როგორი იქნება ”ბათუმობა 2015”

მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, „ბათუმობის“ დღესასწაულისათვის მემედ აბაშიძისა და დუმბაძის ქუჩებს ფერადი აქსესუარებით მორთავენ. მემედ აბაშიძის ქუჩა ბიბლიოთეკიდან ევროპის მოედნამდე ჭრელი, განათებული ბურთულებით იქნება მორთული, დუმბაძის ქუჩას კი საჰაერო და სტაციონარული დეკორაციებით გაალამაზებენ, დაკიდებენ ჭრელ ქოლგებსა და ფერად ლენტებს. იგეგმება ხილისა და ყვავილების დეკორაციების, დეკორატიული მინიაუზების დადგმაც. ასევე, დადგამენ ლოლიპოპის ხეს ბავშვებისათვის. ჭრელად შეღებავენ ამ ქუჩების სავალ ნაწილს, ვიტრინებს კი ქაღალდის დეკორაციებით მორთავენ. აქვე განთავსდება სცენა, სადაც ჩატარდება „ბათუმობა 2015“-ის გახსნის ცერემონიალი, პოეტების საღამო, პანტომიმის თეატრისა და თითების თეატრის წარმოდგენა, სამეჯლისო ცეკვები და სხვა ღონისძიებები.

გახსნის ცერემონიალი – „ბათუმობა-2015“-ის ოფიციალური გახსნის ცერემონიალი დუმბაძის ქუჩაზე გაიმართება. გახსნაზე სიგელები გადაეცემათ საპატიო ბათუმელებს. გაიმართება ფურშეტი და ღონისძიებას ჯაზ ბიგ ბენდი გააფორმებს.

აჭარული სოფლის ფესტივალი – ფესტივალი 5-6 სექტემბერს ბათუმობის ფარგლებში გაიმართება. ევროპის მოედანზე დამონტაჟდება სცენა, მიმდებარე ტერიტორიას კი დეკორაციით გააფორმებენ. ევროპის მოედანზე მოეწყობა ასევე ტურისტული მიმართულებების კუთხეები.

ქუჩების შესასვლელი მოეწყობა ისე, როგორც აჭარულ სოფლებშია. მთლიანი ტერიტორია კი სოფლის ერთი დიდი ეზო იქნება, ხის ორღობეებითა და სოფელთან ასოცირებული სხვადასხვა დეკორაციის გამოყენებით. მიწის ნაცვლად ზოგიერთ ადგილს თივით დაფარავენ.

ევროპის მოედანზე განთავსდება ასევე სახლის მაკეტი, შესასვლელში კი იქნება პატარა ნიშნულებით ნაჩვენები, თუ სად რა კუთხეა.
ფესტივალს მუსიკალურად ადგილობრივი ფოლკლორული ჯგუფები გააფორმებენ. საღამოობით კი ღონისძიებას ადგილობრივი ეთნო-ჯაზ, ეთნო-როკ და პოპ ბენდები შეუერთდებიან. გაიმართება თამაშები და თემატური შეჯიბრებები: მაგალითად, შეჯიბრი სიმინდის სწრაფად დარჩევაში, ბაგირის გადაწევაში და ასე შემდეგ. ჩატარდება მასტერკლასები: მონაწილეები შეძლებენ ყველის ამოყვანას, თათარას გაკეთებას და ჩურჩხელის ამოვლებას.

მსოფლიო კინომუსიკის შედევრები – მსოფლიო კინომუსიკის შედევრები ნიკოლოზ რაჭველისა და საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის საერთო პროექტია. პროგრამაშია ჩარლი ჩაპლინის, ნინო როტას, მიშელ ლეგრანის, ლალო შიფრინისა და გია ყანჩელის ნაწარმოებები.

საჭადრაკო კლუბი ბულვარში – ორი მოჭადრაკე, ევროპისა და საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ნინო ბათიაშვილი და ევროპის ჩემპიონი მირანდა მიქაძე ითამაშებენ ჭადრაკს დიდ დაფაზე, სადაც ფიგურების როლს შესაბამისი საჭადარაკო ფორმებით ბავშვები შეასრულებენ. წარმოდგენა 25 წუთი გაგრძელდება.

საბავშვო სპექტაკლი – საბავშვო სპექტაკლი „ზეიმი ჯადოსნურ სასახლეში“ 5 სექტემბერს ბულვარის კოლონადებთან 17:30 საათზე დაიწყება. საბავშვო მიუზიკლში მონაწილეობას მიიღებს 70 ბავშვი. სპექტაკლი 40 წუთი გაგრძელდება.

თანამედროვე მუსიკის კონცერტი – თანამედროვე მუსიკის კონცერტი 5 სექტემბერს, 19 საათზე, ანბანის კოშკთან გაიმართება. კონცერტში მონაწილეობას ადგილობრივი შემსრულებლები მიიღებენ. კონცერტს მებო ნუცუბიძე და ჯგუფი „BEARFOX“-ი დაასრულებს. დასკვნითი გალაკონცერტი კი ასევე ანბანის კოშკთან, 6 სექტემბერს, 20:00 საათზე დაიწყება.

ღონისძიების ხარჯები – სახალხო დღესასწაულისათვის ქალაქი 350 000 ლარის დახარჯვას გეგმავს. ყველაზე დიდი თანხა, 100 ათასი ლარი გათვალისწინებულია ნიკოლოზ რაჭველისა სიმფონიური ორკესტრის მოსაწვევად – 8 500 ლარი ჰონორარი, 15 ათასი ლარი სასტუმრო და კვება; დარჩენილი ხარჯების შესახებ ინფორმაცია დოკუმენტში არ არის გაწერილი. 42 720 ლარი გათვალისწინებულია გალა კონცერტისთვის, 33 375 ლარი თანამედროვე შემსრულებლებისთვის. სხვა აქტივობებისთვის, მაგალითად, საბავშვო მიუზკლისთვის, მიუზიკლის გაფორმებისა თუ ყვავილებიისთვის – 21 500 ლარი დაიხარჯება. ბათუმობის რეკლამირებისთვის, პროგრამის თანახმად 16 500 ლარია გათვალისწინებული.

ბათუმობაზე  წარმოდგენილნი იქნებიან შემდეგი ჯგუფები და შემსრულებლები:

5 სექტემბერი: Black Sea, Strawberry fields, Hhe Nemo, Sound lab, Groovy Phonics, Rene Band, მეოთხე სეზონი, მებო ნუცუბიძე და ჯგუფი Hhe BearFox.

6 სექტემბერი: კვარტეტი „ნოტა“, ხვიჩა მაღლაკელიძის კვარტეტი, ანსამბლი „ბათუმი“, აჩიკო ბერიძის კვარტეტი, ნანა მესხი, ლაშა ღლონტი, თეატრალური კვარტეტი, ჯგუფი „ფრანი“ და კაროლინა ჩერნეცკა.

საორგანიზაციო ნაწილი – `ბათუმობის~ ორგანიზებისთვის ბათუმის კულტურის ცენტრმა გამარტივებული ელექტრონული ტენდერი ორჯერ გამოცხადა. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ქუჩების ყვავილებით გაფორმება; პოლიგრაფიული მომსახურება; გახმოვანების აპარატურის უზრუნველყოფა; სცენის უზრუნველყოფა (მონტაჟი-დემონტაჟი); სადემონსტრაციო ეკრანით უზრუნველყოფა; დასკვნითი კონცერტის დასასრულს საზეიმო ფეიერვერკის ორგანიზება; მოწვეული დელეგაციის ტრანსპორტით მომსახურება; სამეცნიერო კონფერენციაზე მოწვეული სტუმრების სასტუმრო ნომრებით და კვებით მომსახურება უნდა უზრუნველყოს. ტენდერის ღირებულება 87 655 ლარია. მანამდე მერიამ ტენდერი სასტუმროს მომსახურებაზე გამოაცხადა და გამარჯვებულიც შეარჩია, თუმცა კომპანიას დისკვალიფიკაცია მისცეს.

გასულ წელს „ბათუმობის“ განრიგი და დაგეგმილი ღონისძიებების ნაწილიც მოულოდნელი წვიმის გამო აირია, უკვე დაანონსებული ღონისძიებები დროში გადაანაცვლეს, რამაც მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია. გარდა ამისა დროზე ადრე დასრულდა დღესასწაულისთვის დაგეგმილი ზოგიერთი ღონისძიება. გასული წლის „ბათუმობის“ შეფასებისას მერმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ დღესასწაული მოეწონა, თუმცა ხარვეზებიც დაინახა. მერიაში ამბობენ, რომ წელს ამინდის წინასწარი პროგნოზის მონაცემებიც გაითვალისწინეს.

ქედის ”ბეთლემმა” ”რუსთავს” მოუგო

ჩემპიონატის პირველ ტურში ერთმანეთს ქედის “ბეთლემი” და რუსთავის “რუსთავი” შეხვდნენ. პირველი ლიგის პირველი  გამარჯვებული ქედის „ბეთლემი“ გახდა. მატჩი 2:0 ანგარიშით დასრულდა.

პირველი გოლი “ბეთლემის” სასარგებლოდ ზაზა ტუღუშმა გაიტანა, მეორე გოლის ავტორი კი გიორგი კახიანი გახდა.

იხილეთ პირველი ლიგის პირველი ტურში დღეს გამართული სხვა მატჩების ანგარიშები:

ქედის ”ბეთლემი” 2-0 რუსთავის ”რუსთავი” | 2 სექტემბერი 2015

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აჭარის მთავრობას ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე რეაგირებისკენ მოუწოდებს

 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

“ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო შეშფოთებას გამოთქვამს მომხდარის გამო, მოუწოდებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, ასევე აჭარის რესპუბლიკის პროკურატურას დროული და ადეკვატური რეაგირებისკენ და შეახსენებს ნებისმიერ სახელმწიფო მოხელეს, რომ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა ისჯება კანონით.


ეს არ არის სახელმწიფო მოხელეების მხრიდან ჟურნალისტების შეურაცხყოფისა და ხელის შეშლის პირველი შემთხვევა. სამწუხაროდ, ამგვარ ფაქტებს თითქმის არასოდეს მოჰყვება სახელისუფლო ორგანოებისა და ხელისუფლების უმაღლესი პირების სათანადო რეაქცია. რეაგირების გარეშე დატოვებული შემთხვევები, უფრო მეტიც, მედიის მიმართ, უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან გამოთქმული ხშირი კრიტიკაც, შეიძლება ითქვას, რომ ახალისებს შედარებით დაბალ იერარქიულ კიბეზე მდგარ ჩინოვნიკებს. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, იზრუნოს იმაზე, რომ თითოეულ სახელმწიფო მოხელეს გააზრებული ჰქონდეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობა და ისეთი დემოკრატიული ინსტიტუტის აუცილებლობა, როგორიც არის მედია” – აღნიშნულია განცხადებაში. 

პროცესი ჭიანურდება -ხალხის პროტესტით დაღლას ელოდებიან?!

 

ანგარიშში, რომელიც ამ პროექტის ფარგლებში მომზადდა, აღნიშნულია, რომ “გონიოში, როგორც საკუთრების უფლების მოწმობის გაცემის, ასევე მისი გაუქმების მომენტში არაერთ კანონდარღვევას ჰქონდა ადგილი”.

რამდენიმე უწყებაში “დაკარგულმა” საქმემ, დღემდე, მთავრობის ეკონომიკურ საბჭომდე ვერ მიაღწია. მოსახლეობა კი აცხადებს, რომ პროცესი ხელოვნურად ჭიანურდება და თუ საკითხი უახლოეს მომავალში არ გადაწყდება, საპროტესტო აქციებს დაიწყებენ.

სადაო მიწების ნაწილს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს, ნაწილზე კი, ხელისუფლება ტურისტული ინფრასტრუქტურის განთავსებას გეგმავს.

 

პრეისტორია

გონიოში მიწების ჩამორთმევა აჭარაში ერთ-ერთ პოლიტიკურ საკითხად ჯერ კიდევ ასლან აბაშიძის მმართველობის პერიოდში იქცა. ამ პერიოდში რეგიონში მიწის რეფორმა არ ჩატარდა და რეგიონის მოსახლეობამ საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებით ვერ ისარგებლა, რომ მიწა საკუთრებაში მიეღო.

“ვარდების რევოლუციის” შემდეგ, სააკაშვილის ხელისუფლება მოსახლეობას შეპირდა, რომ მიწის რეფორმას დაასრულებდა. საქართველოს პარლამენტმა ამასთან დაკავშირებით სპეციალური კანონიც მიიღო, რომლის საფუძველზეც, 2006 წლის ბოლომდე აჭარაში, კერძოდ, ხელვაჩაურსა და ქობულეთის რაიონებში მიწის რეფორმა უნდა დასრულებულიყო. აჭარის მთავრობაში კი შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელსაც ავტონომიური რესპუბლიკის პირველი პირი, ლევან ვარშალომიძე თავმჯდომარეობდა. კომისიამ საკადასტრო რუკები შექმნა, დაადგინა ზღვრული ნორმები და განისაზღვრა სარეფორმო ფონდი. საჭირო იყო მხოლოდ ხელმოწერა, რომლითაც კონკრეტულ პირს მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადაეცემოდა. ეს კი არ გაკეთდა, რისი ოფიციალური მიზეზიც დღემდე უცნობია.

 

 

2007 წლის დასაწყისში, ხელვაჩაურის რაიონის საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება ტურისტულ ზონებში შეესწავლა იმ პირების საკუთრების უფლება, რომლებმაც გამონაკლისის სახით ასლან აბაშიძის მმართველობის დროს მიწის რეფორმით მიიღეს საკუთრება. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, გონიოსა და მახინჯაურის თემებში ასობით გლეხს საკუთრება ჩამოერთვა. კომისიის სხდომა 40 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა. გონიოელებს საკუთრების უფლება ისე ჩამოართვეს, რომ არც ერთი მათგანი სხდომის გამართვის თაობაზე ინფორმირებული არ ყოფილა.

 

ამავე წლის შემოდგომაზე, საქართველოში პოლიტიკური ვითარება შეიცვალა – რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა. არჩევნების წინ კი, პრეზიდენტის 2007 წლის 25 სექტემბრის #525-ე ბრძანებულება ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც, კერძო თუ იურიდიულ პირებს საკუთრებაში გადაეცემოდათ კანონიერ მფლობელობაში არსებული ან თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთები. ამ წესით აჭარაში ათასობით ოჯახმა ისარგებლა, მათ შორის, გონიოს მოსახლეობამაც.

საპრეზიდენტო არჩევნების წინ, 2007 წლის 13 დეკემბერს, გონიოს ყოფილი საბჭოთა მეურნეობის დასახლებაში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე პირადად მივიდა და საზეიმო ვითარებაში გადასცა კიდეც მიწის საკუთრების უფლების მოწმობა. მან მოსახლეობას უთხრა, რომ ეს პრეზიდენტის საჩუქარი იყო. გონიოს მოსახლეობა დღესაც ფიქრობს, რომ ეს “საჩუქარი” არჩევნებში ხმების მიღების სანაცვლოდ მიიღეს.

 

არჩევნებიდან ორი წლის შემდეგ, ვითარება კიდევ ერთხელ შეიცვალა _ ხელვაჩაურის რაიონის სოფელი გონიო ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოექცა. მანამდე ჯერ ასამდე ოჯახს, შემდეგ კი, 2010 წლის 9 ნოემბერს, ხელვაჩაურის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიამ 271 ოჯახს ერთდროულად ჩამოართვა მიწაზე საკუთრების უფლება.

მას შემდეგ გონიოელებსა და სახელმწიფოს შორის დავები სასამართლო ინსტანციებში გაგრძელდა, რომელიც ფაქტობრივად იდენტური შედეგით დასრულდა – გონიოელებმა მიწაზე საკუთრების უფლება დაკარგეს.

