გარდაცვალების მიზეზებს შორის პირველ ადგილზე სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებებია

 

გარდაცვალების მიზეზებს შორის პირველ ადგილზე სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებებია, 2010-2013 წლებში ამ მიზეზებით გარდაცვალების 56.568 შემთხვევა დაფიქსირდა. იმავე პერიოდში გარდაცვალების 54 157 შემთხვევაა დაფიქსირებული. შემთხვევის მიზეზი ის სიმპტომები, ნიშნები და ნორმიდან გადახრებია, რომლებიც კლინიკური და ლაბორატორიული გამოკვლევებისას გამოვლინდა და რომლებიც სხვა რუბრიკებში არ არიან კლასიფიცირებული.

 

სიკვდილიანობის მიზეზებს შორის მესამე ადგილზე ავთვისებიანი ახალწარმონაქმნებია, რომლის მიზეზითაც საქართველოში, ბოლო სამი წლის განმავლობაში, გარდაცვალების 14979 შემთხვევა დაფიქსირდა. სიკვდილიანობის მაჩვენებლით საქართველოს რეგიონებში პირველ ადგილზე თბილისია, სადაც 2004-2013 წლების ყოველწლიური მაჩვენებელი 12135 შემთხვევაა.

 

 სიკვდილიანობის მაჩვენებლით მეორე ადგილზეა იმერეთი, სადაც იმავე პერიოდის საშუალო მაჩვენებელი – 4 894 შემთხვევაა, სამეგრელო- ზემო სხვანეთში – 4 593, კახეთი – 3767. აჭარა სიკვდილიანობის მაჩვენებლით მე-6 ადგილზეა, სიკვდილიანობის საშუალო მაჩვენებელი აჭარაში 3 003-ს უტოლდება.

 

 

რა სიახლეებს გეგმავს სამშობიარო სახლის ახალი დირექტორი

 

ნუკრი ბეჟანიძე

 

ბატონო ნუკრი, რა პრობლემების წინაშე დგას ამ ეტაპზე ბათუმის სამშობიარო სახლი და პირველ რიგში რის შეცვლას აპირებთ?

 

– უნდა შევინარჩუნოთ ის ძველი დიდება, რაც ბათუმის სამშობიარო სახლს ჰქონდა, ეს არ გულისხმობს იმას, რომ სამშობიარო სახლში რაღაც განსაკუთრებული რეორგანიზაცია იგეგმება, ეს არ არის საჭირო – აქ ძირძველი კოლექტივია და ყველა ერთმანეთთან შეთანხმებულად მუშაობს. საუბარია იმაზე, რომ დღეს სხვა გამოწვევების წინაშე ვდგავართ. დღეს ჩვენს საქმეში (მეანობა) ერთობ გაზრდილია კონკურენცია, ბევრი სამშბიარო სახლი გაიხსნა ბოლო პერიოდში, ამიტომაც კონკურენციის პირობებში შესაძლოა გარკვეული მიმართულებები და მიდგომები შეიცვალოს. ამას ისე ნუ განიხილავთ, რომ აი, კონკურენტები გამოჩნდნენ და შევშინდით. არა, უბრალოდ, დღევანდელობიდან გამომდინარე, ჩვენ თავად ვუყენებთ ჩვენს თავს უფრო მეტ მოთხოვნას, ვუსახავთ მეტ მიზანს. მართალია, კონკურენციამ იმატა, მაგრამ ბათუმის სამშობიარო სახლში პაციენტების რაოდენობის მაჩვენებელი იგივე რჩება  –  ყოველწლიურად აჭარაში დაბადებულთა 65% ბათუმის სამშობიარო სახლშია დაბადებული. გარდა ამისა, ჩვენი დაწესებულება, პირველ რიგში, პაციენტზეა ორიენტირებული, შესაბამისად, მაქსიმალურად ვეცდებით ყველაფერი ვიღონოთ იმისთვის, რომ პაციენტისთვის უფრო მეტი კომფორტი შევქმნათ.

 

თქვენი სამოქმედო გეგმის მიხედვით რა სიახლეები იქნება სამშობიარო სახლში?

 

– სიახლე არის ის, რომ ბათუმის სამშობიარო სახლში კიდევ ერთი განყოფილების გახსნას ვგეგმავთ. ეს იქნება ახალშობილთა რეანიმაციული განყოფილება, სადაც დღენაკლული ბავშვების მომსახურება იქნება შესაძლებელი, მაგრამ ეს მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული. საქმე ისაა, რომ სადაზღვევო კომპანიებთან გარკვეული პრობლემა გვაქვს, კერძოდ, მათ ჩვენი დიდი დავალიანება მართებთ. სერიოზულად ვმუშაობთ იმაზე, რომ ამოვიღოთ ეს თანხა, სხვა შემთხვევაში ფინანსურად [ამის განხორციელება] გაგვიჭირდება. ადამიანურ რესურსს რაც შეეხება, ჩვენ გვყავს ამის რესურსი და ამ განყოფილებისთვის ახალი კადრების აყვანა არ დაგვჭირდება, საამისოდ მაქსიმალურად იქნება მობილიზებული ჩვენი შიდა ძალები. მართალია. სხვა ბევრი პროექტიც გვაქვს, მაგრამ ამაზე ასე წინასწარ საუბარი ჯერ ადრეა.

 

თანამშრომლების ანაზღაურებასთან დაკავშირებითაც ხომ არ იგეგმება ცვლილებები?

– დღეისთვის ბათუმის სამშობიარო სახლს 280 თანამშრომელი ჰყავს და ანაზღაურებას ისინი გამომუშავებით, დატვირთვიდან გამომდინარე იღებენ. რასაკვირველია ვგეგმავთ ხელფასების მომატებასაც, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, ეს პირდაპირ კავშირშია სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობაზე, კერძოდ იმ თანხის ამოღებაზე, რომელიც მათ ჩვენ მიმართ მართებთ.

 

  როგორ ფიქრობთ, ხმის მიცემის დროს თქვენმა თანამშრომლებმა დირექტორობის კანდიდატების სამოქმედო გეგმებით იხელმძღვანელეს თუ პირადი სიმპათიებით?

 

– ალბათ, უფრო პირადი სიმპათიებით, რადგან სამოქმედო გეგმა ორივეს, პრაქტიკულად, ერთი და იგივე გვქონდა.

საუბრები ასოცირების ხელშეკრულებაზე [ანონსი]

ღურტელები კითხულობენ გაზეთ ბათუმელებს შეხვედრის დაწყებამდე ფოტო: მანანა ქველიაშვილი

ხულოს მუნიციპალიტეტი, სოფელი ღურტა, საუბრები ასოცირების ხელშეკრულებაზე ფოტო: მანანა ქველიაშვილი

საუბრები ასოცირების ხელშეკრულებაზე ფოტო: მანანა ქველიაშვილი

სოფელი ღურტა ფოტო: მანანა ქველიაშვილი

„საბჭოთა ბელადის მიერ მოყენებულ ტკივილს ვერასდროს დავივიწყებ“

„ჟანდარმები ჩვენს სახლშიც შუაღამით მოვიდნენ. კარზე ბრახუნი რომ ატეხეს, გასაღებად ჩემი ძმა გავიდა. ავტომატიანები რომ დავინახე ვიკივლე, მეგონა ძმას მიკლავდნენ, მას შემდეგ ყვირილზე ცუდად ვხვდები. შემოცვივდნენ, ხელები აგვაწევინეს და მუხლებზე დაგვაჩოქეს“, –  ასე იხსენებს რეპრესიების პირველ წუთებს მერი თევთიძე.

„სახლი თავიდან ბოლომდე გაჩხრიკეს, აკვანში ჩვილი რომ იწვა, იმის ქვეშაგებშიც კი ჩაყეს ხელი. მოსამზადებლად სამი საათი მოგვცეს. მე ჩემს საყვარელ ბოჩოლებთან გამოსამშვიდობებლად წავედი და რაც ბალახი გვქონდა გადანახული, სულ ბაგაში ჩავუტენე. „უჩემოდ რა გეშველებათ, ვინ მოგივლით-მეთქი“ ვეუბნებოდი და ვტიროდი. ძროხას ხბო ახალმოგებული ჰყავდა და დედას თივაში ვერცხლის ხანჯალი ჩაედო. სამხედროები უკან გამომყვნენ, ბალახები ბაგიდან გადმოყარეს და ის ხანჯალიც ამოიღეს. ყველაფერი წაიღეს სახლიდან, გაგვძარცვეს“, – გვეუბნება მერი.

ოჯახიდან ექვსი ადამიანი გადაასახლეს. მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები. გადასახლება შეეხო რძლის ოჯახსაც. ცდილობს ნაკლები ისაუბროს ეშელონში გატარებულ დღეებზე. „ყველაფერს ნუ მომაყოლებ, თორემ დავგლახდები“, – გვეუბნება ის და აგრძელებს: „მუხლებში ახლაც ჭინჭარივით მსუსხავს, როცა ის დღეები მახსენდება. საბრალო მამაჩემს 16 დღე არ დაუძინია, არც დაწოლილა. იჯდა ფიცარზე და ამბობდა, ჩემი მშობლებისკენაც კი არ გამიხედავს და რატომ გამიკეთეს ასეო. მამაჩემის მშობლები და ნათესავები საზღვრის გაყოფის შემდეგ თურქეთის მხარეს დარჩნენ და ისედაც დარდით ჰქონდა გული სავსე. ჩვენ თავიდან მაჭახლის ხეობაში ვცხოვრობდით და სწორედ ამის გამო ჩამოგვასახლეს ჭარნალში. მამა არ მოდიოდა, მშობლებს თვალს თუ ვერ მოვკრავ, იქედან ჩამომავალ მდინარეს მაინც დაველაპარაკებიო, მაგრამ ბოლოს მაინც მიატოვა სოფელი და წამოვიდა. ჭარნალში, იქედან გადასახლებული ქურთების სახლში შეგვასახლეს, მამა ჩემს ძმებს ეუბნებოდა, სხვისი ნაცოდვილარი არ გვინდა, ხელი არაფერს ახლოთ, მოვა დრო და ისინიც დაბრუნდებიანო“.

მერი თევთიძე წიგნის თემას აგრძელებს: „რომ იცოდეთ როგორ მიყვარდა სწავლა, სულ ხუთები მყავდა. ერთხელ შემეშალა, რუკაზე სკანდინავიის ნახევარკუნძული შეცდომით შემოვხაზე და დამცინეს, მე კი ვიტირე. ეშელონში კბილი ამტკივდა, ერთ გონიოელ კაცს მაშა აღმოაჩნდა და ამომიღო. არ მიტირია, ხელებში ისევ წიგნი მქონდა ჩაბღუჯული. გაგიჟდა კაცი, ასეთი რამ არსად მინახავსო. მერი მასწავლებელმა დამარქვა, აიშე მერქვა. ისინი ძალიან განიცდიდნენ ჩემ გადასახლებას. ჩემს სოფელში ხის ყლორტები დაკრიფეს, შიგ წერილები ჩადეს და ისე გამომიგზავნეს ყაზახეთში. ორი წელი გულით ვატარებდი ამ წერილებს“, – გვეუბნება ქალბატონი მერი.

გადასახლებაში წიგნები ბამბის პლანტაციებმა შეცვალა. „სულ გაუხეშებული და დაჩხვლეტილი მქონდა ხელები. საკვები არ გვქონდა, ბერძნებს შევეცოდეთ და დილაობით რძეს გვაძლევდნენ. იქაურმა საკვებმა რძალი მოწამლა და ძლივს გადავარჩინეთ. ვერ ვუშველეთ პატარა ძმისშვილს, ის იქ დაიღუპა. ყველანი დავიხოცებოდით, სოფლიდან ფული რომ არ გამოეგზავნათ. ფულით ძროხა ვიყიდეთ და მხოლოდ რძის ნაწარმს ვიღებდით. ასე გადავრჩით“.

საქართველოში 1953 წლის 13 ივნისს დაბრუნდნენ: „სტალინი რომ მოკვდა, ჯარისკაცები მოვიდნენ და შავი ლენტები მოგვიტანეს. „მამა გარდაიცვალა და უნდა ვიგლოვოთო“. მამა კი არა და ჯანდაბა მაგის თავს, სიცოცხლე გაგვიმწარა. გადასახლებაში ჩემი თანაკლასელი, ქავთარაძის გოგონაც მოკვდა. როცა ცუდად იყო, სულ ჩემს ნახვას თხოულობდა. არ მიშვებდნენ ჯარისკაცები, მაგრამ მაინც ვნახე. დედამისი მეუბნებოდა, გთხოვ ბაფთები ისე გაიკეთე, როგორც ჩემს გოგონას უყვარდა და ხშირად მნახეო. სანამ ცოცხალი იყო, ასე დავდიოდი მასთან.

