
ბათუმელები

ზემო აჭარაში, სხალთის ხეობისკენ რომ მიდიხარ, გზად მდინარე აჭარისწყალზე გადებული ფურტიოს ქვის თაღოვანი ხიდი უნდა გაიარო. ამ ორი საუკუნის წინ აჭარაში დიდი წყალდიდობა ყოფილა. მთიდან ჩამოტანილ უზარმაზარ ლოდებს მოაგორებდაო აჭარისწყალი. მთელს ხეობაში ისმოდა თურმე მდინარის ღრიალი. გზად ყველაფერი გაუნადგურებია, ჩამოურეცხავს მთის ფერდობები, მოუთხრია ხეები, წაუღია სახლები, მაგრამ ფურტიოს ხიდისთვის ძვრაც ვერ უყვია. დაუმუშავებელი ქვითა და კირით ნაშენმა კამაროვანმა ხიდებმა დროს გაუძლო.
ქვის თაღოვანი ხიდები მთელს აჭარაშია მიმოფანტული და გადებულია მდინარეებზე: კინტრიში, ჭოროხი, აჭარისწყალი და მაჭახლისწყალი.

თაღოვანი ხიდი ფურტიოში
აჭარის რეგიონში ჯამში სულ 25 ქვის თაღოვანი ხიდია აღმოჩენილი, აქედან რამდენიმე დანგრეულია. აჭარაში დღეს ხალხურ ზეპირ სიტყვიერებაში ასეთ ხიდებს თამარის ხიდებს ეძახიან.
ლეგენდების თანახმად ხიდები თამარ მეფეს აუშენებია. თუმცა მკვლევარები ასე არ მიიჩნევენ. ქვის თაღოვანი ხიდების მშენებლები იბერიელი და მესხი ხუროთმოძღვრები უნდა ყოფილიყვნენ. მეცნიერ შალვა ვარშანიძის აზრით, რომელმაც ვრცელი კვლევა მიუძღვნა აჭარაში გზებისა და ხიდების მშენებლობის საკითხს, ხიდები დაახლოებით მეოთხე-მეხუთე საუკუნისაა. იმ პერიოდში აჭარა, სამცხესთან ერთად, ქართლის სამეფოში შედიოდა, როგორც ერთ-ერთი ადმინისტრაციული ერთეული. ზოგიერთი ხიდი აშენებული უნდა იყოს ცოტა მოგვიანებით, მეშვიდე-მერვე საუკუნეებში.
აჭარის შიდა და გარე ქვეყნებთან დამაკავშირებელი გზები ერთ-ერთი უძველესია კავკასიაში. ამიერკავკასიის ხალხთა ძველი გზებისა და ხიდების მკვლევარი ნადეჟინი წერს, რომ ქართველებმა ადრეულ საუკუნეებში იპოვეს ფორმა კამარებისა, რომელმაც საშუალება მისცა მათ ხიდები ეშენებინათ ძვირადღირებული სოლისებრი ფილების გამოუყენებლად, მათი ზედაპირის დაუმუშავებლად, თითქმის გაუთლელი ქვებისგან.
აი, როგორ აღწერს ის სოფელ მახუნცეთში მდებარე ქვის თაღოვან ხიდს.
„ხიდი ქვის ფილებისაგან არის. კირის დუღაბზე კამარის მალი – 17,5 მ. აქ გაოცებას იწვევს ის გაბედულება, რომლითაც მდინარეზე გადატყორცნილია ამგვარი თხელი და დამრეცი კამარა. იგი თითქოს „ჰკიდია“ წყალზე“, – წერს ინჟინერი ბ. ნადეჟინი.

თაღოვანი ხიდი მახუნცეთში ფოტო: მანანა ქველიაშვილი
ქვისთაღოვანი ხიდების აგების ეპოქად IV-VII საუკუნეებია მიჩნეული. ადრეფეოდალური იბერიაში მაღალი სოციალ-ეკონომიკური განვითარების დონე იყო. მკვლევარ შალვა ვარშანიძის აზრით, მაშინდელი იბერია ახლოს იდგა ევროპულ ფეოდალიზმთან.
„მთელს ანტიკურ და ფეოდალურ ხანაში აჭარა ისტორიულ ერთობაშია ქართულ მეზობელ მხარეებთან, რამაც განაპირობა მატერიალური კულტურულისა და არქიტექტურის ერთიანი სტილი. მათ შორის ერთნაირი კონსტრუქციის ქვის თაღოვანი ხიდების მშენებლობა“, – წერს ვარშანიძე.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია პოლიტიკური ფაქტორის გათვალისწინებაც. XIII-XIV საუკუნეების საქართველოში, რომელიც მტრის გამუდმებული შემოსევებით დასუსტებული იყო, არ შეეძლოთ ხიდების ინტენსიური მშენებლობა. ქვის თაღოვანი ხიდები გარდა აჭარისა და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოსი, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონშიც არის წარმოდგენილი. არქიტექტურული სტილი ყველგან იდენტურია. ეს ფაქტორი მკვლევარებს აძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ხიდები ერთი ხელისუფლების დროსაა აგებული.
ცნობილი მკვლევარი და მოგზაური თედო სახოკია ხიდების ამშენებლებად ვენეციელებსა და გენუელებს მიიჩნევს. ამის დასამტკიცებლად კი აფხაზეთში მდებარე მსგავსი არქიტექტურით ნაშენი ხიდის ეტიმოლოგია მოჰყავს. „სწორედ ამ გეგმის ხიდი სოხუმთან ახლოსაც არის და სახელად „ვენეციელთა ხიდს“ უწოდებენ,“ – წერს სახოკია.
კიდევ ერთი გადმოცემის მიხედვით, ხიდები ბიზანტიელებს აუგიათ. ამ 15 საუკუნის წინ შავი ზღვის ჩრდილოეთიდან პეტრა-ციხისძირის გავლით სამხრეთისაკენ მიმავალი სავაჭრო გზა გადიოდა.
ციხისძირზე გამოვლით ბათუმისკენ წამოსული ქარავნებისათვის ბიზანტიელებს უძებნიათ ჭოროხზე მისასვლელი უმოკლესი გზა ბათუმის გვერდის ავლით, ისე რომ შეემცირებინათ ბაჟი და შესაძლო თავდასხმის საფრთხეც. მოუნახავთ კიდეც ახალშენიდან გადასასვლელი გზა სოფელ ხეყრუს გავლით, რომელიც ერგეში ჩადიოდა. ეს გზა ბევრად ამცირებდა მანძილს და საბაჟო გადასახადსაც. ერგედან სავაჭრო საქონლით დატვირთულ ქარავანს შეეძლო ჭოროხის მარჯვენა ნაპირს აჰყოლოდა აჭარის ხეობისკენ. ხოლო ერგეს ქვემოთ ჭოროხზე გადასულ ქარავანს მდინარის მარცხენა ნაპირით ახლანდელ ჭარნალ-თხილნარისა და მახოს მიდამოების გავლით შეეძლო სოფელ სიმონეთში ასვლა და იქიდან მაჭახლის ხეობის გავლით ართვინში გადასვლა. ხეყრუსა და მახოში მდინარეებზე დღემდე დგას ქვის თაღიანი ხიდები. მკვლევართა ერთი ნაწილის აზრით, სწორედ ესაა მიზეზი, რა მიზეზითაც შეიძლება ეს ხიდები აშენებულიყო 15 საუკუნის წინ.
ქვის თაღოვან ხიდებს შორის ყველაზე განიერი დანდალოს, ერგესა და მახოს ხიდებია, რომელთა სიფართე საშუალოდ სამი მეტრია. ყველაზე ვიწრო წონიარისისა (1,1 მ) და ქოქოლეთის (0,7 მ) ქვის თაღოვანი ხიდებია.

თაღოვანი ხიდი დანდალოში ფოტო: მანანა ქველიაშვილი
ქვის თაღოვანი ხიდები ხალხის მეხსიერებაში
აჭარის მაღალმთიანეთისკენ მიმავალმა თანამგზავრს რომ ჰკითხო, თუ ვისი აგებულია ქვის ხიდები ჭოროხსა და აჭარისწყალზე, დაუფიქრებლად გიპასუხებს, რომ თამარ მეფის. ლეგენდის თანახმად, მახუნცეთის, დანდალოსა და ფურტიოს ხიდები თამარს ერთდროულად აუშენებია. ხიხანის ციხიდან დანდალომდე თამარ მეფეს ხალხი ჰყავდა ჩამწკრივებული და ისე აწვდიდნენ საჭირო მასალას ხიდის ასაშენებლადო.
იმავე ლეგენდის თანახმად, თამარი ხშირად დადიოდა თურმე სხალთის ტაძრის მოსალოცად. მეფეს პატარა ჯორი ჰყოლია და იმით გადაადგილდებოდა. ფურტიოს ხიდს რომ მიადგებოდა თურმე, ჯორიდან ჩამოვიდოდა და ფეხით გადაივლიდა ხიდს. ხალხის სიყვარული თამარ მეფისადმი იმდენად დიდი იყო, რასაც კი მეფე შეეხებოდა, ყველაფერს მის სახელს არქმევდნენ. ამის კიდევ ერთი მაგალითია ლეგენდა დედოფლის წყაროზე.
„დედოფლის წყარო“ ფურტიოში, სხალთისკენ მიმავალ გზაზეა. თქმულების თანახმად, სხალთაში მიმავალ მეფეს თუკი გზად დაუღამდებოდა, ღამეს ფურტიოში ათევდა. ერთხელაც ერთ შეძლებულ გლეხს, ვინმე სიმონას სწვევია. გლეხი სიხარულისგან გაგიჟებულა, დედოფალი მეწვიაო. დატრიალებულა და დედოფლისთვის სუფრა გაუშლია. ღვინო იქვე, სახლთან ახლოს მდებარე წყაროში ჩაუციებია. თამარ მეფეს ცივი ღვინო რომ დაულევია, დაინტერესებულა, თუ სად იყო ასეთი ცივი წყარო. გლეხს უჩვენებია. მას შემდეგ თურმე მეფე ისე არ გაივლიდა ფურტიოში, იმ წყაროზე წყალი რომ არ დაელია. ხალხმა კი ამის გამო წყაროს „დედოფლის წყარო“ დაარქვა.
საერთოდაც, ზემო აჭარაში თამარ მეფეს მიაწერენ ყველა კარგ საქმეს, ყველა თაღოვან ხიდს და ყველა მკვიდრად ნაგებ ციხეს. აქ ძნელად იპოვით სოფელს, სადაც ერთი ადგილი მაინც არ უკავშირდებოდეს თამარის სახელს. თქმულებების მიხედვით, თუ სოფლის წყაროს „თამარის წყარო“ ჰქვია – ე.ი. იქ რვა საუკუნის წინ თამარმა გამოიარა და წყალი დალია. თუ სადმე გაშლილი ველია და მას „თამარის ჭალა“ ჰქვია – ე.ი. იქ თამარ მეფემ დაისვენა თავის ჯართან ერთად, ხოლო თუ სადმე გორას „თამარის გორი“ ჰქვია, თქმულების მიხედვით იმ გორზე თამარის ჯარისკაცებს ტალახით დასვრილი ფეხები გაუწმენდიათ და შედეგად გორა გაჩენილა. თუ ზემო აჭარისკენ მიმავალი, სხალთის ხეობისკენ გადაუხვევთ, ფურტიოს გზაზე ერთი სერია. სერს „ვარცხლას“ ეძახიან. გადმოცემის თანახმად, ადრე იქ თამარ მეფეს ვერცხლის მადანი ჰქონია და რაც კი ვერცხლი სჭირდებოდა, სულ აჭარიდან მიჰქონდა.
თუმცა, ისტორიამ, გარდა თამარისა, ქვის თაღოვან ხიდთა ამგებთა სხვა სახელებიც შემოგვინახა. მართალია, ამ ვერსიებს მკვლევარები ნაკლებ სარწმუნოდ მიიჩნევენ, მაგრამ ჩვენ მაინც გიამბობთ. მაგალითად, ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად, ქობულეთში, სოფელ ცხემვანის ხიდი მდინარე კინტრიშზე ადგილობრივ ფეოდალ თამაზაშვილს აუგია მე-9 საუკუნეში. თაღოვანი ხიდი, რომელიც სოფელ ჭვანაშია, სოფელ ჭალიდან ჩანჩხალოში გათხოვილ ქალს აუგია, გვარად სურმანიძეს ოსმალთა ბატონობის ხანაში. ხოლო სოფელ ქოქოლეთის ჩამახისურის ხიდი ჩიქუნეთელ თანთო ახმედ-აღა ხინკილაძეს აუგია მე-18 საუკუნეში.

