შტურვალი, ადრენალინი და მე

თეონა შერვაშიძე

ტურისტების მოზიდვის გარდა, თეონას სხვა ფუნქციაც აქვს, მას შტურვალთან (ანუ გემის საჭესთან) დგომაც უწევს: „მართალია, გემწამყვანის სპეციალობაზე არ ვსწავლობ, მაგრამ გამომდის. კაპიტანი გვერდით მიდგას და მასწავლის. გუშინ მთელი დღე, ფაქტობრივად, მე ვიდეგი შტურვალთან. ეს ადრენალინია ჩემთვის და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობაც“.

თეონამ წელს პირველად დაიწყო მუშაობა და პირველი ხელფასიც აიღო. „ეს ძალიან დიდი სტიმულია. მე და ჩემი ერთი ჯგუფელი ვმუშაობთ, ძალიან მსიამოვნებს. გარდა იმისა, რომ ანაზღაურება მაქვს, აქ მუშაობა პრაქტიკაშიც მეთვლება“, –  გვეუბნება თეონა.

სამუშაო დილის ათი საათიდან იწყება და საღამოს თერთმეტ საათამდე გრძელდება. „რთულია, მაგრამ საინტერესო, რადგან მრავალფეროვანი გარემოა, ბევრ უცხოელს ხვდები და ეკონტაქტები. საინტერესოა შტურვალთან დგომაც. ტურიზმის მენეჯმენტს ვსწავლობ და მომავალში საკრუიზო გემზე ვაპირებ მენეჯერად მუშაობას, ამიტომ ტურისტების აზრი სერვისზე ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, მოსწონთ ჩვენი სერვისი, მხოლოდ სომხეთიდან ჩამოსულმა ტურისტებმა გვითხრეს, რომ ფასი არ შეესაბამება იმ მანძილს, რასაც გავდივართ. იახტა ზღვაზე ნახევარი საათით გადის და ეს დრო ეცოტავებათ“.

თეონა ამბობს, რომ ტურისტებს მოსწონთ, როცა შტურვალთან გოგონაა. „მოდიან და ფოტოებს იღებენ ჩემთან. მითხრეს, გაგვიხარდება თუ მომავალშიც შენ დაგვხვდებიო. გარდა ამისა, უცხოელებთან ურთიერთობა რუსული და ინგლისური ენის ცოდნის გაუმჯობესებაში მეხმარება“.

თეონას თქმით, ეკიპაჟი შეხმატკბილებულია და ეს მუშაობას ამარტივებს. „კარგია როცა მუშაობ, დამოუკიდებლობას გრძნობ და ეს სასიამოვნოა. მართალია, მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან ყოფნას შედარებით მოვაკლდი, მაგრამ მომავლისთვის დიდი ნაბიჯი გადავდგი და მიხარია“.

თეონას მიზნები ცნობილ საკრუიზო გემებს – Royal  Caribbean-sa და Carnival Corporation-ს უკავშირდება. ამბობს, რომ ამ მიზნის მიღწევას ბევრი შრომა, მეტი გამოცდილება და აქტიური ცხოვრება სჭირდება.

თითების თეატრი, Fashion Week-ი და ფანტა ლავ ლენდი ბათუმში

 

საღამოს რვა საათზე ბულვარის კოლონადების წინ, თითების თეატრია დაგეგმილი. თეატრის დაწყებამდე, ბავშვებისთვის თოჯინების მსვლელობაა და სახეზე მოხატვა  იქნება.

 

პლაჟზე, ჯეოსელისა და პირსს შორის მონაკვეთში ფანტა ლავ ლენდი გაიმართება. ღონისძიება ნაშუადღებს დაიწყება და სარამომდე გაგრძელდება.

 

საღამოს რვა საათზე, სასტუმრო „კემპინსკში“  აჭარა  Fashion Week-ი გაიმართება. 

 

 

 

პოლიციამ 0,343 გრ ჰეროინი ამოიღო

 

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 1 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,343 გრ ჰეროინს შეიცავს. ნარკოლოგიური შემოწმებით, დაკავებულს ჰეროინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

 

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

 

შეხვედრა ქედის მოსახლეობასთან ტრეფიკინგის თემაზე

 

ხელვაჩაურის პროკურორის განცხადებით სტატისტიკური მონაცემებით,  ყველაზე ხშირად ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან, საზღვარგარეთ სამუშაოდ სწორედ ამ სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა მიდის, შესაბამისად ტრეფიკინგის მსხვერპლი შესაძლოა ეს ადამიანები გახდნენ და შემთხვევის თავიდან ასაცილებლად მოსახლეობის ინფორმირება აუცილებელია.

„მოგეხსენებათ რომ ტრეფიკინგთან მიმართებაში ქვეყანაში არაჯანსაღი მდგონარეობაა, საქართველოს პროკურატურის ეგიდით ეს კვირა ტრეფიკინგთან ბრძოლის კვირად გამოცხადდა, ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით ტრეფიკინგთან დაკავშირებით შეხვედრა მოვაწყეთ შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებშიც, მოსახლეობას ავუხსენით რამდენად მნიშვნეოვანია საზოგადოების როლი და ჩართულობა ამ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას ქედაში, სოფლები სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით შევარჩიეთ, სწორედ ამ სოფლებიდან ყველაზე ხშირად გადიან საზღვარგარეთ სამუშაოდ.

 

ვფიქრობთ, სამომავლოდ სკოლებში მოვაწყოთ მსგავსი შეხვედრები და ტრეფიკინგთან დაკავშირებით ინფორმაცია მოსწავლეებს მვაწოდოთ“ – ამბობს ხელვაჩაურის პროკურორი რომან ბოლქვაძე.

„სოფლის მოსახლეობა განსაკუთრებით ამ დროს გადადის თურქეთში სამუშაოდ, მეტ-ნაკლებად კმაყოფილები ბრუნდებიან, რაც შეეხება ტრეფიკინგის შემთხვევას ვინმე მსხვერპლი ყოფილიყო არ გამიგია“- ამბობს სოფელ ორცვის მკვიდრი ბადრი კაკაბაძე.
შეხვედრის ბოლოს ტრენიგის მონაწილეებს ტრეფიკინგის თემაზე სპეციალურად მომზადებული ტესტები დაურიგეს.
სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრა ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით ჩატარდა.

 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ახალი ინიციატივა

 

 

ერთ-ერთმა ადგილობრივმა უხუცესმა მინისტრს პრობლემად მედიკამენტების შეძენა დაუსახელა. ნუგზარ სურმანიძემ მას განუმარტა, რომ სამინისტრომ შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობას თხოვნით მიმართა, 2016 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებულ იქნას სხვადასხვა სოციალური კატეგორიის მოსახლეობის ამბულატორიული მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტების შესაძენად წლის განმავლობაში 200 ლარის გამოყოფა.

 

 

შეხვედრაზე ნუგზარ სურმანიძემ იმ სიახლეზეც ისაუბრა, რომელის ამოქმედებასაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 2016 წელს გეგმავს. მინისტრის განმარტებით მომავალ წელს იგეგმება სრულად დაიფაროს 0-6 წლამდე ასაკის ბავშვების, ასაკით პენსიონერების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურება, დამტკიცებული ლიმიტის ფარგლებში.

 

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო მორიგ შეხვედრას ხულოს მუნიციპალიტეტში გამართავს.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის წარმომადგენლების ვიზიტი აჭარაში

 

 

ინსპექტორის აპარატის წარმომადგენლები საინფორმაციო შეხვედრაზე უპასუხებენ ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ დასმულ შეკითხვებს მონაცემთა დამუშავების თაობაზე, ასევე ისაუბრებენ პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონსა და მის პრაქტიკაში დანერგვის პროცესზე, შეხვედრაზე განიხილავენ, ინსპექტორის აპარატის საქმიანობას – თუ როგორ ხდება მოქალაქეთა განცხადებების მიღება, მათი განხილვა, რა კონკრეტული შედეგები დადგა განცხადებების განხილვის შემდეგ და როგორ შეუძლიათ მოქალაქეებს მიმართონ ინსპექტორს. შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია.

 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი კონსულტაციას უწევს მოქალაქეებს, საჯარო დაწესებულებებს და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერებასა და დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის უფროსი იურისტი და საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი 30 ივლისს, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შანობაში, აჭარის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდნენ.

 

ბათუმელი მედიკოსები პოლონეთში ორკვირიან გადამზადების კურსს გაივლიან

 

 

ქართველი ექიმები სილეზიის რეგიონის წამყვან კლინიკებში გადამზადების 2 კვირიან კურსს გაივლიან, მათ ჩაუტარდებათ როგორც თეორიული ასევე, პრაქტიკული სწავლება.

გამგზავრებამდე მედიკოსებს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე და აჭარის მთავრობის საერთაშორისო ურთიერთობების საკითხთა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ნაყეური შეხვდნენ.

 

 

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და სილეზიის რეგიონს შორის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში თანამშრომლობა 2011 წელს დაიწყო. 2011–2013 წლებში პოლონეთში გულის დაავადებათა ცენტრ „ზაბრზეში“ აჭარის სამედიცინო დაწესებულებებიდან სტაჟირების კურსი შვიდმა ექიმმა და ერთმა მედდამ გაიარა. 2013 წელს პოლონეთის ონკოლოგიურ ცენტრში გაცნობითი ხასიათის ვიზიტით იმყოფებოდა აჭარის ონკოლოგიური საავადმყოფოს დირექტორი. 2014 წელს ქ. ბათუმის შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრს სტუმრობდა პოლონელი სპეციალისტი ქართველი კოლეგების გადამზადების მიზნით.

2014 წელს აჭარას ოფიციალური ვიზიტით სტუმრობდა სილეზიის რეგიონის სამთავრობო დელეგაცია, 2015 წლის დასაწყისში კი პოლონეთში საპასუხო ვიზიტით იმყოფებოდნენ აჭარის მთავრობის წევრები.

 

თურქული საწარმო GEOFIBRE-ს თანამშრომლებმა არასათანადო სამუშაო პირობები გააპროტესტეს

 

 

 

საწარმოს თანამშრომლები აპროტესტებენ არასათანადო სამუშაო გარემოსა და პირობებს. თამაზ ბაკურიძის თქმით, სამუშაოოთახებში სადაც გაფიცულები მუშაობენ, ტემპერატურა 40 გრადუსზე მაღალია, არ ხდება კონდენცირება, საწარმოს არ გააჩნია მედ პუნქტი.

 

 

საწარმოს თანამშრომლებს შეხვდა აჭარის პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენელი. ადგილზე მისულია სახალხო დამცველის რწმუნებული აჭარაში  გიორგი ჩარკვიანი. თამაზ ბაკურიძის თქმით, ისინი გამოსავალს ეძებენ, რადგან ასეთ პირობებში მუშაობის გაგრძელება შეუძლებელია.

 

სოფო კიკნაძე, GEOFIBRE-ს ერთ-ერთი თანამშრომელია, იგი ამბობს რომ წელიწადზე მეტია რაც აქ მუშაობს და სამუშაო პირობები გამუნჯობესების ნაცვლად დღითი-დღე უარესდება – “ძალიან ცუდ პირობებში გვიწევს მუშაობა, ვითხოვთ პირობების გაუმჯობესებას იმისთვის, რომ შევიდეთ და ვიმუშაოთ. 45 გრადუს ტემპერატურაზე ვმუშაობთ, ბევრი ცუდად ხდება, არც ექთანი გვყავს, არც ხელფასია ადეკვატური, არის მხოლოდ დაპირებები და ერთი წლის გამავლობაში არც ერთი მათგანი არ შესრულდა. ქარხანაში ასეთი პირობები იყო თავიდანვე და გაუმჯობესების ნაცვლად პირობები სულ უფრო უარესდება. მე პირადად წელიწადზე მეტია აქ ვმუშაობ და ამ ხნის მანძილზე არაფერი შეცვლილა” – ამბობს ის.

 

 

საწარმოს თანამშრომლები მიმართავენ ადმინისტრაციას, რომ გააუმჯობესოს სამუშაო გარემო და პირობები – “მივმართავთ ყველა დაწესებულებას ვისაც შეუძლია ჩვენი დახმარება, აღარ შეგვიძლია იქ გაჩერება. დამსაქმებელთან შეხვედრა გვქონდა ერთხელ, დაგვპირდა პირობების გამოსწორებას, მაგრამ არაფერი გაკეთებულა. ამ წუთს სამსახურშია, მოვითხოვთ მასთან შეხვედრას, მაგრამ არ გამოდის და არ გვხვდება” – ამბობს სოფო კიკნაძე.

რატომ უნდა აირჩიოთ კლინიკა ინ ვიტრო

 

ქალბატონო ნატალია, რა სამედიცინო სერვისებს სთავაზობთ ბათუმელ წყვილებს?

 

 ვთავაზობთ როგორც დიაგნოსტიკას, ისე მკურნალობას. განსაკუთრებით აღსანიშნავია იმუნოფერმენტული ანუ ლაბორატორიული კვლევები, რომელთა სიზუსტეს შედეგის მიღწევისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ჩვენს კლინიკაში ულტრაბგერითი კვლევის აპარატით – Voluson  – 3D და 4D განზომილებით წარმოებს როგორც საშვილოსნოს და საკვერცხეების მდგომარეობის შეფასება, ისე ორსულობის I, II და III ტრიმესტრის მონიტორინგი განსაკუთრებული სიზუსტით.

 

თუ პაციენტს საკვერცხეში აღენიშნება ცისტები (კისტა), რომლებიც 1-3 თვის განმავლობაში მედიკამენტების დახმარებით ვერ გაიწოვა, ჩვენ ვთავაზობთ ცისტების ტრანსვაგინალურ, ოპერაციის გარეშე ასპირაციას (ამოსრუტვას).

 

ასევე, ჩვენს კლინიკაში მილების გამავლობის შეფასება, ულტრაბგერითი აპარატის (სონოჰისტეროსალპინგოგრაფიის) საშუალებით წარმოებს. ეს მეთოდი ასევე გვეხმარება საშვილოსნოს შიდა წარმონაქმნების დიაგნოსტირებაში.

მაღალ დონეზე განისაზღვრება ასევე სპერმის რაოდენობა, მოძრაობის უნარი და მორფოლოგიური მახასიათებლები.

ცალკე აღსანიშნავია გარდატეხის ასაკის პრობლემების მოგვარება – იქნება ეს მენსტრუალური ციკლის დარღვევა, თმიანობა, აკნე თუ სხვა, რაც მომავალში შვილოსნობის სერიოზულ პრობლემებს ქმნის. საქართველოში ამ დარგის სპეციალისტების ნაკლებობაა. ამ მიმართულებით ჩვენს კლინიკაში პერიოდულად კონსულტაციებს აწარმოებს კვალიფიციური სპეციალისტი, – ბავშვთა გინეკოლოგ-ენდოკრინოლოგი.

რა მეთოდებით მკურნალობთ უნაყოფობას ქალებსა და მამაკაცებში და რამდენად ეფექტურია ეს მეთოდები?

 

 ჯანმო-ს მონაცემებით, უშვილობის 45% მოდის ქალის უნაყოფობაზე, 45% – მამაკაცის უნაყოფობაზე, ხოლო 10%-ში მოიაზრება უცნობი გენეზის – იდიოპათიური უშვილობა. ჩვენი კლინიკის ძირითადი მიმართულება უნაყოფობის მკურნალობაა, რაც პრობლემურია არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში.

 

უნაყოფობაზე დიდ გავლენას ახდენს როგორც სოციალური, ასევე გარე ფაქტორები, განსაკუთრებით არაჯანსაღი ცხოვრების წესი. ასევე, უშუალოდ მოქმედებს შვილოსნობის უნარზე სასქესო ორგანოების ანთება, ამიტომ მათი გამომწვევი მიზეზების დროული დიაგნოსტირება-მკურნალობა მნიშვნელოვანია საწყის ეტაპზევე.

ჩვენ ვცდილობთ ორსულობა მიღებულ იქნას ბუნებრივი გზით. იმ შემთხვევაში, თუ ორსულობის მიღწევა კონსერვატიული ან ქირურგიული მეთოდითაც შეუძლებელია, შემდგომ ეტაპზე წყვილს ვთავაზობთ ხელოვნური განაყოფიერების მეთოდებს: ხელოვნურ ინსემინაციასა და ინ ვიტრო განაყოფიერებას.

 

ხელოვნური ინსემინაცია – სქესობრივი კავშირის იმიტირებული პროცესია და ის იმუნოლოგიური ფაქტორი, რაც შეიძლება წარმოიშვას ბუნებრივი გზით სპერმატოზოიდების საშვილოსნოს ყელში შესვლის დროს, აღმოიფხვრება, ვინაიდან დამუშავებული და გააქტიურებული სპერმა უშუალოდ საშვილოსნოს ღრუში შედის.

 

რაც შეეხება ინ ვიტრო განაყოფიერებას – იგი უშვილობის მკურნალობის ყველაზე წარმატებული მეთოდია მსოფლიოში. თუ თავდაპირველად ინ ვიტრო განაყოფიერება მხოლოდ იმ ქალებს უტარდებოდათ, რომელთაც არ ჰქონდათ ფალოპიუსის მილები, დღესდღეობით ეს მეთოდი წარმატებულია რეპროდუქციული სისტემის ისეთი პათოლოგიების დროს, როგორიცაა: ენდომეტრიოზი, პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი, იმუნოლოგიური უშვილობა, მამაკაცის ფაქტორით გამოწვეული უნაყოფობა და ა.შ. ჩვენი კლინიკის დახმარებით 54 წლის ქალბატონი გახდა დედა.

 

 რა დრო სჭირდება მკურნალობას?

 

 მკურნალობის ხანგრძლივობა ყველა პაციენტისთვის ინდივიდუალურია – დამოკიდებულია უშვილობის გამომწვევ მიზეზებზე. განსხვავებულია გამოკვლევების ჩატარების დროც. ზოგ შემთხვევაში საკმარისია მხოლოდ სტანდარტული კვლევების ჩატარება, ზოგჯერ საჭირო ხდება დამატებით ქირურგიული ჩარევა, ისეთი, როგორიცაა: ლაპარასკოპია, ჰისტეროსკოპია და ა.შ. უშუალოდ ინ ვიტრო განაყოფიერების პროცესი 2-3 კვირას გრძელდება.

 

 საშუალოდ რა ღირს თქვენს კლინიკაში მკურნალობა?

 

ყველა პროგრამა სხვადასხვა ღირებულებისაა. გადახდის საკმაოდ მოქნილი სისტემა გვაქვს.

 

 რა არის თქვენი კლინიკის უპირატესობა ბაზარზე?

 

კლინიკა “ინ ვიტრო”, ყველაზე ხანგრძლივი გამოცდილებით, ლიდერია ინ ვიტრო განაყოფიერებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში, როგორც საქართველოში, ისე პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. ჩვენი კლინიკები აღჭურვილია ულტრათანამედროვე უმაღლესი ხარისხის სამედიცინო აპარატურით. ჩვენ პაციენტს ვთავაზობთ მომსახურების ფართო სპექტრს არა მარტო უშვილობის, არამედ კონსერვატიული გინეკოლოგიის, ორსულობის ანტინატალური მეთვალყურეობის თვალსაზრისით (ულტრაბგერითი კვლევა 3D და 4D განზომილებით, ლაბორატორიული კვლევების უახლესი მეთოდები). გარდა ამისა, ჩვენი გუნდი შედგება პროფესიონალი და გამოცდილი სამედიცინო პერსონალისგან, ადმინისტრაციისა და ფინანსისტებისგან. კლინიკის ექიმები კვალიფიკაციას მუდმივად იმაღლებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ჩვენ ყოველთვის ვეძებთ სიახლეს და ვნერგავთ მას ყოველდღიურ პრაქტიკაში.

 

 რას მიიჩნევთ თქვენი კლინიკის მთავარ წარმატებად?

 

 თითოეული ახალი სიცოცხლე და შესაბამისად, თითოეული ბედნიერი ოჯახი – ჩვენი გუნდის უდიდესი სიხარული და წარმატებაა.

 

 

მთელი ზაფხულის განმავლობაში  კლინიკა “ინ ვიტროს” ბათუმის ფილიალში, ცნობილი რეპროდუქტოლოგები  გაგიწევთ შემდეგი სახის კონსულტაციას: 

  

გინეკოლოგიური პრობლემები; 

ორსულთა მართვა;

ჰორმონალური დისბალანსი;

მოზარდთა რეპროდუქტოლოგია (მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ჭარბი ან  შემცირებული გათმიანება და გამონაყარი).

 

 

მსურველები უნდა ჩაეწერონ წინასწარ.

ტელ: +995 32 215 77 77


 

მისამართი: ბათუმი, გორგასლის (ყოფილი ცხაკაიას) ქუჩა, #159 ბ, მეოთხე სართული (სისხლის ბანკის გვერდით).




 

 

 

 

 

 

 

ბსუ-ს ახალმა საგანმანათლებლო პროგრამებმა აკრედიტაცია წარმატებით გაიარა

 

 

 

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარდგენილი იყო ოთხი სამაგისტრო პროგრამა: ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტი, ეკოლოგია, სოციოლოგია, ფილოსოფია და ერთი დამატებითი (Minor) პროგრამა – დიგიტალური ჰუმანიტარია.

საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, განხორციელების უფლება ხუთივე პროგრამამ მოიპოვა და ისინი ახალი სასწავლო წლიდან ამოქმედდება.

 

შავი ზღვის IV ღია ჩემპიონატი – სილქნეტის თასი ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?

 

 

 

ორგანიზატორების ინფორმაციით ტურნირში ითამაშებენ 10 ქვეყნის ელიტარული ტელე-კლუბების წევრები: მაქსიმ პოტაშევი, ილია ნოვიკოვი, ელენა ორლოვა, ვლადიმერ სტეპანოვი, ბალაშ კასუმოვი, გიორგი ბაქრაძე, ია მეტრეველი, ოთარ საბაშვილი, დავით რაფავა და სხვები.

 

ჟიურის წევრები იქნებიან ცნობილი მოაზროვნეები: ალექსანდრ რუბინი (მოსკოვი), ალეს მუხინი (მინსკი), ალექსანდრ ანდროსოვი (ოდესა).

 

შავი ზღვის მეოთხე ღია თასის ფარგლებში ასევე გაიმართება ბრეინ-რინგის ტურნირი (2 აგვისტო, 12:00 სთ, კლუბი „Take Five“ ბათუმის ბულვარში (Sheraton Batumi Hotel-ის გასწვრივ).

 

ღონისძიების გენერალური სპონსორია კომპანია „SILKNET“.

 

ფესტივალის დახურვა და დაჯილდოება გაიმართება 2 აგვისტოს 15:00 საათზე კლუბში „Take Five“ ბათუმის ბულვარში (Sheraton Batumi Hotel-ის გასწვრივ).

„შავი ზღვის ღია თასმა“, უკვე ოთხი წელია, რაც ჩაანაცვლა სამხრეთ კავკასიის ჩემპიონატი, რომელსაც 1998-2011 წლებშიც აჭარა მასპინძლობდა.

2013 წელს, შავი ზღვის თასის გათამაშებაში გამარჯვება იზეიმა მოსკოვის გუნდმა „აფინა“ (კაპიტანი – მაქსიმ პოტაშოვი). 2014 წელს გაიმარჯვა დნეპროპრეტროვსკის გუნდმა „პრიმატები“ (უკრაინა, კაპიტანი – არსენ მალინოვსკი).

 

საქართველოში ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ იმართება 1991 წლიდან. სპორტულ ვერსიაში ყოველწლიურად მონაწილეობს 200-ზე მეტი გუნდი და 10 000-ზე მეტი მოაზროვნე.

 

წელს ქობულეთში 6 საბავშვო ბაღის აშენება იგეგმება

 

სოფელ ხუცუბანში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღის ორსართულიანი შენობა 90 აღსაზრდელზეა გათვლილი. პროექტის ფარგლებში მოეწყობა საძინებლები, გასართობი ოთახები, სველი წერტილები და დარბაზი, დამონტაჟდება ცენტრალური გათბობის სისტემა. ასევე კეთილმოეწყობა ეზო, სადაც დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები.

საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 434 000 ლარი დაიხარჯება. სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ფირმა „ინტელექტი აწარმოებს“.

 

იმერეთში – დინოზავრის ნაკვალევიდან კაცხის სვეტამდე

 

ამის შემდეგ უკვე ქუთაისის შემოგარენში მდებარე ძეგლების მონახულებაც შეიძლება. ქუთაისის სამხრეთით, ზუსტად 7 კილომეტრში გეგუთის სასახლე მდებარეობს. გეგუთის სასახლე ფეოდალური ხანის საქართველოს საერო არქიტექტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლია. შენობა ამჟამად დანგრეულია. კომპლექსის ძირითადი ნაწილი XII საუკუნით თარიღდება, თუმცა VIII-XI საუკუნეების სამშენებლო ფენებიც დადასტურებულია. სასახლეს ჰქონია თავისი ეკლესია. გეგუთის სასახლე ქართველ მეფეთა საზაფხულო რეზიდენცია იყო.

 

ქუთაისის ჩრდილო-აღმოსავლეთით თუ აიღებთ გეზს, 11 კილომეტრში გელათის მონასტერს მიადგებით. მდინარე წყალწითელას ხეობაში, დავით აღმაშენებლის მიერ აგებული ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი თვალწინ წარსულს გაგიცოცხლებთ. გელათის მონასტერშია ცნობილი გელათის მოზაიკა _ ქართული კედლის მხატვრობის ძეგლი. გელათიდან წყალწითელას ხეობას ქვემოთ თუ დაუყვებით, მოწამეთას მონასტერთან მიხვალთ. თავად წყალწითელას ხეობა ბუნების ძეგლია. ულამაზესი კოლხური ტყით დაფარული კანიონისებური ხეობა ბუნებაში დასვენების მოყვარულთათვის შესანიშნავი ადგილია. მდინარე წყალწითელა თავის სახელს გაზაფხულზე, წვიმის დროს ამართლებს ხოლმე – როდესაც მდინარე დიდდება, თავისი კალაპოტის გარშემო მდებარე წითელი მიწის ქანებს რეცხავს, შედეგად წყალი წითელ ფერს იღებს. მდინარეში კალმახი, წვერა, ჭანარი, მურწა, ქაშაყი, ტობი და შამაია ბინადრობს. სწორედ ამიტომ წყალწითელა მეთევზეთა საყვარელი ადგილია.

 

იმერეთშივეა კარსტული მღვიმეები – სათაფლია და პრომეთეს მღვიმე. ორივე მღვიმესთან ინფრასტრუქტურა მოწესრიგებულია და ვიზიტორებს თავისუფლად შეუძლიათ გადაადგილება. სათაფლიაზე დაგხვდებათ ვიზიტორთა ცენტრი, საგამოფენო დარბაზი, შუშის პანორამული გადასახედი, კაფეები, სუვენირების მაღაზიები და რაც მთავარია, მღვიმეში მარკირებული ბილიკები. სათაფლიაზე მისულ ტურისტებს ასევე შეუძლიათ მოინახულონ დინოზავრის ნაკვალევი.

 

რაც შეეხება პრომეთეს მღვიმეს, ვიზიტორებს შეუძლიათ მღვიმე დაათვალიერონ როგორც ფეხით, ასევე ნავით.

ასხის მასივი ფოტო:შორენა ლაღაძე

 

 

უცნობი იმერეთიასხის მასივი

 

ზემოთ ჩამოთვლილი მარშრუტები საკმაოდ ცნობილია, თუმცა ამის გარდა იმერეთში ბევრი საინტერესო ადგილის ნახვა შეგიძლიათ. ერთ-ერთი ასეთი ადგილია ასხის მასივი.  კავკასიონის სამხრეთ კალთის ზოლზე მდებარე ასხის მთა ერთ-ერთი ყველაზე ვრცელი და მაღალი კარსტული მასივია იმერეთ-სამეგრელოს საზღვარზე. ასხის მასივის უმაღლესი მწვერვალი – გადრეკილა ზღვის დონიდან 2519 მეტრ სიმაღლეზეა.

 

როგორ ავიდეთ ასხის მთაზე

 

ბოლო სოფელი, რომელიც ასხის მთისკენ მიმავალმა უნდა გაიარო, ხონის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელი კინჩხაა. ქუთაისიდან ავტომობილით ან სოფლის სამარშრუტო ტაქსით შეგიძლიათ ახვიდეთ სოფელ კინჩხაში. სოფლის ბოლოდან უკვე იწყება საფეხმავლო გზა ასხის მთისკენ. სოფლიდან ალპურ ზონამდე ასვლას დაახლოებით ოთხი საათი სჭირდება, ალპური ზონიდან მწვერვალამდე კი ორი საათის გზაა.

 

„საინტერესო და განსაკუთრებული ასხზე ეს არის პატარ-პატარა ტბები, მწყემსების ქოხები, სადაც შეგიპატიჟებენ ღამის გასათევად, თავიანთ ამბებს მოგიყვებიან. გარდა ამისა, ქედზე არის კარსტული ჭები, პატარა მღვიმეები… მართალია, უკვე გამომშრალი და მკვდარი სტალაქტიდებითა და სტალაგმიტებით, მაგრამ საკმაოდ საინტერესო და ლამაზი.

 

საოცარი პეიზაჟებია. არის ერთი საოცარი, ნისლების ხევი, საიდანაც მოსჩანს ხვამლის მთა, ასხის სამხრეთ კალთა, რომელსაც ლეჩხუმი ესაზღვრება და საიდანაც ექსტრემის მოყვარულებს შეუძლიათ პარაშუტით ფრენით დატკბნენ, თუ გარისკავს ვინმე”, – ამბობს მოლაშქრე შორენა ლაღაძე.

მარშრუტი ორდღიანია. პირველ დღეს მწვერვალზე ადიხარ, ბანაკდები, მეორე დღეს კი უკან ეშვები.

 

კინჩხის ჩანჩქერი ფოტო:გიგა შუბითიძე

ულამაზესი ბუნებითა და მდინარის საოცარი კანიონით გამოირჩევა ასევე სოფელი კინჩხაც. როგორც უკვე ვთქვით, კინჩხამდე ასვლა ავტომობილით ან სოფელში მიმავალი სამარშრუტო ტაქსით შეგიძლიათ. სასურველია კინჩხაში მსუბუქი მანქანით არ წახვიდეთ, მოუწესრიგებელი გზების გამო. „ავტომობილი ადის ჩანჩქერებამდე და ეგაა კინჩხის მთავარი ღირსშესანიშნაობაც. კანიონი, ორი ულამაზესი ჩანჩქერი და ლომინას ტბა თავისი პატარა ჩანჩქერითურთ. შეიძლება ერთდღიანი ტურის მოწყობა მანქანით, თუმცა, მე ვურჩევდი ყველას, რომ ავიდნენ სოფლის სკოლამდე მიკროავტობუსით და ფეხით აუყვნენ გზას, კინჩხის სილამაზით რომ უკეთ დატკბნენ და დარჩნენ ორი დღე მაინც”, – ამბობს შორენა ლაღაძე.

 

კინჩხამდე მისასვლელად სოფელ გორდის გავლა მოგიწევთ. სწორედ სოფელ გორდშია ულამაზესი ოკაცეს კანიონი. ტურისტებს მდინარის ხეობის გავლა კლდეებს შორის გამავალი ხიდებით შეუძლიათ. ხიდები გადმოსახედზე გადის, საიდანაც კანიონი ჩანს. კანიონი დაახლოებით ორი კილომეტრის სიგრძისაა. კანიონში რამდენიმე ჩანჩქერია, მათ შორის ყველაზე დიდია ბოგას ჩანჩქერი. გორდშივეა დადიანების ტყე-პარკი და საზაფხულო რეზიდენცია.

 

ოკაცეს კანიონი ფოტო: შორენა ლაღაძე

ქუთაისიდან 15 კილომეტრში მდებარეობს აჯამეთის აღკვეთილი. აღკვეთილში იშვიათი, რელიქტური ჯიშის იმერეთის მუხისა და ძელქვის ნახვა შეგიძლიათ. ეკოტურიზმის მოყვარულებს ეს ადგილი განსაკუთრებით დააინტერესებთ.

 

თუ გადაწყვეტთ ზემო იმერეთი მოინახულოთ, მაშინ საჩხერე-ჭიათურას უნდა ესტუმროთ. ჭიათურაში, სოფელ კაცხში, მდებარეობს 40 მეტრის სიმაღლის ბუნების საოცრება – კაცხის სვეტი.

 

აკადემიკოს აკაკი შანიძის განმარტებით – „კაცხი სვანური სიტყვაა და მწვერვალს აღნიშნავს~. კაცხის სვეტი შედგება თავად სვეტის, სვეტის თავზე არსებული ეკლესიის, აკლდამისა და პატარა სენაკებისგან. ასევე სვეტის ძირშია სვიმონ მესვეტეს სახელობის ეკლესია გალავნის ნაშთით და ძველი სამრეკლოთი.

 

გადალახე ბარიერი ჩემთან ერთად – ინკლუზიური საარჩევნო გარემოს მნიშვნელობაზე ბათუმელ ახალგაზრდებს ტრენინგი ჩაუტარდათ

 

პროექტის მონაწილეთა ნაწილი ესეის კონკურსის შედეგად შეირჩა, კონკურსი ითვალისწინებდა თავისუფალი ესეის დაწერას თემაზე – „გადალახე ბარიერი ჩემთან ერთად.“  ესეის კონკურსში ირაკლი ყურუამ გაიმარჯვა. 

 

პროექტი ითვალისწინებს ტრენინგების დასრულებიდან ორი თვის განმავლობაში ახალგაზრდების მიერ სხვადასხვა აქტივობის განხორციელებას, მათ შორის, წარმოდგენების დადგმასა და სოციალური ვიდეორგოლები გადაღებას, რომლებიც საკითხის შესახებ ცნობიერების გაზრდას ისახავს მიზნად. 


პროექტი დაფინანსებულია ცესკოს სსიპ-ის საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ.


არაადაპტირებული ტურიზმი

თუ რატომ ვერ დაისვენებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ბათუმში კომფორტულად, ამის შესახებ ფოტოგრაფი ანა გოგუაძე რამდენიმე დღის წინ წერდა. მან „ბათუმელებთან“ საუბრის დროს იმ დეტალებზე გაამახვილა ყურადღება, რაც შშმ პირებისთვის ბათუმში დასვენებას დაღლად აქცევს. „სასტუმრო, სადაც ნომერი 200 დოლარი ღირს, ეტლით ვერ გადაადგილდები. დამოუკიდებლად ეტლით გავლა პრობლემაა ქუჩებშიც, რადგან ქვაფენილი უსწორმასწოროა, პანდუსს რასაც ეძახიან, მარაზმია. ამასთან, 150-ლარიან პენსიაზე მყოფი პირი ამხელა თანხას მაინც ვერ გადაიხდის ნომერში, პატარა სასტუმროებში დარჩენა კი შეუძლებელია“, – ამბობს ანა. 

მისი აზრით, ქალაქი, რომელიც ტურიზმზეა ორიენტირებული, უფრო მეტად ადაპტირებული უნდა იყოს: „სირცხვილია, როცა ამხელა ქალაქში მხოლოდ სამი სასტუმროა, სადაც ეტლით მოსარგებლეს შეუძლია გადაადგილება. ეს აუცილებლად აისახება ქალაქის იმიჯზე. იმ ფასად, რაც ბათუმში შეიძლება დავხარჯო, ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაში შემიძლია დავისვენო, ამიტომ გადავწყვიტე, რომ წელს უცხოეთში წავიდე.“

არაადაპტირებული გარემოს გარდა ანა მომსახურების სერვისზეც საუბრობს: „უხარისხო საკვებია კაფეებში, მიმტანები კი არასდროს იღიმიან“.

რამდენად კომფორტულია შშმ პირისთვის ბათუმის ქუჩებში ეტლით გადაადგილება და მისაწვდომია თუ არა მათთვის საზოგადოებრივი ადგილები? – „ბათუმელებმა“ ექსპერიმენტის ჩატარება თომა კაკაბაძესთან ერთად გადაწყვიტა. ის ეტლით მოსარგებლეა და ქალაქში გადაადგილებაც ხშირად უწევს.

პირველი გაჩერება კაფე „ბულანჟერიაა“. თომა კაფეში ეტლით შესვლას დამოუკიდებლად ახერხებს, თუმცა კაფის შიდა ინტერიერი საკმაოდ მოუხერხებელია. „მთავარი მხოლოდ შემოსასვლელი არ არის, დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ არის სკამები და მაგიდები განლაგებული, რამდენად მოსახერხებელია მათი მაგიდის სიმაღლე ეტლით მოსარგებლისთვის და ა.შ“, – ამბობს თომა. კაფეში ტუალეტით სარგებლობის უფლება არა თუ შშმ პირებს, საერთოდ არ აქვთ მომხმარებლებს, გარდა ბავშვებისა. „მესმის, რომ ცუდია, მაგრამ, ჯერჯერობით, არ გვაქვს ამის შესაძლებლობა“, – გვეუბნება კაფეს მენეჯერი.

„ბულანჟერიადან“ სასტუმროში გადავინაცვლეთ. „ალიკი“ ეტლით მოსარგებლეებისთვის არაადაპტირებული აღმოჩნდა. „ამას წინათ გვინდოდა ტრენინგის ჩატარება „ალიკში“, მაგრამ ლიფტში ეტლი არ დაეტია, ამიტომ აღარ დავჯავშნეთ. ოთხვარსკვლავიანი სასტუმროა და ადაპტირებული უნდა იყოს, წესით“, –  გვეუბნება თომა.

შშმ პირებისთვის უსარგებლო გამოდგა ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „პრეზიდენტ პალასიც“, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს: „აქ ლიფტზეც აღარ არის საუბარი, რადგან სასტუმროში საერთოდ ვერ შეაღწევ, მაღალი კიბეები აქვს პანდუსის გარეშე“.
საქართველოს მთავრობის 41-ე დადგენილების მიხედვით, ყველა საჯარო დაწესებულება ვალდებულია შენობა ადაპტირებული და ხელმისაწვდომი გახადოს შშმ პირებისთვის. აჭარის მთავრობა ამ დადგენილების მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.

შეუძლია ეტლით მოსარგებლეს შენობაში გადაადგილება? – ვეკითხებით კარებთან მდგარ დაცვის წევრს. „არ ვიცი“ – მხრებს იჩეჩავს ის. დაცვას კარების შეღება ვთხოვეთ. შესასვლელში მაღალი კიბეებია და პანდუსი არ ჩანს – მთავრობის შენობა შშმ პირებისთვის შეუღწევადია. თომა ამბობს, რომ მთავრობის შენობაში მხოლოდ ერთხელ იმყოფებოდა – „გადაუდებელი შეხვედრა იყო და ხელით ამიყვანეს. ოღონდ ეტლიდან გადმოსვლას არ დავთანხმდი. ისინიც გაწვალდნენ და ჩემთვისაც დამამცირებელია, რადგან რამდენიმე ადამიანის შეწუხება გიწევს, დისკომფორტია და უხერხულად გრძნობ თავს“.

თომა მთავრობის სახლის მოპირდაპირე მხარეს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაში შესვლას შეეცადა. შშმ პირი ცენტრალური შესასვლელით ვერ ისარგებლებს, თუმცა აღმოჩნდა, რომ უსარგებლოა მობილური პანდუსიც, რომელიც შენობის უკანა მხარეს საგანგებოდ გამოიტანეს დაცვის წევრებმა.

თომას ეტლი მობილურ პანდუსზე ვერ გადაადგილდა. პანდუსი არასტანდარტული აღმოჩნდა და იყო გადაყირავების შანსი. „აქ ყველა პირობაა იმისთვის, რომ მობილური კი არა, მუდმივი პანდუსი იყოს. ამ შემთხვევაშიც სხვა ადამიანების შეწუხება და დროის დაკარგვა გიწევს“, – ამბობს თომა.

სასამართლოდან თომამ ღია კაფეებთან გაიარა. ტროტუარი მთლიანად ათვისებულია. იმისთვის, რომ ეტლით მოსარგებლე თომას ქუჩის ბოლომდე მიეღწია, კაფეში მსხდომ თითქმის ყველა ადამიანს წამოდგომა მოუწია.

ღია კაფედან გამოღწევის შემდეგ თომას ეტლი პატარა სასტუმროს მიადგა, სადაც საცხოვრებელი ბინებიცაა. შენობაში არც პანდუსი აღმოჩნდა და არც ლიფტი.

ბულვარისკენ გავემართეთ. ადაპტირებულ გასასვლელში მაღალი გამავლობის მანქანები დგას. თომა ვერც ამ გადასასვლელით სარგებლობს. „წარმოიდგინეთ, ამ სიცხეში ეტლით კილომეტრი უნდა გაიარო, რომ ქუჩის მეორე მხარეს გადახვიდე. ადვილია ეს?“

გადასასვლელთან რამდენიმე წუთს კიდევ მოგვიწია შეყოვნება, რადგან ე.წ. „ზებრაზე“ მანქანები არ აჩერებენ.

როგორც იქნა გადავინაცვლეთ ქუჩის მეორე მხარეს და შევედით ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში. ზღვაზე რომ გადახვიდე, შემაღლებული კიბეები უნდა გადალახო. კიბის ორივე მხარეს სადაც ლომის ქანდაკებები დგას, პანდუსის მსგავსი ასასვლელებია. თომას ეტლი ვერც ამ ბარიერს ძლევს. მას მეორე ადამიანის დახმარება დასჭირდა.

კაფე „ტყუპებში“ ეტლით მოსარგებლე უცხოელი ტურისტი შევნიშნეთ. გადაადგილებას ისიც სხვა ადამიანის დახმარებით ახერხებდა. „პირველ სართულზე მეტ-ნაკლებად შეიძლება გადაადგილება. არაუშავს“, – ამბობს თომა. კაფეს მეორე სართულზე ეტლით ასვლა შეუძლებელია.

პლაჟზე სანამ გადავალთ, კიდევ ერთი პანდუსის გავლა გვიწევს. თომა ამ შემთხვევაშიც გადაურჩა ეტლის გადაყირავებას:

„ეტლს აქვს დამცავი რეჟიმი, რომელიც გადაყირავებისგან გიცავს. ის სტანდარტულ პანდუსზეა გათვლილი და შეუფერხებლად ადის, ამ შემთხვევაში დამცავი მაფრთხილებს, რომ არ გავრისკო“, – გვიხსნის თომა ეტლის ფუნქციას. „ალპინიზმით უნდა იყო დაკავებული, რომ ამ პანდუსზე ახვიდე“, – ამბობს თომა და გზას ვაგრძელებთ.

პლაჟზე ერთადერთი ადაპტირებული და სტანდარტული გადასასვლელი კომპანია „ჯეოსელს“ აქვს გაკეთებული. პანდუსით ფეხით მოსიარულეებიც სარგებლობენ და ბავშვის ეტლებიც კომფორტულად გადაჰყავთ. „ეს ერთადერთი პანდუსია, სადაც მობრუნებაც თავისუფლად შეგვიძლია“, – ამბობს თომა.

არაადაპტირებული აღმოჩნდა „შერატონის“ წინ, ბულვარის ზოლზე არსებული გადასასვლელები. ორ ადგილზე დამონტაჟებული რკინის პატარა პანდუსებზე ეტლით დამოუკიდებლად გადაადგილება სახიფათოა. თომას ელექტროეტლი დამოუკიდებლად ვერც ამ პანდუსზე ადის.

რამდენიმე კილომეტრის გავლის შემდეგ ეტლი ბათუმის უნივერსიტეტის კიბეებს მიადგა. შენობაში, სადაც ასობით ადამიანი მოძრაობს, ეტლით მოსარგებლე პირებისთვის ხელმიუწვდომელია, მხოლოდ ძველ კორპუსში შესვლა შეიძლება და ისიც პირველ სართულზე, მეორეზე ვერ ახვალ.

„არადა, უნივერსიტეტი ერთ-ერთი პირველი უნდა იყოს, ვინც ხელმისაწვდომი გარემო უნდა შექმნას“, – ამბობს თომა. გზას ვაგრძელებთ. უნივერსიტეტის გვერდით ახალგაკეთებული ტროტუარებიც არაადაპტირებულია, ამიტომ თომა მანქანების სავალ ნაწილზე მოძრაობს. ქუჩა ქვაფენილიანია და ეტლს გადაადგილება უჭირს. თომა ამბობს, რომ ქვაფენილიან ქუჩაზე ეტლი ზიანდება.

ისევ გადასასვლელი. ავტომანქანები ხმამაღალი შეძახილის – „დაუთმე გზა“ გარეშე „ზებრაზე“ არც ამ შემთხვევაში ჩერდებიან. როგორც იქნა გადავჭერით ქუჩა.

„დავიღალე“, – ამბობს თომა და საუბარს აგრძელებს. „მე ვიცნობ ქალაქს, ვიცი ადგილები, სადაც უფრო ადვილად შეიძლება მოძრაობა და ამის მიუხედავად, მაინც როგორი რთულია დანიშნულების ადგილამდე მისვლა. წარმოიდგინეთ ტურისტი, რომელმაც არ იცის ქალაქი და არ ჰყავს დამხმარე, რა მდგომარეობაში აღმოჩნდება“.

თომა ამბობს, რომ ამ ქალაქში მოხვედრის შემდეგ, როგორც ტურისტს, მეორედ ჩამოსვლის სურვილი აღარ გაუჩნდებოდა.
ბოლო გაჩერება „საქართველოს ბანკია“. თომა ამ ბანკის კლიენტია, თუმცა ცენტრალურ ფილიალში ეტლით გადაადგილება არ შეუძლია.

 


„იცით რა არის კურიოზი? ეს ბანკი ადაპტირებული გარემოს შესაქმნელად გრანტებს გასცემს, მისი ფილიალები კი არაადაპტირებულია“.

ქალაქის ცენტრალურ უბანში რამდენიმეკილომეტრიანი მონაკვეთის გავლის დროს სულ ორი შენობა შეგვხვდა – საზაფხულო თეატრი და კაფე „ცეროდენა“, სადაც თომას ეტლს დახმარების გარეშე შეეძლო მოძრაობა. თუმცა, პრობლემად რჩება შენობების სველი წერტილები, რომლებიც თითქმის ყველაგან ეტლით მოსარგებლეებისთვის შეუღწევადია.

„ინკლუზიური ტურიზმი მარტო პანდუსებს არ გულისხმობს, ბევრი კომპონენტისგან შედგება. მინის კარებზე აუცილებლად უნდა იყოს ყვითელი ლენტი გაკრული მცირედ მხედველებისთვის, რომ კარებს არ დაეჯახონ, საჭიროა ჟესტების ენის მცოდნე გიდების გადამზადება სმენადაქვეითებული პირებისთვის და ა.შ“, – გვეუბნება თომა.

ტურიზმის დეპარტამენტში ამბობენ, რომ ბათუმი მთელ საქართველოში ყველაზე ადაპტირებულ ქალაქად მიიჩნევა. გასულ წელს დეპარტამენტის ხელშეწყობით ქალაქმა საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია Parsa-ს მიერ იყო ორგანიზებული და ინკლუზიური ტურიზმის განვითარებას შეეხებოდა. პროექტის ფარგლებში დამზადდა სოციალური კლიპები და გამოიცა ბროშურები ინკლუზიურ ტურიზმზე სოციალური პასუხისმგებლობის ასამაღლებლად. თუმცა, როგორც ტურიზმის დეპარტამენტში აცხადებენ, ინკლუზიური ტურიზმის განვითარება კეთილი ნებაა და არა ვალდებულება.

2 თვე დაუბეგრავი მინიმუმის დასაბრუნებლად

 

დღევანდელი მონაცემებით დაუბეგრავი მინიმუმის რეგისტრირებული დეკლარაციების რაოდენობამ 452 643 შეადგინა. დაბრუნებული რიგითი ნომერია 452 423.

 

შემოსავლების სამსახურის განცხადებით, თუ თქვენ მიერ 2014 წელს მიღებული ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება 6 000 ლარს, უფლება გაქვთ შესაბამისი კალენდარული წლის მიხედვით ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავლიდან გამოქვითოთ დაუბეგრავი მინიმუმი – 1800 ლარი და მოითხოვოთ აღნიშნულზე გადახდილი შესაბამისი საშემოსავლო გადასახადის თანხის დაბრუნება.

 

ანბანის კოშკი, ინვესტორი და ვალდებულებები

აჭარის მთავრობასთან აღებული ვალდებულების თანახმად, ბათუმის ანბანის კოშკში გასართობი ობიექტები ინვესტორმა ხელშეკრულების დადებიდან სამ თვეში უნდა გახსნას. ეს იმას ნიშნავს, რომ გასართობი ობიექტების გახსნა ანბანის კოშკში ამ საკურორტო სეზონზე ვერ მოხერხდება.

აჭარის მთავრობამ ბათუმის ბულვარში 1344,7 კვ/მ შენობა – ანბანის კოშკი და მასზე მიმაგრებული 5736 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი კომპანია  „Boost Spain S.I.“-ს 20 წლის ვადით გადასცა. ქონებით სარგებლობის წლიურ საფასურად კი, სიმბოლური ფასი, ერთი ლარი დაუწესა.

ქონების მესაკუთრესთან, ანუ აჭარის მთავრობასთან აღებული ვალდებულების მიხედვით, კომპანიას სარგებლობაში გადაცემული ქონების მშენებლობის დროს გამოყენებული ტექნოლოგიური პროცესების დაცვით დამუშავება ევალება. ასევე ხელშეკრულების გაფორმებიდან სამ თვეში კომპანიამ ლიფტების გამართულობა და ექსპლუატაციაში გაშვება უნდა უზრუნველყოს. იმავე ვადაში უნდა გამართოს განათების სისტემა და ეს ყველაფერი კომპანიამ ობიექტის სარგებლობის პერიოდში უნდა შეინარჩუნოს. საბოლოო ჯამში კი ხელშეკრულების დადებიდან სამ თვეში, ანუ მიმდინარე წლის სექტემბერში კომპანიამ კოშკში მრავალფუნქციური ობიექტები: რესტორანი და კაფე უნდა აამოქმედოს.

კომპანიამ აიღო ასევე ვალდებულება უზრუნველყოს „მიმზიდველი ადგილის მოწყობა  ტურისტებისთვის ქალაქის ხედების დასათვალიერებელი „გადმოსახედის სახით“, დაასაქმოს არანაკლებ საქართველოს ათი მოქალაქე.