არასდროს დამავიწყდება კილაძეების ტრაგედია. უკან დაბრუნებისას მატარებელი სოხუმში გაჩერდა, გადასახლებულ შვილიშვილებს ბაბუამ მოაკითხა, მაგრამ ვაი იმ დახვედრას. 22-23 წლის ულამაზესი გოგო-ბიჭის ცხედრები დაუსვენეს წინ. ისეთი ამბავი ატყდა, იმ წივილ-კივილის ხმა დღემდე არ ამომდის ყურიდან“.

მერი თევთიძე ამბობს, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, სკოლაში აღარ უვლია. „არც ვინმეს მოუცია ბიძგი. 1200 მეტრი ჩაი მომიზომეს და იქ გავაგრძელე შრომა“. ათას ორასს ათას ხუთასი დაემატა. ქალბატონი მერი შრომის ორდენოსანი, ჯერ საბჭოს, შემდეგ კი ქალაქის დეპუტატიც გახდა. თუმცა, საბჭოეთის ბელადის მიერ მიყენებულ ტკივილს დღემდე ვერ იშუშებს. „ჩემს ქმარს ჰყვარებია სტალინი და მისი ფოტოები დამხვდა კედელზე. ჩამოვხსენი და სხვენში შევყარე. თუ მოგენატრება, იქ ადი და ნახე-მეთქი… დღემდე მძულს მახინჯაურის გზა, საიდანაც ეშელონები გავიდა, როცა ჩავივლი, სულ ზღვისკენ ვიხედები ხოლმე“.

ლონდონის სატელეფონო ჯიხური ბათუმში

სატელეფონო ჯიხური ოფიციალურად დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში, ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა და ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი ჭეიშვილმა გახსნეს. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ბათუმის მერიისა და აჭარის მთავრობის ოფიციალური პირები.

ჯიხურს ჯერ-ჯერობით ფორმალური სახე ექნება და მას მოქალაქეები კომინკაციისთვის ვერ გამოიყენებენ. თუმცა სამომავლოდ შესაძლებელია ჯიხურში განთავსდეს უკაბელო ინტერნეტი.

ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა, დღესვე ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად გახსნა მემორიალური დაფა რუსთაველის #20-ში მდებარე შენობაზე, რომელშიც XIX-XX საუკუნეებში დიდი ბრიტანეთის საკონსულო იყო განთავსებული.

„ეს ღონისძიებები არის კიდევ ერთი დემონსტრირება ბათუმსა და ბრიტანეთს შორის არსებული ხანგრძლივი მეგობრობისა და ისტორიისა“ – აღნიშნავს თავის განცხადებაში ჰოლ ჰოლი.

9 ნოემბერს კი დიდი ბრიტანეთის ელჩი 1918-1920 წლებში აჭარაში დაღუპულ 68 ბრიტანელი ჯარისკაცის საპატივცემულოდ მემორიალს გახსნის.

მემორიალური დაფა რუსთაველის #20-ში

 

დამტვრეული ატრაქციონები ბათუმში

 

ლეონიძის ქუჩის #6-ში მცხოვრები ნათია ელბაქიძე ამბობს, რომ საბავშვო ატრაქციონი, რომელიც მათ ეზოში რამდენიმე წელია დაამონტაჟეს, ახლა დაზიანებულია და ერთი წელია ატრაქციონით ბავშვები ვერ სარგებლობენ. „დაზიანების გამო ბავშვებიც ხშირად შავდებიან“, – ამბობს ის. იმავე ქუჩაზე მცხოვრები მანანა ახმედოვა ამბობს, რომ საქანელების მწყობრიდან გამოსვლის მიზეზი ძირითადად ახალგაზრდები არიან. „სრულწლოვანი ბიჭები სხდებიან საქანელებზე, რის გამოც მწყობრიდან გამოდის ატრაქციონი. ჩემმა შვილმა მცირედი დაზიანება მიიღო, გატეხილი სასრიალოდან ჩამოვარდა და ფეხი გაიკაწრა“, – ამბობს მანანა.

 

ბათუმში საბავშვო ატრაქციონებისა და სავარჯიშო ტრენაჟორების შესაძენად 2007 წლიდან გასული 2013 წლის ჩათვლით თვითმმართველობის ბიუჯეტიდან მილიონ ორასი ათასი ლარი გამოიყო. ბათუმის მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე არჩილ ვანაძე ამბობს, რომ თვითმმართველობის მიერ შეძენილი ატრაქციონები და ტრენაჟორები კორპუსების ამხანაგობების კუთვნილ ტერიტორიაზეა განთავსებული, თუმცა ამ ქონების შენახვაზე პასუხისმგებლობის აღება ამხანაგობებს არ სურთ.

 

დღეისთვის ამ ქონების მოვლა და შენახვა ბათუმის მერიის მუნიციპალური ორგანიზაციის ა(ა)იპ „ბათუმის კორპუსის“ მოვალეობაა. ორგანიზაციის დირექტორი, არმაზ ვარშალომიძე ამბობს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში მათთან ასამდე განცხადებაა შესული დაზიანებული ატრაქციონების შესახებ. საბავშვო ატრაქციონების, სპორტული მოედნებისა და ფანჩატურების შესანახად ბათუმის ბიუჯეტიდან 70 ათასი ლარია გამოყოფილი. დღეის მონაცემებით, „ბათუმის კორპუსმა“ უკვე შეაკეთა ოთხი ატრაქციონი, გამოცვალა 62 საქანელა და გაამაგრა ათამდე სავარჯიშო ტრენაჟორი. არმაზ ვარშალომიძის თქმით, საბავშვო ატრაქციონების სრულად აღდგენა ვერ ხერხდება: `რადგან ატრაქციონები ისეთი მასალებისგან არის გაკეთებული, რომლის აღდგენაც არ ხერხდება, სათადარიგო ნაწილები კი საქართველოში არ იყიდება, ამას სპეცდაკვეთა სჭირდება, რაც საკმაოდ რთულია. ჩვენი დაანგარიშებით, სათადარიგო ნაწილის შეძენა ახალი ატრაქციონის ფასი ჯდება.“
არმაზ ვარშალომიძე ამბობს, რომ საბავშვო ატრაქციონები კარგი ხარისხისაა, თუმცა იგი ათ წლამდე ბავშვების წონაზეა გათვლილი და არა ზრდასრულ ადამიანებზე. „ზოგადად, საზოგადოებაშია პრობლემა, საზოგადოების რაღაც ნაწილი უდიერად ეპყრობა ამ ქონებას, საზოგადოების დანარჩენი ნაწილი კი ინდიფერენტულია ამ საქციელის მიმართ. გვერდით მსხდომ ასაკოვან ადამიანს შეუძლია შენიშვნა მისცეს იმ ბიჭებს, რომლებიც ამას აკეთებენ და უთხრას, რომ ამის დანიშნულება არის სხვა, მაგრამ ხმას არავინ იღებს“, – ამბობს ის.

 

ასევე ხშირად ზიანდება ის 48 სავარჯიშო ტრენაჟორი, რომლებიც მერიამ სამი წლის წინ დაამონტაჟა ქალაქში. ტრენაჟორები მოზრდილი ადამიანებისთვისაა განკუთვნილი და მიუხედავად იმისა, რომ ინსტრუქციის ნახატი ვერსიები თითოეულ მათგანზე დაკრულია, ბავშვები და მოზარდები ტრენაჟორებს მაინც არასწორად იყენებენ და მწყობრიდან გამოჰყავთ მექანიზმი: „ჩვენ გვაქვს ფოტოები, სადაც მოზრდილები სპეციალურად აზიანებენ ტრენაჟორებს, კერძოდ, უკიდებენ ცეცხლს. გვაქვს ისეთი ფოტოც, როცა ტრენაჟორის დასაჯდომ პლასმასზე დაჭედებულია ლურსმანი. საბავშვო ატრაქციონების პლასმასებს კი უმეტესად ფეხითა და ქვებით აზიანებენ“, – ამბობს არმაზ ვარშალომიძე.

 

შს სამინისტროს ინფორმაციით აქამდე სავარჯიშოებისა თუ საბავშვო ატრაქციონების დაზიანებისთვის არავინ დაუჯარიმებიათ. „ინფორმაცია მსგავს ფაქტთან დაკავშირებით ჩვენთან არ შემოსულა. თუ იქნება შეტყობინება, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირებაც“ – განუცხადეს „ბათუმელებს“ შს სამინისტროს პრესსამსახურში.

 

ბათუმის მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის, არჩილ ვანაძის თქმით, როცა სამომავლოდ ბიუჯეტიდან ახალი ატრაქციონებისა თუ ტრენაჟორების შესაძენად თანხას გამოყოფენ, პასუხისმგებლობას მათ მოვლაზე უშუალოდ ამხანაგობებს დააკისრებენ: „სამომავლოდ აუცილებლად იქნება გათვალისწინებული პასუხისმგებლობის საკითხი, თუ ვინ უნდა დაიცვას ეს ქონება. სავარაუდოდ, მათზე პასუხისმგებელი ამხანაგობა იქნება, მიუხედავად იმისა, რომ მათ ამის სურვილი არ აქვთ. როცა მატერიალურად იქნებიან პასუხისმგებლები, უფრო მოუფრთხილდებიან“.

“ბათუმში იაფი სახლის აშენება გადაწყვეტილია“

ზურაბ ბერიძე
ზურაბ ბერიძე

ბატონო ზურაბ,  დაძლეულია თუ არა ის პრობლემები, რა მიზეზითაც შეჩერდა იაფი სახლის პროექტის განხორციელება, 2015 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია მშენებლობისთვის საჭირო თანხა?

 

აუცილებლად აშენდება „იაფი სახლი“, ამისთვის გათვალისწინებულია ორი მილიონ ნახევარი ლარი. სავარაუდოდ, პროექტის ღირებულება გაიზრდება, რადგან არასწორად იყო თავიდან თანხა დათვლილი, რომელშიც იდო პროექტირებაც და გეოლოგიური კვლევაც.

 

თქვენ როგორ დაითვალეთ?

 

პროექტირებაზე ახლა ვაცხადებთ ტენდერს და როცა დოკუმენტი შედგება, შემდეგ მივმართავთ საკრებულოს დაფინანსების გაზრდის მიზნით. პროექტის ნაწილის განხორციელება დაიწყება წელს, ნაწილი კი 2015 წელს განხორციელდება. მომავალ წელს მშენებლობა უნდა დასრულდეს.

 

დაახლოებით რამდენი ლარის დამატებას ვარაუდობთ ბიუჯეტიდან?

 

ზუსტი თანხა პროექტირების დასრულების შემდეგ გვეცოდინება. დაახლოებით ერთი მილიონი ლარი ან ცოტა მეტი შეიძლება მოვითხოვოთ. პროექტირებაზე ტენდერი ნოემბერში გამოცხადდება.

 

როგორც ვიცი, კრიტერიუმები, თუ რა კატეგორიას უნდა გადასცემოდა ამ სახლში ბინები, მერიას აქამდე დადგენილი არ ჰქონდა. ახლა რა ვითარებაა, შემუშავებულია კრიტერიუმები?

 

კრიტერიუმები ზუსტად არ არის ჩამოყალიბებული, მონახაზი დაახლოებით გვაქვს. ეს უნდა იყოს თვითღირებულებაში გადაცემული იმ პირებზე, ვინც დააკმაყოფილებს შემუშავებულ კრიტერიუმებს. კრიტერიუმების განსაზღვრაში აუცილებლად ჩავრთავთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიას, საკრებულოს, მთავრობას და ა.შ. მშენებლობის დასრულებამდე ეს პროცესიც დასრულდება.

 

თავის დროზე იაფი სახლისპროექტის შეჩერების მიზეზად სწორედ კრიტერიუმების არარსებობას  ასახელებდნენ. ახლა როგორ დაარწმუნებთ საკრებულოს, რომ თანხა გამოყოს ასეთ პროექტზე?

 

„იაფი სახლი“ არ გაჩერდება, ეს გადაწყვეტილი საკითხია. სადავო და საკამათო რომ არ გახდეს და ვინმემ რომ არ თქვას, რომ კრიტერიუმები ვინმეს მოვარგეთ, ამიტომ ვაპირებთ, რომ ეს საკითხი ფართო მსჯელობის საგანი გახდეს.

 

როგორც მახსოვს, ბევრი მოქალაქის განცხადება შევიდა მერიაში, იაფ სახლშიბინების გადაცემის მოთხოვნით, ამ დროისთვის რა მონაცემები გვაქვს?

