კლასში ჩარჩენილები

გაკვეთილი ბათუმის საჯარო სკოლაში. მანანა ქველიაშვილის ფოტო

რატომ გაიზარდა სკოლებში გაცდენების მაჩვენებელი და რა ინფორმაციას ფლობენ სკოლები იმ მოსწავლეების შესახებ, რომლებიც სამი თვის განმავლობაში გაკვეთილებს არ ესწრებოდნენ? მიზეზების გარკვევას რამდენიმე სკოლის მაგალითზე შევეცადათ.

ბათუმის მე-11 საჯარო სკოლაში ექსტერნის გამოცდაზე 42 მოსწავლე გავიდა. აქედან, გამოცდები თორმეტმა მოსწავლემ ვერ დაძლია – ისინი კლასში ჩარჩნენ. ჩარჩენილებიდან შვიდ მოსწავლეს მიმდინარე წლის თებერვალში სკოლამ მოსწავლის სტატუსი შეუწყვიტა, რადგან ისინი სკოლაში სამი თვის მანძილზე არ გამოცხადდნენ. სკოლის დირექტორის, მანანა მიქელაძის განცხადებით, მოსწავლეების სკოლაში გამოუცხადებლობის მიზეზი სხვადასხვაა:

„ზოგთან მიზეზი სოციალური მდგომარეობაა, არიან ისეთი ბავშვებიც, რომლებიც არ ემორჩილებიან არც სკოლას და არც მშობელს. ზოგი სპორტსმენია, ზოგი ცეკვავს და უგროვდებათ გაცდენები“.

მე-13 საჯარო სკოლაში მოსწავლის სტატუსი ოთხ მოსწავლეს შეუჩერდა, ერთი კი კლასში ჩარჩა. სტატუსშეჩერებული მოსწავლეები მეთერთმეტე-მეთორმეტე კლასელები არიან. „არ ვიცი, სად არიან ეს ბავშვები. როგორც მითხრეს, ქალაქში არ არიან და სამუშაოდ არიან წასული“, – ამბობს სკოლის დირექტორი დავით ჩხაიძე.

ცხრა მოსწავლე ჩარჩა კლასში ბათუმის პირველ საჯარო სკოლაშიც. დირექტორის – მედეა გვენეტაძის განცხადებით, მოსწავლეების მხრიდან გაკვეთილების გაცდენების მიზეზი სიზარმაცეა: „ჩემთან აკადემიური მოსწრების გამო არ ჩარჩენილან, სიზარმაცის გამო არ დადიოდნენ“.
დირექტორის თქმით, „არ“-ების დაგროვების მიზეზი ხშირად სისტემაა, რადგან მოსწავლეს „არა“ გაკვეთილზე რამდენიმეწუთიანი დაგვიანების შემთხვევაშიც ეწერება: „მოსწავლე ესწრება გაკვეთილს, მაგრამ რადგან დააგვიანა, „არა“ უკვე დაწერილია“.

დირექტორები ამბობენ, რომ სოციალური მომსახურების სააგენტო პროცესებში არასდროს ჩარეულა. ამ ინფორმაციას აჭარის სოციალური მომსახურების სააგენტოშიც გვიდასტურებენ, ამიტომ უცნობია, რამდენი მოსწავლის განათლების მიღების უფლება დაირღვა სოციალური თუ სხვა მიზეზით.

„ჩვენ მშობლებს ვაფრთხილებთ და ისინიც ხელს აწერენ შეტყობინებას, მაგრამ ყველა ბავშვი არ არის მორჩილი“, – ამბობს მედეა გვენეტაძე.

რატომ აცდენენ მოსწავლეები გაკვეთილებს და სად იღებენ ისინი განათლებას? ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად რამდენიმე მოსწავლეს გავესაუბრეთ.

მე-12 კლასელი მარიამი ამბობს, რომ მისი მხრიდან სკოლის გაცდენის მიზეზი უინტერესო გაკვეთილებია: „ერთი პერიოდი დეპრესია მქონდა, რადგან სხვა ქალაქში ვცხოვრობდი და ადაპტაცია სწრაფად ვერ მოვახერხე. ამიტომ, კაფეში მივდიოდი ან მეგობართან, ზოგჯერ ვრჩებოდი სახლში. სკოლაში თავს კარგად ვერ იგრძნობ, რადგან საინტერესო გაკვეთილები და საინტერესო მასწავლებლებიც იშვიათია“.

მარიამის აზრით, გაკვეთილები მონოტონურია და ინტერესს კარგავს: „არც სკოლის შინაგანაწესს ვეთანხმები, რადგან ვფიქრობ, რომ ძალიან მკაცრია. არ მაკმაყოფილებს მასწავლებლების განათლების დონე, ერთ მასწავლებელს ვერ იპოვი, რომ მასთან დისკუსია მოგინდეს. ხშირად სკოლა ცუდ გავლენას ახდენს მოსწავლეებზე, რადგან არის შემთხვევები, როცა ამოიჩემებენ რომელიმე „ცუდ“ მოსწავლეს და იძახიან, რომ მისგან არაფერი გამოვა და შემდეგ ყველა იმავეს იმეორებს“.

მარიამი ამბობს, რომ კითხვა უყვარს და გაკვეთილები საინტერესო რომ იყოს, მოსწავლეები ასე ხშირად არ გააცდენდნენ: „ჰარუკი მურაკამი, რომელიც ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მწერალია, ამბობდა, რომ ერთადერთი, რაც სკოლაში ვისწავლე, არის ის, რომ სკოლაში მნიშვნელოვანი რაღაცები არ ისწავლება. ვფიქრობ, რომ სკოლაში მნიშვნელოვანს ვერაფერს ვიღებ“.

ერთ-ერთი სკოლის მე-9 კლასელი თანაკლასელის ხშირი გაცდენის მიზეზებზე გვესაუბრა. „ის ბიჭი თავიდან ძალიან კარგად სწავლობდა, თუმცა ბოლო დროს შეიცვალა. მეუბნება, რომ თუ სკოლაში არ ივლის, უფრო „მაგარი ტიპი“ იქნება და სხვა ბიჭებს დასცინის. დიდი ხანია არ გამოჩენილა, როცა მოდის, მაშინაც არ შემოდის გაკვეთილებზე. დამრიგებელი ნერვიულობს და ვიცი, რომ მშობლებსაც ეკონტაქტება, მაგრამ მშობელი ამბობს, მე რა ვუყო, გავუშვებ სოფელში და იქ ისწავლისო“.

კლასში ჩარჩენილი ქალაქელი ბავშვების სოფლის სკოლებში გადასვლის შემთხვევებს ბათუმის რესურსცენტრშიც ადასტურებენ. „ზოგს რცხვენია თანაკლასელების, რომ ჩარჩნენ და საბუთები სოფლის სკოლებში გადააქვთ. ზოგი საერთოდ აღარ აგრძელებს სწავლას, ზოგი ისევ სიაშია, მაგრამ მაინც არ დადის და ა.შ.“, – გვეუბნება რესურსცენტრის ხელმძღვანელი გოჩა დავითაძე.

რას ნიშნავს, როცა მოსწავლე გამოცდებს ექსტერნად აბარებს და არ დადის გაკვეთილებზე, კარგავს თუ არა ამ დროს სკოლა თავის ფუნქციას? – ილიას უნივერსიტეტის განათლების მკვლევარის სიმონ ჯანაშიას შეფასებით, რამდენიმე პრობლემასთან გვაქვს საქმე: „ერთია ის, რომ სახელმწიფო ამ მოსწავლეებისგან ისეთ რამეს ითხოვს, რისი შესრულებაც სკოლაში შეუძლებელია. მაგალითად, მისაღები გამოცდების წარმატებით ჩაბარება სკოლის საფუძველზე, მაშინ როცა, გამოცდების წარმატებით ჩაბარებისთვის გაცილებით მეტი ცოდნა გესაჭიროება, ვიდრე სკოლაში შეიძლება მოგცენ.“

სიმონ ჯანაშიას თქმით, ის მოსწავლეებიც კი, ვინც საუკეთესო სკოლებში სწავლობენ, რეპეტიტორთან ემზადებიან. „სკოლაში დადიან მხოლოდ სოციალიზაციისთვის, რომ გაიცნონ მეგობრები, გახდნენ მოქალაქეები, შეისწავლონ ზოგადად ენა და ა.შ. რეპეტიტორთან კი დადიან კონკრეტული მიზნით. ბუნებრივია, ეს არ არის ნორმალური. სახელმწიფოს პრობლემა არის გამოცდების სისტემა, რომელიც მოსწავლეს განაწყობს, რომ სკოლიდან წავიდეს. სკოლებსაც აწყობთ ეს, რადგან ისინი ცდილობენ სახელმწიფოს აჩვენონ, რომ მათ მაღალი შედეგები აქვთ. ურჩევნიათ მოსწავლეს უთხრან `წადი~, ან `ჩაგტოვებ კლასში~ და მერე ექსტერნი შეგაფასებს, ვიდრე თავად აიტკიონ თავი“.

ჯანაშიას აზრით, პრობლემის მოგვარების გზა გამოცდების მიმართ სახელმწიფოს მიდგომების შეცვლაშია: „სახელმწიფო ქმნის უფრო და უფრო მეტ ბარიერს, რომელიც არაფრის მომტანია და მთელი ეს სისტემა ემსგავსება ბარიერების გადალახვის თამაშს. სახელმწიფოს ჰგონია, რომ თუ ბარიერს არ შემოიღებს, არავინ ისწავლის, ამ დროს კი, პირიქით ხდება“.

კანონის მიხედვით, მოსწავლეს, რომელიც 90 დღის განმავლობაში არ გამოცხადდება სკოლაში, სტატუსი უჩერდება. ხოლო მოსწავლე, რომელიც ერთ საგანში დათმობილი საათების 30 პროცენტს გააცდენს, მასწავლებლის მიერ არ ფასდება და გამოცდას ექსტერნად აბარებს. გასულ წელს გამოცდების ექსტერნად ჩაბარების მსურველი ათასამდე მოსწავლე დარეგისტრირდა.

რა უნდა ასწავლონ მედრესეში


 ბეგლარ ქამაშიძე
ბეგლარ ქამაშიძე

ბატონო ბეგლარ, რა არის მედრესე – სასულიერო სკოლა თუ უფრო მაღალ საფეხურს მოიცავს?


სასულიერო სასწავლებელია. რა თქმა უნდა, გვინდა, რომ საქართველოში გვქონდეს ისლამური თეოლოგიური უნივერსიტეტი და ამაზე ვმუშაობთ, მაგრამ მედრესე უმაღლესისგან განსხვავდება. მედრესეში რელიგიის სწავლების გარდა შეიძლება გვქონდეს ქართული ენისა და ლიტერატურის, ისტორიის, უცხო ენების გაკვეთილები და ა.შ.


 სასწავლებლის დასრულების შემდეგ რა კვალიფიკაცია მიენიჭებათ კურსდამთავრებულებს?


 ამ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ სასწავლებელში სასულიერო წინამძღვრების გადამზადების პროგრამა გავაკეთოთ, იმამი, მოლა _ ეს სტატუსი ექნებათ კურსდამთავრებულებს. ალბათ, უფრო იმამი.


 გარდა თეოლოგიური საგნებისა, თქვენ საუბრობთ სხვადასხვა საგნის სწავლებაზეც, სახელმწიფოსგან, კონკრეტულად განათლების სამინისტროსგან, გესაჭიროებათ რაიმე სამართლებრივი სტატუსი? ხომ არ აწარმოებთ მოლაპარაკებას სამინისტროსთან ამის თაობაზე?

 

შეიძლება სჭირდებოდეს, ჯერ არ ვიცით და ჩვენ მაგაზეც უნდა ვიმუშაოთ. მედრესეს თუ განათლების სფეროს მივაკუთვნებთ, შეიძლება დაჭირდეს. ის, რაც აქამდე მედერსეების სახელით იყო ცნობილი, რეალურად ესენი მედრესეები არ არის, პანსიონებია, რომლებსაც სამართლებრივად სხვა სტატუსი აქვთ. ისინი რეგისტრირებულნი არიან როგორც აიპი. ამ მედრესეს კი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი ექნება. ამიტომ, ვეცდებით, რომ მედრესეს დიპლომს მეტი მნიშვნელობა ჰქონდეს. აქედან გამომდინარე, ალბათ პროგრამების აკრედიტაცია დაგვჭირდება სამინისტროს მხრიდან.

 

წინამძღვრის გარდა სხვა სტატუსების საკითხს განიხილავთ?

 

 იქნებიან ყურანის მკითხველები, ისწავლიან ლოცვას და სხვა ისეთ დეტალებს, რომელიც მნიშვნელოვანია რელიგიური მსახურების შესასრულებლად. თუმცა, ამასთან ერთად, თუ მოსწავლეს სურვილი ექნება შეისწავლოს სხვა საგნები, თეოლოგიურის გარდა, ასეთ ახალგაზრდებსაც უნდა დავუდგეთ მხარში.

 

რა ასაკის ბავშვები ისწავლიან მედრესეში?


სკოლის ასაკის ბავშვები. შეიძლება მივიღოთ სრულწლოვნებიც. ამას წინასწარ ვერ გავთვლით. კონკრეტული კრიტერიუმები შესამუშავებელია, ჩვენ გვყავს რელიგიური საბჭო, დავსხდებით და დეტალებს შევიმუშავებთ.

 

კვალიფიციური სპეციალისტები გყავთ ბათუმში, თუ მათი მოწვევა დაგჭირდებათ? ასევე მაინტერესებთ, რა ლიტერატურაა საჭირო მედრესეში სასწავლებლად, გარდა ყურანისა და თუ არის ეს ლიტერატურა თარგმნილი ქართულ ენაზე?

 

 სასულიერო ლიტერატურის 90 პროცენტი უკვე ნათარგმნია არაბულიდან. ყურანის გარდა არის გარკვეული ლიტერატურა, შუამავლის ცხოვრებაზე და ესეც ნათარგმნია. რაც შეეხება პედაგოგებს, 35-მდე კვალიფიციური პედაგოგი ბათუმში გვყავს, რომლებსაც აქვთ თეოლოგიური განათლება.

 

მედრესეში მხოლოდ ბიჭები ისწავლიან თუ გოგონების მიღებასაც აპირებთ?


 ამ ეტაპზე ეს შენობა ბიჭებზეა გათვლილი, მაგრამ თუ საჭიროება იქნება, მივიღებთ გოგონებსაც.


მედრესეს რა წყაროებიდან დააფინანსებთ?


სახელმწიფომ ისედაც დიდი დახმარება გაგვიწია და კიდევ ხომ არ მოვთხოვთ ფინანსებს? ჩვენი, შიდა რესურსებით დავაფინანსებთ.


დღის განმავლობაში რამდენ საათს ისწავლიან მედრესეში ბავშვები?


 ალბათ დღის მეორე ნახევარში, რადგან დილის საათებში ბავშვები საჯარო სკოლაში იქნებიან. ამ ყველაფერზე ვიმუშავებ ჯგუფთან ერთად და ყველაფერი შეთანხმდება. ვეცდებით, რომ სექტემბრამდე ეს ყველაფერი მოვასწროთ.


საერთო საცხოვრებელი ექნება სასწავლებელს?


ეს იმაზეა დამოკიდებული, არსებული ფართობი იქნება თუ არა საკმარისი მედრესესთვის. ჯერ მხოლოდ ორი შენობა შეგვისყიდა მთავრობამ, მეორეში სამუფთო სამმართველოს რეზიდენცია უნდა განთავსდეს.


ბატონო ბეგლარ, რამდენად აუცილებელი იყო ამ მედრესეს გახსნა, რადგან როგორც თქვენ ამბობთ, გარკვეულ სასულიერო განათლებას პანსიონებშიც იღებენ მუსულმანი ბავშვები?


აუცილებლობა ის იყო, რომ ქართველი ბავშვები საქართველოში და ქართული მენტალიტეტით უნდა გაიზარდონ. მათ ეროვნული ცნობიერება უნდა ჰქონდეთ. სხვა გარემოში გაზრდილი ბავშვი ვერ იქნება ქართული აზროვნების. ჩვენ შეიძლება ვიყოთ განსხვავებული რელიგიური აღმსარებლობის, მაგრამ ეროვნული შეგნება უნდა გვქონდეს ერთნაირი. დღეს საქართველოში მუსლიმანებს „თათრებს“ გვეძახიან და უნდა შეიგნონ ადამიანებმა, რომ რელიგია არ განსაზღვრავს ადამიანის ეროვნებას. ეროვნული შეგნება, სახელმწიფო, ყალიბდება და მსგავსი დამოკიდებულება მუსლიმების მიმართ უნდა შეიცვალოს. მე მინდა აღვზარდო შვილები ისლამის რწმენით და ქართული აზროვნებით. ეს იყო ჩვენი მიზანი.

