პროკურატურა დიდი ოდენობით ჰეროინის საქმეზე დაკავებული პირის გათავისუფლების შესახებ განცხადებას ავრცელებს

 

გამოძიებით დადგინდა, რომ გურამ ცეცხლაძემ 2014 წლის 3 ივლისს ბაირამ ჩოშქუნისგან  მიიღო შემოთავაზება ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებით. კერძოდ, მას სატვირთო მანქანით, რომელსაც თავად მართავდა, ბათუმიდან მოლდოვას რესპუბლიკაში 600  ბიდონი თხევადი საპონი უნდა გადაეტანა,  რის შემდეგაც შესაბამის ანაზღაურებას მიიღებდა.

 

საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ გამოძიებამ დაადგინა, რომ გ. ცეცხლაძემ არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნონდა, რომ მისი მართვის ქვეშ მყოფ ა/მანქანაში ჩატვირთული ტვირთი შეიცავდა ნარკოტიკულ საშუალებას.“ – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

 

 

საქმეზე გრძელდება გამოძიება  სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით და სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქ/პუნქტით. ამჟამად პატიმრობაში იმყოფებიან ევგენი გორგაძე და თურქეთის მოქალაქე  შეფიქ სემიზოღლუ. ასევე, თურქეთის მოქალაქე ბაირამ ჩოშქუნის მიმართ, რომელიც მიმალვაში იმყოფება, დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა. 

აჭარაში ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებით 3365-მა მოქალაქემ ისარგებლა

 

სამინისტროს ინფრომაციით,  გასული 9 თვის განმავლობაში აღნიშნული პროგრამების დაფინანსებამ  სამინისტროს მხრიდან შეადგინა 2 596 465 ლარი.

 

სახსრების ენდოპროთეზირების პროგრამის ფარგლებში ქირურგიული ოპერაცია დაუფინანსდა 57 პაციენტს – დაფინანსებამ შეადგინა 172 323 ლარი.

გულის ქირურგიის პროგრამის ფარგლებში მომსახურება გაეწია 307 პაციენტს, გამოიყო 896 880 ლარი.

მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კველევბი დაუფინანსდა 1 578 მოქალაქეს, ჯამში 452 489 ლარით.

 ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამით გაიცა 1 423 ვაუჩარი, გახარჯულმა თანხამ შეადგინა 1 074 773 ლარი.

 

 

არჩილ ხაბაძე ღამის მატარებლის რეისის გაუქმების მიზეზსა და მურმან დუმბაძის განცხადების შესახებ

 

არჩილ ხაბაძე
არჩილ ხაბაძე

„დაახლოებით ექვსი თვის წინ მე გავუკეთე ორგანიზება რკინიგზის დეპარტამენტის წარმომადგენლების,  ბატონი მურმანის და ჩემს ერთად შეხვედრას. პრობლემა დაისვა იმ მიმართულებით, რომ ღამის მატარებლის  ჩანაცვლება მოხდებოდა ჩქაროსნული მატარებლებით, რომელიც, ალბათ, უფრო ეფექტური იქნება და უფრო მისაღები, ერთადერთი გამონაკლისის გარდა, სწორად აღნიშნავს ბატონი მურმანი, რომ ღამის მატარებელს წოლის რეჟიმი ვერ ექნება. ახლა, როგორც ვიცი, ორი ჩქაროსნული მატარებელი მოძრაობს – დილის და საღამოს რეისები“ – განაცხადა არჩილ ხაბაძემ.

 

მისი თქმით, შეხვედრაზე დაიგეგმა, რომ ბათუმი-თბილისის და თბილისი-ბათუმის მიმართულებით მატარებელი იმოძრავებს დღეში ოთხჯერ – დილის ორი მატარებელი (9-ზე და 11-ზე ან 12 საათზე), საღამოს – 19 საათზე და ღამის 2 საათზე „რომ ღამის 2-ზე ბათუმიდან გამგზავრებული მგზავრი ჩასულიყო დილის 7 საათზე, როგორც ეს სტანდარტულად ხდებოდა ღამის მატარებლის შემთხვევაში“  – ამბობს არჩილ ხაბაძე.

 

მთავრობის თავმჯდომარე იმ მიზეზზეც საუბრობს, რაც, მისი თქმით, საქართველოს რკინიგზამ ღამის რეისის გაუქმების მიზეზად დაასახელა შეხვედრაზე:  

 

„მთავარი მიზეზი იყო რკინიგზის დეპარტამენტის თხოვნა: სამეგრელოს მიმართულებით მატარებლის ვაგონები არის ამორტიზებული, არ აკმაყოფილებს სტანდარეტებს, ამიტომ უნდა მოხდეს მათი ექსპლუატაციიდან ამოღება შემდგომი რეაბილიტაციისთვის ან  ჩანაცვლება. შესაბამსიად ის ვაგონები, რომლებიც ბათუმი- თბილისის მიმართულებით მოძრაობდნენ, უნდა გადასულიყო სამეგრელოს მიმართულებით. რკინიგზის პრობლემაც უნდა გავითავისოთ, მაშინ სამეგრელო დარჩება მომსახურების გარეშე.“

 

არჩილ ხაბაძე აღნიშნავს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ მოხდა ამ თემის პოლიტიკური ანგაჟირება: „იმ შეხვედრის შემდეგ მე არ მახსოვს, რომ ბატონ მურმანს ეს საკითხი კიდევ დაესვას. ამის გარდა, დავსვით საკითხი [რკინიგზის] თანამშრომლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით და ამაზეც მოგვცა თანხმობა რკინიგზამ, რომ ის თანამშრომლები, ვინც ღამის მატარებლის გაუქმების შედეგად დაკარგავდა სამსახურს, დასაქმდებოდნენ სისტემაში. ეს საკითხიც დავსვი მე, ბატონი მურმანი რატომღაც ამას არ ახსენებს“ – აღნიშნავს არჩილ ხაბაძე.

 

შეგახსენებთ, გასულ კვირას გაზეთ „ბათუმელებთან“ მურმან დუმბაძემ განაცხადა, რომ ის რომ იყოს არჩილ ხაბაძის ადგილზე, ბათუმი-თბილისის ღამის მატარებელს ვერ გააუქმებდნენ. 

 

საქართველოს რკინიგზა განმარტებას, თუ რატომ გაუქმდა ბათუმი-თბილისის ღამის მატარებელის რეისი ან აღდგება თუ არა, ამ დრომდე არ აკეთებს. ამ დროსათვის ბათუმი-თბილისის მიმართულებით ორი ჩქაროსნული მატარებელი მოძრაობს. ბილეთის ფასი 18-25 ლარია.  

ბრიფინგი ნაციონალურ მოძრაობაში და არჩილ ხაბაძის პასუხი

 

ჯუმბერ კახიძე
ჯუმბერ კახიძე

„მივმართავ როგორც აჭარის ხელისუფლებას, ასევე   მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას, რომ აღიწეროს ზარალი. მე თვითონ  დავაყენებ ამ საკითხს უახლოეს საკრებულო სხდომაზე  და მაინტერესებს მათგან არგუმენტი, თუ  რატომ არ მოხდა ამდენი ხნის მანძილზე  ზარალის დათვლა“ – განაცხადა ჯუმბერ კახიძემ.

 

იგი ამბობს, რომ სტიქიისგან დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა: „ვნახეთ რამდენიმე ათეული ოჯახი, რომლებიც სერიოზულად არიან დაზარალებულნი და დღემდე  ელოდებიან, რომ მივა ვიღაც და შეაფასებს [მათ ზარალს], ან  კოპენსაციის თანხა გაჟღერდება, მაგრამ კომპენსაციის თანხა  არ ჟღერდება არც აჭარის ხელისუფლების და არც ქალაქის მთავრობის მიერ. არის ოჯახები, სადაც განცხადებაც დაიწერა, მაგრამ არავინ არ მისულა, დღემდე უნდა იყოს დათვლილი ზარალის მიახლოებითი ოდენობა მაინც, რომ მოხდეს ცვლილება ბიუჯეტში“- ამბობს ჯუმბერ კახიძე.

 

დღესვე ჯუმბერ კახიძის განცხადებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე გამოეხმაურა:  

 

„მე ვთხოვ  „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, დემაგოგურ განცხადებებს აჯობებს თავად ჩაერთონ ამ პროცესებში,  იმიტომ, რომ სტიქია იყო მასშტაბური.  ვითვლით ზარალს, ზუსტი ციფრები არ არის ჯერ ცნობილი,  600-ზე მეტი განცხადებაა შემოსული, სატელეფონო შეტყობინები – ერთი ამდენი“ – განაცხადა არჩილ ხაბაძემ დღეს, ჩაქვში, სადაც მთავრობის თავმჯდომარე ციტრუსის საადრეო ჯიშის მოსავლის კრეფას ესწრება.

 

 

 

აჭარის განათლების სამინისტროს კონკურსი შემოქმედებითი ჯგუფებისა და ინდივიდუალური შემსრულებლებისთვის

 

სექტემბერში სამინისტროში ოთხი განაცხადი შევიდა, მათგან სამი სამინისტრომ მოიწონა. დაფინანასება მიიღო ბათუმის თოჯინების თეატრმა, რომელიც ოქტომბერში ბულგარეთში, საერთაშორისო ფესტივალზე გაემგზავრება; ხულოს დრამატულმა თეატრმა, რომელმაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გასტროლები გამართა და ბათუმის დრამატულმა თეატრმა – თბილისში, საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობისათვის, თუმცა თბილისში, რუსთაველის თეატრის სცენაზე სპეციფიური დეკორაციის განთავსება ვერ მოხერხდა, ამიტომაც ბათუმის დრამატულმა თეატრმა თანხა ბიუჯეტში დააბრუნა –  განმარტა „ბათუმელებთან“ პროექტის კოორდინატორმა ანასტასია გამსახურდაშვილმა.

 

 

აჭარის განათლების სამინსიტროს მიერ გამოცხადებული კონკურსი გრძელდება. მონაწილეობის მისაღებად განაცხადება მიიღება 2014 წლის ყოველი თვის ბოლო  სამუშაო დღის ჩათვლით, 2014 წლის საკონკურსო ბიუჯეტის ამოწურვამდე.

 

ფესტივალებში, კონკურსებში და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის ხელშეწყობის კონკურსს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო წელს პირველად ახორციელებს. 2014 წლის საკონკურსო ბიუჯეტი განსაზღვრულია 81 000 ლარით, თითოეულ პროექტზე საშუალოდ გაიცემა 13 500 ლარი. 2014 წლის საკონკურსო ბიუჯეტის ამოწურვამდე საშუალოდ ექვსი პროექტი დაფინანსდება.  

 

კონკურსის პირობებში აღნიშნულია, რომ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პროექტებს, რომელთა განხორციელება მნიშვნელოვანი იქნება ხელოვანთა შემოქმედებითი ზრდისა და ქვეყნის პოპულარიზაციის თვალსაზრისით. უპირატესობა მიენიჭება თანადაფინანსების მქონე პროექტებს.  

