სტუდენტური მოძრაობა “ალტერნატივას” წევრის დიანა ბაუჟაძის თქმით, მათ განათლების ხარისხის დაბალი დონე გააპროტესტეს:
„განათლების ხარისხის დაბალი დონე მთელს ქვეყანაში, განსაკუთრებით კი ჩვენს უნივერსიტეტში საკმაოდ მტკივნეული საკითხია ყველა სტუდენტისთვის. სწორედ ამიტომ გამოვედით პირველ დღეს სიმბოლურად, როცა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა გამოდის და ზღაპრებს გვიყვება იმის შესახებ, რომ ჩვენი უნივერსიტეტის განათლების ხარისხი ევროპულ სტანდარტებთან ახლოსაა – ეს არის სიცრუე. ჩვენს უნივერსიტეტში არის პრობლემები და ამ ზღაპრების მოყოლას ჯობია ქმედითი ნაბიჯები გადადგას“-აცხადებს ის.
სტუდენდების აზრით, უნივერსიტეტში უნდა შეიქმნას თავისუფალი აკადემიური სივრცე: „ ძალიან ბევრი ლექტორი არის არაკვალიფიციური, არ ითარგმნება წინები (სამეცნიერო ლიტერატურა) ქართულ ენაზე… ეს ყველაფერი ერთიანობაში ძალიან დიდ კომპლექსურ პრობლემას წარმოშობს და საჭიროა ცვლილებები განათლების სისტემაში”.
გასულ წელს აჭარაში ნაადრევი ყინვისგან ფერმერებს ციტრუსის ოსავალი გაუფუჭდათ, ისინი არ იყვნენ დაზღვეული ამ სტიქიური მოვლენისგან, თუმცა წელს ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ, რისკები თავიდან აირიდონ.
შეხვედრა სოფელ ახალშენში
92 წლის რეზალი ნაკაშიძე მანდარინის ბარს 1945 წლიდან უვლის. მას გასულ წელს ნაადრევად მოსულმა თოვლმა გაუყინა მოსავალი: „შარშან სულ გამიფუჭდა მანდარინი. ზარალი პერიოდულად გვაქვს ხოლმე. წელს 10 ტონამდე მოსავალს ველოდები’’, – ამბობს ფერმერი.
„ჯიპიაი ჰოლდინგმა’’ და საქართველოს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ ციტრუსის დაზღვევის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში პირველი შეხვედრა მეციტრუსეებთან ხელვაჩაურის სოფელ ახალშენში გამართა. შეხვედრას ადგილობრივი მთავრობა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის თემის რწმუნებულებიც ესწრებოდნენ.
პირველი დაზღვევა ომარ მიქელაძემ გააფორმა. ის კმაყოფილია აჭარაში ახალი წამოწყებით. ,,2500 მეტრ ნაკვეთში მანდარინი მაქვს გაშენებული. 4 ტონამდე მოდის, თუმცა გააჩნია მოსავალს. სეტყვა და სხვა კატაკლიზმები ბევრია ბუნებაში. ახლა უკვე დაზღვეული ვარ და ვიცი, რომ არ დამეკარგება მოსავალი’’, – ამბობს ომარ მიქელაძე.
,,ჯიპიაი ჰოლდინგი’’ ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელიც აგროდაზღვევას სთავაზობს ფერმერებს. მას ამ იმართულებით მუშაობის 10-წლიანი გამოცდილება აქვს და გარდა ციტრუსისა, კახეთსა და ქართლში აზღვევს ხორბლის, ქერის, სიმინდის, ვაშლის, ატმის, ვაზის, თხილისა და კარტოფილის მოსავალს.
ზედა ახალშენში ხელვაჩაურის გამგებლის წარმომადგენელი და ფერმერი ზურაბ თურმანიძე გარდა ციტრუსისა, ერთწლიან მცენარეულ კულტურასაც აწარმოებს.
„პირველად ვაზღვევ მანდარინს, 1000 მეტრი ნაკვეთი მაქვს და 6 ლარი უნდა გადავიხადო. აქამდე ნამდვილად არ მქონია მსგავსი შესაძლებლობა. კარტოფილი და სიმინდიც მომყავს და იმედი მაქვს, მომავალში ჩვენთანაც დაინერგება ერთწლიანი კულტურების დაზღვევა’’, – აღნიშნავს ზურაბ თურმანიძე.
ციტრუსის დაზღვევა ყველაზე მნიშვნელოვანი იმითაა, რომ სერვისი, სახელმწიფოს დახმარებით, ფერმერებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომია.
„აგროდაზღვევას ნამდვილად აქვს განვითარების პერსპექტივა. ჩვენ არ გავურბივართ ზარალის ანაზღაურებას, წელს მარტო ერთ თვეში გადავიხადეთ 400 000 ლარი, რაც უკავშირდება სეტყვას, ჭარბ ნალექსა და კიდევ სხვა რისკებს. გვაქვს 10-წლიანი გამოცდილება კახეთსა და ქართლში. აჭარაში იმიტომ გადავწყვიტეთ შემოსვლა, რომ სადაზღვევო მომსახურება შევთავაზოთ გლეხებს, რათა სტიქიური მოვლენების რისკებისგან იყვნენ დაცულნი. კახეთში აგროდაზღვევა უფრო მეტად არის განვითარებული, ვიდრე აჭარაში. ამიტომ ფერმერების მონდომება და ჩვენი ძალისხმევა აჭარაში მისცემს ბიძგს აგროდაზღვევის განვითარებას. სახელმწიფომ შექმნა თქვენთვის პირობა და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია’’, – განაცხადა მოსახლეობასთან შეხვედრისას „ჯიპიაი ჰოლდინგის’’ საოპერაციო დირექტორმა დიმიტრი ძირტკბილაშვილმა.
ფერმერების ინფორმირებულობაში ჩართულნი არიან ქობულეთისა და ხელვაჩაურის გამგეობები და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკონსულტაციო-საინფორმაციო სამსახურები.
„ჯიპიაი ჰოლდინგი’’ აგროდაზღვევის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ფერმერების მოსავალს დააზღვევს სეტყვის, ჭარბი ნალექის, საშემოდგომო ყინვისა და ქარიშხლისგან. აგროდაზღვევისას ერთი კილოგრამი მანდარინი ფასდება 48 თეთრად, რომლის მინიმალურ საფასურს გადაიხდის ფერმერი, 90% -ზე მეტს კი სახელმწიფო დაფარავს. მაგალითად, თუ კი გაქვთ 1 ტონა მანდარინი, მის დასაზღვევად თქვენ ერთჯერადად 2 ლარსა და 40 თეთრს გადაიხდით.
„მანდარინის დაზღვევა სტიქიური მოვლენებისგან სწორედ ახლაა მნიშვნელოვანი, რომ ფერმერი დაცული იყოს ფინანსური ზარალისაგან’’, – ამბობს „ჯიპიაი ჰოლდინგის’’ გენერალური დირექტორი პაატა ლომაძე.
დაზღვევა ნებისმიერ მიწის ნაკვეთზე განხორციელდება. თუ ფერმერს არ აქვს ნაკვეთი საჯარო რეესტრში რეგისტრირებული, „ჯიპიაი ჰოლდინგის’’ წარმომადგენლები თავად აიღებენ კოორდინატებს ნაკვეთის საზღვრების დასადგენად.
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ავთანდილ მესხიძე ამბობს, რომ სამინისტროს სურვილი აქვს, აჭარაში დამკვიდრდეს აგროდაზღვევა: „სოფლის მეურნეობაში სტიქიური მოვლენების გამო რისკები მაღალია და ამიტომაც დაზღვევა ყოველთვის მომგებიანია. სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტომ ციტრუსის დაზღვევისთვის 5 მილიონი ლარი გამოყო. ამ ეტაპზე დაზღვევის 95%-მდე სახელმწიფო ფარავს, სამომავლოდ შესაძლებელია 100%-ით დაფაროს ფერმერის მოსავლის დაზღვევა’’.
„ჯიპიაი ჰოლდინგი’’ მომდევნო საინფორმაციო შეხვედრას გურიის მოსახლეობასთან გამართავს.
შალვა ჯანიყაშვილი ბათუმგორაზე ნასვამ მდგომარეობაში, მანქანის რუპორიდან იგინებოდა, ხელში იარაღი ეჭირა და ხმამაღლა გაიძახოდა „შაკო ვარ კასპიდან“. „ბათუმელებმა“ ეს ინფორმაცია სამ სექტემბერს თვითმხილველზე დაყრდნობით გაავრცელა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ქედის პოლიციის სამმართველოში მომხდარ ინცინდენტზეც ისაუბრა: „სამმართველოს უფროსი კაკო ლორია და მოადგილე როლანდ იაკობაძე, პოლიციის თანამშრომლებმა მათზე მიყენებული სიტყვიერი შურაცხყოფის გამო, ადმინისტრაციულ შენობაში არ შეუშვეს. ისინი უცენზურო სიტყვების გამოყენებით, დამამაცირებლად ეპყრობოდნენ პოლიციელებს. სამმართველოებში არაადამიანური გრაფიკით მუშაობენ თანამშრომლები. არ აქვთ შესვენების საათები. მესმის რომ კრიმინოგენური ვითარება არის გართულებული, მაგრამ პოლიციელებს უნდა მისცენ შესაძლებლობა სახლში წავიდნენ და ცოტა ხნით დაისვენონ“- აცხადებს თავართქილაძე. მისი აზრით, შს სამინისტრომ მენეჯმენტს უნდა გადახედოს.
შს სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ რომ ქედის ინცინდენტს შს სამინისტრო არ ადასტურებს: „შს სამინისტრო არ ადასტურებს ამ ინფორმაციას. რაც შეეხება შალვა ჯანიყაშვილის დანიშვნას, შსს გენინსპექციის დასკვნის საფუძველზე შალვა ჯანიყაშვილი არის დაქვეითებული და გადაყვანილია ქობულეთში დეტექტივის თანაშემწედ“.
პროკურორმა ბრალდებულებზე განაცხადა, რომ ისინი საზოგადოებისთვის საშიში პირები არიან. მისი შეფასებით, ბრალდებულები კრიმინალური ავტორიტეტით მოქალაქეებს თანხას ძალავდნენ. აღნიშნული ბრალდებით ხუთი პირია დაკავებული. ერთ-ერთი მათგანი შიმშილობს.
12 სექტემბერს, ღამით, ბათუმში ასლან აბაშიძის შვილი, გიორგი აბაშიძე დააკავეს. შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი აბაშიძე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით დააპატიმრეს და ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაიყვანეს. შემოწმებისას მას ორგანიზმში ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩნდა.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე მან მოსამართლეს სასამართლო პროცესის გადადება მომავალ კვირამდე იმის გამო სთხოვა, რომ ამ პერიოდში ექიმის დანიშნულება წარადგინოს. მისი მტკიცებით, მას ოპერაცია ესაჭიროება, რომლის ჩატარებასაც უცხოეთში გეგმავს, მანამდე კი ექიმის დანიშნულ მედიკამენტებს იღებს და ამტკიცებს, რომ ნარკოტიკულ ნივთიერებას სწორედ ეს პრეპარატები შეიცავს.
ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება, ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, დაკავების პირველ შემთხვევაში 500-ლარიან ჯარიმას ან 30 დღემდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. დააჯარიმებს თუ არა სასამართლო გიორგი აბაშიძეს, ჯერ უცნობია.
BIAFF-ის კინოსეანსებზე დასწრება, ტრადიციულად, უფასოა. საქველმოქმედო აქციის ფარგლებში გამონაკლისს წარმოადგენს კინოთეატრ „აპოლოში“ გამართული საღამოს ბოლო ორი სეანსი (თითოეულ სეანსზე გაყიდვაში იქნება ლიმიტირებული რაოდენობა – მაქსიმუმ 60–70 ბილეთი) – თითო სეანსის ბილეთის ფასი 5 ლარს შეადგენს. გარდა ამისა, სხვადასხვა კერძო და საჯარო უწყებებში, ასევე ფესტივალის დამსწრეებზე, გაიყიდება BIAFF 2014-ის დახურვის მოსაწვევი, რისი მეშვეობითაც მყიდველს შეეძლება დაესწროს დახურვის ცერემონიასა და ბანკეტს. კინოფესტივალის დახურვის საღამოზე გაიმართება აუქციონი, სადაც გაიყიდება რამდენიმე ნივთი (კინოს თემატიკა) და კინოფესტივალის პლაკატი (სტუმრების ხელმოწერებით). შემოსული თანხა კი სრულად გადაერიცხება „დიტო ცინცაძის საქველმოქმედო ფონდს“.
ამ აქციის დაგეგმვის ერთ-ერთი წინაპირობა იყო ის, რომ, როგორც იცით, ბათუმში მხოლოდ ერთი კინოთეატრია და კინოფესტივალის ისტორიის მანძილზე მუდმივად იდგა საღამოს სეანსებზე დასწრების პრობლემა, რადგან კინოდარბაზი ყველა მსურველს ვერ იტევს. ბევრი აღნიშნავდა, რომ ერჩივნათ ფული გადაეხადათ ბილეთში და ჰქონოდათ გარანტირებული ადგილი სეანსზე.
ჩვენ გადავწყვიტეთ ეს შესაძლებლობა გამოგვეყენებინა საქველმოქმედო მიზნებისთვის. სხვადასხვა ორგანიზაციებთან კონსულტაციის შედეგად შევარჩიეთ მიზნობრივი ჯგუფი – ლეიკემიით დაავადებული ბავშვები. სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ ბევრი ადამიანია (როგორც სხვადასხვა დაავადების მქონე, ისე სოციალურად დაუცველი და ა.შ.) ვინც დახმარებას საჭიროებს და რთულია გამოყო რომელიმე ჯგუფი, მაგრამ რადგან ჩვენი აქცია ვერ იქნება ყოვლისმომცველი, ავიღეთ ერთი მიზნობრივი ჯგუფი – ბავშვები, რომლებისთვისაც, პირდაპირი გაგებით, საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს დახმარებას.
გარდა თანხობრივი დახმარებისა, ჩვენი მიზანია, რომ კინოფესტივალის პლატფორმა გამოყენებულ იქნეს ზოგადად ამ პრობლემის შესახებ ცნობადობის ამაღლებისა და საზოგადოებაში ქველმოქმედების იდეის პოპულარიზაციაზე. კინოფესტივალზე ამ კუთხით იქნება გათვალისწინებული გარკვეული აქტივობები.
ჩვენი მოლოდინია, რომ აქცია პირველ ეტაპზე შედეგს გამოიღებს და შესაბამისი თანხაც შეგროვდება. ბილეთი ღირს 5 ლარი (მაშინ როცა კომერციული ჩვენების დროს კინოში ბილეთი ღირს 6-9 ლარი) და 1 – ბილეთის სანაცვლოდ მაყურებელი ესწრება ძალიან საინტერესო ფილმს, რომლის დიდ ეკრანზე ნახვის შანსი სხვა დროს არასოდეს ექნება საქართველოში, 2 – მაყურებლის მიერ გადახდილი ეს თანხა (რომელიც რეალურად არ არის დიდი), ხმარდება ურთულესი დაავადების მქონე ბავშვების მკურნალობას.
