უსკოს წევრობის მსურველთა 9-კაციანი სია, აჭარის სამთავრობო კომისიამ 24 კანდიდატს შორის შეარჩია. თითო ვაკანსიაზე სამ-სამი კანდიდატურის შესარჩევად, როგორც კომისიაში გვითხრეს, ალფავიტის მიხედვითაც იხელმძღვანელეს.
შერჩეული კანდიდატებია:
პირველი სამეული: ბათნიძე ფრიდონ, გვარამია ირაკლი, გოლიაძე ზურაბი;
მომდევნო სამეული: გოლომანიძე რამაზ, დუმბაძე ლერი, კახაძესოფიო;
შემდეგი სამეული კი: კონცელიძე სოფიო, მჟავანაძე თორნიკე და ქარცივაძე გია.
ყოველი ამ სამეულიდან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე შეარჩევს 2-2 კანდიდატს [თითოეული ვაკანტური ადგილისთვის] და ექვსკაციან სიას აჭარის უმაღლეს საბჭოს გადაუგზავნის. სიის გადასაგზავნად მთავრობის თავმჯდომარეს, კანონით, ვადა – სამი დღე აქვს დარჩენილი [23 ივლისამდე].
უსკოს წევრობის კანდიდატების უმაღლეს საბჭოში წარდგენიდან არა უგვიანეს 14 დღისა, უმაღლესი საბჭო ფარული კენჭისყრით ირჩევს უსკოს წევრებს. თითოეულ კანდიდატს ცალ-ცალკე ეყრება კენჭი. უსკოს წევრი არჩეულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. თუ ამ პირთა რაოდენობა ასარჩევ რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლება მათ შორის საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი. თუ კანდიდატების მიერ მიღებულ ხმათა თანაბრობის გამო გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ამ კანდიდატებს დაუყოვნებლივ ეყრებათ კენჭი მათ შორის გამარჯვებულის გამოვლენამდე. უსკოს თავმჯდომარის/წევრის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება 5 წლით.
უმაღლეს საარჩევნო კომისიაში კომისიის წევრის სამი ვაკანსია 25 აგვისტოდან გაჩნდება. ამ დროისთვის უფლებამოსილების ვადა უსკოს სამ წევრს ეწურება: გია გარსევანიშვილს [უსკოს თავმჯდომარის მოადგილე], ქეთევან ჯიქიასა [უსკოს მდივანი] და ასლან ჩავლეიშვილს. წევრებად რჩებიან: კომისიის თავმჯდომარე არჩილ მიქელაძე, თამარ ხოზრევანიძე [რომლებთაც წევრობის ვადა 2016 წლის პირველ ნახევარში ეწურებათ] და გუგული დუაძე [რომელიც კომისიის წევრად მიმდინარე წლის იანვარში აირჩიეს].
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა შესარჩევად 2015 წლის 23 ივნისს გამოცხადებულ ღია კონკურსში მონაწილე კანდიდატთა 24 კაციანი სია საკონკურსო კომისიამ მიმდინარე წლის 8 ივლისს გამოაქვეყნა:
1. აბსავა ლალი
2. აბჟანდაძე-გოლიაძე ნინო
3. ბათნიძე ფრიდონ
4. გარსევანიშვილი გია
5. გვარამია ირაკლი
6. გოლიაძე ზურაბ
7. გოლომანიძე რამაზ
8. დუმბაძე ლერი
9. ზაალიშვილი ზაალ
10. თებიძე ვლადიმერ
11. თედორაძე ოლღა
12. კალანდაძე მალხაზ
13. კახაძე სოფიო
14. კიკაბიძე მიხეილ
15. კონცელიძე სოფიო
16. მამულაძე ვლადიმერ
17. მიქელაძე რუსუდან
18. მჟავანაძე თორნიკე
19. ტეტემაძე ლილე
20. ქარცივაძე გია
21. შაქარიშვილი სოფიო
22. ჭანიძე ნონა
23. ჯინჭარაძე ნაზი
24. ჯიქია ქეთევან
უსკო შედგება თავმჯდომარის და 5 წევრისაგან, ხოლო საარჩევნო პერიოდში თავმჯდომარისა და 12 წევრისაგან. უსკოს 7 წევრს საარჩევნო პერიოდში ნიშნავენ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-13 მუხლით გათვალისწინებული პოლიტიკური პარტიები.
ფეხებზე ადგილობრივი მოქსოვილი, ძალზე სქელი და ჭრელი წინდები აცვიათ და წინდებზე ჩაფულას (ქალამანს) ატარებენ. თავზე უეჭველი ყაბალახი უნდა ჰქონდეთ შემობლანდული კოხტად. თავმომწონენი ზაფხულობით სირმა შემოვლებულ ჩოხას, ზუბუნს და ძიგვას შავი სატინისას ატარებენ. ოსმალური ფესი (ფუნჯიანი ქუდი) იშვიათი სანახავია. თუ ატარებენ მხოლოდ მოლები, ყადები და საზოგადო სასულიერო წოდებისანი. ჩვენებური გრძელი ჩოხა-ახალუხი აქაურ ბეგებსღა აცვიათ“, – ეს თედო სახოკიას მიერ აღწერილი მე-19 საუკუნეში აჭარაში მცხოვრებთა ჩაცმულობის სტილია.
აჭარული ტანსაცმლის აუცილებელ ატრიბუტს შეადგენდა იარაღი – თოფი, წელზე გარშემო სავაზნე, მოვერცხლილი დამბაჩა, საჯაყვე, სატევარი და მათარა.
„ამნაირად გამოწყობილი აჭარელი მხარბეჭიანი, ჩამკვირული ტანისა, წვერ-გაპარსული, შავი და პირდაპირობის გამომთქმელი თვალებიანი, შავგრემანი, სურათ-ცხვირიანი, თამამად მოსიარულე, თან ზრდილობიანი სიტყვა-პასუხის პატრონი – მეტად საამო საყურებელია,“ – წერს თედო სახოკია.
აჭარელ ქალებს კაბაზე ქათიბის (მოსაცმელი) მსგავსი ეცვათ. ასეთ მოსაცმელებს ჩითისგან კერავდნენ. ფეხზე, მთაში და ოღროჩოღრო ადგილებში სასიარულოდ ჩუსტებს ატარებდნენ, ხოლო ვაკეში ხისგან გაკეთებული მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვათ. ქალები თავს იბურავდნენ. თავსაფარი რამდენიმე შრისგან შედგებოდა. პირველ რიგში თავზე იკრავდნენ ჩითის ნაჭერს – იაზმას, შემდეგ იხურავდნენ ლეჩაქს, რომლის ერთი მხარე წელამდე წვდებოდა ქალს. სახეზე შემოკრული ჰქონდათ თხელი მანდილი – ფეჩა. ამ ყველაფერზე ზემოდან ჰქონდათ გადაფარებული თეთრი ჩადრი.
„სიარულისა თუ მუშაობის დროს, შინ თუ გარეთ, სულ ერთთავად ატარებენ ამ ჩადრს, რომ მამათა სქესის წარმომადგენელთ, განსაკუთრებით უცხოელებსა და ქრისტიანებს, თავი არ დაანახონ. როგორც ხედავთ, რამდენადაც აჭარელი მამაკაცის ტანისამოსი პრაქტიკული და ადგილმდებარეობის პირობებთან შეფარდებულია, იმდენად დედაკაცის ტანისამოსი უხერხულია. ადამიანს თავისუფლად მოძრაობას უშლის, ხელ-ფეხს თითქმის უბორკავს. თითქოს იმისთვის გამოუგონიათ, რომ მისმა მატარებელმა თავისი ნებით თავი დაიტყვევოსო,“ – ვკითხულობთ თედო სახოკიას „მოგზაურობანში“.
ლაზების ჩაცმულობა
მე-18-19 საუკუნის ლაზური და აჭარული ჩაცმულობის სტილი თითქმის ერთმანეთს ჰგავდა. ლაზი მამაკაცები აჭარლების მსგავს ძიგვას (შარვალს) ატარებდნენ. შარვლის უბე სრული იყო, ბარძაყს ზემოთ როგორც წინა ნაწილი, ისე უკანა შესბორილი ჰქონდათ. ჩოხის შიგნით სხვადასხვა ფერის პერანგს იცვამდნენ. განსაკუთრებით მოსწონდათ წითელი, ამ ფერის პერანგი ჩოხიდან ლამაზი ჩანდა. ჩოხის იდაყვებზე, სახელოებსა და მხრებზე დაკერებული ჰქონდათ ტყავის ნაჭრები. ამ გზით ჩოხა დიდხანს ინახებოდა და მალე არ ცვდებოდა.
ლაზი ქალების ჩაცმულობა საკმაოდ მდიდრული იყო. სხვადასხვა ფერის ფერადი კაბებით იმოსებოდნენ, კაბაზე ზემოდან ხიკას – წელში გამოყვანილ გრძელ ხალათს ისხამდნენ. იმისათვის, რომ ტანსაცმელი კომფორტული ყოფილიყო, თეძოებს ქვემოთ კაბის წინა ნაწილს კალთა ჰქონდა დატანებული. მუშაობის დროს ამ კალთას ამოიკეცავდნენ. კაბები ძირითადად ატლასის იყო, წელზე კი აბრეშუმის სარტყელი – ორტყაფუ ჰქონდათ შემოხვეული. მდიდრული კაბის გარეშე ლაზი ქალი სახლიდან არ გამოვიდოდა. უბრალო, ჩითის კაბას მხოლოდ სახლში იცვამდნენ.
ლაზ ქალებს სახასიათო თავსაფარი ჰქონდათ. თავზე იკეთებდნენ ოქროთი გაწყობილ თაბლას, იგივე ფესკას, შუბლზე კი „გობღაფულეს“ – რომელზეც დაკერებული იყო ოქროს ფულები.
აჭარაში, ისე როგორც დანარჩენ საქართველოში, ფართოდ იყო გავრცელებული ჩოხა. აჭარაში, ძირითადად, აკეცილსახელოებიან, გრძელ ჩოხას ატარებდნენ. თუ ჩაქურა ყოველდღიური ტანსაცმელი იყო, ჩოხას მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში იცვამდნენ. გლეხისა და თავადის ჩოხა განსხვავდებოდა. გლეხს უფრო ღარიბული ეცვა, თავადის ჩოხა კი ძვირფასი ნაჭრით იყო შეკერილი. თავადის ჩოხის მასრა და ქამარ-ხანჯალი უფრო ძვირფასი იყო, ვიდრე – გლეხის.
„ორი სახის ჩოხაა გავრცელებული აჭარაში – აკეცილსახელოებიანი და აღმოსავლეთის გავლენით ყურთმაჯიანი ჩოხა. ყურთმაჯიან ჩოხას სახელოები გაჭრილი აქვს, საიდანაც ჩანს ახალუხის პერანგი, რომელიც ღილკილოებითაა (ნაქსოვი შესაკრავი) შეკრული.
ჩოხას აქვს სამასრეები, სადაც ქილები, იგივე მასრები იწყობა. ამ მასრას ტყვიის დანიშნულება ჰქონდა. კაჟიანი თოფის ტარებისას ჩოხის მასრებში იყრიდნენ დენთს, საჭიროების შემთხვევაში ჩააპირქვავებდნენ თოფში, დატენიდნენ და გაისროდნენ. ტყვიის დანიშნულებას ასრულებდა და ძალიან პრაქტიკული იყო. მოგვიანებით გახდა ჩოხის აქსესუარი. სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა სიგრძის ჩოხას იცვამდნენ. დასავლეთში გრძელი ჩოხა იყო გავრცელებული. ჩოხის კალთა უფრო შუა წვივამდე სწვდებოდა, ზოგჯერ შუა წვივს ქვემოთაც.
ჩოხის განუყრელი ატრიბუტია ახალუხი. ის თხელი ქსოვილისგან იკერება. როგორც დღეს პიჯაკსა და კოსტიუმში ჩასაცმელად ვირჩევთ ჩვენთვის სასურველ პერანგს, ისე იყო მაშინ ახალუხი. იკერებოდა სარჟის ან ხელოვნური აბრეშუმისგან. შავი სარჟა თავის დროზე იაფი ღირდა და ფართოდ იყო გავრცელებული. ასევე იყო მოწინწკლული ან ზოლიანი ახალუხები. გემოვნებას ნამდვილად არ უჩიოდნენ ჩვენი წინაპრები,“ – ამბობს ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის მთავარი მხატვარი გოგლა გოგიბერიძე.
გოგლას საამქრო აქვს, სადაც სასცენო კოსტიუმებს კერავს. ძველი ქართული ტრადიციული სამოსი დღეისათვის ძირითადად სწორედ სასცენო კოსტიუმებში გამოიყენება.
ბიძინა ბერიძე (ცენტრში) საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტისა და მოკრივეების შეხვედრაზე ბათუმში | 4 ივლისი 2015
აჭარაში კრივის მთავარი მწვრთნელი გოჩა აბაშიძე ამბობს, რომ რეგისტრირებული ექვსი ფედერაციიდან ხუთი ფორმალურად არსებობს, კრივის საქმიანობას კი, აჭარის სამოყვარულო კრივის ფედერაცია ინარჩუნებს. ამ ფედერაციის ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტი რამაზ სოფრომაძეა. სწორედ მის მიმართ გააჩნია პრეტენზიები მთავარ მწვრთნელს. გოჩა აბაშიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ფედერაციას ღონისძიებათა კალენდარი არამიზნობრივად ჰქონდა გაწერილი. უფრო მეტიც, აჭარის პირველობას ფედერაციის პეზიდენტი მასთან შეთანხმების გარეშე გეგმავდა და ატარებდა. სწორედ ამ მიზეზით მთავარ მწვრთნელსა და ფედერაციას შორის თანამშრომლობა არ შედგა.
„თუ მიმიჩნევდნენ მთავარ მწვრთნელად, მაშინ მე უნდა შემთანხმებოდნენ აჭარის პირველობის ჩატარებაზე. მაისში არამიზნობრივად იყო დაგეგმილი აჭარის პირველობა, რომელშიც არც ერთ რეგიონს არ მიუღია მონაწილეობა. წესით, აჭარის პირველობა საქართველოს ჩემპიონატის წინ ტარდება და კომპლექტდება გუნდი ეროვნულ პირველობაზე მონაწილეობისთვის. წელს არ ჩატარდა დროულად და მაისში მოინდომეს აჭარის პირველობა, მაშინ როდესაც საქართველოს პირველობა უკვე ჩატარებული იყო“. აჭარის კრივის ფედერაციის შემადგენლობაში ცვლილების განსახილველად 4 ივნისს სარაჯიშვილის #22-ში მდებარე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ბათუმის ოფისში კრივის ფედერაციის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. შეხვედრას ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი დავით კვაჭაძე და ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი დავით წიკლაურიც ესწრებოდნენ.
„ბევრი სასაუბრო გვქონდა. გვინდა, რომ ჩატარდეს არჩევნები პატიოსნად და აირჩიონ ფედერაციის პრეზიდენტი, ისე, რომ კრივის სამყარომ გადაწყვიტოს და არა ვიღაცამ დანიშნოს. მაგრამ ეს ეროვნულ ფედერაციასთან უნდა იყოს შეთანხმებული, რომ ვიცოდეთ ვისთან ვითანამშრომლებთ. ჩვენ დიდი ხანია ვაპირებდით ჩამოსვლას. აჭარაში არიან ძალიან კარგი მოკრივეები და გვინდა, რომ აჭარაში კრივი ძველ დიდებას დაუბრუნდეს“, – განაცხადა დავით კვაჭაძემ.
ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები გასულ კვირას უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ეროვნული ნაკრების საწვრთნელო შეკრების გამო თვის ბოლოსთვის გადაიდო. გოჩა აბაშიძის თქმით, ფედერაციის პრეზიდენტობის მთავარ კანდიდატად კრივის საზოგადოება ბიძინა ბერიძეს განიხილავს. „ბიძინა ბერიძე მოკრივე იყო 80-იანი წლების ბოლოს. დადიოდა ბონის კულტურის სახლში. პროფესიით ადვოკატია, აქვს თავისი სასტუმრო. გულით და სულით კრივშია ეს კაცი. უბრალოდ, არ ჩანდა. შეკრებაზე რომ მივდივართ, თვითონ გვეხმარება ფინანსურად. ბიძინა 10 წელია ჩვენთან დადის და საღამოობით ვარჯიშობს. თუკი 5 ბავშვი იყო ტურნირზე წასაყვანი, თავისი ინიციატივით მეექვსეს გვაყოლებდა. პრეზიდენტობა მას არ უნდოდა, ჩვენ შევთავაზეთ. კრივის საზოგადოება ირჩევს მას. ეს იდეა გავაცანით დავით კვაჭაძესაც“, – განაცხადა აჭარაში კრივის მთავარმა მწვრთნელმა.
თავის მხრივ, რამაზ სოფრომაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ის არჩევნების ჩატარების წინააღმდეგი არ არის.
„მე, უბრალოდ, მაინტერესებს ვინ იქნებიან კანდიდატები. თუ რამე უკეთესად გაკეთდება, თავადაც დავეხმარები“. რამაზ სოფრომაძეს ჯერ არ გადაუწყვეტია, მიიღებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას. როგორც მინდია ქათამაძემ თქვა, კრივის ფედერაციის მიმდინარე წლის ბიუჯეტი 22 ათასი ლარია.
კონფერენცია ძირითადად ახალშობილთა სწორ კვებას ეხება. კონფერენციაში მონაწილეობენ როგორც საქართველოს, ასევე აზერბაიჯანისა და სომხეთის წარმომადგენლები.
ჯანმოს უახლემა ასამბლეამ შემდგომი 20 წელი გამოაცხადა ჯანმრთელობის “პროგრამირების” წლებად და ხაზი გაუსვა სიცოცხლის პირველი 1000 დღის მნიშვნელობას. აქედან გამომდინარე, საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაციის ინიციატივით მომზადდა ექიმთა დიპლომის შემდგომი უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამა „სიცოცხლის პირველი 1000 დღე“ და წარადგინა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში აკრედიტაციისათვის. პროგრამის ხელმძღვანელი გახლავთ ასოციაციის პრეზიდენტი ია დავითაია.
სიცოცხლის პირველი 1000 დღე – როგორც უმნიშვნელოვანესი ეტაპი ნაყოფისა და ადრეული ასაკის ბავშვის ცხოვრებაში, წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობის საფუძველს მთელი სიცოცხლის განმავლობაში და განაპირობებს მრავალი დაავადების განვითარების თუ პრევენციის მიზეზს.
კონფერენციის ორგანიზატორთა აზრით, საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაციის პროგრამა „სიცოცხლის პირველი 1000 დღე“ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სამედიცინო მუშაკთა პროფესიული დონის ამაღლებაში და ჩვენი ქვეყნის მომავლის ჯანმრთელობის პროგრამირებაში.
ეთერ შარაძე ოჯახის ექიმად ქედაში 16 წელია მუშაობს. იგი ცხმორისის თემის მოსახლეობას ამბულატორიულ მომსახურებას უწევს. ექიმი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ თემებში არსებულ ამბულატორიებს სტატუსი შეეცვალათ და იურიდიული პირიდან ფიზიკურ პირებად ჩამოყალიბდნენ, ანაზღაურებადი შვებულებით ვეღარ სარგებლობენ.
„მანამდე კი ვსარგებლობდით შვებულებით და მოსახლეობას არანაირი პრობლემა ამით არ ექმნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ შვებულებაში ვიყავი, საჭიროების შემთხვევაში აცრის ან კრიტიკული მდგომარეობის დროს უბანზე გავდიოდი. რვა წელი იქნება, რაც შვებულება არ მქონია, შეუსვენებლად ვმუშაობ. გვეუბნებიან, შვებულებით ისარგებლებთ, თუ თქვენ შემცვლელს ნახავთო. ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვისარგებლოთ შვებულებით და საშვებულებოც მან აიღოს, მიუხედავად იმისა, რომ კანონით ყველა ადამიანს ეკუთვნის წელიწადში ერთხელ ანაზღაურებადი შვებულება. რომც ვიპოვოთ შესაბამისი კადრი, რეალურად უფასო შვებულება გამოგვივა. მაგრამ ასეთი ადამიანის ნახვაც რთულია, შესაძლოა ვერც იპოვო“ -, ამბობს ეთერი.
ქედის მუნიციპალიტეტში სულ ცხრა ამბულატორია ფუნქციონირებს, მათგან მხოლოდ ორ _ მახუნცეთისა და ცხმორისის ამბულატორიაში ორი ჯგუფი მუშაობს, დანარჩენში კი ერთი ჯგუფია.
ჯგუფის ოდენობა თემში მოსახლეობის რიცხოვნობაზეა დამოკიდებული, იმ შემთხვევაში, თუ თემში 1500 ადამიანი ცხოვრობს, ერთი ჯგუფი ინიშნება, 1500-დან 3 000-მდე მცხოვრებზე კი – ორი ჯგუფი.
იქედან გამომდინარე, რომ ცხმორისის თემს ორი ბრიგადა ემსახურება, ეთერი ამბობს, რომ თუ შვებულებაში გავა, მოსახლეობას სამედიცინო მომსახურებაში პრობლემა არ შეექმნება და მეორე ბრიგადა მოემსახურება.
„ცხმორისის ამბულატორიაში 6000-მდე ადამიანს ვემსახურებით, ჩვენი შვებულებაში გასვლით მოსახლეობას არანაირი პრობლემა არ შეექმნება. მორე ჯგუფი იმუშავებს და ერთმანეთს ჩავანაცვლებთ“, – ამბობს ეთერი.
ასევე წლებია შვებულების გარეშე მუშაობენ ამბულატორიაში დასაქმებული სხვა მედდები და ექიმები. ისინი ამბობენ, რომ სოციალური მომსახურების სააგენტო ბოლო ორი წელია ხელშეკრულებას ექვსი თვით უფორმებს, ხელშეკრულებაში კი შვებულება გაწერილი არ არის.
წონიარისის ამბულატორიის ექიმი მზევინარ ბოლქვაძე ამბობს, რომ დამსაქმებელმა მას არც ის 15 დღე აუნაზღაურა, როდესაც იგი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე სამსახურში ვერ გამოცხადდა.
„2005-2006 წლებში თბილისში გავიარე საოჯახო მედიცინის კურსი, 2006 წლიდან ვმუშაობ ამბულატორიაში, აღარც კი მახსოვს შვებულებაში ბოლოს როდის გავედი. ოპერაცია დამჭირდა, ფეხზე ენდოპროთეზირება გავიკეთე და ის 15 დღე, რომელიც ოპერაციისა და რეაბილიტაციისთვის დამჭირდა, არ ამინაზღაურეს, 15 დღის ხელფასი ჩამომაჭრეს. სამუშაო ხელშეკრულება სოციალური მომსახურების სააგენტოსთან გვაქვს გაფორმებული, სამუშაოს შესრულებას ის გვთხოვს. ერთხელ დავსვი შვებულების საკითხი, მითხრეს, ფიზიკური პირი ნიშნავს იმას, რომ როგორც მაღაზიას დაკეტავ – არ იმუშავებ და გახსნი – იმუშავებ, ასე არისო.“ – ამბობს მზევინარი.
ის ამბობს, რომ თუ მედდა შვებულებაში გავა, მის საქმეს თვითონ შეითავსებს, მაგრამ მედდას არ შეუძლია ექიმის საქმის შესრულება. თუმცა თუ შვებულებაში გაუშვებენ, საჭიროების შემთხვევაში უბანზე გამოცხადდება.
„მაგრამ არის მეორე გარემოებაც – შრომის კანონმდებლობით ყველას ეკუთვნის წლის განმავლობაში შვებულება. ჩვენ ერთ თვეს არ ვითხოვთ, რამდენიმე დღეც რომ დავისვენოთ, ესეც კარგი იქნება, მე ეს საკითხი დავაყენე მინისტრის მოადგილესთან შეხვედრის დროს, პასუხად კი მივიღეთ – რადგან ფიზიკური პირები ხართო და ასე შემდეგ“, – ამბობს მზევინარი.
შვებულებასთან დაკავშირებული საკითხის მოგვარება ექიმებმა 2 ივლისს ქედაში სამუშაო ვიზიტით მყოფ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს ლევან გორგილაძეს და საქართველოს სასწრაფო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელს თეიმურაზ ხარაშვილს სთხოვეს.
მინისტრის მოადგილე ლევან გორგილაძე აცხადებს, რომ ამბულატორიული მომსახურების პროგრამას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო ახორციელებს. რაც შეეხება დასაქმებულთა უფლებებს, მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ დასაქმებულთა უფლებები არ ირღვევა, რადგან ამ მომსახურებას სახელმწიფო შეისყიდის, დასაქმებული კი დამსაქმებელს შესაბამის მომსახურებას სთავაზობს. ლევან გორგილაძის თქმით, „სამუშაო სრულდება ერთწლიანი ხელშეკრულების საფუძველზე. აქედან გამომდინარე, გამოდის მომსახურების შესყიდვა და არა თანამშრომლობა, ანუ სახელმწიფო აცხადებს ერთი წლით ამ მომსახურებაზე შესყიდვას და ფიზიკური პირი ამ შესყიდვაში მონაწილეობას – მომსახურებას აწვდის. შესაბამისად, შრომითი უფლებები არ ირღვევა“.
„ევრონიუსზე“ საიმიჯო რეკლამის განთავსებისათვის საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ „ევრონიუსისგან“ ბონუსად სამი სიუჟეტი მიიღო – კახეთის, თბილისისა და აჭარის შესახებ.
აჭარის შესახებ „ევრონიუსის“ მიერ გადაღებულ სიუჟეტს საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ მომხმარებლები სიუჟეტს განიხილავდნენ და წერდნენ, რომ ეს აჭარის, როგორც ტურისტული რეგიონის ანტირეკლამა იყო. „ევრონიუსზე“ გასულ სიუჟეტში ნაჩვენები იყო ბათუმის პლაჟი, ბულვარი, ერთ-ერთ კადრში კენჭებში ყელამდე ჩაფლული დამსვენებელი ყვებოდა, თუ როგორ ერთობოდა ბათუმში. ასევე ნაჩვენები იყო ბათუმის ბოტანიკური ბაღი, აჭარული ხაჭაპურის დამზადების პროცესი და „ქართული გართობა რესტორნებში“.
„ექვსკვირიანი ხელშეკრულება გვქონდა ევრონიუსთან. განვათავსეთ საიმიჯო რეკლამა. მათი მხრიდან ბონუსის სახით გამოხატეს კეთილი ნება, რომ რეკლამის გარდა ევრონიუსის ეთერში გასულიყო სამი სიუჟეტი საქართველოს შესახებ. გვითხრეს, რომ ამას გადაიღებდნენ თბილისში, კახეთსა და ბათუმში. კონკრეტული ადგილები, რას გადაიღებდნენ ან რა პერიოდში ჩამოვიდოდნენ, ჩვენთვის არ შეუთანხმებიათ. არც დახმარება უთხოვიათ, არც მათი ჩამოყვანა დაგვიფინანსებია, არც ტრანსპორტირება და განთავსება. არც ის ვიცით ზუსტად, როდის ჩამოვიდნენ.
ჩვენ მოვითხოვეთ, რომ შინაარსი ჩვენთვის შეეთანხმებინათ, მაგრამ ხელშეკრულებაში აქვთ პირდაპირ მითითებული, რომ კონტენტზე, რომელიც ევრონიუსის ეთერში გადის, პასუხისმგებელი არის მხოლოდ არხი და მას ჩვენთან არც ერთ შემთხვევაში არ შეათანხმებდნენ. შესაბამისად, არ გვქონდა ინფორმაცია რა სიუჟეტი გავიდოდა. უბრალოდ, ვიცოდით ის, რომ რეკლამის გარდა სამი სიუჟეტი მომზადდებოდა საქართველოს შესახებ,“ – განმარტეს საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.
სარეკლამო სააგენტო „ McCANN თბილისის“ კრეატიული დირექტორი ირა ჭელიძე ამბობს, რომ მისი აზრით, „ევრონიუსის“ მიერ მომზადებული სიუჟეტები „ნორმალურია“, თუმცა უფრო „ვიწრო კუთხიდან არის დანახული.“
„ეს არის ევრონიუსის ხედვა. საერთო ხედვიდან ამოვარდნილი არ არის. ამიტომ უარყოფითი აზრი ამ სიუჟეტებზე არ მაქვს. ცოტა უფრო ვიწრო კუთხიდან არის დანახული, ვიდრე მე ვისურვებდი. მაგალითად, კახეთში მარტო ღვინო და მონასტერია, როდესაც კახეთი მარტო ღვინო და მონასტერი არ არის. თბილისში – მხოლოდ აბანოთუბანი. ეს სიუჟეტები არ არის სარეკლამო,“ – ამბობს ირა.
მისივე თქმით, როდესაც არხზე რეკლამას ათავსებ და სანაცვლოდ გთავაზობენ ბონუსს, ისეთი რამ უნდა აირჩიო, რის გაკონტროლებასაც შეძლებ. „როცა სარეკლამო თემაზეა საუბარი, რასაც ვერ აკონტროლებ, ის არ უნდა გაუშვა. მოლაპარაკებების დროს ბონუსის სახით შეეძლოთ სხვა რამ მოეთხოვათ, რაც უკეთეს შედეგს გამოიღებდა. დამატებითი სარეკლამო დრო, მაგალითად. ბონუსები ისეთი თემაა, რომ შეიძლება ამაზე ვაჭრობა და ისეთი ბონუსის მოთხოვნა, რომელსაც მეტად გააკონტროლებ და რომელიც უფრო ეფექტური იქნება. ეს არ არის ბონუსი. ბონუსად ითვლება, მაგრამ სარეკლამო კამპანიის შემამაგრებელი ნამდვილად არ არის,“ – ამბობს ირა ჭელიძე.
ოქტომბრიდან „ევრონიუსზე“ ისევ დაიწყება საქართველოს პოპულარიზაცია და იტრიალებს ზამთრის ტურისტული პოტენციალის ამსახველი ვიდეო რგოლი. საერთო ჯამში აღნიშნული რგოლი 198-ჯერ გავა „ევრონიუსის“ ეთერში.
XVII საუკუნით დათარიღებული ზენდიდის ციხე ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზიდან, ქედის მუნიციპალური ცენტრიდან ორ კილომეტრში, სოფელ ზენდიდში მდებარეობს. ციხესთან მისვლამდე ბანერი და მასზე ციხის შესახებ ინფორმაციაა განთავსებული, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეს ადგილი ტურისტულ მარშრუტშია შეტანილი. 5 000 კვადრატულ მეტრზე გაშენებული ციხიდან დღეს მხოლოდ კედლების ნაწილია შემორჩენილი. ციხეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შიგა პერიმეტრზე სამი ოჯახი ცხოვრობს. ერთ-ერთი სახლი პირდაპირ ციხის კედლების ნაწილზეა მიშენებული, სახლის გვერდით საქათმეა. აქ მცხოვრები ილია ბეჟანიძე ამბობს, რომ ეს სახლები ორი საუკუნის წინ აშენდა და დასძენს, რომ ციხეს ხშირად უცხოელი ტურისტები სტუმრობენ.
ქედის ისტორიული მუზეუმის დირექტორი, პროფესიით ისტორიკოსი და მკვლევარი ვაჟა ფარტენაძე ამბობს, რომ თუ დროულად არ განხორციელდა ციხის კონსერვაცია, შეიძლება ციხე მალე ჩამოიშალოს.
„ნაგებობა XVII საუკუნეს მიეკუთვნება. ეს გონიოს ციხის შემდეგ ერთ-ერთი უდიდესია აჭარაში. 1998 წელს აქ არქეოლოგიური გათხრები ჩატარდა, კედლები გასუფთავდა მცენარეებისგან, რამაც დაშლის პროცესი დააჩქარა, თოვლი წვიმა თუ ქარი ციხეს ყოველდღიურად აზიანებს. შენობის შესანარჩუნებლად ციხის კონსერვაცია აუცილებელია, კონსერვაცია მხოლოდ ციხის დღემდე შემორჩენილ ნაწილს შეინახავს. აღდგენითი სამუშაოები გაცილებით დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული“, – ამბობს ვაჟა ფარტენაძე.
მუზეუმის დირექტორის თქმით, ანალოგიურ მდგომარეობაშია ქედის ტერიტორიაზე არსებული სხვა ძეგლები – ციხეები და სათვალთვალო კოშკები. ქედაში მდებარე სათვალთვალო კოშკები პირობითად XI-XIII საუკუნეებით არის დათარიღებული. ამ კოშკების დანიშნულება მტრის გაკონტროლება და ინფორმაციის გადაცემა იყო. ვაჟა ფარტენაძე ამბობს, რომ კოშკების ჯაჭვური ქსელი სოფელ სალიბაურიდან გოდერძის უღელტეხილამდე იყო, ქედის ტერიტორიაზე კი ასეთი ხუთი კოშკი არსებობს.
ვაჟა ფარტენაძე: „ქედის ტერიტორიაზე არსებული ყველა ისტორიული ძეგლი თუ ნაგებობა ცუდ მდგომარეობაშია. ამ ძეგლებმა საუკუნეებს გაუძლო და დღემდე მოაღწია. შესაძლებელია მათი იმ სახით შენახვა, რა სახითაც ჩვენამდეა მოღწეული. რაც მთავარია, ჩამონგრევის საშიშროება აღარ იქნება. ისტორიული ძეგლებიდან მხოლოდ თაღოვანი ხიდებია კარგ მდგომარეობაში. ოთხივე ხიდი რესტავრირებულია. სოფელ ზუნდაგაში არსებული საწნახელი უძველესია, მაგრამ შესაძლოა დაიშალოს, თუ არ გადაიხურა და მიწისგან არ გათავისუფლდა. ცუდ მდგომარეობაშია როგორც სოფელ საღორეთში არსებული სათვალთვალო კოშკი, რომელიც მთელ აჭარის ხეობას გადაჰყურებს, ასევე ძენწმანში, გულებსა და სოფელ დანდალოში არსებული კოშკებიც.“
ვაჟა ფარტენაძე ამბობს, რომ ისტორიული ძეგლებიდან არქეოლოგებს მხოლოდ ზენდიდის ციხე აქვთ შესწავლილი. მისივე თქმით, არქეოლოგებმა შეისწავლეს ჯვარიქედის გამოქვაბული და სოფელ კვაშტაში ნასახლარები, ჯვარიქედში 8 000 წლის წინანდელი ნივთები აღმოჩნდა, კვაშტაში ნაპოვნი ნივთები კი V საუკუნით დაათარიღეს.
ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი ეკატერინე ქაჯაია-კომახიძე ამბობს, რომ ამ დროისთვის ქედაში 37 ძეგლს აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, 17 ძეგლი კი შესწავლის პროცესშია. იგი განმარტავს, რომ მუნიციპალიტეტის გამგეობაში არსებული სამსახური ისტორიულ მუზეუმთან ერთად სწავლობს ახალ ძეგლებს და ძეგლის ადგილმდებარეობის კოორდინატებს აზუსტებს:
„45 ძეგლია, აქედან 37 არის კულტურული მემკვიდრეობის. 17 ძეგლი შემთხვევით იქნა აღმოჩენილი დ შესასწავლია. რაც შეეხება ძეგლების მოვლა-პატრონობას, ჩვენ ძეგლებთან მისასვლელ გზებს ვაკეთებთ, ზუსტ კოორდინატებს ვადგენთ და მიმდებარე ტერიტორიებს ვასუფთავებთ. შემთხვევით აღმოჩენილ ძეგლებს შორის ბევრია ნაეკლესიარი და ნამოსახლარი. რაც შეეხება სტატუსის მქონე 37 ძეგლს – ეს არის ჯამეები, სათვალთვალო კოშკები, ზენდიდის ეკლესია, შერვაშიძეების ნამოსახლარი, მედრესე, თაღოვანი ხიდები, გამოქვაბული და საწნახელები“.
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ძეგლებზე ნებართვების გაცემისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსი ზაურ ახვლედიანი ამბობს, რომ მიმდინარე წლისთვის სააგენტოს ქედაში არსებულ ძეგლების რეაბილიტაცია – კონსერვაციისთვის თანხა არ აქვს გაწერილი და აღნიშნავს, რომ სააგენტო ძეგლების რეაბილიტაციას ქედაში მომავალი წლისთვის გეგმავს.
„ქედაში შარშან ჩვენ განვახორციელეთ ხიდების რეაბილიტაცია, წელს ხაბელაშვილების ხის ხიდს ჩაუტარდება რეკონსტრუქცია, რისთვისაც 60 000-ზე მეტი ლარია გათვალისწინებული. ტენდერი გამოცხადებულია და გამარჯვებული ფირმა გამოვლენილი. ხაბელაშვილების ხიდთან ერთად საკონსერვაციო სამუშაოები ჩაუტარდება პეტრასა და ხიხანის ციხეებს. ქედაში მომავალი წლისთვის ვფიქრობთ რომელიმე ძეგლის რეაბილიტაციას, მაგრამ ჯერ უნდა მოვიკვლიოთ რომელია უფრო სავალალო მდგომარეობაში, ამ საკითხებზე სააგენტო მუშაობს.
ჩვენ პერიოდულად ვაწარმოებთ მონიტორინგს ძეგლებზე. რაც შეეხება ზენდიდის ციხეს, მასზე სახლი მანამდე იყო მიშენებული, ვიდრე ძეგლის სტატუსი მიენიჭებოდა. თუ დაიგეგმება მისი კონსერვაცია, საპროექტო დოკუმენტაცია რესტავრატორებისა და არქიტექტორებთან ერთად შედგება და ეს საკითხიც გადაწყდება“ – აღნიშნა ზაურ ახვლედიანმა.
ფილმი ჩვენს პლანეტას და მის ეკოლოგიურ პრობლემებს ეძღვნება. გადაღებები 18 თვის განმავლობაში მსოფლიოს 53 ქვეყანაში მიმდინარეობდა. კინოჩვენების მასპინძელია ფოტოგრაფი ლაშა ფალავანდიშვილი.
„მოქალაქეებმა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს იმის შესახებ შეატყობინეს, რომ ე.წ „მოცეკვავე შადრევნებთან“ იმყოფებოდნენ 12 წლის გოგონები, რომლებიც ქართულად ვერ საუბრობდნენ, ტიროდნენ და სავარაუდოდ დაკარგულები იყვნენ. პატრულ-ინსპექტორები შეხვდნენ მოზარდებს, რომლებმაც მხოლოდ იმის თქმა შეძლეს რომ სომხეთიდან ბათუმში ჯგუფთან ერთად ავტობუსით არიან ჩამოსულები და დაიკარგნენ.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მთელი ქალაქის მასშტაბით საერთაშორისო ნომრებით მოძრავი ავტობუსები გადაამოწმეს, რის შედეგადაც, რამდენიმე წუთში სასტუმრო „რედისონის“ მიმდებარედ აღმოაჩინეს სომხეთის რესპუბლიკიდან შემოსული ავტობუსი, რომელშიც იმყოფებოდნენ ერევნიდან გასტროლებზე ჩამოსული ანსამბლის წევრები“- ნათქვამია შს სამინისტროს ინფორმაციაში.
„ანსამბლის ხელმძღვანელობისგან გაირკვა, რომ ისინი ქობულეთიდან ექსკურსიაზე ბათუმში ჩამოვიდნენ, რა დროსაც, ქალაქის დათვალიერებისას ორი გოგონა დაეკარგათ. ანსამბლის წევრები მათ პოვნას საკუთარი ძალებით ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ“.
სამინისტროს ინფორმაციით, აპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა ორივე გოგონა ჯგუფთან მიიყვანეს და ავტობუსამდე მიაცილეს.
სარემონტო სამუშაოები ცოტა ხნის დასრულდა. განახლებული შენობა ქორწინების მსურველებს ისევ მოემსახურება.
„ბათუმის ბულვარის“ ადმინისტრაციის ინფორმაციით, შენობის რეაბილიტაციის ფარგლებში მოხდა სახურავის, გათბობა-გაგრილებისა და წყალსაწვეთი სისტემების, ელექტრო კარების, შენობისა და აუზის განათების სისტემების, ელექტრო უსაფრთხოებისთვის საჭირო სამუშაოების განხორციელება. ამ დროისთვის შენობა სრულიად განახლებულია.
ბათუმის ქორწინების სახლი მუშაობს ყოველ დღე 09:30 საათიდან 18:30 საათამდე, სამშაბათისა და ოთხშაბათის გარდა.
აჭარის ტურისზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ტურის ფარგლებში ჟურნალისტები მოინახულებენ მაჭახელას ხეობას, გაეცნობიან ხეობის ტოპონიმებს, ცნობილი „მაჭახელას თოფის“ და მუჰაჯირობის ისტორიას.
შემდეგ მოინახულებენ სოფელ მირვეთს, რომელიც ხელუხლებელი ბუნებითა და ულამაზესი ჩანჩქერით რეგიონის ერთ-ერთ საუკეთესო საველოსიპედე მარშრუტსა და საპიკნიკე ადგილს წარმოადგენს.
სტუმრები მაჭახელას ხეობის სხვა ადგილებთან ერთად ცხემლარას თაროვან ხიდსაც ეწვევიან, რომელიც აჭარაში გავრცელებული ე.წ თამარის თაღოვანი ხიდების საუკეთესო მაგალითია.
ჟურნალისტები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად დაათვალიერებენ ასევე სოფელ ჩხუტუნეთში მდებარე ეთნოგრაფიულ მუზეუმს და ამბრაზურას, რომელიც მეორე მსოფლიო ომიდან შემორჩენილი უნიკალური ნაღმსატყორცნი ნაგებობაა.
ჯგუფის წევრებს გიდი იმ უცნობ ადამიანურ ისტორიებს გააცნობს, რომელიც აჭარის ამ სოფლებში სახმელეთო საზღვრის გაყოფას და ე.წ „რკინის ფარდის“ მიღმა დარჩენილ ქართულ მოსახლეობას ეხება. აჭარის რეგიონი მსოფლიოს იმ ერთადერთ ადგილს წარმოადგენს, სადაც „ცივი ომის“დროს ნატოსა და საბჭოთა კავშირს შორის გამყოფი სახმელეთო საზღვარი მდებარეობდა.
ისტორიულ-კულტურული ტურის შემდეგ „გაიცანი საქართველოს“ ჯგუფის წევრები, ქედის ღვინის სახლს ეწვევიან, სადაც ადგილობრივი ღვინის წარმოების ტრადიციების გაცნობასთან ერთად აჭარული სამზარეულოს ცნობილი კერძების მომზადების მასტერკლასს დაესწრებიან.
„გაიცანი საქართველოს“ ფარგლებში მოწვეული ჟურნალისტები, მთიანი აჭარის შემდეგ ბათუმის ტურისტულ ღირშესანიშნაობებს მოინახულებენ, დაესწრებიან „ჰით ბათუმის“ ფარგლებში მიმდინარე სანრემოს ვარსკვლავების კონცერტს და თავიანთ შთაბეჭდილებებს სატელევიზიო გადაცემებსა და სიუჟეტებში ასახავენ.
კამპანია „გაიცანი საქართველო“ შიდა ტურიზმის სტიმულირებას ემსახურება და მასში ცნობადი სახეებია ჩართული. აჭარის მედია ტურში წამყვან ჟურნალისტებთან ერთად დუტა სხირტლაძე და ილო ბეროშვილი იქნება ჩართული – ნათქვამია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამბობენ, რომ ბახმაროს სამკურნალო თვისებები პირველად ზაფხულის საძოვრებზე ასულმა მწყემსებმა აღმოაჩინეს მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს, როცა ჭლექით დაავადებული ერთ-ერთი მწყემსი ბახმაროს ჰაერმა განკურნა. მწყემსებმა ამის შესახებ სხვებსაც უამბეს და 1893 წელს ოზურგეთის მაზრის ექიმმა დავითიანცმა ციებითა და ტუბერკულოზით დაავადებული რამდენიმე ავადმყოფი ბახმაროზე გაგზავნა სამკურნალოდ, საიდანაც უმეტესობა გაუმჯობესებული ჯანმრთელობით დაბრუნდა. 1894 წელს თავად დავითიანცი, რომელიც ასევე ტუბერკულოზით იყო დაავადებული, გაემართა ბახმაროზე სამკურნალოდ. მან პატარა სახლი ააშენა იქ და შემდეგ წლებში აკვირდებოდა სხვადასხვა სენით შეპყრობილ მოაგარაკეთა მდგომარეობას ბახმაროში. იმ დროიდან მოყოლებული ტუბერკულოზით, სხვადასხვა დაავადებით ან უბრალოდ ჯანმრთელობის გაუმჯობესების იმედით, ზაფხულობით მოაგარეკეები ბახმაროში მოდიოდნენ ურმებითა და ცხენებით, აგებდნენ პატარა სახლებს და შემოდგომამდე აქ რჩებოდნენ.
მოედანს, სადაც ექიმმა ბახმაროში პირველი სახლი ააშენა, დღეს დავითიანცის მოედანი ჰქვია და პატარა, ხის სახლებითაა გაშენებული. სახლები და მოედნები ბახმაროში მხოლოდ ზაფხულობით ცოცხლდება, როცა მოაგარაკეები ჩამოდიან, ზამთარში კი ბახმაროს პატარა სახლებს 4-5 მეტრის სიმაღლის თოვლი ფარავს.
ბახმაროში სეზონი უკვე გახსნილია. კურორტის დირექტორი დავით საჯაია ამბობს, რომ ბახმაროში უკვე არის წყალი, შუქი და კურორტზე პირველი მოაგარაკეებიც გამოჩნდნენ:
“ივლისის 15-ის შემდეგ ბახმარო უკვე ხალხით აივსება. მართალია, წელს ბარში ცივა, მაგრამ ბახმაროში მზეა, საშუალოდ 24-25 გრადუსია ტემპერატურა.”
ბახმაროს ნაწილი ძველი ხის ქოხებითაა გაშენებული, ნაწილი კი – ახალი, კეთილმოწყობილი კოტეჯებით. მოაგარაკეები აქ ოთახებს 20-30 დღით ქირაობენ. კურორტის დირექტორი ამბობს, რომ ფასები 150 ლარიდან [20-30 დღე] იწყება და 5 000 ლარამდეც კი აღწევს. ფასი პირობებზეა დამოკიდებული.
ბახმარო
ძველ სახლებში ბინის დაქირავების მსურველებს ბახმაროში თან მიაქვთ ჭურჭელი, ლეიბი-საბანი და ყველა აუცილებელი ნივთი. საპირფარეშო კუსტარულია, საერთო და მისით რამდენიმე ოჯახი სარგებლობს, წყალი კი სახლებში არ არის შეყვანილი და მოაგარაკეებს მისი ხელით მიტანა უწევთ სახლამდე. რაც შეეხება კეთილმოწყობილ კოტეჯებს, აქ მოაგარაკეებს ყველაფერი სახლში ხვდებათ, სარეცხი მანქანისა და მაცივრის ჩათვლით. საპირფარეშო და აბაზანაც იზოლირებულია, კოტეჯებში არის ცივი და ცხელი წყალი.
