ყაჩაღობა ქობულეთში

 

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით არის დაწყებული. 

 

„ოჯახიდან არაფერი არ არის წაღებული. თუმცა, იურიდიულად მცდელობის ფაქტიც ყაჩაღობად ითვლება“, – აცხადებენ შს სამინისტროს პრესსამსახურში. 

 

 პრესსამსახურის ინფორმაციით, დაყაჩაღებული ოჯახის წევრებს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნებათ. 

 

 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ ინვესტორს პროექტი დაუწუნა

 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან არსებულმა საბჭომ კომპანია „ჟასმინის“ მიერ წარდგენილი მშენებლობის პროექტი დღეს, 27 იანვარს განიხილა და ინვესტორს აღნიშნული პროექტის განხორციელებაზე უარი უთხრა. 

 

საბჭოს თავმჯდომარის, ზაურ ახვლედიანის თქმით,  პროექტთან დაკავშირებით დღეს ქვორუმი შედგა და საბჭოს  წევრების უმრავლესობამ უარყოფითი დასკვნა დაწერა.

 

 „პროექტში არ იყო  წარმოდგენილი ხელოვნებათმცოდნეების რეკომენდაციები.  გარდა ამისა, დარღვეული იყო მშენებლობის პარამეტრებიც. პროექტის მიხედვით, ძეგლის უკან ინვესტორმა უნდა ააშენოს 12 სართული მანსარდის ჩათვლით, შენობის მხოლოდ წინა ორ ფასადს ინარჩუნებს პროექტის მიხედვით, ფოსტის ანალოგიურად.“

 

ინვესტიციას თურქული კომპანია „ჟასმინი“ ახორციელებს, რომელმაც ძეგლის სტატუსის მქონე შენობის ნაწილი 2011 წელს, აჭარის ეკონომიკის სამინისტროსგან შეიძინა, ნაწილი კი კერძო პირებისგან. ზაურ ახვლედიანის განცხადებით, საბჭოს სხდომას ინვესტორის წარმომადგენელი არ ესწრებოდა.

 

კომპანია „ჟასმინმა“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს სარეკომენდაციო საბჭოს,  შპს „კონსტრუქტორი 21-“ეს მიერ მომზადებული პროექტი წარუდგინა.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელს უფლება აქვს საბჭოს რეკომენდაციის გვერდის ავლით გასცეს მშენებლობის ნებართვა. თუმცა, როგორც ზაურ ახვლედიანი ამბობს, სააგენტოს ხელმძღვანელს მსგავსი გადაწყვეტილება არასდროს მიუღია.

 

 

ბათუმში „ზამთრის ფესტივალი“ იწყება

 

 

 16 თებერვალ  19:00 სთ-ზე წარმოდგენილი იქნება  მუსიკალური სპექტაკლი  ,,პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“

 

17 თებერვალი, 19:00 სთ.  – ეკა რომალე ჯიჯეიშვილის საღამო

 

18 თებერვალი,  19:00 სთ.  – ლევან წულუკიძის საღამო

 

19 თებერვალი, 19:00 სთ. – მუსიკალური საღამო ,,ასეა სულ“ –  ათინა და ბექა

 

20 თებერვალი, 19:00 სთ. – საღამო. ნანა მესხი, ანსამბლი ,,თეატრონი“, ტრიო ,,თბილისი“

 

21 თებერვალი, 19:00 სთ. – კონცერტი. ანსამბლი ,,მეტეხი“ და ჯგუფი ,,ლაბირინთი“

 

 

23 თებერვალი ,19:00 სთ. – სპექტაკლი. თბილისის ოპერისა და ბალეტის საბალეტო დასი

 

28 თებერვალი 19:00 სთ  – სპექტაკლი. ოპერა ,,კარმენი“

 

2 მარტი, 19:00 სთ, – ,,Beatles-ს  საღამო. ზაზა მარჯანიშვილის ბენდი, ჯგუფი ,,ბლიცი“


4 მარტი , 19:00 სთ. – კონცერტიჯგუფი ,,გამოუვალი მდგომარეობა“

 

   

 ბილეთების ფასი: 5, 7, 10 ლარია,  აბონემენტი _ 15 ლარი.                                                                                                                                       

 

 

 

                                                                    

რა შეიცვლება ბულვარის ზოოკუთხეში

 

 

 

 

 

სამუშაოები ბულვარის ცენტრალურ ნაწილში ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ბულვარის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი ზირაქაშვილის თქმით, ნამატის გამო 200 კვ.მ-ით გაფართოვდა  ზოოკუთხე.  გაიწმინდა გედების ტბა, ფსკერი მოპირკეთდა სპეციალური მასალით, რომელიც წყალს არ ატარებს.

 

 

 „ტბის ირგვლივ არსებულ პლასტმასის მოაჯირებს რკინის ჭედური მოაჯირებით ვცვლით. ბულვარის გამყოფი ზოლი მთლიანად ამორტიზებული იყო, რომელიც თავიდან ბოლომდე შეიცვლება და ქუთაისიდან შემოტანილი მაღალი ხარისხის გრანიტით მოპირკეთდება“ – ამბობს გიორგი ზირაქაშვილი.

 

 

მისივე ინფორმაციით, უნდა გარემონტდეს  მელიქიშვილის ქუჩის გასწვრივ არსებული ბულვარის ტერიტორიაც, რომელიც წლების განმავლობაში არ გაკეთებულა. „ამ ტერიტორიაზე ფილა არასდროს დაგებულა, ამიტომ გრანიტის ფილები აქაც დაიგება და გაკეთდება სანიაღვრე ჭები“.

 

 

ბულვარის შესასვლელში სარემონტო სამუშაოები მარტის ბოლომდე უნდა დასრულდეს.  

 

 

ბულვარის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის წელს ექვსი მილიონი ლარია გამოყოფილი. 

 

 

მოსწავლეები მშვიდობის მხარდასაჭერად

GE DIGITAL CAMERA

ფოტო: ლელა დუმბაძე

„ამ აქციით ჩვენ ვაპროტესტებთ ძალადობას, ომს, ტერორიზმს და ზოგადად, ნებისმიერ ძალადობას. ვფიქრობ, მშვიდობის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, რადგან ომი ყველას აზარალებს. სპობს უამრავი ადამიანის სიცოცხლეს, რომელიც  ყველაზე მნიშვნელოვანი უფლებაა. ამიტომ გვინდა რომ იყოს მშვიდობა“ – ამბობს, მე-12 კლასელი თორნიკე ტაკიძე.

GE DIGITAL CAMERA

აღნიშნული აქცია იმართება პროგრამა „მომავლის თაობა“-ს ფარგლებში. პროგრამის დონორი არის USAID-ი და მას აჭარაში  ახორციელებს ბათუმის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი. პროგრამაში მონაწილეობას იღებენ ამ პროგრამის პარტნიორი სკოლების მოსწვალეები.

„დღევანდელ აქციაზე 36-მდე სკოლაა წარმოდგენილი. ეს აქცია არის მშვიდობის მატარებელი და გვინდა რომ ჩვენი ხმა მივაწვდინოთ საზოგადოებას“- ამბობს,  გიორგი ქებულაძე, პროგრამის კოორდინატორი.

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი, ახალი პროექტის პრეზენტაციას გამართავს

 

 

 

 

შეხვედრა 16:00 საათზე გაიმართება. ACCESS-ის პროექტის ოფიციალური გახნის შემდეგ გაიმართება ღონისძიება, სადაც განხილული იქნება მოქალაქეთა ჩართულობის და ამ მიზნით ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობები.

 

 

ამ ღონისძიებაზე, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი გამართავს ინტერაქტიული ვებგვერდის „სახელმწიფოს ფასი“-ს პრეზენტაციას და განიხილავს ადგილობრივი ბიუჯეტის სამოქალაქო მონიტორინგის შესაძლებლობებს.

 

„სამთავრობო კომისია არაეფექტურად მუშაობს“

 

დავით ბერიძე – არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამოქალაქო მონიტორინგის” თავმჯდომარე

 

„მოსახლეობას პრეტენზიები აქვს, რატომ არ იყო გამოცხადებული კონკრეტული დრო, რომელი რიცხვიდან რომელ რიცხვამდე ჩატარდებოდა აღწერა, რადგან როცა კომისია მუშაობდა მოსახლეობის ნაწილი არ იმყოფებოდა სახლში, აღსაწერად კი მეორედ არ მიდის კომისია. მოსახლეობა მოითხოვდა, რომ ბლანკი, რომელსაც ავსებს კომისიის წევრი ერთი ასლი მათთვისაც დაეტოვებინათ, იმის დამადასტურებლად, რომ ნამდვილად იქ ჩატარდა აღწერა“ – განაცხადა ბრიფინგზე  დავით ბერიძემ.

 

მისივე თქმით, „სამოქალაქო მონიტორინგი“ აკვირდებოდა ოცნების ქალაქში სამთავრობო კომისიის მუშაობას და მოსახლეობის პრეტენზიები იმასაც შეეხებოდა, რომ კომისიის შემადგენლობაში არ იმყოფებოდნენ ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები, რაც კომისიის თავმჯდომარემ რამაზ ჯინჭარაძემ  „ბათუმელებთან“ საუბარში უარყო.

 

 

„კომისიაში აქ მცხოვრები მოსახლეობის საინიციატივო ჯგუფის შვიდი წევრია. ყველა წარმომადგენელი გვახლავს და მათ გარეშე ერთ ოჯახშიც არ შევსულვართ. ჩვენ არავის არ ვაფრთხილებთ. ვმუშაობთ და მოსახლეობა ერთმანეთს აფრთხილებს. სახლში ვერ ავაკითხავთ და სოფლიდან ვერ ჩამოვიყვანთ პიროვნებას, რომ ანკეტა შეავსოს“ – ამბობს კომისიის თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე.

 

 

რამაზ ჯინჭარაძის განმარტებით ეს არის ე.წ. „ოცნების ქალაქში“ თვითნებურად შესახლებულების შერეული სამთავრობო კომისია, რომელიც 14 წევრისგან შედგება, მათ შორის არიან წარმომადგენლები აჭარის მთავრობის აპარატიდან, ქალაქის მერიიდან და ადგილობრივი მოსახლეობიდან. კომისია ერთი თვეა ვმუშაობს იქ მცხოვრები მოსახლეობის აღწერაზე და შეისწავლის, რამ აიძულა მათ აქ შემოსულიყვნენ. იცხოვრებენ თუ არა თვითნებურად შესახლებულები იქ, კომისია არ წყვეტს.

 

 

როგორც დავით ბერიძე განმარტავს, ორგნიზაცია მოსახლეობის შენიშვნებს იზიარებს და ფიქრობს, რომ კომისია არაეფექტურად მუშაობს, რის გამოც თვითნებურად შესახლებულები ამ კომისიის შედეგებსაც ისევე გამოუცხადებენ უნდობლობას, როგორც 2014 წელს.

უმაღლესი საბჭო აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ახალ წევრს შეარჩევს

 

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ერთ-ერთ წევრს, მალხაზ კალანდაძეს უფლებამოსილების ვადა გაუვიდა. ახალი წევრის შესარჩევად წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე სამოცი დღით ადრე კანონმდებლობა კონკურსის ჩატარებას ითვალისწინებს. შემდეგ კი, კონკურსგავლილი კანდიდატებიდან ორ ან სამ კანდიდატს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე უმაღლეს საბჭოს წარუდგენს. უმაღლესი საბჭო სასურველ კანდიდატს ფარული კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით აირჩევს.