დაავადება, რომელიც გაზაფხულზე მწვავდება

  • ქალბატონო ლუიზა, რა იწვევს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულს?

კუჭის წყლული – ეს არის ლორწოვანის დეფექტი, იგი სიღრმის მიხედვით შეიძლება მოიცავდეს მხოლოდ ლორწოვან შრეს ან ლორწქვეშა შრეებს. თორმეტგოჯა ნაწლავისა და კუჭის წყლულის გამომწვევი მიზეზი ბევრია. დადგენილია, რომ კუჭის წყლულს პირველ რიგში იწვევს ჰელიკობაქტერიების არსებობა, ასევე, არასწორი კვება, კვების რეჟიმის დარღვევა, ალკოჰოლური სასმელის ხშირი მოხმარება, მოწევა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით და უზმოზე, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების მოხმარება.

  • უფრო მეტად კაცებში გვხვდება ეს დაავადება თუ ქალებში? რა ასაკში ვლინდება ძირითადად?

აღნიშნული დაავადება უფრო ხშირად გვხდება მამაკაცებში, ვიდრე ქალებში, იმიტომ, რომ მამაკაცები უფრო მეტ ალკოჰოლს იღებენ, მეტს ეწევიან. თუმცა ამ ბოლოს კუჭის წყლული ქალებშიც გახშირდა, რადგან სიგარეტს ქალებიც ხშირად ეწევიან. მნიშვნელოვანია გენეტიკური განწყობაც. კუჭის წყლული ბავშვებშიც ვლინდება. ზოგადად, დაავადება გაზაფხულსა და შემოდგომაზე, 20-დან 50 წლამდე ადამიანებში უფრო მეტად იჩენს თავს.

  • რა სიმპტომები ახასიათებს წყლულს?

წყლულოვანი დაავადების სიმპტომი არის ტკივილი. არსებობს მუნჯი წყლული, რომელიც ტკივილის გარეშე მიმდინარეობს, მაგრამ მთავარი სიმპტომი მაინც ტკივილია იმ არეში, სადაც წყლულია ლოკალიზებული. თუ არის კუჭის წყლული, მაშინ ტკივილი შესაძლოა დაიწყოს ჭამიდან ნახევარი საათის შემდეგ. თუ არის თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, მაშინ ტკივილი ჭამიდან ორი საათი შემდეგ იწყება. ასევე ახასიათებს ტკივილის შეგრძნება უზმოზე. ჭამის შემდეგ ტკივილი ყუჩდება, მაგრამ მერე ისევ წარმოიქმნება, განსაკუთრებით დამახასიათებელია ტკივილი ღამით, როცა კუჭი არის მშიერი, გამთენიისას შესაძლოა წარმოიქნას მძაფრი ტკივილი კუჭის არეში.

  • როგორ ხდება ამ დაავადების დიაგნოსტიკა?

ამ დაავადების დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტი არის გასტროფიბროსკოპია, რაც ყველა კლინიკაშია ხელმისაწვდომი. როცა პაციენტი ამ ზემოჩამოთვლილი ჩივილებით მოდის საავადმყოფოში, აუცილებელია მისი გამოკვლევა. არის შემთხვევები, როცა პაციენტი უარს ამბობს გასტროფიბროსკოპიაზე, ამ დროს ტარდება რენტგენოლოგიური გამოკვლევა და სისხლის ანალიზი ჰელიკობაქტერიებზე.

  • რა შედეგი შეიძლება დადგეს, თუ ადამიანი წყლულს დროულად არ უმკურნალებს?

წყლულოვან დაავადებას ბევრი გართულება ახლავს თან, ყველაზე საშიშია სისხლდენა წყლულიდან, რომლის დროსაც ვლინდება წნევის ვარდნა, გონების დაბინდვა, გონების დაკარგვა, ამ შემთხვევაში პაციენტი სტაციონარში თავსდება. როცა პაციენტს აქვს შავი ფერის განავალი, ამ დროს გადაუდებელი მკურნალობაა საჭირო.

შესაძლოა წყლული გასკდეს, ეს იწვევს ძლიერ ტკივილს, თითქოს ხანჯალი ჩაგცეს. ამ დროსაც პაციენტი უნდა მოთავსდეს სტაციონარში, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს პერიტონიტი, როცა წყლულის გასკდომის შედეგად შიგთავსი ჩაიღვრება მუცლის ღრუში, ყველაზე ხშირად პანკრიასში და ჩაიზრდება მასში, რაც ასევე იწვევს ქრონიკულ ტკივილს მუცლის ზედა არეში.

  • რა არის თქვენი რეკომენდაცია მოსახლეობისთვის?

როცა პაციენტს აღენიშნება გულძმარვა, ბოყინი, გულის რევის შეგრძება, მან დროულად უნდა მიმართოს ექიმს, რადგან დროულად ჩატარებული მკურნალობა გართულებების თავიდან აცილების ერთადერთი გზაა.

კუჭის წყლულის დროს უმჯობესია რაციონიდან ამოვიღოთ:

  • ცხიმიანი ხორცი და თევზი
  • განსაკუთრებით – შემწვარი
  • ცხვრის, საქონლისა და ღორის ქონი
  • ცხარე სანელებლები
  • ძეხვი, შაშხი
  • კონსერვები
  • ჭვავის პური, ნაზუქი, ნამცხვარი
  • ალკოჰოლური სასმელები
  • ნაყინი

კახი კალაძე უმაღლეს საბჭოზე: მოღალატეები გავრიცხეთ პარტიიდან

„გამოიკვეთა რამდენიმე მოღალატე, ისინი გარიცხულნი იქნენ პარტიიდან. თვითონ უმაღლესი საბჭოს მუშაობას რაც შეეხება, ამ ეტაპზე ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. არანაირი პრობლემა არ არსებობს. ვფიქრობ სიტუაცია დასტაბილურდება და დარეგულირდება,“ – თქვა კახი კალაძემ.

კახი კალაძემ აღნიშნული განცხადება დღეს, 19 მარტს, სასტუმრო „შერატონში“ მიმდინარე „შუახევიჰესის“  პროექტის დაფინანსების საბოლოო ფაზის ხელშეკრულებისა და საქართველოს მთავრობასთან მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ პირდაპირი ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიალზე გააკეთა.  

ნივთის დაზიანება ან განადგურება-მანქანის დაწვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

 

რაც ნიშნავს “სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, –ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.”

ბათუმში მანქანა დაიწვა, პოლიციამ მოკვლევა დაიწყო

 

გამოძიების წინასწარი ცნობით, მანქანას,  სავარაუდოდ, ტექნიკური გაუმართაობის გამო გაუჩნდა ცეცხლი.  შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტს ახლა იკვლევს.  უწყების  ცნობით არავინ დაშავებულა. 

 

ბათუმში მანქანას ცეცხლი გაუჩნდა

შსს-ს ბაზაში დაცული ინფორმაციის გაცემის ბრალდებით სამინისტროდან 9 თანამშრომელია დათხოვნილი

 

გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე, რ. ბ. სამსახურიდან დათხოვნილია.

“ასევე გვსურს გაცნობოთ, რომ პროკურატურამ დაიწყო გამოძიება ქალაქ თბილისში, ოქროყანის გზაზე, 2015 წლის 26 იანვარს პატრულ-ინსპექტორებსა და მოქალაქეებს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. ვინაიდან გამოძიების პროცესში გამოიკვეთა საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და განზრახ უკანონო დაკავების შესაძლო ფაქტები, სისხლის სამართლის საქმის მასალებზე დაყრდნობით, შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა ჩაატარა. გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე, პატრულ-ინსპექტორ ა. დ. და ნ. ა-ს გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება შეუჩერდათ”-წერია გავრცელებულ განცხადებაში.

 

გენერალური ინსპექციის მიერ, შსს-ს ბაზაში დაცული ინფორმაციის გაცემის ბრალდებით, სამინისტროს რიგებიდან 9 თანამშრომელია დათხოვნილი.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო  პოლიციის თანამშრომლებს ახსენებს  „პოლიციის შესახებ“ კანონს, რომლის თანახმად, პოლიციელს უფლება არ აქვს თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა გამოიყენოს რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის პარტიული ინტერესებისთვის.  

მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორია საკრებულომ მთავრობას გასაყიდად გადასცა

 

საკრებულოს უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიის აჭარის მთავრობისთვის უსასყიდლოდ გადაცემას. დადგენილებაში ჩაიწერა პირობად, რომ გაყიდვს შემდეგ თანხა ტრანსფერის სახით ბათუმის ბიუჯეტს დაუბრუნდება. 

 

ასევე ცნობილია ის კომპანიაც, რომელიც ამ ტერიტორიით დაინტერესდა,  დეპუტატების ინფორმაციით, ინვესტორი 30 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. 

 

ქონების ამ ფორმით გასხვისებას ეწინააღმდეგებიან „თავისუფალი დემოკრატები“, მათი განმარტებით ქონება ასეთ დროს აუქციონით უნდა გაიყიდოს, რაც კონკურენციას მეტად შეუწყობს ხელს. 

საკრებულოს თავმჯდომარე: კარგი იქნებოდა, 7 ნოემბერს ხალხისთვის კვერცხები ესროლათ და არ ეცემათ

 

ირაკლი ჭეიშვილი

“მე  ვგმობ ამ ფაქტს, მაგრამ ხალხს პროტესტის გამოხატვას ვერ ავუკრძალავ”-განაცხადა ჭეიშვილმა.

უმაღლესი საბჭოს დეპუტატს პეტრე ზამბახიძეს კვერცხები მერიის თანამშრომლებმა გასულ კვირას დემოკრატიული ჩართულობსი ცენტრში დაუშინეს.


ნაციონალური მოძრაობის წევრებმა საკრებულოს სხდომა დატოვეს

 

საქმე ეხება გასულ კვირას აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის პეტრე ზამბახიძეზე თავდასხმას. დეპუტატს ბათუმის მერიის დაფუძნებული კომპანიების თანამშრომლებმა კვერცხები დაუშინეს და ფიზიკურად შეურაცხყვეს. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, ფაქტთან დაკავშირებით აღიძრა თუ არა სისხლის სამართლის საქმე.

ბათუმის საკრებულოს სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს. 

აჭარის მთავრობა: ტუნისში გასტროლზე მყოფ ანსამბლის წევრებს საფრთხე არ ემუქრებათ

 

უახლესი ინფორმაციით, ანსამბლის 104-ვე წევრი ამჟამად იმყოფება ლაინერ GMS-ზე, რომელიც დღეს დილით ბარსელონაში გაემგზავრა. ტუნისის პორტსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. აჭარის მთავრობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინირებულად მუშაობს აღნიშნულ საკითხზე”.

 

14 წლამდე პატიმრობა მარიხუანას გამოყენება-შენახვისთვის

 

საკონსტიტუციო სასამართლომ ბრალდებულ ბექა წიქარიშვილის სარჩელი განსახილველად უკვე მიიღო. მოსამართლეები, სავარაუდოდ, აპრილში იმსჯელებენ იმაზე, თუ რამდენად კონსტიტუციურია სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილი. ბექა სწორედ სისხლის სამართლის კოდექსის ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაშია ბრალდებული. ბექას უფლებებს საკონსტიტუციო სასამართლოში “ადამიანის უფლებებისა და მონიტორინგის სწავლების ცენტრის“ იცავს. ორგანიზაციის იურისტი გურამ იმნაძე სარჩელში მიუთითებს: კონსტიტუციის მე-14 [ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა], მე-16 [ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება] და მე-17 მუხლების დარღვევაზე. თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები მხოლოდ სისხლის სამართლის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციის მე-17 მუხლთან შესაბამისობაზე იმსჯელებენ [მუხლი 17 ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია. 2. დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება. 3. დაუშვებელია დაკავებული თუ სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება].

იურისტი გურამ იმნაძე ამბობს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის სასჯელის ზღვარი ხელოვნურადაა გაზრდილი. მისი არგუმენტი ასეთია: ბექა წიქარიშვილი ბრალდებულია სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილი “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის. (ბრალდების შესახებ დასკვნიდან ირკვევა, რომ მას აღმოაჩნდა 69.5 გრამი გამომშრალი მარიხუანა, შესაბამისად, მოსარჩელეს ბრალი წარედგინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების _ მარიხუანის შეძენა-შენახვისთვის, რისთვისაც გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა შვიდიდან 14 წლამდე). გურამ იმნაძის შეფასებით, სასჯელის მინიმალური ზღვარი ბექას შემთხვევაში არის საკმაოდ მაღალი – შვიდი წელი. მოსამართლე ამაზე ნაკლებ სასჯელს ვერ მიუსჯის, თუკი საპროცესო შეთანხმება არ გაფორმდება.

ეს სანქცია გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებულისთვის აღმოჩენილი ნარკოტიკული საშუალება 50 გრამს აღემატება. 49 გრამის აღმოჩენის შემთხვევაში მოსამართლეს საშუალება ექნებოდა მინიმუმ ექვსი თვით მიესაჯა ბრალდებულისთვის პატიმრობა.
მოსარჩელე ამბობს, რომ კანონმდებელს ვერ დაავალდებულებენ ყოველი ინდივიდუალური დანაშაულის მიხედვით (ყოველი ნარკოტიკული საშუალების ყოველი გრამისთვის) დააწესოს განსხვავებული სანქცია, მაგრამ მათი აზრით, კანონმდებელი ვალდებულია შექმნას მინიმალური გარანტიები, რათა ერთნაირი დანაშაულის შემთხვევაში მოსამართლეს მისცეს არსებითად თანასწორი პირებისთვის ერთგვარი სანქციების გამოყენების შესაძლებლობა.

 

სადავო ნორმა, იურისტის შეფასებით უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს მოსარჩელეს არსებითად თანასწორ პირებთან მიმართებით, მისი შეფასებით “ასევე მნიშვნელოვანია, გასაღებისა და პირადი მოხმარების მიზნებისთვის ნარკოტიკის შენახვისთვის სასჯელის ზომა ერთმანთისგან განსხვავდებოდეს”.

 

სისხლის სამართლის კოდექსის  260-ე მუხლის მეორე  ნაწილით ბრალდებულის შემთხვევაში  კი გამოძიება არ იკვლევს პირს ნარკოტიკული ნივთიერება პირადი მოხმარების მიზნით ჰქონდა შენახული თუ  გასაღების მოტოვით. {კომერციული საქმიანიბისთვის}

მოსარჩელის განმარტებით, დისბალანსის აღმოფხვრის შესაძლებლობას არ იძლევა სისხლის სამართლის კანონმდებლობა, ვინაიდან მოსამართლე მხოლოდ იმ შემთხვევაშია უფლებამოსილი გამოიყენოს სასჯელის გათვალისწინებულ ზომაზე ნაკლები, თუ მხარეები დადებენ საპროცესო შეთანხმებას. ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ საპროცესო შეთანხების გაფორმება პროკურორის თანხმობის გარეშე შეუძლებელია, [შეთანხმების პირობებსაც პროკურორი ადგენს], პირის კონსტიტუციური უფლებების რეალიზება პროკურორის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.

გურამ იმნაძემ უზენაესი სასამართლოდან გამოითხოვა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენ შემთხვევაში გაუფორმა სახელმწიფომ საპროცესო შეთანხმება 260-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში ბრალდებულებს. სასამართლოსგან მიღებული ოფიცალური სტატისტიკის მიხედვით, 2014 წელს პირველი ინსტანციების სასამართლოებმა სსკ 260-ე მუხლის მეორე ნაწილით ბრალდებულ 1301 ადამიანის მიმართ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი, მათ შორის საპროცესო შეთანხმება გაფორმდა 1023 საქმეზე 1164 პირის მიმართ, საპროცესო შეთნხმებით პირობითი მსჯავრი შეეფარდა 201 პირს, ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა -81 პირს, 1-დან 3 წლის ჩათვლით – 760 პირს, სამ წელზე მეტი ხნით – 166 ადამიანს.

