ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ზაალ მამუჭაძე, „ბათუმელებთან“ კომენტარში აცხადებს, რომ ქალაქში არსებულ ღია ჭებს აკონტროლებენ, თუმცა იყო თუ არა უსაფრთხოების ნორმები დაცული ბაგრატიონის ქუჩაზე, ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს:
„გადავამოწმებ ინფორმაციას და გავიგებ“- აცხადებს ის. ზაალ მამუჭაძის ინფორმაციით, ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაციას, ქალაქის კეთილმოწყობის სამსახური ახორციელებს და შესაბამისად, უსაფრთხოების ზომებიც მას უნდა მიეღო.
„თუ მონიტორინგის დროს ვნახულობთ კანალიზაციის ღია ჭებს, ვუკავშირდებით და საქმის კურსში ვაყენებთ მათ, ვისაც ექვემდებარება ეს ჭა. ხალხი ახლაც გაშვებული გვყავს შემოწმებაზე და თუ სადმე კიდევ აღმოჩნდება ფაქტი, დაგვირეკავენ“-აცხადებს სამსახურის უფროსი.
ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად ქუჩების დიდი ნაწილი იტბორება, რის გამოც ღია ჭები როგორც ქვეითებს, ასევე ავტომანქანებსაც საფრთხეს უქმნის.
„მეწყერია ჩამოწოლილია გზაზე, გვირაბთან. გზა გადაიკეტა და საფრთხე სასაფლაოებსაც ემუქრება“- აცხადებს, მწვანე კონცხის დასახლების მაცხოვრებელი, დათო ჯინჭარაძე.
მოქალქე აცხადებს, რომ სამაშველო სამსახურს დაუკავშირდნენ: „გაფრთხილებულია ქალაქის მერიაც“.
„ყველა გამოძახებაზე იყო რეაგირება. ძირითადი ზარები დატბორვის გამო იყო, აეროპორტის მიმართულებით იყო ქუჩები დატბორილი, ჯგუფები გასულია და მუშაოებენ. ქობულეთში, სოფელ ალამბარში მეწყრული პროცესებია განვითარებული, თუმცა მაგისტრალური გზები ჩაკეტილი არ არის, გარდა გოდერძის უღელტეხილისა, რადგან იქ ერთი მეტრო თოვლია“-აცხადებს სამაშველოს უფროსი.
მეწყრული პროცესები განვითარდა სოფელ ჯოჭოშიც. მამუკა თირმანიძის ინფორმაციით, ორ ოჯახი გადაყვანილია უსაფრთხო ზონაში.
„მიმდინარეობს მოკვლევა რამდენად უსაფრთხოა იმ ადგილზე ამ ოჯახების დაბრუნება. თუ დასკვნა იქნება დადებითი, მაშინ შეკეთდება დაზარალებულთა სახლები, თუ არა მოხდება მათი სხვაგან გადაყვანა“.
მაშველებმა ამ დრომდე ვერ მიაკვლიეს ქობულეთში წყალში დაკარგულ მამაკაცს, რომელიც მდინარეში ძაღლის გამო შევიდა.
„ელექტროენერგია არ გვაქვს, ამ დროისთვის მთლიანად გათიშულია მუნიციპალიტეტი. 20 სოფელს კი არც საერთო გათიშვამდე მიეწოდებოდა შუქი. მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარი 70 სმ აღწევს, ცენტრალურ მაგიასტრალზე მოძრაობა არ შეწყვეტილა, თუმცა სოფლების მიმართულებით, ჯერ გაწმებდითი სამუშაოები არ დაწყებულა. ტექნიკა მობილიზებულია“- აცხადებს გამგებელი.
გამგებლი ამბობს, რომ მოსახლეობისგან მეწყრული პროცესების განვითარების თაობაზე ჯერ-ჯერობით შეტყობინება არ მიუღია.
გამგებლის განცხადებით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა ზამთრისთვის შეშითაც მომარაგებულია:
„დაახლოებით ერთი კვირის წინ, მქონდა ინფორმაცია რომ 90 პროცენტი მოსახლეობის შეშით უზრუნველყოფილია. სატყეოს ვესაუბრე და ლიმიტი ამ დროისთვის ამოწურულია“.
“ბათუმელებს” ეს ინფორმაცია სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა დაუდასტურეს.
მათივე ცნობით ამ დროისთვის ზარები არ წყდება. მოსახლეობა აჭარის სხვადასხვა მუნციპალიტეტიდან ითხოვს დახმარებას. სამაშველო სამსახურის თანამშრომლები კი ინფორმაციას მუნიციპალიტეტების გამგეობებს აწვდიან.
ინფორმაციას ამის შესახებ “ბათუმელებს” აჭარის სამაშველო სამსახურში დაუდასტურეს. მათივე ცნობით დაშავებული არავინ არ არის და სამივე ავტომანქანა საპატრულო პოლიციისა და სამაშველო სამსახურის თანამშრომლების დახმარებით ამოყვანილია.
მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები მერთან შეიკრიბნენ და ქალაქში არსებული მდგომარეობა განიხილეს. ამ დრომდე მიმდინარეობს დატბორილი ეზოებიდან და სახლებიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაოები.
გამოდარებისთანავე დაიწყება დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობის შესწავლა და ზარალის დათვლა. მერიის წარმომადგენლები სამოქმედო უბნების მიხედვით შეისწავლიან მდგომარეობას და ინფორმაციას მერს წარუდგენენ.
ინფორმაციას ამის შესახებ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ამიტომ ქობულეთისა და ბათუმის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები შემოვლითი გზით გადაადგილდებიან. რაც შეეხება სატვირთო მანქანებს მათ შემოვლითი გზით არ უშვებენ და ისინი გვირაბთან არიან გაჩერებულები.
შემოვლით გზაზე ანუ მწვანე კონცხე კი წვიმს და საცობია. “ბათუმელებს” ფოტო გიორგი გოხიძემ მოაწოდა.
პარალელურად მობილიზებულია ადმინისტრაციულ ერთეულებში სპეციალური მობილური, სამაშველო-სახანძრო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები-ინფორმაციას ამის შესახებ ქობულეთის მუნციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.