 

უსკოს ახალი წევრის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კონკურსის მოთხოვნები ორმა კონკურსანტმა დააკმაყოფილა:

 

ფრიდონ ბათნიძე ამ დრომდე უსკოს იურიდიული სამსახურის უფროსად მუშაობს. გუგული დუაძე კი ბოლო პერიოდში ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი იყო.

 

ორივე კანდიდატი მთავრობამ უმაღლეს საბჭოს უკვე წარუდგინა,  ამ დროისთვის უსკოს წევრის შერჩევის საკითხს კომისიებში განიხილავენ.

 

 

ბიძინა აფხაზავა: თუ მშენებლობა გაგრძელდება, მშენებელი 10 ათასი ლარით დაჯარიმდება

 

 

 

 

 

„მერიას ოფიციალური წერილით გუშინ საღამოს მივმართეთ, რის შემდეგაც ძეგლზე მიშენების სამუშაოები შეჩერდება. თუ სამუშაოები არ შეჩერდება, მშენებელი ორგანიზაცია დაჯარიმდება 10 ათასი ლარით. ეს წერილში მითითებულია“, – აცხადებს „ბათუმელებთან“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უფროსის მოადგილე ბიძინა აფხაზავა.

 


მისივე ინფორმაციით, მერიამ  უნდა წარადგინოს პროექტი, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის საბჭო განიხილავს: „თუ პროექტი იქნება მისაღები, დამტკიცდება და გაგრძელდება სამუშაოები,  თუ არ იქნება მისაღები, მაშინ გაკეთდება ახალი პროექტი“.

 

 

კითხვაზე, რატომ იწყებს  ძეგლზე მშენებლობებს მერია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე? – ბიძინა აფხაზავა პასუხობს:

 

 

„ამ შემთხვევაში მერიამ არ იცოდა, რადგან რამდენიმე დღე იყო გასული, რაც „შუქურას“ მიენიჭა ძეგლის სტატუსი. მეორე, არსებობს ორი საკადასტრო რუკა – ერთზე არის შუქურა, მეორეზე არა, მერიამ სწორედ ამ საკადასტროთი იხელმძღვანელა და ჩათვალა, რომ შეიძლებოდა მშენებლობა. მთავარია, რომ ძეგლზე არაფერია დაზიანებული და შეცდომა არის გამოსწორებადი“.

 

 ბათუმის შუქურა 1863 წელსაა აშენებული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. თუმცა, როგორც „ბათუმელებს“ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში განუმარტეს, მშენებლობის ნებართვა მერიამ დეკემბერში გასცა, ბათუმის შუქურამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი კი ნოემბერში მიიღო. 

შოთა გუჯაბიძე კულტურულ მემკვიდრეობაზე: ხელისუფლება წინა მთავრობის პოლიტიკას აგრძელებს

შოთა გუჯაბიძე

 

შოთა, როგორ შეაფასებ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე შენობა-ნაგებობის მიშენების ფაქტს?

 

ყველა კანონში ჩახედული არ ვარ, მაგრამ ბუნებაში რაიმე კანონი თუ არსებობს, კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებით, სარეკრეაციო ზონაზე, ძველი შენობის შენარჩუნება – გადარჩენაზე აბსოლუტურად ყველა კანონი დარღვეულია.  თუმცა კანონი აქ მეორეხარისხოვანია. კანონს მანდ არანაირი მნიშვნელობა არ ენიჭება. ეს ხელისუფლება, იქცევა ისე, როგორც წინა. მეტნაკლებად ხარჯავენ ტვინს, თუ როგორ შემოუარონ კანონს. არავინ კანონს არ იცავს. პირიქით,  იციან, რომ კანონი არის ერთადერთი, რაც შეიძლება დაარღვიო და მერე ამაზე არავინ პასუხს არ მოგთხოვს.

ათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსმა განაცხადა, რომ ახალი შენობა ცალკე საკადასტრო ერთეულზე აშენდა, ხოლო შუქურა სხვა საკადასტრო ერთეულზეა …

 

თანავუგრძნობ ამ ადამიანს, იმიტომ რომ ძალიან ნაწვალები პასუხი იყო მისი ეს განცხადება. ჩემთვის მტკივნეული თემაა, თორემ ვიტყოდი, რომ სასაცილოა. 

რა პოლიტიკაც ჰქონდა წინა  მთავრობას, დღეს იგივე პოლიტიკა აქვს ახალს. რასაც აკეთებდნენ ნაციონალები, ზუსტად იგივეს აკეთებენ ესენიც. იმიტომ რომ იციან, რა უნდა გააკეთონ. პირველ რიგში რა თქმა უნდა ძეგლი უნდა დაანგრიო, იმიტომ რომ ძეგლს პატრონი არ ჰყავს, თვითონ ხმას ხომ ვერ ამოიღებს. ერთი და იგივე საქმიანობით არიან დაკავებული.  კანონი აქ არაფერ შუაში არაა. ნამუსის საკითხია, ღირსების.  როცა თანამდებობაზე ინიშნებიან, კანდიდატურებს ისეთ ადამიანებს შორის არჩევენ, რომლებსაც ღირსების განცდა არ აქვთ. შემდეგ მათ შორის კიდევ უფრო უღირსს ნიშნავენ თანამდებობებზე.  შემდეგ ეს ადამიანები ამბობენ ისეთ სისულელეს, რომელსაც არ შეიძლება უბრალოდ პასუხი გასცე. უბრალოდ შედეგია  საშინელი, ინგრევა და ნადგურდება კულტურული მემკვიდრეობა.

რის გაკეთებას გეგმავთ?

 

იძულებული ვართ კანონმდებლობის ფარგლებში ვიმოქმედოთ.  ვიპოვოთ სამართლებრივი გზა სიტუაციის გამოსასწორებლად. აშკარად სამართლებრივი დარღვევაა. მოხდა ძეგლის ხელყოფა, დარღვეულია ძეგლის მთლიანობა, დარღვეულია ძეგლის მოცულობა, მასშტაბი, აღქმადობა და ა.შ.  რაც პირველივე გვერდზე წერია კულტურული მეკვიდრეობის შესახებ კანონში.

ბათუმისთვის შუქურას რა კულტურულ-ისტორიული ღირებულება აქვს?

 

ყველაზე ძველი შუქურაა, რომელიც  ბათუმში ფიქსირდება. 1851 წელსაა აშენებული. შემდეგ იყო მაგ ადგილას 1863 წელს აშენებული დროებითი ნაგებობა, თუ არ  ვცდები ლითონის იყო, თუჯის, როგორც ისტორიაში წერია. დღევანდელი შენობა-ნაგებობა აშენებულია 1882 წელს, შეარჩიეს იმ დროისთვის ფრანგული კომპანია, რომელმაც ააშენა ეს შუქურა. ცნობილი კომპანია იყო იმ დროისათვის.

ეს ნაგებობა ყველასგან განსხვავებულია, იმდენად, რამდენადაც არ არსებობს ორი ერთნაირი შუქურა ბუნებაში. როგორც ადამიანის თითის ანაბეჭდი განსხვავდება, ისე განსხვავდება ყველა შუქურა ერთმანეთისაგან. როგორც სიმაღლის, ისე შუქის ინტენსივობით, სიბნელეში წვდომით, წუთში ბრუნვის რაოდენობით და ა.შ.

მიუხედავად იმისა რომ  ბათუმმა ბოლო საუკუნის განმავლობაში ძალიან ბევრი უბედურება გამოიარა, ერთი დღე და ერთი ღამეც კი არ არის დაფიქსირებული, მუშაობა შეეზღუდოს. გამუდმებით მუშაობდა  და თავის ფუნქციას ასრულებდა.

საქართველო საზღვაო აუდიტს გაივლის

უწყებათაშორისი საბჭო 13 წევრისგან შედგება. მისი ძირითადი მიზანია შესაბამისი სამთავრობო უწყებების მუშაობის კოორდინაცია საქართველოს მიერ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის აუდიტის წარმატებით გასავლელად.

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში (IMO) 160-მდე წევრი სახელმწიფოა გაერთიანებული. აუდიტის გავლის შესახებ გადაწყვეტილება კი ორგანიზაციის 28-ე ასამბლეაზე მიიღეს, რომელიც სათავო ოფისში, ლონდონში, 2013 წლის 25 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდა.

აღნიშნულ ასამბლეაზე, 2012 წლის იანვარში მომხდარი „კოსტა კონკორდიის“ შემთხვევიდან გამომდინარე, სამგზავრო გემების უსაფრთხოების გაძლიერებაზე,  ასევე IMO-ს წევრი სახელმწიფოების სავალდებულო აუდიტზეც ისაუბრეს. დამტკიცდა ძირითადი  რეზოლუციები და ცვლილებები  IMO-ს წევრი ქვეყნების სავალდებულო აუდიტის სქემის თაობაზე, რათა მომზადდეს ნიადაგი აღნიშნული აუდიტის 2016 წლიდან სავალდებულოდ გამოსაცხადებლად.

ზემოაღნიშნული სავალდებულო აუდიტის სქემა იქნება ძირითადი საშუალება წევრი სახელმწიფოების საქმიანობის შეფასებისათვის, მათ მიერ შესაბამისი IMO შეთანხმებებით  ნაკისრი მოვალეობებისა და ვალდებულებების, როგორც დროშის, ნავსადგურისა და სანაპირო სახელმწიფოს მიერ სრულად შესასრულებლად. ასევე აღნიშნული აუდიტი ნაკლოვანებების აღმოჩენის შემთხვევაში სთავაზობს საჭირო დახმარებას, რათა სრულ შესაბამისობაში იყოს წევრი სახელმწიფო ნაკისრ ვალდებულებებთან.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის წევრი ქვეყნების  აუდიტი 2015 წლის თებერვალში იგეგმება.

ფოტო: მანანა ქველიაშვილი

თამარ მეფის გამზირზე სანიაღვრე არხის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს

 

ტერიტორიაზე ამორტიზებული სისტემა ახლით შეიცვლება. ხელშეკრულების ფარგლებში გათვალისწინებულია 9 სანიღვრე ჭის მოწყობა, არსებული ჭის ნიშნულზე მიყვანა და თუჯის ცხაურების მოწყობა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს პლასტმასის გოფრირებული მილის სამონტაჟო სამუშაოები. მთლიანობაში მოეწყობა 368 მ სიგრძის არხი, 330 გრძივი მ ბორდიური, ტროტუარზე დაიგება 420 კვ მ დეკორატიული ფილა.

სამუშაოები 18 დეკემბერს დაიწყო და 90 დღის ვადაში უნდა დასრულდეს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „კრედო“ ასრულებს, რისთვისაც ქალაქის ბიუჯეტიდან 108 ათას 535 ლარი დაიხარჯება – ინფორმაციას ამის შესახებ მერიის ვებგვერდი ავრცელებს. 

