Batumelebi | ბათუმში ბუქარესტის ინტერპოლის მიერ ძებნილი მოქალაქე დააკავეს ბათუმში ბუქარესტის ინტერპოლის მიერ ძებნილი მოქალაქე დააკავეს – Batumelebi
RU | GE  

ბათუმში ბუქარესტის ინტერპოლის მიერ ძებნილი მოქალაქე დააკავეს

 

თბილისის ინტერპოლის და აჭარის საპატრულო პოლიციის სარფის სასაზღვრო-საკონტროლო გამშვები პუნქტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში შემოსვლისას ბუქარესტის ინტერპოლის მიერ 21.01.2010 წლიდან საერთაშორისო დონეზე ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1979 წელს დაბადებული მეჰმეთ ბარაკი დააკავეს.

 

შს სამინისტროს ინფორმაციით, მეჰმეთ ბარაკს ბრალად ედება რუმინეთის სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.

მეჰმეთ ბარაკმა 2004 წლის 2 ნოემბერს ქალაქ ბუქარესტში მდებარე საკუთარ ბინაში, ძალადობის გამოყენებით აიძულა დაზარალებული მასთან სექსუალური კავშირი დაემყარებინა.

ამჟამად მეჰმეთ ბარაკი დაკავებული და გადაყვანილია აჭარა-გურიის დროებითი მოთავსების იზოლატორში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"