 

ბათუმის თოჯინების თეატრი ოქტომბერში ბულგარეთში გაემგზავრება საერთაშორისო ფესტივალზე
ბათუმის თოჯინების თეატრი ოქტომბერში ბულგარეთში გაემგზავრება საერთაშორისო ფესტივალზე

„სოფლის გამგებელმა მიყვირა“ – ინციდენტის ორი ვერსია

 

ლუთფიე დევაძე ამბობს, რომ თავის თანასოფლელ გამგებელს, ამირან ჯიჯავაძეს არ უჩივის, მაგრამ პოლიციაში „განაცხადი გააკეთა“:  

 

„ამირან ჯიჯავაძე მოვიდა და მიყვირა. ჩხუბი ატეხა ეზოში. ჩემი შვილი ნერვიულია, პენსიონერია და ძალიან ვინერვიულე ამაზე. ათი წელია ასე ვართ, ყველა გაწვიმებაზე გავრბივართ მეზობლებთან და რადგან ტელევიზია ამოვიყვანე, მეჩხუბეს. მლანძღა ამ ხნის ქალი ამირანმა.“

 

ლუთფიე დევაძე ამბობს, რომ სოციალური შემწეობაც მოუხსნეს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან უჭირთ:

 

„ასეთ ამბავში ვართ და დახმარება მოგვიხსნეს 2 წელია, სააკაშვილი ჯერ არ იყო წასული. ამათაც მივმართეთ, მაგრამ შეგვამოწმეს და მაღალი ქულები მოგვცეს. რძალს თავისმა დედმამიშვილებმა დაბადების დღეზე აჩუქეს სარეცხი მანქანა, მაცივარიც – დეკნა მყავდა, დამ მაჩუქა, დავკალით და ვიყიდეთ. ამის გამო მოგვიხსენეს დახმარება“.

 

ამირან ჯიჯავაძე,  გამგებლის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი ზედა ახალშენში, ინციდენტის დეტალებს  სხვაგვარად ყვება:

 

 „მსგავსი არაფერი ყოფილა. ქალბატონმა გამოიძახა ტელევიზია. ამ წვიმების შემდეგ ენაგადმოგდებულები დავრბივართ, რომ ვინმე აღურიცხავი არ დაგვრჩეს და ინფორმაცია მივაწოდოთ  გამგეობას დაზიანების შესახებ. ამ ქალბატონის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ იყო. გამგეობიდან რეკავენ და მეუბნებიან, აქ ტელევიზია იყო და თქვენ რატომ არ იცით ასეთი პრობლემური ოჯახი თუ არსებობსო. ზედა ახალშენში ვაგებდით ბეტონს, დავტოვეთ საქმე და წავედით. მე ვუთხრი, რომ ტელევიზიაში დარეკვამდე ჩვენთან დაერეკა და ამაზე გაგიჟდა. ვნახე სახლის უკან რა პრობლემა აქვთ, მაგრამ ეს 10 წლის წინანდელი მეწყერია. ეს ვუთხარი ამ ქალბატონს და ამაზე გაგიჟდა – არავინ ყურადებას არ მაქცევსო, დაიწყო წყევლა. მივხდი, რომ განმარტებას აზრი არ ჰქონდა და წამოვედი იმ პირობებით, რომ საბუთებს – გეოლოგიურ დასკვნას მოიტანდა, განვაახლებდით მონაცემებს და გადავცემდით გამგეობას“.

 

 

ამირან ჯიჯავაძე ამბობს, რომ ის „არაფრის გამო“ დაკითხეს პოლიციაში, დაბარებულია პროკურატურაში, რამდენიმე ტელევიზიიდან დაურეკეს კომენტარის გასაკეთებლად. „დამიჯერეთ, ეს წარმოუდგენლად დიდ ნერვიულობასთან არის დაკავშირებული. არაფრის გამო ატყდა საყოველთავო აჟიოტაჟი, რაც ჩემთვის ძალიან მძიმეა“.

 

შენიშვნა: მასალის გამოქვეყნების შემდეგ „ბათუმელების“ რედაქციას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახური დაუკავშირდა. როგორც პრესსამსახურში განაცხადეს, ამირან ჯიჯავაძე არ არის სოფელში გამგებლის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელი.  „ალბათ, უბრალოდ, აქტიური მოქალაქეა” – განაცხადა „ბათუმელებთან“ ხელვაჩაურის გამგებელმა ნადიმ ვარშანიძემ.  

 

უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ სპეციალისტები დაითხოვა

 

სხვადასხვა ინფორმაციით, უმაღლესი საბჭოს „ქართული ოცნების“ ფრაქციიდან ოთხი თუ ხუთი მოწვეული სპეციალისტი იმის გამო დაითხოვეს, რომ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციიდან გათავისუფლებული ნუგზარ კეკელიძე დაესაქმებინათ უმაღლეს საბჭოში (გასულ კვირას გათავისუფლებული ნუგზარ კეკელიძე საკუთარ თავს მურმან დუმბაძის ჯგუფის წევრად მიიჩნევს და მის გათავისუფლებას სწორედ ამ მოტივს უკავშირებს).

 

სპეციალისტების გათავისუფლების საკითხს „ფეისბუქში“ გამოეხმაურა ერთ-ერთი მათგანი -ლელა ტოროტაძე, რომელმაც დაწერა: „აქამდე ვფიქრობდი დამეკომენტარებია თუ არა, მაგრამ ვერ მოვითმინე მაინც, განსაკუთრებით სტატიის ბოლო შეკითხვაზე პასუხის გამო [კომენტარი გაკეთებულია ნუგზარ კეკელიძესთან „ბათუმელების“ მიერ ჩაწერილ ინტერვიუზე, რომელიც მის გათავისუფლების მოტივებზე საუბრობს] ვერ მოვითმინე ალბათ უფრო… არ იცის ხო კეკელიძემ წავა თუ არა ფრაქციაში, ჯერ კიდე ფიქრობს, მე ვიცი სამაგიეროდ რომ წავა… მაგის ფრაქციაში მისვლის გამო 4 ადამიანი (ეს მე ვინც ვიცი), გამოგვიშვეს ფრაქციიდან და დაგვტოვეს ისე, ვალი ქონია ბანკში და ხომ უნდა გადაიხადოსო, იმ სახლში გაშვებული ხალხის ვალებზე და იმათ პრობლემებზე იფიქრა ვინმემ? დაიკიდეთ ყველა ხო? და ამან თურმე არ იცის მივა თუ არა ფრაქციაში, მაგ სიმართლით იარეთ ყველამ, არა უშავს, ჩვენ ქუჩაზეც მოვა გაზაფხული როცა იქნება, ღმერთი ზემოდან იხედება და ყველა მიიღებს, რასაც იმსახურებს“.

 

„ბათუმელები“ დაუკავშირდა ორ გათავისუფლებულს – ლელა ტოროტაძესა და თამაზ ხუხუნს. ორივე მათგანმა კატეგორიული უარი განაცხადა კომენტარის გაკეთებაზე.

 

უმაღლესი საბჭოს „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის აკაკი ძნელაძის განმარტებით კი, ფრაქციის აპარატის თანამშრომლებს ხელშეკრულება აღარ გაუგრძელეს იმის გამო, რომ ფრაქციის წევრებს მათ მუშაობასთან დაკავშირებით გარკვეული მოსაზრებები ჰქონდათ:

 

 

„ფრაქცია მარტო მე ხომ არა ვარ, იყო რაღაც მოსაზრებები. რამდენადაც ვიცი, ისინი უმუშევრები არ დარჩებიან. დასაქმედებიან მერიაში. მე ვთხოვე მერიას ლელა ტოროტაძის დასაქმებასთან დაკავშირებით. სხვებიც დასაქმდებიან, ერთი ქობულეთის საკრებულოში გადავიდა“.

 

 

ფრაქციის თავმჯდომარის ინფორმაციით, ხელშეკრულება ფრაქციის ხუთ სპეციალისტს არ გაუგრძელეს.

 

დასაქმების თხოვნით უმაღლესი საბჭოს „ქართული ოცნების“ ფრაქციას განცხადებით უკვე მიმართა აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა ნუგზარ კეკელიძემ. ახლა ის დასაქმებისთვის საჭირო დოკუმენტების შეგროვებით არის დაკავებული.

 

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციიდან გათავისუფლებულმა ნუგზარ კეკელიძემ უმაღლეს საბჭოში მის მისვლასა და ხუთი ადამიანის უმუშევრად დარჩენას შორის არსებულ კავშირზე „ბათუმელებთან“ განმარტა: „ფეისბუქში ამოვიკითხე, რომ ხუთი ადამიანის გათავისუფლება მე მიკავშირდება. არ მესმის რატომ, იქ წონის მიხედვითაა თანამდებობა და უფრო დიდი ადგილი მჭირდება, ალბათ ამიტომ.

 

ხელფასი რამდენი მექნება? – არ დავინტერესებულვარ. ხელფასი რომ იყოს ჩემთვის მნიშვნელოვანი, მთავრობაში ვიქნებოდი წყნარად. რამდენჯერმე იყო ჩემთან ადამიანი მოსული, რომელმაც გამაფრთხილა გავჩუმებულიყავი, აკეთონ რაც უნდათ და როგორც უნდათო. რომ გავჩუმებულიყავი, პრობლემა არ მექნებოდა. ახლაც თანამდებობაზე ვიქნებოდი და უზარმაზარი ხელფასი მექნებოდა“.

2 ტონა და 790 კილო თხევადი ჰეროინის გადატანისთვის დაკავებული გაათავისუფლეს

 

თხევადი ჰეროინი

მისი ადვოკატის, ემზრ პაქსაძის ინფორმაციით პროკურატურამ დაკავებულის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა, რადგან  წინასწარ გამოძებაში მოპოვებული მტკიცებულებებით პირის ბრალეულობა არ მტკიცდებოდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში გურამ ცეცხლაძეს  სამუდამო პატიმრობა ელოდა. 

 

რა ეტაპზეა რეკორდული თხევადი ჰეროინის საქმის გამოძიება, როდის გადასცემს პროკურატურა საქმეს სასამართლოს და რა იყო მთავარი არგუმენტი, რის გამოც გურამ ცეცხლაძეს ბრალი მოუხსნეს “ბათუმელები” ამ კითხვებზე პასუხის მიღებას პროკურატურისგან  ამ წუთებშიც ელოდება. 

 

 გამოძიების ინფორმაციით, ჰეროინი საქართველოში წითელი ხიდის გავლით შემოიტანეს. საჭესთან ევგენი გორგაძე იჯდა. (გორგაძე ბრალდებულია და პატიმრობაში იმყოფება)გვერდით კი შეზიფ შემიზოხლუ, რომელიც ახლა დაკავებულია, ის ქართველ მძღოლთან ერთად ტვირთს დაყვებოდა. ამ ორ პირთაბ ერთად დააკავეს გურამ ცეცხლაძეც, ესეც მძღოლია, ოღონდ იმ მანქანის, რომლითაც საქართველოდან ტვირთის გატანა იგეგმებოდა. მანქანა, რომელიც მას უნდა ემართა, უკრაინელების მიერ დაფუძნებული ქართული გადამზიდავი კომპანიის საკუთრებაა.

 

საქმის მასალებით ირკვევა, რომ თურქეთის მოქალაქე, რომელიც ახლა ძებნილია, იცნობდა ევგენი გორგაძეს, ბრალდებულს, რომელიც აჭარაში ცხოვრობს და თურქეთის მოქალაქესთან მძღოლად მუშაობდა. გორგაძის მიერ წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ მან მსგავსი ტვირთი ოთხჯერ გაიტანა საქართველოდან. მისივე მტკიცებით, გზაში ბაირამ ჩოშგუნი არ დაყვებოდა, თუმცა ის ყველა იმ ქალაქში ჩადიოდა ვერტმფრენით, სადაც ტვირთი მიჰქონდათ. მძღოლის ინფორმაციით, ამაში მას საეჭვო არაფერი მოჩვენებია, რადგან ეგონა, რომ ასე მეპატრონე ტვირთს აკონტროლებდა.

