არასამთავრობოების შეხვედრები აჭარის მაღალმთიანეთში

„60 წლის ვარ, პენსია ჯერ არ მეკუთვნის, არც სამსახური მაქვს, ამ ასაკის ხალხს არ გვღებულობენ არსად. ერთი კარტოფილს ვუყურებ და სიმინდს. მეტი შემოსავალი არაფერი არაა. სოფელ ნიგაზეულს სასმელი წყალი არ აქვს. გზაც გაფუჭებულია. ვიწრო გზებია და ორი მანქანა გვერდს ვერ აუქცევს ერთმანეთს,“ – თქვა სოფელ ნიგაზეულში გამართულ შეხვედრაზე, ამავე სოფლის მკვიდრმა თემური ცეცხლაძემ.

ნიგაზეულის გარდა თავიანთი პრობლებემის შესახებ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს სოფელ ოქრუაშვილების და ჩანჩხალოს მცხოვრებლებიც ესაუბრნენ.

„მოსახლეობას ვხვდებით იმისათვის რომ პირადად მოქალაქეებისგან გავიგოთ იმ პრობლემის შესახებ რაც მათ სოფელს აწუხებს. ჩვენ ამ პრობლემებს ვინიშნავთ,  შემდეგ მოხდება ამის სისტემატიზაცია და განისაზღვრება ვის კომპეტენციაში შედის მათი მოგვარება. იქნება კონკრეტული მიმართვები, წერილები, ზარები. შევეცდები როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ასევე ცენტრალური ხელისუფლების ყურადღება გავამახვილოთ იმ პრობლემებზე რაც მოსახლეობას აქვს,“ – ამბობს CiDA-ს ხელმძღვანელი ზვიად დევდარიანი.

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის ნინო ევგენიძის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ იმ პრობლემებზე  რომლებზე მუშაობაც უწევთ.

„ეს დაგვეხმარება იმ რეკომენდაციების უფრო ზუსტად ჩამოყალიბებაში და ზუსტად ფორმულირებაში, რაც ამ ადამიანებს, ნამდვილად ჭირდება. ინტერესი მოსახლეობის მხრიდან ძალიან დიდია.  ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, ძალიან დიდ შესაძლებლობებს იძლევა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის. ჩვენ უნდა დავეხმაროთ ამ  შესაძლებლობების  გააზრებაში, ინფორმაციის მიღებაში და იმაში რომ მაქსიმალურად შეძლონ ამ ადამიანებმა ამ შესაძლებლობების გამოყენება. ჩვენ დავეხმარებით იმ ცოდნის გადაცემაში რაც გვაქვს. იმისთვის რომ  შეძლონ ახალი ბიზნეს აქტივობების დაწყება, თავისი მცირე და საშუალო საწარმოების გახსნა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, თავისთვისაც და სხვებისთვისაც. რაც ყველაფერი ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას,“ – ამბობს ნინო ევგენიძე.

დღეს, 8 ივლისს მსგავსი შეხვედრები ქედაში, ვაიოსა და მერისში იმართება.

ეკა გიგაური და ნინო ევგენიძე შეხვედრაზე სოფელ ოქრუაშვილებში

სოფელ ჩანჩხალოში ამბობენ რომ სასმელი წყალი დაშრა

შეხვედრა სოფელ ნიგაზეულში

 

ბათუმში მოსამართლე სასამართლო პროცესს ვერ იწყებს

 

სასამართლო დარბაზში

როგორც ადგილზე მყოფი „ბათუმელების“ კორესპონდენტი ამბობს, ბრალდებულის ნათესავები გაღიზიანდნენ იმის გამო, რომ სასამართლო დარბაზში პოლიციელები არიან, დარბაზში კი ყველა ნათესავმა შემოსვლა ვერ მოახერხა.ბრალდებულის ნათესავებმა პოლიციელებს დარბაზის დატოვება სთხოვეს.  


სხდომა სასამართლოს შენობაში არსებულ ყველაზე დიდ დარბაზშია ჩანიშნული და მას ოცამდე პოლიციელი ესწრება. მათი თქმით, ისინი უსაფრთხოებას იცავენ.  


მოსამართლე ბეჟანიშვილი დღეს სოფელ ყოროლისწყალში მცხოვრებ, ნარკოტიკების შენახვაში ბრალდებულის საქმეს განიხილავს. დაკავებულს ორი მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი – პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა და ნარკოტიკული ნივთიერების უკანონოდ შენახვა-მოხმარება.


 6 ივლისს ბრალდებულის თანასოფლელებმა ბათუმში, მთავარ სამმართველოსთან აქცია გამართეს, მათი თქმით ბრალდებულის დაკავებისას პოლიციელები სამოქალაქო ტანსაცმელში იყვნენ ჩაცმული. 


სასამართლო დარბაზში

სოზარ სუბარი: წლის ბოლომდე აჭარაში 134 ეკომიგრანტი ოჯახი მიიღებს ბინას

სოზარ სუბარი
სოზარ სუბარი

სოზარ სუბარის განცხადებით, აჭარა ეკოლოგიური კუთხით ყველაზე აქტიური ზონაა და ეკომიგრანტების პრობლემის გადასაჭრელად სამინისტრო აქტიურად მუშაობს  როგორც აჭარის მთავრობასთან, ასევე მუნიციპალიტეტებთან.

 „ეკოლოგიური კუთხით აჭარა ერთ-ერთი რთული რეგიონია, ბევრ ადამიანს სჭირდება დახმარება, აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია ის პროექტები, რომლებსაც აჭარის მთავრობა და მუნიციპალიტეტები ახორციელებენ. აჭარის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ეკომიგრანტებისთვის წელს სულ 134 ბინის მშენებლობა მიმდინარეობს, წლის ბოლომდე 134 ოჯახი მიიღებს საცხოვრებელ სახლს, აქედან 12-ბინიანი სახლი დასრულებულია ქედაში, აქ მცხოვრებ ეკომიგრანტებს საცხოვრებელ ფართობს უახლოეს დღეებში გადასცემენ, ამას ემატება ის აქტივობა, რომელსაც ჩვენი სამინისტრო ახორციელებს: აჭარაში მცხოვრებ 33 ოჯახს წელს გადავეცით სახლები, რომლებიც სამინისტრომ შეისყიდა, უახლოეს ერთი თვის განმავლობაში კიდევ 10 ოჯახი მიიღებს სახლს აღნიშნული პროგრამის ფარგლებში.

პროექტი, რაც ახლა დავიწყეთ და რაც პირდაპირ შეეხება აჭარიდან გადასახლებულ ეკომიგრნატებს, ეს არის სახლების დაკანონება, იქედან გამომდინარე, რომ საკითხი ყველაზე რთულად წალკის მუნიციპალიტეტშია, დაკანონების პროცესს აქედან დავიწყებთ და მთელს საქართველოს მოვიცავთ,  წალკაში მცხოვრებ 571 ოჯახს, რომელთა უმრავლესობა აჭარიდან ჩასახლებული ეკომიგრანტია, დაუკანონდება საცხოვრებელი სახლი და მიწის ის ნაკვეთი რასაც წლებია ამუშავებს“ – აცხადებს სოზარ სუბარი.

ეკომიგრანტების საცხოვრებელი სახლის მონახულების შემდეგ მინისტრი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა, ყოფილ საავადმყოფოს რეაბილიტირებულ შენობაში მცხოვრებმა ეკომიგრანტებმა მინისტრს სათავსოების მოწყობა სთხოვეს.

 „მართალია საცხოვრებელი ფართები გადმოგვცეს, თუმცა სახლს არანაირი სათავსო არ გააჩნია,  შეშა ხომ უნდა შეინახო? ვის არ ვთხოვეთ პრობლემა მოეგვარებინა, თუმცა დღემდე ვერ მოგვარდა, მშენებლობის ნებართვას თუ მოგვცემენ, ჩვენ თვითონ ავაშენებთ“ – თქვა ციალა ბერიძემ შეხვედრაზე. 

ქედის ეკომიგრანტთა სახლის მონახულებამდე მინისტრმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაპრეშუმში ეკომიგრანტებისთვის მშენებარე სახლი მოინახულა. მინისტრის ვიზიტი დაგეგმილია ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებშიც.


სოციალური სახლი ვაშლოვანში
სოციალური სახლი ვაშლოვანში

პიერ ბათუმი დააჯარიმეს

 

სასამართლო პროცესზე შემოსავლების სამსახურის თანამშრომელმა მიიტანა დისკი, რომელზეც ჩაწერილი იყო ვიდეო, როგორ ვაჭრობენ რესტორანში მომხმარებლები უცხოური ვალუტით.

 

საქართველოს კანონმდებლობით უცხოური ვალუტით ვაჭრობა კაფეებში, ბარებსა და რესტორნებში აკრძალულია. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით,   საკონტროლო შესყიდვის დროს უწყებამ  გამოავლინა,  რომ ასევე “პიერ ბათუმში” არ გამოიყენეს საკასო აპარატი. 

გადაწყვეტილება დღეს, 8 ივნისს მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ მიიღო.

ვის შეუძლია მიიღოს გამგეობის ერთჯერადი სტიპენდია ხელვაჩაურში

 

 სტუდენტებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს,  2015 წლის 1 აგვისტომდე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარადგინონ განცხადება გამგებლის სახელზე;  პირადობისა და დაბადების მოწმობის ქსეროასლები; უმაღლესი სასწავლებლის შესაბამისი ფაკულტეტის მიერ გაცემული ცნობა; 2014-2015 წლის მეორე სემესტრის შედეგების შესახებ; საბანკო ანგარიშების რეკვიზიტები.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის სტუდენტებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე  259502 .


გამგეობის მიზნობრივი პროგრამის ბიუჯეტი 15 000 ლარია  და სტიპენდიის ოდენობა პროგრამაში მონაწილე სტუდენტობის ოდენობის შესაბამისად დაგანაწილდება.

 

 

დისკრიმინაციულია თუ არა შშმ პირებისათვის უფრო მაღალი ფასი დელფინებთან ინტერაქტივში

 

ფოტო დელფინარიუმის ფეისბუქგვერდიდან
ფოტო დელფინარიუმის ფეისბუქგვერდიდან

ბათუმის დელფინარიუმი ბათუმის მერიის შპს-ა, თანხა მის შესანახად და მოვლა-პატრონობისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან იხარჯება. დელფინარიუმის დირექტორი დავით ლეკვეიშვილი ამბობს, მას უკვირს, თუ რატომ მოჰყვა სოციალურ ქსელებში გამოხმაურება შშმ პირთათვის დელფინებთან ინტერაქტივის ფასს, რადგან ეს ფასი დელფინარიუმის დაარსებიდან არ შეცვლილა.  „დაარსებიდან ასეა ეს ფასი. ოთხი თუ ხუთი წელია ასეა, გამიკვირდა ეს გამოხმაურებები. მე რამდენიმე თვეა აქ ვმუშაობ, პირველი სეზონია.“

 

იგივე ამბობს „ბათუმელებთან“ თენგიზ წეროძე, დელფინარიუმის ძუძუმწოვრების ცენტრის მენეჯერი.

 

„ეს ძველი, დამტკიცებული ფასია. ჩვენ არ ვატარებთ თერაპიას, ჩვენ ვატარებთ ინტერქტივს. ამ დროს [დელფინარიუმის გახსნის დროს] რუსეთიდან იყო ჯგუფი ჩამოსული და ძალიან გვთხოვეს. თერაპიას ამას ჩვენ ვერ ვუწოდებთ, ამას ეწოდება ინტერაქტივი, ინსტრუქტორთან ერთად 15 წუთი წყალში მიმდინარეობს ინტერაქცია. პრობლემა იმაშია, რომ როდესაც ვატარებთ ინტერაქტივს, ჩაგვყავს ჯგუფი, დაახლოებით 4-5 კაცის ოდენობით. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან ეს უკვე არ შეიძლება. აქ არის მხოლოდ ინსტრუქტორი, დელფინი და შშმ პირი, რადგან ადამიანს მიხედვა უნდა წყალში. ამიტომაც ეს ფასი ასე დადგინდა, მაშინ 100 დოლარის ექვივალენტი იყო ეს 160 ლარი, ამიტომ დარჩა ეს ათი ლარი სხვაობა.  ასე იყო სულ და ამდენ ხანს რატომ არავის მიუქცევია ყურადღება…

 

სხვა ჩვენ არანაერი დაინტერესება არა გვაქვს, საბიუჯეტო ორგანიზაცია ვართ.  ჩვენ 70 პროცენტამდე ვფარავთ მხოლოდ ხარჯებს. შშმ პირებს, ვინც ამ სერვისით სარგებლობენ,  ერთი სეანსი არ ჰყოფნით, რამდენიმე უნდათ. თავიდან ისე იყო, რომ საქართველოს მოქალაქეებზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე იქნებოდა სუფსიდირება, მაგრამ რატომღაც ვერ მოხერხდა ეს, ვერ დალაგდა ეს საკითხი“ – ამბობს თენგიზ წეროძე.

 

არის თუ არა შშმ პირთათვის სხვა ფასი დისკრიმინაციული?

