თავისუფალი სტილით ჭიდაობაში თორნიკე ქათამაძემ ევროპის ჩემპიონატზე 42 კილოგრამ წონით კატეგორიში ოქროს მედალი მოიპოვა. მან ფინალში თურქი კარა დოგანი 10:9 დაამარცხა დაამარცხა.
ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონატი 4-5 აგვისტოს სერბეთის ქალაქ სუბოტიცაში გაიმართა.
საქართველოს ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში 83 ქულა დააგროვა და ევროპის ჩემპიონი გახდა.
თორნიკე ქათამაძე მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 25-30 აგვისტოს ბოსნია და ჰერცოგოვინის დედაქალაქ სარაევოში გაიმართება.