„Boost Spain S.I.“ – ესპანური კომპანიაა და მისი დამფუძნებელი ესპანეთის მოქალაქე ბართლომეო სორელ სელმანკაა. რეესტრის მონაცემებით, ბართლომეო სორელ სელმანკა ფლობს საქართველოში 2015 წლის აპრილში დარეგისტრირებული კომპანიის – „ბუსტ ჯორჯიას“ 67 პროცენტს, დარჩენილი 33 პროცენტის მფლობელი კი საქართველოს მოქალაქე ზურაბ ნასყიდაშვილია. ზურაბ ნასყიდაშვილი კიდევ ერთი კომპანიის მფლობელია – მან 2014 წელს „ბიზნეს მენეჯმენტ ჯგუფი“ დააფუძნა და კომპანიას ერთპიროვნულად ფლობს.

ანბანის კოშკი ბათუმში /ფოტოები ბათუმელების არქივიდან/

12 ეკომიგრანტ ოჯახს ბინას გადასცემენ

 

აჭარის ჯანდაცვის სამინსიტრო იმ პირების ჩამონათვალს ავრცელებს, რომლებთაც ბინები გადაეცემათ. ესენია: 

1) რომან ბერიძე  2) ვაჟა ბერიძე  3) ბილალ ბერიძე  4) ირაკლი ჩხუბაძე  5) ნათელა შანიძე  6) მინდია ცინცაძე  7) დავით მანველიძე 8) მერაბ მანველიძე  9) დავით ბერიძე  10) ხაჯერ ბერიძე  11) მინერ არობელიძე  12) ციური მიქელაძე. 

სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს ქედის მუნიციპალიტეტის ყოფილი პოლიკლინიკის რეაბილიტირებულ შენობაში ბინები აჭარის  მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით უახლოეს დღეებში გადაეცემათ.

 

თაღლითობა მოწყალების ყუთით

 

„დემოკრატიის ინსტიტუტი“ გვრიტუნა ჯაფარიძის მონათხრობს ავრცელებს.  

 

„2012 წლის  4 აპრილს მაღაზიაში შემოვიდა ახალგაზრდა, უცნობი მამაკაცი, რომელმაც მთხოვა ფინანსურად დავხმარებოდი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვს, რომლის ფოტოც სპეციალურად დამზადებულ ეგრეთ წოდებულ მოწყალების ყუთზე იყო მიკრული. გარკვეული რაოდენობის თანხით დავეხმარე და ვუამბე, რომ მეც მყავდა შშმ ბავშვი, რომელიც ასევე საჭიროებდა დახმარებას. უცნობი მამაკაცი გამეცნო და მითხრა, რომ მუშაობდა საქველმოქმედო ორგანიზაციაში. ასევე, ამიხსნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ გადავცემდი ბავშვის ფოტო სურათს, ჯანმრთელობის ცნობას, ჩემი პირადობის მოწმობის ასლსა და ანგარიშის ნომერს, ის დამეხმარეობდა ჩემი შვილის დასახმარებლად თანხის მობილიზებაში. ჩემი სურვილის შემთხვევაში, მეორე დღესვე გამაწევრიანებდა ორგანიზაციაში და თანხის შეგროვების მიზნით, მაღაზიაში დამიდგამდა მოწყალების ყუთს. ამასთანავე, დამპირდა, რომ ყოველთვიურად მინიმუმ 50 ლარს გადმომირიცხავდა ანგარიშზე. შევაგროვე დოკუმენტები და 2012 წლის 5 აპრილს სრულად გადავეცი. გიორგიმ (სახელი პირობითია) რამდენიმე დღეში მომიტანა 2 მოწყალების ყუთი, რომელზეც მის მიერ მითითებული საქველმოქმედო ორგანიზაციის რეკვიზიტები ეწერა და თან გამიმეორა, რომ როგორც კი ორგანიზაციის ანგარიშზე თანხა ჩაირიცხებოდა, შემოსულ თანხას ჩემს მიერ წარდგენილ ანგარიშზე გადმომირიცხავდა.“

 

გვრიტუნა ჯაფარიძე ყვება, რომ სამი წლის მანძილზე მის ანგარიშზე თანხა არ გადმორიცხულა: „როდესაც ვურეკავდი გიორგის და ვეკითხებოდი, რატომ არ ირიცხებოდა თანხები მპასუხობდა, რომ სპეციალურად დამზადებული მოწყალების ყუთი მან უკვე დამიდგა მაღაზიაში და სხვა ვალდებულება ჩემს წინაშე არ გააჩნდა.“

 

დაახლოებით ერთი თვის წინ მაღაზიაში, სადაც გვრიტუნა ჯაფარიძე მუშაობს უცნობი ქალი შევიდა მოწყალების ყუთით და ცერემბრალური დამბლით დაავადებული  ბავშვის დახმარება სთხოვა.  გვრიტუნა ჯაფარიძემ ქალს ბავშვის ფოტოს ჩვენება სთხოვა და ნახა, რომ ფოტოზე მისი შვილი იყო.

 

„შევეცადე, გამერკვია ვინ იყო ეს ქალბატონი. აღმოჩნდა, რომ იგი მუშაობდა იმავე საქველმოქმედო ორგანიზაციაში, რომელშიც რამდენიმე წლის უკან მე გავწევრიანდი და მისი ხელმძღვანელი გახლდათ ჩემთვის უკვე კარგათ ნაცნობი გიორგი. ამის შემდეგ, დავუკავშირდი თავად გიორგის, მომხდარის ახსნა და ჩემი შვილის სახელის გამოყენებით მიღებული თანხების გადმორიცხვა მოვთხოვე. თუმცა, აღნიშნულზე კატეგორიული უარი განმიცხადა და მითხრა, რომ მისი შვილის სახელით თანხას არ აგროვებდა.  

 

მომხდარის შემდეგ შევიტყვე, რომ ჩემთვის ნაცნობ ადამიანებს ჩემი შვილის დასახმარებლად მათთვის უცნობი მოქალაქეებისათვის (რომელთაც ხელში ყუთი ეჭირათ, ჩემი შვილის ბიოგრაფიასთან ერთად) შეუწირავთ თანხები, თუმცა ჩემს შვილს არც ერთი თეთრი არ მიუღია“ – ამბობს გვრიტუნა ჯაფარიძე.

 

 დემოკრატიის ინსტიტუტის ინფორმაციით, საჩივარი აღნიშნულ ფაქტზე უკვე წარდგენილია აჭარის პროკურატურაში. 

 

C ჰეპატიტის გამოკვლევაზე მოსახლეობის აქტივობა მაღალია

უფასო გამოკვლევა ჰეპატიტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში იმართება.  აქცია 7 აგვისტომდე გაგრძელდება. მსურველებმა უფასო სკრინინგისთვის უნდა  მიმართონ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს.

ანალოგური გამოკვლევები ხვალ ქობულეთსა და ხელვაჩაურში ჩატარდება, ზეგ კი მაღალმთიან აჭარაში. დადებითი პასუხის შემხთვევაში პაციენტებს გამოკვლევების გაგრძელება ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში შეუძლიათ.

C ჰეპატიტზე უფასო სკრინინგი ბათუმის კოლონადებთან

ქობულეთი-ჭახათი-ცხემლვანას გზის მონაკვეთის მოასფალტება 12 აგვისტოს დასრულდება

 

28 ივლისს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ სოფელ ქობულეთში ახლად დაგებული გზის მონაკვეთები მოინახულა, სადაც გრუნტის გზაზე ასფალტი პირველად დაიგო. სოფელ ქობულეთი-ჭანკურიძეების გზაზე დაიგო 2 100 მ ასფალტის საფარი, რომლის ღირებულებაც 335 923 ლარია. სამუშაოებზე 15 ადგილობრივი 2 თვის განმავლობაში იყო დასაქმებული.


ქობულეთი-ჭახათი-ცხემლვანას გზის მონაკვეთის 4 300 მ გზაზე ასფალტობეტონის დაგება მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 1 339 790 ლარია. სამუშაოები 14 აპრილს დაიწყო და 12 აგვისტოს დასრულდება. ობიექტზე 12 ადგილობრივია დასაქმებული.


 

საბაჟოზე დიდი რაოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს

 

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მოქალაქე, 1986 წელს დაბადებული ნომახოსა პუმლა ვინიფრედ ნ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, საბაჟო პროცედურების გავლისას დააკავეს.

 

დადგინდა, რომ დაკავებულს ხელჩანთაში სპეციალური სამალავი ჰქონდა მოწყობილი, საიდანაც ქართველმა სამართალდამცავებმა 12 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ამოღებული ნარკოტიკი გამომშრალი მარიხუანაა და მისი საერთო წონა 9 კილო და 700 გრამია. დაკავებული საქართველოში დოჰა-თბილისის რეისით ჩამოფრინდა.

 

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

 

560 აბი ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი პრეპარატი აღმოაჩინეს მგზავრის ბარგში საბაჟო გამშვები პუნქტის „სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა. 28 ივლისს „სარფის“ ტერიტორიაზე შემოსული საქართველოს მოქალაქე მ.ა.-ის რისკის პროფილის საფუძველზე პირადი დათვალიერებისას,  მათ 560 აბი Actifed უპოვეს.
საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარ სამმართველოს.

ვის ირჩევენ უსკოს წევრებად

 

„Gvaro Gvaramia Tornike Mzhavanadze Sofia Kaxadze წარმატებები“, – ეს კომენტარი თავის ფეისბუქგვერდზე კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთმა წევრმა გააკეთა, „ბათუმელების“ მიერ უსკოს წევრობის კანდიდატებზე გამოქვეყნებულ ნიუსთან დაკავშირებით. თუმცა, კომენტარი მალევე წაშალა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, უსკოს ახალი წევრები სწორედ ირაკლი გვარამია, თორნიკე მჟავანაძე და სოფია კახაძე იქნებიან.

 

ირაკლი გვარამია / სოფია კახაძე / თორნიკე მჟავანაძე

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ უსკო-ს წევრის – გია გარსევანიშვილის უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ირაკლი გვარამიასა და ზურაბ გოლიაძის კანდიდატურები წარადგინა, ასლან ჩავლეიშვილის ადგილმონაცვლედ – რამაზ გოლომანიძე და სოფიო კახაძე, ხოლო ქეთევან ჯიქიას ნაცვლად – თორნიკე მჟავანაძე და გია ქარცივაძე. უმაღლესმა საბჭომ თითოეულ ვაკანსიაზე უსკოს ახალი წევრი სწორედ ამ ორ-ორ კანდიდატს შორის უნდა აირჩიოს.

 

თავის დროზე უსკოს წევრობის მსურველი 24 კანდიდატიდან  [თითო ვაკანსიაზე სამი კანდიდატი] 9, სამთავრობო საკონკურსო კომისიამ შეარჩია. თუ რა პრინციპით დააჯგუფეს კანდიდატები – კომისიაში გვითხრეს, რომ „ალფავიტის მიხედვითაც იხელმძღვანელეს“. თუმცა, კომისიას სამ ვაკანსიაზე 24 კანდიდატი რომ ალფავიტის მიხედვით გადაენაწილებინა [8-8 კანდიდატი], მაშინ სხვადასხვა ვაკანსიაზე ვერ იქნებოდნენ, მაგალითად, გვარამია და გოლომანიძე; ამასთან, ვერც გოლომანიძესა და კახაძეს წარადგენდნენ ერთსა და იმავე ვაკანსიაზე. კანდიდატების ასეთ შერჩევა-დაჯგუფებას კი ოპოზიცია და ზოგი არასამთავრობო ორგანიზაცია ერთგვარ პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებს.

 

კანდიდატების ასეთი „დაწყვილება“ დიდად არც აჭარის „თავისუფალ დემოკრატებს“ მოსწონთ, რომლებსაც უსკოს წევრად თორნიკე მჟავანაძის გაყვანა სურთ. „დემოკრატები“ ამბობენ, რომ გია ქარცივაძესაც მისცემდნენ ხმას, თუმცა ეს შეუძლებელი იქნება, ვინაიდან არჩევანის გაკეთება მჟავანაძე-ქარცივაძეს შორის მოუწევთ.

 

„ჩემთვის ყოველთვის პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა, რომ არჩევნები ჩატარებულიყო წესების სრული დაცვით. ვფიქრობ, ამ საკითხში კომპეტენტური ვარ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ თორნიკე მჟავანაძემ. – „რაც შეეხება „თავისუფალ დემოკრატებთან“ ურთიერთობას, ამ პარტიაში, ისევე როგორც სხვა პარტიებში არსებობენ ადამიანები, რომლებიც არიან ჩემი მეგობრები. ქალაქი პატარაა და ვიცნობთ ერთმანეთს, ვმეგობრობთ, იმის მიუხედავად თუ ვის რა პოლიტიკური შეხედულებები გააჩნია. მიუკერძოებელი ვარ ყველასთან, იგივე დემოკრატებთან მიმართებაშიც“.

 

„ბათუმელების“ ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ უსკოს წევრებად ირაკლი გვარამიასა და სოფიო კახაძის გაყვანას აპირებს. ირაკლი გვარამიას უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნება – აჭარას“ წევრი, დავით ბაციკაძე უნდა ლობირებდეს, ხოლო სოფიო კახაძეს – ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ალექსანდრე ჩიტიშვილი.