ანა აბაშიძე, ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი, „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მათი ორგანიზაცია ამ საკითხის შესწავლას აპირებს:

 

„დაწყებულია ამ საქმის მომზადება. უახლოეს დღეებში ვეწვევით დელფინარუმს,  გავესაუბრებით მენეჯმენტს, რომ გავიგოთ რა მიზეზია, რომ შშმ პირებისთვის განსაკუთრებით ძვირია სერვისი, რა შედის ამ სერვისში, რა ტიპის განსხვავებაა. დისკრიმინაციის დასადგენად ძალიან მნიშვნელოვანია ეს დეტალები. ის, რომ ორგანიზაცია მერიისაა, უფრო ართულებს ამბავს, იმიტომ რომ ეს არის მუნიციპალური სერვისი და დიდი ალბათობით დისკრიმინაციულია, მაგრამ როცა შესწავლას დავასრულებთ, ამის შესახებ შემდეგ ვიტყვით ხმამაღლა.“

 

თომა კაკაბაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ თავმჯდომარეა ბათუმში. იგი ამბობს, რომ ამ თემაზე, ადრეც იყო საუბარი:

 

 „მაშინ როგორც მახსოვს ახსნა მოუძებნეს, რომ დამხმარე სჭირდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანს და დამატებით პერსონალს საჭიროებს შშმ პირის ჩაყვანა წყალში და იმიტომ ღირს ძვირიო. ეს შეიძლება იყოს კიდეც დისკრიმინაციული. თუმცა, თუ ამ მხრივ შეხედავ, რომ მათ ეს უჯდებათ ძვირი… რაღაც თუ გააკეთა ადამიანმა, შესაფერისი ანაზღაურებაც უნდა მიიღოს. აიძულო, შენს გამო უფასოდ მუშაოს, ესეც არ აარის სწორი,  მაგრამ ათი ლარია გასხვავება და ალბათ არ იქნება პრობლემა, ისიც 150 ლარი იყოს. ასე თვალსაჩინო არ უნდა იყოს განსხვავება.“

 

აპირებს თუ არა დელფინარიუმი გადახედოს ფასს? დელფინარიუმის დირექტორი დავით ლეკვეიშვილი ამბობს, რომ არ იცის: „არ ვარ მზად ახლა ამაზე გიპასუხოთ“ – განაცხადა მან „ბათუმელებთან.“

 

ბათუმის მერს, გიორგი ერმაკოვს მრჩეველი შშმ პირებთან ურთიერთობის საკითხებშიც ჰყავს. შორენა მამულაძე, მერის მრჩეველი, ამბობს, რომ ამ საკითხს აუცილებლად დააყენებს:

 

„მე თქვენგან გავიგე ეს ინფორმაცია და აუცილებლად დავაყენებ ამ საკითხს მერის წინაშე. თუ სერვისი არის ერთი და იგივე, ფასში რატომ უნდა იყოს განსხვავება. აუცილებლად დაგდგება ეს საკითხი, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ ამას.“  

 

ბათუმის დელფინარიუმს 2014 წლამდე შპს „მენეჯმენტ სერვისი“ მართავდა, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანია.  კომპანიას „შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი“ [რომელშიც დელფინარიუმიც შედის]  19 წლის მართვის უფლებით ჰქონდა გადაცემული, თუმცა გასულ წელს კომპანიამ დელფინარიუმი ბათუმის მერიას გადასცა. 

დღეს საპლაჟო ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონატი იწყება

საქართველოს პირველი ჩემპიონატი საპლაჟო ფეხბურთში | 2014 წელი

მასში მონაწილეობას მიიღებს შვიდი გუნდი: ბათუმის „პირატები“, სენაკის „აიეტი“, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი, ქობულეთის გუნდი, ბათუმის „დინამო“, ბათუმის საზღვაო აკადემიის გუნდი და ხელვაჩაურის გუნდი.

თამაშები შვიდ ტურად ჩატარდება, რომლის შემდეგაც გამოვლინდება გამარჯვებული.

დღეს ჩემპიონატის პირველი ტური გაიმართება. ერთმანეთს შეხვდებიან 17:30 საათზე საზღვაო აკადემია – „აიეტი“, 18:30 საათზე ხელვაჩაური – ბსუ, 19:30 საათზე ბათუმის „დინამო“ – ქობულეთი.

9 ივლისს, მეორე ტურის შეხვედრათა განრიგი შემდეგია:

17:30 საათი – ბათუმის „დინამო“ – ხელვაჩაური
18:30 საათი – საზღვაო აკადემია – „პირატები“
19:30 საათი – „აიეტი“ – ქობულეთი

საქართველოს ჩემპიონატი საპლაჟო ფეხბურთში წელს მეორედ ტარდება. 2014 წელს ჩემპიონობა ბათუმის „დინამომ“ მოიპოვა.

პარლამენტარი საბაჟოს ინციდენტზე: სახელმწიფომ არც ერთ ფაქტს არ უნდა წაუყრუოს

 

ანი მიროტაძე

 ქალბატონო ანი, როგორ ფიქრობთ, ასეთი კონფლიქტების შემთხვევაში როგორი უნდა იყოს ხელისუფლების რეაგირება, რომ მოქალაქეების უფლებებიც იყოს დაცული და არც ქსენოფობიის გაღვივებას შეუწყოს ხელი? 


კონკრეტული ადამიანების, სახელმწიფო სამსახურში მყოფი დასაქმებული პირების მხრიდან მსგავსი ტიპის ქმედება არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დარჩეს დაუსჯელი. ამ შემთხვევაში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს არც სქესს და არც ეროვნებას, ყველა ადამიანს უნდა მოექცე ისე, რომ მისი უფლებები არ შელახო. ასე რომ, თუ ადამიანი დანაშაულს სჩადის, არ აქვს მნიშვნელობა სახელმწიფო მოხელეა თუ ჩვეულებრივი მოქალაქე, მან უნდა აგოს სათანადო პასუხი.

 


„ბათუმელებს“ სხვა დროსაც ჰქონდა მცდელობა, რომ საკონსულოს ან საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურად გამოეხატა პოზიცია ასეთ ინციდენტებთან დაკავშირებით, თუმცა მაშინაც და ამ ბოლო კონკრეტული ინციდენტის შემთხვევაშიც, სამინისტრომ ოფიციალური განცხადების გაკეთება მნიშვნელოვნად არ მიიჩნია. როგორ ფიქრობთ, პრობლემის იგნორირება სამომავლოდ ნეგატიურად ხომ არ აისახება მეზობელი ქვეყანასთან ურთიერთობაზე?

 

სახელმწიფომ არც ერთ ფაქტს არ უნდა წაუყრუოს. არა იმიტომ, რომ დიპლომატიური სკანდალი შეიძლება გამოიწვიოს ამან. თუმცა, არა მგონია, რომ ასეთი ფაქტები საქართველოსა და თურქეთს შორის ურთიერთობის გართულების საფუძველი გახდეს, მით უმეტეს დღეს, როცა ძალიან ახლო ურთიერთობები, განსაკუთრებული რეჟიმი გვაქვს ამ სახელმწიფოსთან და ამ რეჟიმს საქართველო გაუფრთხილდება ყოველთვის. თუმცა ეს მაინც არ ნიშნავს იმას, რომ ასეთი ფაქტები უნდა იყოს დაშვებული და რეაგირების გარეშე დარჩეს.


ბათუმში თურქეთის საკონსულოში დაგვიდასტურეს, რომ საბაჟოზე მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით მიმართავენ მოქალაქეები, თუმცა ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა საქართველოს მოქალაქეები თურქი მებაჟეების მხრიდან ფიზიკურ შეურაცხყოფაზე საუბრობენ. თუ აპირებთ ამ თემის შესწავლას და რა იქნება თქვენი შემდგომი რეაგირება?


მე აქამდე არასდროს მსმენია მსგავსი ფაქტების შესახებ, ამიტომ აუცილებლად მოვიკითხავ, საკონსულოებიდან, საგარეო საქმეთა სამინისტროდან გამოვითხოვ ამ ინფორმაციას, რომ გავარკვიოთ რა სტატისტიკა არსებობს და რამდენად ხშირად ხდება მებაჟეების მხრიდან ასეთი ქმედება, როგორია ტენდენცია. თუკი მდგომარეობა სერიოზულია, შემდეგი ნაბიჯი იქნება ის, რომ სხვადასხვა დიპლომატიურ საკითხებზე მოლაპარაკების დროს ეს საკითხიც აუცილებლად უნდა იქნას დასმული და განხილული.

 

ბუნებრივია, კონკრეტული ადამიანების მიერ ჩადენილი დანაშაული ნეგატიურ გავლენას ვერ მოახდენს ორი ქვეყნის დიპლომატიურ ურთიერთობაზე, მაგრამ თავიდან რომ ავიცილოთ ქსენოფობიისა და სიძულვილის გაღვივება ქვეყანაში, ეს საკითხი უნდა იყოს ორივე ქვეყნის საგარეო სამინისტროების სამუშაო თემა. ხალხებს შორის ურთიერთობაში ბზარი არ უნდა გაჩნდეს.

ბათუმში ერთ დღეში 11 ძროხა დააკავეს

 

საქონელი ბათუმის ქუჩებში და ბულვარშიც კი გვხვდება. მათი მეპატრონეები ბათუმში ან ქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობენ. ქუჩებში უმეთვალყურეოდ მყოფი საქონლის სხვა ტერიტორიაზე გადაყვანაზე ქალაქის სანდასუფთავების სამსახური ზრუნავს. სამსახურის უფროსი,ზურაბ გელაძე ამბობს, რომ თუ აუცილებლობაა, ყოველ დღე იჭერენ საქონელს:

 

„მაქსიმალურად ვცდილობთ გავაძევოთ, მაგრამ თუ ხდება ისე, რომ შემოსულია ქუჩებში, ხდება მისი გადაყვანა ავტოფარეხში. არის კვირა, როცა შეიძლება არ დარჩეს ამის აუცილებლობა, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ხდება  ყოველდღიურად, მაგალითად, გუშინწინ 11 სული იქნა გადაყვანილი ადლიაში.

 

მიუღებელია ქუჩაში ძროხა, ეს იცის მოსახლეობამაც და მოდიან ადლიაში საქონლის წასაყვანად. ჯარიმა 20-50 ლარია, დამოკიდებულია იმაზე, ფეხით გვიწევს საქონლის გადაყვანა თუ ტრანსპორტით.  როცა ტრანსპორტირება ხდება, ამ შემთხვევაში არის ჯარიმა 50 ლარი“ – ამბობს ზურაბ გელაძე.

 

სანდასუფთავების უფროსის თქმით, საქონელს ძირითადად ახალ ბულვარში, ლეონიძის, ჯავახიშვილისა და ლერმონტოვის ქუჩებზე აკავებენ.

 

„ფაქტები გვქონდა, რომ გაველურებული პირუტყვი სირბილით გადასულა ბულვარის ტერიტორიაზე. გუშინწინ სოფლიდან ჩამოიყვანა ვიღაცამ, მოსკოვის ქუჩაზე გასაყიდად ძროხა. ავტომობილიდან ჩამოყვანის დროს გაექცათ და საქონელი სირბილით გავიდა ბულვარის ტერიტორიაზე. მისი დაჭერა რა სამუშაოს შეიცავდა, კი მიხვდებით“ -ამბობს ზურაბ გელაძე.


 

მიმდინარე წელს მერიის შპს ,,სანდასუფთავების“ მიერ 100-მდე ოქმია გამოწერილი, რის შესაბამისადაც ხდება პირუტყვის მეპატრონეთა დაჯარიმება. 

მერიის პრესსამსახურის ცნობით, უპატრონოდ გაშვებული პირუტყვის გადაადგილების აღსაკვეთად, ყოველდღიურად, 7:00 -დან 22:00 საათამდე, ქალაქის ტერიტორიაზე 40 მეველე პატრულირებს. სადგომზე საქონლის შენახვისთვის ყოველ გადაცილებულ დღეზე მეპატრონეს 10 ლარის გადახდა უწევს.



საქონლის დაკავება
საქონლის დაკავება

 

ბათუმი-ახალციხის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის გამო ქონების გამოსყიდვა იწყება

 

ენერგეტიკის სამინისტრომ საქართველოს მთავრობას ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეულ მოსახლეობასა და მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების გეგმა რამდენიმე დღის წინ წარუდგინა. მთავრობის განკარგულების მიხედვით, ეს ღონისძიებები  საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკთან (IBRD) შეთანხმებულ განსახლების პოლიტიკის ჩარჩო-დოკუმენტშია ასახული.

 

ამ ეტაპზე საუბარია ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტის II სეგმენტის მე-2 და მე-3 სექციებზე, რომლებიც ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტებს შეეხება.

 

თუ რამდენ ოჯახს ეხება განსახლების ჩარჩო-დოკუმენტის მიხედვით პროექტი და რა სახით, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში ჯერ-ჯერობით არ აკონკრეტებენ.

 

“ამ ეტაპზე მიმდინარეობს აღნიშნული ხაზის გავლის ტრასის საბოლოო დადგენა (ანუ რა მარშრუტით გაივლის გადამცემი ხაზი), რის შემდეგაც უკვე დაზუსტდება განსახლების პროექტი. აღნიშნული მონაცემები სექტემბრის თვისთვის იქნება ცნობილი” – განუცხადეს ბათუმელებს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

 

ხედი დანდალოდან კოკოტაურის მიმართულებით [პროექტის გზშ]

 

მთავრობის განკარგულებაში ასევე აღნიშნულია: „ეთხოვოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებს, იმ ქონებაზე, რომელიც იმყოფება ახალციხიდან ბათუმამდე, 220 კვ ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტის II სეგმენტის მე-2 და მე-3  სექციის ზემოქმედების არეალში მოხვედრილი მოსახლეობის სარგებლობაში, განახორციელონ სათანადო ღონისძიებები მოსახლეობის მიერ აღნიშნული ქონების საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრების უფლებით რეგისტრაციის ხელშეწყობის მიზნით“

 

სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს კი დაევალა სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული ქონების სს „საპარტნიორო ფონდის“ კაპიტალში შეტანა, შემდგომში  საპარტნიორო ფონდის“ მიერ ამავე ქონების სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ კაპიტალში შეტანის მიზნით.

 

„მოგვიწევს თუ  არა განსახლება“, – ეს იყო მთავარი კითხვა, რომელსაც გასულ წელს აჭარის ოთხ მუნიციპალიტეტში მოქალაქეები „ახალციხე-ბათუმის 220 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის“ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის განხილვაზე სვამდნენ.

 

დოკუმენტი ხულოში, შუახევში, ქედასა და ხელვაჩაურში განიხილეს. ბათუმი-ახალციხის 220-კილოვოლტიანი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი აჭარაში, სწორედ ამ ოთხი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაივლის

 

ხედი ფურტიოდან [პროექტის გზშ]

”მაჭახელა” ფეხბურთელებისთვის კვებისა და ტრანსპორტირების ხარჯებს შეისყიდის

ხელვაჩაურის საფეხბურთო კლუბი
ხელვაჩაურის საფეხბურთო კლუბი ”მაჭახელა”

„მაჭახელა“, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა. კლუბმა ორივე ტენდერი 7 ივლისს, საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგანტოს ვებგვერდზე გამოაცხადა.

სამგზავრო–სატრანსპორტო საშუალებების მძღოლთან ერთად დაქირავებაზე გამოცხადებული ტენდერის სავარაუდო ღირებულება 2000 ლარია და ითვალისწინებს კლუბის საწვრთნელ თამაშებზე ახალსოფელში, ჭარნალში ფეხბურთელების ტრანსპორტირებას. ფეხბურთელების კვების, რომელიც სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით უნდა განხორციელდეს შინ თამაშებისა და ჩემპიონატის 14-დღიანი შეკრების წინ, სავარაუდო ღირებულება 14130 ლარს შეადგენს. ორივე ტენდერის დაფინანსების წყარო ადგილობრივი (მუნიციპალიტეტის) ბიუჯეტია.


„მაჭახელა“ საქართველოს პურველ A ლიგაში თამაშობს.


საფეხბურთო კლუბი ”მაჭახელა”



დეპუტატი: დღეს გაცილებით გამოცდილი არჩილ ხაბაძე გვყავს

პროფესიით ფილოსოფოსი ხართ, ახლახან აგრარული კომისია ჩაიბარეთ, როგორ  შეაფასებთ უმაღლეს საბჭოს ფილოსოფოსის თვალით?

ამ პროფესიით საქრთველოში არასდროს მიმუშავია, გული მწყდება – შემეძლო ამ მიმართულებით განვითარება. თუმცა სოციალურად ალბათ უფრო ნაკლებაქტიური ვიქნებოდი. თუმცაღა გვაქვს მაგალითი გია მასალკინის სახით, ფილოსოფოსია და პოლიტიკურად აქტიური. კომკავშირელი ვიყავი და კომუნისტური პარტიის წევრი არ გავხდი. მოხდილი მაქვს სამხედრო სამსახური. ერთი სიტყვით, ჩემი მეს ფორმირება აზრთა გარდატეხის პერიოდში ხდებოდა. ჩვენ გამოგვეცალა სახელმწიფო, რომელიც იყო ჩვენი. უცებ დაპატარავდა დედამიწა.

საბჭოთა კავშირის ნოსტალგია გაქვთ?

არა. ნოსტალგია არ მაქვს. ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე. შემდეგ ძალიან დიდი, უზარმაზარი თავისუფლება მერგო. საკუთარი ბედის გადამწყვეტი და დამგეგმავი თვითონ ვიყავი. თუმც ეს ყველაფერი ხდებოდა გაჭირვების ფონზე. როგორც ძველი ჩინელები იტყოდნენ – „დაე იცხოვროს გარდაქმნების პერიოდშიო“. რთულია ასეთ პერიოდში ცხოვრება, თუმცა საინტერესო.

სად, რომელ მხარეს იდექით გარდაქმნების პერიოდში?

დემოკრატიის მხარეს. ფილოსოფიურმა განათლებამ ჩემს მეზე ნამდვილად დატოვა თავისი კვალი, რითაც შეიძლება უფრო გამირთულდა ცხოვრება. რაღაცები სხვანაირად მესახება, თუმც ამავდროულად მიხარია, რომ ეს ასე მოხდა.

ქართულ ოცნებამდე პარტიაში იყავით?

ერთადერთი პარტია, რომელშიც გავწევრიანდი, „ეროვნული ფორუმი“ იყო. პოლიტიკაში არასოდეს უნდა თქვა არასოდეს და გადაჭრით ტაბუ არ უნდა დაადო რომელიმე საკითხს. ვფიქრობ, ეს არის პირველი და უკანასკნელი ჩემი პარტია.

 ყველაზე ღირებული რა გააკეთეთ უმაღლეს საბჭოში მუშაობის პერიოდში?

ერთ კონკრეტულ ფაქტს ვერ გამოვყოფ. მეგობრებმა და ჩემმა ამომრჩეველმა, ვინც  მიცნობს, იციან, რომ ჩემი საქმიანობა უმეტესწილად ხალხში გასვლაა, მათთან ურთიერთობა, ხალხის პრობლემების თავის თავზე აღება. რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, 17 შეხვედრა გავმართეთ მოსახლეობასთან. ეს არ იყო საარჩევნო წელიწადი, მაგრამ შეხვედრები საინტერესო იყო. რადგან მე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტიდან ვარ, წილად მხვდა შეხვედრები ხელვაჩაურში. დაახლოებით 250-300, ხანდახან მეტი ამომრჩეველი ესწრებოდა შეხვედრას. ახალშენში გადაიჭედა დარბაზი – 500 კაცზე მეტი იყო. ეს შეხვედრები გრძელდებოდა რამდენიმე საათის განმავლობაში. აჭარის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, მინისტრის მოადგილეები, საგზაო და გარემოს დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებიც. აღმასრულებელი თავისას ამბობდა, მე, როგორც დეპუტატი, ველაპარაკებოდი ხალხს, მაგრამ მთავარი გზავნილი მაინც იყო ჩვენი მოქალაქეების ჩართულობა. 

გინდათ თქვათ, რომ ყველაზე ღირებული, რაც უმაღლეს საბჭოში მუშაობის პერიოდში გააკეთეთ, ხალხთან შეხვედრები იყო?

ცხრა სხვადასხვა კომისიაში ვმუშაობდი, ზოგიერთ კომისიაში ახლაც ვმუშაობ. ყოველთვიურად, ზოგჯერ თვეში ორჯერ ვიკრიბებით. აქ ჩართულები არიან წარმომადგენლები როგორც ეკონომიკის სამინისტროდან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებიდან. უმაღლესი საბჭოდან მე ვარ წარმოდგენილი. საუბარია იმ პირებზე, რომლებსაც ჰქონდათ მიწის დამადასტურებელი საბუთი და მერე რაღაც მიზეზთა გამო ჩამოეჭრათ. ჩვენ ამას ვიხილავთ და ვაბრუნებთ, ეს არის სამართლიანობის დამკვიდრების ერთ-ერთი მომენტი. თუმცა ეს კომისია რეკომენდაციებს ამზადებს ეკონომიკის სამინისტროსთვის, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. კომისიაში  სამინისტროს წარმომადგენლებიც არიან. მე ვიმუშავე გონიოშინ წართმეულ მიწებთან დაკავშირებით. გამოიკვეთა, რომ ერთპიროვნულად ყველას ვერ ერგება [მიწა], თუმცა არის ნაწილი მოსახლეობისა, რომელსაც ნამდვილად ერგება. კომისია აღმასრულებელი ხელისუფლების მოთხოვნით იყო შექმნილი, ჩვენ ერთად ვიმუშავეთ.

მაგრამ თქვენი მთავარი ფუნქცია საკანონმდებლო საქმიანობაა…

ვერ გეტყვით, რომ რომელიმე კანონპროექტი პირდაპირ ჩემი ინიციატივით არის შესული პარლამენტში. თუმცა თანამონაწილე ვიყავი და ახლა კიდევ მაზის კისერზე ერთი საკმაოდ რთული პროექტი. საქართველოს პარლამენტი ე.წ. მთის კანონზე მუშაობს. უამრავ სიკეთესა და სარგებელს ნახავს ჩვენს მთაში სოფლები. 1999 წელს მიიღეს ეს კანონი, თუმცა არ ამოქმედებულა. ამ კანონში ბოლო ცვლილება 2015 წლის 15 აპრილს ხულოს მაჟორიტარმა ბოლქვაძემ შეიტანა, ორი სოფლის სახელი გაასწორა. თუ სოფლის სახელი დამახინჯებულად იქნება ჩამონათვალში, კანონის ამოქმედებისას ეს სოფელი ვერ მიიღებს სარგებელს. 26 სოფელია არასწორი დასახელებით და ამ 26 სოფლის სახელწოდების გასწორებაზეა საუბარი.

თქვენ, როგორც თვითმმართველობის კომისიის თავმჯდომარე, როგორ შეაფასებთ მუნიციპალიტეტების გამგებლების, გამგეობების მუშაობას?

არის თუ არა სხვაობა, რაც იყო? – არის. ხელვაჩაურის რაიონში ამ წუთში იმდენი ბაღი და სკოლა შენდება და რემონტდება, რომ ამის გაპიარება წესიერად რომ ხდებოდეს, გაცილებით მეტი ეფექტი ექნებოდა.

არჩილ ხაბაძის მუშაობას როგორ შეაფასებდით?

გახსოვთ ალბათ შვიდი დეპუტატის თანხმობა იყო საჭირო, რომ მის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურა დაწყებულიყო, მე არ შევუერთდი იმ დეპუტატებს. ეს გადაწყვეტილება მხოლოდ იმიტომ არ მივიღე, რომ მომწონს ან არ მომწონს არჩილ ხაბაძე. რაც უფრო ნაკლებ დროს დავუთმობდით კინკლაობას, უფრო მეტს მოვიგებდით. ამ კინკლაობით დავზარალდით ორივე მხარე. დავზარალდით ჩვენი ამომრჩევლის წინაშე. ეს ჩემთვის უფრო საწყენია, ვიდრე რომელიმე დეპუტატის ახირება.  მინდა გითხრათ, რომ მუშაობს არჩილ ხაბაძე, კარგი მენეჯერია, ამის თქმა შემიძლია. საბანკო სისტემიდანაა მოსული და ამ მხვრივ გამოცდილება ჰქონდა. ახალგაზრდა კაცია, უამრავ რამეს დახვეწს. ზოგადად გვქონდა ჩვენ შენიშვნები მასთან და მინდა მის სასიკეთოდ ვთქვა, რომ იგრძნობა ცვლილება.

ანუ დაიხვეწა?

დიახ, რა თქმა უნდა. მე ვერ შევიტან ეჭვს, რომ ამ კაცს რეგიონისთვის სიკეთე არ უნდა და ამისთვის არ იღწვის. იდეალური მხოლოდ ღმერთია.

პიროვნულ სიმპათიებზე არ გეკითხებით. მაინტერესებს თქვენი, როგორც მაკონტროლებლის მოსაზრება აღმასრულებელზე, რომელსაც ანდეთ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტი, ეს უფლება კი ამომრჩევლისგან მიიღეთ. კმაყოფილია თქვენი ამომრჩეველი?

დიახ, იმას კი არ ვამბობ, როგორი ხასიათის ბიჭია არჩილ ხაბაძე. ზუსტად მისი საქმიანობიდან გამომდინარე ვაფასებ. საკმაოდ სამართლიანი ახალგაზრდაა.

ფინანსთა მინისტრი?

შეიძლება ცოტა ხისტია, მაგრამ ნამდვილად პროფესიონალია. ის ვერ გავა იმ ჩარჩოს მიღმა, რასაც ჩვენს რეგიონში კანონმდებლობა აწესებს. ამას არც ვურჩევ არავის და პირველ რიგში, ჩემ თავს. მოკლედ, არჩილ ხაბაძის საქმიანობას დადებითად ვაფასებ და მის სასიკეთოდ მინდა ვთქვა, რომ გაცილებით გამოცდილი არჩილ ხაბაძე გვყავს დღეს, ვიდრე ეს იყო მუშაობის დაწყებიდან პირველი წელს.

გამოცდილების მიღება მთავრობის პირველი პირის პოსტიდან, ეს ნორმალურია?

მე ვთქვი გაცილებით უფრო გამოცდილი და არ მითქვამს, რომ ის საერთოდ გამოუცდელი იყო. თუმცა როდესაც მიღებულ გამოცდილებას მიმართავ სიკეთისკენ,  ეს სერიოზული მაჩვენებელია. კადრების თვალსაზრისით ჩვენს რეგიონს ვარსკვლავთ ცვენა არა აქვს. ბევრი ჭკვიანი ვიცი, მაგრამ პოლიტიკური პროცესების მიღმა დგომა ურჩევნია. გამომდინარე იქედან, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეაო, ვიღაცები ცდილობენ დისტანცირებას.

ბათუმის საკანალიზაციო ქსელი და გაზრდილი ქალაქი

 

ბათუმში მრავალსართულიან შენობებს ისე აშენებენ, რომ დაგეგმვა-დაპროექტების პროცესში „ბათუმის წყალს“ არ რთავენ, წყლის ერთადერთ მიმწოდებელ კომპანიას მხოლოდ პოსტფაქტუმ მიმართავენ და წყლისა და კანალიზაციის ქსელში ჩართვას თხოვენ.