იყიდება ოროთახიანი ბინა ბათუმის ცენტრში

 

ქალაქ ბათუმში, გორგილაძისა და თაყაიშვილის ქუჩების კვეთაში,  ცხრასართულიანი სახლის მე-6 სართულზე იყიდება ოროთახიანი ბინა, ძველი რემონტით. ფასი: 38 ათასი აშშ დოლარი

მობ : 591 003 400 ლელა (მეპატრონე)

“ბათუმელები“ #1 – ანონსი

დანაშაულში მხილებულები აჭარის პოლიციაში თანამდებობებზე – აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის, დავით თამაზაშვილის ინიციატივით,  გასული წლის ბოლოს თანამდებობის ბოროტად  გამოყენების მუხლით ბრალდებული პოლიციელები დანაშაულის ჩადენის შემდეგ დააწინაურეს.

 კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს უფროსისა და მისი ოჯახის  წევრების ქონება- აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი და ამჟამად ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, თენგიზ ცინცაძე ამბობს, რომ მისი ოჯახის წევრების ქონება ბოლო წლებში გაიზარდა, რადგან დედა ბიზნესმენია, თუმცა სააგენტოს უფროსის დედის სახელზე დარეგისტრირებული დოკუმენტები, რითაც მისი ბიზნესსაქმიანობა დადასტურდება, „ბათუმელებმა“ საჯარო რეესტრში ვერ აღმოაჩინა.

კანონპროექტი, რომელმაც შესაძლოა აღარ მოგცეთ საშუალება იყოთ „შარლი“- პარლამენტარები შს სამინისტროს ახალი კანონპროექტის შესახებ.

 წერილები ბათუმის ციხიდან – გასულ კვირას „ბათუმელების“ რედაქციამ ციხიდან  სამი  წერილი  მიიღო. პატიმრები, რომლებიც სხვადასხვა საკანში იხდიან სასჯელს, ამბობენ, რომ მათი მდგომარეობა ციხის ხელმძღვანელის შეცვლის, კახაბერ გველესიანის დანიშვნის  შემდეგ კიდევ უფრო გაუარესდა.

 ყველაფერი ექვემდებარება კრიტიკას – ინტერვიუ ჟურნალისტ ია ანთაძესთან სიტყვის გამოხატვის თავისუფლების შესახებ.

 როდის მიიღებს ძეგლის სტატუსს „რვაფეხა“ – კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტო აჭარიდან დამატებით დოკუმენტებს ითხოვს. 

 პაციენტი და დონორი და-ძმა ღვიძლის გადანერგვის შემდეგ – 32 წლის ტატიანა მეგრელიშვილი პირველია, ვისაც საქართველოში, ბათუმის  რეფერალურ საავადმყოფოში ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია ქართველმა ექიმებმა ჩაუტარეს. ორგანოს დონორი  მისი ძმა, 27 წლის ვახო მეგრელიშვილი  გახდა, რომელმაც დას თავისი ღვიძლის  65% გადაუნერგა.

 ლეგენდა და სინამდვილე სელიმ ბეგზე – პირველი სტატია „ბათუმელების“ ახალი რუბრიკიდან „კულტურული მეხსიერება.“

ეს და სხვა თემები წაიკითხეთ გაზეთ „ბათუმელებში“, 26 იანვრიდან.

გამოიწერეთ გაზეთი „ბათუმელები“ და ყოველ ორშაბათს გაზეთს მიიღებთ თქვენთვის სასურველ მისამართზე.

გამოწერის ფასი:

3 თვით – 15 ლარი

6 თვით – 25 ლარი

1 წლით – 50 ლარი

დარეკეთ: 27 99 12 

 

 

 

 

ბათუმის არქიტექტურის სამსახურის უფროსის განცხადება შუქურას შესახებ

ბათუმის შუქურა

მისი თქმით, მართალია ბათუმის შუქურა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, მაგრამ ახალი  ნაგებობა ცალკე საკადასტრო ერთეულზე დგას.

„ვინაიდან ორი ცალკე საკადასტრო ერთეულია, ნებართვა გაიცემა ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ. რაც შეეხება ერთიან შენობას, ის არის მხოლოდ ვიზუალურად ერთიანი. რაც შეეხება კონსტრუქციულ მხარეს აბსოლუტურად ცალკე მდგომი კონსტრუქციული შენობაა. ერთი კედელი საერთო არ ნიშნავს რომ ძეგლზეა მიდგმული,“ – განაცხადა ირაკლი ახალაძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ გაიცა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე  მიშენების ნებართვა, ირაკლი ახალაძემ უპასუხა:

„ადმინისტრაციული წარმოების პერიოდში მიენიჭა ძეგლის სტატუსი შუქურას. აქედან გამომდინარე დამკვეთის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით არ დგინდებოდა რომ ეს იყო ძეგლი. შესაბამისად  წერილობითი თანხმობა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან, ნებართვის გამცემი ორგანოდან არ არის. ამასთან აღსანიშნავია რომ 2011 წელს ბათუმის მერიას შუქურის რეაბილიტაციაზე აქვს გაცემული ნებართვა“.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, ბათუმის შუქურას, 28 კვადრატული მეტრის შენობა- ნაგებობა მიუშენეს. მშენებლობის დამკვეთი სსიპ „ჰიდროგრაფიული სამსახური საქართველოა“, სამუშაოებს კი სამშენებლო კომპანია „ალისა“ ასრულებს. კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით 28 კვ. მეტრის ნაგებობაში სამი ოთახი განთავსდება.

ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსის განცხადებით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლსა და ახალ ნაგებობას შორის საერთო კედელი, არ ნიშნავს რომ ის ძეგლზეა მიდგმული

ნაციონალური მოძრაობა: ერმაკოვი ლოჯიების მშენებელ მერად იქცა

„ბათუმის შუქურაზე მავნებლურ მშენებლობებს აგრძელებს ქალაქ ბათუმის მერია. დღევანდელი ხელისუფლება და პირადად ქალაქის მერი გამოირჩევა ლოჯიების მშენებლობის ბუმით. ჩვენ გვახსოვს ბათუმში მშენებლობა, როდესაც შენდებოდა მართლაც მშვენიერი შენობები, ახლა ბათუმში ლოჯიებსა და მანსარდებზეა ბუმი. ერთ-ერთი მავნებლური მაგალითი დღეს გვაქვს, ძეგლზე აშენებენ ლოჯიას,“ – განაცხადა ირაკლი თავართქილაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე განცხადებით ბათუმის შუქურაზე მიმდინარე მშენებლობა უნდა შეჩერდეს.

„ამასთან პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს ყველა იმ ადამიანის, ვისაც ეს იდეა თავში მოუვიდა და ვინც ნებართვა გასცა,“ – განაცხადა ირაკლი თავართქილაძემ.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, ბათუმის შუქურას, 28 კვადრატული მეტრის შენობა- ნაგებობა მიუშენეს. მშენებლობის დამკვეთი სსიპ „ჰიდროგრაფიული სამსახური საქართველოა“, სამუშაოებს კი სამშენებლო კომპანია „ალისა“ ასრულებს. კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით 28 კვ. მეტრის ნაგებობაში სამი ოთახი განთავსდება. 

მიშენება ბათუმის შუქურაზე

მშენებლობის დამკვეთი სსიპ „ჰიდროგრაფიული სამსახური საქართველოა“, სამუშაოებს კი სამშენებლო კომპანია „ალისა“ ასრულებს. კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით 28 კვ. მეტრის ნაგებობაში სამი ოთახი განთავსდება.

„ეს ნაგებობა განკუთვნილია შუქურას მომსახურე პერსონალისათვის, რომლებიც ახლა   დროებით  ჯიხურში არიან განთავსებულნი. მშენებლობის ნებართვა მერიას აქვს გაცემული. ვაშენებთ კანონის დაცვით. ვიზუალურად, როდესაც დასრულდება, შუქურას მსგავსი იქნება,“ – განუცხადა ბათუმელებს მშენებლობის ზედამხედველმა ალექსანდრე კაკულიამ.

ბათუმის შუქურა 1863 წელსაა აშენებული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. თუმცა როგორც „ბათუმელებს“ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში განუმარტეს, მშენებლობის ნებართვა მერიამ ნოემბერში გასცა, ბათუმის შუქურამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი კი დეკემბერში მიიღო. 

„ბათუმელები“ ამ თემაზე  ბათუმის მერიისა და არქიტექტურის სამსახურისგან კომენტარს ელოდება.


ბათუმის შუქურა

 

ბათუმი ბურსას დაუმეგობრდება

 

აჭარის სამთავრობო დელეგაციამ ბურსაში ოფიციალური შეხვედრები სტამბოლში ვიზიტის შემდეგ გამართა. ქართულ მხარეს ბურსის გუბერნატორმა მურინ ქარალოღლუმ, დეპუტატმა ჰუსეინ შაჰინმა და ბურსის მერის სახელით ვიცე მერმა აბდულა ქარადაღმა უმასპინძლა. დელეგაციის წევრების მიღება ბურსის გუბერნიისა და მერიის ადმინისტრაციულ შენობებში გაიმართა.


შეხვედრები გაცნობით ხასიათს ატარდება, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გზებზე ისაუბრეს. არჩილ ხაბაძის განმარტებით ბათუმსა და ბურსას შორის თანამშრომლობის დოკუმენტს ხელი აპრილის თვეში მოეწერება.


ბურსაში 3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, აქედან 40 000 ეთნიკური ქართველია, ისინი აქტიურად არიან ჩართული ქალაქის პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში – აღნიშნულია აჭარის მთავრობის ვებგვერდზე. 

PROVIDER GROUP-ი საოფისე საქონელი და ინვენტარი ადგილზე მიტანით

 

PROVIDER GROUP-ის საშუალებით შეგიძლიათ თქვენთვის სასურველ მისამართზე  მიიღოთ:

 1. საკანცელარიო საქონელი;

2. კარტრიჯები (ყველა სახის პრინტერისთვის);

3. სამეურნეო საქონელი (პლასტმასის ჭურჭელი, დასუფთავებისთვის საჭირო ინვენტარი და სხვა);

4. ჰიგიენური და  საყოფაცხოვრებო ქიმიური ხსნარები (საწმენდი საშუალებები, ხელსახოცები და სხვა);

5. ნათურები და სხვა სახის ელ.საქონელი; 

6. საოფისე ინვენტარი (საოფისე მაგიდები, სკამები და სხვა);

7. კვების პროდუქტები (ჩაი, ყავა, შაქარი, გამაგრილებელი სასმელები);

ამ ყველაფერთან ერთად PROVIDER GROUP-ი  ასევე გაგიწევთ შემდეგი სახის მომსახურებას:

 

კარტრიჯების დატენვა

 

  • ნებისმიერი ტიპის კარტრიჯის დამუხტვა ადგილზე მომსახურებით

 

 კომპიუტერული სერვისი

 

  • პროგრამების ჩაწერა, კომპიუტერებისა და პრინტერების შეკეთება, ქსელის გამართვა, საიტების დამზადებადა, სათვალთვალო კამერების დამონტაჟება და სხვა.

 

 პოლიგრაფიული მომსახურება

 

  • სავიზიტო ბარათების, სატიტულო ფურცლების, ბუკლეტების, ფლაერებისა და კალენდრების დიზაინის მომზადება-დაბეჭდვა.