თაღოვანი ხიდი ფურტიოში ფოტო: მანანა ქველიაშვილი

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ამჯერად პროკურორის წერილობითი შუამდგომლობა წაიკითხა. პროკურორი ირაკლი დონდოლაძე მოსამართლეს წერდა, რომ დღეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში აქვს ჩანიშნული პროცესი და სწორედ ამის გამო ვერ მოახერხა ბათუმის საქალაქო სასამართლოში პროცესზე გამოცხადება.
გიორგი (სახელი პირობითია) ბათუმში ცხოვრობს და ბოლო შრომითი ხელშეკრულების მიხედვით ის კაპიტნის მესამე თანაშემწე იყო შორეულ ნაოსნობაში. მას ბრალად ედება ნარკოტიკების შეძენა-შენახვა. მასთან ერთად საქმეში კიდევ მეორე ბრალდებული ფიგურირებს, რომლის საქმე დაცვის მხარის შუამდგომლობით მოსამართლემ წინა სასამართლო პროცესზე გამოყო.
გიორგის ადვოკატმა დღეს მოსამართლეს უთხრა, რომ მათ ინტერესებში შედის საქმის დროულად დასრულება. ადვოკატის შეფასებით პროკურორი პროცესს აჭიანურებს. თავად ბრალდებულმა მოსამართლეს მიაწოდა ინფორმაცია შეხვედრის შესახებ, რომელიც ბრალდებულსა და პროკურორს შორის 1 მარტს შედგა. ბრალდებულის განცხადებით, პროკურორმა ირაკლი დონდოლაძემ მას უთხრა, რომ მისი საქმე მანამ არ დასრულდება, ვიდრე სასამართლო განაჩენს მეორე ბრალდებულს არ გამოუტანს {ვინც მასთან ერთად იყო ბრალდებული და ვისი საქმეც მოსამართლემ ცალკე გამოყო}.
ანუ თქვენ ფიქრობთ რომ პროკურორი დაგემუქრათ? -ჰკითხა მოსამართლემ ბრალდებულს. ბრალდებულმა კი მოსამართლეს უთხრა, რომ ასე არ ფიქრობს, თუმცა საჭიროდ ჩათვალა ეს მოსამართლეს სცოდნოდა.
ქალაქ ბათუმში, სასწრაფოდ იყიდება ოროთახიანია ბინა მეორე სართულზე. მის. ჯავახიშვილის 6. ბინა 48. ფასი: 37 ათასი დოლარი.
მობ.: 577252925 -ირაკლი

„დროებით ვყრით ბალასტს რომ შეივსოს ის ტერიტორია რაც ზღვამ მიიტაცა. რაც შეეხება ქანდაკებას, ველოდებით ექსპერტის დასკვნას რომელიც გვეტყვის გადასატანი იქნება ეს თუ ადგილზე უნდა მოხდეს მისი გამაგრება. დაახლოებით 20 დღეში იქნება პასუხი,“ – ამბობს „ბათუმის ბულვარის“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ზირაქაშვილი.
თამარ კვესიტაძის ქანდაკება „ალი და ნინო“, ბათუმში, იახტკლუბის მიმდებარედ 2011 წლის ზაფხულში დადგეს. დროთა განმავლობაში შტორმმა ქანდაკებას საძირკველი გამოაცალა. ამჟამად საუბარი მიდის მის შესაძლო ადგილმონაცვლეობაზე. ამ მიზნით „ბათუმის ბულვარის“ ბიუჯეტში 240 ათასი ლარია გათვალისწინებული.


ფოტო: მანანა ქველიაშვილი
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა 1 მარტს, ბათუმში, სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, დღის საათებში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით 1962 წელს დაბადებულ ბიძინა ბ.–ს გულ–მკერდის და ზურგის არეში ორი ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირი ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად მომხდარიდან რამდენიმე საათში ბათუმში დააკავეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარებს (საქართველოს სსკ–ის 108–ე მუხლით).

სასჯელაღსრულების სისტემაში გავრცელებული დაავადებებიდან ყველაზე დიდი წილი ფსიქიკურ და ქცევით აშლილობებზე (875) მოდის, ასევე გავრცელებულია საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები (874), ვირუსული ჰეპატიტები (771), სასუნთქი სისტემის დაავადებები (586), შარდ-სასქესო სისტემის დაავადებები (545), ძვალ-კუნთოვანი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები (424), სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები (424). ხოლო, მცირე მაჩვენებლებით ხასიათდებიან კანისა და კანქვეშა ქსოვილების დაავადებები (295), შაქრიანი დიაბეტი (182), ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები (114), ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით გამოწვეული ავადმყოფობები (66), სისხლისა და სისხლმბადი ორგანოების დაავადებები და იმუნური მექანიზმის მიმდინარე ზოგიერთი დარღვევები (22), სიმსივნეები (14), უპირატესად სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (11), სხვა ვირუსული დაავადებები (11) და ვირუსული ინფექციები, რომელთაც ახასიათებთ კანისა და ლორწოვანი გარსის დაზიანება (3).
დაავადებული პირების კატეგორიაში ყველაზე მეტი მაჩვენებლით სრულწლოვანი კაცები (4 061) ხასიათდებიან. 2015 წლის იანვარში, არასრულწლოვან ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებში ყველაზე დიდი მაჩვენებლით სასუნთქი სისტემის დაავადებები ხასიათდება.
მამრობითი სქესის სრულწლოვან ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებში ფსიქიკური და ქცევითი აშლილობები ხოლო, მდედრობითი სქესის სრულწლოვან ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებში შარდ-სასქესო სისტემის დაავადებები სჭარბობს.
პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მკურნალობასთან დაკავშირებული მონაცემები ამ ეტაპზე წლიურ ფორმაში ყოველთვიურად გაწეული პრევენციული და სამკურნალო ღონისძიებების მიხედვით ითვლება.
პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში განთავსებულ პირთათვის 2015 წლის იანვარის თვეში გაწეულ სამედიცინო დახმარების ტიპებია: პირველადი სამედიცინო დახმარება, ამბულატორიული სერვისები-პენიტენციალური სისტემა, ტუბერკულოზზე ყველა სახის სკრინინგი, ფსიქიატრიული მომსახურება, სტომატოლოგიური მომსახურება, ექიმების კონსულტაცია და სხვა.
2015 წლის იანვრის თვეში, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში – 1 მამრობითი სქესის სრულწლოვანი მსჯავრდებული გარდაიცვალა. იანვრის თვეში ეს გარდაცვალების ერთადერთი შემთხვევა იყო.


„ჩვენი ზონა მეწყერსაშიშია. 10-15 წლის წინ ამის გამო 100 ოჯახი გასახლდა. აფეთქების შედეგად ჩვენს სახლებზე მატულობს ბზარები. მივმართავთ აჭარის მთავრობას, რომ გამოყოს სპეციალური კომისია, მოვიდეს შეისწავლოს და დაადგინოს, რამდენად უსაფრთხოა ამ სახლებში ცხოვრება“ – გვეუბნება კვირიკეში მცხოვრები მაიზერ მახარაძე.
მოსახლეობა კომისიის მიერ ზიანის შესწავლის შემდეგ სათანადო კომპენსაციასაც მოითხოვს.
არასამთავრობო ორგანიზაცია “ჩვენი უფლებებისათვის” თავმჯდომარე თამაზ ბაკურიძის თქმით, სოფელ კვირიკესთან ახლოს კლდოვანი მასის აფეთქება ნაპირსამაგრი ქვამასალის მოსაპოვებლად მიმდინარეობს.
“ბათუმელების” ინფორმაციით აღნიშნულ ტერიტორიაზე ბუნებრივი მასალის მოპოვებას რამდენიმე კომპანია ახორციელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი შენობიდან გადმოვარდა. თუმცა, როგორც „ბათუმელებს“ სასწრაფო სამედიცინი დახმარების სამსახურში უთხრეს, მამაკაცი იყო უგონო მდგომარეობაში და მკერდის არეში აღენიშნებოდა შემავალი ღრმა ჭრილობა, სავარაუდოდ, ცივი იარაღით მიყენებული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.
განცხადების შეტანის შემდეგ პროკურატურას ჯერ არც მედეა ვასაძე დაუკითხავს და არც დავით ბაციკაძე. დაიწყო თუ არა გამოძიება დავით ბაციკაძის განცხადების საფუძველზე? – ამ კითხვით „ბათუმელებმა” პროკურატურას მიმართა თუმცა, საგამოძიებო უწყებაში ამბობენ, რომ ამ კითხვაზე „ბათუმელებს“ ორშაბათს უპასუხებენ.
მედეა ვასაძე კი, დავით ბაციკაძეს [ანონსს, რომ შესაძლოა მას პროკურატურაში უჩივლოს] რამდენიმე დღის წინ წერილობით გამოეხმაურა.
განხორციელებული პაემნებიდან ყველაზე მეტი ხანმოკლე პაემანი იყო №8 დაწესებულებაში – 797 პაემანი, №17 დაწესებულებაში – 770 პაემანი, №15 დაწესებულებაში – 618, ხოლო №2 დაწესებულებაში – 512 პაემანი;
ყველაზე ხშირად ხანგრძლივი პაემანი განხორციელდა №14, №17 №15 და №2 დაწესებულებებში [შესაბამისად: 131, 125, 93 და 58 პაემანი];
რაც შეეხება ვიდეოპაემანს, ის მხოლოდ №15 და №17 დაწესებულებებში განხორციელდა, შესაბამისად – 16 და 14 ვიდეოპაემანი.
2015 წლის იანვარში №3 დაწესებულებაში განხორციელდა 28 ხანმოკლე და 3 ხანგრძლივი პაემანი.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მონაცემებით, 2015 წლის იანვრის მდგომარეობით, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში განთავსებული იყო სულ 10 525 პირი, მათგან, 10 234 კაცი და 291 ქალი.

სოფელ ზედა აჭყველი ბიჭიკო კონცელიძე, ნაკაიძეებლები – იოსებ და თემურ ქამაშიძეები, საჩინოელები – მერი თურმანიძე და ფატი გოგიტიძე ის მესაკუთრეები არიან, რომელთა უძრავი ქონება შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტით განსაზღვრული სამუშაოების ზოლში მოხვდა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ „უძრავი ქონებების გამოსყიდვის შესახებ შეთანხმება მესაკუთრეებთან უმეტესად მიღწეულია (დაახლოებით – 90%), მაგრამ შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული აჭარის შემოვლითი გზის განვითარების პროექტით განსაზღვრული სამუშაოების ზოლში მოხვედრილ 5 მესაკუთრესთან, რომლებმაც, შესაბამის საკომპენსაციო თანხის მიღებაზე ,,საავტომობილო გზების დეპარტამენტს“ ოფიციალურად წერილობით განუცხადეს უარი“.
შემდეგი საკადასტრო კოდებით: №20.47.04.015 [ბიჭიკო კონცელიძე]; №20.39.04.168 და №20.39.04.167 [იოსებ ქამაშიძე]; №20.39.04.060 [თემურ ქამაშიძე]; №20.47.01.100 [მერი თურმანიძე] და №20.47.01.095 [ფატი გოგიტიძე] რეგისტრირებული უძრავი ქონებები განთავსებულია გზის მშენებლობის ტერიტორიაზე, შესაბამისად, მათზე საკუთრების უფლების მოპოვების გარეშე შეუძლებელია სამშენებლო სამუშაოების წარმოება.
ბრძანებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი ითვალისწინებს საჯარო მიზნებისთვის საკუთრების ჩამორთმევას. კერძოდ, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით.
აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, მათ შორის გზისა და მაგისტრალის გაყვანა – მშენებლობისათვის, ხორციელდება ექსპროპრიაცია.
სამინისტრომ ჩათვალა, რომ ვინაიდან, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ვერ ხერხდება ზემოაღნიშნული საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების გამოსყიდვაზე თანხმობის მიღება, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება. ამიტომ: „საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს აჭარის შემოვლითი გზის განვითარების პროექტის ზემოქმედების ზოლში მოქცეულ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებებზე აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლება“.
ექსპროპრიაცია შეეხება:
ბიჭიკო კონცელიძის საკუთრებაში არსებულ 2044 კვ/მ მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობას;
იოსებ ქამაშიძის საკუთრებაში არსებულ 456 კვ/მ მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ შენობა ნაგებობას. ასევე ცალკე საკადასტრო კოდით არსებულ მისსავე მიწის ნაკვეთს ფართობით – 901 კვ/მ და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობას;
თემურ ქამაშაძის – 2519 კვ/მ მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობას;
მერი თურმანიძის საკუთრებაში არსებულ 283 კვ/მ მიწის ნაკვეთს და
ფატი გოგიტიძის – 2228 კვ/მ მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობას.
ზემოაღნიშნულ მესაკუთრეებს მინისტრის ბრძანების გასაჩივრების უფლება აქვთ.

საპრეზენტაციო ვიდეორგოლების შექმნის მიზანია ქობულეთის თავისუფალი ტურისტული ზონისა და სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძის საინვესტიციო პროექტების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება და სრულფასოვანი წარმოჩენა პოტენციური ინვესტორებისათვის.
ტენდერში 6 კომპანია მონაწილეობდა, რომელთაგან ყველაზე დაბალი ფასი სამინისტროს შპს „გეიზერმა“ შესთავაზა – 5 799 ლარი [რაც 1 ლარით ნაკლებია ერთ-ერთი პრეტენდენტის – შპს „ემ ჯი აი სტუდიის“ შეთავაზებაზე. „გეიზერის“ თავდაპირველი შეთავაზება 10 392 ლარი იყო].
„გეიზერმა“ ნიმუშად შესყიდვის ობიექტის ტექნიკური პარამეტრების მიხედვით გადაღებული მინიმუმ ხუთი ვიდეორგოლი და შემოქმედებითი ჯგუფის შესახებ მინიმალური რეზიუმე (CV) ორ დღეში უნდა წარუდგინოს სამინისტროს, რის შემდეგაც სატენდერო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ვიდეორგოლის ჟანრი უნდა იყოს ინფორმაციული და საპრეზენტაციო; ფორმატი – მაღალი გარჩევადობა (Full HD); ქობულეთის ტურისტული ზონისა და გოდერძის უღელტეხილზე არსებული სამთო სათხილამურო კურორტის შესახებ სარეკლამო საპრეზენტაციო 2 ვიდეორგოლის ხანგრძლივობა უნდა იყოს 1-1.5 წუთი; უნდა მოხდეს ორივე პროექტის არსებული ინფრასტრუქტურის წარმოჩენა; ორივე ტერიტორიის რელიეფებისა და მდებარეობის წარმოჩენა ვიდეო და გრაფიკული ელემენტების გამოყენებით; გადაღება უნდა განხორციელდეს მაღალი გარჩევადობის გამოსახულების (HD 1920/1080) ვიდეოკამერით.
ქობულეთის ტურისტული ზონის სრულფასოვნად წარმოსაჩენად უნდა მომზადდეს 3D გრაფიკული გამოსახულება, კერძოდ შეიქმნას სამგანზომილებიანი ანიმაციით ზონის ინფრასტრუქტურის მოწყობის ამსახველი (მაქსიმალურათ რეალობასთან მიახლოვებული) ვიდეო. გამოყენებული უნდა იყოს ეგრედ წოდებული 3D ტრანსფორმაცია, ვინაიდან ეფექტურად წარმოჩნდეს არსებული სიტუაცია, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს და კეთილმოეწყოს ტერიტორია. არსებული სივრციდან მოხდეს პროექტის საბოლოო სახის ეტაპობრივად შექმნა.
გამოყენებულ უნდა იქნეს გადასაღები შვეულმფრენი – საჰაერო გადაღებები აუცილებელია ორივე პროექტის სრულფასოვანი წარმოჩენისთვის;
უნდა მომზადდეს შესაბამისი ტექსტი დამკვეთან შეთანხმებით და გახმოვანდეს მინიმუმ 3 ენაზე (ქართული, ინგლისური, რუსული); გამარჯვებულმა პრეტენდენტმა სამუშაოს დაწყების წინ კონსულტაცია უნდა გაიაროს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან. ვიდეო რგოლების მიწოდება განხორციელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 2015 წლის 23 მარტის ჩათვლით.

ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე, წინასწარ განსაზღვრულ კოორდინატებში მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული დეპარტამენტმა მხოლოდ გზების მოხრეშვისთვის უნდა გამოიყენოს.
სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისათვის დეპარტამენტმა უნდა უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ჯამში 565 ლარის გადახდა, კერძოდ:
დაბა ჩაქვის მიმდებარე ტერიტორიაზე (მდ. ჩაქვისწყალი) – 300 მ3 ქვიშა-ხრეშის მოპოვებისთვის – 52 ლარი;
სოფ. ჩაისუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე (მდ. მერჩხეთი) – 200 მ3 ქვიშა-ხრეშის მოპოვებისთვის – 35 ლარი;
სოფ. ჯიხანჯურის მიმდებარე ტერიტორიაზე (მდ. ჩოლოქი) – 1000 მ3 ქვიშა-ხრეშის მოპოვებისთვის – 174 ლარი;
სოფ. გვარას (თეთროსანის) მიმდებარე ტერიტორიაზე (მდ. აჭყვა) – 200 მ3 ქვიშა-ხრეშის მოპოვებისთვის – 35 ლარი;
სოფ. ქობულეთის მიმდებარე ტერიტორიაზე (მდ. კინტრიში) – 200 მ3 ქვიშა-ხრეშის მოპოვებისთვის – 35 ლარი;
სოფ. თხილნარის მიმდებარე ტერიტორიაზე (მდ. ბოლოყო) – 300 მ3 ქვიშა-ხრეშის მოპოვებისთვის – 52 ლარი;
სოფ. მახოს მიმდებარე ტერიტორიაზე (მდ. მახოსწყალი) – 300 მ3 ქვიშა-ხრეშის მოპოვებისთვის – 52 ლარი;
სოფ. განახლების მიმდებარე ტერიტორიაზე (მდ. ბარცხანა) – 150 მ3 ქვიშა-ხრეშის მოპოვებისთვის – 26 ლარი;
სოფ. ჩელტას მიმდებარე ტერიტორიაზე (მდ. ჩელტა) – 300 მ3 ქვიშა-ხრეშის მოპოვებისთვის – 52 ლარი;
სოფ. ახალშენის მიმდებარე ტერიტორიაზე (მდ. ბარცხანა) – 150 მ3 ქვიშა-ხრეშის მოპოვებისთვის -26 ლარი;
სოფ. ახალშენის მიმდებარე ტერიტორიაზე (მდ.ბარცხანა) – 150 მ3 ქვიშა-ხრეშის მოპოვებისთვის -26 ლარი.

„საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონის 22-ე მუხლით, საბიუჯეტო ორგანიზაციაში შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საშტატო რიცხოვნობის 2%-ს.
მთავრობის შესაბამისი განკარგულების განმარტებითი ბარათის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ, მიმდინარე წლის იანვარში, მთავრობაში გაიგზავნა წერილობითი კორესპონდენცია, რომლიდანაც ირკვევა, რომ საქართველოს პარლამენტში შექმნილია საპარლამენტო უმრავლესობა, საპარლამენტო უმცირესობა, 11 ფრაქცია და 1 დროებითი კომისია, 62 პარლამენტის წევრს დაენიშნა თანაშემწე და აგრეთვე ფუნქციონირებს 73 მაჟორიტარი წევრის ბიურო.
ზემოაღნიშნულ სუბიექტებში პირთა დასაქმება შესაძლებელია მხოლოდ ხელშეკრულების საფუძველზე. ამასთანავე, პარლამენტის აპარატის სტრუქტურულ ერთეულებში დასაქმებულია შტატგარეშე მოსამსახურეები არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად.
ზემოარნიშნულიდან გამომდინარე, პარლამენტში შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება პარლამენტში დასაქმებულ მოხელეთა 2%-ს. შესაბამისად, ბიუჯეტის შესახებ კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის პარლამენტზე გავრცელების შემთხვევაში, ვერც ერთი ზემოხსენებული სუბიექტი ვერ შეძლებდა კანონონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებას.
საქართველოს 2015 წლის ბიუჯეტში საქართველოს პარლამენტისა და მასთან არსებული ორგანიზაციებისთვის მთლიანობაში 60 მილიონ 531 ათას 700 ლარია გამოყოფილი. აქედან მხოლოდ ხელფასებისთვის 33 მილიონ 180 ათას 400 ლარი, ხოლო მომუშავეთა რაოდენობაა – 1331. აქედან, უშუალოდ საკანონმდებლო საქმიანობაში ჩართულია 840 ადამიანი, რომელთა ხელფასებისთვის, წელს, 27 მილიონ 604 ათას 400 ლარია გათვალისწინებული.
ინფორმაცია 2014 წელს საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტიდან უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით მაჟორიტარი პარლამენტის წევრების ბიუროების მიერ გაწეული ხარჯების შესახებ (აჭარის მაჟორიტარები):
ბათუმი – დუმბაძე მურმან – 65 233 ლარი;
ქედა – შერვაშიძე იაშა – 58 582 ლარი;
ქობულეთი – ხალვაში ფატი – 65 449 ლარი;
შუახევი – მეგრელიძე ომარ – 60 173 ლარი;
ხელვაჩაური – ხალვაში როსტომ – 65 357 ლარი;
ხულო – ბოლქვაძე ანზორ – 51 055 ლარი.
როგორც პარლამენტის ვებგვერდზეა აღნიშნული, ეს მონაცემები ეყრდნობა საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრის მიერ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტისათვის მოწოდებულ ინფორმაციას.