 

 

მისივე ინფორმაციით, მანქანა, რომლითაც იმავე გზაზე ტვირთი ოთხჯერ გაიტანეს, ქართული ნომრებით იყო და ერევანში გაფუჭდა, ამიტომაც მოუწიათ სხვა მანქანის დაქირავება. გაქცეულ ბრალდებულს მეორე მანქანაც ჰქონდა, ბათუმამდე ტვირთი სწორედ ამ მანქანით ჩამოიტანეს.

 

საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის წინასწარი ცნობით, ამოღებულ 30-კილოგრამიან 93 კასრში მოთავსებული სითხის 80% სუფთა ჰეროინი იყო. გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის ფაქტზე მიმდინარეობს

ხორცის, რძისა და თაფლის საწარმოებს დააფინანსებენ

 

პროექტის პრეზენტაცია

ეს პროგრამა მიზნად ისახავს მეცხოველეობის სექტორის მდგრად საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის ხელშეწყობას საქართველოს სამ რეგიონში: ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და აჭარაში.

როგორც პროექტის ხელმძღვანელები ამბობენ, პროგრამის მიზანია  ხორცის, რძისა და თაფლის საწარმოოს განვითარება და გაძლიერება.

პროგრამის განხორციელება აჭარაში დაიწყო  მიმდინარე წლის მარტში და დასრულდება 2019 წლის თებერვალში.  აჭარასა და ქვემო ქართლში ამ პროექტის ფარგლებში 7,181,000 შვეიცარული ფრანკი დაიხარჯება.

 

პროგრამა მთლიანად ფინანსდება შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ. ის ფერმერებისთვისაა გათვლილი თუმცა დეტალები, როგორ ისარგებელებენ ამ პროგრამით გლეხები, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

  გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარეც უნდა დასწრებოდა, თუმცა მოწვეულ სტუმრებს არჩილ ხაბაძის სახელით აჭარის განათლების მინისტრი მიესალმა.

 

პრეზენტაციის შემდეგ მოეწყო ფოტო გამოფენა, რომელიც მიეძღვნა შვეიცარიის განვითარებისა და  თანამშრომლობის სააგენტოს სამხრეთ კავკასიაში  მოღვაწეობის 15 წლისთავს.

 

 

მერისში სკოლა-პანსიონი გაიხსნა

 

სკოლა-პანსიონის გახსნა ქედაში

130 მოსწავლეზე გათვლილი პანსიონი აღიჭურვა 140000 ლარის ღირებულების ახალი ინვენტარით. სამზარეულოსთვის და საძინებლისთვის საჭირო ნივთებით, ტელევიზორითა და კონდინციონერით. მოეწყო ცენტრალიზებული გათბობის სისტემა. საგანმანათლებლო დაწესებულებაში ამ ეტაპისთვის დასაქმებულია 20 ადამიანი, მათ შორის 6 აღმზრდელი, 2ექთანი, 4 ძიძა, 3 მზარეული, 5 ტექნიკური პერსონალი.

 

  1977 წელს აშენებული სკოლა-პანსიონის საძილე კორპუსის  სრული  რეაბილიტაცია  2014 წლის 1 ივნისს დაიწყო. სამუშაოები, რომლის საერთო ღირებულებამ 368 725 ლარი შეადგინა,ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია შპს “უნივერსალმა“ შეასრულა. 


შენობა, რომელიც„საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის„ ფარგლებში კეთილმოეწყო, დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძემ რეგიონის განათლების მინისტრთან გიორგი თავამაიშვილთან ერთად დაათვალიერა.

ქედაში სტიქიის დროს მიყენებული ზარალი დათვლილია

 

  მთლიანად ქედის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად ზარალის ოდენობამ  372362   ლარი შეადგინა. გზების რეაბილიტაციაზე აჭარის გზების დეპარტამენტის ქედის განყოფილება მუშაობს-ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის მტავრობის პრესსამსახური ავრცელებს. 

 

მთავრობის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს ასევე სოფელ მახუნცეთის აწჰესის დასახლებაში, სადაც ბუნების ძეგლის მახუნცეთის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორია კეთილეწყობა.  იწმინდება მისასვლელი გზა, კეთდება ავტოსადგომი,  გადასასვლელი ხიდი,სკვერი და ტურიზმის განვითარებისთვის  საჭირო სხვა აუცილებელი ობიექტები.

ხულოში ეკომიგრანტებისთვის სახლს ეძებენ

ფოტო ბათუმელების არქივიდან

ბინებს ხულოს მუნციპალიტეტის, სოფელ პარტნარის მცხოვრებლები მიიღებენ. ბინის ფასი 20 ათას ლარს არ უნდა აღემატებოდეს და საქართველოს ტერიტორიის ნებისმიერ ადგილას უნდა მდებარეობდეს.

ამ 16 ოჯახის გარდა ბინები კიდევ საქართველოში მცხოვრებ რვა ეკომიგრანტ ოჯახსაც  შესაძლოა უყიდონ, ჯერჯერობით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ინფორმაცია “ბათუმელებს” ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრია მოადგილემ, რამაზ ჯინჭარაძემ დაუდასტურა.

ბათუმის მერი ბერლინში ვიზიტის შესახებ

 

გიორგი ერმაკოვი

მისივე თქმით, მათ ჰყავთ რამდენიმე უცხოური კომპანია რომელიც პროექტების ინსპექტირებას ახდენს და აწვდის გერმანელ პარტნიორებს ამ პროექტებს, რის შემდეგაც გერმანიის განვითარების ბანკი ღებულობს გადაწყვეტილებას დააფინანსოს თუ არა  პროექტი.

 

”ამასთან დაკავშირებით გვქონდა საუბარი, კომპანია ” ეგისი” – სთან რომლის პროექტირებაზე მუშაობს და შევთანხდით რომ კომპანია ”ეგისი”-ს მიერ წარმოდგენილ და ჩვენს მიერ შემუშავებული პროექტები იქნება დაფინანსებული გერმანული მხარის მიერ, უშუალოდ ეს საკითხები შეეხებოდა სანიაღვრე  სისტემას და კონკრეტულად  დამქაჩ ნაგებობებს.”- დასძინა გიორგი ერმაკოვმა. 

გაკვეთილის თემა: “მავნე ჩვევები”

 

სკოლის მოსწავლეები

სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებმა განაახლეს ვიზიტები აჭარის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში. 

 შეხვედრაზე საუბრები IX – XII კლასების მოსწავლეებთან ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობის ღონისძიების ფარგლებში ხორციელდება.   გაკვეთილის თემაა ,,მავნე ჩვევები“.

 

შეხვედრის მიზანია, ბავშვებმა იქონიონ კომპეტენტური ინფორმაცია თამბაქოს, ალკოჰოლის, ნარკოტიკების მოხმარების მავნებლობის შესახებ, დარწმუნდნენ, რომ ყოველთვის არსებობს მავნე ჩვევაზე უარის თქმის იმაზე უკეთესი მიზეზი, ვიდრე დაწყებისა. 

პროგრამის დაწყებიდან დღემდე ბათუმის, ხელვაჩაურის, ქობულეთის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების სკოლებში განხორციელებულია 120 ვიზიტი, ჯანმრთელობის გაკვეთილი მოსმენილი აქვს 5 000 – მდე მოსწავლეს

რას სთავაზობს ყოფილ პატიმრებს რეაბილიტაციის პროგრამა – შეხვედრა ბათუმის მერიაში

 

ამ ეტაპზე, ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის პროგრამა პატიმრებს სამი ტიპის მომსახურებას სთავაზობს: ფიზიკური და ფსიქიკური პრობლემების მოგვარება, პროფესიული გადამზადება და დამსაქმებელთან რეკომენდაცია ან დამსაქმებლის მოძიება.

 

„უნდა გითხრათ, რომ  ეს  კომპლექსური საკითხია, ამაზე არა მარტო სახელმწიფო სტრუქტურებმა უნდა ითანამშრომლონ, არამედ არასამთავრობო სექტორმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა  და რაც მთავარია,  კერძო სექტორმა“ – განაცხადა ჯონი კვინიკაძემ.  

 

მისივე თქმით, ამ ეტაპზე, პროგრამის ფარგლებში 98 ყოფილი პატიმარია დასაქმებული. „უნდა გითხრათ, რომ ძალიან ხშირად ჩვენ შეთავაზებულ სამსახურზე უარს გვეუბნებიან სხვადასხვა მიზეზის გამო, ზოგ შემთხვევაში გასაგებიც არის, მრავალი წელი ადამიანი იჯდა  საპატიმროში და გადაჩვეულია,  უჭირს 8 საათიან რეჟიმში მუშაობა“ –  აღნიშნა ჯონი კვინიკაძემ.    

  

„ეს არის სოციალური პრობლემა, რომელიც უნდა მოგვარდეს“ – განაცხადა გიორგი ერმაკოვმა, რომელმაც ყოფილი პატიმრების სხვადასხვა, მიმდინარე პროგრამებში ჩართვის შესაძლებლობებზე ისაუბრა.  

 

პატიმრებზე სახელმწიფომ განსაკუთრებული ზრუნვა 2012 წლის დეკემბრიდან დაიწყო, როდესაც იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, ცენტრის ბაზაზე „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა“ დაფუძნდა. ცენტრი სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონ-ნახევარი ლარით ფინანსდება. ამჟამად, ფილიალები თბილისის გარდა მუშაობს გორში, ქუთაისსა და ბათუმში, უახლოეს ხანში კი გაიხსნება ზუგდიდსა და მარნეულში.

 

 

ომბუდსმენი საქართველოს მთავრობას სასამართლოში უჩივის

საკონსტიტუციო სასამართლო

ჯერ საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მხარეების არგუმენტებს ისმენს.

საქართველოს მთავრობის წარმომადგენელს ქეთევან კრაწაშვილს მიაჩნია, რომ სახალხო დამცველის სარჩელი სამართალწარმოების ნორმებს ვერ აკმაყოფილებს და საკონსტიუციო სასამართლომ ამიტომ ის განსახილველად არ უნდა მიიღოს.  

სახალხო დამცველის წარმომადგენელის განმარტებით,  დავის საგანს წარმოადგენს  “სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის № 145 დადგენილების 10(3)-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლსა და  36-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. 

“სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს მთავრობის დადგენილება არეგულირებს ბავშვის რეინტეგრაციისა და მინდობით აღზრდისთვის სოციალურ შემწეობასთან დაკავშირებულ საკითხებს. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმები დისკრიმინაციულია ბავშის ბიოლოგიურ მშობელთან მიმართებით, რადგან გასაჩივრებული რეგულაცია მათთვის აწესებს უფრო დაბალ სოციალურ შემწეობას, ვიდრე ეს მინდობით  ბავშვის აღზრდასთან არის გათვალისწინებული.

მოსარჩელის განმარტებით, იმის გამო რომ სახელმწიფოს მხრიდან ბავშვის ბიოლოგიურ მშობლებისთვის უფრო ცუდი პირობების შეთავაზება ხდება, ვიდე მინდობით ბავშის აღმზრდელებისთვის, ირღვევა კონსტიტუციის 36-ე მუხლი, რომელიც ოჯახურ ცხოვრეას იცავს. 