წინასწარი პროგნოზით ამინდის გაუარესება 24:00 საათიდან არის ნავარაუდები.
მუნიციპალიტეტის შექმნილი საგანგებო შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. ამოქმედებულია ცხელი ხაზი. საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შემდეგ ტელეფონის ნომრებზე: 0426 26 72 09; 595 70 44 00; 599 85 63 73; 599 85 63 74.
ქობულეთში, სოფელ აჭყვისთავში მეწყერული კერები გააქტიურდა, ადგილზე ამ წუთებში (17:20 საათი) ქობულეთის გამგებელი სულხნ ევგენიძე იმყოფება და “ბათუმელები” დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.
“მიუხედავად იმისა, რომ რეგულარულად იწმინდება ზღვაში გამსვლელი არხები, ქალაქის რამდენიმე ქუჩა დაიტბორა”-წერია ნიუსში რომელიც ქალაქის მერმა სოციალურ ქსელში, მის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.
“რთული მდგომარეობაა ე.წ. ჭაობის დასახლებაში. დატბორილია თავდადებულის, ლერმონტოვის, სულაბერიძის, მალაზონიას, მაიაკოვსკისა და გოგოლის ქუჩები, სადაც ინტენსიურად მიმდინარეობს ამოტუმბვითი სამუშაოები.
ამ დროისთვის სახანძრო დაცვისა და საგანგებო სიტუაციათა სამსახურში დატბორვასთან დაკავშირებით 50-მდე ზარი დაფიქსირდა”-წერს ქალაქის მერი ფეისბუქის გვერდზე.
როგორც ბესკ ბაუჩაძემ”ბათუმელებს” უთხრა, სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლების დახმარებით, თოვლში ჩარჩენილი ავტომანქანები გოდერძის უღელტეხილიდან გამოყვანილია.
მისივე ინფორმაციით, გოდერძის უღელტეხილზე ათ სანტიმენტრამდე თოვლია.
გამგებელი ამბობს, რომ მუნციპალიტეტში სოფლებთან მისასვლელი გზებზე მოძრაობა არ შეზღუდულა. მისივე ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით არც მეწყრული კერები არ გაჩენილა.
„იმ დროს სოფელ ორცვაში ვცხოვრობდით. მამაჩემი, მუსა ქაჯაია კოლმეურნეობაში ბუღალტრად მუშაობდა. 1937 წელს თავის ბიძაშვილებთან ერთად დაიჭირეს. ზუსტად არ ვიცით სასჯელს სად იხდიდა, მაგრამ როგორც შემდეგ გავარკვიეთ, ციმბირში გაუსახლებიათ.
ჟანდარმები მუსა ქაჯაიას სახლში შუაღამით შევიდნენ. „ყველაფერი ააყირავეს და რაც მამას ეკუთვნოდა, წაიღეს. ასე დარჩა დედა მარტო. არც ჩვენ გვქონია ბავშვობა, ჩვენი „სათამაშო“ ბარი, ცელი და თოხი იყო. პატარები ვიყავით, მაგრამ ფიზიკურად ვმუშაობდით. თამბაქო, ვენახი, საქონელი და ბოსტანი – ყველაფერი დედის მხრებზე იდგა. ჩვენც ვცდილობდით საქმე შეგვემსუბუქებინა მისთვის. მამის დაჭერაზე თითქმის არ ვსაუბრობდი, მაგრამ როცა ძალიან დავიღლებოდი, ტყიდან შეშის ზიდვით ან რაიმე მძიმე საქმით, მაშინ ვლანძღავდი ხოლმე მათ ვინც მამა წაგვართვა“.
იმ დღის შემდეგ მერი ქაჯაიას ოჯახს მამისგან არანაირი შეტყობინება არ მიუღია.
„თბილისში რომ გავგზავნე განცხადება, იქედან მომწერეს, ციმბირის ჰავას ვერ გაუძლო და იქ გარდაიცვალაო. სახლში არც მასთან ერთად დაკავებული ბიძაშვილები დაბრუნებულან. ისინიც, როგორც გვითხრეს, ციმბირში გარდაიცვალნენ.
წლების წინ, როცა ჩემი რძალი საავადმყოფოში მუშაობდა, იქ შეხვედრია ერთ კაცს, რომელიც ციმბირში ათი წელი იხდიდა სასჯელს და მას უთქვამს, რომ მამაჩემს იცნობდა. ჩემი ძმის გაცნობაც მოუსურვებია, მაინტერესებს, ისიც მამასავით კარგი კაცია თუ არაო. მაშინ ჩემი ძმა ქალაქის რაიკომის მდივანი იყო. სამწუხაროდ, ეს კაცი ჩემს ძმასთან შეხვედრამდე გარდაიცვალა და ეს ბოლო შესაძლებლობაც დავკარგეთ“, – ამბობს მერი.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა კავშირში რეპრესიების ახალი ტალღა დაიწყო. მერი ქაჯაიას ოჯახი მეორედ გახდა რეპრესიების მსხვერპლი: „ამჯერად ჩემი ბიძაშვილი და მისი ოჯახი, პატარა ბავშვებით გადაასახლეს ყაზახეთში, მაგრამ სტალინის გარდაცვალების შემდეგ დაბრუნდნენ. მიზეზი არც ახლა იყო ნათელი, ამბობდნენ, რომ თურქეთში გადადიოდნენ და ამის გამო. ჩემი ბიძაშვილი უსუფ ქაჯაია კარგი მომღერალი იყო და იმ დღეებში მოსკოვშიც აპირებდნენ მიწვევას, მაგრამ ასე მოხდა“.
მერი ქაჯაია ამბობს, რომ ადამიანების უსამართლოდ დასჯა ყველაზე დიდი ბოროტებაა: „განა შეიძლება ადამიანები მტკიცებულებებისა და ბრალის გარეშე დაიჭირო? ვინ რას მოიგებს ამით? მხოლოდ ძალადობა და სიძულვილი შეიძლება გააძლიერო. არც საბჭოთა ხელისუფლებას მოუგია რამე… ყველა ბავშვს აქვს უფლება იცხოვროს ნორმალურ ოჯახურ გარემოში, მშობლების მზრუნველობისა და სიყვარულის ქვეშ, მაგრამ საბჭოთა ხელისუფლებამ წამართვა მე ეს უფლება, მამას კი სიცოცხლე მოუსპო“.
