სიახლეები

რვაფეხას საკითხზე აჭარის მთავრობა საზოგადოება “ბათომს“ შეხვდება

17.02.2015
რვაფეხას საკითხზე აჭარის მთავრობა საზოგადოება “ბათომს“ შეხვდება

 

საზოგადოება „ბათომისთვის“, რომელიც ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნებასა  და პოპულარიზაციაზე ზრუნავს, უკვე ცნობილია ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს კვლევის შედეგი „რვაფეხას“ მდგომარეობის შესახებ. დასკვნაში აღნიშნულია, რომ „რვაფეხას“ არსებული მდგომარეობით ექსპლოატაცია შეუძლებელია, რასაც „ბათომის“ წევრებიც ეთანხმებიან და მთავრობისგან შემდეგ ნაბიჯს, ძეგლის რეაბილიტაციასა და რესტავრაციას ითხოვენ. 


 ქართველი არქიტექტორები, ხელოვნებათმცოდნეები, საზოგადოება „ბათომი“ და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დამცავები ხელისუფლებას „რვაფეხას“, როგორც უნიკალური და ბათუმისათვის მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვას და შენარჩუნებას სთხოვენ.  აქცია სახელწოდებით – „დაიცავი რვაფეხა“ ბათუმში 6 დეკემბერს გაიმართა.  აქციას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის, ქალაქის მერი და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებიც ესწრებოდნენ. იმავე დღეს განცხადება გაავრცელა სასტუმრო “ჰილტონ ბათუმმა“, რომლის წინაც მდებარეობს „რვაფეხა“. “კაფე ფანტაზიის დანგრევა არასდროს ყოფილა ჩვენი განზრახვა“ – ნათქვამია განცხადებაში. 

 

„რვაფეხას“ ტიპიური ჰიპური ხელოვნების ნიმუში უწოდა ირინე გივიაშვილმა, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა. “რვაფეხა” მართალია საბჭოთა ეპოქის ნამუშევარია, მაგრამ თავისი ბუნებით ანტისაბჭოური ხელოვნებაა, მეტიც, ეს ტიპიური ჰიპური ხელოვნების ნიმუშია, თავისი პოზიტიურობით, არააგრესულობით, თავისუფლების მანიფესტაციითა და სიცოცხლის სიხალასის გადმოცემით“ – აღნიშნა მან „ბათუმელებთან“. 


ჰილტონი და რვაფეხა
ჰილტონი და რვაფეხა

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.