იპოთეკარები არჩილ ხაბაძესთან

 

იპოთეკარები აჭარის მთავრობის სახლთან | 30-01-2015

 

ოჯახები ადგილობრივი მთავრობისგან მესამე წელია დახმარებას და გრძელვადიანი სესხის მიღებას უშედეგოდ ითხოვენ.

„გვემუქრება გამოსახელბა, მევახშეები ყველა წუთში გვირეკავენ და გვეუბნებიან გამოგასახლებთო. მცირეწლოვანი ბავშვები და ავადმყოფები გვყავს. გადახდაზე ხომ არ ვამბობთ უარს, ვართ გადამხდელუნარიანი, მხოლოდ შეღავათი გვჭირდება, ნელ-ნელა გადავუხდიოთ მევახშეებს და ნუ წაგვარმთმევენ სახლებს“ – გვეუბნება ერთ-ერთი იპოთეკარი ნუნუ ანთაძე.

პაციენტი და დონორი და-ძმა ღვიძლის გადანერგვის შემდეგ

 

ვახო და ტატიანა მეგრელიშვილები
ვახო და ტატიანა მეგრელიშვილები

 

ტატიანა, როდის გაიგეთ თქვენი დიაგნოზის შესახებ?

 

სამი წლის წინ მითხრეს, რომ ღვიძლი მაწუხებდა, უშუალოდ დიაგნოზი – ღვიძლის უკმარისობა კი წელიწად-ნახევრის წინ დამისვეს, როცა თბილისიდან ისრაელში ბიოფსიის გასაკეთებლად გამაგზავნეს. სწორედ იქ მითხრეს, რომ ღვიძლის გადანერგვა მესაჭიროებოდა. ექიმებმა წელიწად-ნახევარი მომცეს. ისრაელიდან პასუხის მიღების შემდეგ გადავწყვიტე, რომ ეს ოპერაცია გამეკეთებინა. მაგრამ ეს ძალიან დიდ თანხასთან იყო დაკავშირებული, რადგან საზღვარგარეთ კეთდებოდა და ამის საშუალება არ იყო. ვერც წარმომედგინა, თუ ეს საქართველოში იქნებოდა შესაძლებელი. ისრაელიდან ჩამოვედი ბათუმში და რეფერალურ საავადმყოფოში კახა ქაშიბაძესთან მივედი. ვაჩვენე დიაგნოზი, რომ გამეგო, როგორ მოხდებოდა მკურნალობა და რა შედეგი ექნებოდა ამას. კახა ექიმმა კი, იმის გათვალისწინებით, რომ მდგომარეობა სტაბილური მქონდა, მითხრა, რომ იყო საშუალება ეს ოპერაცია საქართველოში ჩამტარებოდა, თუ ერთ წელს მოვიცდიდი, გადავწყვიტე დავლოდებოდი.

 

როცა შემოგთავაზეს ოპერაცია, გითხრეს რა შედეგები შეიძლება მოჰყოლოდა?

 

რა თქმა უნდა, თავიდანვე აგვიხსნეს და გვითხრეს, რომ ეს საკმაოდ რთული ოპერაცია იყო. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ოპერაცია საქართველოში პირველად ტარდებოდა, ჩემთვის მაინც არ იყო რთული ამ გადაწყვეტილების მიღება, რადგან მჯეროდა კახა ექიმის, რატომღაც თავიდანვე ისე განვეწყვე, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლიდა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი მომენტი იყო ხარჯიც, საზღვარგარეთ ამ ოპერაციისთვის ძალიან დიდი თანხა იყო საჭირო და ამას კიდევ დიდი დროც დასჭირდებოდა.

 

ეს ოპერაცია თქვენთვის უფასო იყო თუ დაგჭირდათ გარკვეული თანხის გაღება?

 

არა, ჩვენ აქამდე არანაირი ხარჯი არ გაგვიღია.

 

დონორი თავიდანვე განსაზღვრული იყო?

 

 არა, ის, რომ ღვიძლს ვახო გადმომინერგავდა, ოპერაციამდე რამდენიმე კვირით ადრე გადაწყდა. საქართველოს კანონმდებლობით მეგობრებს ან უცხოს არ შეუძლია, ორგანოს გადანერგვა, ამიტომ დონორს ნათესავებში ვეძებდით, მაგრამ ასეთი არავინ გამოჩნდა: ზოგს რაღაც სჭირდა, ზოგთან მე არ მქონდა თავსებადობა. ბოლოს როცა ოპერაციის დრო ახლოვდებოდა, დონორი კი არ გვყავდა, ჩემმა ძმამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მას გადმოენერგა ღვიძლი. ვერ ვიტყვი, რომ დიდი წინააღმდეგობა გავუწიე, თუმცა ძალიან განვიცდიდი, რა თქმა უნდა, არ მინდოდა, მისი სიცოცხლე, თუნდაც 10%-ით რისკის ქვეშ დამეყენებინა.

 

ვახო, გაგიჭირდათ ამ გადაწყვეტილების მიღება?

 

ვახო მეგრელიშვილი: ოპერაცია ახლოვდებოდა და ჩვენ დონორი არ გვყავდა. რა თქმა უნდა, ვიცოდი, რომ ეს საკმაოდ რთული ოპერაცია იყო, როგორც რეციპიენტისთვის, ისე დონორისთვის, რისკიც საკმაოდ მაღალი აქვს, მაგრამ დეტალებს – რას რა მოჰყვებოდა, არ ჩავეძიე, ამის ცოდნა ვერაფერში დამეხმარებოდა. მე, უბრალოდ, გავითავისე, რომ უნდა გამეკეთებინა და მორჩა. ეს არა მარტო ჩემი დისთვის, არამედ ჩვენი მშობლებისა და ჩემი დისშვილისთვისაც გავაკეთე.

 

გადაწყვეტილების მიღებაში დამეხმარა ისიც, რომ გასაუბრებისას კახა ექიმი გველაპარაკა პირდაპირ და გაჭრილად. მას არ უთქვამს, რომ მე გმირი ვიქნებოდი და ასე შემდეგ. კახა გეუბნება ყველაფერს პირდაპირ, სხვას შეიძლება ეს უხეშად მოეჩვენოს, მაგრამ ასე ჯობია. გარდა ამისა, გადაწყვეტილების მიღებაში დიდი როლი ითამაშა იმ ფაქტმაც, რომ ამ ოპერაციაში უცხოელი ქირურგებიც მონაწილეობდნენ.

 

იქამდე ექიმთან არ ვიყავი ნამყოფი, ნემსის მეშინოდა და ახლაც მეშინია. ახლაც არ მჯერა, შიში როგორ დავძლიე. ასე მგონია სხვა ვახო იყო, ვინც ეს გააკეთა. შიში ბოლო მომენტში ყველაზე მეტად გამიმძაფრდა, ისიც კი მომივიდა აზრად, საერთოდ ავმდგარიყავი და წავსულიყავი. ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ ასეა, შიშით მაგ დროს გაჟღენთილი ხარ. შემდეგ დონორებს ვურჩევ, რომ ოპერაციამდე ბოლო დღეს მარტო არ დარჩნენ, ელაპარაკონ ვინმეს მათთვის ავტორიტეტულს, ან სულაც ფსიქოლოგს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

 

ოჯახის წევრების, მეგობრების რეაქცია როგორი იყო თქვენს გადაწყვეტილებაზე,ცდილობდნენ თქვენს გადარწმუნებას?

 

ტატიანა: დიაგნოზის შესახებ ჩემმა ყველა მეგობარმა და ნათესავმა იცოდა, ხოლო როცა ოპერაციის საქართველოში ჩატარების შესახებაც შეიტყვეს, მეგობრებს ცოტა მძიმე რეაქცია ჰქონდათ. ეშინოდათ, რომ ექიმებს საკმარისი გამოცდილება არ ექნებოდათ, მეუბნებოდნენ როგორ ენდობიო, მაგრამ მე რატომღაც თავიდანვე მჯეროდა.

 

ვახო: როცა გადავწყვიტე ღვიძლი მე გადამენერგა, პირველი მამას ვუთხარი ამის შესახებ, რა თქმა უნდა, ძალიან ინერვიულა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ იყო. სხვებისთვის არაფერი მითქვამს, ახლო მეგობრებსაც მხოლოდ ბოლო მომენტში შევატყობინე.

 

როგორი იყო თქვენი რეაქცია ოპერაციის დასრულების შემდეგ, როცა პირველადმოგეცათ ერთმანეთთან შეხვედრის საშუალება?

 

ტატიანა: როგორც კი გონს მოვეგე, პირველ რიგში ჩემი ძმა ვიკითხე, როცა გავიგე, რომ ის კარგად იყო, დავმშვიდდი და დავიძინე. ჩემს ძმას ოპერაციიდან მეორე დღეს შევხვდი, როცა ააყენეს, მოვიდა და ფანჯრიდან ხელი დამიქნია.

 

ვახო: როცა ოპერაციის შემდეგ გავიღვიძე, პირველ რიგში ის გამიხარდა, რომ გავიღვიძე. თუმცა შიში ოპერაციის შემდეგაც მქონდა. მეშინოდა, რომ არ გართულებულიყო ჩვენი მდგომარეობა. იმაზეც ვფიქრობდი, რომ დარჩენილი ღვიძლის აღდგენის პროცესი არ წავიდოდა კარგად, რადგან ეს პროცესი ყველა დონორთან ინდივიდუალურია. თუმცა ბოლო ექოსკოპიამ უჩვენა, რომ 30-დან 40%-მდე უკვე აღდგა ჩემი ღვიძლი, სამი თვის შემდეგ კი იგი სრულად აღდგება.

 

რამდენ ხანს იწექით საავადმყოფოში?

 

ტატიანა: საავადმყოფოში ზუსტად 16 დღე ვიყავით, 5 დღე რეანიმაციაში და 11 დღე პალატაში. ოპერაციიდან სამი დღის შემდეგ შემეძლო სიარული, ასევე ვახოსაც, ის რამდენიმე დღით ჩემზე ადრეც კი გამოწერეს საავადმყოფოდან.

 

ახლა როგორ გრძნობთ თავს?

 

ტატიანა: ახლა დიეტაზე ვარ, დანიშნული მაქვს იმუნიტეტის დამწევი მედიკამენტები, რომელთა დოზებიც კონტროლდება. თავს უკეთესად ვგრძნობ, მართალია, ჯერ ცოტა სუსტად ვარ, მაგრამ შედეგს აშკარად ვგრძნობ. სამი თვის შემდეგ გარეთ გასვლაც შემეძლება, ექვსი თვის შემდეგ კი, რა თქმა უნდა, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, შევძლებ სრულიად ჩვეულებრივად ვიცხოვრო.

 

რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ის ფაქტი, რომ თქვენ პირველი ადამიანი ხართ, ვისაც საქართველოში ღვიძლის ტრანსპლანტაცია წარმატებით ჩაუტარდა?

 

ტატიანა: პირველ რიგში, ალბათ, მეტი პასუხისმგებლობის გრძნობა მაქვს, თუნდაც ის, რომ შენ აძლევ მაგალითს ყველა დანარჩენს, რომ არ შეშინდნენ, შეინარჩუნონ სიმშვიდე, ენდონ საკუთარ ექიმებსა და ღმერთს.

 

ვახო: არ ვიცი, თავს განსაკუთრებულად ვერ ვგრძნობ, ის კი ნამდვილად მიკვირს, შიში რომ დავძლიე. არ მინდა სხვა დონორები შევაშინო, უბრალოდ, მზად უნდა იყვნენ ამისთვის, რადგან არსებობს რისკები და ახლაც იმიტომ ვლაპარაკობ, რომ მათ იცოდნენ, ჩემთვის ძალიან დიდი შეღავათი იქნებოდა, რომ მცოდნოდა საქართველოში ვიღაცას ჰქონდა ჩემსავით გაცემული ღვიძლი და მან ეს გამოიარა.

 

 

 

 

 

 

ვაკანტური თანამდებობები აჭარის მთავრობაში

 

აჭარის მთავრობის სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტში ოთხი ვაკანტური თანამდებობაა: დეპარტამენტის უფროსის ანუ მაღალი რანგის საჯარო მოხელის თანამდებობაზე დასანიშნი პირი შესაძლებელია მთავრობის თავმჯდომარემ ერთპიროვნულადაც შეარჩიოს. სპეციალისტების შესარჩევად კი, კანონმდებლობა კონკურსის ჩატარებას ითვალისწინებს.

მთავრობის აპარატის საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის, როლანდ შარაშიძის ინფორმაციით, მთავრობის აპარატში ამ დროის მდგომარეობით 9 ვაკანტური თანამდებობაა, მათ შორის სამი არჩილ ხაბაძის სამდივნოში: ვაკანტურია თავმჯდომარის ორი მრჩევლისა და ერთი თანაშემწის თანამდებობა, მთავრობის თავმჯდომარეს ერთპიროვნულად ამ თანამდებობებზე დასანიშნი პირების შერჩევის უფლებამოსილება აქვს, თუმცა შეუძლია კონკურსის წესიც გამოიყენოს.

გარდა ამისა, ერთი ვაკანტური თანამდებობაა მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტში და ერთიც მონიტორინგის დეპარტამენტში.

”ორი მრჩევლის ვაკანსიაა. ერთ-ერთი გახლდათ კობა ჩხეიძე, რომელიც ბათუმის საკრებულოში აირჩიეს და მეორე – მაია ივანიშვილი დაინიშნა საარქივო სამმართველოს უფროსად. ხათუნა ნაყეური კი, რომელიც თავმჯდომარის თანაშემწედ მუშაობდა, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსად გადაიყვანეს. ეს თანამდებობა ირაკლი გორაძემ დატოვა, ის საერთაშორისო ორგანიზაციაში გადავიდა სამუშაოდ. მედიასთან ურთიერთობის სამსახურს კი, ერთი შტატი დაემატა”.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ვაკანტურია ადმინისტრაციული დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების მთავარი სპეციალისტის, ეკონომიკური განვითარების ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის განყოფილების უფროსის, ქონების მართვისა და პრივატიზების საინვესტიციო განყოფილების მთავარი სპეციალისტისა და მინისტრის თანაშემწის თანამდებობა. აქედან პირველი სამი თანამდებობა კანონმდებლობით საკონკურსოა, ხოლო თანაშემწეს მინისტრი დავით ბალაძე ერთპიროვნულად შეარჩევს. ეს თანამდებობები სამინისტროში გასული წლის ბოლოს შექმნეს. ხელმძღვანელის გარეშე მუშაობს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საწარმოთა მართვისა და სახელშეკრულებო მონიტორინგის დეპარტამენტი, თუმცა ეს თანამდებობა ვაკანტური არ არის, დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ლევან მჟავანაძეს უფლემოსილება პასუხისგებაში მიცემის გამო, გამოძიების დასრულებამდე შეუჩერდა. ძიება ჯერ არ დასრულებულა.