 

ზუსტად არ ვიცი, მაგრამ დაახლოებით ორი ათასი განცხადებაა შემოსული. სახლი, ჩვენი პროექტის მიხედვით 120-ბინიანი იქნება.

 

თუკი აღმოჩნდება, რომ დადგენილ კრიტერიუმებს 120-ზე მეტი ადამიანი  დააკმაყოფილებს, მაშინ რა მოხდება?

 

  კრიტერიუმების შემუშავებაზე იმიტომ გვინდა ფართო მსჯელობა, რომ ზუსტად ის ადამიანები მოხვდნენ, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება. შემდეგ კი, როცა კრიტერიუმები ჩამოყალიბებული იქნება, რიგითობაც განისაზღვრება. თუ იქნება მოთხოვნა, ეს პროექტი გაგრძელდება, მაგრამ მე როგორც ეკონომიკური მიმართულების  სპეციალისტი ძალიან ვფრთხილობ, რომ უძრავი ქონების ბაზარზე არ შევიჭრათ და ბიზნესს არ შევუშალოთ ხელი. ისე არ მოხდეს, რომ ადამიანი, ვისაც შეუძლია  მშენებარე სახლში შეიძინოს ბინა, იაფი სახლის პროექტში მოხდეს და ამით ბიზნესს წავართვათ კლიენტურა. ძალიან საფრთხილო საკითხია.

 

დაახლოებით რამდენი სახლის აშენებას მოიაზრებთ ამ პროექტის ფარგლებში?

 

როგორც ვიცი, კვლევები იყო ჩატარებული და 1500-2000 ოჯახი გამოიკვეთა, ვისაც სჭირდება ბინა. მათ შორის არიან სოციალურად დაუცველი ოჯახები, ვისაც არ აქვთ საკუთრება და ბინის ქირაში 200-250 ლარს იხდიან. ჩვენ მათ შეგვიძლია შევთავაზოთ იაფი სახლი და ათი წლის განმავლობაში შეუძლიათ გახდნენ მესაკუთრეები.

 

მშენებლობის ადგილი გადაწყვეტილია? ადრე ჯავახიშვილის ქუჩაზე იყო საუბარი.

 

ჯავახიშვილის ქუჩაზე არ აშენდება. ზუსტი ადგილი ჯერ არ ვიცით. ქალაქის ცენტრში არ იქნება, მაგრამ არც ძალიან მოშორებით. იქ აშენდება, სადაც კომუნიკაციები: გზა, წყალი, დენი და ბუნებრივი აირი ხელმისაწვდომი იქნება.  

“იდეოლოგიებისგან თავისუფალი, უფრო ბედნიერები ვიქნებით“

 

„ყველა ეტაპს აქვს კარგი მოსაგონარი, ამიტომაც არაფერზე მწყდება გული გარდა იმისა, რომ მგონია დრო გამირბის და ვერაფერს ვასწრებ. ახლა 23 წლის ვარ და ჯერ კიდევ დოქტორანტი, ჩემთვის ეს არის ძალიან დიდი უბედურება, იმიტომ, რომ ორი წლის წინ შემეძლო ვყოფილიყავი. მეცხრე კლასში მინდოდა სკოლა ექსტერნად დამემთავრებინა, მაგრამ ვერ მოვახერხე. სკოლა 16 წლისამ დავასრულე და იმავე წელს ფილოსოფიის ფაკულტეტზე ჩავირიცხე, მერე დაიხურა ეს მიმართულება და გადავედი ფილოლოგიურზე. 15 წლიდან მყავდა მოსწავლეები ინგლისურში. ხუთი წლიდან ვსწავლობ ენას, არასოდეს მიფიქრია, რომ ამ ენას ვასწავლიდი, ენის ცოდნა არაფრად მიმაჩნდა. 17-18 წლის ვიყავი, როცა ხიჭაურის სკოლა-გიმნაზიაში შემომთავაზეს ინგლისურის მასწავლებლობა“ – გვიყვება თამარი, რომელიც ინგლისურსა და ანტიკურ ლიტერატურას ახლა სტუდენტებს ასწავლის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ჯერ მოწვეული პედაგოგია, თუმცა იმედოვნებს რომ მომავალ წელს შეძლებს აკადემიურ კონკურსში მონაწილეობის მიღებას: „ლექტორი უნდა იყოს ძალიან მომთხოვნი და ამავე დროს მოტივატორი სტუდენტის, უნდა შეაყვარო ის, რასაც ასწავლი. თითქმის ჩემი თანატოლები არიან ვისაც ახლა ვასწავლი, არასოდეს მქონია დისტანციის დაცვის პრობლემა, როცა შევდივარ აუდიტორიაში, იქ ყველაფერი ლაგდება. უბრალოდ ვუხსნი სტუდენტებს, რომ თუ არ ისწავლიან, ვერაფერს მიაღწევენ“ – ამბობს თამარი.

 

 

„სოლარული მითების ტრანსფორმაცია ქრისტიანულ კულტურაში“ – ეს თამარის საკვლევი თემაა. ამბობს, რომ არ აშინებს შესაძლო უარყოფითი განწყობა, რაც შეიძლება თემას მოჰყვეს საზოგადოების მხრიდან: „მართლმადიდებლობა არ არის იმ სახით შენარჩუნებული, როგორი სახითაც ის გავრცელდა საქართველოში. ჩემს თემაში იქნება საუბარი იმაზეც, რომ იესო ერთ-ერთი მზის კულტის გამოსახულებაა, როგორც მრავალი ღმერთი მანამდე. ვიცი, რომ ბევრი მოდავე ეყოლება ჩემს თემას, მზად ვარ, მათ არგუმენტებით ველაპარაკო“ –  იმედიანად აღნიშნავს თამარი.

 

 

თამარი ოთხ ცოცხალ ენას: ინგლისურს, რუსულს, ფრანგულსა და ივრითს (მხოლოდ ამ უკანასკნელს სწავლობდა პედაგოგის დახმარებით) ფლობს, ახლა სწავლობს ესპანურს და ცდილობს გერმანულის გახსენებას. იცის მკვდარი ენებიც: ძველი ბერძნული, ლათინური, შუმერული და სანსკრიტი. ამბობს, რომ ეს ყველაფერი ინტერესებიდან გამომდინარეობს: „ძალიან მინდოდა ქუმრანის ხელნაწერების წაკითხვა ორიგინალში, ის რაც კანონიკურ სახარებებში გვხვდება სახეშეცვლილია, ისევე როგორც არაკანონიკურის თარგმნისას. ივრითის სწავლა იმიტომ დავიწყე, რომ არამეული მესწავლა, მერე გადავედი პალეო ივრითში. ამ ყველაფრის შედეგი ის არის, რომ ვეღარავინ მოგატყუებს და ვერ გეტყვის, რომ იქ ისე წერია, ხშირად მაქვს აქტიური დებატები ამაზე, არ მომწონს როცა ვიღაცას ატყუებენ და აპელირებენ ამ ყველაფრით“ – ამბობს თამარი, რომელიც ამბობს, რომ მისთვის ყველანაირი იდეოლოგია მიუღებელია: „არასოდეს მოუტანია კარგი იდეოლოგიებს, კაცობრიობისთვის კარგი მოაქვს თავისუფლებას და სიყვარულს. თუ ვიქნებით იდეოლოგიებისგან თავისუფალი, უფრო ბედნიერები ვიქნებით“.

 

 

ლიბერალურ ოჯახში დაიბადა, ამიტომაც თავს ლიბერალად მიიჩნევს. მამის „რესპუბლიკელობამ“ იქონია გავლენა და თავადაც გახდა „რესპუბლიკელი“, საკრებულოს ფრაქციაში მუშაობა მისთვის საინტერესო გამოცდილებაა, რადგან იქ უწევს მოქალაქეებთან ურთიერთობა: „ბევრის მომცემია ახალი ადამიანების გაცნობა, მითუმეტეს, როცა მცირედით მაინც ეხმარები. ჩემთვის კომფორტულია ეს სამსახური“ –  ამბობს თამარი.

 

 

ამბობს, რომ ხანდახან რთულად ასატანია, ამის მიზეზი ის არის, რომ ბავშვობაში ათამამებდნენ. საერთოდ ყველაზე მეტად უყვარს ბავშვობის გახსენება, ამ პერიოდს ჯადოსნურს უწოდებს, სიყვარულით საუბრობს სახლზე, სადაც გაიზარდა და მეგობარ ძაღლზე, რომელიც სკოლაში აცილებდა: „ძალიან ლამაზი სახლი გვქონდა, უზარმაზარი ბაღით, სულ ამ ბაღში ვთამაშობდი. ორი წლისას მაჩუქეს ძაღლი, ულამაზესი იყო, ნაგაზისა და მგლის ნაჯვარი, გრაფი ერქვა. ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი იყო, მასთან ურთიერთობის შედეგად ვისწავლე სიყვარული ცხოველების მიმართ, ამ სიყვარულის წყალობითაა, რომ ხორცს არ ვჭამ“ – ამბობს თამარი.

 

 

პირველ რიგში ვინ ხარ? – ამ შეკითხვაზე სწრაფად პასუხობს, რომ მომავალი მწერალია. დიდი ხანია წერს, ხან გამოგონილ პერსონაჟებზე, ხან გარშემომყოფებზე, ხანაც საკუთარ თავზე, უკვე დაწყებული აქვს წიგნზე მუშაობა, სადაც ბევრი ამოიცნობს თამარს. წიგნზე აქტიურად მუშაობას გადატვირთული გრაფიკის გამო ვეღარ ახერხებს, თუმცა დრო ყოველთვის აქვს იმისთვის, რომ თავს თერაპია მოუწყოს. ის რაც განტვირთვაში ეხმარება, არის იოგა, თუმცა ეს არ არის ერთადერთი საშუალება ამისთვის: 

 

 

„ხუთი წელია ჩემი ყოველი დღე იწყება იოგით. იოგას აქვს პირდაპირი კავშირი მზესთან, მზის ამოსვლისას უნდა გააკეთო იოგას ვარჯიშები. ძალიან ზარმაცი ადამიანი ვარ, ამიტომაც ავირჩიე იოგა, თუ ერთხელ დაიწყებ, ვერასოდეს ანებებ თავს, იმიტომ, რომ ეს პროცედურა გაყენებს კარგ განწყობაზე, გრძნობ ფიზიკურ სიმსუბუქეს და უკეთესი ხდები. იოგა მასწავლა ჩემმა მეგობარმა, რომელიც იოგას ცნობილი ინსტრუქტორია, დელიში აქვს თავისი სკოლა. ასევე დავდიოდი ტაიჩიზე, კარატესთან მიახლოებული საბრძოლო ხელოვნების სახეა, ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია ტაიჩიც ჩემთვის.“ – ამ ყველაფერს თამარი სწორი კვების რეჟიმს უმატებს, რითაც ცდილობს მიიღოს შედეგი: „ჯანსაღ სხეულში, ჯანსაღი სული.“ მისი სიმშვიდის ეფექტს ხატვაც წარმოადგენს, ძირითადად ნატურმორტებს და პეიზაჟებს ხატავს, ყოველთვის ფერადს: „ეს ჩემთვის ყველაზე დიდი თერაპიაა, მიყვარს ლურჯი ცის დახატვა, მხოლოდ ჩემთვის ვხატავ, ხუთი-ექვსი ნახატი მექნება, რაც სახლში დამრჩა და არ გავაჩუქე. უამრავი ჩანახატი მაქვს“ – ამბობს თამარი.

 

 

კვალიფიკაციის ასამაღლებლად თამარი ბერლინის უნივერსიტეტში აპირებს სწავლას, ამბობს, რომ ბერლინთან რაღაც განსაკუთრებულ კავშირს გრძნობს: „როგორც კი დავიცავ დისერტაციას, წავალ. პირად კონტაქტებზეა დამყარებული ჩემი წასვლა. ბერლინში სიამოვნებით დავრჩებოდი საცხოვრებლად, თითოეული შენობა ჩემთვის არის ისტორია. იქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ“ – ამბობს თამარ ხიტირი.

ბათუმში ლონდონის სკვერი იხსნება

 

დღეს, 5 საათზე  სკვერს ოფიციალურად გახსნიან დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ალექსანდრა ჰოლ-ჰოლი, ბათუმის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და სხვა ოფიციალური პირები.

 

ლონდონის სკვერში დაიდგმება ლონდონისათვის დამახასიათებელი სატელეფონო წითელი ჯიხური, რომელიც სასტუმრო „ადმირალის“ ბრიტანელი მეპატრონის საჩუქარია ბათუმისათვის. საელჩოს პრესსამსახურის განმარტებით, რკინის ჯიხური ორიგინალია და იგი რამდენიმე ტონას იწონის.

