ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია.
ბათუმელები
ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია.
შეხვედრა სამინისტროში
რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობების დემონტაჟი გრიბოედოვის ქუჩის მხრიდან დაიწყო.
ახალი საავადმყოფო 170 საწოლზეა გათვლილი, რომელშიც იქნება ყველა ურგენტული სამსახური, მეანობისა და ბავშვთა სამსახურის ჩათვლით. აქამდე ეს ორი სამსახური საავადმყოფოში არ ფუნქციონირებდა.
სამინისტროს მიერ „ბათუმელების“ წერილის პასუხად გამოგზავნილი დოკუმენტით თუ ვიმსჯელებთ, გამოდის, რომ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში არ აქვთ ინფორმაცია 2015 წელს აჭარის ვტონომიურ რესპუბლიკაში დაგეგმილი და განსახორციელებელი ახალი ინვესტიციების [მნიშვნელოვანი პროექტების] შესახებ.
კერძო პირდაპირი ინვესტიციები
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2014 წლის განმავლობაში რეგიონში განხორციელდა 276,5 მილიონი აშშ დოლარის კერძო პირდაპირი ინვესტიცია, საიდანაც 182,4 მილიონი დოლარი იყო უცხოური, ხოლო 94,1 მილიონი – ადგილობრივი. გასულ წელს აჭარაში განხორციელებული კერძო პირდაპირი ინვესტიციები კი, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 42 პროცენტითაა გაზრდილი.
აჭარაში შარშან განხორციელებული კერძო ინვესტიციები მუნიციპალიტეტების მიხედით პროცენტულად შემდეგნაირად გადანაწილდა: ქედა – 1%, ხულო – 6, შუახევი – 7, ხელვაჩაური – 7, ქობულეთი – 8 და ბათუმი – 71%. რაც შეეხება ეკონომიკურ სექტორებს: მრეწველობა – 1%, სოფლის მეურნეობა – 4, ენერგეტიკა – 18, მშენებლობა – 32, ტურიზმი – 43, და სხვა დარგები – 2%.
უცხოური ინვესტიციების უმეტესი ნაწილი განხორციელდა ტურიზმის (57%), ენერგეტიკისა (26.9 %) და მშენებლობის (12 %) დარგებში.
რაც შეეხება ინვესტორ ქვეყნებს, 2014 წლის მონაცემებით ყველაზე მსხვილი ინვესტორი ქვეყნებია: თურქეთი (35.5%), ინგლისი (28.5%), ნორვეგია (20.4%), შემდეგ მოდის აზერბაიჯანი (8,5%), ხოლო სხვა დანარჩენი ქვეყნები – 7,1%.
სახელმწიფო ინვესტიციები
სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტერიტორიაზე განხორციელებული სახელმწიფო ინფრასტრუქტურული ღონისძიებების პორტფელის (სახელმწიფო საინვესტიციო პროექტების) ღირებულებითმა მოცულობამ 2014 წელს შეადგინა 234 918 274 ლარი, რომლის ძირითადი ნაწილი მოდის საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე – 55%, შემდეგ პოზიციაზეა გარემოს დაცვა – 16%, განათლება, კულტურა და სპორტი – 9%, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცია – 8%, შენობების მშენებლობა/რეკონსტრუქციამ შეადგინა მთლიანი პორტფელის 3%, სოფლის მეურნეობამ – 3%, ხოლო დანარჩენი 6% მოდის სხვა ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებზე.
შარშან რეგიონში განხორციელებული სახელმწიფო ინფრასტრუქტურული ღონისძიებების დაფინანსების წყაროების 63% საბიუჯეტო სისტემის სხვადასხვა დონის (სახელმწიფო, რესპუბლიკური, ადგილობრივი) ბიუჯეტებიდან გამოყოფილი ასიგნებებია, ხოლო 37% – საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების (აზიის განვითარების ბანკი – ADB, ევრობანკი – EBRD, მსოფლიო ბანკი – WB) ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმები.
რაც შეეხება სახელმწიფო ინფრასტრუქტურული ღონისძიებების რეგიონის ტერიტორიული ერთეულების ჭრილში განაწილებას, განხორციელებული ღონისძიებების 45% მოდის ქობულეთის მუნიციპალიტეტზე (ძირითადად, პროექტი – ქობულეთის შემოვლითი გზა), 21% – თვითმმართველ ქალაქ ბათუმზე, 18% – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტზე, 8% – საერთო რეგიონულ პროექტებზე, ხოლო დანარჩენი 8% – ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებზე.
ბაღი ორ ჯგუფზეა გათვლილი, სადაც 50 აღსაზრდელs შეეძლება პირველადი განათლების მიღება. საბავშვო ბაღში 14 ადგილობრივი დასაქმდა.
დოლოგნის ბაღის რეაბილიტაციისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 213 000 ლარი დაიხარჯა. ბაღის სამშენებლო სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა – შპს ,„გულები-ოდე“-მ და შპს „G.I.E.“-მ განახორციელეს. ამ დროისთვის ქედაში 12 საბავშვო ბაგა-ბაღია.
ადგილობრივი ხელისუფლება უახლოეს პერიოდში დაბაში მეორე საბავშვო ბაღს გახსნის, გარდა დაბისა, 2015 წლისთვის დაგეგმილია კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა სოფელ მილისში.


სვეტლანა კუდბა „ბათუმელებთან“ საუბარში ფართობის გადაცემის ფაქტს უარყოფს და ამბობს, რომ „ჯერჯერობით ამ თემაზე არაფერი კონკრეტული არ არის“: „ქალბატონი მედეა რას ამბობს, ეს მისი საქმეა, მე არანაირი დოკუმენტი არ წამომიღია მთავრობიდან და არც ხელი მომიწერია. ეს დავის სულ სხვა საგანია და ამ თემაზე არ მინდა საუბარი.“
თუმცა, სვეტლანა კუდბა არ უარყოფს, რომ ის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში იმყოფებოდა: „ერთ-ერთ კომისიაში ვარ იქ. მაინტერესებდა და ვნახე ხელშეკრულების ნიმუშიც, მაგრამ ხელი არაფერზე მომიწერია, რადგან ჯერ არაფერი არ არის დაზუსტებული“.
სვეტლანა კუდბა წლების განმავლობაში საქველმოქმედო საქმიანობას ეწეოდა, რისთვისაც ქალაქის ცენტრში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ფართობი ჰქონდა ხელშეკრულებით გადაცემული. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ აღნიშნული ფართობი მას ეკონომიკის სამინისტრომ ჩამოართვა.
„დავით ბალაძემ ბოლო წერილში მომწერა, მიზანშეწონილად არ მიმაჩნია ფართობი უკან დაგიბრუნოთო. იმის შემდეგ მე მისგან არანაირი შეტყობინება არ მიმიღია და არც მე მიმიწერია არაფერი.“
„ბათუმელების“ კითხვაზე, თუ გადასცემს აჭარის მთავრობა მას ამ დღეებში ფართობს საქველმოქმედო საქმიანობისთვის, მოახდენს თუ არა ეს ფაქტი მის გადაწყვეტილებაზე გავლენას? – სვეტლანა კუდბა პასუხობს: „თუ შემომთავაზებენ, რა თქმა უნდა, უარს არ ვიტყვი. იცით, რომ მე იქ კომერციულ ფართობს არ გავხსნი, რადგან ეს გაჭირვებულ ადამიანებს სჭირდებათ. ჩაწყნარდება ეს დაძაბულობა და მერე ვილაპარაკებ ამ საკითხზე, ახლა მართლა ცუდად გამოჩნდება, არ გამოვიდოდა ეს ლამაზი და ამას ჩემ თავს არ ვაკადრებ“.
ამირან მახარაძის შვილს, 19 წლის სტუდენტ თამილა მახარაძეს იშვიათი დაავადება ტანჯავს – მის მარჯვენა ხელზე უჯრედებმა კვდომა დაიწყო. ამ დროისთვის თეონა მახარაძეს მარჯვენა ხელი იდაყვის ჩათვლით უჩვეულოდ აქვს შეშუპებული. გოგონას ახლობლები ტკივილის ლოკალიზებას ძლიერი გამაყუჩებელი პრეპარატებით ახერხებენ.

გერმანულ საუნივერსიტეტო კლინიკაში სათანადო კვლევის შედეგად ამირან მახარაძეს ექიმებმა უთხრეს, რომ ოპერაციული ჩარევის გზით შესაძლებელია არათუ გოგონას სიცოცლის გადარჩენა, არამედ ხელის შენარჩუნებაც კი. სწორედ ამ მიზნით მიმართა ამირან მახარაძემ საზოგადოებას დასახმარებლად. ის დღეს ამბობს, რომ მედიაკამპანიის შედეგად ადამიანებმა 5-5 ლარი ძლივს ჩარიცხეს. ბიზნესწრეებიდან ამ ეტაპზე ქველმოქმედებაში არავინ ჩართულა.
ამირან მახარაძე ამბობს, რომ რადგანაც სრული თანხის დაფარვა ვერ ხერხდება, კლინიკამ კიდევ ერთი შეღავათი გაუწია – თანხა 20 ათასი ევრო კლინიკის ანგარიშზე მაქსიმუმ 20 თებერვალს უნდა გადაირიცხოს. ხოლო დარჩენილი ნაწილის გადახდა შესაძლებელი იქნება ოპერაციის ჩატარების ეტაპზე, ანუ მარტში.
ამირან მახარაძე ამბობს, რომ არაფერი დარჩა ისეთი, რისი გაყიდვითაც დარჩენილი 13 ათასი ევროს მობილიზებას შეძლებდა.
აჭარის მთავრობის პრესცენტრის ინფორმაციით, დღეს, 19 თებერვალს ან ხვალ შეთანხმებულ თანხას აუცილებლად გადარიცხავენ თამილა მახარაძის ანგარიშზე.
ბათუმის ცენტრში, ჭავჭავაძისა და გოგებაშვილის ქუჩების კვეთაში, ახალაშენებულ სახლში, იყიდება, ოროთახიანი გარემონტებული ბინა, უზრუნველყოფილი საყოფაცხოვრებო ტექნიკითა და ავეჯით, ზღვის ხედით.
ფასი შეთანხმებით.
ტელ: 27 83 25;
მობ: 593 67 36 83