განკარგულების თავდაპირველი ვარიანტით, აჭარის მთავრობას მუსლიმთა სამმართველოსთვის ქ. ბათუმში, ანგისის ქუჩა №39-სა და №41-ში მდებარე მიწის ნაკვეთები და მათზე მდებარე შენობა-ნაგებობები უნდა შეესყიდა.
ანგისის ქუჩა №39-ში მდებარე შენობის მეპატრონემ „ბათუმელებთან“ მაშინ აღნიშნა, რომ ქონებას არ ყიდდა. აჭარის მთავრობის წარმომადგენელმა, პარმენ ჯალაღონიამ, კი „ბათუმელებთან“ განმარტა, რომ ადგილი ჰქონდა ტექნიკურ შეცდომას: „მისამართები საქართველოს მთავრობას აღებული აქვს მუსლიმი მრევლის მიმართვიდან. გუშინ მივწერეთ, რომ შეცდომაა, ზეგ გადის [საკითხი] სხდომაზე და შეიცვლება კოდები“.
საქართველოს მთავრობის 280-ე განკარგულებით შეცდომა გასწორდა და ტექსტი შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:
„სსიპ – სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოსათვის სარგებლობაში გადასაცემი ქონების (ქ. ბათუმში ანგისის დასახლებაში არსებული ორი უძრავი ნივთის – მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდები: 05.32.01.049 და 05.32.01.316) შეძენის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, ,,საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას გამოუყოს 4 000 000 (ოთხი მილიონი) ლარი“.
05.32.01.049 – საკადასტრო კოდით არსებულ მიწის ნაკვეთზე მესაკუთრის შეცვლის მოთხოვნით საჯარო რეესტრში განცხადება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელით უკვე შეტანილია და საქმე წარმოებაშია. აღნიშნულ ნაკვეთზე დგას მრავალსართულიანი შენობა, რომელშიც ადრე „იტალიური სკოლა“ იყო.

შენობა რომელშიც /იტალიური სკოლა/ იყო
რაც შეეხება 05.32.01.316 – საკადასტრო კოდით არსებულ ნაკვეთს, აქ სასტუმრო „კრისტალია“ განთავსებული. შენობები ერთმანეთისგან რამდენიმე მეტრითაა დაშორებული.

სასტუმრო/კრისტალი/
2015 წლის იანვარში პირველი ინსტანციის სასამართლოებში არსებითი განხილვით დამთავრდა 335 საქმე, რომელთაგან გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა 325 საქმეზე, გამამართლებელი განაჩენი – 8 საქმეზე, ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი 2 საქმეზე. ამავე პერიოდში პირველი ინსტანციის სასამართლოებში საპროცესო შეთანხმებებით შესული საქმეებიდან (315 საქმე საბრალდებო დასკვნის გარეშე და 283 საქმე საბრალდებო დასკვნით) საპროცესო შეთანხმებით განაჩენი გამოტანილ იქნა 585 საქმეზე 654 პირის მიმართ.
2015 წლის იანვარში პირველი ინსტანციის სასამართლოების მიერ განაჩენის გამოტანით განხილულ იქნა 920 საქმე 1022 პირის მიმართ. მსჯავრდებული 1009 პირის მიერ ჩადენილი იყო 1106 დანაშაული, ხოლო დანაშაულის თითოეული ეპიზოდისათვის დანიშნულ იქნა 1204 სასჯელი [დანაშაულის თითოეული ეპიზოდისათვის შეფარდებული სასჯელებიდან აჭარის სასამართლოებზე მოდის – 137].
მსჯავრდებული პირების მიერ ჩადენილ დანაშაულში ყველაზე მაღალი ხვედრითი წილი მოდის: ნარკოტიკულ დანაშაულზე – 446, საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულზე – 267, საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ დანაშაულზე – 69, დანაშაული მმართველობის წესის წინააღმდეგ – 46, ჯანმრთელობის წინააღმდეგ დანაშაულზე – 102 და სხვ.
იანვარში სულ მსჯავრდებული 1009 პირიდან [რომელთა 95 პროცენტი მამაკაცია]: თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა 331 პირს, პირობითი მსჯავრი – 475 პირს, ჯარიმა – 165 პირს, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა – 38 პირს.
მსჯავრდებულთაგან უმუშევარია 919, კომერციული ან სხვა ორგანიზაციის მოსამსახურეა 31, სხვა მომუშავეა 28, კერძო მეწარმეა 9, მოსწავლე ან სტუდენტია 7, საჯარო მოსამსახურეა 11 და სხვ.
2015 წლის იანვარში მსჯავრდებული იყო 13 არასრულწლოვანი, რომელთაგან 11 ვაჟი იყო, ხოლო 2 გოგონა. ამათგან არ მუშაობდა და არ სწავლობდა 11 არასრულწლოვანი; თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა 4-ს, პირობითი მსჯავრი – 8-ს, ხოლო ჯარიმა 1 პირს. მსჯავრდებული 13 არასრულწლოვანიდან აჭარის სასამართლოების მიერ მსჯავრდებულ იქნა 2 არასრულწლოვანი.

უცხო ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულები და მსჯავრდებულების რაოდენობა მოქალაქეობის სახელმწიფოების მიხედვით:
აზერბაიჯანი – 39, ბანგლადეში – 1, ბულგარეთი – 3, გვინეა – 1, ერაყი – 8, თურქეთი – 76, თურქმენეთი – 1, ისრაელი – 7, ინდოეთი – 1, ირანი – 12, კოტ-დ’ივუარი – 2, მაროკო – 1, მოლდავეთი – 1, ნიგერია – 10, პალესტინა – 2, რუსეთი – 41, საბერძნეთი – 4, საფრანგეთი – 2, სირია – 1, სომხეთი – 32, უზბეკეთი – 5, უკრაინა – 8, ტაჯიკეთი – 1, ყირგიზეთი – 1, შვედეთი – 1, მოქალაქეობის არმქონე – 4.
[ამასთან, №2 დაწესებულებაში 1 (ისრაელი-საქართველოს), №8 დაწესებულებაში 2 (რუსეთი-საქართველო), №12 დაწესებულებაში 1 (რუსეთი-საქართველო), №15 დაწესებულებაში 2 (თურქეთი-საქართველო, სომხეთი-საქართველო), №17 დაწესებულებაში 2 (საბერძნეთი-საქართველო, რუსეთი-საქართველო), №19 დაწესებულებაში 1 (სომხეთი-საქართველო) ორმაგი მოქალაქეობის მქონე ბრალდებული/მსჯავრდებული იმყოფებოდა].
2015 წლის იანვარის თვეში, საქართველოში 14 სხვადასხვა მოქალაქეობის 96 უცხოელი პირობით მსჯავრდებული დაფიქსირდა. მათგან 28 რუსეთის მოქალაქეა, 15 – თურქეთის, 14 – აზერბაიჯანის, 9 – უკრაინის, 8 – სომხეთის, 5 – ინდოეთის, 4 – ნიგერიის, 4-საბერძნეთის, 2-აშშ-ს, 2-ბანგლადეშის, 2-ყაზახეთის და თითოც ისრაელის, სირიისა და ჩინეთის მოქალაქე.
მონაცემები სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გაავრცელა.


დღესვე, ინდივიდუალურ შეჯიბრების ფინალურ შეხვედრაში მშვილდოსანი ხათუნა ნარიმანიძე გამოდიოდა, რომელსაც 2:6 ანგარიშით პირველი ადგილის დათმობა გერმანელ ვერონიკა ჰაიდნი-ჩკალოვასთვის მოუწია.
ფინალამდე ხათუნა ნარიმანიძემ ზედიზედ დაამარცხა ბერძენი არიადნი ჩორტი, სლოვენიელი ანა უმერი, იტალიელი ჯულია მამი და გერმანელი ლისა უნრუ.
ნარიმანიძისგან განსხვავებით საქართველოს ჩემპიონი ქრისტინე ესებუა და ვიცე-ჩემპიონი იულია ლობჟანიძე ნაადრევად გამოეთიშნენ ჩემპიონატს: პირველი 1/16-ფინალში დამარცხდა მოლდოველ ალექსანდრა მირჩასთან, ლობჟანიძეს კი 1/8-ფინალში გერმანელმა კარინა ვინტერმა აჯობა.
ვაჟთა შორის ლაშა ფხაკაძე 1/16-ფინალში რუს ალექსანდრ კოზინთან წააგო 2:6, ახალგაზრდებში კი ვლადიმერ დოლიძეს იმავე ეტაპზე აჯობა იტალიელმა დავიდ პასკუალემ – 1:7.
ახალგაზრდა გოგონებში ციკო ფუტკარაძე, რომელმაც იანვრის მიწურულს თანატოლთა შორის მოიპოვა ქვეყნის ჩემპიონის ტიტული, 1/4-ფინალამდე მივიდა, სადაც უკრაინელ სოლომია ჰნიპისთან წააგო.
ჩემპიონატს სლოვენიის ქალაქი მარიბო მასპინძლობდა.