 

არსებული ვითარება

2014 წლის 1 სექტემბერს, რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ, გონიოს ყოფილი მეურნეობის ტერიტორიაზე სადავო მიწების შემსწავლელმა შერეულმა სამთავრობო კომისიამ განმცხადებლები კატეგორიებად დაყო. განისაზღვრა, რომელი მიწის ნაკვეთი წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას, რა რაოდენობის ფართობს განკარგავს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო, რომელი ნაკვეთია არქეოლოგიური დაცვის ზონაში, ასევე, რომელია კერძო საკუთრება და ვის გაუუქმა წინა ხელისუფლებამ მათ მიერვე გაცემულ ქონებაზე საკუთრების უფლება.

კომისიის თავმჯდომარე დავით გაბაიძე მაშინ აცხადებდა, რომ, დიდი ალბათობით, მიწები ადგილობრივებს კერძო საკუთრებაში გადაეცემოდათ.

 

 

დასკვნა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ბათუმის საკრებულოს მიწის საკუთრების აღიარების კომისიას გადაეგზავნა, რომელსაც თითოეული დაზარალებულის განაცხადი ინდივიდუალურად უნდა შეესწავლა. კომისიამ 2014 წლის 17 ნოემბერს ადმინისტრაციული საქმისწარმოება დაიწყო, თუმცა ამ დრომდე არც ერთი განაცხადი შესწავლილი არ არის.

გონიოს ყოფილი მეურნეობის ტერიტორიაზე მიწის დაკანონების მოთხოვნით ბათუმის საკრებულოში სულ 476 განაცხადია შესული. აქედან 271 ოჯახია ისეთი, რომლებსაც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჯერ დაუკანონა და შემდეგ გაუუქმა საკუთრების უფლება, დანარჩენებმა კი მიწის საკუთრებაზე პრეტენზიით კომისიას მოგვიანებით მიმართეს.

ერთ-ერთი დაზარალებული ენვერ ირემაძე ამბობს, რომ მან მიწის აღიარების კომისიას განცხადებით მაისში მიმართა, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიუღია.

 

 

“მაისში მივმართე განცხადებით საკრებულოს, წარვუდგინე ჩემს ხელთ არსებული ყველა საბუთი და ვთხოვე, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას პირველად ჩემი საქმე განეხილათ, თუმცა, პასუხი არ მომსვლია. მეორედ მიმართვის შემდეგ მომცეს ცნობა, რომ ჩემი განცხადება ჯერ განხილული არ იყო. საკრებულოს სხვა დაზარალებულმა პირებმაც მიმართეს. მათი მიმართვიდან ერთთვიანი ვადა გასული არ არის.

ამის შემდეგ, მივმართე სასამართლოს, რომ დაევალდებულებინა საკრებულო ჩემი საკითხი განეხილა. სარჩელი სასამართლოში 8 აგვისტოს შევიტანე. 10 სექტემბერს განხილვის ვადა იწურება. თუ პასუხს ახლაც ვერ მივიღებთ, შესაძლოა, მშვიდობიანი აქციები ისევ დავიწყოთ. მთავარია, სასამართლო ჩატარდეს და საკითხი განიხილოს, მე არ ვამბობ, რომ მაინცდამაინც მიწა დამიბრუნონ”, – ამბობს ირემაძე და დასძენს, რომ ცოტა ხნის წინ, 150 პირის მიერ ხელმოწერილი განცხადებები პრემიერ ღარიბაშვილს და სახალხო დამცველსაც გადაუგზავნეს.

ირემაძე ამბობს, რომ მისი ვარაუდით, ძველი ხელისუფლებიდან დარჩენილი პირები არ აძლევენ კომისიას საშუალებას საკითხი ინდივიდუალურად განიხილოს:

“არ აწყობთ, რომ მიწა მხოლოდ ადგილობრივ მცხოვრებლებს დაუბრუნდეთ. დანარჩენები არიან ძველი “მაფიოზები”, ყოფილი თანამდებობის პირები, ასლან აბაშიძის მომხრეები, “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები და ა.შ. ესენი ამბობენ, რომ ყველას ერთად უნდა დაუბრუნდეთ საკუთრება და ინდივიდუალური განხილვა არ უნდა მოხდეს. ზოგიერთ საქმეზე ხუთი მოწმობაა გაცემული, რაც კითხვის ნიშნებს აჩენს, ამიტომ ვითხოვთ ინდივიდუალურ განხილვას. თუ არ მეკუთვნის, ნუ მომცემენ, ოღონდ განიხილონ. იქ არის გარკვეული ნაწილი მიწის ნაკვეთებისა, რომლის ფასიც უფრო მაღალია და უნდათ ხელში ჩაიგდონ და ფული აკეთონ. ასეთი დაახლოებით 15 ჰექტარია”, – ამბობს ირემაძე.

 

 

იმის გასარკვევად, თუ რატომ ვერ მოახერხა ერთი წლის განმავლობაში ბათუმის საკრებულოს მიწის აღიარების კომისიამ საქმეების განხილვა, კომისიის თავმჯდომარე ლევან კინწურაშვილთან დაკავშირებას რამდენიმე დღის განმავლობაში ვცდილობდით, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარებსა და შეტყობინებებს არ უპასუხა.

კომისიის იურისტი ბაკურ ბოლქვაძე კი აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არანაირ ინფორმაციას არ ფლობს:

“იქნებ, ბატონ ლევან კინწურაშვილს დაუკავშირდეთ, მაგ საკითხზე მე ინფორმაციას არ ვფლობ”, – განაცხადა ბოლქვაძემ.

გონიოს ყოფილი მეურნეობის ტერიტორიაზე არსებული სადავო მიწების შემსწავლელი შერეული სამთავრობო კომისიის წევრი, უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე ამბობს, რომ პროცესის გაჭიანურება გარკვეულ ეჭვებს და კითხვის ნიშნებს აჩენს:

“შარშან სექტემბერში, სამთავრობო კომისიამ დასკვნა ბათუმის საკრებულოს მიწის აღიარების კომისიას გადასცა, რის შემდეგაც საქმის ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ დროს შეუძლიათ განიხილონ მოქალაქეების განცხადებები, თუმცა პროცესი ძალიან ჭიანურდება. მთავრობა ამბობს, რომ მოსახლეობამ არ მიიღო მათი შემოთავაზებული წინადადება, რაც თითო ოჯახისთვის 500 კვმ-ის ფართობის მიწის გადაცემას ითვალისწინებდა, ოღონდ არა იმ ტერიტორიაზე, სადაც ეს ხალხი ფლობს მიწებს, არამედ სხვაგან. ეს წინადადება ჯერ კიდევ 2014 წლის ზამთარში მიიღეს, რაც მოსახლეობისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. მას შემდეგ ჰპირდებიან მოსახლეობას, რომ ამ საკითხს მთავრობის ეკონომიკურ საბჭოში განიხილავენ, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, თუმცა, ჯერჯერობით, საკითხი არც საბჭოში განუხილავთ. ამ პროცესებიდან ჩანს, რომ პოლიტიკური ნება არსებობს, მაგრამ არა საკითხის მოგვარების”, – ამბობს ბაკურიძე.

 

 

რაც შეეხება მიწის აღიარების კომისიის წევრების მოსახლეობასთან კონტაქტს, ბაკურიძე ამბობს, რომ კომისიის ხელმძღვანელი ლევან კინწურაშვილი ამ დროის განმავლობაში დაზარალებულებს მხოლოდ ერთხელ შეხვდა:

“ძალიან რთულია მაგ პიროვნებასთან დაკავშირება. მხოლოდ ერთხელ შეხვდა მოსახლეობას, როცა მათ ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვა დააპირეს. თუმცა შეხვედრას აზრი არც აქვს, რადგან საკითხი თბილისში წყდება და არა ბათუმში. აქ, უბრალოდ, მიზეზებს ეძებენ, რომ როგორმე გააჭიანურონ პროცესი. ვფიქრობ, ხელისუფლებისთვის ეს ტერიტორიები ძალიან ძვირფასია; ამიტომ, გადაწყვეტილი აქვთ, რომ გაყიდონ ან ინვესტიციები ჩაადებინონ უცხოელებს. გლეხებს კი, 500-500 კვმ. სადღაც დაკარგულში გადაუგდონ. ამიტომ ჭიანურდება ეს პროცესი, ხალხის პროტესტით დაღლას ელოდებიან”, – ამბობს ბაკურიძე.

მთავრობის ეკონომიკურ საბჭოში კი აღნიშნავენ, რომ უახლოეს მომავალში გონიოს მიწების საკითხი აუცილებლად განიხილება.

“სექტემბერში, სხდომების განახლების შემდეგ, აუცილებლად განვიხილავთ ამ საკითხს. ჯერჯერობით რაიმე შეხვედრა ამასთან დაკავშირებით არ ყოფილა”, – აღნიშნავენ ეკონომიკურ საბჭოში.

 

 

დაუბრუნდება თუ არა გონიოს მოსახლეობას კერძო საკუთრებაში რამდენჯერმე გადაცემული და შემდეგ წართმეული მიწები, კვლავ გაურკვეველია. საქმე არც სტრასბურგის სასამართლოს განუხილავს, სადაც სარჩელი უკვე სამ წელზე მეტია წარმოებაშია მიღებული.

 

მასალა მომზადებულია პროექტის – “საკუთრების უფლების დაცვის ხელშეწყობა ახალ ტურისტულ ზონებში” _ ფარგლებში.

 

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო”.

პუბლიკაციაში გამოქვეყნებული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ფონდის შეხედულებებს.

 

 

 

 

ხელვაჩაურში ქალი მოკლეს

 

ადგილზე გამოძახებულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდა, მას ყელი ჰქონდა გამოჭრილი. გვამი პროზექტურაშია გადასვენებული. 

 

ამ წუთებში შემთხვევის ადგილას საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. 


შს სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით [განზრახ მკვლელობა] მიმდინარეობს. 

რძის წარმოებაში ჯანსაღი კონკურენცია უნდა იყოს

 

რძის პროდუქტების წარმოების სფეროში ახალი რეგულაციები არ აშინებს ელგუჯა ბარამიძეს, რომელიც ნატურალურ რძეს 2009 წლიდან ამუშავებს და რძის ნაწარმს [ძირითადად ჩვეულებრივ, შებოლილ და დაბწნილ სულგუნს] წარმატებით ყიდის. ელგუჯა ბარამიძე ერთ-ერთი დონორი ორგანიზაციის ფინანსური დახმარებით, სოფელ ახალშენში,  უახლოეს პერიოდში რძის მინიქარხნის აშენებასაც გეგმავს.

 

„ერთი წელი წალკაში ვმუშაობდი და ახლობლის დაჟინებული თხოვნით ჩავედი მარნეულში, სადაც ამ ორგანიზაციის ოფისი იყო, დეტალები მოვიკითხე. შემდეგ აჭარაშიც გახსნეს ოფისი და მეც მივმართე კონკრეტული წინადადებით. ახლა კუსტარულად ვამუშავებთ რძეს. მალე თანამედროვე სტანდარტების მინიქარხანას ავაშენებთ, პროექტი უკვე გვაქვს, ეს იქნება შესაბამისი უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქარხანა. თანადაფინანსების პრინციპით, ღირებულების 65 პროცენტს დონორი ორგანიზაცია დაფარავს, დანარჩენს – მე,“ – აღნიშნა `ბათუმელებთან~ ელგუჯა ბარამიძემ. ის ახალი ქარხნის ამუშავებას წელს, ნოემბრის ბოლოსთვის გეგმავს. ბიზნესმენს დაარსებული აქვს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაც [შპს „ელგუჯა ბარამიძე“].

 

ელგუჯა ბარამიძის ინფორმაციით, მინიქარხნის მშენებლობა დაახლოებით 250 ათასი დოლარი დაჯდება. თანადაფინანსებისთვის საჭირო თანხა კი, როგორც თავად ამბობს, სესხად ბათუმში მოქმედ ვერც ერთ ბანკში ვერ აიღო. ქარხნის მშენებლობის პროექტი რომ არ ჩავარდნილიყო, იძულებული გახდა შპს-ს 100%-იანი წილიდან 20% უკრაინის მოქალაქეზე გაესხვისებინა, მიღებული თანხა კი ქარხნის მშენებლობაში ჩაედო.

 

„თითქმის ყველა ბანკს მივმართე ბათუმში, ერთი წელი მალოდინეს, ფაქტობრივად მაწვალეს და მაინც არ მომცეს სესხი. საქართველოში ქართველ ადამიანს რომ შრომა უნდა და ბანკები არ ეხმარება, არ ვიცი ამას რა დავარქვა… ბოლოს ერთ-ერთ ბანკში ყველაფერი თითქმის გადაწყვეტილი იყო, თუმცა თბილისიდან დაურეკეს – მაგდენ ყველს ვერ გაასაღებს აჭარის რეგიონშიო და მითხრეს უარი… ლამის მილიონიან ქონებას ითხოვენ გარანტიად, ზოგმა ბანკმა 200 ათასის ქონება მოითხოვა, ზოგმა – 300 ათასის, არადა 80 ათასი დოლარი მინდოდა, თანაც ესეც ვუთხარი, რომ 65%-ს მაფინანსებდნენ“, – ამბობს ელგუჯა ბარამიძე.

 

 

ახალი ქარხანა დღეში 4 ტონა რძეს [საჭიროების შემთხვევაში 6 ტონასაც] გადაამუშავებს. ელგუჯა ბარამიძეს დღეს 24 ადამიანი ჰყავს დასაქმებული: „ალბათ ამ ადამიანებს ქარხნის პირობებშიც შევინარჩუნებ. დანარჩენს რა და როგორ, ბაზარი გვაჩვენებს“.

რაც შეეხება პროდუქტს, ბიზნესმენი ძირითადად, კვლავ ყველისა და სხვადასხვა სახეობის სულგუნის წარმოებას გეგმავს. როგორც თავად ამბობს, დღეს განსხვავებულ სულგუნსაც ამზადებს ე.წ. „გრეხილს“, რომელიც გამოუხდელი რძისგან კეთდება და მყიდველსაც მოსწონს: „რძის გადამუშავებასთან დაკავშირებით რა სტანდარტებიც არსებობს, ვიცავთ და ქარხნის ამუშავების შემდეგაც, ბუნებრივია, დავიცავთ… შესაბამის სერტიფიკატსაც, დარწმუნებული ვარ, ავიღებთ“.

 

ელგუჯა ბარამიძე რძეს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარის მოსახლეობისგან ყიდულობს [ვინაიდან სოფელს საქონელი გარეკილი ჰყავს საძოვრებზე, შესაბამისად, რძე მთიდან ჩამოაქვს]: „დილა-საღამოს ვღებულობ რძეს მოსახლეობისგან. გვაქვს სპეციალური მაცივარი დიდაჭარაში, სადაც ვაცივებთ რძეს საჭირო ტემპერატურაზე, მოგვაქვს ახალშენში და აქ ვამუშავებთ“.

 

 

დღეში 2-დან 4 ტონამდე რძეს ახლაც ამუშავებენ. თანამშრომლებიც სხვადასხვა პოზიციაზე ჰყავს დასაქმებული და ანაზღაურებაც შესაბამისი აქვთ, საშუალო ხელფასი კი 250 ლარია. ადგილზე, მოსახლეობისგან რძეს 85 თეთრად იბარებენ. 1 კგ სულგუნის მისაღებად კი, 8-10 ლიტრამდე ნატურალური რძეა საჭირო.

 

გასაღების ბაზარს რაც შეეხება, ძირითადად, ქობულეთით და ბათუმით შემოიფარგლება: „არის დღე, საერთოდ არ რჩება სულგუნი. იმისთვის, რომ მარაგი იყოს, გარკვეულ რაოდენობას ვასაწყობებ კიდეც. აპრილ-ივნისში, როცა რძე იაფია, ყველიც [სულგუნიც] იაფდება. თუ 8,5 ლარად ვაბარებდი სულგუნს, დღეს ერთ კილოგრამს 10 ლარად ვაბარებ“. შებოლილ სულგუნზე, ეტიკეტზე დატანილია საფირმო ნიშანი „შპს ელგუჯა ბარამიძე“. ახალი ქარხნის აშენებამდე ბიზნესმენი პროდუქციის ვაკუუმშეფუთვასაც აპირებს, რასაც ერთ-ერთი რეგულაცია მოითხოვს.

 

ელგუჯა ბარამიძე ამბობს, რომ ახალი რეგულაციების ამოქმედების გამო პროდუქტი ჯერ არ გაძვირებულა, თუმცა ვაკუუმშეფუთვა და სხვა სტანდარტების დაცვა ნატურალური რძისგან წარმოებულ პროდუქციას 20-დან 50 თეთრამდე მაინც გააძვირებს.

 

ელგუჯა ბარამიძე რძის შესყიდვას სამომავლოდ დიდაჭარის გარდა ბახმაროშიც გეგმავს [სადაც ღორჯომის მოსახლეობა აძოვებს პირუტყვს], ასევე აგარასა და ჩოლოქში: „კონკურენტებიც ბლომად არიან, თუმცა ზოგი ნატურალურ რძეს ყიდულობს და ზოგიც რძის ფხვნილს იყენებს. კონკურენციის არ მეშინია და არც შემეშინდება, თუ ეს კონკურენცია იქნება ჯანსაღი“.

 

სავაჭრო ქსელში მოხვედრილი „რძის ნაწარმი“ მხოლოდ ნატურალური რძისგან უნდა იყოს დამზადებული, სხვა შემთხვევაში კი უნდა მიეთითოს „რძის შემცველი“. ეს ძირითადად იმისთვის, რომ მომხმარებელი შეცდომაში არ შევიდეს და ადვილად გაარჩიოს ნატურალური რძისგან წარმოებულ პროდუქთან აქვს საქმე თუ არა. ქვეყნის მასშტაბით ბიზნესოპერატორებს, რომელთა სავაჭრო ქსელშიც მცენარეულ ცხიმებზე დამზადებული „რძის პროდუქტები“ იყიდება, უკვე აჯარიმებენ.

 

ელგუჯა ბარამიძე აცხადებს, რომ იმ რეგულაციების დაცვა, რასაც კანონი მოითხოვს, არ გაუჭირდება: „კანონი უნდა კანონობდეს ყველასთვის და არა ერთისთვის. მე თუ მომთხოვენ ყველა სტანდარტის დაცვას, სხვასაც უნდა მოსთხოვონ – მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება ჯანსაღი კონკურენცია, ერთმა მწარმოებელმა მეორეს წარმოებული პროდუქტის  ხარისხით უნდა აჯობოს. მე თუ მომთხოვე, გამაკეთებინე და გამიძვირდა პროდუქტის თვითღირებულება, სხვას კი გაატარებენ და კალთას გადააფარებენ, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, დაჩაგრული გამოვდივარ მე და მოტყუებული გამოდის მომხმარებელი, რომელსაც ჰგონია, რომ ნატურალურ რძეზე დამზადებულ პროდუქტს ყიდულობს“.

 

რეგულაციები გულისხმობს არაერთი წესისა და სტანდარტის დაცვას რძის წარმოების მთელ პროცესში – დაწყებული საძოვრებიდან, დამთავრებული პროდუქტის რეალიზაციით. ელგუჯა ბარამიძე ამბობს, რომ ყველა ფერმერს, ვისგანაც ის რძეს ყიდულობს, აქვს სპეციალური ცნობა „ფორმა 2“, რძის უვნებლობაზე: „გარდა ამისა,  ტარდება კვლევებიც, არის თუ არა სოფელში პირუტყვი დაავადებული, ტარდება უფასო აცრა. თუ დამატებითი რამ იქნება საჭირო და მოსახლეობას საშუალება არ ექნება, შეიძლება ჩემი ხარჯებითაც ავცრა პირუტყვი, შესაბამისი დასკვნა და საბუთიც რომ მქონდეს პირუტყვის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. დღეს 100-120 ადამიანისგან ვყიდულობ რძეს. მალე, ალბათ, ეს ციფრი 200-მდე გაიზრდება. როცა გადამუშავებულ პროდუქტს გავყიდი, მომხმარებელთან უნდა ვიყო პირნათელი და დარწმუნებული იმაში, რომ რძე გადამუშავებამდე და შემდეგ პრდუქტიც, იყო და არის უვნებელი“.

 

ელგუჯა ბარამიძის თქმით, ნატურალური რძისგან წარმოებული სულგუნით უკვე უცხოეთშიც დაინტერესდნენ: „მყიდველი გამოჩნდა ამერიკიდანაც, თუმცა ველოდები ამ ახალი ქარხნის აშენებას და ყველა შესაბამისი სერტიფიკატის მოპოვებას. შემდეგ გავა ექსპორტზეც ამერიკაში, ჯერ მოლაპარაკება გვაქვს“.

 

ფოტო მანანა ქველიაშვილის

„რაკუშკებში, ფრიდასთან“ – კვარიათში

პირველი, რითაც კაფე „რაკუშკები“ სტუმრების ყურადღებას იქცევს, სტანდარტული, ზღვისპირა კაფეებისგან გასხვავებული დიზაინია. კაფეში მძივების, ნიჟარების, ღილებისა და პატარა ბოთლებისგან დამზადებული ჭაღები, ფერადი ძაფები, ფოტოები, ლექსები, ნახატები, ყვავილები, კედელზე სარკე – წარწერით: „მაჩვენე რაცნიზა“ და უამრავი წვრილმანი, ფერადი ნივთია.
„რაკუშკებს“ ნათია ბოლქვაძე მართავს დებთან ერთად. ნათია იხსენებს, რომ კაფეს დიზანი ჯერ კიდევ 2002-2003 წლებში გააკეთა, როცა კვარიათში სულ ორიოდე კაფე იყო:

„ეს იყო გარაჟის ტიპის, რკინის კონსტრუქციის კაფე. დიზაინი რომ არაფერი იყო, ჩამოვკიდე ნიჟარები და სულ ეს იყო. მაშინ გაჩნდა კაფეს სახელწოდებაც, ერთ-ერთმა სტუმარმა დაარქვა რაკუშკები და დღემდეა ასე იცნობენ კაფეს. გვაქვს მეორე სახელიც – „ფრიდასთან“. ფრიდა კალოს თემა გაჩნდა, რადგან გარკვეული მსგავსება იყო გარეგნული ფრიდასა და და ჩემს შორის. მხატვარი ქალი, შავი ნაწნავები… რაღაცნაერად მოხდა ასე, კაფესაც მოუხდა სახელი. გობელენი გავაკეთე, ცოტა მექსიკურ სტილში წავიყვანე დიზაინი და მოუხდა აქაურობას. უცხოელები კაფეს უფრო ფრიდას კაფეს ეძახიან. აქ ყველა დეტალი, ყველა ნიუანსი რაღაცას ნიშნავს, ყველაფერს თავისი შინაარსი აქვს ჩვენთან“ – ამბობს ნათია.

„რაკუშკები“ დილის ათიდან ღამის ორ საათამდე მუშაობს. ამ ხნის მანძილზე ნათია ძირითადად კაფეშია, სტუმრებს იღებს, მიმტანებს ეხმარება, სტუმრებთან ერთად ცეკვავს. იგი ამბობს, რომ კაფეში მოსულებს, როგორც მეგობრებს, ისე აღიქვამს და არა როგორც კლიენეტებს:

„ჩვენ ამ ადამიანებთან დიდი ხნის მეგობრობა დ ურთიერთობა გვაკავშირებს. კაფეს კონცეფცია, დიზაინი, მათთვის არის გაკეთებული. ზაფხული მაინც თავისუფალი თემაა, სხვანაირად ფიქრობ, სხვანაირად ბედნიერი ხარ, კაფეც ამიტომ გამოვიდა ასეთი.“

ნათია ამბობს, რომ რაც არ უნდა დაკავებული იყოს, ყოველ წელს რაღაცას მაინც ცვლის კაფეში: „ყოველ წელს 5-მდე ახალი ჭაღი მაინც გვაქვს, ყოველთვის ემატება რაღაც ახალი: წინა წლის ზაფხულის ფოტოკოლაჟი, ლექსები, რომელსაც ყოველწლიურად გვიწერენ დამსვენებლები და არა მარტო ლექსებს, არამედ საინტერესო სიტყვებს. ყოველ წელს ივსება კედლები, მომავალ წელს უფრო მეტი იქნება. ასე სტუმარიც მონაწილეობს კაფეს განვითარებაში. საჩუქრებსაც გვიტოვებენ. ერთი წიგნი შეიძლება გამოიცეს, იმდენი ლექსი გვაქვს. ცნობილი მწერლებიც და პოეტებიც გვიტოვებენ ლექსებს. აკა მორჩილაძეს თავისი პორტრეტი აქვს დახატული და ლექსი აქვს დატოვებული, გაგა ნახუცრიშვილს, ცოტნე ჩიქოვანს… ცნობილი ადამიანები, ხელოვანები ხშირად დადიან ჩვენთან, ასევე, პოლიტიკოსებიც. აქ პოლიტიკური ცივი ომებიც ყოფილა თურმე, მე მერე ვხვდები. ერთი მოსულა, მეორეს არ მოსწონებია და გასულა ჩუმად და ასე შემდეგ“.

კაფე, სადაც ასამდე სტუმარი ეტევა და ხანდახან ქორწილებიც კი იმართება, ნათიას და მისი დების საოჯახო ბიზნესია. „ჩემი და კვარიათში ცხოვრობს და აქედან წამოვიდა ეს იდეა. ყველა გვეუბნება, რომ კვარითის ძველი ხიბლი გვაქვს შენარჩუნებული, მახარებს ეს. ისედაც ვცდილობთ საოჯახო გარემო იყოს, სამზარეულოც საოჯახოა, დები, ნათესავები – ჩართული არიან ყველაფერში. მენეჯმენტი რთულია რა თქმა უნდა, მაგრამ ვახერხებ ყველაფერს. ვცდილობ, ფასები არ გავზარდო, რომ სტუმრები არ გაგვინაწყენდნენ. ის კიდევ უნდა მოვიდეს აქ, სულ ამაზე ვფიქრობ და ამას ვეუბნები ჩემს გოგოებსაც კაფეში. 10-15 ადამიანი მუშაობს ჩვენთან, ხან 20-იც. ყველა თავის ოცნებას ისრულებს სეზონზე მუშაობით, სტუდენტს თუ უნდა ახალი ტელეფონი, მუშაობს და ყიდულობს“ – ამბობს ნათია.

„რაკუშკები“ მხოლოდ ზაფხულში მუშაობს, ივლისიდან სექტემბრის ბოლომდე. სექტემბერში კი ნათია კაფეს კეტავს და სკოლაში ბრუნდება, მოსწავლეებთან, მომდევნო ზაფხულამდე.

ნათია ბოლქვაძე

”ნაციონალური მოძრაობა”: შპს სტადიონის შექმნა ზრდის კორუფციის რისკს [ვიდეო]

თემას დღეს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ გამოეხმაურნენ. აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“  პეტრე ზამბახიძე ამბობს, რომ შპს „სტადიონის“ შექმნა ზრდის კორუფციის რისკს და გააჭიანურებს სტადიონისა და საავადმყოფოს აშენების პროცესს.   

„მე მოვუწოდებ უმაღლესი საბჭოს წევრებს,  არ მიიღონ მონაწილეობა ამ ფარსში. გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, დღეს დაკანონდება კორუფციული გარიგების შემთხვევა აჭარაში,“ – განაცხადა პეტრე ზამბახიძემ. 


ბათუმში სტადიონის მშენებლობა წელს არ დაიწყება – ინტერვიუ აჭარის ფინანსთა მინისტრთან

 

დავით ბალაძე
დავით ბალაძე

დავით ბალაძე: ამჯერად შეტანილი გვაქვს უმაღლეს საბჭოში კანონპროექტი ბიუჯეტში ცვლილებასთან დაკავშირებით, სადაც ერთ-ერთი კრიტერიუმი ცვლილებისა არის სტადიონისთვის და ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოსთვის გამოყოფილი თანხების შპს „სტადიონის“ კაპიტალში გადატანა. აღნიშნული შპს არის დაფუძნებული აჭარის ა რ-ის მიერ და საქმიანობას წარმართავს იმავე კანონმდებლობით, რა კანონმდებლობითაც წარიმართებოდა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან სახელმწიფო შესყიდვები. მომდევნო წლებშიც ამ პროგრამებისთვის გამოსაყოფი თანხა შეტანილი იქნება ამ კომპანიის საწესდებო კაპიტალში.

 

რატომ გახდა ეს აუცილებელი?


ძირითად მიზანს წარმოადგენს ის, რომ ამ ორი პროექტის, დანახარჯები ჯამში დაახლოებით  70 მილიონი ლარი იქნება და იმ შემთხვევაში, თუ სამინისტრო განახორციელებდა ამ პროგრამებს, მაშინ, დაახლოებით 10 მილიონი ლარის დღგ-ზე არის საუბარი, რომლის, ასე ვთქვათ, ჩათვლა ვერ მოხდებოდა. შპს-ს შემთხვევაში კი, ჩვენ გვექნება საშუალება აღნიშნული თანხის [დღგ-ს] აკუმულირება მოვახდინოთ ისევ ამ შპს-ს ანგარიშზე. საკითხი  შეთანხმებული გვაქვს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან და ეს თანხა შემდეგ მთლიანად მოხმარდება რესპუბლიკური საავადმყოფოსთვის ინვენტარისა და თანამედროვე სტანდარტების დანადგარების შეძენას.

 

როცა დიდ თანხებზეა საუბარი და სახელმწიფო ქმნის სპეციალურად შპს-ს ამ თანხის ასათვისებლად, ეს ხომ არ ზრდის კორუფციის რისკს?


არანაირ კორუფციულ გარიგებას არ ქმნის… სამინისტროს კონტროლის ქვეშ იქნება ეს კომპანია და რა განსხვავება იქნება – სამინისტრო გამოაცხადებს, ვთქვათ, ტენდერს თუ შპს? ის, რომ შპს-ში იმტომ გადააქვთ თანხები, რაღაც გარიგებასთან გვაქვს საქმე და ა.შ. – ეს, მინდა გითხრათ, რომ არ შეესაბამება რეალობას. ძალიან ბევრი შპს გვყავს დღეს მართვაში და ყველა ხელმძღვანელობს სახელმწიფო კანონმდებლობით შესყიდვების შესახებ, ამ შემთხვევაშიც იქნება ეს მიმართულება.

 

შპს „სტადიონის“ დირექტორად დანიშნეთ იმ კომპანიის დირექტორი [საუბარია ასევე სახელმწიფო შპს “Goderdzi Resorts”-ზე და მის დირექტორზე ჯემალ ბოლქვაძეზე], რომელიც კურორტ გოდერძის მშენებლობას კურირებს. თქვენ იქ მიმდინარე სამუშაოებით ცოტა ხნის წინ უკმაყოფილო იყავით… პრობლემებია დღესაც ხელფასების გაცემასთან დაკავშირებით.


კი, მშენებლობის ვადებთან დაკავშირებით მეც ვიყავი უკმაყოფილო, თუმცა ეს არ შეეხება სახელმწიფო კომპანიის თემას, იქ არის ტენდერში გამარჯვებული კომპანია.   შემიძლია მოგიყვანოთ ფაქტი, როცა სამინისტროსაც გვქონდა გამარჯვებულ კომპანიასთან პრობლემა და ეს იყო ბენზეში, სოციალური სახლი, სადაც კომპანიას დაახლოებით ნახევარი მილიონის ჯარიმა გადავახდევინეთ. ამიტომ პრობლემა შეიძლება შეექმნას როგორც შპს-ს, ასევე სამინისტროსაც.

 

რაც შეეხება ხელფასებს, ხელფასების დარიგების პრობლემა, ეს ჩვენი პრობლემა არ არის. ბატონი ჯემალი საკმაოდ წარმატებულად მართავს „გოდერძს“. „სტადიონთან“ დაკავშირებით, აქ არ იქნება დიდი სტაფი – იქნება ბუღალტერი და შესყიდვების სამსახურის სპეციალისტი, მაქსიმალურად ალბათ 5 კაცი, მაგრამ კომპანიას მოუწევს სხვა კომპანიის დაქირავება, რომელიც ტექნიკურ ზედამხედველობას გაუწევს ორივე პროექტს, ვინაიდან საკმაოდ საპასუხისმგებლო პროექტებია.