გურამ იმნაძის შეფასებით, ეს სტატისტიკა ამ კანონის არაჰუმანურობასა და არაკონსტიტუციურობას აჩვენებს. იურისტისთვის გაურკვეველია ასეთ დროს ვის და რატომ უფორმებს საპროცესო შეთანხმებას პროკურატურა: „ბექას საპროცესო შეთანხმებას პროკურატურა არ უფორმებს, საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ ბექას შემთხვევაში იმიტომ არ გაფორმდა შეთანხმება, რომ ბექა არ დათანხმდა გარიგებას და მისი მხარდამჭერი კამპანიები იყო… ბექას შემთხვევაში მოსამართლეს სასჯელის ყველაზე ცოტა ზომის -შვიდი წლით პატიმრობის გამოყენების უფლება აქვს. ზოგადად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ საპროცესო შეთანხმება ქართული მართლმსაჯულების პრობლემაა. საპროცესო შეთანხმების გაფორმება მხოლოდ პროკურატურის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, რაც ამ ორგანოს ოპერირების დიდ ბერკეტს უტოვებს”.
უფლებადამცველი ამბობს, რომ სსკ 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის გათვალისწინებული სანქცია არღვევს კონსტიტუციით გარანტირებულ თანასწორობის უფლებას.

საიას აჭარაში ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

 

გიორგი ხიმშიაშვილი

“ეს არჩევანი ჩემთვის არის დიდი პასუხისმგებლობა და მოტივაცია იმისა, რომ ის ღირებულებები, რაც ამ ორგანიზაციისთვის  იყო და არის პრიორიტეტული, გავაგრძელო”, – ამბობს “ბათუმელებთან” გიორგი ხიმშიაშვილი. 

 გიორგი ხიმშიაშვილი  საიას აჭარის ფილიალის ხელმძღვანელად ორი წლის ვადითაა არჩეული. ის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში 2009 წლის 3 თებერვლიდან მუშაობს.

 

საიას აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი ბოლო ორი წლის განმავლობაში გია ქარცივაძე იყო. იგი ამჟამად სახალხო დამცველის აპარატში მუშაობს. 

ნაციონალური მოძრაობა აჭარის მთავრობას სტადიონის დაწუნებულ პროექტს სთავაზობს


ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისი ბათუმში

 გუშინ, 17 მარტს, აჭარის მთავრობამ გამოავლინა გამარჯვებული პროქტი, რომლის მიხედვითაც 2017 წლამდე ბათუმში სტადიონი უნდა აშენდეს. პროექტი ესპანურ კომპანიას IBERPROEX ENGINEERING & PROJECT MANAGEMENT, S.L“-ს ეკუთვნის.

დღეს,18 მარტს, გიორგი კირთაძემ “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში სტადიონის გამარჯვებულ პროექტთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ გამარჯვებული ესპანური პროექტი 2010 წელსაც იყო ბათუმის მერიაში წარდგენილი. გიორგი კირთაძე ამბობს, რომ ეს ძვირადღირებული პროექტია და თავის დროზე მათ პროექტი სწორედ ამ მოტივით დაიწუნეს.

„ის სტადიონის პროექტი, რომელიც გუშინ გამარჯვებულად გამოავლინეს, სულაც არ არის ახალი. მაშინ ქალაქის მერიას ჰქონდა ამ კომპანიის წარმომადგენლებთან საუბარი და პროექტის ავტორები ამ სტადიონის მშენებლობის საორიენტაციო ღირებულებად დღგ-ს გარეშე ასახელებდნენ 70 მლნ ევროს. სტადიონი მაშინ მოცულობით უფრო დიდი იყო. მისი მასშტაბები ახლა შემცირებულია“ – განაცხადა გიორგი კირთაძემ.

გიორგი კირთაძე ვარაუდობს, რომ მიუხედავად ესპანურ პროექტში სტადიონის მასშტაბების შემცირებისა, პროექტის განხორციელება 30 მილიონ დოლარზე მეტი დაჯდება.

„თუ აჭარის მთავრობა შეძლებს იმ დონის ფინანსურ რესურსის მობილიზებას, რომელიც  რეალურად სჭირდება ამ სტადიონის აშენებას, მაშინ მათ მინდა ვუთხრა, რომ უკვე არსებობს ქართველი არქიტექტორის პროექტი, რომელიც 2012 წელს 1 მილიონ ლარად  ვიყიდეთ, ადგილიც უკეთესია შერჩეული და მოვუწოდებ მათ გააგრძელონ იმ სტადიონის მშენებლობა, რომელიც ჩვენ მიერ იყო დაწყებული“. 

იმ სტადიონის მაკეტი, რემელიც გიორგი კირთაძის თქმით, აჭარის მთავრობამ სიძვირის გამო დაიწუნა

პროექტის ღირებულებასთან დაკავშირებით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ სტადიონის გამარჯვებული პროექტის პრეზენტაციაზე გუშინ განაცხადა:

„პროექტის დაახლოებითი ღირებულება 20 მლნ დოლარია, შესაძლებელია ის ცოტათი გაიზარდოს, მაგრამ ჩვენ ვართ ამისთვის მზად, რადგან სტადიონი უნდა იყოს ერთ-ერთი გამორჩეული და ღირსშესანიშნავი შენობა, ეს უნდა იყოს ჩვენი რეგიონისა და ჩვენი ქვეყნისთვის სავიზიტო ბარათი. მაქსიმალურად გავაკონტროლებთ, რომ სტადიონის მშენებლობის სტანდარტები დაცული იყოს“.   

16 წლის ქეთას ტრაგედია

 

წამლის ყუთი,რომელსაც ქეთას გერმანიიდან უგზავნიდნენ

 

 

ქეთას ხელები

 

ადამიანი, რომელიც ქეთის წლების განმავლობაში უსასყიდლოდ ეხმარებოდა, ქეთისთვის მალამოს ყიდვას გასული წლიდან ვეღარ ახერხებს 

ქეთას დედა ნატო ხოზრევანიძე ამბობს, რომ მალამოს გარეშე ბავშვის კანი გამოშრა და ყოველ დღე უფრო ზიანდება. ქეთის დამწვარი აქვს სახე, ხელები და ერთი ფეხი. „ბათუმელებთან“ დედა ამბობს, რომ დამწვრობის ცენტრში ექიმებს უკვე ელაპარაკა, მაგრამ ფოტოებიდან დიაგნოზისა და საჭიროების შესახებ დასკვნას ექიმები ვერ აკეთებენ, შვილის თბილისში ექიმთან წაყვანის შესაძლებლობა მაღალმთიან აჭარაში მცხოვრებ ოჯახს კი არ გააჩნია.


ქეთას ოცნებაა სახეზე პლასტიკური ოპერაცია გაიკეთოს, ახლა ის იმ ასაკშია, რომ ამის შესაძლებლობა მიეცა. მართალია, ქეთამ სოციალურ ქსელში თავისი ფოტოები გამოაქვეყნა, თუმცა ჯერ მისი დახმარების სურვილი არავის გამოუთვამს. გოგონას იმედი აქვს, რომ თუ ჟურნალისტები მისი ამბის გავრცელებაში დაეხმარებიან, ის ოპერაციის ფულის შეგროვებას შეძლებს.


„რვა დღე კომაში ვიყავი. მეცხრე დღეს გამომეღვიძა … ზოგჯერ ვფიქრობ, ჯობდა არ გამღვიძებოდა. მაშინ ყველა მამშვიდებდა, ყველა მაიმედებდა. ბევრი მნახველი მყავდა ავადმყოფს, მაგრამ ყველაზე რთული მაინც საკუთარ თავთან პირველი შეხვედრა იყო სარკეში… ამ ტკივილის გადმოცემა შეუძლებელია. ამან ის წუთებიც გადაფარა, როცა სისხლის გუბეში ვიწექი … იმ დღის შემდეგ აღარ მსიამოვნებდა მნახველებისა და სტუმრების მიღება… იქნებ შეძლოთ ჩემი დახმარება“, – წერს ქეთა.


რამდენი დაჯდება ოპერაცია არც ქეთამ იცის და არც მისმა მშობლებმა – აქამდე ექიმთან ჩასვლა ვერ მოახერხეს და იმიტომ. 


GE20LB0711192888 19 30 00, ლიბერთი ბანკი, ზაურ ხოზრევანიძე, ქეთის მამა. 595 91 84 20 _ ეს კი ქეთას დედის ნატო ხოზრევანიძის ტელეფონის ნომერია.

ქეთა დამწვრობის მიღებამდე
ქეთა დამწვრობის მიღებამდე


პოლიციელების ცვლილებებით გამოწვეული მოლოდინი აჭარაში

 

შინაგან საქმეთა სამინისტროში პოლიციის მაღალჩინოსნების ერთი რეგიონიდან მეორეში გადაყვანას ხსნიან მოკლე კომენტარით – „ჩვეულებრივი საკადრო გადაადგილება“. მას შემდეგ, რაც ალექსანდრე ჭიკაიძემ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი დატოვა, აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი დავით თამაზაშვილი სამუშაოდ თბილისში გადაიყვანეს, მის ნაცვლად კი, 30 წლის ბესიკ ამირანაშვილი დანიშნეს. მას შემდეგ, რაც მან მუშაობა ბათუმში დაიწყო, ცვლილებებია აჭარის მთავარ სამმართველოში, „ბათუმელების“ ინფორმაციით, 13 მარტს ამირანაშვილი თბილისში იმყოფებოდა. ცვლილებებს ელოდებიან მისი თანამშრომლები. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მისი თანამდებობაზე დანიშვის შემდეგ ლევან ხარაბაძე, რომელიც ამირანაშვილის წინამორბედის დავით თამაზაშვილის გათავისუფლების შემდეგ აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი იყო, სამსახურიდან გაათავისუფლეს. შეესაბამება თუ არა ეს ინფორმაცია სინამდვილეს – შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ კითხვას არ პასუხობენ. წინასწარი ინფორმაციით, ამირანაშვილი აჭარაში არსებულ ექვსივე სამმართველოს ხელმძღვანელს შეცვლის. 

 

დავით მამულაშვილი
დავით მამულაშვილი

დავით მამულაშვილი აჭარაში საპატრულო პოლიციას ხელმძღვანელობს. აჭარაში გადმოყვანამდე ის იმერეთში მუშაობდა საპატრულო პოლიციის უფროსად. მამულაშვილი 34 წლისაა, ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. 2014 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით აქვს 80 კვ.მ ბინა მცხეთაში და მსუბუქი ავტომანქანა „მერსედესი“. „საქართველოს ბანკში“ საკრედიტო ბარათზე – სამი ათასი ლარი. 2013 წელს დავით მამულაშვილს ხელფასის სახით 36 783 ლარი მიუღია, მის ცოლს – მცხეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის განყოფილების წამყვან სპეციალისტს კი, ხელფასის სახით – 5880 ლარი.

 

ქონებრივი დეკლარაცია მამულაშვილს 2013 წელსაც შეუვსია. ამ წლის მონაცემებით, `რესპუბლიკა ბანკიდან~ კრედიტის სახით 2500 ლარი, „საქართველოს ბანკიდან“ – 3000 ლარი, „თი ბი სი ბანკიდან“ – 1000 ლარი გამოუტანია. ინტერნეტში დავით მამულაშვილის შესახებ მხოლოდ ორი ვიდეო იძებნება. აქედან ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს მისი იმერეთში მუშაობის პერიოდში აქვს გავრცელებული – ის მაშინდელი შს მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის წამოწყებულ აქციას შეუერთდა. აქციის ფარგლებში სოციალურად დაუცველებს თანამშრომლებთან ერთად ფასიანი საჩუქრები დაურიგა. მეორე ვიდეო კი, მისი თბილისში მუშაობის პერიოდს ასახავს – მამულაშვილმა ჟურნალისტებს 2013 წელს ჩიორა თაქათაქიშვილისა და სერგო რატიანის ცემის გამო ბრალდებულ გელა მამალაძის დაკავების შესახებ აცნობა.


დაქვეითებული პოლიციელები

 

აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსის დავით თამაზაშვილის ინიციატივით, გასული წლის ბოლოს თანამდებობის ბოროტად გამოყენების მუხლით ბრალდებული პოლიციელები _ დავით რიჟვაძე და არჩილ ანთაძე დანაშაულის ჩადენის შემდეგ დააწინაურეს. სტატია ამ თემაზე გაზეთმა „ბათუმელებმა“ მოამზადა. სტატიის მზადების პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ბათუმელებს“ განუცხადა, რომ საქმეს გენერალური ინსპექცია იკვლევს. 13 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დანაშაულში მხილებული, დაწინაურებული პოლიციელები „დააქვეითეს“, თუმცა რაში გამოიხატება დაქვეითება, ამ კითხვაზე სამინისტროში არ უპასუხეს.

 

ინფორმაციის გადამოწმების მიზნით „ბათუმელები“ დაუკავშირდა პოლიციის მე-2 განყოფილებას ტელეფონის ნომერზე – 27 71 02. აღნიშნულ ნომერზე ერთი საათის განმავლობაში არავინ პასუხობდა. დავით რიჟვაძე სწორედ მე-2 განყოფილების ხელმძღვანელი იყო.
დავით რიჟვაძე და არჩილ ანთაძე დანაშაულის სტატისტიკის გაყალბებაში იყვნენ ბრალდებულები: შარშან ზაფხულში ბათუმის პოლიციის პირველ განყოფილებაში შეტყობინება შევიდა – მოქალაქემ პოლიციას აცნობა, რომ მას ველოსიპედი მოპარეს. შეტყობინების ადგილზე გავიდნენ განყოფილების უფროსი არჩილ ანთაძე და მისი მოადგილე დავით რიჟვაძე. ორივე თანამდებობის პირმა გადაწყვიტა, რომ ეს შეტყობინება შს სამინისტროს სტატისტიკაში არ უნდა ასახულიყო, როგორც დანაშაული – შეტყობინება გაფორმდა, როგორც ნივთის დაკარგვა. დანაშაულის ჩადენა ორივე პოლიციელმა აღიარა. საქმეში ჩაერთო პროკურატურა, რის შემდეგაც ორივე თანამდებობის პირთან გაფორმდა განრიდება. ამის მიუხედავად, ბრალდებული არჩილ ანთაძე ბათუმის პოლიციის პირველი განყოფილების უფროსობიდან ბათუმის განყოფილებაში უბნის ინსპექტორის უფროსის თანამდებობაზე, დავით რიჟვაძე კი, რომელიც ბათუმის პოლიციის პირველ განყოფილებაში მოადგილედ მუშაობდა, ბათუმის პოლიციის მე-2 განყოფილების უფროსად დანიშნეს.

 

კანონმდებელი ასე ლმობიერად არ მოექცა ორ პატრულს: გენინსპექციის დასკვნის საფუძველზე ბათუმში საპატრულო პოლიციის ორი თანამშრომელი გასული წლის ზაფხულში მისცეს პასუხისგებაში. პატრულის თანამშრომლების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მიზეზი გახდა ის, რომ მათ მოქალაქეს ჯარიმა არ გამოუწერეს.

 

საქმის მასალებით ირკვევა, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა 8 სექტემბერს პატრულირებისას თურქეთ-საქართველოს საზღვართან, სარფში, ავტომანქანა შეაჩერეს, რომელსაც სანომრე ნიშნები საქარე მინაზე ჰქონდა მიმაგრებული. პატრულის თანამშრომლებმა მიუთითეს, რომ ეს კანონდარღვევაა და მძღოლი სიტყვიერად გააფრთხილეს. სამართლებრივი დოკუმენტი, ან ოქმი გაფრთხილების შესახებ პატრულის თანამშრომლებს არ შეუდგენიათ და სწორედ ეს გახდა მათი სამართლებრივი დევნის მიზეზი. ბრალდებულებს პოლიციაში მუშაობის 25-წლიანი გამოცდილება აქვთ, ორივე მათგანი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს აღმკვეთი ღონისძიების განჩინების ასლში წერია, რომ პატრულის თანამშრომლებმა სამსახურებრივი გულგრილობა ჩაიდინეს, თუმცა კონკრეტულად რაში გამოიხატებოდა ეს ქმედება, არ არის აღწერილი. `ბათუმელების~ ინფორმაციით, პატრულის ამ თანამშრომლებს პროკურატურამ განრიდებაზე უარი უთხრა. მათ საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო ახლაც განიხილავს.


ბესიკ ამირანაშვილი
ბესიკ ამირანაშვილი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბესიკ ამირანაშვილი 2014 წლის დეკემბრიდან იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსად, 2013 წლის აპრილიდან – 2014 წლის დეკემბრამდე კი, შსს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსად მუშაობდა. 2012-2013 წლებში ამირანაშვილი შსს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო, 2011-2012 წლებში კი _ შსს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს დუშეთის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე. 2009-2011 წლებში თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს I განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლად, ხოლო 2008-2009 წლებში შსს თბილისის ისანი-სამგორის სამმართველოს გამომძიებლად მუშაობდა.

მოსწავლეების შიმშილობის აქცია და დაპირისპირება დირექტორსა და მასწავლებელს შორის – რა ხდება აჭყვისთავში

 

კონფლიქტი აჭყვისთავის საჯარო სკოლაში ექსტერნის გამოცდებს მოჰყვა. მოსწავლეებმა განაცხადეს, რომ სკოლის დირექტორმა, შორენა მენაღარიშვილმა, მათ შეცდომით შემოახაზვინა გამოცდის დროს პასუხები, რის გამოც ისინი გამოცდაზე ჩაიჭრნენ.


სკოლის დირექტორს დაუპირისპირდა სკოლის პედაგოგი ხათუნა მენაბდე, რომელიც ასევე გამოცდაზე ჩაჭრილი ერთ-ერთი მოსწავლის დედაა. სიტყვიერი დაპირისპირება, სკოლის დირექტორის განცხადებით, ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და პედაგოგმა დირექტორი ფიზიკურად შეურაცხჰყო, რასაც პედაგოგი, ხათუნა მენაბდე უარყოფს.  


დღეს სკოლის ოთხი მოსწავლე დირექტორის გადაწყვეტილებას, მასწავლებლის ხათუნა მენაბდის სამსახურიდან გაშვების თაობაზე და ექსტერნის შედეგებს აპროტესტებდა. გაფიცული მოსწავლეებისგან ორი ხათუნა მენაბდის შვილია. დღესვე აჭყვისთავში იმყოფებოდა ქობულეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელი მადონა გოგიტიძე, რომლის თქმითაც, მოსწავლეებმა შიმშილობა გასაუბრების შემდეგ შეწყვიტეს. თუმცა, გაკვეთილების ნაცვლად ისინი ქობულეთის გამგებელთან შესახვედრად წავიდნენ თავიანთი პრობლემების გასაცნობად. 

 

„იმედია, მათი მოთხოვნა იქნება ყურადღებული, რაღაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული და ეს ბავშვები აქ აღარ ისხდებიან“, – აღნიშნა მადონა გოგიტიძემ „ბათუმელებთან“. მისი თქმით, მოსწავლეების მშობლებს ექსტერნის შედეგების გაპროტესტების საშუალება დადგენილ ვადებშიც ჰქონდათ, რადგან მოსწავლეები პროცედურულ დარღვევებზე საუბრობდნენ. „მშობლებს შეეძლოთ ორი დღის ვადაში გაესაჩივრებინათ შედეგები, რესურსცენტრის თანამშრომელმა მათ განუმარტა, რომ შემოეტანათ სააპელაციო განაცხადი და განვიხილავდით, თუმცა მაშინ არ გადაწყვიტეს, ან აფექტურ მდგომარეობაში იყვნენ, გაუშვეს ეს ვადა. ახლა ათდღიანი ვადა აქვთ და შედეგები გაასაჩივრეს უკვე აჭარის განათლების სამინისტროში, სადაც დაწყებულია მოკვლევა“, – განმარტავს მადონა გოგიტიძე.

 

აჭარის განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ აჭყვისთავის სკოლაში არსებული სიტუაციის შესახებ საქმის კურსში არიან.  

 

„სამინისტროში შემოვიდა მოსწავლეებისა და მშობლების ერთობლივი განცხადება გამოცდაზე პროცედურის დარღვევასთან დაკავშირებით, სადაც აღნიშნავდნენ, რომ გამოცდაზე კარნახობდნენ. სამინისტროს აუდიტის და ინსპექტირების დეპარტამენტმა დაიწყო მოკვლევა და საქმე შესწავლის პროცესშია. ასევე მოხდა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი, ამას სამართალდამცავი ორგანოები სწავლობენ. რაც შეეხება პედაგოგის მიერ დისციპლინური გადაცდომის ფაქტს, სკოლაში არის დისციპლინური კომიტეტი, რომელმაც ისმჯელა და დაადგინა, რომ აღნიშნულ პედაგოგს უნდა შეუწყდეს შრომითი ურთიერთობა, რაც დაედო საფუძვლად დირექტორის ბრძანებას პედაგოგის გათავისუფლების თაობაზე“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ აჭარის განათლების სამინისტროს შიდა აუდიტისა და ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ალექსანდრე მჟავანაძემ.

 

სკოლის დირექტორი შორენა მენაღარიშვილი „ბათუმელებთან“ აღნიშნავს, რომ მასწავლებელი არა მხოლოდ დისციპლინური საბჭოს ოქმის საფუძველზე, არამედ მთელი რიგი შესაბამისი ბრძანებების საფუძველზე დაითხოვეს. „აქ იყო შრომის შინაგანაწესის უხეში დარღვევა და მასწავლებლის პროფესიული კოდექსის დარღვევა“, – განმარტავს შორენა მენაღარიშვილი.

 

ხათუნა მენაბდე კი ამბობს, რომ ის დირექტორის ბრძანებას ელოდება და მას შემდეგ, რაც ბრძანება ამოქმედდება, თავისი უფლებების დასაცავად იბრძოლებს.

 

სოფელ აჭყვისთავის საჯარო სკოლაში ეს დირექციასა და მასწავლებლებს შორის პირველი კონფლიქტი არ არის. ქობულეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელი მადონა გოგიტიძე ამბობს, რომ ბოლო წლების მანძილზე სკოლაში დირექტორი რამდენჯერმე შეიცვალა. წინა წლებში სკოლის მოსწავლეები ამბობდნენ, სიტუაცია იმდენად რთული იყო, რომ ორ ბანაკად გაყოფილი მასწავლებლები სკოლაში ცალ-ცალკე, პირველ და მეორე სართულზე იკრიბებოდნენ და არა ერთ სამასწავლებლოში.  

 

უნდა ჩაერიოს თუ არა განათლების სამინისტრო ასეთ დროს სკოლის საქმიანობაში, რომ სასწავლო პროცესი სწორად წარიმართოს? ალექსანდრე მჟავანაძე ამბობს, რომ სამინისტრო წინა შემთხვევებშიც ჩაერია და ასე მოიქცევა ახლაც, თუ დადგინდება სკოლის დირექციის მხრიდან გადაცდომის ფაქტი: „თუ დადგინდება სკოლის მიერ რაიმე გადაცდომის ფაქტი, რა თქმა უნდა, სამინისტრო მიიღებს ზომებს. ჩვენ გვაქვს უფლება პირველ შემთხვევაში სკოლას მივცეთ წერილობითი გაფრთხილება და სხვა შემთხვევაში უკვე დირექტორსაც შევუწყვიტოთ უფლებამოსილება.“ 

 

როგორ უნდა დავიცვათ თავი სტომატოლოგიურ კლინიკებში C ჰეპატიტისგან [video]

ჯანდაცვის სამინისტრო საქართველოში C ჰეპატიტის დამარცხების მნიშვნელოვან წინაპირობად დაავადების პრევენციას მიიჩნევს, რაც სამედიცინო დაწესებულებებსა და სილამაზის სალონებში დეზინფექცია-სტერილიზაციის პროცესის მკაცრ კონტროლსა და დარღვევის გამოვლენას გულისხმობს.

C ჰეპატიტი სისხლით გადამდები ვირუსია, რომლითაც მსოფლიოში დაახლოებით 150 მილიონამდე ადამიანია ინფიცირებული, საქართველოში მათი რიცხვი კი 200 ათასს აღწევს. დაგვიანებული მკურნალობის შემთხვევაში, აღნიშნული ვირუსი წლების შემდეგ ღვიძლის ციროზს ან კიბოს იწვევს.

“არსებული რისკების გათვალიწინებით, სტომატოლოგიაში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ხარისხიან სასტერილიზაციო მოწყობილობებსა და სტერილიზაციის პროცედურების უპირობო დაცვას. ეს იცავს არა მარტო პაციენტებს, არამედ სამედიცინო პერსონალსაც”, – ამბობს სტომატოლოგიური კლინიკა “ინდიგოს” დამფუძნებელი თათია ანდღულაძე. მისივე თქმით, არასტერილური ინსტრუმენტებით მუშაობა, პირველ რიგში, სწორედ ექიმისთვის წარმოადგენს საფრთხეს, რადგან მას უშუალოდ უწევს შეხება პაციენტის სისხლთან.

“პაციენტმა, შესაძლოა, საერთოდ არ იცოდეს, რომ ის ინფიცირებულია C და B ჰეპატიტებით, ასევე, აივ ინფექციით. აქედან გამომდინარე, თითოეულ პაციენტს ჩვენ განვიხილავთ როგორც პოტენციურ ინფიცირებულს და მაქსიმალურად ვიცავთ უსაფრთხოდ მუშაობის წესებს, მათ შორის, ვატარებთ სრულყოფილ დეზინფექცია-სტერილზიაციას”, – ამბობს სტომატოლოგიური კლინიკა “ინდიგოს” ექიმი სტომატოლოგი ლანდა ლურსმანაშვილი. მისივე თქმით, ამით, პირველ რიგში, ექიმები იცავენ საკუთარ თავსა და მომდევნო პაციენტს.

რას გულისხმობს სრულყოფილი დეზინფექცია-სტერილიზაცია?

სტომატოლოგიური კლინიკა  “ინდიგოს”  ექიმი ნინო გვასალია განმარტავს, რომ ექიმმა სამედიცინო პროცედურის დაწყებამდე აუცილებლად უნდა დაიბანოს ხელი, გაიკეთოს ერთჯერადი ხელთათმანი, დაიხუროს ქუდი, გაიკეთოს პირბადე, სათვალე, ან სპეციალური ფარი, პაციენტს გაუკეთოს ერთჯერადი გულსაფარი, სპეციალურ ხელსაწყოზე დაამაგროს ერთჯერადი ნერწყვგამწოვი. გარდა ამისა, თითეული პაციენტის მიღებამდე, სტომატოლოგიური პროცედურების ოთახში ყველა ზედაპირი უნდა გაიწმინდოს სპეციალური ხსნარით.

“ეს მნიშვნელოვანია, რადგან იგივე C ჰეპატიტით ინფიცირებული სისხლის წვეთი შესაძლოა მოხვდეს რომელიმე ზედაპირს, მაგალითად, სანათს, სანათს კი პროცედურებისას ექიმი ხელით ეხება. თუ ყველა ზედაპირი, მათ შორის სანათის სახელური სპეციალური ხსნარით არ გაიწმინდება, ის ვირუსის გავრცელების პოტენციური წყარო იქნება”, – განმარტავს ექიმი ნინო გვასალია.

მისივე განმარტებით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ სამედიცინო პროცედურების დაწყებამდე ექიმმა ან მისმა თანაშემწემ პაციენტის თვალწინ გახსნან შეფუთული, სტერილური ინტრუმენტები. პროცედურების დასრულების მერე ერთჯერადი მასალები იყრება, არაერთჯერადი ინსტრუმენტები კი სასტერილიზაციო ოთახში მიაქვთ.

სტერილიზაციის პროცედურები

სანამ არაერთჯერად სტომატოლოგიურ ინსტრუმენტებს პაციენტამდე შეფუთული ფორმით მიიტანენ, ეს ინსტრუმენტები დეზინფექცია-სტერილიზაციის ხანგრძლივ გზას გადიან.

“სასტერილიზაციო ოთახში ინსტრუმენტებს ვაცილებთ ნებისმიერი სახის ნარჩენს, შემდეგ კი მათ სპეციალურ ხსნარში ვაჩერებთ გარკვეული ხნით. ხსნარიდან ამოღების შემდეგ ინტრუმენტები ჯაგრისით ირეცხება გამდინარე წყალში და შემდეგ ისევ განსაზღვრული დროით თავსდება სხვა სადეზინფექციო სითხეში. ამის შემდეგ ინსტრუმენტებს ისევ ვრეცხავთ და გასაშრობად ერთჯერად ხელსახოცზე ვაწყობთ”, – ამბობს სტომატოლოგიური კლინიკა “ინდიგოს” ექიმი ირმა ბაკურაძე. მისივე თქმით, გაშრობის შემდეგ ინსტრუმენტები სპეციალური მოწყობილობით იფუთება და სასტერილიზაციო აპარატში თავსდება, რომელსაც სხვადასხვა რეჟიმი აქვს.

ირმა ბაკურაძის თქმით, ნებისმიერ პაციენტს აქვს უფლება, სტომატოლოგიურ კლინიკაში მოითხოვოს სტერილიზაციის პროცესის ჩვენება.

თუმცა, თუ სტერილიზაციის პროცესის ნახვის დრო არ გაქვთ, შეგიძლიათ უყუროთ ჩვენს ვიდეოს და ნახოთ   5 მნიშვნელოვანი დეტალი, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ სტომატოლოგთან ვიზიტის დროს. 

 

დეზინფექცია-სტერილიზაციის პროცესთან დაკავშირებით თუ გაგიჩნდათ დამატებითი კითხვები, შეგიძლიათ მიწეროთ სტომატოლოგიურ კლინიკა ინდიგოს“ ფეისბუქის გვერდზე: https://www.facebook.com/IndigoDentalClinics

კლინიკის ვიდეო სიახლეები კი გამოიწერეთ იუთუბზე: https://www.youtube.com/channel/UCFfICoF4wp8my2FWuGqch4w

სტომატოლოგიური კლინიკა “ინდიგო”:

საკონტაქტო ინფორმაცია: 

თბილისი, აღმაშენებლის გამზირი 187/189

(+995 32)2 731313 (+995) 514 311113

——————————————–

ბათუმი, ზურაბ გორგილაძის ქუჩა.29

(+995 04 22) 22 30 03,

(+995 04 22) 27 11 81 (+995) 514 131131

რა არის ტყვიაზე ძლიერი?

 

შიში ადამიანურია, მაგრამ მოქალაქეს როცა ეუფლება დაუცველობის გრძნობა პოლიციაში რეკავს, ვიცე-სპიკერმა კი იარაღი იყიდა.

 

მას შემდეგ, რაც აჭარიდან ასლან აბაშიძე წავიდა, ბევრჯერ გამახსენდა ის, უფრო სწორედ გამახსენეს (მიუხედავად იმისა, რომ  სტატისტიკის მოყვარული ვარ, თან ისეთი მეწვრილმანეც, რომ ხანდახან ისეთ რამეებსაც ვითვლი, რაც არაფერში მჭირდება, მაგალითად, რამდენი კიბე აქვს უმაღლეს საბჭოს) ზუსტად იმის თქმა, თუ  რამდენჯერ გამახსენდა ასლანი 11 წლის მანძილზე, გამიჭირდება. თუმცა ზუსტად შემიძლია ვთქვა, რომ ბოლოს როდის  გამხსენდა ის – ვნახე  კადრები, როგორ ყიდულობდა დუმბაძე იარაღს მაღაზიაში. დუმბაძის, იარაღის, პოლიტიკის და ასლანის გახსენების თემას კიდევ ერთხელ დავუბრუნდები.

ნათია ზოიძე
ნათია ზოიძე

 

რამდენიმე ჩემი მეგობარი, რომლებიც თბილისში ცხოვრობენ, ბოლო თვეებია,  ერთი და იმავე პათოსის  გზავნილებს მიგზავნის: ერთ-ერთი  ასეთია  „მოგვჭრეს თავი, ნუ…“

 

ჩემი მეგობარი ბათუმელია, სტუდენტობის შემდეგ, უკვე 20 წელია, თბილისში ცხოვრობს. თავი მოჭრილად უმაღლესი საბჭოში მიმდინარე პოლიტიკოსთა  ვნებების გამო იგრძნო. მიუხედავდ იმისა, რომ თავად არც ავთანდილ ბერიძე აურჩევია, არც პეტრე ზამბახიძე და  წარმოდგენა არ აქვს, ვინ არის ჯემალ ფუტკარაძე.