ჩაიხერგა მუნიციპალურ ცენტრთან დამაკავშირებელი გზა ზესოფელში, ბათუმი-ახალციხის ცენტრალური საავტომობილო გზის ქედის მონაკვეთზე სოფელ ზვარესთან მეწყერი აქტიურდება.
ქედის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით შემთხევევის ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და მიმდინარეობს გზების გაწმენდა-გასუფთავება ჩამოსული მასისგან.
ქობულეთის გამგებლის, სულხან ევგენიძის ინფორმაციით, მამაკაცი, რომელსაც სამაშველო სამსახური უკვე მეორე დღეა ეძებს, საქონლის მოსაძებნად იყო წასული. მამაკაცს ახლდა ძაღლი, რომელიც ადიდებულ მდინარეში გადახტა.
სამაშველო სამსახურის ინფორმაციით ქობულეთში, სოფელ აჭყვაში ზვავი ჩამოწვა, გარდა ამისა წვიმის დროს დაიბორა ერთი სახლი. ადგილზე უკვე მუშაობა დაასრულეს სახანძროს სამსხაურის თნამშრომლებმა, საგანგებო სამსახურის ცნობით მათ წყალი ამოტუმბეს.
ქობულეთის გამგებლის, სულხან ევგენიძის ინფორმაციით, მამაკაცი, რომელსაც სამაშველო სამსახური უკვე ორი საათია ეძებს, საქონლის მოსაძებნად იყო წასული. მამაკაცს ახლდა ძაღლი, რომელიც ადიდებულ მდინარეში გადახტა.
ადიდებულ მდინარეში ინსტიქტურად გადაეშვა მამაკაციც. გამგებელი ამბობს, რომ მაშველები ჯერ კიდევ ეძებენ მდინარის მიერ გატაცებულ მამაკაცს. სულხან ევგენიძის ინფორმაციით, ძლიერი ქარმა ქალაქ ქობულეთში მოგლიჯა ხე.
გამგებელი ამბობს, რომ ამ დროისთვის ქობულეთში, თბილისის ქუჩაზე უკვე მორჩნენ ხისგან გადაკეტილი ქუჩის გაწმენდას და მოძრაობა აღდგენილია. ქობულეთის გამგებლის ინფორმაციით, სტიქიამ ჩაქვის დასახლებაში სახურავი ახადა ერთ სახლსაც.
ბატონო დავით, საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანიის დამფუძნებლები და 50/50- პროცენტიანი წილის მფლობელები რუსეთის მოქალაქეები – სერგეი დავიდოვი და მელიტონ ტორჩინავა არიან. ვინ არიან კომპანიის მფლობელები და რატომ გადაწყვიტეს აჭარაში სამშენებლო ბიზნესში კაპიტალდაბანდება?
„დიეს გრუფის” დამფუძნებელი არის სერგეი დავიდოვი. მელონ ტორჩინავაზე ძალიან მოკლედ შემიძლიათ გითხრათ, მალე სერგეი დავიდოვი იქნება ასპროცენტიანი წილის მფლობელი. დაფუძნებამდე გვქონდა რამდენიმე კომპანია, მათ შორის სავაჭრო ცენტრი „მოსკოვი” (ძველი უნივერსამის შენობა). „უნივერსამის” ერთ-ერთი დამფუძნებელი არის სიმონ დავიდოვი, სერგეის ბიძა და მეორე – მარინა დავიდოვა, სერგეი დავიდოვის შვილი. სერგეი დავიდოვი დაბადებულია ბათუმში, 14 წლამდე იზრდებოდა აქ, შემდეგ მშობლები გადავიდნენ რუსეთში, მოსკოვში. სერგეი 2008 წელს ჩამოვიდა რუსეთიდან საქართველოში და სამწუხაროდ დაემთხვა ომი. მაგრამ ამას არ შეუშინდა, რადგან ძალიან დიდი ცვლილებები ნახა ბათუმში და გადაწყვიტა, აქ ბიზნესი დაეწყო.
რა ბიზნესითაა დაკავებული რუსეთში?
ბატონი სერგეის ოჯახი რუსეთში ფლობს კომპანია „ჟიგულის” 50-პროცენტიან წილს, საოჯახო ბიზნესი აქვთ. ძირითადად მუშაობენ ნავთობზე, ბენზინგასამართი სადგურები აქვთ თავისი ინფრასტრუქტურით, რაც ახლავს ბენიზგასამართ სადგურებს – სამრეცხაო, საბურავების მონტაჟი-დემონტაჟი და ასე შემდეგ. პლუს ამას აქვს ორი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, ეს უკვე პირადად მისი ბიზნესია.
აჭარაში არაერთი სამშენებლო კომპანიაა ბაზარზე, მათ შორის კომპანიები, რომელთაც აქვთ მუშაობის უკვე მრავალწლიანი გამოცდილება, კონკურენცია სამშენებლო ბაზარზე არის. რატომ გადაწყვიტეთ აქ კაპიტალდაბანდება?
ბატონი სერგეი მეგობრული სიტუაციიდან გამომდინარე მე დამეყრდნო, ეს ჩემი იდეა იყო. ჩვენ ბავშვობის მეგობრები ვართ და ამიტომაც დავიწყეთ ეს საქმე. ყველა ბიზნესში, გინდათ მშენებლობა იყოს ეს ან სხვა რამ, ძირითადი პრინციპი უნდა იყოს გულახდილობა და თანადგომა. უშეცდომო არავინ არ არის.
რა არის თქვენი კომპანიის უპირატესობა, რატომ უნდა მოვიდეს მომხმარებელი თქვენთან?
