაქცევდი.

რატომ არ ემზადებოდი ფიზიკურად, თუ ეს მნიშვნელოვანი იყო?

– ვფიქრობდით, რომ ადრეული ასაკიდან სერიოზულ ფიზიკურ მომზადებაზე ყურადღების გამახვილება პრობლემებს შემიქმნიდა ჯანმრელობის კუთხით, რადგან ტანადაც სუსტი ვიყავი და სიმაღლეში ზრდის პრობლემებიც მქონდა, რაც ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია თანამედროვე ჩოგბურთში.

ფიზიკურ მომზადებას ვისთან გადიხარ?

– მამაჩემია ჩემი პირადი მწვრთნელიც და მენეჯერიც. ის ცდილობს ადგილობრივი პირობებიდან გამომდინარე, საუკეთესო ვარიანტები შეარჩიოს და დაგეგმოს, სად და ვისთან გავიარო მომზადება. ხშირად თბილისში ჩავდივარ და ნაკრებთან ერთად ვვარჯიშობ. ნაკრებს ვლადიმერ გაბრიჩიძე გვავარჯიშებს. ტურნირების დროს კი ქართველ ჩოგბურთელებთან ერთად ვემზადები. ოჯახში სამნი ვართ – მამა, დედა და მე. და-ძმა არ მყავს. მამა და დედა ველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ ჩოგბურთი მეთამაშა. სკოლაში სწავლაზე უფრო მეტად აქცენტი ჩოგბურთზე გვქონდა გაკეთებული. ახლაც მთელი ჩემი ცხოვრება ჩოგბურთის ირგვლივ ტრიალებს. გადაწყვეტილება თავიდანვე ერთობლივად მივიღეთ, რომ პროფესიონალი ჩოგბურთელის გზას გავყოლოდი. მამაჩემის ინტერესი ასეთი დიდი რომ არ ყოფილიყო აქამდე, ალბათ ვერ ვითამაშებდი ჩოგბურთს. ყოველთვის ვიღაც გჭირდება ვინც გზას გაგიხსნის, შენთვის რაღაცას გააკეთებს, სხვაგვარად შეუძლებელია რამე სერიოზულ წარმატებაზე ფიქრიც, უკეთეს შემთხვევაში კარგი იუნიორის სტატუსით დაამთავრებ სპორტულ კარიერას.

რა შეცდომა მოგსვლია ისეთი, რომელიც ფიქრობდი, რომ არ უნდა დაგეშვა და როგორ ცდილობ შეცდომების გამოსწორებას?

– შეცდომა ბევრი მქონია. ისეთი გულდასაწყვეტი შეცდომებიც ყოფილა, რომ დიდი ხნის მანძილზე ვერ ვახერხებდი მისგან გათავისუფლებას. ასი პროცენტით დარწმუნებული რომ ხარ გამარჯვებაში, მაგრამ აგებ, უნდა შეეცადო, დაივიწყო, დაიწყო ვარჯიში და ანალოგიურ სიტუაციაში რომ აღმოჩნდები, იგივე არ გაიმეორო. არის შეცდომები, რაც მომდის დარტყმების ტექნიკური შესრულების დროს, მაგრამ მათი გამოსწორება რთული არაა, უბრალოდ უნდა მოვინდომო და მეტი ყურადღება დავუთმო მათ დახვეწას. უფრო ძნელი ფსიქოლოგიური მომენტების გადალახვაა: ოთხჯერ ისეთი თამაში მაქვს წაგებული, როცა ერთი ბურთი მაკლდა მოგებამდე. წელს, საბედნიეროდ, ასეთი მომენტები საგრძნობლად შემიმცირდა კარგი სათამაშო პრაქტიკის გამო, რამაც მეტი თავდაჯერებულობა შემძინა.

სამი წლის წინ შენ შეხვდი მარკო ჯოკოვიჩს, დღევანდელი გადასახედიდან როგორ შეაფასებ ამ შეხვედრას, როგორი მოწინააღმდეგე იყო მსოფლიოს პირველი ჩოგანის ძმა და შეგეძლო თუ არა მისთვის მოგება?

– ანტალიაში ვითამაშეთ ჩვენ. მასთან სწრაფად და ადვილად წავაგე. სხვათა შორის, არ იყო ძლიერი მოწინააღმდეგე და არც ახლა მიმაჩნია, რომ კარგად თამაშობს. მაშინ 18 წლის ვიყავი, ვნერვიულობდი და ალბათ იმანაც იმოქმედა, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩის ძმას ვხვდებოდი. იმდენი ვიფიქრე ამაზე, რომ საერთოდ ვეღარ ვითამაშე. ორი-სამი წლის წინ ბულგარეთში „დევისის თასზე“ გრიგორ დიმიტროვს ვეთამაშე. ის დღეს მსოფლიოს საუკეთესო ათეულის წევრია. 4:3 ვიგებდი, მაგრამ საბოლოოდ მაინც დავმარცხდი – არ ვიყავი დარწმუნებული საკუთარ თავში, რომ მის დამარცხებას მოვახერხებდი.

როგორც ჩანს, ფსიქოლოგიური მომენტები გადამწყვეტია

– რა თქმა უნდა, ერთ-ერთი უმთავრესი წარმატების მისაღწევად ძლიერი ფსიქიკა და კარგი ფიზიკური მომზადებაა. ჩემს უცხოელ თანატოლებს, ვისთანაც ვთამაშობდი იუნიორებში და რომლებიც ახლა წარმატებით აგრძელებენ პროფესიონალურ კარიერას, მრავალი ადამიანი დასტრიალებს თავს: ცალკე ჩოგბურთის მწვრთნელები, ცალკე ფიზიკური მომზადების, მასაჟისტებიც ჰყავთ გუნდში და ფსიქოლოგებიც. ყველა პირობა აქვთ იმისათვის, რომ გაიზარდონ. ჩვენ კი, მიუხედავად იმისა, რომ ჩოგბურთის ფედერაციიდან, ასევე სპორტის სამინისტროდანაც გვიდგანან გვერდში, მათი დახმარება სპონსორების გარეშე არაა და ვერც იქნება ეფექტური, ამიტომაც მხოლოდ საკუთარი თავის იმედად ვრჩებით. დღეისათვის საქართველოდან სულ სამნი ვართ მსოფლიოს 1000-ულში: ნიკა ბასილაშვილი 200-ულშია, ალექსანდრე მეტრეველი 600-ეულში და მე. ამ შედეგებს თითოეული ჩვენგანი დამოუკიდებლად, სპონსორების დახმარების გარეშე ვაღწევთ, თუმცა დიდი წარმატებების მოსაპოვებლად მათ გარეშე გაგვიჭირდება.

შენი რჩეული ჩოგბურთელი ვინ არის?

– ბავშვობაში იყო პიტ სამპრასი. ახლა უკვე გამორჩეულად არავინ მომწონს.

ფედერერზე რას იტყვი?

– ვფიქრობ, ფედერერი ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელია, თუმცა მისი განსაკუთრებული გულშემატკივარი არ ვყოფილვარ. კარიერა რომ დაიწყო, მას სამპრასს ადარებდნენ, მე კი საერთოდ ვერ შევადარებდი მათ ერთმანეთს. თანამედროვე ჩოგბურთში ყველაზე მეტად მომწონს დელ-პოტრო და ენდი მარი.

ქალთა ჩოგბურთში ვის გამოარჩევდი?

– ქალების ჩოგბურთს იშვიათად ვუყურებ. კაცების ჩოგბურთსაც მარტო დიდ ტურნირებზე ვადევნებ თვალს, დიდი სლემებისა და მასტერსების დროს. ქალების ჩოგბურთი ადრე უფრო მომწონდა, განსაკუთრებით ჯუსტინ ჰენინი, რომელიც მართლაც ლამაზ ჩოგბურთს აჩვენებდა. ასევე ჰინგისი, დები უილიამსები. ახლა შარაპოვა და აზარენკოა მოწინავეთა შორის, თუმცა ისე ყვირიან ბურთის გათამაშების დროს, რომ მათი ყურების ხალისი მეკარგება.

ვისთან ისურვებდი შეხვედრას?

– დიმიტროვთან. მასთან თამაში მომეწონა. როცა უმაღლესი დონის ჩოგბურთელს ეთამაშები, საერთოდ სხვანაირი თამაში მიდის. თითქმის ვერაფერს ასწრებ, იმდენად სწრაფი მოთამაშეა და ისე ანაწილებს ბურთს. მასთან თამაში საინტერესოა. ვისურვებდი ასევე ენდი მარისთან შეხვედრას, იმედია, მექნება ამის შესაძლებლობა.

ამჟამად რისთვის ემზადები და შორეულ პერსპექტივაში რისი მიღწევა გსურს ჩოგბურთში?

– ამჟამად ვისვენებ, რადგან მიყოლებით 10 ტურნირში ვითამაშე. პლუს საქართველოს ნაკრებში მონაწილეობა „დევისის თასზე“. ნელ-ნელა დავიწყე მცირე დატვირთვებით ვარჯიში, საღამოობით ერთი საათი, ან საათ-ნახევარი. დაახლოებით ერთ თვეში ყაზახეთში გავემგზავრები. წლის ბოლომდე კიდევ რამდენიმე ტურნირში უნდა ვითამაშო, რეიტინგში რომ კიდევ უფრო წავიწიო წინ. მინდა რაც შეიძლება მალე მსოფლიოს ჩოგბურთრთელთა პირველ ასეულში მოვხვდე, შემდეგ კი – პირველი ათეულში შემავალი მოთამაშე გავხვდე და ერთ–ერთ დიდი სლემის ტურნირში გავიმარჯვო.

სექსუალური შევიწროება ქუჩაში

 

 

ამერიკაელი გოგო იტალიაში. რუთ ორკინი. 1951 წელი.
ამერიკაელი გოგო იტალიაში. რუთ ორკინი. 1951 წელი.

 

სექსუალურ შევიწროებას ქუჩაში შეიძლება ბევრნაირი ფორმა ჰქონდეს: სტვენა, კოცნის ხმა, შეურაცხმყოფელი შეფასებები, ვულგარული ჟესტიკულაცია თუ უკან დადევნება. სტატისტიკის მიხედვით, სექსუალური შევიწროების მხვერპლი უმეტესად ქალები არიან.

 

გენდერის სპეციალისტი თამუნა ბაგრატია ამბობს, რომ თამამად ჩაცმული ქალის მიმართ მამაკაცების გარკვეული ნაწილის დამოკიდებულება „სექსისტურია“ და იგი ფსიქოლოგიურ ძალადობადაც შეიძლება შეფასდეს. “მართალია, შეიმჩნევა გარკვეული პროგრესი ქართველი მამაკაცების აზროვნებაში და ბოლო დროს „სექსისტი“ მამაკაცების რაოდენობა მცირდება, მაგრამ ჩემი დაკვირვებით, მათი რიცხვი კვლავ კრიტიკულ ზღვარზეა. ჩვენ ხშირად გვავიწყდება, რომ ჩვენი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი თავისუფლება და ეს თეზა განსაკუთრებით მამაკაცებს ავიწყდებათ”, – ამბობს ის.

 

ქუჩაში უხამსი შეფასებები მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის. ცოტა ხნის წინ ბრიტანულმა გამოცემამ Dailymail-მა და The Guardian-მა გაავრცელა კაიროს უნივერსიტეტის ტერიტორიაზე გადაღებული ვიდეო, რომელშიც სტუდენტი ბიჭები თავს ესხმიან ქერა ქალს, რომლის ჩაცმულობასაც, მათი გაგებით, ზედმეტად გამომწვევი შეიძლება ეწოდოს.

 

თამუნა ბაგრატია ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, მსგავსი სიმწვავის რადიკალურ ინციდენტებს საქართველოში ადგილი არ ჰქონია, თუმცა შორს ვართ ისეთი საზოგადოებისგან, სადაც ქალი საკუთარი თავისუფლების, უფლებებისა და შესაძლებლობების პოტენციალის ფარგლებში საზოგადოების სრულყოფილ წევრად იქნება აღქმული. ამერიკაში ორგანიზაცია Stop Street Harassment მიერ გამოკითხული 811 ქალიდან 99-მა პროცენტმა დაადასტურა ქუჩაში კაცების მხრიდან მათი სექსუალური შევიწროების ფაქტები. იგივე დაადასტურა ლონდონში, კოალიცია Ending Violence Against Women (EVAW)-ის მიერ გამოკითხული გოგოების (18-34 წლის) 43%-მა, პოლონეთში კი 2012 წელს არაფორმალურად გამოკითხული 818 ადამიანისგან (უმეტესად ქალები), ქალი რესპონდენტების 85%-ს ჰქონდა გამოცდილი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სექსუალური შევიწროების შემთხვევები.