ბატონო ლევან, რას შეცვლის კულტურის ათწლიანი სტრატეგია ქვეყანაში და როგორი იქნება დოკუმენტზე მუშაობის პროცესი?
საქართველოში რამდენჯერმე იყო იმის მცდელობა რომ რეალური სტრატეგიული დოკუმენტი შემუშავებულიყო. მაგრამ სამწუხაროდ, არცერთი პროცესი არ გამოდგა წარმატებული, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ის იწერებოდა საზოგადოების ჩართულობის გარეშე. ამიტომ, ასეთი დოკუმენტები თაროზეა შემოდებული. ჩვენი მცდელობა არის ის, რომ მაქსიმალურად ვუზრუნველყოთ საზოგადოების ჩართულობა. ყველა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობას მივცემთ, უშუალოდ იყოს ჩართული ამ სტრატეგიის შემუშავებაში და რაც ყველაზე მთავარია, გამოიყენოს შემდეგ ეს დოკუმენტი. ჩვენ ავირჩიეთ გამჭვირვალე პროცესის გზა და ამ პროცესის ასახველი დოკუმენტიც გავხადეთ საჯარო.
კონკრეტული პრიორიტეტები გაქვთ განსაზღვრული თუ მუშაობის პროცესში გამოიკვეთება?
სამინისტროსთვის კულტურის ყველა მიმართულება თანაბრად პრიორიტეტულია, იქნება ეს სახვითი ხელოვნება, კინოინდუსტრია და კულტურული მემკვიდრეობა. აქ საუბარია იმაზე, რომ ჩვენ მოვახდინოთ არა სიმპტომური პრობლემების იდენტიფიცირება, არამედ ძირეული პრობლემების მოგვარებაზე გავაკეთოთ აქცენტი. ეს უნდა გავაკეთოთ კონკრეტულ მიმართულებებში ჩართული პიროვნებების, ორგანიზაციების ჩართვით და მათთან ერთად დავსახოთ თუ რა უნდა გაკეთდეს ათი წლის მანძილზე. ამ დოკუმენტის გარდა, ყოველწლიურად შემუშავებული იქნება სამოქმედო გეგმა, თუ როგორ იქნება განხორციელებული ეს პრიორიტეტები.
კულტურის განვითარება ალბათ ბიუჯეტის გადახედვასაც მოითხოვს, ამ სტრატეგიის მიხედვით გაიზრდება კულტურის სფეროს დაფინანსება ბიუჯეტში?
არცერთი ქვეყანა არ არის, სადაც კულტურას არ აკლია დაფინანსება. ჩვენი მიზანია, ის თანხაც კი რომელიც არის გამოყოფილი, სწორად იქნას გადანაწილებული, რომ ყველაზე საკვანძო და პრიორიტეტული პრობლემები იქნას მოგვარებული და არ ვიდგეთ ერთსა და იმავე ადგილას. პროცესი არის ორმხრივი. სპეციალურად ვქმნით უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფს, რომელიც ეტაპობრივად მოახდენს სამუშაო ვერსიების შეთანხმებასაც. ერთის მხრივ იქნება საზოგადოების მიერ მომზადებული დოკუმენტი, რომელიც გადაგზავნილი იქნება უწყებათაშორის ჯგუფში, სადაც მოხდება მისი ადელვატურობის დადგენა იმ რეალობასთან მიმართებაში რომელიც არის. შემდეგ ისევ დაბრუნდება ეს დოკუმენტი დისკუსიებისა და შენიშვნების რეჟიმში. სამინისტროს როლია სწორად დაიცვას ის ბალანსი, რომელიც შესაძლებლობას მოგცემს რომ დოკუმენტი იყოს პრაგმატული და გამოყენებადი.
კულტურის სამინისტროს მიმართ საკმაოდ კრიტიკულია საზოგადოება. „ოსკარზე“ წარდგენილი ფილმის მსახიობებისგანაც იყო უკმაყოფილება, რომ სამინისტროს მხრიდან არ ჰქონდათ სათანადო მხადაჭერა, მსგავს საკითხებს მოაგვარებს სტრატეგიული დოკუმენტი?
ძალიან ბევრი გაუგებრობა არსებობს ზოგადად იმასთან მიმართებაში, თუ როგორ უნდა იხარჯებოდეს კულტურაში ფული. ყველა ქვეყანაში განსხვავებული ფორმატი არსებობს, თუ როგორ ფინანსდება კულტურული პროექტები. ამიტომ სწორად უნდა განისაზღვროს როგორც პრიორიტეტები, ასევე დაფინანსების წყაროებიც თუ როგორ უნდა ივსებოდეს კულტურის ბიუჯეტი. ამიტომ, ეს თემებიც იქნება განხილული. ჩვენ არ გვინდა ზოგადი პოსტულატებით გაჯერებული დოკუმენტი, არამედ კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული. მთავარია საზოგადოებამ კონსტრუქციულად დაიწყოს ამ თემებზე მსჯელობა, ძიება გზების თუ როგორ უნდა განხორციელდეს სახელმწიფო პოლიტიკა.
რა დრო ექნებათ დაინტერესებულ პირებს იმისთვის, რომ დოკუმენტის შემუშავებაში ჩაერთონ და საკუთარი მოსაზრებები მოგაწოდონ?
სულ მცირე ერთი წელი ექნებათ ამისთვის დრო. ჩვენ ყველა რეგიონში გავდივართ და ვხვდებით ადამიანებს. იდენტიფიცირებული გვყავს ცალკეული მიზნობრივი ჯგუფებიც, ჟურნალისტები, ბიზნესის წარმომადგენლები, რელიგიური და სხვა ტიპის უმცირესობები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობენ.
ეს ჩართულობა მხოლოდ ქაღალდზეა თუ მათი მხრიდანაც არსებობს დაინტერესება?
ჩვენი არჩევანია რომ შევთავაზოთ ამ პროცესში მონაწილეობა, მათი არჩევანია მიიღებენ თუ არა მონაწილეობას.
გულგრილობას ხშირად იწვევს ის, რომ საბოლოოდ, კომპეტენტური ჯგუფების აზრის გათვალისწინება არ ხდება და ხელისუფლება მაინც მისთვის მისაღებ არჩევანს აკეთებს. ამ შემთხვევაშიც ასე ხომ არ იქნება?
მესმის, რომ საზოგადოება შეჩვეულია სკეპტიციზმს, მაგრამ შექმნილია სპეციალური ვებ-გვერდი, ფეისბუკზე გვერდი, სპეციალური ცხელი ხაზი, კითხვარები, იქნება დისკუსიები, შეხვედრები და ამ ფორმით შევეცდებით რომ მოვახდინოთ ყველა დაინტერესებული მხარის ჩართვა. ხარისხის მაჩვენებლია ევროკავშირის ფაქტორი, რადგან ჩვენ გვაქვს მისი მხარდაჭერა და მისი სტანდარტებით ვახორციელებთ ამ პროცესს. ჩვენი ქვეყანა კრეატიული ევროპის წევრი გახდა და პირველი ქვეყანა ვართ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან რომელმაც მოიპოვა ეს სტატუსი. ევროკავშირის მხრიდან მილიარდ ნახევარი ევროა გათვალისწინებული კულტურის სფეროსთვის და აქედან საქართველოც მიიღებს დაფინანსებას. ამ პროექტების განხორციელების უფლება მხოლოდ საზოგადოებრივ ინსტიტუციებს ექნებათ და ესეც ჩვენი პოლიტიკის ნაწილია. პროექტში ჩადებულია მედია კომპონენტიც, რომელიც ითვალისწინებს ტელე და რადიო მიმართულებასაც.
რა დროში ექნება ამ სტრატეგიას დოკუმენტის სახე?
პირველი სამუშაო ვერსია ზაფხულისთვის იგეგმება. მთავარია პროცესი იყოს გამჭვირვალე და ღია.

ალექსანდრა აროშვილი „ლაბორატორია 1918“-ის ერთ-ერთი აქტიური წევრი იყო. მან სოციალურ და პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე სწავლა დაასრულა და ახლა მაგისტრატურაში სწავლის გასაგრძელებლად ემზადება. მისი აზრით, ის მუხტი, რომელიც „ლაბორატორიამ“ ორი წლის წინ მოიტანა, დღეს შესუსტებულია, თუმცა ბოლომდე არ გამქრალა და სხვა ტიპის აქტივობებში ტრანსფორმირდება:
„ლაბორატორია 1918“-ში დაარსების დღიდან ვიყავი. მაშინ უფრო სხვა სისტემურ პრობლემებთან გვიწევდა ბრძოლა და ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, მასობრივ დონეზე ეს მუხტი, ბუნებრივია ჩაქრა“.
ალექსანდრას აზრით, ეს იმ მოლოდინის ბრალია, რომელშიც საზოგადოება დღემდე იმყოფება. „ადამიანები ხელისუფლებისგან ელოდებიან ცვლილებებს. ამიტომ, სტუდენტურმა აქტივობამაც უფრო სხვა სახე მიიღო, ლაბორატორიაც ორგანიზაციული საკითხების გამო დაიშალა, თუმცა ეს მოძრაობა საუნივერსიტეტო აქტივობებით აგრძელებს არსებობას“.
ალექსანდრა აროშვილი დღეს საზოგადოებრივი სოლიდარობის აუცილებლობას სოციალურ სფეროში ხედავს: „მე, პირადად, ვიყავი რკინიგზელების აქციაზე, „მწვანე მუშტის“ აქციებზე, ამ თემებით ვარ დაინტერესებული, თუმცა ეს საკითხები ნაკლებად აღწევს ფართო საზოგადოებამდე“.
ალექსანდრას მიაჩნია, რომ საკუთარი შვილის საფლავზე აფეთქებული იური ვაზაგაშვილის ტრაგედიის მიმართ საზოგადოებას უფრო მეტი მგრძნობელობა უნდა ჰქონოდა და გრძნობს საკუთარ პასუხისმგებლობასაც: „სწორედ ამიტომ ვიყავი 31 იანვარს საპროტესტო აქციაზე, რადგან ასეთ დროს საზოგადოების სოლიდარობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“.
„ვერც სისტემა და ვერც მანკიერი ჩვევები, რაც საჯარო უწყებებშია გამეფებული, ასე ადვილად ვერ დაინგრევა“, – ამბობს ალექსანდრა. მისი აზრით, სისტემის დანგრევა ქვეყანამ განათლების რეფორმით უნდა დაიწყოს: „ამიტომ ვცდილობთ ჩვენი ძალისხმევა აკადემიურ სივრცეში გადავიტანოთ, რადგან ეს აქციებზე ბევრად მნიშვნელოვანია. ბევრი საკითხია, რომლის მიმართ ახალგაზრდებს არ აქვთ კრიტიკული მიდგომა, დისკუსიის დეფიციტია თითქმის ყველა საკითხის მიმართ, ამიტომ, რაღაც საერთო ღირებულებებზე შეთანხმება საზოგადოებამ სწორედ განათლებიდან უნდა დაიწყოს, რომ პროტესტიც სერიოზული და შინაარსიანი იყოს“.

სტუდენტური ძალების მობილიზებას „ლაბორატორია 1918“-ს კიდევ ერთი აქტიური წევრი, დიტო ხუსკივაძეც განათლების სფეროში ხედავს: „უნივერსიტეტში სამი თვეა, რაც ახალი ჯგუფი შეიქმნა, „სტუდენტთა თვითორგანიზების ქსელი“ ჰქვია. ძირითადად საგანმანათლებლო აქტივობებით შემოვიფარგლებით, ზოგი ლიტერატურას თარგმნის, ზოგი წაკითხულის გარჩევაზე მუშაობს, ცოტა შევცვალეთ გამოხატვის ფორმები“.
„ლაბორატორიის“ დაშლა, როგორც დიტო გვეუბნება, ცალკეული საკითხების მიმართ განსხვავებულმა დამოკიდებულებამ გამოიწვია. „20-50 კაცით აქციაზე დგომა ცვლილებებს ვერ მოიტანს. ცვლილებებს ჯერ სერიოზული თეორიული ცოდნა და იმის გაგება სჭირდება, თუ რისი შეცვლა გინდა. კარგად უნდა იცოდე რას, რისთვის აპროტესტებ“.
დიტო ხუსკივაძის აზრით, სისტემურ დანაშაულებებზე საზოგადოების რეაქციები უშედეგო იყო, „სწორედ ამიტომ დავინახეთ ჩვენი მიზნები საგანმანათლებლო აქტივიზმში. კარგად უნდა ვიცოდეთ, რისთვის არიან სტუდენტები მზად და რა უნდათ“.
დიტოს აზრით, არც საზოგადოებაა ჩამოყალიბებული იმაში, რა უნდა: „ამიტომ იყო ნაკლები სოლიდარობა ვაზაგაშვილის ტრაგედიაზე. როცა ხაშურში პოლიციელებმა მოკლეს ადამიანი და თქვეს, რომ კიბეზე დაგორდა, მის მკვლელობასაც 12 კაცი აპროტესტებდა. თუ გვაქვს კითხვა, რატომ გამოდის მთელი პარიზი გარეთ, როცა ერთ ადამიანს კლავენ, საქართველოში კი რამდენიმე, მაშინ იმ კითხვაზეც უნდა გვქონდეს პასუხი, რა უნდა საზოგადოებას“.

სანდრო ცაგარელის აზრით კი, საზოგადოებრივი სოლიდარობა მაშინ შედგება, როცა თითოეული მოქალაქე გააცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას და არ დაელოდება კონკრეტული ჯგუფების პროტესტს: „ყველამ უნდა იცოდეს, რომ მისი ხმა მნიშვნელოვანია. წინა რეჟიმი ბევრად საშიში იყო, დღეს შედარებით გახსნილია სიტუაცია და ყველას შეუძლია საკუთარი პოზიციის გამოხატვა“.
სანდრო, ისევე როგორც მისი მეგობრები, მიიჩნევს, რომ დღეს სტუდენტების აქტივობა განათლების სისტემის ცვლილებებისკენ უნდა იყოს მიმართული: „ხელისუფლების ცვლილების შემდეგ უნივერსიტეტს თითქოს მოძვრა პარტიული ელემენტი, მაგრამ არსებითად არაფერი შეცვლილა. იმდენი არაპროფესიონალი მუშაობს და ისეთი ძლიერია კლანური სისტემა, აუცილებელია ამ სისტემის რეფორმა. ამიტომ, ახლა უნდა ვიყოთ ყველაზე აქტიურები, რომ პროცესები ჩვენი გვერდის ავლით არ წარიმართოს და ახალი საშინელება არ მივიღოთ“.
სანდროს აზრით, რესურსი, რომელიც „ლაბორატორია 1918“-ს გააჩნდა, ამ ეტაპზე ამოწურულია: „უნდა გამოჩნდეს ახალი ჯგუფები ახალი ტაქტიკით. ჩვენ ბევრ რამეზე გვაქვს განსხავავებული აზრი, „ეს არ მინდა“ და „არ მომწონს“ – არ არის საკმარისი, მაშინ ისიც უნდა ვიცოდეთ, რა გვინდა. ამიტომ, როცა შევჯერდებით რაღაც ღირებულებებზე, ჩვენი აქტივობაც უფრო მიზანმიმართული იქნება და ავანსცენაზეც მერე გამოვალთ“.
სანდროს აზრით, ადამიანებმა უნდა გააცნობიერონ ის, რომ თუკი მას არ ემუქრება უსახლკარობა, ეს არ ნიშნავს, რომ სხვისი უსახლკარობის მიმართ შეიძლება იყო გულგრილი: „საზოგადოებამ ვერ ისწავლა ერთად დგომა სოციალური პრობლემების მოგვარებაშიც კი, რადგან ყველა ცდილობს მარტო გავიდეს ფონს, ინდივიდუალურად დააღწიოს თავი გაჭირვებას“.