ვაკანტური აღარ არის ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დირექტორის თანამდებობა. ამ თანამდებობაზე შპს ”მშენებელი 2000”-ის დირექტორი ნოდარ თებიძე დაინიშნა. მანამდე ქარხნის დირექტორის თანამდებობას აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის, მედეა ვასაძის მაზლი ლევან ჯინჭარაძე იკავებდა. ის ერთ-ერთია მათ შორის, ვისი გათავისუფლებაც უმაღლეს საბჭოში ვიცე-სპიკერ მურმან დუმბაძის გუნდზე თავდასხმად შეაფასეს და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის გადაყენების პროცედურის დაწყების შესახებ განაცხადეს. ინჟინერი ნოდარ თებიძე დღემდე კერძო სექტორში მუშაობდა.

უკვე რამდენიმე თვეა ვაკანტურია განათლების მინისტრის ერთ-ერთი მოადგილის თანამდებობაც.
ამ დრომდე ვაკანტურია აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელის, ასევე აჭარის განათლების სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობები. სააგენტოს ხელმძღვანელმა თანამდებობა თავად დატოვა, უფრო ზუსტად კი იმავე სააგენტოში მოადგილის თანამდებობაზე დარჩა.

გახმაურებული გათავისუფლებებიდან დღემდე ექვს თვეზე მეტი გავიდა, რატომ ვერ მოხერხდა ამ დრომდე ახალი კადრების დანიშვნა? – როლანდ შარაშიძის განმარტებით, მთავრობამ კონკურსი გამოაცხადა, რომლის დასრულების შემდეგაც რიგი დეპარტამენტებისა დააკომპლექტეს, ზოგიერთ თანამდებობაზე კი მონაწილეებმა საკონკურსო ბარიერი ვერ გადალახეს. ”იმ თანამდებობებზე, რომლებთან დაკავშირებითაც მთავრობის თავმჯდომარე იღებს გადაწყვეტილებებს, მე ვერ გიპასუხებთ”, – ამბობს როლანდ შარაშიძე.

არჩილ ხაბაძე სტატიის მომზადების დროს სამუშაო ვიზიტით თურქეთში იმყოფებოდა. ”ვაკანტურ თანამდებობებზე კადრების დანიშვნის გაჭიანურება ბევრ კითხვას აჩენს”, – მიიჩნევს არასამთავრობო ორგანიზაცია ”თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” ხელმძღვანელი ასლან ჭანიძე: ”როდესაც ადამიანები გაათავისუფლეს სამსახურებიდან, გათავისუფლების მოტივები მაშინაც გაუგებარი იყო და ამ პროცესს პოლიტიკური სარჩულიც დაუდეს. თუ ამ დრომდე ვერ შეარჩიეს დასანიშნი კანდიდატურები, გამოდის, რომ მთავრობა არაეფექტურად მუშაობს. თუ იტყვიან, რომ კადრები ვერ შეარჩიეს, ეს უცნაური იქნება, აჭარაში ბევრ ადამიანს აქვს კომპეტენცია სხვადასხვა მიმართულებით… ხოლო თუ ეს თანამდებობები საჭირო არ არის, მაშინ გააუქმონ. რამდენ ხანს უნდა არჩევდეს მთავრობა კანდიდატურებს? – ან როგორ ფუნქციონირებს, თუ კადრებსაც კი ვერ არჩევს”.

ბათუმის საკრებულოს ოპოზიცია თავმჯდომარეს: ’’სამუშაო პირობები არ გვაქვს’’

 

საკრებულოს სხდომა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. ამ წუთებში საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი კირთაძე საკრებულოს „იაფი სახლის“ ახალ პროექტს წარუდგენს.  საკითხის წარდგენამდე მან წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ სხდომას ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი არ ესწრება.

საკრებულოს სხდომაზე მერის მისვლის საკითხი დღის წესრიგში მაშინაც მწვავედ იდგა, როცა საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობა გიორგი კირთაძეს ეკავა ბათუმის მერი კი რობერტ ჩხაიძე იყო. 

 

წერილები ბათუმის ციხიდან


ბათუმის საპყრობილე

პატიმარი რამაზ პატარაია: „სად-ის №3 დაწესებულებაში შემომასახლეს 2014 წლის 18 დეკემბერს №2 დაწესებულებიდან. 22 დეკემბერს შემასახლეს №111 საკანში, სადაც ვიყავი 27 დეკემბრამდე. ამ საკანში ჩემი ყოფნის დროს დაირღვა პატიმრობის შესახებ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 ნაწილი [ბრალდებულის საცხოვრებელი ფართობის ნორმა დაწესებულებაში არ უნდა იყოს 3 კვ. მეტრზე ნაკლები-ავტ], რაზეც არაერთხელ მივმართე ადმინისტრაციას, მაგრამ არანაირი რეაგირება არ ჰქონიათ: ტრავმის გამო მესაჭიროებოდა ნევროპათოლოგის კონსულტაცია და მაგიტურ-რეზონანსული კვლევის ჩატარება.

გამომდინარე იქიდან, რომ რეაგირეა არ მოჰყვა ჩემს კანონიერ მოთხოვნებს, 2014 წლის 27 დეკემბრიდან მივმართე პროტესტის უკიდურეს ზომას –  შიმშილობას, ამიტომ №118 მოშიმშილეთა საკანში გადამიყვანეს.

6 იანვარს დაახლოებით პირველ საათზე მოშიმშილეთა საკანში შემოვიდა დაწესებულების დირექტორი კახაბერ გველესიანი, რომელსაც საკნის გარეთ ელოდნენ ამავე დაწესებულების თანამშრომლები… გველესიანმა მკრა ხელი და ინერციით გამაგდო საკნის გარეთ, იქ მყოფ თანამშრომლებს უთხრა „დროზე გადაათრიეთ ფუქსშიო“. ციხის თანამშრომლებმა მ.მ. და ადმინისტრაციის კიდევ სამმა თანამშრომელმა გადამიგრიხეს ხელები და გამათრიეს ე.წ. ფუქსის მიმართულებით… აღსანიშნავია ის, რომ თვითდაზიანების შედეგად მიყენებული მრავლობითი ჭრილობით [მარცხენა ქვედა კიდურზე მიყენებული მაქვს მრავლობითი ჭრილობა], თან შიმშილობის მე-11 დღეს რომც მქონოდა სურვილი, ფიზიკურად ვერ გავუწევდი წინააღმდეგობას. მე მათ არაერთხელ მივმართე, რომ ძალის გამოყენება არ იყო საჭირო და ჩემი ნებით გავყვებოდი, მაგრამ მათ ამაზე რეაქცია არ ჰქონიათ. გზადაგზა გველესიანი მათ უმეორებდა – „გადაათრიეთ ერთი, გადაათრიეთო“.

ფუქსში მოთავსების შემდეგ მოვითხოვე ექიმი, რომელიც დამპირდა, რომ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას მიაწვდიდა ადმინისტრაციას, მაგრამ ჩემს ჯანმრთელობაზე ვერ აიღებდა პასუხისმგებლობას… 20 წუთში გადამიყვანეს კარცერში, დაახლოებით 20 საათამდე. მოშიმშილის კარცერში მოთავსება კანონით აკრძალულია.

კარცერიდან გადამიყვანეს სამედიცინო ნაწილში თვითდაზიანებული კიდურის გადასახვევად, სადაც ციხის მთავარი ექიმის, ზურაბ ორაგველიძის კაბინეტში დამხვდნენ უსაფრთხოებისა და რეჟიმების უფროსები… ექიმმა შემომთავაზა, რომ თუკი შევწყვეტდი შიმშილობას, 8 იანვარს სამოქალაქო საავადმყოფოში ჩემ გადაყვანას მოახერხებდა. მე დავთანხმდი.

ექიმი გაუშვეს ოთახიდან და მე შემომთავაზეს, რომ თუკი არ გავახმაურებდი ჩემ წინააღმდეგ პატიმრობის კოდექსის მე-15 მუხლის მე-3 ნაწილის დარღვევის ფაქტს, ასევე ე.წ. „ფუქსში“ და „კარცერში“ მოთავსების ფაქტებს, გამოიჩენდნენ კეთილ ნებას და პირად საქმეში არ ჩამიწერდნენ დარღვევას. მე ამაზეც დავთანხმდი. რის შემდეგაც დამაბრუნეს ჯერ კარცერში, შემდეგ დაახლოებით 20 საათისთვის შემასახლეს №211 საკანში“.

ამონარიდი კიდევ ერთი პატიმრის, ნუგზარ თაბაგარის წერილიდან:

„2014 წლის 29 დეკემბრიდან სად-ის მე-3 დაწესებულებაში შეიცვალა დირექტორი და ყველა მოადგილე. ახალმა დირექტორმა კახა გველესიანმა დაიწყო ჩემი წამება. განვმარტავ, რა ფორმით _ ჩემი ოჯახის წევრებს არ შემოაგზავნინა ამანათი: პური და სხვა საკვები. ამიკრძალა ამანათის მიღება, სატელეფონო კავშირი და მოკლევადიანი პაემნით სარგებლობა. გამაყუჩებლის მიღების უფლებას მხოლოდ დილით და საღამოს 10 საათზე მაძლევს დირექტორი. მე ტკივილისგან ფეხზე ვერ ვდგები. საკანში ისევ მარტო ვარ, სადაც ვიდეოთვალია დამონტაჟებული, ძალიან ცუდ პირობებში ვარ.
სამედიცინო დახმარება მჭირდება. 88 კილო ვიყავი ოთხი თვის წინ, ახლა კი 72 კილო ვარ… 2012 წელს მე სასჯელს ქუთაისის მორე დაწესებულებაში ვიხდიდი, იქაც დირექტორის მოადგილე კახა გველესიანი იყო. მან მე მაშინ მცემა…“

კიდევ ერთი პატიმრის, ედნარ ძნელაძის წერილიდან: „ახლა შექმნილი სიტუაციის გამო მინდა იცოდეთ – თუ რაიმე მომივიდა, თითქოსდა გაურკვეველ ვითარებაში, ეს იქნება ამ პიროვნებების ბრალი…“ პატიმარი კონკრეტულ სახელებსა და გვარებს ასახელებს.

ვინ არის კახაბერ გველესიანი?

ერთი თვის წინ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებსა და მე-3 საპყრობილის თანამშრომლებს ახალი დირექტორი პირადად წარუდგინა. მაშინ „ბათუმელების“ კითხვაზე – რა გამოცდილება აქვს გველესიანს და რა კრიტერიუმით შეარჩიეს ის ამ თანამდებობაზე, მინისტრმა თქვა: „ეს პირის პირადი ინფორმაციაა“. თუმცა, მინისტრმა დაადასტურა, რომ გველესიანს ქუთაისის მე-2 დაწესებულებაში დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

2013 წელს ომბუდსმენის მიერ მომზადებულ რეკომენდაციაში ვკითხულობთ: „პატიმრები ითხოვენ დაწესებულების დირექტორის კახა გველესიანის გათავისუფლებას და აცხადებენ, რომ თუ ზემოაღნიშნული პრობლემები არ მოგვარდა უმოკლეს დროში, ისინი უარს იტყვიან ანტიტუბერკულოზურ მკურნალობაზე და მიმართავენ პროტესტის უკიდურეს ზომას – შიმშილობას“.


კახაბერ გველესიანი

სახალხო დამცველის ამ რეკომენდაციიდან რამდენიმე დღეში მე-19 დაწესებულების დირექტორი კახაბერ გველესიანი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. სასჯელაღსრულების სამინისტროს მაშინდელი პრესსპიკერის, ირაკლი კორძაიას განცხადებით, გველესიანის დირექტორიბიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება სამინისტროს ხელმძღვანელობამ ერთობლივად მიიღო. მაშინ სამინისტროში თქვეს, რომ გველესიანის კადრების დაქვემდებარებაში გადაყვანა ომბუდსმენის განცხადებას არ უკავშირდებოდა.

სახალხო დამცველის პრესსამსახურში „ბათუმელებს“ განუმარტეს, რომ მე-3 დაწესებულების პატიმრების ახსნა-განმარტებებს ახლა სწავლობენ და დასკვნას უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებენ. პატიმრებს უკვე შეხვდა გიორგი ჩარკვიანი – სახალხო დამცველის წარმომადგენელი აჭარაში.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ არ უპასუხა პატიმრების პრეტენზიებსა და ბრალდებებს, რომ ციხის დირექტორი პატიმრების უფლებებს არღვევს. კითხვაზე, რა კრიტერიუმებით შეარჩიეს ციხის ახალი დირექტორი, სამინისტრომ წერილობით გვიპასუხა:

„კახაბერ გველესიანმა 2013 წელს, სახალხო დამცველის რეკომენდაციის შემდგომ, სასჯელაღსრულების #19 დაწესებულების დირექტორის თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა და კადრების განკარგულებაში გადავიდა. ეს ნაბიჯი ემსახურებოდა სასჯელაღსრულების აღნიშნულ დაწესებულებაში რეალური ვითარების გამოკვლევისთვის ხელშეწყობას და შესაბამისი შემოწმების შედეგად ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას. დადგინდა, რომ რეკომენდაციაში აღნუსხული რიგი მსჯავრდებულების მიერ მოყოლილი ფაქტები არ დადასტურდა. რის შემდეგაც კახაბერ გველესიანი #2 დაწესებულების დირექტორის მოადგილედ დაინიშნა. ამ პოზიციაზე მუშაობის დროს მან თავი გამოავლინა, როგორც კარგმა პროფესიონალმა და კეთილსინდისიერმა ხელმძღვანელმა, რომელიც ძალიან კარგად იცნობს პენიტენციურ სისტემას და გამოირჩევა როგორც კვალიფიციური მენეჯერი. სწორედ მისი პროფესიული უნარ-ჩვევების გათვალისწინებით 2014 წელს კახაბერ გველესიანი სასჯელაღსრულების #3 დაწესებულების დირექტორად დაინიშნა და დღესაც ინტენსიურად მუშაობს დაწესებულებაში არსებული პირობების გაუმჯობესებისთვის და უსაფრთხოების გაძლიერებისთვის… სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ყოველთვის იქნებიან პატიმრები, რომლებიც უკმაყოფილებას გამოხატავენ იმ წესებთან დაკავშირებით, რაც სასჯელაღსრულების დაწესებულებათა რეჟიმის კანონიერი და განუყოფელი ნაწილია“.

