„ჩვენ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ჩაგვეტარებინა მშვიდობიანი აქცია ქობულეთში არსებულ პანსიონატთან დაკავშირებით. პანსიონატის გახსნის საკითხი 20 ოქტომბერს უნდა გადაწყვეტილიყო, მაგრამ ჩვენთვის პასუხი დღემდე უცნობია”, – განაცხადა აქციის ორგანიზატორმა კახა კახაძემ.
მისივე თქმით, ისინი ვერ შეხვდნენ იმ ადამიანებს, ვის კომპეტენციაშიც შედის ამ საკითხის მოგვარება. კახა კახაძე: “ჩვენ ვესაუბრეთ აჭარის მთავრობის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელს დავით გაბაიძეს, რომელიც დაგვპირდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, ბატონ არჩილ ხაბაძესთან შუამდგომლობას და ორშაბათისთვის გადაწყვეტილების მიღებას“.
ჰუმანიტარული ტვირთი აჭარაში 3 ნოემბერს შემოვიდა. სექტემბერში სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის გამოყოფილი ჰუმანიტარული დახმარების მიღების პროცესს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი ნათია ლოლაძე, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე და ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი დაესწრნენ.
ჰუმანიტარული დახმარება ჯავახიშვილის უბანში მცხოვრებ ოჯახებს, მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა სოფიო მიქელაძემ და ადმინისტრაციულ ერთეულში მერიის წარმომადგენელმა ამირან ოქროპირიძემ თავად მიუტანეს.
ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 40-45% სიმსუქნე აწუხებს, როგორც დაავადება.
ენდოკრინოლოგ ლაშა უჩავას თქმით, სიმსუქნის გამომწვევი მიზეზი, გარდა კვებისა, გენეტიკური განწყობა და ფიზიკური აქტივობის დაქვეითება შეიძლება იყოს.
„სიმსუქნე ხარისხებად იყოფა და ითვლება სხეულის მასის ინდექსის მიხედვით: წონა შეფარდებული სიმაღლესთან. მაგალითად, თუ ადამიანი არის 175 სანტიმეტრი სიმაღლის, ამ შემთხვევაში მისი მაქსიმალური წონა შეიძლება იყოს 84-85 კილოგრამი. 85 კგ-ზე 10 კგ-ით მეტი არის ჭარბი წონა, მაგრამ ამაზე მეტი, უკვე ითვლება ქრონიკულ დაავადებად. აქედან გამომდინარე, ეს არ არის მხოლოდ კოსმეტიკური პრობლემა, ეს არის დაავადება, რომელსაც სჭირდება კომპლექსური მკურნალობა,“ – აღნიშნა ლაშა უჩავამ.
მისი განმარტებით, ქრონიკულ დაავადებაში გადაზრდილი სიმსუქნე პირველ რიგში იწვევს შაქრიან დიაბეტს, (ტიპი 2), ასევე, სიმსუქნე მოქმედებს გულსისხლძარღვთა სისტემაზე, იწვევს სუნთქვით უკმარისობას და ონკოლოგიური დაავადებების რისკს ზრდის დაახლოებით 20-30%-ით.
„სიმსუქნის განვითარებამ იმატა ბოლო 30 წლის განმავლობაში. ამაზე ევროპის სამედიცინო საზოგადოებას ჩატარებული აქვს კვლევა და თუ სიმსუქნით ევროპის ქვეყნებს შორის 90 წლებში საქართველო იყო დაახლოებით19-20 ადგილზე, დღეს არის ათეულში“ – ამბობს ლაშა უჩავა. იგი სამ მთავარ ფაქტორს გამოჰყოფს სიმსუქნის დასაძლევად: „ფიზიკური აქტივობის გაზრდა, ჯანსაღი კვება და სითხის დიდი რაოდენობით მიღება.“
“ჩვენი მოთხოვნაა, ბათუმის პორტის ნაციონალიზაცია და ციტრუსების ჩაბარება, სახელმწიფო მიღების პუნქტებში გარანტირებულ ფასში, რომ მოახდინოს სახელმწიფომ, რადგან 50 თეთრი არის ძალიან დაბალი ფასი. ვითხოვთ ორჯერ მაინც გაიზარდოს ეს ფასი” – ამბობს საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიის თმჯდომარე თეიმურაზ ფიფია.
აქციის მონაწილეები, მთავრობის სახლთან მისვლამდე ბათუმის საბაგიროსთან შეიკრიბნენ, სადაც ადრე გმირთა მემორიალი იდგა. კომუნისტური პარტიის წევრები, ბათუმის მერს “ობელისკის” დაბრუნების შესახებ განცხადებითაც მიმართავენ – “გთხოვთ, რომ აღსდგეს სამართლიანობა და წინა რეჟიმის მიერ უკანონოდ, მოსახლეობის აზრის გათვალისწინებით გარეშე, განხორციელებული ვანდალური აქტის შედეგად დემონტაჟებული დიდების მემორიალის აღმართვას, ანალოგიური (ან უკეთესი) არქიტექტურული იერსახით, ბათუმის ცენტრალურ ადგილას” – ნათქვამია განცხადებაში.
ბევრჯერ უკითხვათ ჟურნალისტებს იმაზე, თუ როგორ აისახა ჩვენ მიერ მიღებული კანონი და გადაწყვეტილებები რეგიონის მოსახლეობაზე. ჩვენდა სამწუხაროდ ჯერ კიდევ ძველი ხელისუფლების მემკვიდრეობის ქვეშ ვართ. ვიდრე კონსტიტუციაში ცვლილება არ შევა სტატუსის შესახებ და რეალური უფლებები არ ექნება აჭარის რეგიონს, მანამდე ხელფეხშეკრული ვართ. ახლა ჩვენზე ვრცელდება იგივე კანონი, რაც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ამიტომ განსხვავებულს ვერაფერს ვაკეთებთ. თავმჯდომარე არის საკონსტიტუციო კომისიის წევრი და აქტიურად მუშაობს, რომ რეგიონს მეტი უფლება ჰქონდეს დელეგირებული. შეგვეძლოს თუნდაც ცალკე განათლების შესახებ კანონის ან ჩვენი დამატების მიღება. გვაქვს განათლების სამინისტრო, რომელსაც, სამწუხაროდ, სკოლებთან და უმაღლეს სასწავლებლებთან მიმართებაში თითქმის არ აქვს ფუნქცია ზედამხედველობის მხრივ. ეს პრობლემაა.
არა, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა გვქონდეს უფლება ამაზე ვიმუშაოთ _ იდეა, რომ ჩვენ ვწერდეთ ამ კანონებს და შემდეგ საქართველოს პარლამენტი ამტკიცებდეს მათ. საუბარია კანონზე, რომლითაც შეგვიძლია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მივიღოთ ცვლილება.
ევროპაში, სადაც ამ ტიპის მოწყობები აქვთ, კანონს თვითონ წერს რეგიონი და უგზავნის პარლამენტს – პარლამენტი ან უკან უგზავნის, ან ამტკიცებს.
რამდენადქმედუნარიანიაამმოწვევისუმაღლესისაბჭო?
პარლამენტი, უმაღლესი საბჭო, ასეთი ტიპის დაწესებულებები ყოველთვის ნაკლებრეიტინგულია. ჩვენი საქმიანობა კანონშემოქმედებითია… მოქალაქეებს ვიღებთ, რაც არ ჩანს საერთოდ. 2014 წელს სექტემბრის ჩათვლით 6659 მოქალაქე მიიღეს უმაღლეს საბჭოში, აქედან სამასამდე მოქალაქე მე მივიღე. ამ პერიოდის განმავლობაში მიღებულია 114 ნორმატიული აქტი, აქედან 74 რეგლამენტში შევიტანეთ 15 ცვლილება და მივიღეთ 20 კანონი. ჩემი იდეა იყო, რომ რეგლამენტში ამდენი ცვლილების შეტანას ჯობდა ახალი რეგლამენტი მიგვეღო. რეგლამენტში ცვლილებების ბოლო ეტაპზე ვართ და აღარ იქნება გაურკვევლობები.
მაგალითად?
როცა უნდოდათ შემოჰქონდათ და მეორე დღეს შეეძლოთ მიეღოთ ბიუჯეტი, ვფიქრობ, ეს ხარვეზია. როდესაც მთავრობა და აღმასრულებელი ხელისუფლება ერთ ქნარზე უკრავდა, მაშინ არ იყო პრობლემა, ახლა ფორსმაჟორის გათვალისწინებით არ შეიძლება ბიუჯეტის მიღება. შემოტანილი ბიუჯეტის კორექტირება ერთ კვირაზე ადრე ვერ მოხერხდება… საშემოდგომო სესიაზე მივიღებთ საბოლოო ცვლილებებს. ბევრი უფლება, რაც თავმჯდომარეს ჰქონდა, ჩამოვართვით.