 

ინვესტიცია იდება ქალაქის იმ უბნებშიც, სადაც საკანალიზაციო სისტემა არ არსებობს. მაგალითად, ახალი ბულვარის გასწვრივ, სადაც „ორბი ჯგუფი“, „ატლას ჯორჯია“ და სხვა კომპანიები უზარმაზარ კომპლექსებს აშენებენ და ათეულ მილიონობით დოლარის ინვესტიციის ჩადებას აპირებენ. ბოლო ორი წლის განმავლობაში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ბათუმის მერს შენობების სართულიანობის გაზრდის შუამდგომლობით 91-ჯერ მიმართა, ანუ ბათუმი სიმაღლეშიც გაიზარდა.

 

ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ მშენებლებმა მაღალ სართულებზე წყლის მიწოდება თავად, საკუთარი ტუმბოთი უნდა უზრუნველყონ. რაც შეეხება კანალიზაციას, „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, რეაბილიტირებული ქსელი ნებისმიერ დატვირთვას გაუძლებს, დანარჩენ უბნებში კი დაგეგმილია ან/და უკვე მიმდინარეობს სამუშაოები. ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ იმ უბნებში, სადაც საკანალიზაციო ქსელი არ არის, შესაბამისი შესწავლა-დაპროექტება დაწყებულია.

 

ახალი აბონენტების [ობიექტების] ქსელზე მიერთება ფასიანია და მიერთების წესს სემეკი არეგულირებს. მსხვილი ობიექტის წყალმომარაგების ქსელზე მიერთებისთვის, 110 მმ დიამეტრის მილის შემთხვევაში, მეპატრონეს მიმწოდებლისთვის გადასახადი აქვს 5700 ლარი, ხოლო 150 მმ დიამეტრის მქონე მილის შემთხვევაში – 6 000 ლარი. რაც შეეხება წყალარინების ქსელზე მიერთებას, 150 მმ დიამეტრის მქონე საკანალიზაციო მილის შემთხვევაში მიერთების საფასურია 11 500 ლარი, ხოლო 200 მმ-იანი მილის შემთხვევაში – 20 500 ლარი. ყველა გადასახადი ერთჯერადია.

 

მაგალითისთვის: სასტუმრო „ჰილტონმა“, „ბათუმის წყლის“ ვებგვერდის მონაცემებით, მაისში 19 345 ტონა წყალი მოიხმარა [41 ათასი ლარის ღირებულების, წყალარინების მომსახურების ჩათვლით], ხოლო სასტუმრო „შერატონმა“ გახარჯა 6 170 ტონა [ღირებულებით _ 24 680 ლარი].

 

ბათუმის წყალმომარაგება

 

„ბათუმის წყალს“ ქალაქისთვის წყლის მიწოდება მაქსიმუმ მე-12 სართულამდე შეუძლია – ეს თვითდინებით, ტუმბოს გარეშე.

 

„მე-12 სართულს ზემოთ სახლებისა თუ სასტუმროების მეპატრონეებმა ტუმბოთი წყლის მიწოდება თავად უნდა უზრუნველყონ. ან აუზები უნდა მოაწყონ. რაც შეეხება წყლის მიწოდებას თუ რაოდენობას, მაგ მხრივ პრობლემა არ არის. ჩვენ 24-საათიან მიწოდებას თავისუფლად ვუზრუნველვყოფთ“, – აცხადებს „ბათუმელებთან“ კახა რუსიძე, „ბათუმის წყლის“ დაგეგმარებისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი.

 

ბათუმს დღეს ორი საწნევო-სარეზერვუარო პარკი აქვს – სალიბაურსა და ინჯალოში, რომლებიც დაახლოებით 60 მეტრზეა ზღვის დონიდან. ეს კი, დანაკარგების  ჩათვლით, უზრუნველყოფს წყლის 35 მეტრ სიმაღლეზე თვითდინებით მიწოდებას.

დღე-ღამეში ბათუმში ამ ეტაპზე 50 ათასიდან 60 ათას კუბ/მეტრ-მდე წყალი იხარჯება. „ბათუმის წყალში“ აცხადებენ, რომ წყალი ყველას ყოფნის და თუ რამე პრობლემაა მიწოდებაში, ეს ქსელის რეაბილიტაციის გამოა. წყლის სისტემა ქალაქის მოსახლეობამ  200 ათასსაც რომ გადააჭარბოს, დატვირთვას მაინც გაუძლებს.

 

წყალარინება – საკანალიზაციო ქსელი

 

ბათუმში სასმელი წყლის მიწოდების სისტემა „ბათუმის წყლის“, საკუთრივ „ბათუმის წყალი“ კი ბათუმის მერიის საკუთრებაშია [კომპანიის 100 პროცენტი წილის მფლობელი მერიაა], წყალარინების, ანუ საკანალიზაციო ქსელი კი, როგორც კომპანიაში აცხადებენ, „გადმოცემის პროცესშია და დეტალები ზუსტდება“.

 

ბათუმის საკანალიზაციო ქსელი რაიმე განსაკუთრებულ ნაგებობებსა თუ გვირაბებს მიწის ქვეშ არ მოიცავს. ქსელი, ძირითადად, ლითონის მილების, კოლექტორებისა და სატუმბი სადგურებისგან შედგება. გორგასლის ქუჩის მთელს სიგრძეზეა შემკრები კოლექტორი, ჯავახიშვილისა და ტბელ აბუსერიძის ქუჩებზეა სატუმბი სადგურები, სადაც კანალიზაციის წყლები თვითდინებით მიდის. ამ სადგურებიდან კი მასა იქაჩება ადლიის გამწმენდ ნაგებობაში.

 

საკანალიზაციო სისტემაში, სასმელი წყლის ქსელისგან განსხვავებით, რთული სიტუაციაა. ქალაქის დიდ ნაწილში კანალიზაცია არ არის ჩართული ცენტრალურ სისტემაში, სარეაბილიტაციოა, ან  საკანალიზაციო ქსელი უბრალოდ არ არსებობს.

 

წყლისა და კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაციას ის პროექტი ითვალისწინებს, რომელიც ბათუმში, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკიდან მიღებული შეღავათიანი სესხით 2007 წლიდან ხორციელდება [სესხის მოცულობა დაახლოებით 80 მილიონი ევროა]. პროექტი თავის დროზე სამ ფაზად დაიყო. პირველი და მეორე ფაზა დასრულებულია და ამჟამად მიმდინარეობს პროექტის მე-3 ფაზა.

 

წყლისა და კანალიზაციის სისტემა სრულადაა რეაბილიტირებული ე.წ. ძველ ბათუმში და მის მიმდებარედ _ გოგებაშვილის, ჭავჭავაძის, გრიბოედოვის ქუჩებითა და ზღვისპირით შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე. გრიბოედოვის ქუჩიდან აღმაშენებლის ქუჩამდე მონაკვეთში კი [ლუდის ქარხნის დასახლება, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა, „ხოფა“] სისტემა ნაწილობრივაა რეაბილიტირებული; ე.წ. ჭაობის უბანში, ბონი-გოროდოკისა და ბარცხანა-ბენზეს დასახლებებში სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარე, მე-3 ფაზაში განხორციელდება. სამუშაოები უკვე დაწყებულია პუშკინის ქუჩიდან.

აღსანიშნავია, რომ თამარის [ბენზეს], ბარცხანისა და გოროდოკის დასახლებებიდან საკანალიზაციო წყლები ფეკალიებთან ერთად მდინარეების [ყოროლისწყალი, ბარცხანა] გავლით ყოველგვარი გაწმენდის გარეშე, პირდაპირ შავ ზღვაში ჩაედინება. იგივე სიტუაციაა მახინჯაურშიც. მაგალითად, ბენზეს დასახლება 1 წამში 80-85 ლიტრ წყალს მოიხმარს, რაც თვეში 200 000 კუბ/მეტრზე მეტია. ფაქტობრივად, თვეში, ამავე რაოდენობის დაბინძურებული კანალიზაციის წყალი [ფეკალიებთან ერთად] ზღვაში მარტო ბენზეს დასახლებიდან  ჩადის.

 

ბენზე, ბარცხანა, ბონი, გოროდოკის უბნებთან დაკავშირებით, ბათუმის მერის მრჩეველი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის საკითხებში ჯაბა ტუღუში „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მერიას მოლაპარაკებები აქვს გამარჯვებულ კომპანიასთან [შპს „ფაიფერი“], მოლაპარაკების შედეგებს გადააგზავნიან დონორთან [გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი], რომლის თანხმობის შემდეგაც, 40 დღეში დაიწყება სამუშაოები.

 

„სავარაუდოდ, მიმდინარე წლის სექტემბრისთვის დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც დაიყოფა სექციებად და 28-თვიდან 38-თვემდე პერიოდში დასრულდება. ამაში შედის საგარანტიო ვადებიც. პარალელურად სამუშაოები დაიწყება ყველგან და დასრულების შემდეგ ეს ქსელიც შეუერთდება ადლიის გამწმენდ ნაგებობას“, – ამბობს ჯაბა ტუღუში.

 

რაც შეეხება ე.წ. შემოერთებულ ტერიტორიებს – ახალი ბულვარისა და კაჩინსკების ქუჩის მიმდებარედ – ყოფილი სოფელი მინდა, ადლია, კახაბერი, ასევე მეჯინისწყალი, აქ საკანალიზაციო სისტემა არ არსებობს.

მერიაში ამბობენ, რომ საუბარია მე-4 ფაზაზე, ამ უბნებში ქსელის დაპროექტებაზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. ამასთან, სამთავრობო შეთანხმების ხელშეკრულების პროექტებს ამზადებს დონორი, რომელსაც საქართველოს მთავრობა განიხილავს და მოხდება რატიფიცირება პარლამენტში.

 

აღნიშნული პროცედურების გათვალისწინებით და დამატებით სესხის [`ბათუმელების~ ინფორმაციით, 30 მილიონამდე ევრო] აღების საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, როგორც მერის მრჩეველი ამბობს, სამუშაოები 2016 წლის მეორე ნახევარში დაიწყება. რაც შეეხება დასრულების ვადებს, ჯაბა ტუღუშის თქმით, „ის, თუ რა პერიოდი დასჭირდება დასრულებას, შესწავლის შემდეგ გვეცოდინება. ზოგადად, მე-3 და მე-4 ფაზების დასრულებას 2018-2020 წლებში ვვარაუდობთ“.

 

რაც შეეხება კახაბრის შემოერთებულ [ხელვაჩაურთან ახლოს]  უბნებს, აქ ჯერჯერობით მხოლოდ ტერიტორიას სწავლობენ და საკანალიზაციო ქსელის დაპროექტების საკითხიც ამის შემდეგ გადაწყდება.

 

მერიაში აცხადებენ, რომ კანალიზაციის მხრივ პრობლემა გადაჭრილია სარფი-კვარიათი-გონიოს დასახლებებში [დარჩენილია მცირე მონაკვეთი, რომელიც მე-3 ფაზაში გაკეთდება, ხოლო მე-4 ფაზაში წყალმომარაგების საკითხი მოგვარდება]. საკანალიზაციო სისტემა აქ ექსპლუატაციაში 2012 წელში შევიდა და სისტემა ადლიის გამწმენდ ნაგებობას უერთდება. კანალიზაციის წყლის გადაქაჩვა კი სისტემაზე მოწყობილი შვიდი საშუალედო სატუმბი სადგურის საშუალებით ხდება.

 

უშუალოდ გამწმენდი ნაგებობა [რომელიც პლაჟთან ახლოს, აეროპორტის ასაფრენ ზოლსა და ჭოროხის შესართავს შორის მდებარეობს] „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, დღე-ღამეში 60 ათასამდე კუბ/მეტრ საკანალიზაციო წყალს ამუშავებს, მაშინ, როცა შეუძლია დაახლოებით 120-130 ათასი კუბ/მეტრი გადაამუშაოს. გაფილტრული წყალი გამწმენდი ნაგებობიდან ზღვაში მილების საშუალებით ნაპირიდან 100 მეტრში ჩაედინება.

 

სანიაღვრე არხები

 

ზღვაში, მახინჯაურიდან ადლიამდე მონაკვეთში, ღია თუ დახურული სანიაღვრე არხებით 20-მდე ადგილას ჩაედინება წვიმის წყალიც. სანიაღვრე არხები ამ ეტაპზე მთლიანად მერიის საკუთრებაშია და ამ ინფრასტრუქტურის მოვლა-ექსპლუატაციას „ბათუმის წყალი“ სატენდერო ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს.

 

კომპანიაში აცხადებენ, რომ ძლიერი წვიმის დროს წყლის გამტარუნარიანობა გაძნელებულია „ამ კუთხით ტრადიციულ ადგილებში“ – აღმაშენებლის ქუჩის ბოლოში, გორგილაძის ქუჩის ბოლოში [თუმცა აქ რეაბილიტაცია ჩატარდა და აღარ უნდა დადგეს წყალი], ასევე ლერმონტოვისა და ჭავჭავაძის კვეთაში. რაც შეეხება საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემებიდან წყლების შერევას, „ბათუმის წყალში“ ამბობენ: „ვცდილობთ მაქსიმალურად გავმიჯნოთ. რეაბილიტირებულ ადგილებში მთლიანად გამიჯნულია“.

 

„სანიაღვრეზე მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები, შემდეგ სატენდერო დოკუმენტაციას გავამზადებთ და დაახლოებით სექტემბერში გამოვაცხადებთ ტენდერს. უნდა მოეწყოს სატუმბი სადგურები, შემაკავებელი ავზებით, გამცხრილავებით და ა.შ. ოღონდ ამ ეტაპზე მხოლოდ ჟილინის არხსა და არდაგნის ტბის მიმდებარე ადგილებში“, – ამბობს ჯაბა ტუღუში.

 

ბათუმის მერიამ ამ დღეებში მდინარე მეჯინისწყლისა და ხახულის ქუჩაზე არსებული სანიაღვრე არხის კალაპოტის ამოწმენდა-რეაბილიტაციაზე ჯამში 1 მილიონ 600 ათასლარიანი ტენდერი გამოაცხადა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ, „სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებათა შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით“ ბათუმის მერიას მისცა თანხმობა, ეს შესყიდვა გამარტივებული ელექტრონული ტენდერით განახორციელოს. გამარჯვებულებს მერია 30 ივნისს გამოავლენს.

 

 

ვის შეუძლია სახელმწიფოსგან 5, 10 და 15 ათასი ლარის მიღება

მაია შიშნიაშვილი
მაია შიშნიაშვილი

მაია, რას ითვალისწინებს ეს პროექტი და რა არის მისი მიზანი?

პროექტს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული მეწარმეობის განვითარების სააგენტო. 2015 წლის 15 მარტიდან საქართველოს რეგიონებში „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში დაწყებულია მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის განხორციელება.

პროგრამის მიზანია შეიქმნას ახალი მიკრო და მცირე ბიზნესები ან ხელი შეუწყოს არსებულის განვითარებას. განვითარებული ეკონომიკის საყრდენი მცირე და მიკრო ბიზნესი უნდა იყოს, სამწუხაროდ საქართველოში ჯერ არ ვართ განვითარების ამ ეტაპზე. მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი გამიზნულია ზუსტად იმაზე, რომ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ ბიზნესი დაიწყონ და ვერ ნახულობენ ფინანსურ სახსრებს, არ აქვთ საკმარისი ცოდნა, გაუჩნდეთ შანსი, დაიწყონ ბიზნესი. ამ საქმისთვის მთელ საქართველოში 20 მილიონი ლარია გამოყოფილი.

თითოეულ ადამიანს, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც არის სრულწლოვანი და უნდა ბიზნესის დაწყება რეგიონში, შეუძლია მიმართოს ამ პროგრამას.

მოდი კონკრეტულად ვთქვათ, მაღაზიის მფლობელს ბათუმში, რომელსაც აქვს ინდმეწარმის სტატუსი, შეუძლია ამ პროგრამაში მონაწილეობის მიღება?

შეუძლია. თანადაფინანსების მისაღებად განმცხადებელი უნდა იყოს მიკრო ან მცირე მეწარმის სტატუსის მქონე ან კონკურსის წარმატებით გავლის შემდეგ დარეგისტრირდეს მეწარმე სუბიექტად და მოიპოვოს სპეციალური დაბეგვრის სტატუსებიდან ერთ-ერთი: მიკრო, მცირე მეწარმე და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი.

ამ სტატუსის მქონე მეწარმეები სარგებლობენ შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმით.

პრიორიტეტი თუ მიენიჭება რომელიმე ჯგუფს?

ეს პროექტი შეიქმნა რეგიონში შექმნილი ბიზნესის ხელშესაწყობად, ამიტომ უპირატესობა ენიჭება რეგიონში განხორციელებულ ბიზნეს იდეებს. ბიზნეს იდეის ავტორი შეიძლება ცხოვრობდეს საქართველოს ნებისმიერ ქალაქში ან სოფელში, მაგრამ ბიზნესი უნდა შეიქმნას სამიზნე რეგიონში. სოფლად ბიზნესის დაწყება და განვითარება უფრო რთულია, ამიტომ პროექტი მხარს დაუჭერს ასეთ ინიციატივებს, მათ შორის სპეციალური ტრენინგებით. ჩვენ შესაძლებლობას მივცემთ განმცხადებელს მიიღოს საჭირო ცოდნა და კონსულტაციები, რომ მაქსიმალურად მომზადებული შეხვდეს ბიზნეს გეგმების კონკურსს და ბიზნესის წარმოების დროს ჰქონდეს აუცილებელი ინფორმაცია.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისა და ქალების მონაწილეობა ამ პროექტში. მოლოდინი გვაქვს რომ ბევრი ახალი და ინოვაციური იდეა შემოვა.

რა არის საჭირო განაცხადის შესატანად?

განაცხადის შემოტანა ხდება ელექტრონულად, ვებგვერდზე – ქარტული.გე. განცხადის ფორმა საკმაოდ მარტივია, საჭიროა პირადი მონაცემების შევსება და ბიზნეს იდეის აღწერა რამდენიმე წინადადებით. ასევე მოთხოვნილი თანადაფინასებისა და მონაწილეობის აღწერა. განაცხადის შევსება შესაძლებელია 29 ივნისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით. ამ პერიოდში განმცხადებელს შეუძლია შეავსოს და შეასწოროს თავისი განაცხადი შეზღუდვების გარეშე. თითოეულ განმცხადებელს ექნება თავისი სივრცე, სადაც შეძლებს განცხადის სტატუსის ნახვას, მიიღებს ინფორმაციას პროგრესის შესახებ და გამარჯვების შემთხვევაში, ტრენინგების შესახებ. განაცხადის შევსებისას, მოქალაქეს შეუძლია ისარგებლოს საინფორმაციო ცენტრი 16100-ის კონსულტაციებით.

განაცხადზე მუშაობისას, განმცხადებელმა უნდა გაითვალისწინოს აუცილებელი პირობა, თანადაფინანსების მისაღებად, მან უნდა განახორციელოს თანადაფინანსების თანხის მინიმუმ 20%-ის ბიზნესში ინვესტიცია საკუთარი სახსრებით. მაგ. თუ განმცხადებელი ითხოვს თანადაფინანსებას 5000 ლარის ოდენობით, მისი საკუთარი მონაწილეობა უნდა იყოს მინიმუმ 1000 ლარი.

პროექტი საშუალებას აძლევს მეწარმეებს შექმნან ამხანაგობა, ამ შემთხვევაში თანადაფინანსების თანხა შეიძლება იყო 10000 ლარი ორი მეწარმის შემთხვევაში და 15000 ლარი, სამი მეწარმის შემთხვევაში.

ამბობთ, რომ განაცხადის შევსება შესაძლებელია მხოლოდ ინტერნეტით, სოფლეში კი ინტერნეტი პრობლემაა. მით უფრო, რომ სოფლებში თქვენს პოტენციურ აუდიტორიას სათანადოდ არ აქვს ის უნარები განვითარებული, რასაც ინტენეტის მოხმარება ჰქვია. ამ ბარიერის დაძლევას როგორ აპირებთ?

ჩემი პირადი განწყობა ასეთია – ვისაც რაიმე ბიზნეს იდეა აქვს, შანსი უნდა ჰქონდეს, რომ ამ კონკურსში მონაწილეობა მიიღოს. აუცილებლად მოვიფიქრებთ გზებს, რომ ყველა მსურველს შესაძლებლობა ჰქონდეს მონაწილეობა მიიღოს პროგრამაში.

სოფლებში ვატარებთ შეხვედრებს და პირველი რასაც გავარკვევთ, ეს იქნება – აქვთ თუ არა შესაძლებლობა ელექტრონულად შეავსონ განაცხადი. თუ სოფელში არსებობს ერთი კომპიუტერი მაინც, დარწმუნებული ვარ მეზობელი მეზობელს ხელს შეუწყობს და შეავსებინებს განაცხადს. თუ ვნახეთ, რომ ასეთი შესაძლებლობა არ არის, მაშინ ჩვენ მოვძებნით საშუალებას რომ სურვლებს ჰქონდეთ წვდომა პროექტზე.

ადამიანებს, განსაკუთრებით თქვენს სამიზნე აუდიტორიაში აქვთ განცდა, რომ მსგავსი პროექტები ხელისუფლებასთან დაახლოებული ჯგუფებისთვის კეთდება. ამ შეხედულების შეცვლას როგორ აპირებთ?

მედიის საშუალებით ვავრცელებთ ინფორმაციას და არც ამითი ვკმაყოფილდებით – პირად შეხვედრებს ვმართავთ მოქალაქეებთან, ვცდილობთ, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გავარცელოთ ინფორმაცია. მოგეხსენებათ, პროექტი ორი რაუნდისგან შედგება, მეორე რაუნდი დაიწყება მომავალი წლის ზამთარში. თუ მოქალაქე ვერ შეძლებს პირველ რაუნდში თანადაფინანსების მოპოვებას, მას შეუძლია კიდევ ერთხელ სცადოს. იმედი გვაქვს რომ ბევრი წარმატებული ახალი ბიზნესი გაჩნდება და ხალხი წარმატებით დაიმუხტება. ჩემი აზრით, სწორი კომუნიკაციით და მედიის მხარდაჭერით ამ სკეფსის დავანგრევთ.

რამდენი პროექტის თანადაფინანსება იგეგმება?

მთელი საქართველოსთვის 20 მილიონია გამოყოფილი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აჭარა-გურია-სამეგრელო-ზემო-სვანეთში, ჯამში 1000 ბენეფიციარი მიიღებს თანადაფინასებას.

რაც შეეხება იმას, თუ რომელ რეგიონში რამდენი ბენეფიციარი მიიღებს, თანადაფინანსებას, არ არსებობს მკაცრი ნორმები, ყველაფერი დამოკიდებული იქნება განაცხადების რაოდენობაზე და ბიზნეს იდეებზე. ჩვენი მხრიდან ყველა რეგიონს თანაბრად მივაქცევთ ყურადღებას და ყოველ იდეას გულისყურით გავეცნობით.

განაცხადების მიღება როდის დაიწყო და რამდენ ხანს გრძელდება?

ბმული ვებგვერდზე 29 ივნისს გააქტიურდა და უკვე არის განაცხადები შემოსული. 3 აგვისტო არის ბოლო დღე. განცხადების შემოტანისას შესაძლებელია მასში ცვლილებების განხორციელება, ამიტომ მოსახლეობას ვურჩევ თავიდანვე დარეგისტრირდნენ და დარჩენილი დრო გამოიყენონ იდეის დასახვეწად, სატელეფონო ცენტრ 16100-ის საშუალებით კონსულტაციები მიიღონ, მიმართონ რეგიონულ ოფისებს, ბათუმში, ლანჩხუთსა და ზუგდიდში და სრული ინფორმაცია მიიღონ პროექტის შესახებ.

ვინ აკეთებს მონიტორინგს?

მონიტორინგის ფუნქცია ჩვენ გვაქვს დავალებული. მონიტორინგის პროცესში ვაკვირდებით ბიზნესის საქმე როგორ მიდის, ეს უფრო მხრადაჭერის ფუნქციაა – გამოყოფილია კონსულტანტი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში მეწარმეს ეხმარება ბიზნესის წარმოების საკითხებში.

ჯგუფური ტრენინგები ჩატარდება სამივე რეგიონში. ტრენინგების დროს ბენეფიციარები აიმაღლებენ კვალიფიკაციას ბიზნეს გეგმის მომზადების მიმართულებით, შეისწავლიან ბიზნეს გეგმის მომზადების სპეციფიკას. თანადაფინანსების მიღების შემდეგ ბენეფიციარებს ჩაუტარდებათ სამდღიანი, თემატური ტრენინგები ბიზნესის წარმოების საკითხებში.

ვინ არჩევს პროექტებს და რა ვადაში გაიცემა თანხა?

3 აგვისტოს დასრულდება ბიზნეს იდეების განაცხადების მიღების პირველი რაუნდი. გნაცხადების გადარჩევა მოხდება კვალიფიციური სპეციალისტების მიერ 1 თვის ვადაში. შერჩეულ კონკურსანტებს ჩაუტარდებათ ტრენინგი ბიზნეს გეგმის მომზადებაში. კონკურსანტების მიერ მომზადებულ ბიზნეს გეგმებს გაეცნობა სპეციალურად შერჩეული კომისია, რომლის წევრებიც არიან შესაბამისი ინდუსტრიის სპეციალისტები.

ბიზნეს გეგმის შერჩევისას სხვა ფაქტორებთან ერთად, ყურადღება მიექცევა ბიზნესის სიცოცხლისუნარიანობას, მის რესურსს იარსებოს ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ პროექტი ორი რაუნდისგან შედგება. თუ პირველ რაუდნს ვერ გადალახავთ წარმატებით ან თუ შემოდგომის სეზონი არ არის სასურველი თქვენი ბიზნესის დასაწყებად, მაშინ შეგიძლიათ პროექტში ჩაერთოთ მომავალი წლის იანვრიდან.

 

აწარმოე საქართველოში
აწარმოე საქართველოში

აქცია ქობულეთში – „აჭარაში რელიგიური უმცირესობა ჩაგრავს რელიგიურ უმრავლესობას“

 

აქციაზე შეკრებილთა გასაგონად მოსამართლემ თქვა, რომ მხარეების მოსმენა 15 ივლისს იგეგმება. მოსამართლემ საკუთარი თვალით ნახა მანქანის საბურავებისა და ხისგან გაკეთებული ბარიერები, რომლითაც მედრესესთვის განპირობებული შენობისკენ მისასვლელი გზა არის ჩახერგილი.

 

ადგილზე იმყოფებოდა ადამინის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელი თამთა მიქელაძეც. მან თქვა, რომ სარჩელში, რომელიც მათი მხარდაჭერით შეიტანეს სასამართლოში მუსლიმი მრევლის წარმომადგენლებმა, მუსლიმების დისკრიმინაციის წყაროდ დასახელებული ჰყავთ ადგილობრივი მოსახლეობა და პოლიცია. 

 

აქციის მონაწილეები მოსამართლეს უმტკიცებდნენ, რომ ეს მხოლოდ მეზობლური დავაა. მუსლიმი მრევლის წარმომადგენელმა კი თქვა, რომ ისინი სამართლებრივი გზებით გააგრძელებენ თავიანთი უფებების რეალიზაციისთვის ბრძოლას.

 

კონფლიქტი ქობულეთში გასული წლის შემოდგომაზე დაიწყო, რომლის კულმინაცია ის იყო, რომ მედრესესთვის განკუთვნილ შენობაზე მართლმადიდებელმა მრევლმა ღორის თავი მიაჭედა.

სახლს ვაჟა-ფშაველას 13-ში და სინაგოგას ბათუმში ძეგლის სტატუსი მიენიჭა

 

მიმდინარე წლის აპრილიდან ვაჟა-ფშაველას 13-ში მდებარე სახლი მობინადრეებისგან  დაცლილია და მის დანგრევას აპირებენ. 9 მარტის ქუჩაზე ძველი სინაგოგის შენობა კი წელს, თებერვალში, იქვე მიმდინარე მშენებლობის გამო ჩამოინგრა.  

 

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის შესაბამისი ბრძანება [#2/146] „კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე“, მიმდიმარე წლის 2 ივლისს გამოიცა და ძალაში დღეს, 7 ივლისს შევიდა.

 

ბრძანებაში, რომელსაც ხელს გენერალური დირექტორის  მოვალეობის შემსრულებელი პაატა გაფრინდაშვილი აწერს, ასევე აღნიშნულია:

„დაევალოს სააგენტოს იურიდიულ სამსახურს, ამ ბრძანების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში, მითითებული ობიექტების მონაცემების კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვის მიზნით, შესაბამისი ღონისძიების განხორციელება… ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში (მისამართი: ქ. თბილისი, სანაპიროს ქუჩა №4).

 

ამავე ბრძანებით ძეგლის სტატუსი მიენიჭა ასევე აფხაზეთის ავტონომიურ  რესპუბლიკაში, გალის რაიონში, სოფ. წარჩეში მდებარე  ადრეული შუა საუკუნეების ციხესაც.

 

არჩილ ხაბაძემ პროფესიონალ მყვინთავებს სერტიფიკატები გადასცა

 

მათ სანაპიროზე განახლებული სამეთვალყურეო კოშკურა, სამაშველო ეკიპირება და აღჭურვილობა დაათვალიერეს, მოგვიანებით კი ბათუმის საზღვაო პორტის აკვატორიაში ყველა საჭირო აღჭურვილობის გამოყენებით საჩვენებელი სამაშველო მოქმედების სიმულაცია გაიმართა.  

 

სამაშველო აღჭურვილობა

 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ივნისის თვის დაიჯესტი

 

„რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით ივნისის თვეში გაგრძელდა საინფორმაციო ტურების მოწყობა უცხოელი ტურ-ოპერატორებისა და ჟურნალისტებისათვის. აღსანიშნავია, რომ 2015 წლის იანვარ-ივნისის თვეში დეპარტამენტმა უკვე ჩაატარა 17 საინფორმაციო ტური, რომლის ფარგლებშიც უმასპინძლა სამიზნე ქვეყნებიდან მოწვეულ 68 ჟურნალისტსა და 79 ტუროპერატორს“ – აცხადებენ დეპარტამენტში.

 

ივნისის დაიჯესტში იხილავთ ასევე ისეთ ინფორმაციებს, როგორებიცაა: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის სოფლად ტურიზმის ფედერაციაში გაერთიანება, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის 2015-2018 წლების სტრატეგია, ეკოტურისტული რუკა, აჭარის საინვესტიციო და ტურისტული ვიდეო რგოლები, აჭარაში დასვენების რეკომენდაციები და სხვა.

თამარ მექვაბიშვილი – მხატვრულ ტანვარჯიშში საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული

 

 

 

ბათუმის სასპორტო სკოლიდან 2003-2004 და 2005-2006-წლიანების კატეგორიაში ხუთი ბავშვი მონაწილეობდა – მეგი ინწკირველი, რიტა გრიგორიანი, ეკატერინე რეპიდა, მარიამ საგინაძე და თამარ მექვაბიშვილი. 2005-2006-წლიანებში რგოლით გამოსვლაში საპრიზო მესამე ადგილი ეკატერინე რეპიდამ მოიპოვა. ხოლო ორი მედალი B კატეგორიაში მოიპოვა თამარ მექვაბიშვილმა, მათ შორის პირველი ადგილი უსაგნოდ ასპარეზობაში აიღო, მეორე ადგილი კი – საგნით (რგოლით) გამოსვლაში.

 

თამარისთვის ეს პირველი მონაწილეობა იყო საერთაშორისო ტურნირში. წელსვე მან თავის ასაკში აჭარის პირველობა მოიპოვა, ასევე გაიმარჯვა ქუთაისსა და თბილისში გამართულ ტურნირებზე. „შედეგით კმაყოფილი ვარ. კარგად ვიყავი მომზადებული, მაგრამ ჩემთვის მოულოდნელი იყო გამარჯვება, რადგან იქ ბევრი ქვეყანა მონაწილეობდა, განსაკუთრებით უკრაინელები იყვნენ ძლიერები, ამიტომ ნამდვილად არ ველოდი პირველ ადგილს“, – უთხრა „ბათუმელებს“ 9 წლის ტანმოვარჯიშემ.

 

თამარ მექვაბიშვილი მხატვრულ ტანვარჯიშში სამწლინახევრიდან ვარჯიშობს. მისი მწვრთნელი ლუდმილა ტიტოვაა. პირველი ადგილის აღებას მწვრთნელიც არ ელოდა: „თურქეთში წასვლა ოცნების ნაწილი იყო, რადგან ბავშვებს იშვიათად უწევთ საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა. რა თქმა უნდა, გვინდოდა მედლები, მაგრამ შედეგი მოულოდნელი იყო, ვიცი რამდენად ძლიერი სპორტსმენები გამოდიან საერთაშორისო ტურნირებზე. სასიამოვნოა, როცა მუშაობის შედეგს ხედავ. თამარს დიდი პერსპექტივა აქვს“.

 

თამარ მექვაბიშვილი

 

 

თამარ მექვაბიშვილი

 

თამარ მექვაბიშვილი

 

”დინამო” კვიპროსში გაემგზავრა

 ბათუმის „დინამო“ 17 წლის შემდეგ პირველად ასპარეზობს უეფას ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, რომლის პირველი მატჩი 2 ივლისს ზესტაფონში გამართა კვიპროსულ კლუბთან და 1:0 დაამარცხა.

ირაკლი ჩირიკაშვილი

ბექა ჭკუასელი

ბათუმში შსს-ს მიერ ადამიანის დაკავების ფორმა გააპროტესტეს

ყოროლისთავის მცხოვრების დაკავებას შესახებ ინფორმაციას შს სამინისტროშიც ადასტურებენ. პრესცენტრის ინფორმაციით, პირი ბათუმში დააკავეს – ამოღებულია ნარკოტიკული ნივთიერება. დაკავებულ პირს დაუდასტურდა ნარკოტიკის მიღებაც. 

ყოროლისთავის მცხოვრები რამდენიმე პირის თქმით, პოლიციელები დაკავების დროს სამოქალაქო ფორმაში იყვნენ ჩაცმულები, რამაც მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია.

შს სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, პირი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს ჩვეულებრივმა პოლიციელებმა, რომლებსაც ეცვათ ფორმები. დაკავებულს ორი მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი – პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა და ნარკოტიკული ნივთიერების უკანონოდ შენახვა-მოხმარება. 

ბათუმის ცენტრალურ უბანში კატამ ელექტროენერგია გათიშა

დისპეტჩერის თქმით, კატა, ერთ-ერთ ქვესადგურში შეიპარა. “ენერგო-პრო ჯორჯიას” თანამშრომლები შესაბამის სამუშაოებს ასრულებენ და ელექტროენერგიის მიწოდება მალე აღდგება.

 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ბათუმის ამა თუ იმ უბანში დენის გათიშვის მიზეზი კატაა. 10 აპრილს ძველი ბათუმის უბანში ელექტროენერგია ნახევარი საათით იყო გათიშული. 

შეხვედრა ბათუმში რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებით

 

 მომხსენებლები ყურადღებას დაუთმობენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა რელიგიის თავისუფლებისა და სეკულარიზმის დაცვის კუთხით მოქმედი ძირითადი სამართლებრივი ჩარჩო, რელიგიური სიძულვილით მოტივირებული ძალადობის ფაქტებისა და რელიგიური კონფლიქტების მიმოხილვა და სახელმწიფო პოლიტიკის ანალიზი.

 

ასევე, მოხსენების თემა იქნება საჯარო სკოლებში არსებული მდგომარება დისკრიმინაციის, ინდოქტრინაციისა და პროზელიტიზმის აკრძალვის კუთხით და სახელმწიფოს პოლიტიკის მიმოხილვა რელიგიის თავისუფლების კუთხით.

 

როგორც „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია. 

 

„ეს არის საინფორმაციო შეხვედრა რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებით. შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-მ  დაგეგმა, ჩვენ კი ხელს ვუწყობთ შეხვედრის ორგანიზებაში“. 

 

„რომეო და ჯულიეტა“ ბათუმის ხელოვნების ცენტრში

 

მთავარი ქორმაისტერი და ვოკალის პედაგოგი – მანანა ჩაუშბა

დამდგმელი რეჟისორი – ბესო კუპრეიშვილი

დამდგმელი მხატვარი – უშანგი იმერლიშვილი

დამდგმელი ქორეოგრაფი – გიორგი მარღანია

არანჟირება და გაორკესტრება – მინდია ხითარიშვილი

ქორმაისტერი – მიმოზა კილაძე

კონცერტმაისტერი – ევგენია ღოღელიანი

გახმოვანება და სტუდიური მომსახურება – ვაჟა ცისკარიძე

ხმის რეჟისორი – ვერა ქებულაძე

ხმის ოპერატორი – თინათინ ქებულაძე

მხატვარ გამნათებელი – კახა გიგინეიშვილი

გამნათებელი – ირაკლი კრასნაპოლსკი

კომპიუტერული უზრუნველყოფა – მანოლის გრიგორიადი

ვიდეო ოპერატორი – რომა შიშმანიძე

რეჟისორის თანაშემწე – მარინა გოგიტიძე

 

მონაწილეობენ:

 

თეა გელოვანი, მარიამ ძნელაძე, რამაზ ვარშანიძე, ირაკლი გოგიტიძე, ნინო კახიძე, მარიანა ჩაუშბა, მარიამ კახიძე, ნატა ფრუიძე, პაატა ფაცია, დათო აბესლამიძე, ზურაბ ბაგდოშვილი, ნუკრი ბერიძე, გია დიასამიძე, შალვა მიქაძე, ალექსანდრე კარასიოვი

და ახალგაზრდული მუსიკალური თეატრის გუნდი

 

 

ახალგაზრდული მუსიკალური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი თენგიზ შამილაძე


 

ბათუმელი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა სტამბულში

 

 აჭარის განატლებისა და კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, გამოფენა თურქეთის გენერალური საკონსულოს ორგანიზებით მოეწყო. გამოფენა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გიორგი თავამაიშვილმა და ქ.სტამბულის მერმა ქადირ თოფბაშმა გახსნეს.

 

ქ. სტამბოლში ხელოვნების გალერეაში წარმოდგენილი იყო ბათუმელი მხატვრების 130- მდე ნამუშევარი. 
გამოფენა 13 ივლისამდე გაგრძელდება.

 

პროექტის ფარგლებში სტამბულში ყოფნის პერიოდში ბათუმელი მხატვრები ტილოზე გადაიტანენ სტამბულის კულტურულ და ისტორიულ ღირსშესანიშნაობებს.

 

გამოფენის გახსნას ასევე, ქ.ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი და ქ.ბათუმში თურქეთის გენერალური კონსული იასინ თემიზქანი ესწრებოდნენ.

 

 

გამოფენა სტამბულში

ქობულეთის პანსიონის პრობლემებს სასამართლო ადგილზე შეისწავლის

 

„ამჟამად, ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე) მუსლიმი მოსწავლეების პანსიონატის საქმიანობისთვის ხელშეშლის ფაქტებთან დაკავშირებით სარჩელის არსებითი განხილვა მიმდინარეობის. EMC-ის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლო, სხვა მოწმეებთან ერთად, დაკითხავს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ქობულეთის პოლიციის განყოფილების უფროსსა და პოლიციის სხვა თანამშრომლებს, ასევე სახალხო დამცველის აპარატისა და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის თანამშრომლებს.

 

2014 წლის 15 ივლისს კი, საქმეზე მთავარი სხდომა გაიმართება, რომლის ფარგლებშიც სასამართლო ძირითად მოწმეებს დაკითხავს.

 

ქობულეთში მუსლიმი მოსწავლეების პანსიონატის საქმიანობისთვის ხელშეშლის ფაქტებზე „ადამიანის უფლებებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)“, ადგილობრივი მუსლიმების სახელით, დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის საფუძველზე, სასამართლო საქმეს აწარმოებს. სარჩელი წარდგენილია კერძო პირებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ. მოსარჩელე მხარე სასამართლოსგან ითხოვს, კერძო პირების მხრიდან, რომლებიც თავს მართლმადიდებელ მრევლს მიაკუთვნებენ, დისკრიმინაციული მოპყრობისა და პანსიონის გახსნისთვის ხელშეშლის შეწყვეტის დავალდებულებას. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ კი, მოსარჩელეები ითხოვენ, საკუთარი უფლების შეზღუდვისა და დევნის ეფექტური პრევენციისა და პანსიონის გახსნისა და საქმიანობის უზრუნველყოფას.

 

ამ დრომდე ადგილობრივ მოსახლეობას, რომელიც თავს მართლმადიდებელ მრევლს მიაკუთვნებს, ბარიკადები აქვს აღმართული პანსიონატის შესასვლელთან  და შენობასთან მიმოსვლის რეჟიმს ფაქტობრივად აკონტროლებს“.

 

აღნიშნული ინფორმაციას  „ადამიანის უფლებებისა და სწავლების მონიტორინგის ცენტრი“ საკუთარი ვებ-გვერდის მეშვეობით ავრცელებს.  

 

ქობულეთის მუსლიმთა პანსიონი

პრემიის გარეშე დარჩენილები საბიუჯეტო ორგანიზაციებში

 

მაია ჟღენტი მუსიკალური ცენტრის კაპელის გუნდის მსახიობია. მაია ამბობს, რომ ის და მისი კოლეგები კუთვნილ პრემიას ჯერ კიდევ ელოდებიან. „განცხადება დავწერეთ  მთავრობის სახელზე და მოვითხოვეთ, რომ პრემიები დაგვირიცხონ დროულად“.

 

მაია ვარაუდობს, რომ მათი კუთვნილი პრემიები 13 ივნისს თბილისის სტიქიის შედეგად დაზარალებულთა ფონდში გადარიცხეს: „სტიქია რომ მოხდა, შეგვკრიბეს და გვითხრეს, რომ უნდა დავხმარებოდით. ამ შეკრებას მოთხოვნა-თხოვნის ხასიათი ჰქონდა. ხელფასი დადგენილზე სამი დღით ადრე დაგვირიცხეს, საიდანაც ყველამ გადავრიცხეთ 10-20 ლარი _ ვისაც რამდენი შეგვეძლო. გარდა ამისა, ჩვენი კერძო ინიციატივითაც შევაგროვეთ საკვები და საყოფაცხოვრებო პროდუქტები და გავაგზავნეთ. მაშინ გვითხრეს, რომ პრემიას ჩვეულებრივ დაგვირიცხავდნენ“.

 

მას შემდეგ, რაც დათქმულ რიცხვში პრემია არ დაერიცხათ, მსახიობებმა საკითხის გარკვევა ხელმძღვანელთან სცადეს. „ჩვენ – გუნდის მსახიობები, სოლისტები და ორკესტრის წევრები შევხვდით გია მიქელაძესა და ქალბატონ ქეთინო მანელიშვილს. გვითხრეს, რომ არავის უთქვამს ბატონი გიასთვის, რომ თანხა არ დაირიცხება. ისიც თქვეს, რომ ეს არის ჩვენი კუთვნილი თანხა და ჩვენი ნებართვის გარეშე ვერავინ განკარგავსო. ამის შემდეგ ჩვენ დავწერეთ ერთობლივი განცხადება მთავრობის სახელზე“, – ყვება მაია ჟღენტი.

 

იმავე მდგომარეობაში არიან დრამატულ თეატრშიც. თეატრის მსახიობმა მეგი კობალაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ კუთვნილ პრემიებს ამ დაწესებულების თანამშრომლებიც ჯერ კიდევ ელიან:

 

„პრემია სამ თვეში ერთხელ გვერიცხება – ხელფასის 60%-ი და 25 რიცხვში ვიღებთ. გასულ თვეში ხელფასები სტიქიის გამო 18-ში ჩაგვერიცხა, უნდა გაგვეღო დაზარალებულებისთვის. გვითხრეს, რომ 24-25-ში იქნებოდა პრემია. რომ არ ჩამოირიცხა, დავიწყეთ გარკვევა თუ რატომ არ დაგვერიცხა პრემია, მინისტრი მოვიდა და გვითხრა – „მე ხელი მოწერილი მაქვს, უბრალოდ, ვერ ვხვდები რა ხდებაო“. პრინციპში, მინისტრმაც ვერ გაგვცა პასუხი. ეს იყო სადღაც 29-30 რიცხვი. ითქვა, რომ დაველოდოთ არჩილ ხაბაძის ჩამოსვლასო, რომელიც 2-ში უნდა ჩამოსულიყო. ჩამოვიდა და რა გადაწყვიტეს, ახლაც უცნობია ჩვენთვის. ჯერჯერობით არ ჩარიცხულა პრემიები“.

 

მეგის ვარაუდით, თბილისის სტიქიით დაზარალებულთა ფონდში მათი კუთვნილი პრემიების გადარიცხვის თაობაზე არც თეატრის ხელმძღვანელობა უნდა იყოს ინფორმირებული: „როცა 18-ში შევიკრიბეთ სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად, დირექტორმა გვითხრა, რომ პრემია 25-ში ჩაირიცხებოდა. თვითონაც გაუგებრობაში არიან“.

 

იგივე მდგომარეობაა მუზეუმებშიც. თუმცა, როგორც აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში „ბათუმელებს“ განუცხადეს, „გასული კვარტლის პრემია აჭარის საჯარო დაწესებულებებში, მუნიციპალიტეტების ჩათვლით, არავის აუღია, რადგან ყველა საპრემიო თანხა სტიქიით დაზარალებულთა ფონდში გადაირიცხა“. შეკითხვაზე, თუ რატომ არ იციან ამის შესახებ იმ ადამიანებმა, ვისაც პრემია ეკუთვნის და ვინ მიიღო მსგავსი გადაწყვეტილება, აჭარის მთავრობის აპარატიდან განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილესთან, ლადო მგალობლიშვილთან გადაგვამისამართეს, რომელმაც შემდეგი განმარტა:

 

„პრემია დარჩა ბიუჯეტში, არსად არ წასულა. უბრალოდ, რადგან ის უბედური შემთხვევები მოხდა თბილისში, ამის გამო გადავწყვიტეთ, რომ საზოგადოებაში სხვანაირად არ აღქმულიყო და არ გაიცა პრემია ივნისის თვეში. ახლა მიდის საუბარი, კულტურის სიპებს, ვისთანაც ყველაზე დაბალია ხელფასი, როგორ მოხდეს მათთვის დანამატის გაცემა, რა ფორმით გაიცეს, რამდენი და ა.შ. კულტურის დაწესებულებები მათ დანამატებს, რომელიც ბიუჯეტში პრემიის მუხლით არის გაწერილი, გარკვეულწილად მიიღებენ. ამ წუთას ზუსტად ვერ გეტყვით რამდენს მიიღებენ. სამ დღეში გვეცოდინება“.

 

ლადო მგალობლიშვილის ინფორმაციით, „ამ ეტაპზე პრემიის როგორმე გაცემის საკითხი“ მხოლოდ იმ ხალხისთვის იხილება, „ვინც არის კულტურის სიპები“.

 

შეკითხვაზე – აჭარის მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებმა მიიღეს თუ არა გასულ თვეში სახელფასო დანამატი? ლადო მგალობლიშვილმა უპასუხა: „დანამატი არის ნორმატიული აქტით გაწერილი და ამ დანამატის არგაცემის უფლება ჩვენ არ გვაქვს. ეს არის პირდაპირ გაწერილი. მთავრობის წევრებს არც ერთს პრემია არ აგვიღია“.

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ სტიქიიდან სამ დღეში – 17 ივნისს განაცხადა, რომ აჭარის ყველა საჯარო დაწესებულება ერთი თვის ხელფასს სრულად გადარიცხავდა სტიქიით დაზარალებულთა ფონდში. მთავრობის პრესცენტრმა ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით იმავე დღეს განაცხადა, „რომ ეს იყო არაზუსტი ინფორმაცია“.

 

23 ივნისს აჭარის მთავრობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც სტიქიით დაზარალებულთა დახმარების ფონდში 117 500 ლარი აქვთ გადარიცხული.

ბათუმის ვიცე-მერი ზურაბ ბერიძე თანამდებობას ტოვებს

 

 

„სამსახურის შეცვლაზე არის საუბარი, გადაწყვეტილება მიღებული მაქვს, მაგრამ ვიცე-მერის თანამდებობის დატოვების თარიღი ჯერ ჩემთვისაც დაუზუსტებელია“- ამბობს ის. 

 

ახალი სამსახურის შესახებ დეტალებს ზურაბ ბერიძე ჯერ-ჯერობით არ აკონკრეტებს:

„ჯერ ვერ გეტყვით. ვიცე-მერის თანამდებობაზე კი რამდენიმე დღე კიდევ დავრჩები“-ამბობს ის. 

 

ქობულეთის გამგეობა ამფითეატრის რეაბილიტაციას იწყებს

 

სატენდერო პირობების მიხედვით ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებულია სამშენებლო სამუშაოები, მშენებლობის ნებართვის გაცემიდან სამი დღის ვადაში დაიწყოს და  60 დღის განმავლობაში დაასრულოს. დასრულებული შენობის საბოლოო მიღება – ჩაბარების დროს კი გამგეობას, შესრულებული სამუშაოების ხარისხზე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნა წარუდგინოს.

 

ამფითეატრის რებილიტაციისთვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერი ქობულეთის გამგეობამ 7 ივლის გამოცხადდა, პრეტენდენტთა წინადადებების მიღება 8 ივლისს დაიწყება და 10 ივლისს დღის 12 საათზე დასრულდება.

 

სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 209 977 ლარია.

 

ქობულეთის გამგეობა

შშმ პირები დასასვენებლად არაადაპტირებულ გარემოში გაუშვეს

 

„ფორმა ასი რომ შევავსეთ, იქ მიგვათითებინეს ბორჯომი. ჩვენც ვიცოდით რომ ბორჯომში უნდა დაგვესვენა და სრულიად მოულოდნელად კეჩხობში, ძალიან რთულ პირობებში აღმოვჩნდით. ეტლით მოსარგებლე ბავშვებისთვის ადაპტირებული პირობები არ არის. მეორე სართულზე უწევთ მშობლებს ბავშვების ხელით აყვანა. ჩემი შვილები ეტლით არ სარგებლობენ, თან პატარები არიან და ვახერხებ მათ  გადაადგილებას, მაგრამ აქ არიან 18-20  წლის ეტლით მოსარგებლე ბიჭები და მათი მეორე სართულზე აყვანა და ჩამოყვანა ყოველდღე ხელით ძალიან ძნელია“- ამბობს ნინო მიქელაძე.

 

რესპონდენტი ამბობს, რომ მან პირველივე დღეს მოისურვა უკან დაბრუნება, თუმცა ავტობუსის მძღოლმა უარი განუცხადა.

 

„სასტუმროს პირობებს წინასწარ გაგვაცნეს, ვებ-გვერდზე ჰქონდათ ფოტოები განთავსებული, მაგრამ აქ სხვა რეალობა დაგვხვდა. როცა პრეტენზია გამოვთქვი, ტენდერში გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენელმა მითხრა,  მომავალ წელს შენი შვილი ვეღარ მოხვდება ამ პროგრამაშიო. მე იმიტომ გამოვთქვი პრეტენზია, რომ  მომავალ წელს მაინც გაითვალისწინონ  ასეთი დეტალები“- ამბობს ნინო მიქელაძე.

 

„ბათუმელები“ კეჩხობში კიდევ ერთ მშობელს, ია მოწყობილს დაუკავშირდა, მისი ტელეფონის ნომერი მერიაში მოგვაწოდეს.

 

„მე კმაყოფილი ვარ მერიის პროგრამით, კვებაც კარგია და ჰაერიც. სანატორიუმი არის ძველი, ინფრაქსტრუქტურა  მოსაწესრიგებელია, ცოტა არეული იყო რომ ჩამოვედით, მაგრამ  შემდეგ მოაწესრიგეს ყველაფერი. ხის პანდუსები გააკეთეს პირველ სართულზე, მაგრამ მეორე სართულზე ზოგს ხელით აჰყავს, ზოგს ეტლით ბავშვები. თუმცა მე მაინც კმაყოფილი ვარ“- გვეუბნება ის.   

 

მერიის ჯანდაცვის პროგრამების ხელმძღვანელი, მარინა რუხაძე „ბათუმელებთან“ საუბარში აცხადებს, რომ მოქალაქე ნინო მიქელაძის პრეტენზიები უსაფუძვლოა: „ჩვენ პროგრამაში გვეწერა ბორჯომის ტერიტორია, არიან სანატორიუმში რომელიც ეკუთვნის ბორჯომს. პრეტენზია ვისაც აქვს, იმის ბავშვებს ადაპტირებული გარემო არ სჭირდებათ, რადგან არ არიან ეტლით მოსარგებლეები, მეორე ბავშვი მას არ ჰყავს შშმ პირი, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც ჩავსვით პროგრამაში რადგან მარტო დატოვება გაუჭირდებოდა. ჩვენ ყოველდღე გვაქვს საუბარი სხვა მშობლებთანაც, ასევე ტენდერში გამარჯვებულ შპს „თოლიას“ წარმომადგენლებთან და ვიცით ბევრი კმაყოფილია. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ  იმისთვის რომ მათ ნორმალური პირობები და გარემო ჰქონოდათ“ -ამბობს მარინა რუხაძე.

 

 ბათუმის მერიის შშმ პირთა საკურორტო-სამკურნალო რეაბილიტაციის 2015 წლის პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი, 106 ათას 287 ლარია.

