ნეტგაზეთი • RU

აჭარის მაღალმთიანეთში საგზაო უსაფრთხოების ტრენინგი იწყება

 

აჭარის მაღალმთიანეთში მცხოვრებთ საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე ტრენინგს ჩაუტარებენ. მასში მონაწილეობას მოსწავლეები, საჯარო სკოლების დირექტორები, პოლიციის თანამშრომლები,   ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და რესურსცენტრების წარმომადგენლები მიიღებენ. 

 

სემინარზე განხილული იქნება საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები. მათ შორის თუ რა საფრთხეს შეიცავს უსაფრთხოების ღვედების გამოუყენებლობა, მაღალი სიჩქარით ავტომობილის მართვა, მობილური ტელეფონის გამოყენება  მანქანის მართვის დროს და  გადაღლილ მდგომარეობაში მანქანის მართვა.

 

ტრენინგის ორგანიზატორი კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიაა“.  

„შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების გზებზე არსებული რისკების შემცირების და პრევენციის მიზნით  კომპანიის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა საგზაო მოძრაობაში მონაწილე პირთა ცნობიერების ამაღლებისათვის ფართომასშტაბიანი საგზაო უსაფრთხოების საგანმანათლებლო პროექტის განხორციელება,“ – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

 

ტრენინგს  უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები ჩაატარებენ. ესენია: ევროპის ალიანსი უსაფრთხო და მდგრადი ტრანსპორტისთვის,  ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ და კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯია“.

 

უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული ტრენინგი 17 თებერვალს დაიწყება და  20 თებერვალს დასრულდება.

 

 

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"