ქალებზე სექსუალური ან სხვა სახის ძალადობის შემთხვევებში საზოგადოება მხოლოდ მოძალადის ბრალს როდი ხედავს, რაც კიდევ ერთი წამახალისებელი ფაქტორია კაცების მხრიდან ქალზე ძალადობისა – “მასკულინური საზოგადოება, რა თქმა უნდა, მამაკაცის ქცევას მუდამ გასამართლებელ არგუმენტს უძებნის, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც არგუმენტი არ არსებობს. ოჯახური ძალადობის ფაქტების ანალიზისას ვნახავთ, რომ საზოგადოება, ხშირ შემთხვევაში, ქალს ადანაშაულებს იმაში, რომ „მსხვერპლი“ გახდა” – ამბობს თამუნა. მაგალითად, ვებგვერდზე: orthodos.ge-ზე ერთ-ერთ პასუხში პროტოპრესვიტერი დიმიტრი სმირნოვი წერს: “გაუპატიურებაში ხშირად დამნაშავეა თავად დაზარალებული, ჩაცმულობის, ქცევის, უყურადღებობის ან უფროსების დაუჯერებლობის გამო და ა.შ. ხშირად სწორედ ამგვარი წინაპირობების გამო ხდება ტრაგედია”. “მიუხედავად იმისა, რომ ამ მხრივ ქვეყანაში შეინიშნება გარკვეული პროგრესი, პრობლემა მაინც რჩება. დღეს საგანგაშო სტატიტიკა გვაქვს ოჯახური ძალადობის მხრივ, ბოლო 6 თვეში 14 ქალი იქნა მოკლული ყოფილი ქმრის ან ქმრის მიერ. საზოგადების ის ნაწილი, რომელიც ამ პრობლემებს მხოლოდ ყოფით, ინდივიდუალურ პრიზმაში უყურებს, თავად ხდება დანაშაულის მონაწილე და ხელს უწყობს დისკრიმინაციული გარემოს ფორმირებას, რომელიც ადამიანის სიცოცხლეს სქესის ნიშნით ხელყოფს”, – ამბობს თამუნა ბაგრატია.

 

გოგოებს ბავშვობიდან ასწავლიან მოკრძალებულად ჩაცმასა და ქცევას, ბიჭებს კი არავინ ასწავლის თავშეკავებას, მაგალითად, ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ეკლესია “გამომწვევად” ჩაცმული ქალის ეკლესიაში შესვლას კრძალავს ის არის, რომ მან კაცი არ აცდუნოს.

 

ეკლესიებსა თუ მეჩეთებში ხშირად შეხვდებით ქალის დრესკოდის განმსაზღვრელ ნიშნებს, რომლებიც ქალს ეკლესიაში მოკლე სახელოებიანი მაისურით, მოკლე კაბითა და შარვლით შესვლას უკრძალავს. გენდერის სპეციალისტი ამბობს, რომ საქართველოში არათანაბარი მიდგომა არამარტო ჩაცმის, არამედ სხვა, კიდევ უფრო მნიშვნელოვან თემებთან მიმართებაშიც გვხვდება: “საქართველოში სქესის ნიშნით სელექციური აბორტის შედეგად 2012 წელს 1151-ით ნაკლები გოგო დაიბადა. ხოლო გოგონების განათლებაზე მეტად ბიჭების განათლებაა პრიორიტეტული”. თამუნა მიიჩნევს, რომ თუ საზოგადოების მხრიდან შეწყდება მოძალადის გამართლება და საზოგადოება იქნება დემოკრატიულ, ლიბერალურ პრინციპებზე დაყრდნობილი, მიდგომები ამ საკითხთან მიმართებაში შეიცვლება. მისივე აზრით, კაცის ცნობიერებაში ამგვარი სტერეოტიპების ფორმირებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს მედია: “მედიის მიერ გავრცელებული პროდუქტი არ უნდა განაპირობებდეს საზოგადოებაში სტერეოტიპების გაძლიერებას და არ უნდა უწყობდეს ხელს ძალადობის წახალისებას.

 

მაგრამ ახლახან ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გასულ სიუჟეტს თუ გავიხსენებთ, მივხვდებით, რომ ეს ასე არ ხდება. მაგალითად, გადაცემა, სადაც ქალი მუსიკალურ ინსტრუმენტად იყო წარმოდგენილი და რომელზეც სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ადეკვატური განცხადება გააკეთა, რომ ქალის შეფასება მისი გარეგნული, ბიოლოგიური მახასიათებლებით, მისი ობიექტივიზაცია და „ნივთად წარმოჩენა“ არის სექსიზმი, რომელსაც დამანგრეველი შედეგების მოტანა შეუძლია ქალთა უფლებრივი მდგომარეობისთვის საქართველოში”.

 

ქუჩაში ქალის სექსუალურად შევიწროვებას მსოფლიო მასშტაბით ბევრი ჯგუფი ებრძვის, თუმცა თამუნას თქმით, გენდერული პრობლემა კომპლექსურია და საკითხიც კომპლექსურად უნდა გადაწყდეს: “რა თქმა უნდა,  ახალი თაობები ნაკლები სტერეოტიპით არიან მოცულნი, თუმცა საზოგადოების კრიტიკული მასა ტოტალურად რჩება სტერეოტიპების გარემოცვაში. საამისოდ საჭიროა ქალთა ძლიერი კონსოლიდირებული მოძრაობის, როგორც ქალთა მიღწევების შენარჩუნებისა და სოლიდარობის ინსტრუმენტის არსებობა. საკანონმდებლო ცვლილებები, საზოგადოების მეტი  ინფორმირება სტერეოტიპების აღმოსაფხვრელად, განათლების თანაბარი შესაძლებლობების შექმნა, ეკონომიკური შემოსავლების გათანაბრება, დისკრიმინაციული მიდგომებისა და ძალადობის აღმოფხვრა – ეს ის მცირე ჩამონათვალია, რომლებიც გენდერული თანასწორობის დამკვიდრებისათვის აუცილებელია. სამწუხაროდ, დღეს, ჩემი აზრით, ბევრი არაეფექტური აქტივობა ხორციელდება, ხშირად დუბლირებული, ერთსა და იმავე სამიზნე ჯგუფებთან, რაც ხშირ შემთხვევაში, პირიქით – თემის მარგინალიზაციასაც კი ახდენს”.

სექსუალური შევიწროება ქუჩაში

სექსუალურ შევიწროებას ქუჩაში შეიძლება ბევრნაირი ფორმა ჰქონდეს: სტვენა, კოცნის ხმა, შეურაცხმყოფელი შეფასებები, ვულგარული ჟესტიკულაცია თუ უკან დადევნება. სტატისტიკის მიხედვით, სექსუალური შევიწროების მხვერპლი უმეტესად ქალები არიან.

გენდერის სპეციალისტი თამუნა ბაგრატია ამბობს, რომ ქალის მიმართ მამაკაცების გარკვეული ნაწილის დამოკიდებულება „სექსისტურია“ და იგი ფსიქოლოგიურ ძალადობადაც შეიძლება შეფასდეს. “მართალია, შეიმჩნევა გარკვეული პროგრესი ქართველი მამაკაცების აზროვნებაში და ბოლო დროს „სექსისტი“ მამაკაცების რაოდენობა მცირდება, მაგრამ ჩემი დაკვირვებით, მათი რიცხვი კვლავ კრიტიკულ ზღვარზეა. ჩვენ ხშირად გვავიწყდება, რომ ჩვენი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი თავისუფლება და ეს თეზა განსაკუთრებით მამაკაცებს ავიწყდებათ”, – ამბობს ის.

ქუჩაში უხამსი შეფასებები მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის. ცოტა ხნის წინ ბრიტანულმა გამოცემამ Dailymail-მა და The Guardian-მა გაავრცელა კაიროს უნივერსიტეტის ტერიტორიაზე გადაღებული ვიდეო, რომელშიც სტუდენტი ბიჭები თავს ესხმიან ქერა ქალს, რომლის ჩაცმულობასაც, მათი გაგებით, ზედმეტად გამომწვევი შეიძლება ეწოდოს.

თამუნა ბაგრატია ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, მსგავსი სიმწვავის რადიკალურ ინციდენტებს საქართველოში ადგილი არ ჰქონია, თუმცა შორს ვართ ისეთი საზოგადოებისგან, სადაც ქალი საკუთარი თავისუფლების, უფლებებისა და შესაძლებლობების პოტენციალის ფარგლებში საზოგადოების სრულყოფილ წევრად იქნება აღქმული. ამერიკაში ორგანიზაცია Stop Street Harassment მიერ გამოკითხული 811 ქალიდან 99-მა პროცენტმა დაადასტურა ქუჩაში კაცების მხრიდან მათი სექსუალური შევიწროების ფაქტები. იგივე დაადასტურა ლონდონში, კოალიცია Ending Violence Against Women (EVAW)-ის მიერ გამოკითხული გოგოების (18-34 წლის) 43%-მა, პოლონეთში კი 2012 წელს არაფორმალურად გამოკითხული 818 ადამიანისგან (უმეტესად ქალები), ქალი რესპონდენტების 85%-ს ჰქონდა გამოცდილი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სექსუალური შევიწროების შემთხვევები.

 

ქალებზე სექსუალური ან სხვა სახის ძალადობის შემთხვევებში საზოგადოება მხოლოდ მოძალადის ბრალს როდი ხედავს, რაც კიდევ ერთი წამახალისებელი ფაქტორია კაცების მხრიდან ქალზე ძალადობისა – “მასკულინური საზოგადოება, რა თქმა უნდა, მამაკაცის ქცევას მუდამ გასამართლებელ არგუმენტს უძებნის, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც არგუმენტი არ არსებობს. ოჯახური ძალადობის ფაქტების ანალიზისას ვნახავთ, რომ საზოგადოება, ხშირ შემთხვევაში, ქალს ადანაშაულებს იმაში, რომ „მსხვერპლი“ გახდა” – ამბობს თამუნა. მაგალითად, ვებგვერდზე: orthodos.ge-ზე ერთ-ერთ პასუხში პროტოპრესვიტერი დიმიტრი სმირნოვი წერს: “გაუპატიურებაში ხშირად დამნაშავეა თავად დაზარალებული, ჩაცმულობის, ქცევის, უყურადღებობის ან უფროსების დაუჯერებლობის გამო და ა.შ. ხშირად სწორედ ამგვარი წინაპირობების გამო ხდება ტრაგედია”. “მიუხედავად იმისა, რომ ამ მხრივ ქვეყანაში შეინიშნება გარკვეული პროგრესი, პრობლემა მაინც რჩება.

დღეს საგანგაშო სტატიტიკა გვაქვს ოჯახური ძალადობის მხრივ, ბოლო 6 თვეში 14 ქალი იქნა მოკლული ყოფილი ქმრის ან ქმრის მიერ. საზოგადების ის ნაწილი, რომელიც ამ პრობლემებს მხოლოდ ყოფით, ინდივიდუალურ პრიზმაში უყურებს, თავად ხდება დანაშაულის მონაწილე და ხელს უწყობს დისკრიმინაციული გარემოს ფორმირებას, რომელიც ადამიანის სიცოცხლეს სქესის ნიშნით ხელყოფს”, – ამბობს თამუნა ბაგრატია.

გოგოებს ბავშვობიდან ასწავლიან მოკრძალებულად ჩაცმასა და ქცევას, ბიჭებს კი არავინ ასწავლის თავშეკავებას, მაგალითად, ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ეკლესია “გამომწვევად” ჩაცმული ქალის ეკლესიაში შესვლას კრძალავს ის არის, რომ მან კაცი არ აცდუნოს.

ეკლესიებსა თუ მეჩეთებში ხშირად შეხვდებით ქალის დრესკოდის განმსაზღვრელ ნიშნებს, რომლებიც ქალს ეკლესიაში მოკლე სახელოებიანი მაისურით, მოკლე კაბითა და შარვლით შესვლას უკრძალავს. გენდერის სპეციალისტი ამბობს, რომ საქართველოში არათანაბარი მიდგომა არამარტო ჩაცმის, არამედ სხვა, კიდევ უფრო მნიშვნელოვან თემებთან მიმართებაშიც გვხვდება: “საქართველოში სქესის ნიშნით სელექციური აბორტის შედეგად 2012 წელს 1151-ით ნაკლები გოგო დაიბადა. ხოლო გოგონების განათლებაზე მეტად ბიჭების განათლებაა პრიორიტეტული”. თამუნა მიიჩნევს, რომ თუ საზოგადოების მხრიდან შეწყდება მოძალადის გამართლება და საზოგადოება იქნება დემოკრატიულ, ლიბერალურ პრინციპებზე დაყრდნობილი, მიდგომები ამ საკითხთან მიმართებაში შეიცვლება. მისივე აზრით, კაცის ცნობიერებაში ამგვარი სტერეოტიპების ფორმირებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს მედია: “მედიის მიერ გავრცელებული პროდუქტი არ უნდა განაპირობებდეს საზოგადოებაში სტერეოტიპების გაძლიერებას და არ უნდა უწყობდეს ხელს ძალადობის წახალისებას.