 

სამინისტროს რომ დაექირავებინა ეს ზედამხედველი კომპანია?


შპს „სტადიონიც“ ტენდერის მიმართულებით წავა და პირდაპირი შესყიდვით ვერ გააფორმებს სტადიონისა და რესპუბლიკურის მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ხელშეკრულებებს. სამინისტროც ბოლომდე იქნება ჩართული ამ მიმართულებაში. ამიტომ, ჩვენ გვირჩევნია იყოს ასე და აკუმულირებული დღგ, რომელიც იქნება დაახლოებით 10 მილიონი ლარი, პერიოდულად დავიბრუნოთ უკან.

 

შპს-ს ეყოლება დირექტორი რომელიც პასუხისმგებელი იქნება ამ ყველა ოპერაციასთან დაკავშირებით და მერწმუნეთ, საკმაოდ რთულ პასუხისმგებლობას ღებულობს ამ შპს-ს ხელმძღვანელი. ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი შპს -ბი, რომლებთანაც  ერთობლივად ვიღებთ გადაწყვეტილებას, რათა სახელმწიფომ რამე ზიანი არ მიიღოს და ეფექტურად იყოს მართვა გაგრძელებული.

 

პარალელურად, სტადიონთან დაკავშირებით კომპანია, რომლის პროექტიც თქვენ გამოარჯვებულად დაასახელეთ და რომელთანაც ხელშეკრულება გააუქმეთ სასამართლოში გიჩივით.


იდაონ. ჩვენ არ ვიცით პარალელურად ეს კომპანია რას აკეთებს, ეს მისი იურიდიული უფლებაა თუ იდავებს.

 

თქვენც მოგმართათ საჩივრით…


ჩვენ მოგვმართა კომპანიის წარმომადგენელმა, მაგრამ ჩვენ არ ვუკმაყოფილებთ ამ განცხადებას, ვინაიდან მათი მოტივაცია, საკმაოდ უსაფუძვლოა და მოკლებულია რეალობას.

 

გამოდის ყველა ფორმალობა, პროცერდურები – კონკურსის გამოცხადება პროექტზე, შემდეგ ტენდერი მშენებლობის შესყიდვაზე – ხელახლა იქნება გასავლელი სტადიონთან დაკავშირებით და ეს მშენებლობის დაწყებას, ბუნებრივია, დროში გადაიწევს…


სტადიონთან დაკავშირებით მიმდინარეობს რამდენიმე საპროექტო კომპანიასთან მუშაობა, რომლებიც საკმაოდ სერიოზული და გამოცდილი კომპანიებია. მივიღებთ   გადაწყვეტილებას თუ რა ფორმით ვითანამშრომლებთ, არსებობს რამდენიმე ფორმა და ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ სადღაც, მიმდინარე წლის ბოლომდე, მომდევნო წლის პირველ თვეში უკვე გვქონდეს მზა პროექტი, რომლითაც შევძლებთ ტენდერის გამოცხადებას.

 

საავადმყოფოს მშენებლობის დაწყება და აქედან გამომდინარე იმ თანხების ათვისება, რაც ამ პროგრამებისთვისაა გაწერილი ბიუჯეტში მოესწრება?


რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით, შემიძლია გითხრათ – პროექტი მზად არის და ველოდებით ბიუჯეტში ცვლილებებს,  ტენდერი რომ გამოვაცხადოთ.  თუ ყველაფერი ისე წავიდა, როგორც დაგეგმილია, დაახლოებით ოქტომბრის თვეში გვეყოლება გამარჯვებული კომპანია – ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი, მთელი სამი თვე წინ არის და ასეთი მსხვილი ობიექტებისთვის ყოველთვის განსაზღვრულია საავანსო დაფინანსება. შესაბამისად, კომპანიებს ჩვენც ვეთანხმებით ამ მიმართულებაზე, დავაფინანსებთ და ამით ამოიწურება რესპუბლიკურის შესრულების ნაწილი.

რაც შეეხება სტადიონს, როგორც აღვნიშნე, გამარჯვებულმა კომპანიამ ვერ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და არის პროცედურები, რამაც გამოიწვია ვადაში ამის გადაწევა. 

 

 

ოკუპანტის ენაზე მიმართვა ოფიციალურ საღამოზე – ”ეს არის ტოტალური გაუნათლებლობის მაგალითი”

ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ავთანდილ ბერიძემ „ბათუმობა 2015“-ის ოფიციალურ გახსნაზე რუსულ ენაზეც მიმართეს პუბლიკას და ჩამოსულ სტუმრებს. ჟურნალისტებთან მერმა ეს იმით ახსნა, რომ ბელორუსიიდან, უკრაინიდან და ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან ქალაქში ბევრი სტუმარი იმყოფება, რომლებიც ამ ენაზე კარგად საუბრობენ. რამდენად მისაღებია მაღალი თანამდებობის პირების ეს გადაწყვეტილება მაშინ, როცა რუსეთი ოკუპანტი ქვეყანაა? „ბათუმელებმა“ ამ თემაზე კომენტარი ისტორიკოსს, „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ ერთ-ერთ დამფუძნებელსა და ლიტერატურის მუზეუმის დირექტორს, ლაშა ბაქრაძეს სთხოვა.

თქვენი აზრით, რას ნიშნავს, როცა მაღალი თანამდებობის პირები ოფიციალური ღონისძიების გახსნისას პუბლიკას მიმართავენ რუსულ ენაზე, მაშინ როცა რუსეთი არის ოკუპანტი ქვეყანა და დიპლომატიური ურთიერთობაც არ გვაქვს მასთან? 

ჩემი აზრით, ეს არის ნათელი მაგალითი იმ სიბეცის, რომელიც საქართველოში, სამწუხაროდ, ძალიან ფესვგადგმულია და ასევე, ტოტალური გაუნათლებლობის. გასაგებია, რომ ბათუმის ხელისუფალთ სხვა ენა არ ესმით გარდა რუსულისა და როდესაც რაღაცის თქმა უნდათ უცხო ენაზე, ისინი რუსულად ლაპარაკობენ, ისევე როგორც საბჭოთა დროს, როდესაც ადამიანებს ეგონათ, რომ თუ საბჭოთა კავშირში ვინმე უცხოელი ჩამოვიდოდა, მას აუცილებლად უნდა სცოდნოდა რუსული. დღესაც, მაღაზიაში რომ შეხვალთ, ასე ჰგონიათ. ეს იმის მაჩვენებელია, რომ ეს ადამიანები უბრალოდ გაუნათლებლები არიან. სამწუხაროა, რომ ასეთ საპასუხისმგებლო პოლიტიკურ თანამდებობებზე ასეთი ადამიანები ხვდებიან, რომლებმაც ეს არ იციან და მათთვის საჭიროა ელემენტარული რაღაცის ახსნა, რომ რუსულად ლაპარაკი დღევანდელ საქართველოში ოფიციალურ ღონისძიებაზე, ცოტა არ იყოს, უხერხულია.

საბჭოთა დრო ახსენეთ და ეს არის თუ არა ტიპური საბჭოთა სცენარი?

რასაკვირველია. ეს ადამიანები, როგორც ჩანს, ღრმად არიან საბჭოეთში ჩარჩენილი და ალბათ მათი ოცნებაა, რომ მათთვის ბედნიერი საბჭოთა დრო დაბრუნდეს და მათ მიეცეთ საშუალება, რომ ამ ენის გამოყენებით გამოთქვან აზრი.

ერთია მათი განცხადება რუსულ ენაზე, მეორეა საზოგადოების რეაქცია. თქვენი აზრით, რაზე მიუთითებს, როცა უხმოდ იღებს ამას საზოგადოება, რა რეაქცია უნდა ყოფილიყო? 

წესიერი საზოგადოება ალბათ დაუსტვენდა, მაგრამ ჩვენ ვხედავთ ახალგაზრდა თაობას, რომელსაც არ შეიძლება ჰქონდეს საბჭოთა კავშირის ნოსტალგია და მიუხედავად ამისა, რუსულ მუსიკას უსმენენ და ამით ძალიან კმაყოფილნი არიან. რუსული პოპმუსიკის ხარისხზე არ მინდა ახლა ვისაუბრო, მაგრამ ეს არის პოსტკოლონიალური ქვეყნებისთვის დამახასიათებელი და ჩვენც გამონაკლისი არ ვართ, მიუხედავად იმ ომებისა და იმ სისხლისღვრისა, რაც რუსეთთან ურთიერთობამ მოგვიტანა. ეს ჩვენი მითოსია, რომ თითქოს დიდ წინააღმდეგობას ვუწევდით საბჭოეთს, სინამდვილეში ეს ასე არ იყო. ესეც მეტყველებს იმაზე, რომ როგორც ხელისუფლების გარკვეული წარმომადგენლები, ასევე საზოგადოების გარკვეული და, სამწუხაროდ, საკმაოდ დიდი ნაწილი არ უფიქრდება იმას, რას აკეთებს და მათ უჭირთ აზროვნება. ეს აზროვნების გაჭირვება, მე ვფიქრობ, არის ერთ-ერთი სერიოზული პრობლემათაგანი ჩვენს ქვეყანაში, რაც ხშირად ჩანს და რაც მართლაც ძალიან დიდ პრობლემებს წარმოშობს. ადამიანებს ეზარებათ აზროვნება, არ უფიქრდებიან რას აკეთებენ. მაგალითად, ყიდულობენ რუსულ პროდუქტს და თუ მიუთითებ იმაზე, რომ მტერ სახელმწიფოს აძლიერებენ, რომ რუსული არყის მაგივრად შეუძლიათ იყიდონ უკრაინული, გეტყვიან – უი, მაგაზე არ მიფიქრიაო.

ამ შემთხვევას ჯერჯერობით არ გამოხმაურებია ცენტრალური ხელისუფლება, არ გაუკეთებიათ კომენტარი. თქვენი აზრით, არის თუ არა ამის საჭიროება, უნდა გაემიჯნოს თუ არა ცენტრალური ხელისუფლება ასეთ ფაქტს ან განმარტოს?

არ იქნებოდა ურიგო. ჩვენ, სამწუხაროდ, მივეჩვიეთ, რომ ისეთ შემთხვევებზე, რომლებიც საზოგადოებაში გარკვეულ უსიამოვნო შეგრძნებებს იწვევს, არანაირი განცხადებები არ კეთდება, მაგრამ ცუდი არ იქნება, თუ ამ ადამიანებს არ ესმით, ვინმემ აუხსნას, რომ ეს ასე არ უნდა იყოს. მაგრამ მე ვიტყოდი, რომ მთავრობისა და ხელისუფლების რეაქციაზე უფრო მნიშვნელოვანია საზოგადოების რეაქცია. საზოგადოებამ ყოველთვის უნდა აჩვენოს, რა მოსწონს მას და რა – არა.

როგორ ფიქრობთ, არის თუ არა ეს ის შემთხვევა, როცა უმჯობესია თანამდებობის პირებმა ბოდიში მოიხადონ? 

ბოდიშის მოხდა, მოგეხსენებათ, საქართველოში პოლიტიკოსებს ძალიან უჭირთ. უამრავი, უარესი, ადამიანის შეურაცხმყოფელი განცხადება გაკეთდა ბოლო დროის განმავლობაში, მაგრამ ბოდიშის მოხდა, ეტყობა, გარკვეულწილად სისუსტედ მიიჩნევა და ამის გამო საქართველოში ბოდიშის მოხდა ძალიან უჭირთ. აქ ბოდიშს, თუ არ უბრძანებენ, არც უნდა ველოდოთ.

ფლამენკო ბათუმში, ანბანის კოშკთან – ანონსი

 

 4, 5 და 6 სექტემბერს, 21:00 საათიდან საოცრებათა მოედანზე ესპანეთიდან მოწვეული ჯგუფი “Color Moreno” დადგამს ფლამენკოს ცეკვების შოუს. ჯგუფს ცნობილი ანდალუზიელი ფლამენკოს მოცეკვავე და ქორეოგრაფი ხოსე კანდელა ხელმძღვანელობს.

 

საღამოებზე ასევე გაიმართება ქართული ბენდების კონცერტები. გახსნის ღონისძიება 4 სექტემბერს, 21:00 საათზე დაიწყება. 

დასწრება თავისუფალია.


შპს ”სტადიონი” სტადიონისა და საავადმყოფოს ნაცვლად

 

აჭარის ბიუჯეტში მიმდინარე წელს ბათუმის სტადიონის დაპროექტებასა და მშენებლობაზე 12 მილიონ 984 ათას 400 ლარი, ხოლო რესპუბლიკური საავადმყოფოს ადგილზე მრავალპროფილური საავადმყოფოს მშენებლობის დაწყებისთვის 5 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ჯამში სტადიონისთვის 38 მილიონ 225 ათასი ლარის, ხოლო საავადმყოფოსთვის 18 მილიონი ლარის გამოყოფაა გათვალისწინებული 2017 წლის ჩათვლით.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 6 თვის შედეგების ანგარიშის მიხედვით, „საავადმყოფოს მშენებლობისთვის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა დასრულებულია. მიმდინარეობს სამშენებლო მოედნის გამოთავისუფლებისა და სამშენებლო ტენდერის გამოცხადების ორგანიზაციულ საკითხებზე მუშაობა“.

რაც შეეხება სტადიონს, ესპანურ კომპანიასთან „…კონტრაქტორის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებების ვერ შესრულების გამო გაფორმებული ხელშეკრულება გაუქმდა ცალმხრივად, თანახმად ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა“, – აღნიშნულია სამინისტროს ანგარიშში.

მოგვიანებით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2015 წლის პროგრამების ჩამონათვალიდან საერთოდ ამოიღო სტადიონისა და საავადმყოფოს დაპროექტება-მშენებლობის პროგრამები და ამ პროგრამების განსახორციელებლად აჭარის ბიუჯეტში გათვალისწინებული თანხა სამინისტროს მიერ შექმნილ შპს „სტადიონის“ საწესდებო კაპიტალში ჩადო.

ამაზე თანახმაა აჭარის მთავრობაც.

საუბარია 17 მილიონ 984 ათას 400 ლარზე, „რომელიც მოხმარდება ქალაქ ბათუმში მრავალპროფილური საავადმყოფოსა და საერთაშორისო სტანდარტების ოლიმპიური სტადიონის მშენებლობას“, – აღნიშნულია ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების განმარტებით ბარათში, რომელიც აჭარის მთავრობას ამ დროისთვის უმაღლეს საბჭოში აქვს გადაგზავნილი. ცვლილებები უმაღლესმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს.

„ბათუმელები“ არკვევდა, რატომ გახდა აუცილებელი და ეკონომიკურად რამდენად გამართლებულია მსხვილი პროექტების განხორციელება სახელმწიფო შპს-ს მიერ და ხომ არ ზრდის ეს კორუფციის რისკებს, მითუმეტეს, როცა ამ პროექტებისთვის სპეციალურად იქმნება შპს, თანაც მაშინ, როცა ბიუჯეტიდან მილიონობით ლარია გამოყოფილი და პროგრამების განხორციელებაც დაწყებულია.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის რამაზ ბოლქვაძის განცხადებით, გადაწყვეტილება ახალი შპს-ს შექმნაზე აჭარის მთავრობამ მიიღო. მთავრობაში კი „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ინიციატივა სამინისტროს ეკუთვნის და ამასთან დაკავშირებით მთავრობაში კომენტარი არ გააკეთეს.

„ვინაიდან რეგიონისთვის ასეთი მნიშვნელოვანი და მასშტაბური ორი პროექტი ხორციელდება, მშენებლობების პროცესს უნდა უხელმძღვანელონ და გააკონტროლონ მაღალპროფესიულმა კადრებმა, ამ მაღალპროფესიულ, მაღალკვალიფიციურ კადრებს კი სჭირდებათ ნორმალური ანაზღაურება. საჯარო სექტორში ხელფასები, კერძო სექტორთან შედარებით, დაბალია, შესაბამისად, ერთი არგუმენტია, რომ ვერ დავაინტერესებდით მაღალკვალიფიციურ კადრებს და მეორეც – მობილურობისა და ეფექტური მართვის კუთხით უმჯობესია, შპს-მ განახორციელოს ეს ყველაფერი. თანაც ეს არის სახელმწიფოს 100%-იანი წილის მქონე შპს, რომელიც [ტენდერი იქნება გამოსაცხადებელი თუ სხვა რამ] იმოქმედებს სახელმწიფო შესყიდვების კანონის შესაბამისად“, – განაცხადა რამაზ ბოლქვაძემ.

„ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის~ ეკონომიკური პოლიტიკის ანალიტიკოსი მათე გარდავა „ბათუმელებთან~ ამბობს, რომ ასეთი მიდგომა ალოგიკური და მიუღებელია: „ძნელია, ამ ყველაფერს რაიმე ახსნა მოუძებნო… ეკონომიკური კუთხით ეს არის გაუმართლებელი. ცხადდება ტენდერები, გამარჯვებული აკეთებს საქმეს, ან თუ ვერ აკეთებს, ხელახლა ცხადდება ტენდერი. ამისთვის დამატებით სახელმწიფო შპს-ს შექნა რა საჭიროა, არ მესმის“.

მათე გარდავას თქმით, სახელმწიფო შპს მოქნილი ვერ იქნება. ამასთან, „როდესაც სახელმწიფო შპს იქმნება, მას ბუნებრივია, ყოველთვის ჰყავს თავისი წარმომადგენელი ფიზიკური პირები… ვინმეს პატიოსნებაში წინასწარ ეჭვის შეტანა ძალიან რთულია, მაგრამ, როცა სახელმწიფო, ამ შემთხვევაში სახელმწიფო შპს ასეთი დიდი მოთამაშეა, არის მაღალი რისკი იმისა, რომ სადღაც, რაღაც ეტაპზე კორუფციული გარიგება დაიდოს“.

„საქმე იმაშია, რომ თუ შპს-შიც იგივე პრობლემა დარჩა, ვთქვათ, თუ ეს პროექტები არ დაიწყება და თუ გეგმა-გრაფიკის მიხედვით არ შესრულდება სამუშაოები, ეს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს არანაირ პასუხისმგებლობას არ აცილებს – რადგან მმართველი ამ შემთხვევაში არის სამინისტრო. არ არის ისე, რომ სამინისტრო დარტყმას იცილებს და მერე უნდა გადააბრალოს, რომ აი შპს-მ რაღაც დროულად ვერ გააკეთა და ა.შ.“ – ამბობს რამაზ ბოლქვაძე.

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ თავის 100%-იანი წილის მქონე უფუნქციო შპს „ვეტერინარი“ ახალ შპს „სტადიონად~, მიმდინარე წლის 4 აგვისტოს დაარეგისტრირა და სახელწოდებასთან ერთად წესდებაც შეუცვალა. თუ „ვეტერინარს~ ძირითადად ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფა და ცხოველებისა და ადამიანის საერთო სნეულებებისგან მოსახლეობის დაცვა ევალებოდა, „სტადიონის“ საქმიანობის ძირითადი მიმართულება იქნება საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების შესყიდვასთან, მომსახურებასთან და განხორციელებასთან დაკავშირებული საქმიანობა, მართვა და მენეჯმენტი. ასევე, კანონით გათვალისწინებული სხვა ნებისმიერი საქმიანობა მოგების მიღების მიზნით.

რამაზ ბოლქვაძის თქმით, „ამ შემთხვევაში, როცა სახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტები შენდება, მოგება არაფერ შუაშია. მაგალითად, იმ მასშტაბურ ნაპირსამაგრ სამუშაოებს, რაც მიმდინარეობს სარფის მონაკვეთზე, სახელმწიფო შპს ახორციელებს. ასეთი პრაქტიკიდან გამომდინარე – რომ არ გაფუჭდეს საქმე, დროულად გაკეთდეს ყველაფერი, მერე მართვაც მარტივი იყოს, იქნა გადაწყვეტილება მიღებული. „სტადიონი“ არის ამ ორი პროექტისთვის შექმნილი შპს და არ იგეგმება, რომ რაღაც სამშენებლო კომპანია გახდეს და იმუშაოს მოგებაზე“.

მინისტრის მოადგილის თქმით, შპს „სტადიონის“ ამოქმედებას სჭირდება ცვლილებების შეტანა აჭარის ბიუჯეტში. „ჩვენ შეტანილი გვაქვს პროექტი და თუ უმაღლესი საბჭო მიიღებს ცვლილებებს, „სტადიონის“ ამოქმედებას არაფერი შეუშლის ხელს. თუ არ მიიღო უმაღლესმა საბჭომ ბიუჯეტი იმ სახით, როგორიც წარდგენილი გვაქვს, მაშინ შპს-ს ამ სახით არსებობას აზრი ეკარგება“.

შპს „სტადიონის“ დირექტორად ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ ასევე სამინისტროს 100%-იანი წილით შექმნილი შპს Goderdzi Resorts-ის დირექტორი ჯემალ ბოლქვაძე დანიშნა.

„საბიუჯეტო ცვლილებებს ველოდებით და შემდეგ დაიგეგმება კონკრეტული მოქმედებები და ღონისძიებები. მომავალ თანამშრომლებს რაც შეეხება, როგორც ვიცი, რესპუბლიკური საავადმყოფოსა და სტადიონის მშენებლობების ოპერირებას მოახდენს ეს კომპანია და თანამშრომლებიც იქნებიან ისინი, ვინც საჭირო იქნება ამ ოპერირების პროცესისთვის. ამ ეტაპზე თანამშრომლები ვინ იქნება, რა შტატები იქნება, არაფერი ამდაგვარი არ არის დაგეგმილი. კონკრეტულ საკითხებსა და ღონისძიებებზე შემდეგ იქნება მსჯელობა“, – განაცხადა ჯემალ ბოლქვაძემ.

შპს Goderdzi Resorts -ი ხულოს მუნიციპალიტეტში კურორტ „გოდერძის“ მშენებლობას კურირებს.
მინისტრმა დავით ბალაძემ, სამინისტროს ინფორმაციით, „გოდერძი რიზორტზე“ დასკვნითი ეტაპის სამუშაოები დაახლოებით ერთი თვის წინ დაათვალიერა. „მშენებლობის პროცესი ამ დროისთვის აქტიურია, თუმცა გარკვეულ ხარვეზს ვხედავ სამუშაოების დაწყებისა და ასევე აქამდე არსებულ ტემპებთან დაკავშირებით. 10 დღეში ისევ ვეწვევი გოდერძი რიზორტს და თუ შედეგი არ იქნება შესაბამისი, მკაცრ გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – განაცხადა დავით ბალაძემ“ – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ესტუმრა თუ არა „გოდერძის“ მინისტრი 10 დღეში, „ბათუმელებისთვის“ უცნობია, თუმცა გადამოწმებული ინფორმაციით, მშენებლობის პროცესში გარკვეული პრობლემები დღესაც არის.

„შენიშვნები იყო სამინისტროს მხრიდან მშენებლობის ტემპთან დაკავშირებით და არა ხარვეზებზე… რაღაც ეტაპზე გამოსწორდა მდგომარეობა და ახლა მშენებელ კომპანიას აქვს სახელფასო დავალიანებები. სამ ობიექტზე მიდის მშენებლობა და ერთ-ერთზეა ეს პრობლემა [კონტრაქტორის პრობლემებია ძირითადად და მიზეზები, თუ რამ წარმოშვა, კონკრეტულად არ ვიცი]. ვმუშაობთ გამოსწორებაზე, რათა შეფერხება არ გვქონდეს და სეზონი გავხსნათ ჩვეულებრივად, როგორც გვაქვს დაგეგმილი – დეკემბრის თვეში. ანუ, დეკემბრიდან კურორტი დაიწყებს ფუნქციონირებას იმ რეჟიმში, როგორშიც ფუნქციონირებს სხვა სამთო-სათხილამურო კურორტები“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ ჯემალ ბოლქვაძემ.
ამ ყველაფრის ფონზე, ესპანური კომპანია, რომელიც ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ სტადიონის პროექტის კონკურსში გამარჯვებულად გამოავლინა და შემდეგ ხელშეკრულება შეუწყვიტა, სამინისტროსთან საქმის გარკვევას სასამართლოში აპირებს.

„ჩვენ წარვადგინეთ ადმინისტრაციული საჩივარი სამინისტროში… შესაბამისად, ვემზადებით სასამართლო პროცესისთვის“, – განაცხადა „ბათუმელებთან~ კომპანია „იბერპროექსის“ დირექტორის მინდობილმა პირმა მამუკა ლობჟანიძემ.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის გელა ცინცაძის ინფორმაციით კი, კომპანიას ადმინისტრაციული საჩივარი ზემდგომი ორგანოსთვის, ამ შემთხვევაში აჭარის მთავრობაში, უნდა წარედგინა, „ყოველ შემთხვევაში სამინისტროში ადმინისტრაციული საჩივარი იმ ფორმით, რასაც კანონი ითვალისწინებს, წარმოდგენილი არ ყოფილა“.

ადმინისტრაციული საჩივარი, როგორც აჭარის მთავრობის აპარატში გვითხრეს, არც მათთან დარეგისტრირებულა. რაც შეეხება სასამართლოს, გელა ცინცაძის თქმით, „კომპანიას შეუძლია მიმართოს სასამართლოს, თუმცა სასამართლოს უფლება აქვს, საქმე წარმოებაში არ მიიღოს“.

რაც შეეხება დავის ქვეყნის გარეთ გაგრძელებას, მამუკა ლობჟანიძე აცხადებს, რომ „ამჟამად, სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ჩვენ არ გაგვაჩნია შესაბამისი უფლება, მივმართოთ რომელიმე საერთაშორისო ტრიბუნალს“.

კომპანია IBERPROEX ENGINEERING & PROJECT MANAGEMENT, S.L.-თან [„იბერპროექსთან“] სამინისტრომ ხელშეკრულება მიმდინარე წლის 31 მარტს გააფორმა. მიმდინარე წლის 25 ივნისს კი ხელშეკრულება შეწყვიტა. კონკურსში გამარჯვებული მხარე „ბათუმელებთან“ ანტიკორუფციული სააგენტოს მხრიდან ზეწოლაზე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ კი, კანონის უხეშ დარღვევაზე საუბრობდა.

გახარჯავს თუ არა აჭარის მთავრობა ბიუჯეტით გამოყოფილ თანხას სრულად, ამ ეტაპზე გაურკვეველია. საბიუჯეტო ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში შპს „სტადიონი“ჯერ ბათუმის სტადიონის პროექტის შერჩევაზე გამოაცხადებს კონკურსს და შემდეგ ტენდერს – მშენებლობაზე. „სტადიონმა“ უნდა გამოაცხადოს ტენდერი საავადმყოფოს მშენებლობაზეც. შპს „სტადიონთან“ დაკავშირებით დეტალებზე კი, როგორც „ბათუმელებს“ სამინისტროში უთხრეს, მინისტრი განმარტებებს მიმდინარე კვირაში გააკეთებს.

დღეის მდგომარეობით აჭარის ბიუჯეტში გეგმით გათვალისწინებული 6 თვის ხარჯები 90%-ითაა შესრულებული. ესეც სტადიონისა და საავადმყოფოს პროგრამების გარეშე, ვინაიდან ამ ორი პროგრამის ხარჯი პირველ ორ კვარტალში გაწერილი არ ყოფილა. საბიუჯეტო ხარჯების ძირითადი ნაწილი კი, სახელფასო ფონდის შემდეგ, სწორედ სტადიონისა და საავადმყოფოს მშენებლობის პროგრამებზე მოდის [თითქმის მთლიანი ხარჯის 14%].

აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის წევრის ეკატერინე თარგამაძის განცხადებით, ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდება მხარჯავ დაწესებულებებს, რომ მესამე კვარტლის ბოლოს დადონ წლიურ გეგმასთან მიახლოებული მაჩვენებლები. რაც შეეხება საავადმყოფოსა და სტადიონს: „თუ გავითვალისწინებთ ვადებს, არსებულ სიტუაციას, რესპუბლიკური საავადმყოფოს შემთხვევაში გაჭიანურდა პროცესი, ამიტომ მხოლოდ დემონტაჟი თუ მოხდება, სხვა არა მგონია წლის ბოლომდე მოესწროს. სტადიონთან დაკავშირებით კი კიდევ უფრო გართულებულია სიტუაცია. რამდენადაც ვიცი, დავობს მეორე მხარე და როცა დავაა, საქმე წინ ვერ მიდის. ამასთან, მთელი ფორმალობები თავიდანაა გასავლელი, რისთვისაც ახალი შპს გააკეთეს“.

ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების მიხედვით, აჭარის ბიუჯეტი 8 მილიონ 314 ათასი ლარით იზრდება, და ეს მაშინ, როცა მხარჯავი დაწესებულებები მათთვის გამოყოფილ თანხებს ბოლომდე ვერ ხარჯავენ, თუმცა ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო თანხის ვერ გახარჯვაზე აქცენტს ნაკლებად აკეთებს. სამინისტროში აცხადებენ, რომ წლის ბოლომდე, მათი პროგნოზით, სტადიონისა და საავადმყოფოსთვის გამოყოფილ თანხასაც აითვისებენ.

აჭარის 2015 წლის ბიუჯეტში, ამ დროისთვის, ხარჯები 124 მილიონ 802 ათას 200 ლარითაა განსაზღვრული, აქედან 36 მილიონ ლარამდე მხოლოდ ხელფასებში გაიცემა, რაც მთლიანი ხარჯების თითქმის მესამედია.

ახალი მემორიალი სკვერის ხარჯზე

 

ბათუმში, ზუბალაშვილისა და ბარათაშვილის ქუჩების კვეთაში, ადგილი, სადაც ადრე ნიკო ფიროსმანის ბიუსტი იდგა, ამჯერად გამწვანებულია. გასულ კვირას აქ გამოიფინა ბანერი, რომელიც ამავე ადგილზე მემორიალის აღმართვას გვაუწყებს. გაიმართა პრეზენტაციაც, რომელსაც ბათუმის მუნიციპალიტეტის ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. 

 

„ოსმალთა სამასწლოვანი ბატონობისაგან [1552-1878წ. 25 აგვისტო] აჭარის განთავისუფლების და დედა სამშობლო საქართველოსთან დაბრუნებისათვის თავდადებულ გმირთა მემორიალის“ იდეის ავტორი აჭარის მამულიშვილთა საგვარეულო კავშირის თავმჯდომარე ნიაზ ბოლქვაძეა.

 

„მემორიალი აღნიშნულ ადგილზე რომ დაიდგმება, ამის შესახებ ბათუმის ვიცე-მერმაც განაცხადა და ქალაქის საკრებულოს შესაბამისი კომისიაც თანახმაა“, – აღნიშნა „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში ნიაზ ბოლქვაძემ.
მემორიალის იდეის ავტორის თქმით, ბრინჯაოს მონუმენტი 4 მეტრი სიმაღლის იქნება და 121 კვ/მ ფართობი დასჭირდება.

 

მიუხედავად ამისა, „სკვერს არ ვეხებით, არაფერი არ ფუჭდება და არ ზიანდება, ყველაფერი ადგილზე რჩება. მხოლოდ რამდენიმე პატარა ბუჩქი გადაინაცვლებს გვერდზე“, – თქვა ნიაზ ბოლქვაძემ.

 

კითხვაზე _ თუ რატომ შეირჩა კონკრეტულად ეს ადგილი მემორიალისთვის, რამდენად შეამცირებს ის გამწვანებულ ადგილს ქალაქში და ხომ არ იქნება საჭირო ხეების მოჭრა? – ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნინო ბერაძე გვპასუხობს: „ერთი და იგივე სატკივარი გვაქვს ჩვენ. თავდაპირველად შევთავაზეთ გმირთა ხეივანი [იუსტიციის სახლის მიმდებარედ – ავტ.]. მერიასაც ეს წინადადება მივაწოდეთ და „მამულიშვილთა საგვარეულო კავშირსაც“. თუმცა, ამის შემდეგ, ძალიან მოკლე ვადაში ისევ მოგვმართა „მამულიშვილთა კავშირმა“ _ ჩათვალეს, რომ ეს იყო მათთვის არც თუ ისე მისაღები წინადადება და შემოგვთავაზეს ორი ადგილი, ერთი – მერიის მიმდებარედ, „ვარდების სკვერს“ რომ ეძახიან და მეორე – ეს ადგილი, ეკლესიის გვერდით. კომისიამ იმსჯელა და უფრო უპრიანად ჩავთვალეთ ეკლესიის გვერდით. დავათვალიერეთ, რომ ისე ჩაიდგას მემორიალი, ხეების მოჭრა არ გახდეს საჭირო. შესაძლოა ცოტათი მწვანე საფარს შეეხოს, მაგრამ თუ პროექტი შეიცვლება, ვთქვათ, შემცირდება ზომებში, შესაძლოა ესეც ავიცილოთ თავიდან. თუმცა, იქ ხეებს მოჭრა არ ემუქრება“.