„ეს ხდებოდა უმაღლესი საბჭოს შენობაში. ზოგადად, მე მივიღე ჩემს თავზე, იმდენად რამდენადაც ის ამბობდა, ის, ვინც ხმას ჩემს წინააღმდეგ მისცემსო და ჩამოყალიბებული გინება იყო…“ – ამბობს მედეა ვასაძე, რომელმაც ტელეჟურნალისტებთან ისიც აღნიშნა, რომ მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოებაზე წუხს. „ბათუმელების“ კითხვაზე, რა აძლევს მას ამის საფუძველს, მედეა ვასაძე ამბობს, რომ დავით ბაციკაძის ტექსტი იყო მუქარის: „ბუნებრივია ეს აღიქმება მუქარად, – ადამიანს დაკარგული აქვს წონასწორობა, ახლა მთლიანად გამოსულია კონტროლიდან, ვეღარ აკონტროლებს საკუთარ თავს. ბუნებრივია, არა მარტო მე, არამედ ბატონი ჯემალ ფუტკარაძეც და ქალბატონი სვეტა კუდბაც გააკეთებენ ალბათ ანალოგიურ განცხადებას, რომ ჩვენი უსაფრთხოების პრევენციისთვის უმაღლესმა საბჭომ მიიღოს ზომები“, – ამბობს მედეა ვასაძე.
მისივე თქმით, ხელისუფლება უმაღლესი საბჭოს წევრის, სვეტლანა კუდბას მოსყიდვას ცდილობდეს: „მე მგონია, რომ ქალბატონ სვეტას მოსყიდვის მცდელობაა. ადამიანი [სვეტლანა კუდბა] მთელი ორი წლის განმავლობაში აყენებდა გარკვეულ საკითხს, საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე და ამ საკითხს არ უკმაყოფილებდნენ და მე დღეს მაქვს პროექტი, ხელშეკრულებისა და მთავრობის თავმჯდომარის ხელმოსაწერი, რომელიც დღეს მისცეს სვეტლანა კუდბას: „წამობრძანდით, საკითხი გადაწყვეტილია უკვე და მოაწერეთ ხელიო“ და წამოიღო ქალბატონმა სვეტამ ეს პროექტი და ერთ-ერთი ასლი მე მაქვს, რომელსაც ალბათ ხვალ გამოვაქვეყნებ. ეს არის პროექტი, როგორ სთავაზობენ მას, საქველმოქმედო საქმიანობისთვის, მოგეხსენებათ ქალატონი სვეტა მუშაობს მიუსაფარ ადამიანებთან, უსასყიდლოდ, 49 წლით, 300 კვადრატულ მეტრამდე შენობას. მე ვფიქრობ, ამ გართულებულ პოლიტიკურ ვითარებაში, ეს გარკვეულწილად მისი მოსყიდვის მცდელობაა. ქალბატონი სვეტა გონიერი ადამიანია და ზოგადად აღმოჩნდა, რომ ღალატი არ არის თურმე გადამდები, ძალიან მყარად არის და ვნახოთ“, – ამბობს მედეა ვასაძე, რომელიც იმედოვნებს, რომ 20 თებერვალს დავით ბაციკაძისა და ალექსანდრე ჩიტიშვილის გადასაყენებლად საჭირო 11 ხმა უმაღლეს საბჭოში შეგროვდება.

„მშვიდად“ ელოდება 20 თებერვალს მოვლენების განვითარებას დავით ბაციკაძე. „თუ ნაციონალური მოძრაობის რვა წევრს მხარს დაუჭერს სამი დეპუტატი, ეს შესაძლებელი იქნება. ქალბატონმა მედეამ განაცხადა ამის შესახებ, რომ მხარს დაუჭერს ნაციონალურ მოძრაობას, ბატონი ჯემალი ბოლომდე ვერ ჩამოყალიბდა, მაგრამ გვითხრა პრინციპში, რომ ის აპირებს მხარდაჭერას და თუ კი ვინმე დაემატა მესამე, ეს შესაძლებელია, მაგრამ ეს არაა აჭარის მოსახლეობის სურვილი და ისინი ხელოვნურად ცვლიან შედეგს, რაც დადგა არჩევნების შედეგად, ორი წლის წინ აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში. მაგრამ მინდა დავპირდე მათ, რომ ეს რევანში არ გამოვა, დადგება ვადამდელი არჩევნების საკითხი. მურმან დუმბაძე, მედეა ვასაძე, ჯემალ ფუტკარაძე და „ნაციონალური მოძრაობა“ რევანშისტები არიან, ესაა სიმართლე.“
დავით ბაციკაძე უარყოფს მედეა ვასაძის მიმართ არათუ მუქარას, არამედ გინებასაც კი. ის ამბობს, რომ მედეა ვასაძეს მისგან არავითარი საფრთხე არ ელის: „მოვითხოვ ვიდეოთვალებს და ერთი სად, რა დროს მოისმინა, როგორ იდგა, ან თუ კი ყურს ადებს კარებს, ეს რა საქციელია – ეს სხვა თემაა. ძალიან ბევრი ადამიანი იყო იქ და შეგიძლიათ მათ ჰკითხოთ, ეს არის იმისთვის, რომ გაამართლონ თავიანთი უმსგავსო ქმედება, ის რაც ჩაიფიქრეს, რომ პოლიტიკურ რევანშს აპირებენ და ხელისუფლების შეცვლას“.
რაც შეეხება მედეა ვასაძის ინფორმაციას სვეტლანა კუდბასთვის, საქველმოქმედო მიზნებისთვის, 300 კვადრატულ მეტრამდე შენობის გადაცემის შესახებ, აჭარის მთავრობაში „ბათუმელებს“ დაუდასტურეს, რომ გამზადებულია ხელშეკრულების სამუშაო ვერსია, რომლის მიხედვითაც დეპუტატ სვეტლანა კუდბასთვის იგეგმება ქონების გადაცემა. ხელშეკრულება არც ერთი მხარის მიერ არ არის ხელმოწერილი. მთავრობის ინფორმაციით, სვეტლანა კუდბა საქველმოქმედო მიზნებისთვის ქონების გადაცემას ორი წელია ითხოვდა.

უმაღლესი საბჭოს ოპოზიციის წევრების განცხადებით, სვეტლანა კუდბაზე თანაპარტიელები ზეწოლას ახორციელებდნენ, რადგან დასახლებული დეპუტატების თანამდებობიდან გადასაყენებლად 11 ხმაა საჭირო.
თანაპარტიელებისგან პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის ფაქტს სვეტლანა კუდბა „ბათუმელებთან“ საუბარში არ ადასტურებს. დეპუტატი ამბობს, რომ მისი ცრემლები პირად თემას უკავშირდებოდა და არა პოლიტიკას.
„ჩემი ცრემლები პოლიტიკას არ უკავშირდებოდა, ჩემი პირადი საქმე მოვყვე?! უხერხულია. არ შეიძლება ჩემს მეგობრებს ჩემი პირადი გაჭირვება ველაპარაკო? მეუღლე ავად მყავს და მივდივარ-მოვდივარ და ავყევი ემოციებს“ – ამბობს ის „ბათუმელებთან“ საუბრისას.
რა მოხდა ფრაქციის სხდომაზე და უკავშირდებოდა თუ არა დეპუტატის ცრემლები რიგგარეშე სხდომაზე ჩანიშნულ საკითხებს? ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად „ბათუმელები“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, აკაკი ძნელაძესაც დაუკავშირდა.
„სვეტა არ ტიროდა, უბრალოდ ქალური ემოციით აუჩუყდა გული, რომ დაიღალა ამდენი იწილო-ბიწილოთი და ვერ გაერკვა. ჩემი აზრით, პოლიტიკას ცივი გონება სჭირდება და არაფერი არ არის აქ საოცარი. ამას შემდეგ ვინ რა ყურს ან ხელს გამოაბამს, სხვა საკითხია“.

აკაკი ძნელაძე, ფრაქციის წევრზე ზეწოლას უარყოფს:
„უბრალოდ იყო იმაზე საუბარი, რომ თუ ჩვენ ერთი გუნდი ვართ და ეს მოცემულობაა, უნდა მოიქცე ისე, როგორც რეალობას შეესაბამება. თუ სხვა რაღაც პრეტენზიებია, შეიძლება დატოვო ადამიანმა ფრაქცია და შემდეგ გააკეთო რაღაც. თუმცა ფრაქციიდან წასვლაზე საუბარი არ ყოფილა, უბრალოდ, იყო სუფთა ადამიანური ემოცია“.
ფრაქციის თავმჯდომარემ რიგგარეშე დაგეგმილ სხდომაზე განსახილველ საკითხზეც გააკეთა აქცენტი. მისი თქმით, თუ 20 თებერვალს აჭარის უმაღლეს საბჭოს უმრავლესობაში კონფიგურაცია შეიცვალა, ცვლილებები ოპოზიციასაც შეეხება.
„მარტო ერთ მხარეს იქნება ხმები და სხვა მხარეს არ იქნება? შეიძლება ერთ კონკრეტულ შემთხვევაში იყოს სხვა მოცემულობა, მომავლისთვის კი – სხვა. ასე რომ, მე ამას ძალიან გულგრილად ვუყურებ, რადგან ემოციამ დაგვღუპა 30-25 წლის წინ, ამ ემოციებით დავანგრიეთ ქვეყანა და ახლა ძალიან ცივი გონებით უნდა ვაშენოთ“.
აკაკი ძნელაძე ამბობს, რომ მას რიგგარეშე სხდომაზე ოპოზიციის ინიციატივის ჩავარდნის იმედი აქვს:
„მე მგონი ვერ დააგროვებენ საკმარის ხმებს იმისთვის, რომ უმრავლესობის წევრები თანამდებობიდან გადააყენონ. თუმცა, ამაშიც ვერ ვხედავ ტრაგიკულს. რაც მოხდება, ეგ არის მეორე სერია, პირველი კი ის – ვინ სად და რა პოზიციაზე ვდგავართ და სად მიგვყავს ქვეყანა. ეს იწილო-ბიწილო ვიწრო, კონკრეტულ ჩარჩოებში არ დამთავრდება, რადგან ეს არის ჯაჭვური რეაქცია და შეიძლება ვეღარ შეამაგრო. ამიტომ ფართოდ გავახილოთ თვალები და დავინახოთ სად არის ყველაზე დიდი პრობლემა“.

„აჭარაში მშენებლობებისა და საინვესტიციო პროექტების თითქოს შეფერხებასთან დაკავშირებით, მინდა გითხრათ, რომ ინვესტიციები იზრდება, კერძოდ, 2014 წლის ინვესტიცია 276,5 მლნ აშშ დოლარია და 2013 წელთან შედარებით 42 %-ით არის გაზრდილი.
რაც შეეხება გაფორმებულ ხელშეკრულებებს, რომელშიც ბრენდები არ წერია, ხელშეკრულებები უკვე გაფორმებული დაგვხვდა და არსად არ იყო ბრენდი გაწერილი.
რაც შეეხება სასტუმრო „ჰოლიდეი ინს“, არაერთხელ განვაცხადეთ, რომ პროექტი არ გაჩერებულა, იცვლება ბრენდი. უფრო მეტიც, შემოვა უფრო მაღალი დონის ოპერატორი – „ქრაუნ პლაზა“. პროექტში ცვლილების განხორციელება კულტურული მემკვიდრეობისა და ქალაქის მერიის თანხმობით მოხდა. უახლოეს პერიოდში დაიწყება პროექტში ცვლილება.
სასტუმრო „პრინცესა ქალაქის ცენტრში მდებარეობს. ჩვენი თხოვნა იყო, რაღაც პერიოდის განმავლობაში შეეჩერებინათ სამუშაოები, რათა მიმდინარე ღონისძიებებისთვის ხელი არ შეეშალათ. სავსებით ლოგიკურია, რომ ცოტაოდენი შეფერხება და ვადის გაგრძელება მოხდება.
ყველას კარგად გვახსოვს მიხეილ სააკაშვილის პოპულისტური გამოსვლები და განცხადებები „ტრამპ თაუერთან“ დაკავშირებით. თუმცა დღემდე არსად არ არსებობს პროექტიც კი. მიწის ნაკვეთზე, სადაც „ტრამპ თაუერის“ მშენებლობა დააანონსეს, იმ დროინდელმა ხელმძღვანელებმა უპირობოდ გაყიდეს და ხედავთ რა მდგომარეობაშია დღეს ეს მიწა.
მინდა მოვუწოდო იმ ადამიანებს, რომლებიც აცხადებენ, რომ თითქოს ინვესტიციები ფერხდება, მეტი სიფრთხილით მოეკიდონ მსგავს შეფასებებს, რადგან უნდა გვესმოდეს, რომ ეს აშინებთ ინვესტორებს და ამ ყველაფერმა შეიძლება ნეგატიურად იმოქმედოს ინვესტიციებზე“.
ქალაქ ბათუმში, თამარის დასახლებაში, იყიდება 80 კვ/მ ფართობი სამ ოთახიანი ბინა, მე-2 სართულზე, მიშენების ნებართვით, ოპერის სახლის უკან (ბნზ), 3 წუთის სავალი ზღვამდე, იატაკი დეკორატიული მაკაგონის და კოპიტის პარკეტისაა, სახლი ასევე უზრუნველყოფილია გერმანული ფარნჯრებით, ჩაცმული კოპიტის კარადებით და კოპიტის კარებით, შემოსასვლელი რკინის კარით, რუმუნული ავეჯით, 200 ტომეული მსოფლიო ლიტერატურა რუსულ ენაზე, თავისი კარადებით. ფასი შეთანხმებით.
ტელეფონი: 593138623 სერგო.