აგვისტოს ომის მონაწილეები ვეტერანის მოწმობის ძიებაში

 

გია ციმნარიძე
გია ციმნარიძე

გია ციმნარიძე 8 აგვისტოს ჭურვის აფეთქების შედეგად სოფელ ზემო ნიქოზში დაიჭრა. ის, უგონო მდგომარეობაში მყოფი, ალადაშვილის კლინიკაში ისე გადაიყვანეს, რომ არაფერი ახსოვს.

 

გია ციმნარიძე ჯარისკაცი აღარ არის. ის ბათუმში, სხვის ბინაში ცხოვრობს და შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაუძლეველ პრობლემად ექცა. ბოლო ერთი წელია კი ცდილობს მიიღოს „ვეტერანის მოწმობა“, რათა ისარგებლოს მათთვის კომუნალურ გადასახადებში დაწესებული შეღავათებით.

 

ერთი წლის წინ გია ციმნარიძე დოკუმენტების შესაგროვებლად ჯერ ბათუმიდან სენაკში გაუშვეს (სენაკის 21-ე ბატალიონში მსახურობდა), იქედან კი თბილისში, ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურში. თბილისში გია ციმნარიძეს უთხრეს, რომ ერთ თვეში გამზადებული მოწმობა ბათუმში, სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალში მოეკითხა. „ბევრჯერ ვიყავი. ბოლოს კი ტაბიძის 2-ში მითხრეს, რომ დოკუმენტები დაიკარგა და ისევ უნდა მიმეტანა. ეს თანხასთან არის დაკავშირებული, სენაკში ვეღარ წავედი“.

 

გია ამბობს, რომ მისთვის დამამცირებელი იყო ის მოპყრობა, როგორც მას „ტაბიძის 2-ში“ მოექცნენ.

 

გია ერთადერთი ვეტერანი არ არის, ვინც ბიუროკრატიის გამო დღემდე მოწმობის გარეშეა. ქობულეთში, ქვედა კვირიკეში მცხოვრები მინდია კახაძე 2013 წლის შემოდგომიდან ცდილობს კუთვნილი მოწმობის მიღებას. ისიც აგვისტოს ომის მონაწილეა. მინდიამაც შეაგროვა დოკუმენტები და წარუდგინა ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურს. მას დოკუმენტი ერთ თვეში გამოუგზავნეს, მაგრამ გვარი შეცდომით ჩაწერეს –  კახაძის ნაცვლად კახიძე.

 

მინდია კახაძე
მინდია კახაძე

შეცდომით გაცემული მოწმობა მინდიამ ისევ თბილისში ჩაიტანა, სადაც დააწერინეს განცხადება და დაჰპირდნენ, რომ ბათუმში გამოუგზავნიდნენ გასწორებულ ვერსიას. რამდენიმე თვის შემდეგ კი აუხსნეს, რომ დოკუმენტები გაიბნა, ამიტომ მიმართოს ადგილობრივი პოლიციის განყოფილებას ვეტერანის მოწმობის დაკარგვის თაობაზე, რის საფუძველზე გასცემენ ხელახალ მოწმობას.

 

მინდია ამბობს, რომ მას არაფერი დაუკარგავს, ამიტომ მოწმობის გარეშეც რომ დატოვონ, მაინც არ დაწერს პოლიციაში განცხადებას.

 

„ბათუმელები“ არკვევდა, რატომ სჭირდებათ ყოფილ ჯარისკაცებს ერთი წელი და მეტი დრო იმისთვის, რომ „ვეტერანის მოწმობა“ მიიღონ ან რატომ არ შეიძლება მათ მიერ ომში მონაწილეობა სახელმწიფომ გაადამოწმოს ბიუროკრატიის გარეშე, ვთქვათ, ელექტრონულად? ამის პასუხად საქართველოს ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურში გვითხრეს, რომ მინდია კახაძის მოწმობა შემდეგ კვირაში იქნება ბათუმში.

 

ამ სამსახურის აჭარის სამმართველოს ხელმძღვანელის, თემურ ზაქარაძის თქმით კი, თუ კახაძეს არ სურს მიმართოს პოლიციას, ეს მისი უფლებაა. რაც შეეხება გია ციმნარიძეს – „თუ ჩვენთან მოვა, დავეხმარებით შესაბამისი განცხადების, ანკეტის შევსებასა და გაგზავნაში. შემდეგ კი მიღებული დოკუმენტების საფუძველზე გასცემენ ვეტერანის მოწმობას“.

 

კითხვაზე, თუ ეს შესაძლებელი იყო, რატომ აქამდე არ დაეხმარეთ ვეტერანს, თემურ ზაქარაძე ამბობს, რომ აგვისტოს ომის მონაწილე ბევრი ჯარისკაცი ცხოვრობს ბათუმში და ყველა არ ახსოვს. თუმცა, გია ციმნარიძე აქამდეც არაერთხელ შეხვდა უშუალოდ თემურ ზაქარაძეს და ამის დადასტურება იმ ხელნაწერითაც შეიძლება, რომელიც, როგორც თვითონ ამბობს, მას სამმართველოს ხელმძღვანელმა მისცა. ფურცელზე წერია იმ დოკუმენტების ჩამონათვალი, რომლებიც „ბათუმელებთანაც“ გაიმეორა თემურ ზაქარაძემ: „საბრძოლო მოქმედების ზონაში მივლინებისა და მივლინებიდან დაბრუნების შესახებ ბრძანებები. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური დოკუმენტების განხილვის შემდგომ ანიჭებენ სტატუსს, გამზადებული მოწმობა ჩამოდის ჩვენთან – რეგიონულ სამმართველოში“.

კრიმინალი ბათუმში


გენო გელაძე
გენო გელაძე

გარდა იმისა, რომ ბათუმში ერთი კვირის განმავლობაში ორი ავტომანქანა დაიწვა და 50 წლის ქალს თავს დაესხნენ, საქართველოში მოხდა უპრეცედენტო შემთხვევაც,  – მამა ააფეთქეს შვილის საფლავზე. რაზე მეტყველებს თუნდაც ეს ბოლო შემთხვევები?  

 

კრიმინალი ყოველთვის ხდება განვითარებულ ქვეყანაშიც და განუვითარებელშიც. ვერც იმას ვიტყვით, რომ უსაფრთხო იყო ოდესღაც გარემო. ვერ ვხედავ გამოსავალს იმაში, რომ სასჯელი გავამკაცროთ. პრობლემა არის სოციალური ფონი, გაჭირვება, ვალუტის კურსი, უმუშევრობა და ა.შ. ეს ყველაფერი ქმნის აგრესიულ გარემოს. ქუჩაში აგრესიული, გაბრაზებული სახით დადიან ადამიანები, ყველას თავისი პირადი პრობლემები აქვს, რომელიც შემდეგ ხან ოჯახურ კონფლიქტებში გადაიზრდება და ზოგჯერ კრიმინალში.  

 

კრიმინოგენული სიტუაციის გაუარესებას ამნისტიის შედეგად პატიმართა მასობრივ გათავისუფლებას აბრალებდა მოსახლეობა, ეს ბოლო ფაქტები ამის გამოძახილია?

 

თუკი ვიტყვით, რომ გარემო უსაფრთხო იმიტომ იყო, რომ ბევრი ადამიანი იჯდა ციხეში, ეს არ არის ასე. არავის გამოუქვეყნებია კვლევა იმაზე, რომ დანაშაულს მხოლოდ ამნისტირებული ადამიანები სჩადიან. არიან ამნისტირებულებიც და სხვა მოქალაქეებიც. მე აქტიური შეხება მაქვს ციხიდან გამოსულ ადამიანებთან და მეტ-ნაკლებად ვიცი ეს სიტუაცია. ვფიქრობ, ამდენი აგრესია მაინც სოციალური პრობლემებით არის გამოწვეული. ბანკების სესხი, ფაქტობრივად, ყველა ადამიანს აქვს საქართველოში და ყოველ დღე ვუყურებთ, როგორ უარესდება ჩვენი ფინანსური მდგომარეობა. ეს ყველაფერი ბუნებრივია გვაბოროტებს და დანაშაულის უმეტესობაც ძირითადად ქურდობას, ყაჩაღობას უკავშირდება. რაც შეეხება ვაზაგაშვილის აფეთქებას, ეს უკვე ორგანიზებული დანაშაულია და ცხადია, არ უკავშირდება სოციალურ ფაქტორებს. უფრო მასებზე ზემოქმედების მანიშნებელია, რომ ქვეყანაში არის განუკითხაობა და არეულობა, რომ ძალოვანი უწყებები ვერ დგანან თავიანთ სიმაღლეზე. 

 

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ყველაფერი პოლიციის და სხვა სამართალდამცავი უწყებების სუსტი მუშაობის შედეგია?

 

 რა თქმა უნდა. ასეთ ფაქტებს უფრო ეფექტური გამოძიება სჭირდება. დანაშაულს იწვევს გაწელილი, გამოუძიებელი საქმეებიც, ე.წ. სამართლიანობის აღდგენის პროცესის გაჩერება. როცა რაღაც საქმეზე გამოძიებას დაიწყებ და განაცხადებ, რომ დროულად იქნება გამოძიებული, უნდა გამოიძიო. დაუცველობის განცდას იწვევს გახმაურებული საქმეების გამოუძიებლობა, თორემ გაუხმაურებელი ფაქტები განწყობებზე არ აისახება. თუმცა, არც იმის მომხრე ვარ, რომ უაზრო მტკიცებულებებით გამოვკეტოთ ადამიანები ციხეში და გახსნილი საქმეები დავარქვათ. ბავშვის მკვლელობის გამოძიება [ბარბარე რაფალიანცის საქმე] იყო დაწყებული და ვერაფერი გამოიძიეს, ეროსი კიწმარიშვილს რა მოუვიდა არავინ იცის და ასეთი არაორგანიზებულობა იწვევს დაუცველობის განცდას.

 

ორი წელი საკმარისი იყო იმისთვის, რომ სამართალდამცავი ორგანოების მუშაობა უფრო ქმედითი გამხდარიყო?

 

როცა გეუბნებიან, რომ  მთავარი პროკურორი გყოლია კანონთან კონფლიქტში მყოფი, გენერალური ინსპექციის უფროსი, მთავარ პროკურატურაში – უდიპლომო… ასეთი პრობლემები არ უნდა გქონდეს იმ უწყებაში, რომელმაც ძლიერი და ეფექტური გამოძიება უნდა აწარმოოს.

 

თქვენ თუ გაქვთ იმის განცდა, რომ ღამის საათებში ქალაქში გადაადგილება უკვე საშიშია?

 

მე შეიძლება არ მაქვს ამის განცდა, მაგრამ გაცხადებულმა დანაშაულებებმა რომ მოიმატა, ეს ფაქტია. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არ შეიძლება მხოლოდ ამნისტირებულ ხალხს დავაბრალოთ. თუ სოციალური ფონი არ მოგვარდა, შეუძლებელია კრიმინოგენული პრობლემა მოაგვარო. ან ისე უნდა მოაგვარო, როგორც „მოაგვარა“ სააკაშვილმა, ათი-ოცი ათასი კაცი ჩასვა ციხეში და ამით შეიძლება შეამცირო ვითარება. სოციალური ფონის გამოსწორებაზე არც წინა ხელისუფლებას უზრუნია, მან, უბრალოდ, ადამიანების ციხეში გამოკეტვა ამჯობინა.

 

არის ვარაუდი, რომ ავტომანქანების დაწვა თუ ცალკეული მკვლელობები შეიძლება უკავშირდებოდეს ყოფილ და მოქმედ ხელისუფლებებს შორის ანგარიშსწორებას, რამდენად ახლოსაა ეს აზრი რეალობასთან? ან რამდენად ნორმალურია, როცა მოქმედი ხელისუფლება ლამის ყველა დანაშაულის წყაროდ ყოფილ ხელისუფლებას მოიხსენიებს?

 

მოქმედმა ხელისუფლებამ ნამდვილად უნდა აგოს პასუხი იმაზე, რასაც ხალხს ჰპირდებოდა. ხალხი იმაზეც გაბოროტდა, რომ სამართლიანობის აღდგენის არათუ რაიმე პროცესი დაიწყეს, ნიშანწყალიც კი არ შეინიშნება. ბევრი ადამიანი შურისძიებით არის განწყობილი და ბევრი ასრულებს ალბათ, ამაშიც რაღაც ლოგიკაა, რადგან, არიან ადამიანები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ უკანონოდ დააკავეს, დააპატიმრეს, შემდეგ აწამეს, უამრავი განცხადება შეიტანეს დამნაშავეების დასჯის მოთხოვნით და რეაგირება არ არის. როცა სამართლიანობას სახელმწიფო ვერ აღადგენს, ყველა ქვეყანაში მოქალაქეები ცდილობენ თავისი ხელით აღადგინონ ეს პროცესი. ცუდია, მაგრამ ფაქტია, ეს ხელისუფლების სისუსტეა.

წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია ოზურგეთში

 

პროექტის ფარგლებში, 30 კილომეტრიან მონაკვეთზე ამორტიზებული მილების გამოცვლა და სატუმბი სადგურიდან გამომავალი მილსადენისა და ქალაქის ცენტრალური უბნების გამანაწილებელი ქსელების რეაბილიტაცია ხორციელდება.   მოძველებული და ამორტიზებული წყალსადენი, ქალაქის მთლიან  ქსელში ხშირ დაზიანებებს იწვევს.  იზრდება წყლის დანაკარგი,  წნევა არასტაბილური  ხდება  და სასმელი წყლის მიწოდებაც იზღუდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ ოზურგეთის 10.300 მაცხოვრებელი მაღალი ხარისხის წყალს გაუმჯობესებული გრაფიკით მიიღებს.  

 

პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „მუნიციპალური განვითარების ფონდი“ და „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. სამუშაოებზე 22 ადამიანია დასაქმებული. მათი უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეა. 

დოპინგის მოხმარებისთვის დისკვალიფიცირებული სპორტსმენი ფედერაციის პრეზიდენტად

 

 

ოთარ თავართქილაძე
ოთარ თავართქილაძე

აჭარის მკლავჭიდის ფედერაცია 2008 წლის 3 დეკემბერს დარეგისტრირდა. ფედერაცია რამინ შავაძემ, გივი მამულაძემ, თემურ ლიპარტაშვილმა, ია ქამადაძემ და ეკატერინე გვიანიძემ დააფუძნეს და პრეზიდენტად რამინ შავაძე აირჩიეს. ექვსი წლის განმავლობაში ფედერაცია ხელმძღვანელობდა სხვადასხვა სახის ტურნირს, მათ შორის აჭარის პირველობებს, ჩამოაყალიბა აჭარის ნაკრები, რომელიც მონაწილეობდა საქართველოს ჩემპიონატებში და მსოფლიოსა და ევროპის პირველობებზე. 2011 წელს ფედერაციას ჰყავდა გოგონებში ორგზის ევროპის პრიზიორი მარინე ფუტკარაძე, 2014 წელს კი მსოფლიო ჩემპიონი მერაბ კაკაბაძე და მსოფლიოს პრიზიორი ლევან პოღოსიანი. ფედერაციას ჰყავდა ერთ-ერთი გამორჩეული მკლავჭიდელი ოთარ თავართქილაძე, რომელმაც აჭარიდან დიდებს შორის პირველმა მოიგო საქართველოს ჩემპიონობა, ასპარეზობდა, როგორც ევროპის, ასევე მსოფლიოს ჩემპიონატებზე. ამ სპორტსმენების პირადი მწვრთნელი რამინ შავაძე იყო.