მაგრამ ახლახან ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გასულ სიუჟეტს თუ გავიხსენებთ, მივხვდებით, რომ ეს ასე არ ხდება. მაგალითად, გადაცემა, სადაც ქალი მუსიკალურ ინსტრუმენტად იყო წარმოდგენილი და რომელზეც სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ადეკვატური განცხადება გააკეთა, რომ ქალის შეფასება მისი გარეგნული, ბიოლოგიური მახასიათებლებით, მისი ობიექტივიზაცია და „ნივთად წარმოჩენა“ არის სექსიზმი, რომელსაც დამანგრეველი შედეგების მოტანა შეუძლია ქალთა უფლებრივი მდგომარეობისთვის საქართველოში”.

ქუჩაში ქალის სექსუალურად შევიწროვებას მსოფლიო მასშტაბით ბევრი ჯგუფი ებრძვის, თუმცა თამუნას თქმით, გენდერული პრობლემა კომპლექსურია და საკითხიც კომპლექსურად უნდა გადაწყდეს: “რა თქმა უნდა,  ახალი თაობები ნაკლები სტერეოტიპით არიან მოცულნი, თუმცა საზოგადოების კრიტიკული მასა ტოტალურად რჩება სტერეოტიპების გარემოცვაში. საამისოდ საჭიროა ქალთა ძლიერი კონსოლიდირებული მოძრაობის, როგორც ქალთა მიღწევების შენარჩუნებისა და სოლიდარობის ინსტრუმენტის არსებობა. საკანონმდებლო ცვლილებები, საზოგადოების მეტი  ინფორმირება სტერეოტიპების აღმოსაფხვრელად, განათლების თანაბარი შესაძლებლობების შექმნა, ეკონომიკური შემოსავლების გათანაბრება, დისკრიმინაციული მიდგომებისა და ძალადობის აღმოფხვრა – ეს ის მცირე ჩამონათვალია, რომლებიც გენდერული თანასწორობის დამკვიდრებისათვის აუცილებელია. სამწუხაროდ, დღეს, ჩემი აზრით, ბევრი არაეფექტური აქტივობა ხორციელდება, ხშირად დუბლირებული, ერთსა და იმავე სამიზნე ჯგუფებთან, რაც ხშირ შემთხვევაში, პირიქით – თემის მარგინალიზაციასაც კი ახდენს”.

119 გათავისუფლებული თანამშრომელი და პარტიები დანომრილ რიგებში

 

საკრებულოს სხდომა ხულოში

“კანონი განსაზღვრავს საშტატო რაოდენობას, ჩვენ კანონის შესაბამისად ვმოქმედებთ” – აცხადებს ხულოს საკრებულოს თავმჯდომარე ჯამბულ ხოზრევანიძე.

 

საკრებულოს დეპუტატი “ნაციონალური მოძრაონიდან”, ირაკლი ჯორბენაძე გადაწყვეტილებას ნაჩქარევად მიიჩნევს:

 

საშტატო ნუსხასთან დაკავშირებით შეკითხვებიც გვქონდა და შენიშვნებიც, ვინაიდან კანონი გვალდებულებს, ის საშტატო ნუსხა და ოდენობა, რომელიც დღეს წარმოადგინა გამგეობამ, შესაძლებელი იყო წარმოედგინათ ოფიციალურად ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან 120-ე დღეს, თუმცა აჩქარდნენ ჩვენი თვითმართველობის საკანონმდებლო აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელები” – აცხადებს ირაკლი ჯორბენაძე.

 

საშატატო ნუსხასთან ერთად დეპუტატებმა 21 საკითხს უყარეს კენჭი.

ხულოს საკრებულოს დეპუტატებს, დღეს პირველად, სხომაზე ადგილი პარტიითა და ნუმერაციით მიანიჭეს. დარბაზში შესულ საკრებულოს დეპუტატებს ნუმერაცია მზად დახვდათ. 

 

1-2 რიგი კოალიციას, მე-3 რიგი “ნაციონალურ მოძრაობას”, მეოთხე – “ნინო ბურჯანაძე – „ერთიან ოპოზიციას” და ბოლო, მეხუთე რიგი პოლიტიკური პარტიის „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატებს ხვდათ წილად. პარტიების მიხედვით დეპუტატებისთვის გამოყოფილი ადგილების ამგვარი გადანაწილება შეურაცმყოფელად მიიჩნია ოპოზიციამ.

 

ყველანი დეპუტატები ვართ და რატომ უნდა იყოს რიგობითობა პარტიების მიხედვით, ამაზე უკმაყოფილება ოცნების დეპუტატებმაც გამოხატეს. სკამებზე რიგების მიწერას ნაცვლად უპრიანი იქნება სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კეთილდღეობისთვის იზრუნონ“ – აცხადებს ირაკლი ჯორბენაძე.

  

ვისი გადაწყვეტილება იყო საკრებულოს წევრების დახარისხება სკამებზე პატრიების მიხედვით,  ხულოს საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ მას ნუმერაცია არ შეუნიშნავს: “ალბათ ვიღაცამ იხუმრა და ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ“.


მისი თქმით დარბაზი არ არის საკრებულოს სხდომებისთვის შესაფერისი, რადგან აქ არის მრგვალი მაგიდა: “ეს არ არის დარბაზი, სადაც შეიძლება სხდომების ჩატარება, შესაბამისად ვინ სად დაჯდება, აქ არავინ არ უყურებს. შემდგომში, პირველ რიგში ნაციონალები დაჯდებიან” – აცხადებს ჯამბულ ხოზრევანიძე.

ხულოს საკრებულოში სხდომა გუშინ 12 საათზე დაიწყო და საღამოს 7-ის ნახევრამდე გაგრძელდა.  

აჭარაში თემის სამედიცინო პუნქტებში დასაქმებული 228 მედდა გადამზადდება

 პროგრამის ფარგლებში გადამზდების კურსს აჭარის ხუთ მუნიციპალიტეტში არსებული 184 თემის სამედიცინო პუნქტის 228 ექთანი გაივლის.
პროგრამის მიზანია, მედდების თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაუმჯობესება და კვალიფიკაციის ამაღლება შემდეგ მიმართულებებში:
1. ბავშვთა ასაკის უხშირესი დაავადებათა მართვა საექთნო დონეზე, ბავშვთა კვებისა და განვითარების საკითხები;
2. მოზრდილი მოსახლეობის ქრონიკულ დაავადებათა მონიტორინგი და რეფერალის ჩვენებები.
 ერთკვირიანი გადამზადების კურსი უკვე ჩაუტარდა ხელვაჩაურის თემის სამედიცნო პუნქტების 44 მედდას. მათ ტესტირების შედეგების გათვალისწინებით სერთიფიკატები აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ლევან გორგილაძემ გადასცა.

აქცია ნარკოტიკების საქმესთან დაკავშირებით დაკავებული მძღოლის მხარდასაჭერად

პროკურატურასთან, დიდი რაოდენობის ნარკოტიკის ამოღებასთან დაკავშირებით დაკავებული ტრაილერის მძღოლის – გურამ ცეცხლაძის ახლობელბი შეიკრიბნენ და მისი უკანონო პატიმრობაში ყოფნა გააპროტესტეს. აქციას ასევე ესწრებოდნენ იმ გადამზიდი ფირმის წარმომადგენლები, რომელსაც უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძის თქმით, უკანონოდ შეუჩერეს საქმიანობა. მისივე თქმით, შემდეგ აქციაზე მძღოლები უკვე ტრაილერებით მოვლენ თავიანთი პროტესტის დასაფიქსირებლად.

თამაზ ბაკურიძე ამბობს, რომ გურამ ცეცხლაძეს არანაირი კავშირი არ ქონია ნარკოტიკთან და საქმესთან. შეკრებილებმა ასევე გააპროტესტეს სასამართლო პროცესის გაჭიანურებაც, რომელიც 2 სექტემბერს იყო ჩანიშნული და 30 ოქტომბრისთვის გადაიტანეს. გურამ ცეცხლაძის ოჯახის წევრები საქმის ობიექტურად გამოძიებას მოითხოვენ.

საზღვარგარეთ სწავლის პერსპექტივის შესახებ

 

რა გაიგე საზღვარგარეთ სწავლის შესახებEducationUSA~- საზაფხულო ბანაკში და რით დაგეხმარება მომავალში?

 

 

ენვერ კეჟერაძე, შპს განათლებას მე-11 კლასის მოსწავლე: „ამერიკაში განათლების მიღებაზე არაფერი ვიცოდი. ბანაკში გავიგეთ, რომ „EducationUSA~ უზრუნველყოფს ახალგაზრდა მოსწავლეებისთვის საზღვარგარეთ სწავლაში ხელის შეწყობას, გამგზავრებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას და დახმარებას. გაგვაცნეს ამერიკული უნივერსიტეტების ცხოვრება, იქ მოხვედრის პირობები. ასევე აგვიხსნეს აპლიკაციების, სამოტივაციო წერილების (ესსეები) და სივის წერის მეთოდოლოგია. ჩემთვის ამ ყველაფრის ცოდნა მნიშვნელოვანია, რადგან სწავლის გაგრძელებას ამერიკაში ვაპირებ“.

 

 

ლიზი კეშელავა, „მასტერკლასის მე-12 კლასის მოსწავლე: „საზღვარგარეთ სწავლა თითოეული დონის ბავშვისთვისაა შესაძლებელი. ვგულისხმობ იმას, რომ შეიძლება მოსწავლემ არ იცოდეს იდეალურად ინგლისური და არ ჰქონდეს ოჯახს საშუალება ინგლისურის სწავლისთვის. ამისთვის არის ჩომმუნიტყ ჩოლლეგე (სათემო კოლეჯი).

 

 

ანა დურიხანიანი, ევრო 2000“-ის მე-11 კლასის მოსწავლე: Community College  (სათემო კოლეჯი) უფრო იაფია. თუ კარგად არ ხარ მომზადებული, ეს კოლეჯი საშუალებას გაძლევს TOEFL -ში მიღებული 60 ქულით ჩაირიცხო, ისწავლო ორი წელიწადი და ცოდნის აუცილებელი დონის მიღების შემდეგ გააგრძელო სწავლა უნივერსიტეტში საბაკალავრო პროგრამაზე. ამას ჰქვია „Two plus two“  („ორს პლუს ორი“).

 

 

თუ გაემგზავრებით საზღვარგარეთ სასწავლებლად, გაქვთ შერჩეული უნივერსიტეტი და სპეციალობა, სადაც წახვალთ?

 

 

ლიზი კეშელავა: „თავიდანაც ვფიქრობდი, ამერიკაში გამეგრძელებინა სწავლა. საზაფხულო ბანაკის მერე საფუძვლიანი გადაწყვეტილება მივიღე, რომ სასწავლებლად ამერიკაში წავალ. უნივერსიტეტი კონკრეტულად არ მაქვს შერჩეული. მანამდე სხვა ეტაპია გასავლელი – გამოცდების ჩაბარება და მერე გადავწყვეტ, რომელ უნივერსიტეტში გავაგზავნი საბუთებს.

 

 

ანა დურიხანიანი: ჯერ კონკრეტულად არ ვიცი, სად ვისწავლი. ამ ბანაკმა მომცა ისეთი მოტივაცია, რომ გავაგრძელებ ინგლისური ენის უკეთ შესწავლას. ამერიკაში სწავლისთვის დაფინანსების მოპოვება დამჭირდება, რისთვისაც მაღალი ქულებია საჭირო.

 

 

როგორ უნდა მოიპოვოს საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსება სტუდენტმა?

 

 

ლუკა გოცირიძე, შპსგანათლებას მე-11 კლასის მოსწავლე: „სასარგებლო იყო ჩემთვის TOEFL -ისა და SAT-ის ტესტების სტრუქტურის მიმოხილვა და მათი რამდენიმე სექციის შესრულება, რადგან სწორედ ეს ტესტები წარმოადგენენ ერთ-ერთ მნიშვნელოვან კრიტერიუმს სტუდენტების მისაღებად ამერიკულ უნივერსიტეტსა თუ კოლეჯში. სტიპენდიის მიღებასაც  ეს ტესტები განაპირობებენ“. 

 

 

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეთ, რომ გახდეთ საერთაშორისო სტუდენტი?

