ტურნირი მინი ფეხბურთში ხულოს საჯარო სკოლებს შორის / ფოტო: ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობა
მუნიციპალიტეტის პირველობაში 15 საჯარო სკოლა მონაწილეობდა. პირველ ადგილზე ხულოს გიმნაზიის გუნდი გავიდა. მეორე ადგილი – ზემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის გუნდი, ხოლო მესამე ადგილი ხულოს სპორტსკოლამ დაიკავა.
ის გუნდი გავიდა. შეჯიბრებას დაესწრო მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე თამაზ აბაშიძე და გამგეობის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები.
გამარჯვებულ გუნდებს ხულოს გამგეობის წარმომადგენლებმა მედლები, სიგელები და თასები გადასცეს.
ნადიმ ართმელაძე და მერაბ ჭელიძე ჯარისკაცები იყვნენ. ისინი 2008 წლის აგვისტოს ომში დაიღუპნენ.
ტურნირის ორგანიზატორები არიან: აჭარის ფიგურული ციგურაობის ფედერაცია, ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრი და აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი.
გამარჯვებულები თასებითა და სიგელებით დაჯილდოვდებიან.
17:00 საათზე დაგეგმილია გიორგობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი, სადაც ახალგაზრდა მოციგურავეები 15 სხვადასხვა ნომერს შეასრულებენ.
ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის მისამართია: ლადო ასათიანის ქ. #27
პარკის ტერიტორიაზე, ტბის ირგვლის ნიადაგიდან ელექტრო-სადენები ჩანს, რომელთა მონტაჟი როგორც ჩანს დასრულებული არ არის. განათებასთან დაკავშჳრებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაციის გასაგებად „ბათუმელები“დღის განმავლობაში მრავალჯერ შეეცადა დაკავშირებას 6 მაისის პარკის ადმინისტრაციასთნ, თუმცა უშედეგოდ. პარკი „შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო–კვლევითი ცენტრის“ დაქვემდებარებაშია, “ბათუმელებთან” ერთ-ერთ ინტერვიუში ცენტრის დირექტორმა, ნატალია ზოიძემ განახცადა, რომ 6 მაისის პარკში განათების სისტემის სრული რეაბილიტაცია წლის ბოლომდე დასრულდება
“101 ათას 796 ლარად გედების ტბის მოაჯირის შეცვლა თანამედროვე დიზაინის ჭედური მოაჯირითა და უჟანგავი ბადით, ტბის ფსკერისა და ტერიტორიაზე არსებული სავალი ბილიკის მოპირკეთების სამუშაო” – ნათქვამია სატენდერო განცხადებაში. ტენდერი 2015 წლის თებერვალში დასრულდება.
ბათუმის ზღვის პირა პარკში არსებული ფრინველების სკვერის მოვლა, ინდ. მეწარმე, ამირან მურვანიძეს ეხება, სკვერი ყოველდღიურად სუფთავდება, ტბის წყალი კი თვეში ერთხელ იცვლება.
გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტოების უმრავლესობა საძინებელშია გადაღებული, ფოტოებს თან ერთვოდა ფოტოზე გამოსახულ დამიანთან ინტერვიუ. დამთვალიერებლებს აგრეთვე შეეძლოთ ფოტოზე აღბეჭდილი ადამიანების აუდიო ჩანაწერის მოსმენა.
„პროექტი განხორციელდა ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს“ ხელშეწყობით, პირველი გამოფენა იყო თბილისში, შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ჩამოგვეტანა ეს სერია ბათუმში, რადგანაც ეს გამოფენა არა მხოლოდ თანამედროვე გამოწვევას პასუხობს, არამედ ხელოვნების მხრივაც ძალიან საინტერესოა. ფოტოებთან ერთად საინტერესოა ეს ინტერვიუები, თუ როგორ ხედავენ ადამიანები საკუთარ მეს, იხსენებენ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებს, ყვებიან, თუ რა პერიპეტიები გაიარეს ცხოვრებაში. შინაარსობრივად, ვფიქრობ, საინტერესოა როგორც პერსონაჟები, ასევე მათი ისტორიები. ეს ხმოვანი ინსტალაცია კი განსაკუთრებულად უხდება ამ ფოტოგამოფენას” – აღნიშნა „ბათუმელებთან“ თანამედროვე სახელოვნებო სივრცის პიარ-მენეჯერმა ლაშა ფალავანდიშვილმა.
დინა ოგანოვა თავისუფალი ფოტოგრაფია. იგი მუშაობდა ფოტოჟურნალისტად ქართულ საინფორმაციო სააგენტოებსა და ჟურნალებში და გახლდათ რამდენიმე ფილმის ფოტოგრაფი. მისი ნამუშევრები წარმოდგენილი იყო საქართველოში, უკრაინაში, პოლონეთში, შვედეთში, თურქეთსა და ბანგლადეშში. მისი ფოტოები დაბეჭდილია რამდენიმე წიგნში, მათ შორის, „ერთად ცხოვრება“, დაფინანსებული ბრიტანეთის საბჭოს მიერ( 2009), ProArt ფოტოგრაფია– დაფინანსებული პროკრედიტ ბანკის მიერ (2011) და ფოტოკონკურს ,,ქოლგის“ ყველა გამოცემაში 2007 წლიდან.
ასევე საკრებულოს დეპუტატები და ჟურნალისტები. “ბათუმის საკრებულო განხილვის შემდეგ, საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით იმუშავებს ბიუჯეტის პროექტზე და შენიშვნებითა და რეკომენდაციით დაუბრუნებს ქალაქის მერიას”- წერია საკრებულოს პრესსამსახურის მიერ გავცელებულ პრესრელიზში, ბათუმის მერიის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტი 96,667.3 ათასი ლარია.
“23 ნოემბერს ჩემთვის, ჩემი ქართული ფონდისთვის და ქობულეთისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა.ჩემი ფონდი ქობულეთში ხსნის გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ბავშვთა პანსიონს, სადაც ადგილობრივი სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვები სრულიად უფასოდ იცხოვრებენ და მიიღებენ უმაღლესი ხარისხის განათლებას.
უმაღლესი სტანდარტების მქონე სახლში 50 ბავშვი იცხოვრებს, მათზე იზრუნებენ კვალიფიციური აღმზრდელები , რომლებიც 24 საათის განმავლობაში გააკეთებენ ყველაფერს, რომ ბავშვებს ჰქონდეთ ოჯახური გარემო და ყველა პირობა მათი ზრდა-განვითარებისთვის.
ბავშვებისთვის შევიძენთ ყველაფერს: სათამაშოებს, ტანსაცმელს, საოჯახო ტექნიკას, ყველაფერს რაც მათ დასჭირდებათ, რომ ბედნიერი და უზრუნველი ბავშვობა ჰქონდეთ.
ბავშვებს ექნებათ გაძლიერებული სასწავლო კურსები ინგლისურის , მათემატიკის, კომპიუტერული ტექნოლოგიების მიმართულებით და სპორტის დამატებითი მიმართულებები.
პანსიონში დასაქმებულები იქნებიან ადგილობრივი მაცხოვრებლები, 17 ადგილობრივი მოსახლე სრულ განაკვეთზე იმუშავებს.
სამუშაოები 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს , რათა უმოკლეს ვადაში მოხდეს სახლის ინფრასტრუქტურის მოწყობა. გვაქვს დიდი სურვილი, რომ სახლის გახსნა 23 ნოემბერს, გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს დავამთხვიოთ და მსურს გავამხნევო ყველა ის ადამიანი ვინც ამზადებს პანსიონს ბავშვების მისაღებად, რომ ისინი უდიდეს საქმეს აკეთებენ და ამას მომავალი თაობები დაუფასებენ.
ჩვენ გვაქვს სანიმუშო მცირე საოჯახო ტიპის სახლი თბილისში, რომელიც არაერთგზის დასახელდა ერთ-ერთ ყველაზე სანიმუშო პროექტად, სადაც ბავშვთა ზრდა-განვითარებისთვის იდეალური პირობებია შექმნილი და მინდა რომ ასეთივე წარმატებით იმუშაოს ქობულეთის გენერალ მაზნიაშვილის სახელობის სახლმაც.
ვარ ბედნიერი, რომ ქალაქში, სადაც მე ვცხოვრობ მოხერხდა მსგავსი პროექტის განხორციელება და მოუთმენლად ველოდები ამ დღეს. ჩემი ფონდი გააგრძელებს უფრო აქტიურ მუშაობას სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასახმარებლად და ჩვენ კიდევ არაერთ მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ უახლოესი თვეების განმავლობაში.’’
ლეონიდ ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი 2 წელზე მეტია აქტიურად არის დაკავებული საქართველოში საქველმოქმედო საქმიანობით.ფონდი ანხორციელებს პროექტ შინმოვლას, სადაც ყოველდღიურად ზრუნავენ 300 სოციალურად დაუცველ საწოლს მიჯაჭვულ მარტოხელა მოხუცებულზე, აწვდიან მათ უფასო ექთნის მომსახურებას, მედიკამენტებს და ჰიგიენურ საშუალებებს.