 

   ბეჭდებისა და შტამბების დამზადება

თუ ითანამშრომლებთ PROVIDER GROUP-თან:

  •  მიიღებთ საუკეთესო ფასებს;
  •   დაზოგავთ დროს;
  •   გაიმარტივებთ საქმეს და არ მოგიწევთ მრავალნაირ მომწოდებლებსა და მაღაზიებთან დამღლელი ურთიერთობა საქონლის შესყიდვასა და საბუთების გაფორმება-მიღებაზე;
  •  შეკვეთის მიცემა შეიძლება ელექტრონულად – ვებ-საიტის, სკაიპის, ელექტრონული ფოსტისა და ტელეფონის მეშვეობით;
  •  გარდა ამისა, კომპანია თავის კლიენტებს ეხმარება ბაზარზე ნებისმიერი საქონლის ყველაზე დაბალ ფასად მოძიებაში, შესყიდვასა და ტრანსპორტირებაში.


დაწვრილებით ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით

მობ.: 568 000 143, ტელ.: 0422 223 334

 ან ეწვიეთ ვებგვერდს www.providergroup.ge




პრობლემები და გამოწვევები ციტრუსის დაზღვევაში

 

ფერმერი „ჯიპიაი ჰოლდინგთან“ თანამშრომლობის შესახებ

 

ჯემალ ჩავლეიშვილმა თავისი ციტრუსი  ნაწილობრივ გასული წლის შემოდგომაზე „ჯიპიაი ჰოლდინგში“ დააზღვია. ფერმერი, რომელიც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ კახაბერში ცხოვრობს, სხვა ბევრი თანასოფლელისგან იმით გამოირჩევა, რომ სახელმწიფო პროგრამის შესახებ დეტალურად არის ინფორმირებული, შესაბამისად, მისი მოთხოვნებიც მზღვეველი კომპანიის მიმართ უფრო მეტი იყო, ვიდრე – თანასოფლელების. თუმცა, „ჯიპიაი ჰოლდინგმა“  თავისი საქმიანობით შეძლო ის, რომ ჯემალ ჩავლეიშვილი ძალიან კმაყოფილია მათთან თანამშრომლობით.

 

ჯემალ ჩავლეიშვილი იხსენებს იმ პროცესს, რაც ციტრუსის დასეტყვის შემდეგ მან და „ჯიპიაი ჰოლდინგის“ ექსპერტებმა ერთად გასწიეს: „დიდი ზარალი მომადგა, ამიტომ სეტყვიდან მეორე დღესვე ჩავედი ოფისში და შევატყობინე ზარალის შესახებ. მესამე დღეს ოფიციალური განცხადებით მივმართე კომპანიას. მეხუთე დღეს მოვიდნენ კომპანიის წარმომადგენლები და შეამოწმეს არსებული მდგომარეობა. კომპანიამ დამატებითი ექსპერტიც მოიწვია – უნივერსიტეტის პროფესორმა გუგული დუმბაძემ შეაფასა მდგომარეობა“.

 

მდგომარეობის ზუსტი შეფასების შედეგად დადგინდა, რომ ჯემალ ჩავლეიშვილის  ციტრუსის დაზღვეული მოსავალი – 5 ტონა მანდარინი სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტით ანაზღაურებას ექვემდებარებოდა. ფერმერს ყოველი კილოგრამი დაზიანებული მანდარინი 48 თეთრით აუნაზღაურეს.

 

ჯემალ ჩავლეიშვილი აპირებს მომავალშიც დააზღვიოს თავისი ციტრუსის მოსავალი, მაგრამ პროგრამასთან მიმართებაში აქვს შენიშვნებიც: „ერთადერთი, შეიძლება დაიხვეწოს სადაზღვევო კანონმდებლობა. ზოგი მოსავლიანი ბაღია, ზოგი – ნაკლებად მოსავლიანი, სადაზღვევო კომპანია უნდა მოვიდეს და შეამოწმოს ბაღები. „ჯიპიაის“  კარგად ჰქონდა შემუშვებული ეს პროცესი – შემოწმებულ ბაღებს კოდს ანიჭებდა და ვისაც არ ჰქონდა ნარგავები, იმას არ აზღვევდა. შემოწმება გაზაფხულზე უნდა მოხდეს. ამ გზით გამოჩნდება, ვის უნდა დაზღვევა და ვის – არა. იმ დროს, როცა ნაყოფია, ყველას მოუნდება დაზღვევა“.

 

 

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ როლი ციტრუსის დაზღვევაში

 

როგორ მოახერხა კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგმა“ უმრავლესი ბენეფიციარის მოთხოვნებზე მორგება და რა იყო ამ პროცესში კომპანიის მთავარი გამოწვევა? – კომპანიის გენერალური დირექტორი პაატა ლომაძე აცხადებს, რომ „მთავარი გამოწვევა იყო პირობებზე შეთანხმება, რაც საკმაოდ ეფექტურად შევათანხმეთ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსთან, რომლის ეგიდითაც ეს პროექტი განხორციელდა. მეორე გამოწვევა კი იყო ის, რომ ინფორმაცია აგროდაზღვევის შესახებ, რაც შეიძლება მეტი ფერმერისთვის მიგვეწოდებინა. მიგვაჩნია, რომ ამ მიმართულებით ეფექტურად ვიმუშავეთ – ავაწყვეთ სააგენტო ქსელი რეგიონებში და ბევრ ფერმერამდე  ინფორმაცია ჩვენი გავლით მივიდა. სახელმწიფოც, რა თქმა უნდა, მუშაობდა ამ საკითხზე, მაგრამ მნიშვნელოვანი იყო, რომ სადაზღვევო კომპანიები ჩართულიყვნენ პროცესში და ჩვენ აღმოვჩნდით ერთ-ერთი ყველაზე აქტიური“. 

 

პაატა ლომაძე საუბრობს კიდევ ერთ სირთულეზე, რომელიც მუშა პროცესში გამოჩნდა – ზიანის დროულ ანაზღაურებაზე: „გვესმის, რომ პირველი წელია დაზღვევის და შესაძლოა ბევრმა ფერმერმა არ იცის, რომ პოლისის პირობების მიხედვით იმოქმედოს. ამიტომ ბევრმა დააგვიანა ჩვენამდე ინფორმაციის მოტანა. ჩვენ თავად ავდიოდით ზარალის ექსპერტიზაზე, რომ დაგვეჩქარებინა პროცესი. ყველა ზარალი, ცხადია, ვნახეთ და დავადგინეთ – ტერიტორიული განაწილებაც საკმაოდ დიდია და ესეც ართულებდა პროცესს, მაგრამ, გვგონია, რომ საკმაოდ ოპერატიულად გავართვით თავი – უბრალოდ, ძალიან ბევრი განაცხადი შემოვიდა და ერთ დღეში ან თუნდაც ერთ კვირაში ფიზიკურად შეუძლებელია თანხის გაცემა – შესაბამისად, კომპენსაციას გავცემთ ეტაპობრივად“.

 

პაატა ლომაძის ინფორმაციით, ამ პროცესში სახელმწიფო შეფერხების გარეშე მუშაობს – „პრემიების გადმორიცხვა ეტაპობრივად ხორციელდება, რაც ჩვენი საქმიანობის ეფექტურობასაც განაპირობებს“. პაატა ლომაძის თქმით, ზარალის ანაზღაურების ვადები გაწერილია პოლისის პირობებში. პროექტით ეს ვადაა ზარალის დარეგულირებიდან და საბუთების მოწესრიგებიდან 15 სამუშაო დღე.

 

გასულ წელს საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის თავმჯდომარე აცხადებდა, რომ აგროდაზღვევის პაკეტებიდან სადაზღვევო კომპანიებს მოგება არ მიუღიათ. კლიმატური პირობების გამო მოსავალი განადგურდა და სადაზღვევო კომპანიებმა უფრო მეტი დახარჯეს, ვიდრე მიიღეს. პაატა ლომაძის მოსაზრება ამ საკითხზე შემდეგია: „წლიურ შედეგებზე ჯერ კონკრეტულად ვერ ვისაუბრებთ იმიტომ, რომ 2014 წელი უნდა დაიხუროს და, შესაბამისად, ზუსტი შედეგები გაზაფხულზე გვექნება, მაგრამ პირველადი შედეგებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზარალიანობა საკმაოდ დიდია. მოგეხსენებათ, შემოდგომაზე რამდენიმეჯერ იყო სეტყვა და ძლიერი წვიმა, რამაც  ბევრი ფერმერი დააზარალა. თუმცა აგროდაზღვევის არსიც სწორედ ეს არის, რომ სტიქიური მოვლენებისგან ფერმერმა თავი დაიცვას და არ იზარალოს“.

 

„ჯიპიაი ჰოლდინგი“  აგროდაზღვევის პროექტში ლიდერი კომპანიაა. პაატა ლომაძის თქმით, ზუსტი სტატისტიკა, რამდენ ფერმერს მოემსახურა „ჯიპიაი ჰოლდინგი“,  გაზაფხულზე გახდება ცნობილი.

 

აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში „ჯიპიაი ჰოლდინგს“ აჭარასა და გურიაში სულ 5000-ზე მეტი სადაზღვევო პოლისი აქვს გაცემული. „1500-ზე მეტი განაცხადი გვაქვს ზარალის ანაზღაურებაზე, ჯამში გავცემთ 400 000 ლარს. შეძლებისდაგვარად, მაქსიმალურად ოპერატიულად დავიწყეთ ზარალის დარეგულირება-გაცემა“, – ამბობს პაატა ლომაძე.

 

წელს აგროდაზღვევაში სახელმწიფო სუბსიდირება საპილოტე პროგრამა იყო. პაატა ლომაძის აზრით, „ეს პროგრამა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. საპილოტე პროექტის ანალიზი და მსჯელობა იმაზე, სამომავლოდ რა და როგორ უნდა გაგრძელდეს, ახლა მიმდინარეობს. მსოფლიოს სხვა ქვეყნების გამოცდილებას თუ გავითვალისწინებთ, აგროდაზღვევა არსად განვითარებულა სახელმწიფოს ნაწილობრივი მონაწილეობის ან სრული სუბსიდირების გარეშე. როდესაც სახელმწიფო ახდენს სუბსიდირებას, ეს ნიშნავს, რომ პროექტი მთელს ქვეყანაზე ვრცელდება და პორტფელი როცა დიდია, პირობებიც და ტარიფიც ხელმისაწვდომი გამოდის. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ სუბსიდირების გარეშე აგროდაზღვევის განვითარება თითქმის შეუძლებელია“.

 

გამგებლების თვალით დანახული პრობლემები

 

აგროდაზღვევის პროგრამაში ძირითადად ჩართული იყო ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტები, სადაც ფერმერებმა ციტრუსი დააზღვიეს.

 

ხელვაჩაურის გამგებლის ნადიმ ვარშანიძის თქმით, პირველ ეტაპზე მოსახლეობაში ხელშეკრულებებთან დაკავშირებით იყო გაურკვევლობა, რომელიც მალე გამოსწორდა. ხელშეკრულებებთან დაკავშირებული პრობლემები იყო ქობულეთშიც.

 

„ძირითადი პრობლემები იყო ის, რომ ხელშეკრულებები წაკითხული არ ჰქონდათ ბენეფიციარებს. არ იცოდნენ, რომ ზარალის მიღებისთანავე უნდა დაერეკათ ცხელ ხაზზე. ამას ისიც ემატებოდა, რომ სეტყვის კვალი მოსავალზე ორი-სამი დღის მერე ჩნდება“, – ამბობს ქობულეთის გამგებელი სულხან ევგენიძე.

