შს სამინისტროს ცნობით სწავლების მიზანია, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მოხალისე-მაშველთა ჯგუფების შექმნა, მათი მხარდაჭერა, პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში აქტიური ჩართულობა, რისკების სწორად შეფასება და საგანგებო სიტუაციების დროს პირველადი რეაგირების უნარ-ჩვევების განვითარება – “ეს აქტივობა დაეხმარება ადგილობრივ მოსახლეობას გაიუმჯობესონ ორგანიზაციული და ტექნიკური უნარები, რათა დაიცვან საცხოვრებელი გარემო ბუნებრივი კატასროფებისაგან”.
ღონისძიების ფარგლებში მოხალისე მაშველებმა ისწავლეს რთულ რელიეფურ პირობებში გადაადგილება და დაზარალებულისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა. მსგავსი ღონისძიებების ჩატარება აჭარის 3 მუნიციპალიტეტში – ქედაში, ხულოსა და შუახევშია დაგეგმილი. სწავლებას არ ექნება ერთჯერადი ხასიათი.
შს სამინისტრომ ქედაში მოხალისე-მაშველთა მომზადება ასოციაცია შავი ზღვის ეკოაკადემიასა და საერთაშორისო ორგანიზაცია „ოქსფამთან“ პარტნიორობით განახორციელა. ღონისძიება პროექტის – „თემების მდგრადობის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში დაიგეგმა და ევროკომისიის მიერ ფინანსდება.
დაკავებულები 1974 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი კობა ს. და 1972 წელს დაბადებული არჩილ თ.-ა.
სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი ჩხრეკისას 30 აბი „სუბუტექსი“ ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,237588 გრ. ბუპრენორფინს შეიცავს. ბრალდებულება აღნიშნული ნარკოტიკი საქართველოში თურქეთიდან შემოიტანეს.
გამოძიება ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).
აქციის მონაწილეები ჯერ ბათუმის დრამატულ თეატრთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი რუსთაველის ქუჩიდან მთავრობის სახლთან გადმოინაცვლეს.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი თამაზ ბაკურიძე ამბობს, რომ თუ მთავრობა მხოლოდ ამ ორი კატეგორიის მიხედვით დაეხმარება ადამიანებს, გამოვა, რომ ისინი ამ მოსახლეობის მხოლოდ 10%-ს დაეხმარებიან, დანარჩენები კი ისევ ყურადღების მიღმა დარჩებიან. ეს გამოიწვევს პროტესტის ფორმის გამკაცრებას, ეს მიგვიყვანს რეგიონში სოციალურ აფეთქებამდე იმიტომ, რომ სახელმწიფოს ყურადღების მიღმა რჩება მრავალშვილიანები, შშმ პირები, უსახლკაროები, შრომის ვეტერანები და სხვა. აქ კიდევ არ არის მთელი ის მოსახლეობა მოსული. ველოდებით მთავრობის პასუხს, რომელიც ჯერ არ ჩანს”, – ამბობს ის.
საავადმყოფოს პრემსსამსახურის განმარტებით ჩვილი დედათა და ბავშვთა ცენტრში დღეს მიიყვანეს. „უმძიმეს, შოკურ მდგომარეობაში შეიყვანეს საავადმყოფოში, მას დაყოვნების გარეშე ჩაუტარდა რეანიმაციული ღონისძიებები, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“ – განუცხადეს „ბათუმელებს“ პრესსამსახურში.
შს სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, 1 თვის ჩვილის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ოზონოთერაპიის კაბინეტი აჭარაში პირველია. ოთახი, რომელიც ოზონის უახლესი და თანამედროვე აპარატურით არის აღჭურვილი, სრული დატვირთვით 4 მაისიდან ამოქმედდება.
თავდაპირველად კაბინეტი ორსულებს, ხანდაზმულებსა და გინეკოლოგიურ პაციენტებს მოემსახურება, რომლებსაც სხვადასხვა სახის ანთებითი და ვირუსული დაავადებები აღენიშნებათ. ასევე ონკოლოგიურ, ენდოკრინოლოგიურ, დერმატოლოგიურ და და გულსისხლძარღვთა დაავადებათა მქონე პაციენტებს. სამომავლოდ კი კაბინეტის პროფილის უფრო მეტად გაფართოება იგეგმება და იგი C ჰეპატიტითა და ოსტეოქონდროზით დაავადებულ პაციენტებსაც მოემსახურება.
ოზონოთერაპიის გამოყენება არ გამორიცხავს მედიკამენტოზურ მკურნალობას. ოზონის მედიცინაში გამოყენება ევროპაში პირველი მსოფლიო ომის დროს დაიწყო, ხოლო საქართველოში ბოლო ათი წლის განმავლობაში.
დღეს, ოზონოთერაპიის კაბინეტის პრეზენტაციას აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილი და სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი ლელა სურმანიძე, ასევე ბათუმში მოქმედი კლინიკების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქველმოქმედო ფონდმა “სოციალური პარნტიორობამ” გასული წლის 23 ნოემბერს, ქობულეთში, გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ბავშთა პანსიონი გახსნა, რომელიც ამ ეტაპზე 50 სოციალურად დაუცველ ბავშვის სააღმზრდელო და საგანამანათლებლო მომსახურებას ეწევა.
ქობულეთში, ფონდ „სოციალური პარტნიორობის“ მიერ დაფუძნებული ბავშვთა პანსიონი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტომ 15 თებერვალს დააჯარიმა, რაც ფონდის ხელმძღვანელობამ უსამართლოდ მიიჩნია და ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა.
ფონდის ადმინისტრაციის განცხადებით მათ ჯანდაცვის სამინისტროს ორი მიმართულებით უჩივლეს: ”1. არსებული კანონმდებლობა საშუალებას იძლევა ჯანდაცვის სამინისტროს ლიცენზირების გარეშე მოხდეს მსგავსი ტიპის საქმიანობის განხორციელება, შესაბამისად ჯარიმა სრულიად უკანონოა. 2. იმ დროს, როდესაც აჭარის რეგიონში და მთელს საქართველოში ათობით გაურკვეველი წარმოშობისა და იდეოლოგიის პანსიონი უკვე არაერთი წელია უპრობლემოდ ფუნქციონირებს, დაჯარიმდა მხოლოდ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის პანსიონი”.
”დღეს, ჯანდაცვის სამინისტროს სოციალურმა სააგენტომ მოითხოვა სოციალური სააგენტოს ჩართვა ამ პროცესში და ამის საფუძველზე სასამართლო პროცესი გადაიდო. კიდევ ერთხელ ხელოვნურად გააჭიანურეს პროცესი, სოციალური სააგენტო შეეძლოთ ორი თვის წინაც ჩაერთოთ საქმეში. შუამდგომლობის მომზადება ალბათ რამდენიმე კვირას კიდევ წაიღებს” – ამბობს ფონდი “სოციალური პარტნიორობის” პრეზიდენტი გიორგი ქვრივიშვილი.
„სოციალური პარტნიორობას“ დაწესებული ჯარიმა არ გადაუხდია, გიორგი ქვირივიშვილი ამბობს, რომ თანხას ფონდი მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიხდის, თუ სასამართლო, ჯარიმას სამართლიანად სცნობს.
”ჩვენ ვითხოვთ, რომ ჯარიმა გაუქმდეს. როგორც კი კანონში შევა ცვლილებები, რომელიც ჩვენს პანსიონს და აჭარაში არსებულ სხვა პანსიონებსაც კანონგარეშედ ცნობს (რაც აუცილებელია და ვიცით რომ ეს ცვლილება უნდა შევიდეს კანონში), ჩვენ მზად ვართ მივმართოთ შესაბამის სამსახურს ლიცენზირებაზე, მაგრამ სანამ ამას კანონი არ მოგვთხოვს – ჩვენ ლიცენზირებას არ გავივლით” – ამბობს გიორგი ქვრივიშვილი.
”დღეს პირველი მაისია, მშრომელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე. ვაპროტესტებთ დღევანდელ სოციალურ მდგომარეობას საქართველოში და იმას, რომ მუშათა უფლებები, საქართველოს ძალიან ბევრ საწარმოში ირღვევა – ჭიათურაში, კაზრეთში, ჰესების მშენებლობებზე… მაგალითად 17 აპრილს ხულოშიც დაიღუპა ორი ადამიანი. დღეს ანალოგიური და უფრო მასშტაბური აქციები იმართება თბილისში, ქუთაისსა და ჭიათურაში. დღეს ჩვენ მუშებსა და ზოგადად მშრომელ ხალხს ვუხადებთ სოლიდარობას და მოვითხოვთ, რომ შეიქმნას რეალური, ქმედუნარიანი შრომითი ინსპექცია და რომ დასაქმებულებს შეუქმნან უსაფრთხო შრომითი გარემო. ასევე, მისცენ მათ მიერ გაწეული შრომის ადეკვატური ანაზღაურება” – ამბობს ილია ბერიძე, სტუდენტური მოძრაობა ”ალტერნატივას” წევრი.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო დაცვისა და საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ორი ბრიგადა, აქვე იმყოფებოდნენ ენერგო- პრო ჯორჯიას თანამშრომლები. მეხანძრეებს წყლის გამოყენება არ დასჭირვებიათ.
შეხვედრაზე საიას აჭარის ფილიალის თავმჯდომარე გიორგი ხიმშიაშვილმა, აჭარაში საჯარო და კერძო სექტორში არსებული შრომითი პრობლემების შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ საჯარო სექტორში ბოლო პერიოდებში ადგილი ჰქონდა პირადი მოტივით საჯარო მოხელეების გათავისუფლებას და ამ მხრივ ყველაზე მეტად ადგილობრივი თვითმმართველობები გამოირჩევიან.
გარდა ამისა, საიას რეკომენდაციით აუცილებელია საჯარო სამსახურებში კონკურსების ჩატარების წესის დეტალური გაწერა, რადგან ხშირად არ იყო ცნობილი თუ რა კრიტერიუმებსა და რა ნიშნებზე დაყრდნობით ხდებოდა კონკურსანტების შერჩევა. მათივე რეკომენდაციით, ცვლილებებს საჭიროებს კომისიის წევრების არჩევის წესიც, რადგან მათ პრაქტიკაში ყოფილა შემთხვევბი, როცა კანდიდატს მასზე დაბალი რანგის, ან სხვა დარგის სპეციალისტი აფასებდა.
კერძო სექტორში არსებული პრობლემების შესახებ, ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად უსაფრთხო შრომითი გარემო და პირობები დასახელდა. გიორგი ხიმშიაშვილის თქმით, მათ გარკვეული რეკომენდაციები აქვთ დასაქმებულების ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების და ამ სამუშაოს ანაზღაურების შესახებ, ასევე დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის შრომითი ხელშეკრულების არ არსებობის და ამით გამოწვეული პრობლემების მოგვარების შესახებ – ”ჩვენს პრაქტიკაში ხშირად ხდება რომ დასაქმებული მოგვმართავს დახმარების თხოვნით და შრომითი ხელშეკრულების არ არსებობის გამო, ჩიხში შევდივართ” – ამბობს გიორგი ხიმშვაშვილი.
”ჩვენი ორგანიზაცია უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს შრომით უფლებებთან დაკავშჳრებით ზოგად პრობლემატიკას, როგორც სამართლებრივს ისე ფაქტობრივს. რეკომენდაციების ძირითადი არეალი მოიცავს საჯარო და კერძო სექტორებს. ეს შეეხება საჯარო სექტორში – კონკურსებსა და ატესტაციას, რაც შეეხება კერძო სექტორს, ეს არის დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ურთიერთობა, რომელიც სამართლებრივ დონეზე ჯერ კიდევ რჩება პრობლემად, ეს შეეხება ზე განაკვეთურ სამუშაოს, შრომითი ხელშეკრულების გაფორმებას, მის შეწყვეტას და ა.შ.” – თქვა საიას თავმჯდომარემ.
პროექტის სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცა (ყოფილი პატიმარი, პატიმრის ოჯახის წევრი, პრობაციონერი) 980 ადამიანს.
იურიდიული დახმარების სერვისებით (დოკუმენტების მოწესრიგება, სამოქალაქო დავები, ნასამართლობისა და შეწყალების დოკუმენტების მომზადება) ისარგებლა 391-მა ადამიანმა.
პროფესიული განვითარების/განათლების კომპონენტით – 168 ადამიანმა.
პირველადი სამედიცინო გამოკვლევებისა და მედიკამენტებით მხარდაჭერის კომპონენტით – 49 ადამიანმა.
თვითდასაქმების ხელშეწყობის კომპონენტით (მცირე საოჯახო საწარმოების ჩამოყალიბება – განვითარება) – 125- მა ადამიანმა.
ბათუმის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის ფსიქოლოგები
ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრები 6-დან 18 წლამდე ქცევითი და ემოციური პრობლემების მქონე ბავშვებს, მოზარდებსა და მათ ოჯახებს უფასოდ ემსახურება. ბათუმის ფსიქოლოგიურ ცენტრში ოთხი ფსიქოლოგი და ერთი სოციალური მუშაკი მუშაობს. ფსიქოლოგ მარიამ სტეფნაძის თქმით, კვირაში დაახლოებით ხუთ ბავშვს უწევენ ფსიქოლოგიურ მომსახურებას. ბავშვები ცენტრში, ძირითადად, სკოლიდან ხვდებიან მანდატურის, მასწავლებლის ან სკოლის ადმინისტრაციის რეკომენდაციით.
„ჩვენი ცენტრი ემსახურება საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს, ბათუმისა და მთლიანად აჭარის მასშტაბით. ჩვენთან მომართვისთვის რამე განსაკუთრებული წესი არ არსებობს. მომართვა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ბავშვზე ზრუნავს და ბავშვის აღზრდის სფეროშია ჩართული. იქნება ეს მანდატური, ოჯახის წევრი თუ პედაგოგი. არასრულწლოვანი უნდა მოვიდეს მშობელთან ან მეურვესთან ერთად. მარტო მასწავლებელი ან მანდატური ვერ გადაწყვეტს, მაგალითად, ვიღაცა კლასში მოსწავლეს ვერ აწყნარებს, ადგეს და დამირეკოს, რომ პრობლემური ბავშვი ჰყავს და ეს ბავშვი ჩემთან უნდა მოვიდეს, ასე არ ხდება“, – ამბობს ბათუმის ფსიქოლოგიური ცენტრის ფსიქოლოგი მარიამ სტეფნაძე.
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურთან არსებული ფსიქოლოგიური ცენტრი მულტიდისციპლინარულია. ეს ნიშნავს, რომ მოზარდები ცენტრში სხვადასხვა ტიპის მომსახურებას იღებენ. იქნება ეს ფსიქოკორექცია თუ ფსიქოთერაპია. პარალელურად, სოციალური მუშაკი უნდა მუშაობდეს იმაზე, თუ რა გარე ფაქტორებმა გამოიწვია ბავშვის ემოციური პრობლემები.
„ხშირად ხდება, რომ ცენტრში აგზავნიან ბავშვს, რომელიც, უბრალოდ, ცელქია. პირველივე კონსულტაციის შემდეგ ასეთი ბავშვი უბრუნდება სკოლას და ვწყვეტთ მასთან მუშაობას. არის ბავშვების კატეგორია, რომლებთანაც ვმუშაობთ ინდივიდუალურად. როდესაც ვხედავთ, რომ რეალურად პრობლემა არსებობს მშობლისა და ბავშვისაც – ჯაჭვური რეაქციაა ხოლმე, როგორც წესი. ამიტომ ერთობლივად ვმუშაობთ მშობელთან და ბავშვთან. ცალ-ცალკე ეფექტს არ იძლევა. 6-7 სამუშაო შეხვედრა ტარდება მათთან და როდესაც ინდივიდუალური მუშაობის შედეგს ვხედავთ, შემდეგ გადადის ბავშვი ჯგუფში. უმრავლეს შემთხვევაში, სასურველ შედეგს ვაღწევთ“, – ამბობს ცენტრის ფსიქოლოგი თეონა შანთაძე.
კითხვაზე, რამდენადაა დაცული კონფიდენციალობა და ვის მიუწვდება ხელი ინფორმაციაზე, თუ როგორ მუშაობენ მოზარდთან, ცენტრის ფსიქოლოგები პასუხობენ, რომ ინფორმაცია მოზარდის შესახებ მაქსიმალურადაა დაცული.
„კონფიდენციალობის გარეშე არ გვენდობა არც ბავშვი და არც მშობელი. ეს არის ყველაზე მკაცრი წესი, რომელსაც ვიცავთ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბავშვი მანდატურმა გამოუშვა, ის რეფერატს აგზავნის. ამის შემდეგ მანდატური აღარ არის საქმის კურსში თუ რა პრობლემა აქვს ბავშვს, რა მუშაობა მიმდინარეობს მასთან და ა.შ. მას შეუძლია მხოლოდ დინამიკაში დააკვირდეს – თუ აგრესიული იყო ბავშვი სკოლაში, როგორ შეიცვალა. სხვა ინფორმაცია ბავშვთან დაკავშირებით მას არ აქვს“, – ამბობს ფსიქოლოგი მარიამ სტეფნაძე. „მუშაობის ორმა წელმა ერთი რამ გვაჩვენა, იმდენად საინტერესოა ჯგუფური სამუშაოები, რომ მერე აღარ ეშინიათ. პირიქით მოჰყავთ აქ ბავშვები, თანაკლასელები,“ – ამბობს ცენტრის კიდევ ერთი ფსიქოლოგი ია ძაგანია.
ია ძაგანიას თქმით, ბავშვებთან მუშაობის პროცესში დიდი როლი ენიჭება მშობლებს. თუ როგორი შედეგი დადგება ბავშვთან მიმართებაში, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ითანამშრომლებენ მშობლები ფსიქოლოგთან.
„ინდივიდუალური მუშაობა კვირაში მშობლებთან ერთი საათია და ამ ერთ საათში გლობალურ ცვლილებებს ელოდებიან. რეალურად თუ თვითონ არ შეცვალეს აღზრდის სტილი, შეიძლება საერთოდ ვერ მივიღოთ შედეგი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია როგორ იმუშავებენ მშობლები. ზოგი კარგად თანამშრომლობს, ზოგი – არა. რთულია დაინახო საკუთარ თავში პრობლემა. ამაში როდესაც ვინმე გეხმარება, ხშირ შემთხვევაში წინააღმდეგობას უწევ. რთულია გააცნობიერო, რომ შვილის აგრესიული ქცევა, შესაძლოა შენი ბრალიც იყოს. თუ მშობელი არ თანამშრომლობს, შედეგიც ნაკლები დგება“, – ამბობს ია ძაგანია.
„ზედმეტი კომპიუტერიზაცია ხშირად ბავშვის აგრესიულ ქცევას უდგას სათავეში. ბავშვი ტექნიკასთანაა მიჯაჭვული, ამ შემთხვევაში მშობლის როლი იკარგება. როცა ბავშვი ჩუმად ზის კომპიუტერთან, მშობელი არის ბედნიერი. ხშირ შემთხვევაში ეს გვაძლევს ისეთ შედეგს, როგორიც არის ურთიერთობების პრობლემები, აგრესიული ქცევა, მშობლებსა და ბავშვებს შორის დაძაბულობა და ა.შ.“ – ამბობს ფსიქოლოგი თეონა შანთაძე.
ფსიქოლოგების თქმით, ბავშვის ემოციურ და ქცევით პრობლემებს მშობლების სიმკაცრე ან აღზრდის არასწორი მეთოდი იწვევს. ხშირად ერთი კონსულტაციაა საჭირო იმისთვის, რომ შედეგი დადგეს ან არ დადგეს.
„გვქონდა ერთი ასეთი შემთხვევა, მშობელი შვილს ექცეოდა ძალიან მკაცრად, თვლიდა, რომ თუ არ გაათამამებდა და ბავშვს გაზრდიდა სიმკაცრით, ის კარგად გაიზრდებოდა. როცა ვუთხარით, რომ ეს არის არასწორი და ბავშვს ხელი არ უნდა დაარტყას, ადგა და წავიდა. ამ ბავშვთან ვეღარ მოვახერხეთ მუშაობა“.
სპეციალისტების თქმით, პირველი კონსულტაციის მაქსიმალური შედეგი შეიძლება გამოიყურებოდეს ასე: `სეანსის დროს მშობელი იწყებს საუბარს პრობლემაზე, თავის შვილზე. როდესაც ადამიანი საუბრობს და თან თავის ნათქვამს უსმენს, ყოფილა შემთხვევა, საუბრის დროს მიმხდარა – „მე მგონი ჩემს შვილს არაფერი სჭირს. მეც რომ ვყოფილიყავი მის მდგომარეობაში, შეიძლება მეც მოვქცეულიყავი ასე~. როდესაც პრობლემა მშობელშია, ჩვენ ვცდილობთ მათ შვილის ტყავი მოვარგოთ და დავანახოთ, რას იგრძნობდნენ მათ ადგილას. ხშირად მშობელი ფიქრობს _ „მე, მე, მე~ და არ ფიქრობს, რას განიცდის ბავშვი“, – ამბობს ფსიქოლოგი მარიამ სტეფნაძე.
ფსიქოლოგი მშობლებს ურჩევს, ბავშვები მიიყვანონ ფსიქოლოგიურ ცენტრში:
„პირველ რიგში იმიტომ უნდა მოიყვანონ, რომ გაიზარდოს მათი ინფორმირებულობა. გაიზარდონ თვითონ როგორც მშობლები, როგორც პიროვნებები და როგორც შვილის აღმზრდელები. ისწავლონ სწორი აღზრდა და პრობლემებთან გამკლავება. როცა გარდატეხის ასაკზე ვლაპარაკობთ, ხშირია პრობლემები, მშობელი ვეღარ უმკლავდება და მოდის ჩვენთან. აუცილებელია დროული ჩართულობა. ძირითადად მოჰყავთ მაშინ, როდესაც სერიოზულ პრობლემას აწყდებიან. ძალიან დიდი დრო გვჭირდება იმისთვის, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს“.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა.
გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით). გამოძიებას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.
აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატის თავმჯდომარის, თამაზ შავაძის თქმით, დაჯილდოვების ცერემონიის მთავარი მიზანი ბიზნესის წახალისება, წარმატებული ბიზნესმენების წარმოჩენა , ხელისუფლებასა და ბიზნესსამყაროს შორის ურთიერთობის ხელშეწყობაა.
დაჯილდოების ცერემონიალს ესწრებოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, მინისტრთა კაბინეტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და უმაღლესი საბჭოს წევრები.
საუკეთესო წევრები გამოვლინდნენ ქედისა და შუახევის საკრებულოებშიც. საუკეთესოს სტატუსი ქედაში ასევე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ვაჟა ბლქვაძეს, შუახევში კი „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს ფატი ჭაღალიძეს ერგო. „ინტელექტმა“ საკრებულოს საუკეთესო წევრები მათი საქმიანობის მონიტორინგის საფუძველზე გამოავლინა. არასამთავრობო ორგანიზაციამ გამარჯვებულ დეპუტატებს დიპლომები და ფასიანი საჩუქრები გადასცა.
“ეს არის იმ დეპუტატების რეალური სახე, რომლებმაც სხდომა ჩააგდეს და არ მოვიდნენ. მათი მიზანია შექმნან რეგიონში პრობლემები და გამოიწვიონ ეკონომიკური კრიზისი, მაგრამ მე მათ მინდა ვუთხრა, რომ ეს არ მოხდება. რეალურად ბიუჯეტის ციფრები კარგად მეტყველებს იმაზე, თუ რა მდგომარეობა გვაქვს რეგიონში, ჩვენ გვაქვს გაზრდილი ბიუჯეტი, შესაბამისად მომდევნო წლის ბიუჯეტი უფრო გაზრდილი იქნება და 2016 წელს გაცილებით მეტს დავგეგმავთ, ვიდრე 2015 წლის ბიუჯეტი იყო. ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ იზრდება ბიუჯეტი. ამის მიზეზი ისაა, რომ ბიზნესი თავისუფალია. იმ დეპუტატებს, რომლებიც დღეს სხდომაზე არ მოვიდნენ, არ უნდოდათ ამის მოსმენა, რადგან ეს მათთვის გამაღიზიანებელია“ – განაცხადა დავით ბალაძემ აჭარის უმაღლეს საბჭოში ჟურნალისტებთან საუბრისას.
„მთავრობამ იმსჯელა და ყველა პაციენტი, რომელიც დანახარჯს გასწევს ხულოში ან ზემომთიანეთის შემთხვევაში, ჩვენ მიერ იქნება ანაზღაურებული. როგორც ვიცი, ეს პერიოდი მოკლე იქნება, ჩაენაცვლება სხვა კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს ამ ყველაფერს და ხელახლა გაფორმდება ხელშეკრულება. თუმცა ჩვენ თადარიგი მალე დავიჭირეთ, მალე მოვახერხეთ აღმოფხვრა ამ პრობლემის და მოსახლეობას ვთავაზობთ და ვეუბნებით, პანიკის დრო არ არის, მათ შეუძლიათ ჩვეულებრივ მიბრძანდნენ და მიიღონ ის სამედიცინო მომსახურება, რასაც იღებდნენ მანამდე. ის პროგრამები, რაც იყო, განხორციელდება და ჩვენ მიერ სარეზერვო ფონდიდან იქნება დაფინანსებული იმ პერიოდამდე, სანამ ეს პრობლემა არ მოგვარდება. ამ საკითხს, ვფიქრობ, რომ არ სჭირდება აჟიტირება და პოლიტიკური თუ სხვა შეფასებების გაკეთება“ – განაცხადა არჩილ ხაბაძემ.
შეგახსენებთ, რომ ქედაში, ხულოსა და შუახევში სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ კლინიკები მოსახლეობას სახელმწიფო დაზღვევის პროგრამით აღარ ემსახურებიან. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ლევან გორგილაძის განმარტებით, „ევექსი“ სამივე მუნიციპალიტეტში სახელმწიფო პროგრამებიდან დროებით გამოვიდა და ამ ეტაპზე კლინიკები ქედაში, შუახევსა და ხულოში მხოლოდ ამბოლატორიული პრინციპით და სასწრაფო გადაუდებელი შემთხვევების დროს იმუშავებს. ადგილობრივი მოსახლეობა „ევექსის“ გადაწყვეტილებას აპროტესტებს.
ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მსუბუქი დაზიანება მიიღო სამარშრუტო ტაქსში მჯდომმა ერთმა მგზავრმა, დაშავდა ასევე მსუბუქ ავტომანქანაში მყოფი 14 წლის მოზარდი, რომელსაც ხელის მოტეხილობა აქვს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია 276-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ზუსტად იმ დროს, როცა სხდომის დაწყება იყო დაგეგმილი, რეგისტრაცია ცხრა დეპუტატმა გაიარა. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ 15-წუთიანი შესვენება გამოაცხადა, თუმცა ამ დროის გასვლის შემდეგაც დეპუტატების რაოდენობა უცვლელი დარჩა.
მიუხედავად იმისა, რომ უმაღლესი საბჭოს შენობაში იმყოფებოდნენ, სხდომათა დარბაში არ შევიდნენ მედეა ვასაძე და თემურ კახიძე.
რიგგარეშე სხდომაზე კანონმდებლებს დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი უნდა განეხილათ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2014 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიშით ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე უნდა წარმდგარიყო, თანამომხსენებლები კი იქნებოდნენ აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში კახაბერ კირტავა და უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჯაში.
სხდომაზე დასასწრებად საკანონმდებლო ორგანოში ეკონომიკის მინისტრთან ერთად მოვიდნენ აჭარის ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობისა და განათლების მინისტრები.
კანონმდებლებს ასევე მეორე და მესამე მოსმენით უნდა ემსჯელათ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ“ ავტონომიური რესპუბლიკის კანონში შესატან ცვლილებაზე.
ეკონომიკის მინისტრისა და დეპუტატების შეფასებას “ბათუმელები” რამდენიმე წუთში გამოაქვეყნებს.
ერთ-ერთი მათგანის, კობა ჩხეიძის, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრის, არგუმენტი ასეთია: „ორი თვის წინ საკრებულოში შემოვიდა ინიციატივა, სადაც ასნომრიანი სასტუმროს მშენებლობისთვის გაწეული 30-მილიონიანი ინვესტიციის შემთხვევაში ბიზნესმენი თავისუფლდებოდა კოეფიციენტის მოსაკრებლისგან. ახლა გაჩნდა ჩანაწერი, რომ შესაძლოა ეს იყოს მულტიფუნქციური შენობა. მულტიფუნქციური შენობა არის აგრეთვე სასტუმროს ტიპის ბინები, როგორიცაა ჰილტონი, სადაც არის სასტუმროც და საცხოვრებელი ბინებიც. ახლა უფრო შორს წავიდა ამ იდეის ინიციატორი {არა მგონია ეს მერიის პროექტი იყოს, ეს უფრო მთავრობის მოაზრებას ჰგავს} და ამბობს, რომ თუკი ინვესტორთან დაიდო ხელშეკრულება და წერია, რომ 30 მილიონს დებს, შეიძლება ინვესტორს ხვალ [ასე წერია დადგენილებაში] იქვე, გვერდზე მდებარე ტერიტორიაზე {რომელიც ჯერ სხვისი საკუთრებაა} გაუჩნდეს მიზნები და ორივე ტერიტორიაზე დახარჯული 30 მილიონი ჩაითვალის გათავისუფლების საფუძვლად. ეს გადაწყვეტილება მძიმე ტვირთია იმ ადამიანებისთვის, ვინც, მაგალითად, 20-ნომრიან სასტუმროს აშენებს. რეგულაცია დაუხვეწავია და არათანაბარ პირობებში აყენებს ბიზნესმენებს.
ბატონო ირაკლი, თქვენი ინიციატივა დაამტკიცა საკრებულომ, თუმცა უმცირესობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ბიზნესმენები ამ გადაწყვეტილებით არათანაბარ პირობებში აღმოჩნდებიან…
ჩვენი მოთხოვნაა, რომ ბათუმში მაღალი კლასის სასტუმროები და მრავალფუნქციური შენობები აშენდეს, შესაბამისად ეს არის ციფრი, რომელიც ამ ცენტრალურ ნაწილში საშუალო ან საშუალოზე დაბალი სასტუმროების მშენებლობას თავისთავად შეზღუდავს. თუ ვინმეს აქვს სურვილი, შესაბამისად გადაიხდის K2-ის გადასახადს. აქ საუბარია იმაზე, რომ K2-სგან გათავისუფლდნენ ის დეველოპერები, რომლებიც მაღალი კლასის სასტუმროების მშენებლობას განიზრახავენ და 30 მილიონი დოლარის ინვესტიციას ჩადებენ.
ამ გადაწყვეტილებით არ იჩაგრება ის ბიზნესმენი, რომელიც მაგალითად, 25-მილიონიანი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს?
შედარება შეიძლება ყოველთვის მოხდეს, ბათუმი არის განვითარებადი ქალაქი, რომელიც უკვე მაღალ სტანდარტებს ითვალისწინებს, შესაბამისად ეს არის ცენტრალური ნაწილი. ინვესტორს, რომელსაც უნდა ხუთი მილიონის ჩადება და ამ კონკრეტულ ტერიტორიას გაცდება – ახალ ბულვარში ან პერიფერიაში დაიწყებს მშენებლობას, თავისთავად K2-ის გადასახადი არ უწევს, თუ შემოდის ცენტრალურ ნაწილში, მას უნდა ინვესტიციის განხორციელება და თან 30 მილიონზე ნაკლების, მაშინ ეს მისი არჩევანია.
შეიძლება არის ბიზნესმენი, რომელსაც საცხოვრებელი სახლი აქვს იმ ადგილას, სადაც ვრცელდება K2-ის გადასახადი, მან თუ გადაწყვიტა ამ ადგილას 20-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა, 5 -მილიონიანი ინვესტიციის განმხორციელებელს მოუწევს გადასახადის გადახდა…
კი, მაგრამ ერთი კერძო სახლის ადგილას ხუთმილიონიანი ინვესტიციას ვერ განახორციელებს.
ანუ ამ გადაწყვეტილებით ხელს უწყობთ მხოლოდ მსხვილ ინვესტორებს?
დიახ, ამ გადაწყვეტილებით ხელს ვუწყობთ მსხვილ ბიზნესს და არა მცირე, საოჯახო სასტიმროების მშენებლობას.
”მათი გეგმის მიხედვით, 25 მაისისთვის „ევექსი“ ისევ შევა სახელმწიფო პროგრამაში, ხულოში უფრო გაძლიერებული საავადმყოფოთი, საოპერაციოებით, პერსონალით… ამ ეტაპზე სირთულე შეიქმნა იმ თვალსაზრისით, რომ გეგმიურ ოპერაციებში შედის მშობიარობა და რახან ისინი გამოვიდნენ ამ პროგრამებიდან, მათ აღარ აქვთ უფლება მოითხოვონ სახელმწიფო დაფინანსება მშობიარობაზე. ამიტომ არის ორი ვარიანტი: ან პაციენტმა უნდა გადაიხადოს შესაბანმისი თანხა იმისთვის, რომ იქ იმშობიაროს, ან უნდა წამოვიდეს ბათუმში არსებულ რომელიმე კლინიკაში” – განმარტავს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ლევან გორგილაძე.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკება ჯანდაცვის სამინისტროსა და ”ევექსს” შორის, რათა მათ მიიღონ ის პაციენტები, რომელთაც სხვადასხვა მიზეზების გამო არ სურთ ან არ შეუძლიათ ბათუმში მშობიარობა – მათი მკურნალობის ხარჯებს კი ისევ სახელმწიფო აიღებს საკუთარ თავზე.
”დღეს მინისტრის მოადგილე სამივე რაიონს მოივლის, შეხვდება იქაურ მოსახლეობას, საავადმყოფოების თანამშრომლებსა და ადმინისტრაციას. ჩვენ ვპირდებით მოსახლეობას, რომ მათ, ვინც ვერ მოახერხებს ბათუმში ჩამოსვლას თუნდაც იმიტომ, რომ არის სასწრაფო შემთხვევა, ან რაიმე სხვა გარემოება, ფინანსური დანახარჯები არ ექნებათ. ისინი წარმოგვიდგენენ ანგარიშფაქტურას და ჩვენ მოვუნახავთ ანაზღაურების ფორმას” – ამბობს ლევან გორგილაძე „ბათუმელებთან“.
”ევექსმა” განცხადება ხულოში, ქედასა და შუახევში არსებული კლინიკების სახელმწიფო პროგრამებიდან გამოსვლის შესახებ ორი თვის წინ სოციალური მომსახურების სააგენტოში შეიტანა, რაც 2007 წელს მათთან გაფორმებული ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული.
”იურიდიულად ეს ფორმა მოწესრიგებულია. იმ ხელშეკრულებაში არ არის გათვალისწინებული ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ ამ გადაწყვეტილებას სახელმწიფო არ დაეთანხმება. სამწუხაროდ, თავის დროზე არ გაითვალისწინეს ის მომენტი, რომ არის რეგიონები, სადაც მხოლოდ ერთი მომწოდებელია და ორი თვე არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ალტერნატივა ვიპოვოთ. როცა რომელიმე რეგიონში ვიღაცას მონოპოლია აქვს, იქ ყოველთვის რთულდება საკითხი. არავინ ელოდა ასეთ ნაბიჯს. ეს, რა თქმა უნდა, დროებითია, მათ აქვთ თავიანთი მიმართულება და 25 მაისიდან ხულოში ისევ ჩაერთვებიან სახელმწიფო პროგრამაში, მაგრამ სირთულე აღმოჩნდა ის, რომ „ევექსი“ ერთადერთი კომპანიაა ამ რეგონებში. ეს არ გაუკეთებიათ მათ მხოლოდ აჭარაში, ასევე მოხდა იმერეთში და ზუგდიდშიც” – ამბობს ლევან გორგილაძე.
ხულოში ”ევექსის” საავადმყოფოს მენეჯერმა რუსლან აბულაძემ „ბათუმელების“ კორესპონდენტთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა. მან მხოლოდ აღნიშნა, რომ საავადმყოფოში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მოქმედებს და აჟიოტაჟი ხელოვნურად არის შექმნილი. ”ევექსის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სატელეფონო ზარებს ჯერჯერობით არ პასუხობს. კომპანიასთან დაკავშირებისთანავე „ბათუმელები“ მკითხველს აღნიშნულ თემაზე „ევექსის“ განმარტებას მიაწვდის.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, სამინისტრო მომავალში აუცილებლად შეეცდება, რომ არ დარჩეს რომელიმე მუნიციპალიტეტი ალტერნატიული სამედიცინო მომსახურების მომწოდებლის გარეშე. ამ ეტაპზე ხულოს, ქედისა და შუახევის გარდა აჭარაში ასეთი მუნიციპალიტეტი არ არის.
საკრებულოს სხდომას ქალაქის მერი გიორგი ერმაკოვი არ ესწრება, რაც „ერთიანი ნაციოალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი კირთაძემ გააპროტესტა. კირთაძემ განაცხადა, რომ მართალია, ერმაკოვი ახლა მივლინებაშია, თუმცა მან საკრებულოს უმრავლესობის წევრებს სთხოვა, საკრებულოს სხდომა, რომელზეც გასული წლის ანგარიშის მოსმენა იყო დაგეგმილი, მერისთვის შეეთანხმებინათ: „გასულ წელს ქალაქის მერიამ 34 მილიონი ლარი ვერ დახარჯა, საფინანსო სამსახურის უფროსთან ჩვენ ამ თემაზე გვისმჯელია, დღეს საინტერესო იყო პოლიტიკური პასუხები ჩვენს კითხვებზე, ჩემი თხოვნის მიუხედავად, ქალაქის მერი სხდომას არ ესწრება“.
საკრებულოს სხდომაზე ქალაქის მერის არმისვლას, მათ შორის ბიუჯეტის წარდგენის ან ბიუჯეტის ანგარიშის მოსმენისას, წინა მოწვევის საკრებულოშიც აპროტესტებდა ოპოზიცია. თუმცა საკრებულოს წევრების ეს მოთხოვნა ბათუმის მაშინდელ მერს რობერტ ჩხაიძეს არ გაუთვალისწინებია.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთმა წევრმა ნოდარ დუმბაძემ კი ის გააპროტესტა, რომ ქალაქის მერი ისე უმეგობრდება სხვა ქვეყნის ქალაქებს, რომ ამის შესახებ საკრებულოს არც უმრავლესობისა და არც უმცირესობის წევრები ინფორმაციას არ ფლობენ:“მე ტელევიზიით უნდა ვგებულობდე ბათუმი რომელ ქვეყანას დაუმეგობრდა?“- იკითხა გიორგი კირთაძემ.
„თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა კობა ჩხეიძემ კი „არამწიფე და გაუაზრებელი“უწოდა დღის წესრიგში შეტანილ იმ საკითხს, რომლის თანახმაც გადასახადებიდან გათავისუფლდება ის ბიზნესმენი, რომელიც ბათუმში 30 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს:“ეს არღვევს ბიზნესმენთა უფლებებს“.
კამათისას, იმსჯელებდნენ თუ არა საკრებულოს წევრები ამ საკითხის განხილვაზე, საკრებულოს თავმჯდომარეს კობა ჩხეიძემ ბალანსის დაცვისა და თვითცენზურისკენ მოუწოდა, არგუმენტით:“თქვენ თავმჯდომარე ხართ“.
„თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა ჯაბა ბერიძემ კი ბიუროსა და კომისიის სხდომების ვიდეოჩანაწერების გაკეთება ითხოვა, რაზეც საკრებულოს თავმჯდომარემ უპასუხა, რომ ამის ვალდებულება არ აქვს და ოპოზიციას რეგლამენტის დაცვისკენ მოუწოდა: „თქვენ აჯობეთ ნაციონალურ მოძრაობას და ეს ამბავი მაკვირვებს“ – უთხრა „თავისუფალ დემოკრატებს“ ირაკლი ჭეიშვილმა.
ხმათა უმრავლესობით გადაწყდა, რომ გადასახადებისგან გათავისუფლდება ის ინვესტორი, რომელიც 30 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. ამ საკითხზე მსჯელობისას ცვლილებებს ითხოვდა გიორგი კირთაძე და გადასახადებიდან ყველა იმ ინვესტორის გათავისუფლებას ითხოვდა, ვინც ასნომრიან სასტუმროს ააშენებს. ამ გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა სხდომაზე მყოფმა რვა დეპუტატმა: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „რესპუბლიკური პარტიის“ წევრებმა.
სამედიცინო სასწავლებელი საქართველოში, რომლის კურსდამთავრებულებიც პროცენტულად ყველაზე ხშირად აკმაყოფილებენ ამ სტანდარტს, დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტია. უნივერსიტეტის დაარსებიდან დღემდე, 100-ზე მეტმა კურსდამთავრებულმა უკვე წარმატებით ჩააბარა ამერიკის ექიმთა სალიცენზიო გამოცდები და მათი უმრავლესობა ამერიკის სხვადასხვა კლინიკებში მუშაობს.
აშშ–შისწავლისუპირატესობები
ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლა სხვადასხვა პროფესიისა და სპეციალობის ადამიანებისთვის მაღალი ხარისხის განათლების მიღებას და თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ტენდენციების დაუფლებას ნიშნავს. სწორედ ამ მიზეზების გამო, საერთაშორისო სტუდენტების რაოდენობით აშშ პირველ ადგილზეა.
საკმაოდ მაღალია იმ საერთაშორისო სტუდენტთა რიცხვიც, რომლებსაც ამერიკაში უმაღლესი სამედიცინო განათლების მიღება უნდათ. უცხოელ სამედიცინო კურსდამთავრებულთა საგანმანათლებლო კომისიის კვლევის თანახმად, 2013 წელს, რეზიდენტურის შესაბამისი პროგრამის შერჩევის პროცესში ჩართულთა 22 პროცენტს სწორედ საერთაშორისო აპლიკანტები შეადგენდნენ.
ამერიკული სამედიცინო განათლების უპირატესობებზე, კერძოდ განათლების მაღალ სტანდარტზე და თანამედროვე ტენდენციებისა და მიღწევების ხელმისაწვდომობაზე ის ქართველი ექიმებიც საუბრობენ, რომლებმაც განათლება აშშ-ი მიიღეს და დღეს ამერიკის სხვადასხვა კლინიკებში მუშაობენ.
თეონა მაღლაკელიძე, რომელიც წლებია, თერაპევტის საექიმო საქმიანობას ამერიკაში, მიჩიგანის შტატში, ქალაქ მიდლენდში ეწევა, ამბობს, რომ მედიცინის სწავლების თვალსაზრისით, ამერიკა მსოფლიოში ლიდერია. მისი თქმით, სტუდენტებსაც და მოქმედ ექიმებსაც ყველა თანამედროვე მიღწევასა თუ ტექნოლოგიაზე მიუწვდებათ ხელი და ამ ყველაფერს პრაქტიკაში აქტიურად იყენებენ.
“ჯერ ერთი, თავიდანვე ახალს გასწავლიან და მერე, რაც კი მსოფლიოში ახალი გაიდლაინია, ახალი მიღწევაა მედიცინაში, პრაქტიკულად ყველაფერზე მიგიწვდება ხელი, ამ ყველაფერს იყენებ პრაქტიკაში და ამ სიახლეების გამოყენებით მკურნალობ პაციენტს. მაგალითად ავიღოთ მაღალი წნევის მკურნალობა, არის გაიდლაინი და მას უნდა მიყვე. და არა – ვიღაც ექიმს მოუვიდა თავში, რომ ეს წამალი დანიშნოს – რაც არასწორია”, – ამბობს მაღლაკელიძე.
ამერიკის უმაღლეს სამედიცინო სკოლებში მოხვედრა და რეზიდენტურაში სწავლის გაგრძელება სხვა ქვეყნის კურსდამთავრებულისთვის ადვილი არ არის. საერთაშორისო სტუდენტებმა ამერიკის ექიმთა სალიცენზიო გამოცდები (USMLE) ისევე უნდა ჩააბარონ, როგორც ამერიკელმა კურსდამთავრებულებმა.
რაარისამერიკისექიმთასალიცენზიოგამოცდები(USMLE)?
USMLE-ი რამდენიმე ნაწილისგან შემდგარი სამედიცინო პროფესიული გამოცდაა, რომლის გარეშეც აშშ-ში სარეზიდენტო პროგრამის გავლის და ექიმად მუშაობის უფლება არცერთ კურსდამთავრებულს არ აქვს.
USMLE-ის გამოცდები ათი წლის წინ წარმატებით ჩააბარა თეონა მაღლაკელიძემ და დავით მრელაშვილმაც, რომელიცსამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტის კლინიკის კათედრაზე ნევროლოგად მუშაობს. ორივე მათგანმა ამ გამოცდების ჩაბარებისთვის აუცილებელი საბაზისო სამედიცინო განათლება საქართველოში, დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტში (უმაღლეს სამედიცინო სკოლა “აიეტში” ) მიიღო.
მათ მსგავსად, USMLE-ის გამოცდები უკვე წარმატებით აქვს ჩაბარებული დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის 100-ზე მეტ კურსდამთავრებულს, რომელთა დიდი ნაწილი ამერიკის სხვადასხვა წამყვან კლინიკებშია დასაქმებული. სწავლის გასაგრძელებლად ამერიკაში, ყოველწლიურად, “აიეტის” 5-6 კურსდამთავრებული მიდის.
დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი
ასეთ მაღალ შედეგზე გასვლას ტვილდიანის უნივერსიტეტი აშშ-ს ექიმთა სალიცენზიო საგამოცდო ცენტრის მოთხოვნების მიხედვით შედგენილი საგანმანათლებლო პროგრამით ახერხებს. პროგრამა ისეა შედგენილი, რომ “აიეტის” სტუდენტს საშუალება აქვს, თანმიმდევრულად მოემზადოს USMLE-ის გამოცდებისთვის და, სურვილის შემთხვევაში, გამოცდები ეტაპობრივად ჩააბაროს კიდეც.
წარმატებულიკურსდამთავრებულები “აიეტის” შესახებ
ათი წლის წინ, ეტაპობრივად ჩააბარა USMLE-ის გამოცდები დავით მრელაშვილმა. იგი ამბობს, რომ უნივერსიტეტის როლი გადამწყვეტი იყო მისი მომავლისთვის.
“აიეტში არის ის ატმოსფერო, აურა, ინფორმაცია, სტრუქტურა, ადამიანური რესურსები, რომლებიც აუცილებელია მიზნის მისაღწევად. ნამდვილად ვერ ვიტყვი რომ აიეტმა გამხადა ის კლინიკოსი ექიმი რაც ახლა ვარ, რადგან, ჩემი აზრით, ეს საქართველოს პირობებში შეუძლებელია, მაგრამ ყველაზე მთავარი რაც მომცა, არის ცოდნა USMLE გამოცდების ჩასაბარებლად. “აიეტმა”, მისი კურიკულუმიდან გამომდინარე, მიმაჩვია დაუღალავ შრომას, რაც აუცილებელია მომავალ კარიერაში შემდგომ საფეხურებზე ასასვლელად”, – ამბობს მრელაშვილი, რომელიც დღეს სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტის კლინიკის კათედრაზე მუშაობს.
თავის კარიერულ წინსვლასა და მიღწევებში და განსაკუთრებით USMLE-ის გამოცდების წარმატებით ჩაბარებაში ტვილდიანის უნივერსიტეტის განსაკუთრებულ როლზე თეონა მაღლაკელიძეც საუბრობს. მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მან “აიეტში” სწავლის დროს შეიძინა, არის “ძალიან კარგი საბაზისო ცოდნა”.
“USMLE-ის პირველი ეტაპი სწორედ საბაზისო ტესტია, რომელიც, ფაქტობრივად, 2 წელიწადში ჩავაბარე, ანუ, 19-20 წლისას ეს პირველი ეტაპი უკვე ჩაბარებული მქონდა. პროგრამა იყო ძალიან კარგად დაგეგმილი – თუ მოწადინებული იყავი და მიყვებოდი ამ პროგრამას, ის გარანტირებულად გაგიყვანდა ბოლომდე, რომ ჩაგებარებინა ეს გამოცდები”, – ამბობს მაღლაკელიძე.
USMLE-ის გამოცდების ჩაბარება ფასიანია და თითოეული საფეხური 1000-1200 აშშ დოლარი ღირს. იმ სტუდენტებს, რომლებიც “აიეტის” შიდა სასელექციო გამოცდას წარმატებით აბარებენ (რაც, პრაქტიკულად, იმის გარანტიაა, რომ ისინი USMLE-ის გამოცდებსაც დაძლევენ), ტვილდიანის უნივერსიტეტი ამ გამოცდების ჩაბარების საფასურს უხდის.
საგამოცდო თანხის გადახდის საკითხში უნივერსიტეტის მხარდაჭერას თეონა მაღლაკელიძე დღესაც იხსენებს.
“არ იყო ადვილი გადაგეხადა 1000 დოლარი. “აიეტმა” ამაშიც შეგვიწყო ხელი ყველას, განსაკუთრებით კი მათ, ვინც წარჩინებულები ვიყავით და ვისაც გვინდოდა ამერიკაში წამოსვლა – ეს თანხა სრულად გადაგვიხადეს, რომ ჩვენ გამოცდები ჩაგვებარებინა”.
მაღლაკელიძე, გარდა იმისა, რომ პრაქტიკოსი თერაპევტია და მიჩიგანის შტატის ქალაქ მიდლენდში ბევრ პაციენტს უწევს დახმარებას, არის ასევე ასოცირებული პროფესორი და მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიდლენდის კამპუსში სტუდენტებს ასწავლის. ამიტომ, დავით ტვილდიანის უნივერსიტეტში ჩაბარებას მომავალ ექიმებს ის არამხოლოდ საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, არამედ ლექტორის პოზიციიდანაც ურჩევს.
“ტვილდიანის უნივერსიტეტი გაძლევს მიმართულებას. ჯერ ერთი იმიტომ, რომ სწავლობენ იმ ლიტერატურით, რა ლიტერატურითაც სწავლობენ სამედიცინო სკოლის სტუდენტები ამერიკაში, ანუ, თანამედროვე ლიტერატურას თავიდანვე ეცნობიან. გარდა ამისა, ისინი ამავდროულად სწავლობენ სამედიცინო ინგლისურს, რითაც ფაქტობრივად გზა ეხსნებათ. უფრო მეტს გეტყვით, მყავს ორი ბიჭი და მომავალში თუ ჩემი შვილები გადაწყვეტენ სამედიცინოზე სწავლას, ამერიკაში ეს იმდენად ძვირია, ვფიქრობ, შეიძლება “აიეტში” გავუშვა სასწავლებლად”, – ამბობს მაღლაკელიძე.
ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტში ქართველებთან ერთად უცხოელი სტუდენტებიც სწავლობენ. გარდა იმისა, რომ კურსდამთავრებულები წარმატებით აბარებენ სხვადასხვა საერთაშორისო გამოცდებს, მათზე საქართველოშიც დიდი მოთხოვნაა და არცერთი მათგანი დაუსაქმებელი არ რჩება.
დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი
ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი:
შესულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სამედიცინო ცნობარში (WHO AVICENNA Directory for medicine)
უნივერსიტეტი სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (Word Federation for Medical Education – WFME), ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის (Association for Medical Education in Europe – AMEE), ევროპის უმაღლესი სამედიცინო სკოლების ასოციაციის (Association of Medical Schools in Europe – AMSE) და ევროპულ სისტემაში ბიოსამედიცინო და ჯანდაცვით მეცნიერებებში სადოქტორო განათლების ორგანიზაციის (ORPHEUS – Organization for PhD Education in Biomedicine and Health Sciences in the European System) წევრია.
„ერთ დღეს ისტორიის მასწავლებელთან ერთად ქობულეთის მუზეუმში გამოფენაზე ვიყავი. ჩემი ყურადღება დედაბრულმა ხელნაწერებმა მიიქცია. მის შესახებ მანამდე არაფერი მქონდა გაგონილი და ძალიან დამაინტერესა. გადავწყვიტე ამ თემაზე მემუშავა“, – გვეუბნება ლუკა. ლუკას თქმით, დედაბრული ხელნაწერები არა მარტო თავისი წერილობითი სტილით, იმითაც არის საინტერესო, რომ ქობულეთშია აღმოჩენილი და დაცული: „მეგრელიძეების ოჯახში აღმოაჩინეს ეს ხელნაწერი და როგორც გავიგე, ეს არის შელოცვებისა და ლოცვების წიგნი, სადაც წმინდა გიორგიც არის ნახსენები“.
ლუკასთვის ეს პირველი გამარჯვებაა. ამბობს, რომ კვლევების მიმართ მას დიდი ინტერესი აქვს. უნდა, რომ შემდეგი თემა საკუთარი სოფლის ისტორიის შესახებ მოამზადოს: „ერთ-ერთი წყაროს მიხედვით, ჩემს სოფელში დიდი სეტყვა მოსულა და ყველაფერი დაუზიანებია. მაშინ სეტყვას სოფელში კოხს ეძახდნენ და ძლიერი სეტყვის, ანუ „კოხის“ გამო დაარქვეს სოფელს ეს სახელი. მანამდე რა ერქვა არ ვიცი. მინდა შემდეგი თემა ამაზე დავწერო“.
ლუკას ძალიან უყვარს ისტორია, განსაკუთრებით საქართველოსი. „მეფეებისა და გმირების შესახებ ყველაფერი მაინტერესებს. ვცდილობ, რაიმე ახალი გავიგო“, – ამბობს ლუკა.
წიგნის მოყვარული ლუკა ყველაზე მეტად იმაზე წუხს, რომ მისი სოფლის სკოლას ბიბლიოთეკა არ აქვს. სასურველი წიგნების მოსაძიებლად ათი კილომეტრის გავლა, ანუ ქობულეთში უწევს ჩასვლა. „ძალიან კარგი იქნება, სკოლაში რომ გვქონდეს წიგნები და ახალი თემების მოძიების შესაძლებლობა. წიგნის გარეშე ძალიან ძნელია რაიმე მნიშვნელოვანი გააკეთო. მართალია, კომპიუტერი გვაქვს და ინტერნეტწყაროებსაც ვიყენებთ, მაგრამ წიგნებიც აუცილებელია“.
ლუკა ამბობს, რომ გარდა ბიბლიოთეკის უქონლობისა, სკოლაში არც იმის შესაძლებლობა აქვს, რომ საბუნებისმეტყველო საგნებში ცდები გააკეთოს. სკოლას სჭირდება რემონტიც.
„სკოლა ცხრაკლასიანია და 50 მოსწავლე სწავლობს. ბევრს მეზობელ სოფლებში დაჰყავს ბავშვები და ამის გამო სკოლა მილევადია, დროთა განმავლობაში დაიხურება ალბათ. მომავალში მეც რომელიმე მეზობელ სკოლაში მომიწევს გადასვლა. ვაპირებ, ინგლისურ ენაში მოვემზადო, მინდა იურისტი გამოვიდე“, – ამბობს ლუკა.
ლუკას თქმით, სოფლის ბავშვების გასართობი ადგილიც სკოლაა, რადგან სპორტული მოედანი მხოლოდ სკოლას აქვს: „ჩოგბურთის მაგიდებიც არის და ამით ვერთობით ძირითადად. პატარა სკოლა და სოფელი გვაქვს. ვცდილობ, რაიმეთი წარმოვაჩინო.“
ანა პატარაია, სტუდენტი, დისკუსიის მომხსენებელი: სიმართლე გითხრათ, თავიდან არ ვაპირებდი ბათუმის უნივერსიტეტში ჩაბარებას, რადგან ჩვენს საზოგადოებაში არიან ადამიანები, რომლებსაც უნივერსიტეტიდან მხოლოდ დიპლომი მოაქვთ, მათი ცოდნა შემოიფარგლება მხოლოდ ფურცელზე აღნიშნული სწავლის დაწყებისა და დამთავრების თარიღით და მეც არ მინდოდა ასეთი საზოგადოების წევრი ვყოფილიყავი. შემდეგ მაინც გადავწყვიტე ფსიქოლოგიურზე ჩამებარებინა, მაგრამ მოვხდი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, სადაც პირველივე კვირას იმ დონეზე გამიცრუვდა იმედი, რომ სახლშიც კი განვაცხადე, არ მინდა უნივერსიტეტში წასვლა-მეთქი. მიზეზი ამ განწყობის იყო ის, რომ პირველკურსელები “ბატებივით” (მათ შორის მეც) დადიოდნენ და არ იცოდნენ სად წასულიყვნენ, რადგან არ იყო სრულყოფილად დაწერილი ცხრილი, არ იყო ყურადღება დეკანატის ადმინისტრაციისგან, იგივე ლექტორებისგან. ერთი სიტყვით, პირველი სემესტრი იყო სრული ქაოსი. დამიჯერეთ, ასეთ ქაოსში არც კი გაგიჩნდება სურვილი რაიმე ისწავლო.
უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების მიზეზი იყო გიორგი მასალკინის ლექციები, რომელმაც გადამაწყვეტინა ამერჩია ფილოსოფია, რის შედეგადაც მივხვდი, რომ არც ისეთი საშინელება ყოფილა უნივერსიტეტი, როგორიც მეგონა და როგორსაც სხვები აღწერდნენ. თუმცა, მიუხედავად ამისა, მე ვერ შევძლებ თვალი დავხუჭო უნივერსიტეტში არსებულ პრობლემებზე. ჩემი აზრით, პირველი პრობლემა არის ლექტორების არაპროფესიონალიზმი (რა თქმა უნდა, არ იგულისხმება ყველა ლექტორი) და საქმის მიმართ უპასუხისმგებლო დამოკიდებულება. არიან ლექტორები, რომლებიც ხშირად აცდენენ ლექციებს და ეს მოქმედებს სტუდენტის განვითარებაზე. ასევე არ შემიძლია არ გამოვყო სტუდენტები, რომლებსაც იგივე დამოკიდებულება აქვთ უნივერსიტეტთან, როგორიც ზემოაღნიშნულ ლექტორებს.
ეს შეურაცხყოფს ჩვენს უნივერსიტეტს. ჩემთვის დღემდე გაურკვეველია, თუ რატომ არ ატარებს უნივერსიტეტი ისეთ რეფორმებს, რის შედეგადაც ასეთი ლექტორები და სტუდენტები უნივერსიტეტში არ იქნებოდნენ. კიდევ ერთი პრობლემა, ეს არის თვითმმართველობა, _ ვერ ვხვდები, რატომ უნდა იყვნენ თვითმმართველობაში ის სტუდენტები, რომლებსაც არ უნდათ არაფრის კეთება. მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტი იძლევა ისეთი პროექტების განხორციელების საშუალებას, რომლებიც ხელს შეუწყობს სტუდენტების აქტიურობას და მათ განვითარებას, ხშირად აღმოჩნდება ხოლმე, რომ ეს მათთვის არ არის პრიორიტეტი. ვიმედოვნებ, ამ პრობლემებზე უნივერსიტეტში მოხდება სათანადო რეაგირება და უახლოეს მომავალში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები შეძლებენ იამაყონ უნივერსიტეტით.
მერაბ ხალვაში, უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი: ანას ვეთანხმები, უნივერსიტეტში არის რეალურად ის პრობლემები, რაც ანამ დასვა, თუმცა ანაც ხედავს, რომ უნივერსიტეტი მხოლოდ უარყოფითი მხარით არ უნდა განვიხილოთ. ბუნებრივია, ჩვენ გვაქვს სუსტი მხარეებიც და ძლიერი მხარეებიც.
მე მინდა ვისაუბრო, ზოგადად, უნივერსიტეტის იდეაზე. უნივერსიტეტები ასეთი გაგებით დაახლოებით შუა საუკუნეებიდან მოდის და, ზოგადად, უნივერსიტეტების იდეაზე არაერთი ფილოსოფოსი თუ მეცნიერი საუბრობდა. სწორედ აქედან მოყოლებული უნივერსიტეტი იყო ძალიან მნიშვნელოვანი რგოლი. უფრო მეტიც _ უნივერსიტეტის ირგვლივ იქმნებოდა ქალაქები, ხოლო მეოცე საუკუნის მიწურულსა და 21-ე საუკუნის მიჯნაზე ამ უნივერსიტეტის ლექტორები შეიკრიბნენ ბოლონიაში და მიიღეს უნივერსიტეტის დიდი ქარტია, სადაც ლაკონურად ჩამოაყალიბეს უნივერსიტეტის იდეა, თუ რა როლი აქვს მას საზოგადოებაში.
კაცობრიობის მომავალი მეტწილად დამოკიდებულია სწორედ იმ სოციალურ, კულტურული, პოლიტიკურ და ეკონომიკურ განვითარებაზე, რომელიც უნივერსიტეტის კულტურულ სასწავლო და სამეცნიერო ცენტრებში ხდება. ვფიქრობ, უნივერსიტეტის ძირითადი იდეა არის ცოდნის ახალ თაობებში გაცვლა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებაში განათლების მუდმივი ინვესტირება და ასევე მნიშვნელოვანია კითხვა: რა არის ყველაზე მთავარი უნივერსიტეტში _ მოვამზადოთ პროფესიონალი სპეციალისტი, თუ მოვამზადო მოქალაქე, რომელიც გარკვეულ ღირებულებებსა და ფასეულობებზე არის ორიენტირებული და რომელსაც შეუძლია ამ ღირებულებებისა და ფასეულობების საზოგადოებაში დამკვიდრება?! ამ ყველაფრის შეჯერების შემდგომ ჩამოყალიბებულია ძირითადი პრინციპები. პირველი, ეს არის უნივერსიტეტის ავტონომიურობა, მეორე, ეს არის სამეცნიერო და სასწავლო კვლევები, თავისუფლება ამ კვლევების და ასე შემდეგ.
რაც შეეხება კონკრეტულად ჩვენს უნივერსიტეტს, თქვენთვის ცნობილია, რომ უნივერსიტეტს უსრულდება 80 წელი. რა თქმა უნდა, ამ უნივერსიტეტს თავისი მისია აქვს შესრულებული და კონკრეტული მისია აქვს მომავალშიც. წლები მიდის, თაობები იცვლება და უნივერსიტეტშიც სხვა გამოწვევებია, სხვა მოთხოვნებია და, ბუნებრივია, დღევანდელი უნივერსიტეტის მისია განსხვავებულია. მესმის თქვენიც, თითოეული თქვენგანის და საზოგადოების მოთხოვნა უნივერსიტეტის წინაშე განსხვავებულია. ჩვენი უნივერსიტეტის პირველი გამოწვევა არის მაღალი კონკურენცია. როგორ უნდა გავუწიოთ კონკურენცია სხვა უნივერსიტეტებს? მე ვფიქრობ, მოქნილი საგანმანათლებლო პროგრამებით, რომელიც ადაპტირებული იქნება შრომის ბაზართან და რომელიც იქნება მოთხოვნადი. ასე მაგალითად, როგორც საზღვარგარეთის უნივერსიტეტებშია, როცა ამა თუ იმ უნივერსიტეტის კურსდამთავრებული პარალელურად პირდაპირი გაგებით ნიშნავს იმას, რომ მას აქვს დასაქმების დიდი გარანტი. თუკი ჩვენ ამას მივაღწევთ უმოკლეს ვადაში, უნივერსიტეტისთვის ეს იქნება დიდი მიღწევა. ასევე მნიშვნელოვანია, როგორ იქნება ორიენტირებული უნივერსიტეტი თავიდან ბოლომდე სტუდენტებზე, რათა სტუდენტს შეექმნას კომფორტი.
სხვა პრობლემები რაც უნივერსიტეტშია, უკავშირდება მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, რა მხრივაც ჩვენი უნივერსიტეტი ძალიან მოისუსტებს. ამ მიმართულებით წელს გადაიდგმება სერიოზული ნაბიჯები და თქვენ სექტემბრისათვის რამდენიმე კორპუსი დაგხვდებათ მატერიალურ-ტექნიკური ბაზით განახლებული. სექტემბერ-ოქტომბერში ჩატარდება სამუშაოები ხუთსართულიანი კორპუსის მესამე, მეოთხე და მეხუთე სართულებზე, ვიმუშავებთ ახალ პროგრამებზე. მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს ახალი პროგრამები ორიენტირებული უნდა იყოს შრომის ბაზარზე, უნდა განისაზღვროს სწავლის მეთოდები, ფორმები, შეფასება… ჩვენ უკვე ჩამოვაყალიბეთ რა გვჭირდება.
წლების მანძილზე მე ხარისხის სამსახურს წარმოვადგენდი და ჩვენ ვატარებდით სტუდენტთა გამოკითხვებს ყოველ სემესტრში. ხშირად წერდნენ სტუდენტები, რომ აღარ გვინდა ასეთი გამოკითხვები, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ვწერთ, მაინც არაფერი იცვლებაო. ამით რა მინდა ვთქვა – პრობლემები, რაც უნივერსიტეტის წინაშეა, ჩემთვის ნაცნობია და ახლა ვიწყებ მუშაობას ამ პრობლემების მოგვარებისათვის.
გიორგი ბაგრატიონი, III კურსის სტუდენტი: ბატონო მერაბ, რომელი კორპუსების გარემონტებას ვაპირებთ მომავალი წლისთვის? მერაბ ხალვაში: ყოფილი საერთო საცხოვრებლის მესამე და მეოთხე სართული კაპიტალურად შეკეთდება, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე ტექნოლოგიური ფაკულტეტი თავიდან ბოლომდე გარემონტდება, შეიცვლება ინფრასტრუქტურა და ჩვენი სახსრებით მეოთხე და მეხუთე სართული შეკეთდება. ასევე, უნივერსიტეტის თუნუქის სახურავი გამოიცვლება.
არჩილ ართმელაძე, სტუდენტი: მე მინდა ვისაუბრო ლიტერატურის არარსებობაზე. წიგნის პრობლემა ბიბლიოთეკაში არ არის, მაგრამ ლიტერატურა არის რუსულ ენაზე და გადმოთარგმნას დიდი დრო სჭირდება. ასევე პრობლემაა პრაქტიკასთან დაკავშირებით. როგორც ვხედავ, პრაქტიკა მხოლოდ მშენებლობის მიმართულებითაა. მარკეტინგის მართვა დავამთავრე, ბაკალავრიატი და პრაქტიკა არ გამივლია, კვირაში ერთხელ ჩავსხდებოდით ავტომობილში და გავისეირნებდით.
მაგისტრატურას ისე ვამთავრებ, ერთხელ ვერ შევედით ტერმინალში და ვერ ვნახეთ ნავთობის გადაზიდვის პროცესი. დღეს წერილი მოგწერეთ, დეკანმა მიშუამდგომლა თქვენთან, რომ ტერმინალს მივწეროთ და შიგნით ექსკურსია გავაკეთოთ ზედაპირულად მაინც, რომ დავინახო ყველაფერი. ჩვენთვის ყველაზე დიდი პრობლემა არის პრაქტიკა, რადგან მარტო თეორიული სწავლება არ კმარა. მერაბ ხალვაში: ბიბლიოთეკასთან დაკავშირებით არის ასეთი პრობლემები. ჩვენ ახლა ვამზადებთ პროექტს, სადაც ერთ-ერთი საკითხი არის წიგნების თარგმნა, ეს ლიტერატურა ბიბლიოთეკაში დევს, მაგრამ ხელმიუწვდომელია. წინა ლექტორის დროს შეიქმნა პროგრამა, სადაც ლექტორი სტუდენტებს აწვდიდა ელექტრონულ ვერსიას. რაც შეეხება მეორე პრობლემას, პრაქტიკის დრო უნდა იყოს გაზრდილი რა თქმა უნდა და ახალი პროგრამების დროს ამას აუცილებლად გავითვალისწინებთ.