 

ადგილის შერჩევასთან დაკავშირებით ნიაზ ბოლქვაძე ამბობს, რომ „ეს ადგილი მოიწონეს არქიტექტორებმა – ყველაზე საუკეთესო ადგილიაო. ქალაქში ბევრია ასეთი ადგილი, მაგრამ ეს სიმბოლურიცაა – ძველ ბათუმშია, საკათედროსთან ახლოსაა, ასევე გიმნაზიასთან, ხალხმრავალ ადგილზეა…“.

 

კითხვაზე – თუ რატომ არ შეირჩა მემორიალისთვის საკათედრო ტაძართან და გიმნაზიასთან, ასევე #1 სკოლასთან და ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტთან ახლოს [ყოფილი პირველი საავადმყოფოსა და მის მიმდებარედ] არსებული ტერიტორია, რომელიც მერიისგან მოწოდებული დოკუმენტებით სარეკრეაციო ზონაშია და რომელიც დღეს განაშენიანებული არ არის _ ნიაზ ბოლქვაძე გვპასუხობს: „ეს ერთი მემორიალი აქ დაიდგმება… იქ სხვა ძეგლები დაიდგმება, ალბათ“.
„მემორიალისთვის ეკლესიის გვერდით შერჩეული ადგილი, ვფიქრობ, არ შეიცვლება… ჩვენ ახლა იმის მოლოდინში ვართ, რომ ქალაქის მერი შემოიტანს წინადადებას მემორიალის დადგმაზე, უკვე განკარგულების პროექტის სახით, რომელსაც განიხილავს საკრებულო და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ნინო ბერაძემ.

 

ნიაზ ბოლქვაძის თქმით, მემორიალის დადგმაზე თანახმაა მეუფე დიმიტრი: „სასულიერო პირებიც მოვიდნენ და ეს ადგილი ამ მემორიალისთვის დაილოცა“. ნინო ბერაძის თქმით კი, „როგორც ვიცი, არავინ, არც ეპარქიის, საპატრიარქოს წარმომადგენლები არ არიან მემორიალის აღნიშნულ ადგილზე დადგმის წინააღმდეგი“.

 

„ბათუმელებმა“ კითხვაზე – თუ რატომ გახდა აუცილებელი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე რაიმე საქმიანობისთვის ეპარქიის თანხმობის მიღება, კონკრეტული პასუხი მემორიალის იდეის ავტორისგან ვერ მიიღო.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრის გვერდით არსებულ სკვერში არათუ აღნიშნული მემორიალის ჩადგმა, არამედ, მთლიანად ამ სკვერის ტაძრის ეზოში მოქცევაა დაგეგმილი.

 

„საუბარი იყო ეკლესიის ეზოს გაფართოებაზე, რომ ეს სკვერი ეკლესიის ეზოში მოექცეს და ეპარქიის წარმომადგენლები არათუ ეწინააღმდეგებიან მემორიალის ჩადგმას, არამედ, პირიქით, ისინი მიესალმებიან, გაფართოების შემთხვევაში ეს მონუმენტიც ტაძრის ფარგლებში თუ მოექცევა… არის მოსაზრება ასევე, რომ იქვე მოეწყოს პანთეონი“ – უთხრეს „ბათუმელებს“ ბათუმის საკრებულოში.

 

საკითხის დაზუსტების მიზნით „ბათუმელები“ კომენტარისთვის ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსამსახურს დაუკავშირდა. „ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს იყო შემოთავაზება ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიის [ჭავჭავაძის ქუჩის მხრიდან] შემოერთებაზე, სადაც გაკეთდებოდა საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი.

 

როგორც მოგეხსენებათ, საკათედრო ტაძრის ეზოშია დასაფლავებული ორი დიდი პოეტი – ფრიდონ ხალვაში და ზურაბ გორგილაძე. ახალი ხელისუფლების დროს განახლდა ეს თემა, თუმცა ბარათაშვილის ქუჩის მხრიდან ტერიტორიის ტაძრის ეზოსთვის შემოერთება არც მანამდე და არც ახლა არ განხილულა.“ – გვიპასუხეს ეპარქიის პრესსამსახურში.

 

გამწვანებულ ზოლში მემორიალის ჩადგმასთან დაკავშირებით „ბათუმელებთან“ კომენტარი ქალაქის მერმა არ გააკეთა.
ბათუმის მერიისგან, ოფიციალური მოთხოვნის მიუხედავად, კონკრეტული პასუხი ვერც იმაზე მივიღეთ, თუ რამდენი სკვერია ქალაქში. სანაცვლოდ, მერიამ „ბათუმის კონკრეტული ფუნქციური ზონირების რუკის“ ელექტრონული ვერსია მოგვაწოდა, რომელზეც საკურორტო სარეკრეაციო და სარეკრეაციო ზონებია დატანილი. მერიის ინფორმაციით, ბათუმში ამჟამად მხოლოდ ერთი სკვერი ეწყობა – ლერმონტოვის ქუჩაზე, საპატრულო პოლიციის მიმდებარედ [4 ჰექტარ ფართობზე].
იმის დასადგენად, თუ რამდენი სკვერია ბათუმში, მერიის შემდეგ „ბათუმელებმა“ მუნიციპალიტეტის საკრებულოსაც მიმართა. მიღებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ ბათუმში, ოფიციალურად 3 ხეივანი და 8 სკვერია [აქედან ერთს ამაჟამად აწყობენ], რომელთაც ხეივნისა თუ სკვერის სტატუსი ქალაქ ბათუმის საკრებულომ ოფიციალურად მიანიჭა. ქალაქში არსებულ დანარჩენ სკვერებსა თუ გამწვანებულ ადგილებს [ბულვარისა და 6 მაისის პარკის გამოკლებით] კი ასეთი სტატუსი, როგორც დოკუმენტებიდან ჩანს, არ აქვს [მათ შორის არც ე.წ. „ვარდების სკვერს“ და არც ეკლესიის მიმდებარედ არსებულ სკვერს].

 

ბათუმში არსებული გამწვანების [სარეკრეაციო] ზონების ადგილზე კი, შესაძლებელია მაღლივი კორპუსები აშენდეს, ამასთან, სრულიად კანონიერად, ვინაიდან სარეკრეაციო ზოლში ყოფნა ვერ იცავს გამწვანებას, თუ მუნიციპალიტეტმა მისი გასხვისება გადაწყვიტა. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა ჯავახიშვილისა და ტბელ აბუსერისძის ქუჩების კვეთაში არსებული გამწვანებული ზოლის გასხვისება იყო, სადაც მწვანე საფარის, მრავალწლოვანი ხეების ხარჯზე მაღალსართულიანი სახლი აშენდება [ეს ნაკვეთი ბათუმის საკრებულომ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გადასცა, რომელმაც პირობებით კერძო კომპანიაზე გაასხვისა].

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, თავის დროზე, „ბათუმელებს“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს: „რაც შეეხება სკვერის საკითხს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის კომპეტენციაში არ შედის სკვერის სტატუსის მინიჭების ან მისი გაუქმების საკითხი. მუნიციპალიტეტებს სკვერები, პარკები, მოედნები და ა.შ. საკუთრებაში აქვს, როგორც ძირითადი გაუსხვისებელი ქონება, რომლის გადაცემა არ ხორციელდება არც აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე და არც სახელმწიფოზე. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში გადმოსცა ის მიწის ნაკვეთი, რომელსაც არ ჰქონდა მინიჭებული სკვერის სტატუსი. აქედან გამომდინარე, უძრავი ქონების პრივატიზება განხორციელდა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად“.

 

„როცა ბათუმში ჩამოვდივარ, მრჩება შთაბეჭდილება, რომ არის მწვანე ქალაქი, თუმცა, როგორც მითხრეს, არც ბათუმშია ევროპული სტანდარტები, ანუ ერთ სულ მოსახლეზე არანაკლებ 15 კვადრატული მეტრი გამწვანება. ბათუმში, როგორც მითხრეს, არის 5-6 კვ/მ, რაც არ არის კარგი“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ „პარტიზანმა მებაღემ“, ნატა ფერაძემ.
ბათუმში მწვანე საფარი დამატებით მინიმუმ 200 ჰექტარზე მაინცაა მოსაწყობი, ევროპულ სტანდარტს რომ მივუახლოვდეთ [ქალაქში სკვერებსა და გაზონებს 80 ჰა-მდე ფართობი თუ უკავია – ბულვარის, 6 მაისის პარკისა და გაზონების ჩათვლით, რაც 4,4 კვ/მ-ია ერთ სულ მოსახლეზე].

 

ბათუმში არსებული ხეივნები და სკვერები:

 

შეიხ ნახაიან მაბარაქ ალ ნახაიანის ხეივანი [ტბელ აბუსერისძის ქუჩიდან ლეონიძის ქუჩის შეერთებამდე მონაკვეთი];
გმირთა ხეივანი [შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩიდან ლეონიძის ქუჩის შეერთებამდე საავტომობილო გზებს შორის არსებულ მონაკვეთს ხეივნის სტატუსი 2010 წლის ივნისში განესაზღვრა და მას შეიხ ნახაიან მაბარაქ ალ ნახაიანის სახელი მიენიჭა. საკრებულოს 2013 წლის განკარგულებით კი ამ ხეივნის ნაწილს [შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩიდან ტბელ აბუსერისძის ქუჩამდე მონაკვეთი] გმირთა ხეივანი ეწოდა, აქვე დაიდგმება ჟიული შარტავას ძეგლი];

 

რეზო ბოლქვაძის ხეივანი [„6 მაისის პარკში“ ერთ-ერთ ცენტრალურ ხეივანს რეზო ბოლქვაძის სახელი 2012 წლის ივლისში მიენიჭა];

 

მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა სკვერი [ს. მესხისა და შ. დადიანის ქუჩების შეერთების მიმდებარედ, სკვერის სტატუსი მიენიჭა 2011 წლის ივლისში];

 

გმირთა სკვერი [დრამატული თეატრის მიმდებარედ, სადაც დაღუპული იუნკერების საძმო საფლავია და სადაც ეკლესიის მესვეურთა ინიციატივით ჯვარია აღმართული. სკვერის სტატუსი მიენიჭა 2011 წლის დეკემბერში];

 

ამაღლების სახელობის სკვერი [ინასარიძის ქუჩა 10-სა და 14-ს შორის მდებარე სარეკრეაციო [გამწვანებულ] ტერიტორიას ამაღლების სახელობის სკვერის სტატუსი ბათუმის საკრებულომ 2013 წლის 30 აპრილს მიანიჭა, ბათუმის მერიამ კი სკვერში, იმ ადგილზე, სადაც ადრე ქართველი მფრინავის ფადიმე გოგიტიძის ბიუსტი იყო, ქვის ჯვარი აღმართა. ბიუსტი აეროპორტის მიმდებარედ გადაიტანეს];

 

მემედ აბაშიძის სკვერი [ეს სახელი კონსტანტინე გამსახურდიასა და მემედ აბაშიძის ქუჩების კვეთაში მდებარე სარეკრეაციო [გამწვანებულ] ტერიტორიას 2013 წლის მაისში მიენიჭა, აქვე დგას მემედ აბაშიძის ძეგლი];

 

ფიროსმანის სკვერი [ეს სკვერი ფიროსმანის ქუჩაზე, სამხატვრო სკოლის მიმდებარედ, 2013 წელს დაარსდა, აქვე გადატანილი იქნა ფიროსმანის ბიუსტიც იმ ადგილიდან, სადაც ამჟამად მემორიალის ჩადგმას აპირებენ];

 

ლონდონის სკვერი [სკვერის სტატუსი რუსთაველის ქუჩაზე, ბარბარეს ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიას 2013 წლის დეკემბერში მიენიჭა. ამ ტერიტორიიდან აღებული იქნა შოთა რუსთაველის ბიუსტი, ხოლო მიმდებარე ტერიტორია [რუსთაველისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩების კვეთა], ყოფილმა ხელისუფლებამ ინვესტორს მრავალსართულიანი სასტუმრო და გასართობი კომპლექსის აშენების მიზნით გადასცა. პროექტი არ განხორციელდა];

 

ნუგზარ ჯაფარიძის სკვერი [გორგასალისა და გრიბოედოვის ქუჩების კვეთაში მდებარე სკვერს 2014 წლის მაისში მიენიჭა სკვერის სტატუსი და ეწოდა „ნუგზარ ჯაფარიძის“ სკვერი];

 

შინდისის გმირების სახელობის სკვერი [მიმდინარეობს სკვერის მოწყობა. სკვერის სტატუსი ლერმონტოვის, ბაგრატიონის, სელიმ ხიმშიაშვილისა და სულხან-საბა ორბელიანის ქუჩებს შორის მდებარე სარეკრეაციო ზოლს 2015 წლის თებერვალში მიენიჭა და შინდისის გმირების სახელობის სკვერი ეწოდა].

”ბრიჯსთოუნის შავი ზღვის თასი” წელს აღარ ჩატარდება

 

Bridgestone Black Sea Cup 2014 | 24 აგვისტო, ბათუმი

 

 „თეგეტა მოტორსის“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, დავით გოგინაშვილის თქმით, ამის მიზეზი სავალუტო რყევებია:

 

„ძალიან რთული სიტუაციაა. მომავალ წელს იმედია ჩავატარებთ. წელს ლარის კურსის გამო ვერაფერი გავაკეთეთ. ბიუჯეტი შეგვიმცირდა. „Bridgestone Black Sea Cup“-ის ჩატარება 21 აგვისტოს იყო დაგემილი. სამწუხაროდ, არ გამოვიდა“, – უთხრა მან „ბათუმელებს“.

 

„Bridgestone Black Sea Cup“ სულ ათჯერ ჩატარდა და სხვადასხვა წელს სხვადასხვა საპრიზო ფონდი გათამაშდა. გასულ წელს რბოლაში ევროპის ჩემპიონმა, დათა ქაჯაიამ გაიმარჯვა.

 

Bridgestone Black Sea Cup 2014 | 24 აგვისტო, ბათუმი

 

 

აჭარის ტელევიზია: ”სამინისტროს თანამშრომელმა რეპორტიორს შეურაცხყოფა მიაყენა”

 

“დღეს საღამოს დაახლოებით 18:00 საათზე ინციდენტი მოხდა „ახალი ამბების“ გადამღებ ჯგუფსა და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებს შორის. ქედის მუნიციპალიტეტში ღვინის ქარხნის ეზოში კორესპონდენტს ლაშა ველიაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მას შემდეგ მიაყენეს, რაც ის აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტ კარლო კეკელიძეს ინტერვიუს უთანხმებდა, [ამიტომაც ინციდენტის ამსახველი ვიდეო-მასალა არ არსებობს] სწორედ ამ დროს მათთან მივიდა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომელი მირზა სუქნიშვილი, რომელმაც რეპორტიორს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ინციდენტის დროს ჟურნალისტს ასევე შეეხენ ფიზიკურად. ამ დროს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები როსტომ შერვაშიძე და ავთანდილ მესხიძე.”

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიო მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს, შეისწავლონ ჟურნალისტური საქმიანობის სავარაუდო ხელის შეშლის ფაქტი.


აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომელმა “ბათუმელებს” უთხრა, რომ ტელევიზიის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე განმარტებას უწყების თანამშრომლები ხვალ გააკეთებენ. 