ფაქტობრივად, მაყურებელი იხდის 5 ლარს – ესწრება საინტერესო ფილმებს და ეს თანხა ერიცხება საქველმოქმედო ფონდს. დარწმუნებული ვარ, მოიძებნება ბევრი ადამიანი, ვინც გადაიხდის თანხას ბილეთში, მითუმეტეს, რომ ეს თანხა ხმარდება არა კინოფესტივალს, არამედ ბავშვებს, რომლებიც სიცოცხლისთვის იბრძვიან.
„მუსლიმანი და ქრისტიანი მოსახლეობა იკრიბება იმისათვის რომ გააპროტესტოს თურქეთიდან დაფინანსებული სხვადასხვა რელიგიური დაწესებულებების აშენება. თუ ამის საჭიროება არსებობს, საქართველოს სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს“ – განუცხადა „ბათუმელებს“ უფლებადამცველმა თამაზ ბაკურიძემ.
დღესვე ქობულეთში პირველ საათზე ლერმონტოვის #13 მდებარე მუსლიმანური პანსიონის გახსნა იგეგმება, რომლის მშენებლობა ადგილობრივების განცხადებით, თურქეთის მოქალაქის მიერ იყო დაფინანსებული. საპროტესტო აქციის მონაწილეთა განცხადებით, სასულიერო სასწავლებლებისან სამლოცველოების მშენებლობა უცხო ქვეყნის ფულით არ უნდა ფინანსდებოდეს.
„ვეცდებით რომ პანსიონი დღეს არ გაიხსნას, რადგან არ მოხდეს მოსახლეობაში დაპირისპირება, აქციის მიზანიც სწორედ ეს არის. ვაპირებთ შევხვდეთ პანსიონის ხელმძღვანელობას ამასთან დაკავშირებით“ – განმარტავს თამაზ ბაკურიძე.
სასწავლებელს ორგანიზაცია „ქართველ მუსლიმანთა ურთიერთობა“ ხელმძღვანელობს. ორგანიზაციის თავმჯდომარის რამაზ კაკალაძის თქმით, დღეს სასწავლო წელი დაიწყო და შესაბამისად პანსიონიც უნდა გაიხსნას.
„ჩვენ კანონის ფარგლებით ვმოქმედებთ და ალბათ სამართალდამცავი ორგანოები გამოხატავენ კეთილ ნებას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის ზომებს მიმართავენ. სასწავლებელი 40 მოსწავლეზეა გათვლილი. ამჟამად 30 მოსწავლე გვყავს. სასწავლო წელი დაიწყო და მოსწავლე აუცილებლად უნდა მოვიდეს“ – გვეუბნება რამაზ კაკალაძე.
შეგახსენებთ, რომ 10 სექტემბერს ქობულეთში მოსახლეობა მუსლიმანური პანსიონის გახსნის წინააღმდეგ გამოვიდა და პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტა, პანსიონის კარებზე კი დაკლული ღორის თავი მიაჭედეს. ქობულეთის ქრისტიანი მოსახლეობა უბანში მუსულმანური სასწავლებლის გახსნის წინააღმდეგია.
„წელს მივიღეთ 125 პირველკლასელი, შარშან 180 გვყადა. ინფრასტრუქტურა აღარ გვიწყობს ხელს. მომავალ წელს ალბათ გადაიჭრება ეს პრობლემა, რადგან განათლების სამინისტრო ახალი შენობის აგებას დაგვპირდა“-აცხადებს პირველი საჯარო სკოლის დირექტორი, მედეა გვენეტაძე.
დირექტორის განცხადებით, წელს სიახლეები შეეხო უცხო ენის სწავლებას და დამრიგებლის საათს: „სიახლეა ის, რომ მეხუთე კლასიდან იწყება უცხო ენის სწავლა, ასევე შეიქმნა ახალი სადამრიგებლო პროგრამა, რომელშიც თემატურადაა ჩაშლილი თუ რა უნდა ისწავლებოდეს პირველ და შემდგომ საფეხურებზე, იქნება დამრიგებლის საათი. სიახლეა ისიც რომ ყველა მასწავლებელი აუცილებლად უნდა იყოს ჩართული პროფესიულ სქემაში“.
წელს საჯარო სკოლებისთვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ექიმების შერჩევა დაიწყო. პირველ საჯარო სკოლას ექიმი არ აუყვანია, სკოლაში ექთანი მუშაობს, რომელიც პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის გარდა, სკოლის სანიტარულ მდგომარეობაზეც არის პასუხისმგებელი.
„ჩვენ ექთანი გვყავს სკოლის ორივე კორპუსში, არ ვიცი რამდენად იყო საჭირო ექიმის აყვანა, რადგან სკოლისთვის ექთანი უფრო მისაღებია, რადგან დიაგნოზის დასმა არ ხდება სკოლაში, მთავარი პირველადი სამედიცინო დახმარებაა. ძალიან გვეხმარებიან ექთნები მოსწავლეების აცრებზე და კომისარიატში წაყვანის დროს. ექთანი კურირებს ჰიგიენურ მდგომარეობასაც, ექიმი რამდენად შევა საპირფარეშოში და იქ შეამოწმებს სისუფთავეს არ ვიცი“- აცხადებს დირექტორი.
დღეიდან საფესტივალო დღეები იწყება. კინოთეატრ აპოლოში პირველი ფილმის ჩვენება 12 საათზე დაიწყება. კინოსეანსები ყოველდღე 12:00, 14:00, 15:00, 18:30, 21:00, 23:00 საათზე გაიმართება.
ბოლო ორ სეანსზე დასწრება ბილეთებით იქნება შესაძლებელი. ბილეთის ფასი 5 ლარია. გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა კი დიმიტრი ცინცაძის სახელობის ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა ფონდში გადაირიცხება.
„ვისაუბრეთ კონსტრუქციულად, გამოიკვეთა პრობლემები რაც იყო ჩვენგან დასმული აჭარის მთავრობის მიმართ. გადაცემულია დოკუმენტები და მათ შესწავლამდე უნდობლობის პროცედურის მიმართ მორატორიუმი გამოცხადდება.“
„ბათუმელების “ კითხვაზე მათ შორის არის თუ არა გადაცემული აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მოკომპრომიტირებელი დოკუმენტი რასაც გავრცელებული ინფომაციით მედა ვასაძე ფლობს ? – კაკო ძნელაძე პასუხობს, რომ ის არ ფლობს ინფორმაციას მსგავს დოკუმენტზე.
„ არ ვიცი კონკრეტულად რა დოკუმენტზეა საუბარი, მაგრამ რა დოკუმენტებიც არსებობდა, ყველა გადაცემულია.“ – უთხრა კაკო ძნელაძემ „ბათუმელებს“ სატელეფონო საუბარში. მისივე ინფორმაციით უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ შვიდივე წევრი „ქართულ ოცნებაში“ რჩება.
„შეუთანხმებელი განცხადებების გამო საყვედური გამოეცხადათ ალეკო ჩიტიშვილს, მედეა ვასაძეს და ჯემალ ფუტკარაძეს.“
რაც შეეხება საკითხს გარიცხეს თუ დატოვა მურმან დუმბაძემ „ქართული ოცნება“ ? – კაკო ძნელაძის თქმით ამის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია მას არ აქვს , რადგან მურმან დუმბაძე პოლოტსაბჭოს სხდომას არ ესწრებოდა.
„ჩემთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა უჭერს თუ არა მხარს პოლიტიკური საბჭო საქართველოს კონსტიტუციური ნების აღიარებას, აჭარის უმაღლესი საბჭოს ქართული ოცნების ინიციატივას უნდობლობა გამოუცხადოს აჭარის მთავრობას, ანუ პროცედურის გაგრძელებას. უარი მივიღეთ. ეს იმას ნიშნავს რომ ჩვენ ერთმანეთს დავცილდით.
ქვეყანაში ძირითადად თვითმმართველობის არჩევნებმა აჩვენა, რომ განსაკუთრებით რეგიონში გვჭირდება უკიდურესად უკიდურესად ლოიალური და მლიქვნელი ადამიანები რომელებსაც არავითარი საერთო არა აქვს. 2012 წლის პირველ ოქტომბერთან და არა მარტო პირველ ოქტომბერთან, ეს იმას ნიშნავს რომ ქვეყანას სურს იმართოს ერთი ხელისგან. ქვეყანა მიადგა ავტორიტარიზმის ჭიშკარს, ჩვენ ამ გზას ვერ გავყვებით. “
თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ მურმან დუმბაძის გუნდის სხვა წევრები პარტიის დატოვების შესახებ, მისთვის უცნობია.
„ მე ვერავის ვერ დავავლებ , რომ გადაწყვეტილება მიიღოს ხათრით ყველა ადამიანი საკუთარ თავზე აგებს პასუხს. “
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა დღეს თბილისში გაიმართა. პოლიტსაბჭო აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართულ ოცნებისა“ და აჭარის მთავრობის დაპირისპირების, ასევე ფრაქციის მხრიდან მთავრობის მიმართ უნდობლობის გამოცხადების საკითხს განიხილავს.
როგორც კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით საგანელიძემ სხდომის დაწყებამდე განაცხადა, დღეს პოლიტსაბჭოს სხდომაზე აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების წევრებს არ ელოდნენ, თუმცა ისინი სხდომაზე დასაწრებად მაინც ჩავიდნენ.
როგორც კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით საგანელიძემ სხდომის დაწყებამდე განაცხადა დღეს პოლიტსაბჭოს სხდომაზე აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების წევრებს არ ელოდენენ.
„ბევრი რამ მშობლებისგან მახსოვს, რადგან პატარა ვიყავი. რაღაც ამბები, კი ასაკის მიუხედავად, მაინც ჩამრჩა გონებაში. კარგად მახსოვს ულვაშებგადაგრეხილი ზედამხედველი, გადასახლების შემდეგაც თავზე რომ გვადგა და ბრძანებებს იძლეოდა“. ენვერ სვანიძე ამბობს, რომ ულვაშა ზედამხედველს ბავშვებმა მეტსახელი „ონწვერა“ შეარქვეს და ზურგს უკან ამით აჯავრებდნენ ხოლმე.
ენვერ სვანიძე მშობლების მონათხრობს იხსენებს, თუ როგორი მძიმე იყო სატვირთო ვაგონებში გატარებული მგზავრობის 15 დღე: „სიმჭიდროვე, სიცივე და ანტისანიტარია. კვდებოდნენ ადამიანები, მადლობა ღმერთს, რომ ჩემი ოჯახი გადარჩა. ბავშვებს მიწაზე გვეძინა, მაგრამ გადავრჩით. მხოლოდ ბაბუამ ვერ გაუძლო. ყაზახეთში დაავადდა და იქ გარდაიცვალა. დაიკარგა მისი საფლავიც“.
შვიდი ადამიანი ერთ პატარა მიწურში შეასახლეს, სადაც იქაურები, დედა-შვილი – აფა და ჯარხანა ცხოვრობდნენ: „საკმაოდ თბილი ადამიანები იყვნენ. მართალია, ვერაფრით გვეხმარებოდნენ, მაგრამ არც გვეუხეშებოდნენ~ _ ასე ახსენდება ყაზახი მასპინძლები ენვერ სვანიძეს.
„ჭირდა საკვები და რთული იყო თავის გატანა. ცეცხლს გამხმარი ბალახისგან და გამომწვარი ნაკელისგან ვანთებდით. პლანტაციებში ნაშოვნი ფულით მცირე საკვები მოჰქონდათ მშობლებს. ბაბუაჩემმა მოგვიანებით პატარა ბოსტანიც გააკეთა, მაგრამ წყალს არ გვაძლევდნენ და მისი მოვლაც წვალებით გვიხდებოდა.“
ენვერ სვანიძე ამბობს, რომ სასიამოვნოდ მოსაგონარი ბევრი არაფერი ახსენდება ბავშვობიდან: „ჭუჭყიან, სარწყავ არხებში ჩავდგებოდით ხოლმე ბავშვები და ასე ვიქცევდით თავს. ბავშვებს ბებია გვაქცევდა ყურადღებას, რადგან დედა და მამა მთელი დღე ბამბის პლანტაციებში იყვნენ სამუშაოდ.“
სტალინის სიკვდილის შემდეგ სვანიძეების ოჯახმა სამშობლოში დაბრუნება შეძლო. „სოფელში დაგვრჩა ყველაფერი, – სახლი და კარი, საქონელი, რაც კი გაგვაჩნდა. გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ კი, სახლის ნაცვლად ტრიალი მინდორი დაგვხვდა, ყველაფერი განადგურებული იყო. ერთ ძროხას მივაკვლიეთ მეზობელთან და იმანაც უარი გვითხრა დაბრუნებაზე, – მე ვუვლი და ჩემიაო – გვითხრა. ასე დავიწყეთ ახალი ცხოვრება. სახლის შენება ძალიან გაგვიჭირდა, რადგან უგზოობის გამო ურიკებით გვიწევდა მასალბის მოზიდვა. რამდენჯერ გამიცდენია სკოლა ამის გამო“.
ენვერ სვანიძის ოჯახისთვის, ისევე როგორც სხვა გადასახლებული ოჯახებისთვის, გადასახლების მიზეზი არავის განუმარტავს. ერთადერთი მოტივი, რაც მისი აზრით შეიძლება ყოფილიყო, თურქეთის საზღვართან სიახლოვე იყო: „სამ კაცს ერთად საუბარი არ შეეძლო, იმწამსვე ჩეკისტები გამოჩნდებოდნენ. ხალხს ტყეში მუშაობის უფლებასაც კი არ აძლევდნენ, რომ შეშა მოეტანათ ან ხე მოეჭრათ, წალდს რომ იქნევ, ამით ალბათ თურქეთში ვიღაცას ნიშანს აძლევო _ მეზობელს უთხრეს. ასეთი გაუგონარი ამბები ხდებოდა“.
ენვერ სვანიძე ამბობს, რომ გული წყდება სახელმწიფოზე, რომელმაც რეპრესირებული ადამიანების ტკივილი სათანადოდ არ შეაფასა: „ისეთი კომპენსაციები გასცეს, არც კი ღირდა მიღებად. კიდევ კარგი, საბუთებზე არ ვირბინე. ამაზეც კი აწვალეს ადამიანები“.
ბოლო ხანს ძალიან აქტუალური გახდა აჭარის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხი, ჩემი პოზიცია არა ერთხელ გამოვხატე ამ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ რადგან ასეთი პროცესი ყოველდღე არ ხდება, გადავწყვიტე ცოტა ვრცლად გამოვეხმაურო.
რატომარვუჭერმხარსუნდობლობისგამოცხადებას?!