 

რა თქმა უნდა, მე არ ვფიქრობ ჩემი მეგობარის მსგავსად, თან ამ ისტორიაში ყველაზე ნაკლებად მაწუხებს აჭარა თბილისიდან როგორ ჩანს – იმედგაცრულებულ ამომრჩეველს უფრო თანავუგძნობ. ჩემი მოქალაქეობრივი პოზიცია ჩემს საქმიანობასთან წინააღმდეგობაში  არ მოდის. მთავრობა, უმაღლესი საბჭო და სხვა დანარჩენიც ზუსტად ისეთი უნდა წარმოჩნდეს, როგორიც არის – არც უკეთესი და არც უარესი.

 

ნაციონალური არხები აჭარის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე  მოვლენებს  ხშირად ასე ასათაურებენ – „პოლიტიკური კრიზისი“. უმაღლესი საბჭოს დეპუტეტებს ძალიან აღიზიანებთ და  ამავდრულად მოსწონთ  სიუჟეტების პათოსი, ჩაქვში ერთ დარბაზში  მიმდინარე  პროცესებს ხან „ცისფერი მთებიდან“ ყანჩელის მუსიკა ერთვის და ხანაც „განდაგანა“. ეს პროცესებს უფრო აღქმადს ან შეიძლება სასაცილოს ხდის, პოლიტიკოსების აზრით, პრობლემას ყანჩელი მუსიკა უფრო აზოგადებს. „განდაგანა“ – უფრო ლოკალურს ხდის. ეს სიუჟეტები კი ძირითადად იმიტომ მოსწონთ, რომ ბოლობოლო აღარავინ  კითხულობს არც ბათუმში, არც სხვაგან – ესენი ვინ არიან? როგორც ჩანს, მათთვის  მთავარი მიზანი ცნობადობაა და არ აქვს მნიშვნელობა გზას, რომელიც აირჩეს, მით უმეტეს, როცა უკვე არჩეული ხარ.

 

აქ ბევრი ამბობს, რომ ეს `დემოკრატიული პროცესია, აბა, ამდენს გაბედავდნენ „ნაციონალების“ დროს?“

 

„ნაციონალების“ დროს, რა, როგორ იყო, ეს აქტულური კიდევ რამდენი წელი უნდა იყოს? რაც უმაღლეს საბჭოში ხდება, არ ვფიქრობ, რომ დემოკრატიული პროცესია. შესაძლო მოსყიდვის, გადაბირების, ხელების გადაგრეხვის პროცესი ჩემთვის დემოკრატიის ჩარჩოში ვერ ჯდება. მოსყიდვა მოსყიდვაა, დაშინება დაშინებააა და შენ მთავრობა ხარ თუ ვინც ხარ, ვერ გამოჩნდები უფრო დემოკრატიული, თუ მხოლოდ იმის  პრეტენზია  გაქვს, რომ  წინამორბედისგან განსხვავებით ძალადობის  დოზას  ამცირებ.

 

ძალადობაზე, კორუფციაზე, ღალატზე „ქართული ოცნების“ უკვე ყოფილმა გუნდმა  საუბარი  ხელისუფლებაში მოსვლიდან  2 წლის შემდეგ 2014 წლის   სეტემბერში დაიწყო, მაშინ, როცა სამთავრობო უწყებებიდან მურმან დუმბაძის კადრები გაუშვეს. როცა პოლიტიკური ნიშნით დანიშნავ და შემდეგ ათავისუფლებ, ნუ მოგვასაღებთ ამ ფაქტს „დემოკრატიის უდიდეს მონაპოვრად“. სამსახურიდან დათხოვნილ შენს თანაგუნდელებს რომ დაინახავ და მიხვდები, რომ  შენი ძალაუფლება საფრთხეშია – მაშინ გამოაშკარავებ მთავრობის მიერ კორუფციული გარიგების სავარაუდო ფაქტებს, ნურც ამას მოგვასაღებთ  როგორც დემოკრატიას. მიუხედავდ ამისა, ამ ფაქტებზე  გამოძიება რომ მოკვლევას არ დაიწყებს, ნუ გვეტყვით, რომ დემოკრატიის გაღრმავებაზე ეს ხელისუფლება დღე და ღამე ზრუნავს.

 

რაც უმაღლეს საბჭოში ხდება, წესით, ამ პროცესმა ხალხის თანგრძნობა არ უნდა მიიღოს, რადგან ეს ნერვების ომია და არა ომი ნამდვილ ღირებულებათა გამო: დისტაციიდან ჩანს, რომ პატივცემული დეპუტატები არ დაობენ თანსწორობის, გამჭვირვალობის, არადისკრიმინაციულობის, მიუკერძოებლობის, კანონშემოქმედების გამო. დავის შედეგი  უკვე სახეზეა: ამ მოწვევის უმაღლეს საბჭოში 2 წლისა და 5 თვის შემდეგ არის რამდენიმე ვაკანტური „სკამი“. სკამის დაუფლებისთვის საჭირო  მანდატები არც ერთ პოლიტიკურ  ძალს არ აქვს. ახი არ არის ამთზე, მათთვის ასე სანატრელი ჩაქუჩი  იმას დარჩეს,  ვინც  ამ ხნის განმავლობაში  რადიატორთან  იჯდა?!

 

რჩება შთაბეჭდილება, რომ პოლიტიკოსთა დიდი ნაწილისთვის პოლიტიკური სტატუსი   შურისძიების იარაღია. 

 

ამასობაში, შურისძიების წყურვილმა ბათუმის ქუჩებში გადმოინაცვლა. უმაღლესი საბჭოს პროცესების კვალდაკვალ, ქუჩაში ბიჭები გამოჩნდნენ, უფრო სწორად მერიის თანამშრომლები  კვერცხით ხელში.

 

(ზუსტად მახსოვს ასლანი პირველად როდის გამხსენდა, ეს იყო აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაურის გაქცევიდან ერთი თვის შემდეგ. ასლანის ქალიშვილი დიანა ბათუმში ჩამოვიდა დედის საფლავის მოსანახულებლად. ინტერვიუს მოლოდინში სახლს წრე რამდენჯერმე შემოვუარე, დავინახე 10-მდე ადამიანი უმაღლესი საბჭოს მაშინდელ ერთ-ერთ გავლენიან  წევრს ესაუბრებოდა, დეპუტატს მივესალმე და გზა გავაგრძელე, ნახევარ საათში დიანა აბაშიძის სახლთან ვითარება დაიძაბა, მოვარდნენ ქალები და კივილი დაიწყეს. მე მაშინ ის ხალხი ამოვიცანი, ვინც ბატონი დეპუტატის კონსულტაციებს ისმენდა. ყველაფერი ცხადი იყო – ასლანის ქალიშვილს ახალი ხელისუფლება ასლანის მეთოდითვე დაუპირისპირდა, პრობლემა კი იმაში იყო, რომ  ეს დიდად  არავინ გააპროტესტა ან ხმის ამოღების შეეშინდათ).

 

რამდენიმე დღის წინ „ბათუმელების“ ოფისში მივდიოდი, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისსთან აქცია შევნიშნე, – გაწევ-გამოწევა იყო. აქციის მონწილეებს დავაკვირდი და მივხვდი, პროცესი მართული იყო, რადგან ნამდვილ პროტესტს ძალით ვერ დადგამ. რა შეიცვალა? მხოლოდ ის, რომ ახლა ბათუმში „ნაციონალებს“ და მურმან დუმბაძის  გარემოცვის წევრებს  დასდევენ. 

 

ერთი და იმავე სურათს ვხედავ უკვე 24 წელია, მაინც ახერხებენ ჩემს გაკვირვებას. პოლიტიკოსები საჯარო განცხადებებში ამბობენ, რომ ამ ხალხს ქალაქის მერი ერმაკოვი მართავს, პირად საუბრებში კი სულ სხვა გვარი მესმის, როგორც ჩანს, იმ ბიჭის სახელისა და გვარის ხსენება  ეშინიათ (მე კი პირადი საუბრების გასაჯაროება არ მინდა). მაგრამ ამ თანამდებობის პირის მიერ ჯგუფის მართვაზე იმდენად ბევრი ადამიანი საუბრობს, დარწმუნებული ვარ, სულ მალე ყველასათვის ცნობილი გახდება მისი სახელი.

 

მგონია, რომ  შიშს  პატივისცემა ბევრად ჯობია.

 

ხედავთ  შიშს  პოლიტიკოსი სადამდე მიჰყავს?

 

1000 ლარი იარაღისთვის და 10 ვაზნა. მურმან დუმბაძემ იარაღი კამერების თვალწინ იყიდა. ნეტავ, რას მოიქმედებენ მოწინააღმდეგები, რით აჯობებენ მას? იმ შურისმაძიებელთა ჯგუფს გაზრდიან, ვინც ქუჩაში სკანდირებს „ჯემალ – მოღალატე“, „მურმან – მოღალატე“ თუ  ისინიც იარაღს იყიდიან? ნეტავ,  ორს თუ  ორზე მეტს?

 

თქვენი ნებაა, მაგრამ როგორც აბრამ ლინკოლნი იტყოდა: „ამომრჩევლის ხმა ტყვიაზე ძლიერია“. 

 

დემოკრატიის ინსტიტუტი აჭარის მთავრობას უკანონოდ შესახლებულთა პრობლემის დროულად გადაჭრისკენ მოუწოდებს

 

„2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სხვადასხვა მისამართზე მდებარე მიწის ნაკვეთები და შენობა-ნაგებობები ასობით ოჯახმა თვითნებურად დაიკავა. უკანონოდ აშენდა ფიცრულები და კაპიტალური სახლები. მიუხედავად იმისა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ არაერთი კომისია შექმნა, რამდენჯერმე შეისწავლა ’’შესახლებულები’’, მათი იქ ყოფნის მიზეზები და საჭიროებები, სამწუხაროდ, დღემდე არ არის მიღებული გადაწყვეტილება ამ ოჯახების სამომავლო ბედის შესახებ.


მიგვაჩნია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ უმოკლეს ვადაში უნდა განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

– აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ უნდა გამოსცეს აქტი, რომლითაც დაიწყება ადმინისტრაციული წარმოება თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ოჯახებისათვის თავშესაფრის გამოყოფის მიზნით;

– ’მთავრობის სამართლებრივი აქტით განისაზღვროს თავშესაფრის გარეშე დარჩენილთათვის გასაწევი დახმარების ფორმები, ვადები და რესურსები. მათ შორის დეტალურად განისაზღვროს გრძელვადიანი (კაპიტალური შენობა-ნაგებობა) და მოკლევადიანი (არაკაპიტალური, დროებითი კონსტრუქცია) თავშესაფრის მოწყობისთვის უმოკლეს დროში განსახორციელებელი ღონისიებები;

 მთავრობამ მუნიციპალიტეტების მონაწილეობით დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება მათთვის უკვე ცნობილი თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ოჯახების თავშესაფრით უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტის მიზნით (შესახლებულები და სხვა პირები);

მთავრობამ საჯაროდ განაცხადოს, თუ რა პროცედურით უნდა მიმართოს თავშესაფრის გარეშე დარჩენილმა ოჯახმა დახმარებისათვის (იმის მიუხედავად, სადმე შესახლებულია, თუ არა);

მთავრობამ  უზრუნველყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ყველა დაინტერესებული სუბიექტის (თავშესაფრის გარეშე დარჩენილი/სტატუსის მაძიებელი) საკითხის ინდივიდუალურად განხილვა და მათი მონაწილეობის შესაძლებლობა ადმინისტრაციული წარმოების პროცესში;

 

ადმინისტრაციული წარმოების პროცესის მონაწილე ყველა პირს ’’მთავრობის’’ გადაწყვეტილება უნდა ეცნობოს წერილობითი ფორმით და განემარტოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა;


მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე თავშესაფრის გარეშე დარჩენილ პირებს გადაწყვეტილების მიღებისთანავე გამოეყოთ თავშესაფარი (გრძელვადიანი, მოკლევადიანი), ხოლო ამ პროცესის დასრულებისთანავე ხელისუფლებამ დროულად უზრუნველყოს ყველა უკანონოდ დაკავებული ტერიტორიის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოთავისუფლება.

 

აუცილებლად მიგვაჩნია, უახლოეს დღეებში აჭარის მთავრობით ინიციატივით მოეწყოს გადაწყვეტილების მიმღები დაწესებულებებისა და საკითხზე მომუშავე უფლებადამცველი ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირების სამუშაო შეხვედრა და მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება ზემოთაღნიშნული მეთოდით თავშესაფრის გარეშე დარჩენილთა მხარდაჭერის მიზნით.

 

აღნიშნულ სამუშაო შეხვედრაში აუცილებლად უნდა მონაწილებდნენ:

 

– აჭარის არ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე;
– აჭარის არ მთავრობის თავმჯდომარე;
– აჭარის არ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი;
– აჭარის არ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი (მოადგილე);
– ბათუმის მერი; ხელვაჩაურის, ქობულეთის, ქედის, შუახევისა და ხულოს გამგებლები;
– შსს მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი;
– საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები;
– სახალხო დამცველის წარმომადგენელი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.



დემოკრატიის ინსიტუტი მზადყოფნას გამოთქვამს, აქტიურად ითანამშრომლოს ყველა დაინტერესებულ სახელმწიფო და სამოქალაქო ორგანიზაციასთან თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ოჯახებისათვის უმოკლეს ვადაში, სამართლიანობისა და თანასწორობის პრინციპების საფუძველზე მხარდაჭერის მიზნით“ – აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში. 


მირანდა ჩარკვიანი: მე შევეცდები

 

მირანდა ჩარკვიანი
მირანდა ჩარკვიანი

რა ცვლილებებს გეგმავთ სააგენტოში?


პირველი რიგის ამოცანაა ის, რომ სააგენტოს მუშაობა გახდეს ეფექტური. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კულტურული მემკვიდრეობის თემები იყოს მაქსიმალურად წარმოდგენილი ტურისტულ ბაზარზე, რაც, სამწუხაროდ, დღეს ასე არ არის და ძალიან მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის ცნობადობა, რომელიც აჭარის რეგიონშია (371 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი გვაქვს), მიმაჩნია, არის დაბალი. აჭარაში გვაქვს მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, მათ შორის V, VII, VII საუკუნეების, რომელთა შესახებ არათუ ტურისტებმა არ იციან არაფერი, რეგიონშიც მწირია ინფორმაცია. ამიტომ ჩვენი პირველი ამოცანაა, რაც შეიძლება გაიზარდოს ცნობადობის ხარისხი, საზოგადოებისა და ტურისტული სეგმენტის ინტერესი კულტურული მემკვიდრეობის მიმართ. ეს, ვფიქრობ, ხელს შეუწყობს იმას, რომ მომავალში კულტურულ მემკვიდრეობაში შესაძლებელი გახდება უფრო მეტი ინვესტიციის განხორციელება, უფრო მაღალი იქნება კულტურული მემკვიდრეობის მიმართ ინტერესი და უფრო ეფექტურად შევძლებთ მის მართვას. 

 


როგორ გეგმავთ ამის გაკეთებას?


უკვე დავიწყეთ მარშრუტების დადგენაზე მუშაობა. შემდეგი კვირიდან რამდენიმე მარშრუტი მაქვს მონიშნული და მე თვითონ ვაპირებ ადგილზე მისვლას. გვექნება ტურიზმის სააგენტოსთან მჭიდრო ურთიერთობა და შევეცდებით სეზონისთვის გავაკეთოთ რამდენიმე კულტურული მემკვიდრეობის მარშრუტის მარკირება – ტურისტულ პაკეტებში რომ იყოს წარმოდგენილი. არ მაქვს ილუზია, რომ ამ სეზონისთვის მოვასწრებთ ყველაფერს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლების შეტანას, ვფიქრობთ, ახლანდელი სეზონისთვის მოვასწრებთ და გავაკეთებთ. თუმცა ეს ერთჯერადი სამუშაო არ არის, ამაზე სისტემატურად უნდა გაგრძელდეს მუშაობა, რადგან ერთია გააკეთო მარშრუტის მარკირება, მაგრამ მეორეა – ეს მარკირებული მარშრუტი რაც შეიძლება საინტერესოდ წარმოადგინო. ამიტომ ამ პროცესზე მუშაობა გაგრძელდება. 

გეგმავთ თუ არა ბათუმში ტურისტული მარშრუტის გაკეთებას?


