ნეტგაზეთი • RU

98 ვაკანსია ბათუმის მერიაში

 

ბათუმის მერია „საჯარო სამსახურის“ შესახებ კანონის შესაბამისად, საჯარო მოხელეთა კონკურსს აცხადებს. მერიის პრესსამსახურის განცხადებით, მერიაში კონკური 98 ვაკანსიაზე ჩატარდება. კონკურსის წესით შეირჩევიან მერიის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, მერის მრჩევლები, ადმინისტრაციის პროტოკოლის განყოფლების უფროსი, მერიის აპარატის და სამსახურების უფროსის მოადგილეები და სპეციალისტები. ვაკანსიების სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ბათუმის მერიის ვებგვერდზე. 

 

ბათუმის მერიის პრესსამსახურის ცნობით, კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ აღნიშნულ თანამდებობებზე დასაქმებული მოვალეობის შემსრულებლებიც. ვაკანსიების შესახებ დეტალური ინფორმაცია სამ დღეში გამოქვეყნდება საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე.

 

 

დღეს, 5 ნოემბერს, განისაზღვრა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობაც.

 

 

კომისიის თავმჯდომარე ბათუმის ვიცე-მერი ზურაბ ბერიძეა, თავმჯდომარის მოადგილე – მერიის აპარატის უფროსი ნუკრი დეკანაძე. კომისიის წევრები არიან: ეგარსლან ლომაძე (საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსი), ირაკლი ახალაძე (არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსი), სოფიო მიქელაძე (ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი), თენგიზ პეტრიძე (კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი), მამუკა დარჩია (შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი).

 

 

კომისიას კონკურსის ჩატარება 2015 წლის 01 იანვრამდე დაევალა. 

 

ბათუმის მერია
ბათუმის მერია

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"