საწყის ეტაპზე მინდოდა გაგვეკეთებინა წინადადება ახალგაზარდა ოჯახებისთვის, ყველა იმ ადამიანისთვის, რომელსაც შეუძლია ნაქირავებში თანხის გადახდა. გათვლა გვქონდა სწორედ ასეთ ოჯახებზე და მოვამზადეთ წინადადება – სამწლიანი უპროცენტო განვადება, წინასწარი შენატანის გარეშე, რომ საშუალო ხელფასის მქონე ადამიანებს შეძლებოდათ ბინის ყიდვა. ამ გათვლით დავიწყეთ და 500 ბინა ჩვენ მოკლე ხანში აღარ გვქონდა. მომხმარებელიც ხედავს იმ უპირატესობას, რაც ჩვენს კომპანიას აქვს. არავინ არ მინდა შევურაცხვყო, მაგრამ არის ბევრი მშენებლობა, რომელიც მუშაობს ასე – გაყიდა ბინა 30-პროცენტიანი ან 100-პროცენტიანი შენატანით, გარკვეული სამუშაოები ჩაატარა და გაჩერდა, რადგან ელოდება ბინების გაყიდვას. როცა ადამიანი მოდის და ხედავს, რომ მშენებლობა სწრაფად მიდის, ნდობის მომენტი მეტია. წელს, 20 ივნისს, გვქონდა მშენებლობის გახსნა, მხოლოდ შენობის საძირკველი იყო და დღეს დაისხა მეშვიდე სართულზე იატაკი. ჩვენ ვიმუშავეთ ხალხზე და არა იმაზე, რომ ერთი ბინიდან ზემოგება მიგვეღო.
რა ღირს ერთი კვადრატული მეტრი თქვენს აშენებულ სახლებში?
პირველ ეტაპზე 380 დოლარად გავყიდეთ კვადრატული მეტრი, უპროცენტო განვადებით და შემდეგ, შემიძლია ვთქვა, რომ 99 პროცენტი გაიყიდა 400 დოლარად სამწლიანი განვადებით, პირველადი შენატანის გარეშე.
სამომავლოდ ფასი შენარჩუნდება თუ გაიზრდება?
იმავე ფასებს შევინარჩუნებთ. აჭარის გზატკეცილზე, ტბელ-აბუსერიძის ქუჩაზე, სადაც ჩვენი 46-სართულიანი კორპუსი შენდება, მის გვერდით არის შენობა, რომელიც კატასტროფულ მდომარეობაშია. ამ სახლის დემონტაჟს ვაპირებთ, დროებით საცხოვრებლად გადაგვყავს ხალხი გვერდით შენობაში და ამ ადგილას 50 ათას კვადრატულ მეტრზე დავიწყებთ მშენებლობას, სადაც იმავე პრინციპით გაიყიდება ბინების ნაწილი. სავარაუდოდ, ახალი წლიდან დაიწყება აქ მშენებლობა, პროექტი უკვე გამზადებულია.
როგორც ვიცით, ყოფილი უნივერსამის ტერიტორიაზე აპირებთ მშენებლობის დაწყებას. აქ რა აშენდება?
ეს იქნება დაახლოებით 16-17-სართულიანი შენობა, ჯერ ზუსტად არ ვიცით. გვინდა, რომ პირველ-მეორე სართულზე იყოს დიდი სავაჭრო ცენტრი და ზემოთ, დამოუკიდებელი შესასვლელით იქნება საცხოვრებელი კორპუსი.
სავაჭრო ცენტრში დასაქმებული ადამიანების გადაყვანას სად გეგმავთ?
სავაჭრო ცენტრში ოთხი წელი ვმუშაობდი, დირექტორი ვიყავი და ვიცი რა პრობლემებია აქ, ძალიან ძველი შენობაა, რამდენჯერმე გვინდოდა დემონტაჟი დაგვეწყო, მაგრამ მოვაჭრეების მოთხოვნას ვითვალისწინებდით, ამ ხალხი გამოყვანა ვერ მოვახერხეთ, რადგან ბევრს ბანკის ვალი აქვს, აქ მუშაობით არჩენენ ოჯახს, ამიტომ მათ შევთავაზეთ უფრო კომფორტულ, დაცულ გარემოში იმუშაონ და მოხდება შენობის დემონტაჟი, სავაჭრო ცენტრი კი გადავა ახალ შენობაში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, სადაც 6 000 კვადრატული მეტრი კეთილმოწყობილი ფართობი იქნება, ექსკავატორებით, ისე, როგორც პლაზაშია.
ხშირად ყიდულობენ თქვენს აგებულ სახლებში ბინას უცხოელები?
თავიდანვე ჩვენ გათვლა გვქონდა არა ტურისტებზე, არამედ ადგილობრივ მოსახლეობაზე და ასეც მოხდა. სამი პროცენტი თუ იქნება უცხოეთის მოქალაქეების. მყიდველების დაახლოებით ათი პროცენტი თბილისელია, დანარჩენი – სენაკი, ოზურგეთი, ქუთაისი და უმეტესობა ბათუმელები, 50 პროცენტზე მეტი. ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, სადაც დასრულებული სახლია, მყიდველების 20 პროცენტია ბათუმელი, დანარჩენი უცხოელია. ეს ხდება ფასიდან გამოდინარე, რადგან ცენტრში უფრო ძვირი ღირს ბინები. მიწის ნაკვეთიდან იწყება ფასის კალკულაცია და ცენტრში მიწის ფასი უფრო მაღალია, თან სამშენებლო რეგულაციები არ მაძლევს საშუალებას, ავაშენო მაღალსართულიანი სახლი, თორემ ბინების განლაგება და სამშენებლო მასალები ყველაგან ერთი და იგივეა.
უცხოელებიდან რომელი ქვეყნის მოქალაქეები ყიდულობენ ბინებს ყველაზე ხშირად?
ჩვენთან ძირითადად რუსეთის მოქალაქეები ჭარბობენ.
როგორ აფასებთ საქართველოში, აჭარაში, ბიზნესისა და სახელმწიფოს ურთიერთობას? რა მიმართულებებით არის პრობლემები და რა არის საჭირო ბიზნესგარემოს გასაუმჯობესებლად?