 

უსკოს სამი ახალი წევრის არჩევის საკითხს ფაქტობრივად „ოცნება“ და „დემოკრატები“ გადაწყვეტენ.

 

„ჯერ გადაწყვეტილი არაფერია. ვინაიდან 11 ხმა ჩვენ არ გვაქვს, გავივლით კონსულტაციებს… ირაკლი გვარამია ჩემი მეგობარია და მხარს დავუჭერ, თუმცა ზურაბ გოლიაძეც, ვფიქრობ, ღირსეული კანდიდატურაა. მე ვამბობ, რომ დავუჭერ მხარს ირაკლი გვარამიას იმიტომ, რომ ვიცი მისი კვალიფიკაცია. ყველა დონის საარჩევნო ადმინისტრაცია აქვს გავლილი და აქტიურად ებრძოდა გაყალბებებს“, – აღნიშნა „ბათუმელებთან“ დავით ბაციკაძემ.

 

კითხვაზე, ასოცირდება თუ არა ირაკლი გვარამია კონკრეტულ პარტიასთან, დავით ბაციკაძე ამბობს, რომ ერთი-ორის გარდა, ვისაც შეტანილი ჰქონდა ვაკანსიებზე განაცხადი, ყველაზე შეიძლება ითქვას, რომ ასოცირდება ამა თუ იმ პარტიასთან: „მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობასთანაც“, მაგალითად, უსკოს წევრებსაც ჰქონდათ შემოტანილი და კიდევ იყვნენ სხვა ადამიანები… პრობლემა იმაშია, რომ იმ ადამიანთა წრე არის ვიწრო, ვინც შეიძლება აირჩიო უსკოში. ვფიქრობ, ვინც წარადგინა განაცხადი, იქედან მაინც ოპტიმალური ვარიანტი შეირჩა – თუმცა ეს გადაწყვეტილება მიიღო კომისიამ და მთავრობის თავმჯდომარემ და არა – უმაღლესმა საბჭომ“.

 

კანდიდატებს შორის ერთ-ერთი, რამაზ გოლომანიძე დღეს ქედის საკრებულოს წევრია და საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – ეროვნულ ფორუმს“ ხელმძღვანელობს. „28 მაისს დავტოვე პარტია [ეროვნული ფორუმი]. ფრაქციაში კი, ვიდრე თანამდებობრივი შეუთავსებლობა არ წარმოიშობა, ვრჩები. თუ უსკოს წევრად ამირჩევენ, მაშინ ერთ კვირაში უნდა დავტოვო თანამდებობა. საკმაო საარჩევნო გამოცდილება მაქვს. ველოდებოდი უსკოში კონკურსის გამოცხადებას და ამიტომ დავტოვე პარტია. ერთი წელი ვიყავი პარტიაში და იმისთვის შევედი, რომ ადგილობრივი არჩევნებისთვის სიაში ვყოფილიყავი», – განაცხადა „ბათუმელებთან“ რამაზ გოლომანიძემ. კითხვაზე, რატომ დატოვა პარტია და რა გარანტია აქვს, რომ აირჩევენ, რამაზ გოლომანიძე პასუხობს – „გარანტია რომ მქონოდა, თანამდებობასაც დავტოვებდი. რაც შეეხება პარტიაში დაბრუნებას, თუ დავწერ განცხადებას, პოლიტსაბჭო გადაწყვეტს, მიმიღებენ თუ არა“.

 

უმაღლეს საბჭოში „ქართულ ოცნებას“ დღეს 9 წევრი ჰყავს [ფრაქციები: „ქართული ოცნება“, „ქართული ოცნება – აჭარა“ და „ქართული ოცნება – თავისუფლება“], «ნაციონალურ მოძრაობას» – 8 წევრი [ფრაქციები: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ნაციონალური მოძრაობა – მაჟორიტარები“], «თავისუფალ დემოკრატებს» – სამწევრიანი ფრაქცია „დემოკრატიული აჭარა“; საბჭოში არის ასევე ფრაქციის გარეშე დარჩენილი ერთი  დეპუტატი – მედეა ვასაძე.

 

უსკოს ახალი წევრის ასარჩევად საკმარისია შესაბამის კანდიდატებზე შეთანხმდნენ „ოცნება“ და „დემოკრატები“, ან „ნაციონალები“ და „დემოკრატები“, ან კიდევ „ოცნება“ და „ნაციონალები“. მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიღებს ესა თუ ის კანდიდატი ხმების საჭირო რაოდენობას გარანტირებულად. ფრაქციის გარეშე დარჩენილი მედეა ვასაძის ხმას კი ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს.

 

რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა – მაჟორიტარების“ თავმჯდომარემ ირაკლი ბარამიძემ „ბათუმელებთან“ აღნიშნა, რომ  პარტიის წევრებს ეს საკითხი ჯერ არ განუხილავთ: „შევიკრიბებით და მივიღებთ გადაწყვეტილებას. მე ბევრი გვარი მეცნო, რომლებიც დაახლოებულია მმართველ გუნდთან. ეს მიანიშნებს, რომ არა დამოუკიდებელი ხალხის, არამედ პარტიული ნიშნით აპირებენ ხალხის უსკოში მიყვანას. ეს ერთგვარ გარიგებასაც კი ჰგავს. მე, პირადად, არანაირი პრეტენზია არ მაქვს გია ქარცივაძის კანდიდატურის მიმართ, რასაც ვერ ვიტყვი დანარჩენზე“.

 

ვინ არიან უსკოს წევრობის კანდიდატები

 

ირაკლი გვარამია – 2013 წლიდან დღემდე მუშაობს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის [დავით ბაციკაძის] სამდივნოს უფროს სპეციალისტად;  2012-2013 წლებში მუშაობდა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოში კონტროლიორად; 2005, ასევე 2007-2008 წლებში იყო დავით ბაციკაძის წარმომადგენელი N79/01 საარჩევნო ოლქში.

 

ზურაბ გოლიაძე – 2014 წლის თებერვლიდან დღემდე მუშაობს უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიაში უფროს სპეციალისტ-მდივან რეფერენტად. მანამდე კი ამავე კომისიის მიწვეულ სპეციალისტად [შტატგარეშე მოსამსახურედ] მუშაობდა. 2006-2010 წლებში იყო აჭარის საარქივო სამმართველოს მთავარი სპეციალისტი [იურისტი]; ხოლო 2016-2010 წლებში ადვოკატი. სხვადასხვა არჩევნების დროს იყო #81 საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი.

 

რამაზ გოლომანიძე – 2014 წლის ივლისიდან დღემდე არის ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი; ქედის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება – ეროვნული ფორუმის“ ხელმძღვანელი; 2014 წელს, ერთი თვით, მუშაობდა N83 ხელვაჩაურის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად, 2013 წლის ივლისიდან ამავე წლის ნოემბრამდე «ეროვნული ფორუმის» მიერ დანიშნული იყო დროებით კომისიის წევრად ბათუმის N79 საოლქო საარჩევნო კომისიაში; 2012 წელს იყო N80 ქედის საარჩევნო კომისიის წევრი.

 

სოფიო კახაძე – 2015 წლის თებერვლიდან დღემდე ბათუმის მერიის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ „ბათუმის კულტურის ცენტრში“ ადმინისტრაციული სამსახურის უფროსია. 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში ის ქ. ქობულეთში N81 საარჩევნო ოლქის კომისიის წევრი იყო გაერთიანებული ოპოზიციიდან. 2003-2004 წლებში – აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო პროგრამის ჟურნალისტი. 2013-2014 წლებში „ქართული ოცნების“ კომისიის წევრებისთვის ატარებდა საარჩევნო ტრენინგებს.

 

თორნიკე მჟავანაძე – 2015 წლის პირველი იანვრიდან დღემდე ბათუმის საკრებულოში შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსია. მანამდე მუშაობდა აჭარის ტელევიზიაში გადაცემა „ეკონომისტის“ წამყვანად; 2013-2014 წლებში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტად; ხოლო 2012-2013 წლებში აჭარის უმაღლეს საბჭოში იყო ფრაქცია „ქართული ოცნება – თავისუფალი დემოკრატების» მიწვეული სპეციალისტი.

 

გია ქარცივაძე – 2015 წლის იანვრიდან დღემდე მუშაობს სახალხო დამცველის აპარატში; 2008-2014 წლებში მუშაობდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალში [ჯერ საერთო სპეციალიზაციის ადვოკატად, ხოლო 2012 წლის დეკემბრიდან ფილიალის თავმჯდომარედ]; 2007-2008 წლებში – „დემოკრატიის ინსტიტუტში“ იურისტად. მონაწილეობდა არაერთ არჩევნებში მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსით, როგორც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი.

 

ყველა წევრი უპარტიოა, აქვთ არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილება და შესაბამისი სერტიფიკატები, რომ ჩააბარეს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის გამოცდა.

 

უსკოს ახალ წევრებს უმაღლესი საბჭო რიგგარეშე სხდომაზე, 7 აგვისტომდე აირჩევს. უსკოს წევრი 5 წლის ვადით აირჩევა. წევრის ხელფასი დღეს 1500 ლარია, რომელსაც კვარტალური დანამატი – დაახლოებით 2000 ლარი ემატება.

 

უსკო შედგება თავმჯდომარისა და 5 წევრისაგან, ხოლო საარჩევნო პერიოდში – თავმჯდომარისა და 12 წევრისაგან. უსკოს 7 წევრს საარჩევნო პერიოდში ნიშნავენ პოლიტიკური პარტიები.

 

უმაღლეს საარჩევნო კომისიაში კომისიის წევრის სამი ვაკანსია 25 აგვისტოდან გაჩნდება. ამ დროისთვის უფლებამოსილების ვადა უსკოს სამ წევრს ეწურება: გია გარსევანიშვილს [უსკოს თავმჯდომარის მოადგილე], ქეთევან ჯიქიასა [უსკოს მდივანი] და ასლან ჩავლეიშვილს.

 

უსკოს წევრებად რჩებიან: კომისიის თავმჯდომარე არჩილ მიქელაძე [რომელსაც წევრობა 2016 წლის პირველ მარტს შეუწყდება], თამარ ხოზრევანიძე [წევრობა შეუწყდება 2016 წლის აპრილში] და გუგული დუაძე [რომელიც კომისიის წევრად მიმდინარე წლის იანვარში აირჩიეს].

 

გია გარსევანიშვილი საარჩევნო საქმიანობაში 1995 წლიდანაა ჩართული. 2004 წლის 20 ივნისის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს არჩევნებზე გახლდათ N81/3 ქობულეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ხოლო 2005 წლის ივლისში არჩეულ იქნა უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრად, 2010 წლის 2 მარტს კი აირჩიეს უსკოს თავმჯდომარის მოადგილედ.

 

ქეთევან ჯიქია – 2003-2004 წლის არჩევნებში იყო ბათუმის N79 საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი; 2004 წლის 26 მაისს არჩეულ იქნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრად; 2004 წლის 26 ივლისიდან 2005 წლის 6 ნოემბრამდე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის მდივანია; 2006 წლის 30 მარტს კი ხელახლა იქნა არჩეული უსკოს მდივნად.

 

ასლან ჩავლეიშვილი კი, 2005 წლის 28 სექტემბრამდე მუშაობდა ქ. ბათუმის N1 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ; 2005 წლის 28 სექტემბრიდან არჩეულ იქნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრად.

 

ლეგალ ქონსალთინგ ცენტრი – მოწინავე იურიდიული კომპანია ბაზარზე

SONY DSC


აჭარის რეგიონში, კონკრეტულად ბათუმში, იურიდიული კომპანიების ბაზარი შედარებით ნაკლებად არის განვითარებული, ვიდრე დედაქალაქში, მაგრამ ჩვენს ქალაქში თუ ზოგადად რეგიონში იურიდიული კომპანიების მომსახურების სფერო ნელ-ნელა იკიდებს ფეხს. ბათუმში მოქმედი იურიდიული კომპანია, რომელიც დასავლური სტანდარტებით მუშაობს, არის „ლეგალ ქონსალთინგ ცენტრი“, რომელიც იურიდიულ მომსახურებას უწევს იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის მიმართულებით.

იურიდიული კომპანია ხელმისაწვდომია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, კომპანია თავის კლიენტებს საერთაშორისო სასამართლოებში, მათ შორის სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოსა და ლონდონის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში საადვოკატო მომსახურებას სთავაზობს.

“ლეგალ ქონსალთინგ ცენტრის~ ძირითადი მიმართულება მსხვილი ადგილობრივი და საერთაშორისო კორპორაციების სამართლებრივი მომსახურებაა. კომპანიის კლიენტების სფერო მრავალფეროვანია და მოიცავს საერთაშორისო გადაზიდვებს, სამშენებლო საქმიანობას, მიკროსაფინანსო სფეროს, სათამაშო ბიზნესს, ენერგეტიკას და სხვა სფეროებს.