საქმე არჩილ ხაბაძის პიროვნებაში არ არის, არ არსებობს არც პოლიტიკოსი და არც მენეჯერი რომელიც იდეალურად მართავს, მაგრამ ამ შემთხვევაში მურმან დუმბაძის გუნდი (ამ ბოლო დროს ასე მოიხსენიებენ) მას არ თხოვს იყოს უკეთესი, მას თხოვენ იყოს დამყოლი, უფრო სწორად მორჩილი. ეს ის შემთხვევაა როცა მნიშნელობა არა აქვს რა სახელსა და გვარს ატარებს მთავრობის თავმჯდომარე, მოთხოვნა იქნება იგივე. რადგან გუნდი რომელიც ითხოვს “იმპიჩმენტს” თვლის, რომ ეს არის თანამდებობა რომელიც არ ეკუთვნის არავის გარდა ბატონი მურმან დუმბაძისა. მე პიროვნულად შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ არსებობენ ადამიანები რომლებსაც ბედისწერამ არგუნა ესა თუ ის თანამდებობა დაბადებისთანავე და მთელი ცხოვრება ამ გზისკენ უნდა იაროს და მხოლოდ მაშინ ჩათვლის ცხოვრებას საინტერესოდ როცა ამ “მთავარ” სავარძელს მიიღებს. როცა ასეთი დაჟინებულია სვლა რაღაც პოსტისკენ, კითხვებიც მეტია (მიუხედავად დამსახურებებისა) და ეჭვებიც, ამიტომ ასეთ დროს მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადება ავტომატურად ნიშნავს ნდობის გამოცხადებას სხვა გუნდისათვის რომელიც სინამდვილეში არც შენ გენდობა და არც შენ ენდობი მათ.
რატომარვენდობითერთმანეთს?!
აქ პრობლემა უფრო სიღრმისეულია ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, არსებობს გამარჯვებული კოალიცია ქართული ოცნება და მასში შემავალი პარტიები.2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნების (ანუ გამარჯვების) შემდეგ, როგორც ჩანს ბატონმა მურმან დუმბაძემ ჩათვალა, რომ ყველა სხვა პარტია იყო ზედმეტი და რეგიონის მართვას მარტო შეძლებდა თავისი გუნდით. მას ბოლომდე გაუჭირდა სხვა პარტნიორი პარტიების უფლების აღიარება მართვაში მიეღოთ მონაწილეობა. ამ დროს ხელისუფლება არის კოალიციური და ასეთი მიდგომა, ზოგადად კოალიციური პრინციპების საწინააღმდეგო ლოგიკაა და იგი როგორც მცდარი ხედვა დამარცხდა. მივიღეთ წარმოდგენილ ვარიანზე უკეთ დაბალანსებული მთავრობა, თუმცა უნდობლობა დარჩა მის გუნდთან და იგი გრძელდება დღემდე.
ვფიქრობ მარტივი გასაგებია, მთავრობას გამოვუცხადო უნდობლობა იმ გუნდთან ერთად და იმ გუნდის სასარგებლოდ რომელსაც არ ენდობი, ხოლო ის შენი უფლებების აღიარებას არ აპირებს არის პოლიტიკური სიბრიყვე და ეს ბუნებრივია არც მოხდება.
არისთუარაპრობლემებიაჭარისმთავრობაში?!
ბუნებრივია პრობლემები არის ისევე როგორც ყველგან და ამ ყველაფრის კარგად გააზრებაა საჭირო. მთავარი პრობლემა არის გადაწყვეტილების მიღების ტემპები. მე როგორც უმაღლესი საბჭოს წევრი უფრო მეტ სამოქმედო რიტმს ვისურვებდი და ეს არის ის პრეტენზია რომელსაც მუდმივად ვამბობ მთავრობის მიმართ. ასევე პრობლემაა საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯმენტში, ბევრი რამ კეთდება რის შესახებაც ინფორმირებული არ არის საზოგადოება და რაც საბოლოო ჯამში მოქალაქეებს არასწორი დასკვებისკენ უბიძგებს მთავრობის მუშაობის შეფასებისას. პრობლემები არის, მაგრამ უმრავლესობა არის მოგვარებადი და ამ პრობლემებზე პასუხი მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება ნამდვილად არ არის და ამიტომაც არ ვუჭერ მხარს ამ პროცესს.
უნდობლობისგამოცხადებაანუხელოვნურიკრიზისი
ვფიქრობ ნათელია რომ ეს კრიზისი არის ხელოვურად შექმნილი. მიზანიც მარტივია, მუდმივი დაძაბულობის კერით იქნებ ისე მოხდეს, რომ მთავრობის თავმჯდომარე თავად გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან ან დედაქალაქიდან ურჩიოს ვინმემ მას ამ გადაწყვეტილების მიღება. ეს იქნება დიდი შეცდომა. თუ ისეთი სუსტია სახელისუფლებო ვერტიკალი, რომ აბსოლუტურად ხელოვნურად შექმნილ კრიზისს ვერ გაუძლებს, მაშინ იგივე პროცესების მომსწრენი გავხდებით საქართველოს ბევრ ქალაქსა თუ რაიონში საკრებულოების დონეზე. თვითმმართველობის რეფორმა არის სრულიად ახალი მოვლენა ჩვენს ქვეყანაში და თუ “იმპიჩმენტის” ენა იქცა ნორმად ეს ეფექტურ მმართველობას დიდ პრობლემებს შეუქმნის.
“გაურკვეველი” “პარტნიორი“
ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი რატომაც ჩემი აზრით არ შეიძლება მხარი დავუჭირო უნდობლობის გამოცხადების პროცესს არის აჭარის უმაღლეს საბჭოში ძალთა ბალანსი. კოალიციაში შემავალი პარტიების უმრავლესობა “იმპიჩმენტის” წინააღმდეგია, მაშინ ჩნდება კითხვა ვისი მხარდაჭრის იმედით დაიწყო ეს პროცესი?! ასეთი პოლიტიკური რეალობა ერთ-ერთ ძირითად მოთამაშედ აჭარის უმაღლეს საბჭოში ნაციონალურ მოძრაობას აქცევს. ფაქტია მათი ხმები იმაზე მეტ ძალას შეიძენს წარმომადგენლობით ორგანოში, ვიდრე მათ ხალხმა მიაკუთნა 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნებზე. პირადად ჩემთვის მათთან ერთად ასეთ პროცესში მონაწილეობა კატეგორიულად მიუღებელია!
როცამიზანიუტოპიურია
სამწუხაროდ ბატონი მურმან დუმბაძის გუნდს (მე მათ კოლეგიალურად პატივს ვცემ) აქვს უტოპიური მიზანი რომელსაც აჭარის რეგიონის ტოტალური მართვა ქვია. ეს არის მიზანი რომლის განხორციელება პოლიტიკურად ისეთ აქტიურ რეგიონში როგორიც აჭარაა წარმოუდგენელია. ისიც ვიცი რომ შინაგანი ძალა ამ გუნდს ეყოფა იმისათვის, რომ კიდევ მრავალი წელი ბრძოლაში გაატაროს ამ მიზნისკენ სავალ გზაზე, მაგრამ ისიც ფაქტია რომ შედეგი იგივე იქნება. ეს ყოველთვის ასე ხდება, როცა მიზანი უტოპიურია!
„ჩვენ არ დავთანხმდებით მათ წინადადებას, რადგანაც მათი მოთხოვნა სუბიექტური ინტერესებიდან გამომდინარეობს. ფრაქცია ქართული ოცნება მურმან დუმბაძის მოსაზრებებს ემორჩილება. არსებული ურთიერთობები უმაღლეს საბჭოსა და რეგიონის მთავრობას შორის არის მურმან დუმბაძის კლანის ახირება და პირადი ინტერესი. ამ ახირებაზე მათთვის სასარგებლო გადაწყეტილებას ვერ მივიღებთ. მთავრობას განვკარგავ მე და მე გადავწყვეტ ვინ გააგრძელებს მუშაობას. თუ რომელიმე აღმოჩნდება სუსტი რგოლი – გავათავისუფლებთ და მის ადგილას სხვა დაინიშნება. ამ ეტაპზე მინისტრებიც შეცვლა არ იგეგმება.
პოლიტსაბჭოს წევრებმა განაცხადეს, რომ ეს იყო თვითნებური თამაში და ხვალ ყველაფერი გადაწყდება. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს კურსს. ნაცმოძრაობის წევრები მართავენ ამ სიტუაციას ქვეყნის შიგნით და გარეთ, ამას ადასტრებს მურმან დუმბაძისა და მისი გუნდის წევრების ქმედებები და საეჭვო გააქტიურება, რაც ემთხვევა ქვეყნის გარედან ყოფილი ნაცმოძრაობის წევრების გადაადგილებებსა და განცხადებებს.“ – აღნიშნულია არჩილ ხაბაძის განცხადებაში.
როგორც „ბათუმელებს“ სოფელ ავრალნოში მცხოვრებმა ზინა კოჩალიძემ უთხრა, დღეს, 13 სექტემბერს, მათთან იმ სახლის მეპატრონე მივიდა, სადაც ოჯახი წლებია იმ იმედით ცხოვრობს, რომ სახელწიფო მათ სახლს შეუძენს და სახლის დაცლა სთხოვა. ცხრასულიანი ოჯახი სახელმწიფოს დახმარებას სთხოვს.
„სახლის მეპატრონე ბერძენია. ორი პოლიციელია მოსული, ელაპარაკებიან, აჩერებენ, არ მესმის რუსულად რას ეუბნებიან. ვიცი, რომ ამბობს, გამითავისუფლეთ სახლიო. გამგებელს დავურეკეთ და გვითხრა განსახლების სამინისტროს მიმართეთო. სამინისტოს არც ნომერი მაქვს, არც არაფერი, როგორ მოვიქცე?!“ – ამბობს ზინა კოჩალიძე. მისი თქმით, ცხრასულიან ოჯახს, რომლის ექვი წევრიც ბავშვია, წასასვლელი არსად აქვს:
„ჩვენ რომ წასასვლელი გვქონდეს, სხვას ვალანძღინებ თავს და ვაფურთხებინებ? არსად არ გვაქვს წასასვლელი, რად მინდა სხვისი სახლი, რომ გვქონდეს წასასვლელი ან იმის გარანტია ცხრასულიან ოჯახს, რომ ჩვენ თვითონ შევიძინოთ სადმე სახლი, აქ რა გამაჩერებს!
დაგყარეს როგორც ცხვრის ფარა და ასეთ მდგომარეობაში ჩაგვყარეს ხალხი. ჩვენ არავინ არ გყავს პატრონი დღეს“ – ამბობს ზინა კოჩალიძე.
მისი ოჯახი დაახლოებით ცხრა წლის წინ წავიდა ხულოდან, სოფელ ღურტადან და წალკაში, სოფელ ავრალნოში დასახლდა სხვა ეკომიგრანტებთან ერთად. ზინა კოჩალიძე ამბობს, რომ ამჟამად სოფელში სხვა ეკომიგრანტებსაც სთხოვენ სახლის ბერძენი მეპატრონეები სახლების დაცლას და ათი კომლი კრიტიკულ მდგომარეობაში, მათ უსახლკაროდ დარჩენა უმუქრებათ.
„ბათუმელები“ წალკის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ილია საბაძეს ესაუბრა. იგი ამბობს, რომ ოჯახი მას დღეს დაუკავშირდა.
„გამგეობას არაფერი არ შეუძლია, გამგეობას რაც შეეძლო გააკეთა, შარშან დაახლოებით 170 ოჯახი დავაბრუნეთ ხელახლა, ჩემი შესაძლებლობები ამოვწურე, რაც შემეძლო ჩემი მხრიდან გამეკეთებინა. 23 ოჯახი ზუსტად ასეთივე მდგომარეობაშია სოფელ სამებაში.
რამდენიმე ხნის წინ მე ვესაუბრე ამ საკითხებზე ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს. ეკომიგრანტებს სამინისტროში უნდა მიეტანათ ანკეტები, რომელსაც განიხილავდა კომისია და შეუძენდა მათ სახლებს. არ ვიცი მიიტანეს თუ არა, მაგრამ დღეს რომ დამიკავშირდნენ, ვუთხარი, მიემართათ ლტოლვილთა და განსახლების სამინსიტროსთვის. სამინისტრო მზად არის ეკომიგრანტებს შეუძინოს სახლები, ან გადაუხადოს 20 ათასი ლარი, რომ თვითონ მოიძიონ და შეიძინონ სახლი. სპეციალური თათბირი ჩავუტარე რწმუნებულებს დაახლოებით თვენახვერის წინ, დავურიგე ყველას ეს ანკეტები, რომ დაერიგებინათ მოსახლეობისთვის“ – ამბობს ილია საბაძე.
საქართველოს დევნილთა და განსახლების სამინისტროს ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ სამინისტრო 2014 წელს 33 ეკომიგრანტი ოჯახისთვის შეისყიდის საცხოვრებელ სახლებს. დევნილთა და გასახლების სამინისტროს საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის კი 1786-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა მიმართა.
2007 წელს წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში ბერძნების მიერ დატოვებულ სახლებში გადასვლა ღია ცის ქვეშ დარჩენილ ეკომიგრანტებს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შესთავაზა იმ პირობით, რომ ამ სახლების საფასურს მთავრობა უახლოეს პერიოდში დაფარავდა. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მტკიცებით მთავრობამ სახლების საფასური მართლაც დაფარა. წალკაში დაახლოებით 2400 ეკომიგრანტი ოჯახია ჩასახლებული, სამინისტროს ბალანსზე, გასული წლის მონაცემებით, მხოლოდ 571 სახლი ირიცხება.
ანადუმბაძე საქართველოს ჩემპიონია კადეტებს შორის. ის 15 წლისაა. ამბობს, რომ ინტენსიურად ემზადება და საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მოხვედრის სურვილი აქვს. „ვარჯიში ხუთი წლის წინ დავიწყე. ბაბუა არის ჩემი მწვრთნელი. მან მირჩია შემოვსულიყავი, რადგან მონაცემებიც მქონდა. დღეში ერთხელ მინიმუმ ორი საათით ვვარჯიშობ. მიასპარეზია ევროპაზე, მსოფლიოზე, თუმცა დიდი შედეგი არ მქონია. ჯერ პატარა ვარ და ვფიქრობ, რომ მომავალში უფრო მეტი შემიძლია გავაკეთო. მშვილდოსნობა განსხვავებული სპორტია, მიყვარს და ვაპირებ ბოლომდე გავყვე“, – ამბობს ის. ანა მე-10 კლასშია და #8 საჯარო სკოლაში სწავლობს. „სწავლა და ვარჯიში ერთად ძნელია, ამიტომ ვცდილობ სპორტს მეტი დრო დავუთმო“, – გვეუბნება 15 წლის მშვილდოსანი.
„ჩემი ძმა დადიოდა მშვილდოსნობაზე, მეც დამაინტერესა და მოვედი. როცა მწვრთნელმა პირველად მომაჭიმინა მშვილდი, მოეწონა ჩემი ტექნიკა. მას მერე უკვე ოთხი წელია ვვარჯიშობ“, – გვიყვება 18 წლის მამუკაშუშაძე, რომელიც ორ კატეგორიაში ასპარეზობს – „ახალგაზრდების კატეგორიაშიც ვასპარეზობ და დიდების ნაკრების სახელითაც ვიბრძვი“.
