სიახლეები

დღეს ბათუმში გამოფენების ფესტივალი იწყება

04.11.2014
დღეს ბათუმში გამოფენების ფესტივალი იწყება

 

„გამოფენების ფესტივალის“ გვერდზე აღნიშნულია, რომ გამოფენის მიზანია, კონკრეტული ადამიანები განსახვავებული, კერძოდ კი ხელოვნების კუთხით წარუდგინონ საზოგადოებას. 

 

დღეს გამოფენის მონაწილეები იქნებიან: გიორგი მასალკინი, ნათია სურგულაძე, ლალი გერსამია, ლევან მაშავა, მანანა ქველიაშვილი, დათო ტრაპაიძე, გია რამიშვილი, ლადო ბაზიაშვილი, გიორგი წეროძე, კახა ემირიძე, ესმა ფერსელაძე, ინგა გოგიბერიძე, ლელა ტოროტაძე, ლალი ანთიძე და ირაკლი სარჯველაძე. 

 

„გამოფენების ფესტივალი“ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თავისუფალი პროექტების კონკურსის გამარჯვებული პროექტია. იგი სამ ეტაპად 4, 9 და 14 ნოემბერს სხვადასხვა სათაურით და თემატიკით ჩატარდება. ყოველი გამოფენა არასაგამოფენო, ალტერნატიულ სივრცეში გაიმართება.  დღეს დაგეგმილი გამოფენის სახელიწოდებაა „სხვა“. 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.