ნეტგაზეთი • RU

სამინისტრო:პატიმრის სუიციდის მცდელობაზე გამოძიება დაიწყო

 

დღეს,  16 თებერვალს #8 დაწესებულებაში მოშიმშლე უვადო პატიმრის მხრიდან ადგილი ჰქონდა სავარაუდო სუიციდის მცდელობას.  

 

“აღნიშნული ფაქტის შემდეგ მას გაეწია ფსიქოლოგიური დახმარება- კრიზისული ინტერვენცია, ჩაუტარდა სკრინინგი, ასევე მისი მდგომარეობა შეაფასა ფსიქიატრმა, რის შედეგადაც იგი ჩასმული იქნა სუიციდის პრევენციის პროგრამაში და იმყოფება მულტიდისციპლინარული გუნდის მეთვალყურეობის ქვეშ, რაც გულისხმობს მის ყოველდღიურ მეთვალყურეობას: ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკის, ფსიქიატრის, ექიმის, რეჟიმისა და უსაფრთოების ოფიცრების მხრიდან-“წერია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრის მიერ გამოგზვანილ წერილში. 

ფაქტზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე  მუხლის პირველი ნაწილით და დანიშნულია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა. 

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნათია როყვა
საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.