მამუკა შუშაძე რამდენიმე საერთაშორისო ტურნირის პრიზიორია. მიაჩნია რომ, დიდ შეჯიბრებებზე საპრიზო ადგილების მოპოვებას, მეტი ვარჯიში და მეტ ტურნირში მონაწილეობა სჭირდება. „მინდა მეტს მივაღწიო. რომ ვუყურებ ძლიერ მსროლელებს, სტიმული მემატება. მაგალითად, ამერიკელი ბრედი ელისონი, ასევე კორეელები არიან ძლიერი მსროლელები. საშუალოდ ათი შეჯიბრიდან ცხრა შეჯიბრში პირველ-მეორე ადგილებზე ყოველთვის თვითონ არიან“.
მამუკა შუშაძეს უნივერსიტეტში სწავლაც სურს. „სანამ შემეძლება მშვილდის მოჭიმვა, არ ვაპირებ თავის დანებებას. მინდა უნივერსიტეტში ჩავაბარო, ფიზკულტურულზე, რადგან ჩემს სპორტს აუცილებლად სჭირდება“. ანა დუმბაძესა და მამუკა შუშაძის მწვრთნელი გურამ ბასილაძეა. ის 30 წელია მწვრთნელია და ამჟამად 13 ახალგაზრდას ავარჯიშებს.
გურამბასილაძე: „ნებისმიერ ტურნირში წარმატების მოსაპოვებლად ბევრი შრომა, მონდომება და ცოტა იღბალია საჭირო. მშვილდოსნობა ისეთია, შეიძლება უცებ ჰქონდეს სპორტსმენს შედეგი. ვფიქრობ ანა დუმბაძე ერთ-ორ წელიწადში კონკურენციას გაუწევს დიდებს. მამუკაც კარგადაა მომზადებული. აქამდე შეიარაღების პრობლემები იყო, ახლა შედარებით კარგი პირობები გვაქვს. შევიძინეთ მშვილდები. გვერდში გვიდგას აჭარის მშვილდოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი ბადრი ვარშანიძე, რომელიც ერთი წელია ფედერაციას ხელმძღვანელობს. მთელი დღეები აქ ვართ და ვვარჯიშობთ. ჩემი აზრით მშვილდოსნობისადმი ინტერესი იმითაც არის გამოწვეული, რომ გვაქვს პირობები და გვყავს კვალიფიციური მწვრთნელები“.
აჭარის მშვილდოსნობის ფედერაციის გენერალური მდივანი და აჭარის ნაკრების მთავარი მწვრთნელი თამაზფუტკარაძე ამბობს, რომ მშვილდოსნობის ჯგუფების გაზრდას რაოდენობის გეგმავენ. „გარდა ბათუმისა, ხუთი ჯგუფია ხელვაჩაურის სასპორტო სკოლაშიც. გვინდა ქედაშიც გავხსნათ ჯგუფი. ურეხში არის ფეხბურთის მოედანი, იქაც გვინდა მშვილდოსნობის ბაზის შექმნა, სადაც ადგილობრივ ბავშვებს მოვიზიდავთ. ყველა ბავშვი ვერ ახერხებს აქ მოსვლას, ამიტომ ჩვენ უნდა მივიდეთ მათთან“, – ამბობს თამაზ ფუტკარაძე. ის გასულ კვირას საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად აირჩიეს.
თამაზ ფუტკარაძის თქმით, მომავალ წელს ჩემპიონატები ცალ-ცალკე ჩატარდება კადეტებში, ახალგაზრდებსა და დიდებში. მათგან აირჩევა ნაკრები, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ახალგაზრდებს შორის ევროპის თასში და ახალგაზრდებსა და კადეტებში მსოფლიო ჩემპიონატში, რომელიც აშშ-ში ჩატარდება. მანამდე კი მშვილდოსნებს სხვადასხვა ტურნირი აქვთ. ოქტომბერში საქართველოს თასის გათამაშება იქნება, დეკემბერში კი საქართველოს ნაკრები ფედერაციის თასის გათამაშებაზე აზერბაიჯანშია მიწვეული, სადაც საპრიზო თანხები გათამაშდება: პირველ ადგილზე გასულისთვის – 1000 ევრო, მეორე ადგილზე – 800 ევრო, მესამეზე კი – 500 ევრო.
21-24 სექტემბერს ბათუმში კი ბათუმში საერთაშორისო ტურნირია დაგეგმილი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სპორტსმენები თურქეთიდან, ირანიდან, ყაზახეთიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. თამაზ ფუტკარაძის ინფორმაციით, პირველ ადგილზე გასულ მშვილდოსანს 150 ლარი გადაეცემა, მეორეზე – 100 ლარი, მესამეზე კი – 50 ლარი. ტურნირისთვის ანა დუმბაძე და მამუკა შუშაძეც ემზადებიან.
„მედეა ვასაძის მიერ, სოციალურ ქსელში ატვირთულ მასალებთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მასთან პირად საუბრის შინაარს, მინდა განვმარტო: როდესაც მოხდა მედეა ვასაძის ნათესავის გათავისუფლება დაკავებული თანამდებობიდან მის გარემოცვაში მყოფმა დეპუტატებმა აღშფოთება გამოთქვეს. რომ მისი ოჯახი დარჩა მშიერი.
შესაბამისად მთავრობის თავმჯდომარემ პირდაპირ იმ ადამიანს დაავალა მასთან შეხვედრა ვისაც ეს ეხება კანონით გაწერილი ინსტრუქციით. პარმენ ჯალაღონია შეხვდა მედეა ვასაძეს, სადაც მედეა ვასაძეს განემარტა, რომ მთავრობის თავმჯდომარე, იმ შემთხვევაში, თუ არ დადასტურდებოდა, რომ უწყებაში აღმოჩენილი ხარვეზი დაკავშირებული იყო მის სამსახურეობრივ გულგრილობასთან ან განზრახ დანაშაულთან, ამ შემთხვევაში მოგვიანებით მოხდებოდა ამ ადამიანის სხვა სფეროში დასაქმება.“
ლევან ჯაშმა აღნიშნა, რომ მთავრობის თავმჯდომარე მოუწოდებს უმაღლესი საბჭოს წევრებს, გამოქვეყნებული იქნას მათ ხელთ არსებული ყველა მასალა. „თუკი ვინმეს რამე აქვს სათქმელი, გამოვიდეს, ღიად დააფიქსიროს და არ არის საჭირო ინტრიგების ხლართვა და ბინძური კამპანიების აგორება“ – აღნიშნა ლევან ჯაშმა.
“მე პირადად მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს აჭარის უმაღლეს საბჭოსთან იქონიონ წერილობითი ურთიერთობა, რადგან ჩვეულებრივი ადამიანური ურთიერთობა მათთან, ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი, შეუძლებელია”.
ლევან ჯაშის თქმით, უმაღლესი საბჭოს დეპუტაციის ქმედებები „გამოწვეულია ხელოვნურად და ემყარება ერთი ადამიანის პირად, ვიწრო მერკანტილურ ინტერესებს“, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ეს არის აჭარის რეგიონში აბსოლუტური მონოპოლიის მოპოვების მცდელობა გარკვეულ პოზიციებზე და „შესაბამისად პრობლემების შექმნა ქართული ოცნების კოალიციისთვის რეგიონში“.
„დღეს გასახმოვანებელ თემას ვცვლი, იმ აუცილებლობით, რომელიც განაპირობა აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის დავით ბალაძის გუშინდელ ბრიფინგზე და აჭარის ტელევიზიის სტუდიაში პირდაპირი ჩართვით გაკეთებულმა განცხადებებმა, რაც იყო მცდელობა ჩემი და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ყოფილი დირექტორის კორუფციაში დადანაშაულებისა. ჩემთვის სრულიად გაუგებარია მინისტრის პოზიცია, რომ ქარხნის მუშებისათვის სახელფასო დავალიანებაში გაცემული 6 თვის ხელფასი, 40 ათასი ლარი, წარმოაჩინოს დირექტორის მიერ გაწეულ არამიზნობრივ ხარჯად, რომ მუშებზე, რომლებიც 6 თვე, ენთუზიაზმით, უხელფასოდ მუშაობდნენ, ტერიტორიას წმენდნენ ეკალ-ბარდისაგან, რეზერვუარებს და სხვა ტექნიკურ საშუალებებს ამზადებდნენ ექსპლუატაციისათის – თურმე ანაზღაურება არ უნდა მიეღოთ. ცუდია, როცა რეგიონის მთავრობის ერთ-ერთი მინისტრის პოზიცია და დამოკიდებულება ჩვენი შეჭირვებული მოსახლეობისადმი ამ შინაარსის მატარებელია და მათზე გაცემული შრომის ანაზღაურებას მინისტრი სახელმწიფო ზარალში თვლის.
ხაზგასმით მსურს თქვენი ყურადღების მიქცევა ლევან ჯინჭარაძის განთავისუფლების საფუძვლებზე, რომელიც ფორმალურად და შინაარსობრივად იმდენად მძიმეა, რომ მანამ, სანამ სასამართლო ამ ბრძანების და ზოგადად დირექტორის დათხოვნის კანონიერებას სამართლებრივად შეაფასებს, იძულებული ვარ, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის თავიდან აცილების მიზნით, კიდევ ერთხელ მივიქციო თქვენი და თქვენი მეშვეობით, ჩვენი საზოგადოების ყურადღება და გამოვაქვეყნო მთავრობის თავმჯდომარის მხრიდან იმ შემოთავაზების ჩანაწერი, რომელიც მან ლევან ჯინჭარაძის, დღეს მათივე შეფასებით, ამ „ფლანგველი, კორუმპირებული, არაადეკვატური ადამიანის“ პირის სამუშაოდან დათხოვნის შემდეგ შემომთავაზა. შემოთავაზება კი მდგომარეობდა იმაში, რომ მთავრობის თავმჯდომარე მას 2-3 ჯერ მეტად ანაზღაურებად სამუშაოზე დანიშნავდა.
ჩვენ გახლავართ ჩვენს წინასაარჩევნო დაპირებებზე ორიენტირებულნი, ამიტომ ეს შემოთავაზება იყო მიუღებელი შემდეგ გარემოებათა გამო: პირველი – ეს იქნებოდა მთავრობის თავმჯდომარის არაჯანსაღად მოტივირებულ ნებაზე დაყოლიება და მეორე – ამ პროცესებში ჩვენთვის პირადი ყოფითი კეთილდღეობა კი არა არის მთავარი, არამედ მთავარია ის ადამიანები, რომლებსაც დღეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე, მათზე გაცემულ ხელფასებს ედავება.
თქვენი ყურადრების გამახვილება მსურს ასევე ჩანაწერში ჩემგან დასმულ შემდეგ კითხვაზე: ხომ არ იყო ჯინჭარაძე კორუფციაში ან რაიმე სხვა გარიგებებში შემჩნეული და აქვე, მსურს თქვენი ყურადღების მიქცევა შესაბამის პასუხზეც: „კორუფცია არა“, არამედ იყო „რაღაც სხვა“ და ის, რომ „ვერ უგებდა მინისტრს“.
მე, კიდევ ერთხელ, ხაზს ვუსვამ იმ გარემოებას, რომ ლევან ჯინჭარაძის დანიშვნის დროისთვის 138 ტონა ჯართად შეფასებული და ასევე, ჯართად სარეალიზაციოდ გამზადებული ქარხანა, რომელსაც ერიცხებოდა 300 ათას ლარამდე საბიუჯეტო დავალიანება – გასტუმრებულია, ანუ, დღეს იგი ფინანსურად გაძლიერებულია და უფრო მეტიც, ანგარიშზე ერიცხება, კიდეც ერთი, 300 ათასი ლარი.
მე წარმოგიდგენთ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილებას, რომელიც დამდგარია ლევან ჯინჭარაძის პრინციპული პოზიციის შედეგად, რაც მდგომარეობს იმაში, რომ მის მიერ, ძველი მენეჯმენტის დროიდან, დანაშაულებრივი უპასუხიმგებლობით წარმოშობილი 55192 ლარი, სახელმწიფომ ქარხანას „აპატია“ იმ საფუძვლით, რომ ქარხანა და ლევან ჯინჭარაძის მენეჯმენტი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 პუნქტით, შეაფასა სახელმწიფოსთან მიმართებაში „კეთილსინდისიერ გადამხდელად“.
გამომდინარე ყოველივე აღნიშნულიდან, ცალსახად ვადასტურებ, რომ ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მაგალითის განზოგადოება შესაძლებელია ყველა იმ დაწესებულებაზე, რომელზედაც ამ სამინისტროს იურისდიქცია ვრცელდება და სადაც შეიძლება, რომ არსებობდეს საჯარო და კერძო ინტერესების „ფარული კონფლიქტი“ და რომელზედაც, სამწუხაროდ, შეიძლება, რომ ჩვენ, დღემდე, ინფორმაციას არ ვფლობდეთ.
წარმოდგენილი განცხადებებისა და შესაბამისი მტკიცებულების ანალიზით, კიდევ ერთხელ დასტურდება ქარხნის დირექტორის დათხოვნის მიზეზი და მიზანი, ანუ ჩანაწერის მიხედვით, ის „რაღაც სხვა“, რითაც იგი წინააღმდეგობაში მოდიოდა სახელისუფლებო კორუფციულ ინტერესებთან და ამის გამო ნებისმიერ ფასად და ნებისმიერი საშუალებით უნდა ჩამოცილებოდა დირექტორის თანამდებობას.
აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ ამ ჩანაწერის არსებობა, რომელსაც ვავრცელებ, გარკვეულ დრომდე ჩემთვის არ იყო ცნობილი და მის მომწოდებელს ვუხდი მადლობას“ – განაცხადა მედეა ვასაძემ.
14-დან 21 სექტემბრამდე კინოს მოყვარულებს საშუალება ექნებათ საავტორო კინოს სიახლეებს გაეცნონ და ახალი ფილმები ნახონ.
2014 წლის კინოფესტივალზე დაახლოებით 40 სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი იქნება ნაჩვენები. ასევე 40 ფილმი იქნება ნაჩვენები მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექციაში. კინოფესტივალზე მოწვეული რეჟისორები მასტერკლასებს ჩაატარებენ. მაყურებელს საშუალება ექნება იხილოს თანამედროვე საავტორო კინო. ფესტივალზე ნაჩვენები იქნება ირლანდიელი რეჟისორის, ლენი აბრაჰამსონის „ფრენკი“, ირანელი რეჟისორის მუჰამედ რასულოფის „არ დაწვა მანუსკრიპტი“, თურქი რეჟისორის ჰუსეინ ქარაბეის „თავისუფალი ვარდნა“. ასევე, მხატვრული კინოს სექციაში ნაჩვენები იქნება თინათინ ყაჯრიშვილის „პატარძლები“.
