შიანაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ბათუმში მოქალაქე ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ფაქტზე დააკავეს.
პირადი ჩხრეკისას პირს სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება სუბოტექსი აღმოაჩნდა. ამოღებულ ნარკოტიკს ექსპერტიზა ჩაუტარდება. შსს-ს პრესსამსახურის ცნობით დაკავების დროს პირმა სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია.