ნეტგაზეთი • RU

ქობულეთი-ჭახათი-ცხემლვანას გზის მონაკვეთის მოასფალტება 12 აგვისტოს დასრულდება

 

აჭარის მთავრობის ვებგვერდის ინფორმაციით, სოფელ ქობულეთი-ჭანკურიძეების გზაზე 2 100 მ ასფალტის საფარი დაიგო, რომლის ღირებულებაც 335 923 ლარია. სამუშაოებზე 15 ადგილობრივი 2 თვის განმავლობაში იყო დასაქმებული.

 

28 ივლისს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ სოფელ ქობულეთში ახლად დაგებული გზის მონაკვეთები მოინახულა, სადაც გრუნტის გზაზე ასფალტი პირველად დაიგო. სოფელ ქობულეთი-ჭანკურიძეების გზაზე დაიგო 2 100 მ ასფალტის საფარი, რომლის ღირებულებაც 335 923 ლარია. სამუშაოებზე 15 ადგილობრივი 2 თვის განმავლობაში იყო დასაქმებული.


ქობულეთი-ჭახათი-ცხემლვანას გზის მონაკვეთის 4 300 მ გზაზე ასფალტობეტონის დაგება მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 1 339 790 ლარია. სამუშაოები 14 აპრილს დაიწყო და 12 აგვისტოს დასრულდება. ობიექტზე 12 ადგილობრივია დასაქმებული.


 

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"