სიახლეები

ნაციონალური მოძრაობა: ერმაკოვი ლოჯიების მშენებელ მერად იქცა

26.01.2015 • 1591
ნაციონალური მოძრაობა: ერმაკოვი ლოჯიების მშენებელ მერად იქცა

„ბათუმის შუქურაზე მავნებლურ მშენებლობებს აგრძელებს ქალაქ ბათუმის მერია. დღევანდელი ხელისუფლება და პირადად ქალაქის მერი გამოირჩევა ლოჯიების მშენებლობის ბუმით. ჩვენ გვახსოვს ბათუმში მშენებლობა, როდესაც შენდებოდა მართლაც მშვენიერი შენობები, ახლა ბათუმში ლოჯიებსა და მანსარდებზეა ბუმი. ერთ-ერთი მავნებლური მაგალითი დღეს გვაქვს, ძეგლზე აშენებენ ლოჯიას,“ – განაცხადა ირაკლი თავართქილაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე განცხადებით ბათუმის შუქურაზე მიმდინარე მშენებლობა უნდა შეჩერდეს.

„ამასთან პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს ყველა იმ ადამიანის, ვისაც ეს იდეა თავში მოუვიდა და ვინც ნებართვა გასცა,“ – განაცხადა ირაკლი თავართქილაძემ.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, ბათუმის შუქურას, 28 კვადრატული მეტრის შენობა- ნაგებობა მიუშენეს. მშენებლობის დამკვეთი სსიპ „ჰიდროგრაფიული სამსახური საქართველოა“, სამუშაოებს კი სამშენებლო კომპანია „ალისა“ ასრულებს. კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით 28 კვ. მეტრის ნაგებობაში სამი ოთახი განთავსდება. 

გადაბეჭდვის წესი