ამ კითხვაზე ვერ გიპასუხებთ, ბიზნესი სხვა სფეროა, ეს ისეთი კითხვაა, რომელიც ცოტა პოლიტიკურში გადადის, ნამდვილად არ მინდა ვინმე ვაძაგო და ვინმე ვაქო. ეს კითხვა დავტოვოთ ღიად.
თქვენი აზრით, რატომ უჭირთ ბიზნესმენებს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა? განვითარებულ ქვეყნებში არაერთი ბიზნესმენი ღიად გამოხატავს თავის პოლიტიკურ სიმპათიებს…
ბიზნესი და პოლიტიკა ერთმანეთში არ უნდა ირეოდეს ჩვენისთანა ქვეყანაში. სადაც სტაბილურად მიდის ყველაფერი, იქ შეიძლება ადამიანმა რაღაც არჩევანი გააკეთოს, მაგრამ მე ერთს ვიტყვი, ბიზნესისთვის მთვარია არა პოლიტიკური ცვლილება, არამედ მშვიდობა, რომ არ იყოს ომი და კრიმინალი, რომ ბიზნესი განვითარდეს. სხვა მხრივ პოლიტიკურ გარემოს რაღაც მხრიდან ყოველთვის მოევლება.
მსხვილ კომპანიებს ხშირად აქვთ სხვადასხვა სოციალური პროექტი, რაც ხაზს უსვამს მათ საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას. “დიეს გრუფს” თუ აქვს მსგავსი პროექტები ან თუ გეგმავთ სამომავლოდ მუშაობას ამ მიმართულებით?
დაგვიფინანსებია სხვადასხვა პროექტი, მაგრამ ეს სერგეის ჯიბის თანხით ხდებოდა. მას არ უნდა ისე გამოვიდეს, რომ თითქოს, აი, რაღაცას საჩვენებლად აკეთებს. ეკლესიის აშენება უნდოდა საჩუქრად ქალაქისთვის, მიწა მიგვითითეთ და მიწასაც ჩვენ ვიყიდოთო. ძალიან მორწმუნეა. მონაწილეობდა სოციალურად დაუცველებთან დაკავშირებულ პროექტებში, სათნოების სახლთან და ასე შემდეგ. ბევრ რამეს აკეთებს, რასაც არ ახმოვანებს.
სამომავლოდ ხომ არ გეგმავს „დიეს გრუფი” სხვა მიმართულებითაც განვითარებას?
გვაქვს გლობალური პროექტები, რომლის შესახებაც ინფორმაციის გახმაურება ჯერჯერობით არ მინდა. ამ პროექტების განხორციელება ბათუმშია დაგეგმილი. გვინდა პროექტი სიურპრიზის სახით, თავისი სარეკლამო რგოლით გამოვიდეს, ეს მოულოდნელი იქნება არამარტო ბათუმისთვის, არამედ საქართველოსთვის. მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ქალაქის მიყრუებული ადგილი აყვავდება.
გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს ბათუმის მერიის ბალანსზე რიცხული მეორადი სამშენებლო მასალების გადაზიდვა-დასაწყობება ქალაქის ტერიტორიაზე არსებული დროებითი ღია სასაწყობო მეურნეობებიდან ბათუმის მერიის საწყობში.
“ბათუმელების“ მიერ მოპოვებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ ამ დასაწყოებულ ქონებას ქალაქის თვითმართველობა უსასყიდლოდ გასცემენ.
მაგალითად, ბათუმის საკრებულოს განკარგულებებით საქართველოს საპატრიარქოს გასულ წელს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა 175 ათასი ლარის მეორადი სამშენებლო და სხვა დამხმარე მასალები:
ტროტუარის მოსაპირკეთებელი ფილა (ფოთლის ფორმის) 800 კვ/მ (11 200 ლარის); დეკორატიული სანათი 140 ცალი (53 200 ლარის); გარე განათების სანათი 16 ცალი (2 720 ლარის); გარე განათების ბოძი (ორ რქიანი) 8 ცალი (2 160 ლარის); ბუნებრივი გრანიტის ფილა 18 კვ/მ (1 366 ლარი); საბაღე სკამი 56 ცალი (7 844 ლარის); საყვავილე 10 ცალი (1 450 ლარის); ტროტუარის ბორდიური 335 ცალი (3 350 ლარის); სანაგვე ურნა 5 ცალი (300 ლარის).
როგორც ბათუმის საკრებულოს განკარგულებებიდან ირკვევა, აღნიშნულ მასალებს ბათუმში მშენებარე ეკლესიებისთვის წერილებითა და განცხადებებით ითხოვდნენ შემდეგი სასულიერო პირები და დაწესებულებები: საქართველოს საპატრიარქო; წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი მამა მარკოზი, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის მდივანი, მღვდელი იოანე ბარამიძე; წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მოძღვარი მამა სერგი; ამავე ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი პეტრე აბჟანდაძე; თამარ მეფის სახელობის ტაძარი; ბათუმის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა; აჭარაში წამებულთა სახელობის ტაძრის მღვდელი იოანე; მირქმის სახელობის ტაძრის მღვდელი დავითი;
ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით შარშან მეორადი მასალები უსასყიდლოდ გადაეცა ასევე ბათუმის საზღვაო აკადემიას (ღირებულებით 9 262 ლარი) და თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტმენტის აჭრის რეგიონალურ სამმართველოს (1 200 ლარის ფილა).