რამინ მაჭარაშვილი, სტუდენტი: ჩემს კურსზე არის ლიტერატურის ნაკლებობა. რაც არის, ესეც საბჭოური ლიტერატურაა. პრობლემაა ისიც, რომ სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში არ გვაქვს სამაგისტრო პროგრამა; მხოლოდ ბაკალავრატია. აქედან გამომდინარე სტუდენტებს უწევთ ან უარის თქმა, ან გადასვლა სხვა სპეციალობაზე. როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა? მერაბ ხალვაში: დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ თქვენს სილაბუსში მითითებული წიგნი აუცილებლად იქნება ბიბლიოთეკაში, სხვა შემთხვევაში აკრედიტაციას ვერ გაივლიდა, აკრედიტაციის საბჭოს ერთი ჯგუფი სწორედ ამას ამოწმებს. თქვენ ალბათ საუბარი გაქვთ წიგნების მცირე რაოდენობაზე, როცა კურსზე ერთი და ორი წიგნია, ეს ნამდვილად პრობლემაა. მაგისტრატურას რაც შეეხება, პროგრამა უნდა შექმნას აკადემიურმა პერსონალმა, სხვა პროგრამას ვერ გაუკეთებს. ასევე დგას აკადემიური პერსონალის რესურსის პრობლემა ამ მიმართულებით, ამიტომ აქამდე ვერ შევძელით ამ პროგრამის ამუშავება. ნათია როყვა: დასაქმებულების სტატისტიკას თუ აწარმოებს უნივერსიტეტი?
მერაბ ხალვაში: სტატისტიკა ძალიან მნიშვნელოვანია, შედეგი დგება სწორედ აქედან. ჩვენ გვაქვს 2011, 2012, 2013, 2014 წლების სტატისტიკა, საქმდებიან თუ არა უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები პროფილის მიხედვით, აკრედიტაციის დროს სწორედ ამას მივაქცევთ ყურადღებას.
უნივერსიტეტში დიდი პრობლემაა სტუდენტების აქტიურობა, თუნდაც დღეს რამდენიმე სტუდენტია აქ მოსული. დარწმუნებული ვარ, ინფორმაციას მიაწვდიდით. სერიოზული მუშაობაა საჭირო ამ კუთხით. არჩილ ართმელაძე, სტუდენტი: ერთ-ერთმა სტუდენტმა, როცა ამ დისკუსიაზე ვეპატიჟებოდი, მითხრა მოვიდე და რა აზრი აქვსო? მერაბ ხალვაში: აქვს აზრი, რადგან ჩვენ ინფორმაცია ერთმანეთთან უნდა მივიტანოთ, რათა გავაუმჯობესოთ მდგომარეობა. მივესალმები ასეთ შეხვედრებს.
დაჯილდოვების ცერემონიის მთავარი მიზანია ბიზნესის წახალისება, სტიმულირების მიცემა, წარმატებული ბიზნესმენების წარმოჩენა და ხელისუფლებისა და ბიზნესსამყაროს პიარი.
ღონისძიებას დაესწრება 200-ზე მეტი კომპანია, აჭარის მთავრობა, აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატის საბჭოს წევრები და დიპლომატიური კორპუსი.
სამინისტროს ინფორმაციით, შეთანხმება 39-სართულიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას ითვალისწინებს. ხუთვარსკვლავიანი „Orbi Beach Tower“-ის მშენებლობა კაჩინსკის ქუჩაზე იგეგმება.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, ნაკვეთი, რომელზეც კომპანია სასტუმრო-კომპლექსის მშენებლობას გეგმავს, 2011 წლიდან “ორბი ჯგუფის” საკუთრებაშია, თუმცა კონკრეტულად როდის, ვის მიერ და რა ფასადაა გასხვისებული მიწის ნაკვეთი ბათუმის ცენტრში, ზღვასთან ახლოს, ამაზე ინფორმაცია მერიაში ვერ მივიღეთ. ამასთან დაკავშირებით „ბათუმელებმა“ ინფორმაცია ოფიციალურად გამოითხოვა და მას მიღებისთანავე გამოვაქვეყნებთ.
მერიაში „ბათუმელებს“ განუმარტეს ასევე, რომ „Orbi Beach Tower“-ის მშენებლობაზე ნებართვა ჯერ გაცემული არ არის. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტით გათვალისწინებულია 850-ნომრიანი სასტუმრო და აპარტამენტები, სავაჭრო ცენტრები, რესტორნები, კაფეები, ღამის კლუბები, აუზი, ფიტნესცენტრი, დასასვენებელი ტერასები და კაზინო. მშენებლობის პროცესში კომპანიამ 400 პირის დასაქმების, ხოლო მშენებლობის დასრულების შემდგომ 200 პირის დასაქმების ვალდებულება აიღო. შეთანხმების თანახმად მშენებლობა 2017 წელს უნდა დასრულდეს.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს „ორბი ჯგუფიის“ 70% წილის მფლობელი შპს „ორბი 2005“-ია. კომპანიის ხელმძღვანელობაზე პასუხისმგებელი პირი კი – ირაკლი კვერღელიძე. კომპანია 2008 წელსაა დარეგისტრირებული.
კომპანია „ორბი 2005“ – 2006 წელს გიორგი ბიწაძემ, ზაზა ზოიძემ და მარინა ლომჯარიამ დააარსეს.
სამუშაო ჯგუფს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე ხელმძღვანელობს. ჯგუფის საქმიანობაში ჩართულია არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო მონიტორინგი“, ჯგუფი დაკომპლექტებულია 7 წევრით.
ქედის ყოფილი პოლიკლინიკის შენობის რეაბილიტაცია ცოტა ხნის წინ დასრულდა, სამთავრობო კომისია შენობაში 12 ეკომიგრანტი ოჯახი შესახლების გადაწყვეტილებას სამუშაო ჯგუფის დასკვნის მომზადების შემდეგ მიიღებს.
პატრულის განცხადებით, 28 აპრილს, გვიან ღამით, ბათუმში, სულაბერიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე სატვირთო ავტომანქანა იმ ადგილას იყო გაჩერებული, სადაც აკრძალულია სატვირთო მანქანების მოძრაობა, ამიტომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მძღოლს აჯარიმებდნენ, რა დროსაც იქვე მყოფმა სხვა მძღოლმა გინება დაიწყო, იმის გამო, რომ სატვირთო ავტომანქანებისთვის განკუთვნილი ქუჩა მოუწესრიგებელია და მოძრაობა ამის გამო უჭირთ.
მძღოლმა, რომელსაც პატრული სამართალდარღვევაში ადანაშაულებდა [საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას ხმაური] სასამართლოში განაცხადა, რომ იყო ნასვამ მდგომარეობაში და ინანიებდა ჩადენილ საქციელს.
მოსამართლე ლევან მიქაბერიძემ ასი ლარის გადახდა დააკისრა სატვირთო ავტომანქანის მძღოლს. სასამართლო პროცესზე მოსამართლემ მძღოლის მეგობარი სასამართლო დარბაზიდან რეპლიკის გამო გააძევა.
როგორც „შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის“ დირექტორმა დავით ლეკვეიშვილმა გვითხრა, სამუშაოები დაახლოებით ერთი თვის წინ დაიწყო.
შპს „ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი“ ბათუმის მერიის ორგანიზაციაა, რომელსაც მერიამ მმართველობაში გადასცა ქალაქის ცენტრში მდებარე 6 მაისის პარკი, რომლეიც, თავის მხრივ, დელფინარიუმთან ერთად მოიცავს კიდევ რამდენიმე ობიექტს – ზოოკუთხეს, აკვარიუმს, საბავშვო ატრაქციონებს.
დელფინარიუმის შენობის რეაბილიტაციის შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა 240 040 ლარზე 2015 წლის 13 თებერვალს გამოაცხადა.
ტენდერში გაიმარჯვა შპს „ქართუ მშენმა“, რომელმაც დელფინარიუმის რეაბილიტაცია 187 000 ლარად უნდა შეასრულოს. შპს `ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა“ და შპს „ქართუ მშენს“ შორის 31 მარტს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ქართუ მშენს“ ევალება დამატებითი ტრიბუნების მოწყობა, დელფინების აუზის შეკეთება, დელფინარიუმის შენობის ბეტონისა და ქვის ზედაპირების შეღებვა, სავენტილაციო ჟალუზების მოწყობა, დელფინარიუმის სახურავისა და დამხმარე შენობების რეაბილიტაცია. ეს სამუშაოები კომპანიამ 20 მაისამდე უნდა დაასრულოს. ამასთანავე „ქართუ მშენის“ გაწეულ სამუშაოს 24-თვიანი საგარანტიო ვადა უნდა ჰქონდეს.
„შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო – კვლევითი ცენტრის“ შესყიდვების მენეჯერის ლევან კვანტალიანის თქმით, 6 მაისის პარკში ამ ეტაპზე მხოლოდ დელფინარიუმის შენობაზე მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები, თუმცა მსგავსი სამუშაოები კიდევ რამდენიმე ობიექტს – ზოოკუთხესა და აკვარიუმსაც ესაჭიროება, რომლებზეც სამომავლოდ, დაფინანსების არსებობის შემთხვევაში, ადმინისტრაცია ტენდერს გამოაცხადებს.
6 მაისის პარკის ადმინისტრაციის განცხადებით, აკვარიუმი, ზოოკუთხე და ატრაქციონები ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს.
დელფინარიუმში ამჟამად 12 დელფინია.
ბათუმის დელფინარიუმი ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ობიექტია.