სიახლეები

ბათუმის არქიტექტურის სამსახურის უფროსის განცხადება შუქურას შესახებ

26.01.2015
ბათუმის არქიტექტურის სამსახურის უფროსის განცხადება შუქურას შესახებ

ბათუმის შუქურა

მისი თქმით, მართალია ბათუმის შუქურა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, მაგრამ ახალი  ნაგებობა ცალკე საკადასტრო ერთეულზე დგას.

„ვინაიდან ორი ცალკე საკადასტრო ერთეულია, ნებართვა გაიცემა ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ. რაც შეეხება ერთიან შენობას, ის არის მხოლოდ ვიზუალურად ერთიანი. რაც შეეხება კონსტრუქციულ მხარეს აბსოლუტურად ცალკე მდგომი კონსტრუქციული შენობაა. ერთი კედელი საერთო არ ნიშნავს რომ ძეგლზეა მიდგმული,“ – განაცხადა ირაკლი ახალაძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ გაიცა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე  მიშენების ნებართვა, ირაკლი ახალაძემ უპასუხა:

„ადმინისტრაციული წარმოების პერიოდში მიენიჭა ძეგლის სტატუსი შუქურას. აქედან გამომდინარე დამკვეთის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით არ დგინდებოდა რომ ეს იყო ძეგლი. შესაბამისად  წერილობითი თანხმობა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან, ნებართვის გამცემი ორგანოდან არ არის. ამასთან აღსანიშნავია რომ 2011 წელს ბათუმის მერიას შუქურის რეაბილიტაციაზე აქვს გაცემული ნებართვა“.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, ბათუმის შუქურას, 28 კვადრატული მეტრის შენობა- ნაგებობა მიუშენეს. მშენებლობის დამკვეთი სსიპ „ჰიდროგრაფიული სამსახური საქართველოა“, სამუშაოებს კი სამშენებლო კომპანია „ალისა“ ასრულებს. კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით 28 კვ. მეტრის ნაგებობაში სამი ოთახი განთავსდება.

ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსის განცხადებით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლსა და ახალ ნაგებობას შორის საერთო კედელი, არ ნიშნავს რომ ის ძეგლზეა მიდგმული

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.