 

მოსახლეობა დასახმარებლად მიმართავდა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსაც. სააგენტოში შესული ზარების მონიტორინგის მიხედვით, თავდაპირველად მოსახლეობას პროგრამის შინაარსთან ჰქონდათ კითხვები, შემდეგ პროგრამის პროცესთან, რა ვადები ჰქონდა, როდის შევიდოდა პოლისი ძალაში და ასე შემდეგ. მერე ზარალის კუთხითაც რეკავდნენ. ზოგი უკმაყოფილო იყო პროცენტის გამოთვლით, ყოფილა ზარები არადროულად ანაზღაურების შესახებაც.

 

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მზაობა

 

პაატა ლომაძე, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი: „თუკი „ჯიპიაი ჰოლდინგში“ დაზღვეულ ფერმერს ჯერ არ მიუღია ზარალის საზღაური, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ბევრი ფერმერია დაზღვეული კომპანიაში, რომელთაც 2014 წელს სტიქიამ დაუზიანა მოსავალი, ამიტომ ანაზღაურების გაცემა დამოკიდებულია დროზე. „ჯიპიაის“ მრავალწლიანი გამოცდილება აქვს აგროდაზღვევის კუთხით, – კომპანიამ ააწყო სააგენტოს ქსელი რეგიონებში და იმაზე ადრე დავიწყეთ რეაგირება, ვიდრე განაცხადებს მივიღებდით ფერმერებისგან. იმის გამო, რომ აგროდაზღვევა საპილოტე პროგრამაა, ყველა ფერმერმა ჯერ მაინც არ იცის, რომ პოლისის პირობების მიხედვით უნდა იმოქმედოს. ამიტომ ბევრმა დააგვიანა ზარალის შესახებ დროულად ეცნობებინა მზღვეველისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიული განაწილება დიდია და ეს პროცესს ართულებდა, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ წარმომადგენლებმა ყველა ზარალი ადგილზე ნახეს და შეისწავლეს“.

 

აგროდაზღვევის იდეა და სახელმწიფოს სუბსიდირების როლი

 

საცდელი პროგრამის განხორციელებიდან ხუთი თვის შემდეგ სამივე მხარე _ როგორც მზღვეველი კომპანია, ასევე სუბსიდირების გამცემი სახელმწიფო ორგანო და ფერმერები თანხმდებიან იმაზე, რომ აგროდაზღვევის პროგრამა საქართველოში მომავალშიც უნდა გაგრძელდეს.

 

აგროდაზღვევის პროგრამისთვის ს­ა­ხე­ლმწიფოს 5 მილიონი ლარი აქვს გამოყოფილი. როგორც სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს აგროდაზღვევის პროექტის მენეჯერი ლევან მაღრაძე ამბობს, სააგენტომ ეს თანხა სრულად აითვისა და გაიყიდა 21 000-ზე მეტი პოლისი.

 

აგროდაზღვევის საპილოტე პროგრამა 2014 წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედდა. სახელმწიფოს 95%-იანი სუბსიდირებით ფერმერების მოსავლის სტიქიური მოვლენებისგან დაზღვევას ითვალისწინებს. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს აგროდაზღვევის პროექტის მენეჯერის, ლევან მაღრაძის თქმით, პროექტი 2015 წელშიც გაგრძელდება და ფერმერებს თებერვლიდან შეეძლებათ დაიწყონ მოსავლის დაზღვევა.

კომერციული ბანკების წილი სააქციო კაპიტალის მიხედვით

 

 

 

სახაზინო ობლიგაციების ყიდვის უფლება მიეცემათ საქართველოში მოქმედ იმ კომერციულ ბანკებს, რომლებიც საქართველოს ეროვნულ ბანკს წერილობით დაუდასტურებენ ასეთი სახაზინო ობლიგაციების შეძენის სურვილს.  

 

სახაზინო ობლიგაციების თითოეული ემისია კი უნდა განაწილდეს კომერციულ ბანკებს შორის, 2014 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით კომერციული ბანკების ერთობლივ სააქციო კაპიტალში თითოეული ბანკის წილის შესაბამისი ოდენობით.

 

საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკები და მათი წილი სააქციო კაპიტალის მიხედვით, 2014 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით:

 

1. სს ,,საქართველოს ბანკი“ – 32.33%

2. სს ,,თი-ბი-სი ბანკი“ – 24.62%

3. სს ,,ქართუ ბანკი“ – 6.80%

4. სს ,,ბანკი რესპუბლიკა“ – 5.16%

5. სს ,,ლიბერთი ბანკი“ – 5.07%

6. სს ,,პროკრედიტ ბანკი“ – 3.85%

7. სს ,,ბაზისბანკი“ – 3.83%

8. სს ,,ვითიბი ბანკი ჯორჯია“ – 2.94%

9. სს ,,პაშა ბანკი საქართველო“ – 2.76%

10. სს ,,კორ სტანდარტბანკი“ – 2.50%

11. სს ,,პრივატბანკი“ – 2.36%

12. სს ,,ბანკი კონსტანტა“ – 1.92%

13. სს ,,ხალიკ ბანკი საქართველო“ – 1.26%

14. სს ,,ფინკა ბანკი საქართველო“ – 1.12%

15. სს ,,აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი –საქართველო“ – 0.83%

16. სს ,,კავკასიის განვითარების ბანკი –საქართველო“ – 0.61%

17. სს ,,ბითიეი ბანკი“ (სს ,,სილქ როუდ ბანკი“) – 0.54%

18. სს ,,ზირაათ ბანკის“ თბილისის ფილიალი – 0.51%

19. სს ,,პროგრეს ბანკი“ – 0.45%

20. სს ,,თურქეთის იშ ბანკის ბათუმის ფილიალი“ – 0.37%

21. სს ,,კაპიტალ ბანკი“ – 0.18%

 

საქართველოს კანონის – „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ – მიხედვით, სააქციო კაპიტალი არის კომერციული ბანკის აქციონერთა კაპიტალი, რომელიც განისაზღვრება როგორც სხვაობა ბანკის მთლიან აქტივებსა და მთლიან ვალდებულებებს შორის.

ბათუმის მერია 7973 ლარის ყავას, ჩაისა და შოკოლადს შეიძენს

 

საქმიან შეხვედრებზე თანამშრომლებისა და  სტუმრების გასამასპინძლებლად მერიამ თადარიგი 2015 წლის იანვარშივე დაიჭირა. მერიის შესყიდვების სამსახურმა გამარტივებული შესყიდვის წესით უკვე გაუფორმა ხელშეკრულება შპს „აბსოლიტი-2010“-სა და „ენგარდს“ შესაბამისი პროდუქტების მიწოდებაზე.

 

ხელშეკრულების მიხედვით, 2015 წელს მერია 100 კგ შაქრის ფხვნილს, 400 კოლოფ მოხალულ ყავას, 25 კოლოფ (250გრ) ყავა „გოლდს“, 46 კოლოფ ყავა „კლასიკს“ (250 გრ) და 49 ერთეულ შოკოლადის ფილას შეიძენს.

 

გარდა ამისა, ხელშეკრულებით გათვალისწინებულია 15 კოლოფი (100ც – ერთ შეკვრაში) და დამატებით 40 კოლოფი (25 ც ერთ შეკვრაში) ჩაის შეძენა.

 

მერიამ ხილის წვენით მომარაგებაზეც იზრუნა. მიმწოდებელი კომპანია ვალდებულია მერიას 2015 წლის განმავლობაში 111 პაკეტი ლიტრიანი და 100 პაკეტი 2-ლიტრიანი წვენი მიაწოდოს.

 

წელს მერია 4 975 ლარის ღირებულების  მინერალურ წყალს შეიძენს, მათ შორის 4 000 ბოთლი 0,5 ლ გაზიანი მინერალური წყალი, 600 ბოთლი ერთლიტრიანი გაზიანი მინერალური წყალი, 5100 ბოთლი – არაგაზიანი მინერალური წყალი იქნება.

 

ამ ყველაფრისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან მთლიანობაში 7973 ლარი დაიხარჯება. ეს თანხა არ გამოაკლდება მერის წარმომადგენლობით ხარჯებს. წელს მერის წარმომადგენლობითი ხარჯისთვის ბათუმის ბიუჯეტში  60 000 ლარი გაითვალისწინეს.

 

„ეს არის შეხვედრებზე მითინგრუმში და ასე შემდეგ მოხმარებისთვის. სახლში არავის არ მიაქვს. ჩემი წარმომადგენლობითი ხარჯიდან არ იხარჯება, ცალკე თანხაა გამოყოფილი, ეს ყველგან ხდება, ყველა სახელმწიფოში. რაც შეეხება წარმომადგენლობით ხარჯს, ძირითადად, სტუმრების მიღებაზე, ოფიციალურ შეხვედრებზე და პროტოკოლით გაწეულ შეხვედრებზე, ღონისძიებებზე იხარჯება“, – განმარტა გიორგი ერმაკოვმა „ბათუმელებთან“.

 

ხელვაჩაურში სოციალურად დაუცველი მოსახლეობა სახლის გადასახურავ მასალას მიიღებს

ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 75 ოჯახს    2635  ცალი შიფერი გადაეცემა .

 

აზბოცემენტის ღაროვანი ფურცლის შესაძენად მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 40 000 ლარი გამოიყო.

ბათუმის მერიასა და საკრებულოში თანამშრომელთა ატესტაცია იწყება

 

მათ შორის არიან ისინი ვინც ბათუმის საკრებულოსა და მერიაში უკვე მუშაობდა და ისინიც, რომლებიც ბათუმის ახალარჩეულმა მერმა გიორგი ერმაკოვმა კანონმდებლობის შესაბამისად ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენებით, ერთპიროვნულად  შეარჩია. 

ქობულეთის მუნიციპალიტეტში კონკურსში გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია

 

 

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, გამგეობასა და საკრებულოში  ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსი სამ ეტაპად ჩატარდა. პირველ ეტაპზე 499 დარეგისტრირებული აპლიკანტიდან 399 შეირჩა. მეორე ეტაპზე, რომელიც საკანონმდებლო სფეროსა და ზოგად უნარებში ტესტირებას ითვალისწინებდა, ბარიერი 184-მა კონკურსანტმა გადალახა.

ხანძარი სოფელ ერგეში

 

სოფელ ერგეს ტყეში ხანძარი დღეს შუადღისას გაჩნდა, სოფლის რწმუნებულის თეიმურაზ ზაქარაძის ინფორმაციით თავდაპირველად მოსახლეობამ მეხანძრეებთან ერთად ხანძრის ლიკვიდირება შეძლო, თუმცა საღამოს ტყეში ხანძარი ისევ განახლდა. 

„თავდაპირველად ხანძარი დაახლოებით ხუთი ათას მეტზე გაჩნდა და სოფელ აჭარისწყლის ტყის მიმართულებით გავრცელდა. ჩავაქრეთ, თუმცა ისევ განმეორდა.“

 

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით დადგენილი არ არის.