მოქალაქეებიძირითადადრასაკითხებზემოგმართავენ?
ადამიანის უფლებების დარღვევის საკითხზე; გამოწვევად რჩება ჩვენს ხელისუფლებაში და ჩვენ შემდეგი ხელისუფლებისთვისაც დასაქმების საკითხი. რატომღაც ყველა ითხოვს დასაქმებას საჯარო სამსახურში. ზოგი აცხადებს კონკრეტულ თანამდებობას, სადაც შეუძლია იმუშაოს და აბსურდული მოთხოვნით მოდის. საგრძნობლად იკლო ჯანდაცვის პრობლემებზე მომართვებმა და რაც არის ამ მხვრივ ეხება მხოლოდ ძვირადღირებული ოპერაციების დაფინანსებას. ჯანდაცვის პრობლემები საყოველთაო დაზღვევამ მოხსნა.
ბოლო ბიუჯეტის კორექტირებაზე უამრავი შენიშვნა გამოვთქვით, ოპოზიციასაც ჰქონდა ჩვენი გუნდის წევრების მიმართ შენიშვნები და ვფიქრობ, გაითვალისწინებენ. იგივე ცხრა თვის შესრულებაზე გვესმოდა, რომ ობიექტური მიზეზები ჰქონდა. მთავრობამ ვერ შეასრულა ბიუჯეტის ხარჯი, მაგრამ არჩევნების პერიოდი დაემთხვა, რის გამოც სხვადასხვა რეგულაცია მოქმედებდა… ამ მხრვ იდეალური სიტუაცია გვაქვს-მეთქი რომ ვთქვა, იქნება ტყუილი. კარგი იდეა ჰქონდა მთავრობის თავმჯდომარეს, რომ ჰყოლოდა უმაღლეს საბჭოში წარმომადგენელი, უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტამენტი შეიქმნა.
უმაღლეს საბჭოსთან მე მქონდა პრობლემები, ჩემი კოლეგები ვერ დავარწმუნე რაღაც-რაღაცებში. საბოლოოდ, რასაც ვამბობდი სწორი აღმოჩნდა. შეიძლებოდა ბიუჯეტი ყოფილიყო უფრო სოციალური, თუმცა სოციალურ პროგრამებში უფრო მეტს ვხარჯავთ. ახლა მოდის ციტრუსის სეზონი – კარგი იდეა იყო სუბსიდირება, მაგრამ ეს კარგი იდეა დროებითია და შემდეგ უნდა დავანებოთ თავი – ბიზნესი უნდა იყოს ბიზნესი. მოხდა ის, რომ შესრულების მხრივ რაღაც ვერ გავითვალისწინეთ და ადამიანებმა ფული ვერ მიიღეს. ვფიქრობ, გადაწყდება ეს საკითხი და ხალხი მიიღებს ამ თანხას. მოვიდა სეზონი და რაღაც პრობლემები ისევ გვაქვს.
ანუამსაკითხზემთავრობამკარგადვერიმუშავა?
იმუშავა, მაგრამ უფრო მარტივი ფორმის გაკეთება შეიძლებოდა, ფერმერსაც ნაკლები პრობლემა შეექმნებოდა. ეს ჩვენი ბრალიც არაა იმდენად, რამდენიც ცენტრალური ხელისუფლების. ვფიქრობ, ასეთი ხარვეზების გამოსწორება შეიძლება.
ამ მოწვევის უმაღლეს საბჭოს ჰქონდა რთული პერიოდები არაერთგზის და ისევ უდგას რთული პერიოდი. ვფიქრობ, ეს კანონშემოქმედებით საქმიანობას ხელს არ უშლის, მაგრამ რაღაც რყევები შეიძლება გამოიწვიოს. ძალიან ცუდი მომენტები იყო უსკოს კანონთან, ასევე გენო გელაძესთან (საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრობის კანდიდატი, რომელიც საბოლოოდ უმაღლესმა საბჭომ ჩააგდო _ ავტ.), ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტთან მიმართებაში.
ბიუჯეტთან დაკავშირებით საკმაოდ მწვავე შენიშვნები გვქონია შარშანაც. პასუხი მოგვითხოვია შესრულებასთან დაკავშირებულ პრობლემებზეც. ბიუჯეტის შესრულებაზე როცა არის პრობლემა, ჩვენც განვიცდით. მითუმეტეს, როცა მატებაა ბიუჯეტში. ვფიქრობთ საკითხების მოგვარების ეფექტურ გზებზე. მე არ განვეკუთვნები იმ კატეგორიას, ვინც მიიჩნევს, რომ უნდა ვაპიაროთ გაკეთებული საქმეები, ამაზე მსჯელობს დეპუტატების ნაწილი. ეს საუბარი საზოგადოებას მობეზრებული აქვს. ვფიქრობ, არჩევნების წინ დავანახებთ ხალხს რა არის განსხვავება წინა ხელისუფლებას და ჩვენ შორის.
მთავრობის წარმომადგენლების კორუფციაში დადანაშაულებამდე მივიდა საქმე. მე არ მახსენდება ამ ადამიანების [დეპუტატების] განცხადება ერთი თვით ადრე, ვიდრე ისინი [დუმბაძის გუნდის წევრები] გაათავისუფლეს. არ მახსენდება პრეტენზიები ამ ადამიანების მიმართ. კრიტიკულები გახდნენ, მაგრამ ამ კრიტიკას საფუძველი არ აქვს _ თავიანთი პოლიტიკური მიზნები ამოძრავებთ, რაც ბოლოს გაცხადდება.
ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. როდესაც ასეთი განცხადება კეთდება, შესაბამისმა ორგანოებმა მასალები უნდა გამოითხოვონ. ეჭვი მეპარება რაიმე ჰქონდეს მას [დეპუტატ მედეა ვასაძეს], ეს იყო განცხადება განცხადებისთვის განაწყენებული ადამიანისგან, რომელსაც ახლობლები გაუთავისუფლეს. ამის შემდეგ იყო ბრიფინგების სერია და ვერ მოვისმინე კონკრეტული ბრალდება, რომელიც კანონთან წინააღმდეგობაში მოდის. სამწუხაროდ, მოვისმინე ცუდი მეთოდებით გაკეთებული ჩანაწერები, რაც წინა ხელისუფლების ქცევას ჰგავს. ეს არ მომეწონა. პრინციპში არც არაფერი იყო იქ, ფორმაა ცუდი, როცა ადამიანთან ზიხარ და მას ჩუმად იწერ.
ხარჯვით ნაწილში თანხა არ გაგვიზრდია. რაღაც ხარჯები იქნებოდა საჭირო აუცილებლად -უამრავი სტუმარი მოდის. ახალი ავეჯის შესახებ არ ვიცი, თქვენგან მესმის. თუ არის ძალიან ძვირადღირებული, სიგიჟეა, მაგრამ, ვფიქრობ, იაფიანი არ უნდა ვიყიდოთ, რაც მალე გამოვა მწყობრიდან. უნდა ვიყიდოთ ძვირადღირებული არა ფუფუნებისთვის, არამედ იმიტომ, რომ უამრავი სტუმარი მოდის.
მედეავასაძისგადაყენებისსაკითხსაყენებდით…
ეს საკითხი „ნაცმოძრაობამ“ დააყენა დღის წესრიგში, თუმცა იცოდნენ, რომ ჩავარდებოდა. ეს შემდეგ ექვსი თვის განმავლობაში მისი გადაყენების საკითხის დღის წესრიგში დადგომას გამორიცხავდა. სესიაზე მხოლოდ ორნი ვიყავით მომხრე `ნაცმოძრაობის~ გარდა, მათ შორის ერთი არ მოვიდა სხდომაზე. მე და გია მასალკინი ვიყავით მხოლოდ მომხრე, სულხან ღლონტი არ ესწრებოდა იმ სესიას.
ვფიქრობ, არ უნდა დასაქმდეს უმაღლეს საბჭოში კეკელიძე. ის ადამიანები, ვინც ჩვენთან მუშაობდნენ, არ უნდა გაეშვათ იმის გამო, რომ კეკელიძისთვის გამოეთავისუფლებინათ ადგილი.
ანუადასტურებთამფაქტს?
თავენს გაზეთში წავიკითხე, რომ გათავისუფლებულები ასე მიიჩნევენ.
დაფინანსების ოდენობის მიხედვით მომავალ წელს პრიორიტეტებს შორისაა ზოგადი პროფესიული და უმაღლესი განათლება. ამ სფეროს ხელშეწყობისთვის 21 მილიონ 487256 ლარი გაითვალისწინეს.
მთლიანობაში, 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მომავალ წელს 3 მილიონი ლარით გაზრდილ დაფინანსებას მიიღებს. სამინისტროს ბიუჯეტი 36 693 300 ლარი იქნება. მიმდინარე წლის გეგმის მიხედვით კი, სამინისტროს დაფინანსება 33 397 900 ლარია.