“ლეგალ ქონსალთინგ ცენტრის” შესაძლებლობებზე დასმულ კითხვებს კომპანიის დამფუძნებლებმა – დავით ჭყონიამ და გოჩა კამკიამ უპასუხეს.

ბ-ნო დავით, რა ძალისხმევის გაღება დაგჭირდათ წარმატების მისაღწევად და რა არის თქვენი უპირატესობა კონკურენტებთან მიმართებაში?

დავით ჭყონია: იურიდიული მომსახურება დაფუძნებული უნდა იყოს ნდობასა და ხარისხზე. შესაბამისად, ჩვენი კომპანიის საქმიანობის მთავარი პრინციპები არის სწორედ მაღალი ნდობა, მაღალი ხარისხი, სწრაფი და ეფექტური მომსახურება. ეს არის ჩვენი წარმატების ფორმულა და ასევე, სავარაუდოდ, უპირატესობა კონკურენტებთან მიმართებაში. ჩვენი კომპანია მომსახურებას ეწევა დასავლურ სტანდარტებზე დაფუძნებით, რომელთაგან საბაზისო არის მითითებული პრინციპები. ჩვენს კლიენტებს სწორედ დასავლურ სტანდარტებზე დაფუძნებულ მომსახურებას ვთავაზობთ.

 რამდენი ადამიანისგან შედგება თქვენი გუნდი და რამდენად მნიშვნელოვანი ფიგურაა თითოეული მათგანი თქვენი კომპანიისთვის?

დავით ჭყონია: ჩვენი გუნდი რვა წევრისგან შედგება, რომელთაგან შვიდი იურისტია და ერთი ფინანსური მენეჯერი. იურიდიული კომპანიის წარმატებული მუშაობა უშუალოდ გუნდზეა დამოკიდებული, – კომპანიის გუნდი ერთი დიდი ოჯახივით უნდა იყოს. ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, შესაბამისად, მათთან განსაკუთრებული ურთიერთობა და დამოკიდებულება გვაქვს. ვფიქრობ, ჩვენი გუნდი იდეალურად შეთამაშებული და დაბალანსებულია.

 ბ-ნო გოჩა, თქვენი კლიენტები დიდწილად უცხოური საერთაშორისო კომპანიები არიან. რამ განაპირობა თქვენი პოპულარობა უცხოელ ინვესტორებთან, ეს ხომ საკმაოდ რთულად მისაღწევია?

გოჩა კამკია: ჩვენი კომპანია პრაქტიკულად ერთადერთი კომპანიაა ადგილობრივ ბაზარზე, რომელსაც შეუძლია უცხოურ კომპანიებს გაუწიოს მაღალკვალიფიციური და ეფექტური იურიდიული მომსახურება ინგლისურ, რუსულ და საჭიროების შემთხვევაში, თურქულ ენაზე. ჩვენს კომპანიას, ჩვენი გუნდის წევრებს, გვაქვს დიდი გამოცდილება უცხოურ კომპანიებთან მუშაობის და ეს გამოცდილება არ მოსულა ერთ დღეში, ეს ხანგრძლივი პროცესი იყო. კლიენტებმა იციან, რომ ჩვენ ვეწევით ხარისხიან და კვალიფიციურ მომსახურებას. სწორედ ამის გამოა, რომ სეგმენტში ჩვენ გვენდობიან.

 ცნობილი ფაქტია, რომ სასამართლო დავების დროს თქვენი კომპანია საქმეების აბსოლუტურ უმრავლესობას წარმატებით ასრულებს. რა არის სასამართლოში საქმის წარმატებით დასრულებისთვის აუცილებელი პირობა?

გოჩა კამკია: სასამართლო დავის წარმატება უპირველესად კლიენტის მიმართ ობიექტური და კვალიფიციური კონსულტაციით იწყება. ამის შედეგად უსაფუძვლო დავები სასამართლოში აღარ მიდის ხოლმე. კვალიფიციური კონსულტაციის შემდეგ, მთავარია საქმის მომზადებისა და დავის სწორი სტრატეგიის შერჩევა, შემდგომი ეტაპია დავის ეფექტურად წარმოება. სასამართლო შეჯიბრობითობის პრინციპზეა დაფუძნებული, სადაც კვალიფიციურად საქმის მომზადება, მოხერხებულობა, კამათის უნარი და სხვა მსგავსი უნარ-ჩვევები გადამწყვეტ როლს თამაშობს. როგორც ჩანს, ჩვენ გაგვაჩნია ეს უნარ-ჩვევები და მათ პრაქტიკაში კარგად ვიყენებთ.

 

Web: www.legalconsulting.ge

კონსულტაციისთვის დარეკეთ ნომერზე (422) 29-27-67

გამგებელმა სამსახურიდან ფეხმძიმე ქალი დაითხოვა

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო
ბათუმის საქალაქო სასამართლო

გულნაზის უფლებებს სასამართლოში იურისტი დავით ანანიძე იცავს. როგორც მან მოსამართლეს უთხრა, ფეხმძიმობის დროს, გულნაზი სხვა თანამშრომლებთან შედარებით არათანაბარ პირობებსა და დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მისი შეფასებით, საჯარო სამსახურმა დაარღვია დასაქმების ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა და შრომის უფლება, რომელიც კონსტიტუციის 30-ე მუხლით გარანტირებულია ყველა მოქალაქისთვის. 


გამგებლის წარმომადგენელმა გიორგი ბერიძემ სასამართლო პროცესზე თქვა, რომ საჯარო სამსახურის შესახებ კანონის საფუძველზე მუნიციპალიტეტში გამოცხადდა კონკურსი, ამის შესახებ ინფორმაცია განთავსდა გამგეობის საინფორმაციო დაფაზე, ასევე ვებგვერდზე, კონკურსში მონაწილეობა მიიღო გულნაზ ღლონტმა, მაგრამ ვერ გადალახა ზღვარი, რის საფუძველზეც გამგებელმა ის სამსახურიდან გაათავისუფლა.

ადვოკატს მიაჩნია, რომ გამგებლის გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან კონკურსის გამოცხადებას იმ თანამდებობაზე, რომელზეც დეკრეტში წასული პირი მუშაობდა, კანონი კრძალავს. გამგებლის წარმომადგენელი კი ფიქრობს, რომ თუ უკანონო იყო ეს კონკურსი, მაშინ გაუგებარია, რატომ ჩაერთო მასში გულნაზ ღლონტი.

„ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება. სიმართლე გითხრათ, ვერ მოვისმინე თქვენი არგუმენტები, არ გიხსენებიათ მუხლი, კანონის რომელიმე ნორმა გადაწყვეტილების დასასაბუთებლად.


ალბათ გესმით რას ნიშნავს, როცა საჯარო სამსახურს მოქალაქე დისკრიმინაციაში, ქალისა და ბავშვის უფლების დარღვევაში ადანაშაულებს. მე ველოდები თქვენგან კანონის შესაბამისი მუხლებისა და ნორმების მითითებას, თქვენი, როგორც საჯარო სამსახურის წარმომადგენლის არგუმენტების გასამყარებლად… მაგრამ თქვენ კანონის ნორმას როგორ მიმითითებთ, როცა წინ წიგნიც კი არ გიდევთ… რაც არ უნდა ძლიერი იურისტი, ადვოკატი იყოთ, კონკრეტული მუხლის მოსაშველიებლად მნიშვნელოვანია კოდექსი გედოთ წინ… მე მაინტერესებს, როცა ამბობთ – „ჩემი აზრით“, „ჩვენ ასე ვფიქრობთ“, – თქვენ ვინ ხართ, გამგებელი ფიქრობს ასე? თქვენი სუბიექტური აზრია? თუ კანონში წერია ასე? ამის დაზუსტება გთხოვათ სასამართლომ წინა პროცესზე. მე თქვენი მოქმედების პრინციპი მინდა გავიგო, თქვენ შესაგებელიც კი არ წარმოადგინეთ სასამართლოში…“ – დააახლოებით ამ ტექსტით მიმართა მოსამართლემ მოპასუხეს, რისი შედეგიც ის იყო, რომ გამგეობის წარმომადგენელმა თავი ჩაღუნა.

 

მოსამართლემ იკითხა მორიგების მცდელობა თუ ჰქონდათ მხარეებს. დავით ანანიძემ თქვა, რომ აპირებდნენ მოლაპარაკებას სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით, თუმცა მათ გამგებელი არ შეხვდა. მოპასუხემ თქვა, რომ მორიგების თაობაზე კონსულტაციები სჭირდება, ამიტომაც მოსამართლემ სხდომა გადადო. `მე გირჩევთ დაილაპარაკოთ მორიგებაზე, საუბარია ქალისა და ბავშვის უფლებებზე. ერთი მხარის დათმობის ხარჯზე არაფერი გამოვა, ორივემ ცოტა უნდა დათმოთ“, – უთხრა მხარეებს ჯუმბერ ბეჟანიძემ.

 

გულნაზ ღლონტი გამგებლის წარმომადგენლად სოფელ განთიადში 2014 წლის აგვისტოში სამთვიანი ხელშეკრულებით დაინიშნა. ის დეკრეტულ შვებულებაში 2014 წლის ნოემბერში გავიდა, კონკურსი კი დეკემბერში ჩატარდა. გულნაზი სამსახურიდან 2015 წლის 5 იანვარს გამგებლის ბრძანების საფუძველზე გაათავისუფლეს. ის ახლა ბათუმის საქალაქო სასამართლოში სამსახურში აღდგენას ითხოვს. მის ადგილას კონკურსში გამარჯვებული მუშაობს. 

C ჰეპატიტის უფასო ტესტირება ბათუმის კოლონადებთან

 

 

გამოკვლევები ჰეპატიტის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ტარდება.  ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

 

”ადამიანური რესურსების შერჩევა და მენეჯმენტი” – დავით გოგიჩაიშვილის მასტერკლასი [Audio]

 

Jpeg

მასტერკლასი მოეწყო საკონსულტაციო ჯგუფ “ჯეპრას” ორგანიზებით, რომელიც 2002 წლიდან საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში კონსულტაციებსა და მომსახურებაზე მუშაობს. შეხვედრა უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართა, რომელსაც სტუდენტების გარდა, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  

ბათუმი – კაზინოებით მიმზიდველი ადგილი რუკაზე

 

რას უნდა ელოდოს ბათუმი კაზინოებისგან? – ამ თემაზე ვრცელ სტატიას, რომელიც გაზეთ ბათუმელების ამ კვირის ნომერში, ბეჭდურ ვერსიაში გამოქვეყნდა, მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

რა ელის მოსახლეობას დენის ტარიფის გაზრდის შემდეგ?!

 

ბატონო ლევან, ლარის გაუფასურებისგან გამოწვეულ ფინანსურ პრობლემებს მოსახლეობა ჯერ კიდევ არ გამკლავებია. ამ ფონზე ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდა როგორ აისახება რეგიონის მოსახლეობაზე, ხომ არ გამოიწვევს ეს სიღარიბის ზრდას?

წინასაარჩევნო დაპირებებს, რომ დენი გაიაფდებოდა, არ ვიცი იჯერებდა თუ არა მოსახლეობა, თუმცა სპეციალისტებისთვის თავიდანვე გასაგები იყო, რომ დენის ტარიფის შემცირება იყო შეუძლებელი. საქართველოს იმ პერიოდისათვის ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა ტარიფის თვალსაზრისით ევროპასა და მეზობელ სახელმწიფოებს შორის. მხოლოდ რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი და თუ არ ვცდები, ბელორუსი გვისწრებდნენ დაბალი ტარიფით, რადგან ამ ქვეყნებში კარგად არის განვითარებული ატომური ენერგეტიკა. სხვა ქვეყნებში, მათ შორის მეზობელ თურქეთში, 1კვ/საათის ღირებულება 30 თეთრი იყო.

 

მაგრამ ხელისუფლება საუბრობდა იმაზე, რომ ქვეყანას ელექტროენერგიის საკმარისი რესურსი ჰქონდა და ყიდდა კიდეც მას. რა მოხდა ახლა?

ენერგორესურსების საკმარისი ოდენობა არ ნიშნავს იმას, რომ დენის ტარიფი იქნება დაბალი. ტარიფი დამოკიდებულია ელექტროენერგიის წარმოების დანახარჯებზე, გადაცემაზე და ა.შ. ამას ემატება მოგების მარჟა, რომელსაც ენერგოკომპანიები იტოვებენ მოგების სახით. მე არ მაქვს დეტალური კალკულაციები დენის წარმოების ღირებულებაზე, რადგან ამას კომპანიები საიდუმლოდ ინახავენ, თუმცა როგორც ენერგეტიკოსს, დაახლოებით შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფი საკმაოდ დაბალი იყო.  