ბათუმის საავტორო ფილმების მე-9 საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, საკონკურსო სექციის ფილმებს შეაფასებს საერთაშორისო ჟიური შემდეგი შემადგენლობით:
BIAFF 2014 – მხატვრული კინოს საერთაშორისო კონკურსის ჟიური
1. რომან ბალაიანი, უკრაინა – თავჯდომარე
2. ალისა სიმონ, აშშ
3. პაველ ივანოვ, ბელორუსია
4. მიქაელ სტამბოლიანი, სომხეთი
5. ზაზა ურუშაძე
BIAFF 2014 დოკუმენტური კინოს საერთაშორისო კონკურსის ჟიური
1. ოდრიუს სტონისი, ლიტვა – თავჯდომარე
2. ულვი მეჰტი (მამედოვ), აზერბაიჯანი
3. მიროლუბ ვუჩკოვიჩ, სერბეთი
4. პაველ ლოზინსკი, პოლონეთი
5. ანა ძიაპშიპა, საქართველო
BIAFF 2014 მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კონკურსის ჟიური
1. მიხეილ კობახიძე, საქართველო – თავჯდომარე
2. მირა სტალევა, ბულგარეთი
3. ეკატერინა ჩერქეზ ზადე, რუსეთი
4. ენდრიუ ვიალ, ავსტრალია
5. ლატავრა დულარიძე, საქართველო
BIAFF-ზე კინოჩვენებები რამდენიმე სექციად გაიმართება. მხატვრული კინოს, დოკუმენტური კინოსა და მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექციებად. ასევე კინოფესტივალზე არასაკონკურსო სექციაში ექვსი ფილმი იქნება ნაჩვენები. მაყურებელს საშუალება ექნება იხილოს თანამედროვე ფრანგი, იტალიელი, დიდი ბრიტანელი, ბელგიელი, ირლანდიელი და თურქი რეჟისორების ნამუშევრები. ასევე BIAFF ფესტივალზე ნაჩვენები იქნება ევროპის კინოაკადემიის (EFA) მოკლემეტრაჟიანი ფილმების კოლექცია.
SHORT MATTERS – ევროპის კინოაკადემიის საუკე- თესო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ტურია, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა კინოფესტივალზე ნაჩვენებია EFA-ზე ნომინირებული ახალგაზრდა, თანამედროვე ევროპელი რეჟისორების მოკლემეტრაჟიანი ფილმების კოლექცია.
„სკოლა ექსტერნად დავამთავრე და იმავე წელს გავხდი სტუდენტი. ახლა მაგისტრატურაზე ვსწავლობ, ფსიქოლოგი გავხდები“, – ამბობს შორენა. ოჯახი სოციალურად დაუცველია, მისი სწავლის საფასური ავთანდილ ბარათაშვილის ფონდის სტიპენდიით დაიფარა. სტიპენდიის მიღების შემდეგ ოჯახს სოციალური შემწეობა შეუწყვიტეს. „ეს უსამართლობაა“, – გვეუბნება ის. მაგისტრატურის საფასურსაც სახელმწიფო უხდის. „მინდა წარმატებით დავასრულო, რომ პროფესიით შევძლო მუშაობა. კარგი იქნება თუ სკოლაში ვიმუშავებ, რადგან მოზარდები ადრეული ასაკიდან იმის გაცნობიერებას მაინც მიეჩვევიან, რომ ფიზიკური ნაკლის გამო არ შეიძლება ადამიანი გარიყო“, – გვეუბნება შორენა.
იგი მიიჩნევს, რომ დღეს საზოგადოებაში ურთიერთობის დეფიციტია, სტერეოტიპებსაც ეს ქმნის: „რადგან განსხვავდები მათგან, თუნდაც სიმაღლით, ფიქრობენ, რომ მათზე ნაკლებად შეგიძლია. არ გაძლევენ საშუალებას, რომ აჩვენო შენი შესაძლებლობები. ახალ-ახალ ტერმინებს იგონებენ და ახლა ამით ცდილობენ გაგმიჯნონ. ახლახან მოვისმინე ტერმინი – „წარმატებული შშმ პირი“. ეს რაღაც ახალი სტიგმაა? სკოლებში ინკლუზიური სწავლება დანერგეს, რომ ე.წ. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ინტეგრაცია მომხდარიყო. თუ ვნერგავთ ინტეგრაციას, მაშინ რატომ ვცდილობთ გავმიჯნოთ ადამიანები ერთმანეთისგან? ცუდი შეგრძნება მაქვს, როცა მესმის, რომ შშმ პირი ვარ“.
შორენას მიაჩნია, რომ ადამიანების დაყოფა ტერმინებით მათ დისკრედიტაციას ახდენს: „თუ ინტეგრაცია გვინდა, მაშინ ტერმინებით ადამიანების დახარისხება ინტეგრაციას ეწინააღმდეგება. ჩვენ ვყოფთ ექიმებს, მასწავლებლებს ქალებად ან კაცებად? მინდა, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩემი პროფესიონალიზმის გამო ჩავერთო და არა რაღაც სტატუსის გამო. იმიტომ ვსწავლობ, რომ ეს ჩემი კონსტიტუციური უფლებაა და არა იმიტომ, რომ რაღაც სტატუსში მომაქციონ“, – ამბობს შორენა.
შორენას აზრით, ადამიანის ფიზიკურ მხარეს უპირატესობას დამსაქმებლებიც ანიჭებენ, რაც ასევე დისკრიმინაციაა: „თუ მხოლოდ ამ ნიშნით დავრჩები სამსახურის გარეშე, ეს იქნება ჩემი უფლებების ხელყოფა და ამის წინააღმდეგ აუცილებლად ავიმაღლებ ხმას“.
საზოგადოება სახელმწიფოს მიერ გატარებულმა პოლიტიკამ უნდა შეცვალოს – მიიჩნევს შორენა მამულაძე. მისი აზრით, ეს პოლიტიკა, პირველ რიგში, სრულყოფილ ინფრასტრუქტურაში უნდა გამოიხატოს: „უნივერსიტეტში ლიფტი არ არის და ძალიან მიჭირს ფეხით სართულებზე ასვლა. პრობლემაა ის, რომ ბანკებში, აფთიაქებსა თუ სხვა საზოგადოებრივ დაწესებულებებში არ არის ადაპტირებული გარემო. აუცილებელია მომსახურების ადგილებში ერთი დაბალი ფანჯარა იყოს, სადაც შევძლებ წამლის ყიდვას, გადასახადის გადახდას და ა.შ. ხელმისაწვდომი უნდა იყოს ლიფტის ინფრასტრუქტურაც, ღილაკები ისეთ ადგილზე უნდა განლაგდეს, რომ მსგავსი პრობლემის ადამიანები მიწვდნენ. ეს ბავშვებისთვის კომფორტული იქნება“.
შორენას აზრით, გარკვეული სტიგმების დასაძლევად აუცილებელია დასავლური გამოცდილების გაზიარება: „ამერიკაში ეტლში მჯდომი ბარბის თოჯინა შექმნეს, ადამიანებმა პატარაობიდანვე რომ იცოდნენ ასეთი ადამიანებიც არსებობენ, რომ მათი შეხვედრისას აღარ გაუფართოვდეთ თვალები. ჩვენთან ისე გადაადგილდებიან ადამიანები, წინ არც კი იხედებიან – გადაგივლიან და ბოდიშსაც კი არ მოგიხდიან…. არის მეორე ნაწილი, რომელიც სიბრალულს გამოხატავს და ესეც დამთრგუნველია“.
GE DIGITAL CAMERA
თეა კაკაბაძე
შორენასგან განსხვავებული გრაფიკი აქვს თეა კაკაბაძეს. თეა ბათუმში, აეროპორტის დასახლებაში ცხოვრობს. ის ახლა 30 წლისაა. მეექვსე კლასში იყო, როცა ხიდან ჩამოვარდა და მძიმე ტრავმა მიიღო. მას შემდეგ ეტლში ზის. 18 წლის განმავლობაში თეა საკუთარი ოთახიდან არ გამოსულა, სახლის ეზოშიც კი: „საშინელ დისკომფორტს ვგრძნობდი, რადგან ადამიანების დამოკიდებულება მაღიზიანებდა. ზოგი ხურდას მაწვდიდა, ფიქრობდნენ, რადგან ეტლში ვიჯექი და ქუჩაში გამოვედი, ფული მჭირდებოდა, ზოგი სიტყვიერად „მანუგეშებდა“ – „უი რა საცოდავია“.
თეამ სძლია კომპლექსებს, გვიან, მაგრამ მაინც: „დღეს ვხვდები, რომ სახლში ჩაკეტვა არასწორი გადაწყვეტილება იყო. საზოგადოება უნდა მიეჩვიოს იმას, რომ ჩვენც იგივე უფლებები, მოთხოვნები და მისწრაფებები გვაქვს, როგორც სხვა დანარჩენს და არ უნდა შემოგვხედონ, როგორც საცოდავ არსებებს“.
თეას სკოლა არ დაუმთავრებია, „სახლში ვკითხულობდი ხოლმე წიგნებს“, – გვეუბნება ის. მერე, დეპრესიის გამო, კითხვაც შეწყვიტა. `ტრავმის შემდეგ, სკოლის პედაგოგები დამპირდნენ, რომ სახლში ივლიდნენ და გაკვეთილების მომზადებაში დამეხმარებოდნენ. არც ერთი მათგანი ერთხელაც არ მოსულა. ახლა მინდა შეცვლო ჩემი ცხოვრება, მაგრამ არ ვიცი როგორ. ცხრა კლასის განათლებაც კი არ მაქვს, რომ კოლეჯში მიმიღონ. მეგობრები მეუბნებიან, რომ გადამზადების პროგრამები არსებობს, მაგრამ არ ვიცი ვის მივმართო და საიდან დავიწყო“.
ახლა მას ერთი ოცნება აქვს, უნდა ინგლისური ენა ისწავლოს. „ვინმე რომ მომამზადებდეს… ეს ჩემი ერთადერთი შანსია. იქნებ განათლების სამინისტრო დამეხმაროს რაიმე ფორმით. ჩემი სამყაროც შეიცვლება და უფრო საჭიროდ ვიგრძნობ თავს“, – ხმამაღლა ფიქრობს თეა.
თეამ სახელმწიფოსგან მხოლოდ ერთხელ მიიღო დახმარება. ორი თვის წინ, მას ნაწოლების ოპერაცია გაუკეთეს. როგორც ის გვეუბნება, ერევნიდან სპეციალისტის ჩამოყვანა არასამთავრობო ორგანიზაციამ უზრუნველყო, ოპერაციის ხარჯები კი ჯანდაცვის სამინისტრომ გაიღო. „ექიმმა მითხრა, რომ შეძლებს ყავარჯნებზე დამაყენოს. თუმცა მანამდე ტერფების ოპერაცია მჭირდება“.
თეას სახლში ჯდომის ერთ-ერთი მიზეზი არაადაპტირებული ტრანსპორტიცაა, რის გამოც ქალაქში გადაადგილება ტაქსით უწევს. „ვცდილობ ჩაკეტილი სივრციდან გამოვიდე. ამ მიზეზით, ზოგჯერ არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ შეხვედრებზე დავდივარ. სხვადასხვა პრობლემაზე ვსაუბრობთ, ერთმანეთს აზრს ვუზიარებთ და ამით გარესამყაროსთან კომუნიკაციას ვცდილობთ. ერთი წასვლა-წამოსვლა 20 ლარი მიჯდება, ეს ჩემთვის დიდი თანხაა, მაგრამ ამით ვცდილობ, დაკარგული წლები ავინაზღაურო“, – გვეუბნება ის.
თეა სასეირნოდ გამოსვლას იმ შემთხვევაში ახერხებს, თუ მეგობრები ეხმარებიან: „მარტოც წავიდოდი, ადამიანების განწყობის რომ არ მეშინოდეს, მერიდება უცნობებზე დახმარების თხოვნა, არადა იმ ადაპტირებულ ავტობუსშიც კი ისე ვერ ახვალ და ჩამოხვალ, თუ სხვა არ დაგეხმარა“.
თეა ამბობს, რომ ეტლში მჯდომი ხშირად ფიქრობს: „რა იქნება მომავალში? როგორ მექნება ჯანმრთელობა? ვისწავლი? ალბათ კი და ვიცი, რომ გამომივა“.
GE DIGITAL CAMERA
რუსა ჩხაიძე
რუსა ჩხაიძე 27 წლისაა. საშუალო განათლებით. სწავლის გაგრძელება ფეხის ტრამვის გამო ვერ შეძლო. „დაავადება მოულოდნელად გამოვლინდა, ახლა პროთეზი მიკეთია და მისი მეშვეობით ვახერხებ გადაადგილებას. გერმანული პროთეზით უკვე ათი წელია ვსარგებლობ. ახლა გამოსაცვლელი მაქვს“.
რუსა ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ გასულ წელს პროგრამაში ჩასვა, თუმცა შემოთავაზებული პროთეზი რუსას არ გამოადგა. „უხარისხოა, მხოლოდ ერთი წელი აქვს გამოყენების ვადა, გერმანული კი დიდხანს ძლებს. თუ დროულად არ გამოვცვალე ტკივილი დამეწყება“, – გვეუბნება ის.
ფიზიკური პრობლების გამო, რუსა შორ მანძილზე გადაადგილებას ერიდება. ის სოფელ კაპრეშუმში ცხოვრობს, სადაც ავტობუსი არ დადის. „სახლიდან დიდი მანძილი უნდა გავიარო, ავტობუსამდე რომ მივიდე, სწავლის გაგრძელებაც ამიტომ ვერ შევძელი“. ახლა რუსა ძმასთან ერთად რესტორანში მენეჯერად მუშაობს. სამსახურში დილის რვა საათზე მიდის და გვიან ღამით ბრუნდება. „ჩემს ძმას დავყავარ მანქანით, ამიტომ ვახერხებ მუშაობას“, – გვეუბნება ის.
რუსა ამბობს, რომ თავიდან საზოგადოების აზრი თრგუნავდა, თუმცა შემდეგ, ბარიერები ნელ-ნელა დაძლია: „მძულდა სადმე წასვლა, განსაკუთრებით საყიდლებზე: „ვაიმე რა გჭირს?“, „რატომ ხარ ასეთ დღეში?“ – მაყრიდნენ კითხვებს. ახლა აღარ ვაქცევ ყურადღებას. კარგი იქნება, ცალკე ტრანსპორტი რომ არსებობდეს, ეტლით მოსარგებლეებსაც შეეძლოთ კვირაში ან თვეში ერთხელ სადმე ერთად წასვლა და გართობა. რომელიმე კულტურული ძეგლის მონახულება და ა.შ. ამაზე არასამთავრობო სექტორი ან მერია თუ იფიქრებს, დიდი დახმარება იქნება. წელს მერიამ იახტით გაგვასეირნა. ძალიან გამიხარდა. კარგი იქნება, თუ ჯანსაღი ცხოვრების მიზნით, მერია რაიმე სპორტულ პროგრამაშიც ჩაგვრთავს. ცურვა შემიძლია და კარგი იქნება თუ ამაში ხელს შემიწყობენ. ბევრ ჩემს მეგობარს, ვისაც უფრო რთული პრობლემები აქვს, გამოკვლევები სჭირდება. მათ ამაზე ხელი არ მიუწვდებათ, იქნებ, სახელმწიფო ამ საკითხების მოგვარებაში დაგვეხმაროს“.