 

 

ანა დურიხანიანი: „ამერიკაში სასწავლებლად თუ მოემზადები, ევროპის სასწავლებლებში უფრო ადვილად მოხვდები. ამერიკაში მოსახვედრად კი გვჭირდება SAT ან ACT და TOEFL -ის ტესტები. SAT -ში უმაღლესი ქულაა 2400, ხოლო TOEFL -ში _ 120. გარდა ამისა, უნდა იყო აქტიური და გაგაჩნდეს ლიდერისა და ადამიანებთან კომუნიკაციის უნარი. ეს საზაფხულო ბანაკი იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ ბევრი რამ გავიგეთ ამერიკული უნივერსიტეტების სასწავლო პროგრამებისა და მოთხოვნების შესახებ და ჩვენი შესაძლებლობებიდან და პირობებიდან გამომდინარე, როგორ შევარჩიოთ ჩვენთვის უკეთესი კოლეჯი ან უნივერსიტეტი. როცა ყველას გვინდა ისეთ სახელოვან უნივერსიტეტებში მოხვედრა, როგორიცაა ჰარვარდის ან კოლუმბიის უნივერსიტეტები, ხშირად იმას არ ვითვალისწინებთ, რომ ამერიკაში უამრავი სხვა უნივერსიტეტი არსებობს, სადაც  სწავლების სტანდარტები ასევე მაღალია და ჩაბარებისა და სტიპენდიის მოპოვების უფრო მეტი შანსი გვაქვს“.

 

 

თაკო მექვაბიძე ზაფხულის მოდასა და კარიერაზე

 

 

თაკო მექვაბიძე შვილთან ერთად
თაკო მექვაბიძე შვილთან ერთად

 თაკო, როგორია წელს საზაფხულო მოდა, რა არის აქტუალური?

 

 წელსაც აქტუალური პასტელური ფერები, 3D ქსოვილები. სილუეტი 60-იანი წლებიდანაა აღებული. კლასიკურისა და სპორტულის კარგი შეხამებაა, “ქეჟუალ” (ყოველდღიურ) კაბასთან შეგვიძლია ჩავიცვათ ბოტასები, ამ ორი სტილის შეხამება ძალიან საინტერესოა. მოდაშია ჩაღილული კაბები, როგორც მოკლე, ასევე კოჭამდე, ტოპმაისურები, მაღალწელიანი შორტები, ჭილოფის ქუდები.

 

 როგორი სამოსი უხდება ბათუმს ზაფხულში?

 

 პირველ რიგში ჰაეროვანი, გამჭვირვალე, მაგრამ არა ვულგარული სამოსი. უხდება პასტელის ფერები, ბათუმი თვითონ გვავსებს თავისი მრავალფეროვნებით, მას აღარ სჭირდება რაიმე ზედმეტი, ამიტომაც არ უხდება მკვეთრი ფერები.

 

რაც შეეხება ფეხსაცმელს და ჩანთას?

 

 ჩემი ფეხსაცმელები წელს არის ოდნავი პლატფორმა გაერთიანებულ ძირზე, თასმებით. ესპადრელები ტანგეტკაზე არის ტენდენციური წელს მთელს მსოფლიოში. უკვე დავუბრუნდით წვრილ ქუსლსა და ფეხსაცმლის წვრილ ცხვირს, ბათუმშიც აქტუალურია უკვე ეს ფეხსაცმელი, თავიდან მეც ძალიან მეხამუშა, მაგრამ მერე შეეჩვია თვალი. ჩანთები კი არის მომრგვალებული ფორმის და ჭრელი.

 


 აქსესუარები ისევ აქტუალურია?

 

 რა თქმა უნდა, წელს უფრო მეტადაც, სამი წელია ვმუშაობ თავსაფრებზე, წელს ისეთი ამბავია ჩემს `აბადოკებზე~, რომ დამზადებას ვერ ვასწრებ, ადრე ყვავილებით ვაკეთებდი, მაგრამ ეს ისე გააპლაგიატეს, აღარ მიღირს, ახლა მხოლოდ თვლებით ვაკეთებ, წინასწარ არასოდეს ვიცი რა გამომივა, ყველას ხელით ვაკეთებ, ჩემი ნივთებით განსაკუთრებულად უცხოელები ინტერესდებიან, სადა კოსტიუმს ძალიან ავსებს.

 

 რომელი ქალაქია საქართველოში თქვენი შეფასებით ყველაზე მოდური?

 

 ყველასთვის ცნობილია, რომ მთელს საქართველოში სიახლე შედიოდა აფხაზეთიდან და ბათუმიდან, ამის მიზეზი იყო ზღვა, უამრავი უცხოელი ჩამოდიოდა, მათ კი კულტურული ცვლილებებიც შემოჰქონდათ. დაახლოებით რვა წლის წინ თბილისში შორტი მიუღებელი იყო, ბათუმში ყოველთვის თამამად იცვამდნენ, თბილისში კი ახლა დაიწყეს მისი ჩაცმა. დღეს მიჭირს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, იმიტომ, რომ თბილისში ბევრი გემოვნებით იცვამს, თუმცა ქალაქის მოცულობის გამო ისე აშკარად არ ჩანს, როგორც აქ. ბათუმი პატარა ქალაქია, გადაადგილებას არ სჭირდება ბევრი დრო, აქ უფრო ბევრს ნახავთ გამოპრანჭულს, ვიდრე თბილისში, ამიტომაც მე უფრო ბათუმი მგონია მოდური ქალაქი.

 


 რაზე მუშაობთ ახლა?

 

 ბევრს ვმუშაობ იმისთვის, რომ ჩემი კარიერა უფრო წინ წავწიო, კომერციული თვალსაზრისით ვარ დაკავებული, ტურისტულ სეზონზე ბევრი უცხოელი ჩამოდის, ჩემი ხაზის მიმართ მათ განსაკუთრებული მოთხოვნა აქვთ, ახლა ბანკეტების პერიოდია, უამრავი შეკვეთა მქონდა. გუშინ ჩემი კოლექცია გადაიღეს ლოს-ანჟელესიდან ჩამოსულმა რეჟისორებმა, რომლებიც ბათუმზე იღებენ პრომოს, მათ აქვთ გადაღებული “ფერარის” და სხვა მრავალი ძვირადღირებული კომპანიის კლიპი, ვფიქრობ, ხარისხიანი პრომო გამოვა. გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია მოხვდა ამ პრომოში, პრეტაპორტე, სულ ოთხი კოსტიუმი, საცურაო კოსტიუმი, მოკლე სარაფანი თავისი შლაპით და ორიც საღამოს კოქტეილის კაბა. დიდი ხანია ვმუშაობ ყვავილებით, ბოლო პერიოდში კი ძალიან აქტუალური გახდა. ხელოვნურ ყვავილებს მე თვითონ ვაკეთებ, მერე კი თემატურად ხელით გადამაქვს სამოსზე, ამ კოლექციაშიც ნამუშევრები ყვავილებით იყო. ჩემს სამოსზე ყოველთვის ვტოვებ ხელწერას, როცა რაიმეს ვქმნი, ვფიქრობ აუცილებელია, მას ეტყობოდეს დიზაინერის ხელი.

 


 ბოლოს სად გქონდათ ჩვენება?

 

 საკუთარი ჩვენება ჯერ არ მქონია, იმიტომ, რომ ჯერ ეს არ მინდა, ვაპირებ რაიმე გრანდიოზული გავაკეთო, ჯერ კი მაგის თავი არ მაქვს. ჩემი კოლექციები გამაქვს თბილისის `ფეშენ ვიქზე~, შოურუმებზე, ბოლო ჩვენება მქონდა ბათუმის სეზონის გახსნაზე, ტურიზმის დეპარტამენტმა მიმიწვია, გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია წარვადგინე, რომელიც კუბური მუსიკის ფონზე ვაჩვენეთ. ეს იყო უბრალოდ ჩემი თანამონაწილეობა, ვიდრე ჩვენება.

 

 მუშაობთ ქალისა და ბავშვების ხაზზე, ცვლილებებს ხომ არ გეგმავთ?

 

 არა, კვლავ ვაგრძელებ ამ ხაზზე მუშაობას. ჩემი ქალი კვლავ რჩება ჰაეროვანი, ღია და ნათელი, უფრო ზღვის ქალია და ამ ქალაქის, რადგან ჩემი ინსპირაციის წყარო ყოველთვის იყო ბათუმი. მიყვარს გამოსასვლელ კაბებზე მუშაობა, აქ უფრო ჩანს დიზაინერის შტრიხი.
პატარებთან მუშაობა მომწონს, მყავს მუდმივი კლიენტებიც, რაიმე გამოსვლა თუ აქვთ ან დაბადების დღე, მშობლებს ეუბნებიან, თაკოსთან წამიყვანეთო. თან ყოველთვის იციან, როგორ უნდა ჩაიცვან, პრეტენზიულები არიან, თვითონ გახატინებენ, მათ ყველა პრეტენზიას ვუსრულებ.

 

ბათუმში სამუშაოდ გადმოსვლას ხომ არ ნანობთ?

 

ძალიან მიყვარს ჩემი ქალაქი, აქ გავიზარდე, მაგრამ თბილისში დიდი ხანი მომიწია დარჩენა, იქ დავფუძნდი, მიცნობდნენ, გამიჭირდა წამოსვლა, გადმოვედი მეუღლის სამსახურის გამო. მაშინ ვფიქრობდი, რომ ორ-სამ წელში უკან დავბრუნდებოდით, მაგრამ იმდენად კარგად ამეწყო აქ საქმე, რომ აღარ წავალ, აქ მაქვს ჩემი სამყარო, რომ მივდივარ სადმე, აქაურობა მენატრება, ჩემს ქალაქში მაქვს ჩემი საქმე, თან, ვფიქრობ, წარმატებული. 

 

 

 ორი შვილის დედა ხართ, როგორ ახერხებთ პარალელურად ასეთ აქტიურ მუშაობას?

 

 რომ არა ჩემი ოჯახის მხარდაჭერა, ვერაფერს მოვახერხებდი, ყველა ხელს მიწყობს, იციან რაოდენ ძვირფასია ჩემი საქმე, თუ ოჯახი არ არის შენი მხარდამჭერი, ვფიქრობ, ვერ იქნები წარმატებული. ჩემი მეუღლე მხარში მედგა ყოველთვის, რჩევებსაც მაძლევს, თავიდან ვბრაზდები, მაგრამ მერე მაინც ვითვალისწინებ, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის მისი აზრი.

 

 რას ურჩევდით მომავალ დიზაინერებს?

 

ვურჩევ, ბევრი იმუშავონ, ეს პერიოდი კარგად გამოიყენონ, რადგან ამ პერიოდში ბევრი რაღაცის შესრუტვა ადვილად შეუძლიათ. თუ უყვართ ეს პროფესია, იშრომონ წარმატებისთვის. ჩემთვის კარგი იქნება, ბევრი დიზაინერი თუ იმუშავებს ბათუმში, კონკურენტული გარემო გამომაცოცხლებს, უფრო მიზანდასახულს გამხდის. ყველას თავისი მომხმარებელი ჰყავს, თუმცა გააჩნია, როგორ პროდუქტს შექმნი და როგორ შესთავაზებ ამას მომხმარებელს.

 

თაკო მექვაბიძე
თაკო მექვაბიძე

„დღესაც მეშინია იმ დღეების გახსენების“

 

 

შუშანა ტარიელაძე – რეპრესირებული

 

ეს შუშანა შარაშიძისა და მისი ოჯახის ისტორიაა. ახლა ის მეუღლის, ტარიელაძის გვარს ატარებს. თითქმის ყველა ისტორია იწყება ცრემლით და ასევე მთავრდება. წარსულის გახსენებაზე მასაც ცრემლი ადგება თვალზე. „მე რომ ნაწვალები ვარ, ენით ვერ აღწერ. რომ გამახსენდება, ასე მოვიტირებ ხოლმე“ – გვეუბნება ის. არ იცის რატომ გამოარჩიეს მთელ სოფელში მხოლოდ მისი ოჯახი. „მშობლები არც „მავნებლები“ (ასე ეძახდნენ მაშინ საბჭოთა კავშირის მტრებს) მყოლია და არც სხვა ბოროტება ჩაუდენიათ. ერთი ჩვეულებრივი გლეხის ოჯახი გვქონდა, შუახევში, სოფელ ვანში ვცხოვრობდით. მიწაზე ვშრომობდით და ვცხოვრობდით წყნარად“ – გვიამბობს შუშანა.

მშვიდი ცხოვრება რეპრესიებმა დაასრულა. დაიწყო მტანჯველი გზა. „სატვირთო მანქანებით ბათუმში წაგვიყვანეს, შემდეგ კი ეშელონებში გადაგვიყვანეს… რა შეიძლება მოხდეს, რომ ეგ დღეები დამავიწყდეს. დიდი და პატარა გაყინულ, ბინძურ ვაგონებში შეგვყარეს. 14 საშინელი დღე გავატარეთ შიმშილსა და სიცივეში. ყინულის ლოლუები ეკიდა ვაგონებს. ბავშვები ვიწრო ფიცრებზე ვიწექით და სულ ძირში ვცვიოდით“.

