სიახლეები

გომარდულში კოტეჯები ვალის გამო შესაძლოა ვერ გაიხსნას – აქციონერები მთავრობის დახმარებას ელიან

05.11.2014
გომარდულში კოტეჯები ვალის გამო შესაძლოა ვერ გაიხსნას – აქციონერები მთავრობის დახმარებას ელიან

გომარდული
გომარდული

შუახევის მუნიციპალიტეტში, რამდენიმე წლის წინ სამთო კურორტად გამოცხადებულ სოფელ გომარდულში პირველი თოვლი მოვიდა, თოვლის საფარი უკვე მეტრნახევარს აღწევს, მაგრამ აქ ჯერ კიდევ არ იციან, მიიღებს თუ არა კურორტი გომარდული წელს ტურისტებს კოტეჯებში.  

„გომარდულის“ აქციონერი, რამაზ მსახურაძე ამბობს, რომ უნდათ კურორტი წელსაც გაიხსნას, მაგრამ  მათი ქონება დაყადაღებულია: „მიწის გადასახადი გვაქვს. საგადასახადომ გვიჩივლა, დაყადაღებულია თითქმის მთლიანი ქონება, ანგარიშები, ამიტომ ფინანსურ საქმიანობას ვერ  ვაწარმოებთ. ისინი ითხოვენ 300 ათას ლარს.“

რამაზ მსახურაძე ამბობს, რომ ამ თემაზე უკვე ჰქონდათ შეხვედრა აჭარის მთავრობასთან: „ჩვენ გვქონდა მთავრობასთან საუბარი, ვითხოვთ, გამოგვიყონ კრედიტი, ბატონი არჩილ ხაბაძე შეგვპირდა დახმარებას. ჯერ-ჯერობით ველოდებით მთავრობისგან პასუხს, განხილვას სჭირდება დრო“ – ამბობს რამაზ მსახურაძე „ბათუმელებთან“.  

სააქციო საზოგადოება „გომარდულს“ შვიდი აქციონერი ჰყავს. ეს ტერიტორია მათ 2011 წელს სახელწიფოსგან სიმბოლურ თანხად, 1 ლარად მიიღეს, ვალდებულებების სანაცვლოდ.

სოფელი გომარდული შუახევში, ბათუმიდან 74 კილომეტრის დაშორებით, ზღვის დონიდან 1.250 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.    

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.