დღესვე მიმდინარეობს გუნდური ასპარეზობაც და საქართველოს დროით 7 საათზე ცნობილი გახდება მოიპოვებს თუ არა საქართველოს ეროვნული ნაკრები ოქროს მედალს.
არაოლიმპიურ, 18-მეტრიან დისტანციაზე ევროპის ჩემპიონატი მშვილდოსნობაში სლოვენიის ქალაქ მარიბოში 24 თებერვალს დაიწყო. მასში 35 ქვეყანა და 8 გუნდი მონაწილეობს. საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩემპიონატზე 6 სპორტსმენით წარსდგა.
დიდებში:
ხათუნა ნარიმანიძე
ქრისტინე ესებუა
ლაშა ფხაკაძე
იულია ლობჟანიძე
ახალგაზრდებში:
ციკო ფუტკარაძე
ვოვა დოლიძე
მთავარი მწვრთნელი:
თამაზ ფუტკარაძე



ბექა ბოლქვაძის 2014 წლის ნამუშევარი
ბექა ბოლქვაძე
კახაბერ ემირიძე
ირაკლი შონია
ამიკო ქავთარაძე / კახაბერ ემირიძე
გამოძიებამ დაადგინა, რომ არასრულწლოვნები 22 თებერვალს რუსთავში, ხარების სახელობის ეკლესიაში ღამით შეიპარნენ და შესაწირი ყუთიდან 420 ლარი მოიპარეს. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ბრალდებულებს ეკლესიაში შესვლის დროს ორი ხატი გაუტყდათ, რომლებიც ეკლესიის სახურავზე გადამალეს. სამართალდამცავებმა დაზიანებული ხატები ეკლესიის მსახურებს დაუბრუნეს.
მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, არასრულწლოვანი დაკავებულები სამართალდამცავებმა ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ბრალდებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით).


„1 კვ/მ მიწის ნაკვეთში 1,52 თეთრი შემომთავაზეს… მე, ჩემი მიწა მეტი მიღირს. გამგეობიდან მომივიდა წერილი, გაზაფხულზე გადაწყდება ყველაფერიო და ვნახოთ“ – გვითხრა სატელეფონო საუბარში ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭერის ერთ-ერთმა მცხოვრებმა, რომლის მიწის ნაკვეთზეც ახალი გზა უნდა გავიდეს.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები სოფელ ჭერში ოთხი მოსახლის კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს შეეხება – საკომპენსაციო თანხის ოდენობაზე შეთანხმება მათთან მიღწეული არ არის.
საუბარია, ზამლეთი-ხიხაძირის გზის მონაკვეთზე, რომლის სარეაბილიტაციო პროექტიც შარშან მსოფლიო ბანკმა დააფინანს, ხოლო საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა (ეს გზა მის ბალანსზე არ არის) სამუშაოებიც დაიწყო. გზა ბათუმი-ახალციხის მაგისტრალიდან სოფელ სხალთამდე გაკეთდა, დანარჩენ ნაწილზე სამუშაოები გაზაფხულზე განახლდება.
სარემონტო სამუშაოები წელს აპრილიდან დაიწყება ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე. იგეგმება 61 კმ. გზის მოასფალტება, რისთვისაც აჭარის ბიუჯეტიდან გამოყოფილია 15 374 280 ლარი, 12 კმ-ზე ბეტონის დასაგებად კი 1 მილიონი ლარი დაიხარჯება; მოეწყობა 120 ერთეული ხელოვნური ნაგებობა, რომლის ღირებულებაც 2 488 100 ლარი იქნება. წელს 16 ხიდის მშენებლობა-რეაბილიტაციაც იგეგმება.
ახალი ხიდები აშენდება გზის შემდეგ მონაკვეთებზე: ფიჭვნარი-ჩოლოქი-ცეცხლაური; სოფელი ქობულეთი-სკურდას ხეობა; ჩაისუბანი-მე-7 რაიონი; ზედა თხილნარი-დუმბაძეები-ხინკილაძეები; შარაბიძეები-ჯაფარიძეები-ჯიმშერაძეები; ჩელტის სკოლა-ჩამბები; გუნდაური-გარეკუნი; ხულო-უჩხო-კურცხალი (ნავანების გადასასვლელი). წელსვე საცალფეხო ხიდი აშენდება ჩხუტუნეთის გზაზე (ჭანივრის მიმართულება).
რეაბილიტაცია ჩაუტარდება ხიდებს შემდეგ მონაკვეთებზე: ზომლეთი-ხიხაძირი; რაქვთა-ჭადაური; ხიჭაური-ნაღვარევი; შუახევი-ჩირუხი; ცხემნა-ორცვა; მახო-დავითაძეები-აგარა; კირნათის გზა-მირვეთი.
აჭარის ტერიტორიაზე ასფალტ/ბეტონის საფარი მოეწყობა ადგილობრივი მნიშვნელობის გზების გარკვეულ მონაკვეთებზე: ქაქუთი-ნაცხავატები; ქობულეთი-ჭახათი-ცხემლვანა; სოფელი ქობულეთი-ჭანკურიძეები; ცეცხლაური-ლეღვა-ცხრაფონა(ცხომელიძეების მიმართულება); ხუცუბანი-ნაკაიძეები; რკინიგზის გადასასვლელი-ბობოყვათი-დაგვა-ქვედა აჭყვა; სახელმწიფო გზა-მუხაესტატეს საჯარო სკოლა; კვირიკე-ზედა კვირიკე (ცენტერაძეების მიმართულება); სახელმწიფო გზა-გორგაძეები (გორგილაძეების მიმართულება); ყოროლისთავი-ზედა წინსვლა; ორთაბათუმი-მასაური; მახო-დავითაძეები; კირნათის გზა-ჩხუტუნეთის გზა; მახოს გზა-სიმონეთი; ქედა-ოქტომბერი-გოგინიძეები; მახუნცეთი-უჩხითი; ცხმორისი-გეგელიძეები; შუახევი-უჩამბა; დიდაჭარა-ღორჯომი.
მთლიანობაში ასფალტ/ბეტონის საფარი აჭარაში წელს მოეწყობა 46,3 კმ სიგრძის გზაზე.
რაც შეეხება ადგილობრივი გზების რეკონსტრუქციას, შესაბამისი სამუშაოების ჩატარება წელს დაგეგმილია: ცეცხლაური-წყავროკას 1,9 კმ-იან მონაკვეთზე, შუახევი-თერნალის 4 კმ-იან და ხულო-უჩხო-კურცხალის 5 კმ-იან მონაკვეთზე.
უკვე დამტკიცებულია მრავალწლიანი პროგრამა, რომლის მიხედვითაც აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან 2016-2017-2018 წლებში დაფინანსდება ადგილობრივი გზების რეაბილიტაციის სამუშაოები – 34 მილიონზე მეტი ლარით (მთლიანობაში 150 კილომეტრი გზის რეაბილიტაციისთვის) და ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა-რეაბილიტაცია – 6 მილიონი ლარით (მოეწყობა 249 ნაგებობა). ასევე დაფინანსდება საგზაო ტექნიკის შეძენა – 1,5 მილიონი ლარით.
აჭარაში საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი გზების მოვლა-შენახვასა და რეაბილიტაციას ახორციელებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ხოლო ადგილობრივი მნიშვნელობის გზებისას – აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი.
ცალკეა ქალაქების – ქობულეთისა და ბათუმის საზღვრებში მოქცეული გზები, რომლებზეც შესაბამისი მუნიციპალიტეტები ზრუნავენ.
აჭარაში ადგილობრივი მნიშვნელობის გზების სიგრძე 3417კმ-ია. აქედან რეაბილიტირებულია (მოასფალტებულია) – 316 კმ. რაც შეეხება დანარჩენ გზებს, მათ მოხრეშვა მიმდინარეობს, რომელსაც აჭარის გზების დეპარტამენტის სამსახურები, მათივე ინფორმაციით, მუდმივად ახორციელებენ.
აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტში 52 საჯარო მოხელე და 397 შტატგარეშე მოსამსახურეა, აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტში არის წარმომადგენლობა. დეპარტამენტის ბალანსზე არსებული ტექნიკის ნაწილი ამორტიზებულია და მას დეპარტამენტი ეტაპობრივად ჩაანაცვლებს. სამუშაოებზე, სადაც არ არის დეპარტამენტის ტექნიკა საკმარისი, ტექნიკას ქირაობენ.
წელს აჭარის საგზაო დეპარტამენტი 520 ათას ლარად ოთხ მუხლუხა ტრაქტორს, ხოლო 345 ათას ლარად სამ თვითმცლელს შეიძენს.
აჭარაში საერთაშორისო მნიშვნელობის გზებია: ჩოლოქის ხიდიდან სარფამდე 55-კილომეტრიანი გზის 47 კმ, რომელიც ირიცხება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბალანსზე და რომელსაც ზედამხედველობას უწევს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დირექცია (ამ 55-კილომეტრიანი გზიდან 8,5 კმ. ირიცხება ბათუმის მერიის ბალანსზე). ასევე დეპარტამენტის ბალანსზეა ქობულეთის შემოვლითი გზის (33 კმ მშენებარედან) დამთავრებული და ექსპლუატაციაში გაშვებული 12,4 კმ-იანი მონაკვეთი (დარჩენილი ნაწილი შენდება სოფელ გვარადან ჩაქვის გვირაბამდე მონაკვეთში და დასრულდება 2016 წელს).
ასევე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბალანსზეა აჭარაში შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების შემდეგი მონაკვეთები: ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბზე შემოვლითი გზა _ სიგრძე 6 კმ; ბათუმი(ანგისა) – ახალციხის 159-კილომეტრიანი გზის 117-კილომეტრიანი მონაკვეთი (ანგისიდან ადიგენის ადმინისტრაციულ საზღვრამდე); გოდერძის უღელტეხილი-ბეშუმის მონაკვეთი _ სიგრძე 10 კმ; საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის 73,4-კილომეტრიანი გზის 19-კილომეტრიანი მონაკვეთი (ქაქუთის ხიდიდან ქობულეთამდე).
ამ გზებიდან ხრეშოვან-საფარიანია ანგისა-ახალციხის გზის ხულო-ადიგენის საზღვრამდე მონაკვეთი (37 კმ) და გოდერძის უღელტეხილი-ბეშუმის 10 კმ-იანი მონაკვეთი. დანარჩენი შავსაფარიანია (ასფალტბეტონი).
აჭარის გზებიდან ამჟამად ყველაზე რთული მონაკვეთი (ტექნიკურ-საექსპლუატაციო თვალსაზრისით) სწორედ ხულოდან ადიგენის ადმინისტრაციულ საზღვრამდეა, რომელზეც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით გერმანულ-ქართული საპროექტო ორგანიზაციის მიერ შედგენილია რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაო-ტექნიური დოკუმენტაცია (პროექტი).
აჭარის საავტომობილო გზების დირექციაში აცხადებენ, რომ ისინი მხოლოდ დეპარტამენტს დაქვემდებარებული გზების და ხელოვნური ნაგებობების ტექნიკურ-საექსპლუატაციო მდგომარეობას სწავლობენ ვიზუალურად და სათანადო ინფორმაციას აწვდიან საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს.
დეპარტამენტში „ბათუმელებს~ განუცხადეს, რომ ხულო-ადიგენის გზის სარეაბილიტაციო პროექტი ამ ეტაპზე მხოლოდ სამშენებლო-სანებართვო პროცედურებს გადის, პროექტი მრავალმილიონიანია. პარალელურად, დაფინანსების მიზნით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს აზიის განვითარების ბანკთან. სხვა დეტალებს დეპარტამენტში არ აკონკრეტებენ, თუმცა „ბათუმელების“ ინფორმაციით, მომდევნო 2 წელი გოდერძის უღელტეხილზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები არ იწყება.
წელს, საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებებისთვის (ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობისა და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ჩათვლით) საქართველოს ბიუჯეტიდან სულ გამოყოფილია 645 მილიონ 200 ათასი ლარი. აქედან 295 500 000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 14 500 000 ლარი არის გრანტი, ხოლო 335 200 000 ლარი კრედიტი.
კომისიამ ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნ(ებ)ის მშენებლობის/მართვის უზრუნველსაყოფად ინვესტიციების მოზიდვის მიზნით ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევის პირობების შემუშავება და შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება უნდა უზრუნველყოს არა უგვიანეს 2016 წლის 1 იანვრისა.
კომისია შემდგომში ასევე უზრუნველყოფს ინტერესთა გამოხატვის თაობაზე წარდგენილ განაცხადთა განხილვას და წარდგენილ განაცხადთა შეფასების შედეგად საუკეთესო კანდიდატის გამოვლენას.
11-კაციანი კომისიის თავმჯდომარეა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, დავით შავლიაშვილი. კომისიაში არიან ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრების პირველი მოადგილეები; ფინანსთა, იუსტიციის, სოფლის მეურნეობის მინისტრების მოადგილეები; შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიისა“ და სხვა უწყებების წარმომადგენლები.
კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ან/და ამ სამინისტროსათვის 100%-იანი წილის მართვის უფლებით გადაცემული შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“.