რუსა ამბობს, რომ ფეხის ტრავმის გამო პრობლემა ჩნდება პირად ურთიერთობებშიც: „მაგალითად, თუ ბიჭი ერთხელ პაემანზე მოვა, შემდეგ აღარ ჩნდება. ჩვეულებრივ სტიგმა მუშაობს, „ოჯახი არ მომცემს ამის უფლებას“. ახლა ვცდილობ მსგავსი ნეგატივებით თავი არ დავითრგუნო და ის ვაკეთო, რაც ბედნიერებას მომანიჭებს“.
გაეროს 2006 წლის კონვენციის დებულების თანახმად, სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სრული რეალიზება, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. 2013 წელი შშმ პირთა უფლებების დაცვის წლად იყო გამოცხადებული, რის გამოც საზოგადოებას მათი მდგომარეობის გაუმჯობესების მოლოდინი გაუჩნდა. როგორც სახალხო დამცველის ანგარიშში ვკითხულობთ, – „მოლოდინი არ გამართლდა“. ანგარიშის მიხედვით, არ დამტკიცდა 2013-2016 წლების სამოქმედო გეგმაც.
სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, შშმ პირები მოექცნენ საყოველთაო დაზღვევის სახელმწიფო სქემაში, „თუმცა მათი განსაკუთრებული საჭიროებები კვლავ არ არის გათვალისწინებული. პრობლემად რჩება მედიკამენტებით უზრუნველყოფის საკითხი, სკოლამდელი და უმაღლესი განათლების ინკლუზიის პროცესში ჩართვა, გადაულახავ პრობლემად იქცა შშმ პირთა დასაქმება“.
ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია ხელმისაწვდომობის პრობლემაზეც, რის გამოც, გართულებულია შშმ პირთა საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაცია: „სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ ზომები, რათა უზრუნველყონ ფიზიკური გარემოს, ტრანსპორტის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, მათ შორის ინფორმაციისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, საზოგადოებრივი ობიექტებისა და მომსახურების თანაბარი ხელმისაწვდომობა, როგორც ქალაქის, ასევე სოფლის პირობებში“.
იცით, რომ ლეგენდარული ჰიჩკოკის კიდევ უფრო ლეგენდარული „ფსიქო“ რობერტ ბლოხის „ფსიქოპათის“ მიხედვითაა გადაღებული? და ეს ის შემთხვევაა, როცა გადაჭრით ვერ იტყვი, რომელია უკეთესი, წიგნი თუ ფილმი. ორივე ძალიან კარგია.
ნორმან ბეითსი შუახნის ბერბიჭაა, რომელიც საკუთარ მოტელს ფლობს და იქვე ცხოვრობს მოხუც დედასთან ერთად. თავდაპირველად ყველაფერი ნორმალურადაა, მაგრამ ნელ-ნელა, დედის დამამცირებელი რეპლიკების მიღმა მკითხველი ხვდება, რომ ნორმანი არც მთლად ჩვეულებრივი, ზომიერად ფერხორციანი, შუახნის მამაკაცია. არც დედამისია მთლად ჩვეულებრივი მოხუცი ქალი. დედამისი დესპოტია, რომელსაც საოცარი გავლენის ქვეშ ჰყავს თავისი ვაჟი მოქცეული. თავად ნორმანს კი გაორებული და გასამებული გრძნობები აწუხებს დედის მიმართ: თან სძულს, თან ეთაყვანება, თან სიგიჟემდე უყვარს… მოკლედ, ნამდვილად ისეთი სიტუაციაა, ფროიდის პატივცემული დივანისთვის ზედგამოჭრილი.
ატმოსფერო წიგნში ძალიან არაჯანსაღია, პირველივე გვერდებიდან. ნორმანის ფიქრები დეტალურადაა გადმოცემული, რაც არც თუ ისე მსუბუქი საკითხავია, იმიტომ, რომ ნორმანი ფსიქიკური აშლილობის მქონე მამაკაცია. სწორედ ეს დეტალურობაა ის, რაც განუმეორებლობას ანიჭებს ამ წიგნს – შეშლილი მამაკაცის განცდები, ყოველგვარი შელამაზების გარეშე.
ნორმანისა და დედამისის დაძაბული დიალოგის პარალელურად, მოტელისკენ ახალგაზრდა გოგონა, მერი მოემართება. ის ღამეს მოტელში ათევს და სწორედ იქ გადამაშთება საქვეყნოდ ცნობილი შხაპის სცენა. მოკლედ, მერი – მამაცი, გაბედული მერი, – მკვდარია. მკვლელი არ ჩანს, მაგრამ ნორმანის ფიქრების თანახმად, სწორედ მოხუცმა დედამისმა მოკლა გოგონა. ნორმანი ყველანაირად ცდილობს, მისი სათაყვანო დედიკო დაიცვას და დანაშაულის კვალს შლის.
მალე შემდეგი მკვლელობაც მოხდება და აქედან იწყება ყველაზე საინტერესო: მკვლელი თავად ნორმანი ხომ არაა? მართლა ხდება ეს ყველაფერი, თუ წარმოსახვის ნაყოფია?
„ფსიქოპათის“ დასასრული ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოს გამორჩეულ დასასრულებს შორის. ფინალი მთლიანად ცვლის ყველაფერს, მთელ ვითარებას თავდაყირა აყენებს. ფინალთან ერთად ამ წიგნის ერთ-ერთი გამორჩეული დეტალი ძალიან ცოცხლად შექმნილი გარემოა: დამთრგუნველი და თავზარდამცემი. დაახლოებით ედგარ პოს ეშერის ციხესიმაგრის მსგავსი: მუდმივი მოლოდინი, რომ ამ სახლში რაღაც მოხდა ან რაღაც მოხდება. რაღაც გარდაუვალი. რაღაც ძალიან, ძალიან ცუდი და სამარცხვინო.
იმ ქონების შესაბამისად თუ ვიმსჯელებთ, რაც 1960 წელს დაბადებულ ბაგრატ მანველიძის სახელზე 2014 წლის მაისის მდგომარეობით საჯარო რეესტრში არის დარეგისტრირებული, ბათუმის ვიცე-მერი არც თუ ის ღარიბი კაცია, უფრო პირიქით – მისი ქონების საბაზრო ღირებულების მიხედვით შეიძლება თამამად ითქვას, რომ ის მილიონერია.
საჯარო რეესტრში წერია, რომ 2014 წლის დასაწყისისთვის ბათუმში, ზღვისპირა ზოლში, კომპლექს „ბათუსის“ მოპირდაპირე მხარეს აშენებულ კორპუსში, 710 კვადრატული მეტრი ფართობის მომავალი მფლობელი სწორედ ბათუმის ამჟამინდელი ვიცე-მერია (კორპუსი ჯერჯერობით დამისამართებული არ არის). უფრო კონკრეტულად კი, ბაგრატ მანველიძის, როგორც მომავალი მესაკუთრის სახელზე, „ბათუსის“ მოპირდაპირე კომპლექსში დარეგისტრირებულია ოთხი ბინა, მათ შორის ყველაზე დიდი არის 490 კვადრატული მეტრი ფართობის. აქვე მას, როგორც მომავალ მფლობელს, აქვს 111 კვადრატული მეტრი, 69 კვადრატული მეტრი და 39,7 კვადრატული მეტრი ფართობის ბინები (თუ რატომ ვწერ ამ ბინების ზუსტ მონაცემებს, ამაზე ქვემოთ).
მითითებულ ზონაში და კონკრეტულად აღნიშნულ სახლში ერთი კვადრატული მეტრი ბინის საწყისი ფასი 800-900 დოლარია. კორპუსი ხიმშიაშვილის ქუჩაზე, `ბათუსის~ მოპირდაპირედ ააშენა კომპანია „გუმბათმა“. შეიძლება ითქვას, რომ ამ კომპანიასა და ბაგრატ მანველიძის ურთიერთობას შეესაბამება ტერმინი – „არაერთგზის“ (თავად ვიცე-მერის შეხედულებაზე სამშენებლო კომპანია „გუმბათის“ შესახებ ცოტა ქვემოთ – ავტ)
გარდა ამისა, უშუალოდ ბაგრატ მანველიძე ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე ფლობს ორ ბინას, რომელთა საერთო ფართობი არის 148 კვადრატული მეტრი და 21 კვადრატულ მეტრ სარდაფს.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, ბათუმის ვიცე-მერს 2500 კვადრატული მეტრი მიწა აქვს ანგისის დასახლებაში, 2141 კვადრატული მეტრი – მცხეთაში, სოფელ საგურამოში, 4000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი სალიბაურში, 143 კვადრატულ მეტრ მიწის ფართობს ფლობს კურორტ ბეშუმშიც, ხოლო 5 717 კვადრატულ მეტრ მიწას საკუთარ სოფელში – ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოში.
ბაგრატ მანველიძე კიდევ ერთი ქონების მფლობელი გახდა – ბათუმის ცენტრალურ უბანში, კონკრეტულად კი ჯინჭარაძის ქუჩაზე მან მიწის ნაკვეთი იყიდა. როგორც თვითონ ამბობს, მას და მის ოთხ მეზობელს ოთხსართულიანი კორპუსის პროექტიც მზად აქვთ და მშენებლობის დაწყებასაც აპირებდნენ კომპანია „გუმბათთან“ ერთად, მაგრამ, ჯერჯერობით, ამ იდეის განხორციელება ვერ მოახერხეს.
ვიცე-მერის ბიზნესთან ურთიერთობის შესახებ
ბაგრატ მანველიძე ამბობს, რომ ის ბიზნესმენი არც ყოფილა და ახლა – თავისთავად არ არის. რა ურთიერთობა გაქვთ კომპანია „გუმბათთან“? – როცა მას ამას ეკითხები, ვიცე-მერი ამბობს, რომ არანაირი, გარდა ერთის – „მამისეული მიწის ნაკვეთი გავყიდე ანგისაზე და ეს თანხა, ოფიციალური ხელშეკრულებით სესხად მქონდა მიცემული. ცხადია, გარკვეულ სარგებელს ვიღებდი. ეს არის დეკლარირებული თანხა საგადასახადოში. ორი წლის წინ `გუმბათთან~ ეს ურთიერთობა შევწყვიტე“.
ბათუმის ვიცე-მერმა გაიხსენა სამშენებლო კომპანიასთან თავისი ბოლოდროინდელი ურთიერთობის შესახებ, როცა ჯინჭარაძის ქუჩაზე წამოსაწყებ მშენებლობაზე ჩამოვარდა კითხვა. მან თქვა, რომ „გუმბათს“ სთხოვა ჯინჭარაძის ქუჩაზე მისთვის და მისი მეზობლებისთვის კორპუსის აშენება, ოღონდ ნისიად, „რადგან ფული არ ჰქონდა“. თავდაპირველად გუმბათი დასთანხმდა მშენებლობის წამოწყებაზე, მაგრამ „ახლა უკვე უარი თქვა“.
ბათუმის ცენტრალურ უბანში, ჯინჭარაძის ქუჩაზე, მიწის ნაკვეთი ბათუმის ვიცე-მერს, ბაგრატ მანველიძეს ეკუთვნის
„გუმბათი“ რომ აპირებდა ზემოთ აღნიშნულ მისამართზე მშენებლობას, „ბათუმელებმა“ სხვა წყაროსგან შეიტყო. სწორედ ეს წყარო ყვებოდა, რომ ბაგრატ მანველიძემ იყიდა მის ირგვლივ ყველაფერი. როგორც კომპანიის წარმომადგენლები, ისე ბაგრატ მანველიძე და მისი შვილი, გიორგი მანველიძეც მიდიოდნენ და სთავაზობდნენ ჯინჭარაძეზე მცხოვრებ ოჯახებს გარკვეული პირობის სანაცვლოდ ტერიტორიის დათმობას. ამას ვიცე-მერიც ადასტურებს. „იქ ოჯახია ერთი, მე მათ შევთავაზე ორი ბინა „ბათუსის“ მოპირდაპირე სახლში – ერთი ბინის ფართობი იყო 111 კვადრატული მეტრი, მეორის – 69. გარდა ამისა, 8 ათას დოლარსაც ვაძლევდი. ამ სიკეთეებს ვთავაზობდი 74 კვადრატული მეტრის სანაცვლოდ, მაგრამ უარი თქვა“, – ბაგრატ მანველიძე ამ სიტყვების ჭეშმარიტებას ადასტურებს ხელმოსაწერად გამზადებული ხელშეკრულებით, რომელსაც ის თავის ერთ-ერთ მეზობელს სთავაზობდა ჯინჭარაძის ქუჩიდან.
მორიგი კითხვა ბათუმის ვიცე-მერისადმი იყო ის, თუ რა ფართობს ფლობდა „ბათუსის“ მოპირდაპირე შენობაში. როგორც უკვე ზომოთ აღვნიშნე, რეესტრის მონაცემებით, წლის დასაწყისში ის ამ სახლში 710 კვადრატის მომავალ მფლობელად იწოდებოდა. ვიცე-მერმა „ბათუსის“ მოპირდაპირე მხარეს არსებულ კორპუსში უძრავი ქონების ფლობის შესახებ ინფორმაცია არ დაადასტურა. სწორედ აქედან გამომდინარე ვკითხე ვიცე-მერს, მაშინ მეზობლებს ჯინჭარაძის ქუჩიდან რანაირად შესთავაზა იმ სახლში გადასვლა, რაც მას არ ეკუთვნოდა. თქვა, რომ ეს მისი და „გუმბათის“ ძველი ურთიერთობის ამბავი იყო და ის აიღებდა „გუმბათის“ წინაშე ვალდებულებას.
ამ საკითხის შეჯამებისას ბაგრატ მანველიძემ თქვა, რომ „გუმბათი“ აღარ ააშენებს კორპუსს, ამიტომ ახალ მშენებელს მოძებნის: „ფაქტობრივად, ერთი-ორი ვარიანტი მოძებნილი გვყავს კიდეც, მაგრამ შეიძლება საერთოდაც უარი ვთქვა უკვე მაგ მშენებლობაზე. აღარ მაქვს უფლება. შეიძლება გავყიდო საერთოდაც, მაქაურობა აღარ მინდა“.