 

2014 წლის 31 ივნისს კიდევ ერთი, „აჭარის მკლავჭიდის რეგიონალური ფედერაცია“ დარეგისტრირდა. საჯარო რეესტრში რეგისტრირებული დოკუმენტაციის მიხედვით, ფედერაციის პრეზიდენტად დაინიშნა ოთარ თავართქილაძე, გამგეობის შემადგენლობა კი ოთხი წევრისგან ჩამოყალიბდა – ნინო მახარაძე, მურმან ჯორბენაძე, ოთარ თავართქილაძე და რამინ (იგივე გოჩა) შავაძე.

 

ფედერაციებს, როგორც იურიდიულ პირებს, აქვთ არსებობის უფლება, თუმცა მათგან აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი მხოლოდ ერთი ფედერაციის ტურნირებს დააფინანსებს. როგორც აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლაშა ჩავლეშვილი, ამბობს დეპარტამენტი ყოველთვის ცნობს და თანამშრომლობს იმ ფედერაციასთან, რომელსაც აღიარებს საქართველოს ეროვნული ფედერაცია.

 

არსებობს ოფიციალური დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც საქართველოს მკლავჭიდის ეროვნული ფედერაცია ცნობს და აღიარებს აჭარის მკლავჭიდის რეგიონალურ ფედერაციას და მის პრეზიდენტს ოთარ თავართქილაძეს. წერილი მკლავჭიდის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის სოსო ჯაჭვლიანის მიერ გადაგზავნილია აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსის, დავით მიქელაძის სახელზე 2014 წლის 19 დეკემბერს.

2014 წლის 24 სექტემბერს აჭარის მკლავჭიდის ფედერაციამ პრეზიდენტის თანამდებობიდან გაათავისუფლა რამინ შავაძე და მის ნაცვლად გივი მამულაძე დანიშნა.

 

აჭარის მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი გივი მამულაძე არ ცნობს აჭარის მკლავჭიდის რეგიონალურ ფედერაციას. ის ამბობს, რომ ფედერაცია არალეგიტიმურია და მისი პრეზიდენტი დოპინგის მოხმარებაშია მხილებული.

 

„არ შეიძლება დოპინგირებული სპორტსმენი იყოს არათუ სპორტული დაწესებულების ხელმძღვანელი, მას სპორტსმენებთან ახლოს მიკარებაც კი ეკრძალება. დღეის მდგომარეობით მოქმედი ფედერაცია ჩვენ ვართ. ჩვენთან შეთანხმების გარეშე, სხვას არავის არ აქვს ოფიციალური ტურნირების ჩატარების უფლება“.

 

ეს ინფორმაცია საქართველოს ეროვნულ ანტიდოპინგურ სააგენტოში დაადასტურეს. სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციით, ოთარ თავართქილაძემ არასაშეჯიბრო პერიოდში გაიარა აღმოსავლეთ ევროპის რეგიონალური ანტიდოპინგური ორგანიზაციის მიერ ორგანიზებული დოპინგ-კონტროლი 2014 წლის 11 აპრილს თბილისში.  სპორტსმენის სინჯის ანალიზი 2014 წლის 26 ივნისს ავსტრიაში გაკეთდა და დაუდგინდა დოპინგის მოხმარება, რადგან სპორტსმენის ორგანიზმში აღმოჩნდა მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ შემუშავებულ აკრძალულ სიაში შემავალი ნივთიერებები – ნორანდროსტერონი, ნონდროლონის მეტაბოლიტი და ანაბოლური სტეროიდი.  ამ ანალიზის საფუძველზე საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით ოთარ თავართქილაძეს ორწლიანი დისკვალიფიკაცია აქვს 2014 წლის 3 ივლისიდან 2016 წლის 3 ივლისამდე.

 

დისკვალიფიკაციის წესები რეგულირდება მსოფლიოს ანტიდოპინგური კოდექსისა და საქართველოს ანტიდოპინგური წესების მიხედვით, რომლის თანახმადაც დისკვალიფიკაციის პერიოდში არც ერთ დისკვალიფიცირებულ პირს არანაირი სახით არა აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს შეჯიბრებებში ან სხვა ღონისძიებებში, ეკრძალება მონაწილეობა შიდა და საერთაშორისო შეჯიბრებებში.

 

აქვს თუ არა დისკვალიფიცირების პერიოდში ოთარ თავართქილაძეს უფლება დარჩეს ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობაზე? – საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს ვიცე-თავმჯდომარე თეიმურაზ უკლება „ბათუმელებთან“ განმარტავს, რომ არა აქვს და ეს განსაზღვრულია მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსის მე-10 მუხლის პუნქტებში.

ოთარ თავართქილაძე ამბობს, რომ ის შეჯიბრებებში არ მონაწილეობს და მხოლოდ მენეჯმენტურ საქმიანობას ეწევა, ამიტომ მისთვის გაუგებარია უკრძალავს თუ არა მენეჯმენტურ საქმიანობას მსოფლიოს ანტიდოპინგური კოდექსი, სადაც ამის შესახებ კონკრეტულად არაფერია ნათქვამი.

 

რატომ სცნო ეროვნულმა ფედერაციამ დისკვალიფიცირებული სპორტსმენი ფედერაციის პრეზიდენტად, თუკი ეს ეწინააღმდეგება ანტიდოპინგურ წესებს?

 

„ის, რომ დისკვალიფიცირებული იყო, ეს მე როგორ არ ვიცოდი, მაგრამ მითხრეს, რომ მას  ჰქონდა მენეჯერული საქმიანობის უფლება“, – ამბობს საქართველოს მკლავჭიდის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი სოსო ჯაჭვლიანი, რომელიც საქართველოს პარლამენტის წევრია.

 

როგორ აღმოჩნდა სპორტსმენის ორგანიზმში დოპინგი? ოთარ თავართქილაძე „ბათუმელებს“ განუმარტავს, რომ აკრძალულ ნივთიერებებს შეიძლება ის ვიტამინები შეიცავდა, რომელსაც ის სპორტული დანამატის სახით იღებდა. „რამდენიმე სახის ვიტამინს ვიღებდი. ჩვეულებრივი სპორტული დანამატია. ეტყობა რომელიმეში ასეთი ხარვეზი იყო. რადგან სპორტული კვების დანამატები, რომლებიც გასაყიდად შემოდის საქართველოში, არ კონტროლდება“.

 

მსოფლიოს ანტიდოპინგური კოდექსის მე-10 მუხლის მიხედვით (10.3.2. 2.7 აკრძალული ნივთიერების ან მეთოდის ტრეფიკინგი, ან ტრეფიკინგის მცდელობა) ის პირი, ვისი დანაშაულითაც მოხდა სპორტსმენის მიერ ანტიდოპინგური წესების დარღვევა, ან ვინც დაფარა დანაშაული, უნდა დაისაჯოს უფრო მკაცრად.

 

სად და რა დასახელების სპორტული კვების ვიტამინებს იძენდა ოთარ თავართქილაძე? – ის ამბობს, რომ ვიტამინებს თბილისში ყიდულობდა, რამდენჯერმე კი ვიტამინების ელექტრონულად შეძენაში აჭარის მკლავჭიდის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, თემურ ლიპარაშვილს სთხოვა დახმარება.

 

დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლაშა ჩავლეშვილი ამბობს, რომ დეპარტამენტს ეკრძალება დოპინგირებულ სპორტსმენთან თანამშრომლობა და იმ შემთხვევაში, თუ ალტერნატიული გზები ან ალტერნატიული ფედერაცია არ მოიძებნა აჭარაში, მკლავჭიდის ფედერაციას დეპარტამენტი აღარ დააფინანსებს:

 

„ჩვენ გვეკრძალება დოპინგირებულ სპორტსმენთან ურთიერთობა. ოთარი არის მსხვერპლი, რადგან მან მიიღო ის მედიკამენტები, რაც ვარჯიშის დროს ურჩიეს“.

 

აჭარის მკლავჭიდის რეგიონალური ფედერაციის გენერალური მდივნის, რამინ შავაძის ინფორმაციით, ფედერაციაში მიმდინარეობს ცვლილება და იგეგმება ფედერაციის ახალი პრეზიდენტისა და გამგეობის წევრების დაკომპლექტება. თუკი ცვლილება მოხდება, აჭარაში მკლავჭიდის ფედერაცია კვლავ მიიღებს დაფინანსებას დეპარტამენტისაგან.

 

აჭარის მკლავჭიდის რეგიონალური ფედერაციის ტურნირები დეპარტამენტს ჯერ არ დაუფინანსებია.

“ნული საათი” ბათუმში, 5 თებერვლიდან

 

„ნული საათი“ აგებულია კინოსა და თეატრს შორის არსებულ ურთიერთობაზე, მაყურებელი დიდ ეკრანზე უყურებს ცოცხალ შესრულებას, რომელიც ხორციელდება წინა და უკანა პროექციებს შორის. 


„ფილმის ჩარჩოებში მოქცეული, საყოველთაოდ ცნობილი რეჟისორისა და შემოქმედებითი ჯგუფის მიერ შექმნილი „ნული საათი“ არაჩვეულებრივად ახდენს ცოცხალი წარმოდგენის შერწყმას წინასწარ ჩაწერილ ფილმთან, ანიმაციასთან, კომპიუტერულ იმიჯებთან  და ამ ყოველივეს მეშვეობით ქმნის სამყაროს, სადაც ადამიანური ურთიერთობები ისტორიულ მოვლენათა ეპიცენტრშია.  ეს წარმოდგენა ამავდროულად არის თავდავიწყებამდე რომანტიკული და ტკივილამდე შეპყრობილი (სექსით, ბავშვებით, სიკვდილით, მეორე მსოფლიო ომით და დროში მოგზაურობით) და უშუალოდ ახდენს imitating the dog კომპანიისთვის დამახასიათებელი ინოვაციური თხრობის დემონსტრირებას“ – აღნიშნულია ბათუმის მუსიკალური ცენტრის მიერ მოწოდებულ პრესრელიზში. 

 

სპექტაკლში   ბათუმის ი. ჭავჭავაძის  სახელობის სახელმწიფო  დრამატული  პროფესიული თეატრის მსახიობები მონაწილეობენ. 


„ნული საათის“ დადგმა საქართველოში წარმოადგენს კომპანიის  imitating the dog-ის, ბათუმის მუსიკალური ცენტრისა და ბათუმის დრამატული თეატრის ერთობლივ ნამუშევარს. წარმოდგენის მხარდამჭერები არიან აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ბრიტანეთის საბჭო.


მოსწავლეთა საგნობრივი ოლიმპიადა იწყება

 

საგნობრივი ოლიმპიადა ჩატარდება ორ ტურად შემდეგ საგნებსა და კლასებში:


ქართული ენა და ლიტერატურა – VII, VIII, IX,  X,  XI-XII კლასები;

მათემატიკა – VII, VIII, IX,  X,  XI-XII კლასები;

ინგლისური ენა – VII, VIII, IX,  X,  XI-XII კლასები;

ფიზიკა – IX,  X,  XI-XII კლასები;

ქიმია – X,  XI-XII კლასები;

ბიოლოგია – IX,  X,  XI, XII კლასები.


რუსული სექტორის მოსწავლეებისათვის ფიზიკაში, მათემატიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში  ოლიმპიადა ჩატარდება რუსულ ენაზე.

სექტემბერში ბათუმში ახალი უნივერსიტეტი გაიხსნება

 

სტამბოლის, ბერლინისა და ვაშინგტონის შემდეგ „BAU“ რიგით მეოთხე უნივერსიტეტს ბათუმში 2015 წლის სექტემბერში გახსნის. პირველ სასწავლო წელს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება სამედიცინო სპეციალობის 50 სტუდენტს მიიღებს. ამჟამად მიმდინარეობს სასწავლებლის ავტორიზაცია-აკრედიტაციის პროცესი. 

 
უნივერსიტეტში სწავლა ინგლისურ ენაზე წარიმართება, ლექციებს ქართველი და უცხოელი სპეციალისტები წაიკითხავენ. სამომავლოდ სასწავლებელი სტუდენტთა მიღებას სხვა სპეციალობებზეც გეგმავს.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს უფროსისა და მისი ოჯახის წევრების ქონება

თენგიზ ცინცაძე
თენგიზ ცინცაძე

ბათუმის ცენტრში, საბაჟოს ქუჩის 4/6-ში მდებარე შენობის ერთ მესამედზე მეტი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილემ, ამ დროისთვის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა თენგიზ ცინცაძემ გასულ წელს დაირეგისტრირა. რეესტრის მონაცემების მიხედვით, შენობის დაზუსტებული ფართობი სხვენის ჩათვლით 535 კვადრატული მეტრია, აქედან 382,57 კვადრატული მეტრი (სხვენის ჩათვლით) თენგიზ ცინცაძის საკუთრებაა.

„ეს ადრე ვიყიდე, დამწვარი სახლია. თუ იყავით მისული მიხვდებოდით, რომ იქ არ იცხოვრება“, – უთხრა თენგიზ ცინცაძემ „ბათუმელებს“.

თენგიზ ცინცაძე დედასთან და ძმასთან ერთად თანასაკუთრებაში ფლობს ასევე საცხოვრებელ ბინას ბათუმში, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე #47-ში. ამ ბინის გარდა თენგიზ ცინცაძის დედის – ნაზი ბერიძის სახელზე საჯარო რეესტრში კიდევ ორი ბინა გორგილაძის ქუჩაზე მშენებარე სახლში (მთლიანობაში 155,4 კვ/მ) და ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე რამდენიმე კომერციული ფართობი იძებნება, სადაც ამ დროსთვის ტექნიკის მაღაზია, სილამაზის სალონი, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი, ლომბარდი და სხვადასხვა კომერციული ობიექტია განთავსებული. რეესტრის მიხედვით ეს ქონება თენგიზ ცინცაძის დედამ 2015 წელს დაირეგისტრირა.