სახელმწიფო მინდობით აზრდის შემთხვევაში დედობილსა და მამობილს 450 ლარს უხდის, ხოლო ბიოლოგიურ მშობლებს 90 ლარს. (130 იმ შემთხვევაში თუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა ბავშვი)

შრომითი მიგრაცია

რამდენადაც შრომითი მიგრაცია დაკავშირებულია საზღვრის კვეთისა და გადაადგილების საკითხებთან, ის საერთაშორისო ფენომენია. დასაქმების მიზნით გადაადგილების პროცესი დაკავშირებულია ისეთ ფაქტორებთან, როგორებიცაა: მოქალაქეობის ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური ვითარება, სამუშაო ადგილების შექმნისა და დასაქმების პოლიტიკის ეფექტურობა, დემოგრაფიული ასპექტები, ტრეფიკინგთან ბრძოლის საკითხები და სხვა. ამიტომაც, დღეს, ნებისმიერი სახელმწიფო უდიდეს ძალისხმევას მიმართავს შრომითი მიგრანტების უფლებების დაცვისაკენ. თუმცა, რისკები და ზიანი მაინც ახლავს შრომითი მიგრაციის პროცესს. გამომდინარე აქედან, მუდმივი დღის წესრიგია, პროცესის საკანონმდებლო რეგულირება და მისი სრულყოფა.

შრომითი მიგრაცია ორივე მხარისთვის – როგორც გამგზავნი, ასევე მიმღები ქვეყნებისთვის – აქტუალურია. ერთი მხრივ, წარმოშობის ქვეყნები შრომითი მიგრაციისგან იღებენ სარგებელს, რადგან ის ამსუბუქებს უმუშევრობის წნეხს, ფულადი გზავნილების საშუალებით აუმჯობესებს ვითარებას, ხელს უწყობს ცოდნის გადაცემას. მეორე მხრივ, მიგრანტთა მიმღებ ქვეყნებში, სადაც სამუშაო ძალის დეფიციტია, სათანადოდ ორგანიზებული შრომითი მიგრაციის დროს მსუბუქდება მდგომარეობა და უფრო ეფექტური ხდება მობილობა.

საქართველო განეკუთვნება იმ ქვეყნების რიცხვს, სადაც შრომითი მიგრაციის საკანონმდებლო რეგულირება მწირია. არ არსებობს კანონი შრომითი მიგრაციის შესახებ. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ საქართველო არის როგორც ემიგრაციის ქვეყანა (საქართველოს მოქალაქეები მიდიან სხვა ქვეყნებში დასაქმების მიზნით. პოსტსაბჭოთა პერიოდში განვითარებული მრავალმხრივი კრიზისის შედეგად ცხოვრების დონის კატასტროფულმა დაცემამ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი აიძულა ფიზიკური გადარჩენისთვის გამოსავალი საზღვარგარეთ დასაქმებაში ეძებნა. ეს პროცესი დღესაც გრძელდება. ვერ შემცირდა მისი ინტენსიურობა, ვერ მიიღო ხელსაყრელი და ლეგალური ფორმა), ასევე წარმოადგენს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიმღებს (დასაქმების მიზნით). შრომითი მიგრაციის საკანონმდებლო რეგულირება აუცილებელია, როგორც საქართველოს მოქალაქეთა საზღვარგარეთ დაცვის, ასევე, ქვეყნის შიგნით შრომითი ბაზრის რეგულირების მიზნით.

საქართველოს რატიფიცირებული აქვს „ევროპის სოციალური ქარტია (შესწორებული)“, რომლის დებულებები შრომით მიგრაციასთან დაკავშირებით, ქვეყნისთვის აღსასრულებლად სავალდებულოა. საქართველოს რატიფიცირებული აქვს, აგრეთვე, სხვა კონვენციებიც, რომლებიც გარკვეულწილად ეხება შრომითი მიგრაციის სფეროს: შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 181-ე კონვენცია „დასაქმების კერძო სააგენტოების შესახებ“; შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 88-ე კონვენცია „დასაქმების სამსახურის ორგანიზების შესახებ“; „შრომისა და დასაქმების სფეროში დისკრიმინაციის შესახებ“ საერთაშორისო კონვენცია. ასევე, კონვენციები, რომლებიც არეგულირებენ ტრეფიკინგის საკითხებს და სხვა. თუმცა საქართველოს არ აქვს რატიფიცირებული შრომითი მიგრაციის სფეროს მარეგულირებელი ძირითადი კოვენციები. პრაქტიკაც ვერ განვითარდა იმგვარად, რომ შეიქმნას და ფუნქციონირებდეს ისეთი დასაქმების ორგანიზაციები, რომლებიც კანონის ფარგლებში საქართველოს მოქალაქეთა ლეგალურ დასაქმებას შეუწყობდნენ ხელს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსა და ევროკავშირს შორს თანამშრომლობა შრომითი მიგრაციის რეგულირების სფეროში. ევროპის სამეზობლო პოლიტიკამ და აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივამ სერიოზული ბიძგი მისცა მიგრაციის მართვის სისტემის განვითარებას ქვეყანაში.

,,პარტნიორობამობილურობისათვის (Mobility Partnership) ფარგლებში თანამშრომლობა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებას წარმოადგენს, რომელიც მიზნად ისახავს არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლას. 2007 წელს ევროკომისიამ გამოაქვეყნა კომუნიკე “ცირკულარული მიგრაცია და პარტნიორობა მობილურობისათვის ევროკავშირსა და მესამე ქვეყნებს შორის“,  რომლის თანახმად, მიგრაციის საკითხებზე ევროკავშირი პარტნიორ ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობის განვითარების თვალსაზრისით ახორციელებს მიგრაციის ნაკადების მართვისა (აღრიცხვა, მონიტორინგი, ანალიზი, პოლიტიკის ჩამოყალიბება) და ლეგალური მიმოსვლის შესაძლებლობების გაუმჯობესებას. 2009 წელს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმდა ერთობლივი დეკლარაციის ტექსტი “პარტნიორობა მობილურობისათვის”.

“პარტნიორობა მობილურობისათვის” ინიციატივა ითვალისწინებს თანამშრომლობას მიგრაციასთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: მიგრაციის მართვა, შრომითიმიგრაცია, რეადმისია, რეინტეგრაცია, დიასპორა, დოკუმენტაციის უსაფრთხოება, მიგრაციის ერთიანი საინფორმაციო ბაზა და ინფორმაციის გაცვლა ევროკავშირთან, შრომის ბაზარი და პროფესიული კვალიფიკაციის აღიარების საკითხები. აღსანიშნავია, რომ “პარტნიორობა მობილურობისათვის” ინიციატივის ფარგლებში თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების ლეგალურ დასაქმებას. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებებს „ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ“ და „უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“. ორივე შეთანხმება არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ინსტრუმენტია.

“პარტნიორობა მობილურობისათვის” ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობს თანამშრომლობა საფრანგეთთან. მოლაპარაკებების 2 რაუნდის შედეგად შეთანხმებულ იქნა საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკას შორის კვალიფიციური სპეციალისტების ბინადრობისა და ცირკულარული მიგრაციის შესახებ შეთანხმების ტექსტი. შეთანხმების მთავარი კომპონენტია საფრანგეთის შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიებისა და კვოტების შესაბამისად საქართველოს მოქალაქეებისათვის ლეგალური დასაქმების შესაძლებლობების შექმნა (500 პირი). შეთანხმება ითვალისწინებს ქართველი სპეციალისტებისა და სტუდენტებისთვის ბინადრობის დროებითი უფლების მინიჭების, ახალგაზრდა სპეციალისტების ურთიერთგაცვლისა და კვალიფიკაციის ამაღლების საკითხებს (დამატებით 150 პირი).

2010 წლის 13 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის #314 დადგენილებით შეიქმნა მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია, ხოლო 2013 წლის 15 მარტს საქართველოს მთავრობამ #59 დადგენილებით  დაამტკიცა მიგრაციის სტრატეგია, სადაც შრომითი მიგრაციის საკითხებს ყურადღება მიექცა.  აქედან გამომდინარე, არის ძვრები იმ მიმართულებით, რომ შემუშავდეს კანონპროექტის შრომითი მიგრაციის შესახებ.

გარდა, ქვეყნის შიგნით შრომითი მიგრაციის პროცესის საკანონმდებლო რეგულირების საჭიროებისა, მნიშვნელოვანია,  ევროკავშირის ქვეყნებთან, ასევე, სხვა ქვეყნებთან ორმხრივი შეთანხმებების გაფორმების პრაქტიკის დამკვიდრება და განვითარება, რის ფარგლებშიც სამუშაო ძალის საზღვარგარეთ გასვლა და დაბრუნება იქნება ლეგალური, ასევე, ადგილი ექნება ღირსეულ შრომას და საბოლოოდ სამუშაოდ გასული მოქალაქეები განსაზღვრული დროის შემდეგ დაუბრუნდებიან საკუთარ ქვეყანას (დემოგრაფიული ასპექტი).

დღეის მონაცემებით, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ფორმატში  „პარტნიორობა მობილურობისათვის” ფარგლებში თორმეტი პროექტი დასრულებულია და შვიდი არის განხორციელების ფაზაში.

 

სასწრაფოდ იყიდება ბინის თეთრი კარკასი

 

ქალაქ ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე, ახალაშენებულ სახლში იყიდება ოთახნახევრიანი, 45 კვ/მ ფართობის ბინის თეთრი კარკასი. ფასი 32 ათასი აშშ დოლარი


მობ.: 577 252585

         597 019963

იყიდება ევრორემონტით უზრუნველყოფილი ბინა ქობულეთში

 

ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე, მეხუთე სართულზე იყიდება ოროთახნახევრიანი ბინა, უზრუნველყოფილი ევრორემონტით, ავეჯით, მეექვსე სართულზე, დაშენების პერსპექტივით. ფასი 40 ათასი აშშ დოლარი


მობ.: 577 252585

        597 019963

ქირავდება ბინა თბილისში

 

 

ქალაქ თბილისში, ჟვანიას  (ყოფილი გაგარინის ) მოედანთან ქირავდება ახალგარემონტებული ოროთახიანი ბინა. ფასი შეთანხმებით.

მობ.: 577 92 10 44

ნასამართლობის სტატისტიკა

ბათუმის საქალაქო სასამართლო

2013 წლის იმავე პერიოდში 88 06 მსჯავრდებული და 2244 ადამიანი იყო, ვისაც თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 2014 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით 1676 ადამიანი დააჯარიმეს, 2013 წლის იმავე პერიოდში კი – 986 პირი. პირობითი მსჯავრის სტატუსი მიმდინარე წელს 4737 ადამიანს აქვს (2013 წლის იმავე პერიოდში 5270 პირს ჰქონდა).

წელს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 272 ადამიანს მიესაჯა, გასული წლის იმავე პერიოდში კი – 160 პირს. ამნისტიითა და სხვა საფუძვლით წელს, რვა თვის განმავლობაში, ოთხი პირი გათავისუფლდა პატიმრობიდან, გასული წლის იმავე პერიოდში კი – 144. საქმიანობის (თანამდებობის) უფლება წელს ერთ მოქალაქეს, გასულ წელს კი ორ პირს ჩამოართვეს.