 

დღესვე, რუსთაველისა და დუმბაძის ქუჩების კვეთაში,  სასტუმრო „ინტურისტთან“, იმ ადგილას, სადაც დიდი ბრიტანეთის საკონსულო მდებარეობდა,  მემორიალური დაფა გაიხსნება.

 

ბათუმში ოცამდე ურნა მოიპარეს

 

შპს „სანდასუფთავების“ დირექტორის, დავით ასამბაძის თქმით, დაახლოებით 20 ურნაა მოპარული.

 

„დეკორატიულ ურნებში ჩაგდმულია უჟანგავი ვედროები. პერიოდულად იპარავენ. პოლიციას რა თქმა უნდა მივმართეთ“ – ამბობს დავით ასამბაძე. მისი თქმით,  ერთი ურნის ფასი დაახლოებით 15 ლარია.

 

შს სამინსიტროს პრესსამსახურში ადასტურებენ, რომ ბათუმში ურნების მოპარვის თაობაზე გამოიძება მიმდინარეობს 177-ე მუხლით – ქურდობა  (ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების შეზღუდვით ერთიდან სამ წლამდე).  

 

ფოტოკონკურსი ველომოყვარულთათვის

 

გამარჯვებული ფოტოს მოწონებების რაოდენობით გამოვლინდება. შედეგები 2015 წლის 5 იანვარს გამოცხადდება, კონკურსის გამარჯვებული კი ველობარათით დასაჩუქრდება. 

გაუდაბნოების პროცესი აჭარაში

 

მაღალმთიანი აჭარა. მანანა ქველიაშვილის ფოტო
მაღალმთიანი აჭარა. მანანა ქველიაშვილის ფოტო

„ხულოში: ბეშუმის მიმდებარედ, გოდერძის უღელტეხილის მიმდებარედ, მწვანე ტბის მიდამოებში; შუახევში: ღომას მთაზე, ჩირუხის მთაზე; ქობულეთში: გომის მთაზე –  ეს ის ადგილებია, სადაც ბოლო 50 წლის განმავლობაში ჩვენი დაკვირვებით 400-500 მეტრით ჩამოიწია ტყის ზედა საზღვარმა, ანუ მდელოებად იქცა,“ –  ამბობს აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ჯუმბერ აბულაძე.

 

 

აჭარის სუბალპური და ალპური ზონის ფართობი 37 759 ჰა-ს მოიცავს, ტერიტორიის უმეტესი ნაწილი საზაფხულო საძოვრებია. აჭარის კლიმატის ცვლილების სტრატეგიის მიხედვით რეგიონში მცხოვრები 14 000-მდე მომთაბარე კომლი ყოველ ზაფხულს დაახლოებით 55 000-მდე მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვს აძოვებს საძოვრებზე. საძოვრებზე დადგენილ ნორმებზე გადაჭარბებული რაოდენობით ნახირისა და ფარის უწესრიგო ძოვების შედეგად კი შეიცვალა ბიოეკოლოგიური გარემო. ეროზიული, ღვარცოფული და მეწყრული მოვლენების გვერდით, ბუნებას ზიანს ადამიანებიც აყენებენ.

 

 

„ბოლო 50 წლის მანძილზე სუბალპურ და ალპურ ზონაში, კერძოდ ბეშუმში, პირწმინდად გაიჩეხა უნიკალური ბუნებრივი მწვანე საფარი: ნაძვის, სოჭის, ფიჭვისა და წიფლის კორომები. შემორჩენილია ტყის მცირე ოაზისები, რომლებიც ამჟამად გამეჩხერებულ-დეგრადირებულია და დაკარგული აქვთ ბუნებრივი თვითაღდგენის უნარი. გაჩეხილი ხე-ტყის ნარჩენები (ჯირკები) გვხდება ზღვის დონიდან 2 200 მეტრამდე. გაჩეხვისა და პირუტყვის უსისტემო ძოვების შედეგად სუბალპური ზონა 200-250 მეტრით დაწეულია. საძოვრებზე პირუტყვის უწესრიგო ძოვებით გაჩენილია მრავალი ბილიკი. ნიადაგი ირღვევა და ზიანება,“ – ნათქვამია 2013 წელს გამოქვეყნებულ აჭარის კლიმატის ცვლილების სტრატეგიაში.

 

აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოში აცხადებენ, რომ აჭარის მაღალმთიანეთში გაუდაბნოების პროცესს ებრძვიან.

 

„გაუდაბნოების წინააღმდეგ ჩვენ მნიშვნელოვან ღონისძიებებს ვატარებთ. გასულ წელს 33 ჰექტარი ტყე შემოვღობეთ. ამით ბუნებრივ განახლებას ვუწყობთ ხელს. ეს არის ყველაზე ეფექტური და იაფი მეთოდი, რომ პირუტყვმა ვერ შეძლოს ტყეში შესვლა და ანთროპოგენური ზემოქმედება მოისპოს. საშუალოვადიანი გეგმით მომავალ 4 წელიწადში 100-100 ჰექტარის შემოღობვა გვაქვს დაგეგმილი. ხუთიდან ათ წლამდეა საჭირო, რომ დაცული იყოს ტყე პირუტყვისაგან და ხეებმა ზრდა მოასწრონ,“-  ამბობს ჯუმბერ აბულაძე.

 

 

მაღალმთიანი აჭარა. მანანა ქველიაშვილის ფოტო
მაღალმთიანი აჭარა. მანანა ქველიაშვილის ფოტო

მისივე თქმით, თვითაღდგენის უნარი ჯერჯერობით ტყეებს შერჩენილი აქვთ. 3000 ჰექტარია აღრიცხული აჭარაში, რომლის შემოღობვაც დაგეგმილია.  იმისათვის, რომ შემოღობილი ფართობები გაიზარდოს, ადგილობრივ მთავრობაში დონორებისგან დაფინანსებას ელიან.  

სტუდენტები 2007 წლის 8 ნოემბერს ბათუმის უნივერსიტეტის დარბევის გამოძიებას ითხოვენ

 

2007 წლის 8 ნოემბერი, სპეცნაზი ბათუმის უნივერსტეტის ეზოში
2007 წლის 8 ნოემბერი, სპეცნაზი ბათუმის უნივერსტეტის ეზოში

„2007 წლის 8 ნოემბერს უნივერსიტეტში შემოიჭრა სპეცდანიშნულების რაზმი, რომელიც ფიზიკურად გაუსწორდა პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს. სპეცრაზმის შემოჭრის მიზეზი იყო საპროტესტო აქციის დაშლა, რომელიც შეეხებოდა 2007 წლის 7 ნოემბრის თბილისში განვითარებული მოვლენების დაგმობას. მას შემდეგ 7 წელი გავიდა მაგრამ საქმე არ გამოძიებულა და შესაბამისად დამნაშავეები არ დასჯილან. 

 

უნივერსიტეტმა უნდა მოითხოვოს ამ ფაქტის გამოძიება, გამომდინარე იქედან, რომ 2007 წლის 8 ნოემბერს შეილახა უნივერსიტეტის ავტონომია და დაირღვა პროფესორ მასწავლებლებისა და სტუდენტების უფლებები“ – წერია „ალტერნატივას“ განცხადებაში, რომელსაც სტუდენტური მოძრაობა ფეისბუქზე ავრცელებს. 

დავით გაბუნიას ლექცია – “სად არიან გენიოსი ქალები ხელოვნებაში?” [Audio]

“ხშირად გაიგონებთ მოსაზრებას, რომ ქალი მხატვარი/კომპოზიტორი/მწერალი არ შეიძლება გენიოსი იყოს. ისტორიას არ ახსოვს გენიოსი ხელოვანი ქალები. რამდენად მცდარია ეს აზრი? იქნებ საქმე ისტორიის გაყალბებასთან გვაქვს? ან იქნებ გენიოსი ხელოვანი ქალები მართლაც არ არსებულან? ლექცია მოიცავს მცირე ისტორიულ ექსკურსსა და თეორიულ მიმოხილვას, რაც ამ საკითხით დაინტერესებულ მსმენელებს მრავალ კითხვაზე გასცემს პასუხს” – ნათქვამია ლექციის შესავალში.

ლექციის აუდიო ვერსიის მოსასმენად გადადით ბმულზე – [Audio].

აქცია ქობულეთის მუსლიმური პანსიონატის საქმის დაჩქარების თხოვნით

 

„ჩვენ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ჩაგვეტარებინა მშვიდობიანი აქცია ქობულეთში არსებულ პანსიონატთან დაკავშირებით. პანსიონატის გახსნის საკითხი 20 ოქტომბერს უნდა გადაწყვეტილიყო, მაგრამ ჩვენთვის პასუხი დღემდე უცნობია”, – განაცხადა აქციის ორგანიზატორმა კახა კახაძემ. 


მისივე თქმით, ისინი ვერ შეხვდნენ იმ ადამიანებს, ვის კომპეტენციაშიც შედის ამ საკითხის მოგვარება. კახა კახაძე: “ჩვენ ვესაუბრეთ აჭარის მთავრობის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელს დავით გაბაიძეს, რომელიც დაგვპირდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, ბატონ არჩილ ხაბაძესთან შუამდგომლობას და ორშაბათისთვის გადაწყვეტილების მიღებას“.  

წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას ჰუმანიტარული დახმარება ურიგდება

 

ჰუმანიტარული ტვირთი აჭარაში 3 ნოემბერს შემოვიდა. სექტემბერში სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის გამოყოფილი ჰუმანიტარული დახმარების მიღების პროცესს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი ნათია ლოლაძე, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე და ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი დაესწრნენ.

ჰუმანიტარული დახმარება ჯავახიშვილის უბანში მცხოვრებ ოჯახებს, მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა სოფიო მიქელაძემ და ადმინისტრაციულ ერთეულში მერიის წარმომადგენელმა ამირან ოქროპირიძემ თავად მიუტანეს. 

ადმინისტრაციების მიხედვით:


ძველი ბათუმი – 6 ოჯახში დარიგდა


რუსთაველი – 7ოჯახი (5-ში დარიგდა)


ბაგრატიონი – 60 ოჯახი (10-ში დარიგდა)


აღმაშენებელი – 27 ოჯახი (25-ში დარიგდა)


ჯავახიშვილი – 46 ოჯახი (1-ს გადაეცა)


თამარი – 5 ოჯახში დარიგდა


ხიმშიაშვილი – 13 (მიმდინარეობს დარიგება)


ბონი-გოროდოკი – 22 (20-ში დარიგდა)


აეროპორტი – 16 (15-ში დარიგდა)


კახაბერი – 12 ოჯახში დარიგდა


სამრეწველო – 2 ოჯახში დარიგდა


მწვანე კონცხი – 11 ოჯახში დარიგდა

ბათუმში ელენე გიორგაძის კლინიკის ფილიალი იხსნება

 

ლაშა უჩავა, ენდოკრინოლოგი
ლაშა უჩავა, ენდოკრინოლოგი

ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 40-45%  სიმსუქნე აწუხებს, როგორც დაავადება.

 

ენდოკრინოლოგ ლაშა უჩავას თქმით, სიმსუქნის გამომწვევი მიზეზი, გარდა კვებისა, გენეტიკური განწყობა და ფიზიკური აქტივობის დაქვეითება შეიძლება იყოს.

 

„სიმსუქნე  ხარისხებად იყოფა და ითვლება სხეულის მასის ინდექსის მიხედვით: წონა შეფარდებული  სიმაღლესთან. მაგალითად, თუ ადამიანი არის 175 სანტიმეტრი სიმაღლის, ამ შემთხვევაში მისი მაქსიმალური წონა შეიძლება იყოს  84-85 კილოგრამი.  85 კგ-ზე 10 კგ-ით მეტი არის ჭარბი წონა, მაგრამ ამაზე მეტი, უკვე ითვლება ქრონიკულ დაავადებად. აქედან გამომდინარე, ეს არ არის მხოლოდ კოსმეტიკური პრობლემა,  ეს არის დაავადება, რომელსაც სჭირდება კომპლექსური მკურნალობა,“ – აღნიშნა ლაშა უჩავამ.

 

მისი განმარტებით,  ქრონიკულ დაავადებაში გადაზრდილი სიმსუქნე  პირველ რიგში იწვევს შაქრიან დიაბეტს, (ტიპი 2), ასევე, სიმსუქნე მოქმედებს გულსისხლძარღვთა სისტემაზე, იწვევს სუნთქვით უკმარისობას და ონკოლოგიური დაავადებების რისკს ზრდის დაახლოებით 20-30%-ით.