რეესტრის მონაცემების მიხედვით, მთლიანობაში თენგიზ ცინცაძის დედის ნაზი ბერიძის ქონება ასე გამოიყურება:

ბათუმში, . გამსახურდიას ქუჩაზე, #47-ში, პირველ სართულზე საცხოვრებელი ფართობი 32,40 კვ/;

ბათუმში, . გამსახურდიას ქუჩაზე, #47-ში, პირველ სართულზე არასაცხოვრებელი ფართობი 9,15 კვ/;

ბათუმის ცენტრში, გორგილაძის ქუჩაზე მშენებარე კორპუსში, #166ში, მე11 სართულზე 62 კვ/ ბინა;

ბათუმის ცენტრში, გორგილაძის ქუჩაზე მშენებარე კორპუსში, #114-ში მე-11 სართულზე 93,40 კვ/ ბინა;

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, #11-ში 39,60 კვ/ არასაცხოვრებელი ფართობი

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, #9-ში 55,51კვ/ არასაცხოვრებელი ფართობი;

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, #9-ში 26,50კვ/ არასაცხოვრებელი ფართობი.

 

 

კომერციული ფართობები ჭავჭავაძის ქუჩაზე

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ჭავჭავაძის ქუჩაზე არსებული არასაცხოვრებელი ფართობი, სადაც ახლა კომერციული ობიექტებია განთავსებული, თენგიზ ცინცაძის დედამ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინიტროსგან აუქციონის წესით 2008 წელს შეისყიდა (ოქმი #13; 117; 118; 119: ოქმები ნოტარიუსმა მ. ჭინჭველიშვილმა დაამოწმა). ამ დროს თენგიზ ცინცაძეს ჯერ „ბათუმის თამბაქოს კომბინატის“ გაკოტრების მმართველის, შემდეგ კი ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საწარმოთა მართვისა და სახელშეკრულებო მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეკავა.

ხომ არ დაეხმარა ნაზი ბერიძეს სახელმწიფოსგან ქონების შეძენაში შვილის თანამდებობრივი მდგომარეობა? – ამაზე თენგიზ ცინცაძე პასუხობს, რომ ნაზი ბერიძემ  ქონება ღია აუქციონის წესით შეისყიდა.

ჭავჭავაძის ქუჩაძე ნაზი ბერიძის საკუთრებაში განთავსებულ კომერციულ ობიექტებში მომუშავეებიდან ადგილზე მესაკუთრის სახელი და გვარი არავინ იცის. ერთ-ერთმა მეწარმემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მესაკუთრე ვინმე შაქარაძეა:

„ოცი წელია აქ ვმუშაობთ, სხვა მესაკუთრე მე არ ვიცი“. შემდეგ კი იმავე პიროვნებამ გვერდით მომუშავე ქალს ხელით ანიშნა (რეესტრის მონაცემებით მეზობელი ობიექტიც ნაზი ბერიძის საკუთრებაა-ავტ.), რომ „ბათუმელების“ მიერ დასმულ კითხვებზე პასუხი არ გაეცა, რაც ქალბატონმაც გაითვალისწინა.

თენგიზ ცინცაძე „ბათუმელებთან“ ირწმუნება, რომ დედის ქონებასთან მას კავშირი არ აქვს. „დედაჩემი ჩემთან არ ცხოვრობს, ოჯახის წევრად არ ითვლება. გამომდინარე აქედან მისი ქონების შესახებ არც ერთ კითხვას არ ვუპასუხებ“, – განაცხადა თენგიზ ცინცაძემ, თუმცა მან კითხვებს ნაწილობრივ მაინც უპასუხა: „დედაჩემს აქვს საინტერესო ბიზნესი, რომელიც თავისას იხდის“. თუმცა, ნაზი ბერიძის სახელზე დარეგისტრირებული დოკუმენტები, რითაც მისი ბიზნესსაქმიანობა დადასტურდება, „ბათუმელებმა“ საჯარო რეესტრში ვერ აღმოაჩინა.

„ჩვენ ძალიან დიდი ვალები გვაქვს ბანკში“, – აცხადებს თენგიზ ცინცაძე, რაც რეესტრის მონაცემების მიხედვით გარკვეულწილად დასტურდება: ჭავჭავაძის #9-სა და #11-ში რეგისტრირებული ქონება „საქართველოს ბანკის“ მიერ იპოთეკით არის დატვირთული.

თენგიზ ცინცაძეს მიაჩნია, რომ მისი ქონებრივი მდგომარეობის შესახებ „ბათუმელები“ არ უნდა დაინტერესდეს, შესაბამისად, ეს ინფორმაცია არ უნდა გასაჯაროვდეს, რადგან ის სიპის ხელმძღვანელია და ქონებრივი დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება არ აქვს: „თუმცა დასამალიც არაფერი აქვს“.

სიპის ხელმძღვანელს კანონი ქონებრივი დეკლარაციის წარდგენის მოვალეობისგან მართლაც ათავისუფლებს, თუმცა მისი ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება არ იკრძალება. 

მშენებარე კორპუსი გორგილაძის ქუჩაზე

თენგიზ ცინცაძემ, რომელსაც „დასამალი არაფერი აქვს“ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ვალები აქვს და ამ დროისთვის ბიძაშვილის ბინაში ქირით ცხოვრობს.

ქონებრივი დეკლარაციის შევსების ვალდებულება აქვს თენგიზ ცინცაძის ძმას – როსტომ ცინცაძეს, რომელიც გასულ წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის სამმართველოს დეტექტივად მუშაობდა და გასულ წელს ქედის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილედ დანიშნეს.

სახლი საბაჟოს ქუჩაზე

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, რომელიც როსტომ ცინცაძემ 2014 წლის 17 ნოემბერს შეავსო, ის ამ დროისთვის მნიშვნელოვან ქონებას არ ფლობს, რომლის ღირებულებაც 10 000 ლარს აღემატება, არ მონაწილეობს სამეწარმეო საქმიანობაში. დეკლარაციის შევსების დროისთვის როსტომ ცინცაძის საბანკო სახელფასო ანგარიშზე 1500 ლარი ირიცხებოდა. წლის განმავლობაში ანაზღაურების სახით მას 17 505 ლარი მიუღია. როსტომ ცინცაძე დედასთან ერთად თანასაკუთრებაში ფლობს 32.40 კვ/მ ბინას ბათუმში, კ. გამსახურდიას ქუჩაზე. მის მიერ შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში სუფთაა გრაფა ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული ქონების შესახებაც.

„ჩემს სახელზე არაფერი არ არის. ერთი მანქანა მაქვს, რისი ღირებულებაც 10 000 ლარს ზემოთ არ არის – 3000-ლარიანი მანქანაა, ამიტომ არ ჩამაწერინეს. რაც შეეხება დედის ქონებას, ის ჩემთან არ ცხოვრობს და ჩემი ოჯახის წევრად არ ითვლება“, – უთხრა როსტომ ცინცაძემ „ბათუმელებს“.

ბინა გამსახურდიას ქუჩაზე

ნაზი ბერიძესთან დაკავშირება „ბათუმელებმა“ რამდენჯერმე სცადა, მას საცხოვრებელ მისამართზეც მივაკითხეთ, თუმცა უშედეგოდ. მასთან დაკავშირებაში დახმარებაზე ორივე შვილმა კატეგორიული უარი განაცხადა – „არ არის საჭირო“.

თენგიზ ცინცაძე საჯარო სამსახურში 2004 წელს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასრულებისთანავე, აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს წამყვან სპეციალისტად დასაქმდა. 2005 წლის მარტში აჭარის მთავრობის აპარატის საჯარო სამსახურის ბიუროს სპეციალისტად გადაიყვანეს. ამ თანამდებობაზე დანიშვნიდან ოთხ თვეში ის მთავრობის აპარატის საჯარო სამსახურის დეპარტამენტის უფროსად დააწინაურეს.

2008-2009 წლებში თენგიზ ცინცაძე ჯერ „ბათუმის თამბაქოს კომბინატის“ გაკოტრების მმართველად, შემდეგ კი ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საწარმოთა მართვისა და სახელშეკრულებო მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა. 2011 წელს თენგიზ ცინცაძემ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობა ჩაიბარა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მისი ადგილი სააგენტოში ბიძინა აფხაზავამ დაიკავა, თენგიზ ცინცაძე კი მოადგილის თანამდებობაზე გადავიდა.

2013 წელს ბიძინა აფხაზავა თანამდებობიდან გადადგა, თუმცა ის სააგენტოში სამუშაოდ დარჩა, სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, ბიძინა აფხაზავას დღეს მოადგილის თანამდებობა უკავია. თენგიზ ცინცაძე კი დღემდე სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელია.

სახლს ძეგლის სტატუსი არ მიენიჭება – მესაკუთრის კვლევის საფუძველზე შეცვლილი გადაწყვეტილება


ბარათაშვილის #24, შოთა გუჯაბიძის ფოტო
ბარათაშვილის #24, შოთა გუჯაბიძის ფოტო

ქალბატონო თეა, ბათუმში ბარათაშვილის ქუჩის #24-ში არსებული შენობაზე ვისი მოწვევით ჩაატარა კვლევა ლალი ანდრონიკაშვილმა?


დამკვეთი გახლდათ მესაკუთრე, მაგრამ ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, რადგან ხელოვნებათმცოდნე მოქმედებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში. ქალბატონ ლალის ძეგლის მესაკუთრის მიმართ ინტერესები არ აქვს, – დასკვნით ნაწილში პირდაპირ წერს, რომ ბარათაშვილის 24-ში არსებული შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის რეკონსტრუქცია-ათვისება ახალი მშენებლობით უნდა მოხდეს მხოლოდ ბათუმის ისტორიული ცენტრის მასშტაბში არსებული სართულიანობისა და არქიტექტურული რიტმის შენარჩუნებით. ამიტომ არანაირ ტენდენციურობასთან არ შეიძლება გვქონდეს საქმე, მიუხედავად იმისა, რომ მოცემულ შემთხვევაში დამკვეთი არის ძეგლის მესაკუთრე.

 

ლალი ანდრონიკაშვლი ადგილზე იყო ჩამოსული, როცა შენობა შეისწავლა?


რა თქმა უნდა, ასეთ კვლევას ზეპირად არავინ დაწერდა.

 

კანონმდებლობით, სააგენტოსთან არსებული კომისია საკითხის განხილვას მხოლოდ იმ შემთხვევაში უბრუნდება, თუ რაიმე ახალი გარემოება არსებობს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში რა ახალი გარემოება გამოჩნდა?


კომისია ხშირ შემთხვევაში მსჯელობდა ცალკეული ფოტოსურათითა და სააღრიცხვო ბარათის ბაზაზე. თქვენ რომ გადაუღოთ რაღაც ობიექტს ფოტოსურათი, თქვათ, რომ ეს არის მე-20 საუკუნის დასაწყისის შენობა და თქვენი მოსაზრებით, მას გაჩნია ისტორიულ-მხატვრული ღირებულება, თქვენ შეგიძლიათ ეს მონაცემები გადმოაგზავნოთ სააგენტოში… მაგრამ ძეგლების სტატუსის მინიჭება საჭიროებს გადახედვას, რადგან მხოლოდ ფოტოსურათისა და სააღრიცხვო ბარათის ბაზაზე ობიექტის სტატუსის მინიჭება არასწორია – სტატუსის ძეგლის ახალ მესაკუთრესაც და თვითმმართველობით ორგანოებსაც უწესებს განსაკუთრებულ რეჟიმს. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტულ ობიექტთან დაკავშირებით გაკეთდეს საფუძვლიანი კვლევა – ნამდვილად იმსახურებს თუ არა ობიექტი კულტურული მემკვიდრეობის სტატუსს. მოცემულ შემთხვევაში დაინტერესებულმა მხარემ, ანუ ძეგლის მესაკუთრემ ითხოვა პროცესში ჩართვა, ამაზე უარის თქმის, მისი მოსაზრებების გაუთვილისწინებლობის უფლება ჩვენ არ გვაქვს. სწორედ ამ ეტაპზე მოხდა ხელოვნებთმცოდნის კვლევის წარმოდგენა. ვინაიდან ეს ხელოვნებათმცოდნე არის საკმაოდ კომპეტენტური, გადაწყდა, რომ ობიექტს არ უნდა მინიჭებოდა ძეგლის სტატუსი.

 

აქამდე თუ გქონიათ პრაქტიკაში, რომ კომისიას თავისივე გადაწყვეტილება ამ ფორმით შეუცვლია?


არ ყოფილა სხვა შემთხვევაში დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციული საჩივარი. ამ შემთხვევაში იყო და ამიტომაც ვიყავით ვალდებული  მხარე ჩაგვერთო პროცესში. ხშირად გვქონია შემთხვევა, როდესაც სტატუსის მოხსნის პროცესს  ესწრებიან მოქალაქეები, რომელთაც ეძლევათ თავიანთი მოსაზრებების წარმოდგენის საშუალება. მოცემულ შემთხვევაში მხარემ ითხოვა ჩართვა და დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენა.

 

თუ საბჭო აქამდე მხოლოდ ფოტოსურათების საფუძველზე იღებდა გადაწყვეტილებას, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ  მის მიერ გაწეული საქმიანობა ეჭვის ქვეშ დგება?


ბოლო პერიოდში საბჭო მაქსიმალურად ცდილობს  შეჯერებული გადაწყვეტილება მიიღოს. რადგან ჩვენ თვითონ გვექმნება პრობლემები, დაუშვათ, არქეოლოგიურ ობექტებთან მიმართებაში, როცა ობიექტს ზერელედ ენიჭებოდა სტატუსი და არ იყო დადგენილი მისი საზღვრები… მაგალითად, სწორედ ახლა მიმდინარეობს ბათუმის ბულვარის საზღვრების დადგენა, საბჭომ არაერთხელ მოითხოვა დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა, ანუ ეს ერთადერთი პრეცენდენტი არ არის და საბჭო მაქსიმალურად ცდილობს მიიღოს რაც შეიძლება დასაბუთებული გადაწყვეტილება, რომ ის შემდეგში არ იქცეს მსჯელობის საგნად.

 

თქვენთვის ალბათ ცნობილია, რომ ბარათაშვილის #24-ში არსებულ შენობისთვის კულტურული მემკვიდრეობის ქომაგები სტატუსის მინიჭებას აქტიურად ითხოვდნენ. მათ აინტერესებთ, როდის დაწერს საბჭო სამოტივაციო ნაწილს, რის საფუძველზეც გადაწყდა, რომ შენობა აღარ გახდეს ძეგლი, რაც ფაქტობრივად განაჩენია? 


ობიექტისთვის სტატუსის არმინიჭების თაობაზე ინდივიდუალური აქტი არ გამოიცემა. გამოქვეყნდება მხოლოდ საბჭოს სხდომის ოქმი.