მუზეუმის დირექტორის ვაკანსიები ბათუმში

 

ამირან კახიძე
ამირან კახიძე

არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორის პოსტზე 20 წლიანი მუშაობის შემდეგ არქეოლოგი ამირან კახიძე ამბობს, რომ თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება თავად მიიღო: „მიზეზი არის ერთადერთი – უკვე მომიახლოვდა 80 წელი. მე დავტოვე მხოლოდ დირექტორის პოსტი და მინდა დრო მივუძღვნა წმინდა საექსპედიციო და კვლევით მუშაობას. მე ჩემი მისია შევასრულე – მუზეუმის მშენებლობის, ფონდების მოწესრიგების თვალსაზრისით და დადგა დრო, რომ ასპარეზი ახალგაზრდობას დავუთმო. აქაც, რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე ახალგაზრდებისთვის“ – ამბობს ამირან კახიძე.

 

გოდერძი ტოტოჩავა
გოდერძი ტოტოჩავა

გოდერძი ტოტოჩავა მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორი ცხრა წლისა და შვიდი თვის მანძილზე იყო. თანამდებობის დატოვების მიზეზად იგი ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს, თუმცა მუზეუმში სამუშაოდ რჩება. 

 

კითხვას, თქვენი დირექტორობის დროს ყველაზე მნიშვნელოვანი რა გაკეთდა მუზეუმში, გოდერძი ტოტოჩავა ასე პასუხობს: „ამ დროის მანძილზე ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ გავხდით საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მოვიპოვეთ შემოსავლები, განვაახლეთ კარადები, მნიშვნელოვანი იყო ფონდების მოწყობა, სამეცნიერო პასპორტების ელექტრონული ვერსიის გაკეთება, გამოვუშვით ჟურნალის შვიდი ნომერი… მუზეუმის მუშაობის მიმართულება არ შეიცვლება, ახალმა დირექტორმა მუზეუმის საექსპოზიციო გარემო უნდა გააუმჯობესოს, უნდა გაკეთდეს ყველაფერი უფრო სწრაფად, ხარისხიანად და ახალი რემონტი ალბათ მოგვცემს ამის საშუალებას.“

 

„მთავარი ის გახლავთ, რომ ჩვენი მუზეუმი წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან სავიზიტო ბარათს, სადაც თავმოყრილია სხვადასხვა ეპოქის ნივთიერი კულტურის ძეგლები“ – ამბობს ამირან კახიძე, რომელიც არქეოლოგიურ მუზეუმს დაარსების დღიდან ხელმძღვანელობდა. 

 

„ამ ოცი წლის განმავლობაში უკვე მსოფლიოს მეცნიერთა ყურადღების ცენტრში მოექცა მუზეუმი, მარტო ის რად ღირს, რომ 1998-2010 წლებში ოქსფორდის უნივერსიტეტის აშმორის მუზეუმთან დეპარტამენტთან ერთად ჩავატარეთ 13 არქეოლოგიური ექსპედიაცია, გამოვიდა უამრავი სტატია ქართულ, ინგლისურ და სხვა ენებზე და ფაქტიურად, არქეოლოგიების სკოლა შეიქმნა.  ეროვნული მუზეუმის შემდეგ მხოლოდ ჩვენთან გაიხსნა ოქროს საგანძური, მეცნიერული კვლევები და ა.შ. მე ვთვლი, რომ ჩემი მისია შევასრულე და ახლა ახალგაზრდები, რომელთა სკოლაც შეიქმნა, არანაკლებ, ჩემთან ერთად, გაუძღვებიან საქმეს“  – ამბობს ამირან კახიძე.

 

ვინ დაიჭერს მუზეუმის დირექტორის პოსტს?

 

აჭარაში მუზეუმების დირექტორობის კანდიტატებს განათლების სამინისტრო განხილავს, რომელმაც, თავის მხრივ, კანდიდატები აჭარის მთავრობას უნდა წარუდგინოს განსახლველად, მუზეუმის დირექტორის დანიშვნაზე კი ბრძანებას ხელი აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა, არჩილ ხაბაძემ უნდა მოაწეროს.  აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე ლადო მგალობლიშვილი ამბობს, რომ ხარიტონ ახვლედიანის სახელობის და არქეოლოგიურ მუზეუმების დირექტორების კანდიდატები განიხილება და მათი ვინაობა, სავარაუდოდ, თებერვლის დასაწყისში გახდება ცნობილი.

 

 მანამდე კი არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორის მოვალეობას მერაბ ხალვაში, ხოლო ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმის დირექტორის მოვალეობას ოთარ გოგოლიშვილი ასრულებს. განათლების მინისტრის მოადგილე არ გამორიცავს, რომ სამინისტრომ ამ პოსტზე შესაძლოა მათი კანდიდატურებიც განიხილოს.   

 

რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს მუზეუმის დირექტორი? ლადო მგალობლიშვილი ამბობს, რომ ამ შემთხვევაში გაწერილი კრიტერიუმები არ არსებობს, თუმცა მუზეუმის დირექტორს „აუცილებლად უნდა ჰქონდეს მენეჯრული უნარ-ჩვევები და რა თქმა უნდა, სამეცნიერო კუთხითაც თუ ეცოდინება ეს საქმე, მთლად უკეთესი. ერთი-მეორეს არ გამორიცხავს ჩემი აზრით“ – აღნიშნავს ის. 

 

მუზეუმის ახალი დირექტორის პოსტზე მუზეუმში მუშაობის გამოცდილების მქონე კადრის დანიშვნის მომხრეა გოდერძი ტოტოჩავა: „მუზეუმი ისეთი სპეციფიკური რამ გახლავთ, რომ განათლების მიღება არ გშველის, თუ რამდენიმე წელი არ იმუშავე და არ გაეცანი, თუ არ იცი რა ინახება მის საცავებში, რა არის პრიორტეტი და ა.შ.  მუზეუმის მენეჯერობა მუზეუმის არც ისე რთული რამ გახლავთ, გაწერილია რა უნდა გააკეთო, უბრალოდ უნდა გააკეთო კეთილსინდისიერად და სწრაფად“ – ამბობს ის. მისი აზრით ამ პოსტზე ამჟამად მოვალეობის შემსრულებელი, ოთარ გოგოლიშვილი შესაფერისი კადრია.

 

შესაფერისს კადრად მიჩნევს  არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, მერაბ ხალვაშს, ყოფილი დირექტორი ამირან კახიძეც.  „რა თქმა უნდა,  მეზეუმის ხელძღვანელობა უნდა ჩაიბაროს პროფესიონალმა არქეოლოგმა. ასეთები ჩვენ გვყავს საბედნიეროდ, 10-15 ადამიანი. ამ დღეებში უნდა გადაწყდეს ეს საკითხი. პირადად მე, ბრძანება დავწერე ჩემს მოადგილეზე, მერაბ ხალვაშზე, რომელმაც ძალიან დიდი საქმიანობა გასწია უნივერსიტეტშიც და ბევრი საქმე გააკეთა რეფორმების კუთხით. თუმცა ეს უკვე ჩემი კომპეტენციის იქეთ რჩება“ – აღნიშნავს ამირან კახიძე.

კალათბურთის მწვრთნელი ბათუმის სპორტსკოლიდან

ვერონიკა, რამდენი ხანია რაც კალათბურთის მწვრთნელი ხართ?

შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვსწავლობდი ფიზიკურ აღზრდას. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ შვიდი წელია უკვე ტრენერად ვმუშაობ. ბავშვობიდან ვიყავი კალათბურთით გატაცებული და 12 წლიდან ვთამაშობ. 17 წლის რომ ვიყავი, უმაღლეს ლიგაში მოვხვდი. ჩემს პერიოდში ნაკლებად აინტერესებდათ ქალთა კალათბურთი, ამიტომ იძულებული გავხდი 2005 წელში კალათბურთში კარიერა დამესრულებინა და გადავწყვიტე, მწვრთნელი გავმხდარიყავი.

რატომ აირჩიეთ კალათბურთი?

ბავშვობიდან მაღალი ვიყავი, ამანაც განაპირობა ჩემი არჩევანი, თან სპორტული აზარტი და სისწრაფეც მქონდა. მშობლებმა კალათბურთში მიმიყვანეს, მეც მომეწონა. ვფიქრობ, რომ ლამაზი სპორტია.

 

თქვენ ხართ ქალთა კალათბურთის ბათუმის ნაკრებთა გუნდის მწვრთნელი. ეს გუნდი ბათუმში ერთადერთია სპორტის ამ სახეობაში. თამაშებს თუ ატარებთ, სად მართავთ შეხვედრებს და ვისთან?

სენაკსა და ქუთაისში გვქონდა შეხვედრა. წავაგეთ, მაგრამ ჩვენთვის მაინც გასვლითი შეხვედრებია მთავარი, რომლის დროსაც გამოცდილებას ვიძენთ. მომდევნო შეხვედრებს თელავსა და რუსთავში გავმართავთ მაისის ბოლოს.

როგორც მწვრთნელი, რას ხედავთ  ქალთა კალათბურთში მთავარ პრობლემად?

ბათუმში ქალთა კალათბურთს საერთოდ არ ექცევა ყურადღება, არც ფინანსურად და არც მორალურად. გოგონებს არ აქვთ ფორმები, ცოტაა ბურთებიც. შეკრებებსა და შეჯიბრებებს მშობლების დახმარებით ვატარებთ. აჭარაში არ ტარდება ღია პირველობა, რაც აუცილებელია სპორტში წარმატების მიღწევისთვის. მწვრთნელობა ჩემი პროფესიაა, მცირე ხელფასი მაქვს, მაგრამ კალათბურთისადმი ჩემ სიყვარულს ვერ ცვლის. არ ვაპირებ კალათბურთისთვის თავის დანებებას, არ მინდა, ჩემი წასვლის შემდეგ უყურადღებოდ დარჩეს და ბათუმში კალათბურთელი გოგონების ერთი გუნდიც არ იყოს. კარგი იქნება, სხვა მწვრთნელიც თუ გამოჩნდება, ერთმანეთს გავუწევდით კონკურენციას და სპორტსმენების მომზადების დონეც ამაღლდებოდა.

რა იწვევს სახსრების ტკივილს

სიმსუქნე, გენეტიკური წინასწარგანწყობა, ასაკი, სახსრების ტრავმა, ჩონჩხის თანდაყოლილი დისპლაზიები და სტატისტიკის დარღვევა (სქოლიოზი, ბრტყელტერფიანობა), სახსრის ფუნქციური გადატვირთვა (სპორტული, პროფესიული და საყოფაცხოვრებო) – რევმატოლოგი ნერიმან ცინცაძე ოსტეოართროზის რისკ-ფაქტორებს თვლის. „რადგანაც ოსტეოართროზის დროს ტკივილი დიდხანს არ ვლინდება, ეს დაავადება ადამიანს დიდი ხნის განმავლობაში რჩება ყურადღების გარეშე, სანამ არ განვითარდება ხრტილის შეუქცევადი დაზიანება“ – ამბობს ის.

ოსტეოართროზი (ოსტეოართრიტი) რევმატიულ დაავადებებს შორის ერთ-ერთი მეტად გავრცელებული დაავადებაა, რომელიც რევმატიულ დაავადებათა 60-70% შეადგენს, უფრო ხშირად გვხვდება ქალებში.