“ბათუმელები” ჟურნალისტ ლაშა ველიაძის ინტერვიუს მოგვიანებით შემოგთავაზებთ. 


”მთავარია, ბავშვები ნუ იქნებიან მშივრები” – სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ცოლ-ქმრის ცხოვრება განქორწინების შემდეგ

 

ნოდარი და ნაზი ოფიციალურად რამდენიმე თვის წინ განქორწინდნენ. ნაზი, შვილებთან ერთად, ნოდარის დედისგან მემკვიდრეობით მიღებულ ხის სახლში ცხოვრობს, ნოდარი კი მშობლიური სახლის გვერდით წლების წინ აშენებულ ავარიულ სახლში გადავიდა საცხოვრებლად. ნაზი ამბობს, რომ განქორწინების მთავარი მიზეზი სიღარიბე და ამის გამო ოჯახში მუდმივ კონფლიქტები გახდა. 

 

„მომბეზრდა ასეთი ყოფა, ყოველდღე ჩხუბი, გაჭირვება, გაუსაძლისი მდგომარეობა. ბოლოს ქმარსაც ოფიციალურად გავშორდი, მე ჩემთვის ვიქნები ის მისთვის, ასე ჯობს“, –  ამბობს ნაზი.

 

სახლს, სადაც ათი წლის ტყუპები იზრდებიან, ელექტროენერგია არ მიეწოდება. ნაზის და ნოდარს ოთხი შვილი ჰყავთ, ოჯახში არავინ მუშაობს და სოციალური შემწეობაც მოუხსნეს.

როგორც ნაზი შაინიძე ამბობს, იმისთვის, რომ შუქი ჩაურთონ, აბონენტად დრეგისტრირებაა საჭირო, რაც დამატებით ხარჯებს მოითხოვს.

 

„შუქის ჩართვისთვის 400 ლარი გვჭირდება. გვეუბნებიან, ამისთვის აბონენტი უნდა გახდეთო. 

არ ვმუშაობ, შემოსავალი არ მაქვს და სად ვნახო ერთდროულად 400 ლარი? იმდენი მიწა მე არ მაქვს ბოსტნეული მოვიყვანო და გავყიდო, ან პირუტყვი მოვაშენო. ერთი წელია დახმარებაც აღარ გვაქვს, მოგვიხსნეს. მიზეზი არ ვიცი. ისე გავმწარდი, ავედი სოციალურ სააგენტოში და ვუთხარი, რით ვარჩინო ბავშვები, რატომ არ მინიშნავთ დახმარებას, ავდგები და სულ წავალ სახლიდან-მეთქი და მერე ვინ მიხედავს ბავშვებს?! თქვენ მიხედავთ?! ასე მითხრეს, ქულა პროგრამას გამოჰყავს, ჩვენ არაფერს შუაში არ ვართო“, – ამბობს ნაზი.

 

სახლში, სადაც ეს ოჯახი ცხოვრობს, არც მაცივარია და არც გაზქურა. იატაკი ამოცვენილია.

 

„მისაღებ ოთახში იატაკი რომ ამოცვივდა, გვერდით ოთახში გადმოვინაცვლეთ. კარ-ფანჯარაც დალპა, გამოსაცვლელია. 2013 წელს სამასალე მერქანის მოსატანად ნებართვა მივიღეთ და 360 ლარიც გადავიხადეთ. ერთი წლის ვადა მოგვცეს, თუმცა ვადამდე ადრე შეგვიჩერეს ნებართვა, ვერ მოვახერხეთ მასალის გამოტანა, მას შემდეგ ასე ვართ, იატაკამოცვენილ ოთახებსა და ჩამპალ კარ-ფანჯრებში. გადახდილი თანხა მაინც დაგვიბრუნონ ან ნებართვა გაგვიგრძელონ“, – ამბობს ნაზი.

 

სახლი, სადაც ნოდარი მარტო ცხოვრობს, დაზიანებულია. გეოლოგიურ დასკვნაში წერია, რომ საცხოვრებელი სასწრაფოდ გამაგრებას საჭიროებს, წინააღმდეგ შემთხვევაში – სიცოცხლისთვის სახიფათოა. აქ ცხოვრება რომ საშიშია, ნოდარმაც იცის, თუმცა სახლის გამაგრება დამოუკიდებლად ვერ შეძლო.

 

„არ ვმუშაობ და სახლის გასამაგრებლად საჭირო თანხა სად მენახა? აი, ნახეთ ბზარები“, – ნოდარი შპალერს წევს და კედელზე ბზარებს მაჩვენებს. იგი ამბობს, რომ სოციალური შემწეობის აღდგენის მოთხოვნით წერილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, პრეზიდენტის ადმინისტრაციას, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასა და ორგანიაზაციას გაუგზავნა. მას არავინ გამოხმაურებია.

 

„მე არ ვითხოვ დამინიშნონ დახმარება. ბავშვებს დაუნიშნონ სოციალური შემწეობა. ჩემთვის მთავარი ბავშვების მდგომარეობაა, ისინი არ დარჩნენ მშივრები, მათ არც დახმარება აქვთ და არც ელექტროენერგია.
ნოდარს ჰქონდა მცდელობა, ბავშვებისთვის ელექტროენერგია ჩაერთო, მაგრამ, თავად ამბობს, რომ ეს მცდელობა პატიმრობად დაუჯდა.

 

„2012 წელს ენერგოკომპანიამ ჩემი ელექტროგაყვანილობის ხაზი აიღო. კომპანიას ვთხოვდი, ჩემი ქონების დაბრუნებას, მაგრამ არ დამიბრუნეს. ვუჩივლე. კომპანიის თანამშრომელმა, მერაბ აბულაძემ ჩვენება მისცა, რომ თითქოს გაყვანილობა არ არსებობდა. ერთ დღეს, როდესაც ეზოში შეშას ვხერხავდი, მერაბიმ გამოიარა. გავეხუმრე, თუ სიმართლეს არ იტყვი, მოგკლავ-მეთქი. ხელი გამკრა და „დრუჟბამ“ გაკაწრა. ორი თვის შემდეგ პროკურატურაში დამიბარეს, განზრახ მკვლელობაში დამადანაშაულეს. წინასწარი პატიმრობა 5 თვეს გაგრძელდა, ბრალი ვერ დამიმტკიცეს და სასამართლომ გამომიშვა. ამდენი პრობლემის მერე შუქი მაინც არ ჩართეს“, – ყვება ნოდარი.

 

ნოდარის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია. ხშირად ავადმყოფობს ყოფილი მეუღლე – ნაზიც.

 

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ ბუჩაძე აცხადებს, რომ ამ ოჯახებს დახმარების თხოვნით გამგეობისთვის არ მიუმართავს. მისი თქმით, გამგეობა ფინანსურად მხოლოდ სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ოჯახებს ეხმარება. გამგებელი ამბობს, რომ ოჯახის მდგომარეობით დაინტერესდებიან:

 

„უფლება გვაქვს სააგენტოში შუამდგომლობა გავუწიოთ იმ ოჯახებს, რომლებიც მოგვმართავენ, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას სააგენტო იღებს. ფინანსური დახმარების პროგრამა გვაქვს, რომლითაც სოციალურად დაუცველი ოჯახებზე, ერთჯერადად, 50-200 ლარს გავცემთ, თუმცა ოჯახს ამ ტიპის დახმარებაზეც არ მოუმართავს. მათთან დაკავშირებით აუცილებლად ვიმსჯელებთ“.

 

ბათუმის რეკლამის საერთაშორისო ფესტივალი 4 სექტემბრამდე მიიღებს ნამუშევრებს

 

რეკლამის საერთაშორისო ფესტივალზე ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 4 სექტემბერი, დასწრების მსურველთა უფასო რეგისტრაცია კი 11 სექტემბრამდე გრძელდება.  


ფესტივალზე წარმოდგენილ ნამუშევრებს საერთაშორისო ჟიური შეაფასებს.  ჟიური გამოავლენს ფინალისტებს და მედლის მფლობელებს (ოქრო, ვერცხლი, ბრინჯაო).  

 

წელს ფესტივალზე  დაჯილდოვდება:

 

  • საუკეთესო ვიდეოკონტენტი და სხვა ბრენდირებული კონტენტი;
  • საუკეთესო დიზაინი, პრინტი და პოსტერი;
  • საუკეთესო იდეა.

 

გარდა ამისა, გამოვლინდება: კონკურსის საუკეთესო ნამუშევარი და  ფესტივალის გრანპრი.

 

ფესტივალის ფარგლებში ასევე დაჯილდოვდება:

  • ფესტივალის საუკეთესო სააგენტო;
  • ფესტივალის საუკეთესო დამოუკიდებელი სააგენტო;
  • ფესტივალის საუკეთესო ქსელური სააგენტო

 

სპეციალურად ქართული სააგენტოებისათვის წესდება ჯილდო – ფესტივალის საუკეთესო ქართული სააგენტო. 

 

გარდა ამისა, არტდირექტორთა ევროპული კლუბის (ADC*E)  გადაწყვეტილებით, ყველა ქართული ნამუშევარი, რომლებიც Ad Black Sea -ის ფარგლებში ჯილდოს მიიღებენ, შეძლებს მონაწილეობა მიიღოს ევროპულ კონკურსში, ჩემპიონთა ლიგა ADC*E Awards -ში, ბარსელონაში.

 

ფესტივალის ფარგლებში ქულების დაანგარიშების შემდეგი სკალა გამოიყენება:

 

  • ჟიურის სპეციალური პრიზი – 1 ქულა;
  • შორტლისტი -2 ქულა;
  • ბრინჯაო – 4 ქულა;
  • ვერცხლი – 6 ქულა;
  • ოქრო – 8 ქულა;
  • კონკურსის საუკეთესო ნამუშევარი – 10 ქულა
  • ფესტივალის გრან-პრი – 15 ქულა

 

გამარჯვებულები საუკეთესო ნამუშევრები და  სააგენტოები Ad Black Sea – ის დაჯილდოების ცერემონიის ფარგლებში, 27 სექტემბერს დასახელდება. 


ნამუშევრების მიღებამდე დარჩა 5 დღე. მონაწილეობის მსურველებს ნამუშევრების გაგზავნა შეუძლიათ ბმულზე: https://adblacksea.com/registration/login მონაწილეობა შეუძლია ყველა მსურველს.


 

რეკლამის საერთაშორისო ფესტივალზე განსაკუთრებული სტუმრის სტატუსით მოწვეულია ნინო ქათამაძე. იგი ფესტივალის მონაწილეების წინაშე საღამოს პროგრამის ფარგლებში 25 სექტემბერს წარსდგება.   

 

 

ფესტივალი საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციისა და  უკრაინის სარეკლამო კოალიციის ერთობლივი ძალისხმევით ტარდება. ამ ეტაპზე მისი მთავარი მიზანია, დაფუძნდეს ევროპის საფესტივალო რუკაზე, გადაიქცეს ყოველწლიურ ღონისძიებად და დროთა განმავლობაში მოახერხოს რეგიონალური მნიშვნელობის ფორუმად ქცევა, რაც ბუნებრივია, უდიდეს გავლენას მოახდენს საქართველოში სარეკლამო სფეროს განვითარებაზე.





ქირავდება ბინა მერიასთან

 

ბათუმში, ქალაქის ცენტრში (ძველ მერიასთან) ქირავდება (ერთი ან ორი წლით) სამოთახიანი არასტანდარტული (90 კვ/მ) იზოლირებული ბინა მე-3 სართულზე. აივნებით, ბუნებრივი აირით, ავეჯით, ცივი და ცხელი წყლით, ბოჭკოვანი ინტერნეტით და კაბელური ტელევიზიით. ფასი: 350 აშშ დოლარი.

მობ.: 577 203 103
ტელ.: 27 95 98

ერმაკოვი თანამშრომლებისთვის პრემიების გაუცემლობაზე

 

გიორგი ერმაკოვი  ბათუმის მერი
გიორგი ერმაკოვი ბათუმის მერი

ამ საკითხზე დღეს განმარტება გააკეთა ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა. საკრებულოს სხდომიდან გამოსულმა ერმაკოვმა აჭარის ტელევიზიასთან განმარტა (ტექსტი სტილის დაცვით):

 

პირველი, რაც გავაკეთეთ, პრემია გავანაწილეთ სარგოების მიხედვით, ვისაც შესრულებული სამუშაოს მიხედვით რა ეკუთვნოდა. ეს არის სრულებით სწორი პრინციპი. ადამიანი, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებს დილის 9 საათიდან საღამოს 6 საათამდე ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, მე ვთვლი მას წახალისების ფორმა… ამისათვის არსებობს თანამდებობრივი სარგო, ხელფასი. წახალისებას მიიღებს და ღებულობდა პირველი რაც დავნერგეთ ზუსტად გიხსნით – თუკი ადრე ამას ყველა ღებულობდა 100%-ით, რასაც მე არანორმალურ მოვლენად ვთვლი, არც ერთ სამსახურში არ ყოფილა ისეთი, რომ ხელფასიც, დანამატიც და პრემიაც მიეღო. კიდევ ერთხელ გეუბნები, განსაკუთრებულ შემთხვევის ეს იძლეოდა და სწორედ ამ განსაკუთრებული შემთხვევის პირველად დადგენამ გამოიწვია ზუსტად ის, რომ ყველამ 100%-ით პრემია არ მიიღო და აქედან წარმოიქმნა ეს. სახელფასო და საპრემიო ფონდი არის გაერთიანებული“.

გარღვეული ბიუჯეტი, გაყინული პროექტები და პოლიტიკური პასუხისმგებლობა

 

ნათია აფხაზავა
ნათია აფხაზავა

ნათია, ბათუმის მერიამ 11 მილიონი ვერ დახარჯა, ანუ საქმე ვერ გააკეთა. ვინ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, როცა ბიუჯეტი ვერ სრულდება?


მაშინ, როცა ქალაქში ძალიან ბევრია გასაკეთებელი და მოსახლეობა ცვლილებებს ელის, ეს თავისთავად ცუდი ფაქტია. შეიძლება მცდელობა იყო, მაგრამ მიზნობრივი დაგეგმარება ვერ მოხერხდა. ასევე, ვერ გაიწერა სატენდერო პირობები, შესყიდვების გამოცხადება და ინფორმაციის დროულად მიწოდება ვერ მოხდა, თუნდაც იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც პოტენციური შემსრულებლები არიან. დაგეგმარება პრობლემაა, რაც მხოლოდ მერმა არ უნდა აიღოს თავის თავზე. ეს იმ სამსახურების პრობლემაცაა, რომელთა კომპეტენცია და ვალდებულება იყო პროგრამული ბიუჯეტის შესრულება. ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ ყველაფერზე მაინც მერის გადაწყვეტილებას ელოდებიან: მერი რას და როდის გააკეთებს _ ეს დამოკიდებულება აყოვნებს გადაწყვეტილების მიღებას და ყველაფერი დროში იწელება. თუ არ მოხდება ამ უფლებამოსილების დელეგირება, თუ სამსახურები უშუალოდ არ განახორციელებენ დაგეგმარების პროცესს, ყოველთვის შევეჩეხებით ამ პრობლემას – საბიუჯეტო თანხები ვერ დაიხარჯება. 

 

 რა არის ამის მიზეზი, არაკომპეტენტურობა თუ სხვა რამ?


საბიუჯეტო პროცესი კვარტალურ ანგარიშებს ითვალისწინებს, საჭიროა გაკეთდეს ფინანსური ანალიზი და მონიტორინგი, მერიამ შესრულების ეტაპობრივი ანალიზი უნდა გააკეთოს – სრულდება თუ არა ბიუჯეტი გეგმის მიხედვით. დღეს შუალედურ ანგარიშებს ვხვდებით საკრებულოში მხოლოდ იმისთვის, რომ მერიამ ვალდებულება მოიხადოს, აი, წარვადგინეთ ანგარიშიო. საკრებულო დაამტკიცებს თუ არ დაამტკიცებს ბიუჯეტს, ამას დიდი მნიშვნელობა, როგორც ვხედავ, ჯერჯერობით, არა აქვს. არადა, ეს ანგარიშები სჭირდებათ თუნდაც იმისთვის, რომ თავად გააანალიზონ, სად არიან დღეს. ბიუჯეტის ცვლილების ბოლო პაკეტს თუ გადავხედავთ, რაც შესულია საკრებულოში, ცხადი გახდება, რომ ის ანალიზს მოკლებულია. პროგრამები ყოველგვარი ანალიზის გარეშე გადადის წლიდან წლამდე. სამწუხაროდ, ერთ დღეში წერს მერია პრიორიტეტების დოკუმენტს, მაშინ, როცა ის საკრებულოსთვის აქვს წარსადგენი ან სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო დოკუმენტს საჯარო განხილვისთვის ითხოვს. 