ხანმოკლე ყოფა იმათთან ერთად, ვინც საკუთარ თავს უმცირესობას უწოდებს

 

ალბათ ისედაც გასაგებია, რა სახის გამოწვევა შეიძლება იყოს აქ – ცხადია, სიღარიბე, არასათანადო განათლება, უმუშევრობა.

 

კახა გურგენიძე
კახა გურგენიძე

 

ქართველები ამბობენ, რომ აქ უმცირესობას წარმოადგენენ რელიგიური თვალსაზრისით, რადგან რეგიონის მოსახლეობის უმრავლესობა – აზერბაიჯანელები მუსლიმები არიან, ხოლო ქართველები – მართლმადიდებელი ქრისტიანები. როცა მათთან თანაცხოვრებაზე სვამ კითხვებს, სწორედ რელიგიურ განსხვავებულობაზე იწყებენ ლაპარაკს.

 

გარდაბანში ბათუმიდან ჩასულებმა ოჯახებში ვიცხოვრეთ. როგორც ველოდი, ძალიან სტუმართმოყვარე ხალხია… ჩემი მასპინძელი სვანი იყო – სვანებში სისხლის აღების ტრადიციაზე მომიყვა. განა იმაზე, რაც წარსულში ჰქონდათ, თანამედროვეობაში შემორჩენილ ძალადობაზე. სამი წლის წინ მის ნაცნობს საკუთარი ქალიშვილი და მისი შეყვარებული მოუკლია. „გოგო შეაცდინა და იმიტომო“ – ასე მითხრა. ამ ამბავში არანაკლებ გასაოცარი და ტრაგიკული კი ის ყოფილა, რომ მკვლელი მამა პოლიციას არ დაუკავებია.

 

ეს ამბავი სამი წლის წინ მომხდარა.

 

ცხადია, ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის წევრებს გარდაბანში ჩვენმა თანატოლებმა გვიმასპინძლეს. თავდაპირველად აქაური ცენტრის წევრების ნამუშევრებს გავეცანით, დავეხმარეთ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, გადავიღეთ ფილმი მშვიდობაზე…

 

ასეა თუ ისე, ჩემი ბოლო ოთხი დღე ძალიან საინტერესო გამოვიდა. ბათუმის სიცხეს გამორიდებული მშევენიერი დრო გავატარე გარდაბანში, იმდენი რამე გავიგე, რომ, ალბათ, ამ ყველაფრის გასაგებად რამდენიმე წიგნის წაკითხვა თუ მიშველიდა.

 

მოკლედ, ასე მგონია, რომ აქ გატარებული დრო არასოდეს დამავიწყდება.

 

ახლა იმაზეც მინდა ორი სიტყვით ვთქვა, ვისი წყალობით მოვხვდი გარდაბანში – ეს არის ბათუმის ახალგაზრდული ცენტრი, რომელიც „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლთან“ არსებობს.

 

ამ ცენტრში სამი თვეა რაც მივედი. ცენტრი საქართველოს რამდენიმე ქალაქში მოქმედებს და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სხვადასხვა სახის უმცირესობების ინტეგრაციაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის. ამ ცენტრში მოსვლისთანავე ჩემი აზროვნება და მსოფლმხედველობა შეიცვალა, გავხდი უფრო კომუნიკაბელური, აქტიური და, რაც მთავარია, ტოლერანტი.

 

ჩვენს ცენტრში შეიძლება მონაწილეობა მიიღო საქველმოქმედო აქციებში, გადაიღო ფილმები, გააკეთო პრეზენტაციები და ჩაატარო ტრენინგები სხვადასხვა პრობლემზე შენს თანატოლებთან. ეს ცენტრი ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი განვითარებისა და ჩემი თაობის ადამიანებში ცნობიერების ამაღლებისათვის.

 

რაც უფრო მეტი ახალგაზრდა შემოგვიერთდება, მით უფრო კარგი და მშვიდი ადგილი გახდება საქართველო განსხვავებული ადამიანებისათვის და არა მარტო მათთვის. აქ მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით ადამიანი, ფაქტობრივად, ყველაფერს იღებ, რაც კი მნიშვნელოვანია პიროვნული განვითარებისათვის.

 

განსაკუთრებული მადლობა საქართველოს გაეროს ასოციაციას, რომელიც ასეთ პროექტებს ახორციელებს და დონორს – აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს.

ჩემი მხრივ კი, ვისურვებდი, რომ ჩვენს ცენტრს შემატებოდეს ბევრი კრეატიული და აქტიური ახალგაზრდა.

ოთხი ლარი 142 ათასი მანეთის საკომპენსაციოდ

 

„აღნიშნულ მოქალაქეს 90-იან  წლებში ბანკში შენახული ჰქონდა თანხა მანეთებში. მანეთის კუპონით ჩანაცვლების შემდეგ, შემოვიდა სადავო ნორმა, რომელიც ავალდებულებდა საბანკო დაწესებულებებს, რომ მანეთი გადაეცვალათ კუპონებში  ერთი-ერთზე. ანუ ერთ მანეთში, მოქალაქე მიიღებდა ერთ კუპონს. თუმცა, ამის შემდეგ მოხდა კუპონის ინფლაცია“ – ამბობს საკონსტიტუციო სასამართლოს მრჩეველი გიორგი სულხანიშვილი.

 

მისივე ინფორმაციით, მოქალაქე იოსებ კარანაძეს საკონსტიტუციო სასამართლო ანაბრების საკომპენსაციოდ ოთხს ლარს სთავაზობს:   

 

„დღევანდელი კურსით მოქალაქის მიერ მოთხოვნილი თანხა, ლარში კონვენტირებისას შეადგენს ოთხ ლარს. ბუნებრივია ეს შეთავაზება მას არ აწყობს და ამბობს, რომ გაცილებით მეტი ეკუთვნის. მას მიაჩნია, რომ სადაო ნორმები ეწინააღმდეგება მის საკუთრების უფლებას, რომელიც კონსტიტუციის 30-ე მუხლშია დაცული“-ამბობს გიორგი სულხანიშვილი.

 

საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილებას დღეს გამოიტანს. 

 

 

სასამართლო სხდომა

 

 

 

სახალხო დამცველი ქობულეთის ინციდენტთან დაკავშირებით აჭარაში გეგმავს ვიზიტს

 

უჩა ნანუაშვილი; ფოტო: ომბუდსმენის აპარატი
უჩა ნანუაშვილი; ფოტო: ომბუდსმენის აპარატი

ქობულეთში, მუსლიმური პანსიონის კარზე ღორის თავის მიმაგრების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ ეხმიანება. 

 

„საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლის მიერ შედგენილი ახსნა-განმარტებებით, 2014 წლის 15 და 16 სექტემბერს მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს ადგილობრივი მუსლიმები იმყოფებოდნენ შენობაში და მათ აქციის მონაწილეები არ  აძლევდნენ შენობის დატოვების შესაძლებლობას. ხოლო, მოსწავლეებს პანსიონში არ უშვებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ორივე დღეს პანსიონის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და აკვირდებოდნენ საპროტესტო აქციის მიმდინარეობას, მათ არ უზრუნველყვეს აქციის მონაწილეების განცალკევება იმგვარად, რომ ერთის მხრივ, მოსწავლეები შესულიყვნენ პანსიონში ან/და მეორეს მხრივ, შენობაში მყოფ პირებს მისცემოდათ შენობის დატოვების შესაძლებლობა. ამასთან, სახალხო დამცველის რწმუნებულის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მიუხედავად ადგილობრივ მუსლიმებსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს შორის მიღწეული შეთანხმებისა, რომ პანსიონში დარჩენილ პირებს დაუბრკოლებლად მიაწოდებდნენ საკვებს, ეს პირობა არ სრულდება და მუსლიმებს ექმნებათ პრობლემები  პანსიონში მყოფი პირებისთვის საკვების მიწოდების თვალსაზრისით. 28 სექტემბერს ადგილობრივ მოსახლეობასა და მუსლიმებს შორის ვითარება კვლავ დაიძაბა.

 

რელიგიის თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით გარანტირებული ადამიანის ერთ–ერთი ფუნდამენტური უფლებაა. გარდა იმისა, რომ სახელმწიფოს აქვს ვალდებულება გაუმართლებლად არ ხელყოს ამა თუ იმ პირის რელიგიის თავისუფლება, ის ასევე ვალდებულია გაატაროს ქმედითი ზომები, რათა ყველას მიეცეს ამ უფლებით სრულყოფილად სარგებლობის შესაძლებლობა“ – ვკითხულობთ სახალხო დამცველის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალაში. 

 

აქვე აღნიშნულია, რომ საქართველოს სახალხო დამცველმა 10 სექტემბრიდან დღემდე მუსლიმთა პანსიონის შესახებ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მიმართა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებს, მათ შორის საქართველოს მთავარ პროკურატურას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და სსიპ რელიგიის საკითხთა სააგენტოს.

 

„10 სექტემბრის შემდგომ ქობულეთში მოვლენების განვითარება და მოლაპარაკებების მიმდინარეობის პროცესი მიანიშნებს, რომ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მხრიდან ქმედითი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო, მათ შორის, მნიშვნელოვანია დადგეს რელიგიური შეუწყნარებლობის მსგავსი აგრესიული ფორმით გამომხატველ პირთა ადეკვატური სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი“ – აღნიშნულია განცხადებაში. 

პროკურორები სკოლაში

 

პროკურორები ლექციის დროს

 

 

„პროკურორები გვესაუბრნენ ნარკოტიკის მავნებლობაზე. ვფიქრობ, საინტერესოდ და სრულფასოვნად გასცეს ჩვენს კითხვებსაც პასუხი.
მსგავსი ლექციები ძალიან მნიშვნელოვანია მოზარდებისთვის, რადგან ნარკოტიკებისადმი ინტერესი სწორედ ამ პერიოდში უჩნდებათ მოზარდებს. ამიტომ,  როცა მოზარდი  ინფორმირებულია თუ რა შედეგების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს, ნარკოტიკების მოხმარების მიმართ ინტერესიც უქრება” – გვეუბნება ლელა შარაძე, მე-2 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე.

 

ღონისძიება პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში მიმდინარეობს და მოზარდებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.

 

მოქალაქე ბათუმის საკრებულოს წინააღმდეგ

 

მერაბ გორგაძე

 

 

„ახალი საკრებულო სამი თვეა უკვე თავის უფლებამოსილებას ახორციელებს, თუმცა საკრებულოში არ ფუნქციონირებს ერთ-ერთი ძირითადი კომისია, ეს არის საკუთრების აღიარების კომისია. ამ ხნის განმავლობაში საკრებულომ ვერ მოაბა თავი კომისიის დაკომპლექტებას და კომისიის თავმჯდომარის დანიშვნას, რაც მოქალაქეებს პრობლემებს უქმნის. ჩვენ მოგვმართა მოქალაქემ რომელიც მიწის შესყიდვას აპირებს,  თუმცა ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება  არ ხერხდება, რადგან  საჯარო რეესტრი  ითხოვს ინფორმაციას  იმის თაობაზე, რომ აღნიშნულ მიწაზე არ მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება“-აცხადებს მერაბ გორგაძე.

 

 

ორგანიზაციის წარმომადგენელი, სხვა დეტალებზეც საუბრობს: „საკრებულოს უუნარობის მაჩვენებლია ის ფაქტიც, რომ რამდენიმე კვირის წინ მათ განცხადებით მივმართეთ  წყლის ძველი დავალიანებების საკითხთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული  კანონით დადგენილი ვადები გასულია, თუმცა პასუხი დღემდე არ მიგვიღია.  მე ვადანაშაულებ საკრებულოს ადმინისტრაციული კანონის დარღვევაში“. 

