Batumelebi | წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია ოზურგეთში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია ოზურგეთში – Batumelebi
RU | GE  

წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია ოზურგეთში


„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს  „მუნიციპალური განვითარების ფონდი“, „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან“ ერთად ქალაქ ოზურგეთში,  მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს. სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მიმდინარე სამუშაოებს დღეს, 29 იანვარს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის  მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ამაშუკელი „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის”  წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.  

 

პროექტის ფარგლებში, 30 კილომეტრიან მონაკვეთზე ამორტიზებული მილების გამოცვლა და სატუმბი სადგურიდან გამომავალი მილსადენისა და ქალაქის ცენტრალური უბნების გამანაწილებელი ქსელების რეაბილიტაცია ხორციელდება.   მოძველებული და ამორტიზებული წყალსადენი, ქალაქის მთლიან  ქსელში ხშირ დაზიანებებს იწვევს.  იზრდება წყლის დანაკარგი,  წნევა არასტაბილური  ხდება  და სასმელი წყლის მიწოდებაც იზღუდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ ოზურგეთის 10.300 მაცხოვრებელი მაღალი ხარისხის წყალს გაუმჯობესებული გრაფიკით მიიღებს.  

 

პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „მუნიციპალური განვითარების ფონდი“ და „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. სამუშაოებზე 22 ადამიანია დასაქმებული. მათი უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეა. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"