Batumelebi | ექსტრემალური ტერიტორიები – გამოფენა თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ექსტრემალური ტერიტორიები – გამოფენა თანამედროვე ხელოვნების სივრცეში – Batumelebi
RU | GE  

ექსტრემალური ტერიტორიები – გამოფენა თანამედროვე ხელოვნების სივრცეში

 

14 აგვისტოს თანამედროვე ხელოვნების სივრცეში 18:00 საათზე გაიხსნება გამოფენა – ექსტრემალური ტერიტორიები. პროექტს წარმოგიდგენთ EESAB ბრეტანის ხელოვნების სკოლა EESAB (რენი, საფრანგეთი), ვიზუალური კომუნიკაციის სკოლას უკრაინისა და თბილისის სამხატვრო აკადემია, ასევე, თანამედროვე ხელოვნების ცენტრი ССA და ფონდი ტრამი (საქართველო).  გამოფენას  „ექსტრემალური ტერიტორიები“ მათი ერთობლივი ნამუშევარია.

 

გამოფენა – „ექსტრემალური ტერიტორიები“

 

 როგორც პროექტის ავტორები აცხადებენ, “ექსტრემალური ტერიტორიები“- ს შექმნის მიზანი  სამი ქვეყნის სტუდენტების დაახლოება და თავიანთი კულტურული ხედვების უკეთ გაცნობა იყო.  

 

„პროექტმა დაამტკიცა თავისი სიცოცხლისუნარიანობა გამოფენის საშუალებით.  მუშაობის პერიოდში სამივე ქვეყნის სტუდენტები დამეგობრდნენ, მუშაობდნენ ერთად და ჰქონდათ უწყვეტი კომუნიკაცია, რაც დღემდე გრძელდება“- ნათქვამია „თავისუფლი ხელოვნების სივრცე“-ს ინფორმაციაში.

 

 
გამოფენაში მონაწილეობენ:  ირინა კუდრა, ანა შჩერბინა, ტატიანა კუდრუკი, იურა პროგონნი, ანასტასია სინეპუპოვა, ვიტალი იანკავოი (უკრაინა), მორგან აზაროვი, ტომას პორტიე, ალექსანდრე ბარე, მატილდა ვავუ, ლორ მატიუ, გაბრიელ დუკაზი (საფრანგეთი), ანა ჩადუნელი (CCA) გვანცა ჯიშკარიანი (CCA), ანნა მარტიაშვილი (CCA), გიორგი გოცაძე (თსსა), გიორგი მაღრაძე (CCA), დავით კოროშინაძე (თსსა) (საქართველო)

 

პროექტის მხარდამჭერები არიან ფრანგული ინსტიტუტი, საფრანგეთის კულტურის სამინისტრო, საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ქალაქ რენეს ხელოვების სკოლა, ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცე,თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, კიევის ვიზუალური კომუნიკაციის სკოლა.

 

გამოფენას ხელმძღვანელობენ ქრისტინა სოლომუხა (საფრანგეთი), ალევტინა კახიძე (უკრაინა) და ანა რიაბოშენკო (საქართველო)
კოორდინატორი – სოფიო გაბადაძე (თსსა)

 

გამოფენის პირველი ეტაპი 2015 წლის იანვარში ქ.რენში EESAB ბრეტანის ხელოვნების სკოლის საგამოფენო სივრცეში ჩატარდა, ხოლო 2015 წლის აპრილში კიევში „French spring” ფარგლებში გალერეა CLOSER-ში.

გამოფენის მესამე ეტაპი აგვისტოში ბათუმში ჩატარდება, მას ასევე, თანამედროვე ხელოვნების სივრცე უმასპინძლებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
" ბათუმელები"