ვაგონს მოჰყვა მიწის ქოხები. ყაზახეთის მკაცრი კლიმატი ახალ სატანჯველად იქცა. „სიცხისგან ავად გავხვდი, სახე დამისკდა და სისხლი მდიოდა. წყალი ბინძური იყო, დასალევად უვარგისი, ალბათ ორგანიზმიც გამომიშრა. მეზობლები მშობლებს ეუბნებოდნენ, საზამთრო რომ მოვა, აჭამეთ და კარგად გახდებაო. ერთი წელი მიწაზე გვეძინა ხუთ ბავშვს, მშობლებს რა დააძინებდათ, შიშისგან გული უსკდებოდათ ქვეწარმავლებს ან რამე სხვა მცოცავებს არ დავეკბინეთ. ბოლოს მამაჩემმა თქვა, ასე შვილები დამეხოცებაო და საბჭოს თავმჯდომარესთან მივიდა და ფიცრები გამოართვა. იმით სამი საწოლი დადგა და ცოტა შეღავათი მოგვეცა. რომ წამოვედით, მეზობლებს დავუტოვეთ, გაგიჟებულები იყვნენ, ეს რა ვნახეთ, რა გვეღირსაო“.

შუშანა ტარიელაძე მძიმე ფიზიკურ შრომასაც ტკივილით იგონებს: „მიწა ისეთი ცხელი იყო, ოხშივარი ასდიოდა, წყლით ვრწყავდით, ცოტა რომ გაგრილებულიყო, ამას მე ვაკეთებდი, კილომეტრიდან ვზიდავდი და მიწაზე ვასხამდი, მერე ვხვეტავდი. ათ წუთში ისევ მოსარწყავი იყო. ჩემი და-ძმები ლამის დაიხოცნენ პლანტაციებში მუშაობით, მაგრამ სხვა გზა არ იყო, მშიერი მოვკვდებოდით. ისედაც არაფერი იყო, ცარიელ სიმინდს თუ შეჭამდი“.

შიმშილსა და სიდუხჭირეს ყველა გადასახლებული ოჯახი განიცდიდა: „უჭირდათ მეზობლებსაც, ზოგი დარდისგან მოკვდა, ზოგიც – ავადმყოფობისგან. ექვსი ადამიანი დავმარხეთ. ერთი ახალგაზრდა ქალი იყო, 30 წლის. ქმარი ჯარში ჰყავდა, შვილი კი სოფელში დატოვა და დარდისგან მოკვდა. ბავშვი რომ გაიზარდა, მოიკითხა დედის საფლავი“.

„უდანაშაულო ვართ, დაგვაბრუნეთ სამშობლოში“ – ამ შინაარსის წერილი სტალინის სახელზე, კრემლში ორი წლის შემდეგ გაიგზავნა. „წერილი ვინც მოიტანა, ის კაცები ერთმანეთში ლაპარაკობდნენ, კავკასიაში მიდიანო. ეს რომ გავიგე, წერილი გულში ჩავიხუტე, ლამის გავგიჟდი სიხარულით. მალე სტალინი გარდაიცვალა და ისევ დავდარდიანდით, გვეგონა აღარ დაგვაბრუნებდნენ, მაგრამ შემდეგ სხვებიც გამოუშვეს.

სოფელში სახლი დანგრევას გადაურჩა, რადგან ჩემი საბრალო ძმის ცოლ-შვილი ცხოვრობდა. რა უნდა გვექნა, ისევ გავაგრძელეთ ცხოვრება, გავზარდეთ ობოლი ძმისშვილებიც, მაგრამ იმ დღეების გახსენების დღესაც მეშინია“.

შსს: ქალი რომელიც პლაჟზე სცემეს, პასპორტის ჩამორთმევის ფაქტს უარყოფს

 

“გაცნობებთ, რომ დაზარალებული ქალბატონი გუშინვე გამოკითხეს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის განყოფილების თანამშრომლებმა, რის შედეგადაც ტრეფიკინგის ფაქტი არ დადასტურდა.

 

აღნიშნულმა ქალბატონმა უარყო მისთვის პასპორტის ჩამორთმევის ფაქტი და განაცხადა, რომ მისთვის არავის შეუზღუდია თავისუფლება და მის მიმართ რაიმე სახის ექსპლუატაციის ფაქტი არ განხორციელებულა.

 

დაზარალებულ ქალბატონს ასევე სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ჩაუტარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომლის შედეგედაც დადგინდება მიღებული დაზიანებების ხარისხი. რაც შეეხება მის ცემაში ბრალდებულ მამაკაცს, მას ბრალი 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით უკვე წაუყენეს.”

ნარკოტიკული ნივთიერებების სამართალდარღვევის ფაქტები საბაჟო გამშვებ პუნქტებზე

 

სამ სექტემბერს  „სარფის“ საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე თურქეთიდან სომხეთის მოქალაქე ა.ა. შემოვიდა, რომლის ხელბარგის დათვალიერებისას  20  გრ მარიხუანა აღმოაჩინეს.  ამავე დღეს „ვალეს“საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, საზღვარი   თურქეთის  მოქალაქე მ.დ.-მ გადმოკვეთა, რომელსაც თან  ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატი: 19  აბი   APRANAX PLUS-ი ჰქონდა.

 

 29 აგვისტოს   „სადახლო-საავტომობილოს’’ საბაჟო გამშვებ პუნქტზე ფსიკოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები: 36 აბი “კარბამაზეპინი”, 4 აბი “ლირიკა“ და  2 აბი  “გაბაპენტინი” აღმოაჩინეს. პრეპარატები  სომხეთის მოქალაქის, ტ.კ.-ს  ავტომობილის დათვალიერებისას იპოვეს. 
 
 
საქმის მასალები შესაბამისად  შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის  მთავარ სამმართველოს,   სამცხე-ჯავახეთის საპატრულო პოლიციის საგამოძიებო სამსახურსა და  საპატრულო პოლიციის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამსახურს გადაეცათ.

ბათუმის პორტში ორი საკრუიზო გემი შემოვიდა

საკრუიზო ხომალდებს დღის განმავლობაში ექსკურსიებით, ადგილობრივი ტურისტული კომპანიები  მოემსახურება.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით 2014 წლის იანვრიდან დღემდე (5 სექტემბრის ჩათვლით) 18 გემია შემოსული, რის შედეგადაც რეგიონს 8743 უცხოელი ტურისტი ესტუმრა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში აჭარაში 9 გემი იყო შემუსული 2427 მგზავრით.

 

დღევანდელი მონაცემებით 2013 წელთან შედარებით ბათუმში 2-ჯერ მეტი საკრუიზო ხომალდი შემოვიდა, ხოლო რაც შეეხება მგზავრებს, მათი რაოდენობა 3,5-ჯერ მეტადა გაიზარდა.

2014 წელს, ბათუმის პორტში 28 საკრუიზო გემის შემოსვლაა დაგეგმილი.

ბათუმის აეროპორტში მგზავრებს ერთი საათის მანძილზე თვითმფრინავის დატოვების უფლება არ მისცეს

 

“ახლა გამოგვიშვეს ნეიტრალურ ზონაში, დაახლოებით ერთი საათის მანძილზე არ მოგვცეს თვითმფრინავის დატოვების უფლება” – უთხრა “ბათუმელებს” გურამ როგავამ, ტელეარხ “იმედის” ჟურნალისტმა, რომელიც თვითმფრინავში იმყოფებოდა. მისივე თქმით, ამ დრომდე მგზავრები ავიაკომპანიისგან განმარტებას და პასუხს ამაოდ ელიან. 

 

“ფლაივისტა” დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომელმაც 28 აგვისტოს დაიწყო კიევი-თბილისის მიმართულებით ავიარეისების შესრულება. 

 

“ბათუმელების” სატელეფონო ზარებს არც ავიაკომპანიაში და არც ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში არ პასუხობენ. 

ბათუმში მოქალაქე ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ფაქტზე დააკავეს

 

პირადი ჩხრეკისას პირს  სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება სუბოტექსი აღმოაჩნდა. ამოღებულ ნარკოტიკს ექსპერტიზა ჩაუტარდება. შსს-ს პრესსამსახურის ცნობით დაკავების დროს პირმა სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია. 

‘ქალს სცემდნენ, ემუქრებოდნენ იარაღით და წაართვეს პასპორტი’

 

თვითმხილველების თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი დღეს პლაჟზე ქალს სცემდა.

 

 

გამოძიება სისხლის სამრთლის კოდექსის 125-ე მუხლით მიმდინარეობს.

5 შენობას ბათუმსა და ჩაქვში კულტურული მეკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

 

შესაბამის ბრძანებას სსიპ „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს“ გენერალური დირექტორი პაატა გაფრინდაშვილი აწერს ხელს. 

 

ამ რესტორანს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ხულოს გამგეობა ორი თვის ანას ოჯახს დაეხმარა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეთში ორი თვის ანას გამოსაკვებად საჭირო თანხა ხოზრევანიძეების ოჯახს არ გააჩნია. ახალშობილის მშობლები არასრულწლოვანები არიან, ხუთსულიან ოჯახში ორი ავადმყოფია. ამის შესახებ სტატია „ბათუმელებში“ ამ კვირაში გამოქვეყნდა. 

 

ორი თვის ანას ბედით ადგილობრივი გამგეობა და საქველმოქმედო ფონდი „დოროთეა პარკელი“ დაინტერესდა. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ ბაუჩაძემ ბავშვისა და და ოჯახის გამოსაკვებად პროდუქტები საკუთარი ხარჯებით შეიძინა. სოციალურად დაუცველი ოჯახი, სოციალური მომსახურების სააგენტოსთან ერთად ადგილობრივი მუნიციპალიტეტის სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა და თემის რწმუნებულმა გუშინ მოინახულეს. 

 

„ოჯახის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობდით, მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის დახმარების მიზნით ამ ოჯახს არასოდეს მოუმართავს. დღესვე მოვინახულეთ ოჯახი და გადავეცით საკვები პროდუქტები, რომელიც მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ ბაუჩაძემ საკუთარი ხარჯებით შეიძინა, მართლაც რთული მდგომარეობა დაგვხვდა, შემდგომი რეაგირებისთვის ვითარება ადგილზე შევისწავლეთ, ბავშვის კვების პრობლემის გადაჭრის მიზნით ჩვენთან ერთად იმყოფებოდა სოციალური მომსახურების სააგენტოს ხულოს სამსახურის უფროსი. 

 

რაც შეეხება სახურავს, ინფორმაცია შეტანილია და როგორც კი გამოჩნდება მეორადი სახურავი ოჯახს გადავცემთ, მუნიციპალიტეტი ამ ოჯახს ყველანაირად დაეხმარება“, – აცხადებს ხულოს მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ირმა შავაძე. 

 

მისივე თქმით, ოჯახი კრიზისი განსაკუთრებით მას შემდეგ შეიქმნა, როცა გარდაიცვალა ბებია, რომლის პენსიაც ოჯახის მნიშვნელოვანი შემოსავალი იყო.  

 

 

 

 

პლაჟზე ნაცემ ქალს ექსპერტიზა ჯერ არ ჩატარებია

 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის, გიორგი ხიმშიაშვლის განმარტებით, დაკითხვიდან უმოკლეს  ვადაში უნდა ჩატარებულიყო ექსპერტიზა და რადგან გამოძიებას ცემის კვალიფიკაცია მიენიჭა  არ უნდა განადგურდეს მტკიცებულებები: „ეფექტური გამოძიების ჩასატარებლად აუცილებელია დაუყონებლივ ექსპერტზის ჩატარება”, -ამბობს საიას იურსტი.

 

 

 

აჭარის მთავრობა და აზერბაიჯანის საკონსულო ნახიჩევანელ ბავშვებს უმასპინძლებენ

 

დღეს 15:00 საათზე, აჭარის მთავრობა და აზერბაიჯანის საკონსულო, ბათუმში ნახიჩევანიდან ჩამოსულ ბავშვებს უმასპინძლებს. მთავრობისა და საკონსულოს წარმომადგენლები ბავშვებთან ერთად ზღვაში გემით გაისეირნებენ, მოგვიანებით კი კაფე „ცეროდენა“ – ში მივლიან. 

 

შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე 15 აზერბაიჯანელი ბავშვი ააიპ სამედიცინო ასოციაცია „თანა“ს სარეაბილიტაციო ცენტრში სარეაბილიტაციო და სამკურნალო კურსს 22 აგვისტოდან გადის.