აჭარის ცენტრალური ბანკი – ბაგრატ მანველიძის კარიერის დასაწყისი
2005 წელს, 24 მარტს, აჭარის არ კონტროლის პალატამ დაწერა აქტი, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის აჭარის ცენტრალური ბანკის შემოწმების მასალებზე დაყრდნობით მომზადდა. 71-გვერდიანი აქტის თითქმის ყველა გვერდზე წერია, რომ ბანკში, რომელსაც ბაგრატ მანველიძე ხელმძღვანელობს, ძირითადად ყველაფერი წესრიგშია. თუმცა, დაახლოებით ორ გვერდზე წერია, რომ ბანკში ჩატარებული სარემონტო სამუშაოების გარკვეული კომპონენტები საჭიროებს შემდგომ შემოწმებას. აი ეს ჩანაწერებიც: კედლის ორ კონდიციონერში – AMNHWG-24Q=968 – გადახდილია 22 266 ლარი, ჭერის ერთ კონდიციონერში – FAM-48Q=2716 – 14 273 ლარი, კანალური ტიპის ერთ კონდიციონერში კი _ DCAM-Q3350 – 18 658 ლარი. ჯამში ოთხ კონდიციონერში 55 197 ლარია დახარჯული… ბანკს ნაყიდი აქვს თითბრის ჭაღი, რომელშიც 37 557 ლარი გადაუხდია.
2005 წლის აუდიტის აქტის მიხედვით, შემოწმების პერიოდისთვის ბანკში მიმდინარეობს რემონტი, რაშიც 6 მილიონზე მეტი ლარია დახარჯული. ძვირადღირებულ ნივთებს ბანკისთვის, ისე როგორც სამშენებლო სამუშაოებს ძირითადად შპს „გუმბათი“ ყიდულობს. აუდიტორი წერს, რომ საჭიროა „დამატებითი“ და „შემხვედრი“ შემოწმება სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით.
„შემხვედრი“ შემოწმება აღარ ტარდება, რადგან იმ პერიოდში ბანკი უქმდება.
რა სახის კონდიციონერები ღირს ასე ძვირი? – სამი სხვადასხვა სპეციალისტი ბათუმში ამბობს, რომ მსგავსი ფასის კონდიციონერის არსებობის შესახებ არ გაუგია, მათ შორის არც არქეოლოგიური მუზეუმის საცავში, რომელშიც კლიმატკონტროლისთვის საჭირო აღჭურვილობა ცოტა ხნის წინ დაამონტაჟეს.
აუდიტის 2005 წლის აქტი შენახული აქვს ბაგრატ მანველიძესაც. ის ამბობს, რომ გამოასწორა მითითებები, რომლებიც მიიღო მაშინ აუდიტორისგან. რაც შეეხება კონდიციონერებში გადახდილ ფასს, ყოფილი ბანკირი ამბობს, რომ კარგი საცავი გააკეთა კლიმატკონტროლით და იმიტომაც ღირდა ასე ძვირი ეს ყველაფერი.
„მილები გადიოდა საცავში, ჰაერის გამოწოვა ხდებოდა. ერთი კონდიციონერი იყო კიდევ დიდი, 5 ათასი ლარი ღირდა და დიდ დარბაზს ათბობდა. ზოგადად კი, არავინ ამბობს იმას, რომ ეროვნული ბანკი ინგრეოდა, მეორე სართული მთლიანად ჩამოვარდა და მე გავაკეთე, ულამაზეს შენობად გადავარჩინე. ფულის მუზეუმი გავაკეთე შიგნით – დაწყებული კოლხური თეთრიდან ყველა ფულის ნიშნის ასლები გავაკეთე. მუზეუმი იყო, ეროვნული ბანკის მუზეუმის მსგავსი.
ბანკთან დაკავშირებით აჭარაში ყველაფერი მე გავაკეთე. მე ვიყავი აჭარაში პირველი თავმჯდომარე და ვიყავი 15 წლის განმავლობაში. ბანკის შენობის გაყიდვაზე სულ იყო საუბარი. ყოველთვის ვიღაცას უნდოდა, რომ ჩაეგდო ხელში. ამას არავინ ფიქრობს, როგორ გადავიტანეთ ფულის რეფორმა, საფინანსო საბიუჯეტო სისტემა, რომელიც საერთოდ არ არსებობდა, როგორ დავალაგეთ“.
ბაგრატ მანველიძეს ახსოვს ძვირადღირებული თითბრის ჭაღიც. ამბობს, რომ ეს ჭაღი თბილისში დაამზადებინა კერძო პირს. „როცა ბანკი გაუქმდა, ჭაღსაც ეროვნული ბანკი წაიღებდა, ალბათ“, – ის იმედოვნებს, რომ ჭაღი არ არის დაკარგული.
ეროვნულ ბანკში ძვირადღირებულ ჭაღთან დაკავშირებით ამბობენ, რომ ბანკის შენობასთან ერთად ჭაღიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაეცა. სამინისტროში კი თავის მხრივ დასძენენ, რომ ამ კვირაშიც გააგრძელებენ ჭაღთან დაკავშირებული დოკუმენტების ძებნას, რადგან 2005 წლის შემდეგ დიდი დროა გასული და არქივში დოკუმენტების მოძიება არ არის ადვილი საქმე.
2005 წლის აქტში კიდევ ერთ საკითხზეა საუბარი – არაფინანსურ ენაზე თუ ვიტყვით, ბაგრატ მანველიძეს მაშინ აუდიტორმა ბიუჯეტის შესახებ კანონის დარღვევაზე მიუთითა. საქმე ეხება ცნობილ მოვლენებს აჭარაში, როცა აჭარის მაშინდელი ხელისუფალის, ასლან აბაშიძის ახირებით რეგიონი ცენტრალურ ბიუჯეტს კუთვნილ თანხას არ ურიცხავდა. ბაგრატ მანველიძეს კარგად ახსოვს აქტში ჩაწერილი ეს მონაკვეთი და ამბობს, რომ ის ვერაფერს შეცვლიდა. `მაშინ აჭარის ბიუჯეტის შესახებ კანონში ჩაწერეს ასეთი ტერმინი – „ჭარბი შემოსავალი“. ამ ტერმინის საფუძველზე არ იხდიდა ბიუჯეტში ფულს რეგიონი“.
იმავე მდგომარეობაში რომ აღმოჩნდეთ ახლაც, ანუ უკანონო დავალება რომ მიიღოთ, გადადგებით, თუ შეასრულებთ ამ დავალებას? – ამ კითხვის პასუხად ვიცე-მერი ამბობს, რომ მას უკანონო დავალება არც აბაშიძის დროს შეუსრულებია. „მაშინ დავა იყო საბაჟოს თანხაზე. მაგრამ ბანკი არაფერ შუაში იყო, თუ საბაჟო არ მომცემდა საგადახდო დავალებას, როგორ გადავრიცხავდი ფულს. ეს ხომ მისი ფული იყო?! ამიტომ მე კანონს არ ვარღვევდი“.
ახლა რა გეგმები აქვს ვიცე-მერს
ბაგრატ მანველიძე და კიდევ მისი ორი კოლეგა ვიცე-მერის თანამდებობაზე ბათუმში გიორგი ერმაკოვმა (მერი) 5 აგვისტოს წარადგინა. ის მერიაში ინფრასტრუქტურას კურირებს:
„ყველაზე დიდი გამოწვევა, რის დაძლევასაც ვაპირებ, ის პროექტებია, რომლებიც ბატონმა გიორგიმ [ერმაკოვი] შეიმუშავა, დასახა. ყველაზე უფრო საინტერესო პროექტი, ჩემი აზრით, არის ჟილინის არხის პროექტი. უკვე გვყავს ტენდერში გამარჯვებული კომპანია. საინტერესოა იაფი სახლების პროექტი _ ესკიზები გვაქვს შერჩეული. წლის ბოლომდე დავიწყებთ მშენებლობას. შემდეგ იქნება საჭირო კრიტერიუმების შემუშავება – ვის მივცეთ, როგორ მივცეთ. 2,5 მილიონი ლარია გათვალისწინებული ერთი სახლისთვის.
ბევრი ცვლილება შევიტანეთ ბიუჯეტში, ბევრი ახალი პროექტი დაგვემატა, ახალი 19 პროექტი გვაქვს მზად. ჯამში რამდენიმე მილიონზეა საუბარი. მაგალითად, ვიდეოკონტროლი ქალაქის ქუჩებში. ბეთლემისა და სხალთის ქუჩების ასფალტირება, შერვაშიძის ქუჩის კეთილმოწყობა, ბაგრატიონისა და მუსხელიშვილის ქუჩების კეთილმოწყობა. შერიფ ხიმშიაშვილზე დეკორატიული ღობე კეთდება – 301 ათასი ლარია პროექტის ღირებულება. გარეგანათებას ვაგრძელებთ გონიოს მხარეს. სპორტულ მოედნებს გავაკეთებთ კახაბრის უბანში. ანგისაზე ხიდი კეთდება. რუსთაველიდან ნინოშვილის ქუჩამდე ავტომანქანების სადგომები… მაგარი პროექტია ერისთავის ქუჩაზე – უბნის რეაბილიტაცია. ჭაობისკენ ვაკეთებთ პროექტებს – გზები გავა. მაგრამ ჟილინის არხი საუკუნის პროექტია.“
საჯარო პირი ბაგრატ მანველიძე
„ბათუმელები“ ბაგრატ მანველიძის პერსონით მას შემდეგ დაინტერესდა, როცა შეიტყო იმ მოლაპარაკების შესახებ, რასაც ის და მშენებელი კომპანია ერთად აწარმოებდნენ ჯინჭარაძის ქუჩის მცხოვრებლებთან. ინფორმაციის აქტიურად გადამოწმება კი მას შემდეგ დაიწყო, რაც ბაგრატ მანველიძე ვიცე-მერი გახდა.
ვიდრე საჯარო სამსახურში მუშაობთ, მუდმივად მედიის კონტროლის ქვეშ იქნებით, მზად ხარ ამისთვის? – ეს იყო ბოლო კითხვა, რომელზეც ბაგრატ მანველიძემ თქვა: „მე არასოდეს არაფერი დამიშავებია. დედას გეფიცებით, ძალიანაც მსიამოვნებს, რომ ამას მეკითხებით“.
შაკიკი არის მორეციდივე მწვავე თავის ტკივილი, რომელსაც ფეთქებადი ხასიათის ტკივილი ახასიათებს, უმეტესად სამწვერა ნერვის ზონაში. ადრე მიიჩნეოდა, რომ თავის ტკივილის მიზეზი მხოლოდ სისხლძარღვოვანი სპაზმი იყო (საწყის ეტაპზე ვითარდება ცერებრული ვაზოსპამი, რაც იწვევს აურულ სიმპტომებს. შემდგომ ხდება ვაზოდილატაცია, რასაც ტკივილი მოყვება), რაც მოგვიანებით გამოირიცხა და ითქვა, რომ ტკივილი ამ დროს თავის ტვინში მთელი რიგი ცვლილებებით (მაგალითად, გამოიყოფა პროსტაგლანდინი E2-ის სხვა) არის გამოწვეული.
რასიმპტომებიახასიათებსშაკიკს?
ინტენსიური და პულსირებადი ხასიათის ტკივილი თავის ნახევარ მხარეს, რომელიც ძლიერდება სიარულისა და ფიზიკური დატვირთვის დროს. ტკივილი შეიძლება 3-დან 72 საათამდე გაგრძელდეს. შეტევების სიხშირე სხვადასხვანაირია, შესაძლოა ზოგს ყოველდღიურად სტკიოდეს თავი, ზოგს კი წელიწადში რამდენჯერმე. ტკივილის დროს პაციენტს ზოგჯერ მომატებული აქვს მგრძნობელობა სინათლესა და ხმაურზე. შესაძლოა ტკივილს თან ახლდეს გულისრევის შეგრძნება ან/და ღებინება.
რაიწვევსშაკიკს?
შაკიკის გამომწვევი ზუსტი მიზეზები განსაზღვრული არ არის, თუმცა მიიჩნევა, რომ დაავადების გავრცელებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს გენეტიკური ფაქტორი. გამომწვევ მიზეზად მიიჩნევა დღის არასწორი რეჟიმი, არასწორი კვება (არაჯანსაღი საკვები და ასევე საკვების ჭარბად მიღება), ასევე ძილის ნაკლებობა და დიდხანს ძილი. დიდ როლს თამაშობს ჰორმონალური ცვლილებებიც, მაგალითად, გარდატეხის პერიოდამდე გოგონებსა და ბიჭებში შაკიკის გავრცელება ერთნაირია, გარდატეხის პერიოდის შემდეგ კი, დაავადება გოგონებში უფრო ხშირად გვხვდება.
რაშეიძლებაგახდესუშუალოდშეტევისმიზეზი?
შეტევა შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა მაპროვოცირებელმა ფაქტორმა. პაციენტს შესაძლოა შეტევა დაეწყოს ძლიერ სინათლეზე, უეცარ ხმაურზე, სტრესული მდგომარეობისას, შიმშილის გამო და იმ საკვების ჭარბი რაოდენობით მიღებისას, რომელმაც შეიძლება ტკივილი გამოიწვიოს, ასეთი საკვებია: ყველი, შოკოლადი, თხილი, ალკოჰოლი (განსაკუთრებით წითელი ღვინო).
როგორმკურნალობენშაკიკს?
არსებობს შაკიკის სპეციფიკური და არასპეციფიკური მკურნალობის მეთოდები. სპეციფიკური მეთოდი გულისხმობს ექიმთან კონსულტაციის შედეგად იმ მედიკამენტების მიღებას, რომლებიც პროსტაგლანდინის დაბლოკვისთვისაა მიმართული და არასპეციფიკური მედიკამენტები, რომლებიც, უბრალოდ, ტკივილს ხსნიან. მკურნალობა რამდენიმე წელსაც შეიძლება გაგრძელდეს და ამ პერიოდში გადამწყვეტი როლი ენიჭება პაციენტის ცხოვრების სტილის შეცვლას, მან თავი უნდა მოარიდოს სტრესულ სიტუაციებსა და შეტევის მაპროვოცირებელ ფაქტორებს. იმ შემთხვევაში, თუ შეტევა ძილის ნაკლებობითაა გამოწვეული, ტკივილი შესაძლოა უბრალოდ ჩაძინებითაც მოიხსნას.
რაშეიძლებაგაკეთდესპროფილაქტიკისთვის?
პროფილაქტიკისთვის პირველია დღის სწორი რეჟიმი, კარგი ძილი და სწორი კვება. გარდა ამისა, პაციენტების უმრავლესობამ იცის, თუ რა იწვევს შაკიკის შეტევას კონკრეტულად მათ შემთხვევაში. შესაბამისად, ისინი სწორედ ამ ფაქტორებს უნდა მოერიდონ, რის გამოც შესაძლოა ტკივილი დაეწყოთ.
„თვენახევარია, რაც აღნიშნული სერვისით სარგებლობა შეუძლიათ ტურისტებს. ღირებულება 15 ლარია. წვიმიან ამინდში ამ სერვისით სარგებლობა აკრძალულია. შესაბამისად, როცა უკვე აცივდება და წვიმა დაიწყება, ჩვენც ავკეცავთ აღჭურვილობას. ტროსები დარჩება, მაგრამ მომსახურება გაზაფხულამდე გადაიდება. ზამთარში და გვიან შემოდგომაზე არ იქნება,“ – უთხრა „ბათუმელებს“ მტირალას ეროვნული პარკის დირექტორმა დავით ხომერიკმა.