პროექტის მიხედვით, მილიონი ლარით იზრდება სამინისტროში დასაქმებულთა ხელფასების ოდენობა. მიმდინარე წელს სამინისტროს ბიუჯეტის შრომის ანაზღაურების გრაფაში 15 590 500 ლარი ფიქსირდებოდა, 2015 წლის ბიუჯეტის პროექტში კი, ეს ციფრი 160 35 000 ლარამდე იზრდება. პროექტის ავტორი დაწესებულების – აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გაიზარდა აჭარის მუზეუმებში დასაქმებულთა ხელფასები, რამაც სახელფასო გრაფაში მილიონიანი მატება გამოიწვია.
„გასული წლის მარტში ხელფასები გაეზარდათ მუზეუმების თანამშრომლებს. მათ შორის გიდებსა და მეცნიერ თანამშრომლებს, რამდენიმე მუზეუმის პერსონალის ხელფასი კი არ გაზრდილა. ამიტომ მათი ხელფასების გაზრდა მომავალი წლიდან მოვითხოვეთ“, – განმარტეს განათლების სამინისტროში.
775 200 ლარიდან მილიონამდე გაიზრდება სტუდენტთა დახმარების პროგრამა. გასულ წელთან შედარებით 100 ათასი ლარით გაიზრდება ასევე უმაღლესი განათლების ხელშეწყობისთვის გათვალისწინებული თანხის ოდენობაც.
რაც შეეხება კულტურის სფეროს, როგორც ბიუჯეტის პროექტიდან ჩანს, მომავალ წელს 765 600 ლარიდან – მილიონ 326 000-მდე გაიზრდება ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის დაფინანსება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წელს ამ მუზეუმის შენობის რეაბილიტაცია იგეგმება.
გასულ წელთან შედარებით ნახევარი მილიონი ლარით იზრდება ასევე ბათუმის დრამატული თეატრის ბიუჯეტი. ეს ნამატი მნიშვნელოვნად ხარჯების ნაწილშია ასახული, მცირედითაა გაზრდილი თანხა შრომის ანაზღაურებისთვის გათვალისწინებულ გრაფაში.
სპორტის განვითარების ხელშეწყობისთვის კი სამ მილიონზე მეტი ლარი გაითვალისწინეს. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, სამინისტროს დაფინანსებაში არ აისახა 14 მილიონი ლარი, რაც ბათუმის სტადიონის მშენებლობისთვის გაითვალისწინეს.
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება მომავალ წელს ცხრა მილიონამდე ლარი იქნება, რაც გასული წლის დაფინანსებისგან მკვეთრად არ განსხვავდება. თუმცა ამ თანხაში ასახული არ არის რვა მილიონი ლარი, რაც მთავრობამ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოსთვის ახალი შენობის ასაშენებლად უნდა დახარჯოს.
ბიუჯეტის პროექტში ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო მოხელეების შრომის ანაზღაურებისთვის განკუთვნილი თანხა მილიონ 988 ათას 700 ლარიდან 2 011 000 ლარამდეა გაზრდილი. პროექტის მიხედვით ჩანს, რომ ხელფასები არ გაეზრდებათ სოფლის ექიმებს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს მომავალ წელს ბიუჯეტში მილიონი ლარით მეტი ექნება. სამინისტროს დაფინანსება მიმდინარე წელს 6 387 500 ლარი იყო. 2015 წლის პროექტის მიხედვით კი, 7 217 700 ლარი იქნება.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში შრომის ანაზღაურებისთვის გათვალისწინებული თანხა მნიშვნელოვნად არ იზრდება. პროექტის მიხედვით, მომავალ წელს ისევ დაფინანსდება სამექანიზაციო საშუალებით ფერმერთა და აგრომეწარმეთა უზრუნველყოფის პროგრამა, პროგრამისთვის ამჯერადაც მილიონ 700 000 ლარი გაითვალისწინეს. ამ სფეროში ახალი კომპონენტი იქნება აგრომეწარმეთა და ფერმერთათვის მრავალფუნქციური მოტობლოკებითა და ურიკებით უზრუნველყოფის ხელშეწყობის პროგრამა. მისი განხორციელებისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტში მილიონ 600 000 ლარი ჩაირიცხება.
ბიუჯეტის პროექტში თანხა გათვალისწინებული აღარ არის ფერმერთა ნაკვეთებზე ნაყოფიერების დონის ამაღლების მიზნით მელიორაციის ღონისძიებების უზრუნველყოფისთვის. გასულ წელს ეს პროგრამა 600 000 ლარით იყო დაფინანსებული. ისევ დაფინანსდება სასათბურე კონსტრუქციით ფერმერთა უზრუნველყოფის პროგრამა.
სამინისტრო 100 ათას ლარს დახარჯავს ხილ-ბოსტნეულის საშრობი აპარატების შესაძენად. დაფინანსებული არ არის ასევე მეფუტკრეობის ხელშეწყობის პროგრამა. კოოპერატივების განვითარების ხელშეწყობისთვის კი მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯება. მილიონზე მეტი ლარითაა დაფინანსებული აგროსერვისის მუშაობის ხელშეწყობაც.
მილიონზე მეტი ლარით იზრდება ტურიზმის დეპარტამენტის დაფინანსება. დაფინანსების ყველაზე დიდი წილი – 24 089 320 ლარი საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გაითვალისწინეს.
მთლიანობაში, 2015 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი, პროექტის მიხედვით, გასული წლის ბიუჯეტთან შედარებით 6 მილიონ 484 800 ლარით არის გაზრდილი და ას სამოცდაცამეტ მილიონ შვიდას ოცდახუთი ათას ლარს შეადგენს.
რაც შეეხება ბათუმის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტს, მერიის ინფორმაციით, დოკუმენტი ჯერ მზად არ არის.
ბიუჯეტის გადასახდელები მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით 2015 წლისთვის შემდეგნაირად გადანაწილდა:
• აჭარის უმაღლესი საბჭო – 4 958,8 ათასი ლარი;
• აჭარის საარჩევნო ადმინისტრაცია – 582,5 ათასი ლარი;
• აჭარის მთავრობა – 39 750,3 ათასი ლარი, მათ შორის: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატი – 3 845,0 ათასი ლარი;
• აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო – 4 996,0 ათასი ლარი;
• აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი – 4 839,0 ათასი ლარი;
• აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო სამმართველო – 1 732,0 ათასი ლარი;
• აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი – 24 089,3 ათასი ლარი;
• აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო- სამრეწველო პალატა – 248,9 ათასი ლარი;
• აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო – 38 217,7 ათასი ლარი;
• განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო – 36 593,3 ათასი ლარი;
• ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – 8 988,8 ათასი ლარი;
• სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 7 217,7 ათასი ლარი.
საუკეთესო დრამატურგი ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი გახდა პიესით „სუფთა ორბიტით მომავლისაკენ – ანუ პიესო“. საუკეთესო რეჟისორად სალომე ჯოგლიძე დასახელდა, რომლის რეჟისურით დაიდგა „გაჩერება ნომერი 2“. ქალის როლის საუკეთესო შემსრულებლად მარიკა ბუკია დასახელდა „გაჩერება ნომერი 2“-ში შესრულებული როლისთვის. მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლი შოთა სასანია გახდა „სუფთა ორბიტით მომავლისაკენ – ანუ პიესო“-ში შესრულებული როლით. საუკეთესო მხატვრის სტატუსი დავით პაპავას ერგო სპექტაკლისთვის „გაჩერება ნომერი 2“.
გამარჯვებულებს ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი საკუთარ სცენას დაუთმობს და ერთობლივი ექსპერიმენტული სპექტაკლის დადგმის საშუალებას მისცემს.
“24-საათიანი, ექსპერიმენტული თეატრის ფესტივალის” ფორმატის მიხედვით, წინასწარ შერჩეულმა ხუთმა დრამატურგმა ერთ ღამეში მოცემულ თემაზე დაწერა პიესა, რომელიც თეატრის ხუთმა რეჟისორმა, მხატვრებთან და ფოთის დრამატული თეატრის მსახიობებთან ერთად, ერთ დღეში, ფოთის პროფესიული, სახელმწიფო თეატრის სცენაზე დადგეს.
„24-საათიანი, ექსპერიმენტული თეატრის ფესტივალი“ ნინო მაღლაკელიძის თანამედროვე ხელოვნების კვლევის ლაბორატორია – CARL-ის, საქართველოში ამერიკის საელჩოს და ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის ერთობლივი პროექტია.
ამერიკულ ფორმატის „24 – საათიანი პიესების ფესტივალი“ (ამჟამად – 24 საათიანი ექსპერიმენტული თეატრის ფესტივალი) რუსთაველის თეატრში, 2011 წელს დაარსდა. საზოგადოების მხრიდან დიდი დაინტერესების გამო ფესტივალის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით კი ყოველწლიური გახდა.