„საგანმანათლებლო დებატები პროგრესისთვის“, – ასე ჰქვია ბათუმის #2 საჯარო სკოლის სასკოლო კლუბს, რომელიც რეგიონში არსებულ 11 სასკოლო კლუბთაგან ერთ-ერთია.
„სამოქალაქო განათლებას ვასწავლი და საგაკვეთილო პროცესში ვხედავდი, რომ დებატების კულტურა არ იყო მაღალი. ჩვენ მიერ წარდგენილი პროექტი გულისხმობდა მოსწავლეებში დებატების კულტურის განვითარებას“, – ამბობს მეორე საჯარო სკოლის პედაგოგი მირანდა გორგოშაძე.
მისი თქმით #2 საჯარო სკოლის მიერ შექმნილ სასკოლო კლუბის აქტივობებში ქალაქის მასშტაბით 25 საჯარო სკოლა ჩაერთო. პირველ ეტაპზე შეირჩა ისმასწავლებლები, ვინც თავიანთ სკოლებში დააფუძნეს დებატკლუბები. მოგვიანებით მასწავლებლებს ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში დებატების ხელოვნების ტექნიკაში ოთხდღიანი ტრენინგი ჩაუტარდათ. 2014 წლის ნოემბერ-დეკემბერში კი პროექტის მონაწილე ბათუმის საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის ჩატარდა ტრენინგები და სადემონსტრაციო თამაშები.
#2 საჯარო სკოლის დებატკლუბის ხელმძღვანელი ამავე სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე მარიამ ანანიძეა. კლუბში ოცი მოსწავლეა გაწევრიანებული.
„დებატკლუბის შექმნის იდეა წამოვიდა იქიდან, რომ ეს გვჭირდებოდა. ვფიქრობდი საინტერესო იქნებოდა დავუფლებოდით დებატების ხელოვნებას. რაც შეეხება თემატიკას, დებატებს ვმართავდით იმ თემაზე, რაც მოცემულ მომენტში იყო აქტუალური. ყველაზე ბევრი ვიდებატეთ ძალადობის თემაზე. უმეტესად ბიჭები გვეკამათებოდნენ, ქალებიც ხომ ძალადობთ ჩვენზეო. ამ კლუბმა მე, პირადად, ბევრი რამ მომცა. პირველ რიგში გავიცანი ბევრი საინტერესო ბავშვი, მივხვდი, რომ მომავალი თაობა არის ძალიან ჭკვიანი. მათ ასაკში მე ამაზე არ ვფიქრობდი. მთავარი კი, რაც ვისწავლე, საკუთარი აზრის გამოთქმა და შემდგომ მისი დაცვაა,“ – ამბობს მარიამი.

ბათუმის #8 საჯარო სკოლის მოსწავლეები
გასული წლის სასკოლო კლუბების პროგრამაში კიდევ ერთი გამარჯვებული ბათუმის #8 საჯარო სკოლაა. პროგრამის ფარგლებში სკოლაში ეკოკლუბში „ჩემი გარემო~ დაფუძნდა. სამინისტრომ კლუბი 2271 ლარით დააფინანსა. მოსწავლეებმა გადაწყვიტეს ეკოკლუბის ფარგლებში, სკოლის ეზო გაამწვანონ. მოპოვებული დაფინანსება ნერგებისა და სამუშაო იარაღების შესაძენად დაიხარჯება.
„საკმაოდ დიდი ადგილია სკოლის ეზოში, რომლის გამწვანების იდეაც კარგა ხანია გვაქვს. გვინდოდა დაგვერგო ხეები. გარდა ამისა, გვინდოდა თანატოლებისთვის აგვეხსნა როგორ უნდა დავრგოთ ხე, როგორ გავახაროთ და როგორ მოვუაროთ. პროექტი დაგვიფინანსდა და ახლა ამის საშუალება გვაქვს,“ – ამბობს მერვე საჯარო სკოლის ეკოკლუბის ხელმძღვანელი თაკო წულუკიძე.
კითხვაზე, თუ როგორ არის კლუბში ფუნქციები გადანაწილებული, ეკოკლუბის ერთ-ერთი წევრი ნესტან ვარშანიძე ამბობს:
„ფუნქციები ძალის მიხედვით გვაქვს გადანაწილებული. მიწას, ძირითადად, ბიჭები ბარავენ, გოგონები ვაკონტროლებთ იმას, რომ ზუსტად მოხდეს აღრიცხვა, ზუსტად ჩატარდეს სამუშაო და მივიღოთ ის შედეგი, რაზეც ვართ ორიენტირებული“.
ეკოკლუბის წევრთა თქმით, საშემოდგომო სამუშაოები 2014 წელს ჩაატარეს, ხეების დარგვას კი წელს მარტიდან გეგმავენ.
რამდენად ეფექტურად მუშაობს პროგრამა და როგორია სკოლების მხრიდან დაინტერესება, ამ კითხვით აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მივმართეთ. სამინისტროს სასკოლო კლუბების კოორდინატორის, ნინო ნაკაშიძის თქმით, სკოლების მხრიდან დაინტერესება იმდენად მაღალია, რომ საკონკურსო კომისიას ხშირად უჭირს საუკეთესოს ამორჩევა.
„2011 წლიდან გვაქვს ეს პროგრამა. რაც წლები გადის, მით უფრო დახვეწილი პროექტები შემოდის სამინისტროში,“ – ამბობს ნინო.
მისივე თქმით, სასკოლო კლუბებში მუშაობა ბავშვებს სწორი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში უწყობს ხელს:
„ჩვენ ვაძლევთ საშუალებას საერთო ინტერესის მქონე მოსწავლეები გაერთიანდნენ, ჩამოაყალიბონ კლუბი და საგაკვეთილო პროცესის მიღმა დაკავდნენ მათთვის საინტერესო საქმიანობით. რაც მომავალში ხელს შეუწყობს მათი მსოფლმხედველობის განვითარებას, გაზრდას, მათ ჩამოყალიბებას და ჩართულობას საზოგადოებაში. საგაკვეთილო პერიოდი სრულად ვერ აკმაყოფილებს მოსწავლეთა ინტერესს. სასკოლო კლუბებში მუშაობა უვსებს მათ ამ დანაკლისს,“ – ამბობს ნინო ნაკაშიძე.
როგორც აჭარის განათლების სამინისტროში განმარტავენ, წელს მინიმუმ რვა კლუბი დაფინანსდება.
„შესაძლოა უფრო მეტიც დაფინანსდეს, გააჩნია მათ მიერ მოთხოვნილ ბიუჯეტს. ზოგიერთ სკოლას სჭირდება 3000 ლარი პროექტის განსახორციელებლად, ზოგიერთს – 1000. შესაბამისად, ამ თანხის ეკონომიის საფუძველზე ფინანსდება გაცილებით მეტი კლუბი,“ -ამბობს ნინო ნაკაშიძე.
მაქსიმალური თანხა, რაც შეიძლება ერთმა სასკოლო კლუბმა მოითხოვოს, 3000 ლარია. გასულ წელს სულ 11 კლუბი დაფინანსდა. აქედან 3 სასკოლო კლუბი ბათუმში (პირველი, მეორე და მერვე საჯარო სკოლა), ორი – ხელვაჩაურში, ორი – ქედაში, ორი – შუახევში, თითო-თითო სასკოლო კლუბი კი – ხულოსა და ქობულეთში. სამინისტროს მიერ 2015 წელს გამოცხადებულ კონკურსში პროექტის წარდგენა შეუძლია რეგიონში მოქმედ ყველა საჯარო სკოლას. განაცხადების მიღება უკვე დაიწყო და 31 მარტამდე გაგრძელდება. წელს სასკოლო კლუბების დასაფინანსებლად 34 700 ლარია გამოყოფილი.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უწყებების მიერ მიმდინარე წელს დაგეგმილ ღონისძიებებს ჯანდაცვისა და განათლების სფეროების წარმომადგენლებს, ასევე სოფლის რწმუნებულებს მინისტრის მოადგილეები და სამსახურების ხელმძღვანელები წარუდგენენ.
მსგავსი შეხვედრები უკვე გაიმართა ხულოს, შუახევის, ქედისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში.