 

ბავშვები უზრუნველყოფილნი არიან სადღეღამისო მომსახურებით და ექიმის მეთვალყურეობით. უტარდებათ სარეაბილიტაციო ღონისძიებები. პარალელურად მონაწილეობას ღებულობენ კულტურულ – საგანმანათლებლო და გასართობი პროექტებში. ისინი უკვე იმყოფებოდნენ დელფინარიუმში და ბოტანიკურ ბაღში, მოზარდებს ბათუმის მერმაც უმასპინძლა.

 

აჭარის მთავრობამ შშმ ბავშვების ბათუმში მოწვევის გადაწყვეტილება ბათუმში აზერბაიჯანის საკონსულოს მიერ აჭარაში მცხოვრები ბრონქული ასთმის და სასუნთქი სისტემის სხვადასხვა დაავადებების მქონე ბავშვების ნახიჩევანის სპეციალიზირებულ სარეაბილიტაციო ცენტრში მიწვევის შემდეგ მიიღო.

 

ბათუმის პლაჟზე მამაკაცმა უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს სცემა

 

„დილით რვა საათზე ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე დავინახეთ როგორ აყურყუმალავებდა ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცი გოგოს. შემდეგ უკვე სანაპიროზე აგრძელებდა მის  წიხლებით ცემას. ყველა ვცდილოდით გაშველებას. ვერ ვაშველებდით. გამოვიძახეთ პატრული, მოვიდა პატრული და ყველანი წავედით პოლიციის განყოფილებაში,“ – ყვება „ბათუმელებთან“ ფაქტის კიდევ ერთი თვითმხილველი თამთა ჩუმაშვილი.

 

 თვითმხილველების თქმით, ძალადობაში ეჭვმიტანილი ბათუმის მეექვსე განყოფილების უფროსის ავტომობილით გადაადგილდება.

 

„ბათუმელები“ დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს. პრესსამსახურის ცნობით გამოძიება 125-ე მუხლითაა დაწყებული. ამ დროისათვის დანაშაულში ეჭვმიტანილის დაკითხვა მიმდინარეობს. 

 

პრესსამსახურის ცნობით მოძალადე პოლიციელის შვილი არ არის, და არც მისი ოჯახის წევრები არ არიან პოლიციის თანამშრომლები. 

 

 

ბათუმში თანამედროვე ხელოვნების სივრცე იხსნება

 

 

გამოფენა  „ღრმად საბჭოთა საქართველოში, ისინი მეგობრობის სიმღერებს მღერიან“ რამოდენიმე სეგმენტისაგან შედგება. დამთვალიერებელი შეძლებს იხილოს ბათუმის ხარიტონ ახლვედიანის სახელობის  მხარეთმცოდენეობის  მუზეუმის არქივის ფოტოები და რუკები. ასევე წარმოდგენილი იქნება ვალერი (საშა) მიტიაშვილის ფოტო ნამუშევრების სერია. მიტიაშვილი 1945-1990 წლებში გაზეთ  „საბჭოთა აჭარაში“ მუშაობდა.  მისი ნამუშევრები ფაქტობრივად მთელ საბჭოთა პერიოდს მოიცავს. გამოფენაზე  წარმოდგენილი ფოტოების ძირითადი ნაწილი ყოფითი სცენებისგან შედგება. ასევე  მრავლადაა საბჭოთა ზეიმებისა და ღონისძიებების აღმბეჭდავი ფოტოები.  გამოფენა 2012 წელს SINOPALE და CHANAKALE  ბიენალეებზე იყო წარმოდგენილი.

 

მეორე გამოფენა, რომელსაც ასევე თანამედროვე ხელოვნების სივრცე უმასპინძლებს „საპასპორტო ფოტოა“. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება თუში ფოტოგრაფის შალვა ალხანაიძის ცნობილი ფოტო სერია „საპასპორტო ფოტო“.

 

თუში ფოტოგრაფის შალვა ალხანაიძის არქივი 1950-1975 წლებში გადაღებულ ფოტოების ორ დიდ სერიას მოიცავს: პასპორტისთვის გადაღებულ პორტრეტებს და თუშეთის სოფლებში გადაღებულ დღეობებს, ყოველდღიურ ცხოვრებას, მეცხვარეების შრომას და თუშურ პეიზაჟებს. ბათუმში 8 სექტემბერს დამთვალიერებელს 60-იან წლებში გადაღებული თუში ქალების პორტრეტების ნახვა შეეძლება.

 

თანამედროვე ხელოვნების სივრცის შექმნის იდეა ბათუმელ ხელოვანებს 2011 წელს გაუჩნდათ. რამდენიმე ხელოვანის გადაწყვეტილება და სურვილი, ბათუმში არსებულიყო თავისუფალი, მულტიმედიური სივრცე, რომელიც შეითავსებდა, როგორც საგამოფენო, ასევე საგანმანათებლო ფუქნციას წლების განმავლობაში იხვეწებოდა, იზრდებოდა და საბოლოო ჯამში ჩამოყალიბდა როგორც ერთიანი არე, რომელიც მოიცავს სხვადასხვა მედიასა და ხელოვნების მიმართულებებს. პერიოდულად სხვადასხვა სახელოვნებო ღონისძიებები ხორციელდებოდა. 2014 წელს კი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით შეიქმნა ააიპ თანამედროვე ხელოვნების სივრცე, რომელსაც სამინისტრომ წლიური პროგრამული და სარემონტო სამუშაოებისათვის თანხები გამოუყო.

 

9 სექტემბერს „თანამედროვე ხელოვნების სივრცე“ კონფერენციის გამართვას გეგმავს სახელწოდებით „ხლებნიკოვის შემდეგ“. კონფერენცია ბრიტანულ ორგანიზაცია „დაშ არტთან“ თანამშრომლობით ხორციელდება.  პროექტის კურატორი სინგაპურის თანამედროვე ხელოვნების ინსტიტუტის დირექტორი ჩარლზ მერივეზერია.  პროექტში მონაწილეობას იღებენ ხელოვანები უკრაინიდან, რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, ყირგიზეთიდან და საქართველოდან.

 

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველები „თანამედროვე ხელოვნების სივრცის“ წარმომადგენლებს უნდა დაუკავშირდნენ

თვითმხილველი: მთვრალი პოლიციელი მანქანის რუპორიდან იგინებოდა

ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების უფროსი შალვა (შაკო) ჯანიყაშვილია.

ამ ავტომანქანაში მსხდომი პოლიციელი დღეს ბათუმგორაზე ავტომანქანის რუპორიდან იგინებოდა
ამ ავტომანქანაში მსხდომი პოლიციელი დღეს ბათუმგორაზე ავტომანქანის რუპორიდან იგინებოდა

ის “ბათუმელებთან” სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ დღეს მუშაობდა, თუმცა ზუგდიდში იმყოფება. მისივე მტკიცებით, არ იცის ვინ მართავდა ავტომანქანას, რომლის სახელმწიფო ნომერია CIC 221 (ფოტო გადაღებულია თვითმხილველის მიერ). შალვა ჯანიყაშვილმა ასევე უარყო იმის შესახებ ინფორმაციაც, რომ დღეს ბათუმგორაზე იმყოფებოდა. 

 ვინ მართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომანქანას სახელმწიფო ნომრით CIC 221, სად იმყოფებოდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების უფროსი შალვა (შაკო) ჯანიყაშვილი და ასრულებდა თუ არა ის დღეს სამსახურებრივ მოვალეობას ბათუმში? – მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს “ბათუმელებმა”ამ კითხვებით მიმართა და ბათუმგორაზე მომხდარი ფაქტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა,  უწყების პრესსამსახურში განმარტეს, რომ  ფაქტთან დაკავშირებით გენერალურმა ინსპექცამ მოკვლევა  დაწყო. 

ბათუმის საავტორო კინოს ფესტივალი ფარაჯანოვის ფილმით გაიხსნება

საავტორო კინოს ფესტივალი ფარაჯანოვის ფილმით = „ბროწეულის ფერი“ – გაიხსნება. გარდა ამისა, ფესტივალზე ფარაჯანოვის საიუბილეო საღამო გაიმართება.

 

 

2014 წლის კინოფესტივალზე დაახლოებით 40 სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი იქნება ნაჩვენები. ასევე 40 ფილმი იქნება ნაჩვენები მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექციაში. კინოფესტივალზე მოწვეული რეჟისორები მასტერკლასებს ჩაატარებენ.

 

 

მაყურებელს საშუალება ექნება იხილოს თანამედროვე საავტორო კინო. ფესტივალზე ნაჩვენები იქნება ირლანდიელი რეჟისორის, ლენი  აბრაჰამსონის „ფრენკი“, ირანელი რეჟისორის მუჰამედ რასულოფის „არ დაწვა მანუსკრიპტი“, თურქი რეჟისორის ჰუსეინ ქარაბეის „თავისუფალი ვარდნა“. ასევე მხატვრული კინოს სექციაში ნაჩვენები იქნება თინათინ ყაჯრიშვილის „პატარძლები“.

 

 

BIAFF-ზე კინოჩვენებები რამდენიმე სექციად გაიმართება. მხატვრული კინოს, დოკუმენტური კინოსა და მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექციებად. ასევე კინოფესტივალზე არასაკონკურსო სექციაში ექვსი ფილმი იქნება ნაჩვენები. მაყურებელს საშუალება ექნება იხილოს თანამედროვე ფრანგი, იტალიელი, დიდი ბრიტანელი, ბელგიელი, ირლანდიელი და თურქი რეჟისორების ნამუშევრები.

 

 

ასევე კინოფესტივალზე ნაჩვენები იქნება ევროპის კინოაკადემიის (EFA) მოკლემეტრაჟიანი ფილმების კოლექცია. შHOღთ MAთთEღშ –  ევროპის კინოაკადემიის საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ტურია, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა კინოფესტივალზე ნაჩვენებია EFA-ზე ნომინირებული ახალგაზრდა, თანამედროვე ევროპელი რეჟისორების მოკლემეტრაჟიანი ფილმების კოლექცია. ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალზე 14 ფილმი იქნება ნაჩვენები.

 

„ტრადიციული კინოჩვენების გარდა გავაგრძელებთ ღია კინოჩვენებებს ერას მოედანზე, რაც შარშან დავიწყეთ. ასევე ვაგრძელებთ ინდუსტრიულ პლატფორმას, ანუ შეხვედრებს ქართველ კორპროდიუსერებსა და ფონდებს შორის. გვექნება დამატებითი ივენთი ბათუმის კინოფესტივალის ფარგლებში BIAFF კინოსკოლა. ეს იქნება ორდღიანი ვორქშოფი. ასევე გვექნება ორი საიუბილეო ივენთი. ერთი იქნება ფარაჯანოვისადმი მიძღვნილი. რამდენიმე ფილმს ვაჩვენებთ, ასევე ჩავატარებთ სემინარს, რომელსაც უცხოელი და ქართველი რეჟისორები დაესწრებიან. მეორე საღამო იქნება თენგიზ აბულაძის 90 წლისთავისადმი მიძღვნილი, რომლის ფარგლებში ვაჩვენებთ ორ ფილმს – „ვედრება“ და „მონანიება“, – ამბობს BIAFF ფესტივალის მენეჯერი ზვიად ელიზიანი.  

 

 

კინოფესტივალზე ყველა სექციას თავისი ჟიური ეყოლება. მხატვრული კინოს საერთაშორისო კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში უკრაინელი, ამერიკელი, ბელორუსი, სომეხი და ქართველი ჟიურის წევრები იქნებიან.

 

 

დოკუმენტური კინოს საერთაშორისო კონკურსის ჟიურის შემადგენლობა აზერბაიჯანელი, სერბი, პოლონელი და ქართველი წევრებითაა დაკომპლექტებული.

 

 

ასევე ინტერნაციონალური იქნება მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კონკურსის ჟიურის შემადგენლობაც.

 

კინოფესტივალის სპონსორები არიან: ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და სასტუმრო „DIVAN“-ი.

 

კინოფესტივალი 14 სექტემბერს დაიწყება, ერთ კვირას გაგრძელდება და 21 სექტემბერს დაიხურება.

დღეს ორი თვის ანას საკვები მიუტანეს

 

ორი თვის ანას ბედით ადგილობრივი გამგეობა და საქველმოქმედო ფონდი „დოროთეა პარკელი“ დაინტერესდა. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ ბაუჩაძემ ბავშვისა და და ოჯახის გამოსაკვებად პროდუქტები საკუთარი ხარჯებით შეიძინა. სოციალურად დაუცველი ოჯახი, სოციალური მომსახურების სააგენტოსთან ერთად ადგილობრივი მუნიციპალიტეტის სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა და თემის რწმუნებულმა დღეს მოინახულეს. 