 

 

საკრებულოს წევრი ფრაქცია „ქართული ოცნებიდან“ ირაკლი მიქელაძე აცხადებს, რომ მიწის საკუთრების აღიარების კომისია, მომდევნო კვირაში დაკომპლექტდება:

 

 

„თუ რა ვადებში უნდა ჩამოყალიბებულიყო კომისია, კანონში მითითებული  არ არის. ჩვენ არ გვინდოდა ნაჩქარევად გაკეთება, მომდევნო კვირაში კი აუცილებლად დაკომპლექტება“-აცხადებს ის.  

 

 

ბათუმში სმენის შეზღუდვის მქონე პირთა საერთაშორისო კვირეული აღინიშნა

 

28 სექტემბერს   ბათუმში საზოგადოებრივი ორგანიზაცია „სთეფ ფორვარდისა“ და სმენადაქვეითებულ ბავშვთა მშობლების საინიციატივო ჯგუფის მიერ კვირეული აღინიშნა „თითების თეატრის“ წარმოდგენით.

 

მოეწყო გასართობი თამაშები და ბავშვთა ნახატების გამოფენა. გავრცელდა საინფორმაციო ფლაერები. ღონისძიება ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში –  „სმენადაქვეითებულ ბავშვთა საზოგადოებაში წარმატებული ინტეგრაციის ხელშეწყობა“.

 

სტატიაზე პასუხისმგებელია საზოგადოებრივი ორგანიზაცია „სთეფ ფორვარდი“. სტატია შესაძლოა არ ემთხვეოდეს ევროკავშირის პოზიციას.

არჩილ ხაბაძის დეიდა თანამდებობაზე დანიშნეს

 

„მე არ ვიცოდი, თუ ნარგიზ ჩელებაძე ხაბაძის დეიდაა“, – აცხადებს ბაღების გაერთიანების დირექტორი ია ხალვაში (განცხადება იმის შესახებ, რომ ია ხალვაშმა არ იცოდა არჩილ ხაბაძისა და ნერგიზ ჩელებაძის ნათესაობის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ია ხალვაშს სწორედ ამ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით დაუკავშირდა „ბათუმელები“ ჯერ კიდევ სექტემბრის დასაწყისში. მაშინ ია ხალვაშმა თქვა, რომ ნარგიზ ჩელებაძეს მასწავლებლის პოზიციაზე ჰქონდა განცხადება შეტანილი-ავტ.)

 

არჩილ ხაბაძე
არჩილ ხაბაძე

 

ია ხალვაში დეიდის დანიშვნის თაობაზე არჩილ ხაბაძისგან ზარების მიღებასაც უარყოფს: „თქვენ ფიქრობთ, რომ მთავრობის თავმჯდომარე დამირეკავდა იმის გამო, რომ მისი დეიდა დამენიშნა? არ ყოფილა ასე. ნარგიზ ჩელებაძეს თავიდან მასწავლებლის პოზიციაზე ჰქონდა განაცხადი შემოტანილი, მაგრამ, რადგან გამგის პოზიციაზე არავინ შემოიტანა განაცხადება და თანამდებობა ვაკანტური იყო, ამიტომ დავნიშნეთ. მას ალტერნატივა არ ჰყავდა, არც სხვა თანამშრომელი იყო“.

ია ხალვაშის განცხადებით, მასწავლის პოზიციაზე დაახლოებით ათამდე განაცხადი იყო შესული. „ნარგიზ ჩელებაძეს პრიორიტეტი გამოცდილების გამო მიანიჭა. 15 წელი მუშაობდა ბაღში“.

სოფელ კვირიკეს ახალ საბავშვო ბაღში 70 აღსაზრდელი მიიღეს. როგორც ია ხალვაში აცხადებს, მსურველთა რაოდენობა ბევრი იყო, თუმცა ამჯერად ყველას დაკმაყოფილება ვერ მოხერხდა. ია ხალვაში ამბობს, რომ ბავშვებთან მიმართებაში უპირატესობა ჩელებაძეების გვარის ბავშვებს არ მიენიჭებათ: „ბაღში 4-5 წლამდე ბავშვები მივიღეთ, სამ წლამდე ასაკის შემთხვევაში, პრიორიტეტი მიენიჭა მარტოხელა დედების და საჯარო მოხელის შვილებს. ასევე, აღმოჩნდა, რომ მიმდებარე ტერიტორიებზე, – დაგვა, ბობოყვათი და ა.შ. მაცხოვრებლებსაც ჰქონდათ განცხადება შემოტანილი. იმის გამო, რომ ჩვენ ბობოყვათში დავიწყეთ ახალი ბაღის მშენებლობა და მალე დაგვაშიც დავიწყებთ, ამ ეტაპზე ამ სოფლის მაცხოვრებელთა განცხადებების განხილვა არ მოხდება.“ 

 

აჭარის მთავრობის პრესსამსახურში ამბობენ, რომ ამ საკითხზე განმარტებას მოგვიანებით გააკეთებენ.

იტალიაში მოღვაწე ქართველი წარმატებული კარდიოქირურგი, 22-წლიანი სამუშაო სტაჟი და 4 000-ზე მეტი წარმატებული ოპერაცია

 

ბუბა კალანდაძე
ბუბა კალანდაძე

წარმატებული კარდიოქირურგი ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში ყოველთვიურად ჩამოვა და პაციენტების კონსულტაციებისა და ოპერაციების პარალელურად თავის გამოცდილებას ადგილობრივ ქირურგებს გაუზიარებს. ბუბა კალანდაძე სამედიცინო კორპორაცია `ევექსის~ ბავშვთა და მოზრდილთა კარდიოქირურგიის განვითარებისა და სამეცნიერო კვლევების მიმართულების ხელმძღვანელია. იგი ამბობს, რომ სულ მალე ქსელის ჰოსპიტალებში უცხოური გამოცდილებისა და თანამედროვე მეთოდების გამოყენებით ევროპული დონის კარდიოქირურგიული ცენტრები ჩამოყალიბდება. კარდიოქირურგს ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში ახალი მეთოდის დანერგვასა და მის პროფესიულ გამოცდილებაზე ვესაუბრეთ.

ბატონო ბუბა, რას გვეტყვით ახალი მეთოდის შესახებ, რომელიც ახლა ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში ინერგება?

 

მეთოდი, რომლის დანერგვასაც პირველად ბათუმში, რეფერალურ ჰოსპიტალში ვგეგმავთ, არის მინიინვაზიური ტექნოლოგია. ამ მეთოდით კარდიოქირურგიული ოპერაცია საქართველოში არსად ტარდება. ეს მეთოდი მდგომარეობს შემდეგში: მკერდის ძვლის დიდი განაკვეთის ნაცვლად შესაძლოა თორაკოტომიიდან გაკეთდეს ძალიან პატარა განაკვეთები, სადაც ვიდეოთვალით – სპეციალური ხელსაწყოებით შევალთ. ასე უფრო ნაკლებ ტრავმას იღებს ადამიანი ოპერაციის დროს, უფრო მალე გამოჯანმრთელდება და მალე გაეწერება საავადმყოფოდან. ამ მეთოდისკენ მიდის კარდიოქირურგია და მთელი მედიცინაც, რომ რაც შეიძლება ნაკლებ ინვაზიური გახდეს ყველა სახის მკურნალობა. პირველი ოპერაცია ბათუმში ახალი მეთოდით უახლოეს ორ თვეში ჩატარდება, საამისოდ მატერიალურ-ტექნიკური ბაზა უნდა მოვამზადოთ.

 

მალე გერმანიაში მივდივარ, ლაიფციგში, სადაც ყველაზე დიდი გამოცდილება აქვთ ამ ტექნოლოგიის და იქ გავაკეთებ ოპერაციებს. კარდიოქირურგია ისეთი დარგია, რომ არასოდეს არ უნდა გაჩერდე, უნდა წახვიდე იქ, სადაც ყველაზე დიდი გამოცდილება აქვთ, რომ ეს ცოდნა შეიძინო, ამიტომ მათთან ოპერაციების ჩატარება ძალიან საინტერესო იქნება. 

სად მიიღეთ განათლება?

დავამთავრე თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი. შემდეგ ჩავაბარე მოსკოვში, იქ არსებობდა ერთადერთი ცენტრი საბჭოთა კავშირში, სადაც ბავშვთა კარდიოქირურგიული ოპერაციები ტარდებოდა. მოსკოვის კარდიოვასკულარული ქირურგიის ცენტრში ოთხი წელი ვიმუშავე და შემდეგ მიმიწვიეს იტალიაში, ქალაქ ბეგრამოში, სადაც ბავშვთა და დიდების კარდიოქირურგიის ძალიან დიდი ცენტრია. მას შემდეგ უკვე 22 წელია იტალიაში ვმუშაობ და პროექტის ფარგლებში, ყოველ თვეში ჩამოვდივარ საქართველოში.

როგორც ვიცით, სხვა ქვეყნების კლინიკებშიც გაქვთ მუშაობის გამოცდილება

პროფესიული ზრდის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა ქვეყანაში მიიღო გამოცდილება. პირადად მე ისეთ კლინიკებში მივიღე გამოცდილება, როგორიცაა: Alder Hey Children’s Hospital (ლივერპული, დიდი ბრიტანეთი), Hospital San Gaudenzio (ნოვარა, იტალია), Royal Children’s Hospital (მელბურნი, ავსტრალია), International Heart School (ბერგამო, იტალია) და Policlinico di Monza (იტალია, მონცა). ამჟამად ვთანამშრომლობ მილანის `სანდონატოს~ ცენტრთან, სადაც კეთდება როგორც დიდების, ისე ბავშვთა კარდიოლოგიური ოპერაციები, ასევე ბერგამოს კლინიკასა და `სამედიცინო კორპორაცია ევექსის~ ჯუფთან.

რა რთულ შემთხვევას გაიხსენებდით თქვენი პრაქტიკიდან?

ჩემს პრაქტიკაში ერთ-ერთი ყველაზე რთული შემთხვევა რაც მახსოვს, ქართველ პაციენტს უკავშირდება, როცა პატარა ბიჭს თბილისში უთხრეს, რომ ის არაოპერირებადი იყო, რადგან რთული გულის მანკისგან განვითარებული ჰქონდა ფილტვების ჰიპერტენზია. ეს ბავშვი მილანში წავიყვანე, `სანდონატოს~ კლინიკაში, სადაც ვთანამშრომლობ დოქტორ ფრიჯოლასთან და იქ გავუკეთეთ ოპერაცია. ოპერაციის შემდეგ ბავშვი გულის დამხმარე სისტემაში დაახლოებით ხუთი დღის განმავლობაში იყო ჩართული, ღია გულ-მკერდით იწვა რეანიმაციაში, შემდეგ თანდათან მოვხსენით გული დამხმარე აპარატიდან, დავკეტეთ გულმკერდი და უკვე ორი წელიწადია ის სრულიად ჯანმრთელია, დარბის, თამაშობს და იზრდება ისე, როგორც მისი დანარჩენი თანატოლები.

კარდიოქირურგ ბუბა კალანდაძის მომავალი ვიზიტი აჭარაში დაგეგმილია ნოემბრის დასაწყისში. ნებისმიერ მსურველს ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში ერთი კვირის განმავლობაში შეეძლება კონსულტაციის მიღება.