როგორც მტირალას ეროვნული პარკის დირექტორი ამბობს, აღნიშნული სერვისი ბავშვებისთვის რეკომენდებული არ არის. ზიპლაინით სარგებლობა მხოლოდ 12 წელს გადაცილებულ პირებს შეუძლიათ. ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში იმედოვნებენ, რომ ახალი ტურისტული სერვისებისა და პროდუქტების შეთავაზება დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციასა და ვიზიტორთა ზრდას შეუწყობს ხელს.
მტირალას ეროვნული პარკი ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტებს შორისაა მოქცეული. პარკის ტერიტორია თითქმის მთლიანად ტყითა და ბუჩქნარითაა დაფარული. ეროვნულ პარკში წარმოდგენილია აჭარისათვის დამახასიათებელი კოლხური ფლორა.
“მინდა გამოვეხმაურო ჩემი კოლეგის, “ქართული ოცნების” წევრი ჯემალ ფუტკარაძის განცხადებას, იმასთან დაკავშირებით რომ ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე მიხეილ სააკაშვილის კადრი იყო.
ვფიქრობ ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ ა.რ. მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე, სააკაშილის ფავორიტი ყოველთვის ლევან ვარშალომიძე იყო და არა არჩილ ხაბაძე.
ეტყობა ბატონ ჯემალს სურს მათ მიერ ჩადენილი კიდევ ერთი ცუდი საქმე მიაწეროს ნაციონალურ მოძრაობას” – თქვა მან.
კონკურსანტები დაჯილდოვდნენ ბაღის დათვალიერების ერთთვიანი აბონიმენტით, პირველი ადგილის მფლობელი კი დაჯილდოვდა პლანშეტური კომპიუტერით.
კონკურსანტებმა ფოტოები ხუთ ნომინაციაში წარმოადგინეს: 1. საუკეთესო ზღვის ხედი ბოტანიკური ბაღიდან; 2. საუკეთესო პეიზაჟი; 3. ყველაზე კრეატიული ფოტო; 4. ბაღის ტურისტი; 5. საუკეთესო ფოტო – „მწვანე ბაღი“. კონკურსში მონაწილეობა 19 – მა კონკურსანტმა მიიღო.
ფოტოები ბათუმის ბოტანიკური ბაღის ოფიციალური ფეისბუქის გვერდიდან
ერეკლე სიგუა – გამარჯვებული ნომინაციაში მწვანე ბაღი
დავით ბენდელიანი – გამარჯვებული ნომინაციაში ბაღის ტურისტი
გიორგი უჯმაჯურიძე – გამარჯვებული ნომინაციაში საუკეთესო ზღვის ხედი ბოტანიკური ბაღიდან. ფოტოკონკურსის გამარჯვებული
გურამ ტურაშვილი გამარჯვებული ნომინაციაში ბაღის პეიზაჟი
გიორგი ბერიძე გამარჯვებული ნომინაციაში კრეატიული ფოტო
ფოტოკონკურსი “მწვანე ბაღი” ბათუმის ბოტანიკურმა ბაღმა ივლისის თვეში გამოაცხადა. წარმოდგენილი ნამუშევრები სპეციალურმა ჟიურიმ შეაფასა.
ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირებს, ბრალი ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე მუხლის დარღვევაში დაედოთ, რომელიც წვრილმან ხულიგნობას და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას გულისხმობს.
დაკავებულებმა აღიარეს რომ 10 სექტემბერს ისინი იმყოფებოდნენ ნასვამ მდგომარეობაში, რის გამოც მოუვიდათ ერთმანეთთან შელაპარაკება. ოქმის შემდგენმა პირმა და ბრალდებულებმა, ქობულეთში მედრესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციასთან კავშირი არ დაადასტურეს.
მოსამართლემ დაადასტურა დაკავებულების ბრალი და მათ სახდელის ზომა, ადმინისტრაციული ჯარიმის სახით ას-ასი ლარის გადახდა შეუფარდა.
გიორგი ჩარკვიანის ინფორმაციით, ჯერჯერობით პატიმრის მდგომარეობა სტაბილურია, ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არის.
პატიმარი სამარტოო საკანშია გადაყვანილი. სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ის გუშინ მოინახულა. როგორც ჩარკვიანი ამბობს, პატიმარმა მას უთხრა, რომ შიმშილობა იმის გამო გადაწყვიტა, რომ მის საქმეს ობიექტურად არ იძიებენ. დაკავებულს თავი უდანაშაუალოდ მიაჩნია.
პატიმრის დედა “ბათუმელებთან” საუბარში ამბობს, რომ ციხიდან მისმა შვილმა წერილი გამოუგზავნა და მედიაში იმ ვიდეოს გავრცელებას ითხოვს რაც მის სისხლის სამართლის საქმეს თან ერთვის.
პატიმარს მიაჩნია, რომ ამ ვიდეო მასალით მისი უდანაშაულობა მტკიცდება.
პატიმრის უფლებებს სასამართლოში ადვოკატი კობა ჯაბუა იცავს, როგორც მან “ბათუმელებს” განუმარტა ვიდეომასალა, რომელზეც პატიმარი საუბრობს ოპერატიული სამძებრო ღონისძიებების დროს არის მოპოვებული და საქმეს თან ერთვის.
ის ბრალდების ანუ პროკურატურის მტკიცებულებაა და ადვოკატებს მისი გასაჯაროების უფლება სასამართლო პროცესის დასრულებამდე არ აქვთ.
სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში 15 სექტემბერს, ორშაბათს 13 საათზეა ჩანიშნული.
„მივმართავ საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს თხოვნით რომ დაასრულოს აჭარაში ის საცირკო მასკარადი რასაც აჭარის უმაღლეს საბჭოში ფრაქცია ქართული ოცნება ჩადის და დაითხოვოს ამ მოწვევის უმაღლესი საბჭო რამდენიმე გარღვევიდან გამომდინარე. ამ მოწვევის უმაღლესი საბჭო არ ასახავს აჭარის მოსახლეობის უმრავლესობის ნება სურვილს, ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრები დაკომპლექტებული არიან არაკომპეტენტური ადამიანებით და ფრაქცია “ქართული ოცნება” ჩემი ღრმა რწმენით, ასრულებს მიხეილ სააკაშვილისა და მისი პოლიტიკური მოძრაობის ფარულ დაკვეთებს“ – განაცხადა ჯუმბერ თავართქილაძემ.
კითხვაზე, რის საფუძველზე მიიჩნევს ჯუმბერ თავართქილაძე რომ „ქართული ოცნების“ წევრები ნაციონალური მოძრაობის „ფარულ დაკვეთებს“ ასრულებს, ის აცხადებს რომ მის ხელთ არსებულ ფაქტებზე იმ შემთხევაში ისაუბრებს თუ რომელიმე ტელევიზია ეთერში სასაუბროდ მიიწვევს.
მათი თქმით, აღნიშნული ფაქტი შეურაცყოფს როგორც მუსლიმ, ასევე ნებისმიერ მართმადიდებელ ქრისტიანს.
ბესიკ ბაუჩაძე მუსლიმ მრევლს დახმარებას და გვერდში დგომას შეპირდა. მისი თქმით ეს არის პროვოკაცია და ეს ყველაფერი ხელს აძლევთ მათ, ვისაც უნდა შექმნას დესტაბილიზაციის სურათი ქვეყანაში.
„2012 წლის მოწვევის აჭარის უმაღლესმა საბჭომ მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ნდობა გამოუცხადა საზოგადოებისათვის, მითუმეტეს პოლიტიკური წრეებისათვის პრაქტიკულად უცნობ ადამიანს არჩილ ხაბაძეს. ვიმედოვნებდით, რომ ეს ახალგაზრდა კაცი შეძლებდა პოლიტიკურ ძალთა კონსოლიდირებას რეგიონის ეფექტურად მართვისათვის, თუმც, აღმოჩნდა პირიქით. ამჯერად, შევეხები რეგიონში პრობლემადქცეულ, როგორც ჩანს, „მარადიულ“ თემას, მამა-შვილის ტანდემს რეგიონის მმართველობაში და ამასთან დაკავშირებით ვსვამ კითხვას: თუკი არ მოგვწონდა მამა-შვილი აბაშიძეები, თუ არ მოგვწონდა მამა-შვილი ვარშალომიძეები, რატომ უნდა მოგვწონდეს მამა-შვილი ხაბაძეები? როცა შვილი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეა, მამა კი აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ერთ-ერთი წამყვანი სტრუქტურის კერძოდ, რეგიონში სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოთა მართვის განყოფილების უფროსი, რომლის საქმიანობა, წლების განმავლობაში, შემოიფარგლებოდა იმით, რომ ჰყავდა საწარმოთა გაკოტრებაზე და შესაბამისად, ლიკვიდაციაზე მობილიზებული „შინაურული ბრიგადები“, რომელთა შრომის ანაზღაურება, საწარმოთა ლიკვიდაციის შემთხვევაში განისაზღვრებოდა გაკოტრების მასის 3 – 4 % და ფულად გამოსახულებაში შეადგენდა ასი ათასობით ლარს.
ჩვენი მოსაზრება და მოთხოვნა, რომ მთავრობის თავმჯდომარის მამა ჩამოცილებულიყო საწარმოთა მართვის პროცესებს – მიღწეული ვერ იქნა. პირველი სახელისუფლებო კორუფციული ინტერესი კი გამოვლინდა მაშინ, როცა არჩილ ხაბაძე, თანამდებობრივი ნიშნით, აღმოჩნდა შპს „სოკარ-ჯორჯია პეტროლიუმის“ დამფუძნებლის ვიწრო გარემოცვაში, ხოლო შემდეგ მისი შვილის ქორწილში – ქალაქ ბაქოში, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში და იქიდან დაბრუნებულმა, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს მისცა დავალება, რომ შპს „ბათუმის ნავთობგადამამაუშავებელი ქარხნის“ ტექნიკური საშუალებები არ გამოყენებულიყო იმ კომპანიების მომსახურეობისათვის, რომლებიც ახლა იკიდებენ ფეხს ბიზნესის ამ სეგმენტში. შესაბამისად, მან გასცა ბრძანება, რომ ქარხანას მოეშალა მომსახურებისათვის ხელშეკრულებები ამ კონტრაქტორებთან და ყველა ტექნიკური საშუალება (მათ შორის, რეზერვუარები) სარგებლობისათვის გადაეცა შპს „სოკარ-ჯორჯია პეტროლიუმისათვის“.
ჩვენ გვესმის სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხისადმი, რომელიც მდგომარეობს ქვეყნის ენერგომატარებლებით მომარაგებაში. გასაგებია ამ კომპანიათა მიმართ ხელშეწყობის აუცილებლობაც და არაფერს ვამბობთ იმაზეც, რომ ყოფილი ხელისუფლების დროს, მათ, მონოპოლიზებული ჰქონდათ ბაზარი და მოიაზრებოდნენ წინა ხელისუფლების ფინანსურ მხარდამჭერებად, მაგრამ ცალსახაა ისიც, რომ დაუშვებელია ეს ხელშეწყობა განხორციელდეს სხვა კომპანიების საქმიანობის ხელშეშლის ხარჯზე.
გამომდინარე აღნიშნულიდან, ფაქტი, რომელსაც ახლა ვასაჯაროებ, გახლავთ ბაზრის მონოპოლიზირების ხელშეწყობის მცდელობა, რომელზედაც განმარტება მოკლებულია რა ყოველგვარ გონივრულ და მყარ საფუძვლებს, ვაფასებ როგორც სახელისუფლებო კორუფციული ინტერესის გამოვლენის ფაქტს და ეწინააღმდეგება ჩვენს წინასაარჩევნო დანაპირებს ბაზარზე კონკურენტუნარიანი ბიზნესგარემოს შექმნაზე, რომელიც გახლავთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების და, შესაბამისად, ჩვენი მოსახლეობის დასაქმებისა და გაძლიერების აუცილებელი პირობა. სწორედ ამ საკითხებში შეუთანხმებლობა არის ბათუმის ნავთობგადამამუშავაბელი ქარხნის მენეჯმენტზე შეტევის ერთ-ერთი მიზეზი. ამ დროისათვის, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს, ქარხანაში შეყვანილი ჰყავს მამა ხაბაძის სალიკვიდაციო ბრიგადა და დაწყებული აქვს ეს პროცესი, რომელსაც კატეგორიულად ვეწინააღმდეგებოდით დღემდე და შევეწინააღმდეგებით მომავალშიც.
ამასთან, თქვენი ყურადღების მიქცევა მსურს ერთ-ერთ მნიშვნელოვან შემთხვევაზე, რომელიც უკავშირდება მამა ხაბაძეს. კერძოდ, 2012 წლის 2 ოქტომბერს, ანუ, საპარლამენტო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში გამარჯვების მეორე დღეს, ბათუმის ნავთობგადამამუშევებელ ქარხანასა და ინდივიდუალურ მეწარმეს შორის ფორმდება ქარხნის ბალანსზე რიცხული ბითუმის მზა პროდუქციაზე ნასყიდობის ხელშეკრულება. ეს ის პერიოდია, როცა მამა ხაბაძეს, ყველაზე საუკეთესო სიზმარშიც კი ვერ წარმოუდგენია მისი შვილის სამომავლო წარმატებები და რეალიზაციას უკეთებს საქონლის ერთ ტონას – 78 ლარად, როცა მისი საბაზრო ღირებულება – 700 აშშ დოლარია.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 1 მაისის № 44 დადგენილებით დამტკიცებული ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების მე-9 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით საწარმოთა მართვისა და სახელშეკრულებო მონიტორინგის სამსახურის ძირითად ამოცანას წარმოადგენს საწარმოთა ბალანსზე რიცხული ქონების რეალიზების საკითხების განხილვა. ამდენად, სანდო წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომ საბაზრო და გასაყიდ სახელშეკრულებო ფასს შორის, ქარხნისათვის იგივე სახელმწიფოსათვის დაკარგული სხვაობა დალექილია მის ჯიბეში, სრულიად სარწმუნოა.
ის, რომ მამა ხაბაძე ახალი ხელისუფლების ლეგიტიმაციამდე ასწრებდა დაწყებული კორუფციული საქმეების დასრულებას, ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ბითუმის რეალიზაციისას ადგილი ჰქონდა რეზერვუარის ტექნიკურად იმგვარად დაჭრა-დაზიანებას, რომ ეს ძვირადღირებული და საჭირო ტექნიკური საშუალება, დღეს, მხოლოდ, ჯართად თუ გამოდგება.
ვასაჯაროებ რა, აღნიშნულ ფაქტებს, დასტურად გაწვდით შესაბამის მტკიცებულებებს და შესაბამის თვალსაჩინოებას. ამასთან, მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს დაინტერესდნენ ამ საკითხებით”.
“ბათუმელები” დაუკავშირდა აჭარის მთავრობის პრესსამსახურს. როგორც პრესსამსახურში განგვიცხადეს საპასუხო განცხადებას მოგვიანებით გააკეთებენ.