 

 

კეჩხობი

საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი ვიცე-სპიკერ მურმან დუმბაძეს 200 ათას ლარს სთხოვს

 

 

ირაკლი ჭეიშვილი

„რუსთავი 2“- ის გადაცემაში „პს“  უმაღლესი საბჭოს წევრის, მედეა ვასაძის და  პარლამენტარ მურმან დუმბაძის მიერ, გავრცელდა წინასწარი დაანონსებული ინფორმაცია, ჩემს მიერ 2013 წლის სექტემბერში სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით საქართველოში ნარკოტიკული საშუალების უკანონო შემოტანის ფაქტზე.

 

ჩემს მიერ ამ და სხვა არაკანონიერ ქმედებებს ბუნებაში ადგილი არ ჰქონია. ინფორმაციის გამავრცელებელი პირების მიერ განხორციელდა ცრუ დასმენა, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაზე, რომელიც მიზანმიმართულად ემსახურება ჩემი, როგორც უმრავლესობაში მყოფი პარტიისა და პოლიტიკური თანამდებობის პირის დისკრედიტაციას.

 

გამომდინარე იქედან, რომ კანონიერი გზით დადგინდეს ჭეშმარიტება, მე შესაბამისი განცხადებით, – ცრუ დასმენის ნაწილში, რომელიც არის სისხლის სამართლის დანაშაული, მივმართე გამოძიებაზე უფლებამოსილ ორგანოს, პროკურატურას. რაც შეეხება ჩემი, როგორც პიროვნების ღირსების შელახვისთვის ვითხოვ, რომ მურმან დუმბაძეს დაეკისროს 200 ათას ლარის გადახდა. მზადდება სასამართლოში წარსადგენი დასაბუთებული სარჩელი, რომელსაც წინ გაუსწრებს სარჩელის უზრუნველყოფა მოყენებული მორალური ზიანის 200 ათასი ლარის ოდენობით თანხის ანაზღაურების ნაწილში. სასამართლოს მიერ ამ თანხის მოპასუხე მხარეზე დაკისრებისა და ასრულების შემთხვევაში, გადავრიცხავ თბილისში  სტიქიით დაზარალებულთა ფონდში, ნაწილს კი ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა საქველმოქმედო ფონდში“, – აცხადებს ირაკლი ჭეიშვილი.

 

მორალური კომპენსაციის უზრულველყოფის ნაწილში, საკრებულოს თავმჯდომარე სასამართლოს გადაწყვეტილებამდე 200 ათასი ლარის სამ პროცენტს, ამ შემთხვევაში 3 ათას ლარს წინასწარ გადაიხდის (კანონით სარჩელის უზრუნველყოფისთვის მოსარჩელემ მოთხოვნილი თანხის 3%-ი უნდა გადაიხადოს, მაგრამ არაუმეტეს 3 ათასი ლარისა).

 

საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, ცრუ დასმენის ნაწილში განცხადება პროკურატურაში შევიდა  პარასკევს, 3 ივლისს, სასამართლოში კი სარჩელი ხვალ, 7 ივლისს შევა.

 

     

მურმან დუმბაძე

მედეა ვასაძე

ბათუმში ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა

თიკო სამყურაშვილი პრეზენტაციის დროს

„ჰით ბათუმი“ ოფიციალურად იხსნება დღეს. ბულვარში კოლონადებთან გაიხსნება ფოლკლორის ფესტივალი. ამის შემდეგ, სხვადასხვა ღონისძიებები ორი თვის განმავლობაში, 6 ივლისიდან 15 სექტემბრის ჩათვლით, ყოველდღე იქნება  ქალაქში. ყველა კვირა იქნება განსხვავებული და ვფიქრობთ, ყველა გემოვნების ადამიანის მოთხოვნებს დავაკმაყოფილებთ“- განაცხადა თიკო სამყურაშვილმა.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ ქალაქის მერი გიორგი ერმაკოვი, საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი ჭეიშვილი, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მამუკა ბერძენიშვილი და სხვა, პროექტთან დაკავშირებული პირები.

როგორ ქალაქის მერმა გიორგი ერმაკოვმა, ასევე პროექტის პრეზენტატორებმა განაცხადეს, „ჰით ბათუმი“ გათვლილია ქალაქის პოპულარიზაციისთვის  და ტურისტების მოსაზიდად.

როგორც ქალაქის მერი აცხადებს, „ჰით ბათუმი“ ბიუჯეტიდან მხოლოდ ნაწილობრივ ფინანსდება, რადგან ზოგიერთ პროექტს ჰყავს კერძო დამფინანსებელი. მაგალითად ბათუმის კულტურის ცენტრის ბიუჯეტიდან ფინანსდება ბათუმის „შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი“, ლიანა ისაკაძის „ღამის სერენადები“ და ელექტრონული მუსიკის ფესტივალი „ფანტა ლავ ლენდი“.  „ზოგიერთი ღონისძიება კი  პროგრამულად არის გათვალისწინებული“-აცხადებს გიორგი ერმაკოვი.

მერიის ბიუჯეტიდან „ჰით ბათუმი“ სამი მილიონ 400 ათასი ლარით დაფინანსდება. გიორგი ერმაკოვის განცხადებით, ამ თანხის დახარჯვა ღირს, რადგან ეს ბათუმის მიმართ ტურისტების დაინტერესებას გაზრდის.

პროგრამის ფარგლებში „ჰით ბათუმი 2015“ -ში მონაწილეობა უნდა მიიღონ როგორც ქართველმა, ასევე უცხოელმა შემსრულებლებმა და თეატრის სფეროს წარმომადგენლებმა.

დაგეგმილია „სან-რემოს“ ვარსკვლავების ჩამოყვანა. ასევე, აშშ-ის, იტალიის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის და ინდოეთის თეატრალური დასების წარმოდგენები.

დაგეგმილია პანტომიმის თეატრის წარმოდგენები, ცხენების შოუ, წარმოდგენები ბავშვებისთვის და ა.შ  პროგრამის ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმილია ათი როიალის შეძენა, რომელიც ქალაქის სხვადასხვა ფარგლებში დაიდგმება და მოიტახება.

როგორც ქალაქის მერი აცხადებს, პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების 90 პროცენტი შემსრულებლებთან შეთანხმებულია: „გაფორმებულია კონტრაქტებიც, რაღაც ნაწილთან კი ჯერ-ჯერობით ჯენტლმენური მოლაპარაკებები გვაქვს“-აცხადებს გიორგი ერმაკოვი.

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა დაიწყო


სწორედ აღნიშნული ინიციატივიდან გამომდინარე, ეტაპობრივად დაიწყო პროგრამის განხორციელება. 2015 წლის 29 ივნისიდან კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, შიდა ქართლში, აჭარაში, გურიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში გაიხსნა პროექტის რეგიონული ოფისები, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს როგორც პროექტის, ასევე მასში მონაწილეობისა და პირობების შესახებ.

 

დაინტერესებულ მოქალაქეებს 29 ივნისიდან 3 აგვისტომდე ეძლევათ საშუალება, მონაწილეობა მიიღონ ბიზნესიდეის კონკურსში. მიკრო და მცირე მეწარმეთა იდეების განსახორციელებლად თანადაფინანსება გაიცემა: ერთ მეწარმეზე – 5000 ლარი, ორ მეწარმეზე – 10 000 ლარი, ხოლო სამ მეწარმეზე 15 000 ლარის ოდენობით, ბენეფიციარისთვის გადაცემული თანხის 20%-იანი თანამონაწილეობით.

 

პროგრამის ძირითადი დანიშნულებაა წაახალისოს რეგიონში ახალი ბიზნესის წამოწყება, დანერგოს სიახლეები და ხელი შეუწყოს უკვე არსებული მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებას. გარდა ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმისა, პროგრამა ასევე ითვალისწინებს საკონსულტაციო მომსახურების გაწევას, ტრენინგ/სემინარებისა და გადამზადების კურსების მეშვეობით, რათა რეგიონის მოსახლეობამ მიიღოს მაქსიმალურად სრულყოფილი ინფორმაცია ბიზნესის ეფექტურად მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე და შემდგომში მოახდინონ მიღებული ინფორმაციის პრაქტიკაში განხორციელება. რაც თავის მხრივ, რეგიონის წინსვლისთვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. კონკრეტულად, პროექტის ფარგლებში, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ეძლევათ:

 

1. წარადგინონ საკუთარი ბიზნესიდეა

2. გაიღრმავონ ბიზნესუნარები

3. გამოიყენონ შესაძლებლობა და მიიღონ შესაბამისი  თანადაფინანსება

 

განაცხადების შევსება მიმდინარეობს ონლაინრეჟიმში, მისამართზე: www.qartuli.ge და მისი შევსება შეუძლიათ თვრამეტ წელს მიღწეულ საქართველოს მოქალაქეებს.

 

პროგრამის განსახორციელებლად ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო 20 000 000 ლარი, ფინანსური მხარდაჭერის ხანგრძლივობის ვადად კი 26 თვე განისაზღვრა. აჭარის, გურიისა და ზემო სვანეთის რეგიონში პროექტს ახორციელებს „შპს ჯი-ემ-სი-ჯი“.

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად აჭარის, გურიისა და ზემო სვანეთის რეგიონით დაინტერესებულ  მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ცხელ ხაზზე: 16100, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-18:00 საათამდე , ან ეწვიონ სპეციალურად ამ რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეებისათვის გახსნილ რეგიონულ ოფისცენტრებს შემდეგ მისამართებზე:


ბათუმი: ა.მელაშვილის ქ.#2; 

ზუგდიდი, ლაზის ქ. #14; 

ლანჩხუთი, ჟორდანიას ქ. #114.

 

 

მოქალაქეს, რომელიც გადაწყვეტს პროექტში მონაწილეობას, მოუწევს გაიაროს რამდენიმე ეტაპი:

 

1. მონაწილეობა ბიზნესიდეების კონკურსში;

2. ბიზნესგეგმის შედგენის უფასო ტრენინგის გავლა;

3. მონაწილეობა ბიზნესგეგმის კონკურსში.

 

განვითარებული რეგიონი ძლიერი ქვეყნის გარანტია!

www.qartuli.ge

 

 

გემი „BERRA G“ 50 ათასი ლარით დააჯარიმეს

 

გემის კაპიტნის მიმართ, რომელიც თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეა, საქმისწარმოება ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე დაიწყო (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114-ე პრიმა-1 მუხლის 1-ლი ნაწილით). გემის კაპიტანს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა – 50 000 ლარის ოდენობით. ჯარიმის გადახდის შემდეგ გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება მიეცა.

 

 

 

პატრულის ორი თანამშრომელი დაშავდა

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, “საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი მოძრაობდა მთავარ გზაზე რა დროსაც მოქალაქე შემოვიდა მეორეხარისხოვანი გზიდან, არ დაემორჩილა საგზაო ნიშანს “დაუთმე გზა” და მოახდინა შეჯახება. სხეულის მსუბუქი დაზიანებები მიიღო საპატრულო პოლიციის ორმა თანამშრომელმა, მოქალაქე არ დაშავებულა. გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ს 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.”

მოკრივეები აჭარაში ფედერაციის ახალი პრეზიდენტის არჩევას ითხოვენ

„ერთპიროვნული მმართველობა მიდიოდა ფედრაციაში. რამაზ სოფრომაძემ არაპროფესიონალი და  ისეთი ხალხი დაიყენა გვერდით, კრივთან შეხება რომ არ აქვთ, რამაც მთელი აჟიოტაჟი გამოიწვია აჭარის კრივში“, – განუცხადა „ბათუმელებს“ფედერაციის მთავარმა მწვრთნელმა გოჩა აბაშიძემ.

მისივე განმარტებით მიმდიანარე სეზონის ღონისსძიებათა კალენდარი  არამიზნობრივადაა დაგეგმილი.

აჭარის კრივში არსებულ ამ პრობლემის განსახილველად 4 ივნისს, სარაჯიშვილის #22-ში მდებარე საქართელოს ადვოკა­­ტთ ასოციაციის ბათუმის ოფისში კრივის ფედერაციის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს საქართველოს ეროვნულ ფედერაციასთან. შეხვედრას ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი დავით კვაჭაძე და ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი დავით წიკლაურიც ესწრებოდნენ.

მარცხნიდან დავით წიკლაური დავით კვაჭაძე

„ბევრი სასაუბრო გვქონდა. გვინდა რომ ჩატარდეს არჩევნები პატიოსნად და აირჩიონ ფედერაციის პრეზიდენტი, ისე რომ კრივის სამყარომ გადაწყვიტოს და არა, ვიღაცამ დანიშნოს. მაგრამ ეს ეროვნულ ფედერაციასთან უნდა იყოს შეთანხმებული, რომ ვიცოდეთ ვისთან ვითანამშრომლებთ. ჩვენ დიდი ხანია ვაპირებდით ჩამოსვლას. აჭარაში არიან ძალიან კარგი მოკრივეები და გვინდა,  რომ აჭარაში კრივი ძველ დიდებას დაუბრუნდეს“ – განაცხადა დავით კვაჭაძემ.

გოჩა აბაშიძის თქმით, შეხვედრის შემდეგ რამაზ სოფრომაძე, რომელიც მეშვიდე თვეა კრივის ფედერაციას უძღვება აჭარაში, თანახმაა არჩევნების ჩატარების, რომლის ჩატარებასაც კრივის ფედერაციაში ამ კვირისთვის ვარაუდობენ  და პრეზიდენტის პარალელურად უფროს მწვრთნელსაც აირჩევენ.

Exit mobile version