ინგლისური ენის სწრაფად შესწავლა


ცენტრის დირექტორმა  ეკა ჩოჩუამ   მათ წარმატებებზე საუბრისას აღნიშნა, რომ  ინგლისური ენის შემსწავლელი კურსებით მუშაობენ სხვადასხვა ორგანიზაციაში, რომ მათთან სწავლობს თბილისის მერი და   მოქმედი ოთხი მინისტრი.  ეკა ჩოჩუა უმოკლეს დროში ინგლისურის შესწავლის გარანტიაზეც საუბრობს – „რაც შეიძლება ვერ მისცეს სხვაგან პედაგოგმა ორი-სამი წლის განმავლობაში, ჩვენ ნებისმიერი ასაკის მსმენელს, თუ აგვყვება სწავლის პროცესში, ვაძლევთ გარანტიას, რომ ენას შეისწავლის 4-დან 6-თვეში. ჩვენ გვაქვს 25- წლიანი გამოცდილება. ეს არის გოგა ასკურავას მეთოდი – თარგმანზე დამყარებული სწავლება.  



ცენტრში ასევე მიმდინარეობს მომზადება:

  • საერთაშორისო ტესტებისთვის: TOEFL, GMT, IELTS, SAT და სხვა.
  • მომზადება სინქრონული და თანამიმდევრული თარგმანისთვის დასაქმების შემდგომი პერსპექტივით.

გაიცემა შესაბამისი დონის სერტიფიკატი, როგორც თარჯიმნებისთვის, ასევე ინგლისური ენის კურსდამთავრებულთათვის.

ცენტრის ხელმძღვანელია თარჯიმან-სინქრონისტთა ასოციაციის დამფუძნებელი, ინგლისური ენის ცნობილი პედაგოგი გოგა ასკურავა.


საკონტაქტო ინფორმაცია: ელფოსტა: gogaaskurava@yahoo.com;

ტელეფონი: 599 10 28 58, 555 94 01 11 ;593 11 06 36 ;558 26 03 03.

მის.: ბათუმი. მემედ აბაშიძის  გამზირი #50. ხელმძღვანელი –  სოფო მურვანიძე

 

როგორ ამოვიცნოთ ინფარქტი და ინსულტი

ინფარქტის განვითარების რისკი 50 წლის შემდეგ იზრდება. იგი გულის კუნთოვანი ქსოვილის ნეკროზია, რაც ჟანგბადის დეფიციტით არის განპირობებული, ანუ ამ დროს გულის კუნთს საკმარისი რაოდენობის სისხლი არ მიეწოდება, რის გამოც გულის კუნთი ზიანდება.
ინფარქტამდე რამდენიმე დღით ადრე პაციენტს შესაძლოა აღენიშნებოდეს საერთო სისუსტე და უსიამო შეგრძნება გულის არეში. დასაწყისში პაციენტს ტკივილი აწუხებს ფიზიკური დატვირთვის დროს, “შესაძლოა ტკივილი გადაეცემოდეს მხრებში, მკლავებსა და ყბაში. რა თქმა უნდა, ყველა ტკივილი სტენოკარდია არ არის და ტკივილის დიფერენცირებისთვის პაციენტმა დროულად უნდა მიმართოს კარდიოლოგს”, – ამბობს ექიმი კარდიოლოგი ნაირა კობალაძე. მისივე თქმით, განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყვნენ შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტები, რადგანაც ხშირად მათთან ინფარქტი უმტკივნეულო ფორმით ვითარდება.

კარდიოლოგის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანია დროულად და სწორად იქნეს შეფასებული სიტუაცია. “ადამიანებს ჰგონიათ, რომ ნამდვილი ტკივილი, რომელიც საშიშროებას უქმნის მათ ჯანმრთელობას, ლოკალიზებულია უშუალოდ გულის არეში. სინამდვილეში კი რეალური კარდიალური, სტენოკარდიული ტკივილი მკერდის ძვლის უკან აღმოცენდება. ეს არის მოჭერითი ტკივილი და ზეწოლის შეგრძნება. იშვიათად ინფარქტის დროს პაციენტს ტკივილი აღენიშნება კუჭის არეშიც“, – ამბობს ის.

გარდა ამისა, თუ პაციენტს აღენიშნება ინფარქტისთვის დამახასიათებელი სხვა ნიშნებიც: ზოგადი სიფერმკრთალე, ცივი ოფლი, სიკვდილის ან/და გადაადგილების შიში. კარდიოლოგის რეკომენდაციით, პირველი, რაც შეიძლება მოვიმოქმედოთ, არის პაციენტისათვის წნევის გასინჯვა. მაღალი წნევის შემთხვევაში მიეცით მას ნიტროგლიცერინის აბი (ენის ქვეშ). თუ არის საშუალება, ტკივილის მოსახსნელად გაუკეთეთ პაციენტს ტკივილგამაყუჩებელი ინექცია კუნთში ან ვენაში, შემდეგ კი დაელოდეთ სასწრაფო დახმარებას, რათა სწრაფად და უსაფრთხოდ მოხდეს პაციენტის ჰოსპიტალიზაცია.

კიდევ ერთი, გავრცელებული დაავადება იშემიური ინსულტია, რომლის დროსაც ინფარქტისგან განსხვავებით პირველადი დახმარების აღმოჩენა მხოლოდ ექიმის პრეროგატივაა. ნევროპათოლოგ ეთერ მარგალიტაძის თქმით, ამ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს სიმპტომების დროულად ამოცნობას და სასწრაფო დახმარების გამოძახებას, რადგანაც დაგვიანებული დახმარების შემთხვევაში ხშირია პაციენტის სიკვდილი ან ინვალიდობა – შესაძლოა პაციენტს დარჩეს ხელის, ფეხის ან სახის მძიმე პარეზი (დამბლა).

ინსულტი თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევაა, რომელიც შეიძლება იყოს იშემიური, როცა სისხლძარღვი იკუმშება, რის გამოც ტვინს სისხლი არ მიეწოდება და ჰემორაგიული, როცა სისხლძარღვი სკდება და სისხლი ტვინში ჩაქცევა.

ეთერ მარგალიტაძის თქმით, იშემიური ინსულტის შემთხვევები უფრო ხშირია, ვიდრე ჰემორაგიული – “ხუთი ერთთან, ასეთია სტატისტიკა. ჰემორაგიული ინსულტის ყველაზე ხშირი მიზეზი ტრავმაა, იშემიური ინსულტის მიზეზი კი შეიძლება გულსისხლძარღვთა სისტემის სხვადასხვა დაავადება გახდეს”.
იშემიური ინსულტი ძირითადად ხანშიშესულ, 50-60 წელს გადაცილებულ ადამიანებს ემართებათ, თუმცა თანამედროვე სტატისტიკით იგი საკმაოდ გაახალგაზრდავდა და შესაძლოა 25 წელს გადაცილებულ ახალგაზრდებშიც შეგვხვდეს.

ინსულტის ნიშნები შესაძლოა პაციენტს აღენიშნოს იშემიის დადგომამდე პირველ, ანუ პროგრამულ პერიოდში, რომელიც  რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე შეიძლება გაგრძელდეს. ამ პერიოდში პაციენტს აქვს მოვლითი (პაროქსიზმული) თავის ტკივილი, ლოყის, ხელის ან ფეხის მგრძნობელობის დარღვევა. შესაძლოა მოტორიკის (მოძრაობის) დარღვევა, თავბრუხვევა, არითმია, მეტყველების ან მხედველობის დარღვევა, რომელიც შეიძლება გამოხატული იყოს როგორც თვალების დაბნელებით, ისე გაორებული მხედველობით.

სიმპტომები დღითითდე უფრო მდგრადი ხდება. თუ თავიდან ისინი რამდენიმე წუთს გრძელდება, შემდეგ მათ გაქრობას რამდენიმე საათი სჭირდება. თუმცა, ნევროპათოლოგის თქმით, ინსულტი ყოველთვის ამ სცენარით არ ვითარდება და სისხლძარღვის იშემია შესაძლოა ყოველგვარი წინასწარი სიმპტომის გარეშე ჩამოყალიბდეს. ამ დროს იშემიური ინსულტის ამოცნობა შესაძლებელია რამდენიმე მკვეთრად გამოხატული სიმპტომით, რომელსაც შესაძლოა თავად პაციენტი ვერ ამჩნევდეს:

  • ჩამოკიდებული ლოყა – ამ დროს შეიმჩნევა სახის კუნთის მოშვება და მისი ქვემოთ ჩამოქცევა. სახის ნაწილი დაბუჟებული და მოდუნებულია, ადამიანი ვერ იღიმის თანაბრად.
  • კიდურის სისუსტე – პაციენტს თავიდან დაბუჟების შეგრძნება უჩნდება რომელიმე კიდურში, შემდეგ კი საერთოდ ვერ იმორჩილებს და ვეღარ ამოძრავებს მას.
  • მეტყველების დარღვევა – სავალდებულო არ არის პაციენტი საერთოდ ვერ ლაპარაკობდეს, იგი შეიძლება მეტყველებდეს გაუგებრად, ენის მოჩლექით და მარტივ წინადადებასაც კი ვერ იმეორებდეს გამართულად.

აუცილებელი არ არის პაციენტს ყველა სიმპტომი ერთდროულად აღენიშნებოდეს.

ნევროპათოლოგის თქმით, პირველივე სიმპტომის შემჩნევისას, პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, არის სასწრაფო დახმარების გამოძახება. “პაციენტი სასწრაფოდ უნდა გადავიყვანოთ საავადმყოფოში, ოღონდ ეს მხოლოდ ექიმის პრეროგატივაა, ასეთი პაციენტის გაქანება არ შეიძლება, მთავარია, დროულად ამოვიცნოთ სიმპტომები და დავრეკოთ სასწრაფოში”, – ამბობს ეთერ მარგალიტაძე. -“მას შემდეგ, რაც სასწრაფოს გამოიძახებთ, შეგიძლიათ პაციენტს გაუზომოთ წნევა და დროის მოგების მიზნით, სასწრაფო დახმარების ექიმს პაციენტის შესახებ რაიმე ინფორმაცია დაახვედროთ”.

ვინ დადო მარიხუანა ტაქსის სავარძლის ქვეშ?

 

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო
ბათუმის საქალაქო სასამართლო

 

 

„ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებული მიემალება გამოძიებას, მან შესაძლოა დატოვოს ქვეყანა. გარდა ამისა, ის გამომძიებელს ურევდა გზას, ირწმუნება, რომ მას ჩაუდეს ნარკოტიკული ნივთიერება, ამიტომ ვითხოვ მის დაკავებას“, – დაახლოებით ასეთი შინაარსის შუამდგომლობა ჰქონდა პროკურორ შოთა ხორავას სასამართლოში.

 

ბრალდებულის ადვოკატი გურამ ნაკაშიძე იცავდა. მან მოსამართლე დავით მამისეიშვილს უთხრა, რომ ბრალდებულს სამი შვილი ჰყავს და სამი შვილიშვილი (ერთი შვილი არასრულწლოვანია); დაკავებული ტაქსის მძღოლი ოჯახის ერთადერთი მარჩენალია და ამიტომაც აღკვეთის სახით გირაოს შეფარდება მოითხოვა, გირაოს თანხა ხუთი ათასი ლარი, გადახდის ვადად კი 20 დღე ითხოვა. შემამსუბუქებელ გარემოებად ადვოკატმა ის ფაქტი დაასახელა, რომ დაკავებული ადრე ნასამართლევი არ არის.