ერთ-ერთი ორგანიზატორის, ნინო მაღლაკელიძის განცხადებით, პროექტი მიზნად ისახავს ამერიკული კულტურის გაცნობას საქართველოში და ამ ორ ქვეყანას შორის შემოქმედებითი თანამშრომლობის გაუმჯობესებას. ასევე ახალგაზრდა ხელოვანების პროფესიონალიზმის ამაღლებას, სხვადასხვა შემოქმედებით სფეროს წარმომადგენელი არტისტების ლაბორატორიული მუშაობის შედეგად, ახალი შემოქმედებითი ფორმების ჩამოყალიბებას (დრამატურგიაში, რეჟისურაში, სცენოგრაფიაში, სამსახიობო ხელოვნებაში) და თანამედროვე ხელოვნების კვლევის ხელშეწყობას.
ფოტო: ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი, სერა ძნელაძე
სახლი არის ახალ გარემონტებული, ყველა საჭირო ელექტრო ტექნიკით და ავეჯით. სახლს ასევე გააჩნია : ავტოსადგომი, კაპიტალური ღობე, ცენტრალური გათბობა, კონდინციონერი, ბუნებრივი აირი, სათავსო, ცხელი წყალი, ინტერნეტი, TV.
თითოეული სართულის ფასი 350 დოლარი (შესაძლებელია ფასზე დალაპარაკება)
ქალაქის თვითმმართველობა დამატებით რამდენიმე ქუჩის რეაბილიტაციისთვის კერძოდ: გორგილაძის ქუჩის გაგრძელებისა და ჯავახიშვილის ქუჩიდან შარტავას ქუჩამდე მდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობისთვის 413.5 ლარს, ხოლო ესენინის ქუჩისთვის 163.9 ათას ლარს გამოჰყოფს. ასევე, ჯავახიშვილის ქუჩაზე სანიაღვრე სისტემის მოწყობისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან დამატებით 96 ათასი ლარი დაიხარჯება.
კომისიის სხდომაზე ერთ-ერთი აქტუალური თემა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების რეაბილიტაციის საკითხიც იყო. ჯავახიშვილისა და კახაბრის უბნის მაჟორიტარი დეპუტატები საკუთარ სამაჟორიტარო უბნებში არსებული საბავშვო ბაღების სარემონტო სამუშაოების პროცესით დაინტერესდნენ. თუმცა, როგორც გაირკვა 13-ე ,25-ე,და 21-ე ბაღებში სარემონტო სამუშაოები ნელი ტემპით მიმდინარეობს და სავარაუდოდ, აღებულ ვალდებულებას კომპანიები დროულად ვერ შეასრულებენ.
ასევე ჯოჭოსა და თხილნარში 7 ოჯახი გარე სამყაროს მოწყდა. ერგეში, კაპრემუშუმში, ორთაბათუმსა და ზედა ჯოჭოში დაზიანდა საავტომობილო გზები.
„სოფელ კაპრეშუმში, მახინჯაურში, ზედა ჯოჭოში, ქედქედში და წინსვლაში 2 კერა დაფიქსირდა, სოფელ თხილნარში 5 კერა და კაპრეშუმში სამი კერაა დაფიქსირებული,“ – ამბობს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ანზორ ფეცელიძე.
მისივე თქმით გეოლოგები მეწყრულ უბნებს იკვლევენ, ხოლო ზარალს სამთავრობო კომისია დაითვლის, რის შემდეგაც დაიწყება მოსახლეობისთვის შესაბამის დახმარების გაწევა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი ოჯახების ხელშეწყობის მიზნით „სოციალურად დაუცველი ოჯახების გაზიფიცირების“ პროგრამა ამოქმედდა.
მიზნობრივი პროგრამა სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში 0-დან 57 000-მდე სარეიტინგო ქულით დარეგისტრირებული ოჯახების გაზიფიცირებას ითვალისწინებს, რაც გულისხმობს ბუნებრივი აირის გაყვანილობასა და მრიცხველის სამონტაჟო ღირებულების ერთი წერტილის დაფინანსებას.
პროგრამაში ჩართვის მსურველებმა ქობულეთის გამგეობაში უნდა წარადგინონ პირადობის დამდასტურებელი მოწმობის ასლი, განცხადება და ამონაწერი სოციალური სააგენტოდან. მიზნობრივი პროგრამებისთვის მიმდინარე წელს 18 ათასი ლარია გათვალისწინებული. ქობულეთის გამგეობის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის მთავარი სპეციალისტის, მანონი შავიშვილის თქმით „ეს პროექტი მომავალი წლისთვისაც იგეგმება, რა თანხა გამოიყოფა მომავალი წლისთვის ჯერ-ჯერობით ვერ გეტყვით, მიმდინარეობს ბიუჯეტის დაგეგმარება“.
პროექტი გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიზნობრივი პროგრამების ფარგლებში ხორციელდება.
2014 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და შსს სამხარეო მთავარი სამმართველოების მიერ რეგისტრირებულია თბილისში – 1246, მცხეთაში – 75, შიდა ქართლში – 185, სამცხე-ჯავახეთში – 65, აჭარაში – 197, გურიაში – 16 ავტოსაგზაო შემთხვევა.
ამავე პერიოდში შს სამინისტროს ცნობით, რეგისტრირებულია თბილისში – 46, მცხეთაში – 7, შიდა ქართლში – 22, სამცხე-ჯავახეთში – 3; აჭარაში – 11, გურიაში – 2 გარდაცვლილი პირი.
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების დროს სულ დაშავებულია 3251 პირი, გარდაცვლილია 145 პირი, მათ შორის რეგისტრირებულია თბილისში – 1609, მცხეთაში – 126, შიდა ქართლში – 306, სამცხე-ჯავახეთში – 134; აჭარაში – 272; გურიაში 24 დაშავებული პირი. გარდაცვლილთა შორისაა 63 ქვეითი. სატრანსპორტო შემთხვევების დროს 904 ქვეითი დაშავდა.
რაც შეეხება სხვა სტატისტიკას, განზრახ მკვლელობის მუხლით 2014 წლის იანვრიდან ივნისამდე 55 ფაქტზე დაიწყო ძიება (სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი). შს სამინისტროს ცნობით, აქედან 49 საქმე უკვე გახსნილია. პოლიციამ მკვლელობის მცდელობის 62 ფაქტზე დაიწყო გამოძიება; ასევე შსს ცნობით, 59 საქმე გაიხსნა.
ამავე პერიოდში ოჯახური ძალადობის 309 ფაქტია რეგისტრირებული, აქედან, სამინისტროს ინფორმაციით, 216 საქმე უკვე გახსნილია. გაუპატიურების 23 ფაქტიდან გახსნილი მხოლოდ 10 საქმეა.
ტრეფიკინგის არც ერთ ფაქტზე არ დაწყებულა გამოძიება. მძევლად ხელში ჩაგდების ოთხი ფაქტიდან ორია გახსნილი.
როგორ ვისწავლოთ უცხო ენა – ეს კითხვა „ბათუმელებმა“ ენის სპეციალისტებს დაუსვა. შეიქმენით უცხნოენოვანი გარემო, დაძლიეთ საუბრის კომლექსი, ხმამაღლა იკითხეთ და უსმინეთ ტექსტს, რომელსაც კითხულობთ – ასეთია სპეციალისტთა რჩევები და რეკომენდაციები ენის შესწავლის მსურველთათვის.
„იმისთვის, რომ ადამიანმა ისწავლოს ენა, უპირველესად სწავლის სურვილი უნდა ჰქონდეს. მეორე უნდა იყოს აუცილებლად შრომისმოყვარე. ჩვენ არ გვაქვს ისეთი გარემო, სადაც უცხო ენაზე საუბრობენ ადამიანები. ქართული გარემოა და ის უნდა იყოს იმისთვის მზად, რომ საკუთარ თავზე იმუშაოს. დღეში მინიმუმ ორი საათი მაინც. უნდა განავითაროს ყველა უნარ-ჩვევა – კითხვის, წერის, მოსმენისა და საუბრის. საქმე იმაშია, რომ თავიდან, როდესაც ადამიანი ენის შესწავლას იწყებს, იღებს წიგნს და ლექსიკონს. ლექსიკონის არ უნდა შეეშინდეს. აუცილებლად ლექსიკონთან უნდა იმუშაოს, მოძებნოს ყველა სიტყვა, რომელიც არ იცის, თუ საწყის ეტაპზეა და უნდა ენის დამოუკიდებლად შესწავლა. აუცილებლად უნდა აიღოს წიგნები, სადაც არის თვითმასწავლებელი. ის გზას უჩვენებს, როგორ უნდა შეისწავლოს,“ – ამბობს პროფესორი ირინე გოშხეთელიანი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპეისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
მისივე თქმით, ენის სწავლის პროცესში მნიშვნელოვანია მოსასმენი მასალა.