 

ანუ საბჭო, რომელმაც ერთხელ თქვა, რომ ბარათაშვილის 24-ში არსებული შენობას შეიძლებოდა მინიჭებოდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, ახლა ყოველგვარი არგუმენტის გარეშე დაწერს, რომ იგივე შენობას აღარ შეიძლება მიენიჭოს სტატუსი?


იცით რა, პირველი გადაწყვეტილება, როგორც მახსოვს, ადრე იყო. ნოემბერში შეიქმნა ახალი საბჭო 7-კაციანი შემადგენლობით, სადაც საბჭოს ძველი წევრებიც არიან (ადრე იყო 5-კაციანი საბჭო), ანუ ამ საკითხზე ახალმა შემადგენლობამ იმსჯელა.

 

 

 

 

ბარათაშვილის ქუჩაზე სახლს ძეგლის სტატუსი არ მიანიჭეს – ნიკოლოზ ანთიძის განმარტება

ნიკოლოზ ანთიძე
ნიკოლოზ ანთიძე

ბატონო ნიკოლოზ, ბათუმში, ბარათაშვილის #24-ში მდებარე სახლზე თქვენმა საკონსულტაციო  საბჭომ ერთხელ თქვა, რომ ამ მისამართზე არსებულ შენობას  ძეგლის სტატუსი უნდა მიენიჭოს. დღეს გახდა ცნობილი, რომ გადაწყვეტილება რადიკალურად შეიცვალა და შენობას ძეგლის სტატუსი აღარ მიენიჭება. რის საფუძველზე შეცვალეს გადაწყვეტილება?


თავდაპირველად საკითხი პირველადი მონაცემების საფუძველზე განიხილეს, მას მერე კიდევ შემოვიდა დამატებითი დოკუმენტაცია, ანუ კვლევა, რაც საბჭომ ხელახლა განიხილა. პირველად ინფორმაციაში მარტო ფოტოსურათები იყო ისეთი, რომლითაც აღქმა გაუჭირდებოდა ადამიანს თუ რა შენობაზე იყო საუბარი. ახლა არის კვლევა,  რომელშიც წერია, რომ ამ ნაგებობას არ გააჩნია ის ღირებულებები, რა ღირებულებებისთვისაც შენობას ძეგლის სტატუსი ენიჭება.

ხელოვნებათმცოდნე ლალი ანდრონიკაშვილი, რომელმაც დაწერა მეორე განხილვისთვის დასკვნა, რა ნიშნით იქნა შერჩეული, ბათუმში მდებარე კულტურუმი მემკვიდრეობის ძეგლებზე აქვს ნამუშავარი?


ეს დოკუმენტი ჩვენი დაკვეთით არ არის შექმნილი, არ ვიცი საიდან იყო დაკვეთა. თუ ქალბატონ ლალი ანდრონიკაშვილის კვლევაა, ის მაღალი კვალიფიკაციის ხელოვნებათმცოდნეა, ჩუბინაშვილის სახელობის ინსტიტუტის თანამშრომელია, შესაბამისად, ეჭვის შეტანა მის კვალიფიკაციაში არ შემიძლია და ვერც ვერავინ შეიტანს, ვინც ამ დარგში მოღვაწეობს. ზოგადად კი, ბათუმში, იმდენად მნიშვნელოვანი ძეგლებია, რომ ურბანული განხრით ყველა ხელოვნებათმცოდნეს აქვს ნამუშევარი.

კომისიის წევრები, რომლებიც პირველად დათანხმდნენ ბარათაშვილის 24-ში არსებული შენობის გაძეგლებაზე, როგორც ჩვენთვის ცნობილია, ასევე კვალიფიციური სპეციალისტები არიან. ასე არ არის? 


მაგრამ ამ ხუთმა ადამიანმა რა დოკუმენტაცია განიხილა, ამას აქვს დიდი მნიშვნელობა. ზოგადად, სტატუსის მინიჭების საკითხზე მუშაობისას ჩვენი სპეციალისტები ყოველთვის ამბობენ, რომ მიენიჭოს, მაგრამ როდესაც დეტალურად წარმოადგენენ დოკუმენტაციას და განიხილავენ… ძალიან ბევრ არამემკვიდრეობით ძეგლს აქვს თავის დროზე სტატუსები ზერელედ მინიჭებული.  

ახალი კანონმდებლობით, ძეგლის მიმართ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვს სახელმწიფოს, მფლობელს, ამიტომ გადაწყდა წარმოდგენილიყო დამატებით კვლევა – იმსახურებდა თუ არა ეს შენობა რეალურად ძეგლის სტატუსს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შემიძლია ფოტო გადავუღო რაღაც შენობას და დაახლოებით ვთქვა თარიღი, მაგრამ ამითი არ შეიძლება გაკეთდეს შეფასება.

ეს პრობლემას ქმნის როგორც მოსახლეობისთვის, ისე სახელმწიფოსთვის – ძეგლთა დაცვა არ არის ის, რომ ხელი შევუშალოთ მოსახლეობას – ძეგლის მოვლა-პატრონობასა და მოსახლეობას შორის უნდა იყოს სინთეზი. მე ვფიქრობ სწორია, რომ ძეგლის სტატუსის მინიჭების დროს, შეფასება მუდმივად იყოს კვალიფიციური, განსაკუთრებით მაშინ, თუ ამ ადგილებში ადამიანები ცხოვრობენ… ამიტომ ჩატარდა ზუსტად ეს კვლევა. 

ბათუმში ბერიძის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება

 

ვიცე-მერის თქმით, ქუჩის რეკონსტრუქცია მიმდინარე წლის 13 აპრილისთვის უნდა დასრულდეს.  ამ ეტაპზე ასფალტის დაგება, ბორდიურებისა და ტროტუარების მოწყობა მიმდინარეობს.

 

სამუშაოს, რომლის ღირებულება 86 000 ლარია,  ტენდერში გამარჯვებული კომპანია „შპს ზიმო 7“ აწარმოებს.

 

ბათუმის მერის მოადგილე შუქურას შესახებ

 

„ეს იყო ჩემთვის ცოტათი მოულოდნელი. ძეგლთა დაცვის სააგენტომ ისე მიანიჭა შუქურას ძეგლის სტატუსი, რომ ჩვენ ამის შესახებ ინფორმირებული არ ვიყავით. შუქურაზე მიმდინარე შენობა-ნაგებობის მშენებლობა დროებით შეჩერდება.  სპორტისა და კულტურის   სამინისტროში  სპეციალური კომისიაა შექმნილი რომელიც, ამ დღეებში  განიხილავს ამ საკითხს  და მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას,“- განაცხადა ბაგრატ მანველიძემ.

 

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, ბათუმის შუქურას, 28 კვადრატული მეტრის შენობა-ნაგებობა რამდენიმე დღის წინ მიაშენეს.

 

 მშენებლობის დამკვეთი სსიპ „ჰიდროგრაფიული სამსახური საქართველოა“, სამუშაოებს კი სამშენებლო კომპანია „ალისა“ ასრულებს. კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, 28 კვ. მეტრის ნაგებობაში სამი ოთახი განთავსდება.

 

ბათუმის მერის მოადგილე ბაგრატ მანველიძე

ყოფილი გამგებელი რუსეთის დროშით და ლენინის ბიუსტით

 

ამ აქციის ერთ-ერთი მონაწილე იყო ჯუმბერ ჯიხაძე, რომელიც  „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს სოფლის გამგებელი იყო.

 

ჯუმებერ ჯიხაძემ „ბათუმელებთან“ დაადასტურა, რომ ვიდეოზე თვითონაც არის ასახული, თუმცა იგი ამბობს, რომ ეს აქცია არ ყოფილა. „აქცია არ ყოფილა, უბრალოდ, ხუმრობდნენ საახალწლოდ.“ კითხვაზე, საიდან გაჩნდა ამ „ხუმრობის“ დროს რუსეთის დროშა და ლენინის ბიუსტი, ჯუმბერ ჯიხაძე ამბობს, რომ არ იცის: „მე შემთხვევით გავიარე, ვერ გეტყვით, ვის ჰქონდა, რა ჰქონდა, არ ვიცი.“ 

 

კითხვაზე, მას, როგორც ყოფილი ხელისუფლების წევრს, რომელიც პუტინის კრიტიკით გამოირჩეოდა, უქმნის თუ არა უხერხულობას მსგავს „ხუმრობაში“ მონაწილეობა, ჯუმბერ ჯიხაძემ ასე უპასუხა: „თქვენ რა გნებავთ, მორალს მიკითხავთ? არ მინდა მე თქვენი მორალის კითხვა!“

 

ჯუმბერ ჯიხაძე და ვიდეოზე ასახული სხვა კირნათელები გასული წლის ივნისში, კირნათში გამართულ აქციაშიც მონაწილეობდნენ, სადაც კირნათის მოსახლეობის ნაწილი თურქი მესაზღვრეების მიერ საზღვრის დარღვევას აპროტესტებდნენ. ტელეკომპანია “ობიექტივში” სწორედ ჯუმბერ ჯიხაძემ დარეკა. შესაბამისად, თურქი მესაზღვრეების მიერ საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისა და მოქალაქეებზე თავდასხმის შესახებ ინფორმაციაც, ძირითადად, მასზე დაყრდნობით ვრცელდებოდა. იმ პერიოდშივე გამოფინა ჯუმბერ ჯიხაძემ პლაკატი: „россия иди помоги, турция земли отбирает.“

 

მაშინ საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ ეს ინფორმაცია უარყო, თუმცა, აქცია კირნათში მაინც გაიმართა და აქციაზე საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ხელმძღვანელები – ირმა ინაშვილი და დავით თარნახ-მოურავიც ჩავიდნენ.   

 

ვიდეომასალაში ასახული რამდენიმე კირნათელი „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ 2014 წლის 14 დეკემბერს გამართულ საპროტესტო აქციაზეც იმყოფებოდა.

 

საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, დავით თარხან-მოურავი ამბობს, რომ ჯუმბერ ჯიხაძე „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი არ არის და არ იცნობს: „არავითარი ვიდეო არ მინახავს, წარმოდგენა არ მაქვს. არც ჯუმბერ ჯიხაძეს ვიცნობ და საერთოდ არ ვიცი ვინ არის. კირნათში აქციაზე გამოდიოდა ადგილობრივი მოსახლეობა. „პატრიოტთა ალიანსის“ სახელით გამოვდივარ მე ან გენერალური მდივანი“, – განაცხადა დავით თარხან-მოურავმა „ბათუმელებთან“.

 

ხელფასის დაგვიანების მიზეზად ახალ ელექტრონულ მართვის სისტემაზე გადასვლას ასახელებენ

 

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გოჩა კახიძემ „ბათუმელებს“ განუმარტა, რომ ხელფასის დაგვიანება ელექტრონული მართვის სისტემაზე გადასვლას უკავშირდებოდა. „თუმცა ეს საკითხი ტექნიკურად უკვე მოგვარებულია და დღეს ყველა თანამშრომელს ხელფასი ჩაერიცხება.“

 

ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმაც განაცხადა.

 

ინფორმაციას ხელფასის დაგვიანების შესახებ უარყოფენ სოფლის მეურნეობისა და განათლების სამინისტროებში.


ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ნონა გალოგრეს ინფორმაციით კი სოფლის ექიმები, რომლებმაც  „ბათუმელებთან“ ხელფასის შესაძლო დაგვიანებაზე განაცხადეს „ხელფასს ჩვეულებრივ, ანგარიშის წარდგენისთანავე მიიღებენ.“

დავით ბალაძე: სახელფასო დანამატი პასუხისმგებლობის მიხედვით გადანაწილდა

 

დავით ბალაძე
დავით ბალაძე

„ახალი რეგულაციის მიხედვით პრემიებს ვეღარ აიღებენ მინისტრები, მათ მოადგილეები და უფლებამოსილებით დანიშნული პირები. ზეგანაკვეთზე შრომის ანაზღაურება დანამატით დარეგულირდა, რომელიც პასუხიმგებლობის ხარისხის მიხედვით გადანაწილდა. პრემია გაიცემა მხოლოდ დეპარტამენტის ხელმძღვანელებზე, მთავარ სპეციალისტებსა და განყოფილებების უფროსებზე, მაგრამ ეს იქნება დიფერენცირებული, სამართლიანი, დამსახურების მიხედვით” – განაცხადა დავით ბალაძემ.


„ბათუმელების” ინფორმაციით მინისტრები, მინისტრების მოადგილეები, დეპარტამენტის ხელმძღვანელები და საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელები, ასევე მათი მოადგილეები, მთავრობის აპარატის უფროსი და თანაშემწე 2015 წლის იანვრიდან ხელფასის ოდენობის 75- პროცენტიან დანამატს მიიღებენ. სპეციალისტებისა და სხვა დაბალი რანგის მოხელეების შემოსავალი კი ხელფასის ოდენობის 40-პროცენტიანი დანამატით გაიზრდება. „ბათუმელებმა“ სტატია ამის შესახებ ამ კვირის ნომერში გამოაქვეყნა.  

 

აჭარის ფინანასთა და ეკონომიკის სამინსიტროს პრესსამსახურის განმარტებით, მინისტრების მოადგილეები და უფლებამოსილების ვადით დანიშნული პირები მიიღებენ 75 პროცენტიან დანამატს, თუმცა ვერ მიიღებენ პრემიას. ხოლო რაც შეეხება დეპარტამენტის ხელმძღვანელებს, მთავარ სპეციალისტებს და სხვა საჯარო მოხელეებს, ისინი 40-პროცენტიან სახელფასო დანამატთან ერთად პრემიის აღებასაც შეძლებენ, დამსახურების მიხედვით.  

 

დავით ბალაძემ ბრიფინგზე ახალი ელექტრონული სახაზინო სისტემის შესახებაც ისაუბრა. 

„მიმდინარე თვეში მთელი ქვეყნის საბიუჯეტო და სახაზინო საქმიანობა ქაღალდის ბრუნვის აქამდე არსებული სისტემიდან უფრო ეფექტურ ელექტრონულ სისტემაზე გადავიდა. შესაბამისად საბიუჯეტო ორგანიზაციებმა საბიუჯეტო ფინანსური სახსრების ანგარიშსწორება უკვე ელექტრონული ფორმატით დაიწყეს. აღნიშნული სისტემა საჯარო დაწესებულებების ერთ-ერთი ინოვაციური პროდუქტია. მისი მიზანი საბიუჯეტო ორგანიზაციების საფინანსო საქმიანობის პროცესის მაქსიმალური გამარტივება და ხელმისაწვდომობაა.  
ახალ სისტემაზე გადასვლისას გვქონდა მცირე ხარვეზები, რომლის გამოც საჯარო დაწესებულებებში თანამშრომელთა ყოველთვიური გასამრჯელოები დაგვიანებით გაიცა, თუმცა თვის ბოლომდე ახალი ელექტრონული სისტემა აბსოლუტურად გამართულად იმუშავებს“ – განაცხადა მინისტრმა.  



