ნეტგაზეთი • RU

პატიმრების წამების საქმე 13 აგვისტოს მდგომარეობით

 

დღეს, 13 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლო აგრძელებს  მესამე საპყრობილის პატიმრების წამებისა და არაადამიანური მოპყრობაში ბრალდებულების საქმის განხილვას. მოსამართლე დავით მამისეიშვილს ამ საქმის განსახილველად დღეს 4 საათი აქვს გამოყოფილი. 

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაგეგმილია ბრალდების მოწმეების დაკითხვა. მოწმის სტატუსით პროკურატურა პატიმრებს და ყოფილ პატიმრებს ჰკითხავს. 

 

ყველა მათგანი ერთი და იგივე შინაარსის ამბავს ყვება: მე-3 საპყრობილეში ყოფნის დროს, როცა საპყრობილის დირექტორი გიორგი ვეკუა ხოლო რეჟიმის უფროსი ზაზა ჯიქია იყო მათ არაადამიანურ ექცეოდნენ, სცემდნენ და აწამებდნენ.

 

მე-3 საპყრობილის ხელმძღვანელად გიორგი ვეკუა 2009 წელს დაინიშნა, პატიმრები ამბობენ რომ მათი ყოფა საპყრობილეში სწორედ ამ პერიოდიდან გაუარესდა. 

 

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პატიმრებმა საერთო განცხადებით მიმართეს პროკურატურას, ძიებამ სწორედ მათი განცხადების საფუძველზე დაიწყო.  საქმეში ასამდე დაზარალებულია. ბრალდებულები გირაოთი  არიან გათავისუფლებულები. ისინი თავს უდანაშუალოდ მიიჩნევენ. 

ამ საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლო დაახლოებით 21 თვეა განიხილავს.

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნათია როყვა
საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.