„არის სპეციალური წიგნები დამწყებთათვის. ჩვენთან გარემო რადგან არაა, რთულია მოლაპარაკის პოვნა, ამიტომ კითხვა შეუწყობს ხელს მისი გემოვნების ჩამოყალიბებას, სიტყვების შეთვისებას. წინადადების სწორად წარმოთქმას. კითხვის დროს სასურველია თუ ხმამაღლა წაიკითხავს, რომ თვითონაც ესმოდეს როგორ კითხულობს. კარგია მოსმენა. ყველა წიგნს ახლავს ჩანაწერები და აუცილებელია ენის სწავლის მსურველმა მას მოუსმინოს.
თუ ადამიანს საწყისი ეტაპი განვლილი აქვს და უნდა ცოდნის გაღრმავება, პირველ რიგში, ამ ეტაპზეც საჭიროა შრომისმოყვარეობა. აუცილებლად უნდა ივარჯიშოს წერაში. ყველა ახალი სიტყვა, რომელსაც ისწავლის, სასურველია დაწეროს. თვალიც იმახსოვრებს, ხელიც იმახსოვრებს,“ – ამბობს ირინე გოშხეთელიანი.
კითხვაზე, რატომ ხდება ისე, ადამიანები წლების მანძილზე სწავლობენ ენას, თუმცა მის სრულყოფილად დაუფლებას ვერ ახერხებენ, ირინე გოშხეთელიანი პასუხობს:
„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მეხსიერებას, როგორ იმახსოვრებ. თუკი თვითონ არ იშრომა ადამიანმა, მასწავლებელი სასწაულს ვერ მოახდენს. თვითონ უნდა შრომობდეს. მერე უნდა ჰქონდეს აუცილებლად ენის გამოყენების საშუალება. რაც ისწავლა, ის როგორ უნდა გამოიყენოს. კარგია თუ ვინმეს დაუმეგობრდება და ესაუბრება. ფეისბუქი ძალიან კარგი საშუალებაა ამისთვის, რომ დაუმეგობრდე უცხოელს და მიმოწერა გქონდეს. იგივე სკაიპით ელაპარაკო. ხშირად, როდესაც ცდილობენ უცხო ენაზე საუბარს, ეშინიათ შეცდომა არ დავუშვან. ეს იმდენად აკომპლექსებთ, შემდეგ აღარ საუბრობენ, შესაბამისად, ნაკლებად იყენებენ პრაქტიკაში. ესეც არის ერთ-ერთი ხელშემშლელი ფაქტორი. შეცდომების არ უნდა გვეშინოდეს, შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ“.
ინგლისური ენის სპეციალისტი ია ხასაია ამბობს, რომ ენის სწავლა დამოუკიდებლადაც არის შესაძლებელი, თუკი მსურველს საამისოდ ნებისყოფა ეყოფა. თავად ენის შესასწავლად ექვსი წელი დასჭირდა.
„დღეს სკოლაც და უნივერსიტეტიც გაძლევს საბაზისო ინგლისურს ყოველგვარი რეპეტიტორის გარეშე. უბრალოდ, ვფიქრობ, უნდა ეყოთ ბავშვებს იმის ნებისყოფა, დასხდნენ წიგნთან და იკითხონ. კარგი იქნება თუკი წიგნს უცხო ენაზე ხმამაღლა წაიკითხავ. მეხსიერება ზოგს აქვს მხედველობითი, ზოგს – სმენითი. როდესაც ვკითხულობთ, პარალელურად ვუსმენთ და ვლაპარაკობთ, ეს გვაძლევს საშუალებას ერთდროულად ვამუშაოთ თვალის მეხსიერებაც და სმენითიც. როცა ორივეს ვავარჯიშებთ, ვაძლევთ თავს საშუალებას, კარგად განვიმტკიცოთ ის, რასაც ვსწავლობთ. ყველა სტუდენტს ვეუბნები ერთსა და იმავეს – იკითხეთ სხვადასხვა წიგნის ადაპტირებული ვერსია.
არის სახელმძღვანელო 250 სიტყვის ფარგლებში. ერთ გვერდზე შეგხვდა უცხო სიტყვა ამოიწერე, მოისმინე, გამოთქვი, კონტექსტში შეხედე, გაიაზრე. მერე აღმოაჩენ, რომ ავტორი იმეორებს იმავე სიტყვას სხვადასხვა წინადადებაში, სხვადასხვა სტრუქტურაში. ეს გაძლევს საშუალებას გაეცნო ამ სიტყვას და დაიმახსოვრო. არ შეიძლება წლები დადიოდე მასწავლებელთან. უნდა გეყოს ნებისყოფა, იჯდე და კითხულობდე წიგნებს,“ – ამბობს ია ხასაია.
იას თქმით, ენის სწავლის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი მუდმივ რეჟიმში იქმნიდე უცხოენოვან გარემოს.
„მე დღემდე ვსწავლობ ენას, რადგან არ მაქვს იმის საშუალება საზღვარგარეთ ვიარო. სახლში ვიქმნი ინგლისურ გარემოს. ვუყურებ ფილმებს, მულტფილმებს, რაც მაძლევს საშუალებას ჩემი ცოდნა იყოს აქტიური. ცნობილი ფაქტია, პატარა ბავშვები სწავლობენ მულტფილმებით რუსულ ენას. იგივე შეიძლება განავრცოთ სხვა ენებზეც. უბრალოდ, უნდა გეყოთ მოთმინება და ნებისყოფა ერთი და იგივე რამდენჯერმე ნახოთ. საყვარელი ფილმები, საყვარელი მულტფილმები, რამდენჯერმე უნდა ვნახოთ. საყვარელი წიგნები რამდენჯერმე უნდა გადავიკითხოთ. ეს ყველაზე კარგი საშუალებაა. მე, პირადად, სხვას არაფერს ვაკეთებ“.
მაჭახლის ხეობაში, დაახლოებით ორი საათის წინ, თურქეთის მხარეს არსებული მაჭახლისპირა ერთ-ერთი სოფლიდან რეანომობილმა მშობიარე ქალი ბათუმში გადმოიყვანა. ექიმებმა მშობიარის გადაყვანა თურქეთის საავადმყოფოში დიდთოვლობის გამო ვერ შეძლეს. ამ დროსითვის თურქეთის მოქალაქემ უკვე იმშობიარა.
მშობიარე ქალის მეუღლის მონაყოლის მიხედვით, მათთან იმდენად დიდი თოვლია, რომ რეანომობილით მისი მეუღლის საავადმყოფოში გადაყვანა შეუძლებელი იყო, ამიტომ აღნიშნული რენომობილი გადმოვიდა სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტიდან, ავიდა მაჭახლის ხეობაში, სადაც მას თურქეთის მხარეს დახვდა მშობიარე. მესაზღვრეების ჩარევით და ძალისხმევით მშობიარე უპრობლემოდ მოათავსეს კლინიკა „მედინაში“.
„მედინაში“ მყოფი „ბათუმელების“ ჟურნალისტის ინფორმაციით, მესაზღვრეები ამ დრომდე რჩებიან კლინიკაში. მათთან ერთად არის ასევე სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე, რომელმაც „ბათუმელებს“ განუცხადა, რომ ქალი და ახალშობილი იმდენ ხანს დარჩებიან კლინიკაში, რამდენ ხანსაც ამას ექიმები მიიჩნევენ საჭიროდ.
როგორც აღმოჩნდა, ახაშობილის მამას აქვს ორმაგი მოქალაქეობა, შესაბამისად, მას თან ჰქონდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი აიდი ბარათი. სწორედ ამის მეშვეობით შეძლო მან საზღვრის გადმოკვეთა საქართველო-თურქეთის საზღვრის იმ მონაკვეთში, სადაც სასაზღვრო გამშვები პუნქტი არ არსებობს, ანუ მაჭახლისპირა ხეობის ერთ-ერთ სოფელში.
ტურნირი პირველად ჩატარდა და გარდამავალი თასი აჭარის ჰოკეის ვეტერანთა ნაკრებს გადასცეს.
„ჩვენ გვინდა ამ ტურნირით მომავალში საფუძველი ჩაეყაროს ნოდარ შანიძის თასის გათამაშებას. ეს იქნება ღია ჩემპიონატი, სადაც მოვიწვევთ სპორტსმენებს, როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის, ასევე სხვა ქვეყნებიდან“ – განაცხადა აჭარის ჰოკეის ფედერაციის პრეზიდენტმა ავთანდილ წითელაძემ.
ტურნირი აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტისა და ჰოკეის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა.
