დღეს, ბათუმში, მთიელთა კავშირის გაერთიანებამ თურქეთის საკონსულოს წინ საპროტესტო აქცია გამართა.აქციას მხოლოდ მთიელთა კავშირის თავჯდომარე ელგუჯა შავაძე დაესწრო. მოგვიანებით მან კომენტარი გააკეთა და განმარტა, რომ აქცია სხვა ადგილას გაიმართებოდა. კითხვაზე – რატომ „არა ნატოს“, მან თქვა, რომ ნატომ არაფერი სიკეთე არ მოუტანა ქვეყანას“:
„ნატოს ფონზე ჩვენ ვერ ვმართავთ მოლაპარაკებას რუსეთთან, რომელიც ქართული პროდუქციის ბაზარია. ეს უშლის ხელს ურთიერთობის ჩამოყალიბებას, ამის გამო დავკარგეთ ტერიტორიები, ფაქტიურად გვეკარგება ქვეყანაც“.