ბათუმში, შს სამნისტროს მე-3 განყოფილებაში დასრულდა გოგონას დაკითხვა, რომელიც დილით ზღვის სანაპიროზე სცემეს. თვითმხილველების თქმით, დღეს დილით ის ბათუმის ზღვის სანაპიროზე საქართველოს მოქალაქე გ.მ. მრავაგზის ფიზიკურად შეურაცხყო (ფეხებს ურტყამდა). დაკითხვიდან გამოსული ქალი სახლში ისე წავიდა, რომ მისთვის დაზიანებების ხარისხის დასადგენად ექსპერტიზა არ ჩაუტარებიათ. შს სამინისტროს პრესცენტრში აცხადებენ, რომ ქალს ექსპერტიზას დღეს, დღის განმავლობაში ჩაუტარებენ.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის, გიორგი ხიმშიაშვლის განმარტებით, დაკითხვიდან უმოკლეს ვადაში უნდა ჩატარებულიყო ექსპერტიზა და რადგან გამოძიებას ცემის კვალიფიკაცია მიენიჭა არ უნდა განადგურდეს მტკიცებულებები: „ეფექტური გამოძიების ჩასატარებლად აუცილებელია დაუყონებლივ ექსპერტზის ჩატარება”, -ამბობს საიას იურსტი.