აჭარის მუსიკალური ცენტრის დირექტორის, გიორგი მიქელაძის თქმით, „მართლმადიდებელი რუსეთის ხმები“ საქველმოქმედო კონცერტია და მათ მუსიკოსებს დარბაზი დაუთმეს. „ჩვენ დარბაზი დავუთმეთ. წერილი იყო მათგან, ვაპირებთ საქართველოში ჩამოსვლას და თუ შეგიძლიათ დარბაზის დათმობაო. როგორც ვიცი, მათ აქვთ ტური, კონცერტი საქველმოქმედოა, ეს არ არის კომერციული კონცერტი. ხვალ დაგეგმილი აქვთ ქუთაისის ოპერის თეატრში გამოსვლა“ – აღნიშნა გიორგი მიქელაძემ „ბათუმელებთან“.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის თხოვნით, “მართლმადიდებელი ხალხების ერთობის საერთაშორისო ფონდის” ყოველწლიური კულტურული პროგრამა – “მართლმადიდებელი რუსეთის ხმები” – საქართველოში სექტემბერში უნდა გამართულიყო – ინფორმაციას ამის თაობაზე “რია ნოვოსტი” ავრცელებდა.
რუსეთის მედიის ცნობით, “მართლმადიდებელი რუსეთის ხმების” საქართველოში ჩატარების გადაწყვეტილება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ნორმალიზაციის ფარგლებში გადაწყდა. აღნიშნული ღონისძიება 2001 წლიდან იმართება და ითვალისწინებს რუსული სასულიერო მუსიკის შემსრულებელი რუსეთის საგუნდო კოლექტივების სხვადასხვა ქვეყანაში გამოსვლების ორგანიზებას.
“მართლმადიდებელი ხალხების ერთობის საერთაშორისო ფონდის” სამეურვეო საბჭოს რუსეთის პატრიარქი კირილი ხელმძღვანელობს.
საქართველოს პატრიარქი ილია მეორე 2013 წლის იანვარში გახდა „მართლმადიდებელი ხალხების ერთობის საერთაშორისო ფონდის” პრემიის ლაურეატი. ილია მეორეს გადაეცა პრემია “მართლმადიდებელი ხალხების ერთობის განმტკიცებაში გამორჩეული წვლილისა და საზოგადოების ცხოვრებაში ქრისტიანული ღირებულებების დამკვიდრებისა და განვითარებისთვის”.
„ბათუმელებთან“ გოდერძი ტოტოჩავამ აღნიშნა, რომ ჯერ-ჯერობით მუზეუმში მუშაობას აგრძელებს: „ვმუშაობ, მერე ვნახოთ. ცოტა ჯანმრთელობის ამბავიც არის.“
შეკითხვას, განცხადების დაწერა შესთავაზეს თუ თავად მიიღო ეს გადაწყვეტილება, გოდერძი ტოტოჩავა ასე პასუხობს: „მე თუ ჩემით არ მივიღე გადაწყვეტილება, სხვის ჭკუაზე არასდროს არ გამივლია და ვერც ვერავინ მაიძულებს რამეს, თუ მე არ მინდა. ჯერ-ჯერობით მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით“.
აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი აქვს. მუზეუმის დირექტორს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. დირექტორს თანამდებობიდან ათავისუფლებს აჭარის მთავრობა საკუთარი ინიციატივით, ან მინისტრის წარდგინებით.
7 ნოემბერს, პარასკევს, 17 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დრამატურგის, წლევანდელი „საბას“ გამარჯვებულის (ნომინაცია – საუკეთესო პიესა), დავით გაბუნიას ლექცია გამართება თემაზე – „სად არიან გენიოსი ქალები ხელოვნებაში?“
ლექცია შედგება 21 -ე აუდიტორიაში და მასზე დასწრება ყველა მსურველს შეუძლია.
ლექციებთან დაკავშირებული ყველა სიახლის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჰაინრიჰ ბიოლის ოფიციალურ ვებგვერდზე და ფეისბუქ გვერდზე 50 ქალი საქართველოდან.
პროექტის მხარდამჭერია აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
ბათუმის მერიის ცნობით, შეხვედრას ვანის გამგებელი ზაზა ხურციძე და ქუთაისის მერი შოთა მურღულია ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ისაუბრეს ქალაქებს შორის აქტიური თანამშრომლობის პერსპექტივებზე, ინვესტივციების მოზიდვაზე, სოციალური ფონის გაუმჯობესების მიზნით ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე და სხვადასხვა მიმართულებით გამოცდილების გაზიარების აუცილებლობზე. შეხვედრის ბოლოს მხარეებმა სამახსოვრო საჩუქრები გაცვალეს.
„წლის მოსავალი“, – ასე უწოდებენ მას ქობულეთში, ჩემს ოჯახში, ჩემი მეზობლები, თანასოფლელები. ყველა ამ ადამიანს ღარიბაშვილმა უთხრა, რომ სხვა სოფლის მეურნეობის პროდუქციასთან ერთად მანდარინის რეალიზაცია 1040 პროცენტით გაიზარდა (!!!) მას შემდეგ, რაც „ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაშიო.
მჯერა, რომ პრემიერიც ადამიანია, შეიძლება ყოველთვის გამართულად ვერ თქვას წინადადება, სიტყვა, ციფრი ან სხვამ მიაწოდოს შეცდომით, მაგრამ ამის გამოსწორების ერთადერთი გზა, რაც კაცობრიობას მოუგონია – აღიარებაა იმისა, რომ შეგეშალა და პრობლემაც ამოიწურება მარტივად. სხვა შემთხვევაში ამას ციფრების რახა-რუხი და ხალხის დაცინვა ჰქვია. იმ წუთში, როცა პრემიერმა 1040 წარმოთქვა, მე ეს დაცინვა საკუთარ თავზე მივიღე, სხვამაც, რადგან ის კამერით გვიყურებდა თვალებში, ლაპარაკობდა ჩვენზე, ჩვენი ოჯახების გაუმჯობესებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე და გვატენიდა სტატისტიკას, რომლის გამოც ჩვენ მომავალში მას ხმა უნდა მივცეთ.
რა თქმა უნდა, სახალხო ანგარიშების დროს ციფრებით მანიპულირების არც პირველი შემთხვევა ყოფილა ქართულ რეალობაში და არც პირველი პოლიტიკოსია ღარიბაშვილი, მაგრამ ამდენი მთავრობის ცვლასთან ერთად ფორმა, წესი და ლექსიკა ხომ მაინც უნდა შეიცვალოს?
ვერც ერთმა ვერ ისწავლა ხალხის ენაზე საუბარი, ვერ გაიგო, რომ ციფრებში ეკონომიკის, ექსპორტის, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის ზრდა ჩვენთვის, უბრალო მოკვდავთათვის, მხოლოდ მათემატიკური სიმბოლოების კრებულია, ვერ ვხვდებით, არც გვჭირდება. ყველას ავიწყდება, რომ ჩვენ დავიქირავეთ წარსული გამოცდილების, სტატისტიკისა და სხვა მონაცემების ანალიზით, რომ თქვენ დაგეგმეთ ქვეყნის განვითარების სტრატეგია, ამაში გიხდით ჩვენ შემოსავლებთან შედარებით გაცილებით დიდ ხელფასებს, პრემიებს, გიწყობთ ცხოვრებას.
ცალკე აღნიშვნის ღირსია ამ ისტორიაში აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის სახე ჟურნალისტებთან – დაბნეული, შეშინებული თვალებით, რომელმაც მართალია არ იცოდა, საიდან მოიტანა პრემიერმა ეს ციფრი, მაგრამ ვერ უარყო, ვერც ვერანაირი არითმეტიკით ვერ გამოიყვანა ის მონაცემი და შედარებით ნაკლებად უაზრო ციფრებით გადაფარა.
სინამდვილეში გაცილებით მარტივად იყო ყველაფერი, ნებისმიერი ფერმერი დამემოწმება, რომ: ქობულეთში შარშან მართლა იყო მანდარინის რეკორდული მოსავალი. ალბათ 100-200 პროცენტით მეტიც, ვიდრე ბოლო წლებში მოდიოდა. დაპირებული ოცი პავილიონის ნაცვლად რეალურად მუშაობდა სამი, რიგები იყო უსაშველო და მოსახლეობის უმეტესობამ ვერ ჩააბარა. ადრე დაზამთრდა, მოსავლის ნახევარი თოვლმა და ყინვამ გააფუჭა, ხოლო რაც დარჩა, განსხვავებით ბოლო 6-7 წლისგან, ყველაზე იაფად – საშუალოდ 30 თეთრად(!) გაიყიდა. ჩაბარებულ არასტანდარტულ მანდარინზე კი დაპირებული სუბსიდიის ნაცვლად უმეტესობამ მიიღო ტომრებით შაქარი.
