ელექტრონული მუსიკის დღეები ბათუმში

 

 

ფესტივალის განრიგი:


თარიღი: 18 აგვისტო
დრო, მონაწილეები და ადგილი:

23:00 – Max the Sax – საფესტივალო კლუბი


თარიღი
: 19 აგვისტო
დრო, მონაწილეები და ადგილი:

23:00 – Max the Sax – საფესტივალო კლუბი


თარიღი
: 20 აგვისტო
დრო, მონაწილეები და ადგილი:

13:00-19:00 – გიო შენგელია / DJ ერიქსონ / DJ კობერტ – საფესტივალო კლუბი
20:00 – City Sound – ბათუმის კორტები


თარიღი
: 21 აგვისტო
დრო, მონაწილეები და ადგილი:

13:00-19:00 – გიო შენგელია / DJ ერიქსონ / DJ კობერტ / Vincent Volt / Hvl – საფესტივალო კლუბი
20:00 – City Sound – ბათუმის კორტები
20:00 – მუსიკა საზღვრებს გარეშე – ბათუმის ხელოვნების ცენტრი


თარიღი
: 22 აგვისტო
დრო, მონაწილეები და ადგილი:

12:00 – გამოფენა “აბრეშუმის გზა” (22.08-31.09) – თანამედროვე ხელოვნების ცენტრი
13:00-19:00 – გიო შენგელია / DJ ერიქსონ / DJ კობერტ / vako T / lasha guruli – საფესტივალო კლუბი
20:00 – City Sound – ბათუმის კორტები


თარიღი
: 23 აგვისტო
დრო, მონაწილეები და ადგილი:

20:00 – მუსიკა საზღვრებს გარეშე – ბათუმის პიაცა
22:00 – გიო შენგელია – საფესტივალო კლუბი

წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები სოფელ ხუცუბანში

 

სამშენებლო სამუშაოებისთვის, რომელსაც კომპანია „წყალკანალ რემშენი“ აწარმოებს, ბიუჯეტიდან 1 160 000 ლარია გათვალისწინებული.


ინფრასტრუქტურული პროექტი ოქტომბრის თვეში დასრულდება, რომლის შემდეგაც მოსახლეობას სასმელ-სამეურნეო წყალი 24 საათის განმავლობაში მიეწოდება.

 

შსს-ს საპატრულო პოლიციამ კოდეინის შემცველი 80 აბი ამოიღო

სამართალდამცველებმა,  1967 წელს დაბადებული ვაღინაკ გ.-ს კუთვნილი ავტომანქანიდან 80 აბი სამედიცინო პრეპარატი „კოდოლიპრანი“ ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 1,76 გრ ნარკოტიკულ ნივთიერება კოდეინს შეიცავს. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 262-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

ჭაბუკთა შორის ჭიდაობაში თორნიკე ქათამაძე ევროპის ჩემპიონი გახდა


ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონატი 4-5 აგვისტოს სერბეთის ქალაქ სუბოტიცაში გაიმართა.

საქართველოს ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში 83 ქულა დააგროვა და ევროპის ჩემპიონი გახდა.

თორნიკე ქათამაძე მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 25-30 აგვისტოს ბოსნია და ჰერცოგოვინის დედაქალაქ სარაევოში გაიმართება.

 

მოედანი სოფელს

საფეხბურთო მოედანი საჩინოს ცენტრიდან რამდენიმე მეტრის დაშორებით, მდინარის პირას, გზის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს. მასზე მოხვედრა მდინარეზე გადებული რკინის კონსტრუქციითაა შესაძლებელი.

მოედანს ერთ მხარეს მდინარე და ყანა, ხოლო მეორე მხარეს ხეები აკრავს. მწვანე გაუცვეთავ კორდზე ფეხბურთის სათამაშოდ ორი რკინის კარი დგას ბადეების გარეშე.

„ეს მოედანი 1970 წელს გაკეთდა, მაშინდელი კოლმეურნეობის თავმჯდომარის ვალერი ბოლქვაძისა და პარტორგანიზაციის მდივნის სულიკო ბერიძის და მასწავლებლის გივი ფირცხალიშვილის ინიციატივით. მოედნის ადგილას სანერგე მეურნეობა იყო – ჩითილები გამოჰყავდათ აბრეშუმისთვის. ამის მერე 105 მეტრის სიგრძისა და 75 სიგანის, ფიფას სტანდარტების საფეხბურთო მოედანი გაკეთდა, რომელიც სამი სოფლის: აჭყვის, წითელი ოქტომბრისა და საჩინოს საერთო მოედანი იყო. საბჭოთა კავშირი იყო მაშინ და საკავშირო მნიშვნელობის სხვადასხვა ტურნირი ტარდებოდა აქ.

მაშინდელ ერთ-ერთ დეპუტატს გასახდელებისა და ტრიბუნების მოწყობაც სურდა, მაგრამ ვეღარ მოხერხდა. საჩინოს ფეხბურთის გუნდი ჰყავდა ყოველთვის, რომელიც მონაწილეობდა რაიონულ და აჭარის რეგიონალურ პირველობაზე და ბევრი თასი აქვს აღებული. მათ შორის რაიონული თასი.
“ამ მოედანზე ვთამაშობდი ბავშვობაში, აქ ვარ გაზრდილი. მოგვიანებით გავიგეთ, რომ მოედანი 2008 წელს გასხვისებულა. მოსახლეობაში გავრცელდა ინფორმაცია – მოედანი უნდა დაითხაროს და კოტეჯები თუ რაღაც ამდაგვარის მშენელობა უნდა დაიწყოსო. ამიტომ გადავწყვიტეთ ეს პროცესი გვეწარმოებინა. თავიდან დახმარება აღგვითქვა ანზორ თხილაიშვილმა, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის სახელზე გაკეთებული ჩვენი განცხადება გადააბარეს. მისი შუამდგომლობით ქობულე “ბათუმელებს” საჩინოს მცხოვრები, 1985-1987 წლებში ქობულეთის „შუქურას“ ფეხბურთელი და მოსახლეობის ერთობლივი განცხადების ერთ-ერთი ავტორი ემზარ ხალვაში.

ქობულეთის აღიარების კომისიის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემდეგ საქმე პროკურატურას გადაეცა და სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ქობულეთის საკუთრების აღიარების კომისიის მაშინდელი თავმჯდომარის მოადგილის სულხან ტაკიძის წინააღმდეგ, რომელსაც ბრალად დაედო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება (სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლი) და საჩინოში მცხოვრებ ირმა ჩელებაძის საკუთრებაში მოედნის გადაცემა.

რატომ გაასხვისა კომისიამ მოედანი?

„ეს ტერიტორია როგორც მოედანი, არსად არ იყო რეგისტრირებული და იურიდიული სტატუსი არ ჰქონდა მინიჭებული. ეს იყო ჩვეულებრივი განცხადება, ასეთი დაახლოებით 30 000 განცხადებაა კომისიაში შემოსული. ჩვენ, უბრალოდ, ადგილზე ვერ ვამოწმებდით იმის გამო, რომ უამრავი განცხადება გვქონდა. აქედან გამომდინარე, წარმოდგენილი მასალებით იღებდა კომისია გადაწყვეტილებას“, – უთხრა „ბათუმელებს“ სულხან ტაკიძემ.
სულხან ტაკიძის ერთ-ერთი ადვოკატის მიხეილ მიქანაძის თქმით, ირმა ჩელებაძის წარმოდგენილ მასალებში შედიოდა განცხადება და საკადასტრო აზომვითი ნახაზი.

რატომ უნდა დარჩეს სოფლის საკუთრებაში მოედანი?
„სპორტსმენი ვიყავი და ვიცი, მოედანი რას ნიშნავს. დასავლეთ საქართველოში ანალოგიური მოედანი არ არის. როცა აქ სანერგე იყო, სილა იყრებოდა ხშირად, ამიტომ ნიადაგი სილანარევია და მოედანს ბუნებრივი დრენაჟი აქვს, რაც არ უნდა წვიმა იყოს, არ იტბორება მინდორი. სოფლისთვის მახვილის ჩაცემა იქნება ამ მოედნის გასხვისება“, – გვითხრა ემზარ ხალვაშმა.

ამ მოედანზე ამჟამად, გარდა სოფლის ბავშვებისა, სხვადასხვა გუნდი მოდის სხვადასხვა ადგილიდან და ვარჯიშობს. მაგალითად, გასულ კვირას მარნეულიდან და თბილისიდან ჩამოსული ბავშვები ვარჯიშობდნენ.
„ასე იყო შარშან, შარშანწინ, ასე იყო ყოველთვის. მომავალი თაობისთვისაა ეს სტადიონი, თორემ ჩემი ხნის კაცს აღარ სჭირდება“, – უთხრა “ბათუმელებს” საჩინოს ერთ-ერთმა მკვიდრამა, ყოფილმა ფეხბურთელმა ასლან გორჯელაძემ.
„არ მინდა კერძო პიროვნება გამოვიდეს და მითხრას, რომ ეს სტადიონი არის მისი და უფლება არ მაქვს შევიდე. სტადიონის დაარსებიდან ვთამაშობდი აქ და დღესაც მაქვს უფლება, ჩავიდე ჩემს შვილიშვილებთან ერთად და ვითამაშო. სტადიონი იყო სოფლის და გვინდა, რომ დარჩეს ისევ სოფელს“, – დასძენს ასლან გორჯელაძე.

დაუბრუნდება თუ არა სოფელს საკუთრებაში მოედანი, სასამართლო გადაწყვეტს. ამჟამად მტკიცებულებების გამოკვლევა მიმდინარეობს. მორიგი სასამართლო პროცესი პირველ ოქტომბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიმართება და მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება.

პატიმრების წამების საქმე 13 აგვისტოს მდგომარეობით

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაგეგმილია ბრალდების მოწმეების დაკითხვა. მოწმის სტატუსით პროკურატურა პატიმრებს და ყოფილ პატიმრებს ჰკითხავს. 

 

ყველა მათგანი ერთი და იგივე შინაარსის ამბავს ყვება: მე-3 საპყრობილეში ყოფნის დროს, როცა საპყრობილის დირექტორი გიორგი ვეკუა ხოლო რეჟიმის უფროსი ზაზა ჯიქია იყო მათ არაადამიანურ ექცეოდნენ, სცემდნენ და აწამებდნენ.

 

მე-3 საპყრობილის ხელმძღვანელად გიორგი ვეკუა 2009 წელს დაინიშნა, პატიმრები ამბობენ რომ მათი ყოფა საპყრობილეში სწორედ ამ პერიოდიდან გაუარესდა. 

 

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პატიმრებმა საერთო განცხადებით მიმართეს პროკურატურას, ძიებამ სწორედ მათი განცხადების საფუძველზე დაიწყო.  საქმეში ასამდე დაზარალებულია. ბრალდებულები გირაოთი  არიან გათავისუფლებულები. ისინი თავს უდანაშუალოდ მიიჩნევენ. 

ამ საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლო დაახლოებით 21 თვეა განიხილავს.

14 აგვისტოს ბათუმში საჭადრაკო ფესტივალი დაიწყება

 

ტურნირი შვეიცარული სისტემით 7 ტურად, 4 ასაკობრივ კატეგორიაში (8, 10, 12,14) ჭაბუკთა და გოგონათა შორის გაიმართება.

 

მასში 5 ქვეყნის 100 მოჭადრაკე მიიღებს მონაწილეობას.

 

გამარჯვებულები და საპრიზო ადგილზე გასული მოჭადრაკეები მედლებით, სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით, ხოლო ჩემპიონები თასებით დაჯილდოვდებიან.

 

საჭადრაკო ფესტივალის „შავი ზღვის დელფინი – 2015“ ორგანიზატორები არიან აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენი და აჭარის ჭადრაკის ფედერაცია.



აჭარის მთავრობა გენდერულ ჭრილში [ვიდეო]

  

აჭარაში მაღალი რანგის თანამდებობის პირ ოთხ ქალს შორის ერთ-ერთი პროფესიით ჟურნალისტი მაკა ივანიშვილია. მას საარქივო სამმართველო აბარია. ბოლო წლებში ის არჩილ ხაბაძის მრჩევლად, აჭარაში “ქართული ოცნების” პრესსამსახურის უფროსად, მანამდე კი საზოგადოებრივი არხის მუზეუმის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობდა.
მეორე ქალი პროფესიით ფინანსისტი, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნონა გალოგრეა. ბიოგრაფიული მონაცემების მიხედვით, მისი სამუშაო გამოცდილება 1985 წელს საბანკო საქმით დაიწყო და მინისტრის მოადგილეობამდე საჯარო სამსახურში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.

ის მიიჩნევს, რომ მოადგილედ დაწინაურებამდე სწორედ ქვედა რგოლებზე მუშაობამ, გამოცდილების შეძენამ და საქმის ერთგულებამ მიიყვანა.
რაც შეეხება იმას, რომ მთავრობაში მაღალ თანამდებობაზე ქალები ნაკლებად მუშაობენ, ნონა გალოგრე პრობლემას ისევ ქალებში ხედავს. ის მიიჩნევს, რომ `ქალებმა უნდა იშრომონ, იბრძოლონ და უფრო ხმამაღლა ილაპარაკონ”. თუმცა, როგორც თავად ამბობს, მას წარმატების მისაღწევად “ხმამაღლა ლაპარაკი” არ დასჭირვებია.

 

კითხვაზე – კარიერული წინსვლის დროს ხომ არ შეგქმნიათ რაიმე ბარიერი იმიტომ, რომ ქალი ხართ? პასუხისას მინისტრის მოადგილემ სიტყვა “კეთილგანწყობა” გამოიყენა. მან თქვა, რომ მის ირგვლივ კეთილგანწყობილი ადამიანები იყვნენ და მისი შრომა დააფასეს. იმ შემთხვევაში, თუ არაკეთილგანწყობილები შეხვდებოდნენ “არ შეეგუებოდა, იბრძოლებდა”.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინფორმაციით, მინისტრის მოადგილის პოსტზე შესაძლოა მალე კიდევ ერთი ქალი დაინიშნოს. არჩილ ხაბაძემ მთავრობის პრესსამსახურის ხელმძღვანელის ნათია სირაბიძის განათლების მინისტრის მოადგილის პოსტზე გადაყვანა დააანონსა.