 

„ოჯახის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობდით, მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის დახმარების მიზნით ამ ოჯახს არასოდეს მოუმართავს. დღესვე მოვინახულეთ ოჯახი და გადავეცით საკვები პროდუქტები, რომელიც მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ ბაუჩაძემ საკუთარი ხარჯებით შეიძინა, მართლაც რთული მდგომარეობა დაგვხვდა, შემდგომი რეაგირებისთვის ვითარება ადგილზე შევისწავლეთ, ბავშვის კვების პრობლემის გადაჭრის მიზნით ჩვენთან ერთად იმყოფებოდა სოციალური მომსახურების სააგენტოს ხულოს სამსახურის უფროსი. 

 

რაც შეეხება სახურავს, ინფორმაცია შეტანილია და როგორც კი გამოჩნდება მეორადი სახურავი ოჯახს გადავცემთ, მუნიციპალიტეტი ამ ოჯახს ყველანაირად დაეხმარება“, – აცხადებს ხულოს მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ირმა შავაძე. 

 

მისივე თქმით, ოჯახი კრიზისი განსაკუთრებით მას შემდეგ შეიქმნა, როცა გარდაიცვალა ბებია, რომლის პენსიაც ოჯახის მნიშვნელოვანი შემოსავალი იყო.  

 

ორი თვის ანას გამოკვებისთვის საკვების გადაცემას ხვალისთვის გეგმავს საქველმოქმედო ფონდიც. ფონდის წარმომადგენლებმა რედაქციაში დარეკეს და ანას ოჯახის საკონტაქტო ინფორმაცია სწორედ იმ მიზნით მოითხოვეს, რომ ანას საკვები მიუტანონ.

 

თამარ ნიკურაძე ფონდის წარმომადგენელი:  „დავიწყეთ თანხის შეგროვება, ბავშვისთვის საკვებს ვიყიდით და ხვალ გავუგზავნით“. 

 

ხოზრევანიძეების საცხოვრებელი სახლი
ხოზრევანიძეების საცხოვრებელი სახლი

აჭარაში ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებს აგვისტოში 32 ათასზე მეტმა ტურისტმა მიმართა

 

2014 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით აჭარის მასშტაბით ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებს 82 707 ვიზიტორი ჰყავდა, გასული წლის იგივე პერიოდში კი –  52 060.  

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ მონაცემებზე დაყრნობით შეიძლება ითქვას, რომ წლევანდელ სეზონზე ინფორმაციის მოსაპოვებლად ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებს 59%-ით მეტმა ვიზიტორმა მიმართა.

 

რაც შეეხება ქვეყნების მიხედვით სტატისტიკას, სარფის საბაჟოზე მდებარე საინფორმაციო ცეტრში ლიდერობს ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა თურქეთი, ირანი, უკრაინა, ერაყი, აეროპორტის საინფორმაციო ცენტრში კი თურქეთი, უკრაინა, რუსეთი, პოლონეთი და ისრაელი. ქალაქ ბათუმის, ისევე როგორც მუნიციპალიტეტებში მდებარე საინფორმაციო ცენტრებით ყველაზე ხშირად პოლონელი, უკრაინელი, რუსი, ებრაელი, ასევე ევროპელი ტურისტები ინტერესდებოდნენ. 

ბათუმში სამი ათასზე მეტი ბავშვი საბავშვო ბაღის გარეშე დარჩა

 

 

მუნიციპალური საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორის, ნატალია ზაქარეიშვილის თქმით, „ამჟამად მიმდინარეობს #21 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია, რომელიც 2013 წელს სტიქიამ დააზიანა. აღდგენით სამუშაოებს ბათუმის მერია აწარმოებს.“ მისივე თქმით, 2015 წლისათვის ბათუმში ახალი ბაღების მშენებლობა იგეგმება.

 

წელს ბათუმში საბავშვო ბაღებმა  1322  აღსაზრდელი  მიიღეს. ბათუმში მუნიციპალურ ბაღებში აღსაზრდელთა ლიმიტი 6600-ა, აქედან ჩარიცხულია 6227 ბავშვი. ბაღებში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო ბავშვები ჯერჯერობით გადანაწილებული არიან სხვა და სხვა საბავშვო ბაღებში, მას შემდეგ, რაც აღსაზრდელები თავიანთ  ბაღებს დაუბრუნდებიან, მათ გამოთავისუფლებულ ადგილზე მიღება თავიდან გამოცხადდება.

 

მუნიციპალური საბავშვო ბაღები  უფასოა და ის მერიის  ბიუჯეტიდან ფინანსდება. მუნიციპალური ბაღების გაერთიანებაში 1050 თანამშრომელია დასაქმებული, აქედან  350 აღმზრდელია, 27 უფროსი აღმზრდელი, ანუ მეთოდისტი. ნატალია ზაქარეიშვილის თქმით,  აღმზრდელთა უმრავლესობამ  გადამზადების  კურსი გაიარა, დარჩენილია 40 აღმზრდელი, რომლებიც  გადამზადების კურსს სექტემბრის ბოლომდე გაივლიან.  მათი საშუალო ხელფასი 400 ლარამდეა.

 

მომავალი წლიდან  საბავშო ბაღებში საბუთების  მიღება ელექტრონულად იწარმოებს. 

ვინ გახდება სკოლის ექიმი – კონკურსის პირველი ეტაპის შედეგები

 

ბათუმში:  N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა – 4 განცხადება,   N7 საჯარო სკოლა – 6 განცხადება, N5 საჯარო სკოლა – 5 განცხადება, ქობულეთის  N3 საჯარო სკოლა – 4 განცხადება, ხელვაჩაურის  N1 საჯარო სკოლა – 3 განცხადება, დაბა ხულოს საჯარო სკოლა – 2 განცხადება.

 

კონკურსის პირველი ეტაპი (აპლიკაციების შეფასება/გადარჩევა) გადალახეს შემდეგმა კონკურსანტებმა:

1.იამზე სურმანიძე 2. მარადი ბერიძე 3. ირმა დიდია 4. ხათუნა აბდალაძე 5. მანანა უბილავა 6. ციური ბოლქვაძე 7. მერაბ მახარაძე

 

კონკურსის მეორე ეტაპი (გასაუბრება) ჩატარდება 2014 წლის 9 სექტემბერს 14:00 სთ-ზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში (ქ. ბათუმი, აკ. მამია კომახიძის ქ N119).

ერთკაციანი აქცია ”ნატოს” წინააღმდეგ

 

„ნატოს ფონზე  ჩვენ ვერ ვმართავთ მოლაპარაკებას რუსეთთან, რომელიც ქართული პროდუქციის ბაზარია. ეს უშლის ხელს ურთიერთობის  ჩამოყალიბებას, ამის გამო დავკარგეთ ტერიტორიები, ფაქტიურად გვეკარგება ქვეყანაც“. 

იყიდება გარემონტებული ბინა თამარის დასახლებაში

 

იატაკი გაკეთებულია დეკორატიული მაკაგონისა და კოპიტის პარკეტისაგან, გერმანული ფანჯრებით, ჩასმული კოპიტის კარადებითა და კოპიტის კარებით. შესასვლელი რკინის კარით და რამდენიმე სათავსოთი. სახლში განთავსებულია რუმინული ავეჯი და 200-ტომეული მსოფლიო ლიტერატურა რუსულ ენაზე, თავისი კარადებით.

 

ფასი შეთანხმებით

 

მობ: 593138623 – სერგო



არჩილ ხაბაძის პასუხი უმაღლეს საბჭოში დაბარებაზე

 

არჩილ ხაბაძე და მურმან დუმბაძე საქართველოსა და აჭარის პარლამენტარებთან ერთად
არჩილ ხაბაძე და მურმან დუმბაძე საქართველოსა და აჭარის პარლამენტარებთან ერთად

როგორც ცნობილია, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს უმაღლეს საბჭოში იბარებენ. დეპუტატების ერთი ჯგუფი ღიად აცხადებს, რომ უკმაყოფილოა 2014 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულებით. ამის საილუსტრაციოდ საფინანსო კომისიაში ციფრებს ასახელებენ – ხარჯვის ნაწილი მხოლოდ 50%-ით შესრულდა, შემოსავლები კი 115%-ის გადაჭარბებით.

 

 დეპუტატებს უნდათ, რომ ბიუჯეტის კანონთან დაკავშირებით კითხვებს საბიუჯეტო გარღვევებზე არჩილ ხაბაძეს დაუსვან.

 

არჩილ ხაბაძის იმპიჩმენტის საკითხი დღის წესრიგიდან კვლავაც არ მოხსნილა. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ამ მოთხოვნას 14 დეპუტატი დაუჭერს მხარს.

 

გუშინ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა – რობერტ ჩხაიძემ დაადასტურა, რომ მხარს დაუჭერენ არჩილ ხაბაძის იმპიჩმენტს. „ქართული ოცნების“ ფრაქციაში ამ დროისთვის 7 დეპუტატია გაერთიანებული, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობაში“ 8 დეპუტატი. შესაბამისად, თუკი ეს ორი ფრაქცია მოინდომებს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის იმპიჩმენტი შესაძლებელი ხდება.   

საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკა

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2014 წლის აგვისტო 772 216 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2013 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე -0,5 %–ით ნაკლებია. რაც შეეხება იანვარ-აგვისტოს ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 3 685 834 ვიზიტი განხორციელდა, რაც 3%-ით აღემატება 2013 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელს. 

 

2014 წლის აგვისტოში ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან (-5,5%), აზერბაიჯანიდან (+29%), სომხეთიდან (-12,2%), რუსეთიდან (-7%) და უკრაინიდან (+22,9%) განხორციელდა. 

 

ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან,   საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის  კუთხით, იანვარ–აგვისტოშიც კვლავ ლიდერობს: ლიტვა, პოლონეთი, ესპანეთი, ლატვია და ნიდერლანდები (შესაბამისად 91%, 40%, 17%, 17%, და 14%), შუა აზიის ქვეყნებიდან – ყაზახეთი (40%), ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან კი – ბელორუსიის მოქალაქეები 50% მატებით.

 

საქართველოს საზღვარზე გადადაგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკა დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა.

ექვსი ვაკანსია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში

 

ტურისტული პროდუქტისა და სერვისის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი – თანამდებობრივი სარგო: 640 ლარი;  ადგილების რაოდენობა – 1; 

 

ტურისტული პროდუქტისა და სერვისის განყოფილების უფროსი – თანამდებობრივი სარგო: 1100 ლარი. ადგილების რაოდენობა: 1;

 

მარკეტინგისა და რეკლამის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი – თანამდებობრივი სარგო: 640 ლარი; ადგილების რაოდენობა – 1;

 

სტატისტიკის განყოფილების უფროსი – თანამდებობრივი სარგო: 1100 ლარი. ადგილების რაოდენობა: 1;

 

საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ონლაინ პროექტების განყოფილების წამყვანი სპეციალისტი (სისტემური ადმინისტრატორი) – თანამდებობრივი სარგო: 640 ლარი; ადგილების რაოდენობა – 1;  

 

მარკეტინგისა და რეკლამის განყოფილების მთავარი სპეციალისტი –  თანამდებობრივი სარგო: 790 ლარი; ადგილების რაოდენობა – 1;  

 

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად: აპლიკაციების შეფასება/გადარჩევა; ტესტირება; გასაუბრება.

საბუთები მიიღება 2014 წლის 11 სექტემბრამდე.

 

საკონტაქტო ინფორმაცია: ქ. ბათუმი, ფარნავაზ მეფის 84/86; საკონტაქტო ტელეფონები: 577141771 / 577909118; საკონტაქტო პირი: ზვიად ანთაძე/ლალი ახვლედიანი.

კონკურსის პირობებისა და მოთხოვნების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე: https://www.hr.gov.ge

რიგები ექიმის კაბინეტთან

 

პაციენტები ხშირად ჩივიან, რომ ექიმთან რიგში საათობით უწევთ ყოფნა. „მეც ვმუშაობ, ისევე როგორც ექიმი. იმის გამო, რომ რიგი მოწესრიგებული არ არის, რამდენიმე საათის მანძილზე მომიწია რიგში დგომა, მიუხედავად იმისა, რომ დაბარებული ვიყავი კონკრეტულ დროს. რამდენიმე საათის შემდეგ იძულებული გავხდი რიგი დამეტოვებინა და წავსულიყავი სამსახურში“,  – ამბობს ც.კ.

 

 

რატომ ვერ იღებენ ექიმები პაციენტს დათქმულ დროს? – პაციენტები ამბობენ, რომ რიგს სხვა, ექიმის მიერ პრივილეგირებული პაციენტები არღვევენ, ექიმები კი, თავის მხრივ, აღნიშნავენ, რომ პაციენტი ზუსტად დათქმულ დროს არ ცხადდება, რაც პრობლემებს ქმნის.