აღარ დავიწყებ იმის ახსნას, რომ მოსავლის რაოდენობა თუ არ გაიზარდა 10-ჯერ მაინც, მისი რეალიზაცია ამდენითვე ვერ გაიზრდებოდა. თქვენ შეგიძლიათ იამაყოთ პროცენტებით კამერებთან, მთავრობის წევრებთან, დიპკორპუსთან, საქართველოს მოქალაქეები კი ყოველთვის იმის მიხედვით შეგაფასებენ, რამდენი ლარი შევა მის ოჯახში თქვენი მეცადინეობით, რამდენად უსაფრთხოდ და დაცულად იგრძნობენ თავს და რამდენად ჩათვლით მათ თქვენი ხელისუფლების წყაროდ.
შუახევის მუნიციპალიტეტში, რამდენიმე წლის წინ სამთო კურორტად გამოცხადებულ სოფელ გომარდულში პირველი თოვლი მოვიდა, თოვლის საფარი უკვე მეტრნახევარს აღწევს, მაგრამ აქ ჯერ კიდევ არ იციან, მიიღებს თუ არა კურორტი გომარდული წელს ტურისტებს კოტეჯებში.
„გომარდულის“ აქციონერი, რამაზ მსახურაძე ამბობს, რომ უნდათ კურორტი წელსაც გაიხსნას, მაგრამ მათი ქონება დაყადაღებულია: „მიწის გადასახადი გვაქვს. საგადასახადომ გვიჩივლა, დაყადაღებულია თითქმის მთლიანი ქონება, ანგარიშები, ამიტომ ფინანსურ საქმიანობას ვერ ვაწარმოებთ. ისინი ითხოვენ 300 ათას ლარს.“
რამაზ მსახურაძე ამბობს, რომ ამ თემაზე უკვე ჰქონდათ შეხვედრა აჭარის მთავრობასთან: „ჩვენ გვქონდა მთავრობასთან საუბარი, ვითხოვთ, გამოგვიყონ კრედიტი, ბატონი არჩილ ხაბაძე შეგვპირდა დახმარებას. ჯერ-ჯერობით ველოდებით მთავრობისგან პასუხს, განხილვას სჭირდება დრო“ – ამბობს რამაზ მსახურაძე „ბათუმელებთან“.
ბათუმის მერიის პრესსამსახურის ცნობით, კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ აღნიშნულ თანამდებობებზე დასაქმებული მოვალეობის შემსრულებლებიც. ვაკანსიების შესახებ დეტალური ინფორმაცია სამ დღეში გამოქვეყნდება საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე.
დღეს, 5 ნოემბერს, განისაზღვრა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობაც.
კომისიის თავმჯდომარე ბათუმის ვიცე-მერი ზურაბ ბერიძეა, თავმჯდომარის მოადგილე – მერიის აპარატის უფროსი ნუკრი დეკანაძე. კომისიის წევრები არიან: ეგარსლან ლომაძე (საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსი), ირაკლი ახალაძე (არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსი), სოფიო მიქელაძე (ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი), თენგიზ პეტრიძე (კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი), მამუკა დარჩია (შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი).
კომისიას კონკურსის ჩატარება 2015 წლის 01 იანვრამდე დაევალა.
ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალური მდივანი, თურქეთისა და საქართველოს მოქალაქე:
30 ოქტომბერს თურქეთში, ქალაქ საქარიას ერთ-ერთ სკოლაში, დილის 9 საათზე ქართულის პირველი გაკვეთილი ჩატარდა. ეს ისტორიული მომენტია, ამას თქვენ, საქართველოში მცხოვრები ადამიანები ვერ მიხვდებით. ჩვენ, თურქეთში მცხოვრები ქართველები ამას სხვანაირად ვუყურებთ, საშვილიშვილო საქმე დაიწყო. ეს თურქეთში მცხოვრები ქართველების, საელჩოების, საკონსულოების, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და აჭარის მთავრობის დიდი ხნის შრომის შედეგია.
30 ოქტომბერს ქალაქ ორდუში, დაბა უნიეში ქართული ენის სწავლება დაიწყო ქართული ენის ცენტრშიც. სამი თვის წინ შეიქმნა ჩვენებური ქართველების საზოგადოება უნიეში, რომელსაც ამჟამად გარდაცვლილი, ქართული წარმოშობის პარლამენტარის სახელი ეწოდა.
თურქეთში მცხოვრები ქართველების ახალმა თაობამ, რომლებიც წასული არიან სხვადასხვა ქალაქში, სახლიდან შორს არიან, ქართულად იციან: „მე გურჯი ვარ“, „პური“ და „ჭადი“. მართალია, ბოლო ხანებში თურქეთის არხებზე, ფეისბუქზე, სოციალურ ქსელებში, ბევრ ინფორმაციას ვავრცელებთ, მაგრამ უკვე გაზრდილმა ადამიანმა რამდენი უნდა ისწავლოს, ამიტომ მთავარია ბავშვებმა ისწავლონ. ეს მხოლოდ ქართული არაა, ბავშვი სწავლობს ქართულ კულტურას, აქედან ჩასულმა ქართველებმა უნდა ასწავლონ თან, თურქის ნასწავლი სხვაა და ქართველის ნასწავლი – სულ სხვა. ვფიქრობ, არა მარტო საქარიაში, არამედ სხვა ქალაქებში, სადაც ცხოვრობენ ქართველები, მალე დაიწყება სკოლებში ქართული ენის სწავლება. კანონის თანახმად, ათმა ბავშვმა უნდა გამოთქვას ქართული ენის სწავლის სურვილი, რომ კლასი გაიხსნას. ათი ბავშვიდან რომ ხუთმა ისწავლოს ქართული, ჩათვალეთ, რომ ეს ჩვენი წარმომადგენელი იქნება თურქეთში. ეს ბავშვები ხომ გაიზრდებიან, ვიღაც პროკურორი გახდება, ვიღაც პოლიციელი, თანამდებობის პირი, მოქალაქე, – ჩვენ ასეთი ხალხი გვჭირდება თურქეთში. კი, თურქეთი ჩვენი მეზობელი ქვეყანაა, მაგრამ პარლამენტში, მთავრობაში, როცა საქმე ეხება საქართველოს, ჩვენებურები სხვანაირად რეაგირებენ ამ თემებზე. ეს არა მარტო ენის სწავლაა, ჩვენ უნდა გავზარდოთ ქართველების შვილები ისე, რომ შეუყვარდეთ საქართველო. 2 მილიონ 800 ათასი ქართველი ვართ თურქეთის რესპუბლიკაში, 1800 სოფელია, სადაც ქართველები ცხოვრობენ. იმის თქმა მინდა, რომ მუშაობაა საჭირო, არ უნდა გაჩერდეს ეს ყველაფერი ენის სწავლაზე.
ქართულის შესწავლა თურქეთში/gurcu.org-ის ფოტო
თურქეთში მალე იქნება ტელევიზია ქართულ ენაზე. უკვე არიან ქართველები, რომლებიც გადიან ტრენინგებს და ემზადებიან. ეს გააკეთა იბრაჰიმ შახინმა, რომელიც გენერალური დირექტორი იყო სამთავრობო ტელევიზიის, ახლა იგი სამსუნის გუბერნატორია. როცა ჩავედი ანკარაში, მითხრა, ოსმან, დავაჩქაროთ ეს საქმე, იმიტომ, რომ მე აღარ ვიქნები აქ მერეო. ალბათ მალე იქნება ეს ყველაფერი, თან თურქეთს ევროკავშირში შესვლა უნდა, უკვე არის ტელევიზია ქურთებისა და არაბებისათვის და იქნება ქართულიც. ეს იქნება 24-საათიანი ჩვენება, ქართული რადიო კი უკვე არის თურქეთში.
თურქეთში მცხოვრებ ქართველებს ძალიან დიდ პატივს სცემს თურქეთის მთავრობა. ჩვენ ყველა ადგილას ვართ, ქალაქის მერიაში, პარლამენტში, არიან ქართველი გუბერნატორები, ქართველები არიან ჯარში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ სადაც ვცხოვრობთ, იმ ქვეყნის, თურქეთის კანონებს, დროშას, პატივს ვცემთ. მე ვარ თურქეთის მოქალაქე – პირადობის მოწმობით, მაგრამ სისხლით, გენით, ვარ ქართველი. გულისტკივილით მინდა აღვნიშნო, თურქეთში ქართველებს გვეძახიან გურჯებს, ბათუმში კი თურქებს ან თათრებს. თურქეთის რესპუბლიკაში, მაგალითად, თუ ვიკითხავ ვინმეზე – ეს ვინ არის, მეუბნებიან – „ეს ბეშირის შვილია, ჩვენებური რომ არის, გურჯი“, ბათუმში ჩამოდიხარ და თურქიაო – ამბობენ.