მათ, ვინც ბახმაროში რამდენიმე დღით ჩადის, საოჯახო სასტუმროებშიც შეუძლიათ დაისვენონ. ასეთი სასტუმრო ბახმაროში რამდენიმეა.
ლიანა სიხარულიძე ერთ-ერთი საოჯახო სასტუმროს მფლობელია ბახმაროში. იგი ამბობს, რომ მასთან ერთი დღე-ღამის მანძილზე საწოლის ფასი 20 ლარია, კვების გარეშე. ლიანა ამბობს, რომ მასთან მისულ ტურისტს მხოლოდ ტანსაცმლის ჩატანა სჭირდება. მას ორი კოტეჯი აქვს ბახმაროში. “მაქვს წყალი, კერძო, ჩემი მოყვანილი და მთავრობის წყალი, ეზოც კეთილმოწყობილია. ჩამოდიან ქართველებიც და უცხოელებიც, უკრაინელები, ამერიკელები… მაცივარი, სარეცხი მანქანა, სარეცხის საშრობიც კი მაქვს, ცხელი წყალი – თავისთავად. ასევე ჭურჭელი, ბუხარი, შეშით…
ჩემთან სეზონი 25 სექტემბრამდე გრძელდება. საერთოდ ბახმაროში ფილტვების სისუსტით ამ პერიოდში [სექტემბერში] მოდიან. ორი კოტეჯი მაქვს. ერთ-ერთს მომღერალი ნინო ქათამაძე იღებს აგვისტოში. ექვსი წელია ნინო ყოველ წელს ჩამოდის ბახმაროში და 19-20 აგვისტომდე რჩება”, -ამბობს ლიანა.
ბახმარო
ბახმაროში შარშან სასტუმრო “ბახმაროც” გაიხსნა. წელს სასტუმრო 10 ივლისს გაიხსნა და სეზონის ბოლომდე იმუშავებს. ფასები აქ 50 დოლარიდან იწყება ერთ ადამიანზე. ბავშვებისთვის არის ფასდაკლებაც.
“აქ ძირითადად ის კატეგორია მოდის, ვინც იცნობს ბახმაროს. სასურველია მოაგარაკე წინასწარ თუ გაარკვევს ბინის საკითხს, მაგრამ ბახმაროში ამოსულს ადგილზე შეუძლია ბინის დაქირავება. არის რამდენიმე კერძო საოჯახო სასტუმრო და არის დიდი, ახალი სასტუმროც. უცხოელებიც ჩამოდიან: უკრაინიდან, რუსეთიდან, თურქეთიდან, აშშ-დან… არიან ისეთებიც, რომლებმაც კოტეჯებიც კი შეიძინეს აქ”, – ამბობს დავით საჯაია.
მისი თქმით, ბახმაროში არის კაფე-ბარები, რესტორნები, პოლიკლინიკა, სადაც ქირურგიცაა და სტომატოლოგიც. წელს სიახლე კი ის არის, რომ ბახმაროში მდებარე ორ პარკში უფასო უკაბელო ინტერნეტი იქნება.
რას ნახავთ ბახმაროში – კარგ ამინდში, შუაღამისას, ბახმაროს პატარა მოედნებზე ჯგუფები იკრიბებიან და გრძელ გზას ადგებიან, რომელიც მთის კალთებზე გადის, მთაზე ასულები კი მზის ამოსვლას ელოდებიან. წყვდიადში ჩანს შორეული ქალაქების განათებები, შემდეგ ღამე ტყდება, მზე ამოდის და კოლხეთის დაბლობს ხედავთ. ამბობენ, რომ ეს ულამაზესი სანახაობაა. ზღვის დონიდან 2205 მეტრზე მდებარე მთასაც ასე უწოდებენ – მზის ამოსავალი გორა.
ბახმაროში უნდა ნახოთ მზის ჩასასვლელი გორაც, სადაც ასული ღრუბლებზე მაღლა აღმოჩნდებით.
გომისმთა
ბახმაროდან 25-28 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს გომისმთა, საზაფხულო აგარაკი და საძოვრები, რომელსაც გურული და აჭარელი მწყემსები იყენებენ. ეს ადგილი ბახმაროზე არანაკლები პოპულარობით სარგებლობს მოაგარაკეებს შორის. გომისმთა გარშემორტყმულია წიწვოვანი ტყითა და წყაროებით, აქვე ახლოს, ზღვის დონიდან 2500 მეტრზე, მდებარეობს ჭინჭაოს ტბაც.
კურორტ ბახმაროს დირექტორი დავით საჯაია ამბობს, რომ წელს კურორტის ადმინისტრაცია აპირებს ერთ და ორდღიანი ტურების ორგანიზებას: “აქედან ჯგუფი წავა ცხენებით გამოცდილ გამყოლთან ერთად და გადავლენ სოფელ ზოტში, აჭარულ დასახლებაში, რომელიც 20 კილომეტრის დაშორებითაა. ეს ძალიან საინტერესო სოფელია, თავისი ეთნოგრაფია აქვს, სამზარეულო… იქ იცხოვრებენ კარვებში და მეორე დღეს ჩამოვლენ ბახმაროში. შეთანხმებული ვართ სოფელთან”.
ბახმაროს ერთ-ერთ `ღირსშესანიშნაობად” ითვლება კოცონიც. საღამოობით ბახმაროს ყველა მოედანზე მოაგარაკეები ფიჩხსა და შეშას აგროვებენ და როგორც კი დაღამდება, მოედანზე კოცონს ანთებენ, რომლის ირგვლივ შემომსხდარი მოაგარაკეები სხვადასხვა ისტორიას ყვებიან, თამაშობენ, მღერიან და ცეკვავენ. ბახმაროსა და გომისმთაზე ეს ტრადიცია კურორტების დაარსებისთანავე გაჩნდა და დღესაც ცოცხლობს.
ლეგენდა ბახმაროზე – ლეგენდის თანახმად კურორტის სახელი თავადის ულამაზეს ქალს, მაროს უკავშირდება. მარო ოსმალებმა მოიტაცეს, უკან დადევნებულ მდევარს ხანჯლით განგმირული დაუტოვეს, გვერდით ქვაზე კი, მისივე სისხლით დააწერეს: „ბახ მარო” – ნახეთ თქვენი მარო.
კურორტის დირექტორს უფრო სარწმუნოდ კურორტის სახელწოდების მეორე ვერსია მიაჩნია: “აკადემიკოსი იური სიხარულიძე წერდა, რომ სიტყვა ბახმარო სვანური წარმოშობისაა და გადასასვლელს ნიშნავს. აქ მართლაც გადასასვლელია, შეიძლება გადახვიდე მაღალმთიან აჭარაში, თურქეთშიც. ვფიქრობ, ეს ვერსია უფრო სარწმუნოა”.
ტრანსპორტი – ბათუმიდან ბახმაროში სამარშრუტო ტაქსი ყოველ დღე მოძრაობს, ისევე როგორც ქუთაისიდან. ივლისის ბოლოს კი, კურორტის დირექტორის თქმით, სამარშრუტო ტაქსები თბილისიდანაც იმოძრავებენ. გზა ბათუმიდან ბახმარომდე გამართულია, მგზავრობის ფასი 15 ლარია.
ბათუმის უნივერსიტეტში დეკანის არჩევნები გასული წლის დეკემბერში სამ ფაკულტეტზე ჩატარდა. მათგან მხოლოდ ერთ, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე იყო კონკურენცია, სადაც ორი კანდიდატი – ირაკლი მანველიძე და დეკანის მოვალეობის შემსრულებელი ქეთი ბერიძე იყრიდა კენჭს.
დეკანის არჩევნებში სასურველ კანდიდატს ხმას ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი და ფაკულტეტის საბჭოს წევრი სტუდენტები აძლევდნენ, რომელთაგან ერთ-ერთმა – გიორგი ბოლქვაძემ არჩევნების დასრულებისა და ირაკლი მანველიძის გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ მის მიმართ არჩევნების პროცესში განხორციელდა ზეწოლა ირაკლი მანველიძის მხრიდან და საარჩევნო ბიულეტენის გაუქმება მოითხოვა.
ირაკლი მანველიძე ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილების გაუქმებით მოქმედი დეკანი ავტომატურად არაკანონიერად ცხადდება. „ახლა სასწრაფოდ უნდა გადადგეს ეს დეკანი და მის ნაცვლად დაინიშნოს მოვალეობის შემსრულებელი, იქამდე, სანამ უნივერსიტეტი მიიღებს სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას, სადაც არის მითითება, რომ მან ხელახლა უნდა ჩაატაროს ადმინისტრაციული მოკვლევა ამ საკითხზე და ხელახლა გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი”, – ამბობს ირაკლი მანველიძე.
მისივე განმარტებით, ახლა უნივერსიტეტმა უნდა განიხილოს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის დანიშვნის გზა – იქნება კიდევ ერთი არჩევნები თუ არჩევნების გარეშე, ავტომატურად დაინიშნება პირველ ტურში გამარჯვებული კანდიდატი.
„კედლის ქვედა ნაწილში მოიხატება მიტოვებული სახლის კედელი, კიბითა და სხვადასხვა ძველი ნივთებით, თითქოს ძველი სახლის ინტერიერია. კედლის ზედა ნაწილი კი უფრო სურეალისტურია, მასზე თეატრის მხატვარი ლუკა ბესელია მუშაობს” – ამბობს მხატვარი ირა ტორონჯაძე.
ბათუმელი მხატვრები უშუალოდ კედლის მოხატვაზე კვირაზე მეტია მუშაობენ. მოხატვის დასრულება ”ახალი სცენის” გახსნამდე, თვის ბოლოს იგეგმება.
”ირღვევა როგორც თვითმმართველობის მიერ მიღებული პარკირების საერთო ადგილების სარგებლობის წესები, ასევე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ტექნიკური რეგლამენტი ავტოსადგურებისთვის მგზავრთა გადაყვანის მიზნით სავალდებულო ბაქნების არსებობის შესახებ” – ამბობს ის. მისივე განმარტებით, საერთო პარკირების ადგილებზე უკანონო ავტოსადგურების მოწყობა არღვევს კერძო ავტომფლობელებისა და ქალაქში არსებული სტანდარტული ავტოსადგურების კანონიერ უფლებებს. ასევე დისკომფორტს უქმნის მოსახლეობას, რის გამოც ბათუმის მერია მიმართავს საქალაქთაშორისო მგზავრთა გადამყვან კომპანიებს, ერთი დღის ვადაში შეწყვიტონ საერთო პარკირების ადგილების უკანონო და არამიზნობრივი გამოყენება და მგზავრთა გადაყვანა განახორციელონ ქალაქში არსებული სტანდარტული ავტოსადგურებიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, საერთო პარკირების ადგილების უკანონოდ მოწყობილი ავტოსადგურებისგან გათავისუფლების მიზნით, მერია გამოიყენებს 10-დან 100 ლარამდე ჯარიმებს. ტიტე აროშიძის განმარტებით, მერიას შეუძლია ერთი და იმავე მძღოლი დღეში რამდენჯერმეც დააჯარიმოს.
უკანონო გარემოვაჭრეების შესახებ განცხადება გააკეთა, მერიის ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილების უფროსმა თენგიზ მესხიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში გახშირდა, ქალაქის ცენტრალურ ნაწილსა და ტურისტულ ზონებში, სამართლებრივი საფუძველისა და უსაფრთხოების ტექნიკური პირობების, სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვის გარეშე, ცალკეული პირების მიერ, კუსტარული წესით დამზადებული აპარატებით და კონსტრუქციებით, სხვადასხვა სახის საკვებით უნებართვო გარევაჭრობის ფაქტები, რაც ამავდროულად ზღუდავს საფეხმავლო, ავტომობილების და ველობილიკების სავალ ნაწილზე მოძრაობას.
თენგიზ მესხიძის თქმით, უკანონო გარემოვაჭრეებს დღესვე დაურიგდებათ გამაფრთხილებელი ბუკლეტები და რამდენიმე დღეში დაიწყება მათი დაჯარიმება – ”კიდევ ერთხელ მივმართავთ ადრესატებს და ვთხოვთ დაემორჩილონ თვითმმართველობის კანონიერ მოთხოვნებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ბათუმის მერია გაატარებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილ ზომებს, კერძოდ კი დააკისრებს მათ 500 ლარის ოდენობის ჯარიმებს” – ამბობს ის.
პროგრამაში მონაწილეობდნენ როგორც ქალაქ ბათუმის, ისე აჭარის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეები და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებიც. იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორმა ჯონი კვინიკაძემ მოხალისეებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პროგრამა „მოხალისე“ მომავალშიც ჩვეულებრივად გაგრძელდება და უფრო მეტი ახალგაზრდა შეძლებს მასში ჩართვას. დანაშაულის პრევენციის ცენტრისა და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროგრამა „მოხალისეს“ მიზანია ახალგაზრდებში მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობა.
პროგრამა „მოხალისე“ საქართველოს 13-ვე იუსტიციის სახლში მიმდინარეობდა. ორთვიან აქციაში სულ 535 მოხალისე მონაწილეობდა. პირადობის მოწმობების უფასო აქციის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით, ელექტრონული დოკუმენტი 442 743-მა მოქალაქემ აიღო. აქცია იუსტიციის მინისტრის ინიციატივით 20 აპრილიდან 20 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობდა.
საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ინფორმაციით, გაიზარდა თითოეული მოხსენების რეგლამენტი. წელს თითოეულ სპიკერს, რამდენიმე საათი დაეთმობა თემის სრულყოფილად წარდგენისთვის.
საერთაშორისო კონგრესზე ქართველი სტომატოლოგების გარდა, მოხსენებებს წაიკითხავენ იტალიიდან, გერმანიიდან, რუსეთიდან, პოლონეთიდან და უკრაინიდან მოწვეული სპეციალისტები.
კონგრესზე განიხილება შემდეგი თემები: ბიომიმეტიკური პაროდონტოლოგია, ენდოდონტიური მკურნალობის თანამედროვე ასპექტები, ახალი ტენდენციები რესტავრაციულ სტომატოლოგიაში, მარემინერალიზებელი თერაპია – ესთეტიკური მკურნალობის ელემენტი, მოსახსნელი პროთეზები – ბუნებრივი კბილების იმპლანტაცია CAD/CAM ტექნოლოგია, ინფექციის კონტროლის ახალი პროტოკოლი სტომატოლოგიური კლინიკებისთვის და სხვა.
კონგრესის ფარგლებში დაგეგმილია, რამდენიმე ვიორქშოფი, კერძოდ: ღიმილის ესთეტიკის ანალიზი და დაგეგმარება, CEREC ტექნოლოგიის უპირატესობები” – იაროსლავ სტელმაქსი (უკრაინა); არხთა სისტემის ერთფაილიანი დამუშავება – ახალი პროტოკოლი ენდოდონტიურ მკურნალობაში – ნათია რუსაძე (კომპანია Dentsply-ის კონსულტანტი კლინიკურ საკითხებში) და ბუნებრივი კბილების იმპლანტაცია CAD/CAM ტექნოლოგიით – მარკო ვანინი (მცირე დარბაზი).
როგორ აისახა დაგვიანებული სერვისი საწოლს მიჯაჭვულ პირებზე და რის საჭიროებას ხედავენ დამატებით ბენეფიციარები „მოვლის საჭიროების მქონე პირთა დახმარების პროგრამაში“?