მაღალი სახელფასო დანამატი მხოლოდ მაღალ თანამდებობებზე

 

 

აჭარის მთავრობის სხდომა
აჭარის მთავრობის სხდომა

ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები აქამდე როდესაც საჯარო მოხელეების ხელფასების მომატებაზე საუბრობდნენ, თავს იმით იმართლებდნენ, რომ საჯარო სამსახურებში დასაქმებულ რიგით თანამშრომლებს დაბალი შემოსავალი აქვთ და სწორედ ამის გამო არიან იძულებული იზრუნონ ხელფასებსა თუ დანამატების გაზრდაზე. მსგავსი შინაარსის განცხადება მრავალგზის არჩილ ხაბაძემაც გააკეთა.

 

მიუხედავად ამისა, 2015 წლის 21 იანვარს მთავრობის თავმჯდომარის მიერ ხელმოწერილი განკარგულებით ნათლად ჩანს, რომ დანამატები უფრო მეტად ეზრდებათ მინისტრებსა და მათ მოადგილეებს.

 

ამ კატეგორიის თანამდებობის პირების დანამატების ოდენობა თითქმის ორჯერ აღემატება დაბალი რანგის საჯარო მოხელეების დანამატების ოდენობას.  ასეთია აჭარის მთავრობის გადაწყვეტილება.

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განკარგულებით, ხელფასზე 60-პროცენტიან დანამატს მიიღებენ ადმინისტრაციის უფროსი, ბუღალტერი, განყოფილებების უფროსები და მათი მოადგილეები.

 

შემოსავალი მხოლოდ 40-პროცენტით გაეზრდება დაბალი რანგის საჯარო მოხელეებს: მთავარ და წამყვან სპეციალისტებს, სპეციალისტებსა და სხვა დამხმარე პერსონალს, რომელთა ხელფასიც მაღალი რანგის თანამდებობის პირების ხელფასებთან შედარებით მკვეთრად მცირეა. მაგალითად, აჭარის მთავრობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხელფასი 2130 ლარია, მასთან მომუშავე მთავარი სპეციალისტის ხელფასი – 1070 ლარი, რიგითი სპეციალისტის ხელფასი კი – 810 ლარი.

 

„მთავრობამ მიზანშეწონილად ჩათვალა, რომ დაეწესებინა ეს დანამატები და ამით მოწესრიგებულიყო ის ქაოსური საპრემიო პოლიტიკა, რომელიც ამ დრომდე გრძელდებოდა. არის პოზიცია, რომ მათ, ვისაც აქვს განსაზღვრული 75-პროცენტიანი სახელფასო დანამატი, ამ კატეგორიის თანამდებობის პირებზე აღარ გაიცეს პრემია. ესენი არიან თანამდებობის პირები, რომლებიც უკონკურსოდ ინიშნებიან. რაც შეეხება დანარჩენ საჯარო მოხელეებს, მათზე შესაძლებელია გაიცეს პრემია, თუმცა პრემიების გაცემის სიხშირე შემცირდება ნახევარჯერ მაინც“, – განმარტა მთავრობის იურიდიული დეპარტამენტის თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ „ბათუმელებთან“.

 

დაბალი რანგის საჯარო მოხელეები ახალი განკარგულებით ძალიან არიან შეწუხებულები. „გული გამისკდა, ეს რომ წავიკითხე“; „დაწერეთ რამე, გვიპატრონეთ“, – განაცხადა რამდენიმემ „ბათუმელებთან“. თუმცა, ვერც ერთმა ვერ გადაწყვიტა თავისი ვინაობის საჯაროდ დასახელება.

ყაჩაღობა ქობულეთში

 

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით არის დაწყებული. 

 

„ოჯახიდან არაფერი არ არის წაღებული. თუმცა, იურიდიულად მცდელობის ფაქტიც ყაჩაღობად ითვლება“, – აცხადებენ შს სამინისტროს პრესსამსახურში. 

 

 პრესსამსახურის ინფორმაციით, დაყაჩაღებული ოჯახის წევრებს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნებათ. 

 

 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ ინვესტორს პროექტი დაუწუნა

 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან არსებულმა საბჭომ კომპანია „ჟასმინის“ მიერ წარდგენილი მშენებლობის პროექტი დღეს, 27 იანვარს განიხილა და ინვესტორს აღნიშნული პროექტის განხორციელებაზე უარი უთხრა. 

 

საბჭოს თავმჯდომარის, ზაურ ახვლედიანის თქმით,  პროექტთან დაკავშირებით დღეს ქვორუმი შედგა და საბჭოს  წევრების უმრავლესობამ უარყოფითი დასკვნა დაწერა.

 

 „პროექტში არ იყო  წარმოდგენილი ხელოვნებათმცოდნეების რეკომენდაციები.  გარდა ამისა, დარღვეული იყო მშენებლობის პარამეტრებიც. პროექტის მიხედვით, ძეგლის უკან ინვესტორმა უნდა ააშენოს 12 სართული მანსარდის ჩათვლით, შენობის მხოლოდ წინა ორ ფასადს ინარჩუნებს პროექტის მიხედვით, ფოსტის ანალოგიურად.“

 

ინვესტიციას თურქული კომპანია „ჟასმინი“ ახორციელებს, რომელმაც ძეგლის სტატუსის მქონე შენობის ნაწილი 2011 წელს, აჭარის ეკონომიკის სამინისტროსგან შეიძინა, ნაწილი კი კერძო პირებისგან. ზაურ ახვლედიანის განცხადებით, საბჭოს სხდომას ინვესტორის წარმომადგენელი არ ესწრებოდა.

 

კომპანია „ჟასმინმა“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს სარეკომენდაციო საბჭოს,  შპს „კონსტრუქტორი 21-“ეს მიერ მომზადებული პროექტი წარუდგინა.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელს უფლება აქვს საბჭოს რეკომენდაციის გვერდის ავლით გასცეს მშენებლობის ნებართვა. თუმცა, როგორც ზაურ ახვლედიანი ამბობს, სააგენტოს ხელმძღვანელს მსგავსი გადაწყვეტილება არასდროს მიუღია.

 

 

ბათუმში „ზამთრის ფესტივალი“ იწყება

 

 

 16 თებერვალ  19:00 სთ-ზე წარმოდგენილი იქნება  მუსიკალური სპექტაკლი  ,,პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“

 

17 თებერვალი, 19:00 სთ.  – ეკა რომალე ჯიჯეიშვილის საღამო

 

18 თებერვალი,  19:00 სთ.  – ლევან წულუკიძის საღამო

 

19 თებერვალი, 19:00 სთ. – მუსიკალური საღამო ,,ასეა სულ“ –  ათინა და ბექა

 

20 თებერვალი, 19:00 სთ. – საღამო. ნანა მესხი, ანსამბლი ,,თეატრონი“, ტრიო ,,თბილისი“

 

21 თებერვალი, 19:00 სთ. – კონცერტი. ანსამბლი ,,მეტეხი“ და ჯგუფი ,,ლაბირინთი“

 

 

23 თებერვალი ,19:00 სთ. – სპექტაკლი. თბილისის ოპერისა და ბალეტის საბალეტო დასი

 

28 თებერვალი 19:00 სთ  – სპექტაკლი. ოპერა ,,კარმენი“

 

2 მარტი, 19:00 სთ, – ,,Beatles-ს  საღამო. ზაზა მარჯანიშვილის ბენდი, ჯგუფი ,,ბლიცი“


4 მარტი , 19:00 სთ. – კონცერტიჯგუფი ,,გამოუვალი მდგომარეობა“

 

   

 ბილეთების ფასი: 5, 7, 10 ლარია,  აბონემენტი _ 15 ლარი.                                                                                                                                       

 

 

 

                                                                    

რა შეიცვლება ბულვარის ზოოკუთხეში

 

 

 

 

 

სამუშაოები ბულვარის ცენტრალურ ნაწილში ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ბულვარის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი ზირაქაშვილის თქმით, ნამატის გამო 200 კვ.მ-ით გაფართოვდა  ზოოკუთხე.  გაიწმინდა გედების ტბა, ფსკერი მოპირკეთდა სპეციალური მასალით, რომელიც წყალს არ ატარებს.

 

 

 „ტბის ირგვლივ არსებულ პლასტმასის მოაჯირებს რკინის ჭედური მოაჯირებით ვცვლით. ბულვარის გამყოფი ზოლი მთლიანად ამორტიზებული იყო, რომელიც თავიდან ბოლომდე შეიცვლება და ქუთაისიდან შემოტანილი მაღალი ხარისხის გრანიტით მოპირკეთდება“ – ამბობს გიორგი ზირაქაშვილი.

 

 

მისივე ინფორმაციით, უნდა გარემონტდეს  მელიქიშვილის ქუჩის გასწვრივ არსებული ბულვარის ტერიტორიაც, რომელიც წლების განმავლობაში არ გაკეთებულა. „ამ ტერიტორიაზე ფილა არასდროს დაგებულა, ამიტომ გრანიტის ფილები აქაც დაიგება და გაკეთდება სანიაღვრე ჭები“.

 

 

ბულვარის შესასვლელში სარემონტო სამუშაოები მარტის ბოლომდე უნდა დასრულდეს.  

 

 

ბულვარის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის წელს ექვსი მილიონი ლარია გამოყოფილი. 

 

 

მოსწავლეები მშვიდობის მხარდასაჭერად

GE DIGITAL CAMERA

ფოტო: ლელა დუმბაძე

„ამ აქციით ჩვენ ვაპროტესტებთ ძალადობას, ომს, ტერორიზმს და ზოგადად, ნებისმიერ ძალადობას. ვფიქრობ, მშვიდობის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, რადგან ომი ყველას აზარალებს. სპობს უამრავი ადამიანის სიცოცხლეს, რომელიც  ყველაზე მნიშვნელოვანი უფლებაა. ამიტომ გვინდა რომ იყოს მშვიდობა“ – ამბობს, მე-12 კლასელი თორნიკე ტაკიძე.

GE DIGITAL CAMERA

აღნიშნული აქცია იმართება პროგრამა „მომავლის თაობა“-ს ფარგლებში. პროგრამის დონორი არის USAID-ი და მას აჭარაში  ახორციელებს ბათუმის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი. პროგრამაში მონაწილეობას იღებენ ამ პროგრამის პარტნიორი სკოლების მოსწვალეები.

„დღევანდელ აქციაზე 36-მდე სკოლაა წარმოდგენილი. ეს აქცია არის მშვიდობის მატარებელი და გვინდა რომ ჩვენი ხმა მივაწვდინოთ საზოგადოებას“- ამბობს,  გიორგი ქებულაძე, პროგრამის კოორდინატორი.

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი, ახალი პროექტის პრეზენტაციას გამართავს

 

 

 

 

შეხვედრა 16:00 საათზე გაიმართება. ACCESS-ის პროექტის ოფიციალური გახნის შემდეგ გაიმართება ღონისძიება, სადაც განხილული იქნება მოქალაქეთა ჩართულობის და ამ მიზნით ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობები.

 

 

ამ ღონისძიებაზე, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი გამართავს ინტერაქტიული ვებგვერდის „სახელმწიფოს ფასი“-ს პრეზენტაციას და განიხილავს ადგილობრივი ბიუჯეტის სამოქალაქო მონიტორინგის შესაძლებლობებს.

 

„სამთავრობო კომისია არაეფექტურად მუშაობს“

 

დავით ბერიძე – არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამოქალაქო მონიტორინგის” თავმჯდომარე

 

„მოსახლეობას პრეტენზიები აქვს, რატომ არ იყო გამოცხადებული კონკრეტული დრო, რომელი რიცხვიდან რომელ რიცხვამდე ჩატარდებოდა აღწერა, რადგან როცა კომისია მუშაობდა მოსახლეობის ნაწილი არ იმყოფებოდა სახლში, აღსაწერად კი მეორედ არ მიდის კომისია. მოსახლეობა მოითხოვდა, რომ ბლანკი, რომელსაც ავსებს კომისიის წევრი ერთი ასლი მათთვისაც დაეტოვებინათ, იმის დამადასტურებლად, რომ ნამდვილად იქ ჩატარდა აღწერა“ – განაცხადა ბრიფინგზე  დავით ბერიძემ.

 

მისივე თქმით, „სამოქალაქო მონიტორინგი“ აკვირდებოდა ოცნების ქალაქში სამთავრობო კომისიის მუშაობას და მოსახლეობის პრეტენზიები იმასაც შეეხებოდა, რომ კომისიის შემადგენლობაში არ იმყოფებოდნენ ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები, რაც კომისიის თავმჯდომარემ რამაზ ჯინჭარაძემ  „ბათუმელებთან“ საუბარში უარყო.

 

 

„კომისიაში აქ მცხოვრები მოსახლეობის საინიციატივო ჯგუფის შვიდი წევრია. ყველა წარმომადგენელი გვახლავს და მათ გარეშე ერთ ოჯახშიც არ შევსულვართ. ჩვენ არავის არ ვაფრთხილებთ. ვმუშაობთ და მოსახლეობა ერთმანეთს აფრთხილებს. სახლში ვერ ავაკითხავთ და სოფლიდან ვერ ჩამოვიყვანთ პიროვნებას, რომ ანკეტა შეავსოს“ – ამბობს კომისიის თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე.

 

 

რამაზ ჯინჭარაძის განმარტებით ეს არის ე.წ. „ოცნების ქალაქში“ თვითნებურად შესახლებულების შერეული სამთავრობო კომისია, რომელიც 14 წევრისგან შედგება, მათ შორის არიან წარმომადგენლები აჭარის მთავრობის აპარატიდან, ქალაქის მერიიდან და ადგილობრივი მოსახლეობიდან. კომისია ერთი თვეა ვმუშაობს იქ მცხოვრები მოსახლეობის აღწერაზე და შეისწავლის, რამ აიძულა მათ აქ შემოსულიყვნენ. იცხოვრებენ თუ არა თვითნებურად შესახლებულები იქ, კომისია არ წყვეტს.

 

 

როგორც დავით ბერიძე განმარტავს, ორგნიზაცია მოსახლეობის შენიშვნებს იზიარებს და ფიქრობს, რომ კომისია არაეფექტურად მუშაობს, რის გამოც თვითნებურად შესახლებულები ამ კომისიის შედეგებსაც ისევე გამოუცხადებენ უნდობლობას, როგორც 2014 წელს.