ახლაც მახსოვს, 2006 წელს ინტერვიუ მივეცი ჟურნალისტს, რომელმაც მითხრა, ბატონო ოსმან, თქვენ მაინც თურქი ხართ, რადგან თურქეთში დაიბადეთო. მე ვუთხარი, გეშლებათ ქალბატონო, თუ ადამიანი ავტობუსში დაიბადა, რა, ავტობუსი იქნება-მეთქი?! რა მნიშვნელობა აქვს სად დავიბადე, თუ ქართველი ამერიკაში დაიბადა, ამერიკელია?! ეს არასწორი მიდგომაა და ალბათ ახალი თაობა ამას აღარ იტყვის, ალბათ გადავლახავთ ამას.
მე გამიმართლა, ვემსახურები საქართველოს და თურქეთს, ბევრს უნდა ასე, მაგრამ ამას მოტივაცია სჭირდება. თურქეთში მცხოვრებ ქართველებს არაფერი არ გვჭირდება, ჩვენ გვჭირდება მარტო ხანდახან მოკითხვა და მოფერება, ზურგზე ხელის გადასმა. მამაჩემი ახლაც ამბობს და ბაბუაჩემიც ამბობდა: შვილო, თურქმა ვერ უნდა გაიგოს, რომ შენ ჯიბეში ფული არ გაქვს, ყოველთვის წელში უნდა იყო გამართულიო. სულ ასე ვართ ჩვენ, ქართველები თურქეთში. ჩვენ ცხოვრება იქ თავიდან დავიწყეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ართვინში რომ არიან ქართველები, ისინი იქ ცხოვრობდნენ, მაგრამ როცა ბაბუაჩემის მამა წავიდა თურქეთში, ქალაქ ორდუში, 1878 წელს, მუჰაჯირების დროს, მას არაფერი ჰქონდა. ჯერ ქალაქში იყო, მერე ავიდნენ მთაში, ნახეს ადგილი, სადაც ძლიერი ქარი არ უბერავდა, იქ დასახლდნენ. ხეები მოჭრეს, სახლი გააკეთეს, კარტოფილი დათესეს, სიმინდი და მერე თხილი. ასე გაამრავლეს მისი გვარი.
ახლა უფრო ადვილია ბევრი რამ. სტამბულში არის ჩვენებურების ასოციაცია, იზმირში, სინოპში, სამსუნში, ბურსაში… ბევრი არიან და ხანდახან ჩასვლა უნდა, ნახვა, მოკითხვა, მოტივაცია უნდა, რომ არ დაავიწყდეთ ქართული. არიან ადამიანები, ჩვენებურები, რომლებსაც არ აქვთ საშუალება, ან სიძე, ან ცოლი თურქია, იმ თურქებს უნდა მოვეფეროთ და ვეცადოთ, შვილი ქართველად გავზარდოთ, ესაა ჩვენი მიზანი, ესაა მთავარი.
მე ბებიამ მასწავლა ქართული, წერა-კითხვა კი ბათუმში რომ ჩამოვედი, მერე ვისწავლე. ბებიაჩემი ქათამაძე იყო, ძალიან მარიფათიანი და მკაცრი ქალი. ადრე სკოლამდე ვიცოდით მარტო ქართული ენა, თურქულს სკოლაში ვსწავლობდით, იმიტომ, რომ ოჯახში სიძე ან რძალი თურქი არ იყო და სულ ქართულად ვსაუბრობდით. მე ვამაყობ ჩემი ცოლით, რომელიც თურქეთის მოქალაქეა, თურქია, მაგრამ ბებიაჩემი ამის გამო ჩემს ქორწილში არ მოვიდა, ოთხი თვე არ მელაპარაკებოდა. სანამ ჩემმა ცოლმა არ ისწავლა ქართული წესი, კულტურა, სამზარეულო, ბებიაჩემი არ შეგვირიგდა.
ახლა უკვე არის პროგრამა თურქეთში მცხოვრები ჩვენებური ქართველებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ ისწავლონ თბილისში. ჩემი შვილი ახლა ქართულ წერა-კითხვას სწავლობს, საუბარი იცოდა, თუ მე ცოცხალი ვიქნები, ჩემი შვილი ისწავლის საქართველოში, თბილისში, მასაც უნდა ეს და ემზადება. მინდა, რომ ჩემი შვილი იყოს საქართველოს წარმომადგენელი თურქეთში ან სხვა ქვეყანაში, არა აქვს ამას მნიშვნელობა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ბათუმში გარემოს (ქუჩების) დაბინძურების გამო 2014 წლის პირველი იანვრიდან დღემდე 36 ფიზიკური და 1 იურიდიული პირი დაჯარიმდა. 2013 წელს საქალაქო სასამართლომ ქუჩების დაბინძურებისთვის მხოლოდ 11 ფიზიკური პირი დააჯარიმა.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ რეგიონის ფილიალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, გიორგი სურმავას თმით, მათ დღის ბოლომდე აღუდგებათ ელექტროენერგიის მიწოდება. კომპანიის განმარტებით, ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზი უამინდობა გახდა.
ქვეპროგრამის მიზანია მაღალმთიანი აჭარის (ქედა, შუახევი, ხულო) საჯარო სკოლებში დეფიციტურ საგნებში (ინგლისური ენა, მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერება) ვაკანსიების შევსება.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ვისაც აქვს ბაკალავრის ან მაგისტრის დიპლომი, გარდა მოქმედი მასწავლებლებისა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საბუთების მიღება.
ქვეპროგრამის თამახმად, აღნიშნული საქმიანობისათვის პედაგოგები მიიღებენ ანაზღაურებას 2005 წლის 21 ოქტომბრის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” №576 ბრძანების შესაბამისად. ასევე, შერჩეული მასწავლებლები სრულ და არასრულ თვეზე დამატებით მიიღებენ შრომის ანაზღაურებას 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით, გარდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამასთან ერთად, პროგრამაში მონაწილეობა მათ ჩაეთვლებათ პედაგოგიური საქმიანობის სტაჟად, რაც საშუალებას მისცემს სურვილის შემთხვევაში ისარგებლონ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ ორგანიზებული პროფესიული განვითარების კურსებით და გაიარონ მასწავლებელთა სერტიფიცირება.
ტვირთი აჭარაში 4 ნოემბერს შემოვიდა და ბათუმის მერიისა და ქობულეთის გამგეობის საწყობებში განთავსდება. აღნიშნულის შემდეგ დაიწყება დახმარების ოჯახებზე გადანაწილება. ტვირთის დასაწყობების პროცესს აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადების პრეზიდენტი ნათია ლოლაძე, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე და ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი დაესწრნენ.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ზურაბ თენიეშვილი პროფესიით ექიმია, 1982 წელს დაამთავრა ყუბანის სახელობის სამედიცინო ინსტიტუტი ქ. კრასნოდარში. 1973–1975 წწ მუშაობდა ქ. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგურში, 1982–1988 წწ მუშაობდა ექიმ ოფთალმოლოგად ქ. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, 1988–2004 წწ საქართველოს უშიშროების სამინისტროს ქ. ბათუმის პოლიკლინიკის სამედიცინო სამსახურის უფროსად, 2004–2014 წწ იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამედიცინო სამსახურის სამმართველოს უფროსის მოადგილე.
ზურაბ თენიეშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში სოციალურ სფეროს უხელმძღვანელებს.
საკვები და პირველადი დახმარების ნივთები დაურიგდება 320 ოჯახს ბათუმში და 100 ოჯახს ქობულეთის მუნიციპალიტეტში, რომლებიც ძლიერი წვიმის შედეგად დაზარალადნენ და რომელთა უმრავლესობა სოციალურად დაუცველი ან მრავალშვილიანია. თითოეულ დაზარალებულ ოჯახს გადაეცემა სამზარეულოს ერთი ნაკრები, საკვების ორი ამანათი, ორი ჰიგიენური ამანათი, ერთი ლეიბი და ორი საბანი.
იგიენური დახმარების გადაცემას დაესწრო აჭარის მთავრობის თამჯდომარე არჩილ ხაბაძე, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი ნათია ლოლაძე, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები ლევან გორგილაძე და რამაზ ჯინჭარაძე, ასევე ბათუმის მერი.
დღეს გამოფენის მონაწილეები იქნებიან: გიორგი მასალკინი, ნათია სურგულაძე, ლალი გერსამია, ლევან მაშავა, მანანა ქველიაშვილი, დათო ტრაპაიძე, გია რამიშვილი, ლადო ბაზიაშვილი, გიორგი წეროძე, კახა ემირიძე, ესმა ფერსელაძე, ინგა გოგიბერიძე, ლელა ტოროტაძე, ლალი ანთიძე და ირაკლი სარჯველაძე.
„გამოფენების ფესტივალი“ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თავისუფალი პროექტების კონკურსის გამარჯვებული პროექტია. იგი სამ ეტაპად 4, 9 და 14 ნოემბერს სხვადასხვა სათაურით და თემატიკით ჩატარდება. ყოველი გამოფენა არასაგამოფენო, ალტერნატიულ სივრცეში გაიმართება. დღეს დაგეგმილი გამოფენის სახელიწოდებაა „სხვა“.