 

„სიმსუქნის განვითარებამ იმატა ბოლო 30 წლის განმავლობაში. ამაზე ევროპის სამედიცინო საზოგადოებას ჩატარებული აქვს კვლევა და თუ სიმსუქნით ევროპის ქვეყნებს შორის 90 წლებში საქართველო იყო დაახლოებით19-20 ადგილზე, დღეს არის ათეულში“  – ამბობს ლაშა უჩავა. იგი სამ მთავარ ფაქტორს გამოჰყოფს სიმსუქნის დასაძლევად:  „ფიზიკური აქტივობის გაზრდა,  ჯანსაღი კვება და სითხის დიდი რაოდენობით მიღება.“ 


საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიის აქცია ბათუმში

 

 

“ჩვენი მოთხოვნაა, ბათუმის პორტის ნაციონალიზაცია და ციტრუსების ჩაბარება,  სახელმწიფო მიღების პუნქტებში  გარანტირებულ ფასში, რომ მოახდინოს სახელმწიფომ,  რადგან 50 თეთრი არის ძალიან დაბალი ფასი.  ვითხოვთ ორჯერ მაინც გაიზარდოს ეს ფასი” – ამბობს საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიის თმჯდომარე თეიმურაზ ფიფია.

 

 

აქციის მონაწილეები, მთავრობის სახლთან მისვლამდე ბათუმის საბაგიროსთან შეიკრიბნენ, სადაც ადრე გმირთა მემორიალი იდგა. კომუნისტური პარტიის წევრები, ბათუმის მერს “ობელისკის” დაბრუნების შესახებ განცხადებითაც მიმართავენ – “გთხოვთ, რომ აღსდგეს სამართლიანობა და წინა რეჟიმის მიერ უკანონოდ, მოსახლეობის აზრის გათვალისწინებით გარეშე, განხორციელებული ვანდალური აქტის შედეგად დემონტაჟებული დიდების მემორიალის აღმართვას, ანალოგიური (ან უკეთესი) არქიტექტურული იერსახით, ბათუმის ცენტრალურ ადგილას” – ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 

“ხარვეზები არის“ – ინტერვიუ უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერთან

 

დავით ბაციკაძე
დავით ბაციკაძე

ბატონო დავით,  ვიცესპიკერის როლში რა გააკეთეთ მნიშვნელოვანი ამომრჩევლისთვის?

 

ბევრჯერ უკითხვათ ჟურნალისტებს იმაზე, თუ როგორ აისახა ჩვენ მიერ მიღებული კანონი და გადაწყვეტილებები რეგიონის მოსახლეობაზე. ჩვენდა სამწუხაროდ ჯერ კიდევ ძველი ხელისუფლების მემკვიდრეობის ქვეშ ვართ. ვიდრე კონსტიტუციაში ცვლილება არ შევა სტატუსის შესახებ და რეალური უფლებები არ ექნება აჭარის რეგიონს, მანამდე ხელფეხშეკრული ვართ. ახლა ჩვენზე ვრცელდება იგივე კანონი, რაც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ამიტომ განსხვავებულს ვერაფერს ვაკეთებთ. თავმჯდომარე არის საკონსტიტუციო კომისიის წევრი და აქტიურად მუშაობს, რომ რეგიონს მეტი უფლება ჰქონდეს დელეგირებული. შეგვეძლოს თუნდაც ცალკე განათლების შესახებ კანონის ან ჩვენი დამატების მიღება. გვაქვს განათლების სამინისტრო, რომელსაც, სამწუხაროდ, სკოლებთან და უმაღლეს სასწავლებლებთან მიმართებაში თითქმის არ აქვს ფუნქცია ზედამხედველობის მხრივ. ეს პრობლემაა.

 

 გულისხმობთ, უმაღლესმა საბჭომ მიანიჭოს გარკვეული უფლებამოსილება სამინისტროს?

 

 არა, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა გვქონდეს უფლება ამაზე ვიმუშაოთ _ იდეა, რომ ჩვენ ვწერდეთ ამ კანონებს და შემდეგ საქართველოს პარლამენტი ამტკიცებდეს მათ. საუბარია კანონზე, რომლითაც შეგვიძლია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მივიღოთ ცვლილება.

ევროპაში, სადაც ამ ტიპის მოწყობები აქვთ, კანონს თვითონ წერს რეგიონი და უგზავნის პარლამენტს –  პარლამენტი ან უკან უგზავნის, ან ამტკიცებს.

 

რამდენად ქმედუნარიანია ამ მოწვევის უმაღლესი საბჭო?

 

პარლამენტი, უმაღლესი საბჭო, ასეთი ტიპის დაწესებულებები ყოველთვის ნაკლებრეიტინგულია. ჩვენი საქმიანობა კანონშემოქმედებითია… მოქალაქეებს ვიღებთ, რაც არ ჩანს საერთოდ. 2014 წელს სექტემბრის ჩათვლით 6659 მოქალაქე მიიღეს უმაღლეს საბჭოში, აქედან სამასამდე მოქალაქე მე მივიღე. ამ პერიოდის განმავლობაში მიღებულია 114 ნორმატიული აქტი, აქედან 74 რეგლამენტში შევიტანეთ 15 ცვლილება და მივიღეთ 20 კანონი. ჩემი იდეა იყო, რომ რეგლამენტში ამდენი ცვლილების შეტანას ჯობდა ახალი რეგლამენტი მიგვეღო. რეგლამენტში ცვლილებების ბოლო ეტაპზე ვართ და აღარ იქნება გაურკვევლობები.

 

მაგალითად?

 

როცა უნდოდათ შემოჰქონდათ და მეორე დღეს შეეძლოთ მიეღოთ ბიუჯეტი, ვფიქრობ, ეს ხარვეზია. როდესაც მთავრობა და აღმასრულებელი ხელისუფლება ერთ ქნარზე უკრავდა, მაშინ არ იყო პრობლემა, ახლა ფორსმაჟორის გათვალისწინებით არ შეიძლება ბიუჯეტის მიღება. შემოტანილი ბიუჯეტის კორექტირება ერთ კვირაზე ადრე ვერ მოხერხდება… საშემოდგომო სესიაზე მივიღებთ საბოლოო ცვლილებებს. ბევრი უფლება, რაც თავმჯდომარეს ჰქონდა, ჩამოვართვით.

 

მოქლაქეები ძირითადად რა საკითხებზე მოგმართავენ?

 

ადამიანის უფლებების დარღვევის საკითხზე; გამოწვევად რჩება ჩვენს ხელისუფლებაში და ჩვენ შემდეგი ხელისუფლებისთვისაც დასაქმების საკითხი. რატომღაც ყველა ითხოვს დასაქმებას საჯარო სამსახურში. ზოგი აცხადებს კონკრეტულ თანამდებობას, სადაც შეუძლია იმუშაოს და აბსურდული მოთხოვნით მოდის. საგრძნობლად იკლო ჯანდაცვის პრობლემებზე მომართვებმა და რაც არის ამ მხვრივ ეხება მხოლოდ ძვირადღირებული ოპერაციების დაფინანსებას. ჯანდაცვის პრობლემები საყოველთაო დაზღვევამ მოხსნა.

 

კონკრეტული მაგალითებით მითხარით, რაში გამოიხატა თქვენ მიერ მთავრობის კონტროლი?

 

ბოლო ბიუჯეტის კორექტირებაზე უამრავი შენიშვნა გამოვთქვით, ოპოზიციასაც ჰქონდა ჩვენი გუნდის წევრების მიმართ შენიშვნები და ვფიქრობ, გაითვალისწინებენ. იგივე ცხრა თვის შესრულებაზე გვესმოდა, რომ ობიექტური მიზეზები ჰქონდა. მთავრობამ ვერ შეასრულა ბიუჯეტის ხარჯი, მაგრამ არჩევნების პერიოდი დაემთხვა, რის გამოც სხვადასხვა რეგულაცია მოქმედებდა… ამ მხრვ იდეალური სიტუაცია გვაქვს-მეთქი რომ ვთქვა, იქნება ტყუილი. კარგი იდეა ჰქონდა მთავრობის თავმჯდომარეს, რომ ჰყოლოდა უმაღლეს საბჭოში წარმომადგენელი, უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტამენტი შეიქმნა.

 

ოპოზიციონერის პოზიციიდან შეაფასეთ რას უწუნებთ ამ უმაღლეს საბჭოს?

 

უმაღლეს საბჭოსთან მე მქონდა პრობლემები, ჩემი კოლეგები ვერ დავარწმუნე რაღაც-რაღაცებში. საბოლოოდ, რასაც ვამბობდი სწორი აღმოჩნდა. შეიძლებოდა ბიუჯეტი ყოფილიყო უფრო სოციალური, თუმცა სოციალურ პროგრამებში უფრო მეტს ვხარჯავთ. ახლა მოდის ციტრუსის სეზონი – კარგი იდეა იყო სუბსიდირება, მაგრამ ეს კარგი იდეა დროებითია და შემდეგ უნდა დავანებოთ თავი – ბიზნესი უნდა იყოს ბიზნესი. მოხდა ის, რომ შესრულების მხრივ რაღაც ვერ გავითვალისწინეთ და ადამიანებმა ფული ვერ მიიღეს. ვფიქრობ, გადაწყდება ეს საკითხი და ხალხი მიიღებს ამ თანხას. მოვიდა სეზონი და რაღაც პრობლემები ისევ გვაქვს.

 

ანუ ამ საკითხზე მთავრობამ კარგად ვერ იმუშავა?

 

იმუშავა, მაგრამ უფრო მარტივი ფორმის გაკეთება შეიძლებოდა, ფერმერსაც ნაკლები პრობლემა შეექმნებოდა. ეს ჩვენი ბრალიც არაა იმდენად, რამდენიც ცენტრალური ხელისუფლების. ვფიქრობ, ასეთი ხარვეზების გამოსწორება შეიძლება.

 

 თქვენ საუბრობთ მთავრობაზე, მე მაინტერესებს რას უწუნებთ უმაღლეს საბჭოს?

 

ამ მოწვევის უმაღლეს საბჭოს ჰქონდა რთული პერიოდები არაერთგზის და ისევ უდგას რთული პერიოდი. ვფიქრობ, ეს კანონშემოქმედებით საქმიანობას ხელს არ უშლის, მაგრამ რაღაც რყევები შეიძლება გამოიწვიოს. ძალიან ცუდი მომენტები იყო უსკოს კანონთან, ასევე გენო გელაძესთან (საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრობის კანდიდატი, რომელიც საბოლოოდ უმაღლესმა საბჭომ ჩააგდო _ ავტ.), ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტთან მიმართებაში.

 

უმაღლესი საბჭო უფრო კრიტიკული ხომ არ გახდა მას შემდეგ, რაც დეპუტატებს ზოგიერთი თანამდებობის პირის გათავისუფლების გადაწყვეტილება არ მოეწონათ?

 

ბიუჯეტთან დაკავშირებით საკმაოდ მწვავე შენიშვნები გვქონია შარშანაც. პასუხი მოგვითხოვია შესრულებასთან დაკავშირებულ პრობლემებზეც. ბიუჯეტის შესრულებაზე როცა არის პრობლემა, ჩვენც განვიცდით. მითუმეტეს, როცა მატებაა ბიუჯეტში. ვფიქრობთ საკითხების მოგვარების ეფექტურ გზებზე. მე არ განვეკუთვნები იმ კატეგორიას, ვინც მიიჩნევს, რომ უნდა ვაპიაროთ გაკეთებული საქმეები, ამაზე მსჯელობს დეპუტატების ნაწილი. ეს საუბარი საზოგადოებას მობეზრებული აქვს. ვფიქრობ, არჩევნების წინ დავანახებთ ხალხს რა არის განსხვავება წინა ხელისუფლებას და ჩვენ შორის.

 

დააკონკრეტეთ, გახდა თუ არა უმაღლესი საბჭო მთავრობის მიმართ კრიტიკული მურმან დუმბაძის გუნდის წევრების გათავისუფლების შემდეგ?

 

 

მთავრობის წარმომადგენლების კორუფციაში დადანაშაულებამდე მივიდა საქმე. მე არ მახსენდება ამ ადამიანების [დეპუტატების] განცხადება ერთი თვით ადრე, ვიდრე ისინი [დუმბაძის გუნდის წევრები] გაათავისუფლეს. არ მახსენდება პრეტენზიები ამ ადამიანების მიმართ. კრიტიკულები გახდნენ, მაგრამ ამ კრიტიკას საფუძველი არ აქვს _ თავიანთი პოლიტიკური მიზნები ამოძრავებთ, რაც ბოლოს გაცხადდება.

 

რას ნიშნავს თქვენთვის, როცა უმაღლესი საბჭოს წევრი ამბობს, რომ სეიფში უდევს მთავრობის თავმჯდომარის მამხილებელი დოკუმენტები?