სამინისტროდან გამოთხოვილი ოფიციალური დოკუმენტების ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ Holiday Inn-ის, Kempinski-ის, Hotel Reina-ის, Hotel Princess-ის ბრენდის სასტუმროების განთავსების ვალდებულება არც ერთ ინვესტორს ხელშეკრულებით ნაკისრი არ აქვს – ამ ბრენდების სასტუმროების მშენებლობის შესახებ ცნობილი მხოლოდ პოლიტიკოსთა საჯარო განცხადებებიდან გახდა;
Trump Tower – ისა და სასტუმრო „პონტოს“ მშენებლობის შესახებ ინფორმაცია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საერთოდ არ აქვს. მშენებლობის ვადები ყველა კომპანიას დარღვეული აქვს როგორც წინა, ასევე მოქმედი ხელისუფლების პირობებში. ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო საკუთრების უფლება ჩამოერთვა მხოლოდ ერთ კომპანიას – შპს ENVIL BATUM-ს.
სასტუმრო “ჰოლიდეი ინი”
სასტუმროს სამშენებლო სამუშაოები ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს, თუმცა შენობის ძირითადი ნაწილი უკვე აგებულია. სასტუმრო გოგებაშვილის 10-ში მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 4478 კვ.მ.-ს შეადგენს, მასზე მიმაგრებული 2522.27 კვ.მ. მიწის ნაკვეთით. ტერიტორია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2008 წლის 2 ივლისს შპს „არაი ჯორჯიაზე“ 3 მილიონ დოლარად გაასხვისა იმ პირობით, რომ სასტუმროს მშენებლობა 2010 წლის ზაფხულში უნდა დასრულებულიყო. სამინისტროსა და შპს „არაი ჯორჯიას“ შორის 2008 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილებები რამდენჯერმე შევიდა. ხელშეკრულების პირველი რედაქციით, მყიდველს ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 თვეში უნდა აეშენებინა სულ მცირე 60-ნომრიანი სასტუმრო და სამორინე. 2011 წელს შეტანილი ცვლილებებით კი „არაი ჯორჯიას“ ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად დამატებით ორწლიანი ვადის მიცემა განესაზღვრა. შეიცვალა სასტუმროს ნომრების რაოდენობაც და ახალ რედაქციაში 60 ნომრის ნაცვლად, 150 ნომერი ჩაიწერა.
მორიგი ცვლილებები ხელშეკრულებაში 2013 და 2014 წლებში განხორციელდა. 2013 რედაქციის მიხედვით, შეიცვალა მშენებელი კომპანიის სახელწოდება და „არაი ჯორჯიას“ ნაცვლად შპს„ქროსვეისი“-ა მოხსენებული, რომლის 100-პროცენტიანი წილის მფლობელი თეიმურაზ უგულავაა. 2014 წელს შესული ცვლილებებით კი მშენებლობის დასრულების ბოლო ვადად მითითებულია 2015 წლის 1 მაისი. ცვლილებებთან ერთად 2014 წლის მაისში მფლობელ კომპანიას აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო 400 000 დოლარის ჯარიმის გადახდა დაეკისრა.
ორგანიზაციის კვლევები ეხება სასტუმრო „კემპინსკისაც“.
„კემპინსკად“ წოდებული სასტუმრო, რომლის მშენებლობა ბათუმის საფეხბურთო სტადიონის ტერიტორიაზე 2009 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, ამ დრომდე დაუმთავრებელია. ამ ეტაპზე ძირითადი შენობა აგებულია, მაგრამ მოპირკეთებითი სამუშოები არ მიმდინარეობს. ობიექტი 2006 წლის ოქტომბერში 2 მილიონ დოლარად გაასხვისა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ. მყიდველმა კომპანია GIMG-მ აიღო ვალდებულება, რომ განახორციელებდა ოცდათხუთმეტი მილიონი დოლარის ინვესტიციას და დაასაქმებდა საქართველოს 500 მოქალაქეს. ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, არც შპს GIMG–ს აქვს აღებული ოფიციალური ვალდებულება, ამ შენობაში Kempinski-ს ბრენდის სასტუმრო განათავსოს.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და GIMG-ს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში ბოლო ცვლილება 2014 წლის 4 ივლისს შევიდა. ცვლილებების მიხედვით, მშენებლობის დასრულების ვადად 2016 წლის 30 ივნისი განისაზღვრა. ამ დროისთვის კომპანიამ სასტუმროს კომპლექსი, ბიზნესცენტრი, საცხოვრებელი კომპლექსის ორი ბლოკის, გასართობი ცენტრისა და მულტიპლექსის ფუნქციონირება უნდა უზრუნველყოს. კომპანია GIMG მთლიანი წილის მფლობელი, ავსტრიაში რეგისტრირებული შპს GAB-Resirt-ია.
სასტუმრო „პრინცესა“
სასტუმრო „პრინცესა“, იგივე ძველი ფოსტის შენობა ბათუმში, მემედ აბაშიძის 33-ში მდებარეობს. ამ დროისთვის ობიექტზე სამშენებლო სამუშაო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. აჭარის მთავრობამ შპს „აქთივ ბათუმი“-ზე 2010 წლის 30 მარტს, ქონება შემდეგი პირობით გაასხვისა: მყიდველს 2 500 000 დოლარის ექვივალენტი ლარში, ეტაპობრივად 2011 წლის 15 დეკემბრამდე უნდა გადაეხადა, ხოლო 100-ნომრიანი სასტუმრო 48 თვის ვადაში, 2014 წლის გაზაფხულზე უნდა გახსნილიყო. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კი თავის მხრივ აიღო ვალდებულება, სასტუმროს ტერიტორიაზე არსებული სამორინე სანებართო მოსაკრებელისგან 10 წლის განმავლობაში გაეთავისუფლებინა. მშენებლობა დათქმულ ვადაში ვერ დასრულდა. ხელშეკრულებაში ბოლო ცვლილება 2014 წლის 30 მარტს შევიდა და სასტუმროს ექსპლუატაციაში შესვლის თარიღად 2016 წლის 30 იანვარი განისაზღვრა. კომპანიის მფლობელი სააქციო საზოგადოება „იარადა“ ოფშორულ ზონაში, ლიხტენშტეინშია რეგისტრირებული.
სასტუმრო “რეინა”
Reina ბათუმში, მემედ აბაშიძის 34-სა და დუმბაძის ქუჩა 16-18-ში მდებარეობს. N1 აფთიაქის ყოფილ შენობაში, სადაც სასტუმრო უნდა განთავსდეს, შენობის განახლებისა და იქ სასტუმროს მოწყობის სამუშაოები ამ დრომდე არ მიმდინარეობს. უძრავი ქონება და მასზე მიმაგრებული მიწის ფართობი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2011 წლის 28 იანვარს 1 მილიონი დოლარის ექვივალენტ ლარში გაასხვისა. თავის მხრივ, შპს „ჟასმინმა“ 16 თვის ვადაში 40-ნომრიანი სასტუმროს, რესტორნის მშენებლობისა და საქართველოს 80 მოქალაქის დასაქმების ვალდებულება აიღო, მაგრამ დათქმულ ვადაში (2012 წლის ივნისი) პირობები ვერ შეასრულა. ბოლო ცვლილება ხელშეკრულებაში 2013 წლის 25 სექტემბერს შევიდა, როდესაც კომპანია საპრივატიზებო ხელშეკრულებით დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლდა აჭარის ქონების მართვისა და განკარგვის კანონის 29-ე მუხლის საფუძველზე, რაც საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობის მიზნით ინვესტორის დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს.
ახალი ხელეშკრულებით „ჟასმინმა“ აიღო ვალდებულება მშენებლობის ნებართვის აღებიდან 2 თვის განმავლობაში დაეწყო სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა და 24 თვის ვადაში დაესრულებინა. ამ ეტაპზე სამუშაოები ისევ არ მიმდინარეობს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში „საერთაშორისო გამჭირვალობას – საქართველოს“ განუცხადეს, რომ ამ ეტაპზე კომპანია ისევ საპროექტო სამუშაოებით არის დაკავებული. „ჟასმინი“-ს 10 პროცენტის მფლობელი თურქეთის მოქალაქე მეჰმეთ ქოჩარსლაია, 90 პროცენტს კი შპს „მელს თურიზმ გიდა ვე ინშაათ სანაია“ ფლობს, რომელიც თურქეთში რეგისტრირებული.
“ენვილ ბათუმი”
კიდევ ერთი, 150 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა დაგეგმილი იყო ბათუმის ახლადშემოერთებულ დასახლება კახაბერში, რომელიც შპს Envil Batumi-ს უნდა აეშენებინა. კომპანიის მოწილეები უკრაინის მოქალაქეები ვოლოდიმირ და ანატოლი დრობოტები არიან. ქონება 2012 წლის 10 აპრილს პირდაპირი მიყიდვის ფორმით ერთ ლარად გადაეცა. მშენებლობა ამ მისამართზე საერთოდ არ დაწყებულა. „საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს“ მიერ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან გამოთხოვილი ოფიციალური დოკუმენტით დგინდება, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 2014 წლის 2 სექტემბერს, შპს ENVIL BATUM-თან ხელშეკრულება მოიშალა და კომპანიას დაეკისრა ჯარიმა 56 304 ლარის ოდენობით, ერთ ლარად გადაცემული ქონება კი ისევ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას დაუბრუნდა. ამჟამად კომპანიის წარმომადგენლობა ხელშეკრულებაში მითითებულ იურიდიულ მისამართზე საერთოდ არ იმყოფება.
2014 წლის 22 დეკემბერს, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ განაცხადა, რომ არც ერთ ინვესტორს, გარდა ერთისა (ENVIL BATUM), აჭარა არ დაუტოვებია, ხოლო კონკრეტულ ოპერატორებთან შეთანხმებას სასტუმროს ინვესტორები აწარმოებენ. მსგავსი განცხადება გააკეთა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ბოჭორიშვილმაც.
„საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველო“ მიიჩნევს, რომ საინვესტიციო პირობების შესრულებაზე ეფექტიანი კონტროლის დაწესება ისევე მნიშვნელოვანია, როგორც უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და ახალი პროექტების განხორციელება. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ გონივრულად განკარგოს მის ხელთ არსებული ქონება და, განსაკუთრებით პირდაპირი მიყიდვის ფორმის გამოყენების შემთხვევაში, დაადგინოს კრიტერიუმები, რათა თავიდან აიცილოს არასასურველი შედეგი, რაც საინვესტიციო პროექტების განხორციელების გაჭიანურებით, შეჩერებით ან შეწყვეტით შეიძლება გამოიხატოს“- ნათქვამია კვლევაში.
ფრაქცია „ ქართული ოცნების“ თავმჯდომარის აკაკი ძნელაძის ინფორმაციით, აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე ვიცე-სპიკერ დავით ბაციკაძისა და საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ალექსანდრე ჩიტიშვილის გადაყენებას უყრიან კენჭს. საკითხის ინიციატორი ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობაა“.