წინათ ნამდვილად შეიძლებოდა ჩვენს კოპწია, მშობლიური ქალაქისთვის ბულვარი გეწოდებინა, მართლაც ბაღნარს ჰგავდა: უნიკალური ჯიშის ხეები, ეგზოტიკური ბუჩქები და ნარგავები, ყვავილნარში ჩაფლული ქუჩები, კოხტა, ლამაზი სახლები, წვიმის დროსაც სუფთა, ქათქათა ქუჩები…
ბოლო ათეულ წლებში გაჩაღებულმა და დღესაც რომ ბოლო არ უჩანს, უგეგმო და უხარისხო მშენებლობებმა მთლიანად შეცვალა ქალაქის იერსახე, გაქრა ევროპული ტანდემი, არც თანამედროვე-ძველებური, არც აზია-ევროპა, რაღაც გაურკვევლი ბაროკო-მაროკოს სტილი, მხოლოდ პირადი ახირებით და “გემოვნებით”. დაირღვა ერთობლიობა, არქიტექტურულად დახვეწილ სახლებს შორის უსახური მაღლივი საცხოვრებლი კორპუსებია მიყრილ-მოყრილი, დაუნდობლად, ძირფესვიანად ჭრიან ასწლოვან ხეებს, იკაფება ნარგავები, ყვავილოვანი გაზონები ფილებით იფარება, ჰაერში ცემენტისა და გაჯის ბუღი დგას, მოსახლეობასთან ერთად ბუნებასაც არ ინდობენ. სად დაიბადნენ, სად გაიზარდნენ ასეთი სულის ადამიანები? ბუმერანგის ბზრიალიც გაიხსენონ, ყველა ქმედებას უკუქმედება მოჰყვება.
მსოფლიოს ყველა ქალაქის ცენტრი სანახაობრივ მუზეუმადაა ქცეული. კატეგორიულად იკრძალება სახლების ნგრევა და შენება, მხოლოდ კარგად გათვლილი რესტავრაცია, შენობების მოვლა-პატრონობა. მაღლივი კორპუსები გარეუბნებში შენდება.
ბათუმი არ იყო მხოლოდ გასართობი და საკურორტო ქალაქი, მაღალ დონეზე განვითარებულ სამრეწველო პოტენციალთან ერთად, კულტურის ცენტრი გახლდათ დასავლეთ საქართველოში. ასიათასობით ადამიანი იყო დასაქმებული. გაუქმდა ორგანიზაციები, დაინგრა შენობები, ჯერი კულტურულ კერებზეც მიდგა, ხალხი დღესაც გაოგნებულია. მრავალი წელი კინოთეატრიც არ არსებობდა, ერთი ახლა ძლივს აღადგინეს.
ყოველ ორშაბათსა და ხუთშაბათს კინოთეატრებში, კულტურის სახლებში, რომლებიც მრავლად იყო ქალაქში, პრემიერები ეწყობოდა, სულ ანშლაგი იყო… კოხტად მორთულ-მოკაზმული ბათუმელები სამსახურის შემდეგ, ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან ერთად, დადიოდნენ კინოში, სეირნობდნენ ბულვარში, ქალაქი სავსე იყო უიაფესი კაფეებით, ქუჩები სავსე იყო მხიარული ხალხით. ახლა ქუჩებში კანტი-კუნტი გამვლელია, სამაგიეროდ მომრავლებული ავტომობილები სეირნობენ ქუჩებსა და ტროტუარებზე. ბათუმელები ცოტანი დავრჩით, მიმოიფანტნენ, ზოგი სად და ზოგი სად, ერთმანეთი უკვე ნათესავები გვგონია, შეხვედრა და ნახვა გვიხარია.
მინდა ყველამ ვისეირნოთ ჩვენ ქალაქ-ბულვარში მიუხედავად დროისა და სეზონისა, ისევ ჩვენ უნდა მივხედოთ და მოვუაროთ, შევინარჩუნოთ ის მაინც, რაც დაგვიტოვეს ჩვენი ქალაქიდან.
მისაწოდებელი ავტომობილი უნდა იყოს ახალი, 2013-2014 წლებში გამოშვებული, ექსპლუატაციში არ მყოფი, განბაჟებული, ფერი შეთანხმებით.
მინიმუმ 4 უსაფრთხოების ბალიში და კონდიციონერი უნდა ჰქონდეს. მოთხოვნების ჩამონათვალშია უსაფრთხოების ბალიშები, 120 ცხენის ძალა და მოცურების საწინააღმდეგო სისტემა.
აჭარის უმაღლესი საბჭო სატენდერო კომისიის წევრის, პლატონ მანჯგალაძის განმარტებით, 46 375 ლარი ავტომანქანის ყიდვას და ერთი წლის განმავლობაში საწვავსა და სარემონტო სამუშაოებს მოხმარდება.
როგორც მან “ბათუმელებს” განუმარტა, ავტომანქანის ღირებულება ოცი ათასი დოლარი, ანუ 35 ათასი ლარის ფარგლებშია. სატენდერო კომისიის წევრის განმარტებით, ეს იქნება უმაღლესი საბჭოს მორიგე მანქანა და მას კონკრეტულად რომელიმე დეპუტატი ან აპარატის თანამშრომელი არ გამოიყენებს.
სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლი კოდექსში ზუსტად ასეა განმარტებული: “თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა მსხვერპლისადმი მუქარით ან სასტიკი მოპყრობით ანდა მისი პატივის ან ღირსების სისტემატური დამცირებით, – ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.”
გოგონას მშობლები და ძმა გუშინ ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობდნენ, რომ გარდაცვლილს ოჯახური პრობლემები ჰქონდა, მათი მტკიცებით, მისი შვილი ძალადობის მსხვერპლი იყო და ამის შესახებ პოლიციასაც აცნობეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში “ბათუმელებს” უთხრეს, რომ გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა პოლიციას 2008 წელს მიმართეს. სამინისტროში განმარტავენ, რომ გოგონა მაშინ დაკითხეს და ის ძალადობაზე არ საუბრობდა. დაკითხვის ოქმებში საუბარია ოჯახურ კონფლიქტზე.
შს სამინისტროს ცნობით, ოჯახები მაშინ მორიგდნენ და მას შემდეგ პოლიციისთვის აღარ მიუმართავთ.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, გუშინ 23 წლის ქალი საკუთარ სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს. მას სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავდა.
თეოლოგის მაგისტრი და ფემინისტური მისიოლოგიის სპეციალისტი თინა მეგრელიძე, პოსტ-საბჭოთა სივრცესა და მართლმადიდებულურ თეოლოგიაში ქალთა საკითხებზე მუშაობს.