 

„ენერგო პრო-ჯორჯია“ არ გამოირჩეოდა დახვეწილი სერვისით, მოსახლეობას ხშირად  ჰქონდა პრეტენზიები მის მიმართ, დღეს ეს კომპანია აპირებს ბაზრიდან გასვლას. რას უნდა ელოდოს მოსახლეობა ახალი ინვესტორისგან?

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ გასვლა ლოგიკურიც მეჩვენება, რადგან ენერგეტიკის განვითარების პერიოდი დავკარგეთ მისი ბაზარზე ყოფნით, სიხარბისა და არაკომპეტენტურობის  გამო ამ კომპანიას არ აღმოაჩნდა რეფორმების გატარების რესურსები, ამიტომ, საბოლოოდ მოსახლეობა დაზარალდა. გაძვირება ლარის ინფლაციის გამო მოსალოდნელიც იყო, რადგან გაძვირდა გაზი და ტრანსპორტიც. თუმცა ლარის გაუფასურება თბოელოექტროსადგურებს უფრო შეეხო და არა ჰიდროელექტროსადგურებს, რადგან მათთვის წყალი არ გაძვირებულა. 

 

რაც შეეხება ახალ ინვესტორს, არა მგონია, რომ ტარიფის ზრდა ახალი ინვესტორის ინტერესებს უკავშირდებოდეს. თუმცა, სანამ არ გავიგებთ დენის წარმოების ტარიფებს და ეს ინფორმაცია იქნება დაფარული, კონკრეტული მიზეზების ანალიზი საკმაოდ რთული გასაკეთებელია.

 

ახალი ჰესების მშენებლობის შემდეგაც იგივე ტარიფი უნდა შენარჩუნდეს დენზე?   

საერთოდ, დენის ექსპორტი უფრო მომგებიანია ქვეყნისთვის, ვიდრე შიდა ბაზარზე გაყიდვა, ამიტომ ჰესების მშენებლობა ამაზეა გათვლილი და მათი მშენებლობის სიკეთე პირდაპირ არ აისახება მოსახლეობაზე. ეს აისახება საბიუჯეტო შენატანების გაზრდით, რითაც სხვადასხვა პროგრამა დაფინანსდება. 

 

დენზე ფასების ზრდის გამო თუ ელოდებით სოციალურად დაუცველების ახალ ტალღას ქვეყანაში?

ეს დამოკიდებულია სახელმწიფო პოლიტიკაზე. დღეს ჩვენ გვესმის რამდენიმე ვერსია: ამბობენ, რომ ელექტროენერგია გათავისუფლდება დღგ-სგან, რაც იქნება დამღუპველი; ისმის დაპირება, რომ სოციალურად დაუცველი მოსახლეობა იქნება სუბსიდირებული, ესეც არასწორია, მაგრამ ამ ეტაპზე ყველაზე მეტად დასაშვებად მიმაჩნია. თუმცა სახელმწიფო კი არ აკეთებს სუბსიდირებას, ფაქტობრივად, ჩვენ, მოსახლეობას გვიწევს ამ თანხის გადახდა, რადგან ჩვენთვის გაიზარდა ტარიფი 4 თეთრით. აქ სხვა საფრთხეებს უფრო ვხედავ. მთავარია, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ის წარმოებები, სადაც ენერგეტიკულ მდგენელს დიდი მნიშვნელობა უკავია. იგივე ნავთობპროდუქტების გადაზიდვა-რეალიზაცია, საკვები მრეწველობა და ასე შემდეგ, რამდენად გაუძლებენ ტარიფის ზრდას.

 

ნავთობის გადატუმბვაში დაახლოებით 25-30 პროცენტი უკავია ელექტროენერგიის ღირებულებას, ეს დიდი მაჩვენებელია, ამიტომ ამ კომპანიებმა რომ არ გაზარდონ თავიანთ პროდუქციაზე ფასი, მაშინ საკუთარი მოგება უნდა შეამცირონ. თუ ასე არ მოიქცევიან, მაშინ ფასების ზრდა ჯაჭვურად, ყველა პროდუქციაზე აისახება და ეს შეიძლება გახდეს სოციალური აფეთქების საბაბი.

 

 

 

აჭარა შავი ზღვის აუზის ქვეყნების ტურისტულ მარშრუტში

 

როგორც ამ პროექტის ერთ-ერთი მონaწილე, ისტორიკოსი ემზარ კახიძე ამბობს, პროექტ ALECTOR-ში, რომლის ორგანიზატორიც ბერძნული ქალაქის – დრამის განვითარების სააგენტოა, მონაწილეობენ საქართველოს,  უკრაინის, საბერძნეთის, რუმინეთის,  ბულგარეთის, თურქეთის (სტამბული, ტრაპზონი) წარმომადგენლები.

 

ემზარ კახიძის ინფორმაციით, კულტურულ ტურისტულ მარშრუტში აჭარიდან დატანილი იქნება შემდეგი ობიექტები: „ბოტანიკური ბაღი, ნობელისა და ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმები, თანამედროვე ხელოვნების ცენტრი, გონიოს ციხე, მახოსა და მახუნცეთის ხიდები, მახუნცეთის ეთნოგრაფიული კუთხე და ჩანჩქერი, კორმუხეთის საწნახელი, აჭარული ღვინის სახლი“.

 

პროექტი ითვალისწინებს კულტურული ტურიზმის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას: ბანერების, ინტერნეტაპლიკაციების, ვიდეორგოლების, გამოფენების, ღია მუზეუმების,  ტურისტული მარშრუტების პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას.

პროექტის ფინანსური პარტნიორია ევროკავშირი.

ბათუმის ნავთობტერმინალს ყადაღა მოეხსნა

 

ბათუმის ნავთოტრემინალთან დაკავშირებულ დავებში დაპირისპირებული მხრეები იყვნენ შპს „ბათუმის ნავთობტერმინალის” კომპანია Batumi Terminals Limited, კომპანია Petrotrans Limited-ს და მეორეს მხრივ კომპანია Vibro Diagnostik-ის ფილიალის, აგრეთვე კომპანია Libra Trading FZC. სწორედ ეს ორი უკანასკნელი კომპანია, ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, 62 მილიონი დოლარის კომპენსაციას ითხოვდა ბათუმის ნავთობტერმინალისგან.  მორგების შესახებ ინფორმაცია დღეს, 28 ივლისს ნავთობტერმინალმა თავად გაავრცელა პრესრელიზის სახით.

 

ბათუმის ნავთობტერმინალში გადაწყვეტილების მიმღები ერთ-ერთი პირის, ზურაბ შურღაიას ინფორმაციით, მორიგება ისე შედგა, რომ „საუბარი არ არის თანხის გადახაზე, რადგან ჰოლდინგის ხელმძღვანელები მშვიდობიანად შეთანხმდნენ. ჩვენს პარტნიორებს აქვთ თავიანთი რეზერვუარები და ჩვენ საქმიანობას ვაგრძელებთ კეთილმეგობრულად. მხარეებმა სარჩელი გამოვიტანეთ და ამიტომაც მოხსნა იუსტიციის სამინისტრომ ყადაღა ნავთობტერმინალს“.

 

დღეს გავრცელებულ პრესრელიზში ნავთობტერმინალის ტვირთბრუნვაზეც წერია. პრესრელიზის თანახმად, „2015 წლის 6 თვის შედეგებით, ამ წლის 1 ნახევარში ბათუმის საზღვაო ნავსადგურის მშრალი ტვირთების ბრუნვამ შეადგინა 516 196 ტონა, რაც 18 977 ტონით ნაკლებია გეგმიურ მაჩვენებელზე. გეგმის შესრულება შეადგენს 96%-ს და იგი 0,5%-ით ნაკლებია წინა წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

 

ნავთობ და ნავთობპროდუქტების ტვირთბრუნვამ შეადგინა 1 984 588 ტონა, რაც 134% აღემატება დაგეგმილ მოცულობებს და 11% ნაკლებია შარშანდელი ამავე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით“.

 

წელს, 6 თვეში ბათუმის პორტში 259 გემი გადაუტვირთიათ.

 

ბათუმის მერის მოადგილეები ახალ შენობაში

 

ბათუმის მერიაში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ მერის მოადგილეების კაბინეტების გარდა ახალ ადმინისტრაციულ შენობაში მერიის საფინანსო, ჯანდაცვის, აუდიტისა და სამხედრო სამსახურების ოფისებიც განთავსდება. თუ ყველაფერი დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით წარიმართება, ახალი ადმინისტრაციული შენობა 2015 წლის სექტემბერში გაიხსნება.

 

ყოფილი კონტროლის პალატის შენობა ბათუმის მერიას ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გადასცა. რა თანხა დაიხარჯება ქალაქის ბიუჯეტიდან შენობის გარემონტება-კეთილმოწყობაში, მერიაში ჯერ-ჯერობით ვერ აკონკრეტებენ.  შესაბამისი სამუშაოებისა და მომსახურების შესყიდვაზე ტენდერებს მერია ეტაპობრივად აცხადებს. ერთ-ერთი ბოლო ტენდერი  ახალი შენობისთვის ავეჯის შესყიდვაზე [125 ათას ლარამდე სავარაუდო ღირებულებით] ბათუმის მერიამ გუშინ გამოაცხადა.

 

ბათუმის მერს ორი მოადგილე ჰყავს. ერთი ალექსანდრე მითაიშვილია, ხოლო მოადგილის მეორე თანამდებობა ჯერ კიდევ ვაკანტურია. ყოფილმა მოადგილემ ზურაბ ბერიძემ ეს თანმდებობა 13 ივლისს, სხვა სამსახურში გადასვლის მიზეზით დატოვა.  

 

ბათუმი მერიის შენობა გორგილაძის ქუჩის მხრიდან /ფოტო: თედო ჯორბენაძე/

ხუთი ვაკანსია და 220 კანდიდატი – ახალი კონკურსი ბათუმის საკრებულოში

 

ბათუმის საკრებულოს აპარატის უფროსის, პაატა მგელაძის ინფორმაციით, ერთი დღის განმავლობაში კონკურსში ორი ჯგუფი გადის. დღეს პირველ ჯგუფში 30 აპლიკანტი ჰყავდათ მოწვეული, მაგრამ მხოლოდ 12 გამოცხადდა.

 

ბათუმის საკრებულოში საკონკურსო თანამდებობებია: მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელის პოზიცია, პროტოკოლის განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობა, საქმის წარმოების განყოფილებაში მთავარი სპეციალისტის პოზიცია, შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების სპეციალისტის პოზიცია და თავმჯდომარის თანაშემწის პოზიცია.

 

პაატა მგელაძის თქმით, „დღეს კონკურსის მეორე ეტაპია და მონაწილეები კომპიუტერთან ავლენენ თავიანთ ცოდნას. ბოლო ეტაპია გასაუბრება – ვინც გადალახავს მინიმალურ ზღვარს, კომისია გაესაუბრება, სადაც კომისიის წევრები მონაწილეებს დაუწერენ ქულებს. ამ ქულებს დაემატება კომპიუტერთან მიღებული ქულების რაოდენობა და ორივე ჯამი განსაზღვრავს, ვინ უნდა დაინიშნოს თანამდებობაზე“.

 

ბათუმის საკრებულომ ბოლოს კონკურსი წელს დეკემბრის თვეში 12 პოზიციაზე ჩაატარა, მაგრამ ყველა პოზიციაზე გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. ბათუმის საკრებულოს მოქმედ თანამშრომლებს კი ატესტაცია მარტში ჩაუტარდათ.

ბახმარო – კურორტი ზღვის დონიდან 2050 მეტრზე [ფოტო]

ბახმარო. ფოტო: „ბათუმელები“, ნანა კვაჭაძე
ბახმარო. ფოტო: „ბათუმელები“, ნანა კვაჭაძე
ბახმარო. ფოტო: „ბათუმელები“, ნანა კვაჭაძე
ბახმარო. ფოტო: „ბათუმელები“, ნანა კვაჭაძე
ბახმარო. ფოტო: „ბათუმელები“, ნანა კვაჭაძე
ბახმარო. ფოტო: „ბათუმელები“, ნანა კვაჭაძე
ბახმარო. ფოტო: „ბათუმელები“, ნანა კვაჭაძე
ბახმარო. ფოტო: „ბათუმელები“, ნანა კვაჭაძე
ბახმარო. ფოტო: „ბათუმელები“, ნანა კვაჭაძე
ბახმარო. ფოტო: „ბათუმელები“, ნანა კვაჭაძე
ბახმარო. ფოტო: „ბათუმელები“, ნანა კვაჭაძე
ბახმარო. ფოტო: „ბათუმელები“, ნანა კვაჭაძე
ბახმარო. ფოტო: „ბათუმელები“, ნანა კვაჭაძე
ბახმარო. ფოტო: „ბათუმელები“, ნანა კვაჭაძე
ბახმარო. ფოტო: „ბათუმელები“, ნანა კვაჭაძე
ბახმარო. ფოტო: „ბათუმელები“, ნანა კვაჭაძე

Exit mobile version