 

ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. როდესაც ასეთი განცხადება კეთდება, შესაბამისმა ორგანოებმა მასალები უნდა გამოითხოვონ. ეჭვი მეპარება რაიმე ჰქონდეს მას [დეპუტატ მედეა ვასაძეს], ეს იყო განცხადება განცხადებისთვის განაწყენებული ადამიანისგან, რომელსაც ახლობლები გაუთავისუფლეს. ამის შემდეგ იყო ბრიფინგების სერია და ვერ მოვისმინე კონკრეტული ბრალდება, რომელიც კანონთან წინააღმდეგობაში მოდის. სამწუხაროდ, მოვისმინე ცუდი მეთოდებით გაკეთებული ჩანაწერები, რაც წინა ხელისუფლების ქცევას ჰგავს. ეს არ მომეწონა. პრინციპში არც არაფერი იყო იქ, ფორმაა ცუდი, როცა ადამიანთან ზიხარ და მას ჩუმად იწერ.

 

თუ ფიქრობთ, რომ შეიძლება, რაღაც დოკუმენტი მართლა არსებობს?

 

არა, რადგან კარგად ვიცნობ მთავრობის მუშაობას. ვიცი, რომ ეს ხელისუფლება ხელფასზე დამოკიდებული ხელისუფლებაა.

 

უმაღლესი საბჭოს მიერ გაწეული ხარჯები განსჯის საგანი არაერთხელ გახდა

ხარჯვით ნაწილში თანხა არ გაგვიზრდია. რაღაც ხარჯები იქნებოდა საჭირო აუცილებლად -უამრავი სტუმარი მოდის. ახალი ავეჯის შესახებ არ ვიცი, თქვენგან მესმის. თუ არის ძალიან ძვირადღირებული, სიგიჟეა, მაგრამ, ვფიქრობ, იაფიანი არ უნდა ვიყიდოთ, რაც მალე გამოვა მწყობრიდან. უნდა ვიყიდოთ ძვირადღირებული არა ფუფუნებისთვის, არამედ იმიტომ, რომ უამრავი სტუმარი მოდის.

 

მედეა ვასაძის გადაყენების საკითხს აყენებდით

 

ეს საკითხი „ნაცმოძრაობამ“ დააყენა დღის წესრიგში, თუმცა იცოდნენ, რომ  ჩავარდებოდა. ეს შემდეგ ექვსი თვის განმავლობაში მისი გადაყენების საკითხის დღის წესრიგში დადგომას გამორიცხავდა. სესიაზე მხოლოდ ორნი ვიყავით მომხრე `ნაცმოძრაობის~ გარდა, მათ შორის ერთი არ მოვიდა სხდომაზე. მე და გია მასალკინი ვიყავით მხოლოდ მომხრე, სულხან ღლონტი არ ესწრებოდა იმ სესიას.

 

მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი ნუგზარ კეკელიძე უნდა დაგესაქმებინათ თუ არა უმაღლეს საბჭოში?

 

ვფიქრობ, არ უნდა დასაქმდეს უმაღლეს საბჭოში კეკელიძე. ის ადამიანები, ვინც ჩვენთან მუშაობდნენ, არ უნდა გაეშვათ იმის გამო, რომ კეკელიძისთვის გამოეთავისუფლებინათ ადგილი.

 

ანუ ადასტურებთ ამ ფაქტს?

 

თავენს გაზეთში წავიკითხე, რომ გათავისუფლებულები ასე მიიჩნევენ.

 

უმაღლესი საბჭოს ვიცესპიკერის ხელფასი რამდენია?

 

4100 ლარი დარიცხვით.

როგორ გადაანაწილა აჭარის მთავრობამ 2015 წლის პრიორიტეტები

 

ია ფრანგიშვილის ინფოგრაფიკა
ია ფრანგიშვილის ინფოგრაფიკა

დაფინანსების ოდენობის მიხედვით მომავალ წელს პრიორიტეტებს შორისაა ზოგადი პროფესიული და უმაღლესი განათლება. ამ სფეროს ხელშეწყობისთვის 21 მილიონ 487256 ლარი გაითვალისწინეს.

 

მთლიანობაში, 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მომავალ წელს 3 მილიონი ლარით გაზრდილ დაფინანსებას მიიღებს. სამინისტროს ბიუჯეტი 36 693 300 ლარი იქნება. მიმდინარე წლის გეგმის მიხედვით კი, სამინისტროს დაფინანსება 33 397 900 ლარია. 

 

პროექტის მიხედვით, მილიონი ლარით იზრდება სამინისტროში დასაქმებულთა ხელფასების ოდენობა. მიმდინარე წელს სამინისტროს ბიუჯეტის შრომის ანაზღაურების გრაფაში 15 590 500 ლარი ფიქსირდებოდა, 2015 წლის ბიუჯეტის პროექტში კი, ეს ციფრი 160 35 000 ლარამდე იზრდება. პროექტის ავტორი დაწესებულების – აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გაიზარდა აჭარის მუზეუმებში დასაქმებულთა ხელფასები, რამაც სახელფასო გრაფაში მილიონიანი მატება გამოიწვია.

 

„გასული წლის მარტში ხელფასები გაეზარდათ მუზეუმების თანამშრომლებს. მათ შორის გიდებსა და მეცნიერ თანამშრომლებს, რამდენიმე მუზეუმის პერსონალის ხელფასი კი არ გაზრდილა. ამიტომ მათი ხელფასების გაზრდა მომავალი წლიდან მოვითხოვეთ“, – განმარტეს განათლების სამინისტროში.

 

775 200 ლარიდან  მილიონამდე გაიზრდება სტუდენტთა დახმარების პროგრამა. გასულ წელთან შედარებით 100 ათასი ლარით გაიზრდება ასევე უმაღლესი განათლების ხელშეწყობისთვის გათვალისწინებული თანხის ოდენობაც.

 

რაც შეეხება კულტურის სფეროს, როგორც ბიუჯეტის პროექტიდან ჩანს, მომავალ წელს 765 600 ლარიდან – მილიონ 326 000-მდე გაიზრდება ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის დაფინანსება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წელს ამ მუზეუმის შენობის რეაბილიტაცია იგეგმება.

 

გასულ წელთან შედარებით ნახევარი მილიონი ლარით იზრდება ასევე ბათუმის დრამატული თეატრის ბიუჯეტი. ეს ნამატი მნიშვნელოვნად ხარჯების ნაწილშია ასახული, მცირედითაა გაზრდილი თანხა შრომის ანაზღაურებისთვის გათვალისწინებულ გრაფაში. 

 

სპორტის განვითარების ხელშეწყობისთვის კი სამ მილიონზე მეტი ლარი გაითვალისწინეს. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, სამინისტროს დაფინანსებაში არ აისახა 14 მილიონი ლარი, რაც ბათუმის სტადიონის მშენებლობისთვის გაითვალისწინეს.

 

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება მომავალ წელს ცხრა მილიონამდე ლარი იქნება, რაც გასული წლის დაფინანსებისგან მკვეთრად არ განსხვავდება. თუმცა ამ თანხაში ასახული არ არის რვა მილიონი ლარი, რაც მთავრობამ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოსთვის ახალი შენობის ასაშენებლად უნდა დახარჯოს.

 

ბიუჯეტის პროექტში ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო მოხელეების შრომის ანაზღაურებისთვის განკუთვნილი თანხა მილიონ 988 ათას 700 ლარიდან 2 011 000 ლარამდეა გაზრდილი. პროექტის მიხედვით ჩანს, რომ ხელფასები არ გაეზრდებათ სოფლის ექიმებს.

 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მომავალ წელს ბიუჯეტში მილიონი ლარით მეტი ექნება. სამინისტროს დაფინანსება მიმდინარე წელს 6 387 500 ლარი იყო. 2015 წლის პროექტის მიხედვით კი, 7 217 700 ლარი იქნება.

 

სოფლის მეურნეობის სამინისტროში შრომის ანაზღაურებისთვის გათვალისწინებული თანხა მნიშვნელოვნად არ იზრდება. პროექტის მიხედვით, მომავალ წელს ისევ დაფინანსდება სამექანიზაციო საშუალებით ფერმერთა და აგრომეწარმეთა უზრუნველყოფის პროგრამა, პროგრამისთვის ამჯერადაც მილიონ 700 000 ლარი გაითვალისწინეს. ამ სფეროში ახალი კომპონენტი იქნება აგრომეწარმეთა და ფერმერთათვის მრავალფუნქციური მოტობლოკებითა და ურიკებით უზრუნველყოფის ხელშეწყობის პროგრამა. მისი განხორციელებისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტში მილიონ 600 000 ლარი ჩაირიცხება.

 

ბიუჯეტის პროექტში თანხა გათვალისწინებული აღარ არის ფერმერთა ნაკვეთებზე ნაყოფიერების დონის ამაღლების მიზნით მელიორაციის ღონისძიებების უზრუნველყოფისთვის. გასულ წელს ეს პროგრამა 600 000 ლარით იყო დაფინანსებული. ისევ დაფინანსდება სასათბურე კონსტრუქციით ფერმერთა უზრუნველყოფის პროგრამა.

 

სამინისტრო 100 ათას ლარს დახარჯავს ხილ-ბოსტნეულის საშრობი აპარატების შესაძენად. დაფინანსებული არ არის ასევე მეფუტკრეობის ხელშეწყობის პროგრამა. კოოპერატივების განვითარების ხელშეწყობისთვის კი მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯება. მილიონზე მეტი ლარითაა დაფინანსებული აგროსერვისის მუშაობის ხელშეწყობაც.

 

მილიონზე მეტი ლარით იზრდება ტურიზმის დეპარტამენტის დაფინანსება. დაფინანსების ყველაზე დიდი წილი – 24 089 320 ლარი საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გაითვალისწინეს. 

მთლიანობაში, 2015 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი, პროექტის მიხედვით, გასული წლის ბიუჯეტთან შედარებით 6 მილიონ 484 800 ლარით არის გაზრდილი და ას სამოცდაცამეტ მილიონ შვიდას ოცდახუთი ათას ლარს შეადგენს.

 

რაც შეეხება ბათუმის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტს, მერიის ინფორმაციით, დოკუმენტი ჯერ მზად არ არის.

 

 

ბიუჯეტის გადასახდელები მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით 2015 წლისთვის შემდეგნაირად გადანაწილდა:

 

• აჭარის უმაღლესი საბჭო – 4 958,8 ათასი ლარი;

• აჭარის საარჩევნო ადმინისტრაცია – 582,5 ათასი ლარი;

• აჭარის მთავრობა – 39 750,3 ათასი ლარი, მათ შორის: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატი – 3 845,0 ათასი ლარი;

• აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო – 4 996,0 ათასი ლარი;

• აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი – 4 839,0 ათასი ლარი;

• აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო სამმართველო – 1 732,0 ათასი ლარი;

• აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი – 24 089,3 ათასი ლარი;

• აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო- სამრეწველო პალატა – 248,9 ათასი ლარი;

• აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო – 38 217,7 ათასი ლარი;

• განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო – 36 593,3 ათასი ლარი;

• ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – 8 988,8 ათასი ლარი;

• სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 7 217,7 ათასი ლარი.

სტუმარმა ”დინამომ” მასპინძელი ”დინამო” დაამარცხა

 

ბათუმის ”დინამო”

 

 

           ძირითადი შემადგენლობა
 
თბილისის ”დინამო”        ბათუმის ”დინამო”
 
 
ომარ მიგინეიშვილი მიხეილ ალავიძე
ირაკლი ძარია გელა გოგიტიძე
გიორგი პაპავა ბორის მახარაძე
ჩისკო ვალერიან თევდორაძე
მათე ცინცაძე ნიკა მგელაძე
ლაშა შერგელაშვილი           ანზორ სუხიაშვილი
გიორგი პაპუნაშვილი ბადრი ტეტუნაშვილი
ლაშა თოთაძე თეიმურაზ შონია
ლაშა პარუნაშვილი ირაკლი ჩირიკაშვილი
ნიკოლოზ საბანაძე ბექა ჭკუასელი
ზურაბ ხიზანიშვილი გიორგი ბერიაშვილი
 
              სათადარიგო შემადგენლობა
ნიკა დაუშვილი შოთა მამინაშვილი
გიორგი გველესიანი             ვაჟა ქორიძე
გიორგი ჩირგაძე ბექა ვარშანიძე
საბა ლობჟანიძე ამირან აბუსელიძე
ოთარ კაკაბაძე გიორგი გავაშელიშვილი
გიორგი მჭედლიშვილი დმიტრი პაჩკორია
დავით ჯიქია დიმიტრი ტატანაშვილი

ექსპერიმენტული თეატრის ფესტივალი ფოთში

 

საუკეთესო დრამატურგი ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი გახდა პიესით „სუფთა ორბიტით მომავლისაკენ – ანუ პიესო“.  საუკეთესო რეჟისორად სალომე ჯოგლიძე დასახელდა, რომლის რეჟისურით დაიდგა „გაჩერება ნომერი 2“.  ქალის როლის საუკეთესო შემსრულებლად მარიკა ბუკია  დასახელდა „გაჩერება ნომერი 2“-ში შესრულებული როლისთვის. მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლი  შოთა სასანია გახდა „სუფთა ორბიტით მომავლისაკენ – ანუ პიესო“-ში შესრულებული როლით. საუკეთესო მხატვრის სტატუსი დავით  პაპავას ერგო სპექტაკლისთვის „გაჩერება ნომერი 2“.  