დღევანდელი ლექცია ქრისტიანობაში ქალისა და კაცის თანასწორობას ეხებოდა. ლექციაზე თანასწორობის იდეა წარმოჩენილი იყო მართლმადიდებლური თეოლოგიის მიხედვით და განხილული იყო მაგალითები, რომლებიდანაც გამომდინარეობს პრაქტიკაში არსებული არათანასწორი დამოკიდებულება ქალებისადმი.
“ლექცია ამტკიცებს, რომ სწორედ იესო ქრისტე იყო პირველი, ვინც პატრიარქალური დამოკიდებულებები შეცვალა ქალების მიმართ, რაც არაერთხელ არის ხაზგასმული სახარებაში, შემდგომში კი ასახულია მართლმადიდებლურ დოგმატიკასა და სწავლებაში” – ამბობს თინა მეგრელიძე.
ბათუმში ყინულის სასახლე 2007 წლიდან ფუნქციონირებს. ყინულის მოედანი ლადო ასათიანის #27-ში მდებარეობს. თავდაპირველად მოედანი გოგებაშვილის ქუჩაზე იყო განთავსებული, მეორე მოედანი კი – ბულვარის ტერიტორიაზე. სამი წლის წინ ორივე დიდი და პატარა მოედანი ასათიანის ქუჩაზე გადაიტანეს და გააერთიანეს ბათუმის სპორტულ ახალგაზრდულ ცენტრში. პატარა მოედანი სხვა სპორტული სახეობებისთვის გადააკეთეს. იქ მოციგურავეები ფიზიკურ მომზადებას გადიან. შვიდი წლის მანძილზე ფიგურული სრიალი სამოყვარულო დონიდან სპორტულ სახეობამდე განვითარდა და დღეს 16 სხვადასხვა ჯგუფია ჩამოყალიბებული, როგორც სამოყვარულო, ასევე სპორტული.
სეზონი ორი თვის წინ დაიწყო. როგორც ცენტრის ადმინისტრაციაში ამბობენ, წელს ფიგურულ ციგურაობაზე 200-ზე მეტი ბავშვი მივიდა. შვიდი წლის მანძილზე ფიგურულ ციგურაობაში პირველი თაობა აღიზარდა: მარი გოგელიძე, ანა შაქარიშვილი, თემურ დავითაძე, ნიკა გაბაიძე, ზალინა გორგილაძე, თამუნა ლომაძე. ისინი ახლა 14-15 წლისანი არიან.
„მათ ჰქონდათ გარკვეული წარმატება,იყვნენ აჭარისა და საქართველოს პრიზიორები. შეეძლოთ უფრო დიდი წარმატებისთვისაც მიეღწიათ, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ გავიყვანეთ ეს ბავშვები საზღვარგარეთ – არ იყო მაგის საშუალება. ამის გამო ეს თაობა დავკარგეთ. ისინი ახლა უნივერსიტეტში სასწავლებლად ემზადებიან. თუმცა მწვრთნელობაზე ოცნებობენ და სამომავლოდ ფიგურული ციგურაობის განვითარებისთვის ეს მნიშვნელოვანია“,- გვეუბნება ტრენერი და აჭარის ფიგურული ციგურაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ლია ნაკაიძე.
ლია ნაკაიძე ამბობს, რომ სამოყვარულო დონე სამწლიანია, რის შემდეგაც მოსწავლეები გამოცდებს აბარებენ და მონაცემების მიხედვით ძლიერ ჯგუფებში ნაწილდებიან. ამიტომ გარდა სამოყვარულო ჯგუფებისა ჩამოყალიბებულია სინქრონული გუნდი (11 მოციგურავე), საკონცერტო დასი (14 მოციგურავე), პატარების მოსამზადებელი ჯგუფები (10 მოციგურავე).
სინქრონული გუნდი ფიგურულ ციგურაობაში ახალი სახეობაა, რომელიც განვითარების 20 წელს ითვლის. ლია ნაკაიძე ამბობს, რომ სტანდარტული ყინული ბევრი მიმართულბით მუშაობის საშუალებას იძლევა. სწორედ მან ჩამოაყალიბა ბათუმში პირველად სინქრონული ცეკვის გუნდი. გუნდი ერთნაირ ილეთებს აკეთებს სინქრონულად და სანახაობრივად მიმზიდველია. სინქრონული გუნდი გამოდის როგორცმოკლე, სამწუთიანი, ასევე თავისუფალი პროგრამით.
ლია ნაკაიძის გარდა ფიგურულ ციგურაობას კიდევ ოთხი ტრენერი ასწავლის – ინგა ბუთიკაშვილი, ლელა ჩოფიკაშვილი, ნუგზარ ჯანჯალაშვილი და სესილი ბერძენიშვილი.
„ლამაზი სპორტია. ჯანმრთელობისთვის უნიკალურია. თავიდანაც ფიგურული ციგურაობის მიზანი ბრონქული დაავადების მქონე ბავშვების დახმარება იყო. ამიტომაც თავდაპირველად, როცა ყალიბდებოდა ეს იყო გასართობი ცენტრი, მერე წამოვიდა მოთხოვნა და დღესდღეობით განვითარების ეტაპზე ვართ. მე თვითონ ხუთი წლიდან დავიწყე ფიგურული სრიალი თბილისში. მერე მოგვიწვიეს მე და ნუგზარ ჯანჯალაშვილი. ორნი ვიყავით, მაგრამ ბოლო სამ წელიწადში ბავშვების დიდი ნაკადის გამო ორი ტრენერი ვეღარ ვწვდებოდით და სამი ტრენერი დაგვემატა. ყოფილი მოციგურავეები ვართ“, – გვითხრა ლია ნაკაიძემ.
ბათუმის მერიის მხარდაჭერით ფედერაციამ შეიძინა ციგურები, წელს პირველად დაამონტაჟეს გასახდელები. ლია ნაკაიძე ამბობს, რომ აქამდე ბავშვები ტრიბუნებზე ფარდის წინ იცვლიდნენ ტანსაცმელს. ფედერაციას სპორტული სამსახურების მხარდაჭერის იმედი აქვს.
