მომავალი თვიდან ბათუმის თვითმმართველ ორგანოებში იმ თანამშრომელთა ატესტაცია დაიწყება, რომლებსაც თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი არ გაუვლიათ.
მათ შორის არიან ისინი ვინც ბათუმის საკრებულოსა და მერიაში უკვე მუშაობდა და ისინიც, რომლებიც ბათუმის ახალარჩეულმა მერმა გიორგი ერმაკოვმა კანონმდებლობის შესაბამისად ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენებით, ერთპიროვნულად შეარჩია.