გაკვთილი სამუსიკო სკოლაში
სკოლა განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაშია, თუმცა შენობა მერიის ბალანსზე ირიცხება. „წელს ვთხოვეთ გარემონტება, მაგრამ სამინისტროში თავი შეიკავეს. არ ვიცით რა გეგმები აქვს მერიას, ამიტომ კაპიტალურ რემონტზე თანხას არ ვხარჯავთ“, – ამბობს სკოლის დირექტორი ნატალია ორაგველიძე. სასწავლებლის წლიური ბიუჯეტი 730 ათასი ლარია, რაც ხელფასებზე, გადასახადებსა და ღონისძიებებზეა გათვლილი. სკოლას სწავლის წლიური საფასურიც აქვს დადგენილი, რაც დირექტორის თქმით, მიზერულია: „ჩვენთვის რემონტზე მნიშვნელოვანი გასტროლებია, გვირჩევნია კონკურსებში მივიღოთ მონაწილეობა და წარმატებას მივაღწიოთ“.

ბუნებრივი აირი მხოლოდ პირველ სართულზეა – გასულ წელს გაიყვანეს. ოთახებში, სადაც ბავშვები მეცადინეობენ, ძირითადად ელექტროგამათბობლებია ჩართული. სასწავლებელში 626 მოსწავლე სწავლობს, თუმცა, ოთახების უმეტესობა პატარა და არაკომფორტულია.
შენობის მეორე ნაწილში ისევ „ათას ცხრაასი წელია“. ძველი იატაკით, კალმით მიმოხატული და დაობილი კედლებით. აქ საკლასო ავეჯიც წინა საუკინისაა. კლასების ნაწილი კი რკინის პატარა ბოქლომებით არის გამოკეტილი.

ნესტი და სიბნელეა ნოტების საცავშიც, სადაც ხმარებიდან ამოღებული რამდენიმე ათეული ნოტების წიგნი ინახება. თითქმის დაფლეთილია ნოტებია ის წიგნიც, რომელსაც მოსწავლეები ყოველდღიურად იყენებენ.
„ბავშვები აქსეროქსებენ და ასე გაგვაქვს თავი. არ ვიცი რა თანხა დაჯდება ამ ყველაფრის განახლება, მაგრამ ჯერ ამაზე არ გვიფიქრია“, – ამბობს დირექტორი.
არაკომფორტული გარემოს მიუხედავად, სკოლას არაერთი წარმატებული მოსწავლე ჰყავს. წარმატებულია სასწავლებლის გუნდიც, რომელსაც ევროპისა და მსოფლიო კონკურსებზე ორი გრანპრი აქვს მიღებული. არაერთი ჯილდო აქვთ სკოლის სხვა მიმართულების მოსწავლეებსაც. „ბევრი ქვეყანა გვაქვს მოვლილი და გვყავს მეგობრებიც. გერმანელ მეგობრებს იმდენად მოვეწონეთ, რომ საქსაფონი და სტვირი გვიყიდეს და საჩუქრად მოაქვთ“, – გვეუბნება დირექტორი.
სწორედ ამ ნაჩუქარი ინსტრუმენტებით აპირებს დირექტორი ახალი კლასების გახსნას. „ადრეც იყვნენ საქსაფონის შესწავლის მსურველები, მაგრამ ვერ ვიღებდით, სექტემბრიდან კი შევძლებთ სწავლებას“.

აგვისტოში სასწავლებლის პიანისტები გერმანიასა და პოლონეთში კიდევ აპირებენ კონცერტის გამართვას.
სკოლას ორი როიალი აქვს, რომლებიც საკონცერტო დარბაზში დგას. პიანინოები კი, როგორც დირექტორი ამბობს, გასულ წელს ტენდერით შეისყიდეს. შვიდი ჩამოწერილი პიანინოს ნაწილები სკოლის შიდა ეზოში კედელთან აწყვია. აქვეა ძველი სკამები და სხვადასხვა უსარგებლო ნივთიც.
2000-2009 წლებში სკოლის ბაზაზე სამუსიკო კოლეჯი დაარსდა, რის გამოც სწავლა 11-წლიანი გახდა. თუმცა, სამუსიკო რეფორმის შემდეგ, კოლეჯი გაუქმდა და დაწესებულებამ სკოლის სტატუსი დაიბრუნა. „ვფიქრობ, კოლეჯმაც კარგად იმუშავა, რადგან ბევრი წარმატებული მუსიკოსი გამოუშვა, რომლებიც დღეს ყველა დასაქმებულია“, – გვეუბნება დირექტორი.
ნატალია ორაგველიძის თქმით, მოსწავლეების მხრიდან სხვადასხვა ინსტრუმენტით დაინტერესების მიუხედავად, „ბათუმის პრივილეგია მაინც ფორტეპიანო და ვოკალია. ამ მიმართულებაზე გვაქვს ყველაზე დიდი მოთხოვნა. თუმცა, სამი სკოლის ბაზაზე საბავშვო ორკესტრიც ჩამოვაყალიბეთ და ასე მგონია ვბრუნდები ჩემს ბავშვობაში, როცა ბათუმში ძლიერი საბავშვო ორკესტრი ფუნქციონირებდა“.
ბათუმში სასულე ინსტრუმენტალისტების ნაკლებობაა, რასაც დირექტორის თქმით, საქსაფონისა და სტვირის კლასების ამოქმედება შეავსებს.
„მოტივაცია ბევრს ნიშნავს. საორკესტრო განყოფილებაზე ბევრი მსურველი მას შემდეგ წამოვიდა, რაც გერმანიისკენ გზა გავჭერით“.

ბათუმში მდებარე პროფესიულ კოლეჯში, – „ბლექსი“, – მსურველებს 18 სპეციალობის დაუფლება შეუძლიათ. მათ შორის, მეფილე-მომპირკეთებლის, კბილის ტექნიკოსის, ბარმენის, მცენარეთა დაცვის ტექნიკოსის ან ავტომობილის ძრავის შემკეთებლის პროფესიის.
კოლეჯში მეფილე-მომპირკეთებლის პროფესიას ათამდე სტუდენტი ეუფლება. კითხვაზე, თუ რატომ გადაწყვიტეს ამ პროფესიის არჩევა, სტუდენტები ამბობენ, რომ ეს საქმიანობა მოთხოვნადია.
„ბევრ ადგილას დამხმარედ მიმუშავია. ძალიან დიდი ინტერესი მქონდა და მინდოდა უკეთ შემესწავლა. მომგებიანი პროფესიაა. მოხელე კაცი როცა ხარ და კარგად მუშაობ, ანაზღაურებაც კარგი გაქვს,“ – ამბობს სტუდენტი ოთარ ქობულაძე, რომელიც მეფილე-მომპირკეთებლის პროფესიას ეუფლება.
როგორც პედაგოგი გულნარა სალუქვაძე განმარტავს, სტუდენტები ასევე სწავლობენ სამეწარმეო საქმიანობასაც, სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, თავად რომ შეძლონ საქმიანობის წამოწყება. შექმნან სამუშაო ბრიგადები ან ინდივიდუალური მეწარმეები გახდნენ.
თვითდასაქმებაზე არიან ორიენტირებული მკერავებიც, რომლებიც პროფესიას კოლეჯში ეუფლებიან. პედაგოგის – მაყვალა ლაზიშვილის თქმით, კურსდამთავრებულთა უმრავლესობა მუშაობს, თუმცა იმის გამო, რომ სამკერვალო ფაბრიკებში დაბალი ანაზღაურებაა, ბევრი არჩევს თვითონ დასაქმდეს და საკუთარი საქმე წამოიწყონ.
„ხუთი თვეა, რაც კერვას ვსწავლობ. სანამ აქ მოვიდოდი, მე თვითონ ვაკეთებდი ხელნაკეთ ნივთებს. როცა დავამთავრებ, ვაპირებ საკუთარი თავი თავად დავასაქმო და პატარა ატელიე გავხსნა,“ – ამბობს სტუდენტი ნათია ოსეფაიშვილი.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი პროფესიებისა, სტუდენტებს პროფესიული განათლების მიღევბა შემდეგ სპეციალობებზე შეუძლიათ: სასტუმრო საქმისმწარმოებელი, სარესტორნო საქმის მწარმოებელი, მზარეული, გიდი, ინფორმაციული ტექნოლოგი, კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ადმინისტრატორი, ვებსპეციალისტი, ოფისის მენეჯერი, ბუღალტერი, ელექტრიკოსი, ავტომობილის სავალი ნაწილის ტექნიკოსი და სამკერვალო ნაწარმის ხარისხის მართვის სპეციალისტი.
კითხვაზე, თუ როგორ არჩევენ ამა თუ იმ სპეციალობას, რომელზეც შემდგომ სტუდენტებს ამზადებენ, პროფესიულ კოლეჯ „ბლექსის“ დირექტორი დავით გოგიტიძე პასუხობს:
„ჯერ ვაკეთებთ ბაზრის კვლევას და ამის შემდეგ ვახორციელებთ პროგრამას. შესაბამისად, ის 18 პროფესია, რომელიც გვაქვს, არის მოთხოვნადი. ამ პროფესიებს ისე ვარჩევთ, რომ მოთხოვნადი იყოს როგორც დამსაქმებლის, ისე მოსახლეობის მხრიდან. ჩვენ მიერ მომზადებული სტუდენტის კვალიფიკაციის განმსაზღვრელი არის დამსაქმებელი. პრაქტიკულად, დასაქმების პრობლემა არ გვაქვს. თუმცა არის სპეციალობები, რომლებიც არ არის ბაზარზე მოთხოვნადი/ნაკლებად მოთხოვნადია ან არის სეზონური. ტურიზმის მიმართულებით ზაფხულში 100%-იანი დასაქმება გვაქვს, მაგრამ ზამთრის პერიოდში არის წყვეტა“.
მისივე თქმით, სტუდენტების დასაქმება, ძირითადად, საწარმოო პრაქტიკის დროს ხდება. „პრაქტიკის დროს დამსაქმებელს საშუალება აქვს, დააკვირდეს პრაქტიკანტს. უმეტეს შემთხვევაში ჩვენი სტუდენტები საქმდებიან,“ – ამბობს დავით გოგიტიძე.
სასწავლებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, გასულ წლებში დასაქმების მაჩვენებელი შემდეგი იყო: 2011-2012 სასწავლო წლებში პროფესიულ სასწავლებელს ჰყავდა 308 სტუდენტი, სწავლის დამთავრების შემდგომ დასაქმდა – 190; 2012-2013 სასწავლო წლებში 354 სტუდენტიდან დასაქმდა – 203, ხოლო 2013-2014 წლებში 494 სტუდენტიდან მხოლოდ 222 კურსდამთავრებულს აქვს მუდმივი სამუშაო.
„ბათუმის უნივერსიტეტში ტურიზმის მიმართულებით ექვსი დეპარტამენტი მუშაობს და განაცხადები თითქმის ყველა დეპარტამენტიდან არის შესული, ყველა მიმართულებაზე. მეორე ეტაპზე ცნობილი გახდება, ვინ იქნება დასაქმებულთა სიაში და ვინ – არა. ამ ეტაპზე „ჰილტონს“ 400 თანამშრომელი სჭირდება“- თქვა „ბათუმელებთან“ ტურიზმის ფაკულტეტის მასპინძლობის მენეჯმენტის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი კორძაიამ.
ლელა შაინიძე სტუდენტია, მას რესტორანსა და მიმღებში სურს დასაქმდეს: „ჩემთვის იმიტომ არის მნიშვნელოვანი დასაქმება, რომ სწავლის საფასური ჩემი შრომით გადავიხადო. კონკურენცია ძალიან მაღალია, მაგრამ მაქვს ჩემი შესაძლებლობების იმედი და ალბათ ამიყვანენ“.
სოფიკო რიჟვაძეც სტუდენტია. ისიც იმედოვნებს, რომ მაღალი კონკურენციის მიუხედავად, დასაქმებას შეძლებს: „როგორც ყველა აქ მყოფს, მეც მაქვს დასაქმების იმედი.“
გოგიტა გოგიძე კომპიუტერული სისტემებისა და ქსელების სპეციალისტია და დასაქმების იმედი მასაც აქვს: „იმედი მაქვს, რომ დავიწყებ მუშაობას“.