ლიანაკაიძე: „თებერვალში ვენაში, იანვარში ესტონეთის ქალაქ ტარტუში და 23-26 აპრილს პარიზში არის ისუს (ISU – International Skating Union) სასწავლო-საწვრთნო ტრენინგები. გვინდა, ჩვენმა ბავშვებმა მიიღონ მონაწილეობა. შარშან პირველად ჩავატარეთ აჭარის თასი, სპორტსმენები მოწვეული გვყავდა ქუთაისიდან, თბილისიდან, სომხეთიდან. ხარჯები მთლიანად აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტმა გაიღო. დეპარტამენტი გვეხმარება და გაგვიზარდა დაფინანსება. წელს პირველად გავიყვანეთ ბავშვები ზაფხულის შეკრებაზე ბორჯომის სოფელ ცემში, სადაც მოწვეული გვყავდა უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლები. 22 ნოემბერს დაგეგმილი გვაქვს აჭარის თასის გათამაშება. ვინც ამ ღონისძიებებზე წარმატებით გამოვა, ის თავის მასწავლებელთან ერთად აგვისტოში გაემგზავრება გერმანიაში ისოს საერთაშორისო ტრენინგზე.“
ფიგურული ციგურაობის სწავლების საფასური 20 ლარია თვეში. ბათუმის საკრებულოს თავჯდომარის ბრძანებით მოქმედებს სოციალური პაკეტები, ანუ ფიგურული ციგურაობის სწავლება უფასოა სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრისთვის; დედ-მამით ობოლი ახალგაზრდებისთვის; მრავალშვილიანი ოჯახის ბავშვებისთვის (18 წლამდე); მარტოხელა დედების ბავშვებისთვის (18 წლამდე); საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახის ბავშვებისთვის; ბრონქიალური ასთმით დაავადებული ახალგაზრდებისთვის; მარჩენალდაკარგული ოჯახის ბავშვებისთვის (18 წლამდე). ასევე თანამშრომლობის საფუძველზე სპორტულ ახალგაზრდული ცენტრი უფასოდ და ფასდაკლებით ასარგებლებს მოედანს სპორტული ფედერაციებისა და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებს. ამჟამად ცენტრი ფიგურულ ციგურაობაში ახალ თაობას ზრდის. ისინი შვიდნი არიან – ანადეა გულბიანი-შმიდტი, ილია გოგიტიძე, ინგა ფუტკარაძე, ნატალია ლომინეიშვილი, ნუცა მახაჭაძე, ეკატერინე იაზადჯი, ლიზი პაქსაძე. მათგან ყველაზე უმცროსი შვიდი წლის ეკატერინე იაზადჯია.
„უკვე წამოვიდა ახალი თაობა. შარშან ისინი ბუდაპეშტში გვყავდა. ახლაც ფედერაცია და სპორტულ ახალგაზრდული ცენტრი გეგმავს, ბავშვები გავუშვათ საერთაშორისო ტურნირებზე, მწვრთნელები კი – ტრენინგებზე. ეს აუცილებელი პირობაა, როგორც სპორტსემენების სწავლებისთვის, ასევე ადგილობრივი ტრენერების განვითარებისთვის,“ – ამბობს ლია ნაკაიძე.
ფიგურული სრიალი ბიჭებს ნაკლებად აინტერესებთ. თუმცა ლია ნაკაიძე ამბობს, რომ წელს მათი რიცხვი გაიზარდა და 200 ბავშვიდან 80 ბიჭი დადის. მათი უფრო მეტი დაინტერესებისთვის აპირებენ ჰოკეის გუნდის ჩამოყალიბებას, თუმცა იმის გამო, რომ ჰოკეის ინვენტარი ძვირია, ეს დღემდე ვერ შეძლეს.
პირველი ტური, 30 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩატარდება შემდეგ საგნებში:
ა) ქართული ენა და ლიტერატურა – VII; VIII; IX; X; XI-XII კლასები; ბ) ინგლისური ენა – VII; VIII; IX; X; XI-XII კლასები;; გ) მათემატიკა – VII; VIII; IX; X; XI-XII კლასები; დ) ფიზიკა – IX; X; XI-XII კლასები; ე) ქიმია – X; XI-XII კლასები;; ვ) ბიოლოგია – IX; X; XI და XII კლასები;
რუსული სექტორის მოსწავლეებისთვის ფიზიკაში, მათემატიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში ოლიმპიადა ჩატარდება რუსულ ენაზე.
2014 წელს საგნობრივ ოლიმპიადაში მონაწილეობისათვის სულ დარეგისტრირდა 13937 მოსწავლე. მათ შორის: ქართულ ენასა და ლიტერატურაში 4255 მოსწავლე, მათემატიკაში – 2991, ინგლისურ ენაში – 3100, ფიზიკაში -1048, ქიმიაში – 825 და ბიოლოგიაში -1718.
გაკვეთილები 16 კალენდარული დღის განმავლობაში ჩატარდება და თითოეული პედაგოგი დღიურად არანაკლებ 8 საათს იმუშავებს.
პროექტის მიზანია აჭარის მასშტაბით საორკესტრო მიმართულების განვითარება და პოპულარიზაცია, ასევე, – შესაბამისი პროფესიონალი კადრების მომზადება სახელოვნებო დაწესებულებებისთვის.
მოსწავლეებს საშუალება ექნებათ პროფესიონალ პედაგოგების დახმარებით დაეუფლონ საორკესტრო ინსტრუმენტებს, რაც მოგვიანებით, ბავშვთა ორკესტრის ჩამოყალიბებასა და ზოგადად, საორკესტრო მიმართულების განვითარებასა და პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.
პროექტის ფარგლებში, ასევე, შეძენილ იქნება საჭირო მუსიკალური ინსტრუმენტები: ვიოლინო, ჩელო, ფლეიტა და კლარნეტი – საშუალოდ 18 ცალი.
პროექტში მონაწილეობენ ბათუმის ზ. ფალიაშვილის, რ. ლაღიძის, მ. მალანჩივაძისა და ქედის სამუსიკო სკოლების 48 მოსწავლე. მოსწავლეები პედაგოგებმა იმ მუსიკალური მონაცემების მიხედვით შეარჩიეს, რაც პროგრამის მოთხოვნებსა და მიზნებს შეესაბამებოდა.