პროსტატის კიბო საწყის სტადიაში განკურნებადია

 

ონკოლოგი თემურ გოგიტიძე ამბობს, რომ პროსტატის კიბოთი, ძირითადად, 50-დან 70 წლამდე ასაკის მამაკაცები ავადდებიან, თუმცა ყველაზე “სარისკო” 50-დან 60 წლამდე ასაკია. “ამ ასაკში განვითარებული პროსტატის კიბო ბევრად უფრო აგრესიულია, ვიდრე გვიან ასაკში, რადგან კიბოს უჯრედებს მამაკაცური ჰორმონები – ტესტესტერონები კვებავს, ხანდაზმულებში კი, ტესტესტერონების დონე სულ უფრო და უფრო იკლებს და უკვე ბიოლოგიური მკურნალობა მიმდინარეობს. შესაბამისად, ბევრი სიმსივნე ამ ჰორმონალური ბუნების გამო ვეღარ ვითარდება, მაგრამ 50-60 წლის ადამიანს ბევრი ტესტესტერონი აქვს და ამიტომ ამ ასაკში მისი აღმოჩენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია”,- ამბობს ექიმი.


თემურ გოგიტიძის თქმით, ამ რისკჯგუფში არიან ის პაციენტები, რომელთაც გადატანილი აქვთ პროსტატის დაავადებები (ანთება, ჩაუტარებიათ ოპერაცია პროსტატატაზე
და ა.შ.). პროსტატის კიბოს შემთხვევაში მნიშვნელოვანია გენეტიკური ფაქტორიც და იმ ადამიანებმა, რომელთა ოჯახის წევრებსაც (მამას, ბაბუას, ძმას) ჰქონიათ ასეთი დიაგნოზი, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ დაავადების დროულ დიაგნოსტირებას.

პროსტატის კიბო საწყის სტადიაში 100%-ით განკურნებადია. პროსტატის კიბოს აღმოჩენა პირველი ნიშნების გაჩენამდეა შესაძლებელი, რისთვისაც ეროვნული სკრინინგცენტრი უკვე ოთხი წელია პროსტატის კიბოზე, PSA ტესტის მეთოდით, უფასო გამოკვლევის პროგრამას ახორციელებს. პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ 50-დან 70 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეებს. ტესტის მიზანია სისხლში პროსტატის სპეციფიკური ანტიგენების (PSA) დონის დადგენა. თემურ გოგიტიძის თქმით, PშA-ს დონის მკვეთრი მომატება პროსტატის კიბოს არსებობის მაღალ რისკზე მიუთითებს, თუმცა ეს ტესტი შესაძლოა იყოს “ცრუ დადებითი” და ანტიგენების მაღალი დონე რეალურად გამოწვეული იყოს გადატანილი ანთებით, ტრავმითა თუ სხვა მიზეზით. ონკოლოგის თქმით, მიუხედავად ანტიგენების მაღალი მაჩვენებლისა, დიაგნოზის დასასაბუთებლად, უმეტეს შემთხვევაში, საჭირო ხდება დამატებითი კვლევები – ექოსკოპია და ბიოფსია.

ეროვნული სკრინინგცენტრის მონაცემებით, გასული წლის განმავლობაში ამ პროგრამის ფარგლებში გამოკვლევა ჩაუტარდა 4 449 მამაკაცს, რომელთაგან დასაშვებ
ნორმაზე მეტი ანტიგენი 809 ადამიანს, ანუ 18.1%-ს აღმოაჩნდა. ბათუმში პროსტატის კიბოს სკრინინგის პროგრამაში ჩართულნი არიან: ჯანმრთელობის ცენტრი “მედინა”, საზღვაო ჰოსპიტალი, ონკოლოგიურ ცენტრი და ბათუმის სამშობიარო სახლი.

ონკოლოგის თქმით, სკრინინგის პროგრამა არ ითვალისწინებს დამატებით კვლევებს – ექოსკოპიასა და ბიოფსიას, ექოსკოპიის ფასი საშუალოდ 40 ლარია, ბიოფსია კი 500 ლარი ჯდება.

დღეისთვის პროსტატის კიბოს სამი მეთოდით მკურნალობენ – ოპერაციული მეთოდი, ჰორმონალური თერაპია, სხივური თერაპია და იშვიათად ქიმიოთერაპია. „დღეს მკურნალობის ყველა მეთოდი კარგადაა შემუშავებული და მათ სახელმწიფოც აფინანსებს. შესაბამისად, ისე არ ხდება, რომ დიაგნოზის დასმის შემთხვევაში ადამიანმა ვერ იმკურნალოს”, – ამბობს თემურ გოგიტიძე.

ეროვნული სკრინინგცენტრის რეკომენდაციით, ექიმს უნდა მიმართოთ იმ შემთხვევაში, თუ გაწუხებთ: გახშირებული შარდვა (განსაკუთრებით ღამით), გაძნელებული შარდვა
ან შარდვის გახანგრძლივება, ასევე ტკივილი შარდვის დროს. თუმცა, ამ სიმპტომების არსებობა, ხშირად, არ ნიშნავს, რომ კიბო გაქვთ. თუმცა პროსტატის კიბო ზოგჯერ უსიმპტომოდ მიმდინარეობს და რომ არ გამოგეპაროთ, მნიშვნელოვანია გამოკვლევა (PSA ტესტი) დროულად ჩაიტაროთ.

იმისთვის, რომ PSA ტესტის პასუხი იყოს ზუსტი:

 

  •  უმჯობესია ტესტი გაიკეთოთ დილით უზმოზე.
  •  არ უნდა გქონდეთ საშარდე გზების ინფექცია.
  •  ტესტამდე 48 საათით ადრე არ უნდა გქონდეთ სქესობრივი კავშირი.
  •  ტესტამდე 48 საათით ადრე არ უნდა გქონდეთ მიღებული ალკოჰოლი.
  •  ტესტამდე 48 საათით ადრე თავი აარიდეთ ძლიერ ფიზიკურ დატვირთვას.
  •  ტესტამდე ერთი კვირის განმავლობაში არ უნდა გქონდეთ ჩატარებული პროსტატის რექტალური გამოკვლევა.
  •  ტესტამდე 6 კვირის განმავლობაში არ უნდა გქონდეთ ჩატარებული პროსტატის ბიოფსია
 
 
 
 

რადიაციული ნაცარი ჭოროხზე ჰესების ასაშენებლად

 

საქართველოს მთავრობის განკარგულებაში, რომელსაც პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი რამდენიმე დღის წინ მოაწერა, აღნიშნულია, რომ ნარჩენის იმპორტი უნდა განხორციელდეს ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობისთვის საჭირო უმაღლესი ხარისხის ბეტონის საწარმოებლად. 17 040 ტონა ნარჩენის იმპორტს თურქეთის რესპუბლიკიდან 2016 წლის 31 დეკემბრამდე განახორციელებენ.

აქროლად ნაცარს თურქეთიდან საქართველოში შპს “ჭოროხი-2009”შემოიტანს. ნაცარი  განკუთვნილია შპს „აჭარ ენერჯი-2007“-ისთვის, რომელიც მდინარე ჭოროხზე ჰესებს აშენებს.

 

მშენებარე ჰესი მდინარე ჭოროხზე /ფოტო: მანანა ქველიაშვილი/

 

რამდენად უსაფრთხოა აღნიშნული ნარჩენი და ვინ უნდა განახორციელოს მასზე კონტროლი (ტრანსპორტირებისა და გამოყენების წესებზე, შემცველობაზე და სხვა)?

„ნაცარი შეიცავს ალუმინის ოქსიდს. ეს არის საშიში სასუნთქი არხებისთვის, ჩათვალეთ, საწამლავია.

 

ამასთან, ჩვენს ქვეყანაში არსებობს კანონი რადიოაქტიური შემცველობის ტვირთის შემოტანასა და ტრანზიტზე, სადაც წერია, რომ 370 არის ნორმა, ნაცარი შეიცავს 500-ს. შესაბამისად, რადიაცია აიწევს. როგორც კი ნაცარი იდება, ის ხდება აქროლადი ქართან ერთად. ანუ, ნებისმიერ ადგილას, სადაც დაიდება, გარემო იქნება დაბინძურებული“, – ამბობს „ნეტგაზეთთან“ თამაზ ვაშაკიძე, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საწარმოთა ინოვაციური განვითარების ცენტრის წარმომადგენელი.

 

ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ, როცა კანონში შესატანი ცვლილებები განიხილებოდა, განაცხადა: „ნაცარი, რომლის შემოტანასთან დაკავშირებით კანონპროექტი ჩვენმა სამინისტრომ გაიტანა, არის „ევროპის ენერგეტიკულ მწვანე ნუსხაში“ შესული. არანაირი პრობლემა და არანაირი კითხვის ნიშნები ამასთან დაკავშირებით არ არსებობს, რომ ეს არის მავნე”.

 

„ბათუმელების“ შეკითხვის პასუხად, თუ რამდენადაა ეკოლოგიურად გამართლებული ამ ნაცრის შემოტანა ქვეყანაში და მისი გამოყენება, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომაც, იმის დასტურად, რომ უსაფრთხოა, „მწვანე სიაზე“ მიგვითითა.

 

ეს სია შემოსავლების სამსახურს ოფიციალურ ვებგვერდზე უდევს, სადაც აღნიშნულია: „დამოუკიდებლად იმისა, ჩართულია თუ არა ნარჩენები ამ ნუსხაში, მათი გადაზიდვა, როგორც მწვანე ნუსხაში ჩართული ნარჩენებისა, შეიძლება არ იქნეს დაშვებული, თუ ისინი დაბინძურებულია სხვა მასალებით ისეთი ოდენობით, რაც ზრდის ნარჩენებთან დაკავშირებულ რისკს იმგვარად, რომ იგი შეესაბამება ყვითელ ან წითელ ნუსხაში შეტანას; ან დაბრკოლებას უქმნის მის მეორეულ გადამუშავებას გარემოსათვის უსაფრთხო ხერხით“.

 

მწვანე სიაში 146 დასახელების ნარჩენია (მათ შორის აქროლადი ნაცარი) შეტანილი, ყვითელში – 80, ხოლო წითელ სიაში – 8 ნარჩენი.

 

საქართველოში ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურებიდან წარმოქმნილი აქროლადი ნაცრის იმპორტის დაშვების შემთხვევებისა და პირობების განსაზღვრის შესახებ დებულება 2013 წლის სექტემბერში, ბიძინა ივანიშვილის პრემიერობის დროს დამტკიცდა.

 

ამ დებულების მიხედვით, ნარჩენის საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტი შეიძლება მხოლოდ მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი ან/და საზოგადოებრივი პროექტების განხორციელების შემთხვევებში, რაზეც გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.

 

ნარჩენების ტრანზიტსა და იმპორტს არეგულირებს შემოსავლების სამსახური უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოებთან ერთად. ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის რეგულირების სფეროში ბაზელის კონვენციის (სახიფათო ნარჩენების ტრანსასაზღვრო გადაზიდვასა და მათ განთავსებაზე კონტროლის შესახებ) მე-2 მუხლითა და ევროგაერთიანების საბჭოს 1993 წლის №259/93 დებულების მე-2 მუხლით გათვალისწინებული ხელისუფლების კომპეტენტური ორგანოს ფუნქციებს კი, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ასრულებს.

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ ბიომრავალფეროვნების კოორდინატორის, ირაკლი მაჭარაშვილის თქმით, როცა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის შეხვედრაზე ეს საკითხები განიხილებოდა, სპეციალისტებმა ცალსახად განაცხადეს, რომ ჰესების მშენებლობისას არ იყო მიზანშეწონილი ასეთი ტიპის ნარჩენების გამოყენება.

 

„ბაზელის კონვენციით და შესაბამისი დებულების საფუძველზე რეგულირდება ნარჩენების იმპორტი. ჩვენ ვაწარმოებთ მონიტორინგს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოგვმართავს კომპანია, ვისაც შემოაქვს ნარჩენი, უნდა მოგვმართოს იმანაც, ვინც აგზავნის ამ ნარჩენს და ა.შ. ამ ყველაფრის შემდეგ ჩვენ დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას და საბოლოო გადაწყვეტილებას მთავრობა მიიღებს“, – გვითხრეს გარემოს დაცვის სამინისტროში.

 

„ჭოროხი 2009“-ის წარმომადგენლის განცხადებით, ყველა იურიდიულ პროცედურას  – საჭირო დოკუმენტებს მოაგვარებს „აჭარ ენერჯი 2007“ და „შემდეგ შემოვიტანთ ნარჩენს, როცა დოკუმენტაცია იქნება მზად“.

 

კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მშენებელს აქვს ლაბორატორიული დასკვნები, რომლითაც ჩანს, რომ საქართველოში წარმოებული ცემენტი არ არის ვარგისიანი ჭოროხზე ჰესის მშენებლობისთვის, ამიტომ კომპანიას შემოაქვს ცემენტი თურქეთიდან, რომელშიც ამ ნაცარს შეურევენ.

 

„გარემოზე ზემოქმედების შეფასება გაკეთებულია ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით, მაგრამ ასეთი შეფასების გაკეთება ნაცრის გამოყენებაზე არ არის სავალდებულო. ნაცრის გამოყენება ბეტონში არავითარ ზიანს არ აყენებს გარემოს“, _ განაცხადა „ბათუმელებთან“ „აჭარ ენერჯი 2007“-ის პასუხისმგებელმა პირმა სახელმწიფოსთან ურთიერთობაში, სოფო ვარშალომიძემ.

 

მისივე თქმით, კომპანიას ნაცრის გამოყენება ორი რამისთვის სჭირდება: ნაკლები ცემენტის გამოყენებით მიიღონ ბეტონის სასურველი მარკა და მეორე, შეაჩეროს ალკანის სილიკის რეაქცია, რომლის მაჩვენებელი მდინარე ჭოროხში გაცილებით მაღალია, ვიდრე ვთქვათ, მდინარე აჭარისწყალში: `ჩვენ გაცილებით იაფი დაგვიჯდებოდა საქართველოში წარმოებული ცემენტი და ნაცარი გამოგვეყენებინა, მაგრამ ტესტირებით ვერ მივიღეთ სასურველი შედეგი”.

 

აჭარაში ჰიდროელექტროსადგურებს მდინარე აჭარისწყალზე კომპანია “აჭარისწყალი ჯორჯიაც” აშენებს. როგორც კომპანიაში გვიპასუხეს, მათაც მშენებარე “შუახევი ჰესისთვის” ცემენტი საზღვარგარეთიდან შემოაქვთ. რაც შეეხება აქროლად ნაცარს, მას არ იყენებენ.

 

მოქმედი კანონმდებლობით იმპორტიორი ვალდებულია: ნარჩენი გამოიყენოს გარემოსდაცვითი თვალსაზრისით გამართლებული გზით; უზრუნველყოს ნარჩენის გადაზიდვების მინიმუმამდე დაყვანა მათი გარემოსდაცვითი თვალსაზრისით გამართლებული და ეფექტური მართვის გამოყენებით და ის განახორციელოს იმგვარად, რომ ადამიანის ჯანმრთელობა და გარემო დაიცვას მათგან უარყოფითი ზეგავლენისაგან;  უზრუნველყოს ნარჩენის შეფუთვა, მარკირება და მისი გადაზიდვა საყოველთაოდ მიღებული  საერთაშორისო წესებისა და ნორმების თანახმად; ნარჩენს თან დაურთოს სახიფათო ნარჩენთა გადაზიდვის დოკუმენტი საზღვარგადამკვეთი გადაზიდვის საწყისი პუნქტიდან მისი განთავსების ადგილამდე; დაიცვას დადგენილი უსაფრთხოების ნორმები, სტანდარტები და სხვა შესაბამისი ნორმატივები.

 

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან მოწოდებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „ქვეყანაში არსებობს სხვადასხვა საშუალებები [სხვადასხვა მარკის ცემენტი, მიკროსილიკა, სხვა პლასტიფიკატორები], რომლითაც შესაძლებელია მიღებული იქნას სასურველი შედეგები. ყოველი მათგანი დაკავშირებულია დამატებით დანახარჯებთან. ნაკლებ დანახარჯიანი გადაწყვეტა სწორედ ნაცრის გამოყენებაა.

 

ამასთან, აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მასალა მიეკუთვნება ნარჩენების კატეგორიას და მისი შემოტანა აკრძალულია, თუმცა, გამონაკლის შემთხვევებში, საქართველოს მთავრობის თანხმობით, დასაშვებია მისი შემოტანა“.

 

საქართველოს მთავრობამ სწორედ ასეთი გამონაკლისი დაუშვა და კომპანიას რომ ზედმეტი  ხარჯი არ გაეწია, მას მისცა უფლება აქროლადი ნაცარი თურქეთიდან შემოიტანოს.

 

 

მთავრობის დადგენილების განმარტებითი ბარათი

 

რეაბილიტაცია პუშკინის ქუჩაზე 2016 წლამდე

 

„კონკრეტულად როდის დასრულდება სამუშაოები, არც ჩვენ ვიცით. ალბათ, ერთი თვე გაგრძელდებაო, ასე გვეუბნებიან“, – გვითხრა ქალმა, რომელიც პუშკინის ქუჩის გადაკეტილ მონაკვეთში არსებულ ერთ-ერთ მარკეტში მუშაობს.

 

„ბათუმელების“ ინფორმაციით, პუშკინის ქუჩის გადაკეტილ ნაწილში საკანალიზაციო მილების ჩაწყობას მინიმუმ ორი კვირა მაინც დაჭირდება.

 

სარეაბილიტაციო სამუშაოებს აქ გერმანულ-ქართული ერთობლივი საწარმო „ფაიფერი და გზა“ ასრულებს.

 

საწარმოს დირექტორმა ალექსანდრე ბაღათურიამ სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ „ქუჩის კონკრეტულ მონაკვეთებში სარეაბილიტაციო სამუშაოები გაწერილია დროში, თუმცა ვადები ვერ იქნება ზუსტი, რაც, ამინდზე უფრო პროექტის ცვლილებებზეა დამოკიდებული. პროექტი, რაც ამჟამად გვაქვს, ერთია, მაგრამ რეალური მდგომარეობა მიწის ქვეშ, შესაძლოა სხვა იყოს. შედარებით ზუსტი პროექტი, სულ ცოტა, სამუშაოების დაწყებამდე სამი თვით ადრე დგება“.

 

საწარმოს დირექტორის თქმით, პროექტირება, ფაქტობრივად, სამ ეტაპს გადის. საწყისი პროექტის მიხედვით ითხრება ქუჩის გარკვეული მონაკვეთი, შემდეგ დგება კონცეპტური პროექტი, ეს თანხმდება სამუშაოების ზედამხედველთან, რომელიც ქალაქის მერიას ჰყავს დაქირავებული და შემდეგ უკვე სამუშაოები შესრულებითი პროექტის მიხედვით გრძელდება.

 

დღეს არსებული საწყისი პროექტის მიხედვით, უშუალოდ პუშკინის ქუჩის მონაკვეთებში კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაცია ქვემოთ მოყვანილი თანმიმდევრობითაა გაწერილი, შესაბამისად გადაიკეტება:

 

აპრილის თვეში: ჯავახიშვილისა და პუშკინის კვეთა (მონაკვეთები: ჯავახიშვილის ქუჩა – გიორგი ბრწყინვალის ქუჩიდან პუშკინის ქუჩამდე და პუშკინის ქუჩა – ჯავახიშვილიდან ლორიას ქუჩის დასაწყისამდე);

აპრილში გადაიკეტება ლერმონტოვისა და პუშკინის კვეთაც (მონაკვეთი:

ლერმონტოვის ქუჩა – გ. ბრწყინვალის ქუჩიდან ჭავჭავაძის ქუჩაზე მისვლამდე);

ასევე, აპრილში გადაიკეტება ექვთიმე თაყაიშვილისა და პუშკინის კვეთა (მონაკვეთი: ე. თაყაიშვილის ქუჩა – გ. ბრწყინვალის ქუჩიდან ჭავჭავაძის ქუჩამდე).

(ჩაიკეტება ასევე გრიბოედოვის ქუჩა – პუშკინის ქუჩიდან გ. ბრწყინვალის ქუჩამდე მონაკვეთში ამ მონაკვეთში პუშკინის ქუჩის მხრიდან სამუშაოები უკვე დაწყებულია).

 

მაისში: პუშკინის ქუჩა – თაყაიშვილის ქუჩიდან ჰაიდარ აბაშიძის ქუჩამდე მონაკვეთი.

 

ივნისში: პუშკინის ქუჩა – ჰ. აბაშიძის ქუჩიდან მელიქიშვილის ქუჩამდე.

 

ივლისში: პუშკინის ქუჩა – მელიქიშვილიდან ვაჟა-ფშაველამდე.

 

აგვისტოში: პუშკინის ქუჩა – ვაჟა-ფშაველადან თავდადებულის ქუჩამდე მონაკვეთში.

 

სექტემბერში: პუშკინის ქუჩა – თავდადებულის ქუჩიდან 9 მარტის ქუჩამდე; ასევე ჯორჯიაშვილის ქუჩიდან სულაბერიძის ქუჩის დასაწყისამდე და იმედაიშვილის ქუჩიდან სოხუმის ქუჩამდე მონაკვეთებში.

 

ნოემბერში: პუშკინის ქუჩა – ბერიძის ქუჩის ბოლოდან ჯორჯიაშვილის ქუჩის ბოლომდე და სოხუმის ქუჩის დასაწყისიდან შავშეთის ქუჩამდე (ავტოსადგურამდე) მონაკვეთებში.

 

თუმცა, საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაციით ქუჩის მოწესრიგების საკითხი არ მთავრდება, შემდეგ უნდა მოწესრიგდეს სხვადასხვა კომუნიკაციის ქსელები: გაზი, წყალი, ელექტროენერგია, სანიაღვრე არხები.

 

„როცა კანალიზაციის მილები ჩაიდება, ამას შემდეგ მოყვება სხვა კომუნიკაცია და ბოლოს მოასფალტება. სხვადასხვა კონტრაქტორი მუშაობს – ეს აიღებს თავის დამცავ ჯებირებს და გადავა სხვა მონაკვეთზე, იქ კი სხვა კონტრაქტორი, ამა თუ იმ  კომუნიკაციის მფლობელი მოვა და დაიწყებს სამუშაოებს. აქედან გამომდინარე ქუჩის მონაკვეთები საჭიროებისამებრ გადიკეტება. თუმცა, შესაძლოა ამა თუ იმ კომუნიკაციის რეაბილიტაციამ, ჩაკეტვის აუცილებლობა არც მოითხოვოს“, – აცხადებს ბათუმის მერის მრჩეველი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის საკითხებში ჯაბა ტუღუში.

 

კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტი ბათუმში 2007 წლიდან მიმდინარეობს, რომელიც გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკიდან მიღებული შეღავათიანი სესხის ხარჯზე ხორციელდება. პროექტი ითვალისწინებს ბათუმის წყლისა და კანალიზაციის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელიც სამ ფაზად იყოფა. სესხის მთლიანი მოცულობა 82 367 382 ევროა, პროექტის ფარგლებში წარმოქმნილი დამატებული ღირებულების გადასახადის ნახევარი იფარება ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ხოლო დარჩენილი ნახევარი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

 

გარდა დღგ-ისა, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება ასევე დამატებითი პროექტი 10 194 104 ევროს (დღგ-ს გარეშე) ოდენობით, იმ ღონისძიებებისთვის, რომლებიც არ ფინანსდება სესხიდან, მაგრამ პროექტის პარალელურად უნდა განხორციელდეს.

ყველა დროის „აქილევსის ქუსლს“ – მიწისქვეშა კომუნიკაციებს გრიბოედოვისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაში – კი, ვერც ქალაქის ამჟამინდელი მთავრობა გადაურჩა. ეს მონაკვეთი (სასტუმრო ლ-ბაკურსა და რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარედ) 2015 წელს კიდევ ერთხელ გადაითხრება, რის გამოც შარშან მერიამ აქ ახალი ასფალტის საფარი არ დააგო. ხელახლა გადათხრის მიზეზი მრავალგზის შეკეთებული საკანალიზაციო სისტემაა, რომელიც, სხვათა შორის ბოლოს, ამავე პროექტის ფარგლებში შეკეთდა „კაპიტალურად“. ეს საკანალიზაციო მილები აქ კვლავ შესაცვლელია, რასაც ამჯერად „ფაიფერი და გზა“ გრაფიკის მიხედვით, მიმდინარე წელს, დეკემბერში დაიწყებს და 2016 წლის მარტამდე უნდა დაასრულოს.

„გმირთა ხეივნის“ განვითარების კონცეფცია

 

მინისტრის ინფორმაციით, გმირთა ხეივნის ტერიტორიის ფართობი 3 ჰექტარია (იუსტიციის სახლიდან ე.წ. ბათუმის კარიბჭემდე და მიმდებარე ტერიტორია). ტერიტორია 14 საინვესტიციო მიწის ნაკვეთად არის დაყოფილი, რომლის ათვისება ორ ეტაპად განხორციელდება.

 

კონცეფციის მიხედვით, შენობის მაქსიმალური სიმაღლე 140, ხოლო მინიმალური 30 მეტრი  უნდა იყოს.

 

მინისტრის თქმით, რადგან ბათუმში „გართობის მხრივ მოვიკოჭლებთ, საჭიროა მეტი გასართობი ობიექტი ტურისტებისთვის“. ამიტომ გმირთა ხეივნის ტერიტორიაზე სასტუმროების, აპარტამენტების, რესტორნების გარდა, სხვადასხვა გასართობი ობიექტისა და სპორტული ცენტრის განთავსებაც იქნება შესაძლებელი. გმირთა ხეივნის განვითარების კონცეფციის მიზანი საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება, ბიზნესის/ტურიზმის ხელშეწყობა, სამუშაო ადგილების შექმნა და ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებაა.

 

მინისტრმა რეგიონში დაგეგმილ მსხვილ  საინვესტიციო პროექტებზეც წარუდგინა ინფორმაცია საზოგადოებას. მან ახალ პროექტებთან ერთად ჩამოთვალა ის პროექტებიც, რომელთა განხორციელებაც წინა  მთავრობის დროს დაიწყო.

 

მინისტრის ინფორმაციით, „რეგიონის საინვესტიციო პორტფელის ჯამური მოცულობა 1 754 500 000 აშშ დოლარია.  2015-2020 წლებში განსახორციელებელი პროექტების ჯამური საინვესტიციო მოცულობა კი 1 251 800 000 აშშ დოლარი იქნება. იმავე პროექტებიდან კი, მხოლოდ 2015 წელს განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა 366 200 000 აშშ დოლარი იქნება. განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა კი, 502 700 000 აშშ დოლარია.

ურნები პოლიეთილენის, ქაღალდისა და შუშისათვის ბათუმის ბულვარში

 

ჯონი გაგაძის ფოტო
ჯონი გაგაძის ფოტო

მიუხედავად იმისა, რომ ნაგავი სანდასუფთავების სამსახურს სპეციალური ტექნიკით არ გააქვს და  აჭარაში არც ნაგვის გადამამუშავებელი საწარმოა, სადაც ქაღალდს, პოლიეთილენსა და შუშას ცალ-ცალკე გადაამუშავებენ, ბულვარის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გიორგი ზირაქაშვილი ამბობს, რომ მათი გადაწყვეტილება, სპეციალური სანაგვე ურნების შეძენის თაობაზე, მომავალზეა გათვლილი.  

 

 „ამ ეტაპზე 100 ურნა დავალაგეთ ბულვარის ტერიტორიაზე, თუმცა სულ ასეთი 200 ურნა იქნება ბათუმის ბულვარში.  ჩვენ გვინდა, რომ ადამიანები  მიეჩვიონ იმ აზრს, რომ სამომავლოდ იქნება ასეთი ცვლილებები და როგორც ევროპაშია, ისე მოვიქცეთ საქართველოში“ – ამბობს გიორგი ზირაქაშვილი.

 

ბათუმის ბულვარმა ახალი სანაგვე ურნების შესაძენად 121 ათასი ლარი დახარჯა. 

კონსულტაციები კლინიკა “ინ ვიტროში”

 

გინეკოლოგიური პრობლემები; 

ორსულთა მართვა;

ჰორმონალური დისბალანსი;

მოზარდთა რეპროდუქტოლოგია (მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ჭარბი ან  შემცირებული გათმიანება და გამონაყარი).


 

მსურველები უნდა ჩაეწერონ წინასწარ.

ტელ: +995 32 215 77 77


 

მისამართი: ბათუმი, გორგასლის (ყოფილი ცხაკაიას) ქუჩა, #159 ბ, მეოთხე სართული (სისხლის ბანკის გვერდით).

 

პოლიციამ სარფში, ავტობუსის ფარულ სამალავში ადამიანები აღმოაჩინა

 

შს სამინისტროს ინფორმაციით,   გიორგი ც-ს თავის მფლობელობაში არსებული, “ფორდ-ტრანზიტი”-ს მარკის მიკროავტობუსის სახურავში მოწყობილი ჰქონდა სპეციალური სამალავი, რომლის საშუალებითაც საზღვარზე მოქალაქეების უკანონოდ გადაყვანას ცდილობდა. სამართალდამცველებმა მიკროავტობუსის დათვალიერებისას აღმოჩინეს ფარული სამალავი, მასში დამალული ნაირა ა. და ფერუზა კ, რომლებიც ფარულად, უკანონოდ ცდილობდნენ თურქეთის ტერიტორიაზე გადასვლას.

 

გამოძიება გიორგი ც-ს მიმართ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონო გადაყვანის (საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პრიმა მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით), ხოლო ნაირა ა-ს და ფერუზა კ-ს მიმართ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა ქვეპუნქტით).

 

 

 

 

 

ბათუმში მაშველებმა ორი ადამიანი გადაარჩინეს

 

ფოტო: შს სამინისტროს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა  მოქალაქეები შავი ზღვიდან უვნებლად გამოიყვანეს.  ინფორმაციას ამის შესახებ უწყება ავრცელებს. 

გენდერული საუბრები

 

    ღონისძიების მიზანი   არჩევნებში ჩართული მხარეების, მათ შორის მოსახლეობის გენდერული თანასწორობისა და ქალთა პოლიტიკურად გაძლიერების მექანიზმების და მნიშვნელობის შესახებ ინფორმირებაა.

ქალი პოლიტიკოსების და სტუდენტების დისკუსია ბათუმის უნივერსიტეტშიბათუმის  უნივერსიტეტშიც გაიმართა დღეს.

    ღონისძიება იმართება პროექტის „ერთად გენდერული თანასწორობისათვის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“ „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის“ (ცესკოს)მხარდაჭერით.

კავკასიური სახლი სტუდენტებისთვის ესეების კონკურსს აცხადებს

 

საკონკურსო თემებია: 

უკრაინისა და საქართველოს გზა ევროპული ინტეგრაციისკენ: მსგავსებები და განსხვავებები


როგორ იცვლება რუსული რბილი ძალა სამხრეთ კავკასიაში უკრაინის კრიზისის ფონზე?


ევრომაიდანის გავლენა სამხრეთ კავკასიის ქვეყნების შიდა პოლიტიკაზე 


 

ანალიტიკური ესეების კონკურსში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა აქვთ საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების ბაკალავრიატის მეოთხე კურსის სტუდენტებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს.
ანალიტიკური ესე შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე. ნაშრომის მოცულობა წყაროების ჩათვლით არ უნდა აღემატებოდეს 2500 სიტყვას. ნაშრომის ბოლოს მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი, გვარი, უნივერსიტეტი, სწავლის საფეხური და საკონტაქტო ინფორმაცია.

სტატია უნდა იყოს დაწერილი ექსკლუზიურად კონკურსის ფარგლებშიმ პლაგიატის შემთხვევაში ნაშრომი არ განიხილება. 

„კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი – კავკასიური სახლი“ შეაფასებს და გამოავლენს 2 საუკეთესო ესეს. 
გამარჯვებული ესეების ავტორებს გადეცემათ ჰონორარი 100 -100 გირვანქა სტერლინგის ოდენობით.

 

ესეების მიღების ბოლო ვადაა 7 მაისი


 

ნაშრომების შეფასების კრიტერიუმები:


თეზისის ჩამოყალიბება;
შინაარსობრივი და ენობრივი გამართულობა;
ფაქტობრივი საიმედოობა;
არგუმენტირება;
ავტორის ანალიზი


ინფორმაცია დაწვრილებით იხილეთ კავკასიური სახლის ვებგვერდზე. 


სტაჟირება უცხოეთში – შანსი აჭარაში მცხოვრები ახალგაზრდა მეცნიერებისთვის

 

კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა საშუალებას იძლევა სტაჟირება ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის წამყვან უნივერსიტეტებში ან  სამეცნიერო-კვლევით და ხელოვნების  ცენტრებში გაიაროთ.

 

„უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“ პროგრამას აჭარის განათლების სამინისტრო ახორციელებს. სტაჟირების პროგრამაში მონაწილეებს კონკურსის საფუძველზე შეარჩევენ. პროგრამის ბიუჯეტი 15 000 ლარია. მიმდინარე წელს სამ ახალგაზრდა მეცნიერს მიეცემა შანსი სტაჟირება საზღვარგარეთ გაიაროს. სამინისტრო თანადაფინანსების პრინციპით, თითოეულს 5 000 ლარით დააფინანსებს.

 

პროგრამაში მონაწილე მეცნიერები 45 წლამდე ასაკის უნდა იყვნენ. ასაკობრივი შეზღუდვის დაწესების მიზეზს სამინისტროში ასე ხსნიან:

 

„პროგრამის მიზანი გახლავთ ახალგაზრდა მეცნიერთა ხელშეწყობა. ახალგაზრდა მეცნიერში იგულისხმება სტუდენტი, რომელმაც დაამთავრა მაგისტრის ან დოქტორის საფეხური და სურს სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირება, რაც რთული და ხანგრძლივი პროცედურაა, რომლის თანმდევი პროცესია სამეცნიერო სტატიების ბეჭდვა მაღალ რეიტინგულ ჟურნალ-გაზეთებში, სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობა და ა.შ. რასაც ადგილობრივი აკადემიური პერსონალი მოკლებულია, თუნდაც მატერიალური კუთხის გათვალისწინებით. სწორედ ამიტომ სამინისტრო ცდილობს ხელი შეუწყოს მათ აკადემიურ და პროფესიულ განვითარებას,“ –  ამბობს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სასკოლო კლუბების კოორდინატორი ნინო ნაკაშიძე. 

 

კონკურსი ყველა დაინტერესებული პირისთვის ღიაა. აპლიკანტებმა სამინისტროში შემდეგი დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ:  განცხადება,  შევსებული სააპლიკაციო ფორმა, ავტობიოგრაფია, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ცნობა რეგისტრაციის ადგილის შესახებ, განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის  ასლი, მაგისტრის დიპლომის ასლი (დამამთავრებელი კურსის დოქტორანტი), ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სადოქტორო პროგრამაზე სწავლის შესახებ/დოქტორის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ორი სარეკომენდაციო წერილი – რეკომენდატორების საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით.

 

ასევე პროგრამაში მონაწილეობისთვის მნიშვნელოვანი მოწვევა. უცხოეთის მიმღები საგანმანათლებლო დასეწებულების/სამეცნიერო-კვლევითი და ხელოვნების ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც აპლიკანტს უფლებას აძლევს, აღნიშნულ დაწესებულებაში სტაჟირება გაიაროს.

 

სტაჟირების პროგრამა ორ ეტაპად ხორციელდება. შესაბამისად, აპლიკანტს შეუძლია განაცხადი სხვადასხვა დროს შეიტანოს. პირველი ეტაპის საბუთების მიღება პირველ მაისამდეა, შერჩეული აპლიკანტი სტაჟირებას ივნის-აგვისტოში გაივლის. მეორე ეტაპი პირველ აგვისტომდეა. აპლიკანტებს საშუალება ექნებათ უცხოურ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტაჟირება სექტემბერ-დეკემბერში  გაიარონ.

 

აპლიკანტების შერჩევის დროს ყურადღება მიექცევა აპლიკანტის კვალიფიკაციას, ეროვნულ ან საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობას, სამოტივაციო წერილს და პროფესიულ საქმიანობას.

სოლიდარობა ასურელ ქრისტიანებს – აქცია ბათუმში

 

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ლაშა ადამიას თქმით, ბათუმში აქცია ამავე დღეს თბილისში გამართული აქციის პარალელურად გაიმართება და აქციას ბათუმში მცხოვრები მუსლიმებიც შეუერთდებიან.   


„ეს არ არის ორგანიზაციებისა და პარტიების მიერ ორგანიზებული აქცია, ესაა მოქალაქეების სოლიდარობის აქცია. კადრები, რაც ვრცელდება, შემაძრწუნებელია ყველა ადამიანისთვის. სიცოცხლის უფლება არის მთავარი ღირებულება და მონაპოვარი ადამიანების და 21-ე საუკუნეში ეს უფლება ვერ ხორციელდება. ჩვენ უკვე გამოგვეხმაურნენ არა მარტო მართლმადიდებლური მრწამსის მქონე ადამიანები, არამედ მუსლიმებიც, რომლებიც სოლიდარობის აქციას შემოუერთდებიან და გმობენ იმ ძალადობას, იმ სისასტიკეს, რაც ხდება იქ. რელიგიური ნიშნით არ უნდა მოხდეს ადამიანების დისკრიმინაცია“  – აღნიშნა ლაშა ადამიამ.   



“მე და უნივერსიტეტი” – დისკუსია ღია ცის ქვეშ [ანონსი]

 

მომხსენებლები: ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ხალვაში.
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ანა პატარაია.

მოდერატორი: ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტი სალომე ფუტკარაძე.

 

 
უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ხალვაში აქცენტებს გააკეთებს უნივერსიტეტის როლზე – რა გავლენას  ახდენს უნივერსიტეტის სტუდენტების ცხოვრებაში, რის შეცვლას აპირებს ახალი რექტორი… სტუდენტი ანა პატარაია ისაუბრებს იმ მოლოდინებზე, რომელიც სტუდენტებს უნივერსიტეტის მიმართ გააჩნიათ, რას ელოდებიან სტუდენტები უნივერსიტეტში ჩაბარების დროს და რა შედეგს იღებენ ისინი სტუდენტობისას.

 

დისკუსია მომზადდა „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ პროექტის ფარგლებში – „ახალგაზრდებში დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია“. პროექტი ხორციელდება „დემოკრატიის მხარდამჭერი ნაციონალური ფონდის“ (NED) მხარდაჭერით.

 

როცა ბავშვები ფეხსაცმლის უქონლობის გამო სკოლაში ვერ დადიან

მელაძეების სახლი
მელაძეების სახლი

ქალბატონო ეთერ, იმ შემთხვევაში, როცა არასწრულწლოვანი სამი თვის განმავლობაში სკოლაში იმიტომ ვერ დადის, რომ ფეხსაცმელი არ აქვს, ვინ უნდა მოახდინოს რეაგირება ფაქტზე?

სააგენტო, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო, გარკვეული კატეგორიის ბავშვებთან მუშაობს. ესენი არიან: მზრუნველობა მოკლებული, ძალადობის მსხვერპლი, კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი და მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვები. ეს კონკრეტული ოჯახი საჭიროებს ოჯახის დამხმარე მომსახურებას.

რა იგულისხმება დამხმარე მომსახურებაში?

როცა სოციალური მუშაკი აკეთებს შეფასებას, გამოიკვეთება საჭიროებები და ამ ბავშვებს, რომლებსაც ამბობთ, რომ ფეხსაცმელი არ აქვთ, დაეხმარებიან. სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სოციალურ პროგრამაში გაჩნდა ახალი ქვეპროგრამა –  კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი პროგრამით დახმარების გაწევა. ოჯახმა აუცილებლად უნდა მომართოს სააგენტოს და სოციალური მუშაკი შეისწავლის ოჯახს. ათასობით ისეთ ოჯახს დავეხმარეთ, რომელთა ბავშვები ფეხსაცმლის არქონის გამო ვერ დადიოდნენ სკოლაში. სახელმწიფოს ამის რესურსი ნამდვილად გააჩნია. ასე, რომ შეფასების შემდეგ სახელმწიფო ოჯახს გადასცემს ყველაფერს, რაც საჭირო იქნება –  უზრუნველყოფს ფეხსაცმლით, საწოლითა თუ სასწავლო ნივთებით.

მესმის, რომ პირველ რიგში მშობლის აქტიურობაა მნიშვნელოვანი, მაგრამ თუ მშობლებს არ ჰყოფნით კომპეტენცია ან არ ფლობენ ინფორმაციას მსგავსი პროგრამების შესახებ, ასეთ დროს სოციალური მუშაკი ვალდებულია თუ არა შეატყობინოს შესაბამის უწყებას?

სოციალურ მუშაკს ამის ვალდებულება არ აქვს. თვითონ მოძიების პროცესს ვერ ახორციელებს, რადგან დღეის მდგომარეობით, სოციალურად დაუცველთა ბაზაში ათასობით ოჯახია. ვერაფრით გაწვდება, თუ არ მოხდა გადმომისამართება იგივე მედიის საშუალებით ან მოქალაქეების მიერ, შემტყობინებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი, მაგრამ თუ შეტყობინება არ შემოვა, ჩვენი რესურსით ამას ვერ გადავამოწმებთ.

ეთერ ცხაკაია
ეთერ ცხაკაია

სოციალური მუშაკები პერიოდულად ხომ ამოწმებენ სოციალურად დაუცველ ოჯახებს?

კი, ხშირად ხდება ხოლმე გადმომისამართება და შესწავლის შემდეგ აღმოჩნდება, რომ ეს ოჯახი კრიზისულ პროგრამაშიც არის ჩართული, დღის ცენტრის მომსახურებასაც ვთავაზობთ და ა.შ. მაგრამ მელაძეების ოჯახის შემთხვევაში რა ხდება არ ვიცი, გადავამოწმებთ და თუ მომართვა არის, რეაგირება გვექნება.

როცა ოჯახი ცხოვრობს სიცოცხლისთვის საშიშ სახლში და სოციალური შემწეობა ვერ უზრუნველყოფს ოჯახის საჭიროებებს, მაშინ რატომ არ აისახა კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების პროგრამა ამ ოჯახზე? ეს ინფორმაცია ხომ უნდა მიეტანა სოციალურ მუშაკს ამ ადამიანებამდე?

 

 მე ვერ გეტყვით რა შეისწავლა სოციალურმა მუშაკმა ამ ოჯახში, მაგრამ როცა მოდის ინფორმაცია და წერილები, ნამდვილად გვაქვს რეაგირება და ვეხმარებით კიდეც. არ ვიცი, ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოხდა თუ არა გადმომისამართება, შესაბამისად, სოციალური აგენტის პასუხისმგებლობაზე ვერ ვისაუბრებ.  

კრიზისული პროგრამით ამ დროისთვის რამდენი ოჯახი სარგებლობს?

წინა წლის მონაცემებით, პროგრამით 1 432 ოჯახი და 3 827 ბავშვი დაკმაყოფილდა. ზუსტი ციფრი არ მახსოვს, მაგრამ 2015 წლის სამი კვარტლის სტატისტიკაც ძალიან მაღალია. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ პროგრამების შესახებ ინფორმაცია ჰქონოდა ყველას, როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო სექტორს და მედიას. გარდა ოჯახისა, ინფორმაციის მიწოდებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მეზობელს და ახლობელსაც, რადგან ბავშვზე ზრუნვის საკითხში ყველა უნდა იყოს ჩართული და თუ მშობელს ინფორმაციის მიწოდების უნარი არ აქვს, მოქალაქეობრივი ვალდებულებაა, რომ ყველამ ასეთი ფაქტების შესახებ სახელმწიფოს მიაწოდოს ინფორმაცია. 

P.S.  სოციალური მომსახურების სააგენტოს განცხადებით, როგორც მშობლებს, ასევე ოჯახის სხვა წევრებს, მეზობლებს ან ნებისმიერ პირს, რომელსაც ექნება ონფორმაცია უკიდურეს სიღარიბეში მყოფი ბავშვების შესახებ, აუცილებლად უნდა დაუკავშირდნენ ბავშვზე მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს, რომლებიც კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვების გადაუდებელი დახმარების პროგრამის ფარგლებში, ბავშვებს შესაბამის დახმარებას გაუწევენ. ინფორმაციის მისაწოდებლად უნდა დარეკოთ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე: 15 05.

  

ზღვიდან 300 მეტრში მდებარე შენობების დანგრევის საფრთხე არსებობს

 

 

ბატონო  ჭიჭიკო, თქვენ საუბრობდით იმაზე, რომ შესაძლოა ზღვამ ხმელეთზე გადმოიწიოს  სამასი მეტრით, რა იწვევს ამ საფრთხეს?


აჭარაში ზღვა ათეული წლების განმავლობაში  ძლიერი ზღვისმიერი ეროზიის გავლენის ქვეშ არის. ტალღების ზემოქმედებით ირეცხება ზღვის ნაპირი და  სანაპირო ხაზი იწევს უკან.   

მიზეზი ორია: ერთი, ადამიანის უხეში ჩარევა სანაპირო ზოლში – პლაჟიდან და მიმდებარე ტერიტორიიდან ინერტული მასალის დიდი იოდენობით აღება დაუშვებელი და მიუღებელია  და მეორე,  მიმდინარეობს გლობალური დათბობა, ზღვის დონე იწევს ნელ-ნელა მაღლა. პროგნოზებით 21-ე საუკუნის  მეორე ნახევარში ზღვის დონე ერთი მეტრით აიწევს. თუ  ზღვა ერთი მეტრით აიწევს,  სულ მცირე სამასი მეტრით შემოიწევს ის ხმელეთზე.  სამას მეტრში მდებარეობს აჭარის რეკრეაციული რესურსი,  სასტუმროები თუ სხვადასხვა შენობა. ყველა ამ შენობას დანგრევის საფრთხე ემუქრება.

 

თქვენი რეკომენდაცია რა არის?


აჭარის სანაპირო ზოლის დაცვაზე 90-იან წლებში შეადგინეს დაცვის გენერალური გეგმა. იქ აჭარის სანაპიროს ყველა მონაკვეთისათვის  სტაციონალური დაკვირვების ხარჯზე გაკეთებული იყო რეკომენდაცია, სად რა უნდა გაკეთებულიყო. საჭიროა  იმ სქემის აღება და სპციალისტების რეკომენდაციით ამ გეგმის გადახარისხება, მისი  გამოყენება მნიშვნელოვანია იმ სამთავრობო ორგანიზაციების  მიერ, რომლებიც იძლევიან ნებართვებს  ნებისმიერი ტიპის  მშენებლობისთვის და გასანკუთრებით სანაპირო ზოლში მშენებლობისათვის.

 

უფასო სამედიცინო გამოკვლევები ღორჯომის თემში

 

 

 აქციის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ეძლევა მიიღოს კარდიოლოგის, ნევროპათოლოგის, უროლოგის, ენდოკრინოლოგის, გინეკოლოგის, ექოსკოპისტისა და ორი ოჯახის ექიმის კონსულტაცია.

 

ჩატარდება რამდენიმე სახის სამედიცინო კვლევა. აქცია სამედიცინო დაწესებულებების ინიციატივით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ხულოს მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით იმართება.

 

 

სამი ვაკანსია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში

 

საკონკურსო პირობების მიხედვით, კონკურსანტს უნდა ჰქონდეს მინიმალური განათლება – ბაკალავრის ხარისხი. ამასთან, აუცილებელია: უმაღლესი განათლება ეკონომიკის ან სოციალურ მეცნიერებათა სფეროში (სასურველია MA, MSc, MBA); სოციალურ ან/და ეკონომიკური ხასიათის მინიმუმ ორ პროექტში მუშაობის გამოცდილება (სასურველია საერთაშორისო პროექტებში მუშაობის გამოცდილება); საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა;

 

სასურველია: მონაცემების ანალიზისა და სტატისტიკური დამუშავების კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; ინგლისური ენის ან/და რუსული ენის ცოდნა; ზოგადად უნდა იცნობდეს რეგიონში მიმდინარე ეკონომიკურ მოვლენებს, გარემოს და განხორციელებულ საჯარო პოლიტიკას.

 

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ვაკანსიებთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციასაც ავრცელებს:

„აჭარის რეგიონში ხორციელდება ქვეპროგრამა – “ეკონომიკური ობსერვატორია”, რომლის მთავარი მიზანია ეკონომიკური კვლევებისა და ანალიზის წარმოება, რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროცესების მონიტორინგი და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავების საფუძველზე ეფექტური ექსპერტულ-ანალიტიკური დახმარების გაწევა რეგიონის მთავრობისათვის. ობსერვატორიის საქმიანობამ ხელი უნდა შეუწყოს მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიკური მონაცემების აგრეგაციასა და რეგიონის შესახებ არსებული სოციალურ-ეკონომიკური ხასიათის ინფორმაციის დეფიციტის შემცირებას.

“ეკონომიკური ობსერვატორიის” სამუშაო ჯგუფის შექმნის მიზნით ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსი ტარდება ორ ეტაპად: აპლიკაციების შეფასება/გადარჩევა და გასაუბრება;

აპლიკაციების გადარჩევის ეტაპზე მოწმდება კანდიდატის შესაბამისობა კონკურსით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან.

გასაუბრების ეტაპზე კომისია მხედველობაში მიიღებს კანდიდატის ზოგად განათლებას, სამუშაო გამოცდილებას და მის პროფესიულ/პიროვნული უნარ-ჩვევებს.

კანდიდატი, რომელსაც სურს კონკურსში მონაწილეობის მიღება, ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრირებულ ვებგვერდზე: www.hr.gov.ge და შეავსოს ყველა სავალდებულო ველი.

კონკურსის თითოეული ეტაპის დასრულების შემდეგ კანდიდატს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ეცნობება კონკურსის შესაბამისი ეტაპის შედეგები.

კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, ასევე კანდიდატის მიერ სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში, ვერ გააგრძელებს კონკურსში მონაწილეობას.

“ეკონომიკური ობსერვატორიის” სამუშაო ჯგუფის წევრებთან გაფორმდება შრომითი ხელშეკრულებები 2016 წლის 01 იანვრამდე”.

 

აჭარის ფინანსთა სამინისტრო მოუწოდებს მედეა ვასაძეს, გამოიჩინოს მაღალი პოლიტიკური კულტურა

 

მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით სრული უფლება ჰქონდა მინისტრის მოადგილეს წარედგინა გასული წლის ბიუჯეტის ანგარიში, უმაღლესი საბჭოს ბიურომ მაინც არჩია, რომ ანგარიში მინისტრისგან, დავით ბალაძისგან ჩაიბარონ. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ დღეს, 15 აპრილს, გაავრცელა განცხადება, რომლითაც ანგარიშის წარდგენის საკითხის, ასე ვთქვათ, ჩავარდნაში დეპუტატი მედეა ვასაძე „დაადანაშაულა“.

 

„ბათუმელები“ მედეა ვასაძეს ვერ დაუკავშირდა. ბიუროს წევრმა აკაკი ძნელაძემ კი ჩვენთან სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ  „არა მხოლოდ მედეა ვასაძე, ერთგვარი პრეტენზიები იყო სხვებისგანაც… ეს საკიხი არ არის ისეთი საჩქარო, ამიტომ, ბიუროს წევრები შევჯერდით, რომ ანგარიში მინისტრმა წარმოადგინოს“.

 

„უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა მედეა ვასაძემ უარი განაცხადა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის მიერ ანგარიშის წარდგენაზე, შესაბამისად საქართველოში დაბრუნებისთანავე, დეპუტატების სურვილის შემთხვევაში, დავით ბალაძე მზადაა 2014 წლის აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიში თავად წარადგინოს უმაღლეს საბჭოში. აქვე აღვნიშნავთ, რომ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი არაერთხელ წარმდგარა საკანონმდებლო ორგანოში ანგარიშით და ეს საკითხი პრობლემატური არასოდეს გამხდარა. სამინისტრო მოუწოდებს დეპუტატ მედეა ვასაძეს, გამოიჩინოს მაღალი პოლიტიკური კულტურა და პირადი ინტერესებისთვის არ მოახდინოს საკითხის ხელოვნური პროვოცირება” – აღნიშნულია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში, რომელიც სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

 

ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ „აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე ამა წლის 18 აპრილამდე ოფიციალური ვიზიტით, აჭარის სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, კანადის მთავრობის მიწვევით, მონრეალში, კანადაში იმყოფება. მინისტრი კანადაში კვებეკის პროვინციის სამთავრობო უწყებებისა და ორგანიზაცია „Invest in Quebec“-ის წარმომადგენლებთან შეხვედრებს ესწრება“.

 

უმაღლესი საბჭო 16 აპრილს სხდომაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს მაინც მოუსმენს. რამაზ ბოლქვაძე დეპუტატებს წარუდგენს [პირველი მოსმენა] აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტს – ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ.

პირველი აფთიაქი, ფული და ბიზნესინტერესები

პირველი აფთიაქი – დღემდე ასე უწოდებენ მემედ აბაშიძის გამზირზე #34-ში მდებარე შენობას, რომელიც XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ააგეს ბათუმში. სხვადასხვა წყაროს ცნობით, შენობაში თავიდანვე ფუნქციონირებდა „პეტკევიჩის აფთიაქი“ და „სოკოლოვსკის სამკურნალო“. ამ აფთიაქს მოიხსენიებს ცნობილი ნორვეგიელი მწერალი კნუტ ჰამსუნი წიგნში „ზღაპრული ქვეყანა“. ჰამსუნი ბათუმში 1899 წელს ჩამოვიდა, მწერალი ავად გამხდარა, ამიტომაც დასჭირვებია აფთიაქი.

აბაშიძის ქუჩას XX საუკუნის დასაწყისში მარიას გამზირი ერქვა. ეს ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ განაშენიანებული და საქმიანი ქუჩა ყოფილა ძველ ბათუმში. XX საუკუნის დასაწყისში აქ ცხოვრობდნენ ქალაქის შეძლებული ოჯახები და ფუნქციონირებდა საზოგადოებრივი დანიშნულების სხვადასხვა ობიექტი. მოედანზე (დღეს – ევროპის მოედანი) აშენებული სახლების ფასადები მდიდრულად და გემოვნებით ყოფილა გაფორმებული.

პირველი აფთიაქი თავდაპირველად ერთსართულიანი შენობა ყოფილა, მეორე სართული მოგვიანებით დაუშენებიათ, მაგრამ როგორც სპეციალისტები წერენ – ისე, რომ „სართულების მასშტაბი და დანაწევრების რიტმი სავსებით შეესაბამებოდა ერთმანეთს“.

კიდევ ერთი სართული პირველ აფთიაქს 2010 წელს დააშენეს. ქვეყნის მაშინდელი პრეზიდენტის ინიციატივით შეიცვალა როგორც აფთიაქის შენობის, ისე მთელი მოედნის ურბანული ქსოვილი.

სწორედ ამ „ცვლილებას“ უწოდეს სპეციალისტებმა „ისტორიის გაყალბება“ და „კიჩი“.

  • პირველი აფთიაქი, ფული და ბიზნესი

2010 წელს, ერას მოედნის, მათ შორის პირველი აფთიაქის რეკონსტრუქციაზე სააკაშვილის ხელისუფლებამ სოლიდური თანხა დახარჯა. რეკონსტრუქციის დასრულებიდან რამდენიმე თვეში, აფთიაქის ახალგარემონტებულ შენობაში წყალი ჩავიდა და შენობის შიდა ინტერიერი (ჭერი, კედლები) სრულიად დააზიანა. ქალაქის ცენტრში, კულტურული და ისტორიული თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე ღირებული შენობის ინტერიერის განადგურების შეჩერება არავის უცდია. სწორედ მაშინ გაჩნდა განცდა, რომ ამ შენობის, ისე როგორ ძველი ფოსტის ბედი გადაწყვეტილი იყო. მართლაც, 2011 წლის 28 იანვარს, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ პირველი აფთიაქი გაყიდა 1 მილიონ დოლარად. პირობა ასეთი იყო: მყიდველს – კომპანია „ჟასმინს“ 16 თვის ვადაში 40-ნომრიანი სასტუმრო უნდა აეშენებინა.

2012 წლის არჩევნების შემდეგ გაჩნდა მოლოდინი, რომ ახალი ხელისუფლება მოახერხებდა ბათუმში შეუნარჩუნებინა ერთ-ერთი ყველაზე ღირებული შენობა, ინვესტორის დაზარალების გარეშე და ამას მთავრობა თუნდაც იმიტომ გააკეთებდა, რომ არ მოუნდებოდა გაეიგივებინათ ყოფილ ხელისუფალთან. მაგრამ აღმოჩნდა, რომ არა: ამჟამინდელი ხელისუფლება იზიარებს ყოფილის გამოცდილებას – კულტურული მემკვიდრეობის ნგრევის ხარჯზე მოიზიდოს ფული.

სწორედ ამის დასტურია, 2013 წლის 25 სექტემბერს ახალი ხელისუფლების მიერ „ჟასმინთან“ მიღწეული ახალ შეთანხმება: კომპანიას ყველა საგადასახადო ვალდებულება, ჯარიმა ჩამოაწერა და კიდევ უფრო მოცულობითი შენობის აშენების უფლება მისცა – ნაცვლად 40 ნომრისა, ახლა 50-ნომრიანი სასტუმრო უნდა აშენდეს.

„იმ მოედანზე ძეგლი აღარ დარჩა. აფთიაქის შენობა რაც იყო 15 წლის წინ, ის აღარ არის. მე, პირადად მშენებლობას არ ვეწინააღმდეგები, მთავარია, იქაურობას მოუხდეს“, – ეს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, ლადო მგალობლიშვილის პოზიციაა.

მინისტრის მოადგილის (ანუ ზემდგომი დაწესებულების ხელმძღვანელი პირის) პოზიციის მიუხედავად, „ჟასმინს“ აფთიაქის შენობის ადგილას მშენებლობის წარმოებაზე ერთხელ უკვე უთხრეს უარი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში. „ჟასმინის“ თხოვნას – მიეცათ მშენებლობაზე თანხმობა, 2015 წლის 27 იანვარს სააგენტოს დირექტორის მოვალეობის ყოფილმა შემსრულებელმა თენგიზ ცინცაძემ ხელი არ მოაწერა. კატეგორიული უარი თქვა სააგენტოს დირექტორთან არსებულმა სარეკომენდაციო საბჭომაც – უარყოფით დასკვნას საბჭოს ექვსმა წევრმა მოაწერა ხელი.

მას შემდეგ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში ერთი არსებითი ცვლილება მოხდა – თენგიზ ცინცაძე სააგენტოდან დაითხოვეს, „ჟასმინმა“ კი, პარალელურად სააგენტოს უარი აჭარის განათლების სამინისტროში გაასაჩივრა. სამინისტრომ გასულ კვირას იმსჯელა საჩივრის გარშემო და დაკუმენტები განმეორებითი განხილვისთვის ისევ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დაუბრუნა. ამჯერად ჯერი მირანდა ჩარკვიანზეა, სააგენტოს უფროსად თენგიზ ცინცაძის შემდეგ სწორედ ის დანიშნეს. შესაბამისად, არქიტექტურული, კულტურული თუ ისტორიული თვალსაზრისით ბათუმისთვის ერთ-ერთი ყველაზე ფასეული ძეგლის ბედი, ამ ეტაპზე სწორედ იმ ადამიანის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, ვინც არაერთი წლის განმავლობაში იბრძოდა კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენისთვის.

სააგენტოს დირექტორი საკმაოდ რთულ სიტუაციაშია, რადგან „ჟასმინსა“ და ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შორის 2015 წლის 25 სექტემბერს გაფორმებული შეთახმებით ერთი რამ სრულიად ნათელია: ამ ხელშეკრულებით სამინისტრო არც კი უშვებს, რომ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორმა შეიძლება ხელი არ მოაწეროს კულტურული მემკვიდრეობის განადგურებას, ანუ არ დათანხმდეს მშენებლობას (კულტურული მემკვდრეობის დაცვა სწორედ სააგენტოს მოვალეობაა, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან წელს 733 ათას 102 ლარი აქვს გამოყოფილი). აჭარის ფინანსთა სამინისტრო `ჟასმინთან~ გაფორმებულ შეთანხმების აქტში პირდაპირ წერს: „2014 წლის 20 მაისამდე აიღოს მშენებლობის ნებართვა არანაკლებ 50-ნომრიან სასტუმრო კომპლექსის მშენებლობისთვის“.

ეს ყველაფერი ცხადყოფს, რომ სამინისტროს გადაწყვეტილი აქვს #1 აფთიაქის ბედი. ურყევია მინისტრ დავით ბალაძის პოზიციაც – მან გასულ კვირას კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ „ასეთი პროექტებისთვის უარის თქმა არ გამოვა“.

ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ინვესტიციები მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. იგივე განცდა აქვთ კულტურული მემკვიდრეობის დამცველებსაც. მაგრამ მათ ხედვებს შორის ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებაა – ისე როგორც ხელისუფლებას (ყოველ შემთხვევაში ეს საჯაროდ არის გაცხადებული), არც კულტურული მემკვიდრეობის დამცველებს სურთ ინვესტორი დაზარალდეს, ამიტომ ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმართავენ ინვესტორს სხვაგან შესთავაზოს მშენებლობისთვის ფართობი. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, მოქალაქეებს სურთ აფთიაქის შენობის ნაცვლად კომპანია „ჟასმინს“ ბათუმის ცენტრალურ უბანში, ზღვასთან ახლოს გამოუყოს ხელისუფლებამ მიწის ნაკვეთი.

სხვათა შორის, მსგავსმა პრაქტიკამ ერთხელ უკვე გაამართლა ბათუმის ცხოვრებაში – 2012 წელს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ თავისი მრევლის მონაწილეობით არაერთი აქცია და წირვა გამართა გოგებაშვილისა და გამსახურდიას ქუჩების კვეთაში არსებულ სკვერში, სადაც გასული საუკუნის 90-იან წლებში ბათუმის გათავისუფლებისთვის მებრძოლთა ცხედრები იქნა აღმოჩენილი. სწორედ ეს ტერიტორია გადასცა ლევან ვარშალომიძემ კომპანია „სისთემ ინშაათს“ საკუთრებაში. კომპანია აქ მაღლივი კორპუსის მშენებლობას გეგმავდა. საპროტესტო აქციების გამო ხელისუფლება იძულებული გახდა თავისი გადაწყვეტილება შეეცვლა და „სისთემ ინშაათს“ მოპირდაპირე მხარეს გამოუყო მიწის ნაკვეთი. „სისთემ ინშაათი“ მრავალსართულიან კომპლექსს დღესაც აშენებს, ანუ მიწის ნაკვეთის მონაცვლეობის შეთავაზებას ინვესტორი არ დაუფრთხია.

რამდენად არის შესაძლებელი ხელისუფლებამ „ჟასმინსაც“ იგივე წინადადება შესთავაზოს, რაც სააკაშვილის ხელისუფლებამ ერთხელ ეფექტურად გამოიყენა, მით უფრო, რომ თავად „ჟასმინმაც“ დაარღვია თავდაპირველი ხელშეკრულების პირობები. ამ კითხვაზე პასუხს ძეგლის ქომაგები ვერ იღებენ ხელისუფლებისგან. არაოფიციალურ ვერსიად კი ის განიხილება, რომ გადაწყვეტილების მიმღებმა კონკრეტულმა პირებმა „ჟასმინთან“ მიღწეული შეთანხმებით“ ძალიან კონკრეტული ფულადი სარგებელი ნახეს.

  • პირველი აფთიაქი და კულტურული მემკვიდრეობის დამცველი აქტივისტები

კულტურული მემკვიდრეობის დამცველები ყოფილი პირველი აფთიაქის დათმობას არ აპირებენ. აქტივისტებს ჯერ კიდევ ხელისუფლების გონიერების იმედი აქვთ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაიწყება საპროტესტო აქციები აფთიაქის შენობის გადასარჩენად. აქტივისტებს საპროტესტო აქციების გამოცდილება იქედან მოყოლებული დაუგროვდათ, რაც 2011 წელს ბულვარის დასაცავად გამოვიდნენ, მაგრამ დამარცხდნენ. ერთ-ერთი ბოლო აქციის ჩატარება კი „რვაფეხას გადასარჩენად“ გახდა აუცილებელი. ახლა ჯერი აფთიაქის შენობის გადარჩენაზე. აქტივისტებმა იციან (მრავალწლიანი პრაქტიკა ასეთია, საქართველოში ყველა დროის ხელისუფალს მხოლოდ ერთად შეკრებილი ბევრი ხალხის ხმა ესმის), რომ აფთიაქის გადასარჩენადაც მოუწევთ მასშტაბური აქციების ჩატარება.

„წიგნები ბათუმშის“ ახალი თარგმანები მკითხველს

 

ასევე 20 აპრილს გამოდის როალდ დალის „სასწაულმოქმედი მისტერ ფოქსი“ და „მატილდა“.

 

მკითხველს პირველად ექნება საშუალება ქართულ ენაზე წაიკითხოს  თანამედროვე პოპულარული ავტორის, ბერნარ ვერბერის სუპერ ბესთსელერი- “ჭიანჭველების ტრილოგიის” პირველი წიგნი – “ჭიანჭველები”.

 

22 აპრილს წიგნის მოყვარულებს კიდევ ერთი სიურპრიზი ელის. ანა გავალდას „35 კილო იმედი“ ქართულ ენაზე იქნება ხელმისაწვდომი. 

 

სახალხო დამცველის რეკომენდაცია დისკრიმინაციის თავიდან აცილებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხზე

 

სახალხო დამცველს მიიჩნია, რომ მსგავსი განცხადებების გავრცელება ხელს უწყობს შრომით ურთიერთობებში დისკრიმინაციული პრაქტიკის განვითარებას. ვებ-გვერდ www.jobs.ge-ზე გამოქვეყნებული იმ განცხადებების უმეტესობა, რომელიც შეიცავს მითითებას კონკრეტულ სქესზე, გარეგნობაზე თუ ოჯახურ მდგომარეობაზე, სამუშაოს მაძიებელ პირებს უზღუდავს შრომის ხელმისაწვდომობისა და შრომის განხორციელების უფლებას, არასახარბიელო მდგომარეობაში აყენებს მათ ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფ სხვა პირებთან შედარებით.


“იმის გამო, რომ „ჯობს.გე“ არ ახორციელებს დისკრიმინაციული სიტყვების შემცველი ვაკანსიების ფილტრაციას, ერთი მხრივ ხელს უწყობს დამსაქმებლებს გაავრცელონ დისკრიმინაციული ვაკანსიები და მისი მეშვეობით განახორციელონ დისკრიმინაცია დასაქმების ეტაპზე, ხოლო მეორე მხრივ იგი ასევე ამ დისკრიმინაციული პრაქტიკის ტირაჟირებას ახორციელებს.  ამით კი ხელს უწყობს დამსაქმებლებს განახორციელონ დისკრიმინაცია და აფერხებს შრომით ურთიერთობებში დისკრიმინაციის აღმოფხვრისთვის ბრძოლას”-წერია სახალხო დამცველის  მიერ გავცელებულ განცხადებაში.

 

სახალხო დამცველმა ორგანიზაციას ზოგადი წინადადებებით მიმართა, შეიმუშავოს ისეთი რეგულაციები, რომლითაც აღმოიფხვრება დისკრიმინაციული ვაკანსიების გამოქვეყნება მის ვებ გვერდზე. ამასთან, სახალხო დამცველის ოფისმა გამოთქვა მზადყოფნა, დაეხმაროს „ჯობს.გეს“ ადმინისტრაციას სახელმძღვანელოს შემუშავებაში, რომელიც მას გაუადვილებს დისკრიმინაციული ვაკანსიების გამოქვეყნების შეზღუდვას.

 

წაახალისებს თუ არა სახელმწიფო მთაში ქორწინებებს

 

დემოგრაფიული აღორძინების ფონდის ხელმძღვანელის თამარ ჩიბურდანიძის თქმით, საკანონმდებლო ინიციატივა მაღალ მთიანეთში მცხოვრებ იმ პირებს შეეხება, რომლებსაც ქორწინების ასაკი და სურვილი აქვთ. კვლევის მიხედვით, რომელიც ფონდმა ჩაატარა,  კრიზისულ რეგიონები ქორწინების სიმცირის კუთხით, ყაზბეგი და რაჭა-ლეჩხუმია.

 

ინიციატივა, რომელიც ჯერ კიდევ მუშავდება, ქორწინების წახალისების სამ ვარიანტს განიხილავს – დაქორწინებული წყვილის საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფა, ერთჯერადი ფულადი დახმარება  და სოფლად მცირე ბიზნესის დაწყებაში დახმარებას.  „ჯერ კიდევ ვმუშაობთ ამ საკითხებზე, თუ რომელი ჩაიდება საბოლოოდ მთის კანონში და შევა პარლამენტში,“ – ამბობს თამარ ჩიბურდანიძე „ბათუმელებთან“.

 

მისივე თქმით, თუ მაღალმთიანეთში მცხოვრები ადამიანი დროებით წამოსულია მშობლიური კუთხიდან, მას შეეძლება დაბრუნდეს, დაქორწინდეს, სახელმწიფოსგან დახმარება მიიღოს  და სოფელში დარჩეს საცხოვრებლად. სახელმწიფო ასე დაქორწინებულ წყვილებს ხელშეკრულებებს დაუდებს. მათ მინიმუმ ხუთი წლით უნდა იცხოვრონ სოფელში.

 

„ეს წახალისება უნდა მოხდეს წყვილებზე, რომელთაგან მეუღლე – ქალი არის 25-დან 40 წლამდე  ასაკის. 25 წლამდე მათ წახალისება არ სჭირდებათ, ისედაც ქორწინდებიან. 25-დან 40 წლამდე ასაკი არის სწორედ ის ასაკი, რომელიც არის ყველაზე ბევრი მთიან რეგიონებში დასაქორწინებელი. მამაკაცებში საქორწინო ასაკი განისაზღვრება 30-დან 55 წლამდე,“ – ამბობს თამარ ჩიბურდანიძე, რომელიც ამ ასაკის ადამიანებთან მიმართებაში იყენებს ტერმინს – „შინაბერა“ და „ბერბიჭა“.

 

კითხვაზე, საქორწინო ასაკის განსაზღვრა ნიშნავს თუ არა ასაკობრივ დისკრიმინაციას, თამარ  ჩიბურდანიძე პასუხობს:

 

„ეს ინიციატივა იდება  დემოგრაფიული კუთხით. როდესაც დემოგრაფიაზე გაქვს აქცენტი აღებული და დემოგრაფიული ნიშნით ხდება  შერჩევა, მაშინ, ბუნებრივია, აქ მთავარი ნიშანი არის გამრავლება.  მოსახლეობის გამრავლდება მთიან რეგიონში. მთაში მოსახლეობა არის ძალიან მცირე და ჩვენ გვსურს ისეთი ოჯახები შევქმნათ, რომელიც შემდგომ მოგვცემენ ნაყოფს, ანუ გამრავლდებიან. ეს არ არის დისკრიმინაციული. ქალი უნდა იყოს რეპროდუქციული ასაკის. შესაძლებელია ისე მოხდეს, რომ  18 წლიდან 43 წლამდე იყოს ქორწინების ასაკი. ამაზეც მიდის მსჯელობა. ვნახოთ რა დარჩება. ათ დღეში დავდებთ საბოლოო ვარიანტს“.

 

„დემოგრაფიული აღორძინების  ფონდი“ 2013 წელს არის დაფუძნებული. ფონდის დამფუძნებლებს შორის არიან პარლმენტარები: დიმიტრი ხუნდაძე, ზაქარია ქუცნაშვილი და მანანა კობახიძე. ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს წევრების შემადგენლობაში შედიან სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი მეუფე შიო მუჯირი, ბიზნესმენები ლევან ვასაძე, ლაშა პაპაშვილი, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, ზაზა ნიშნიანიძე და “პალიტრა მედიის” ერთ-ერთი დამფუძნებელი გოგა თევდორაშვილი.

 

 

 

 

 

 

კონდიციონერი სახლის ფასადზე – ზეპირი დირექტივები ბათუმის მერიისგან

ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ  კონდიციონერების გარე ბლოკებთან დაკავშირებით მათი მხრიდან დღემდე მხოლოდ „ზეპირი დირექტივები“ გაიცემოდა და დღესაც ასეა.

„თუ აივანი აქვს სახლს, ვეუბნებით მოქალაქეებს მოხსნან ბლოკები და აივანზე შიგნითა მხრიდან დაალაგონ, მითუმეტეს, თუ ის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ჩვენ ასეთ ძეგლებზე რეაგირება გვაქვს. გინდა არ გინდა, ვახსნევინებთ – ასე არ ხდება. ესთეტიკური მხრიდან გამომდინარე ვაკეთებთ რეაგირებას. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არის – ფასადების დამახინჯება და თუ ჩვენ ჩავთვლით, რომ არის დამახინჯება, ჩამოვახსნევინებთ. ახალაშენებულ სახლზე კი ვერ დაამონტაჟებენ ფასადზე კონდიციონერის გარე ბლოკებს, იმიტომ რომ არ ჩაიბარებს მერია ასეთ სახლს“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბრისას ზედამხედველობის სამსახურის ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილების წარმომადგენელმა თენგიზ მესხიძემ.

მისივე თქმით, კანონი არ ავალდებულებს მოქალაქეს ფასადზე კონდიციონერის ბლოკის მოხსნას: “მაგალითად, მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახური ვერც ამ ბლოკების დამაგრებაზე და ვერც დემონტაჟზე ნებართვას ვერ გასცემს. ალბათ, საკრებულო დაარეგულირებს ამ საკითხს. ორ ცეცხლს შუა ვართ, ის ხალხიც ცოდვაა და ჩვენგანაც რეაგირება უნდა მოხდეს…“.

ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ სახელმწიფო უწყებებს უფრო „მკაცრად სთხოვენ და მოსთხოვენ პასუხს“ ფასადის, ქალაქის იერსახის დამახინჯებისთვის, ვიდრე „უბრალო ხალხს“.

ყოფილი უშიშროების [ამჟამად შსს-ს] შენობა ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩაზე. 12.04.2015

ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ ძეგლებთან დაკავშირებით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსაც აწვდიან ინფორმაციას, რათა მოქალაქეებმა „არ დაბურღონ შენობები“ [ცნობისთვის, ლუკა ასათიანის ქუჩაზე მდებარე ბათუმის მერიის შენობაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია].

ბათუმის მერიის ადმინისტრაციული შენობა ლუკა ასათიანის ქუჩაზე. ბათუმი, 12.04.2015

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლი 150[1]

„თვითმმართველი ერთეულის იერსახის თვითნებური შეცვლა, მათ შორის, შენობა-ნაგებობის ფერის შეცვლა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

იგივე ქმედება, ჩადენილი “კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში, – გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.

სავენტილაციო სისტემის, ბანკომატის, სარეცხის საშრობის, გისოსების, ჯიხურების, დახლების ან/და სხვა მსუბუქი კონსტრუქციის თვითნებური მონტაჟი ან/და განთავსება, – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის, დაწესებულების, ორგანიზაციის დაჯარიმებას – 1000 ლარის ოდენობით.

იგივე ქმედება, ჩადენილი “კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში, – გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.

ამ მუხლით გათვალისწინებული დარღვევის გამოუსწორებლობა დაჯარიმებიდან 20 დღის ვადაში, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით“.

არჩილ ხაბაძე: საკურას ყვავილობა ტურისტებისთვის ქალაქში სტუმრობის მიზეზი გახდება

 

არჩილ ხაბაძე
არჩილ ხაბაძე

 

არჩილ ხაბაძე წერს: „ბათუმში იაპონური ალუბლების აყვავებამ ნამდვილი გაზაფხულის მოსვლა გვამცნო. ძალიან მალე მათი ყვავილობა ამ მშვენიერების ნახვის მსურველი ტურისტებისთვის ქალაქში სტუმრობის მიზეზი გახდება.

 

საკურა ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში დარგეს ბოტანიკურ ბაღში და  კარგად შეეგუა აქაურ კლიმატს. ბათუმის დრამატული თეატრისა და სასტუმრო „რადისონის“ მიმდებარე სკვერში იაპონური კომშის ბუჩქები და ალუბლები შარშან გაზაფხულზე გააშენეს.

 

მათი ყვავილობის თაყვანისმცემლები წლიდან წლამდე ელიან გაზაფხულს და ქვეყნიდან ქვეყანაში მოგზაურობენ, რომ სხვადასხვა სარტყელში მოყვავილე ხეების ცქერით მიღებული სიამოვნება გაიხანგრძლივონ. მალე ბათუმიც მოხვდება ამ მოგზაურთა გეოგრაფიულ რუკაზე“.

 

 

უფასო სამედიცინო აქცია ქობულეთში

 

აქციის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება მიეცემა მიიღოს ვ. ივერიელის სახელობის ენდოკრინოლოგია-მეტაბოლოგია-დიეტოლოგიის ცენტრის 4  ენდოკრინოლოგის და საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის კარდიოლოგის, რევმატოლოგის, ოფთალმოლოგის, დერმატოლოგის, გინეკოლოგის, ექოსკოპისტის, ოტო-რინო-ლარინგოლოგის და ოჯახის ექიმის კონსულტაცია.

 

ჩატარდება რამდენიმე სახის სამედიცინო კვლევა.

 

 აქცია, საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის ინიციატივითa და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით გაიმართება.

ვაკანსია ბათუმსა და თბილისში მიმტანის, მზარეულისა და მენეჯერის პოზიციაზე

 

ფრანგულ რესტორან “LIZARR”-ის ქსელს საქართველოში (თბილისსა და ბათუმში) ესაჭიროება მომსახურე პერსონალი: მიმტანის, მზარეულისა და მენეჯერის პოზიციაზე.

 

აუცილებელი მოთხოვნა: სამუშაო გამოცდილება; უცხო ენის ფლობა.

 

მსურველებს ვთხოვთ CV გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: madonasectory@gmail.com მობ: 577135024

”ოლიმპიური ცეცხლი” პირველად საქართველოში

 

ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ფესტივალის
ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ფესტივალის ”თბილისი’ 2015 -ის ლოგო

ევროპის ოლიმპიური კომიტეტიორ წელიწადში ერთხელ ევროპის 14-18 წლამდე ახალგაზრდებს შორის ოლიმპიადა იმართება, რომელსაც ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ჰქვია. მას ატარებს. ოლიმპიური ცეცხლი ყოველთვის საბერძნეთში ინთება და შემდეგ სპეციალურად შექმნილი ჩირაღდნით მასპინძელ ქვეყანაში მიაქვთ. ცეცხლის ანთების ცერემონიის ორგანიზებას საბერძნეთის ოლიმპიური კომიტეტი უწევს. ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის „თბილისი 2015-ის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ოლიმპიური ცეცხლი ათენის პანათინაიკოსის სტადიონზე (ახლანდელი გეორგიუს ავეროფის სახელობის მარმარილოს სტადიონი) აინთება და 26 მაისს 20:00 საათზე სარფში შემოვა. იმავე დღეს ოლიმპიური ჩირაღდნის მისაღებად ბათუმში საზეიმო ღონისძიება გაიმართება. მეორე დღეს ჩირაღდანი სამხრეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით გადაინაცვლებს და ორი თვის განმავლობაში საქართველოს 67 რაიონსა და ქალაქს შემოივლის: ბათუმიდან გადაინაცვლებს ხელვაჩაურში, ქედაში, შუახევში ხულოში,  ადიგენში, ახალციხეში, ასპინძაში, ახალქალაქში, ნინოწმინდაში, წალკაში, თეთრიწყაროში, დმანისში, ბოლნისში, მარნეულში, გარდაბანში, რუსთავში, საგარეჯოში, დედოფლისწყაროში, სიღნაღში, ლაგოდეხში, ყვარელში, გურჯაანში, თელავში, ახმეტაში, ჩარგალში, ყაზბეგში, ფასანაურში, თიანეთში, დუშეთში, მცხეთაში, კასპში, გორში, ქარელში, ბორჯომში, ხაშურში, საჩხერეში, ჭიათურაში, ზესტაფონში, თერჯოლაში, ტყიბულში, ამბროლაურში, ონში, ცაგერში, ლენტეხში, წყალტუბოში, ქუთაისში, ბაღდათში, ვანში, ხონში, სამტრედიაში, ჩოხატაურში, ოზურგეთში, ლანჩხუთში, ფოთში,  ხობში, სენაკში, აბაშაში, მარტვილში, ჩხოროწყუში, ზუგდიდში, ანაკლიაში, წალენჯიხაში, მესტიაში, უშგულში, ქობულეთში, თბილისში.


ოლიმპიური ჩირაღდანის ესტაფეტა საქართველოს რეგიონებში


(წითლად აღნიშნულია ის გეოგრაფიული ობიექტებისადაც ოლიმპიური ცეცხლი ერთი ღამით დარჩებ).

ყოველ ოლიმპიადაზე ახალი დიზაინის ჩირაღდანი იქმნება, რომელზეც დატანილია ოლიმპიადის ლოგო, იმ ადგილის სახელწოდება და სიმბოლოები, სადაც შეჯიბრება იმართება. „თბილისი 2015“-ის ჩირაღდანი ევროპის ოლიმპიური კომიტეტის დიზაინით შეიქმნება და ოქროსფერი იქნება. მასზე ვაზის მტევანი ფოთლებით და ოლიმპიადის ლოგო წარწერით – „თბილისი 2015“ იქნება გამოსახული. ოლიმპიური ცეცხლი საქართველოში პირველ აგვისტომდე დარჩება. მას 700 მეჩირაღდნე დაარიგებს. ამ პროცესს ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა ეწოდება.

ესტაფეტაში ძირითადად რეგიონების სპორტსმენები იქნებიან ჩართულნი. ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტაში გამორჩეული იყო 2004 წელი, როცა ათენის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ესტაფეტა მსოფლიოს გარშემო მოეწყო. მასში 11 300 ადამიანი მონაწილეობდა, რომლებმაც, საერთო ჯამში, მსოფლიოს გარშემო 78 ათასი კილომეტრი დაფარეს. ეს იყო პირველი და უკანასკნელი შემთხვევა. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ცეცხლის ესტაფეტა დედამიწის გარშემო აკრძალა და მისი ჩატარების უფლება მხოლოდ მასპინძელ ქვეყანას მიანიჭა. საქართველოში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები 26 ივლისს დაიწყება და პირველ აგვისტოს დასრულდება. მითი ოლიმპიურ ცეცხლზე: ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე ძველ საბერძნეთში შეიქმნა ქალაქი ოლიმპია, სადაც ღმერთებისადმი სადიდებლად თამაშებს მართავდნენ. ეს თამაშები დღემდეა შემორჩენილი და მას „ოლიმპიურ თამაშებს“ უწოდებენ. ცეცხლი ოლიმპიური თამაშების ძირითად სიმბოლოდ იქცა. ცეცხლი თამაშების დასრულებამდე ანთია.

მითი ოლიმპიურ ცეცხლზე 

პრომეთე

                  • ძველბერძნული მითოლოგიის მიხედვით 

                                   ღმერთებთან მებრძოლმა  და ადამიანების ინტერესების

                                      დამცველმა გმირმა პრომეთემ,  ცის, ელვისა და ქუხილის

                                       ღმერთი ზევსი მოატყუა და ხორცის მაგივრად ძვლები აჭამა.

                                    ზევსმა პრომეთეს საქციელის საპასუხოდ ადამიანებს ცეცხლი

                                   წაართვა. ღმერთი ზევსი თორმეტი ღმერთის საცხოვრებელ

                                წმინდა მთაზე ოლიმპოზე  ცხოვრობდა. 

                              პრომეთე ოლიმპოს მთაზე ავიდა, ზევსს ცეცხლი მოჰპარა

                             და ისევ ადამიანებს დაუბრუნა. 

   ოლიმპიური ჩირაღდანის დიზაინი წლების მანძილზე, ყოველ თამაშზე იცლებოდა.




2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩირაღდანი – სოჭი

 

აპრილში ბათუმში ორი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნება

 

მე- 8 საბავშვო ბაღი შვიდი ჯგუფისგან შედგებოდა, რეაბილიტაციის შემდეგ  კი ბაღში ათი ჯგუფი  იქნება. საბავშვო ბაღი 350 აღსაზრდელს დაიტევს.  მე-8 საბავშვო ბაღის აღსაზრდელები გადანაწილებულები იყვნენ სხვადასხვა საბავშვო ბაღში და საზეიმო გახსნის შემდეგ აღსაზრდელები კვლავ დაუბრუნდებიან თავიანთ საბავშვო ბაღს. 140 ადგილს სოციალურად დაუცველების, იძულებით გადაადგილებული პირების, ომში დაღუპული  და მრავალშვილიანი ოჯახების შვილები შეავსებენ.

 

 

 

 

„ბათუმელები“ თავის ხელმომწერებს ბოდიშს უხდის

 

რედაქციამ ყველა ღონე იხმარა მკითხველისთვის გაზეთი ტრადიციულად, ორშაბათს რომ მიეწოდებინა, მაგრამ სამწუხაროდ, მიმდინარე კვირაში ეს შეუძლებელი აღმოჩნდა: სტამბა, სადაც „ბათუმელები“ იბეჭდება, სააღდგომო დღესასწაულთან დაკავშირებით ისვენებდა.

 

მკითხველი „ბათუმელების“  ახალ ნომერს ხვალ, 15 აპრილს  მიიღებს.

 

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს კვირეული სკოლის მოსწავლეებისთვის

 

სააგენტოს მიერ გავრცელებული პრესრელიზის მიხედვით, „15 აპრილს, კვირეულის ფარგლებში, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების მოსწავლეებისათვის მოეწყობა შემეცნებითი ტური, კინოთეატრ ,,აპოლოში’’ გაიმართება  დოკუმენტური ფილმის ჩვენება ისტორიული ძეგლების შესახებ, შემდეგ კი დაათვალიერებენ არქეოლოგიურ მუზეუმსა და გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალს“.

 

კვირეულის ფარგლებში მოსწავლეები დაათვალიერებენ არქეოლოგიურ მუზეუმს (გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალს, აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმს (სოფელი სხვიტორი), ძმები ნობელების ბათუმის სახ.ტექნოლოგიურ მუზეუმს, ასევე ნახავენ ანიმაციური ფილმს (კინოთეატრი ,,აპოლო“) და ისტორიული ძეგლების შესახებ დოკუმენტურ ფილმს.

 

კვირეული დასრულდება 18 აპრილს. იმავე დღეს ნობელების მუზეუმში გაიმართება მრგვალი მაგიდა თემაზე:  „კულტურული მემკვიდრეობის მართვის პრობლემები“.

 

კვირეულს სრულად აფინანსებს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო. პროექტის აქტივობებში სულ 260 მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას. პროექტის ღირებულება 5390 ლარია.

 

Tbilisi JAM Fest – ის მუსიკალურ ორთაბრძოლაში გამარჯვებული გერმანიაში გაემგზავრება

 


Wacken Open Air  ყოველ ზაფხულს, გერმანიაში, ჰამბურგთან ახლოს მდებარე დასახლებაში Wacken-ში, 1990 წლიდან იმართება და მას ყოველწლიურად 80 000-ზე მეტი მაყურებელი ესწრება.

 

ფესტივალის ორგანიზატორების თქმით, Wacken Open Air საუკეთესო საშუალებაა გამარჯვებული ჯგუფებისთვის თავიანთიი შემოქმედების საერთაშორისო მუსიკალურ სცენაზე საჩვენებლად – ”მათ საშუალება ეძლევათ წარმოაჩინონ თავიანთიი შემოქმედება მსოფლიოში ყველაზე ცნობილ და მსხვილ მეტალ ფესტივალზე, გახდნენ უფრო ცნობადები და გაიცნონ მუსიკოსები სხვა ქვეყნებიდან. W.O.A – უნივერსალური ინსტრუმენტია მსოფლიოს ყველა  ქვეყნის ჯგუფებისა და მუსიკალური  ინდუსტრიის  პროფესიონალების გასაერთიანებლად”.  

 

წელს Tbilisi JAM Fes-ში საქართველოდან 9 ჯგუფი, სომხეთიდან – 3, აზერბაიჯანიდან კი – 1 ჯგუფი მონაწილეობს.

 

Wacken Open Air Metal-Battle Caucasus-ის 2013 წლის გამარჯვებული ჯგუფი – INDUSTRIAL CITY (საქართველო), 2014 წელს კი – DISMORIAL (საქართველო) იყო.

 

 

 

ბათუმში მიწისქვეშა სანაგვე ურნები დაამონტაჟეს

 

 

 

ესენინის ქუჩის კეთილმოწყობა შპს „ზიმო 7“-მა განახორციელა, შესაბამისად, მიწისქვეშა ურნებიც ამავე კომპანიამ  დაამონტაჟა. პროექტის ღირებულება 260  893  ლარია.

 

კეთილმოწყობის სამსახური მიწისქვეშა ნაგავშემკრები  კონტეინერების განთავსებას ზურაბ გორგილაძის ქუჩის ბოლოშიც აპირებს.  „ამ მონაკვეთში 15 მიწისქვეშა სანაგვე ურნა  განთავსდება“. ამჟამად ამ ნაწილის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოებს შპს „გზა“ ასრულებს და პროექტის მთლიანი ღირებულება  ერთი მილიონ 653 ათასი ლარია.   

 

მიწისქვეშა ნაგავშემკრები  კონტეინერები  შპს „სანდასუფთავებასაც“ უნდა დაემონტაჟებინა ქალაქში, ამ დროისთვის 50 მიწისქვეშა კონტეინერია  შესყიდული, თუმცა მათ დამონტაჟებაზე „სანდასუფთავებამ“  ტენდერი უკვე მეხუთედ  გამოაცხადა, რადგან ყველა ტენდერი ჩაიშალა.   რატომ არ იღებენ „სანდასუფთავების“ მიერ გამოცხადებულ ტენდერში კომპანიები მონაწილეობას? ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს ორგანიზაციის ხელმძღვანელს დავით ასამბაძეს. 

 

 

საკრებულოს წევრები ლატვიელ კოლეგებს შეხვდნენ

 

 

 

ვიზიტის მიზანი ქართველ კოლეგებთან შეხვედრა, ასევე ჩვენი ქვეყნის მუნიციპალური სისტემის, პროგრამების ბიუჯეტირებისა და სხვა მიმდინარე პროექტების გაცნობა იყო. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ორი ქვეყნის სამომავლო კულტურულ–ეკონომიკურ და საგანმანათლებლო თანამშრომლობაზე.

 

ლატვიელი სტუმრები საქართველოში 19 აპრილამდე დარჩებიან  და ისინი ბათუმის შემდეგ  ქუთაისისა და მესტიის მუნიციპალიტეტებსაც მოინახულებენ.

ბათუმის მერიის შესყიდვების სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

 

ბაგრატ ხალვაში
ბაგრატ ხალვაში

გადაწყვეტილება ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა მიიღო.

ბაგრატ ხალვაში ბათუმის მერიის შესყიდვების სამსახურში სპეციალისტად 2010 წლიდან მუშაობს. იგი პროფესიით ეკონომისტია და მანამდე კერძო სექტორში მუშაობდა. მისი თქმით, სამსახურის მუშაობაში დიდ ცვლილებებს არ გეგმავს, რადგან შესყიდვები კანონმდებლობის შესაბამისად ხორციელდება.

 

 

„სოკარ ჯორჯიას“ 40-მდე თანამშრომელი გაიფიცა

 

 

 

 

ერთ-ერთი გაფიცული თანამშრომელი „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში აცხადებს, რომ  კომპანიამ მათ ხელფასის 50 პროცენტი ჩამოაჭრა. 

 

„ხელფასებზე 50 პროცენტი ჩამოგვაჭრეს და გვეუბნებიან, რომ კიდევ უნდა შევამციროთო.  სანამ  სოკარი შვილობილ კომპანიას შექმნიდა, მანამდე უკეთეს პირობებში გვიწევდა მუშაობდა, მაგრამ ამ კომპანიაში გადმოსვლის შემდეგ, პრობლემები დაიწყო. ცვლილებები   ძირითადად შემდუღებელ  ზეინკლებს შეგვეხო, რომლებიც  მოსახლეობაში ბუნებრივი აირის  შეყვანაზე ვმუშაობდით“.  

 

კომპანიის გაფიცული თანამშრომლის თქმით, რომელიც ვინაობას სამსახურიდან დათხოვნის შიშით არ ასახელებს,  ეს შემდუღებელი ზეინკლების რიგით მესამე გაფიცვაა.

 

სოკარის თანამშრომლები აქციაზე
სოკარის თანამშრომლები აქციაზე

„მანამდე ორჯერ გავიფიცეთ, მაგრამ ჟურნალისტებისთვის არ შეგვიტყობინებია, იმედი გვქონდა, რომ კომპანიის ხელმძღვანელობა ჩვენს მოთხოვნებს გაითვალისწინებდა და პრობლემები მოგვარდებოდა.  ვესაუბრეთ „სოკარ ჯორჯიას“ ხელმძღვანელს  ლეკიშვილს,  რომელიც  შეგვპირდა რომ ათი მარტისთვის   ყველაფერი გამოსწორდებოდა, მაგრამ დღეს 14 აპრილია და ჩვენი პრობლემები ისევ მოუგვარებელია“.

 

„სოკარ ჯორჯიას“ სათავო ოფისის  კომენტარს,   თანამშრომლების გაფიცვასთან დაკავშირებით, მალე შეგმოგთავაზებთ.

 

დედაენის დღე ილიას ძეგლთან

„დედაენის დღე ყველა ქართველისთვის არის მნიშვნელოვანი. მარტო დღეს უნდა გვახსოვდეს ის და კარგ ტონად არ უნდა ითვლებოდეს უცხო სიტყვებით საუბარი“- გვეუბნება უნივერსიტეტის სტუდენტი ნონა მიქელაძე.

მისი თქმით,  ყოველდღიურ საუბარში ხშირია სლენგის გამოყენება, რაც ენის განვითარებაზე ვუდად აისახება: „სამწუხაროდ, მეც ხშირად ვიყენებ ინგლისურ სლენგს და კარგი იქნება, თუ ყურადღებას მივაქცევთ მშობლიურ ენას და მას ვაქცევთ პრიორიტეტად“.

„დედაენის ავტორი იაკობ გოგებაშვილი ამბობდა, თუ ბავშვს საკუთარ ენაზე საუბარს დაუშლიან, ის იქნება მერცხალი, რომელსაც ჭიკჭიკი არ უსწავლია და შოშიისებურ სტვენას დაიწყებს.  ასეთ მდგომარეობაში რომ  არ  ჩავვარდეთ,  დედაენა უნდა დავიცვათ  და გავუფრთხილდეთ მას“ – ამბობს სტუდენტი თამაზ დავითაძე.

მშობლიური ენის განვითარებაზე განათლების მინისტრმა გია თავამაიშვილმაც  ისაუბრა:

„ჩვენ თუ დავაკვირდებით, ყოველდღიურ საუბარში თუ წერილებში, რომელსაც არაფორმალურად ვწერთ, კარგად რომ არ გვაქვს საქმე, ფაქტია.  ამ დღის მნიშვნელობა იმითაც არის საინტერესო, რომ თავის დროზე სულ სხვა პრობლემები იდგა ენის წინაშე, რომელიც გადაილახა და დღეს სახელმწიფო ენას არაფერი ემუქრება, მაგრამ თუნდაც ის ფაქტები, რომ ხშირად ქართული ენა ერთგვარად იგნორირებულია როგორც მეტყველებაში, ასევე ვიზუალურ მხარეში, მაინც ქმნის პრობლემას“.

Exit mobile version