პატიმარ გიორგი გელაძის ინფორმაციით, დღევანდელო მონაცემებით 60 მსჯავრდებული შიმშილობს. მათ შორის არიან C ჰეპატიტით,შიდსით, ტუბერკულიზოთ და განაფტული სკლეროზით დაავადებული ადამიანები.
სად-ის მე-6 და მე-8 დაწესებულებაში პატიმრები 26 იანვრიდან შიმშილობენ. მათი მოთხოვნაა პარლამენტმა გადახედოს 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის კანონს, რომლის თანახმადაც სასჯელი მთლიანად ან ¼ შეეხო ყველა პატიმარს გარდა უვადო თავისუფლებააღკვეთილებისა. რაც მათი აზრით დისკრიმინაციულია.
გიორგი გელაძის ინფორმაციით, [რომელიც მერვე დაწესებულებიდან „ბათუმელებს“ ტელეფონით დაუკავშირდა] გუშინ 17 თებერვალს დაწესებულებაში ორი პატიმარი ცუდად გახდა და მათ მოსანახულებლად წითელი ჯვარი და სასაწრაფო დახმარების ექიმები იყვნენ მისულები.
პატიმრის მიერ მოწოდებული ამ ინფორმაციას სამინისტროში ნაწილობრივ ადასტურებენ. წითელი ჯვრის თანამშრომლებმა ნამდვილად მოინახულეს გორის ტერაქტის მოწყობის ბრალდებით გასამართლებული გიორგი ზასაევი, იოსებ კოჩიევი და გიორგი ვალიშვილი. სამინისტროს ინფორმაციით, პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ისინი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. მათ დასახმარებლად გამოძახებული არ ყოფილა სასწრაფო დახმარების ექიმები.
ქუთაისში დაგეგმილ აქციას აჭარიდანაც უერთდებიან. უფლებადაცმველი თამაზ ბაკურიძის ინფორმაციით, აჭარაში სულ 7 ადამიანია ვინც უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი და პატიმრის ნათესავები მხარდასაჭერად ამ წუთებში ქუთაისში მიემგზავრებიან.
გამოძიებამ დაადგინა, რომ მხილებულებმა მიმდინარე წლის 16 თებერვალს ლანჩხუთის რაიონის სოფელ შუხუთში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ეზოში მდებარე სასანთლის გისოსები წერაქვის გამოყენებით დააზიანეს, შიგნით ფარულად შეაღწიეს, საიდანაც 500 ლარი მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მხილებულებმა იმავე დღეს ქალაქ ლანჩხუთში, ჟორდანიას ქუჩაზე, 100 ათასი მოწამის სახელობის ეკლესიის ეზოში მდებარე სასანთლის გვერდითი მინა დააზიანეს, შიგნით ფარულად შეაღწიეს, სადაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ 30 ლარს, საეკლესიო ნივთებს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ მხილებულებმა იმავე დღეს ქალაქ ლანჩხუთში, ჟორდანიას ქუჩაზე, მოქალაქის კუთვნილი სავაჭრო ჯიხურის უკანა კედელი დააზიანეს, შიგნით ფარულად შეაღწიეს, სადაც სხვადასხვა სახის ტანსაცმელსა და სუნამოს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცავებმა ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით, საცავში უკანონო შეღწევით, ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).
„რვაფეხას“ მდგომარეობის შესახებ დასკვნა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ მოამზადა. დასკვნაში აღნიშნულია, რომ „რვაფეხას“ არსებული მდგომარეობით ექსპლუატაცია შეუძლებელია, რასაც „ბათომის“ წევრებიც ეთანხმებიან და მთავრობისგან შემდეგ ნაბიჯს, ძეგლის რეაბილიტაციასა და რესტავრაციას ითხოვენ.
„ეს დასკვნა იყო აუცილებელი და მადლობა, რომ ეს გააკეთეთ, თუმცა იგივე დასკვნა იყო ვიზუალური დათვალიერების შედეგადაც ცნობილი. ახლა უკვე უნდა ჩაერთონ არქიტექტორ-რესტავრატორები, მათ უნდა მოამზადონ დასკვნა, თუ რა და როგორ შეიძლება გაკეთდეს“ – განაცხადა საზოგადოება „ბათომის“ ხელმძღვანელმა, არქეოლოგმა ნინო ინაიშვილმა შეხვედრაზე.
„ამ დასკვნის საფუძველზე ჩვენ უნდა გავარკვიოთ, შესაძლებლად მიიჩნევს თუ არა არქიტექტორ-რესტავრატორი ძეგლის ისე გამაგრებას, რომ შენარჩუნებული იყოს მისი კულტურული ღირებულება და სანდოობა“ – აღნიშნა პარმენ ჯალაღონიამ, აჭარის მთავრობის წარმომადგენელმა, რომელიც შეხვდა დღეს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს.
„ბათომის“ წევრებმა მთავრობას შესთავაზეს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსა და საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა „რვაფეხას“ სარესტავრაციო დოკუმენტების მომზადებაში.
პარმენ ჯალაღონიამ განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში მთავრობა მიმართავს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს თხოვნით, „რვაფეხას“ რესტავრაციასთან დაკავშირებულ საკითხებში ჩაერთონ არქიტექტორ-რესტავრატორები.

„ზღვასთან ახლოს არ შეიძლება რაიმეს ჩამოსხმა ან მძიმე კონსტრუქციის განთავსება ინფრასტრუქტურის სამინისტროს ნებართვის გარეშე. ეს ქანდაკებაც ნებართვის გარეშე დადგეს, რის გამო ყველა ტექნიკური ნორმა დარღვეულია.
შარშან, წლის ბოლოსკენ ხშირი შტორმი იყო და ამან ქანდაკებას სულ გამოურეცხა საძირკველი. ამიტომ, მის გადატანაზე მუშაობა დავიწყეთ და კონკრეტულ ადგილს ავტორთან შეთანხმებით განვიხილავთ. ეს ადგილი არც ავტორს ჰქონდა თავიდან გათვალისწინებული“- განაცხადა „ბათუმის ბულვარის“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ზირაქაშვილმა „ბათუმელებთან“.
ქანდაკების ადგილმონაცვლეობისთვის „ბათუმის ბულვარის“ ბიუჯეტში 240 ათასი ლარია გათვალისწინებული, თუმცა, კონკრეტული დრო, თუ როდის გადაიტანენ ქანდაკებას, დაზუსტებული არ არის.
„ვერ ვიტყვი, რომ ერთ თვეში მოგვარდება ეს საკითხი, მაგრამ მუშაობა მიმდინარეობს“- აცხადებს ზირაქაშვილი.
ქანდაკების შექმნაზე ორ მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა.

„ეს არის ტექნიკური შეცდომა“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ პარმენ ჯალაღონიამ, აჭარის მთავრობის წარმომადგენელმა, „ოფიციალურად მისამართი არც ერთს არა აქვს, ერთია პირობითად #41, რაც მითითებულია და მეორეა სასტუმრო „კრისტალი“ ამ სახლის გვერდით. მისამართები საქართველოს მთავრობას აღებული აქვს მუსლიმი მრევლის მიმართვიდან. გუშინ მივწერეთ, რომ შეცდომაა, ზეგ გადის [საკითხი] სხდომაზე და შეიცვლება კოდები.“
აღნიშნული შენობებიდან დაახლოებით 150 მეტრში საქართველოს პატრიარქის რეზიდენცია მდებარეობს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივაა, რომ თანამდებობიდან გადაყენებულ იქნეს უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერი დავით ბაციკაძე და კომისიის ხელმძღვალენი ალექსანდრე ჩიტიშვილი, რამდენად გაქვთ „ქართული ოცნების“ წევრების მხადაჭერის იმედი და კონკრეტულად ვისი ხმის იმედი გაქვთ?
„დღევანდელი პროცესი ლოგიკური გაგრძელებაა ადრე დაწყებული პროცესისა. ბევრი განცხადება გაგვიკეთებია იმაზე, რომ უუნაროა ფაქტობრივად ხელისუფლება. ჩვენ უკვე დავაყენეთ საკითხი გადაყენების შესახებ და „ქართული ოცნებიდან“ გასულ დეპუტატებთან იქნება ეს ე.წ მურმან დუმბაძის ჯგუფი თუ „თავისუფალი დემოკრატები“, მათთან ამ თემაზე საერთოდ არ გვქონია კონსულტაციები იქედან გამომდინარე, რომ თუკი ისინი გრძნობენ საკუთარ პასუხისმგებლობას და ფიქრობენ, რომ არის ბევრი უნიათობის ფაქტია რეგიონში, ამ კითხვაზე პასუხი უნდა გასცენ კენჭისყრი მომენტში.
ანუ „ქართულ ოცნებაზე“ გაბრაზებულ დეპუტატებს გამოცდას უტარებთ?
გამოცდას არა. ჩვენ დავაყენეთ წინადადება, ისინი ამბობენ, რომ ბევრი რამ არ მოსწონთ და ჩვენ ვიყავით ინიციატორი, რომ შეგვეცვალა ეს რეალობა. ჩვენ თანამდებობეზე პრეტენზიები არ გაგვაჩნია, უბრალოდ, გვინდოდა დაგვეფიქსირებინა ჩვენი პოზიცია დოკუმენტურად. ყველაფერს კენჭისყრის დღე გადაწყვეტს.
დავუშვათ გადააყენეთ დავით ბაციკაძე და ალექსანდრე ჩიტიშვილი, თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს პრეტენზიები თანამდებობაზე, მაშინ ვინ წარმოგიდგენიათ ამათ ნაცვლად?
ჩვენ თანამდებობები გქვონდა სხვადასხვა ორგანოებში და შესაბამისი პასუხისმგებლობაც გვქონდა. ამიტომ ხალხმა ნდობა გამოუცხადა „ქართულ ოცნებას“, დეპუტატთა დიდი ნაწილი ამბობს, რომ ეს იმედები არ გამართლდა, ამიტომ ახლა არის ის პერიოდი, რომ მათ შეცვალონ სამოქმედო გეგმა.
თქვენ დააყენეთ ინიციატივა და გატანის შემთხვევაში, თქვენ ამბობთ, რომ არ გაქვთ გეგმა, თუ ვის დანიშნავთ ამ თანამდებობაზე?
მოიძებნება რესურსი იმის, რომ ვინმე ჩაენაცვლოს.
თქვენი პარტიიდან?
ამას გადაწყვეტს უმრავლესობა.
თქვენს გეგმებში თუ განიხილება უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის გადაყენება?
ჩვენ ეს საკითხი ერთხელ უკვერ დავაყენეთ, მაგრამ მაშინ ჩემი კოლეგების ნაწილი მხარს არ უჭერდა ამ საკითხს. ზოგადად, რაც უმაღლეს საბჭოში ხდება, ამაში დიდი წილი თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხიც არის.
თქვენი პარტია არის იმისთვის მზად, თუკი შეძლებთ დაანონსებულ ცვლილებას, რაზეც თქვენ საუბრობთ, აიღოთ საკანონმდებლო მართვის სადავეები რეგიონში?
ჩვენი თვითმიზანი არ არის მართვის სადავეების ხელში ჩაგდება. ჩვენი თვითმიზანია ის, რომ ყველაფერი გაკეთდეს რეგიონში იმისთვის, რომ განვითარდეს.
მმართველი გუნდის ზოგიერთი წარმომადგენელი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუკი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დატოვებენ თანამდებობებს, აუცილებლად იქნება რიგგარეშე არჩევნები, თქვენ რა პოზიცია გაქვთ ამ საკითხზე?
რიგგარეშე არჩევნების შესახებ განცხადებას ძირითადად აკეთებენ მმართველი პარტიის წარმომადგენლები, ჩვენ ამას ვუკავშირებთ იმას, რომ მათი მხრიდან კიდევ ერთხელ ფიქსირდება თანამდებობების დაკარგვის შიში. ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის დემოკრატიული პროცესი და ვერაფერ საგანგაშოს ვერ ვხედავთ იმაში, თუ „ქართული ოცნების“ რომელიმე წარმომადგენელმა თანამდებობა დატოვა.
ანუ თქვენ იბრძვით იმისთვის, რომ „ქართული ოცნების“ ერთი ფლანგი მეორეს ჩაენაცვლოს?
ჩვენი მიზანია ის, რომ რეგიონში დაფიქსირდეს რეფორმების ახალი ტალღა, ის განვითარების ტემპები, რაც იყო. ვფიქრობ, ამ პოზიციას გაიზიარებენ მმართველ გუნდშიც, რომელთაც თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვთ.
ამ რეფორმების სათავეებთან თუ წარმოგიდგენიათ მურმან დუმბაძე?
მურმან დუმბაძესთან დაკავშირებით ბევრი ღიმილის მომგვრელი განცხადება კეთდება ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან. შეგახსენებთ, რომ მურმან დუმბაძე მათი რჩეული იყო ბათუმის მაჟორიტარად და ცოტა უცნაურია მათი მხრიდან ასეთი კრიტიკის მოსმენა. ჩვენი მხრიდან მურმან დუმბაძესთან არანაირ მოლაპარაკებას და გარიგებას ადგილი არ აქვს. ეს, უბრალოდ, სასაცილოა.
მე გეკითხებით თქვენი პარტიის გეგმებზე უმაღლეს საბჭოში დაგეგმილ ცვლილებებზე, თქვენ მპასუხობთ, თუ რა სასაცილოა ქართული ოცნება. იქნებ მიპასუხოთ, თქვენი პარტია – „ნაციონალური მოძრაობა“, უახლეს მომავალში რას გეგმავს უმაღლეს საბჭოში?
ჩვენ ვგეგმავთ იმას, რომ კენჭისყრაზე დავაყენეთ ეს საკითხები, ველოდებით რა რეაგირება ექნება ამაზე უმრავლესობას, რადგან მოგეხსენებათ, რომ 11 ხმაა საჭირო იმისთვის, რომ ცვლილებები მოხდეს და სამომავლო გეგმებს ამ პროცესების შემდეგ გავაჟღერებთ.
ჰიპოთეტურად რომ ვთქვათ, დავუშვათ აიღეთ ეს 11 ხმა და გადააყენეთ „ქართული ოცნების“ წევრები თანამდებობებიდან, თუ არც თქვენ ოცნებობთ თანამდებობზე, მაშინ ვის ნიშნავთ ამ პოსტებზე?
მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ, რა თქმა უნდა, დადგება დღის წესრიგში თანამდებობებთან დაკავშირებული საკითხები და იმედია, დეპუტატები შეჯერდებიან შესაფერის კანდიდატურაზე.
ბატონო დავით, რა პროცედურა არის საჭირო თქვენ გადასაყენებლად?
პროცედურა არის მარტივი – ბიუროზე გავა ჩემი და ჩიტიშვილის საკითხი, რის შემდეგაც სესიაზე ფარულად უყრიან კენჭს ამ საკითხს – 11 ხმა არის საჭირო, რომ მე გადამაყენონ.