 

გამარჯვებულებს ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი საკუთარ სცენას დაუთმობს და ერთობლივი ექსპერიმენტული სპექტაკლის დადგმის საშუალებას მისცემს.

 

 

“24-საათიანი, ექსპერიმენტული თეატრის ფესტივალის” ფორმატის მიხედვით, წინასწარ შერჩეულმა ხუთმა დრამატურგმა ერთ ღამეში მოცემულ თემაზე დაწერა პიესა, რომელიც თეატრის ხუთმა რეჟისორმა, მხატვრებთან და ფოთის დრამატული თეატრის მსახიობებთან ერთად, ერთ დღეში, ფოთის პროფესიული, სახელმწიფო თეატრის სცენაზე დადგეს.

 

 

 „24-საათიანი, ექსპერიმენტული თეატრის ფესტივალი“ ნინო მაღლაკელიძის თანამედროვე ხელოვნების კვლევის ლაბორატორია – CARL-ის, საქართველოში ამერიკის საელჩოს და ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის ერთობლივი პროექტია.

 

ამერიკულ ფორმატის  „24 – საათიანი პიესების ფესტივალი“ (ამჟამად – 24 საათიანი ექსპერიმენტული თეატრის ფესტივალი)  რუსთაველის თეატრში, 2011 წელს დაარსდა. საზოგადოების მხრიდან დიდი დაინტერესების გამო ფესტივალის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით კი  ყოველწლიური გახდა.

 

ერთ-ერთი ორგანიზატორის, ნინო მაღლაკელიძის განცხადებით, პროექტი მიზნად ისახავს ამერიკული კულტურის გაცნობას  საქართველოში და ამ ორ ქვეყანას შორის შემოქმედებითი თანამშრომლობის გაუმჯობესებას. ასევე ახალგაზრდა ხელოვანების პროფესიონალიზმის ამაღლებას, სხვადასხვა შემოქმედებით სფეროს წარმომადგენელი არტისტების ლაბორატორიული  მუშაობის შედეგად, ახალი შემოქმედებითი ფორმების ჩამოყალიბებას (დრამატურგიაში, რეჟისურაში, სცენოგრაფიაში, სამსახიობო ხელოვნებაში) და თანამედროვე ხელოვნების კვლევის ხელშეწყობას.

 

 

ფოტო: ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი, სერა ძნელაძე

 

ქირავდება კერძო სახლის პირველი და მეორე სართული ახალ ბულვართან

სახლი არის ახალ გარემონტებული, ყველა საჭირო ელექტრო ტექნიკით და ავეჯით.  სახლს ასევე გააჩნია : ავტოსადგომი, კაპიტალური ღობე, ცენტრალური გათბობა, კონდინციონერი, ბუნებრივი აირი, სათავსო, ცხელი წყალი, ინტერნეტი, TV.

თითოეული სართულის ფასი 350 დოლარი (შესაძლებელია ფასზე დალაპარაკება)

მობ.: 598 090846

ჯავახიშვილის ქუჩაზე სანიაღვრე სისტემის მოწყობისთვის დამატებით 96 ათასი ლარი დაიხარჯება

 

ქალაქის თვითმმართველობა დამატებით რამდენიმე ქუჩის რეაბილიტაციისთვის კერძოდ: გორგილაძის ქუჩის გაგრძელებისა და ჯავახიშვილის ქუჩიდან შარტავას ქუჩამდე მდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობისთვის 413.5 ლარს, ხოლო ესენინის ქუჩისთვის 163.9 ათას ლარს გამოჰყოფს. ასევე, ჯავახიშვილის ქუჩაზე სანიაღვრე სისტემის მოწყობისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან დამატებით 96 ათასი ლარი დაიხარჯება.

კომისიის სხდომაზე ერთ-ერთი აქტუალური თემა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების რეაბილიტაციის საკითხიც იყო.  ჯავახიშვილისა და კახაბრის უბნის მაჟორიტარი დეპუტატები საკუთარ სამაჟორიტარო უბნებში არსებული საბავშვო ბაღების სარემონტო სამუშაოების პროცესით დაინტერესდნენ. თუმცა, როგორც გაირკვა 13-ე ,25-ე,და 21-ე ბაღებში სარემონტო სამუშაოები ნელი ტემპით მიმდინარეობს და სავარაუდოდ, აღებულ ვალდებულებას კომპანიები დროულად ვერ შეასრულებენ.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ნოემბერში 36 მეწყერი ჩამოწვა

 

ასევე ჯოჭოსა და თხილნარში 7 ოჯახი გარე სამყაროს მოწყდა. ერგეში, კაპრემუშუმში, ორთაბათუმსა და ზედა ჯოჭოში დაზიანდა საავტომობილო გზები.

„სოფელ კაპრეშუმში, მახინჯაურში, ზედა ჯოჭოში, ქედქედში და წინსვლაში 2 კერა დაფიქსირდა, სოფელ თხილნარში 5 კერა და კაპრეშუმში სამი კერაა დაფიქსირებული,“ – ამბობს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ანზორ ფეცელიძე.

მისივე თქმით გეოლოგები მეწყრულ უბნებს იკვლევენ, ხოლო ზარალს სამთავრობო კომისია დაითვლის, რის შემდეგაც დაიწყება მოსახლეობისთვის შესაბამის დახმარების გაწევა.

 

მეწყერი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში

 

იყიდება სახლი იაფად!

 

ქალაქ ბათუმში, 31 დეკემბრის ქუჩაზე იყიდება ორ სართული სახლი, პატარა ეზოთი. ფასი 20 ათასი აშშ დოლარი


მობ.: 555 126912; ხათუნა

ქობულეთში სოციალურად დაუცველებისთვის გაზიფიცირება უფასო იქნება

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი ოჯახების ხელშეწყობის მიზნით „სოციალურად დაუცველი ოჯახების გაზიფიცირების“ პროგრამა ამოქმედდა.

 

მიზნობრივი პროგრამა სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში 0-დან 57 000-მდე სარეიტინგო ქულით დარეგისტრირებული ოჯახების გაზიფიცირებას ითვალისწინებს, რაც გულისხმობს ბუნებრივი აირის გაყვანილობასა და მრიცხველის სამონტაჟო ღირებულების ერთი წერტილის დაფინანსებას.

 

 პროგრამაში ჩართვის მსურველებმა ქობულეთის გამგეობაში უნდა წარადგინონ პირადობის დამდასტურებელი მოწმობის ასლი, განცხადება და ამონაწერი სოციალური სააგენტოდან. მიზნობრივი პროგრამებისთვის მიმდინარე წელს 18 ათასი ლარია გათვალისწინებული. ქობულეთის გამგეობის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის მთავარი სპეციალისტის, მანონი შავიშვილის თქმით „ეს პროექტი მომავალი წლისთვისაც იგეგმება, რა თანხა გამოიყოფა მომავალი წლისთვის ჯერ-ჯერობით ვერ გეტყვით, მიმდინარეობს ბიუჯეტის დაგეგმარება“.

 

პროექტი გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიზნობრივი პროგრამების ფარგლებში ხორციელდება.

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებულთა და გარდაცვლილთა სტატისტიკა

 

2014 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და შსს სამხარეო მთავარი სამმართველოების მიერ რეგისტრირებულია თბილისში – 1246,  მცხეთაში – 75, შიდა ქართლში – 185,  სამცხე-ჯავახეთში – 65,  აჭარაში – 197,  გურიაში – 16 ავტოსაგზაო შემთხვევა.

 

ამავე პერიოდში შს სამინისტროს ცნობით, რეგისტრირებულია თბილისში – 46,  მცხეთაში – 7,  შიდა  ქართლში – 22, სამცხე-ჯავახეთში – 3; აჭარაში –  11,  გურიაში – 2 გარდაცვლილი პირი.

 

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების დროს სულ დაშავებულია 3251 პირი, გარდაცვლილია 145 პირი, მათ შორის რეგისტრირებულია თბილისში – 1609, მცხეთაში – 126, შიდა ქართლში – 306, სამცხე-ჯავახეთში – 134; აჭარაში – 272; გურიაში 24 დაშავებული პირი. გარდაცვლილთა შორისაა 63 ქვეითი.  სატრანსპორტო შემთხვევების დროს 904 ქვეითი დაშავდა.

 

რაც შეეხება სხვა სტატისტიკას, განზრახ მკვლელობის მუხლით 2014 წლის იანვრიდან ივნისამდე 55 ფაქტზე დაიწყო ძიება (სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი). შს სამინისტროს ცნობით, აქედან 49 საქმე უკვე გახსნილია. პოლიციამ მკვლელობის მცდელობის 62 ფაქტზე დაიწყო გამოძიება; ასევე შსს ცნობით, 59 საქმე გაიხსნა.

 

ამავე პერიოდში ოჯახური ძალადობის 309 ფაქტია რეგისტრირებული, აქედან, სამინისტროს ინფორმაციით, 216 საქმე უკვე გახსნილია. გაუპატიურების 23 ფაქტიდან გახსნილი მხოლოდ 10 საქმეა.

 

ტრეფიკინგის არც ერთ ფაქტზე არ დაწყებულა გამოძიება. მძევლად ხელში ჩაგდების ოთხი ფაქტიდან ორია გახსნილი.

როგორ ვისწავლოთ უცხო ენა

 

როგორ ვისწავლოთ უცხო ენა – ეს კითხვა „ბათუმელებმა“ ენის სპეციალისტებს დაუსვა. შეიქმენით უცხნოენოვანი გარემო, დაძლიეთ საუბრის კომლექსი, ხმამაღლა  იკითხეთ და უსმინეთ ტექსტს, რომელსაც კითხულობთ – ასეთია სპეციალისტთა რჩევები და რეკომენდაციები ენის შესწავლის მსურველთათვის.

 

„იმისთვის, რომ ადამიანმა ისწავლოს ენა, უპირველესად სწავლის სურვილი უნდა ჰქონდეს. მეორე უნდა იყოს აუცილებლად შრომისმოყვარე. ჩვენ არ გვაქვს ისეთი გარემო, სადაც უცხო ენაზე საუბრობენ ადამიანები. ქართული გარემოა და ის უნდა იყოს იმისთვის მზად, რომ საკუთარ თავზე იმუშაოს. დღეში მინიმუმ ორი საათი მაინც. უნდა განავითაროს ყველა უნარ-ჩვევა – კითხვის, წერის, მოსმენისა და საუბრის. საქმე იმაშია, რომ თავიდან, როდესაც ადამიანი ენის შესწავლას იწყებს, იღებს წიგნს და ლექსიკონს. ლექსიკონის არ უნდა შეეშინდეს. აუცილებლად ლექსიკონთან უნდა იმუშაოს, მოძებნოს ყველა სიტყვა, რომელიც არ იცის, თუ საწყის ეტაპზეა და უნდა ენის დამოუკიდებლად შესწავლა. აუცილებლად უნდა აიღოს წიგნები, სადაც არის თვითმასწავლებელი. ის გზას უჩვენებს, როგორ უნდა შეისწავლოს,“ – ამბობს პროფესორი ირინე გოშხეთელიანი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპეისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

 

მისივე თქმით, ენის სწავლის პროცესში მნიშვნელოვანია მოსასმენი მასალა.

 

„არის სპეციალური წიგნები დამწყებთათვის. ჩვენთან გარემო რადგან არაა, რთულია მოლაპარაკის პოვნა, ამიტომ კითხვა შეუწყობს ხელს მისი გემოვნების ჩამოყალიბებას, სიტყვების შეთვისებას. წინადადების სწორად წარმოთქმას. კითხვის დროს სასურველია თუ ხმამაღლა წაიკითხავს, რომ თვითონაც ესმოდეს როგორ კითხულობს. კარგია მოსმენა. ყველა წიგნს ახლავს ჩანაწერები და აუცილებელია ენის სწავლის მსურველმა მას მოუსმინოს.