ფონდი ფლობს მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლს თბილისში, სადაც ბავშვებისთვის იდეალური პირობებია შექმნილი.
ფონდი ანხორციელებს მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამას, სადაც 7 და მეტ შვილიან ოჯახებს უწევს ფინანსურ დახმარებას, თვეში თითოეული ბავშვისთვის 100 დოლარის ოდენობით.
ლეონიდ ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ბავშვთა პანსიონს ქობულეთში 23 ნოემბერს გახსნის.
ირმა კეკელიძე შუახევში, სოფელ ნიგაზეულის საჯარო სკოლაში სწავლობს. ის ლიტერატურული მარათონის პირველ ტურში მონაწილე 945 ბავშვიდან ჯერ 22 საუკეთესოში მოხვდა, მეორე ტურში კი გაიმარჯვა.
„მარათონის შესახებ ინტერნეტით გავიგე, სასწავლო წელი მთავრდებოდა. მარათონისთვის ოთხი თვე ვემზადებოდი. 27 წიგნი იყო წასაკითხი. მთელი ზაფხული ვკითხულობდი, მაგრამ ყველას წაკითხვა ვერ მოვასწარი, ზოგიერთი წიგნი ვერც ვნახე, მაგალითად, ერიკ-ემანუელ შმიტის „ბატონი იბრაჰიმი და ყურანის ყვავილები“ და „უკანასკნელი მოჰიკანი“. სულ 23 წიგნი წავიკითხე“, – ამბობს ირმა. იგი ამბობს, რომ გამარჯვებას არ ელოდა: „ძალიან რთული კითხვები იყო, ცოტა ვნერვიულობდი. მეორე ტური უფრო რთული იყო პირველთან შედარებით, არ ველოდი გამარჯვებას და როცა გავიმარჯვე ძალიან გამიხარდა“.
ბათუმის მეათე საჯარო სკოლის მოსწავლე ელენე ცეცხლაძე ასევე ლიტერატურული მარათონის გამარჯვებულია.
„მარათონის შესახებ საზაფხულო არდადეგების წინ შევიტყვე. 33 წიგნი იყო წასაკითხი. იყო ისეთი წიგნებიც, რომელიც მქონდა წაკითხული. თავიდან შემეშინდა. ვიცოდი, დიდი კონკურენცია იქნებოდა, მაგრამ-მეთქი არაფერს ვკარგავ, მაინც ყოველ ზაფხულს ვკითხულობ წიგნებს. თან ძალიან გამიხარდა წასაკითხი წიგნების სია რომ მოგვცეს, იმიტომ, რომ როდესაც შევდივარ ბიბლიოთეკაში, მიჭირს არჩევანის გაკეთება, რომელი წიგნი წავიკითხო. საკონკურსო წიგნებს მთელი ზაფხული ვკითხულობდი. ზღვაზე, სახლში, ავტობუსში… ყველგან, სადაც კი ამის საშუალება იყო. თითოეული წიგნი იყო სწორად შერჩეული, იმდენად დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა ჩემზე, მერე მთელი კვირა თავბრუდახვეული დავდიოდი, თითქოს ცხოვრების ახალ საფეხურზე გადავდიოდი,“ – ამბობს ელენე.
ელენე ცეცხლაძე
ელენეს თქმით, ლიტერატურული პერსონაჟების სახით ბევრი ვირტუალური მეგობარი შეიძინა.
„მამა გორიო“ მომეწონა ბალზაკის, დიუმას „გრაფი მონტე კრისტო“, მაგრამ ქარჩხაძის „ზებულონი“ – ყველაზე მეტად. რაც კი წამიკითხავს, ყველას სჯობდა. მეგონა, რომ უცხოური ლიტერატურა უფრო მომეწონებოდა, მაგრამ ქარჩხაძეს რომ გავეცანი, ასეთი დიდი მწერალი თუ გვყავდა, მანამდე არ ვიცოდი.
ლიტერატურული მარათონის პირველი ტური იყო ონლაინ. არ იყავი დროში შეზღუდული. 120 კითხვა იყო პირველ ტურში და დეტალებზე უნდა გაგემახვილებინა ყურადღება, პერსონაჟებზე. მეორე ტურში სულ 20 კითხვა იყო. ოციდან 16-ს გავეცი სწორი პასუხი და გავიმარჯვე. იმდენად მოულოდნელი იყო მე რომ გამომაცხადეს, დავიბენი. მეგონა ყველა ჩემზე ჭკვიანი იყო.
მთელი ზაფხული ვკითხულობდი, ბოლოს ყველა პერსონაჟი ამერია ერთმანეთში. თუმცა მარათონის დროს კითხვებს რომ გვისვამდნენ, მიტივტივდებოდა გონებაში რაღაც ფაქტები. სირთულე მარათონის სწორედ ეს იყო. კითხვა არის ჩემთვის დასვენების საშუალება. არ მიყვარს ფაქტების, დეტალების დაზეპირება. ზოგი პერსონაჟის სახელი, დეტალი ერთმანეთში გერევა,“ – ამბობს ელენე.
ელენე ცეცხლაძე სკოლის პარალელურად სხვადასხვა კლუბში, წრეებშია გაწევრიანებული. ამბობს, რომ არაფორმალური განათლების მიღება მნიშვნელოვანია მისი მომავლისათვის: „ძალიან მომწონს არაფორმალური განათლების მიღების ფორმატი, სხვადასხვა ტრენინგი, ბავშვებთან ურთიერთობა, კომუნიკაცია, ჯგუფური მუშაობა, საჯარო გამოსვლა. ჩემს თანატოლებს ვურჩევ თავისუფალი დრო მაქსიმალურად გამოიყენონ და განათლების მიღებას დაუთმონ“.
კონფერენციის მონაწილეები იმსჯელებენ აჭარის მთავრობის სტრატეგიულ მიმართულებებზე, განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე.
კონფერენცია ორ ნაწილად ჩატარდება, პირველი ნაწილში კონფერენციის მონაწილეები სექტორულ პრეზენტაციებს წარადგენენ, მეორე ნაწილში კი დაგეგმილია ბათუმის IV საერთაშორისო აგროსასურსათო პროდუქციის გამოფენის ოფიციალური გახსნის ცერემონია და დონორი ორგანიზაციების მხადაჭერით განხორციელებული პროექტების მონახულება ქობულეთში („აგროსერვის ცენტრი“).
„დღეს, განხილული იქნება აჭარის ა.რ-ის პრიორიტეტები, ასევე დონორებთან ერთად განხორციელებული პროექტების შეჯამება, ერთგვარი მონიტორინგი და სამომავლო დაგეგმარება იმისა, თუ რისი გაკეთება შეიძლება კიდევ დონორებთან ერთად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ დონორების მიერ დანახული ის პრიორიტეტები, რაც აჭარის მთავრობას გააჩნია სხვადასხვა მიმარტულებით, არის იმის საწინდარი, რომ მათ თავისი პროგრამის ფარგლებში მონაწილეობა მიიღონ ჩვენს პროექტებში. ჩვენ ძალიან ბევრი წარმატებული პროექტი განვახორციელეთ სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა თუ ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით და აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ძალიან სანდო პარტნიორი ვართ ყველა დონორისთვის” – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ.
კონფერენციაში მონაწილეობენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოს ცენტრალური მთავრობის, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
მომხსენებელთა შორის არიან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე, აჭარის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი დემურ დიასამიძე, აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელი ვახტანგ წულაძე. ასევე, გაეროს განვითარების პროგრამისა და ბრიტანეთის საბჭოს წარმომადგენლები საქართველოში; გერმანიის განვითარების ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის წარმომადგენელი და სხვები.
არსენ გვენეტაძე: წარმოშობით ტყიბულიდან ვარ, იქ დავიბადე და დავამთავრე საშუალო სკოლა, შემდეგ ჩავაბარე სამედიცინო ინსტიტუტში. პროფესიით გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგი გახლავართ, რაც თავის არსში მოიცავს, როგორც გინეკოლოგიის ისე რეპროდუქტოლოგიის, ანუ უშვილობის და მასთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტას.
გახლავართ ზურაბ წაბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის ხელმძღვანელი, ამავე დროს ლაპარასკოპიული გინეკოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში და მისი ასოციაციის პრეზიდენტი. ამ დარგში უკვე 25 წელია ვმუშაობ, აქედან 5 წელია მაქვს საკუთარი კლინიკა და ვარ უნივერსიტეტის პროფესორი.
ბავშვობაში ალბათ ბევრ ადამიანს უფიქრია ამაზე და მეც მათ შორის, თუმცა, არასოდეს არავისთან მითქვამს ამის შესახებ. ტყიბულში რომ მეთქვა, კოსმონავტი უნდა გამოვიდე-მეთქი, ჩათვლიდნენ, რომ მთლად ჭკვიანი ყმაწვილი არ ვიყავი. სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე, გაწონასწორებული ახალგაზრდა ვიყავი, ეს მერე და მერე უფრო გავხდი ემოციური, როდესაც სხვადასხვა ექსტრემალური აქტივობა, იქნება ეს მთამსვლელობა, ყვინთვა თუ ფრენა დავისახე მიზნად და ავისრულე კიდეც. პარასკევს, ქუთაისში ფოტოგამოფენაც მაქვს: ეგზოტიკური, ანუ პაპუა ახალი გვინეა, აფრიკა და ა.შ. მიფრენია პარაპლანზე, მიყვინთია წყალქვეშ, წელს ზაფხულში მყინვარწვერზეც ავედი. ეს მოგზაური ადამიანის წესია, ფრენა სხვადასხვა აპარატით, საჰაერო ბურთით, პარაპლანით, თვითმფრინავითა თუ სხვა საშუალებით, ამიტომ ჩემი ეს სურვილი იმ ადამიანებისთვის არის გასაგები, რომელთაც მსგავსი განცდა ან ფიქრი ჰქონიათ.
არსენ გვენეტაძე
ამ ეტაპზე ჩემი მიზანი იყო ჩემივე თავისთვის მეჩვენებინა და გამომეცადა, შემიძლია თუ არა გავიარო ეს ტრენინგი და მივიღო თუ არა სერტიფიკატი. როცა ფრენები დაიწყება, დანარჩენი მერე. ჩანაწერებში, რომლებიც ფილადელფიის გზაზე გავაკეთე და რომლებსაც „ასტრონავტ ახირება“ დავარქვი, ჩავწერე: რას მომიტანს ეს ახირება მე და რა თქმა უნდა სხვას?! ჩემთვის ეს იქნებოდა საშუალება, რომ საკუთარი თავისთვის კიდევ ერთხელ დამემტკიცებინა ის პოსტულატი, რასაც ჩემი 12 წლის მარიამი მუდმივად იმეორებს – შეუძლებელი არაფერია! შესაბამისად, თუ მე რამეს გავაკეთებდი, ეს იქნებოდა საკუთარი თავის რწმენის კიდევ უფრო განმტკიცება და საკუთარი მიზნის ასრულებით უდიდესი სიამოვნებისა და მოტივაციის მიღება. ახალი ძალა, ენერგია, ახალი შემართება… მეორეს მხრივ კი, ამით ადამიანებს მივცემ მაგალითსა და მოტივაციას – თუ მე, ტყიბულში დაბადებულმა, ჩვეულებრივმა ექიმმა შევძელი ეს გამეკეთებინა, რატომ არ შეიძლება ეს გააკეთოს სხვამ?! სწორედ ეს არის ჩემი მიზანი, რომ ადამიანები გამოვიდნენ შეზღუდული აზროვნებიდან – „ეს რაღაც მარტო იმას შეუძლია და მე – არა“. არა, ეს ყველას შეუძლია, თუ ძალიან მოინდომებ ამას და თუ ამისთვის ძალასა და ენერგიას არ დაიშურებს. აი, ჩემი მთავარი მიზანი, რომ ადამიანებმა საკუთარი ძალა ირწმუნონ და არ შეეშინდეთ, თუნდაც კოსმოსური მიზნების დასახვის.
ტრენინგის პროცესი ფილადელფიაში ჩატარდა. თეორიული კურსის შემდეგ გვქონდა დასკვნითი, ძირითადი ნაწილი. ეს იყო ორდღიანი პრაქტიკული ტრეინინგი. ჩვენ განვიცადეთ კოსმოსში გასვლის სრული იმიტაცია, ანუ სხეულზე გვქონდა ზუსტად ისეთი დატვირთვა, როგორიც კოსმოსში გასვლისას უნდა იყოს.
ყველაზე რთული საკუთარ სხეულზე გრავიტაციის ძალის 6-ჯერ გაზრდილი დატვირთვის განცდა იყო, რომელსაც პრაქტიკულად ძალიან ძლიერი შეგებება სჭირდება, უნდა იცოდე თანაბრად როგორ ისუნთქო, როდის უნდა დაჭიმო კუნთები ისე, რომ მხედველობა არ წაგერთვას, როგორ უნდა ამოძრაო დიაფრაგმა და ა.შ. ამის შემდეგ, 31 ოქტომბერს, ავიღე სერტიფიკატი.
ტრეინინგი მიზერული, სიმბოლური ნაწილია ამ ყველაფრის. მე ჯერ ბილეთის ფასი არ გადამიხდია. საქმე ისაა, რომ ჩემი მთავარი მიზანი იყო გამევლო ტრენინგი და ამეღო სერტიფიკატი, საკუთარი თავისთვის მეთქვა, რომ შემიძლია იქ გაფრენა და ამის შემდეგ, როცა ფრენები დაიწყება, ვიფიქრო გაფრენაზე. ახლახან ველაპარაკე დედას, რომელიც ნერვიულობდა იმაზე, თუ სად უნდა ეშოვა მის შვილს ბილეთის ფული – 250 000$. ჯერ ერთი, შეუძლებელი რომ არაფერია ფაქტია, უამრავ კომპანიას მოუნდება გახდე მისი სახე და გახდეს შენი სპონსორი, როცა ქვეყნიდან პირველი ხარ, ვინც კოსმოსში მიდის. უამრავი ადამიანი იქნება ამით დაინტერესებული, რადგან ეს არ არის ასტრონომიული თანხა. ჩემი ადამიანური თხოვნა იქნება, რომ ფულზე ნუ ააგებთ ყველაფერს, ჯერ ნახეთ რა გინდათ და მერე იპოვეთ გზა, როგორ გააკეთოთ ის, მე ჯერ ეს ვიპოვე და როცა გავფრინდები, იმასაც მოგიყვებით. ფრენები ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ რიგში 700-მდე ადამიანია. ჩემთვის რიგის ნომერი ჯერ არ მოუნიჭებიათ და როცა დრო იქნება, იმედი მაქვს მომანიჭებენ. ხომალდზე პილოტების გარდა ექვსი ტურისტი იქნება. გაფრენის შემდეგ, უშუალოდ სივრცეში სულ ხუთი წუთით გავალთ.
თავისუფალი, ანუ მოყვარული ასტრონავტობის ჩაბარების ნაწილი უკვე მივუძღვენი კიბოს პროფილაქტიკის პოპულარიზაციას და კოსმოსში გაფრენასაც მხოლოდ ამას ვუძღვნი. მე თავად ვარ კიბოს გადარჩენილი, გარკვეულწილად მოვალეც კი ვარ მუდმივად პროპაგანდა ვაკეთო ამის და ვაცნობო ადამიანებს, რომ არ უნდა ეშინოდეთ. თუ მე შევძელი დამემარცხებინა კიბო და ახლა ასტრონავტულ აფრენებს ვაკეთებ, რატომ არ შეუძლიათ ეს მათ. კიბო არ არის განაჩენი, უბრალოდ, მას დროზე სჭირდება მოვლა. უნდა დავძლიოთ ექიმთან მისვლის შიში და რაც შეიძლება დროულად მივიდეთ გასინჯვაზე, რათა რამე ისეთი არ იყოს, რაც კიბოს ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.
სულიკო ბერიძის საქმეში დაზარალებულის სტატუსი პროკურატურას 10-მდე პირისთვის მიუნიჭებია. მათგან ორი, ვინც ამ საქმის კომენტირებაზე უარი არ განაცხადა, ამბობს, რომ თავს დაზარალებულად არ მიიჩნევს. ერთ-ერთი ვერსიით, რომელსაც რამდენიმე პირი ადასტურებს, სულიკო ბერიძის მიმართ წაყენებული ბრალდების ერთ-ერთი ეპიზოდი სამართალდამცავებს ასე აქვთ ჩამოყალიბებული: „პატიმრებს საქართველოს ჰიმნი ამღერეს“.
საქმის მასალების მიხედვით, წინასწარი დაკავების იზოლატორში მყოფი ის პატიმრები, რომლებიც 2011 წლის 21 მაისს აჭარის ტელევიზიასთან გამართული აქციის დროს დააკავეს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით, საკნიდან შუაღამით გამოჰყავდათ და საქართველოს ჰიმნს აკითხებდნენ. სულიკო ბერიძე სწორედ ამ დროს ხელმძღვანელობდა იზოლატორს.
სასამართლო განჩინების ასლში წერია, რომ პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ 2013 წლის 20 ივნისს შუამდგომლობით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა ბრალდებულ სულიკო ბერიძის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს 10 000 (ათი ათასი) ლარის შეფარდება. მოსამართლე გიორგი ქაშაკაშვილმა გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ბრალდებული ადრე ნასამართლევი არ არის და თანამშრომლობს გამოძიებასთან, შესაბამისად, შეუფარდა გირაო.
სულიკო ბერიძის სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით სასამართლოში ათამდე პირია დასაკითხი. მოწმეების სიაში ერთ-ერთი პირი, ნინო ბურჯანაძის პარტიის ყოფილი წევრი თემურ ჭანტურიშვილია, ის ამ საქმეში დაზარალებულადაც არის ცნობილი. ჭანტურიშვილი ბათუმში, 2011 წლის 21 მაისს „სახალხო კრების“ აქციაზე დააკავეს. მას პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ადანაშაულებდნენ.
მოსამართლე თემურ გოგოხიამ მაშინ თემურ ჭანტურიშვილს 45-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა პოლიციელმა გიორგი მარკოიძემ მოსამართლეს უთხრა, რომ ჭანტურიშვილმა პოლიციელს წინააღმდეგობა გაუწია. სწორედ ამ ჩვენების საფუძველზე შეუფარდეს ჭანტურიშვილს პატიმრობა.
თემურ ჭანტურიშვილი ახლა „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მას წინასწარი დაკავების იზოლატორის ყოფილ უფროსთან პრეტენზიები არ აქვს. ჭანტურიშვილი ამბობს, რომ პროკურატურაში მან პოლიციელ გიორგი მარკოიძეს და მოსამართლე თემურ გოგოხიას უჩივლა და არა სულიკო ბერიძეს. პროკურატურამ კი მას კითხვები სულიკო ბერიძის შესახებ დაუსვა:
„მთავრობა რომ შეიცვალა, როგორც მოქალაქემ, საჭიროდ ჩავთვალე მიმერთა სამართალდამცავი ორგანოებისთვის, რათა არ განმეორებულიყო მსგავსი ფაქტი. დღემდე მუშაობს პოლიციაში ადამიანი, რომელმაც თქვა ტყუილი, თითქოს მე პოლიციელებს გავუწიე წინააღმდეგობა და მისი ჩვენების საფუძველზე უდანაშუალო ადამიანი გამომკეტეს საკანში. პირი, რომელიც უდანაშაულო ადამიანს ციხეში უშვებს, პოლიციაში არ უნდა მუშაობდეს, ამიტომაც მივმართე პროკურატურას, თუმცა როცა დამიბარეს დაკითხვაზე, ამ პოლიციელის შესახებ არც არაფერი უკითხავთ. მე სულიკო ბერიძის მიმართ პრეტენზიები არ მაქვს“, – ამბობს თემურ ჭანტურიშვილი.
თემურ ჭანტურიშვილის მსგავსად, დავით სამნიძემ წინასწარი დაკავების იზოლატორში 45 დღე გაატარა. ისიც აჭარის ტელევიზიის წინ აქციაში მონაწილეობის გამო დააკავეს. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, წინასწარი დაკავების იზოლატორის უფროსის სისხლის სამართლის საქმეში, პროკურატურამ ისიც დაზარალებულის სტატუსით დაკითხა. „ბათუმელებთან“ დავით სამნიძე ამბობს, რომ მას არც არაადამიანურად და არც დამამცირებლად სულიკო ბერიძე არ ექცეოდა:
„ყოველ დილით შემოდიოდა, მოგვესალმებოდა და გვეკითხებოდა ხომ არ გვჭირდებოდა რამე. სხვა ურთერთობა მე მასთან არ მქონია, არავის არ ვუცემივარ, ერთ-ერთ დაკავებულს ძირმაგარა ჰქონდა სხეულის რამდენიმე ადგილას, გაჰყავდათ და სტერილურად უვლიდნენ. იყო რამდენიმე თანამშრომლის მხრიდან დამამაცირებელი საუბარი, თუმცა მე მათი სახელები და გვარები არ ვიცი. ერთხელ კიდევ ერთი ადამიანი მთელი ღამე ფეხზე დამდგარი ამყოფეს. გათავისუფლებამდე ბოლო ათი დღე არ მქონდა საკითხავი მასალა, წიგნები… ცუდად და უხეშად, მე, პირადად, არავინ მექცეოდა“.
ადამიანები, რომლებიც ირწმუნებიან, რომ სულიკო ბერიძე პატიმრებს არაადამიანურად და დამამცირებლად არ ეპყრობოდა, იზოლატორის უფროსის სისხლის სამართლის საქმეში პროკურატურას წარმოდგენილი ჰყავს როგორც დაზარალებულები. რა იყო პროკურატურის მოტივაცია, ან რაში გამოიხატებოდა კონკრეტულად პატიმრების მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა? _ ამ კითხვებზე მთავარი პროკურატურა კომენტარს არ აკეთებს.
საუბრისგან ჯერჯერობით თავს იკავებს ბრალდებული სულიკო ბერიძეც. მისი საქმის განხილვა კი ბათუმის საქალაქო სასამართლოში გრძელდება.
წინასწარი დაკავების იზოლატორის ყოფილი უფროსის _ სულიკო ბერიძის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით (ა, ბ, დ, ე, ვ, ზ ნაწილები) მიმდინარეობს.
კოდექსში ბრალდების მუხლი ასე არის ფორმულირებული: „პირის დამცირება ან იძულება, არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს, იგივე ქმედება, ჩადენილი: მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; ორი ან მეტი პირის მიმართ; ჯგუფურად; ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევით, მათი რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიისადმი დამოკიდებულების, აღმსარებლობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური, სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის გამო…“
გიორგი აფაქიძე, სათა ფუტკარაძე, გიორგი თებიძე და ლევან ცინცაძე
12-13 წლის კატეგორიაში მეორე ადგილზე გავიდა გიორგი თებიძე. ამავე კატეგორიაში მესამე ადგილი სათა ფუტკარაძეს ერგო.
მესამე ადგილი აიღო ცხრა წლის აფაქიძე გიორგიმაც, რომელიც 10-11 წლის ასაკობრივ კატეგორიაში ასპარეზობდა.
საქართველოს მოქმედი სპორტსმენი კიოკუშინკაი კარატეში ლევან ცინცაძის გუნდი ღებულობდა მონაწილეობას.
საპრიზო ადგილზე გასულები სპორტსმენები კიოკუშინკაი კარატეში საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრისა და მოქმედი სპორტსმენის ლევან ცინცაძის მოსწავლეები არიან.
როგორც ლევან ცინცაძე ამბობს, პრიზიორი ბავშვები პირველად მონაწილეობდნენ საქართველოს პირველობაზე.
თავად სპორტსმენი კი კიოკუშინკაი კარატეში აბსოლუტური ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც 14 დეკემბერს ჩატარდება და მასში სპორტის ამ სახეობის უძლიერესი მებრძოლები მონაწილეობენ. აბსოლუტურ ჩემპიონატში მხოლოდ ერთი გამარჯვებული – ფალავანი გამოვლინდება.
დავიწყოთ იმით, რომ ინტერვიუში ბ-ნი მ. ქიძინიძე თავს წარმოაჩენს 2003 წლის შემოდგომაზე ჩამოყალიბებული მოძრაობის – „ჩვენი აჭარას“ დამფუძნებლად (?!) და ერთ-ერთ ხელმძღვანელად. ამ ინფორმაციას არაფერი აქვს საერთო სიმართლესთან.
სინამდვილეში, ამ მოძრაობის ჩამოყალიბების იდეა ეკუთვნოდა ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთ აქტიურ წევრს, ყოფილ პარლამენტარსა და ასლან აბაშიძის რეჟიმის ერთ-ერთ გამორჩეულ მოწინააღმდეგეს თამაზ დიასამიძეს. სათაურის შერჩევაში კი ვმონაწილებდით ამ იდეის ავტორი და მე, სხვა არავინ.
მიხეილ მახარაძე
იმავე წლის ნოემბრის თვეში „ჩვენი აჭარა“ პირველად გამოჩნდა საზოგადოების წინაშე თბილისის კინოსახლში, სადაც შეხვედრის წამყვანები ვიყავით თამაზ დიასამიძე, კობა ხაბაზი და მე. შეხვედრის შემდეგ კი მე მიმიწვიეს „რუსთავი-2“-ში ეკა ხოფერიას ღამის გადაცემაში. ამ შეხვედრიდან მალე, დეკემბერში შედგა მოძრაობის პრეზენტაცია სასტუმრო „თბილისში“. ამის შემდეგ „ჩვენი აჭარას“ ხელნძღვანელებლად, თანათავჯდომარეებად, აგვირჩიეს კობა ხაბაზი და მე.
რაც შეეხება ბ-ნ მ. ქიძინიძეს, მას ამ მოვლენასთან არავითარი შეხება არ ჰქონია და პირადად მე მისი სახელი გაგონილიც არ მქონდა. ის პირველად ჩვენს ოფისში ვნახე, „ჩვენი აჭარისა~ და იმ დროს პარლამენტის წევრ ედუარდ სურმანიძის ხელმძღვანელობით ცოტა მოგვიანებით ჩამოყალიბებული, თუ არ ვცდები, მოძრაობა „აჭარას” გაერთიანების შემდეგ. გაერთიანებულ მოძრაობას ეწოდა „ჩვენი აჭარა~ და მის თანათავმჯდომარეებად არჩეული იქნენ კ. ხაბაზი და ე. სურმანიძე, ხოლო დარბაზის სპიკერად – მე. მ. ქიძინიძე იყო გამგეობის წევრი და მას სხვა გამორჩეული ფუნქცია არ ჰქონია.
ბ-ნი მ. ქიძინიძე ინტერვიუში აღნიშნავს ლევან ვარშალომიძესთან მის დაპირისპირებაზე 2004 წლის მიწურულს პრივატიზაციის საკითხზე, რის გამოც, როგორც თვითონ აღნიშნავს, მას და მის ოჯახს ბევრი რამის გადატანა მოუხდა.
იმ პერიდში მ. ქიძინიძეს რომ მძიმე სიტუაცია ჰქონდა, სიმართლეა, მაგრამ რა კავშირში იყო ეს პრივატიზაციასთან, გაუგებარია. ძალოვნები ხომ მას სულ სხვა რამეს ედავებოდნენ. ბ-ნი მერაბი, როცა ასე ამაყად ლაპარაკობს, ნუთუ დაავიწყდა მოსალოდნელი დაპატიმრების განცდებში ღამეებს უმაღლეს საბჭოში რომ ათენებდა და ლოცვებში ატარებდა?! მაშინ ვინ დაუდგა მას თავდებად ამ განსაცდელში?! ნუთუ მას სერიოზულად სჯერა, რომ მაშინ ლოცვა-გოდებამ იხსნა. ყველაფერი ეს მან ძალიან კარგად იცის, მაგრამ ახლა სხვა დროა და უმადურობას იჩენს.
ინტერვიუს დასარულს მ. ქიძინიძე აღნიშნავს: არჩევნების შემდეგ დასაქმების მიზნით დამიბარა ლევან ვარშალომიძემ, მაგრამ მე არ მივედი. „ამის შემდეგ მიხეილ მახარაძემ დამირეკა და მთხოვა მივსულიყავი მასთან, მან შემომთავაზა ხელშეკრულებით მემუშავა უმაღლესი საბჭოს აპარატში. როგორც ჩანს, ჯობდა ვყოფილიყავი დასაქმებული, ვიდრე გარეთ“.
საკითხში სიცხადის შესატანად მცირე ექსკურსი დამჭირდება. მ. ქიძინიძე ამაყად აცხადებს, არ ვყოფილვარ ნაციონალური პარტიის წევრიო, მაგრამ ნუთუ დაავიწყდა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარტიული სიით გახდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი და ოთხი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა წამყვან კომიტეტს. დეპუტატობის ვადის გასვლის შემდეგ კი მ. ქიძინიძე მუშაობდა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან არსებულ საკონსულტაციო საბჭოში, ამასთან, ბოლო 2,5 წლის განმავლობაში საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარედ.
აქვე იმასაც აღვნიშნავ, რომ მ. ქიძინიძის ჭირვეული ხასიათის მიუხედავად, მე მასთან პრობლები არ მქონია, რადგანაც ყოველთვის ვითვალისწინებდი მის შრომისმოყვარეობასა და ინციატივიანობას (არც თუ იშვიათად, უადგილოს). მისდამი ჩემი ასეთი დამოკიდებულება მნიშვნელოვანწილად განაპირობებდა ბიუროს ზოგიერთ წევრთან მ. ქიძინიძის დაძაბული ურთიერთობის განმუხტვას.
რაც შეეხება უმაღლეს საბჭოში მ. ქიძინიძის ხელშეკრულებით აყვანას, რაღაც ვერ ვიხსენებ, რომ ამის თაობაზე მე მისთვის დამერეკოს. ან რა ისეთ ძალას წარმოადგენდა, რომ მისი დასაქმებით საფრთხე აგვეცილებინა. თუ ბოლომდე თანმიმდევრული ვიქნებით, მისთვის მთავარი ყოფილა პირადი ინტერესები, ამას ადასტურებს მისი დღევანდელი პოზიციაც. არადა, საქმე უფრო მარტივადაა. დღის წესრიგში იდგა მაშინდელი უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის გათვალისწინებით ყოფილი დეპუტატის დასაქმება. ბატონმა ლევან ვარშალომიძემ მთხოვა გამომენახა მისთვის ადგილი, რადგანაც სხვა ყოფილი დეპუტატებისგან განსხვავებით, არავის უნდა მისი აყვანაო. ჩვენთან უკვე ჩამოყალიბებული იყო საკონსულტანციო საბჭო, რომელსაც ხელმძღვანელობდა ყოფილი დეპუტატი, აწგანსვენებული იოსებ ხიმშიაშვილი. ბ-ნი იოსების მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ მის ადგილას დავნიშნე ბ-ნი მ. ქიძინიძე. უნდა ითქვას, რომ ის თავის მოვალეობას პასუხისმგებლობით ეკიდებოდა.
ბ-ნ მ. ქიძინიძესთან 8 წლიანი ურთიერთობისას მისგან არ მსმენია რაიმე საწინააღმდეგო არსებული ხელისუფლების მისამართით. ინტერვიუში ის ვითარებას სულ სხვანაირად წარმოადგენს. გვიანდელი რიცხვით წარსულის შენთვის სასურველად გადაკეთება კი, რბილად რომ ვთქვა, არაეთიკურია.
დასასრულ, ბუნებრივად ისმის კითხვა _ რაში დაჭირდა ყველაფერი ეს ბ-ნ მ. ქიძინიძეს? ან რა არის ეს – გულმავიწყობა, უმადურობა თუ ორივე ერთად? ამ კითხვებზე პასუხი მკითხველისთვის მიგვინდია.
საერთაშორისო კონფერენცია საპლაჟო ფეხბურთში ”აჭარა 2014”
მწვრთნელებისთვის სემინარებს ჩაატარებს იტალიიდან მოწვეული სპეციალისტი, ფიფას მწვრთნელ-ინსტრუქტორი მასიმილიანო დე ცელისი. ხოლო მსაჯების გადამზადებისთვის სემინარებს წარუძღვება ფიფას მსაჯი, ინსტრუქტორი აზერბაიჯანიდან აფგან ჰამზაევი.
კონფერენციის ფარგლებში სერტიფიკატები გადაეცემათ გადამზადებულ მსაჯებსა და მწვრთნელებს. დაგეგმილია სახელმწიფო დაწესებულებების, კომპანიებისა და იმ ადამიანების დაჯილდოვება, ვინც წვლილი შეიტანა საპლაჟო ფეხბურთის განვითარებასა და პოპულარიზებაში.
კონფერენცია იმართება აჭარის ფუტზალისა და საპლაჟო ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებითა და აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მხარდაჭერით.
აჭარის ფუტზალისა და საპლაჟო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ჯაბა ჭანტურიას თქმით, კონფერენცია საპლაჟო ფეხბურთში პირველად ტარდება საქართველოში, რომლისთვისაც აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტმა 8800 ლარი გამოყო.
„კონფერენციის მიზანია საპლაჟო ფეხბურთის პოპულარიზება, რომლის ფარგლებში შევაჯამებთ გავლილ წლებში ჩატარებულ ღონისძიებებს. წარმოვადგენთ ახალ კალენდარულ ღონისძიებებს. ყველა წელს რაღაც წესი იცვლება, იცვლება საპლაჟო ფეხბურთში მომზადების სპეციფიკა, ჩვენ ამ დინებას უნდა ავყვეთ. ამიტომ, განვითარებისთვის აუცილებელია საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება“- ამბობს ჯაბა ჭანტურია.
სემინარებში 15 მწვრთნელი და 5 მსაჯი მიიღებს მონაწილეობას. აქედან ხუთივე მსაჯი და 10 მწვრთნელი აჭარიდან, სამი მწვრთნელი თბილისიდან, თითო მწვრთნელი კი ქუთაისიდან და ფოთიდან იქნებიან.
„ჩვენთან უნდა მობრძანდეს კორპუსის თვმჯდომარე შესაბამისი განცხადებით და უკვე მომავალი წლის იანვრიდან, ჩაისმება ეს პროგრამა 2015 წლის ბუჯეტში. გამოცხადდება ტენდერი, ტენდერს აქვს თავისი 20 დღიანი ვადა, შემდეგ არის ხელშეკრულების გაფორმება და ტენდერის დასრულების შემდეგ, რიგითობის პრინციპით გარანტიით გაკეთდება ყველაფერი,“- ამბობს ლაშა კილაბერია.
მისივე თქმით ამ პრობლემის მოსაგვარებლად, ამხანაგობის პროგრამის ფარგლებში უნდა გაკეთდეს პროექტის ხარჯთაღრიცხვა. ამ შემთხვევაში ამხანაგობა 3%-ს, ხოლო 97%-ს იხდის მერია.
„წელს ამ პროგრამით 15-მა საერთო საცხოვრებელმა ისარგებლა რაშიც 150 ათას ლარი დახარჯულია,“- აღნიშნა ლაშა კილაბერიამ.
საინფორმაციო პლაკატებზე, რომელიც ორ ჩეხურ ორგანიზაციას „People in need“ და „The Initiative way“ -ს ეკუთვნოდა აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები იყო წარმოდგენილი. ერთ-ერთ პლაკატზე გამოსახული იყო აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, მის გარდაცვლილ მამასთან ერთად. საინფორმაციო პლაკატში საუბარი იყო იმაზე, თუ როგორ შეცვალა 2013 წელს ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის კონსტიტუცია და მოირგო საკუთარ თავზე. ასევე პლაკატებზე წარმოდგენილი იყო აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების დაღვევის შესახებ ინფორმაცია და აზერბაიჯანელი უფლებამდაცველის ხადიჯა ისმაილის დაკავების კადრები.
„ეს გამოფენა ეძღვნება ადამიანის უფლებების დარღვევას აზერბაიჯანში. პოლიტიკურ ბიზნესს აზერბაიჯანში. აზერბაიჯანის დელეგაციის წევრები მოვიდნენ და ჩამოხიეს პლაკატები. დააზიანეს გამოფენა,“ – უთხრა „ნეტგაზეთს“„The Initiative way“-ის პროგრამების კოორდინატორმა მარტინ ჰაიზა.
პლაკატების ჩამოხევის ინიციატორი ორი აზერბაინული არასამთავრობო ორგანიზაციის – „ეკოლოგი 2010“ და „მოქალაქეთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის“ წარმომადგენლები იყვნენ.
„ჩვენი წარმოდგენა უნდათ, თითქოს ჩვენ გვაქვს მხოლოდ პროსახელისუფლებო შეხედულებები. ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაცია ვართ, ჩვენი ჩვენი სახელმწიფო გვიყვარს, ჩვენ აზერბაიჯანელები ვართ და თუ არის ჩვენთან პრობლემები, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ მათ გადაჭრაზე. ჩვენი პრეზიდენტის და მისი მამის წარმოდგენა, როგორც ჩვეულებრივი ბიზნესმენების, არის შეურაცხყოფა. ჩვენზე ყველაზე მეტად ამან იმოქმედა. ადამიანის უფლებები ჩვენთან ირღვევა ისევე, როგორც ყველაგან. მაგრამ აქ წარმოდგენა მხოლოდ აზერბაიჯანელების, როგორც ჩანს, იყო მიზანმიმართული. ჩვენი წარმომადგენელი განაწყენდა. გასაგებია, რომ კავკასიელებს აქვთ ემოციები. პროტესტის ნიშნად არ დავესწარით ამ სესიას, თუმცა ხმის მიცემაში მივიღებთ მონაწილეობას,“ – უთხრა „ნეტგაზეთს“ არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქეთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის“ წარმომადგენელმა ირაიდა რისაზადემ.
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი გრძელდება. აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების დარღვევის ამსახველი ფოტოგამოფენა სასტუმრო რედისონის ფოიედან იმ დარბაზში გადაიტანეს, სადაც ფორუმი მიმდინარეობს.
მერიის აპარატის უფროსის, ნუკრი დეკანაძის თქმით, ამჟამად კონკურსის პირველი ეტაპი – განცხადებების გადარჩევა მიმდინარეობს. კონკურსის პირველი ეტაპი აპლიკაციების გადარჩევას ითვალისწინებს, თუ რამდენად შეეფერება ესა თუ ის კონკურსანტი დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
„ამის შემდეგ კონკურსანტი გადადის კონკურსის მეორე ეტაპზე. მეორე ეტაპი იქნება ტესტირება, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ განსაზღვრული ბრძანების შესაბამისად. ტესტირების ჩატარების დრო დამოკიდებულია განცხადების გადარჩევაზე, რომელსაც ჩაატარებს იუსტიციის სასწავლო ცენტრი, ვინც გამარჯვებს, გადალახავს მეორე ეტაპს შესაბამისად გადავა მესამე ეტაპზე, გასაუბრებზე“ -განმარტავს ნუკრი დეკანაძე.
მერიაში კონკურსის საბოლოო შედეგები ახალ წლამდე იქნება ცნობილი. ახალი წლის შემდეგ კი გამარჯვებული კონკურსანტები მერიაში მუშაობას დაიწყებენ.
ნარგიზ ჯინჭარაძე ამბობს, რომ ტოლერანტობის ქომაგის ტიტული მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ჯილდოა. იგი თბილისში გამართულ შეხვედრას თავადაც დაესწრო: „შეხვედრას ესწრებოდნენ ელჩები, რელიგიური კონფესიის წარმომადგენლები. ძირითადად ორგანიზაციებს აჯილდოვებენ ამ ტიტულით და ჩემთვის ძალიან სასიხარულო იყო, რომ მოხდა ჩემი, როგორც პიროვნების დაჯილდოვება ტოლერანტობის ქომაგის ტიტულით“ – ამბობს ნარგიზ ჯინჭარაძე.
მისი აზრით, ამ ტიტულის მიღების საფუძველი გახდა ის ღონისძიებები, რაც წლების განმავლობაში ტარდებოდა მის სკოლაში:
„ჩვენს სკოლაში ეთნიკური უმცირესობის, ბოშების წარმომადგენლები სწავლობენ. სხვადასხვა დონორი ორგანიზაციის დახმარებით მოვიყვანეთ ისინი სკოლაში. ბექა მინდიაშვილმა, ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა ის ფაქტიც, რომ სხვადასხვა აღმსარებლობისა და ეთნოსის წარმომადგენელ ბავშვებს ჩვენთან ხვდებათ კომფორტული გარემო. ეს ერთი დღის საქმე არ არის, ხუთი-ექვსი წელია ჩვენ ამ საკითხებზე ვმუშაობთ“ – ამბობს ნარგიზ ჯინჭარაძე.
სკოლის დირექტორი ფიქრობს, რომ მისი დაჯილდოვება პირველ რიგში სკოლის მოსწავლეების დამსახურებაა: „ბავშვები ჩვენგან განსხვავებით ძალიან ტოლერანტულები არიან, ბავშვებთან ერთად პედაგოგების დამსახურებაა ეს ტიტული, რადგან მათ კარგად ესმით, რომ ყველაზე დიდი ჰუმანურობაა განსხვავებულის მიღება და მათი ინტეგრაციის ხელშეწყობა. ჩვენი მუშაობა მოხალისეობრივია, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ვაწარმოებთ ამ სამუშაოებს, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ შრომის დაფასება, მით უფრო, როცა ჯილდოვდები სახალხო დამცველისგან.
სკოლა პერიფერიაში მდებარეობს, ძალიან ბევრი სოციალურად დაუცველი ოჯახია ჩვენს გარშემო, ბევრჯერ მიმიღია შემოთავაზება უფრო მაღალანაზღაურებად სამსახურში, უფრო პრესტიჟულ სკოლაშიც მთავაზობდნენ გადასვლას, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ სკოლაში ჩემი შესაძლებლობები არ ამომიწურავს, ჯერ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, რომ მივაღწიოთ ჩვენი მოსწავლეების სამოქალაქო ინტეგრაციას“ – ამბობს ნარგიზ ჯინჭარაძე.
სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობას შესაბამისი სფეროს სპეციალისტები მიიღებენ. შეხვედრაზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა 2014 წელს განხორციელებული და 2015 წელს დაგეგმილი პროექტების პრეზენტაცია წარმოადგინა.
ტურიზმის დეპარტამენტს თავმჯდომარის მოადგილის, მამუკა ბერძენიშვილის თქმით, შეხვედრაზე დადგა სამუშაო ჯგუფის შეკრების აუცილებლობა, რომელიც 2015 წელს დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელებისათვის იმუშავებს.
შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ ქალაქში არ არის განთავსებული ნიშნულები, რომელიც ტურისტს გზის გაკვლევაში დაეხმარება.
„თუ გრძელვადიან პერსპექტივებზე ვისაუბრებთ, ეს არის კომპეტენციების გადანაწილების საკითხი. ჩვენ შეიძლება ასევე ვისაუბროთ ნიშნულების განთავსების და პარკინგის პრობლემის მოგვარების საკითხზე“ – განაცხადა მამუკა ბერძენიშვილმა.
„ჩემი სივრცე“ – ასე ეწოდება დინა ოგანოვას პერსონალურ ფოტოგამოფენას. გამოფენაზე დასწრება თავისუფალია.
დინა ოგანოვა თავისუფალი ფოტოგრაფია. სხვადასხვა დროს მუშაობდა ფოტოჟურნალისტად ქართულ საინფორმაციო სააგენტოებსა და ჟურნალებში და გახლდათ რამდენიმე ფილმის ფოტოგრაფი. მისი ფოტოები დაბეჭდილია რამდენიმე წიგნში, მათ შორის, „ერთად ცხოვრება“, დაფინანსებული ბრიტანეთის საბჭოს მიერ (2009), ProArt ფოტოგრაფია – დაფინანსებული პროკრედიტ ბანკის მიერ (2011) და ფოტოკონკურს ,,ქოლგის“ ყველა გამოცემაში 2007 წლიდან.
კონფერენციის მიზანია ინკლუზიური ტურიზმის პოპულარიზაცია რეგიონში, ასევე სოციალური ინკლუზიისა და ეკონომიკური განვითარებისათვის გარემოს ადაპტირების კუთხით გაწეული საქმიანობების იდენტიფიცირება, საზოგადოების და ბიზნეს სექტორის გათვითცნობიერება და პასუხისმგებლობის გაზრდა.
საერთაშორისო კონფერენციაზე მოწვეულნი არიან საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები, ევროპის არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელი ENAT -ის, ასევე სახელმწიფოს ტრუქტურების წარმომადგენლები.
კონფერენცია გაიმართება სასტუმრო „დივან სუითს ბათუმი“-ის საკონფერენციო დარბაზში. საერთაშორისო კონფერენციის მხარდამჭერებია: არასამთავრობო ორგანიზაცია “პარსა”, ინკლუზიური ტურიზმის საერთაშორისო ევროპული ქსელის ENAT-ის ასოცირებული წევრი, ინკლუზიური ტურიზმის საერთაშორისო ევროპული ქსელი.
ნეიროქირურგი გოჩა ჩუტკერაშვილი მსოფლიო და ევროპის ფედერაციის ნეიროქირურგიული ასოციაციის წევრია. არის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტი-ნეიროქირურგი,
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლინიკური საავადმყოფოს კლინიკური ხელმძღვანელი და “წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო”-ს ქირურგი. იგი ბათუმში კონსულტაციებს საზღვაო ჰოსპიტალის მოწვევით ჩაატარებს.
პრესრელიზის თანახმად, ლექციაში მიმოხილული იქნება ე.წ. საბედისწერო ქალის, როგორც მძლავრი არქეტიპული სახის ჩამოყალიბების ისტორია. რა თვისებები ახასიათებს მას და პატრიარქალურ კულტურაში ჩამალულ რა ფობიებს გამოავლენს? – ამ საკითხებს თეო ხატიაშვილი რამდენიმე ფილმის მაგალითზე განიხილავს.
ასოცირებული პროფესორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, კინომცოდნე თეო ხატიაშვილი კითხულობს ლექციებს ილიას უნივერსიტეტში, არის გადაცემა „წითელი ზონას“ რედაქტორი, მისი ინტერესების სფეროა გენდერული სტერეოტიპების კვლევა კინოში.
საჯარო ლექციები ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს პროექტის ფარგლებში, ლექციების ღია ციკლის – „ვის ეშინია ფემინიზმის?“ – ფარგლებში იმართება.
პროექტის მხარდამჭერია აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
ბატონო გიორგი, გასულ წელს ზამთრისთვის საკმაოდ მოუმზადებელი აღმოჩნდა ქალაქი. წელს როგორ ემზადებით?
წელს ვემზადებით ინტენსიურად, ყველა სამსახურში – იქნება ეს სანდასუფთავება, სახანძრო თუ სამაშველო, ტექნიკის შეძენაზე დამატებითი ტენდერი გამოვაცხადეთ. სანდასუფთავებისთვის დამატებით ვყიდულობთ სპეცტექნიკას, რაც მოგვცემს საშუალებას სრულყოფილად ჩავატაროთ სამუშაოები. გარდა ამისა, საორგანიზაციო საკითხებს ვაგვარებთ, პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში ქაოსი რომ არ შეუქმნას – მერია და მისი დამხმარე სამსახურები გაიყოფა. უხვი ნალექის შემთხვევაში ყველა სამსახურს ეცოდინება სექტორებად დაყოფილი ქალაქის რომელ ტერიტორიაზე რას აკეთებს. ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ იყოს ორგანიზებული და არა ქაოტური პროცესი.
ქვაფენილიანი ქუჩები ბათუმის ცენტრში შარშან ტექნიკამ ვერ გაწმინდა, რადგან დაზიანდა ქვაფენილი და ამან დამატებითი პრობლემები გააჩინა. წელს როგორ აპირებთ ქვაფენილების გაწმენდას, ისევ ხელით მოუწევთ სანდასუფთავების თანამშრომლებს ამ ქუჩებისა და ტროტუარების გაწმენდა?
ჩვენ ილუზიონისტები არ ვართ რამე ახალი რომ მოვიფიქროთ, მერიას ჰყავს თავისი სამსახურები და ვისაც რა ევალება, იმას გააკეთებს. დამატებით ტექნიკის შეძენაზე იმიტომ გამოვაცხადეთ ტენდერი, რომ სანდასუფთავებას ექნება დამატებითი წმენდის საშუალება. თუმცა, ფილები ძალიან უხარისხოდ არის დადებული და ეს ცალკე განხილვის თემაა. გააჩნია ნალექის რაოდენობას, მაგრამ წინა წლებისგან განსხვავებით, უფრო მობილიზებულად და უფრო კარგად გავაკეთებთ საქმეს.
გასულ წელს სანდასუფთავების თანამშრომლები უკმაყოფილო იყვნენ იმის გამო, რომ მძიმე შრომის მიუხედავად (ხელით წმენდნენ ქუჩებს), როგორც თვითონ ამბობდნენ, ვერ მიიღეს დამატებითი ანაზღაურება. წელს როგორ იქნება ეს საკითხი გადაწყვეტილი?
ყველა ადამიანის შრომა შესაბამისად უნდა დაფასდეს. შეიძლება მერიის ან რომელიმე სამსახურის თანამშრომლის შრომა ისე არ დაფასდეს, როგორც საჭიროა, მაგრამ იმ ადამიანების შრომა, რომლებიც სტიქიური უბედურების დროს საქმეს აკეთებდნენ იმაზე მეტად, ვიდრე ევალებოდათ, იქნება დაფასებული.
ტექნიკური მარილის ნაკლებობა იყო შარშან. წელს რამდენი შეიძინეთ?
რამდენი ტონაა შესყიდული არ ვიცი, მაგრამ წელს მაგის პრობლემა არ იქნება. თუკი დამატებითი რესურსის შეძენა გახდება საჭირო, ბიუჯეტში ეს იქნება გათვალისწინებული. მარაგს გავაკეთებთ.
შარშან მთელი კვირა გათიშული იყო ქალაქში შუქი, რის გამოც, ფაქტობრივად პარალიზებული იყო ქალაქი. თუ გაქვთ ინფორმაცია, რას გააკეთა ამ პრობლემების მოსაგვარებელად წელს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“, ხომ არ აღმოჩნდება ქალაქი წელსაც მსგავს სიტუაციაში?
აჭარის მთავრობაში ჩატარდა თათბირი – ჩვენ გვქონდა შეხვედრა ენერგოკომპანიასა და „სოკარის“ წარმომადგენლებთან. იქ დაისვა კითხვები ამ საკითხებზე. სარეაბილიტაციო სამუშაოები რაც აქვთ, ანუ სუსტი წერტილები სადაც ჰქონდათ, იქ სამუშაოები მიმდინარეობს. შეიძლება მოხდეს რაღაც გაუთვლელად, მაგრამ იმ ანგარიშით, რაც ენერგოკომპანიამ ჩაგვაბარა, მდგომარეობა ნორმალურია. რას გააკეთებს ეს კომპანია კონკრეტულ პრობლემურ წერტილებში, ამის თაობაზე ორ კვირაში გვექნება ინფორმაცია.
ხელოვნების უნივერსიტეტის სამი სტუდენტს 18 ნოემბერს, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩავლეიშვილმა ჯილდოდ წიგნები და სერთიფიკატები გადასცა.
პროექტი, რომელშიც 40 სტუდენტი იღებდა მონაწილეობას, შვეიცარიის განვითარების სააგენტომ დააფინანსა. სტუდენტებს სოციალური სახლის პროექტი უნდა გაეკეთებინათ.
ირაკლი ჩავლეიშვილის თქმით, გამარჯვებული პროექტი ძალიან კარგი გამოვიდა და ამ პროექტის რეალიზაცია სავარაუდოდ მოხდება, თუმცა სოციალური სახლი ამ პროექტით აშენდება თუ არა, ამაზე გადაწყვეტილებას მერია მიიღებს.
ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტი მარიამ მაკარაძე ამბობს, რომ სტუდენტები პროექტზე დაახლოებით ორი თვე მუშაობდნენ:
„გვეხმარებოდნენ ლექტორები, მათი დიდი დამსახურებაა ის, რომ ჩვენ ამდენს მივაღწიეთ. ამ კონკურსში პირველად მივიღე მონაწილეობა მესამე კურსზე როდესაც ვიყავი, წელსაც ვღებულობ მონაწიოლეობას, უკვე მეორედ“ – ამბობს მარიამ მაკარაძე.
„ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერთა ცენტრი“, – ეს წარწერა ორგანიზაცია „ახალი დემოკრატების“ ბეჭედს აქვს.
„…ჩვენ ვართ ახალი დემოკრატები, ეს არ არის პოლიტიკური ორგანიზაცია. ეს არის ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერი ორგანიზაცია, რომელიც იყო ცენტრი და მოძრაობად გადაკეთდა.
მოძრაობა, რომელთა წევრებიც ბიძინა ივანიშვილს, მის გაკეთებულ საქმეებს, ირაკლი ღარიბაშვილს და მის პოლიტიკურ კურსს ვუჭერთ მხარს დავით ხიზანიშვილმა დააფუძნა. ამბობენ, რომ მიმართულება შეიცვალა ჩვენმა მთავრობამ, ასე არ არის. ჩვენ გვაქვს დასავლური კურსი“, – მიმართა უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, მაილო ჯაშის კუთვნილ სასტუმრო „მაილოს“ დარბაზში შეკრებილებს რამაზ ირემაძემ.
„მაილოში“ „ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერთა ცენტრის“ წარმომადგენლებმა ბათუმიდან და რაიონებიდან, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გასულ კვირას მოაწყვეს. შეხვედრას ორგანიზაციის კოორდინატორი აჭარაში, რამაზ ირემაძე უძღვებოდა. გაცნობის შემდეგ დარბაზში შეკრებილებს მან რამდენიმე პირობა მისცა:
„მინდა გითხრათ, რომ აქ დანიშვნები არ იქნება ნათესაური ნიშნით. ორგანიზაციაში მეგრელიც იქნება, გურულიც, იმერელიც, კახელიც და ყველა, ვინც ცხოვრობს აჭარაში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ წესდების მიხედვით და ვერავინ იტყვის ეს საკითხი რამაზ ირემაძემ გადაწყვიტაო.
რამდენად ვართ დაზღვეული იმისგან, რომ აქ არ შემოგვეპარება პროვოკატორი ან მაიმუნი ადამიანი? – მე ვარ ერთი, თქვენ ხართ რამდენიმე. ჩვენ გვაქვს ბლანკი, რასაც ავსებთ და წევრიანდებით, მაგრამ ვინ არის რეკომენდატორი გარკვევით დაწერეთ, რადგან როცა მე რეკომენდაციას ვაძლევ ათ კაცს, მე მათზე პასუხისმგებელი ვარ. მოდით ნუ იქნება ხათრი და შინაურობა, ეს ძალიან ცუდად ჟღერს. ჩვენი ორგანიზაციის კარი ყველასთვის ღიაა, ყოფილი ნაციონალური მოძრაობის წევრებისთვისაც, რომლებიც გადაწყვეტილებებს არ იღებდნენ და პატიოსნად მუშაობდნენ, მე არ მაინტერესებს ხუთი წლის წინ ვინ რა იყო“.
რამაზ ირემაძე რამდენიმე თვის წინ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობდა. ის სამსახურში ბიულეტენზე მყოფი თანამშრომლის ადგილზე დროებით აიყვანეს, მისი სამსახურში დაბრუნების შემდეგ კი რამაზ ირემაძე უმუშევარი დარჩა.
როგორც შეხვედრაზე ითქვა, „ახალი დემოკრატები-ღარიბაშვილის მხარდამჭერთა ცენტრის“ ხელმძღვანელი ხელფასს არ იღებს – „ორგანიზაციას არანაირი დაფინანსება არა აქვს“.
„ბათუმელებს“ პრემიერ-მინისტრის მხარდასაჭერად შექმნილი ორგანიზაციის საქმიანობისა და ფინანსური წყაროების შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მოწოდებაზე რამაზ ირემაძემ უარი განუცხადა. მან შეხვედრა კომენტარის გარეშე დატოვა.
ორგანიზაციის წესდების მიხედვით, „საქართველოს ახალი დემოკრატები – ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერთა ცენტრი“ წევრობაზე დაფუძნებული არასამეწარმეო ორგანიზაციაა, რომელიც საქმიანობას „მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანების შესახებ“ წესდების შესაბამისად წარმართავს.
„აქ ერთიანდებიან სუფთა გულის ადამიანები, რომლებსაც საქართველო უყვართ“, – განმარტავს ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ეთერ ჯორთმენაძე. მან ორგანიზაციას ბათუმის ოფისის გასახსნელად საკუთარი ბინა დაუთმო.
ეთერ ჯორთმენაძე
ეთერ ჯორთმენაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ბათუმის ორგანიზაცია 1000-მდე პირს აერთანებს, მთლიანად აჭარაში კი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მხარდაჭერა დოკუმენტურად 2000-მდე პირმა დაადასტურა. დარბაზში თითქმის 60 მოქალაქე იყო შეკრებილი.
წესდების მიხედვით, ორგანიზაციაში გაწევრიანება ნებაყოფლობითია. არაოფიციალურ საუბარში „ბათუმელებს“ საჯარო მოხელეებმა უთხრეს, რომ ანკეტებს საჯარო სამსახურებში არიგებენ, რასაც ეთერ ჯორთმენაძე უარყოფს: „მსგავსი არაფერი ხდება. ერთადერთი, რაც მე თვითონ გავაკეთე, მივედი ერმაკოვთან ბათუმის მერიაში და წარვუდექი, შევთავაზე ჩვენს ორგანიზაციაში გაერთიანება“.
ხელვაჩაურის ორგანიზაციას ჯუმბერ ზოიძე ხელმძღვანელობს, მასთან მუშაობს ხელვაჩაურის გამგებლის ყოფილი მოადგილე ნოდარ თურმანიძეც.
ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერების შეკრება ბათუმში
გაცნობით შეხვედრას ქედის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გურამ ლომინაძეც ესწრებოდა, მაილოში შეკრებილებს სიტყვით ლომინაძემაც მიმართა. მან გამოსვლაში აქცენტი მომავალ არჩევნებზე გააკეთა: „ახლა რომ ჩატარდეს არჩევნები, როგორ გგონიათ, რამდენ პროცენტს მივიღებთ? – ოცდაათ პროცენტსაც ვერ მივიღებთ, იმიტომ რომ ალასანიასნაირი და მურმან დუმბაძისნაირი მოღალატეები ბევრია.“
ორგანიზაციაში კატეგორიულად უარყოფენ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან კავშირს. „ჩვენ ის მოგვწონს, როგორც პოლიტიკოსი, ამიტომაც მხარს ვუჭერთ მას“, – უთხრა ორგანიზაციის დამფუძნებელმა „ბათუმელებს“.
აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძვანელმა რამაზ ირემაძემ „მაილოში“ შეკრებილებს უთხრა, რომ ორგანიზაციის დიდი შეხვედრა მოგვიანებით დაგეგმილია თბილისში, სპორტის სასახლეში, „რომელსაც შესაძლოა პრემიერიც დაესწროს“.
არაოფიციალური ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერთა ჯგუფის ჩამოყალიბების სათავეებთან დგას ყოფილი პრემიერის – ბიძინა ივანიშვილის ძმა. სწორედ ბათუმში ჩამოსულმა ადიკო ივანიშვილმა გაუზიარა 20 ოქტომბერს ბათუმის დელფინარიუმში შეკრებილ საზოგადოებას პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერი მოძრაობის შექმნის სურვილი.
რესტორანი „ვერონიკა“ მდებარეობს სასტუმრო „შერატონ ბათუმის“ მეოცე სართულზე. პრომო აქცია ძალაშია ყოველდღე, ნოემბრის განმავლობაში, 13:00-დან – 23:00 საათამდე. აღნიშნული აქცია არ გამოიყენება სხვა აქციებთან კომბინაციაში.
თუ თქვენ გსურთ შეიძინოთ უძრავი ქონება: ბინა, კომერციული ფართი, საკუთარი სახლი, სასტუმრო,მიწის ფართობი და ამავე დროს ფლობთ ინფორმაციას გაყიდვის, გაქირავების, დაგირავების შესახებ გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:
ავტობუსის დათვალიერებისას, საბაჟო დეპარტამენტის კინოლოგიური ცენტრის ძაღლების მეშვეობით, მებაჟე ოფიცრებმა აღმოაჩინეს 7 გრამი მარიხუანა. ნარკოტიკული ნივთიერება ეკუთვნოდა საქართველოს მოქალაქეს თ. ხ.-ს, რომელიც ამ ავტობუსით მგზავრობდა.
საქმე შემდგომი რეაგირებისათვის გადაეცა საქართველოს შსს აჭარის მთავარი სამმართველოს გონიოს პოლიციის განყოფილებას.
შს სამინისტროში აცხადებენ, რომ ბრალდებულის სტატუსით დაკავებული ადამიანი პირველად მოწმის სტატუსით დაკითხეს.
უწყების ცნობით, გამოძიება დაწყებულია 138-ე მუხლის, მეოთხე ნაწილის „გ“ პუნქტით, დანაშუალი ჩადენილი იმ პირის მიმართ, რომელსაც არ შესრულებია თოთხმეტი წელი, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე.
ქედის მუნიციპალიტეტში არასრულწლოვანის გაუპატიურებაში ბრალდებული გუშინ დააკავეს.