მერიის შინმოვლის სერვისით ნარგიზ მახარაძის 19 წლის შვილი, შშმ პირი სარგებლობს. ის ცერებრალური დამბლითაა დაავადებული. „ძალიან მძიმე მდგომარეობა გვქონდა. ექვსი შვილი მყავს, სოციალურად დაუცველი ვარ და სერვისის შეჩერებამ დიდი პრობლემა შეგვიქმნა. ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობ, სადაც არ არის სველი წერტილი, შორს მიწევს ბავშვის გაყვანა და ძალიან ვიღლები. მედიკამენტები და ჰიგიენური საშუალებები ჩვენთვის დიდი შეღავათია“, – ამბობს ის „ბათუმელებთან“.
დავით დევაძეც შინმოვლის პროგრამით სარგებლობს: „ძალიან გაგვიჭირდა პროგრამის შეფერხების გამო. პენსიით მიწევდა წამლების ყიდვა. ხელზე თრომბი მაქვს და შემპირდნენ, რომ მასაჟს გამიკეთებენ. კარგი იქნება თუ გაუმჯობესდება მომსახურება“.
ნინო დოლიძის ოჯახიდან პროგრამით ორი ადამიანი – ციალა და რუსიკო დოლიძეები სარგებლობენ: „მამიდა და დედა მყავს მწოლიარე. პროგრამა ეხმარება მათ როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე სამედიცინო კუთხით. რომ შეჩერდა, გაგვიჭირდა ძალიან. შინმოვლის სერვისი აუცილებელია, კარგი იქნება, თუ საკვების ნაწილსაც დაამატებენ. ჟანგბადი გვჭირდება ხშირად, ძვირი გვიჯდება მისი შეძენა და კარგია, თუ ამ კომპონენტსაც გაითვალისწინებენ. როცა შეტევა აქვს, სასწრაფოს უფასოდ კი მიჰყავს, მაგრამ უკან წამოყვანა 60 ლარი გვიჯდება“.
როგორც ბენეფიციარები ამბობენ, პროგრამის ფარგლებში ისინი კვირაში სამი ლარის მედიკამენტებსა და სამი ლარის ჰიგიენურ საშუალებებს იღებენ. კოალიციის – „შინმოვლა საქართველოში“ აღმასრულებელი დირექტორის უჩა ვახანია `ბათუმელებთან~ ამბობს, რომ შინმოვლის პროგრამის შემუშავებაში მერიას კოალიცია უწევდა პარტნიორობას. „ჩვენ მერიას შევთავაზეთ, რომ რაღაც საკვალიფიკაციო მონაცემები შემუშავებულიყო პროგრამის ეფექტურად განხორციელების მიზნით. მერია დაგვთანხმდა“.
უჩა ვახანიას თქმით, პროგრამაში მთავარი კომპონენტი უნდა ყოფილიყო შინმოვლაში ჩართული პირების 70-საათიანი გადამზადება და ამ სფეროში გამოცდილება. თუმცა, მერიამ ტენდერის გამოცხადების დროს ეს შეთანხმება დაარღვია. მერიამ სატენდერო მოთხოვნებში გადამზადების საათები 70-იდან 60-მდე შეამცირა, გამოცდილების მუხლი კი საერთოდ ამოიღო“.
როგორც მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, გასულ წელს სატენდერო პირობებში არ იყო მითითებული, რომ პროგრამის განმახორციელებელი პირი სამედიცინო პროფილის უნდა ყოფილიყო. მიმდინარე წელს კი კოალიციის მოთხოვნით, ეს პირობა ჩაიდო.
„ამის მიუხედავად, მერიამ ტენდერში არაკვალიფიცირებულ შპს „თრასთ კოლაბორეიშენს“ გაამარჯვებინა. შედეგი ჩვენ გავასაჩივრეთ, ამ კომპანიას არც პროფილი ჰქონდა სამედიცინო და არც გამოცდილება შინმოვლაში. ამის გამო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს დავების საბჭომ მას დისკვალიფიკაცია მიანიჭა“, – ამბობს კოალიციის ხელმძღვანელი.
„თრასთ კოლაბორეიშენმა“ ტენდერში მეორედაც მიიღო მონაწილეობა და ისევ გაიმარჯვა. კოალიციამ კი შედეგი ამჯერადაც გაასაჩივრა. „მესამედ მერიამ სატენდერო პირობებიდან ამოიღო ის მოთხოვნები, რის გამოც დავების საბჭო კომპანიას დისკვალიფიკაციას აძლევდა. ამჯერად გამარჯვებული გახდა ქირურგიული კლინიკა „სავლე“, რომელსაც ასევე არ აქვს შინმოვლაში გამოცდილება და არის „თრასთ კოლაბორეიშენის“ ქვეკონტრაქტორი. ფაქტობრივად, მესამედაც ისევ ამ კომპანიას გაამარჯვებინეს“, – ამბობს უჩა ვახანია და დასძენს, რომ რადგან პროცესი ჩიხში შევიდა და ადამიანები სერვისის გარეშე დარჩნენ, კოალიციამ შედეგების მესამედ გასაჩივრებაზე უარი თქვა.
ბათუმის მერიის ჯანდაცვის განყოფილების ხელმძღვანელი მარინა რუხაძე ამბობს, რომ შინმოვლის სფეროში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურად დადგენილი სტანდარტები არ აქვს. ამიტომ შემსყიდველ ორგანიზაციას აქვს უფლება თავად დაადგინოს მოთხოვნები.
„კოალიცია ნამდვილად გვეხმარებოდა ამ პროგრამის შემუშავებაში და მათი მოთხოვნა იყო სწორედ, რომ სპეციალისტების გადამზადების მუხლში 60 საათი დაგვემატებინა. გასულ წელს ონკოლოგიური ცენტრი და კოალიციის პარტნიორი „გენეზისი“ მონაწილეობდნენ პროგრამის განხორციელებაში და არანაირი პრობლემა არ წარმოქმნილა. წელს მათ მოითხოვეს ცვლილებები კომპონენტებში“.
მარინა რუხაძის თქმით, „თრასთ კოლაბორეიშენმა“ იმიტომ გაიმარჯვა ტენდერში, რომ თავიდან სატენდერო მოთხოვნებში სამედიცინო პროფილი მითითებული არ იყო. „ცვლილებებმა გარკვეული პრობლემები წარმოქმნა, ამიტომ გავამარტივეთ ტენდერი და ამოვიღეთ დამატებული მოთხოვნები.“ გამარტივებული მოთხოვნების შემდეგ ტენდერში ქირურგიულმა კლინიკამ „სავლემ“ გაიმარჯვა, რომელიც კოალიციის ხელმძღვანელის თქმით, „თრასთ კოლაბორეიშენის“ ქვეკონტრაქტორია და ასევე არ აქვს შინმოვლის გამოცდილება. მერიას ამოჩემებული ჰყავს ეს კომპანია, მისი ფავორიტია და აღარ აქვს მნიშვნელობა მოთხოვნებს“.
მარინა რუხაძე: „მერიის სტანდარტების მიხედვით, პროგრამით მოსარგებლე პირები დიდი ოდენობით მედიკამენტებსა და ჰიგიენურ საშუალებებს იღებენ, კოალიციას ამაზეც ჰქონდა პრეტენზია. შინმოვლის სტანდარტი არ ითვალისწინებს ასეთ დახმარებასო, მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ ადამიანებისთვის მხოლოდ ფსიქოლოგიური საუბრები არ იქნება საკმარისი. საწოლში მყოფ ადამიანს პირველ რიგში სწორედ ჰიგიენა და მედიკამენტები ესაჭიროება. სამომავლოდ მერია აპირებს შინმოვლის პროგრამაში მედიკამენტების და ჰიგიენური საშუალებების გარდა სურსათის კომპონენტის დამატებასაც, თუმცა ეს ჯერ მხოლოდ სურვილის დონეზეა.
საერთოდ, შინმოვლა პირველად „კარიტასმა“ შემოიტანა საქართველოში და ჩვენ ხშირად გვაქვს მათთან კონსულტაციები. მედიკამენტებისა და ჰიგიენური საშუალებების ნაწილშიც ჩვენ ავუხსენით მათ, თუ რატომ იყო პროგრამაში ამ კომპონენტის ჩადების აუცილებლობა. შინმოვლის გერმანული, შვეიცარული მოდელიც არსებობს, თუმცა, არაპროფესიონალიზმში ვერ დაგვდებენ ბრალს, რადგან, როგორც აღვნიშნე, ბევრ კომპეტენტურ ორგანიზაციასთან და ექსპერტთან გავდივართ კონსულტაციებს“.
მარინა რუხაძის თქმით, პროგრამის შეფერხების მიუხედავად, ბენეფიციარებს, რომლებმაც წერილობით მიმართეს, დახმარება მერიის სხვა პროგრამის ფარგლებში გაეწიათ. „ვინც დაგვირეკა, მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამიდან 200- ლარიანი ვაუჩერი გადაეცათ“. თუმცა, კონკრეტულად რამდენმა პირმა მიიღო ასეთი დახმარება, მარინა რუხაძეს არ ახსოვს.
„მოვლის საჭიროების მქონე პირთა დახმარების პროგრამით“ თითქმის ყველა ასაკის ადამიანი სარგებლობს, მათ შორის ორი ბავშვია. პროგრამა გათვალისწინებულია შეზღუდული შესაძლებლობისა და ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის.
პროგრამის სატენდერო თანხა 170 ათასი ლარი იყო. ამჟამად პროგრამის ბიუჯეტი მხოლოდ 57 ათასი ლარია.
უჩა ვახანიას განცხადებით, ჩაშლილმა ტენდერმა საბოლოო ჯამში ბენეფიციარები აზარალა: „პრობლემაა ის, რომ პროგრამის ბიუჯეტი 170 ათასი ლარიდან ჩამოვიდა 57 ათას ლარზე, აქედან 15 ათას ლარზე მეტი არის სავალდებულო დასახარჯი თანხა მედიკამენტებზე. 90 ადამიანს 6 თვის განმავლობაში უნდა მოუარონ 25 ათას ლარად, რაც წარმოუდგენელია და ეს არის პირადად მერიის პასუხისმგებლობა“.
სამომავლოდ მერია აპირებს თავად შეარჩიოს მონიტორინგის ჯგუფის წევრები პროგრამის მონიტორინგისთვის. ასევე წევრებს ცალკე შეარჩევს კოალიციაც.
ბაირამის ლოცვის შემდეგ, მუფტ ბეგლარ ქამაშიძეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე შეხვდა.
„მან ბაირამი მოგვილოცა. მეჩეთის პროექტით გაფართოვებასა და გაკეთებაზე ჩვეულებრივ რეჟიმში ვმუშაობთ. მინდა კიდევ ერთხელ ავღნიშნო, რომ სახელმწიფო გვერდში უდგას მუსლიმ მრევლს და მათ საჭიროებებს აუცილებლად გაითვალისწინებს” – აღნიშნა ბეგლარ ქამაშიძემ.
ბიძინა ჯიბლაძე: კანონი უკვე შესულია ძალაში და ჩვენი ქმედებებიც კანონის შესაბამისი იქნება. გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმები და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ კანონის მიზანია მომხმარებელთა ინტერესების დაცვა და ამ სფეროში ერთიანი პოლიტიკის არსებობა. კანონის მოქმედების სფერო ვრცელდება იმპორტზე და ასევე, ბაზარზე განთავსებულ სურსათზე. კონტროლი განხორციელდება როგორც საბაჟოზე, ასევე ქსელში.
პროდუქციის მარკირების განხორციელება ვისი ვალდებულებაა – იმპორტიორის თუ სავაჭრო ქსელის?
იმპორტიორია ვალდებული შემოტანილი პროდუქციის ეტიკეტზე ჰქონდეს მითითებული არის თუ არა პროდუქცია გენმოდიფიცირებული, ეტიკეტის მარცხენა ზედა კუთხეში უნდა იყოს განთავსებული მარკირება და წრიულ ფორმაში უნდა იყოს ჩანაწერი – GMO, თუ პროდუქტი გენმოდიფიცირებული ორგანიზმია, თუ გენმოდიფიცირებული პროდუქტია – GM. წარწერა უნდა იყოს მკვეთრად გამოსახული და ადვილად აღქმადი. გარდა ამისა, თუ იმპორტიორს შემოაქვს ისეთი პროდუქტი, რომლის ეტიკეტირება შეუძლებელია, ვთქვათ, გადასაწონი პროდუქტია, ასეთ შემთხვევაში თანმხლებ დოკუმენტაციაში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ინფორმაცია.
ასაწონი პროდუქტი ახსენეთ, ვთქვათ შაქრის, ბრინჯის ან სოიის შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელმა როგორ უნდა მოახდინოს GMO-ს იდენტიფიცირება, გამყიდველი ეტყვის, რომ გენმოდიფიცირებულ პროდუქტს ყიდის?
ასაწონი პროდუქტი სადაც დევს, იქ უნდა იყოს გენმოდიფიცირების ნიშანი მითითებული. ეს ყველაფერი კანონით არის დადგენილი და ვალდებულება არსებობს როგორც ეტიკეტირებული, ასევე ასაწონი სურსათის შემთხვევაშიც.
იმ პროდუქტთან დაკავშირებით, რომელიც უკვე შემოსულია ბაზარზე, რა ზომები გატარდება?
ყველა სურსათს გააჩნია მიკვლევადობა. შეუძლია გაყვეს ინფორმაციას და დისტრიბუტორისგან ან საბაჟოზე მიიღოს ინფორმაცია. ამას კანონი ავალდებულებს, რომ ნებისმიერ ეტაპზე შესაძლებელი იყოს ინფორმაციის დადგენა სურსათის შესახებ. შესაბამისად, ეტიკეტირება უკვე შემოტანილ პროდუქტზე პრობლემას არ წარმოადგენს. თუ ამას საწარმო ან რეალიზატორი არ გააკეთებს, ასეთი სურსათი ექვემდებარება განადგურებას.
თუ არ მოიკვლია რეალიზატორმა ინფორმაცია, ამ შემთხვევაში რა სანქციები გატარდება?
კანონის დარღვევა ექვემდებარება 200-ლარიან ჯარიმას და სანამ ამ მოთხოვნებს არ გამოასწორებს, ისე აღნიშნულ პროდუქციას ვერ გაყიდის. საერთოდ, ნორმების დარღვევის შემთხვევაში კანონი ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას ითვალისწინებს 5 000 ლარით. კანონის განმეორებით დარღვევის შემთხვევაში კი – 10 000 ლარით. თუ ხარვეზი არ აღმოიფხვრება, შემოტანილი სურსათიც განადგურდება.
სახელმწიფო კონტროლი რა ფორმით და ინტენსივობით განხორციელდება?
ლაბორატორიული გზით. ბუნებრივია, პროდუქტი გენმოდიფიცირებულია თუ არა, ამას ვიზუალურად ვერ დაადგენ. სახელმწიფო კონტროლის პროგრამაში იქნება ალბათ ჩადებული გენმოდიფიცირებული ორგანიზმისა და პროდუქტის იდენტიფიკაციასთან დაკავშირებული გამოკვლევები. საბაჟოზე ამას ალბათ შემოსავლების სამსახური გამოიკვლევს, ბაზარზე, ანუ ქვეყანაში შემოსულ სურსათზე მონიტორინგს ვაწარმოებთ ჩვენ.
ეტიკეტირებას ნებისმიერი პროდუქცია ექვემდებარება?
ნებისმიერი პროდუქტი, მათ შორის ხილი, ბოსტნეული, რომელიც შეიცავს 09 პროცენტზე მეტი რაოდენობით გენმოდიფიცირებულ ორგანიზმს.
მარკეტებსა და მსხვილ სავაჭრო ქსელებში ალბათ უფრო ადვილია პროდუქციის კონტროლი, მაგრამ იმპორტირებული სურსათი იყიდება სავაჭრო ქსელის გარეთაც. ამის მონიტორინგი როგორ განხორციელდება?