„ … ძალიან მეწყინა ის მომენტიც, რომ ჟურნალისტმა, მიუხედავად ჩემი მისდამი პატივისცემისა, არასრულად და უკონტექსტოდ გააჟღერა აღნიშნული სიტყვები, ვინაიდან დიალოგი წარიმართა შემდეგი შინაარსით:
კობა ჩხეიძე: არის თუ არა ის სტიქიით დაზარალებული?
მე: არის, აბა ღმერთმა ხო არ დასაჯა?
ეს დიალოგი შესაძლებელია დაადასტუროს კობა ჩხეიძემ“, – წერს საკრებულოს წევრი.
კობა ჩხეიძე ირაკლი მიქელაძის კოლეგაა.
საკრებულოს სხდომის ვიდეოჩანაწერი ვებგვერდზე ჯერ კიდევ არ არის ატვირთული. ირაკლი მიქელაძის მიერ გამოქვეყნებული პოსტის შინაარსს ეთანხმებიან მისი კოლეგები. ირაკლი მიქელაძის გვერდით მსხდომი საკრებულოს წევრების თქმით, ეს რეპლიკა – „ღმერთმა დასაჯა“ იყო კითხვითი წინადადება და მიმართული იყო არა დაზარალებულის, არამედ მერიის თანამშრომლის მიმართ.
„ბავშვის დედა ჩემს სახლში ბინის საქირავებლად 16 თებერვალს მოვიდა. დაახლოებით 13 წლის ბიჭი ახლდა, ჩემი შვილიაო ასე გვითხრა. მამაკაციც ახლდა, რომელმაც გვითხრა, რომ მისი მაზლი იყო და ბინის ქირას ის გადაიხდიდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში, სანამ ქალი ჩვენთან ცხოვრობდა, 13 წლის ბიჭიც ქალთან ერთად იყო. სხვა ამ ქალის და მისი ოჯახის შესახებ არაფერი ვიცით“, – ამბობს ბინის მეპატრონე მზია ჩაქურიძე.
სახლის მეპატრონე ამბობს, რომ მათ არ იციან მეორე ბავშვი დედასთან ერთად წავიდა თუ არა:
„მე 12 საათისთვის გავედი სახლიდან, როცა დავბრუნდი, ეს ამბავი დამხვდა. სასწრაფო და პოლიცია ყოფილა მოსული და ბავშვი წაუყვანიათ. არ ვიცი მეორე ბავშვი იმყოფებოდა თუ არა დღეს სახლში. არ მინახავს. როგორც ვიცი, ქალი არ მუშაობდა და ძირითადად სახლში იყო“.
ჰყავს თუ არა აღნიშნულ ქალს მეორე შვილი და თუ სად იმყოფება ამ დროისთვის არასრულწლოვანი, შს სამინისტროში ამბობენ, რომ ამის თაობაზე მათ ინფორმაცია არ აქვთ.
რაც შეეხება სოციალური მომსახურების სააგენტოს, აქ აცხადებენ, რომ მეორე ბავშვის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.
„დღეს ბავშვი იყო დედის გარეშე. რვა თვის ბავშვს 24 საათის განმავლობაში რომ დატოვებ, მიტოვებას ნიშნავს. ჩვენ ვნახეთ მხოლოდ ერთი ბავშვი და მისი დაბადების მოწმობა. ქალს რომ შევხვდებით, მერე დავადგენთ დეტალებს“, -განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ ქარცივაძემ.
დღეს, 27 თებერვალს შს სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბათუმში მესხეთის ქუჩაზე, ქალმა რვა თვის ბავშვი ნაქირავებ ბინაში მიატოვა და თურქეთში წავიდა. პოლიციამ და სასწრაფო დახმარებამ ბავშვი გამოკვლევისთვის დედათა და ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბავშვზე მზრუნველობას სოციალური მომსახურების სააგენტო ახორციელებს.


საქართველოს კანონი „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ პარლამენტმა რამდენიმე დღის წინ მიიღო. პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი კი დღეს, 27 თებერვალს გამოქვეყნდა. კანონის მიზანი ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების გატარებაა, რაც ფიზიკური პირის ადმინისტრაციული სახდელისაგან და საურავისაგან გათავისუფლებას გულისხმობს.
კანონის მიხედვით, „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლება ვრცელდება იმ პირებზე, რომლებმაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2015 წლის 1 იანვრამდე ჩაიდინეს და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა“.
საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – აღსრულების ეროვნულმა ბიურომ უნდა შეწყვიტოს მის წარმოებაში არსებული, ამ კანონის რეგულირების სფეროსათვის მიკუთვნებული საქმეების აღსრულება.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, მგზავრების უბილეთო მგზავრობა, აგრეთვე ათიდან თექვსმეტი წლის ასაკამდე ბავშვების უბილეთოდ წაყვანა ტროლეიბუსით, ტრამვაით, ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ავტობუსით ან სამარშრუტო ტაქსით (მიკროავტობუსით), იწვევს დაჯარიმებას 5 ლარის ოდენობით.
ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში კი პირს ერიცხება საურავი 50 ლარის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევის მიმართ ხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
როგორც კანონის მიღებამდე, პროექტის განმარტებით ბარათში იყო აღნიშნული, კანონპროექტის მიღებით ბიუჯეტში გადარიცხვას აღარ დაექვემდებარებოდა დაახლოებით 1,2 მილიონამდე ლარი. მაშინ საუბარი იყო ადმინისტრაციული სახდელისაგან იმ პირების გათავისუფლებაზე, რომლებიც უბილეთოდ მგზავრობის გამო 2014 წლის 10 დეკემბრამდე დაჯარიმდნენ. ახალი კანონით ეს ვადა 2015 წლის 1 იანვრამდე გადმოიწია.
დოკუმენტური ფილმის წარმოებისთვის ერთ კინომწარმოებელზე მაქსიმუმ 25 000, ხოლო
მხატვრული მოკლემეტრაჟიანი ფილმის წარმოებისთვის ერთ კინომწარმოებელზე მაქსიმუმ 10 000 ლარი გაიცემა.
განაცხადები მიიღება მიმდინარე წლის 25 თებერვლიდან 25 მარტის ჩათვლით.
საჭირო დოკუმენტაცია:
1. განცხადება კომისიის სახელზე;
2. აპლიკაცია (სამინისტროს მიერ შემუშავებული ფორმით);
3. ფილმის ავტორთა (რეჟისორი, სცენარის ავტორი) ბიოფილმოგრაფია და
კოორდინატები, პირადობის მოწმობის ასლები.
4. პროდიუსერის მოტივაცია;
5. რეჟისორის ხედვა;
6. ფილმის მოკლე სინოფსისი;
7. თრითმენტი;
8. ფილმის სცენარი;
9. ფილმის სრული ბიუჯეტი;
10. სამინისტროდან მოთხოვნილი თანხის ბიუჯეტი (სამინისტროს მიერ შემუშავებული
ფორმით);
11. აჭარის რეგიონში გასაწევი დამატებითი ხარჯების ბიუჯეტი (არსებობის
შემთხვევაში);
12. დაფინანსების მოპოვების გრაფიკი;
13. საწარმოო გეგმა;
14. აჭარის ტერიტორიაზე დაგეგმილი გადაღებების კალენდარული გრაფიკი;
15. თანაპროდიუსერ(ებ)თან შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტაცია
(ორიგინალები, ან ასლები ნოტარიულად დამტკიცებული);
16. ინფორმაცია იურიდიული პირის საქმიანობის შესახებ;
17. ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (განახლებული);
18. ცნობა დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის შესახებ (განახლებული);
19. ფილმის წარმოებისთვის საჭირო/მოპოვებული ალტერნატიული თანხის
დამადასტურებელი ინფორმაცია (ხელშეკრულებები ან/და სხვა დოკუმენტები).
სხვა საჭირო დოკუმენტაცია დოკუმენტური ფილმის პროექტის წარმოდგენის მსურველებისთვის.
სხვა საჭირო დოკუმენტაცია მხატვრული მოკლემეტრაჟიანი ფილმის პროექტის წარმოდგენის მსურველებისთვის.
კონკურსში მონაწილე პროდიუსერს მხოლოდ ერთი პროექტის წარდგენის უფლება აქვს. სამინისტროსგან მოთხოვნილი თანხა სრულად უნდა დაიხარჯოს აჭარის რეგიონში (ქირავნობა, მომსახურეობა ან/და საქონლის შესყიდვა მიღებული უნდა იქნას აჭარაში რეგისტრირებული ორგანიზაცი(ებ)ის ან მოქალაქ(ებ)ისგან).(გამონაკლისი: აჭარაში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები).
კონკურსში პროექტის წარმოდგენა ეკრძალებათ კომისიის წევრებს, თუ იგი არის ფილმის
პროექტის პროდიუსერი ან/და რეჟისორი.
პროექტი ხორციელდება „აჭარაში კინოხელოვნების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში.