ნეტგაზეთი • RU

ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობა გაიყიდა

 

ბათუმში, ბულვარის ტერიტორიაზე მდებარე შენობა, რომელსაც ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს უწოდებდნენ, გაიყიდა. შენობა შპს “ბათუმი თაუერმა” შეიძინა 25 მილიონ 4 ათას 626 დოლარად. აუქციონზე შენობის საწყისი ფასი 25 მილიონი დოლარი იყო. ელექტრონული აუქციონის მონაცემების თანახმად, შენობის ყიდვის სურვილი მხოლოდ ერთმა კომპანიამ გამოთქვა. 



 

შპს “ბათუმი თაუერი“ 2014 წლის 10 ნოემბერს რეგისტრირებული კომპანიაა. მისი ასპროცენტიანი წილის მფლობელი „CELWOOD INVESTMENT LIMITED“-ია, რომელიც რეგისტრირებულია ბელიზში, ცენტრალურ ამერიკაში. საჯარო რეესტრში კომპანიის საქმიანობის ტიპი ასეა მითითებული: ექსპორტის განმახორციელებელი, მაღაზია, კაფე, ბუფეტი, რესტორანი. 


აუქციონის პირობების თანახმად, მყიდველმა ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 თვის განმავლობაში არანაკლებ ოთხვარსკვლავიანი და ასი ნომრის მქონე სასტუმრო უნდა გახსნას შენობაში. 

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"
საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.