აუცილებლად. სოციალურ ქსელში კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს გვერდზე ყოველ ორ დღეში ერთხელ განახლდება ინფორმაცია და აქ დიდი აქცენტი იქნება ბათუმის კულტურულ მემკვიდრეობაზე. ბათუმში ბევრი მნიშვნელოვანი და საინტერესო შენობის ისტორიის შესახებ ინფორმაციას საკმარისად არ ფლობენ ბათუმელები, ამიტომ ჩვენ სხვადასხვა მექანიზმს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება ბევრმა გაიგოს ამ შენობების ისტორიის, არქიტექტურის შესახებ და აუცილებლად გავაკეთებთ ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის ტურისტულ მარშრუტს. 


ეს შეიძლება სრულყოფილად პირველივე სეზონზე ვერ მოესწროს, მაგრამ გავაკეთებთ ძირითადად ობიექტებზე და მაქვს მოლოდინი, რომ შემდეგი წლისათვის ჩვენ უკვე გვექნება სრულყოფილი პაკეტები, სადაც კულტურული მემკვიდრეობის ყველა ძეგლი იქნება წარმოდგენილი. ეს მარშრუტები შეიძლება იყოს სხვადასხვა: ისტორიული, არქიტექტორული და ასე შემდეგ.


რაც შეეხება პრობლემებს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის საქმეში მთავარი გამოწვევა ბათუმში ბოლო წლებია არის ინვესტიციებთან დაკავშირებული ინტერესები. ამ კუთხით როგორ იმუშავებთ?


 სააგენტოს ჰქვია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო, შესაბამისად, ჩვენ ყოველთვის უნდა ვიმოქმედოთ ძეგლის ინტერესებიდან გამომდინარე. აქტიური კომუნიკაცია გვექნება ბათუმის თვითმმართველობასთან, ეკონომიკის სამინისტროსთან და ყველასთან, ვისთანაც შეიძლება ინტერესები გადაიკვეთოს. ვფიქრობ, თუკი კოორდინაციისა და კომუნიკაციის თემებს სწორად დავალაგებთ, ჩვენ შევძლებთ კულტურული მემკვიდრეობის ინტერესების დაცვას. ბუნებრივია, ყველა სტრუქტურასა და სეგმენტს აქვს თავისი ინტერესი. ჩვენი მოვალეობაა დავიცვათ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ინტერესი და ჩვენ ამას გავაკეთებთ. კონკრეტული შემთხვევები სანამ არ იქნება, ზოგადად მიჭირს ლაპარაკი, მაგრამ ჩვენ დავიცავთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ინტერესებს.


სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ამბობდა, რომ საჭიროა ბათუმში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ხელახალი შესწავლა, თუმცა არ იყო შესაბამისი ხარჯები. ამ მიმართულებით გეგმავთ რამეს?


ინვენტარიზაცია ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, რადგან თუკი არ დავთვალეთ რა საჭიროებები გვაქვს, იქნება ეს ტექნიკური თუ სხვა სახის, ისე გაგვიჭირდება მომავალში დავგეგმოთ ჩვენი საქმიანობა. მარტო სააგენტოს გაუჭირდება ამ საკითხის მოგვარება, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან გვექნება კომუნიკაცია ამ თემაზე და ასევე თვითმმართველობასთან. გაერთიანებული ძალებით უნდა შევძლოთ, რომ ახლო მომავალში ინვენტარიზაცია ჩავატაროთ, თუნდაც იმისთვის, რომ სასწრაფოდ გავარკვიოთ, რა გამოწვევები დგას ჩვენ წინაშე და ვიცოდეთ, როგორ გადავჭრათ პრობლემები, როგორ დავგეგმოთ შემდეგი წლის ბიუჯეტი, რა მიდგომები იქნება სწორი, სად რა უნდა შევცვალოთ…

 

 ამჟამად რამდენია სააგენტოს ბიუჯეტი?


სააგენტოს ბიუჯეტი ახლა არის დაახლოებით 1 მილიონ 800 ათასი ლარი. ეს არ არის ცოტა, მაგრამ მთავარია, როგორ გამოიყენებ ამ ფულს. მე შევეცდები, რაც შეიძლება ეფექტურად გამოვიყენო ის რესურსი, რაც აქვს სააგენტოს.


რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, რა შეიცვლება ამ კუთხით?


ახალი დირექტორის დანიშვნის გამო მოადგილეები ავტომატურად გათავისუფლდნენ და ხელახლა დაინიშნება ამ ადგილებზე კადრები. დანარჩენ თანამშრომლებს რაც შეეხება, ბევრ მათგანს მე უკვე ვიცნობდი, ზოგიერთი ახლა გავიცანი და რა თქმა უნდა, ყველა, ვინც თავის საქმეს კარგად აკეთებს და კომპეტენტურია, გაარძელებს მუშაობას. არანაირი მიზანი არ არსებობს, ვინმე ჩამოვაშოროთ სააგენტოს საქმიანობას. დანარჩენი მუშაობის პროცესში გამოჩნდება. პიროვნული ფაქტორები არასოდეს არ არის მთავარი, მთავარია ის ამოცანები, რაც დგას ჩვენ წინაშე. ვსწავლობ რა დეფიციტი შეიძლება არსებობდეს სააგენტოში, კომპეტენციის თვალსაზრისით, ხომ არ გვჭირდება დამატებით კიდევ სხვა კვალიფიკაციის ადამიანები, რომ მეტად ეფექტური იყოს ჩვენი საქმიანობა. აქედან გამომდინარე გადავდგამთ ყველა ნაბიჯს. სააგენტოს და ძეგლის ინტერესიდან გამომდინარე იქნება ყველა საკადრო საკითხი გადაწყვეტილი.


არსებული თანამშრომლებიდან აპირებთ მოადგილის დანიშვნას, თუ ახალ კადრზე ფიქრობთ?


მე ახლა საკვალიფიკაციო მოთხოვნებზე უფრო ვფიქრობ, რა მჭირდება მოადგილისგან, ვიდრე კონკრეტულ პიროვნებებზე.


 ბათუმში ახლა „რვაფეხას“ საკითხი არის მიმდინარე თემა. ამაზე რა გეგმები გაქვთ?


„რვაფეხას“ საკითხში ჩართული ვიყავი პიროვნულად, ამ საკითხში სააგენტო არ არის ჩართული, რადგან `რვაფეხას~ ძეგლის სტატუსი არ აქვს. ვიცი, რომ აჭარის მთავრობა აპირებს მოიწვიოს პროფესიონალი არქიტექტორ-რესტავრატორების ჯგუფი. ჩამოვლენ, შეისწავლიან, გვეტყვიან და შემდეგი ნაბიჯები გადაიდგმება, მაგრამ სააგენტო ამ პროცესში არ მონაწილეობს. 



ბათუმის საკათედრო ტაძარში დაზიანებულია ფრესკების ნაწილი. აპირებთ ამ საკითხზე მიმართოთ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს?


დღეს ვიწყებ საველე სამუშაოებს, ადგილზე დავათვალიერებ და ამის შემდეგ გადავდგამ კონკრეტულ ნაბიჯებს. შემდეგი კვირის ბოლოს კი გვექნება გეგმა, ყველა გადაუდებელი ამოცანა, რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ.


„რვაფეხას“ მსგავსად, არის შენობები, რომელთაც არა აქვთ სტატუსი, მაგრამ აქვთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ნიშან-თვისება. იქნება თუ არა სააგენტოს პოლიტიკა ის, რომ სტატუსის არქმონე, მაგრამ ძეგლის თვისებების მქონე შენობებისათვის სტატუსის მინიჭებაზე იზრუნოს?

 

სააგენტოში უკვე არსებობს ნუსხა, რომელიც უნდა განვიხილოთ, ძეგლის სტატუსის მინიჭებაზე ვიმსჯელოთ და შემდეგ მივმართოთ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს. კიდევ ერთხელ გადავხედავ ამ ნუსხას, აუცილებლად შევხვდები ამასთან დაკავშირებით საზოგადოებრივ ჯგუფებს და მოვიკვლევ, დამატებით ხომ არ არის რაიმე წინადადება, ანუ ეტაპობრივად დავუბრუნდებით ამ თემას.


აპირებთ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრას?


დიახ, შევხვდები არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს და ეს არ იქნება ფორმალური შეხვედრები. ყოველთვის იყო ასეთი სტერეოტიპი და შაბლონი, რომ სააგენტო ანგრევს და არასამთავრობოები იცავენ. ორი დღის განმავლობაში გავიარე ძალიან ბევრი თემა სააგენტოს თანამშორმლებთან ერთად და სააგენტოს აქვს ძალიან ბევრი კარგი საქმე გაკეთებული, მაგრამ ერთი კონკრეტული ობიექტის გამო შეიძლება ის ათი გაკეთებული საქმე აღარ გამოჩენილიყო – ყველა ლაპარაკობდა ერთ ქეისზე, რომლითაც საზოგადოების რაღაც ნაწილი დარჩა უკმაყოფილო.

 

რა კარგი საქმე აქვს მაგალითად გაკეთებული?


ძალიან ბევრი რეაბილიტირებული ობიექტია. შემდეგ შეხვედრაზე ბოლო წლებში რეაბილიტირებული ობიექტების ნუსხას ვნახავთ სლაიდებზე, რამდენი კარგი და მნიშვნელოვანი ობიექტის რეაბილიტაცია მოხდა და რამდენიმე მნიშვნელოვანი ობიექტის რეაბილიტაცია იგეგმება მომავალში. მინდა, არასამთავრობო ორგანიზაციებიც ჩაერთონ ამ თემებში და ასე უფრო ადვილად დავძლევთ იმ პრობლემებს.


 დიდხანს იფიქრეთ, სანამ დათანხმდებოდით სააგენტოს ხელმძღვანელობას?


როდესაც მკითხეს ამაზე, ადვილი არ იყო უცებ პასუხის გაცემა, რადგან პასუხისმგებლობა არის ძალიან დიდი, მაგრამ როდესაც კარგად დავფიქრდი, კრიტიკა ძალიან ადვილია ხშირ შემთხვევაში, პასუხისმგებლობა რთულია, მაგრამ როცა წლების განმავლობაში რაღაც პრეტენზიები გაქვს და ამ დროს გეუბნებიან, მიდი და შენ გააკეთე საქმე, უპასუხისმგებლობაა გაექცე ამ პასუხისმგებლობას. ამიტომ ვთქვი: „კარგი, მე შევეცდები“.

უფასო გამოკვლევები ბავშვებისათვის ბათუმის პირველ პოლიკლინიკაში

 

კონსულტაციაზე მიიღებიან მოზარდები შემდეგი დაავადებებით: მწვავე ოსტეომიელიტი, ძვლის კისტა, ძვლის კეთილთვისებიანი სიმსივნეები, თავის ტვინის კისტა (საღი გონებით), კიდურების ანომალია, ჰემანგიომა, ჰირშპრუნგის დაავადება, ორგანოების ატრეზიები- ოპერაციული ჩარევის შემდგომი გართულებები (სტომები), ჰიპოსპადია, ეპისპადია, დამწვრობები და მასთან დაკავშირებული გართულებები, სასის ღია ნაპრალი.


აქცია, საქველმოქმედო ორგანიზაცია „ჯანმრთელი ბავშვებისს და ბავშვთა საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია „FRIEDENSDORF INTERNATIONAL“-ის (გერმანია) ინიციატივით იმართება, რომლის მიზანია სხვადასხვა დაავადების მქონე ბავშვების მოძიება, აღრიცხვა და გერმანიაში უფასო მკურნალობისათვის გაგზავნა.



100 წელი გენოციდის შემდეგ – მედიაფორუმი ერევანში

 

მედიაფორუმს ესწრებიან ჟურნალისტები მსოფლიოს 35 ქვეყნიდან. ორგანიზატორების განცხადებით ასეთი ღონისძიების გამართვა ხელს შეუწყობს სხვადასხვა ქვეყნისა თუ მასმედიის წარმომადგენელთა ახლო კონტაქტს, აზრთა გაცვლას და რაც მთავარია სომხეთის, სომეხი მოსახლეობის გაცნობას. მედიაფორუმი სომხეთის მთავრობის მიღებათა სახლის შენობაში იმართება.

 

მედიაფორუმში მონაწილეობენ მედიაკონგრეს „ჟურნალისტთა თანამეგობრობის“ პრეზიდენტი აშოტ ჯაზოიანი, სომხეთის პრეზიდენტის აპარატთან არსებული მასმედიისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრის დირექტორი არა საგატელიანი, სომხეთის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელი (მედია ფორუმის მთავარი კოორდინატორი] ვიგენ სარგსიანი, ასევე სხვა ოფიციალური პირები, სომხურ დიასპორათა წარმომადგენლები. დღის ბოლოს დაგეგმილია შეხვედრა სომხეთის პრეზიდენტთან, სერჟ სარგსიანთან.
მედიაფორუმის მთავარი თემა სომეხთა გენოციდის 100 წლისთავია. 


როგორც ცნობილია, სომეხი ისტორიკოსები და პოლიტიკოსები 1915–1918 წლებში განვითარებულ მოვლენებს ოსმალეთის იმპერიის მიერ ეთნიკური ნიშნით სომხების მასობრივ მკვლელობას გენოციდად მიიჩნევენ. მათი მტკიცებით, ოსმალთა იმპერიამ დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე 1,5 მილიონამდე სომეხი დახოცა.

სომხების გენოციდი აღიარებულია და გასამართლებულია ბევრი ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ. პირველმა, ოფიციალურად, ურუგვაიმ აღიარა და გაასამართლა სომხების გენოციდი [1965წ.]. 1984 წელს ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალმა, 1987 წელს – ევროკავშირმა, ევროპარლამენტმა, გაერომ დისკრიმინაციის შეწყვეტისა და ეთნიკური უმცირესობების დასაცავად, მსოფლიო ეკლესიათა კავშირმა და ა. შ. სომეხთა გენოციდი ოფიციალურად აღიარა მსოფლიოს 20-მდე ქვეყანამ.

სომეხი ხალხის გენოციდის მსხვერპლთა ხსენების დღედ 24 აპრილია დაწესებული. ამ პერიოდისთვის წელს ერევანში უამრავ სტუმარს ელოდებიან, მათ შორის იმ ქვეყნების პირველ პირებს, რომლებმაც აღიარეს გენოციდი. „საფრანგეთის პრეზიდენტი აუცილებლად ჩამოვა აპრილში. ჩვენც ტრადიციული მსვლელობებითა და ანთებული სანთლებით კიდევ ერთხელ პატივს მივაგებთ გენოციდის მსხვერპლთ. ტრადიციად აქციაზე თურქეთის დროშის დაწვაც იქცა, წელსაც ასე მოხდება, ალბათ. ჩვენ გვინდა მთელი მსოფლიოს ყურადღება მივიპყროთ, რათა ისეთი საშინელება, როგორიც 100 წლის წინ მოხდა, არსად არ განმეორდეს“ – ამბობენ ერევანში. 


ქურდობის ფაქტი ქობულეთში

 

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ქობულეთში 16 მარტს ძარცვა-ყაღაჩობის რამდენიმე შემთხვევა მოხდა, შს სამინისტროს პრესსამსახურში ამბობენ, რომ ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება. 

4765 მომატებული შტატი აჭარის საბიუჯეტო დაწესებულებებში

 

ფოტო: transparency.ge
ფოტო: transparency.ge

„ადრე ბიუჯეტში არ ჩანდა იმ დასაქმებულთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასს იღებდნენ ე.წ. სუბსიდიით. კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა ფინანსები ბიუჯეტში ასე დეტალურად ყოფილიყო ჩაშლილი. 2013 წლიდან სხვა მიდგომაა; ბიუჯეტის ფორმატი შეიცვალა და აქედან გამომდინარე აუცილებელი გახდა დასაქმებულთა რაოდენობის მითითება. თუ ხელფასი გაიცემა ბიუჯეტიდან, ეს უნდა ჩანდეს“, – ამბობს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე რამაზ ბოლქვაძე.

 

ასეთი დეტალური ჩაშლით, აჭარის 2015 წლის ბიუჯეტში, მომუშავეთა რიცხოვნობა (რომლებიც ხელფასს ამ ბიუჯეტებიდან იღებენ) 841-დან 3586-მდე, ანუ 2745-ით გაიზარდა. 

 

2013 წელთან შედარებით მომუშავეთა რაოდენობა, სხვა საბიუჯეტო უწყებებთან შედარებით, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში. აქ დასაქმებულთა რაოდენობა 2280 ადამიანით გაიზარდა, რომელთა უმეტესობის ხელფასები ბიუჯეტიდან სუბსიდიით ფინანსდებოდა. მაგალითისთვის, სახელოვნებო განათლების ხელშეწყობა – დასაქმებულია 855 ადამიანი; კულტურის განვითარება, ხელშეწყობა და პოპულარიზაცია – 962 ადამიანი. 

 

მომუშავეთა რიცხოვნობის ზრდასთან ერთად, 2013 წელთან შედარებით, აჭარის რესპუბლიკურ ბიუჯეტში შემცირდა სუბსიდიები 22,3 მილიონი ლარით; თუმცა, შრომის ანაზღაურებისა და საქონლისა და მომსახურებისთვის საჭირო თანხა გაიზარდა, შესაბამისად _ 18,9 მილიონი და 6,3 მილიონი ლარით.

 

ანალოგიური „ჩაშლა“, ბათუმის ბიუჯეტში მიმდინარე წელს განხორციელდა და მომუშავეთა რიცხოვნობამ 2543 შეადგინა. ქალაქის შარშანდელი ბიუჯეტის მიხედვით კი, დასაქმებული 527 ადამიანი იყო.

 

„შარშან შრომის ანაზღაურება ასე დეტალურად არ აისახებოდა ბიუჯეტში. მიმდინარე წლიდან კი, თითოეული ორგანიზაციის დაფინანსება ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით ხდება. შესაბამისად, შრომის ანაზღაურება ცალკეა ასახული – ამიტომ გაიზარდა საშტატო რიცხოვნობაც. თუ ადრე, ასე ვთქვათ, მხოლოდ მერიისა და საკრებულოს თანამშრომელთა რაოდენობა ჩანდა ბიუჯეტში, ამჯერად თითოეულ სამსახურში დასაქმებულთა რიცხოვნობაა გაწერილი“, – ამბობს ქალაქ ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი არჩილ ვანაძე.

 

მიუხედავად იმისა, რომ აჭარის მთავრობასა და მერიაში მომუშავეთა მაჩვენებლის გაზრდას მეტი გამჭვირვალობისთვის ბიუჯეტის ახალი პრინციპით შედგენას უკავშირებენ, ბიუჯეტებში შრომის ანაზღაურებისთვის გამოყოფილი თანხა გამჭვირვალე მაინც არ არის. 
საქმე იმაშია, რომ საბიუჯეტო უწყებებში იყვნენ დასაქმებულნი და დღესაც არიან შტატგარეშე თანამშრომლები, რომელთა ხელფასები ბიუჯეტში, შრომის ანაზღაურების გრაფაში არ არის ასახული. ავტონომიური და მუნიციპალური უწყებები შტატგარეშე თანამშრომლებისთვის ხელფასებს ბიუჯეტში `საქონელი და მომსახურებისთვის~ გაწერილი თანხიდან გასცემენ. 
ფაქტობრივად, გაუმჭვირვალეა შტატგარეშეთა რიცხვიც. თუ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული უწყებები კანონით შეზღუდულნი არიან რაოდენობრივად შტატგარეშეთა დასაქმების მხრივ, ეს შეზღუდვა არ აქვს ავტონომიურ რესპუბლიკას. რაც შეეხება მუნიციპალიტეტს, მას შესაბამისი კოდექსი არეგულირებს.

 

საქართველოს ბიუჯეტის შესახებ კანონით, საბიუჯეტო ორგანიზაციებში შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საშტატო რიცხოვნობის 2%-ს. იმ ორგანიზაციებში კი, სადაც საშტატო რიცხოვნობის 2% შეადგენს 5 ერთეულზე ნაკლებს, ხელშეკრულებით დაქირავებულთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5-ს.

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, რომ, მიუხედავად იმისა, ეს შეზღუდვა ავტონომიაზე არ ვრცელდება, ბიუჯეტის შედგენისას ამ პრინციპს ძირითადად მაინც ითვალისწინებენ.

 

აჭარის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციების ოფიციალურ მონაცემებს თუ დავეყრდნობით, შტატგარეშეთა რაოდენობა საგრძნობლად აღემატება იმავე ორგანიზაციებში შტატით დასაქმებულთა რაოდენობის 2 პროცენტს. მართალია, ამ ორგანიზაციებზე ეს შეზღუდვა არ ვრცელდება, მაგრამ შტატგარეშედ თანამშრომლების აყვანა ყოველგვარი კონკურსის გარეშე ხდება. მაგალითად, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გასულ წელს შტატით 94 ადამიანი იყო დასაქმებული, შტატგარშე კი – 20, ანუ შტატით მომუშავეთა 18,8 პროცენტი. ამასთან, შტატგარეშეებზე თითქმის 33 ათასი ლარით მეტი (ჯამში 133 884 ლარი და 45 თეთრი) ხელფასი იყო გაცემული, ვიდრე – სამინისტროს თანამდებობის პირებზე. 

 

რამაზ ბოლქვაძის თქმით, აჭარის ბიუჯეტიდან დაფინანსებულ უწყებებში ჯერ კიდევ გასამიჯნი და დასაზუსტებელია, თუ ვინ ითვლება შტატიან და ვინ შტატგარეშე თანამშრომლად. შესაბამისად, დაკონკრეტებას მოითხოვს სტატისტიკაც ამ კუთხით. 
ბათუმის მუნიციპალიტეტში, შარშანდელთან შედარებით, მომუშავეთა რიცხოვნობის გაზრდის პარალელურად ბიუჯეტში შემცირდა სუბსიდიები 19 მილიონი ლარით, თუმცა გაიზარდა შრომის ანაზღაურება 9,5 მილიონი, ხოლო საქონელი და მომსახურება – 8,1 მილიონი ლარით. 

 

ბათუმის მერიაში 426, ხოლო საკრებულოში 38 ადამიანია დასაქმებული. გარდა ამისა, ქალაქის ბიუჯეტის ახალი სისტემით გაწერის შემდეგ აღმოჩნდა, რომ სკოლამდელ განათლებას ემსახურება 1140 ადამიანი, ინფრასტრუქტურას, მშენებლობას, რეაბილიტაციასა და ექსპლუატაციას – 287, კულტურას, რელიგიას, ახალგაზრდობის ხელშეწყობასა და სპორტს – 586 ადამიანი, ეს შტატით, ანუ რომელთა ხელფასებიც პირდაპირაა გაწერილი ბიუჯეტში.

 

მერიის ინფორმაციით ქალაქის ბიუჯეტიდან და მერიის მიერ დაფუძნებული სხვადასხვა შპს-დან მთლიანობაში დაახლოებით 4100 ადამიანი (მათ შორის შტატგარეშეც) იღებს ანაზღაურებას. ის კვოტა (შესაძლო დასაქმებულთა რაოდენობა), რასაც ბათუმისთვის ითვალისწინებს თვითმმართველობის კოდექსი, არჩილ ვანაძის თქმით, მერიას ფაქტობრივად სრულად აქვს ათვისებული.

 

ბათუმის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტში „მომუშავეთა რიცხოვნობის“ მაჩვენებელი 2013 წელთან შედარებით გაზრდილია 2020-ით, ქობულეთის ბიუჯეტში გაზრდილია – 7-ით, აჭარის დანარჩენი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში კი, ეს მაჩვენებელი პირიქით, შემცირებულია: ხელვაჩაურში – 65-ით, ქედაში – 98-ით, შუახევში – 91-ით, ხოლო ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში – 80-ით.

„სამართლებრივი კულტურის“ გაკვეთილი ბათუმის 25-ე სკოლაში

 

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა თამაზ აბაშიძე და სამოქალაქო განათლების პედაგოგმა თამარ ჯანელიძემ ბათუმის 25-ე საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებს „სამართლებრივი კულტურის“ გაკვეთილი ჩაუტარეს.


გაკვეთილები ინტერაქტიულია, მოიცავს თამაშებს. პროგრამა მოსწავლეებში სამართლისა და მართლმსაჯულების სფეროში მათი უფლებების და პასუხისმგებლობის შესახებ ცოდნის ამაღლებას ისახავს მიზნად. სწავლება მეცხრე კლასის მოსწავლეთათვის ტარდება შემდეგ თემებზე: სამართლებრივი კულტურის არსი და მნიშვნელობა; არასრულწლოვანი და კანონი; ძალადობა – ძალადობა ოჯახში, ბულინგი სკოლებში; მავნე ჩვევები და მათი სახიფათო შედეგებისგან თავდაცვა; ორგანიზებული დანაშაული (ტრეფიკინგი, ნარკოტიკებით და იარაღით უკანონო ვაჭრობა); სასამართლო სამართალწარმოება.


აღნიშნული პროექტი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. „სამართლებრივი კულტურის“ გაკვეთილები ტარდება თბილისის, ქუთაისის, რუსთავის და ახალციხის საჯარო სკოლებშიც.


2013-2014 სასწავლო წელს პროგრამა ადგილობრივი უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების და სკოლის პედაგოგების მიერ საქართველოს 32 საჯარო სკოლაში განხორციელდა. სწავლება ჩატარდა თბილისის მე-17, ახალქალაქის მე-5 , ფოთის მე-5 და თელავის მე-5 საჯარო სკოლებში.


თავდასხმაში მონაწილე პირებს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შესვლა აეკრძალებათ

 

 

„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრები საქართველოს ათ ქალაქში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ინიციატივითა და დაფინანსებით, 2011-2012 წლებში შეიქმნა. ცენტრები მოქალაქეებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, პოლიტიკურ პარტიებს, მედიას, ხელისუფლებას და სხვა დაინტერესებულ მხარეებს დემოკრატიული დიალოგის, საჯარო დისკუსიების და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების სხვადასხა ფორმატში განხილვისთვის თავისუფალ, ნეიტრალულ და სათანადოდ უზრუნველყოფილ სივრცეებს სთავაზობს. ამ დანიშნულებით ცენტრების გამოყენების უფლება ნებისმიერ პირს ეძლევა, მიუხედავად მისი რწმენის, მრწამსის,  პოლიტიკური, გენდერული თუ სხვა მიკუთვნებულობისა.

გახსნის დღიდან დღემდე ათ ცენტრში 12 ათასზე მეტი ღონისძიება ჩატარდა. მათში  მონაწილეობა 300 ათასამდე ადამიანმა მიიღო. დამატებით, ცენტრების კომპიუტერული რესურსითა და ბიბლიოთეკით 80 ათასზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა.

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრები დაარსების დღიდან დღემდე განსაკუთრებულ პატივს სცემს თითოეული მომხმარებლის უფლებას, თავისუფლად ისარგებლოს ცენტრის რესურსით, გამოხატოს საკუთარი აზრი და წამოიწყოს ან ჩაერთოს სხვადასხვა სახის საჯარო დისკუსიაში.    

2015 წლის 14 მარტს ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მომხდარი ინციდენტი, როდესაც ცენტრის ერთ–ერთ მომხმარებელს რამდენიმე სხვა მომხმარებელი პოლიტიკური შეხედულებების გამო თავს დაესხა და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების იდეას და მათით სარგებლობის დადგენილ წესებს. მსგავსმა შემთხვევებმა შესაძლოა საფრთხის ქვეშ დააყენოს ცენტრების, როგორც ნეიტრალური და ამავე დროს, უსაფრთხო, დემოკრატიული სივრცეების სტატუსი.

ბათუმის ინციდენტში მონაწილე პირებს (თავდამსხმელებს), რომლებმაც უხეშად დაარღვიეს ცენტრით სარგებლობის წესები, ხელი შეუშალეს ცენტრის გამართულ ფუნქციონირებას და შელახეს სხვა მომხმარებლების უფლებები, აეკრძალებათ ცენტრით სარგებლობა და ცენტრის ტერიტორიაზე შესვლა.“ 

გიორგი ერმაკოვი: სტადიონის პარალელურად სამწვრთნელო ბაზის მშენებლობაც დაიწყება

გიორგი ემრაკოვი და არჩილ ხაბაძე

„სპორტული ბაზის პროექტში კონსტრუქციული ცვლილებები შეგვაქვს. თვის ბოლომდე მოვრჩებით დაზუსტებას და სავარაუდოდ მომდევნო თვის დასაწყისში 14 აპრილამდე ტენდერს გამოვაცხადებთ“ – აღნიშნა ქალაქის მერმა.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის მერიამ ანგისის მოედანზე სპორტული ბაზის მშენებლობაზე 2014 წლის 28 ნოემბერს გამოცხადებული ტენდერი ერთი თვის შემდეგ გააუქმა.

გიორგი ერმაკოვი დეპუტატებზე თავდასხმაში მონაწილე პირების შესახებ

„ვეთანხმები იმას, რომ ყველა ადამიანმა თავის ქმედებაზე უნდა აგოს პასუხი. მუშაობს ის თუ არ მუშაობს, მაგას მნიშვნელობა არ აქვს. ჩემი როგორც მოქალაქის პოზიციაა, რომ ყოველგვარი სახის ძალადობა, იქნება ფიზიკური თუ  ფსიქოლოგიური, დაუშვებელია.

თუკი რომელიმე მოქალაქე, დაწყებული მერიის თანამშრომლიდან, რიგითი მოქალაქით დამთავრებული, არღვევს კანონს, ამისათვის არსებობს შესაბამისი ნორმა. თუკი გადაცდომა ჩადენილია, მასზე გავრცელდება კანონი.

რაც შეეხება „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ თანამშრომლების გათავისუფლებას,   ბათუმის მერი თავისი დელეგირების ფარგლებში ნიშნავს და სამსახურიდან ათავისუფლებს 12- ი თანამდებობის პირს მერიის ადმინისტრაციაში და თანამდებობიდან ათავისუფლებს შპს-ებისა და აიპ-ების ხელმძღვანელებს. დანარჩენი კადრების დანიშვნა-გათავისუფლებაში ქალაქის მერი არ ერევა“- აცხადებს, გიორგი ერმაკოვი.

გიორგი ერმაკოვი

მურმან დუმბაძემ ცეცხლსასროლი იარაღი იყიდა

 

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მურმან დუმბაძემ ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის გადაწვეტილების შესახებ გუშინ, 16 მარტს, საკუთარ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი განცხადებით,  ხელისუფლებისგან მართული ცალკეული ჯგუფები, რომლებმაც უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს შეურაცხყოფა მიაყენეს, მის ოჯახზეც გეგმავენ თავდასხმას. მურმან დუმბაძე აცხადებს, რომ მსგავსი ფაქტის შემთხვევაში ის საკუთარი ოჯახის ღირსებასა და კერძო საკუთრებას იარაღით დაიცავს.  

„კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ ყველა მოძალადეს, ქუჩაში მოხეტიალე ახალგაზრდა ბავშვებს, ქალაქის მერიის თანამშრომლებს, ძალადობას თავი დაანებონ“ – აღნიშნა მურმან დუმბაძემ „აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან.“

 

მურმან დუმბაძის განცხადებით, როცა ხელისუფლება  მოქალაქეს არ იცავს, ის ვალდებულია თავად დაიცვას თავი.


მურმან დუმბაძე იარაღის მაღაზიაში
მურმან დუმბაძე იარაღის მაღაზიაში

 

აგროსერვისცენტრი ონლაინკონსულტაციებს იწყებს

 

დაინტერესებულ პირებს ხეხილის ბაღის გაშენების, ნერგების სხვლისა და ფორმირების თანამედროვე მეთოდების შესახებ სოფლის მეურნეობის დოქტორი ზვიად ბობოქაშვილი ესაუბრება. ონლაინკონსულტაციის მოსმენა შესაძლებელია აგროსერვისცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე: agrosc.ge

 

აგროსერვისცენტრი ონლაინკონსულტაციებს სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე პერმანენტულად გამართავს.

 

 

სტადიონი ანბანის კოშკის შემდეგ – ვინ არის გამარჯვებული ესპანური კომპანია

 

აღნიშნული პროექტები   საქართველოში დაკავშირებულია  ასევე  ესპანურ კომპანია – „cmd domingo y lazaro ingeneros,sl“ – სახელთან, რომელიც საქართველოში 2010 წლიდან შემოვიდა.

 

 

 

კომპანიის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია

 

 

 

სოფელ სარფის მოსახლეობა სოფლის გზების მოწესრიგებას ითხოვს

 

 საკრებულოს თავმჯდომარემ მოსახლეობას საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 მარტის განკარგულება გააცნო, რომლის მიხედვით მიმდინარე წელს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული ღონისძიებების ჩატარება იგეგმება.

 

ადგილობრივებმა შეხვედრაზე გამოთქვეს სხვადასხვა წინადადებები, საბოლოდ კი პრიორიტეტად შიდა სასოფლო გზების მოწესრიგება დასახელდა. შეხვედრას ადგილობრივი მოსახლეობა, საკრებულოს წევრი როსტომ ფაღავა და გამგებლის წარმომადგენელი სოფელ სარფში თემურ კაკაბაძე ესწრებოდნენ.

 

„სოფლის მხადრაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობათან შეხვედრები 20 მარტს დასრულდება.

 

 

სოფელი სარფი. ფოტო: მანანა ქველიაშვილი

სტადიონის პროექტში ესპანურმა კომპანიამ გაიმარჯვა

 

 17 მარტს, ბათუმის ყინულის სასახლეში სტადიონის პროექტში გამარჯვებული გამოვლინდა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, გამარჯვებულად ესპანური კომპანია IBERPROEX ENGINEERING AND PROJECT MANAGEMENT დაასახელა.  კონკურსში სულ 11 კომპანია მონაწილეობდა. 

 

სტადიონის ტერიტორიაზე სპორტული ტერიტორია, ფრენბურთის მოედანი, სარეკრეაციო ზონა, რესტორნები, მაღაზიები, სავაჭრო ობიექტები და საინფორმაციო პუნქტები მოეწყობა. სტადიონზე ასევე VIP და მედიის სამუშაო ადგილები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები განთავსდება.

 

 

გამარჯვებული პროექტი

დემოკრატიის ინსტიტუტი: უმაღლესი საბჭო კონსტიტუციას არაფრად აგდებს

 

გენო გელაძე
გენო გელაძე

 

 

როგორც ცნობილია, 2015 წლის 13 მარტს, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევის მიზნით, სამჯერ ჩატარებული ფარული კენჭისყრის შემდეგ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის დარღვევის მოტივით კენჭისყრის შედეგები არ სცნო და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტი არ დააყენა კენჭისყრაზე დასამტკიცებლად, რის შემდეგაც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვის მოტივით სხდომა დახურულად გამოაცხადა და დატოვა სხდომათა დარბაზი.

 

თავმჯდომარის მიერ სხდომათა დარბაზის დატოვების შემდეგ, დარბაზში დარჩენლი დეპუტატებიდან ასაკით უხუცესმა წევრმა გააგრძელა სხდომა, კენჭისყრაზე დააყენა თავმჯდომარის მოადგილის დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტი და თავმჯდომარის მოადგილედ, უმაღლესი საბჭოს 8 წევრის ხმით, არჩეულად გამოცხადდა ჯემალ ფუტკარაძე.

 

„ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-12 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად ,,საქართველოს ნორმატიულ აქტებს აქვს უპირატესი იურიდიული ძალა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების მიმართ’’.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ძირითადი კანონი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციას“

 

აჭარის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი წარმოდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიულ (სამართლებრივ) აქტს და გამომდინარე აქედან ის უნდა შეესაბამებოდეს უფრო მაღალი იურიდიული ძალის მქონე აქტებს, კერძოდ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ საქართველოს კონსტიტუციურ კანონს და საქართველოს ორგანული კანონით დამტკიცებულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციას.

უნდა აღინიშნოს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოქმედი კონსტიტუცია, რომელიც მიღებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ 2008 წლის 20 თებერვალს და დამტკიცდა საქართველოს ორგანული კანონით 2008 წლის 15 ივლისს, ამოქმედდა 2008 წლის 04 აგვისტოდან. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის 47-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის ძალაში შესვლის შემდეგ მოქმედებს მხოლოდ ის სამართლებრივი აქტი, რომელიც არ ეწინააღმდეგება ამ კონსტიტუციას. 

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მე-15-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად: ’’აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო თავისი უფლებამოსილების ვადით, რეგლამენტით დადგენილი წესით, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს და თავმჯდომარის მოადგილეს’’.ანუ, კონსტიტუციის აღნიშნული ნორმა იმპერატიულად ადგენს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის და თავმჯდომარის მოადგილის არჩევის 4 უმთავრეს პირობას: 

 

1) თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე უნდა აირჩეს უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ვადით;
2) თავმჯდომარის და თავმჯდომარის მოადგილის არჩევნების წესი დადგენილი უნდა იყოს უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით;
3) თავმჯდომარის და თავმჯდომარის მოადგილის არჩვენები უნდა ჩატარდეს ფარული კენჭისყრით;
4) თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე უნდა აირჩეს უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით. 
გამომდინარე აღნიშნულიდან, ყველა სხვა წესი, პირობა, რაც განსაზღვრული არ არის კონსტიტუციით, განისაზღვრება უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით ანუ სხვა ყველაფერი გარდა ზემოდ ნახსენები ოთხი პირობისა.

 

რა წესს ადგენს აჭარის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი:
თავმჯდომარის არჩევის შემთხვევაში, რეგლამენტი იმეორებს კონსტიტუციით დადგენილ პირობებს (ვადა, ფარულობა, რაოდენობა) და დამატებით ადგენს ქვორუმის არსებობის პირობას (46-ე მუხლის მე-6 პუნქტი). ასევე ადგენს პროცედურებს ორი და ორზე მეტი კანდიდატის არსებობის, ხმების გაყოფის და სხვა გარემოებების გათვალისწინებით. თუმცა ყველა შემთხვევაში თავმჯდომარის ასარჩევად აუცილებელია: 1) ქვორუმის არსებობა (სიითი შემდგენლობის ორი მესამედი, რაც მოცემულ შემთხვევაში არის 14 დეპუტატი) და 2) კანდიდატს მხარი უნდა დაუჭიროს მინიმუმ სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა (რაც მოცემულ შემთხვევაში არის 11 დეპუტატი). 

 

რაც შეეხება თავმჯდომარის მოადგილის არჩევას – რეგლამენტის 53-ე მუხლი, წინააღმდეგობაში მოდის არა მარტო აჭარის კონსტიტუციასთან, არამედ თავად რეგლამენტის სხვა მუხლებთან. კერძოდ: 53-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ თავმჯდომარის მოადგილის არჩევა უნდა მოხდეს რეგლამენტის 47-ე მუხლით დადგენილი წესით, ხოლო ამავე მუხლის მე-6 პუნქტით, ასევე განმეორებით უთითებს, რომ მოადგილის არჩევა უნდა მოხდეს უშუალოდ თავმჯდომარის არჩევისათვის დადგენილი წესით და პირობებით, თუმცა იმავე რეგლამენტის 53-ე მუხლის, მე-4 პუნქტი ითვალისწინებს კონსტიტუციის მე-15 მუხლის, ასევე რეგლამენტის 46-ე და 47-ე მუხლებისაგან (რეგლამეტის 53-ე მუხლის პირველი და მე-6 პუნქტი აკეთებს ე.წ. „გადამისამართებას“ 46-ე და 47-ე მუხლებზე) განსხვავებულ პირობებს, კერძოდ: რეგლამენტი კონსტიტუციისგან განსხვავებით დამატებით ადგენს, რომ თუ წარდგენილმა კანდიდატმა ხმების საჭირო რაოდენობა (11 ხმა) ვერ მიიღო, მისი წარდგენის უფლების მქონე სუბიექტებს (საბჭოს თავმჯდომარე, ფრაქცია, საბჭოს სამი წევრი) უფლება აქვთ წარადგინონ ახალი კანდიდატი. თუ ვერც მან მიიღო ხმათა საჭირო რაოდენობა (11 ხმა), ორივე კანდიდატს ერთად ეყრება კენჭი და არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს ხმების მეტ რაოდენობას, მაგრამ უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს (7 ხმა). თუ ორივე კანდიდატმა ხმათა თანაბარი რაოდენობა მიიღო, არჩეულად ჩაითვლება პირველად წარდგენილი კანდიდატი. ანუ ამ პუნქტმა კონსტიტუციისაგან განსხვავებით შეცვალა თავმჯდომარის მოადგილის არჩევისათვის დადგენილი ორი უმთავრესი პირობა: 1) კონსტიტუციით დადგენილი სიითი შემადგენლობის პირობა შეცვალა სრული შემადგენლობით (რაც დღევანდელ მდგომარეობაში მათემატიკურად ერთი და იგივე რაოდენობა გამოდის, თუმცა სამართლებრივად სხვა მოცემულობაა) და 2) თავმჯდომარის მოადგილის არჩევისათვის კონსტიტუციით დადგენილი ხმათა რაოდენობა ,,ნახევარზე მეტი“ შეცვალა ,,ერთი მესამედით“ და უფრო მეტიც, დაემატა კიდევ ერთო პირობა – ,,თუ ორივე კანდიდატმა ხმათა თანაბარი რაოდენობა მიიღო, არჩეულად ჩაითვლება პირველად წარდგენილი კანდიდატი”. 

 

ფაქტია, რომ რეგლამეტის ეს ნორმა (53-ე მუხლის მე-4 პუნქტი) ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტს, ასევე რეგლამენტის 53-ე მუხლის პირველ და მე-6 პუნქტებს და ამავე პუნქტებიდან გამომდინარე რეგლამენტის 46-ე და 47-ე მუხლებს. არანაირი სამართლებრივი წინააღმდეგობა არ იქნებოდა კონსტიტუციასთან თუკი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში არ იარსებებდა ფორმულირება – „უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევრაზე მეტი.“ მსგავსად საქართველოს კონსტიტუციისა, სადაც არ არის დაკონკრეტებული საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის და თავმჯდომარის მოადგილეების არჩევისათვის სავალდებულო ხმათა რაოდენობა.

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო თავისი ინიციატივით ვერ შეცვლის იმ პირობებს, რომელიც საქართველოს პარლამენტმა ორგანული კანონით დამტკიცებული კონსტიტუციით უკვე დაადგინა. რადგანაც სადავო იყო რეგლამენტის კონსტიტუციასთან შესაბამისობა, უმაღლეს საბჭოს უნდა გადაედო აღნიშნული საკითხის განხილვა ნორმათა შესაბამისობის დადგენამდე, ან თავმჯდომარის მოადგილის არჩევისას ეხელმძღვანელა კონსტიტუციით, როგორც უმაღლესი საბჭოს რეგლამენტზე მაღალი იურიდიული ძალის მქონე აქტით.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჩაითვლება არჩეულად თუ:

 

1) თავმჯდომარის მოადგილის არჩევას მხარს დაუჭერს საბჭოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ნახევარზე მეტი (11 დეპუტატი)
2) თავმჯდომარის მოადგილის არჩევისათვის ქვორუმი იქნება სიითი შემდგენლობის ორი მესამედი, რაც მოცემულ შემთხვევაში არის 14 დეპუტატი (როგორც საჯაროდ ცნობილი გახდა 2015 წლის 13 მარტის სხდომაზე რეგისტრაცია გაიარა 13-მა დეპუტატმა).

 

გარდა აღნიშნულისა, ამავე სხდომაზე დაფიქსირდა კიდევ ერთი განსაკუთრებული შემთხვევა: უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ არ სცნო უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის არჩევნების კენჭისყრის შედეგები და არ დააყენა კენჭისყრაზე თავმჯდომარის მოადგილის დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტი. 

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ქვორუმის არ არსებობის (რეგლამეტის 53-ე მუხლის მე-6 პუნქტის და 46-ე მუხლის მე-6 პუნქტი) გამო საერთოდ არ უნდა დაეყენებინა კენჭისყრაზე მოადგილის არჩევნების საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ ქვორუმის არარსებობის პირობებში, თავმჯდომარის მოადგილეობის ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოაგროვა დადგენილი ხმების საჭირო რაოდენობა (11 ხმა), თავმჯდომარის მოადგილის არჩევნების საკითხი, მოადგილის არჩევის გარეშე, უნდა ჩათვლილიყო დასრულებულად და საბჭოს თავმჯდომარე უნდა გადასულიყო დღის წესრიგით გათვალისწინებულ შემდეგ საკითხზე. ამავე საკითხზე საბჭოს სხდომა აღარ უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა კენჭისყრა გაგრძელდა კონსტიტუციასთან შეუსაბამო, სადავო პროცედურებით. საბჭოს თავმჯდომარემ კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ აღარ გააგრძელა პროცედურა კენჭისყრის შედეგების შესაბამისად საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტის დამტკიცების მიზნით, რაც არასწორია, რადგანაც  „დადგენილება“ წარმოადგენს უმაღლესი საბჭოს მიერ გამოვლენილი ნების წერილობით ფორმაში ასახულ გადაწყვეტილებას და ამ ეტაპზე უკვე აზრს მოკლებულია უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ქმედება. ვფიქრობთ, დადგენილების მიღება უკვე ტექნიკური ხასიათის პროცედურაა და სხდომის თავმჯდომარეს კენჭისყრაზე უნდა დაეყენებენა დადგენილების პროექტი, მით უფრო, რომ ამ დადგენილების მიღება – არ მიღებით სამართლებრივი შედეგი მაინც არ იცვლებოდა (კენჭისყრა და დადგენილება კონსტიტუციის დარღვევით იქნებოდა მიღებული). შესაბამის უფლებამოსილ მხარეს შეეძლო გაესაჩივრებინა ეს დადგენილება სასამართლოში მისი მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების მოთხოვნით.

 

გარდა ამისა, 2015 წლის 13 მარტს უმაღლეს საბჭოში დაფიქსირდა კიდევ ერთი არაორდინალური შემთხვევა. მას შემდეგ, რაც საბჭოს თავმჯდომარემ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის ამოწურვის მოტივით დახურა სხდომა და დატოვა სხდომათა დარბაზი, სხდომათა დარბაზში დარჩენილმა დეპუტატებმა გააგრძელეს სხდომა, რომელსაც გაუძღვა არა საბჭოს თავმჯდომარე, ან მოადგილე, არამედ სხდომათა დარბაზში მყოფი საბჭოს უხუცესი წევრი, რომელმაც კენჭისყრაზე დააყენა თავმჯდომარის მოადგილის დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტი, რომლის მიღების შემდეგ, საბჭოს თავმჯდომარის ადგილი დაიკავა სხდომაზე მყოფი საბჭოს წევრების აზრით არჩეულმა თავმჯდომარის მოადგილემ (როგორც სხდომის თავმჯდომარემ).

 

უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 52-ე მუხლი არეგულირებს შემთხვევას, როდესაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს არ შეუძლია უფლებამოსილების განხორციელება, ან გადადგება თანამდებობიდან. ასეთ შემთხვევაში, თუ თავმჯდომარის მოადგილის მიერაც შეუძლებელია თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება, უმაღლესი საბჭო დადგენილებით ერთ-ერთ კომისიის თავმჯდომარეს ავალებს საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას, ხოლო მანამდე სხდომას უძღვება საბჭოს უხუცესი წევრი (რეგლამენტის მიხედვით უხუცესი წევრი უნდა იყოს, ის პირი, ვინც უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში ასაკით უფროსია და არა ის, ვინ სხდომას ესწრება. როგორც ცნობილია, ამ მოწვევის უმაღლეს საბჭოში უხუცესი წევრია ბატონი ირაკლი ჯაში). ფაქტია, რომ საბჭოს თავმჯდომარე იმყოფებოდა საბჭოს შენობაში და შეეძლო სხდომის თავმჯდომარეობა, ამასთან მან სხდომა გამოაცხადა დახურულად, შესაბამისაც, მის ნაცვლად საბჭოს სხდომაზე მყოფი უხუცესი წევრის მიერ სხდომის გაგრძელება არასწორია. სხვა შემთხვევაში საბჭოს უხუცესი წევრი უძღვება სხდომას ახლადარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომაზე, თავმჯდომარის არჩევამდე, თუმცა 2015 წლის 13 მარტს არც ეს გარემოება არ არსებობდა.

 

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2015 წლის 13 მარტის სხდომაზე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე არჩეულად არ უნდა ჩაითვალოს, ხოლო კენჭისყრის შედეგები და მის საფუძველზე მიღებული დადგენილება უნდა გაუქმდეს.

 

 

 

 

Exit mobile version