 

აჭარაში მინისტრებისა და მათი მოადგილეების ასევე, საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელებისა და მათი მოადგილეების დანიშვნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პრეროგატივაა.
`საქართველო პატრიარქალურ საზოგადოებად რჩება და სტერეოტიპი, რომ „მამაკაცი ოჯახის თავია,“ „მამაკაცი უფრო ჭკვიანია და უკეთესი მენეჯერია“ ჯერ კიდევ კარგადაა გამჯდარი ადამიანებში. მედია და თავად ქალებიც ხელს უწყობენ ამ სტერეოტიპების განმტკიცებას. მაშინ, როცა ქალები უფრო რისკიანები ვართ, რაც წარმატების მიღწევისთვის ბევრს ნიშნავს. ქალისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შვილები და ოჯახია, მაგრამ ეს წარმატებულ კარიერას არ გამორიცხავს. მე, პირადად, ყოფილი მეუღლე მუდმივად მიწყობდა ხელს და მამხნევებდა. მიზანსწრაფული ვიყავი და წინ მივიწევდი.
აჭარის მთავრობაში გენდერული თვალსაზრისით ის მდგომარეობაა, რაც, ზოგადად, საქართველოში და ამის მიზეზიც სტერეოტიპია _ თითქოს მამაკაცი უკეთესი მენეჯერია და ის, რომ ამ სტერეოტიპის დამსხვრევას ქალები არ ვცდილობთ. ყველამ რომ იაქტიუროს, რადიკალურად შეიცვლება ბალანსი”, _ ამბობს ნათია სირაბიძე, ის თანამდებობაზე ქალის გენდერული ნიშნით დაწინაურებასაც არ ემხრობა: `ვფიქრობ, „პოზიტიური დისკრიმინაცია“ – თუ ქალია, ამიტომ დავაწინაუროთ, დაუშვებელია. მთავარია, კვალიფიკაცია და საქმის კეთების უნარი”.
მესამე ქალი, ვინც აჭარაში თანამდებობაზე მუშაობს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილე სოფო ლაზიშვილია. ის ტურიზმის დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობაზე 2007 წლიდან მუშაობს. პროფესიით სამართალმცოდნეა.

 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელადაც ცოტა ხნის წინ ქალი, პროფესიით ფილოსოფოსი მირანდა ჩარკვიანი დანიშნეს.
ოფიციალური მონაცემებით, აჭარის მთავრობის აპარატში სულ 111 პირია დასაქმებული. აქედან 67 კაცია და 44 ქალი. არჩილ ხაბაძის სამდივნო ექვსი მრჩევლისა და ხუთი თანაშემწის შტატს აერთიანებს. ამ დროისთვის ორი მრჩევლისა და ერთი თანაშემწის ადგილი ვაკანტურია. არჩილ ხაბაძეს ოთხი მოქმედი მრჩეველი ჰყავს და ოთხივე კაცია. თანაშემწეებიდან კი მთავრობის თავმჯდომარეს ორი ქალი და ორი კაცი ეხმარება. მთავრობას ამ დროსთვის 11 დეპარტამენტი აქვს, აქედან ერთი დეპარტამენტი დასაკომპლექტებელია. ათიდან რვა დეპარტამენტს კაცი ხელმძღვანელობს. მთავრობის აპარატში ქალებს აბარიათ პრესასთან ურთიერთობის, საფინანსო-საბუღალტრო და საერთაშორისო დეპარტამენტები. მთავრობის აპარატში ექვსი შტატგარეშე მოსამსახურეც აიყვანეს, ექვსიდან ხუთი კაცია.

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში სულ 99 პირია დასაქმებული, აქედან 58 კაცია, 41 ქალი. მინისტრს ერთი მრჩეველი და ერთი თანაშემწე ჰყავს, ორივე კაცია. სამინისტროში ცხრა დეპარტამენტია, ცხრიდან შვიდს კაცი ხელმძღვანელობს. ამ სამინისტროში ქალებს უპირატესობა მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე აქვთ. სამინისტროს 50 მთავარი სპეციალისტი ჰყავს, 31 შემთხვევაში ეს თანამდებობა ქალებს უკავიათ.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ათი დეპარტამენტიდან ოთხი ქალებს აბარიათ. ქალები ამ სამინისტროშიც უპირატეს მდგომარეობაში მთავარი სპეციალისტის რანგში არიან. ჯანდაცვის სამინისტროში 66 პირია დასაქმებული, მათგან 35 ქალია და 31 კაცი. ანუ, საერთო ჯამში ქალები კაცებს სჭარბობენ, რასაც ვერ ვიტყვით სოფლის მეურნეობის სამინისტროზე. აქ 59 პირია დასაქმებული, აქედან მხოლოდ 16 პოზიცია უკავიათ ქალებს.
აჭარის განათლების სამინისტროში 34 ქალი და 22 კაცი მუშაობს. სამინისტროში რვა დეპარტამენტია, ოთხ დეპარტამენტს ქალი ხელმძღვანელობს.

 

მაღალი რანგის თანამდებობებს კაცები იკავებენ ბათუმის მერიაშიც. კაცებს უკავიათ მერის მოადგილეების, ადმინისტრაციისა და აპარატის უფროსის თანამდებობები. მერია შვიდ სამსახურს აერთიანებს, აქედან ქალს მხოლოდ ერთი თანამდებობა აბარია.

 

გენდერის სპეციალისტის იდა ბახტურიძის შეფასებით, ამ მიმართულებით ძალიან ბევრი პრობლემაა:
`სტატისტიკის თანახმად საქართველოში ყოველწლიურად უმაღლეს სასწავლებელს უფრო მეტი ქალი ამთავრებს ან თანაბარია მონაცემები. ასევე, უფრო მეტი ქალი იღებს ხარისხს და სამსახურშიც წარმატებულია, მაგრამ სწავლის დასრულების პერიოდი ხშირად ოჯახის შექმნის პერიოდს ემთხვევა. ქალების უმეტესობა კარიერას წყვეტს, როცა მას შვილი უჩნდება. უკან დაბრუნებულებს კი პრობლემები ექმნებათ. ხშირად ქალის მეუღლე ან ოჯახის წევრები ამბობენ, რომ არ უშლიან ქალს მუშაობა გააგრძელოს შვილის გაჩენის შემდეგაც, მაგრამ ასეთი პირობით – “ჩვენ ვერ დაგეხმარებით”. ალბათ, ტერმინატორი უნდა იყოს ქალი, რომელიც ბავშვსაც მოუვლის და იმუშავებს კიდევაც.

 

ქალს, რომელიც დასაქმებულია, პარალელურ რეჟიმში ოჯახის მოვლაც ევალება. კაცმა ოჯახი 25 წლამდე ასაკშიც რომ შექმნას, ეს მას კარიერულ წინსვლაში ხელს არ უშლის, რადგან ის არც ერთ ეტაპზე უარს არ ამბობს სამსახურზე, მივლინებაში წასვლაზე, დამატებითი დროით მუშაობაზე. გარდა ამისა, გამოსაკვლევია, რატომ აქვთ ქალებს უფრო დაბალი ხელფასი, ვიდრე კაცებს იმავე პოზიციაზე, ასევე პრემია და დანამატი.

საქართველოს კანონმდებლობა მშობლებისთვის მხოლოდ ერთ დეკრეტულ შვებულებას ითვალისწინებს, რითაც აუცილებლად ქალი ისარგებლებს, რადგან მან უნდა იმშობიაროს. საზღვარგარეთ კი დეკრეტული შვებულება ეძლევა როგორც ქალს, ასევე კაცს, ანუ ორივეს. გარდა ამისა, ქალების მხრიდან ხშირად ვაწყდებით დაბალი თვითშეფასების პრობლემასაც, ბევრ გარემოებასთან გვაქვს საქმე…”

 

რას ამბობს კვლევა

ეისითის კვლევის მიხედვით, რომელიც 2013 წელს გაეროს დაკვეთით მომზადდა, გამოკითხულთა დიდმა ნაწილმა იცის, რას ნიშნავს გენდერული თანასწორობა, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მოსახლეობა ამის მომხრეა. მართალია, ფოკუსჯგუფების წევრების უმეტესი ნაწილი დეკლარირების დონეზე ეთანხმება გენდერული თანასწორობის იდეას, თუმცა, როგორც კვლევის შედეგების ანალიზი (ფოკუს-ჯგუფების მონაწილე ქალების მიერ გამოხატული შეხედულებები და რაოდენობრივი კვლევის შედეგები) აჩვენებს, ქალების ნაწილი მაინც გენდერული როლების ტრადიციული განაწილების მომხრეა.
გამოკითხულთა აზრით, კაცი უკეთესი ბიზნესლიდერია, ვიდრე ქალი. ზოგადად, ნებისმიერი საქმე კაცს უკეთ გამოსდის და რა თქმა უნდა, პოლიტიკა, პირველ რიგში, კაცის საქმეა. ქალი პოლიტიკაში წარმოუდგენიათ, თუმცა, ისევ „ქალის ბუნებისთვის შესაფერის“ პოზიციებზე და სფეროებში, როგორიცაა: ჯანდაცვა, კულტურა და ა.შ.

 

ქობულეთის გამგებელი: ფაქტიურად ცისკარა ვარ – კვირიკეში წყალი მოვიდა

 

კვირიკე. ეკატერინე ცენტერაძის ფოტო
კვირიკე. ეკატერინე ცენტერაძის ფოტო

„დღეს კიდევ ერთი აქცია გავმართეთ, გადავკეტეთ გზა, მოვიდა სოფელში ქობულეთის გამგებელი და მოვიდა წყალიც“ – ამბობს კვირიკეში მცხოვრები ეკატერინე ცენტერაძე.

 

„ფაქტიურად ცისკარა ვარ“ – იხუმრა ქობულეთის გამგებელმა, სულხან ევგენიძემ „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბრისას. გამგებელი ამბობს, რომ კვირიკეში დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა:

 

„8 კილომეტრია  წყლის აუზიდან სათავე ნაგებობამდე, საიდანაც მოდის წყალი აუზში და ნაწილდება მოსახლეობაში.  ძირითად აუზამდე, ქვევით არის კიდევ ერტი პატარა აუზი,  ჯერ ის ივსება, მერე მოდის ქვემოთ. წყალი გადავკეთეთ მთელს სოფელში და გამოვუშვით მხოლოდ ცენტრალურ აუზში, რომ ავსებულიყო, მაგრამ სამ საათში 160 ტონიან აუზში წყლის დონემ მხოლოდ 10 სანტიმეტრით მოიმატა.“


ქობულეთის გამგებელი ამბობს, რომ  სოფლის ძირითად ნაწილს ახლა წყალი მიეწოდება, თუმცა სანამ მთებში იწვიმებს და წყლის დებეტი გაიზრდება, გარკვეული გრაფიკით მიწოდება იქნება საჭირო.


„მთებში 25 ივლისის შემდეგ არ უწვიმია, დღეს წამოჟინჟლა მთაში, ველოდით წვიმას, მაგრამ არ გაწვიმდა, როგორც შეგვატყობინეს.


შეიძლება მოვძებნოთ სხვა წყაროც, რომელიც შეიძლება ცოტა მოშორებით იყოს, რომ დამატებით დავამხმაროთ, მაგრამ ძალიან შორსაა, კლდეზე მილს ვერ ჩამოვკიდებთ, ამას დამატებითი თანხაც დასჭირდება“ – ამბობს სულხან ევგენიძე.


 

 

ვუდი ალენის ახალი ფილმის პრემიერა ბათუმის ”აპოლოში”

 

 ფილმში მთავარ როლებს ხოაკინ ფენიქსი და ემა სტოუნი ასრულებენ.  ფილმი 13 აგვისტოს, საღამოს სეანსზე იქნება ნაჩვენები. დასაწყისი 22:00 საათზე. 



ვის არა აქვს შვებულება აჭარის მთავრობაში

 

აჭარის მთავრობის სხდომა
აჭარის მთავრობის სხდომა

ბათუმის მაჟორიტარი საქართველოს პარლამენტში და ამავდროულად პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე ამბობს, რომ მაჟორიტარის რეჟიმი დასვენებას არ ითვალისწინებს: „ჩვენ სულ ვხვდებით ამომრჩეველს, მუდმივ რეჟიმში. ახლაც ჩამოსული ვარ ბათუმში, ამომრჩეველთან შეხვედრები მქონდა. გამომდინარე იქედან, რომ პარლამენტს მუშაობა არ შეუწყვეტია, გვქონდა რიგგარეშე სხდომები და ახლა ვართ რეჟიმში, როცა ვეტო არის დასაძლევი. მაჟორიტარ დეპუტატს დასვენება არ შეუძლია. ახლა მე ვარ სახლში და არსად ვაპირებ წასვლას, შეიძლება ფიზიკურად წავიმუშაო. მოვკრეფ კიტრს, პომიდორს და მივიტან სახლში. გასვლას არ ვაპირებ არსად.“

 

აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, საბჭოს თავმჯდომარეს ავთანდილ ბერიძეს შვებულებით არ უსარგებლია და არც გეგმავს, რადგან „ბევრი საქმე აქვს.“

 

რაც მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა ჩააბარეს, კუთვნილი შვებულებით არც არჩილ ხაბაძეს უსარგებლია: „სამწუხაროდ, ვერასოდეს ვახერხებ კუთვნილი შვებულებისა თუ დასვენების დღეების გამოყენებას. ზედმეტია საუბარი დღის განმავლობაში შესვენებაზე. პირდაპირ გეტყვით, დილით 10 საათზე, როცა სამსახურში მოვდივარ, მთელი დღე ისეა გაწერილი, რომ ღამის 2-3 საათამდეც კი სახლში ვერ მივდივარ. რაც ამ თანამდებობაზე ვმუშაობ, შვებულება არ გამომიყენებია. დასვენებას ვერც წელს ვახერხებ“.

 

აჭარის განათლების მინისტრი გიორგი თავამაიშვილი დასვენებას თითქმის ყოველ წელს გეგმავს, მაგრამ ვერ ახერხებს:

 

„შვებულება? სად არის? რომელია ეგ?“ – ასეთი რეაქცია ჰქონდა განათლების მინისტრს შვებულების გაგონებაზე. მისივე თქმით, მინისტრი დასვენებას იმის გამო ვერ ახერხებს, რომ თანამშრომლებს კუთვნილი შვებულების გამოყენებაზე უარი არ უთხრას.

 

„არასოდეს გავსულვარ შვებულებაში. მე ხომ არქეოლოგი ვარ, ჩემი შვებულება ექსპედიციაა. ზაფხულობით დავდიოდი ექსპედიციაში და ვმუშაობდი. კვლევით ინსტიტუტში ხელფასს რომ არ მაძლევდნენ, მაშინ ვგებულობდი, რომ შვებულებაში ვყოფილვარ. წინა სამსახურიდან, კვლევითიდან შვებულებაში გავდიოდი. რაც ამ სამსახურში, ამ საინტერესო ადგილზე მოვედი, არასოდეს მისარგებლია შვებულებით. არც ვგეგმავ? – რომ იცოდეთ, როგორ ვგეგმავ. უტელეფონო ადგილზე წავიდოდი, მაგრამ შეუძლებელია. თანამშრომლებს უარს ვერ ვეუბნები. არც სახლში უნდათ ჩემი შვებულებაში გაშვება და არც სამსახურში. ყველას უნდა გამომწუროს ბოლომდე“.

 

შვებულებით ვერც აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ ისარგებლა: „18 წელია არ ვყოფილვარ შვებულებაში. წელს, შემოდგომაზე ვამთავრებთ, ანგარიშების პერიოდი მოდის. გაზაფხულზე პროგრამები უნდა ავამოქმედოთ. აპრილში აზრი არა აქვს შვებულებაში წასვლას. ზაფხული ისედაც რთულია და ამის დრო არაა. ვერც წელს ზაფხულში ვგეგმავ, რადგან დატვირთული რეჟიმი მაქვს. გვიან შემოდგომაზე თუ მოვახერხე, კარგი იქნება. სად წავალ? – გამომიჭირეთ. იმდენი მაქვს წასასვლელი. მაქვს 800-მეტრიანი მეურნეობა და ჩემს ხეებს მოვეფერები.“

 

იმაზე, რომ შვებულების აღებას ვერ მოახერხებდა, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე მეუღლეს უკვე შეთანხმებია: „ვუთხარი, მარტო წადი-მეთქი, უკვე შევუთანხმდი. შვებულებით ვერ ვისარგებლებ, ძალიან ბევრი საქმე გვაქვს, რუსეთის ემბარგომ საქმე გაგვირთულა“.

 

შვებულებაზე „ბათუმელებთან“ საუბარი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ არ ისურვა. ის უკვე იმყოფებოდა შვებულებაში.

 

შვებულებით არც ბათუმის მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს, ირაკლი ჭეიშვილის უსარგებლიათ.

ბათუმში ესთეტიკური მედიცინის ცენტრი La Belle Medical-ი ახალ ფილიალს ხსნის

 

 

ცენტრში წარმოდგენილია მულტიფუნქციური აპარატი ისრაელიდან, რომელსაც გააჩნია ესთეტიკური, სამედიცინო და კოსმეტოლოგიური პროცედურები. თმის მოცილების უმტკივნეულო პროცედურები ტარდება უახლესი DPC ტექნოლოგიით, მოყინვის მეთოდით. პროცედურები უკვე გარუჯულ კანზეც ტარდება. 

 

DPC ტექნოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი უპირატესობა არის ის, რომ ეს ტექნოლოგია იძლევა იმპულსის მოდიფიკაციის არჩევის საშუალებას, რაც გულისხმობს თითოეულ მომხმარებელზე პროგრამის ინდივიდუალურად შერჩევას კანის ტიპის, თმის ფერის, თმის სტრუქტურის გათვალისწინებით.

 

მოყინვის მეთოდი უზრუნველყოფს პროცედურების უმტკივნეულობას, ეს არის მოყინვის უნიკალური სისტემა – საფირისმინა, რომელიც გრილდება -10ºC-მდე და აქვს ანესთეზიის ეფეტი. მოყინვის მეთოდი იცავს კანს გადახურებისაგან.

 

უპირატესობები:

• უმტკივნეულო და ეფექტური სხვა მეთოდებთან შედარებით.

• მოქმედებს როგორც ღია, ასევე მუქი ფერის თმაზე.

• ინტერვალები პროცედურებს შორის მერყობს 2-3თვემდე.

• ეფექტურია სხეულის ნებისმიერ მიდამოზე.

• არ ვითარდება ნაწიბურები და არ ხდება პიგმენტაციის შეცვლა.

.
• კანი ხდება გლუვი და ხავერდოვანი.

• მომხმარებელი ცხოვრების ჩვეულ რიტმს პროცედურის დასრულებისთანავე უბრუნდება.

 

La Belle Medical-ი აღჭურვილია ულტრათანამედროვე აპარატების უახლესი მოდელებით, გამოირჩევა მომსახურების მაღალი ხარისხით, დაკომპლექტებულია პროფესიონალი კადრებით.

 

გარდა თმის მოცილების უმტკივნეულო პროცედურებისა, ბათუმის ფილიალში მომხმარებლებს კოსმეტოლოგიური მომსახურების ფართო არჩევანი აქვთ. პროცედურები ტარდება ცნობილი ფრანგული ბრენდის Soskin-ის პროდუქციით. სახის ზედაპირული და ღრმა წმენდა, სახის მოვლა, სახის მასაჟი, ქიმიური პილინგი, სხვადასხვა სახის ნიღბები – ეს მცირე ჩამონათვალია იმ მომსახურებების, რისი მიღებაც La Belle Medical-ის ბათუმის ფილიალში შეგიძლიათ.

 

 

ასე, რომ ეწვიეთ La Belle Medical-ის ბათუმის ფილიალს მისამართზე:

 

ფარნავაზ მეფის ქ. #131, ან დაუკავშირდით ნომერზე 228818.

 

გახსოვდეთ, აქ სილამაზე მსხვერპლს არ მოითხოვს!



 

შსს: აჭარაში სამართალდამცავებმა ბუპრენორფინის შემცველი 61 აბი ნარკოტიკი ამოიღეს

 

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალების 61 აბი ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,5023 გრ ბუპრენორფინს შეიცავს. შს სამინისტროს ცნობით ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.


გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

საპატრულო პოლიცია ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან
საპატრულო პოლიცია ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან

გელა ბოლქვაძე მსოფლიო ჩემპიონია

 

ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი ბრაზილიაში, ქალაქ სალვადორში 11 აგვისტოს დაიწყო და 16 აგვისტოს დამთავრდება.

 

გელა ბოლქვაძე იაპონელ შოჰეი იაბიკუს ამარცხებს | United World Wrestling-ის ფოტო

 

გელა ბოლქვაძემ ფინალში აკბუდაკ ბურჰანი 4-3 დაამარცხა | 11 აგვისტო 2015, ბრაზილია, სალვადორი

 

სოფლის წყლის დირექტორი: მეტი გზა არ გვაქვს, ველოდეთ გაწვიმებას

 

ფოტო აღებულია ჯემალ ველიაძის ფეისბუქ გვერდიდან
ფოტო აღებულია ჯემალ ველიაძის ფეისბუქ გვერდიდან

ბატონო ჯემალ, გამგებლის წარმომადგენელი სოფელ კვირიკეში ამბობს, რომ უწყლობა გამოწვეულია მაღალი ტემპერატურით. გამგეობაში ამბობენ, რომ მოსახლეობას წყალი მიეწოდება გრაფიკით. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ?

მეც ვადასტურებ, რომ მაღალი ტემპერატურის გამო ყველა მდინარემ დაიკლო. ვავსებთ რეზერვუარს და გრაფიკით – დილით და საღამოს ვაწვდით მოსახლეობას წყალს.

 

მოსახლეობა ამბობს, რომ 15 დღეა არ მიუღიათ წყალი. გრაფიკი რაში მდგომარეობს?

ჩვენი ხალხის ამბავი კარგად იცით, ასეთი გვალვები რომაა წყალზე გვიჭირს, ამიტომ მეზობელმა მეზობელი თვითონ უნდა გააკონტროლოს და მიახვედროს, რომ ტყუილად ნუ ღვრის წყალს, რომ მეორე მეზობელს ხელის დასაბანი წყალი არ აქვს და თავითონ 2-3-ტონიან რეზერვუარებს ნუ ავსებს. „სუტკაში“ შემოდის 60-70 ტონა წყალი, ამიტომ ყველას ვთხოვთ, რომ გაითვალისწინონ დღევანდელი მდგომარეობა და მიაწოდონ მეზობელს წყალი.

 

როგორც ჩემთვის არის ცნობილი, მაგ სოფლებში წყლის მრიცხველები უნდა იყოს დამონატაჟებული. თუ წყალს უყაირათოდ ხარჯავენ, რანაირად იხდიან გადასახადს?

ტარიფი არ გავაქვს და შესაბამისად, სოფლის მოსახლეობა სასმელი წყლის ფულს არ იხდის. როცა სემეკ-ს მივმართეთ წყლის ტარიფის დასადგენად, სემეკ-მა გვითხრა, რომ ჯერ ყველა გაამრიცხველიანეთ და მერე დაგიდგენთ ტარიფსო.

ყველა მოსალემ იცის, რომ დღეის მდგომარეობით ფულს არ იხდიან.

 

ასევე თქვეს სოფელში, რომ სოფლის თავში, წყლის რეზერვუართან დამონტაჟებული წყალშემკრები ყოფილა გაფუჭებული და თითქოს თქვენ მის აღდგენაზე არ ზრუნავთ.

სამი წყალშემკრებიდან ორი მუშაობს. მესამე უნდა აღგვედგინა, მაგრამ თუ არ გაწვიმდა და წყლის მარაგმა არ მოიმატა, ტყუილად გადაყრილი შრომა იქნება.

 

კვირიკეს მოსახლეობის ერთი ნაწილი იმასაც ამბობს, რომ გასულ წელს სულ მიეწოდებოდათ წყალი, მიუხედავად იმისა, რომ შარშან უფრო დიდ ხანს იყო მზიანი დღეები, ვიდერ წელს. იქნებ განმარტოთ, ეს სხვაობა რითი არის გამოწვეული?

გასულ წელს, სათაო ნაგებობებზე ჩემი წარმომადგენლობი სულ მეუბნებოდნენ, რომ მთებში იყო წვიმა და ცუდი ამინდი. წელს მთებში ერთი წვეთი არ ჩამოვარდნილა.

 

და ბოლოს, რას ეუბნებით მოსახლეობას კვირიკეში, როდის ექნებათ წყალი?

ჩვენ ვეუბნებით, რომ სანამ ასეთი გაჭირვება გვაქვს, სულ იქნება წყალი გრაფიკით. მეორე – მოსახლეობამ ყაირათიანად უნდა მოიხმაროს წყალი, რომელიც გროვდება რეზერვუარებში. როცა გამოვუშვებ მოსახლეობაში წყალს, მანდარინის ბაღები არ უნდა მორწყან ასეთი დეფიციტის დროს. და ბოლოს, ველოდეთ გაწვიმებას. მეტი გზა არ გვაქვს.

კვირიკეში წყლის გამრიცხველიანება მიმდინარეობს, მაგრამ სოფლის ნაწილს წყალი არ მიეწოდება
კვირიკეში წყლის გამრიცხველიანება მიმდინარეობს, მაგრამ სოფლის ნაწილს წყალი არ მიეწოდება

პაპუაშვილი აჭარის სუს-ის უფროს თანამდებობაზე აღარ დანიშნეს

 

გიორგი პაპუაშვილი
გიორგი პაპუაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოები სამსახურის პრესცენტრის ინფორმაციით, გიორგი პაპუაშვილი ამ დროისთვის გადაყვანილია კადრების განკარგულებაში.

 

გიორგი პაპუაშვილი თანამდებობაზე უკვე ერთი კვირაა აღარ ირიცხება, მაგრამ თანამდებობები შეინარჩუნა მისმა სამივე მოადგილემ, მათ შორის მასთან ერთად თანამდებობაზე დანიშნულმა გიორგი შაშიაშვილმა.

 

გიორგი პაპუაშვილი აჭარაში სუს-ის უფროსის ხელმძღვანელად მიმდინარე წლის მარტში დანიშნეს.

პატიმარი ქსნის მე-19 დაწესებულებიდან სამინისტროს მიმართავს

 

ბათუმის მესამე საპყრობილე
ბათუმის მესამე საპყრობილე

„როცა ადმინისტრაციას ვეუბნებით, ამდენ ხანს რატომ არის მაღაზია დახურული, რით ვერ დაამთავრეს ეს ტენდერები, გვეუბნებიან, რომ ეს მათ არ იციან და ზემდგომებს უნდა ვკითხოთ. ეს ზემდგომები ვინ არიან ჩვენ ვერ გავარკვიეთ“, – ყვება ერთ-ერთი პატიმარი.

 

მისი თქმით, სხვადასხვა ინფექციით დაავადებული პატიმრებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია როგორც ჰიგიენური საშუალებები, ისე ნორმალური კვება: „მაღაზიაში ელემენტარული ჰიგიენური საშუალება არ შემოდის. არ გვაქვს არც შესაბამისი საკვები, ტელეფონის კარტები. ტენდერებია და ცოტა უნდა გაუძლოთო, მაგრამ ორი-სამი თვეა ასეთ მდგომარეობაა. აქ დაავადებულები ვართ, ციროზით, ტუბიკით, განუკურნებელი დაავადებით. 100 მსჯავრდებული ვართ და ასივეს ხელმოწერა გვაქვს გაგზავნილი მაღაზიის მუშაობაზე. სახალხო დამცველსაც გავატანეთ წერილი. პასუხები მოგვდის ისეთი, რომ გავარკვეთ და მსგავსი რამ. ზოგიერთი დღეში ვსვამთ 20 წამალს, ქრონიკული ავადმყოფებიც ვართ, ცალკე ფილტვის წამლებს ვსავმთ და ამას კვება უნდა“.

 

პატიმრის თქმით, ძალიან უხერხულია, როცა პატიმარი საპნის ყიდვის უფლებას ითხოვს, მაგრამ მათ სხვა გზა აღარ დარჩათ: „განცხადებები გვაქვს გაგზავნილი საზოგადოებრივ ორგანიზაცებთან და ეს განცხადებები იკარგება. ახლა სახალხო დამცველებს გავატანეთ და იმედი გვაქვს, რომ ეს განცხადებები ყველას მიუვა. ასე ჩვენ სიცოცხლეს ექმნება საფრთხე, რადგან ნამდვილად დამოკიდებული ვართ მაღაზიაზე, წამლების მიღებისთვის ეს აუცილებელია“.

 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პოზიციას პატიმრის განცხადებაზე ამ უწყების პრესცენტრი გამოეხმაურა, რომლის ინფორმაციით, “მას შემდეგ რაც მინისტრა შეიტყო მე-19 დაწესებულებაში არსებული მდგომარეობის შესახებ, დაწესებულების მაღაზიაში შევიდა ყველა საჭირო პროდუქტი თუ ნივთი”.

 

რაც შეეხება ტენდერთან დაკავშირებულ გაურკვევლობას, პრესცენტრში განმარტავენ, რომ ეს იყო “გარდამავალი პერიოდი, როცა ერთ კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტის ვადა ამოიწურა და მეორე კომპანიასთან გაფორმდა ხელშეკრულება. შესაბამისად, პრობლემაც ამ გარდამავალ პერიოდს უკავშირდება”.

„თუ ასე ტურფა იყავი“ – ინგლისური თარგმანის ავტორის გამოხმაურება

 

თამარ სირაძე
თამარ სირაძე

თამარ სირაძე:


ნეტა ვის რაში დასჭირდა ამოდენა ტალღის აგორება, როცა შეიძლებოდა ყველაფერი მშვიდად გარკვეულიყო.

 

1. როგორც მოგახსენეს ბოტანიკური ბაღის წარმომადგენლებმა, ეს ბანერი მოძველდა და მალე შეიცვლება. შეიძლებოდა ცოტა მოგეთმინათ. ამ ლექსის ავტორი ხშირად ეშლებათ ვაჟაში და არც ესაა მაინცდამაინც ტრაგედია, ხოლო თუ თარგმანზე კამათი გნებავდათ, მთარგმნელისთვის მიგემართათ, ნუთუ ასე ძნელი იყო? მე გაგიადვილებთ მაშინ.


2. ბანერზე ორხაზიანი ლექსი არ გახლავთ წარწერილი, ეს ლექსი სამი სტროფისგან შედგება (ზოგ ვერსიაში უფრო მეტია), ამდენად მხატვრული თარგმანი შეუძლებელია გაუკეთდეს ამონარიდს. და საერთოდ, მიზანი ლექსის მიწოდება არ გახლავთ, მხოლოდ პირდაპირი გაგება მოგვეთხოვება.

 

3. ბანერზე გამოსახული ციტატა ლექსიდან არ ნიშნავს, რომ იქ მთელი ლექსია მოცემული. ამდენად, აქ მხატვრულ თარგმანზე ლაპარაკი ზედმეტია. შესაბამისად, ზედმეტად მეჩვენება ქალბატონ ხათუნა ბერიძის კომენტარი მხატვრული თარგმანის წესების და რაობის შესახებ. მართალს ბრძანებს თეორიულად, მაგრამ ამ შემთხვევაში ნამდვილად უადგილოა, რადგან ბანერზე ლექსიდან ამონარიდია მოცემული სულ სხვა მიზნით.   ბოტანიკური ბაღის მიზანი გახლავთ, აქ შემოსულ სტუმარს აგრძნობინოს, რომ შემოდის ისეთ გარემოში, სადაც უმნიშვნელო მცენარეებიც კი, რომლებსაც ადრე ყურადღების ღირსადაც არ თვლიდა, საოცრად ლამაზები და ამასთანავე მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებლები არიან. ამის გასაგებად უცხოელს არ სჭირდება ლექსის სიუჟეტის ცოდნა და არც თარგმანის მხატვრული ღირებულებების შეფასება. 


4. და არც, სხვათა შორის, ავტორის ცოდნაა გადამწყვეტი ამ კონკრეტულ შემთხვევაში. მართალია, შეცდომით გახლავთ მითითებული ვაჟა, რადგან მსგავსი ლექსი მასაც დაუწერია, მაგრამ ლექსი არც ხალხური გახლავთ, მას სულ მცირე 3 ავტორი ჰყავს – ივლიტა შევარდაშვილი, ნათელა ონაშვილი და მიხო ხელაშვილი – და მისი ავტორობის საკითხი დღემდე პოლემიკის საგანია.

 

5. თქვენ განგაშის ტონით გვატყობინებთ, რომ თურმე 39 300 უცხოელი შემოსულა ბაღში და ეს რა დაგვემართა, როგორ შოკირებული გაგვიშვია ყველა საქართველოდან! მე კი ვფიქრობ, რომ ყველა უცხოელი სწორედ ისე გაიგებდა ბანერის მნიშვნელობას, როგორც საჭიროა (ანუ უკეთესად, ვიდრე ეს თქვენ შესძელით). და საერთოდ, ნეტა მხოლოდ ეს ბანერი იყოს ჩვენი ნაკლი უცხოელების თვალში… 

როცა პოლიციელს დაკავებული არასრულწლოვანი „ძაღლს“ უწოდებს

 

საპატრულო პოლიცია ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან
საპატრულო პოლიცია ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან

“ჩვენ უნდა დავკითხოთ მოწმეები, რომელიც სასამართლოში შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოიყვანა, მოწმეები პოლიციის თანამშრომლები არიან, რომლებმაც არასრულწოვანი დააკავეს. თქვენ თანახმა ხართ?”-ჰკითხა არასრულწოვანის დედას მოსამართლემ.

 

“ამ ადამიანებმა ჩემი არასრულწოვანი შვილი დააკავეს და ამის შესახებ მე არაფერი შემატყობინეს, მე რატომ უნდა ვუსმინო ახლა მათ? ან რა უნდა დავიჯერო მათი?”, – იკითხა დაკავებულის დედამ.

 

მოსამართლემ მოზარდის დედას აუხსნა, რომ სასამართლო დევნის დამწყები ორგანო არ არის და თუ პოლიციის თანამშრომლებმა დაარღვიეს კანონი, ამის შესახებ გენერალურ ინსპექციას უნდა აცნობოს. მოსამართლემ ასევე განმარტა, რომ არ არსებობს საფუძველი ივარაუდოს, რომ პოლიციელებმა იცრუებენ სასამართლოში.

 

არასრულწოვანის დედამ მოსამართლეს უთხრა, რომ თავად უნდა გადაწყვიტოს დაკითხავს თუ არა სასამართლო მოწმის სახით პოლიციელებს. მოსამართლემ პოლიციელები დაკითხა.

 

ირაკლი მიქელაძე, ინსპექტორ გამომძიებელი: “9 აგვისტოს ვმორიგეობდით კლუბ “სექტორთან”, კლუბიდან გამოსული ახალგაზრდა მამაკაცი იგინებოდა, მას მოვუწოდეთ დაეტოვებინა ტერიტორია, ის არ დაემორჩილა ჩვენს კანონიერ მოთხოვნას, მოგვაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, გვიწევდა ფიზიკურ წინააღმდეგობას, ამიტომაც დავაკავეთ და მოვათავსეთ წინასწარი დაკავების იზოლატორში. მე არ ვიცი და ვერ ვხდები რატომ არიან აგრესიულები ჩვენს მიმართ, გვითხრა წაეთრიეთ, რატომ მკიდებ ხელსო, შემაგინა კიდეც”.

 

მოწმის ჩვენების დასრულების შემდეგ კითხვის დასმის უფლება არასრუწლოვანის დედამ ითხოვა: “მაინტერესებს, კლუბიდან როცა გამოვიდა ჩემი შვილი, თქვენ ამბობთ, რომ იგინებოდა და ხმაურობდა, ვის აგინებდა, ვინმეს აყენებდა შეურაცხყოფას? ვისთან ერთად იყო ის?”.

 

პოლიციელმა უპასუხა, რომ ის იმყოფებოდა მარტო და იგინებოდა უმისამართოდ:”არავის არ აგინებდა, მარტო ხმაურობდა, შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებია, ხმაურმა მიიქცია ჩვენი ყურადღება”.

 

არასრულწოვანმა კი სასამართლოში ასეთი რამ მოყვა:”ვიყავი ბულვარში, მოვიდნენ ჩემთან პოლიციელები და მითხრეს, რომ უნდა დამეტოვებინა ტერიტორია, ბულვარში ნუ ხარო. მე ვუთხარი, რომ არ ვაპირებდი წასვლას. ამის გამო დამაკავეს, მერე ვიკითხე რატომ მაკავებდნენ.  მე პოლიციელები ბულვარში გადაადგილებას მიკრძალავენ, ეს ფაქტი მაღიზიანებს.”

 

სასამართლომ მეორე პოლიციელიც დაკითხა მოწმის სტატუსით: “დაახლოებით სამ საათზე შევამჩნიე, რომ ეს ახალგაზრდა სანაპიროსთან ახლოს, დაახლოებით უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე ხმაურობდა. მივედი და ვუთხარი, შენ სახდელდადებული ხარ, წადი სახლში-მეთქი. მე მას მივუთითე ტერიტორიის დატოვებისკენ. მითხრა თქვენ ძაღლებოო. უარი თქვა ალკოტესტის ჩატარებაზე, ხელი არ მოაწერა დაკავების ოქმს. დედასთან ვცადე ორჯერ დარეკვა, მაგრამ ტელეფონი გამორთული ჰქონდა”.

 

ბრალდებულმა თქვა, რომ პოლიციელი ცრუობს: “მე ვითხოვდი მოეცათ უფლება დამერეკა დედაჩემითვის. ამის უფლება არ მომცეს”.

 

ბრალდებულის დედამ მოსამართლეს უთხრა, რომ მისი შვილი დისკრიმინაციის მსხვერპლია: “ჩემი შვილი ადრე ნასამართლევია, ეს იციან პოლიციელებმა, რომლებიც ახლა თბილისიდან ბათუმში მივლინებაში იმყოფებიან. პრევენციის გამო ცდილობენ ის განარიდონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს. ამის გამო ბავშვი ღიზიანდება, მას რამდენჯერმე უთხრეს, რომ არ იაროს ბულვარში. ჩვენ ვიცით, რომ მან დააშავა და ამის გამო სასჯელიც მოიხადა. ის გიჟია? მარტო იდგა, ყვიროდა და იგინებოდა უმისამართოდ? ჩემი შვილი არის სამართალდამრღვევი, მაგრამ ამის პროვოცირება  მოახდინეს პოლიციელებმა, რადგან ისინი მას უზღუდავენ გადაადგილების უფლებას.”

 

პოლიციელებმა ამ რეპლიკაზე განმარტეს, რომ ქუჩაში თავისუფლად მკვლელები დადიან და იმათ არ უკრძალავენ გადადაგილებას, ამიტომ დედა-შვილის ბრალდებას აბსურდული უწოდეს.

 

სასამართლო პროცესზე ასევე გაირკვა, რომ სამართალდამრღვევად სასამართლომ არასრულწოვანი 5 აგვისტოსაც სცნო. ასევე ბულვარში, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო, თუმცა ამის შესახებ, როგორც არასრულწოვანის დედამ განმარტა, მას არაფერი გაუგია: “ეს რომ გამეგო 5 აგვისტოს, დღესაც აქ არ იქნებოდა ჩემი შვილი. უჩემოდ ჩაატარეს სასამართლო პროცესი”.

 

მოსამართლემ არასრულწოვანს 250 ლარის გადახდა დააკისრა.

 

სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ  ბრალდებულის დედამ “ბათუმელებთან” განმარტა, რომ იურისტებთან კონსულტაციის შემდეგ აპირებს შესაბამის უწყებას მიმართოს პოლიციელების გულგრილობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების გამო.

 

ქობულეთის გამგებელის წარმომადგენელი მოსახლეობას: როცა გაწვიმდება წყალი მაშინ გექნებათ

 

„გამგებელმა ედიტა გოგიტიძემ მითხრა, რომ დაველოდოთ გაწვიმებას და წყალი მაშინ გვექნება“, – უთხრა „ბათუმელებს“ ეკატერინე ცენტერაძემ, რომელიც კვირიკეში ცხოვრობს. ის, როგორც სხვა ქალები, გამგებლის წარმომადგენლის ამ განცხადებით შეურაცხყოფილები არიან.

 

კვირიკეს ჭა
კვირიკეს ჭა

ქობულეთის გამგებლის წარმომადგენელი ედიტა გოგიტიძე „ბათუმელებთან“ ადასტურებს, რომ ნამდვილად უპასუხა წყალთან დაკავშირებულ კითხვებზე მოსახლეობას ასე. კითხვაზე, ეს ხომ არ ნიშნავს, მოხელის მიერ თანასოფლელების აბუჩად აგდებას, მაშინ, როდესაც 15 დღეზე მეტია მათ წყალი არ მიეწოდებათ, გამგებლის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ არა, რადგან წყალი მართლაც გაწვიმების შემდეგ იქნება, რადგან ნაკადულები დამშრალია.

 

დღეს კვირიკეში უწყლობით შეწუხებული ქალები აქციას გამართავენ სოფლის ჭასთან. სოფელში ამბობენ, რომ ერთ-ერთი მეზობლის სახლში მიცვალებული ჰყავთ და უწყლობით გამოწვეული მდგომარეობა სრულიად აუტანელია. “არა გარეცხვა, არა დაბანა. დასალევ წყალს მანქანებით ვეზიდებით”, – უთხრეს “ბათუმელებს” კვირიკეში.

 

სოფელში ამბობენ, რომ გასულ წელს, მიუხედავად იმისა, რომ ორი თვის განმავლობაში 40 გრადუსი იყო ტემპერატურა, წყალი თითქმის არ შეწყვეტილა. „წელსაც არაფერ შუაშია ტემპერატურა, უბრალოდ, სოფლის თავში დამონტაჟებული სამი წყალშემკრებიდან მხოლოდ ერთი აწვდის წყალს, ორი კი არა. ამბობენ, რომ ამ წყალშემკრებებს ხე დაეცა და დააზიანა. ეს არის გასაკეთებელი, მაგრამ არავინ აქცევს ყურადღებას“, – ეს ინფორმაციაც კვირიკეს ერთ-ერთ მცხოვრებს ეკუთვნის.

 

გამგებლის წარმომადგენელს ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ სურს. ის ამბობს, რომ „ფიზიკურად არ ივსება ბასეინი, რომელიც სოფლის თავში მდებარეობს“. ხოლო კითხვაზე – გასულ წელს როგორ ივსებოდა, გვპასუხობს, რომ „პრობლემები არსებობს“ და ტელეფონს თიშავს.

 

ვიდრე ქობულეთის გამგეობაში კვირიკეს უწყლობასთან დაკავშირებით განმარტებას გააკეთებენ, მანამდე მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ კვირიკესა თუ მისი მიმდებარე სოფლების წყლით უზრუნველყოფისთვის მილიონობით ლარი უკვე დაიხარჯა. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად ტენდერები წელსაც აქვს გამგეობას გამოცხადებული.

არ გაუშვათ უფასოდ დასვენების შანსი

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად:

 

აიღეთ პირველი სესხი მანიმენში;

განაცხადის შევსებისას მიუთითეთ პრომოკოდი – 8747;

გამოტანილი კრედიტი უნდა იყოს 200 ლარი ან მეტი;

სესხი აიღეთ 20 დღით ან მეტი ვადით;

მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე: marketing@moneyman.ge  წერილი სათაურით „ჩემი საზაფხულო თავგადასავალი“. ნუ დაგეზარებათ წერილში აღწეროთ, რატომ უნდა აგირჩიოთ თქვენ და ის ადამიანი, ვისთან ერთადაც ოცნებობთ სამოგზაუროდ წასვლს.
ასევე, მიუთითეთ სრული სახელი და გვარი, პირადი ნომერი და საკონტაქტო ნომერი;

 

განაცხადის შევსება შეგიძლიათ არა მხოლოდ ონლაინ, არამედ ჩვენი პრომო გოგონების დახმარებითაც. გვეწვიეთ ბათუმის ბულვარში, საზაფხულო თეატრთან 4-დან 10-საათამდე და ჩვენი წარმომადგენლები დაგეხმარებიან სასურველი თანხის მიღებაში.

 

შეგახსენებთ, რომ მანიმენში შეგიძლიათ სწრაფი ონლაინ კრედიტი მიიღოთ განაცხადის გაკეთებიდან რამდენიმე წუთში. ჩვენ ათასობით ადამიანს ვეხმარებით ყოველდღიურად ფინანსური პრობლემების მოგვარებაში. დღეიდან შეგიძლიათ მათ რიცხვს თქვენც შეუერთდეთ!

 

ნუ გადადებთ ცხოვრებას ხელფასამდე, აიღეთ სესხი და აისრულეთ სურვილები დღესვე!

ბათუმის მერიის C ჰეპატიტის დიაგნოსტირების თანადაფინანსების პროგრამით 500-მდე ბენეფიციარმა ისარგებლა

 

ბათუმის მერიის ვებგვერდის ინფორმაციით, იგეგმება პროგრამას დაემატოს მკურნალობის მონიტორინგის ნაწილობრივი დაფინანსება.

 

 C ჰეპატიტით დიაგნოსტიკის თანადაფინანსების პროგრამა 15 ივნისიდან ამოქმედდა. მერიის პროგრამის ფარგლებში, მომსახურებას ბათუმის ინფექციური საავადმყოფო ახორციელებს. პროგრამის ბიუჯეტი 185 ათას 300 ლარს შეადგენს. მერიის ინფორმაციით, პროგრამით უკვე 500-მა ბენეფიციარმა ისარგებლა. 

88 აბი „ექსტაზისთვის“ ბათუმის ავტოსადგურში მამაკაცი დააკავეს

 

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 88 აბი „ექსტაზი“ ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 1,68554 გრ ნარკოტიკულ ნივთიერება 3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს შეიცავს. ნარკოლოგიური შემოწმებით ბრალდებულს ფსიქოტროპულ ნივთიერებათა მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

 

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

მკურნალობა გერმანიაში – პაციენტის ინტერესზე მორგებული მომსახურება


სამკურნალო ვიზიტის სრული დაგეგმვა, მოწვევის ორგანიზება, ხარჯების წინასწარ კალკულაცია და თარჯიმნით უზრუნველყოფა Bridge to Germany-ს მომსახურების მცირე ჩამონათვალია, რომლითაც გერმანიაში მკურნალობის მსურველ პაციენტებს შეუძლიათ ისარგებლონ.

 

„ჩვენ ვართ იქ, სადაც პაციენტს ყველაზე მეტად ვჭირდებით – გერმანიაში, და ვახორციელებთ სამედიცინო ვიზიტების ადგილზე მხარდაჭერას და მონიტორინგს,“– აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი თეა კობახიძე.

 

გერმანიაში გამგზავრებამდე, კომპანია მკურნალობის მსურველს აწვდის ინფორმაციას კლინიკების, ექიმების, ფასებისა და სავარაუდო სამკურნალო პროცედურების შესახებ, პაციენტის ინდივიდუალური მდგომარეობის გათვალისწინებით.

 

რატომ გერმანია?

 

გერმანიას გავლენიან რეიტიგებში, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემებს აფასებს, წამყვანი ადგილები უჭირავს.

 

გერმანიას უცხოელი პაციენტები სწორი და ზუსტი დიაგნოსტიკის, მკურნალობის უახლესი მეთოდების, მედიცინის უმაღლესი დონის გამო ირჩევენ. მათი რიცხვი, სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ყოველწლიურად მნიშვნელოვნად მატულობს.

 

მიუნხენის და ზოგადად, გერმანიის კლინიკები ფართოდაა ცნობილი ქიმიოთერაპიაში მიღწეული მნიშვნელოვანი წარმატებებით, ასევე ნეიროქირურგიული  და ორთოპედიული ოპერაციების, კარდიოლოგიისა და რევმატოლოგიის დარგში.

 

 

გერმანიაში ვიზიტი –  საჭიროებებზე მორგებული მომსახურება

 

“ჩვენ პაციენტებს ვთავაზობთ საუკეთესო გერმანულ კილინიკებს, სპეციალისტებს და საკეთსო ფასებს. მაგალითად, გინეკოლოგიური გამოკვლევის ღირებულება 500 -700 ევროა, ორთოპედიული დიაგნოსტიკა 700 – 1250  ევრო, ხოლო კარდიოლოგიური გამოკვლევა 1000-1500 ევრომდე, რაც გერმანიაში სამედიცინო ვიზიტს უამრავი პაციენტისათვის შესაძლებელს ხდის,”– განმარტავს თეა კობახიძე.

 

Bridge to Germany  სამკურნალო ვიზიტებს პაციენტების ინტერესების სრული დაცვით გეგმავს. კომპანია ქართველ პაციენტებს საშუალებას აძლევს, ისარგებლონ გერმანული სამედიცინო სერვისებით წამყვან კლინიკებში, კავშირი დაამყარონ მოწინავე პროფესორებთან, დაზოგონ დრო და ხარჯები. გარდა ამისა, Bridge to Germany  პაციენტს ეხმარება გერმანიაში გასამგზავრებლად საჭირო სავიზო განაცხადის გაკეთებასა და სხვა ფორმალობების მოგვარებაში. ასევე, გერმანიაში მკურნალობისას პაციენტს შეუძლია თარჯიმნის სერვისითაც ისარგებლოს.

 

”ვიზიტის განმავლობაში პაციენტს ჰყავს თამხლები პირი, რომლიც არამხოლოდ თარჯიმანია, არამედ მთელი ვიზიტის დროულ, წარმატებულ განხორციელებას მონიტორინგს უკეთებს,” – ამბობს თეა კობახიძე. იგი განმარტავს, რომ პროფესიონალურად დაგეგმილი ვიზიტის შემთხვევაში, პაციენტი წინასწარ იღებს სრულ და ამომწურავ ინფორმაციას; ვიზიტები ხორციელდება უმოკლეს დროში და პაიციენტს არ უწევს დამატებითი, გაუთვალიწინებელი ხარჯების გაღება.

 

 

გერმანული კლინიკები

 

Bridge to Germany გერმანიის საუკეთესო კლინიკებთან თანამშრომლობს. მათ შორისაა საუნივერსიტეტო კლინიკები, კერძო კლინიკები და დიაგნოსტიკური ცენტრები. ბავშვთა მკურნალობის შემთხვევაში კი, კომპანია საკუთარ თავზე იღებს შეარჩიოს   ბავშვთა სპეციფიკაზე მორგებული კლინიკა.

 

”ჩვენ ორიენტირებული ვართ პირველ რიგში, არა მოგებაზე, არამედ პაციენტის სრულ კმაყოფილებაზე. სწორედ ეს გახლავთ ჩვენი კლიენტურის მუდმივი ზრდის საფუძველი. მათი უმრავლესობა, სტატისტიკის მიხედვით, ჩვენამდე ერთმანეთის რჩევით და არა რეკლამის საშუალებით მოდის,”- ამბობს კომპანიის დირექტორი.

 

 

მიუნხენი
მიუნხენი


გერმანიაში მკურნალობის ხარჯები

 

გერმანიაში მკურნალობის ფასს, პაციენტის დიაგნოზის მიხედვით, თავად გერმანული კლინიკა განსაზღვრავს. სრული გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, მკურნალობის საფასურს პაციენტი კლინიკის ანგარიშზე რიცხავს ან გერმანიაში ჩამოსვლის შემდეგ პირადად იხდის.

 

გარდა ამისა, მკურნალობის შემდეგ, კლინიკის მიერ განმეორებითი ხარჯთაღრიცხვა კეთდება, რა დროსაც მოწმდება, სრულიად მოხმარდა თუ არა წინასწარ გადახდილი თანხა პაციენტს. თუკი კლინიკა წინასწარ განსაზღვრულ თანხას სრულად არ გახარჯავს, ნაშთი პაციენტს დაუბრუნდება იმავე ანგარიშზე, რომლიდანაც მკურნალობის თანხა გადარიცხა.

 

 

პაციენტი და თანმხლები პირი

 

Bridge to Germany–ის დახმარებით, რაც გერმანიაში სამკურნალო ვიზიტისას  გერმანული ენის თარჯიმანსა და დამხმარე პერსონალს ითვალისწინებს, პაციენტს აძლევს საშუალებას, მარტო, ოჯახის წევრის თანხლების გარეშე წავიდეს სამკურნალოდ, რაც დამატებითი თანხების დაზოგვაში ეხმარება პაციენტს და მის ოჯახს.

 

თუმცა, იმ შემთხვევაში, თუკი პაციენტს ოჯახის წევრიც ახლავს, კომპანიის შეთავაზებები მასზეც გავრცელდება. კერძოდ, ოჯახის წევრებს შეეძლებათ ისარგებლონ გერმანული ენის თარჯიმანით და კომპანიის ტურისტული მომსახურების სრული პაკეტით.

 

პაციენტები და მათი თანმხლები პირები Bridge to Germany–ის პარტნიორის, ავიაკომპანია Lufthansa -ს ბილეთებზე 5% – 20%   ფასდაკლებით და სხვა დამატებითი შეღავათებით სარგებლობენ.

 

კომპანია Bridge to Germany  2012 წელს დაარსდა. ის ძირითადად ემსახურება პაციენტებს საქართველოდან და დსთ–ის ქვეყნებიდან. სახელმწიფო სტრუქტურებთან მოლაპარაკების საფუძველზე, სექტემბრიდან იწყება პაციენტების მიღება არაბული ქვეყნებიდანაც. კომპანიასთან დაკავშირება შესაძლებელია ამ მისამართზე.

 

კონტაქტი:

www.bridge-to-germany.de

info@bridge-to-germany.de 

Tel: +49 176 22 51 33 52

Fax +49 911 30844 00244

Skype: bridge-to-germany

თანამედროვე მუსიკის დღეები დასრულდა

ბრიტანული როკ ბენდი „ტოპლოუდერი“

ბათუმი უცხოელ და ქართველ თანამედროვე  შემსრულებლებს, ოთხი დღის განმავლობაში  მასპინძლობდა.

თანამედროვე მუსიკის კვირეული ექვს აგვისტოს „კახაბერი და ხანუმები“- ს კონცერტით დაიწყო,  შემდეგ იყო ბოშური საღამო MANOLO  “The Voice of the Gypsiess” -გან.

ასევე მონაწილეობდნენ უკრაინული პოპ-როკ ჯგუფი  „ოკეან ელზი“,  ქართველი შემსრულებელი რომა რცხილაძე და მისი ბენდი „+995“ . საფესტივალო კლუბში კი ორი დღის განმავლობაში VIVA Brasil-ს შოუ გაიმართა.

რომა რცხილაძე

„თუ ასე ტურფა იყავი“ – ბოტანიკური ბაღის თარგმანში დაკარგული ბანერი

 

აკა სინჯიკაშვილის ფოტო
აკა სინჯიკაშვილის ფოტო

„შესაძლოა ეს ლექსი, რომელიც ხალხურია, შეეშალათ ვაჟა-ფშაველას ლექსში  „იას უთხარით ტურფასა”.  რაც შეეხება თარგმანს, სამწუხაროდ, სიტყვასიტყვით არის ნათარგმნი.

 

 მხატვრული თარგმანი კი სიტყვების თარგმნა არ გახლავთ. ისე როგორც ლექსი ვერ იქნება ლექსი, თუ მასში სიტყვების მიღმა არაფერი იკითხება. მხატვრული თარგმანი, მით უფრო ლექსის თარგმნა შემოქმედებითი პროცესია და საუკეთესოთა შორის საუკეთესო მთარგმნელებსაც კი, ყოველთვის წარმატებული თარგმანი როდი გამოსდით“,- ამბობს „ბათუმელებთან “ ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ასოცირებული პროფესორი, თარგმანმცოდნე, ინგლისური ენის და ლიტერატურის სპეციალისტი ხათუნა ბერიძე.

 

ვისი ინიციატიოვით დაიდგა ეს ბანერი ბოტანიკური ბაღის შესასვლელში და მიაქცია თუ არა წარწერებში არსებულ უზუსტობებს ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციამ  ყურადღება?

 

ბოტანიკური ბაღის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ჯემალ წულუკიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ბანერი დიდი ხნის წინ დაიდგა და ადმინისტრაცია მის გამოცვლას მალე აპირებს:

 

„არ მიმიქცევია მაგ წარწერისთვის ყურადღება.  ძველი ბანერია და ვაპირებთ თანამედროვეთი ჩავანაცვლოთ. ტენდერი უკვე გამოცხადებულია მანიშნებლების შეცვლაზე და ეს ბანერიც გამოცვლება“, – ამბობს ჯემალ წულუკიძე.   

ბათუმში ქუჩის თეატრის დღეები იწყება

 

 

სპექტაკლები ღია ცის ქვეშ  გაიმართება.  ფესტივალში  ხუთი ქართული და ოთხი უცხოური თეატრალური დასი  მონაწილეობს. ქართველ მსახიობებთან ერთად, ბათუმის ქუჩებში თეატრალურ წარმოდგენებს  ესპანეთის, უნგრეთის, ბრიტანეთისა და ინდოეთის დასებიც გამართავენ.

 

 „ღია სივრცეს განსაკუთრებული დადებითი მხარე აქვს, მით უფრო  ზაფხულში და  ისეთ ქალაქში როგორიც ბათუმია. ეს იქნება  მაღალი დონის წარმოდგენები, ჩვენ ბათუმელებსა და ქალაქის სტუმრებს სასიამოვნო და შთამბეჭდავ საღამოებს ვპირდებით, “ –  აცხადებს ქუჩის თეატრის დღეების ერთ-ერთი ორგანიზატორი ეკა მაზმიშვილი

 

 

წარმოდგენები, რომლებიც ბათუმის კოლონადებთან, საზაფხულო თეატრში, პიაცაზე,  ბულვარსა და ძველი ბათუმის ქუჩებში გაიმართება „ჰით ბათუმი 2015“-ის ფარგლებშია წარმოდგენილი. ჩვენებაზე დასწრება უფასოა.



10-16 აგვისტოს ქუჩის თეატრის დღეები წარმოგიდგენთ:

11 აგვისტო, 11:00 ბულვარი – ამირან შალიკაშვილის პანტომიმების თეატრი

11 აგვისტო, 21:30, კორტები – ბოლივუდ მასალა ორკესტრა (ინდოეთი)

12 აგვისტო, 20:00, ერას მოედანი – მაგიდა ორისთვის (ესპანეთი)

12-13 აგვისტო, 23:00, ბულვარი – მოცეკვავე გრაფიტი BANDART Productions (უნგრეთი)

13 აგვისტო, 20:00, საზაფხულო თეატრი – სამეფო უბნის თეატრი. სპექტაკლი „ტროელი ქალები“

13 აგვისტო, 19:00 – ქუჩა, ბულვარი, 23:00 საფესტივალო კლუბი TAKE FIVE – The New York Brass Band

14 აგვისტო, 22:00, პიაცა – კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო მარჯანიშვილის თეატრი. სპექტაკლი „როგორც გენებოთ“

14 აგვისტო, 19:00; 21:00 – ქუჩა/ბულვარი/პიაცა – The New York Brass

15 აგვისტო, 21:00, ბულვარი-კოლანადები – მუსიკისა და დრამის თეატრი. სპექტაკლი „გაყრა“

15 აგვისტო – 17:00; 23:00 ქუჩა/ბულვარი – The New York Brass Band

 თეატრალური  კვირეული  16 აგვისტოს კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრით დასრულდება.

 

შუახევის სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომელი ქრთამზე დააკავეს

 

პოლიცია
პოლიცია

„შუახევის მუნიციპალიტეტში აჭარის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებული იქნა სოციალური მომსახურების სააგენტოს შუახევის რაიონული განყოფილების მთავარი სპეციალისტი მზია დავითაძე.

გამოძიებით დადგინდა, რომ მზია დავითაძემ  სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში, საარსებო შემწეობის შენარჩუნების და კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი (მრავალშვილიანი) ოჯახებისათვის განკუთვნილი არაფულადი დახმარების მიღების  და  საარსებო შემწეობის აღდგენის საკითხის მოსაგვარებლად, ორი ოჯახისგან  ქრთამის სახით  ჯამში 500 ლარის ოდენობით თანხა მოითხოვა და  აიღო.   

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე  სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“. 

ისინი იარსებებენ დამოუკიდებლად, ექნებათ საკუთარი წარმოება და საკუთარი შემოსავალი

 

პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდება სოციალური საწარმოები, მცირე საწარმოები, მიგრანტთა საზოგადოებრივი ორგანიზაცია, აშენდება ჰიგიენის სახლები ე.წ. „ოცნების ქალაქში.“ გარდა ამისა „ინტელექტი“ გაუწევს სამართლებრივ დახმარებას მიგრანტებს და ხელს შეუწყობს მათ პროფესიული განათლების მიღებაში.

 

შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში სოციალური სახლის მცხოვრებლები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ერთად შეკრებილიყვნენ „ინტელექტის“ წარმომადგენლებთან შესახვედრად. მათ საერთო ინტერესი აერთიანებდათ: რისთვის მოდიან? რას გვეტყვიან? რა სარგებელი გვექნება?

 

შეხვედრა ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ „ინტელექტის“ გამგეობის თავმჯდომარემ ლევან გობაძემ პროექტის „მიგრანტთა მდგომარეობის გაუმჯობესება აჭარის რეგიონში“ პრეზენტაციით გახსნა. აღნიშნული პროექტის მიზანია აჭარის რეგიონში დაბრუნებული, პოტენციური და ეკომიგრანტებისათვის გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი ცხოვრების ღირსეული პირობების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, მიგრაციისა და განვითარების საკითხების დაკავშირება და მიგრანტთა ჩართულობის დონის ამაღლება რეგიონის ეკონომიკური განვითარების პროცესებში.

 

შუახევის მუნიციპალიტეტში არსებულ სოციალურ სახლში 49 ოჯახი ცხოვრობს. მათ შორის 48 ეკომიგრანტია, ხოლო ერთი _ სოციალური მიგრანტი. ისინი სოციალურ სახლში სოფლებიდან: ბუთურაულიდან, ნიგაზეულიდან, ახალდაბიდან, ნაღვარევიდან, ჟანივრიდან, უჩამბიდან და ცინარეთიდან იძულებით მოვიდნენ. მათ სტიქიით დაზარალებულთა I და II კატეგორია აქვთ გეოლოგების მიერ მინიჭებული, რაც იმას ნიშნავს, რომ საცხოვრებელი საერთოდ არ გააჩნიათ (I კატეგორია) ან, სახლი აქვთ, მაგრამ ეკოლოგიური პროცესების შედეგად იმდენად არის დაზარალებული, რომ ცხოვრება შეუძლებელია (II კატეგორია).

 

შუახევის სოციალური სახლის მცხოვრებთაგან 12 მოქალაქეა დასაქმებული – 10 სანდასუფთავების სამსახურში მუშაობს, ხოლო 2 -პროფილაქტიკაში. ამბობენ, რომ შემოსავალი მცირე აქვთ და ოჯახის შესანახად არასაკმარისი. უმრავლესობას სამუშაო არ გააჩნია და ძიების პროცესშია. ერთ-ერთი დაბრკოლება კი მათთვის პროფესიისა და კვალიფიკაციის არქონაა. პროექტი „მიგრანტთა მდგომარეობის გაუმჯობესება აჭარის რეგიონში“ სწორედ აღნიშნული კატეგორიის მიგრანტების – ამ შემთხვევაში ეკომიგრანტების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას, საზოგადოებაში ადაპტირებას, დასაქმებას და მომავალში დამოუკიდებლად კაპიტალის მოპოვება-დაგროვებას ისახავს მიზნად. პროექტი ხელს შეუწყობს სოციალური სახლების მცხოვრებლებს, აღარ იყონ ადგილობრივ თვითმმართველობაზე დამოკიდებული. “ინტელექტი“ პროექტის – „მიგრანტთა მდგომარეობის გაუმჯობესება აჭარის რეგიონში“ ფარგლებში იმუშავებს აჭარის რეგიონში მცხოვრებ იმ ეკომიგრანტებთან, რომლებსაც აქვთ სურვილი, მოტივაცია და ნებისყოფა, რომ საკუთარი შრომითა და ნიჭით დასძლიონ სიღარიბე და გახდნენ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები.

 


შუახევის სოციალური სახლის მცხოვრებლები თავდაპირველად ნეგატიურად აფასებდნენ პროექტს „მიგრანტთა მდგომარეობის გაუმჯობესება აჭარის რეგიონში“. მათ გაუჭირდათ იმ აზრის გაზიარება, რომ სოციალური საწარმოები უნდა შეიქმნას, სადაც გაერთიანებული იქნება რამდენიმე ეკომიგრანტი და სოციალური მიგრანტი ოჯახი და ერთად მოუწევთ მუშაობა. ისინი მცირე საწარმოების ინდივიდუალურ დაფინანსებას ითხოვდნენ, რასაც პროექტი არ ითვალისწინებს. დეტალურად გაეცნენ რა პროექტს შუახეველი ეკომიგრანტები, აზრი შეიცვალეს და სამომავლო გეგმების დასახვა დაიწყეს.

 

პროექტს „მიგრანტთა მდგომარეობის გაუმჯობესება აჭარის რეგიონში“ პროტესტს ყველაზე აქტიურად 27 წლის რუსლან მამულაძე უცხადებდა. იგი სოციალურ სახლში ცხოვრობს. მას არც სამსახური აქვს და არც არანაირი სამუშაო გამოცდილება. „პირადი“ მიზეზების გამო ვერ მიიღო უმაღლესი განათლება და არც პროფესიული განათლება აქვს. ოჯახის შესანახად სეზონურად მეზობელი თურქეთის რესპუბლიკაში მიდის და ჩაის კრეფს. სოციალური საწარმოს ჩამოყალიბების იდეა თავდაპირველად არ მოეწონა: „ასე საქმე არ გამოვა. საზიარო არ გვინდა. ერთმანეთს უნდა დაგვაპირისპიროთ ისედაც გაჭირვებული ხალხი? გვეგონა ინდივიდუალურად დაგვეხმარებოდით, თანხას გამოგვიყოფდით…“ პროექტის მიზნებისა და საქმიანობების დეტალურად გაცნობის შემდეგ რუსლანმა არა მარტო აზრი შეიცვალა, არამედ იდეაც მიაწოდა თავის მეზობლებს ერთობლივი განვითარებისთვის: „იქ, სადაც ჩვენი სოციალური სახლია, 300 კვადრატული მეტრი ფართობის უფუნქციო ავტოსადგომია. თუ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ამ შენობას დაგვითმობენ, შეიძლება იქ რაიმე სახის დანადგარების დადგმა და საწარმოს ჩამოყალიბება, მაგალითად ავეჯის. პირადად მე მზად ვარ გადავემზადო ნებისმიერი მიმართულებით და მივიღო პროფესიული განათლება. მართალია, უმაღლესი არ დამიმთავრებია, მაგრამ ფიზიკური მუშაობა შემიძლია, ხელობასაც ადვილად ვითვისებ.“

 

რუსლანის იდეამ გამოხმაურება ჰპოვა მეზობლებში. ავეჯის საწარმოს გახსნის იდეა სოციალურ სახლში მცხოვრებთა უმრავლესობას მოეწონა. დაფიქრდნენ და განაცხადეს, რომ მსგავსი საწარმო შუახევის მუნიციპალიტეტში არ არის და იმედი გამოთქვეს, რომ ეს საქმე „სარფიანი“ იქნება. სამეზობლოში დურგალიც აღმოჩნდა – ზურაბ მამულაძე.

 

მეწყრული პროცესებისგან დაზარალებული ზურაბ მამულაძე ოჯახთან ერთად სოციალურ სახლში ცხოვრობს. მის სამსულიან ოჯახს მატერიალური შემოსავალი არ გააჩნია. ისინი სოციალური შემწეობის იმედად არიან.

 

ზურაბ მამულაძე თვითნასწავლი დურგალია. ვიდრე მეწყერი შეაწუხებდა მას და მის ოჯახს, სოფელში, საცხოვრებელ სახლთან ხის გადასამუშავებელი დაზგა ედგა და პატარა, ყავისთვის განკუთვნილ მაგიდებს ამზადებდა. „პატარა მაგიდების გარდა სკამების გაკეთებაც შემიძლია. ჩემს ცოდნას მეზობლებსაც გავუზიარებ და ადგილობრივი ხელისუფლება თუ ამ ავტოფარეხს დაგვითმობს, ერთი კარგი საწარმოს გაკეთება შეიძლება. როგორც გავიგეთ, ინტელექტი პროექტის „მიგრანტთა მდგომარეობის გაუმჯობესება აჭარის რეგიონში” ფარგლებში პროფესიულ განათლებასაც დაგვიფინანსებს. მისი დახმარებით პროფესიონალებად ჩამოვყალიბდებით და სხვადასხვა სახის ავეჯის – კარადების, კამოდების, მაგიდების, რბილი ავეჯის და ა. შ. დამზადებას შევძლებთ. თუ მეზობლები კარგად დავფიქრდებით, სწორად გავიაზრებთ ყველაფერს და შრომა არ დაგვეზარება, ავამოქმედებთ ავეჯის საწარმოს, რომელიც დარწმუნებული ვარ, წარმატებული იქნება და ჩვენ – სოციალური სახლის მცხოვრებლებს აღარ გვექნება ხელი გაწვდილი სახელმწიფოსკენ სოციალური დახმარების მისაღებად, ჩვენი ფინანსური შემოსავალი გაგვიჩნდება და დამოუკიდებლად ცხოვრებას შევძლებთ.“ – ამბობს ზურაბი.

 

მამულაძეების გვერდით დგანან სხვა მეზობლებიც: „როგორც ვუყურებთ „ინტელექტის“ პროექტი ძალიან კარგია და გამოსადეგი. ვინ იცის, იქნებ ჩვენთან ერთად კიდევ ცხოვრობენ რომელიმე ხელობის მცოდნე ხალხი და არ ვიცით. ახლა მოვიკითხავთ და გავარკვევთ… ჩვენს პირობებში ფერმის გაკეთებაც კარგი იქნება. თანაც შუახევის მუნიციპალიტეტში რძის პროდუქტების მიმღებ-გადასამუშავებელი საწარმო არ არსებობს, ამაზეც ღირს დაფიქრება…“

 

ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ „ინტელექტისა“ და შუახევის მუნიციპალიტეტის სოციალურ სახლში მცხოვრები მოსახლეობის შეხვედრას სოციალური საწარმოს ჩამოყალიბების საკითხთან დაკავშირებით, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები _ გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლებიც ესწრებოდნენ.

 

„ჩემი აზრით, „მიგრანტთა მდგომარეობის გაუმჯობესება აჭარის რეგიონში“ ძალინ კარგი პროექტია. ამ პროექტის განხორციელება შუახეველი, და არამარტო შუახეველი ეკომიგრანტებისათვის, დიდი შეღავათი იქნება. ისინი შეძლებენ დამოუკიდებლად იარსებონ სოციალურ სახლში და აღარ იყვნენ დამოკიდებული სახელმწიფოზე. რადგან მოსახლეობის ამ კატეგორიას სამეწარმეო გამოცდილება არ აქვს, კარგი იქნება სანამ უშუალოდ სოციალური საწარმოს ჩამოყალიბებაზე გადავალთ, მანამდე შრომისუნარიანი ეკომიგრანტების გადამზადება მოხდეს. პროფესიის მიღების შემდეგ თუ იფიქრებენ პროექტებზე, მათი იდეები უფრო რეალური და ჩვენს მუნიციპალიტეტზე მორგებული იქნება. შედეგად ისინი იარსებებენ დამოუკიდებლად, ექნებათ საკუთარი წარმოება და საკუთარი შემოსავალი“, – აღნიშნა შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა ზაზა ზოიძემ. იგი სოციალური საწარმოს ჩამოყალიბებას დადებითად აფასებს: „ის, რომ საწარმოში რამდენიმე ოჯახი უნდა იყოს გაერთიანებული, კარგია. გუნდური პრინციპით მუშაობა უფრო გამართლებული იქნება“.

 

ვიდრე შუახევის მუნიციპალიტეტის სოციალური სახლების ბინადარნი სამომავლო გეგმებზე ფიქრობენ, რათა ბიზნესიდეის სახით ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ „ინტელექტს“ მიაწოდონ, მანამდე „ინტელექტის“ თანამშრომლები აჭარის რეგიონის – ხულოსა (სოციალური სახლის მშენებლობა ნოემბერში დასრულდება. ამჟამად მიმდინარეობს იმ ეკომიგრანტთა სიის დაზუსტება, რომლებიც გეოლოგების დასკვნის მიხედვით I და II კატეგორიას განეკუთვნებიან. სოციალური საწარმოს ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით „ინტელექტი“ ხულოელ ეკომიგრანტებს ზემოთ აღნიშნული სიის დაზუსტებისთანავე შეხვდება) და ქედის მუნიციპალიტეტების სოციალური სახლების მცხოვრებლებთან განიხილავენ პროექტს „მიგრანტთა მდგომარეობის გაუმჯობესება აჭარის რეგიონში“.
აჭარის რეგიონში „ინტელექტი“ სულ სამი სოციალური საწარმოს ჩამოყალიბებას გეგმავს ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში არსებულ სოციალურ სახლებთან. საწარმოს საქმიანობას თავად ეკომიგრანტები განსაზღვრავენ, მუნიციპალიტეტის რელიეფიდან, საკუთარი შრომითი შესაძლებლობებიდან და არსებული საბაზრო ეკონომიკიდან გამომდინარე. უპირატესობა მიენიჭება საწარმოს ჩამოყალიბების იმ იდეას, ბიზნესგეგმას, რომლითაც შესაძლებელი იქნება მეტი ეკომიგრანტის დასაქმება.

 

ჩანართი მომზადებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „მიგრანტთა მდგომარეობის გაუმჯობესება აჭარის რეგიონში“ ფარგლებში.

ტექსტში მოყვანილი მოსაზრებები შეიძლება არ ემთხვეოდეს ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციას.

 

ჩანართის რედაქტორი თეონა კაკაციძე

მისამართი: ბათუმი, აღმაშენებლის 13

ტელ: 24 16 40; ფაქსი: 24 16 50

მობ: 592 57 18 00

ელფოსტა: info@intellect.org.ge

ვებგვერდი: www.intellect.org.ge

 

 

 

 

 

 

 

 

BLACK SEA TOURNET პროექტის სამუშაო ვიზიტები უკრაინასა და ბულგარეთში

 

პროექტის მთავარი მიზანია შავი ზღვის რეგიონში ეკო/აგრო/ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და ერთობლივი მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავება. პროექტის პარტნიორია 5 ქვეყანა – საქართველო (კერძოდ, აჭარის რეგიონი), უკრაინა, თურქეთი, მოლდოვეთი და ბულგარეთი. 2015 წლის ივლისში პროექტის პარტნიორები სამუშაო/გაცვლითი ვიზიტით სტუმრობდნენ ოდესისა (უკრაინა) და ბურგასის რეგიონებს (ბულგარეთი), რომლის მიზანი იყო ტურიზმის სფეროში არსებული გამოცდილების გაცნობა და პროექტის შემაჯამებელ შეხვედრებში მონაწილეობის მიღება.

 

ვიზიტი ოდესის რეგიონში – 2015 წლის 15-18 ივლისს პროექტის პარტნიორები სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ოდესის რეგიონში, რომლის დროსაც მოინახულეს ეკოტურისტული რაიონი ვილკოვო. ვილკოვო უკრაინის სამხრეთ-დასავლეთით, რუმინეთის საზღვართან მდინარე დუნაის დელტის ნაწილში მდებარეობს. რაიონი ბიოსფეროს ნაკრძალს წარმოადგენს და ტურისტული თვალსაზრისით საინტერესო ადგილია, სადაც ტურისტებს სხვადასხვა საინტერესო სერვისს სთავაზობენ – გასეირენება დუნაის დელტაზე, მდინარეზე არსებული წყლის არხები, ადგილობრივი ღვინისა და სამზარეულის დეგუსტაცია და ა.შ.

 

ვიზიტის დროს, ასევე, გაიმართა პროექტის შედეგების პრეზენტაცია, რომელსაც ესწრებოდნენ ოდესის რეგიონის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები. უკრაინელი პარტნიორების მიერ წარმოდგენილი იქნა ინფორმაცია პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგების შესახებ.

 

ვიზიტი ბურგასში (ბულგარეთი) – 28-31 ივლისს პროექტის პარტნიორები სტუმრობდნენ ბურგასის რეგიონს. ვიზიტის ფარგლებში პროექტის მონაწილეებმა მოინახულეს ბურგასის რეგიონის რამდენიმე მნიშვნელოვანი ტურისტული ადგილი – ბურგასთან ახლოს წმ. ანასტასიას კუნძული და ძველი ქალაქი ნესებარი.

 

29 ივლისს გაიმართა პროექტის დასკვნითი, შემაჯამებელი კონფერენცია, რომელზეც წარმოდგენილი იყო პროექტის ძირითადი აქტივობების, პროდუქტებისა და შედეგების პრეზენტაცია. შეხვედრას ესწრებოდნენ ბურგის მერის მოადგილე, გუბერნატორის მოადგილე, სამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები. ასევე შედგა ცალკე შეხვედრა IBDIPC-ის თავმჯდომარესა (ზვიად ელიზიანი) და ბურგასის რეგიონის გუბერნატორის მოადგილეს შორის, რომლის დროსაც ისაუბრეს აჭარისა და ბურგასის რეგიონს შორის სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ტურიზმის, ბიზნესისა და კულტურის სფეროში. გამომდინარე იქედან, რომ ბათუმი და ბურგასი არიან დაძმობილებული ქალაქები, სამომავლო თანამშრომლობისთვის კარგი პერსპექტივები არსებობს.

 

30-31 ივლისს პროექტის პარტნიორები დაესწრნენ ბურგასში მიმდინარე ღვინის გამოფენას, სადაც შედგა შეხვედრები ბულგარეთის ღვინის სექტორის წარმომადგენლებთან, პროდუქციის გაცნობა და ა.შ. გამოფენის პერიოდში განთავსებული იყო პროექტის სტენდი და სარეკლამო-საინფორმაციო მასალები.

 

პროექტის დასრულებამდე, 2015 წლის აგვისტოში, დაგეგმილია შემაჯამებელი პრესკონფერენცია ბათუმსა და თბილისში. კონფერენციაზე მოხდება პროექტის შედეგების შეჯამება, მარკეტინგული კვლევების პრეზენტაცია და ვებპორტალის www.blacksea-tour.net წარდგენა.

 

პროექტის ფარგლებში მიმდინარე აქტივობების შესახებ ინფორმაცია პერიოდულად გამოქვეყნდება საგაზეთო ჩანართის ფარგლებში, ასევე ორგანიზაციის ვებგვერდსა და ფეისბუქგვერდზე (www.ibdipc.org,  www.facebook.com/ibdipc).

 

ჩანართი მომზადებულია საერთაშორისო ბიზნესის განვითარების და ინვესტიციების ხელშეწყობის ცენტრის (IBDIPC) მიერ. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის ევროპის სამეზობლო და საპარტნიორო პოლიტიკის ინსტრუმენტის (ENPI) ფარგლებში – „შავი ზღვის აუზის პროგრამა – 2007-2013“. ჩანართის ტექსტში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ევროკავშირის მოსაზრებებს.

 

“შავი ზღვის აუზის ტურიზმის მდგრადი განვითარების ქსელი – რეგიონში ტურიზმის განვითარების და მარკეტინგის ერთობლივი სტრატეგიები”

 

“Black Sea Network for Sustainable Tourism – Strategies for joint tourism marketing and development in the Black Sea region” (BS NST). MIS-ETC 2605

 

საკონტაქტო ინფორმაცია: IBDIPC Tel: 599-482 181; E-mail: ibdipc@gmail.com; Web: www.ibdipc.org; 

 

რას შეცვლის „ქალთა კლუბი“ ქალებისთვის

ნატა იმედაიშვილი და ნინო ტავლალაშვილი

კლუბის დაარსების იდეა ქუთაისის ქალთა კლუბიდან წამოვიდა. როგორც ნინო ამბობს, კლუბის ხელმძღვანელი პირველად მას დაუკავშირდა და ბათუმში მსგავსი კლუბის დაარსების იდეა გააცნო. „ქუთაისში ქალთა კლუბი ცხრა წელია არსებობს. მათი სურვილია მსგავსი კლუბები სხვა ქალაქებშიც არსებობდეს, რადგან ქალთა უფლებების საკითხებში ახალი მიდგომები და იდეები გაჩნდეს,“ –  ამბობს კლუბის პრეზიდენტი ნინო ტავლალაშვილი.
„ქალთა კლუბს“ ნინოს და ნატას გარდა, კიდევ სამი დამფუძნებელი ჰყავს, – ბათუმის თოჯინების თეატრის დირექტორი მედეა ჩარკვიანი, პედაგოგი ნარგიზ ბასილაძე და მედიკოსი ლია ჯაში.

„სწორედ ამით არის საინტერესო ეს კლუბი, რომ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ვართ და შეგვიძლია რამდენიმე მიმართულებით გავშალოთ ჩვენი შესაძლებლობები. იდეაც იმიტომ მოგვეწონა, რომ ის მთლიანად ქალების განათლებაზე, მათი ინიციატივების გაძლიერებაზეა ორიენტირებული,“ – ამბობს ნატა იმედაიშვილი.

ბათუმის „ქალთა კლუბს“ ამ დროისთვის დებულება არ აქვს. როგორც ამბობენ, სასტარტო პირობებში მუშაობენ და იდეები დახვეწის პროცესშია.
„ქუთაისის კლუბს აქვს დებულება და ჩვენიც მასთან მიახლოებული იქნება, თუმცა იქნება განსხვავებებიც. ქუთაისის კლუბს ჰყავს თავმჯდომარე, ჩვენსას კი პრეზიდენტი. გარდა ამისა, ქუთაისის კლუბის წევრები ძირითადად წარმატებული, ცნობადი და რეალიზებული პირები არიან, ჩვენ კი ვაპირებთ, რომ კლუბის წევრობის უფლება ჰქონდეს ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის დიასახლისსაც, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს თავისი იდეები და მოსაზრებები კლუბის განვითარებაზე. მთავარია, საკითხი აინტერესებდეს და აქტიური იყოს,“ – გვეუბნება ნატა.

კლუბის შემოსავლის წყარო საწევრო გადასახადი იქნება, რომელიც ნატას თქმით, 5-დან 10 ლარამდე განისაზღვრება. „შემდეგ ეტაპზე კი მოვიძიებთ გრანტებსაც.“

კლუბის დამფუძნებლების თქმით, პირველ ეტაპზე საუბარი იყო იმაზეც, რამდენად შეძლებდა კლუბი კონკურენტულ გარემოში ეფექტურ მუშაობას. „ქალთა საკითხებზე დღეს ბევრი ორგანიზაცია მუშაობს, ბევრი ადამიანი საუბრობს გენდერზე და იყო მომენტი, როცა ზოგიერთი ამბობდა, რომ ეს თემა მოსაბეზრებელი გახდა, რომ ქალთა უფლებებზე საუბარი თითიდან გამოწოვილია და საქართველოში ეს პრობლემა არ დგას. თუმცა, ეს მოსაზრებები არ იყო არგუმენტირებული, რადგან კონკრეტული კვლევები და ფაქტები გვაჩვენებს, რომ ქალთა უფლებები არ არის სათანადოდ დაცული. ამიტომ, ჩვენი მთავარი ორიენტირი ქალთა განათლება იქნება, რომ მათ უფრო მეტი ინფორმაცია მიიღონ საკუთარ უფლებებზე და შეძლონ არა მარტო საკუთარი თავის, სხვების უფლებების დაცვაც,“ – ამბობს ნატა იმედაიშვილი.

„ქალთა კლუბის“ წევრების აზრით, თემებს რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე შეარჩევენ. ნატას აზრით, ბათუმისა და მაღალმთიანი რეგიონების პრობლემა არის ის, რომ ქალებს ნაკლები მოტივაცია აქვთ.

„არის ფაქტები, როცა მაღალმთიან რეგიონში ქალები არ იღებენ არჩევნებში მონაწილეობას, მათ ნაცვლად ქმრებს ან მამამთილებს მიაქვთ ხოლმე საარჩევნო ბარათები უბანზე და ეს ფაქტი გამორიცხავს მათ თანამონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. არის მენტალური პრობლემებიც, რომელიც არსებობს როგორც სოფლად, ასევე ქალაქად. მაგალითად, ბევრი ვერ აცნობიერებს იმას, რომ ფსიქოლოგიური ზეწოლა ეს არის ჩაგვრის ერთ-ერთი სახე,“ – ამბობს ნატა.

ამიტომ, ნატას აზრით, „ქალთა კლუბის“ არსებობა არ იქნება გამართლებული თუ მათი საქმიანობა მხოლოდ ბათუმზე იქნება იროენტირებული: „მე ვიცი ბევრი ოჯახი ქალაქში, რომლებიც იტანჯებიან სტიგმებისა და სტერეოტიპების გამო. ამიტომ, ვერ ვიტყვით, რომ სტერეოტიპებისგან ჩვენი ქალაქი არის თავისუფალი“.

ნინოს აზრით, კლუბმა უნდა იმუშაოს ნაადრევი ქორწინებების პრობლემაზეც. „ამისთვის აუცილებელია შეხვედრები მოზარდებთან, მშობლებთან, რომ მათ მეტი ინფორმაცია მიიღონ თუ რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს ნაადრევმა ქორწინებამ. მათ ექიმის მხრიდან შეუძლიათ მიიღონ სამედიცინო ინფორმაცია, ჩემგან კი, როგორც იურისტისგან, სამართლებრივი ინფორმაცია“, – ამბობს ნინო.

რა იქნება მათი პირველი აქტივობა, „ქალთა კლუბის“ წევრები ამ ეტაპზე ვერ ასახელებენ, რადგან მათი აზრით, ეს საკითხი გამგეობის წევრებთან ერთად უნდა გადაწყდეს. კლუბი სამოქმედო გეგმაზე მუშაობას სექტემბერში დაასრულებს.

რკინისა და იოდის დეფიციტი ქართველ მოზარდებში

 

 

 

 

კვლევის პირველადი მონაცემების თანახმად საქართველოში კვლავ აქტუალური რჩება საკვებზე ფინანსური წვდომის პრობლემა: „სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში, სხვა პროდუქტებთან შედარებით, საკვებ პროდუქტებს ძალიან მაღალი ფასი აქვს. საქართველოში შემოსავლის პროპორცია საკვებზე დახარჯული, 54%-ს შეადგენს“ – ნათქვამია კვლევაში.

 

საკვები პროდუქტების მაღალი ფასის უარყოფითი ზეგავლენა და გადამეტებული დამოკიდებულება ცომეულზე ასახულია იმ ბავშვებსა და მოზარდებზე, რომლებიც ფიზიკურად არ არიან სათანადოდ განვითარებული ან აღენიშნებათ განვითარების შეფერხება. ასეთი ბავშვების რაოდენობა, კვლევის თანახმად, საქართველოს ბავშვთა მოსახლეობის 11%-ს შეადგენს.

 

სურსათისა და სოფლის მეურნეობის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის FAO-ს ცნობით, საქართველოს ზოგიერთ რეგიონში (აჭარასა და გურიაში), იოდის დეფიციტის გამო, გამუდმებით აწუხებთ ჩიყვი.

 

ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი მედეა ამაშუკელი ამბობს, რომ რკინის დეფიციტი, რომელიც უფრო მეტად გამოხატულია დაბალი ეკონომიკური განვითარების ქვეყნებში, იოდის დეფიციტის მსგავსად, ბავშვებში ზრდა-განვითარების შეფერხების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია: „რკინა არის ჰემოგლობინის ძირითადი კომპონენტი, შესაბამისად რკინადეფიციტი დაკავშირებულია ჰემოგლობინის ნაკლებობასთან ანუ ანემიასთან. რკინის დეფიციტი განსაკუთრებით საფრთხილოა ბავშვებისა და მოზარდებისთვის, ამ დროს ვითარდება კონცენტრაციის დეფიციტი, უმადობა, თავბრუსხვევა, გულის აჩქარება, საერთო სისუსტე,“ – ამბობს ის.

 

სპეციალისტის რეკომენდაციით რკინადეფიციტის პროფილაქტიკისთვის ყველაზე ეფექტური ცილოვანი საკვების მიღებაა: „ყველაზე მეტი რაოდენობით რკინა შედის ცხოველურ პროდუქტებში. ეს არის საქონლისა და ხბოს ხორცი, ღვიძლი, ენა. სასურველია, რომ მოხარშული და კარგად დამუშავებული ხორცი კვირაში 2-3 ჯერ მაინც იყოს ჩართული ბავშვის რაციონში. გარდა იმისა, რომ ამ პროდუქტებში მაღალია რკინის კონცენტრაცია, კუჭ-ნაწლავში ადვილად ხდება ცხოველური პროდუქტებიდან რკინის შეთვისება“ – ამბობს ენდოკრინოლოგი. მისივე თქმით, რკინას შეიცავს ხილ-ბოსტნეულიც, თუმცა აქ რკინის კონცენტრაცია შედარებით დაბალია და მისი ათვისებაც ნაკლებად ხდება ორგანიზმის მიერ. მარცვლეულიდან რკინის ყველაზე დიდი რაოდენობა ლობიოშია, ხილიდან – ვაშლში, ბოსტნეულიდან კი – მწვანეფოთლოვან ბოსტეულსა და მწვანილებში.

 

„საუკეთესო შედეგს ვიღებთ მაშინ, როცა რაციონი დაბალანსებულია და მასში შედის ყველაფერი – ხორცი, ხილი და ბოსტნეული.“ – აღნიშნავს მედეა ამაშუკელი.

 

იოდის დეფიციტი ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიებს აყალიბებს, თუმცა სანამ რომელიმე პათოლოგია ჩამოყალიბდება, მანამ ორგანიზმი გაკვეულ ეტაპებს გადის: „თავიდან იწყება იოდის მსუბუქი დეფიციტი, რომელსაც კლინიკური სიმპტომები შეიძლება არ ჰქონდეს, შემდგომში თუ არ არის სათანადო რეაგირება, პრობლემა ღრმავდება.“ – განმარტავს ენდოკრინოლოგი. მისივე თქმით, იოდდეფიციტი განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისა და მოზარდებისთვის, რადგან სწორედ ამ დროს ხდება ჰორმონული სისტემის ჩამოყალიბება. „იმისთვის, რომ მოხდეს მოზარდის სიმაღლეში ზრდა, სქესობრივი მომწიფება და ნერვული სისტემის სრულფასოვანი განვითარება, აუცილებელია, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები იყოს ნორმის ფარგლებში, რასაც ძირითადად მაინც ჩვენს ორგანიზმში მიღებული იოდის რაოდენობა განაპირობებს,“ – ამბობს ის.

 

თუ ბავშვს ან მოზარდს აღენიშნება ზრდისა და სქესობრივი განვითარების შეფერხება, მეხსიერების პრობლემები, ძილიანობა, ნერვული აგზნებადობა, კანის სიმშრალე, აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა, ამბობს ენდოკრინოლოგი.

 

არსებობს მოსაზრება, რომ იოდდეფიციტის პროფილაქტიკა იოდის შემცველი პროდუქტებითაც საკმარისია, თუმცა ენდოკრინოლოგის თქმით, ისეთ იოდდეფიციტურ ქვეყანაში, როგორიცაა საქართველო, ადგილობრივი პროდუქტით ეს შეუძლებელია, რადგან ნიადაგიც არ შეიცავს საკმარისი რაოდენობით იოდს, შესაბამისად ვერც ხილსა და ბოსტნეულში მოხვდება საკმარისი რაოდენობის იოდი. „იოდის შემცველია ძირითადად ზღვისა და ოკეანის პროდუქტები, ასევე ყველა შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ იოდიზირებული მარილი. ვერ გეტყვით, რომ ეს სრულ პროფილაქტიკას მოახდენს, მაგრამ გარკვეული შედეგი მაინც ექნება.“ – ამბობს ექიმი.

 

რადგან რკინის დეფიციტს შესაძლოა კლინიკური გამოვლინება არ ჰქონდეს, რეკომენდებულია წელიწადში ერთხელ სისხლის საერთო ანალიზის გაკეთება. „შესაძლოა, ბავშვს აღენიშნებოდეს ზოგადი სისუსტე, სიფერმკრთალე, მაგრამ შეიძლება საერთოდ არ იყოს გამოხატული სიმპტომები. რკინადეფიციტის დროს კლინიკური სურათი ყალიბდება მაშინ, როცა ჰემოგლობინი საკმაოდ დაბალია, ამიტომ სისხლის საერთო ანალიზის შემდეგ ანემიის დადასტურების შემთხვევაში ვიკვლევთ უკვე სისხლში რკინის შემცველობას და ვადგენთ მკურნალობის ფორმას – მედიკამენტოზურ მკურნალობას, ან, თუ საკმარისია, დიეტური ჩარევით ვავსებთ დეფიციტს“. იოდისა და რკინის შემცველი პრეპარატები უნდა დანიშნოს ენდოკრინოლოგმა ან თერაპევტმა.

ექსტრემალური ტერიტორიები – გამოფენა თანამედროვე ხელოვნების სივრცეში

 

გამოფენა – „ექსტრემალური ტერიტორიები“

 

 როგორც პროექტის ავტორები აცხადებენ, “ექსტრემალური ტერიტორიები“- ს შექმნის მიზანი  სამი ქვეყნის სტუდენტების დაახლოება და თავიანთი კულტურული ხედვების უკეთ გაცნობა იყო.  

 

„პროექტმა დაამტკიცა თავისი სიცოცხლისუნარიანობა გამოფენის საშუალებით.  მუშაობის პერიოდში სამივე ქვეყნის სტუდენტები დამეგობრდნენ, მუშაობდნენ ერთად და ჰქონდათ უწყვეტი კომუნიკაცია, რაც დღემდე გრძელდება“- ნათქვამია „თავისუფლი ხელოვნების სივრცე“-ს ინფორმაციაში.

 

 
გამოფენაში მონაწილეობენ:  ირინა კუდრა, ანა შჩერბინა, ტატიანა კუდრუკი, იურა პროგონნი, ანასტასია სინეპუპოვა, ვიტალი იანკავოი (უკრაინა), მორგან აზაროვი, ტომას პორტიე, ალექსანდრე ბარე, მატილდა ვავუ, ლორ მატიუ, გაბრიელ დუკაზი (საფრანგეთი), ანა ჩადუნელი (CCA) გვანცა ჯიშკარიანი (CCA), ანნა მარტიაშვილი (CCA), გიორგი გოცაძე (თსსა), გიორგი მაღრაძე (CCA), დავით კოროშინაძე (თსსა) (საქართველო)

 

პროექტის მხარდამჭერები არიან ფრანგული ინსტიტუტი, საფრანგეთის კულტურის სამინისტრო, საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ქალაქ რენეს ხელოვების სკოლა, ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცე,თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, კიევის ვიზუალური კომუნიკაციის სკოლა.

 

გამოფენას ხელმძღვანელობენ ქრისტინა სოლომუხა (საფრანგეთი), ალევტინა კახიძე (უკრაინა) და ანა რიაბოშენკო (საქართველო)
კოორდინატორი – სოფიო გაბადაძე (თსსა)

 

გამოფენის პირველი ეტაპი 2015 წლის იანვარში ქ.რენში EESAB ბრეტანის ხელოვნების სკოლის საგამოფენო სივრცეში ჩატარდა, ხოლო 2015 წლის აპრილში კიევში „French spring” ფარგლებში გალერეა CLOSER-ში.

გამოფენის მესამე ეტაპი აგვისტოში ბათუმში ჩატარდება, მას ასევე, თანამედროვე ხელოვნების სივრცე უმასპინძლებს.

Exit mobile version