უმაღლესი საბჭო აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ახალ წევრს შეარჩევს

 

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ერთ-ერთ წევრს, მალხაზ კალანდაძეს უფლებამოსილების ვადა გაუვიდა. ახალი წევრის შესარჩევად წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე სამოცი დღით ადრე კანონმდებლობა კონკურსის ჩატარებას ითვალისწინებს. შემდეგ კი, კონკურსგავლილი კანდიდატებიდან ორ ან სამ კანდიდატს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე უმაღლეს საბჭოს წარუდგენს. უმაღლესი საბჭო სასურველ კანდიდატს ფარული კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით აირჩევს.

 

უსკოს ახალი წევრის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კონკურსის მოთხოვნები ორმა კონკურსანტმა დააკმაყოფილა:

 

ფრიდონ ბათნიძე ამ დრომდე უსკოს იურიდიული სამსახურის უფროსად მუშაობს. გუგული დუაძე კი ბოლო პერიოდში ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი იყო.

 

ორივე კანდიდატი მთავრობამ უმაღლეს საბჭოს უკვე წარუდგინა,  ამ დროისთვის უსკოს წევრის შერჩევის საკითხს კომისიებში განიხილავენ.

 

 

ბიძინა აფხაზავა: თუ მშენებლობა გაგრძელდება, მშენებელი 10 ათასი ლარით დაჯარიმდება

 

 

 

 

 

„მერიას ოფიციალური წერილით გუშინ საღამოს მივმართეთ, რის შემდეგაც ძეგლზე მიშენების სამუშაოები შეჩერდება. თუ სამუშაოები არ შეჩერდება, მშენებელი ორგანიზაცია დაჯარიმდება 10 ათასი ლარით. ეს წერილში მითითებულია“, – აცხადებს „ბათუმელებთან“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უფროსის მოადგილე ბიძინა აფხაზავა.

 


მისივე ინფორმაციით, მერიამ  უნდა წარადგინოს პროექტი, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის საბჭო განიხილავს: „თუ პროექტი იქნება მისაღები, დამტკიცდება და გაგრძელდება სამუშაოები,  თუ არ იქნება მისაღები, მაშინ გაკეთდება ახალი პროექტი“.

 

 

კითხვაზე, რატომ იწყებს  ძეგლზე მშენებლობებს მერია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე? – ბიძინა აფხაზავა პასუხობს:

 

 

„ამ შემთხვევაში მერიამ არ იცოდა, რადგან რამდენიმე დღე იყო გასული, რაც „შუქურას“ მიენიჭა ძეგლის სტატუსი. მეორე, არსებობს ორი საკადასტრო რუკა – ერთზე არის შუქურა, მეორეზე არა, მერიამ სწორედ ამ საკადასტროთი იხელმძღვანელა და ჩათვალა, რომ შეიძლებოდა მშენებლობა. მთავარია, რომ ძეგლზე არაფერია დაზიანებული და შეცდომა არის გამოსწორებადი“.

 

 ბათუმის შუქურა 1863 წელსაა აშენებული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. თუმცა, როგორც „ბათუმელებს“ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში განუმარტეს, მშენებლობის ნებართვა მერიამ დეკემბერში გასცა, ბათუმის შუქურამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი კი ნოემბერში მიიღო. 

შოთა გუჯაბიძე კულტურულ მემკვიდრეობაზე: ხელისუფლება წინა მთავრობის პოლიტიკას აგრძელებს

შოთა გუჯაბიძე

 

შოთა, როგორ შეაფასებ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე შენობა-ნაგებობის მიშენების ფაქტს?

 

ყველა კანონში ჩახედული არ ვარ, მაგრამ ბუნებაში რაიმე კანონი თუ არსებობს, კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებით, სარეკრეაციო ზონაზე, ძველი შენობის შენარჩუნება – გადარჩენაზე აბსოლუტურად ყველა კანონი დარღვეულია.  თუმცა კანონი აქ მეორეხარისხოვანია. კანონს მანდ არანაირი მნიშვნელობა არ ენიჭება. ეს ხელისუფლება, იქცევა ისე, როგორც წინა. მეტნაკლებად ხარჯავენ ტვინს, თუ როგორ შემოუარონ კანონს. არავინ კანონს არ იცავს. პირიქით,  იციან, რომ კანონი არის ერთადერთი, რაც შეიძლება დაარღვიო და მერე ამაზე არავინ პასუხს არ მოგთხოვს.

ათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსმა განაცხადა, რომ ახალი შენობა ცალკე საკადასტრო ერთეულზე აშენდა, ხოლო შუქურა სხვა საკადასტრო ერთეულზეა …

 

თანავუგრძნობ ამ ადამიანს, იმიტომ რომ ძალიან ნაწვალები პასუხი იყო მისი ეს განცხადება. ჩემთვის მტკივნეული თემაა, თორემ ვიტყოდი, რომ სასაცილოა. 

რა პოლიტიკაც ჰქონდა წინა  მთავრობას, დღეს იგივე პოლიტიკა აქვს ახალს. რასაც აკეთებდნენ ნაციონალები, ზუსტად იგივეს აკეთებენ ესენიც. იმიტომ რომ იციან, რა უნდა გააკეთონ. პირველ რიგში რა თქმა უნდა ძეგლი უნდა დაანგრიო, იმიტომ რომ ძეგლს პატრონი არ ჰყავს, თვითონ ხმას ხომ ვერ ამოიღებს. ერთი და იგივე საქმიანობით არიან დაკავებული.  კანონი აქ არაფერ შუაში არაა. ნამუსის საკითხია, ღირსების.  როცა თანამდებობაზე ინიშნებიან, კანდიდატურებს ისეთ ადამიანებს შორის არჩევენ, რომლებსაც ღირსების განცდა არ აქვთ. შემდეგ მათ შორის კიდევ უფრო უღირსს ნიშნავენ თანამდებობებზე.  შემდეგ ეს ადამიანები ამბობენ ისეთ სისულელეს, რომელსაც არ შეიძლება უბრალოდ პასუხი გასცე. უბრალოდ შედეგია  საშინელი, ინგრევა და ნადგურდება კულტურული მემკვიდრეობა.

რის გაკეთებას გეგმავთ?

 

იძულებული ვართ კანონმდებლობის ფარგლებში ვიმოქმედოთ.  ვიპოვოთ სამართლებრივი გზა სიტუაციის გამოსასწორებლად. აშკარად სამართლებრივი დარღვევაა. მოხდა ძეგლის ხელყოფა, დარღვეულია ძეგლის მთლიანობა, დარღვეულია ძეგლის მოცულობა, მასშტაბი, აღქმადობა და ა.შ.  რაც პირველივე გვერდზე წერია კულტურული მეკვიდრეობის შესახებ კანონში.

ბათუმისთვის შუქურას რა კულტურულ-ისტორიული ღირებულება აქვს?

 

ყველაზე ძველი შუქურაა, რომელიც  ბათუმში ფიქსირდება. 1851 წელსაა აშენებული. შემდეგ იყო მაგ ადგილას 1863 წელს აშენებული დროებითი ნაგებობა, თუ არ  ვცდები ლითონის იყო, თუჯის, როგორც ისტორიაში წერია. დღევანდელი შენობა-ნაგებობა აშენებულია 1882 წელს, შეარჩიეს იმ დროისთვის ფრანგული კომპანია, რომელმაც ააშენა ეს შუქურა. ცნობილი კომპანია იყო იმ დროისათვის.

ეს ნაგებობა ყველასგან განსხვავებულია, იმდენად, რამდენადაც არ არსებობს ორი ერთნაირი შუქურა ბუნებაში. როგორც ადამიანის თითის ანაბეჭდი განსხვავდება, ისე განსხვავდება ყველა შუქურა ერთმანეთისაგან. როგორც სიმაღლის, ისე შუქის ინტენსივობით, სიბნელეში წვდომით, წუთში ბრუნვის რაოდენობით და ა.შ.

მიუხედავად იმისა რომ  ბათუმმა ბოლო საუკუნის განმავლობაში ძალიან ბევრი უბედურება გამოიარა, ერთი დღე და ერთი ღამეც კი არ არის დაფიქსირებული, მუშაობა შეეზღუდოს. გამუდმებით მუშაობდა  და თავის ფუნქციას ასრულებდა.

საქართველო საზღვაო აუდიტს გაივლის

უწყებათაშორისი საბჭო 13 წევრისგან შედგება. მისი ძირითადი მიზანია შესაბამისი სამთავრობო უწყებების მუშაობის კოორდინაცია საქართველოს მიერ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის აუდიტის წარმატებით გასავლელად.

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში (IMO) 160-მდე წევრი სახელმწიფოა გაერთიანებული. აუდიტის გავლის შესახებ გადაწყვეტილება კი ორგანიზაციის 28-ე ასამბლეაზე მიიღეს, რომელიც სათავო ოფისში, ლონდონში, 2013 წლის 25 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდა.

აღნიშნულ ასამბლეაზე, 2012 წლის იანვარში მომხდარი „კოსტა კონკორდიის“ შემთხვევიდან გამომდინარე, სამგზავრო გემების უსაფრთხოების გაძლიერებაზე,  ასევე IMO-ს წევრი სახელმწიფოების სავალდებულო აუდიტზეც ისაუბრეს. დამტკიცდა ძირითადი  რეზოლუციები და ცვლილებები  IMO-ს წევრი ქვეყნების სავალდებულო აუდიტის სქემის თაობაზე, რათა მომზადდეს ნიადაგი აღნიშნული აუდიტის 2016 წლიდან სავალდებულოდ გამოსაცხადებლად.

ზემოაღნიშნული სავალდებულო აუდიტის სქემა იქნება ძირითადი საშუალება წევრი სახელმწიფოების საქმიანობის შეფასებისათვის, მათ მიერ შესაბამისი IMO შეთანხმებებით  ნაკისრი მოვალეობებისა და ვალდებულებების, როგორც დროშის, ნავსადგურისა და სანაპირო სახელმწიფოს მიერ სრულად შესასრულებლად. ასევე აღნიშნული აუდიტი ნაკლოვანებების აღმოჩენის შემთხვევაში სთავაზობს საჭირო დახმარებას, რათა სრულ შესაბამისობაში იყოს წევრი სახელმწიფო ნაკისრ ვალდებულებებთან.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის წევრი ქვეყნების  აუდიტი 2015 წლის თებერვალში იგეგმება.

ფოტო: მანანა ქველიაშვილი

თამარ მეფის გამზირზე სანიაღვრე არხის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს

 

ტერიტორიაზე ამორტიზებული სისტემა ახლით შეიცვლება. ხელშეკრულების ფარგლებში გათვალისწინებულია 9 სანიღვრე ჭის მოწყობა, არსებული ჭის ნიშნულზე მიყვანა და თუჯის ცხაურების მოწყობა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს პლასტმასის გოფრირებული მილის სამონტაჟო სამუშაოები. მთლიანობაში მოეწყობა 368 მ სიგრძის არხი, 330 გრძივი მ ბორდიური, ტროტუარზე დაიგება 420 კვ მ დეკორატიული ფილა.

სამუშაოები 18 დეკემბერს დაიწყო და 90 დღის ვადაში უნდა დასრულდეს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „კრედო“ ასრულებს, რისთვისაც ქალაქის ბიუჯეტიდან 108 ათას 535 ლარი დაიხარჯება – ინფორმაციას ამის შესახებ მერიის ვებგვერდი ავრცელებს. 

იყიდება ოროთახიანი ბინა ბათუმის ცენტრში

 

ქალაქ ბათუმში, გორგილაძისა და თაყაიშვილის ქუჩების კვეთაში,  ცხრასართულიანი სახლის მე-6 სართულზე იყიდება ოროთახიანი ბინა, ძველი რემონტით. ფასი: 38 ათასი აშშ დოლარი

მობ : 591 003 400 ლელა (მეპატრონე)

“ბათუმელები“ #1 – ანონსი

დანაშაულში მხილებულები აჭარის პოლიციაში თანამდებობებზე – აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის, დავით თამაზაშვილის ინიციატივით,  გასული წლის ბოლოს თანამდებობის ბოროტად  გამოყენების მუხლით ბრალდებული პოლიციელები დანაშაულის ჩადენის შემდეგ დააწინაურეს.

 კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს უფროსისა და მისი ოჯახის  წევრების ქონება- აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი და ამჟამად ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, თენგიზ ცინცაძე ამბობს, რომ მისი ოჯახის წევრების ქონება ბოლო წლებში გაიზარდა, რადგან დედა ბიზნესმენია, თუმცა სააგენტოს უფროსის დედის სახელზე დარეგისტრირებული დოკუმენტები, რითაც მისი ბიზნესსაქმიანობა დადასტურდება, „ბათუმელებმა“ საჯარო რეესტრში ვერ აღმოაჩინა.

კანონპროექტი, რომელმაც შესაძლოა აღარ მოგცეთ საშუალება იყოთ „შარლი“- პარლამენტარები შს სამინისტროს ახალი კანონპროექტის შესახებ.

 წერილები ბათუმის ციხიდან – გასულ კვირას „ბათუმელების“ რედაქციამ ციხიდან  სამი  წერილი  მიიღო. პატიმრები, რომლებიც სხვადასხვა საკანში იხდიან სასჯელს, ამბობენ, რომ მათი მდგომარეობა ციხის ხელმძღვანელის შეცვლის, კახაბერ გველესიანის დანიშვნის  შემდეგ კიდევ უფრო გაუარესდა.

 ყველაფერი ექვემდებარება კრიტიკას – ინტერვიუ ჟურნალისტ ია ანთაძესთან სიტყვის გამოხატვის თავისუფლების შესახებ.

 როდის მიიღებს ძეგლის სტატუსს „რვაფეხა“ – კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტო აჭარიდან დამატებით დოკუმენტებს ითხოვს. 

 პაციენტი და დონორი და-ძმა ღვიძლის გადანერგვის შემდეგ – 32 წლის ტატიანა მეგრელიშვილი პირველია, ვისაც საქართველოში, ბათუმის  რეფერალურ საავადმყოფოში ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია ქართველმა ექიმებმა ჩაუტარეს. ორგანოს დონორი  მისი ძმა, 27 წლის ვახო მეგრელიშვილი  გახდა, რომელმაც დას თავისი ღვიძლის  65% გადაუნერგა.

 ლეგენდა და სინამდვილე სელიმ ბეგზე – პირველი სტატია „ბათუმელების“ ახალი რუბრიკიდან „კულტურული მეხსიერება.“

ეს და სხვა თემები წაიკითხეთ გაზეთ „ბათუმელებში“, 26 იანვრიდან.

გამოიწერეთ გაზეთი „ბათუმელები“ და ყოველ ორშაბათს გაზეთს მიიღებთ თქვენთვის სასურველ მისამართზე.

გამოწერის ფასი:

3 თვით – 15 ლარი

6 თვით – 25 ლარი

1 წლით – 50 ლარი

დარეკეთ: 27 99 12 

 

 

 

 

Exit mobile version