 

 

ექიმების თქმით, მეორე მიზეზი, რის გამოც დაბარებულ დროზე პაციენტის მიღება რთულდება, ისაა, რომ შეუძლებელია წინასწარ განისაზღვროს ის დრო, რომელიც კონკრეტულ პაციენტზე დაიხარჯება, მაგალითად არიან პაციენტები, რომლებსაც პირველივე მიღებისთანავე ესაჭიროებათ სასწრაფო პროცედურების ჩატარება, ასეთი პაციენტების მიღება კი ჩვეულებრივზე გაცილებით მეტ დროს მოითხოვს.

 

 

„ხშირად ერთ საქმეზე მოსული პაციენტი სხვა გამოკვლევასაც საჭიროებს, თანაც არიან პაციენტები, რომლებიც გადაუდებელ დახმარებას საჭიროებენ და მათი ლოდინი დაუშვებელია. სწორედ ეს ხდება რიგის არევის მიზეზი, ამიტომ ძალიან რთულია პაციენტების ზუსტად დათქმულ დროზე მიღება“, – ამბობს ბათუმის სამშობიარო სახლის მთავარი ექიმი ნუკრი ბეჟანიძე.

 

 

ცოცხალი რიგის ერთ-ერთი თავისებურება ის არის, რომ მასში ყოველთვის ჩნდებიან ადამიანები, რომლებსაც ურიგოდ იღებენ. რა კატეგორიის პაციენტები სარგებლობენ ურიგო მომსახურებით, ამას თავად დაწესებულება ადგენს, მაგრამ ამ სიაში ყოველთვის ხვდებიან ადამიანები მაღალი არტერიული წნევით, მაღალი ტემპერატურითა და მწვავე ტკივილით.

 

 

მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრში რიგის გარეშე მეზღვაურებსა და სამხედრო მოსამსახურეებს იღებენ, თუმცა ოფთალმოლოგ კახა შარაშიძის თქმით, გარკვეული პრივილეგიებით ექვს წლამდე ბავშვები და ინფექციური დაავადების მქონე პაციენტებიც სარგებლობენ: „თუ პაციენტს გადამდები დაავადება – კონიუქტივიტი აქვს, ვცდილობთ დროულად აღმოვუჩინოთ დახმარება, რათა სხვა პაციენტებსაც არ გადადოს ვირუსი. გარდა ამისა, თუ რაღაც მოხვდა პაციენტს თვალში, ხალხს ვთხოვთ, რომ რიგი დაუთმონ, რათა ტკივილი დროულად მოვუხსნათ“.

 

 

დ.ხ.-ს თქმით, ცოცხალი რიგის მთავარი ნაკლი წესრიგის დამრღვევი პაციენტები არიან: „რიგები ძალიან უსამართლოა ჩვენთან. პირველად სამშობიაროში მოვხვდი ასეთ დიდ რიგში. 2-3 საათი ისე ვიდექი რიგში, რომ დაზუსტებით არ ვიცოდი ვინ იყო ბოლო. თითქოს ჩვეულებრივად მიდის რიგი, მაგრამ მერე ვიღაც გამოჩნდება, ვისაც დაკავებული ჰქონია ადგილი ან ვინმე ნაცნობს შეიყვანენ“, – ამბობს ის.

 

 

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, მალხაზ ხალვაშის თქმით, სამედიცინო დაწესებულებებში ამ პრობლემის მოსაგვარებლად უშუალოდ რიგის დისციპლინირებაა საჭირო, რისი ყველაზე თანამედროვე სისტემაც რიგის მართვის აპარატია, რომელიც საზღვარგარეთ ყველა იმ დაწესებულებაში გასცემს ნომრებს, სადაც ადამიანების დიდ რაოდენობას ემსახურებიან – „ამ სიტუაციის დარეგულირება პრაქტიკულად შეუძლებელია რიგის აპარატისა და კომფორტული მოსაცდელის გარეშე. ეს, რა თქმა უნდა, არ მოხსნის თავად რიგს, მაგრამ მოაწესრიგებს და უფრო ორგანიზებულს გახდის მას“, – ამბობს მალხაზ ხალვაში. მისივე თქმით, აჭარის სამედიცინო დაწესებულებებში ცოცხალ რიგებს რამდენიმე მიზეზი აქვს, მათ შორის ერთ-ერთია ისიც, რომ პაციენტები ხშირად თავის დარგში ძლიერ ექიმს ირჩევენ, რომელზეც დიდი მოთხოვნაა: „ეს მედიცინისთვის და ნებისმიერი სხვა სფეროსთვის დამახასიათებელი გარემოებაა. პაციენტებს უნდათ ექოსკოპია ან რომელიმე სხვა მომსახურება ერთ კონკრეტულ ექიმთან ჩაიტარონ, რომელსაც კარგი სახელი აქვს ქალაქში, მათთან კი იმდენი მსურველია, რომ რიგის გარეშე მოხვედრა შეუძლებელია“.

 

 

ჯანდაცვის ექსპერტი, ექიმი სიმონ გაბრიჭიძე ამბობს, რომ მსგავსი პრობლემა სხვა ქვეყნების სამედიცინო დაწესებულებებშიც არსებობს, თუმცა იქ უფრო ორგანიზებულია რიგის მართვის სისტემა. მისი აზრით, პრობლემა ისაა, რომ საზღვარგარეთ რიგიდან ამოვარდნილ პაციენტს ექიმი უარით ისტუმრებს, საქართველოში კი ეს არ ხერხდება. მისი თქმით, ამის გამოსწორება შეუძლებელი არ არის, თუმცა ეს არც ისე მარტივია, რადგანაც მოუწესრიგებელ რიგებთან დაკავშირებით, გარკვეული პასუხისმგებლობა პაციენტებმაც უნდა აიღონ: „ძალიან გვაწუხებს ეს პრობლემა და გარკვეულ გზებსაც ვეძებთ. ადრე ვცადეთ პაციენტების განსაზღვრულ დროებზე დაბარება, მაგრამ უშედეგოდ. ექიმს თავისთავად ურჩევნია ჩაწერით მიიღოს პაციენტი, მაგრამ აქ ერთი ორსულის დაგვიანებითაც ირევა რიგი, რომელსაც მკაცრად ვერ ეუბნები, რომ დაგვიანების გამო იგი რიგიდან ამოვარდა და ორი კვირის შემდეგ უნდა მოვიდეს. საფრანგეთში შეიძლება უთხრან, მაგრამ იქ საკუთარ ჯანმრთელობაზე პაციენტია პასუხისმგებელი, ჩვენთან კი ყველაფერზე ექიმი და სახელმწიფო აგებს პასუხს“.

 

 

ოფთალმოლოგი კახა შარაშიძე, რომელსაც პროფესიული ვიზიტი ხშირად უწევს საზღვარგარეთ, ამბობს, რომ დასავლურ სამედიცინო დაწესებულებებში ეს პროცესი რიგის აპარატით რეგულირდება: „შესაძლოა ჩვენთან ცოცხალი რიგები სწორედ ამ რიგის აპარატებმა დაარეგულიროს, მაგრამ ეს მაინც არ გამორიცხავს რიგების არსებობას. ხალხს მაინც მოუწევს 3-4 საათი ლოდინი, უბრალოდ, უფრო მოწესრიგებული იქნება ეს პროცესი“, – ამბობს ექიმი. 

 

 

კახა შარაშიძე ამბობს, რომ ცოცხალ რიგთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარება მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრშიც სცადეს, თუმცა იმ პაციენტების გამო, რომლებიც წინასწარ დარეკვის გარეშე ჩამოდიოდნენ სოფლებიდან, ეს არ მოხერხდა. „ჩვენთან ძალიან რთულია პაციენტს გააგებინო, დღეს დაკავებული ვარ და ხვალ ან ზეგ მოდიო. მაგალითად, სოფლიდან ჩამოსულ ადამიანს უკან ვერ მიაბრუნებ გამოკვლევის გარეშე“,- ამბობს ექიმი.

 

 

კახა შარაშიძის თქმით, პაციენტების ჩაწერით მიღება ექიმის სამუშაო პირობებს ბევრად გააუმჯობესებს, მაგრამ ამ შემთხვევაში ძალიან ბევრი პაციენტი დარჩება მომსახურების გარეშე: „რამდენჯერაც ვცადე რამის შეცვლა, საბოლოოდ ვარჩიე, რომ დამეტოვებინა ცოცხალი რიგი, ჯობია ორი საათი იცადოს პაციენტმა, ვიდრე საერთოდ გამოკვლევის გარეშე გავუშვა სახლში“.

 

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ბანაკი სოფლად მცხოვრები ლიდერი ქალებისთვის

 

ტრენინგების მიზანი სოფლად მცხოვრები ქალების გაძლიერება და გააქტიურებაა.  ტრენინგში მცხეთა-მთიანეთის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის რეგიონებისა და გალის რაიონის წარმომადგენლები მონაწილეობენ. ტრენინგის მიმდინარეობისას მონაწილეებმა იმ პრობლემებზე ისაუბრეს რაც მათ თემში არსებობს.  პროექტის ფარგლებში მათი გადაჭრის გზებიც დასახეს. ქალებმა ასევე ისაუბრეს ოჯახში ძალადობის შემთხვევებსა და ქალთა მკვლელობებზე, რაც დღემდე მწვავე საკითხად რჩება.   

 

 

წყალი, გაზი, გზა, საბავშვო ბაღები  – ეს იმ ძირითად პრობლემათა მოკლე ჩამონათვალია, რაც სხვადასხვა სამიზნე რეგიონში მცხოვრებ ქალებს აწუხებთ. პროექტის მონაწილე ქალები კარგად აცნობიერებენ, რომ პრობლემების გადაჭრის გზა ერთობლივ ადვოკატირებაზე, ერთმანეთთან მუდმივ კომუნიკაციასა და თანამშრომლობაზე გადის.

 

„ტრენინგზე მიღებული ცოდნა და გამოცდილება მეხმარება იმაში, რომ გავხდე უფრო ღია და აქტიური. იმ ინფორმაციას, რაც მივიღე ამ დღეების მანძილზე აუცილებლად გავუზიარებ ჩემი გუნდის წევრებს,“ – ამბობს ია გოგოლაძე, ყვარლის რაიონის თვითდახმარების ჯგუფის წევრი.

 

„ამ ტრენინგის მეშვეობით ვცდილობთ, მოვამზადოთ და გავაძლიეროთ სოფლად მცხოვრები ქალები ისე, რომ ისინი პასიურიდან აქტიურ მოქალაქეებად იქცნენ. მათი დამოკიდებულება თანდათან იცვლება. ვხედავთ მზადყოფნას, რომ ტრენინგების მონაწილეებმა ცვლილებები მოახდინონ თავიანთ თემში. პროექტის ფარგლებში მათი ეკონომიკური გაძლიერების იმედიც გვაქვს. იმედია, პროექტის დასასრულს, ამ ქალების ნაწილს სხვადასხვა გადაწყვეტილების მიმღებ დონეზეც ვიხილავთ,“ – ამბობს „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ დირექტორი ელენე რუსეცკაია.

 

საზაფხულო სამშვიდობო ბანაკი 29 აგვისტოდან 3 სექტემბრის ჩათვლით იმართება. ამ პერიოდის მანძილზე მონაწილეები აიმაღლებენ გენდერულ მგრძნობელობას, შეიძენენ ლიდერი ქალისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევებს და ცოდნას, გაეცნობიან ქალთა უფლებების შესახებ ადგილობრივი და საერთაშორისო დოკუმენტების ძირითად პრინციპებს და მათი გამოყენების შესაძლებლობებს. აღნიშნულ დოკუმენტებს შორისაა კონვენცია ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმის აღმოფხვრის შესახებ და რეზოლუცია 1325 ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე.

 

ტრენინგების სერია საზაფხულო სამშვიდობო ბანაკში იმ სოფლად მცხოვრები ქალებისთვის იმართება, ვინც პროექტის „ქალები, როგორც აქტორები ცვლილებებისა და გაძლიერებისათვის“ ფარგლებში შერჩეული სამიზნე რეგიონების თვითდახმარების ჯგუფების წარმომადგენლები და სათემო მუშაკები არიან. პროექტი ხორციელდება ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს _ USAID-ის მხარდაჭერით, ფონდ „ტასოსთან“, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციასთან, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტსა და გალის რაიონში მოქმედ ორგანიზაციასთან პარტნიორობით, თბილისის, მცხეთა-მთიანეთის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის და გალის მასშტაბით. პროექტის მიზანია სამიზნე რეგიონებში ქალთა პოლიტიკური ჩართულობის ხელშეწყობა, სოციალური და ეკონომიკური გაძლიერება თემის მობილიზების გზით და ადგილობრივი საჭიროების კვლევის საფუძველზე.

 

Exit mobile version