ყველაზე ხშირად რა ასაკის ადამიანებს აწუხებს ოსტეოართროზი? ნერიმან ცინცაძე ამბობს, რომ ავადდებიან ყველა ასაკის პირები, მაგრამ ყველაზე მეტად შრომისუნარიანი ასაკის ხალხი და დაავადება მიმდინარეობს ქრონიკულად და თან სდევს ადამიანს მთელი სიცოცხლის განმავლობაში. დაავადების მიზეზი ხრტილის პირველადი დისტროფიაა.

„ხრტილის დისტროფიის მიზეზი არის მეტაბოლიზმის დარღვევა, რის შედეგადაც ხრტილი კარგავს დრეკადობას და ელასტიურობას, ხდება ხორკლიანი, შემდგომში კი სკდება და წყლულდება, ხდება მისი ალაგ-ალაგ განლევა და გაქრობა. ზოგჯერ ხრტილოვანი ნაწილაკი ნატეხების სახით გამოიყოფა სასახსრე ღრუში და იწვევს ანთებითი პროცესების განვითარებას. ხრტილის ქვემოთ ძვალი მექანიკურად ცვდება და მკვრივდება. ამავე დროს სასახსრე ზედაპირის კიდეებთან ხდება ხრტილის კომპენსაციური ზრდა, შემდგომში მისი გაძვალება და ოსტეოფიტების წარმოქმნა.“ – განმარტავს ნერიმან ცინცაძე.

მისივე თქმით, ოსტეოართროზის დროს ყველაზე ხშირად ზიანდება ქვედა კიდურების სახსრები ან ხერხემალი, ზოგ შემთხვევაში კი პროცესში ჩართულია ყველა სახსარი. „დასაწყისში ტკივილი სახსარში მხოლოდ დატვირთვის შემდეგ ვლინდება, განსაკუთრებით დღის მეორე ნახევარში. თანდათანობით ტკივილი ძლიერდება და მუდმივ ხასიათს იღებს. დამახასიათებელია „სტარტული ტკივილი“, რომელიც თან ახლავს პირველ ნაბიჯებს, შემდეგ ქრება და ჩნდება სახსრის გადაღლის შემდეგ“  – ამბობს რევმატოლოგი.

„ოსტეოართროზს მძიმე ფორმებიც აქვს“  –  ამბობს ნერიმან ცინცაძე, „მაგალითად, მენჯ-ბარძაყის სახსრის ოსტეოართროზი-კოკსართროზი, რომელიც ძირითადად ქალებში ვითარდება და კლიმაქტერულ  პერიოდს ემთხვევა. ტკივილი იწყება თანდათან და შემდგომში ხდება ინტენსიური, ძლიერდება ფიზიკური დატვირთვისას, იზღუდება ბარძაყის როტაცია; კიდური მოკლდება, ავადმყოფი იწყებს კოჭლობას. ორმხრივი კოკსართროზის დროს დამახასიათებელია „იხვისებურად“ სიარული  და აღინიშნება კუნთების ატროფია.

გონართროზის (მუხლის სახსრის ართროზი) დროს ვითარდება ტკივილი კიბეზე ასვლისას, განსაკუთრებით ჩასვლის დროს.

ხერხემლის ართროზული დაზიანებისას კი აღინიშნება ტკივილი და შებოჭილობა  ხერხემლის სხვადასხვა უბანში, რეფლექსების შესუსტება, მოტორიკის დარღვევა, თავბრუ, თავის ტკივილი და ტკივილი გულმკერდის არეში.“

როგორ ხდება ოსტეოართროზის მკურნალობა?

ნერიმან ცინცაძე ამბობს, რომ ამ დაავადების მკურნალობის მეთოდი დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე. მისი თქმით, მკურნალობა ძვირადღირებულია და არა მხოლოდ მედიკამენტოზური: „მკურნალობის ძირითადი მიზანია ხრტილის დეგენერაციის შეჩერება, მეტაბოლიზმის გაუმჯობესება. ოსტეოართროზის ბაზისურ თერაპიას წარმოადგენს ქონდროპროტექტორებისა და ფიზიოთერაპიის მეთოდების გამოყენება: ფონოფორეზი, ინდუქტოთერმია, ულტრაბგერა, ასევე მკურნალობა ბალნეოლოგიურ კურორტებზე – წყალტუბო, მენჯი, ახტალა, ცაიში. ასევე მკურნალობის კომპლექსი გამოიყენება მასაჟი და სამკურნალო მასაჟი. ხშირად საჭირო ხდება ქირურგიული მკურნალობაც – განსაკუთრებით კოკსართროზის და გონართროზის დროს.“

შსს 120 მაცივარს ყიდულობს

შესაძენი მაცივრებიდან 80 ცალი უნდა იყოს 83,5 სმ სიმაღლის, თეთრი ფერის; ხოლო 40 ცალი – 159,5 სმ სიმაღლის და თეთრი ან ვერცხლისფერი. მაცივრების ღირებულება  ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 50 000 ლარს. 

მიმწოდებელმა, საგარანტიო ვადის (1 წლის) პერიოდში გამოვლენილი წუნდებული საქონლის შეკეთება ან შეცვლა, უნდა უზრუნველყოს საკუთარი ხარჯებით, მოთხოვნიდან არაუგვიანეს თხუთმეტი კალენდარული დღის ვადაში.

სატენდერო წინადადებების მიღება 8 თებერვალს დაიწყება და 13 თებერვალს უნდა დასრულდეს.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა” აჭარის მთავრობას: გაასაჯაროეთ ჩანჩხალოში კვლევის შედეგები

შუახევის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელ ჩანჩხალოში მოსახლეობა სამთავრობო დასკვნას ელოდება, რომლის საფუძველზეც გადაწყდება მათ სახლებსა და საკარმიდამო ნაკვეთებზე ბზარების გაჩენა „შუახევი ჰესის“ მშენებლობას უკავშირდება თუ მეწყრულ პროცესებს. მიუხედავად იმისა, რომ სამთავრობო დასკვნა, კვლევის შედეგები, ორი თვის წინ უნდა ყოფილიყო მზად, მთავრობა კვლევის შედეგებს ამ დრომდე არ ასაჯაროებს.  

 

ნათია ზოიძე
ნათია ზოიძე

„აჭარის მთავრობამ უნდა აჩვენოს, რომ მას შეუძლია მოახდინოს პრობლემის იდენტიფიცრება და პრობლემის გადაჭრის გზები წარმოადგინოს დროულად. წინააღმდეგ შემთხვევაში რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება განზრახ აჭიანურებს ამ პროცესს, რადგან იცის გეოფიზიკური კვლევის შედეგები და შესაძლოა ის რომელიმე მხარესთვის მისაღები არ არის, თუმცა ეს მხოლოდ ეჭვია. ამიტომაც, ჩვენ ამ ეტაპზე მივმართავთ აჭარის მთავრობას, გაასაჯაროოს კვლევის შედეგები. ახლოვდება გაზაფხული, მეწყრული პროცესები დაიწყება და შესაძლოა სავალალო შედეგიც დადგეს, ამიტომ, თუ დროულად იქნება გეოფიზკური კვლევის დასკვნა, აქედან გამომდინარე, შესაბამისი ღონისძიებებიც დროულად გატარდება“ –  განაცხადა ნათია ზოიძემ ბრიფინგზე.

მთავრობის და კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ მიერ ჩატარებული კვლევების შედეგების საბოლოო შეჯერებით გადაწყდება, თუ ვინ უნდა გადაიხადოს მოსახლეობის საკუთრების დაზიანებისთვის კომპენსაცია – სახელმწიფომ თუ ჰესის მშენებელმა კომპანიამ. თუ დადასტურდა, რომ ადგილობრივებს ზარალი სტიქიური უბედურებების (მეწყერი, წყალდიდობა და ა.შ.) გამო მიადგათ, კომპენსაციის გადახდა მთავრობას დაეკისრება. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ბათუმის ოფისისთვის აჭარის მთავრობის აპარატის უფროსის მიერ 20 იანვარს გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ სტიქიური უბედურებების შედეგების სალიკვიდაციოდ მთავრობა თანხებს სისტემატურად გამოყოფს.

სამთავრობო კომისიის შექმნამდე, მოსახლეობის მოთხოვნების საპასუხოდ, 2014 წელს, ჰესის მფლობელმა კომპანიამ „აჭარისწყალი ჯორჯია” კვლევა ჩაატარა. დასკვნით დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შენობებისა და საკარმიდამო ნაკვეთების დაზიანების მიზეზები სახლების მშენებლობისას საინჟინრო წესების დარღვევა და მეწყრული პროცესებია და არა ჰესის მშენებლობის პროცესში გვირაბის გაყვანა.

კვლევის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას წინ უძღოდა სპეციალური სამთავრობო კომისიის შექმნა, რომელმაც საცხოვრებელი სახლების ვიზუალური დათვალიერების შედეგად დაადგინა, რომ სოფელ ჩანჩხალოში მდებარე 130–მდე სახლიდან 40-ში ცხოვრება სახიფათოა. ადგილობრივები სახლებსა და საკარმიდამო ნაკვეთებზე ბზარების გაჩენას „შუახევი ჰესისს“ ფარგლებში გვირაბის მშენებლობას უკავშირებენ და განსახლების საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებას უკვე რამდენიმე თვეა ითხოვენ.

 

 

ჩანჩხალო
ჩანჩხალო

სოფელი მეწყერსაშიშ ზონაშია. თუმცა ამ ფაქტს ხელი არ შეუშლია „აჭარისწყალი ჯორჯიასთვის“ დაეწყო „შუახევი ჰესისათვის“ საჭირო გვირაბის მშენებლობა სოფლის ერთ ნაწილში. ადგილობრივთა განცხადებით, მას შემდეგ, რაც გვირაბის მშენებლობისთვის აფეთქებების სერია დაიწყო, სახლები და სკოლა დაიბზარა.

 

სოფელ ჩანჩხალოში უკვე სამი ათეული წელია მეწყრული პროცესები მიმდინარეობს. არსებობს აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს გეოლოგიის სამსახურის მიერ გაცემული დასკვნა, რომლის მიხედვითაც სოფელი წითელ ზონაში მდებარეობს. სოფელში ახსოვთ 1985 წელს განვითარებული მეწყერი, რომლის შედეგადაც ჩანჩხალოს მოსახლეობის ნაწილი სოფლიდან გადასახლდა.

 

პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერება და რძის სეპარატორები ფერმერებს აჭარაში

 

 

მაღალმთიანი აჭარა. ფოტო: მანანა ქველიაშვილი

 

სამინისტროს მიზანია ხელოვნური განაყოფიერების პრაქტიკის დანერგვა, მაღალპროდუქტიული წვრილფეხა და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სანაშენე ბაზისა და გენოფონდის შექმნა-განვითარების ხელშეწყობა. შესაბამისად, არსებული კადრების კვალიფიკაციის დონის ამაღლება და დატრენინგება.

 

გასულ წელს, სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის მასშტაბით ხელოვნურად განაყოფიერდა 1374 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი. ამასთან მოეწყო ხელოვნური განაყოფიერების სადგურები (დიდაჭარა, ხიხაძირი).

 

მიმდინარე წელს კი 4000 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერება იგეგმება, რისთვისაც 60 ათასი ლარია გამოყოფილი.


ხელოვნურად განაყოფიერება გაგრძელდება მომდევნო წლებშიც. მომავალ წელს – 5000 ფური, 2017 წელს – 5700, ხოლო 2018 წელს – 6500 ფური უნდა განაყოფიერდეს. მიმდინარე წლის ჩათვლით, მთლიანობაში, აჭარის ბიუჯეტიდან 305 ათასი ლარი უნდა დაიხარჯოს.

 

სოფლის მეურნეობის სმინისტრომ უკვე გამოაცხადა 250 000 ლარიანი ტენდერი სეპარატორებისა და კარაქის აპარატების შესაძენაად [რძის მექანიკური სეპარატორი – 500 ცალი, ჯამური ღირებულება არაუმეტეს 225 000 ლარი; ხოლო კარაქის დამამზადებელი აპარატი – 50 ცალი, ჯამური ღირებულება არაუმეტეს 25 000 ლარი].

 

ზემოაღნიშნული აპარატების ფერმერებზე და აგრომეწარმეებზე განაწილების წესის შემუშავებასა და ბენეფიციართა შერჩევას მათი განცხადებებისა და წარმოდგენილი სიების (მუნიციპალიტეტის გამგეობები, ქ, ბათუმის მერია) საფუძველზე, სამინისტროს შესაბამისი კომისია განახორციელებს.

 

შესყიდული კარაქის დამამზადებელი აპარატისა და რძის მექანიკური სეპარატორების ფერმერებსა და აგრომეწარმეებზე გაიცემა თანაგადახდის პრინციპით, შესყიდული საქონელის ღირებულების 30 %–ის ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე გადახდის შემდეგ.

 

სამინისტროში თვლიან რომ ამ ღონისძიების შედეგად რეგიონში წელს  გადამუშავებული იქნება  2000 ტონა რძე, ხოლო წარმოებული კარაქის რაოდენობ იქნებ 90 ტონა.

ოქრო, „ექსტაზი“, მარიხუანა – დარღვევები საბაჟოზე

 

სარფის საბაჟო
სარფის საბაჟო

დიდი რაოდენობით ოქროს დეკლარირების გარეშე შემოტანის ფაქტი დაფიქსირდა სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე. საბაჟოზე თურქეთის მხრიდან შემოსულ სომხეთის მოქალაქე დ.ჰ.-ს ბარგის დათვალიერებისას 2676,26 გრამი ოქროს ნაკეთობები აღმოაჩნდა. საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 126 801,21 ლარი. საქმე შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცა აჭარის ფინანსურ პოლიციას. 

 

„სარფის“ ტერიტორიაზე თურქეთის მხრიდან შემოვიდა საქართველოს მოქალაქე ნ. გ., რომელსაც აღმოაჩნდა არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები: ოქროს ყელსაბამი – 31 ცალი (71,14 გრ.), ოქროს კულონი ხელოვნური თვლებით – 6 ცალი (13,45 გრ.), ოქროს კულონი – 12 ცალი (26,87გრ.). საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 2569,75 აშშ დოლარი (4942,14 ექვივალენტი ლარში.). კანონდარღვევის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, პირს სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 4942,14 ლარი.

 

ასევე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები, საერთო წონით  182,02 გრამი, აღმოჩნდა საბაჟო პროცედურებისას საქართველოს მოქალაქე ა.მ.-ის ბარგშიც, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „თბილისის აეროპორტი“. საქართველოს მოქალაქე ა.მ. შეეცადა, კანონის გვერდის ავლით, 5 ცალი საყურე, 4 ცალი ბეჭედი, 26 ცალი კულონი და 45 ცალი ჯვარი შემოეტანა. საქონლის საერთო ღირებულებამ შეადგინა 12143  ლარი. საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10  ნაწილის თანახმად პირს, სანქციის სახით,  12143  ლარის  ოდენობით ჯარიმა დაეკისრა.

 

„სარფის“ ტერიტორიაზე  თურქეთის მხრიდან შემოვიდა თურქეთის მოქალაქე ი.ა., რომლის კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერების  შედეგად მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული 25 000 აშშ დოლარი და 3400 თურქული ლირა აღმოაჩინეს.

ასევე არადეკლარირებული თანხის შემოტანის ფაქტი გამოვლინდა გამშვებ პუნქტ „წითელ ხიდზე“. აზერბაიჯანის მხრიდან შემოსულ საქართველოს მოქალაქე გ. ე.-ს,  დათვალიერების შედეგად, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა არადეკლარირებული თანხა – 34 900 აშშ დოლარი – აღმოუჩინეს. საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, ორივე პირს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა, თითოეულს 3000 ლარის ოდენობით.

 

საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სადახლო საავტომობილო“, სომხეთის მხრიდან შემოვიდა, საქართველოს მოქალაქე ა. ა., რომლის კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერების შედეგად მებაჟე ოფიცრებმა 28 კაფსულა ფქსიქოტროპული ნივთიერების შემცველობის პრეპარატი LYRICA-pregabalin აღმოაჩინეს.
საქმე შემდგომი რეაგირებისათვის გადაეცა შსს საპატრულო პოლიციის ქვემო ქართლის რუსთავის განყოფილებას.

ასევე მედიკამენტი LYRICA-pregabalin აღმოაჩინეს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა სგპ „სარფის“ ტერიტორიაზე. მედიკამენტი თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოსული თურქეთის მოქალაქე გ.ე.-ის კუთვნილი ავტობუსის დათვალიერებისას იპოვეს. ავტობუსშო მედიკამენტის 56 კაფსულა იყო გადამალული.

ამის შემდგომ, ამავე ავტობუსში, კინოლოგიური სამსახურის სასამსახურო ძაღლის დახმარებით, აღმოჩენილ იქნა  ნარკოტიკული საშუალება – მარიხუანა – 13,61 გრამი და „ექსტაზი“ – 4 აბი.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეცა საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარ სამმართველოს.

 ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები LYRYCA – 25 აბი და  GABAGAMA – 18 აბი აღმოაჩინეს საბაჟო გამშვები პუნქტის, „თბილისის აეროპორტის“, მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს მოქალაქე  მ.გ.-ის ხელბარგის  დათვალიერებისას. საქმე შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცა შსს  კრიმინალური პოლიციის მთავარ სამმართველოს.

 

ასევე აკრძალული მედიკამენტის შემოტანის ფაქტი გამოავლინეს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა 2 იანვარს, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „წითელი ხიდი“. აზერბაიჯანის მოქალაქე ჰ.რ.-ის ავტომანქანაში მათ 11 აბი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი  TRAMADOL აღმოაჩინეს. საქმე შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცა საპტრულო პოლიციის საგამოძიებო სამსახურს.

 

4250,49 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანა სცადა საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ნინოწმინდა“, რუსეთის მოქალაქე ა.ი.-მ. შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა საერთო წონით 101,13 გრამი არადეკლარირებული საქონელი მგზავრის ხელბარგის დათვალიერებისას აღმოაჩინეს. საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10  ნაწილის თანახმად, პირს, სანქციის სახით  4250,49 ლარის  ოდენობით ფულადი  ჯარიმა შეეფარდა.

საქართველოს ჩემპიონატი კრივში გადაიდო

 

აჭარის კრივის ახალგაზრდული ნაკრების წევრები მწრთნელთან ერთად ბაკურიანში

 

 

ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად აჭარის კრივის ახალგაზრდული ნაკრები ბაკურიანში 10 დღიან შეკრებაზე იმყოფება.

 

როგორც ნაკრების მთავარი მწვრთნელი გოჩა აბაშიძე ამბობს, საქართველოს ჩემპიონატი 26 იანვარს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ჩემპიონატში მონაწილე რეგიონებმა, უარი თქვეს მონაწილეობაზე, რადგან ადგილობრივი თვითმმართველობები, საიდანაც ფედერაციები ფინანსდება ჩემპიონატში მონაწილებისთვის თანხებს ტურნირის ჩატარების შემდეგ გადასცემდა.

 

საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის დავით კვაჭაძის ინფორმაციით, ჩემპიონატი თებერვლის ბოლოს ახალციხეში ჩატარდება.

საქართველოს ჩემპიონატის შემდეგ ჩამოყალიბდება კრივის ახალგაზრდული ეროვნული ნაკრები, რომელიც 2015 წლის შემოდგომაზე ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზე იასპარეზებს.

 

რაც შეეხება აჭარის ახალგაზრდულ ნაკრებს, ის ბათუმში ორშაბათს დაბრუნდება და საქართველოს ჩემპიონატისთვის მზადებას ერთ დღიანი შესვენების შემდეგ, ბათუმის სასპორტო სკოლაში კვლავ გააგრძელებს.

„ჩვენ კარგ კონდიციებში ვართ, ვფიქრობ, რომ საქართველოს ჩემპიონატზე ხუთ მედალს მაინც მოვიპოვებთ“ – აცხადებს ნაკრების მთავარი მწვრთნელი გოჩა აბაშიძე.

 

აჭარის კრივის ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში არიან:

  1. ლაშა ნარაკიძე – გუნდის კაპიტანი
  2. ბექა ბოლქვაძე
  3. თომა მამულაძე
  4. გოჩა დემურაძე
  5. გიორგი ხაჩიძე
  6. დავით შილპაქსიანი
  7. მირზა მიქელაძე
  8. ჯაბა ხალვაში
  9. გიორგი შუშაძე
  10. გრიგოლ უსნიანი

 

აჭარის კრივის ახალგაზრდული ნაკრები

ძვლის სიმკვრივის განსაზღვრა უფასოდ

 

ჩვენება ძვალ–სახსროვანი და ენდოკრინული სისტემის დაავადებები, ქალები მენოპაუზის ასაკში, ხანდაზმული ასაკის პირები. გამოკვლევას ჩაატარებს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ნერიმან ცინცაძე.  

რექტორის ვაკანსია ბსუ-ში

 

ბათუმის უნივერსიტეტი
ბათუმის უნივერსიტეტი

 

კანდიდატთა რეგისტრაცია ბსუ–ს საარჩევნო კომისიაში, 23 თებერვლიდან – 6 მარტის ჩათვლით (შაბათ–კვირისა და უქმე დღეების გარდა), 10 სთ-დან 16 სთ-მდე იწარმოებს.

 

რექტორის არჩევნებამდე, რომელიც მიმდინარე წლის 16 მარტს ჩატარდება, ბსუ-ს აკადემიური საბჭო მოისმენს ბსუ-ს რექტორობის კანდიდატის სამოქმედო გეგმას.

 

აკადემიური საბჭოს დადგენილების თანახმად, ბსუ-ს რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატს მოეთხოვება:

ა) უმაღლესი განათლება;
ბ) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
გ) 5 წლის სამუშაო სტაჟი;
დ) სამოქმედო გეგმა.

 

კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
ა) სამოქმედო გეგმა;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) 2 ცალი ფოტოსურათი, ზომით ¾;
დ) ავტობიოგრაფია (с.v.)
ე) უმაღლესი განათლებისა და დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტების სათანადო წესით დამოწმებული ასლები;
ვ) ამონაწერი შრომის წიგნაკიდან/ ინფორმაცია შრომითი საქმიანობის შესახებ;
ზ) ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ;
თ) ცნობა ნასამართლობის შესახებ;

Exit mobile version