გარევაჭრობის შემთხვევაში ეს საკმაოდ რთული იქნება და ეს არც ექვემდებარება ჩვენს მონიტორინგს, რადგან მოვაჭრე თუ არ არის რეგისტრირებული ბიზნესოპერატორად, მის მიმართ სახელმწიფო კონტროლის განხორციელება შეუძლებელი ხდება. კანონის მიზანია, მომხმარებელს მისცეს არჩევანის საშუალება, დანარჩენი მომხმარებლის გადასაწყვეტია, იყიდის გენმოდიფიცირებულ პროდუქტს თუ არა.
როდის გამოჩნდება მარკირებული პროდუქცია ბაზარზე?
წესით, უკვე უნდა გამოჩნდეს ეტიკეტირებული პროდუქტი, რადგან პირველი ივლისიდან ძალაშია ნორმების ამოქმედება.
სამინისტროს ცნობით, პროგრამის მიზანია თხილის წარმოების, გადამუშავებისა და რეალიზაციის ერთიანი ციკლის შექმნა, თხილის თვითღირებულების შემცირება და ექსპორტის შესაძლებლობების გაზრდა.
პროექტის ფარგლებში, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, კერძოდ კი სოფელ დარჩელში, უკვე დაიწყო ნაჭუჭიანი თხილის საშრობი მანქანა-დანადგარებისა და სასაწყობე ფართის მოწყობა. აღნიშნულ საწარმოს შესაძლებლობა ექნება ყოველდღიურად 24 ტონამდე ნაჭუჭიან თხილი გამოაშროს და 500 ტონამდე თხილი შეინახოს. დარჩელის თხილის საშრობი და შესანახი საწარმო მოხმარებაში გადაეცემა კონკურსის წესით გამარჯვებულ თხილის კოოპერატივს, რომლის წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს 500 მეპაიეზე ნაკლები.
კოოპერატივს, რომელსაც დარჩელის საწარმო მოხმარებაში გადაეცემა, ვალდებულია 2018 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს გლობალური სოფლის მეურნეობის საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა, ხოლო 2019 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს იჯარით აღებულ საწარმოში საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის დანერგვა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, თხილის საშრობის და სასაწყობე საწარმოს მშენებლობის დასრულება 2015 წლის აგვისტოს ბოლოსთვის არის დაგეგმილი. ამ ეტაპზე, პროგრამაში მონაწილეობის მსურველი კოოპერატივის მოძიებისა და რეგისტრაციის პროცედურები მიმდინარეობს.
23 ივლისს თბილისიდან ბათუმში მატარებლის სპეციალური რეისი TBC JAZZ EXPRESS გავა. “ეს იქნება სიურპრიზებით სავსე, ყველაზე სახალისო და სასიამოვნო მგზავრობა ბათუმში”- წერია თიბისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ადგილები შეზღუდულია. JAZZ EXPRESS-ის ჩქაროსნული რეისი რკინიგზის ცენტრალური სადგურიდან 23 ივლისს 09:40-ზე დაიძვრება და ბათუმში 15:40-ზე ჩავა. JAZZ EXPRESS -ით მგზავრობა უფასოა.
როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის, აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი გოგოტა გოგიტიძე “ბათუმელებს” უყვება, თურქეთის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ინციდენტიდან მეორე დღეს მასთან სასტუმროში მივიდნენ და თურქი ხალხის სახელით ბოდიში მოუხადეს.
არასამთავრობოებისა და ჟურნალისტების შეხვდრას საქართველოს გენერალური კონსული თურქეთში ავთანდილ მიქაცაძე ესწრებოდა. გოგიტა გოგიტიძე ამბობს, რომ ამ შეხვედრების ორგანიზებასა და ინფორმაციის გავრცელებში მათ თურქეთში საქართველოს კონსული ეხმარებოდა.
ჟურნალისტები ბათუმიდან თურქეთში სამშაბათს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გასაშუქებლად წავიდნენ. ინციდენტი რიზეს საავადმყოფოს ეზოში მოხდა, სადაც შეკრებილი იყვნენ ავტოავარიის დროს დაშავებული მოქალაქების ახლობლები. ამ ავტოკატასტროფის დროს საქართველოს ერთი მოქალაქე დაიღუპა და ორი დაშავდა.
სასამართლო დავის პროცესში იმ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელზეც ლიანა დიასამიძე მუშაობდა, გამოცხადდა კონკურსი. ამ კონკურსის შეჩერების მოთხოვნით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სასამართლოს მიმართა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გამოცხადებული კონკურსი 14 ივლისს შეჩერდა.
„მიგვაჩნია, რომ საატესტაციო კომისიის მუშაობა არ იყო იმ ფორმით წარმართული, სადაც შესაძლებელი იქნებოდა მოხელის პროფესიული უნარ-ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობისა და პირადი თვისების დაკავებული თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. კომისიას არ ჰქონდა წინასწარ შემუშავებული კითხვების ფორმულირება და მათ მიერ გასაუბრების ეტაპზე თითოეული კონკურსანტისთვის დასმული შეკითხვები იყო სპონტანურად მოფიქრებული-“ამბობს „ბათუმელებთან“ საუბრისას გიორგი ხიმშიაშვილი.
ლიანა დიასამიძე საკრებულოში 2004 წლიდან მუშაობდა. ის სამსახურიდან საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე 2015 წლის 20 აპრილს გათავისუფლდა, მას შემდეგ რაც მან ატესტაციის მეორე ეტაპი – გასაუბრება ვერ გადალახა. საიას აჭარის ფილიალის ინფორმაციით, ლიანა დიასამიძემ ატესტაციის პირველი ეტაპი- ტესტირება წარმატებით გაიარა და 60 ქულიდან 57 ქულა დააგროვა.
მიუხედავად ტესტირების ეტაპზე ნაჩვენები მაღალი შედეგებისა, კომისიამ მიიჩნია, რომ ლიანა დიასამიძე ვერ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს თანამდებობის დასაკავებლად.
გიორგი ხიმშიაშვილს მიაჩნია, რომ კომისიას გადაწყვეტილების მიღებისას დარღვეული აქვს ადმინისტრაციული სამართალწარმოების პრინციპები:“ კომისიის გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული, რის გამოც ობიექტურად შეუძლებელია დავადგინოთ, თუ რა ასპექტში ვერ აკმაყოფილებს ლიანა დიასამიძე კანონის მოთხოვნებს.“
როგორც ბათუმის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი ჩძეიძე ამბობს, ველობილიკების გადაღებვის სამუშაოები საგზაო ნიშნების გადაღებვის დასრულების შემდეგ დაიწყება.
„ჯერჯერობით მიმდინარეობს [ქალაქის ტერიტორიაზე] საგზაო მონიშვნების სამუშაოები (თეთრი საღებავით), რომლის თითქმის 80% დასრულებულია. დაგვრჩა „ხოფის“ მონაკვეთი და გამსახურდიას ქუჩა. წვიმამ შეგვიშალა ხელი და გადაგვივადდა, თორემ აქამდე იქნებოდა გაკეთებული. თეთრი ნიშნულების მერე უნდა გადაიღებოს ყვითელი ნიშნულები, ანუ ავტობუსის გაჩერებები, რომლის პარალელურად ველობილიკების გადაღებვითი სამუშაოებიც დაიწყება (წითელი საღებავით). საგზაო მონიშვნები ყოველწლიურად ხდება, ველობილიკები უფრო მდგრადია და მას ვღებავთ ფაქტობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე. საღებავები შეძენილია და საწყობში გვაქვს“.
გიორგი ჩხეიძის თქმითვე, სააგენტომ 50 000 ლარის ღირებულების საღებავი ტენდერის საფუძველზე შეიძინა, ხოლო სამუშაოებს სააგენტოს მუშები ასრულებენ.
ერთ-ერთი ბრალდებული სახლში აღმოჩენილი აპარატურა. კადრი შს სამინისტრო სმიერ გავრცელებული ვიდეოდან.
გამოძიების ვერსიით, შ.ბ-მ და გ. ბ-მ კომპიუტერული მოწყობილობა ე.წ. სიმ ბოქსი შეიძინეს. აღნიშნულ კომპიუტერულ მოწყობილობაში, რომელშიც ინტერნეტტრაფიკის მეშვეობით საერთაშორისო ზარები შედიოდა, ბრალდებულები ათავსებდნენ „ჯეოსელის“, „მაგთიკომის“ და „ბილაინის“ სიმ-ბარათებს.
შს სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სიმ-ბარათების მეშვეობით ინტერნეტტრაფიკით მიღებული ზარები გარდაიქმნებოდა და საბოლოო ობიექტთან ხორციელდებოდა, როგორც შიდა ანუ ლოკალური ზარი. ე.წ. სიმ ბოქსი ზარის მიმღებს აწვდიდა იმ ნომრის მონაცემებს, რომლებიც სიმ ბოქსში იყო მოთავსებული და არა რეალურად ზარის წამომწყების ნომერს. შეცვლილი კომპიუტერული მონაცემების შედეგად, ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიები საერთაშორისო ზარების მომსახურების კანონით დადგენილი ქვედა ზღვრული ტარიფის ნაცვლად იღებდნენ გაცილებით ნაკლებს – ლოკალური ზარებისთვის განსაზღვრულ მინიმალურ თანხებს. ბრალდებულებმა ჩადენილი ქმედებით შპს „ჯეოსელს“, შპს „მაგთიკომს“ და შპს „ბილაინს“ ჯამში 95 ათასი ლარის ოდენობის ზარალი მიაყენეს.
სამართალდამცველებმა ბათუმში, შ. ბ-ს საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს: ე.წ. სიმ ბოქსი, „ჯეოსელის“, „მობიტელისა“ და „მაგთიკომის“ 5000 ცალი სიმ-ბარათი, თანხის დაუფლების ამსახველი დოკუმენტაცია და სხვა ჩანაწერები.
პოლიციამ თბილისში, გ. ბ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ე.წ. სიმ ბოქსი და სიმ-ბარათები ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება მიმდინარეობს კომპიუტერული მონაცემის უნებართვო შეცვლისა და მოტყუებით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 286-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).
“ბათუმელების” ინფორმაციით, ბრალდებულებს აღკვეთი ღონისძიება თბილისის საქალაქო სასამართლომ დაახლოებით 2 კვირის წინ შეუფარდა.
საქმეს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი განიხილავდა, სასამართლო დარბაზი თითქმის სავსე იყო. ბრალდებული სასამართლო დარბაზში პოლიციის თანამშრომლებმა მიიყვანეს. სასამართლო პროცესზე გაირკვა, რომ ბრალდებული ზესტაფონის პოლიციაში საკუთარი ფეხით მივიდა, შესაბამისად, სიმართლეს არ შეესაბამება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაცია, თითქოსდა ბრალდებული – “შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს”.
პროკურორმა რამაზ შავაძემ სასამართლოს განუმარტა, რომ 20 წლის მამაკაცი გოგონას განზრახ მკვლელობის მცდელობაშია ბრალდებული წინასწარი შეცნობით, შურისძიების მოტივით. სახელმწიფო ბრალმდებლის ინფორმაციით, საქმეში ასევე ინახება დაზარალებულის ტელეფონში აღმოჩენილი მოკლე ტექსტური შეტყობინებები. პროკურორმა თქვა, რომ ბრალდებული გოგონას სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. საქმეში ასევე ინახება თვითმხილველების ჩვენებები, დაკავების ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ბრალდებულის აღიარებითი ჩვენება.
მოსამართლის კითხვაზე, მხარეები ხომ არ საუბრობენ საპროცესო შეთანხმებაზე, პროკურორმა უპასუხა, რომ ასეთი რამ საერთოდ არ განიხილება. გოგონას დანით გულმკერდის არეში ერთი შემავალი ჭრილობა აქვს მიყენებული, ასევე დაზიანებები აქვს სხეულის სხვადასხვა ნაწილში. 7 ივნისის მდგომარეობით, ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. იმ მოტივით, რომ ბრალდებულმა ზეგავლენა არ მოახდინოს მოწმეებზე, ხელი არ შეუშალოს მტკიცებულებების მოპოვებას ან არ ჩაიდინოს ახალი დანაშაული, პროკურორმა ბრალდებულის წინასწარი პატიმრობა მოითხოვა. ადვოკატებმა – დავით კეკელიძემ და მამუკა ჭუმბურიძემ სასამართლოში განაცხადეს, რომ მოწმეები ძირითადად პოლიციის თანამშრომლები არიან და ბრალდებული ამიტომაც მათზე ზეგავლენას ვერ მოახდენს.
ის, რომ ბრალდებული პოლიციაში საკუთარი ფეხით გამოცხადდა, ადრე ნასამართლევი არ არის – შემამსუბუქებელ გარემოებად შეაფასეს ადვოკატებმა და მისი წინასწარი პატიმრობიდან გირაოს საფუძველზე გათავისუფლება მოითხოვეს. მოსამართლის კითხვაზე, როგორ მოახერხებს ბრალდებულის ოჯახი გირაოს საფასურის გადახდას, ადვოკატმა თქვა, რომ ნათესავების იმედი აქვთ, “ფულს შეაგროვებენ”, ან მშობლები უძრავ ქონებას დააგირავებენ.
აღკვეთი ღონისძიების შეფარდებისას პროკურორმა ბრალდებულს ჰკითხა: “აპირებდით თუ არა მიმალვას? ემუქრებოდით თუ არა დაზარალებულს? ადვოკატმა პროკურორის კითხვები გააპროტესტა. “ჩემ დიდ პატივისცემას ვადასტურებ პროკურორის მიმართ, მაგრამ ეს დაკითხვის ფორმას ჰგავს. ჩვენ დღეს წინასწარი პატიმრობის საკითხს განვიხილავთ”, – თქვა მამუკა ჭუმბურიძემ, ადვოკატმა. ბრალდებულმა განაცხადა, რომ იყო შეშინებული და აპირებდა მიმალვას, თუმცა მოგვიანებით, როცა გაიაზრა მისი საქციელი, პოლიციაში მისვლა გადაწყვიტა. მეორე შეკითხვას ბრალდებულმა არ უპასუხა.
მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა და ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო პროცესზე ადვოკატებმა თქვეს, რომ ბრალდებული ინანიებს ჩადენილ დანაშაულს. 16 წლის გოგო ბათუმში 4 ივნისს დაჭრეს. იმ დღის განმავლობაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბრალდებული დაზარალებულზე შეყვარებული იყო. აღნიშნული დანაშაული 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. შემდეგი სასამართლო პროცესი 29 აგვისტოს გაიმართება.
კანონი არ განსაზღვრავს, რამდენი საქმის განხილვის ვალდებულება ან შესაძლებლობა აქვს მოსამართლეს დღის განმავლობაში. მოსამართლის სამუშაო დღე დილის 10 საათზე იწყება და 18 საათზე სრულდება, თუმცა მოსამართლის გადაწყვეტილებით, სასამართლო პროცესი შესაძლოა არასამუშაო საათებშიც გაგრძელდეს, ასეთი ფაქტი ბათუმის საქალაქო სასამართლოშიც ყოფილა.
სისხლის სამართლის საქმეების განრიგი ყოველდღიურად სასამართლოს ჰოლში და ოფიციალურ ვებგვერდზე თავსდება, თუმცა, ამ განრიგში არ ხვდება აღკვეთი ღონისძიების შეფარდების შესახებ ჩატარებული სასამართლო პროცესები.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში ერთი კვირის განმავლობაში ერთი მოსამართლე მორიგეობს, რომელიც აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავს, ამის პარალელურად მორიგე მოსამართლე იხილავს საქმეებსაც. ბათუმის საქალაქო სასამართლოდან მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 7 მაისიდან 7 ივნისის ჩათვლით პერიოდში, 16 დღის განმავლობაში მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილს საერთოდ არც ერთი საქმე არ განუხილავს. შესაბამისად, მან 138 სისხლის სამართლის საქმის განხილვა 14 დღეში მოასწრო.
იმავე პერიოდში მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა სულ 85 საქმე განიხილა. 11 დღის განმავლობაში ბეჟანიშვილს საქმეები საერთოდ არ განუხილავს, მაგრამ 14 საქმე განიხილა, მაგალითად, 16 მაისს, 16 საქმე განხილული აქვს 15 მაისს, დანარჩენ დღეებში კი ორ-ორი საქმე აქვს განხილული. იმავე პერიოდში მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძეს ყველაზე მეტი – 17 სისხლის სამართლის საქმე ერთ დღეში აქვს განხილული [28 მაისს]. მას მოცემულ პერიოდში 12 დღე ჰქონდა ისეთი, როცა არც ერთი საქმე არ განუხილავს, ხოლო შვიდი დღის განმავლობაში ორ-ორ საქმეს განიხილავდა.
ამავე პერიოდში ერთ დღეში მაქსიმუმ 12 სისხლის სამართლის საქმე აქვს განხილული ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს დავით მამისეიშვილს, ყველაზე ცოტა კი – 2 საქმე. მას არც ერთი საქმე არ აქვს განხილული 16 დღის განმავლობაში, ერთი თვეში მოსამართლე დავით მამისეიშვილს კი სულ 65 საქმე განუხილავს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მოწოდებული საერთო სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 7 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარისგან განსხვავებით, საერთოდ არ განუხილავს საქმე. ამ პერიოდში 121 საქმე განუხილავს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის კოლეგიის მოსამართლე გიორგი გოგინაშვილს, 26 საქმე განუხილავს ლაშა ჩხიკვაძეს, 13 – ეკა არეშიძეს, ზვიად ესაბუას კი – 1.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის 33 მოსამართლე ჰყავს.
ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილი “ბათუმელებთან” ამბობს, რომ მისთვის აღნიშნული სტატისტიკური ინფორმაცია უცნობი იყო. მისი შეფასებით, ეს მოცემულობა მოსამართლეებს არათანაბარ პირობებში აყენებს. ადვოკატის მოსაზრებით, სისხლის სამართლის მოსამართლე დღის განმავლობაში 8-10 საქმეს თუ განიხილავს, ეს რაოდენობა აუცილებლად აისახება ხარისხზე: “მოსამართლეებიც ადამიანები არიან. შეუძლებელია ამდენი რამის დამახსოვრება. მე როცა 3-4 საქმეზე გამოვდივარ დღის განმავლობაში, მიჭირს.
მით უფრო, როცა ადვოკატი, მართალია, საქმეს სწავლობს, მაგრამ უფრო ცალმხრივად უყურებს. მოსამართლემ ორივე მხარის პოზიცია უნდა შეისწვლოს, ბრალდებისაც, დაცვისაც, მისი პოზიცია უნდა ჩამოაყალიბოს, რა თქმა უნდა, ეს ძალიან ძნელია, 3-4 საქმეზე მეტი საქმის განხილვის შემთხვევაში ვერ განიხილავს მოსამართლე იმ ხარისხით, როგორც პირველ ორ საქმეს. მოსამართლეებიც წუხან და ჩივიან ამაზე, მაგრამ ამას მოსამართლე არ წყვეტს, აუცილებელია დაემატოს მოსამართლეები და სასამართლო დარბაზები – თბილისის საქალაქო სასამართლოში ხშირია შემთხვევა, რომ მოსამართლეებს დარბაზები არ ჰყოფნით და რიგში დგომა უწევთ. ფაქტობრივად უხარისხოდ და ფორმალურად განიხილავენ საქმეებს. თუ უნდათ კვალიფიციური სასამართლო, ეს ყველაფერი უნდა გაითვალისწინონ”.
ადვოკატი იმ ფაქტს, რომ ერთი მოსამართლე თვის განმავლობაში 1 საქმეს განიხილავს, მეორე კი ასზე მეტს, “უცნაურს” და “მახინჯ პრაქტიკას” უწოდებს.
ერთი მოსამართლე დღის განმავლობაში საშუალოდ რამდენ საქმეს უნდა განიხილავდეს? – “ბათუმელების” ამ კითხვაზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ უპასუხა, რომ ასეთი შეფასების გაკეთება ძნელია: `გააჩნია საქმის სიმძიმეს”. მორიგ კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა დღეში, მაგალითად, 12 აღკვეთი ღონისძიების საქმის განხილვა ერთი მოსამართლის მიერ, გვენეტაძემ უპასუხა, რომ ეს “შეუძლებელია, რადგან ეს არის ღია სასამართლოს სხდომები, სადაც პროცესუალური წესებია დასაცავი, სამუშაო საათები კი არის 10-დან 6 საათამდე, გამონაკლისის გარდა”.
ნინო გვენეტაძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს ერთი მოსამართლის მიერ დღეში ოცამდე საქმის განხილვის ფაქტიც შეაფასა: “შეიძლება იყოს არგუმენტები გამამართლებელი, რომ იქ იყო ვადებთან დაკავშირებული პრობლემები, მაგრამ მთავარია არა რაოდენობა, არამედ შედეგი, რამდენად ეფექტური და დასაბუთებული იყო მოსამართლის გადაწყვეტილება. თუ გვყავს ასეთი შესაძლებლობების მქონე მოსამართლეები, რომლებსაც შეუძლიათ დღის განმავლობაში განახორციელონ მაღალი ხარისხის სამართალწარმოება, მაგალითად, 12 საქმეზე, ეს მისასალმებელია. ჩვენ იქეთკენ მივდივართ, რომ მოსამართლეები განვტვირთოთ და შევუმსუბუქოთ ყოფა. ჩვენი მიზანია, ვიზრუნოთ გადაწყვეტილების ხარისხზე და არა რაოდენობაზე” – ამბობს გვენეტაძე.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ბათუმში დაახლოებით ერთი თვის წინ იმყოფებოდა. მაშინ ის მოსამართლეებს სამ კანონში – “საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ”, “საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ”, “უზენაეს სასამართლოში საკასაციო საჩივრების დასაშვებობის კრიტერიუმების შესახებ” – შესატან ცვლილებებზე ესაუბრა. ნინო გვენეტაძემ შეხვედრაზე განაცხადა, რომ კანონში ცვლილებების შედეგად მოსამართლეებს საქმეები ელექტრონული წესით გაუნაწილდებათ [ახლა სასამართლოს თავმჯდომარეები ანაწილებენ], სასამართლოს თავმჯდომარეს კი თავად მოსამართლეები აირჩევენ.
ინგლისურენოვანი გაზეთის – AJARA BUSINESS WEEK-ის დამფუძნებლებმა დღეს ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ გამართულ პრეზენტაციაზე აჭარის ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ადგილობრივ მედიას უმასპინძლეს. პეზენტაციას უძღვებოდა კომპანია „ჯეპრას“ უფროსი პარტნიორი კახა მაღრაძე, რომელმაც ვრცლად ისაუბრა იმაზე, თუ რატომ გადაწყვიტეს აჭარაში არსებულ ბიზნესჯგუფებზე ორიენტირებული გაზეთის გამოცემა:
„აჭარა კარგი გაგებით ცხელი წერტილია ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით – აქ ეკონომიკური ცხოვრების ტემპი საკმაოდ მაღალია დანარჩენ საქართველოსთან შედარებით. გარდა ამისა, აჭარა სპეციფიკურია იმითაც, რომ საკმაოდ ბევრი უცხოელი ინვესტორია წარმოდგენილი. აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ იყოს გაზეთი ინგლისურენოვანი. ჩვენი გაზეთი ძირითადად ბიზესში ჩართული და ბიზნესის გარშემო მყოფი სხვადასხვა ორგანიზაციის გადაწყვეტილების მიმღებ პირებზეა ორიენტირებული. ასევე, განკუთვნილია საჯარო სექტორის მაღალი თანამდებობის პირების, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელმძღვანელებისა თუ სამოქალაქო სექტორში დასაქმებული იმ პირებისთვის, ვისაც ბიზნესისა და ეკონომიკის ცხოვრება აინტერესებს რეგიონში“.
გაზეთი ჯერჯერობით თბილისში აეწყობა და დაიბეჭდება, ბათუმში კი ორშაბათ დილით ჩამოვა. გაზეთის მთავარი რედაქტორი, ზურა კუკულაძე ამბობს, რომ მისი გამოცემა ადგილობრივ ჟურნალისტებთანაც აპირებეს თანამშრომლობას: „ჩვენ ვართ ბიზნესმედია, შესაბამისად, სპეციფიკური გამოცემა ვართ, ამიტომ პირველ ეტაპზე ჩვენს ჯგუფს დავეყრდნობით თბილისში, მაგრამ აჭარაში ადგილობრივ ჟურნალისტებთანაც ვითანამშრომლებთ. მე არამარტო პრეზენტაციისთვის ჩამოვედი ბათუმში, არამედ მსგავსი ადამიანების მოსაძებნადაც, თუ ვისთან უნდა ვითანამშრომლო“.
ზურა კუკულაძე ამბობს, რომ AJARA BUSINESS WEEK-ს „აკეთებს ორი მედია ჯგუფი, გაზეთები – Caucasus business week და „ბანკები და ფინანსები“, რომლებსაც როგორც რედაქტორი და გამომცემელი ამბობენი, „თბილისში უკვე ჰყავს მკითხველი, რომელიც გაზეთს ყოველკვირეულად ელოდება“.
გამომცემლების თქმით, AJARA BUSINESS WEEK-ს საქმიანი ურთიერთობა ექნება ყველასთან, „ვისაც აინტერესებს ბიზნესი, ეკონომიკა, ტურიზმი, ინვესტორები თუ პოტენციური ინვესტორები“.
გამოცემასთან თანამშრომლობის პირობა თავიანთ მისასალმებელ სიტყვაში დადეს აჭარის მთავრობის მინისტრებმაც, ასევე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ავთანდილ ბერიძე და ბათუმის მერმა – გიორგი ერმაკოვი.
გამომცემლების ინფორმაციით, AJARA BUSINESS WEEK-ი სარეკლამო შემოსავლებით იარსებებს და უფასოდ დარიგდება. „გაზეთი სიით მიუვა გარკვეულ აუდიტორიას, ასევე დარიგდება რესტორნებსა და სასტუმროებში“.
IBERPROEX ENGINEERING & PROJECT MANAGEMENT, S.L – ის დირექტორის მინდობილმა პირმა გასულ კვირას „ბათუმელებთან“ ანტიკორუფციული სააგენტოს მხრიდან ზეწოლაზე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ კი კანონის უხეშ დარღვევაზე ისაუბრა.
დავით ბალაძე
ბრალდებებს დღეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ საგანგებო ბრიფინგით უპასუხა:
„კომპანიის განცხადება, რომ სამინისტროს თანამშრომლები ვერ აცნობიერებენ თუ რასთან აქვთ საქმე, არასერიოზულია. მინდა ვთქვა, რომ სამინისტროს თანამშრომლები კარგად აცნობიერებენ თუ რა მნიშვნელობის პროექტთან გვაქვს საქმე. როგორც ჩანს, კომპანია თავად ვერ აცნობიერებს ხელშეკრულების პირობებს.
ითხოვს ვადას, რომ ხარვეზი გამოასწოროს და ამის შემდეგ კიდევ ერთხელ ითხოვს დამატებით 50-დღიან ვადას, რომ გაუგრძელდეს ხელშეკრულების პირობები. ჩემთვის მიუღებელია ასეთ კომპანიასთან ურთიერთობა. იქ უფრო სერიოზული სამუშაოები იყო ჩასატარებელი, კომპანიამ კი გაცილებით მეტი ვადა მოითხოვა. სამინისტროს და აჭარის მთავრობას არა აქვს დრო და ფული დასაკარგი, აქედან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება გავაუქმეთ ხელშეკრულება და ვმუშაობთ იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი კომპანიისგან იქნება შესაძლებელი სასწრაფო წესით პროექტის შეძენა. აჭარის მთავრობა ჰპირდება მოსახლეობას და ფეხბურთის გულშემატკივრებს, რომ აუცილებლად ექნებათ ფეხბურთის სტადიონი და აუცილებლად მოვახეხებთ ამ წელში პროექტის შეძენას.
რაც შეეხება იმას, რომ კომპანია სასამართლოში აპირებს ჩივილს, ეს მათი უფლებაა და არავინ შეუზღუდავს. რაც შეეხება ჩვენ პირად ინტერესებს, კარგად ჩანს ჩვენი დამოკიდებულება, მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას, თუ ვერ აცნობიერებს კონტრაქტის პუნქტებს, შესაბამისად მოხდა კონტრაქტის პუნქტებიდან გამომდინარე და არანაირი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე. ასევე არსებობდა ბევრი კითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ პირადი ინტერესები გვქონდა ესპანელებთან დაკავშირებით.
აქ ისიც დამტკიცდა, რომ ჩვენ არანაირი ინტერესები არ გაგვაჩნია. ჩვენი ინტერესია გაკეთდეს სტადიონი და ეს სტადიონი იყოს საერთაშორისო სტანდარტების “ – განაცხადა მინისტრმა დავით ბალაძემ ბრიფინგზე.
„ჩვენ გვქონდა ეტაპობრივად გაწერილი ხელშეკრულებაში, თუ რა დოკუმენტები უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი. წარმოუდგენლობის შემთხვევაში მივეცით 20-დღიანი ვადა დაჯარიმებით. ამის შემდეგ კომპანიამ კიდევ მოითხოვა 50-დღიანი ვადა, რაც ვფიქრობთ, რომ ძალიან ბევრი იყო და გამოიწვევდა, ასე ვთქვათ, სამომავლოდ პრობლემებს. მივიღეთ გადაწყვეტილება ხელშეკრულების გაუქმებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მედიასთან აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ.
სტადიონის პროექტის შესყიდვაზე კონკურსში გამარჯვებულ კომპანია „IBERPROEX ENGINEERING & PROJECT MANAGEMENT, S.L.-თან [„იბერპროექსთან“] სამინისტრომ ხელშეკრულება მიმდინარე წლის 31 მარტს გააფორმა.
კონკურსში გამარჯვებული მაკეტი, რომლის მიხედვითაც აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, ბათუმში სტადიონი აღარ აშენდება
„ხელშეკრულების გაუქმების შესახებ ბრძანება ძალაში შესული არ არის. გადაწყვეტილებას სამართლებრივი პროცედურა აქვს. ერთი თვის ვადაში ჩვენ შეგვიძლია ის გავასაჩივროთ ადმინისტრაციული წესით აჭარის მთავრობაში. თუ არ დაგვაკმაყოფილა ადმინისტრაციული წესით მიღებულმა საბოლოო ვერდიქტმა, შემდეგ უკვე შეგვიძლია სასამართლოს მივმართოთ… ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პროექტში უამრავი თანხაა დახარჯული ჩვენ მიერ და ლოგიკურია, რომ, მინიმუმ, ამ თანხის კომპენსაცია მაინც მოვითხოვოთ“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში „იბერპროექსის“ დირექტორის მინდობილმა პირმა მამუკა ლობჟანიძემ.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში [ხელშეკრულების გაფორმებიდან 50 დღეში] ვერ წარმოადგინა საპროექტო ტერიტორიის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა (საექსპერტო დასკვნით). სამინისტროს ინფორმაციითვე, მათ ეს დოკუმენტები ვერც 2015 წლის 9 ივნისამდე მიცემულ დამატებით ვადაში მიიღეს.
ხელშეკრულების გაუქმების შესახებ სამინისტროს ბრძანებაში აღნიშნულია, რომ 2015 წლის 5 ივნისს სამინისტროში შევიდა კომპანიის წერილი, რომლის მიხედვითაც ის მოითხოვს „ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა ჩაითვალოს დაუძლეველ გარემოებად და გადავადდეს საპროექტო ტერიტორიის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის ჩატარება, სახელმწიფო უწყებების მიერ დოკუმენტაციის გადამოწმების პროცესის დასრულების შესახებ, მათზე ოფიციალური შეტყობინების მიღების თარიღიდან მომდევნო 50 დღით“.
„სახელმწიფო უწყებების მიერ დოკუმენტაციის გადამოწმების“ რა პროცესზე იყო საუბარი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან კონკრეტული პასუხი „ბათუმელებმა“ ვერ მიიღო. სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტში მხოლოდ ის გვითხრეს, რომ ამ წერილით კომპანია ითხოვდა გეოლოგიური კვლევის გადავადებას – „ფორს-მაჟორში ვიყავი, ტექნიკა არ იყო საქართველოში… სხვა, მნიშვნელოვანი მაგ წერილში არაფერი არ არის“.
„გეოლოგიურ კომპანიას უთანხმდები თანხაზე, იხდი ამ თანხას და ის კვლევას ატარებს – ეს პროცესი ძალიან მარტივია.
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კარგად იცის, თუ რატომ არ მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება. სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო უწყებების მხრიდან ჩვენგან იყო მოთხოვნილი დამატებითი დოკუმენტაცია _ ვითომდა ჩვენ მიერ საკონკურსო წარმოების დროს წარმოდგენილი დოკუმენტაციის მართებულობის დაზუსტების მიზნით. ეს საკმაოდ უხეში კანონდარღვევაა და ეს ალბათ, ერთ-ერთი საფუძველი და მთავარი არგუმენტი იქნება ჩვენი საჩივრის“, – აცხადებს მამუკა ლობჟანიძე.
ბათუმის სტადიონის პროექტის კონკურსზე წარდგენილი პაკეტების გახსნა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში
„დამატებით დოკუმენტებს სამინისტროდან არავინ სთხოვდა კომპანიას, ყოველ შემთხვევაში ოფიციალურად, წერილობით, თორემ ასეთი წერილი ჩვენს დეპარტამენტში აუცილებლად გაივლიდა“, – განაცხადეს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტში. დეპარტამენტში ადასტურებენ, რომ წესით, თუ რაიმე დასაზუსტებელი იყო, სამინისტროს ხელშეკრულების გაფორმებამდე უნდა მოეთხოვა და არა ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ.
„გეოლოგიური კვლევის ვერდაწყებაზე აქ არ არის საუბარი. ისეთი ზეწოლის პროცესში, როცა, ფაქტობრივად, დაკითხვებზე დავყავდით სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში, ჩვენგან იმ გადაწყვეტილების მიღება, რომ კიდევ 150 ათასი ლარი [დაახლოებით ამდენი თანხა სჭირდებოდა გეოლოგიურ კვლევას] გადაგვეხადა, მაშინ როცა არ ვიცოდით, რითი დასრულდებოდა ეს ყველაფერი, ცოტა არ იყოს ძნელი და რთულია. ჩვენ ამის შესახებ ვესაუბრეთ სამინისტროს“, – ამბობს მამუკა ლობჟანიძე.
მისივე თქმით, ამ ყველაფერზე სამინისტროს ოფიციალურადაც მისწერეს, „მაგრამ ერთი თვე პასუხი არ გაგვცეს და ეს დრო გამოიყენეს როგორც დაგვიანების შემადგენელი ნაწილი. არადა, როცა პროექტის ერთ-ერთი კომპონენტი ერთი დღით დავაგვიანეთ, სამინისტროდან დაჯარიმების წერილი მანამდე მივიღეთ, ვიდრე ეს დაგვიანება დაფიქსირდებოდა“.
ერთ-ერთი უწყება, რომელიც „იბერპროექსის“ დოკუმენტაციით დაინტერესდა, მამუკა ლობჟანიძის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოა: „ყოველგვარი სამართლებრივი ნორმების დარღვევით, არაფორმალურად მოგვთხოვეს დოკუმენტები ასეთი ფორმულირებით – „ჩვენ ამ საკითხს ვსწავლობთ“. ჩვენი კონტრარგუმენტი იყო ის, რომ საკითხის შესწავლას აქვს თავისი ნორმები და იმ ნორმებისთვის მიემართათ. ჩვენ ვამბობდით და ვამბობთ, რომ დოკუმენტაცია, რაც საკონკურსო პირობებში იყო მოთხოვნილი, წარმოვადგინეთ… და თუ, ვთქვათ, საკონკურსო პირობის განსაზღვრისას ვიღაცამ შეცდომა დაუშვა და არ განსაზღვრა ზუსტად რა დოკუმენტები იყო წარმოსადგენი, ან რა შინაარსის და რა ფორმით – ეს ჩვენი ბრალი არ არის…“
„ბათუმელებმა“ მამუკა ლობჟანიძეს სთხოვა იმ წერილის ასლი, რომლითაც ბიზნესჯგუფი ანტიკორუფციული სამსახურისგან მომდინარე ზეწოლაზე ატყობინებდა სამინისტროს, მაგრამ მამუკა ლობჟანიძემ განაცხადა, რომ მას სათავო ოფისთან შეთანხმების გარეშე ამ დოკუმენტის გასაჯაროება არ შეუძლია: „ვინაიდან ჩვენ მაინც სამართლებრივი გზით ვაპირებთ წასვლას, ზედმეტი მოძრაობებისგან თავს ვიკავებთ, ეს ერთი, და მეორე, მე არც ამ კომპანიის წარმომადგენელი ვარ და არც მისი თანამშრომელი. ამდენად, ყველა ასეთი გადაწყვეტილების მიღება – კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემაზე თუნდაც ჟურნალისტებისთვის თუ კანონიერი მოთხოვნის საფუძველზეც, უნდა გადაწყვიტოს კომპანიამ. სამინისტროს თუ სხვა სახელმწიფო უწყებებს ვუხსნი და ვერაფრით გავაგებინე, რომ მე ოფიციალურად მხოლოდ დირექტორის მინდობილი პირი ვარ და ნებისმიერი თხოვნა თუ მოთხოვნა, რომელიც გაკეთდება – ფორმალური თუ არაფორმალური, უნდა გაკეთდეს კომპანიის სახელზე და არა ჩემი მისამართით“.
რა საკითხს სწავლობს ანტიკორუფციული სააგენტო და იბარებდნენ თუ არა კომპანია „იბერპროექსის“ წარმომადგენელს ძალოვან უწყებაში? – შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ თუ ამასთან დაკავშირებით კომენტარი გაკეთდება, გვაცნობებენ.
მამუკა ლობჟანიძის თქმით, ორივე მხარე [სამინისტრო და ანტიკორუფციული სააგენტო] პარალელურ რეჟიმში ითხოვდა ერთსა და იმავეს – „ერთი, რომ გინდა თუ არ გინდა დაადასტურეთ, კომპანია მართებულად არის რეგისტრირებული, და მეორე იყო კომპანიის გამოცდილებასთან დაკავშირებით“.
სტადიონის პროექტი და „ანბანის კოშკი“
არის თუ არა დაკავშირებული „იბერპროექსი“ ასევე ესპანურ კომპანია „ჩMD ინგენეროს“-თან, რომელმაც „ანბანის კოშკი“ [ასევე ახალი ბულვარი, აგრეთვე პარლამენტის შენობა ქუთაისში და სხვ] შენობები დააპროექტა?
„იბერპროექსის“ დირექტორის მინდობილი პირი მამუკა ლობჟანიძე `ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ „იბერპროექსი“ საპროექტო ორგანიზაციაა და მას ვინ რასაც შეუკვეთავს, იმ დავალებას ასრულებს, როგორც მომსახურების სფეროში მომუშავე ნებისმიერი კომპანია: „სახელმწიფოსთან კონტრაქტორი ადრე რომელი კომპანიაც იყო ძირითადად, ყველამ იცის. თავის დროზე კი, იმ ძირითადმა კომპანიამ, რომელიც აკეთებდა ამ მშენებლობებისა თუ ნაგებობების პროექტებს, „იბერპროექსს“ მხოლოდ კონკრეტული ნაწილების დაანგარიშება დაუკვეთა… თავის დროზე, როცა პირველად დამისვეს მე ეს კითხვა – მაშინაც ვუთხარი, სადმე წერია, რომ აქ რამე კანონდარღვევაა? დანაშაულია სადმე ჩადენილი? სისხლის სამართლის კოდექსში სადმე წერია, რომ წინა ხელისუფლებასთან თანამშრომლობა ავტომატურად ისჯება? რატომაა ასეთი იდუმალებით მოცული ეს ყველაფერი, ვერ ვხვდები“.
ამ ყველაფერზე კი, როგორც მამუკა ლობჟანიძე ამბობს, ამჯერად, უშუალოდ სტადიონის პროექტთან მიმართებაში საუბარი არ ყოფილა: „საერთოდ, “ექსპერტებს“, რომლებიც ამ თემაზე ლაპარაკობენ, ძირითადი არგუმენტაცია აქვთ – ამან მითხრა, იმან მითხრა. არავის არანაირ დოკუმენტში არ ჩაუხედია, ამ დოკუმენტების მართებულობა არ გადაუმოწმებია… მაგრამ უკაცრავად და, სხვადასხვა ოფიციალური დონის ჭორიკნები ამ თემასაც იყენებენ იმისთვის, რომ თავი წარმოაჩინონ – აი, ჩვენ აღმოვაჩინეთ კიდევ ერთი ხალხის ინტერესების მტერი, ხალხის მოღალატე და აი, როგორ მოვექეცით, ქართულად, ვაჟკაცურად, ხმალამოღებული ვებრძვით და ა.შ.“
აშენდება თუ არა სტადიონი ბათუმში
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ აჭარის ბიუჯეტის სახსრებით ქ. ბათუმში, ლეონიძის ქ. №15-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე 20 000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე კონკურსი 2015 წლის 5 იანვარს გამოაცხადა.
საკონკურსო კომისიამ 11 პროექტს შორის გამარჯვებულად „იბერპროექსის“ პროექტი გამოავლინა და კომპანიასთან ხელშეკრულება 2015 წლის 31 მარტს გააფორმა. ხელშეკრულების საერთო ღირებულება 579 000 ლარია [საკონკურსო პირობით შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 650 000 ლარი იყო]. კომპანია მე-4 კატეგორიის სტადიონის პროექტს ამზადებდა.
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2015 წლის 25 ივნისის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ გარდა გეოლოგიური დასკვნისა, „IBERPROEX ENGINEERING & PROJECT MANAGEMENT, S.L.“-ი არაჯეროვნად ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ სხვა ვალდებულებებსაც. შესაბამისად, სამინისტროს მიაჩნია, რომ ხელშეკრულება ცალმხრივად უნდა მოიშალოს (გაუქმდეს), ხოლო კომპანიას უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო 12 448,5 ლარის ოდენობით, ვალდებულების დარღვევიდან 2015 წლის 25 ივნისის ჩათვლით“.
კომპანიას ხუთ თვეში, ანუ 2015 წლის პირველ სექტემბრამდე უნდა შეესრულებინა ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებები. ამით პროექტის საბოლოო ვარიანტი და ხარჯთაღრიცხვა დაიდებოდა, რის შემდეგაც სამინისტრო გამოაცხადებდა ტენდერს სტადიონის მშენებლობაზე [რომელიც სწორედ ამ პროექტის მიხედვით აშენდებოდა]. კომპანიის დირექტორის წარმომადგენელი “ბათუმელებთან” ამბობს, რომ აღნიშნულ 5-თვიან ვადაში თავესუფლად ასწრებდნენ ვალდებულების შესრულებას.
„პროექტი ფაქტობრივად მზად არის – გეოლოგიური ნაწილი და გამოყენებული კონსტრუქციების მდგრადობა დაგვრჩა, რომ დავიანგარიშოთ. ეს არის 2-3 კვირის ამბავი. თუმცა, სამწუხაროდ, ასეთი გადაწყვეტილება იქნა ამ ეტაპზე მიღებული“, _ განაცხადა მამუკა ლობჟანიძემ.
დავით ბალაძე: „მინდა ჩვენს მოსახლეობას, ადგილობრივ ფეხბურთის მოყვარულებს და მაყურებლებს ვუთხრა, რომ ქალაქში აუცილებლად აშენდება სტადიონი და ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ პროექტის გაჩერებით საერთოდ არ იქნება სტადიონი. ჩვენ იმ თანხას, რაც არის გამოყოფილი ბიუჯეტში, მოვახმართ აუცილებლად სტადიონის ინფრასტრუქტურის განვითარებას“.
აჭარის მიმდინარე და მომდევნო წლების ბიუჯეტში სტადიონისთვის მთლიანობაში 36,5 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული. სტადიონის მშენებლობა 2017 წელში უნდა დასრულებულიყო.
ამასთან, არსებობს ბიუჯეტიდან წინა ხელისუფლების დროს, ბათუმის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის, გიორგი კირთაძის ინფორმაციით, 1 მილიონად შესყიდული პროექტი, რომლის მიხედვითაც მშენებლობაზე ტენდერის გამოცხადება ამჟამინდელმა ხელისუფლებამ მიზანშეუწონლად მიიჩნია.
აღსანიშნავია, რომ აჭარის მთავრობა არაერთ კომპანიას პატიობს ვადების [მათ შორის ხანგრძლივ] დარღვევას, ათავისუფლებს პირგასამტეხლოსა თუ ბიუჯეტის სასარგებლოდ, მთლიანობაში, მილიონობით გადასახდელი ჯარიმებისგანაც კი, რაც არ მოხდა „იბერპროექსთან“ მიმართებაში.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ მთარობის ერთ-ერთ ბოლო სხდომაზე ისიც კი არ გამორიცხა, რომ უცხოეთში ჩავიდნენ სპეციალისტები და იქ რომელიმე სტადიონის იდენტური პროექტი შეისყიდონ.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამ დროისთვის სტადიონის პროექტთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა მიმდინარეობს მუშაობა, რა გზით განხორციელდეს პროექტის შესყიდვა – გამარტივებული [ერთ პირთან მოლაპარაკების გზით] თუ კონკურსის წესით. სამინისტროში აცხადებენ, რომ საპროექტო თანხა, წესით, იმდენივე უნდა იყოს. კითხვაზე – არის თუ არა შესაძლებელი წინა კონკურსში წარმოდგენილი სხვა 10 პროექტიდან შერჩევა-შესყიდვა, სამინისტროში გვიპასუხეს, რომ ეს სრულიად შესაძლებელია და თუ ასე მოხდება, ე.ი. ეს ნიშნავს, რომ `აჭარის მთავრობამ მისცა თანხმობა ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და გამარტივებული წესით შეისყიდეს“.
ანგისის სტადიონის ტენდერი უარყოფითი შედეგით
უარყოფითი შედეგით დასრულდა ბათუმში, ანგისის დასახლებაში კიდევ ერთი სპორტული ბაზის მშენებლობაზე ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი.
ანგისაში სპორტული ბაზის [მათ შორის სტადიონის] მშენებლობისთვის ქალაქის მერია მაქსიმუმ 5 მილიონ 330 ათასი ლარის გადახდას გეგმავდა.
ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანია – „კონვენტ ჯორჯია“ მონაწილეობდა [შეთავაზება 5 მილიონ 99 ათას 997 ლარი]. თუმცა, მიმდინარე წლის 5 ივნისს მერიის სატენდერო კომისიამ კომპანიას ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცია მისცა.
„კონვენტ ჯორჯიაში“ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ერთ-ერთი სატენდერო პირობით „ისეთი რაღაცა იყო მოთხოვნილი, რაც ბუნებაში არ არსებობს, კერძოდ, ბუნებრივ საფარზე სერტიფიკატი. ჩვენგან გაკეთდა აქცენტი ამაზე, მაგრამ არ იქნა გათვალისწინებული.“
ხელახალი ტენდერი ამ დრომდე არც მერიას გამოუცხადებია.