 

მოსამართლემ ბრალდებულს გირაოს სახით რვა ათასი ლარის გადახდა დააკისრა, გადახდის ვადად 22 დღე განუსაზღვრა.
მოსამარლე დავით მამისეიშვილმა გაითვალისწინა ის გარემოება, რომ დაკავებული ადრე ნასამართლევი არ არის, აქვს მუდმივი საცხოვრებელი მისამართი, ჰყავს მცირეწლოვანი შვილი და არის ოჯახის მარჩენალი. გირაოს თანხის 60% გადახდის შემდეგ პატიმარს საპყრობილიდან გაათავისუფლებენ.

 

ახლა ნათესავები გირაოსთვის თანხას აგროვებენ. მოსამართლის გადაწყვეტილებით, დაკავებული კვირაში ერთხელ გამოცხადდება გამომძიებელთან, პირადობას და პასპორტს ასევე გამომძიებელს ჩააბარებს. ეს იმიტომ, რომ მან საზღვრის დატოვება ვერ მოახერხოს.

 

დაკავებულს სასამართლო პროცესზე არაფერი არ უთქვამს, თუმცა მოსამართლემ თქვა, რომ პატიმარი დაკავებისა და ჩხრეკის ოქმებში მიუთითებს, რომ მარიხუანა მისი საკუთრება არ იყო და მას ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუდეს. მოსამართლემ ბრალდებულს მიმართა: „ეს ფაქტიც გამოსაძიებელია. სასამართლო ამაზე შეფასებას ამ ეტაპზე ვერ გააკეთებს, მაგრამ თუ თქვენ ფიქრობთ, რომ პოლიციელებმა დაარღვიეს თქვენი უფლება, შეგიძლიათ მიმართოთ სასამართლოს და მოითხოვოთ კომპენსაცია, როგორც მატერიალური, ასევე – მორალური“.

 

მოსამართლემ ყურადღება გაამახვილა დაკავების დროს პროცესუალურ დარღვევებზე; მაგალითად, დაკავების ოქმში დაკავების დროდ მითითებულია – 20:27 საათი, ხოლო ჩხრეკის ოქმში – 19:55 წუთი. რატომ არის მსგავსი სხვაობა დროის თვალსაზრისით საქმის მასალებში დაფიქსირებული? – ამ კითხვაზე პასუხის გაცემა სასამართლოში პროკურორს მოუწევს.

 

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ტაქსის მძღოლი კლიენტმა გამოიძახა, გამოძახების ადგილზე მისული კი პოლიციამ შეაჩერა და მანქანაში, სავარძლის ქვემოთ „მარიხუანა“ უპოვეს.

მურმან დუმბაძე: მე მიმიყვანე იმ სკამზე და მატარებელს ვერ გააუქმებენ






ბატონო მურმან, რატომ გაუქმდა ეს რეისი?

 

 2014 წლის მაისში ჩემთან საქართველოს რკინიგზის მგზავრთა გადაყვანის სპეციალისტები მოვიდნენ და მითხრეს, რომ ჰქონდათ ბათუმი-თბილისის ღამის მატარებლის რეისი გაუქმების შესახებ ინფორმაცია. მე დავაზუსტე ინფორმაცია და აღმოჩნდა, რომ სიმართლე იყო. საქართველოს რკინიგზის მგზავრთა გადაყვანის ხელმძღვანელობას ბათუმის მაჟორიტარის ბიუროდან წერილი გავუგზავნე. გარკვეული დროის შემდეგ საქართველოს რკინიგზიდან მთხოვეს შეხვედრა. როცა ჩამოვიდნენ ბათუმში, შემომთავაზეს მთავრობის თავმჯდომარის კაბინეტში შეხვედრა. მგზავრთა გადაყვანიდან ორი ადამიანი – მათ შორის მგზავრთა გადაყვანის განყოფილების ხელმძღვანელი პაატა ყიფიანი იყო.

 

მე ვთხოვე არ მიეღო საქართველოს რკინიგზას ეს გადაწყვეტილება, მაგრამ გადამწყვეტი სიტყვა უნდა ეთქვა არჩილ ხაბაძეს. მან, სამწუხაროდ, ვერ თქვა ეს გადამწყვეტი სიტყვა. პირველ პოლიტიკურ პირს გადამწყვეტი სიტყვის თქმა, დადასტურებულად განცხადების გაკეთება უნდა შეეძლოს.
მათ მოილაპარაკეს, რომ უნდა გაუქმებულიყო, მე კი ამ შეხვედრაზე აღმოვჩნდი, როგორც მესამე პირი.

 

 

მე შევთავაზე, რომ ზაფხულში მაინც არ გაეკეთებინათ ეს, რადგან ტურისტულ სეზონზე მგზავრთა დიდი ნაკადია. იმდენი მოვახერხე, რომ სექტემბრამდე მოვედით.

 

 თქვენ ფიქრობთ, არჩილ ხაბაძეს რომ ეთქვა უარი, „საქართველოს რკინიგზა“ ამას ვერ გააკეთებდა?

 

მე რომ ვყოფილიყავი ხაბაძის ადგილზე, მატარებლის მაგ რეისს ვერ გააუქმებდნენ, გადამწყვეტ ზომებს მივიღებდი… ლიდერი რომ ხარ, რეგიონის სასიკეთოდ ხომ უნდა თქვა რამე, მუდმივი მლიქვნელობა ყველას წინაშე, მუდმივი თავის დახრა არ შეიძლება. ლიდერი ლიდერი უნდა იყოს. ჩემი მიყვანა ხაბაძის კაბინეტში იყო ის, რომ მე აღმოვჩენილიყავი მესამე პირად.

 

 და მაინც, რატომ უნდოდათ ბათუმი-თბილისი ღამის მატარებლის რეისის გაუქმება?

 

ძვირი ჯდება. ვაგონები არ გვაქვს, ზუგდიდში უნდა გადავიტანოთ ვაგონებიო. ღამის მატარებლის ერთ ვაგონში მგზავრობს 36 ადამიანი, დღის მატარებელში – 80 ადამიანი. თეთრეული უნდა, მეტი მომსახურება უნდა… მოკლედ, სიძვირით ახსნეს, მაგრამ ეს არ არის ძლიერი არგუმენტი.

 

გრაფიკთან დაკავშირებით რა ინფორმაცია გაქვთ?

 

 მაშინ თქვეს, რომ დღის მატარებელს ღამის მატარებლის გრაფიკზე დასვამდნენ. ავადმყოფია, მოხუცია, ფეხმძიმეა…. თელავიდან თბილისში ღამის მატარებელი არ უნდა, მაგრამ ბათუმი ყველაზე შორი ქალაქია, ამიტომ დანიშნეს კომუნისტების დროს ეს მატარებელი.

 

მატარებლის რეისის გაუქმებით კანონი არ ირღვევა, მაგრამ მე მაქვს ჩემი არგუმენტები, რატომაც არ უნდა გაუქმდეს – იმიტომ, რომ ბათუმი ყველაზე დაშორებული ქალაქია დედაქალაქიდან. იმიტომ, რომ აჭარიდან ჩასული კაცი დაჯდა მატარებელზე, მთელი დღე გაატარა თბილისში, გააკეთა თავისი საქმე, სად წავიდეს მერე, სასტუმროში? – ვერ წავა სასტუმროში. საღამოს დაჯდა მატარებელზე და უკან წამოვიდა. იმიტომ, რომ 60 წლის ისტორია აქვს…

 

პირველი პოლიტიკური პირი არ უნდა იმალებოდეს, როცა ხალხისთვის მნიშვნელოვანი თემა წყდება. მე მიმიყვანე იმ სკამზე და მატარებელს ვერ გააუქმებენ.

 

ჩემი აზრით, ეს რეისი უნდა აღადგინონ.

ჟურნალისტები და დისკრიმინაციული ენა

 

 

 

სემინარი ჟურნალისტებისთვის

 

 

როგორც ჟურნალისტები ამბობენ, დისკუსიის დროს ყველაზე ბევრი კითხვა, ოჯახური ძალადობისა და რელიგიური თემების გაშუქების ირგვლიც დაისვა.

 

 

„ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო რელიგიური თემები და გენდერული საკითხები. სიახლე იყო ჩემთვის ქალთა უფლებრივი მდგომარეობა სამოქალაქო ქორწინების და  და ჯვრის წერის შემთხვევებში. აქამდე ვფიქრობდი, რომ ქალს განქორწინების შემდეგ გარკვეული ქონებრივი უფლებები ჰქონდა იმ შემთხვევაში თუ ის მეუღლესთან ჯვარდაწერილი იყო და არ იმყოფებოდა სამოქალაქო ქორწინებაში, რაც ასე არ ყოფილა. შევეხეთ ბევრ ისეთ თემას,  რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან ხშირად ხდება და რომლის გაშუქების დროს, მედია  დისკრიმინაციას ავლენს“- ამბობს მე-4 არხის ჟურნალისტი ნინო ინაიშვილი. 

 

 

ჟურნალისტის აზრით, მსგავსი განხილვები მედიას დაეხმარება აღარ დაუშვას შეცდომები სენსიტიური საკითხების გაშუქების დროს:

 

 

 

„ძალიან ხშირად, მორწმუნე ჟურნალისტები განიცდიან თავიანთი სულიერი მოძღვრების ზეგავლენას, რაც განაპირობებს მათ სუბიექტურობას გარკვეული საკითხების გაშუქების დროს, შედეგად კი ვიღებთ  დისკრიმინაციას“.  

 

 

 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელის ნინო ჩიხლაძის თქმით, მედია საკმაოდ დისკრიმინაციული იყო, ქობულეთში მომხდარი ინცინდენტის გაშუქების დროსაც: „იგივე ღორის თავის მიჭედების თემა, მედიის მხრიდან არ იყო ბოლომდე ეთიკურად გაშუქებული. სიუჟეტებში აქცენტი კეთდებოდა იმაზე რომ არამუსლიმ მოსახლეობას არ სურდა მუსლიმური სასწავლების გახსნა, თუმცა არ ყოფილა განმარტება  ადამიანის უფლებებზე, რომ ყველას აქვს არჩევანის თავისუფლება“.   

 

 

ნინო ჩიხლაძის განმარტებით, მედია ასევე სიფრთხილით უნდა მოეკიდოს ოჯახური ძალადობის საკითხების გაშუქებასაც:

 

 

 „გივე ქალთა მკვლელობების გაშუქება შეიცავდა დისკრიმინაციის ნიშნებს.  მოსახლეობა გამოკითხული იყო იმ ფორმით, რომელიც აჩენდა ამ მკვლელობების გამართლების საფრთხეს. ბუნებრივია, ფაქტის გაშუქების დროს ყველა მხარე უნდა ჩაიწეროს, მაგრამ დასკვნის სახით უნდა მიეწოდოს საზოგადოებას დანაშაულის გამომწვევი მიზეზები და ის, რომ მკვლელობა არანაირი მიზეზით არ შეიძლება იყოს გამართლებული“.

 

 

სემინარი ორდღიანია. გუშინ ჟურნალისტები ევროპული სამართლის დეტალებს გაეცნენ, დღევანელი დღე კი, როგორც ტრენერები აცხადებენ, გენდერულ საკითხებს და ანტიდისკრიმინაციული კანონის განხილვას დაეთმობა. ტრენინგი ევროკავშირის პროექტის ფარგლებში ტარდება.

 

Exit mobile version