 

თუ ადამიანს საწყისი ეტაპი განვლილი აქვს და უნდა ცოდნის გაღრმავება, პირველ რიგში, ამ ეტაპზეც საჭიროა შრომისმოყვარეობა. აუცილებლად უნდა ივარჯიშოს წერაში. ყველა ახალი სიტყვა, რომელსაც ისწავლის, სასურველია დაწეროს. თვალიც იმახსოვრებს, ხელიც იმახსოვრებს,“ – ამბობს ირინე გოშხეთელიანი.

 

კითხვაზე, რატომ ხდება ისე, ადამიანები წლების მანძილზე სწავლობენ ენას, თუმცა მის სრულყოფილად დაუფლებას ვერ ახერხებენ, ირინე გოშხეთელიანი პასუხობს:

 

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მეხსიერებას, როგორ იმახსოვრებ. თუკი თვითონ არ იშრომა ადამიანმა, მასწავლებელი სასწაულს ვერ მოახდენს. თვითონ უნდა შრომობდეს. მერე უნდა ჰქონდეს აუცილებლად ენის გამოყენების საშუალება. რაც ისწავლა, ის როგორ უნდა გამოიყენოს. კარგია თუ ვინმეს დაუმეგობრდება და ესაუბრება. ფეისბუქი ძალიან კარგი საშუალებაა ამისთვის, რომ დაუმეგობრდე უცხოელს და მიმოწერა გქონდეს. იგივე სკაიპით ელაპარაკო. ხშირად, როდესაც  ცდილობენ უცხო ენაზე საუბარს, ეშინიათ შეცდომა არ დავუშვან. ეს იმდენად აკომპლექსებთ, შემდეგ აღარ საუბრობენ, შესაბამისად, ნაკლებად იყენებენ პრაქტიკაში.  ესეც  არის ერთ-ერთი ხელშემშლელი ფაქტორი. შეცდომების არ უნდა გვეშინოდეს, შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ“.

 

ინგლისური ენის სპეციალისტი ია ხასაია ამბობს, რომ ენის სწავლა დამოუკიდებლადაც არის შესაძლებელი, თუკი მსურველს საამისოდ ნებისყოფა ეყოფა. თავად ენის შესასწავლად ექვსი წელი დასჭირდა.

 

„დღეს სკოლაც და უნივერსიტეტიც გაძლევს საბაზისო ინგლისურს ყოველგვარი რეპეტიტორის გარეშე. უბრალოდ, ვფიქრობ, უნდა ეყოთ ბავშვებს იმის ნებისყოფა, დასხდნენ წიგნთან და იკითხონ. კარგი იქნება თუკი წიგნს უცხო ენაზე ხმამაღლა წაიკითხავ. მეხსიერება ზოგს აქვს მხედველობითი, ზოგს – სმენითი. როდესაც ვკითხულობთ, პარალელურად ვუსმენთ და ვლაპარაკობთ, ეს გვაძლევს საშუალებას ერთდროულად ვამუშაოთ თვალის მეხსიერებაც და სმენითიც. როცა ორივეს ვავარჯიშებთ, ვაძლევთ თავს საშუალებას, კარგად განვიმტკიცოთ ის, რასაც ვსწავლობთ. ყველა სტუდენტს ვეუბნები ერთსა და იმავეს – იკითხეთ სხვადასხვა წიგნის ადაპტირებული ვერსია.

 

არის სახელმძღვანელო 250 სიტყვის ფარგლებში. ერთ გვერდზე შეგხვდა უცხო სიტყვა ამოიწერე, მოისმინე, გამოთქვი, კონტექსტში შეხედე, გაიაზრე. მერე აღმოაჩენ, რომ ავტორი იმეორებს იმავე სიტყვას სხვადასხვა წინადადებაში, სხვადასხვა სტრუქტურაში. ეს გაძლევს საშუალებას გაეცნო ამ სიტყვას და დაიმახსოვრო. არ შეიძლება წლები დადიოდე მასწავლებელთან. უნდა გეყოს ნებისყოფა, იჯდე და კითხულობდე წიგნებს,“ – ამბობს ია ხასაია. 

 

იას თქმით, ენის სწავლის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი მუდმივ რეჟიმში იქმნიდე უცხოენოვან გარემოს.

 

„მე დღემდე ვსწავლობ ენას, რადგან არ მაქვს იმის საშუალება საზღვარგარეთ ვიარო. სახლში ვიქმნი ინგლისურ გარემოს. ვუყურებ ფილმებს, მულტფილმებს, რაც მაძლევს საშუალებას ჩემი ცოდნა იყოს აქტიური. ცნობილი ფაქტია, პატარა ბავშვები სწავლობენ მულტფილმებით რუსულ ენას. იგივე შეიძლება განავრცოთ სხვა ენებზეც. უბრალოდ, უნდა გეყოთ მოთმინება და ნებისყოფა ერთი და იგივე რამდენჯერმე ნახოთ. საყვარელი ფილმები, საყვარელი მულტფილმები, რამდენჯერმე უნდა ვნახოთ. საყვარელი წიგნები რამდენჯერმე უნდა გადავიკითხოთ. ეს ყველაზე კარგი საშუალებაა. მე, პირადად, სხვას არაფერს ვაკეთებ“.

 

 

 

დიდთოვლობის გამო თურქეთიდან მშობიარე ბათუმში ჩამოიყვანეს

 

მაჭახლის ხეობაში, დაახლოებით ორი საათის წინ, თურქეთის მხარეს არსებული მაჭახლისპირა ერთ-ერთი სოფლიდან რეანომობილმა მშობიარე ქალი ბათუმში გადმოიყვანა. ექიმებმა მშობიარის გადაყვანა თურქეთის საავადმყოფოში დიდთოვლობის გამო ვერ შეძლეს. ამ დროსითვის თურქეთის მოქალაქემ უკვე იმშობიარა.


 

მშობიარე ქალის მეუღლის მონაყოლის მიხედვით, მათთან იმდენად დიდი თოვლია, რომ რეანომობილით მისი მეუღლის საავადმყოფოში გადაყვანა შეუძლებელი იყო, ამიტომ აღნიშნული რენომობილი გადმოვიდა სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტიდან, ავიდა მაჭახლის ხეობაში, სადაც მას თურქეთის მხარეს დახვდა მშობიარე. მესაზღვრეების ჩარევით და ძალისხმევით მშობიარე უპრობლემოდ მოათავსეს  კლინიკა „მედინაში“.

 

„მედინაში“ მყოფი „ბათუმელების“ ჟურნალისტის ინფორმაციით, მესაზღვრეები ამ დრომდე რჩებიან კლინიკაში. მათთან ერთად არის ასევე სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე, რომელმაც „ბათუმელებს“ განუცხადა, რომ ქალი და ახალშობილი იმდენ ხანს დარჩებიან კლინიკაში, რამდენ ხანსაც ამას ექიმები მიიჩნევენ საჭიროდ.

 

როგორც აღმოჩნდა, ახაშობილის მამას აქვს ორმაგი მოქალაქეობა, შესაბამისად, მას თან ჰქონდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი აიდი ბარათი. სწორედ ამის მეშვეობით შეძლო მან საზღვრის გადმოკვეთა საქართველო-თურქეთის საზღვრის იმ მონაკვეთში, სადაც სასაზღვრო გამშვები პუნქტი არ არსებობს, ანუ მაჭახლისპირა ხეობის ერთ-ერთ სოფელში.

ნოდარ შანიძის თასი ბალახის ჰოკეიში

ტურნირი პირველად ჩატარდა და გარდამავალი თასი აჭარის ჰოკეის ვეტერანთა  ნაკრებს გადასცეს.

„ჩვენ გვინდა  ამ ტურნირით მომავალში საფუძველი ჩაეყაროს ნოდარ შანიძის თასის გათამაშებას. ეს იქნება ღია ჩემპიონატი, სადაც მოვიწვევთ სპორტსმენებს, როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის, ასევე სხვა ქვეყნებიდან“ – განაცხადა აჭარის ჰოკეის ფედერაციის პრეზიდენტმა ავთანდილ წითელაძემ.

ტურნირი აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტისა და ჰოკეის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა.

“მართლმადიდებელი რუსეთის ხმები“ ბათუმსა და ქუთაისში

 

აფიშა
აფიშა

აჭარის მუსიკალური ცენტრის დირექტორის, გიორგი მიქელაძის თქმით, „მართლმადიდებელი რუსეთის ხმები“ საქველმოქმედო კონცერტია და მათ მუსიკოსებს დარბაზი დაუთმეს. „ჩვენ დარბაზი დავუთმეთ. წერილი იყო მათგან, ვაპირებთ საქართველოში ჩამოსვლას და თუ შეგიძლიათ დარბაზის დათმობაო. როგორც ვიცი, მათ აქვთ ტური, კონცერტი საქველმოქმედოა, ეს არ არის კომერციული კონცერტი. ხვალ დაგეგმილი აქვთ ქუთაისის ოპერის თეატრში გამოსვლა“ – აღნიშნა გიორგი მიქელაძემ „ბათუმელებთან“.

 

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის თხოვნით,  “მართლმადიდებელი ხალხების ერთობის საერთაშორისო ფონდის” ყოველწლიური კულტურული პროგრამა – “მართლმადიდებელი რუსეთის ხმები” – საქართველოში სექტემბერში  უნდა გამართულიყო – ინფორმაციას ამის თაობაზე  “რია ნოვოსტი” ავრცელებდა.

 

რუსეთის მედიის ცნობით, “მართლმადიდებელი რუსეთის ხმების” საქართველოში ჩატარების გადაწყვეტილება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ნორმალიზაციის ფარგლებში გადაწყდა. აღნიშნული ღონისძიება 2001 წლიდან იმართება და ითვალისწინებს რუსული სასულიერო მუსიკის შემსრულებელი რუსეთის საგუნდო კოლექტივების სხვადასხვა ქვეყანაში გამოსვლების ორგანიზებას.  

 

“მართლმადიდებელი ხალხების ერთობის საერთაშორისო ფონდის” სამეურვეო საბჭოს რუსეთის პატრიარქი კირილი ხელმძღვანელობს.

 

საქართველოს პატრიარქი ილია მეორე 2013 წლის იანვარში გახდა „მართლმადიდებელი ხალხების ერთობის საერთაშორისო ფონდის” პრემიის ლაურეატი. ილია მეორეს გადაეცა პრემია “მართლმადიდებელი ხალხების ერთობის განმტკიცებაში გამორჩეული წვლილისა და საზოგადოების ცხოვრებაში ქრისტიანული ღირებულებების დამკვიდრებისა და განვითარებისთვის”. 

 

ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის დირექტორი თანამდებობის დატოვებას აპირებს

 

გოდერძი ტოტოჩავა
გოდერძი ტოტოჩავა

„ბათუმელებთან“ გოდერძი ტოტოჩავამ აღნიშნა, რომ ჯერ-ჯერობით მუზეუმში მუშაობას აგრძელებს:  „ვმუშაობ, მერე ვნახოთ. ცოტა ჯანმრთელობის ამბავიც არის.“

 

შეკითხვას, განცხადების დაწერა შესთავაზეს თუ თავად მიიღო ეს გადაწყვეტილება, გოდერძი ტოტოჩავა ასე პასუხობს: „მე თუ ჩემით არ მივიღე გადაწყვეტილება, სხვის ჭკუაზე არასდროს არ გამივლია და ვერც ვერავინ მაიძულებს რამეს, თუ მე არ მინდა. ჯერ-ჯერობით მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით“.

 

აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი აქვს.  მუზეუმის დირექტორს, აჭარის  განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის  წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. დირექტორს თანამ­დებო­ბი­დან ათავისუფლებს აჭარის მთავრობა საკუთარი ინიციატივით, ან მინისტრის წარდგინებით.   

“სად არიან გენიოსი ქალები“ – საჯარო ლექცია ბათუმის უნივერსიტეტში

 

დავით გაბუნია ფოტო: რადიო თავისუფლება
დავით გაბუნია ფოტო: რადიო თავისუფლება

7 ნოემბერს, პარასკევს, 17 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში  დრამატურგის, წლევანდელი „საბას“ გამარჯვებულის (ნომინაცია – საუკეთესო პიესა), დავით გაბუნიას ლექცია გამართება თემაზე  – „სად არიან გენიოსი ქალები ხელოვნებაში?“

 

ლექცია შედგება 21 -ე აუდიტორიაში და მასზე დასწრება ყველა მსურველს შეუძლია.   

 

ლექციებთან დაკავშირებული ყველა სიახლის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჰაინრიჰ ბიოლის ოფიციალურ ვებგვერდზე და ფეისბუქ გვერდზე 50 ქალი საქართველოდან

 

პროექტის მხარდამჭერია აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

Exit mobile version