აჭარაში სკოლის ექიმების შესარჩევი კონკურსის I ეტაპი დასრულდა.
აჭარის ავტონომური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მდებარე ექვს საჯარო სკოლაში სკოლის ექიმის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადი წარმოადგინა 24 მსურველმა, მათ შორის:
ბათუმში: N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა – 4 განცხადება, N7 საჯარო სკოლა – 6 განცხადება, N5 საჯარო სკოლა – 5 განცხადება, ქობულეთის N3 საჯარო სკოლა – 4 განცხადება, ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლა – 3 განცხადება, დაბა ხულოს საჯარო სკოლა – 2 განცხადება.
კონკურსის პირველი ეტაპი (აპლიკაციების შეფასება/გადარჩევა) გადალახეს შემდეგმა კონკურსანტებმა:
1.იამზე სურმანიძე 2. მარადი ბერიძე 3. ირმა დიდია 4. ხათუნა აბდალაძე 5. მანანა უბილავა 6. ციური ბოლქვაძე 7. მერაბ მახარაძე
კონკურსის მეორე ეტაპი (გასაუბრება) ჩატარდება 2014 წლის 9 სექტემბერს 14:00 სთ-ზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში (ქ. ბათუმი, აკ. მამია კომახიძის ქ N119).