ვის კანდიდატურას განიხილავენ თქვენ ნაცვლად?
თუ მოაგროვეს 11 ხმა, მაშინ ჩემსა და ბატონი ალექსანდრეს ადგილზე ნაციონალური მოძრაობის წევრი უნდა აირჩიონ. თავისუფალი დემოკრატები არ მონაწილეობენ, არ მონაწილეობს „ქართული ოცნებაც“, ჯერჯერობით, 9 ადამიანი ჰყავთ. 2 სავარაუდო თუკი ნახეს, ამბობენ, რომ ისინიც ჰყავთ ჩვენთან უმრავლესობაში, რაც მეეჭვება, 11 ხმა ექნებათ – ეს კი იქნება ცვლილება იმისა, რაც 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს აჭარის მოსახლეობამ გადაწყვიტა.
ჯემალ ფუტკარაძე და სვეტლანა კუდბა თითქოს უჭერენ მხარს თქვენ გადაყენებას. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ?
ჯემალ ფუტკარაძე წვალობს და ჯერჯერობით, უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის წევრია. ვნახოთ რა იქნება. მედეა აცხადებს ღიად, რომ დაუჭერს მხარს ჩემსა და ალეკოს [ჩიტიშვილი] გადაყენებას.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის გადაყენების საკითხიც დგას დღის წესრიგში?
ჯერ არ დაუყენებიათ. ჯერჯერობით, მოსინჯეს ჩემით და ალეკო ჩიტიშვილით. მურმან დუმბაძე და ლავან ვარშალომიძე ცდილობენ შეცვალონ 2012 წლის არჩევნების შედეგები აჭარაში მაქინაციებით და რეგიონის მმართველობა ჩაიგდონ ხელში. მინდა გითხრათ, რომ ეს არ გამოუვათ. როგორც კი კოალიციის ერთ წევრს გადააყენებენ, ყველას გადაყენების შესაძლებლობა ჩნდება. ამას მოჰყვება ვადამდელი არჩევნები. ეგენი რასაც აპირებენ, ეგ არ არის ამ რეგიონის მოსახლეობის გადაწყვეტილება. სულ 6 თვის წინ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, უთხრა საქართველოს მოსახლეობამ ნაციონალურ მოძრაობას, რომ ისინი არ უნდათ. ესენი ცდილობენ ძალით შეცვალონ რელობა. არ გამოუვათ.
ამ საკითხზე კონსულტციები თუ გაქვთ ცენტრალურ ხელისუფლებასთან?
კონსულტაციები გვაქვს, ხვალ თბილისშიც მივდივარ, ვნახავ პარტიის ლიდერს, კოალიციის ლიდერებსაც და ამ საკითხზეც ვიმსჯელებთ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან თუ გქონდათ კონსულტაცია?
არსებული მდგომარეობა პრეზიდენტის ადმინისტრაციას არ ეხება. პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან კონტაქტი მას შემდეგ გახდება საჭირო, თუკი ახალი მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურის წარმოდგენა დადგება დღის წესრიგში.
როგორც ვიცი, არჩილ ხაბაძის გადაყენებაც იგეგმება…
თუკი მთავრობის თავმჯდომარე გადააყენეს, საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, წარმოუდგენს უმაღლეს საბჭოს ახალ კანდიდატურას.
რამდენი ხმა სჭირდება მთავრობის თავმჯდომარის გადაყენებას?
14 ხმა. მაგრამ უმაღლეს საბჭოში რეალობის შესაცვლელად არის სხვა მექანიზმები. და თუ ეს მოხდება, ხელახალი არჩევნები დაინიშნება. ეს არის პოლიტიკური კრიზისი და შედეგების ხელოვნურად შეცვლის მცდელობა. ამას რიგგარეშე არჩევნები მოყვება.
პირადად ემხრობით რიგგარეშე არჩევნებს?
მე, როგორც პოლიტიკოსი და მოქალაქე ვამბობ, რომ ის გადაწყვეტილება, რაც 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს მოსახლეობამ მიიღო და მას შემდეგაც ორ არჩევნებზე დაადასტურა, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ხელისუფელაბაში ქალაქში თუ რეგიონში, ამის შეცვლას ტექნიკური მეთოდებით ცდილობს ორი პიროვნება – ლევან ვარშალომიძე და მურმან დუმბაძე. მაგრამ ეს არ იქნება აჭარის მოსახლეობის არჩევანი.
განცხადება, რომელიც გაავრცელეთ მურმან დუმბაძისა და ლევან ვარშალომიძის შეხვედრაზე, რის საფუძველზე გააკეთეთ, რაიმე მტკიცებულება გაქვთ?
მე ვამბობ, რომ ეჭვი მქონდა. მე ვიცი ფაქტი იმის, რომ 5-ში ჩამოფრინდა ტრაპიზონში მურმან დუმბაძე და მეორე დღეს ბათუმში გააკეთა განმარტება, რომ ის რეალობას ცვლის რეგიონში – აჭარის უმაღლეს საბჭოს, ყველა თანამდებობის პირსა და მთავრობის თავმჯდომარეს გადააყენებს. წინადღით გავიდა მედეა [ვასაძე]ოპოზიციაში. 7-ში ლევან ვარშალომიძემ ნაციონალური მოძრაობა დაიბარა ტრაპიზონთან ახლოს, იქედან დაბრუნების შემდეგ კი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა დააყენეს ალექსანდრე ჩიტიშვილის გადაყენების საკითხი. ყველა ეს ქმედება ემთხვევა ერთმანეთს. ეგ კი არა, 24 თეზისი, რომელიც მედეა ვასაძემ გამოაქვეყნა, ფრაზეოლოგიითა და სიტყვის წყობითაც კი ემთხვევა იმ განცხადებებს, რასაც ნაციონალური მოძრაობა აკეთებს.
მე მაქვს ლეგიტიმური ეჭვი, რომ ლევან ვარშალომიძე და მურმან დუმბაძე ერთმანეთს შეხვდნენ. მე ვიცი, რომ ვარშალომიძეს სხვა პარტიებთანაც ჰქონდა შეხვედრის სურვილი, მაგრამ არ გამოვიდა და ეს ვიცი ჭორის დონეზე.
ვისთან ჰქონდა შეხვედრის სურვილი?
ეს ჭორად ვიცი და არ ვიტყვი.
ყველას გვახსოვს განცხადებები იმის შესახებ, რომ თითქოსდა ირაკლი ალასანია შეხვდა „ნაცინალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს ევროპაში მინისტრად მუშაობის დროს. ეს საკითხი განიხილეს კიდეც ყოფილ პრემიერთან, მაგრამ ამის მიუხედავად ირაკლი ალასანია მაშინ არ გადაუყენებიათ. ხომ შეიძლება მურმან დუმბაძისა და ლევან ვარშალომიძის თურქეთში ერთდროულად ყოფნა უბრალო დამთხვევა იყოს?
„თავისუფალი დემოკრატები“ ამ შემთხვევაში აფიქსირებენ იმას, რომ ისინი არ მიიღებენ მონაწილეობას ნაციონალების მიერ დაკვეთილ კენჭისყრაში. მურმან დუმბაძე და მედეა ვასაძე კი ამბობენ, რომ აუცილებლად ითანამშრომლებენ ნაცმოძრაობასთან და აქვე ტყუილს ამბობს, რომ ნაციონალებს თანამდებობებზე არ დანიშნავენ. ეს არ გამოვა, რადგან ჩვენ თუ გადაგვაყენებენ, თავისუფალი თანამდებობები მხოლოდ ნაციონალების ხალხს შეხვდება.
ის ჭორები, რაც ვრცელდებოდა ჩვენი ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში და მე მართლა არ მჯეროდა, რომ მურმან დუმბაძე შეკრულია ნაციონალურ მოძრაობასთან, ახლა უკვე დასტურდება. ნაციონალების დროს ყველას ბიზნესი განადგურებული იყო და ამ კაცის ბიზნესი ვითარდებოდა რატომღაც… მაგ კაცის გამო არ დავდიოდი მე წინასაარჩევნო კამპანიის დროს მათთან ერთად ბათუმში და მაგიტომ წავედი ადიგენში. შეცდომა ის იყო, რომ მურმან დუმბაძე არ უნდა ყოფილიყო ჩვენი ლიდერი აჭარაში.
მაგრამ ჩვენ ყველას გვახსოვს მურმან დუმბაძის წინასაარჩევნოდ გაკეთებული განცხადება – ვინც „ნაციონალურ მოძრაობას“ შემოხაზავდა, მარჯვენა ხელზე კიბო დაემართებოდა…
მარჯვენა ხელის კიბოს ამბავი – ეს იყო თამაში, აბა ხომ არ იტყოდა, რომ შეკრული ვარ ვარშალომიძესთანო. გვაჩვენებდა თავს, რომ ვითომ ჩვენთან იყო. სამწუხაროდ, შეცდომა იყო მურმან დუმბაძის მიღება „ქართულ ოცნებაში“ და ძალიან მალე გამოააშკარავა თავი. უნდოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გამხდარიყო და როცა არ გამოუვიდა, გაბრაზდა. კიდევ კარგი, ბიძინა ივანიშვილმა დაინახა, რომ ეს კაცი ასლან აბაშიძის მეთოდებით დაიწყებდა მართვას.
მურმან დუმბაძის მომხრეები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ თქვენ მას შემდეგ დაიწყეთ რადიკალური განცხადებების გაკეთება, რაც მურმან დუმბაძემკორუფციაში გამხილათ…
მურმან დუმბაძემ მე ვერაფერში ვერ მამხილა, მე ბიზნესს არ ვაწარმოებ. მე დეკლარაციაში მაქვს აღწერილი ყველაფერი. ბინის მშენებლობა იმიტომ დავიწყეთ, რომ თითო-თითო ბინა მე და ჩემს მეგობრებს გვქონოდა. სესხი მაქვს აღებული – დედაჩემის სახლი მაქვს ჩადებული გირაოში, ჩემი პარტნიორების ქონებაც გირაოშია. ეს ყველაფერი მიწერია დეკლარაციაში, არაფერი დამალული არ მქონია. ამით მურმანმა თითიდან გამოწოვილი თემა შექმნა. თუ მე კორუფციაში ვარ გარეული, მიმართოს პროკურატურას, მაგრამ დამიჯერეთ, არ მიმართავს. ყველაფერი უაზრობა რაც წამოიწყო, გადაფარვის მიზნითაა, ჩემმა განცხადებებმა გამოიწვია მისი რეაქციები, მე კი არ გავღიზიანდი, მურმანი გაღიზიანდა და დაიწყო რაღაცების ვითომ გამოაშკარავება.
დაუჭერენ თუ არა დავით ბაციკაძის და ალექსანდრე ჩიტიშვილის თანამდებობიდან გადადგომას მხარს? – ამ კითხვით „ბათუმელებმა“ აჭარის უმაღლესი საბჭოს ორ წევრს „ქართული ოცნებიდან,“ ჯემალ ფუტკარაძეს და სვეტლანა კუდბას მიმართა:

ჯემალ ფუტკარაძე, უმაღლესი საბჭოს წევრი -„ქართული ოცნება“: „ მე, რა თქმა უნდა, ყურადღებით გავეცნობი განცხადებას, მაგრამ უმაღლეს საბჭოში ისეთი მდგომარეობაა შექმნილი, რომ გარკვეული რეორგანიზაცია უნდა განხორციელდეს. ცვლილებები რომ არის საჭირო, ამაზე მე და ჩემი თანამოაზრეები დიდი ხანია ვსაუბრობთ. მიმაჩნია, რომ უკვე მომწიფდა ის საკითხი, რომ უმაღლესი საბჭო უფრო ქმედითი გახდეს. რა გადაწყვეტილებას მივიღებ, ჯერ არ ვარ ჩამოყალიბებული, მაგრამ რეორგანიზაციაში, რა თქმა უნდა ვგულისხმობ თანამდებობრივ ცვლილებებსაც, ოღონდ ეს ცვლილება უნდა მოხდეს „ქართული ოცნების“ შიგნით. 2012 წლის ოქტომბერში ხალხმა ჩვენ გამოგვიცხადა ნდობა და ვფიქრობ, რომ კოალიციას ნამდვილად აქვს ის რესურსი შერჩენილი, რომ უფრო სერიოზული და რეალური ცვლილებები განახორციელონ არა მარტო აჭარის უმაღლეს საბჭოში, არამედ მთლიანად რეგიონში“.
ჯემალ ფუტკარაძე ამბობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას ის ფრაქციასთან შეთანხმებით მიიღებს.
„ამაზე საუბარი გვექნება ფრაქციაშიც, კოალიციაშიც, ბიუროზეც იქნება მსჯელობა, რომ ჩაისვას ეს საკითხი სხდომის დღის წესრიგში და მე შევეცდები არგუმენტირებულად დავარწმუნო ჩემი მეგობრები, რომ რეორგანიზაცია, ოპტიმიზაცია უმაღლეს საბჭოში არის აუცილებელი და ძალიან მნიშვნელობანი საშური საქმე“.
სვეტლანა კუდბა, უმაღლესი საბჭოს წევრი, „ქართული ოცნება“: „ჩემს პოზიციას გამოვხატავ კენჭისყრაზე და არ ვაპირებ ამის გახმაურებას. რაც შეეხება ცვლილებებს, არასდროს არ არის ცუდი, შეიძლება უკეთესიც იყოს. თუმცა, არც იმით დაშავდება რამე, თუ ბაციკაძე და ჩიტიშვილი დარჩებიან თანამდებობებზე“.
ქ. ბათუმში, ანგისის ქუჩა №39-სა და №41-ში მდებარე მიწის ნაკვეთებისა და შენობების შესაძენად საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 4 მილიონი ლარია გამოყოფილი. მთავრობის შესაბამისი განკარგულება გუშინ გამოქვეყნდა.

ანგისის ქუჩა №41-ში არსებული ქონება, რომელშიც „იტალური სკოლა“ ფუნქციონირებდა, გენადი მიქელაძის საკუთრებაა. ანგისის ქუჩა №39-ში მდებარე ქონება კი დღეს ფატი მახარაძის საკუთრებაშია. მესაკუთრე აცხადებს, რომ ამ ქონების გაყიდვაზე არ არის საუბარი. თუ საიდან მოხვდა მთავრობის დადგენილებაში ანგისის ქუჩა №39, „ბათუმელები“ კომენტარს აჭარის მთავრობისგან ელოდება.


ბათუმის საჩოგბურთო კომპლექსი / ბათუმი, ტბეთის ქუჩა #31
ტენდერში გამარჯვებულად გამოვლენილმა კომპანიამ სარემონტო სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღის განმავლობაში უნდა შეასრულოს.
ტენდერში სამი კომპანია მონაწილეობს შპს „როდა“, შპს „ვიგორა“ და შპს “დიმაქსი”. ამჟამად შერჩევა-შეფასების ეტაპი მიმდინარეობს.
„ბათუმი საჩოგბურთო კომპლექსის“ დირექტორის ზურაბ უკლებას თქმით, სასტუმროს მშენებლობა გათვალისწინებულია სპორტსმენებზე, რომლებიც შეკრებებს „ბათუმის საჩობურთო კომპლექსში“ გადიან.
„კეთილმოეწყობა 24 ადამიანზე გათვალისწინებული 8 ნომერი. საჩობურთო კომპლექსი ორი წელია ფუნქციონირებს. მშენებლობა თავიდანვე იყო დაგეგმილი, უბრალოდ, ეს თანხა თავის დროზე სახურავის გადახურვასა და დარბაზის კითილმოწყობას მოვახმარეთ“ – ამბობს ზურაბ უკლება.
როგორც ზურაბ უკლება გვეუბნება საჩოგბურთო კომპლექსის ბიუჯეტი 2015 წელს 247 000 ლარია, აქედან, პრემიების გათვალისწინებით 166 000 ლარი ხელფასებზეა გამოყოფილი.
ა(ა)იპ „ბათუმის საჩოგბურთო კომპლექსი“ ბათუმის მერიის დაქვემდებარებაშია. საჩოგბურთო კომპლექსი ატარებს შიდა სასკოლო ღონისძიებებს და 10 და 12 წლიან ბავშვებს შორის აჭარის ჩემპიონატს ჩოგბურთში. 2015 წელს დაგეგმილია რამდენიმე გასვლით ტურნირი.
საზოგადოება „ბათომისთვის“, რომელიც ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნებასა და პოპულარიზაციაზე ზრუნავს, უკვე ცნობილია ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს კვლევის შედეგი „რვაფეხას“ მდგომარეობის შესახებ. დასკვნაში აღნიშნულია, რომ „რვაფეხას“ არსებული მდგომარეობით ექსპლოატაცია შეუძლებელია, რასაც „ბათომის“ წევრებიც ეთანხმებიან და მთავრობისგან შემდეგ ნაბიჯს, ძეგლის რეაბილიტაციასა და რესტავრაციას ითხოვენ.
ქართველი არქიტექტორები, ხელოვნებათმცოდნეები, საზოგადოება „ბათომი“ და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დამცავები ხელისუფლებას „რვაფეხას“, როგორც უნიკალური და ბათუმისათვის მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვას და შენარჩუნებას სთხოვენ. აქცია სახელწოდებით – „დაიცავი რვაფეხა“ ბათუმში 6 დეკემბერს გაიმართა. აქციას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის, ქალაქის მერი და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებიც ესწრებოდნენ. იმავე დღეს განცხადება გაავრცელა სასტუმრო “ჰილტონ ბათუმმა“, რომლის წინაც მდებარეობს „რვაფეხა“. “კაფე ფანტაზიის დანგრევა არასდროს ყოფილა ჩვენი განზრახვა“ – ნათქვამია განცხადებაში.
„რვაფეხას“ ტიპიური ჰიპური ხელოვნების ნიმუში უწოდა ირინე გივიაშვილმა, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა. “რვაფეხა” მართალია საბჭოთა ეპოქის ნამუშევარია, მაგრამ თავისი ბუნებით ანტისაბჭოური ხელოვნებაა, მეტიც, ეს ტიპიური ჰიპური ხელოვნების ნიმუშია, თავისი პოზიტიურობით, არააგრესულობით, თავისუფლების მანიფესტაციითა და სიცოცხლის სიხალასის გადმოცემით“ – აღნიშნა მან „ბათუმელებთან“.

საუბარი შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიცაა: სამშენებლო ნაკვეთებზე ღია და დახურული ავტოსადგომების მინიმალური გაანგარიშების მეთოდიკის განსაზღვრას, შენობების უსაფრთხო ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ საკითხებს, ლიფტის, კიბის უჯრედის, საევაკუაციო ნორმების განსაზღვრას, ქალაქის გამწვანებისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე სამშენებლო ნორმების დარღვევის საკითხებს.
„ცხოვრებამ გვიჩვენა, რომ ქალაქის განაშენიანების რეგულაციებში არის აუცილებელი კორექტივები. ქალაქი იზრდება, მაგრამ ასეთ დროს უნდა იქნეს როგორც მენაშენეს, ასევე მცხოვრებთა ინტერესებიც“- ამბობს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩავლეიშვილი.
მისი აზრით, აუცილებელია მოქალაქემ იცოდეს, რა პროდუქტს ყიდულობს, როგორ იქნება მისი უსაფრთხოება და სხვა ნორმები დაცული. „ამიტომ, ეს საკითხები მოსაგვარებელია. ამ საკითხებზე ვიმსჯელებთ და მოვამზადებთ სათანადო დოკუმენტს. მენაშენეებსა და მოქალაქეებსაც საკრებულომ ისეთი ნორმები უნდა შესთავაზოს, რომელიც შესრულებადი იქნება და ამით სიკეთეებს მიიღებენ“.
ირაკლი ჩავლეიშვილის თქმით, ამ საკითხებთან დაკავშირებით შექმნილია კომისიაც, რომელშიც არქიტექტორები და სხვა სპეციალისტებიც არიან ჩართული.
შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ მშენებლებიც, თუმცა შეხვედრას მხოლოდ რამდენიმე მათგანი ესწრებოდა.
„მესმის, რომ დღეს არ მოვიდნენ მშენებლები ამ შეხვედრაზე, რადგან ისინი მშენებლობებს ასწრებენ ამ რეგულაციების ფარგლებში. ეს ბიზნესია და საკმაოდ მომგებიანიც, თუმცა, დასადგენია ნორმებიც. დღეს არსებული ნორმები ფორმალურად სრულდება, ამიტომ დაკარგა ქალაქმა იერ-სახე. ქალაქის განვითარებას სჭირდება სისტემური ხედვა და ეს მთავრობისგან უნდა მოდიოდეს“- განაცხადა სამშენებლო კომპანია „მარდი ჰოლდინგის“ წარმომადგენელმა.
ორგანიზაციების წარმომადგენელთა მხრიდან საუბარი იყო იმაზე, რომ დღეს მიმდინარე მშენებლობები ხშირ შემთხვევაში ვერ აკმაყოფილებენ საყოველთაოდ დადგენილ ნორმებს, რომ შენობები არ არის ადაპტირებული როგორც შშპ პირების, ასევე ბავშვებისა და მოხუცების გადაადგილებისთვის.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს წევრებმა ყურადღება გაამახვილეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან ან ძეგლებზე მიმდინარე მშენებლობებზე, რომლის დროსაც ხშირად ირღვევა კანონით დადგენილი ნორმები.

დისკუსიის მონაწილეები
შს სამინისტროს ინფორმაციით, მეჰმეთ ბარაკს ბრალად ედება რუმინეთის სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.
მეჰმეთ ბარაკმა 2004 წლის 2 ნოემბერს ქალაქ ბუქარესტში მდებარე საკუთარ ბინაში, ძალადობის გამოყენებით აიძულა დაზარალებული მასთან სექსუალური კავშირი დაემყარებინა.
ამჟამად მეჰმეთ ბარაკი დაკავებული და გადაყვანილია აჭარა-გურიის დროებითი მოთავსების იზოლატორში.

12 თებერვალს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, ირაკლი ბარამიძე პროკურატურაში დაიბარეს, რაც პარტიის აჭარის ორგანიზაციამ საბჭოში მიმდინარე პროცესებს დაუკავშირა. როგორც ცნობილია, თებერვლის დასაწყისში აჭარის უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნების“ უმრავლესობა დაიშალა და „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ავთანდილ ბერიძის და საფინანსო-ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ალექსანდრე ჩიტიშვილის გადაყენების საკითხი დააყენა.
როგორც პროკურატურის მიერ ირაკლი ბარამიძისთვის გაგზავნილ უწყებაშია აღნიშნული, დაკითხვაზე მისი დაბარება შეეხება 2011 წელს ქედის მუნიციპალიტეტში მისი გამგებლად მუშაობის პერიოდში გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერს, რაც ჩოგბურთის კორტებისა და ფრენბურთის მოედნის მშენებლობას ითვალისწინებდა. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „გულები ო.დ“-მ სამუშაო 84 667 ლარად შეასრულა.
დაკითხვის შემდეგ დეპუტატმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენელთან საუბრისას აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად მისი გამოძახება 2011 წლის ტენდერს უკავშირდებოდა, პროკურორი მას შეკითხვებს სხვა თემებთან დაკავშირებითაც უსვამდა. კითხვები შეეხებოდა მისი გამგებლობის დროს მუნიციპალიტეტის მიერ გაწეულ საწვავის ხარჯებს, საკადრო პოლიტიკას, გაცემულ ხელფასებსა და პრემიებს და სხვა საკითხებს. ბარამიძის თქმით, პროკურორმა მას შეატყობინა, რომ შესაძლოა, მის წინააღმდეგ ქედის გამგეობის მოქმედი თანამშრომლების ჩვენებებიც გამოიყენონ. ამ გარემოებებს ბარამიძე ზეწოლად აფასებს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წარმომადგენლები თანაპარტიელის მოსაზრებას იზიარებენ და პროკურატურის გააქტიურებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საბჭოს თავმჯდომარის ავთანდილ ბერიძის გადაყენების საკითხის ინიცირებას უკავშირებენ.
მას შემდეგ, რაც აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობა „თავისუფალი დემოკრატების“ ორმა წევრმა და მედეა ვასაძემ დატოვეს, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საბჭოს თავმჯდომარის ავთანდილ ბერიძისა და საფინანსო-ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ალექსანდრე ჩიტიშვილის გადაყენების პროცედურა დაიწყო. თავმჯდომარის გადასაყენებლად „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, რომელსაც საბჭოში 8 დეპუტატი წარმოადგენს, დამატებით 3 ხმა სჭირდება. უმაღლესი საბჭოს დეპუტატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ პეტრე ზამბახიძე დარწმუნებულია, რომ საკითხის ინიციატორები 11 ხმის მოგროვებას უმრავლესობიდან გასული დეპუტატების ხარჯზე შეძლებენ.
„ყოველივე ამის ფონზე, საგამოძიებო ორგანოების მიერ ოპოზიციის წარმომადგენელი დეპუტატის წინააღმდეგ ოთხი წლის წინანდელ საქმეზე გამოძიების დაწყება და სხვა სავარაუდო დარღვევების ჩადენის შესახებ მინიშნებები ეჭვებს აჩენს ამ პროცესის პოლიტიკურ მოტივაციასთან დაკავშირებით. „საერთაშორისო გაჭვირვალობა – საქართველო“ მტკიცედ მიიჩნევს, რომ ყველა კანონდარღვევა სათანადოდ უნდა იყოს გამოძიებული, თუმცა ვფიქრობთ, რომ საგამოძიებო ორგანომ უნდა უპასუხოს ყველა შეკითხვას, რაც მათი წარმომადგენლების მიერ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის მიმართ ზეწოლას უკავშირდება. ამ მიზნით, აუცილებელია, შესაძლო ზეწოლის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყოს, შედეგები კი საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს“- განაცხადეს ორგანიზაციაში.
აჭარის მთავრობას,,საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, 4 მილიონ ლარს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო გადმოურიცხავს. აჭარის მთავრობა კი მუსლიმთა სამმართველოსთვის სარგებლობაში გადასაცემად შეიძენს ქ. ბათუმში, ანგისის ქუჩა №39-სა და №41-ში მდებარე მიწის ნაკვეთებსა და მათზე მდებარე შენობა-ნაგებობებს.
ბათუმში სასულიერო სასწავლებლის (მედრესეს) განთავსების მიზნით შენობის შესყიდვაზე ინფორმაცია საქართველოს მთავრობამ ერთი თვის წინ გაავრცელა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ კი განაცხადა, რომ მედრესეს განთავსება ანგისის დასახლებაში, ყოფილი იტალიური სკოლის შენობაში იყო დაგეგმილი, რომელიც სამუფთოს საკუთრებაში გადაეცემოდა.
ბათუმში, ანგისის ქუჩა №39-სა და №41-ში არსებული უძრავი ქონება ჯერჯერობით ორი მოქალაქის კერძო საკუთრებაშია. აღნიშნულ მისამართებზე მთლიანობაში განთავსებულია 3659 კვ/მეტრი მიწის ნაკვეთი და 3054,3 კვ/მეტრი შენობა-ნაგებობები.

ბაირამზე მლოცველები ბათუმის მეჩეთთან მდებარე ქუჩაში ლოცულობენ 4.10. 2014 ფოტო: მანანა ქველიაშვილი
სემინარზე განხილული იქნება საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები. მათ შორის თუ რა საფრთხეს შეიცავს უსაფრთხოების ღვედების გამოუყენებლობა, მაღალი სიჩქარით ავტომობილის მართვა, მობილური ტელეფონის გამოყენება მანქანის მართვის დროს და გადაღლილ მდგომარეობაში მანქანის მართვა.
ტრენინგის ორგანიზატორი კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიაა“.
„შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების გზებზე არსებული რისკების შემცირების და პრევენციის მიზნით კომპანიის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა საგზაო მოძრაობაში მონაწილე პირთა ცნობიერების ამაღლებისათვის ფართომასშტაბიანი საგზაო უსაფრთხოების საგანმანათლებლო პროექტის განხორციელება,“ – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
ტრენინგს უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები ჩაატარებენ. ესენია: ევროპის ალიანსი უსაფრთხო და მდგრადი ტრანსპორტისთვის, ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ და კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯია“.
უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული ტრენინგი 17 თებერვალს დაიწყება და 20 თებერვალს დასრულდება.
ასევე, ექოსკოპიურ კვლევებს ჩაატარებს რადიოლოგი, რეპროდუქტოლოგი, გინეკოლოგი, მედიცინის დოქტორი ნინო დათოშვილი.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0422 27 25 88
სს საზღვაო ჰოსპიტალი. მის.:
ბათუმი, მელიქიშვილის ქ.#102;
facebook : Maritime Hospital JSC
“აღნიშნული ფაქტის შემდეგ მას გაეწია ფსიქოლოგიური დახმარება- კრიზისული ინტერვენცია, ჩაუტარდა სკრინინგი, ასევე მისი მდგომარეობა შეაფასა ფსიქიატრმა, რის შედეგადაც იგი ჩასმული იქნა სუიციდის პრევენციის პროგრამაში და იმყოფება მულტიდისციპლინარული გუნდის მეთვალყურეობის ქვეშ, რაც გულისხმობს მის ყოველდღიურ მეთვალყურეობას: ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკის, ფსიქიატრის, ექიმის, რეჟიმისა და უსაფრთოების ოფიცრების მხრიდან-“წერია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრის მიერ გამოგზვანილ წერილში.
ფაქტზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით და დანიშნულია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა.
“მოშიმშილე ბ.ს.-მ დღეს თვითმკვლელობა სცადა – გასეირნების ოთახში თოკზე თავი ჩამოიკიდა, მაგრამ თოკი ჩამოწყდა… ხმაური გაიგონეს ადმინისტრაციის თანამშრომლებმა და შეძლეს მისი გადარჩენა, ამჟამად ბ.ს მძიმე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია”, – “ბათუმელებმა” ეს შეტყობინება მერვე დაწესებულებაში განთავსებული პატიმრის გიორგი გელაძის დისგან მიიღო.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომელმა “ბათუმელებს” უთხრა, რომ ინფორმაცია სინამდვილეს შეესაბამება და სამინისტრო წერილობით განცხადებას რამდენიმე წუთში გაავრცელებს.
პატიმარი გიორგი გელაძე “ბათუმელებთან” საუბრისას ამბობს, რომ ოთხშაბათს, 11 საათზე ქუთაისში, პარლამენტის წინ გამაფრთხილებელი აქცია გაიმართება, ისინი საკანონმდებლო ორგანს წევრებს 2012 წლის ამნისტიის კანონის გადახედვას სთხოვენ და ამ მოითხოვნით უკვე 22-ე დღეა შიმშილობენ.