ანუ, მერიას არ აქვს უნარი სწორად დაგეგმოს ბიუჯეტი?


 პირველი პრობლემა, რასაც მე ვხედავ, არის რესურსის პრობლემა, მერიას არ აქვს რესურსი იმისთვის, რომ ანალიტიკური ჯგუფი შექმნას. ეს პრობლემა მერიასაც არაერთხელ დაუყენებია დღის წესრიგში, როცა დონორი ორგანიზაციები ჩამოდიან, ანუ თვითონაც აღიარებენ, რომ რესურსები არ ჰყოფნით. მესმის, რომ ძალიან რთულია, ერთი მხრივ, იზრუნო დაგეგმვაზე და მეორე მხრივ, იმუშავო ანალიზზე, ამიტომ საჭიროა, მერიამ ამ მიმართულებით ცალკე ჯგუფი შექმნას. კარგი იქნებოდა საჭიროებებისა და სერვისების კვლევაც. ეს კომპლექსური საკითხია. 


ბიუჯეტის ვერ შესრულების მიზეზად მერია სულ კონტრაქტორების მიერ აღებული ვალდებულებების დარღვევას ასახელებს – ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ მერიაში ჯერ კიდევ არ აქვთ საკუთარი წილი პასუხისმგებლობა გააზრებული?

 

ტენდერები მერიის ერთ-ერთი სუსტი წერტილია. ჩვენ გვაქვს ორი უკიდურესობა. იმის შიშით, რომ არ ჩაიშალოს ტენდერი, სატენდერო წინადადებები ძალიან ლოიალურია, მაგრამ გამარჯვებულები მაინც ვერ ასრულებენ დაკისრებულ ვალდებულებას, რაც იწვევს კოტრაქტის შეწყვეტას. მეორე უკიდურესობა კი ისაა, რომ მონაწილეები არ მოდიან. ძირითადი პრობლემა ისაა, რომ სატენდერო წინადადებები ზოგადია. შესყიდვების რეფორმა გატარდა იმისთვის, რომ უფრო ეფექტურად ემართათ სახელმწიფო სახსრები, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენთან ესეც რთულად მიმდინარეობს. დღეს, ქალაქში გავლისას, რთულია დაინახო ცვლილებები, თუ არ ჩავთვლით ჭაობში მიმდინარე რეაბილიტაციის პროცესს.

 

 ორი წელია გაყინეს „იაფი სახლის“ პროექტი. შეიქმნა კომისია, რომელსაც კრიტერიუმებზე უნდა ემუშავა, თუმცა ეს კომისია ერთხელაც არ შეკრებილა. რას ნიშნავს, როცა მერია მნიშვნელოვანი პროექტების დაწყებას ვერ ახერხებს?

 

 მეც ვარ ამ კომისიის წევრი, თუმცა დღემდე არ მაქვს ინფორმაცია, ჩამოყალიბებული აზრი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა იყოს ეს პროექტი და რა უნდა მისცეს მან ქალაქს. ამ საკითხთან დაკავშირებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ გამართა შეხვედრა. სწორედ იქ შეთანხმდნენ, რომ შეიქმნებოდა კომისია, რომელშიც შევიდოდნენ კვლევითი ორგანიზაციები და სხვებიც, კრიტერიუმებზე მუშაობის დასაწყებად. რადგან პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქისთვის, ჩვენ კომისიაში მუშაობაზე დავთანხმდით. ამის შემდეგ არანაირი სვლა არ ყოფილა. კომისია არ შეკრებილა, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის არ დაუძახიათ.

 

 გაყინული პროექტების შეფასებისას ხშირად ვარაუდობენ, რომ მერიაში გადაწყვეტილების მიმღებ პირებს პასუხისმგებლობის აღების ეშინიათ. თქვენ იზიარებთ ამ მოსაზრებას?


 შიშზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ვფიქრობ, „იაფი სახლის“ პროექტი ძალიან რთული პროექტია. ეს ქალაქისთვის დიდი გამოწვევაა და სირთულის თვალსაზრისით აქ ისევ რესურსის პრობლემას ვაწყდებით. რამდენად აქვს მერიას ამის გამოცდილება? – ყველაფერი გასაანალიზებელი და დასაგეგმია, რაც აყოვნებს კიდეც პროექტის დაწყებას. მაგრამ, როცა ხარ ქალაქის ხელმძღვანელი, საკრებულო იქნება თუ მერი, გაიარე საარჩევნო გზა და ეს იყო საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი დაპირება, პასუხისმგებლობა უნდა აიღო. 

 

საკრებულოს, როგორც მაკონტროლებელს, რა პასუხისმგებლობა ეკისრება ამ ყველაფერზე?


ბიუჯეტის შესრულებაზე მერიაა პასუხისმგებელი, მაგრამ, როდესაც ქალაქში მნიშვნელოვანი პროექტები ვერ ხორციელდება, ამაზე პასუხისმგებლობა საკრებულოსაც ეკისრება. საკრებულოს წევრმა ანგარიშში არ უნდა აღმოაჩინოს, რომ ბიუჯეტი გაირღვა, ის ინტენსიურად უნდა ადევნებდეს თვალს პროცესს.

ბათუმის მერია სარეკლამო ფესტივალისთვის 400 ათასი ლარის დახარჯვას ითხოვს

 

რა ეფექტი ექნება ამ ფესტივალს ან ვინ ჩამოდის – ეს მაინც გვითხარით? იკითხეს სხდომაზე თავისუფალი დემოკრატების წევრებმა. მომხსენებელმა მათ უთხრა, რომ ნამდვილად ვერ ჩამოთვლის იმ 25 კაცის სახელსა და გვარს, რომლებიც ფესტივალის ფარგლებში ბათუმში ჩამოდიან და რომლებიც მასტრეკლასებს ჩაატარებენ.

 

ამის მიუხედავად მომხსენებლმა, ამ შემთხვევაში  კულტურის დარგში ბათუმის მერის მოადგილემ, ალეკო მითაიშვილმა, მომავალი ფესტივალის ჟიურის წევრები, რომლებსაც ბათუმში სექტემბრის ბოლოს ელოდებიან, დაახასიათა როგორც – „რეკლამაში მსოფილო მასშტაბის კიტები“. 

 

სწორედ ამ რეკლამის 25 სპეციალისტს და კიდევ 300 სხვა დაინტერესებულ პირს უმასპინძლებს ბათუმი  სექტემბრის ბოლოს სარეკლამო ფესტივალზე.

 

საკრებულოს წევრმა კობა ჩხაიძემ, ფესტივალთან დაკავშირებული ხერჯები გაახმოვანა. 

 

ხარჯები დაახლოებით ასე გამოიყურება:

სარეკლამო-საბეჭდი მასალების შემუშავება – 25 000 ლარი;

ფესტივალის პრიზები – 6 500 ლარი.

ფესტივალის ჟიურის საჩუქრების იდეების შემუშავება-შესყიდვა – 9 280 ლარი.

იურის წევრების ჩამოსვლა-გამგზავრება – 80 ათასი.

ჟიურის წევრების სასტუმროში განთავსება – 94 200 ლარი.

ჟიურის წევრების კვება – 24 300 ლარი.

ფოტო და ვიდეო გადაღების ორგანიზება – 6 400 ლარი.

ფესტივალის კონფერენციების, სემინარების ჩატარება – 12 000 ლარი.

ფესტივალის კულტურული საღამოს პროგრამები – 29 120 ლარი.

საღამოს ყველა  პროგრამის მენიუ – 55 000 ლარი.

მუსიკალური მხრდაჭერა – 58 000 ლარი.

 

კობა ჩხეიძის გათვლებით, „ჯამში ჭამა-სმაში 150 ათას ლარი გადის“.

 

ალეკო მითაიშვილმა დეპუტატებს განუმარტა, რომ დოკუმენტში შეცდომაა დაშევებული და 94 ათასი ლარი იხარჯება არ მხოლოდ ჟიურის წევრების სასტუმროში განთავსებაზე, არამედ ეს არის ფესტივალის ყველა მონაწილის სასტუმროს ხარჯები. დეპუტატები ამ განმარტების მიღების შემდეგ იმაზე დაეჭვდნენ, რამდენად იყო შესაძელბელი 90 ათას ლარად 325 ადამიანის განთავსება სასტუმროებში. ალეკო მითაიშვილმა ამ რეპლიკაზე განმარტა, რომ ისინი ფესტივალის მხოლოდ თანადამფინანსებლები არიან, ანუ „ფესტივალისთვის ჯამში არა 400 ათასი, არამედ 700 ათასი ლარი  იხარჯება“.

 

ალეკო მითაიშვილს საკრებულოს წევრები ეკითხებიან თუ რა ეფექტი ექნება ამ ფესტივალს ბათუმისთვის, რაზეც მერის მოადგილე კულტურის დარგში  პასუხობს, რომ „ახლა მსოფლიო მასშტაბის ვეშაპები ჩამოდიან, რომლებიც ჩვენს ქალაქს გაუწვენ პრომოუშენს. და ეს ყველაფერი მოიტანს თავის ეფექტს“.

 

ბათუმის საკრებულო, სავარაუდოდ, დღესვე დაუჭერს მხარს მერიის ინიციატივას – სარეკლამო ფესტივალის მოსაწყობად 400 ათასი ლარის დახარჯვის უფლების მიღებაზე. როგორც საკრებულოს ერთ-ერთმა წევრმა თქვა, “ამ მხრივ ყველაფერი რიგზეა, მაგრამ ერთი უხერხულობა მაინც არსებობს – 27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა”.

ცხოველთა დამცველები დელფინარიუმის თანამშრომლებს ცემაში ადანაშაულებენ

ცხოველთა დამცველები აქციის მონაწილეების ცემაში ბათუმის დელფინარიუმის ერთ-ერთ მწვრთნელსა და დაცვის ორ თანამშრომელს ადანაშაულებენ. 

წიწაკის სპრეის გამოყენების მომენტი ასახულია ამ ვიდეოში.

ცხოველთა დამცველებმა დელფინების გათავისუფლების მოთხოვნით აქცია ბათუმის დელფინარიუმთან 30 აგვისტოს გამართეს. ბათუმის დელფინარიუმის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე მამაკაცი დელფინთან ინტერაქტივისთვის განკუთვნილ ზონაში შენობის უკანა მხრიდან შეიჭრა და ხელი შეუშალეს სამუშაო პროცესს. 

როგორც “ბათუმელებს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუმარტეს, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით, რაც ცემას ნიშნავს. ამ ეტაპზე დაკავებული არავინ არის. არც ინციდენტში მონაწილე რომელიმე მხარე დაუჯარიმებიათ ადმინისტრაციული წესით.

აირჩიე განათლება – შაჰინის ”მეგობრობის” სკოლა-ლიცეუმი

რატომ უნდა აირჩიოთ სკოლა-ლიცეუმი? –  ლიცეუმის ყველა კურსდამთავრებული წარმატებით აბარებს საატესტატო თუ ერთიან ეროვნულ გამოცდებს. დღემდე არ ყოფილა ჩაჭრის არც ერთი შემთხვევა. ისინი გრანტებით ირიცხებიან არა მარტო საქართველოს პრესტიჟულ კერძო თუ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში, არამედ საზღვარგარეთაც, მათი დამთავრების შემდეგ კი დასაქმების მხრივაც პრივილეგიებით სარგებლობენ. ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულები ყოველთვის გამოირჩევიან უცხო ენების ცოდნის მაღალი დონით, ანალიტიკური აზროვნებით და მაღალი აკადემიური მოსწრებით.

სასწავლო პროცესი – სწავლა სკოლა-ლიცეუმში იწყება 9 საათზე და გრძელდება 15:30 საათამდე. ნებისმიერი საფეხურის მოსწავლეს ყოველდღიურად აქვს 7 გაკვეთილი. სკოლის პროფილიდან გამომდინარე სკოლა-ლიცეუმში აქცენტი უცხო ენების შესწავლაზე კეთდება. აქ გაძლიერებულად ისწავლება ინგლისური ენა, რაც მოსწავლეს საშუალებას აძლევს სწავლა გააგრძელოს როგორც საქართველოს, ასევე საზღვარგარეთის ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელში.

სკოლის ინგლისურენოვანი პროფილის მიუხედავად, სასწავლო პროცესი მიმდინარეობს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად. სკოლა იცავს ეროვნული სასწავლო გეგმის სავალდებულო სტანდარტს და ყველა ის საგანი, რომელიც ჰუმანიტარული პროფილისაა, ისწავლება ქართულ ენაზე ეროვნული სასწავლო გეგმის მოითხოვნის შესაბამისად.

სკოლა-ლიცეუმში პირველი კლასიდან ისწავლება ინგლისური, მესამე კლასიდან – თურქული, მეხუთე კლასიდან კი – რუსული ენა.

მეშვიდე კლასიდან ტექნიკური საგნები ისწავლება ინგლისურ ენაზე (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, მათემატიკა და ინფორმატიკა), ხოლო ჰუმანიტარული საგნები – ქართულ ენაზე. სკოლაში არის ქიმიის, ფიზიკისა და ბიოლოგიის ლაბორატორიები, რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტებით, თვალსაჩინო მასალებითა და სასწავლო პროცესისათვის საჭირო სხვა მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით.

სკოლა ყოველწლიურად აცხადებს მოსწავლეთა ახალი ნაკადის მიღებას, როგორც პირველ კლასში, ასევე გადმოყვანის წესით. არც ერთი საფეხურის არც ერთ კლასში არ ირიცხება 20-ზე მეტი მოსწავლე.

სკოლა-ლიცეუმის პედაგოგები – მოსწავლის განათლების საფუძველი მაღალკვალიფიციური პედაგოგების გუნდია, ამიტომაც სკოლა-ლიცეუმი მასწავლებლების კვალიფიკაციას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს.

სკოლა-ლიცეუმში ამჟამად 18 სერტიფიცირებული მასწავლებელი ასწავლის. დასაქმებული პედაგოგების უმრავლესობა ქართველია, ხოლო ტექნიკური საგნების მასწავლებლებად მოწვეული არიან უცხოელი პედაგოგებიც. ყოველი პედაგოგი სკოლაში შერჩეულია იმის მიხედვით, თუ რამდენად შეუძლია გაკვეთილის დაგეგმვა, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება, სასწავლო პროცესისა და კლასის მართვის გაუმჯობესების გზების გამონახვა, განსაკუთრებული ნიჭის მქონე და სუსტ ბავშვებთან მუშაობა, სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეთა (საჭიროების შემთხვევაში) საგაკვეთილო პროცესში ჩართვის უზრუნველყოფა და ა. შ.

სკოლა ხელს უწყობს პედაგოგების პროფესიულ განვითარებას, მათ აქტიურ ჩართვას სხვადსახვა ტრენინგებსა და პროექტებში, რათა მაღალკვალიფიციური სპეციალისტების არსებობით კიდევ უფრო გაზარდოს სკოლაში სწავლების ხარისხი. სკოლა-ლიცეუმის მასწავლებლები ფირმა „ჩაღლარის“ საქართველოში არსებული საგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლებთან ერთად, წელიწადში სამჯერ (სექტემბერში, დეკემბერში და ივნისში) იკრიბებიან და მართავენ სხდომა-სემინარებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. კომპანიის ხელმძღვანელები ასეთივე შეკრებებზე იწვევენ გამოცდილ ტრენერებს – მასწავლებლებს უტარდებათ საგნობრივი ან სხვადასხვა სახის ტრენინგები.

სკოლა-ლიცეუმი გაკვეთილის შემდეგ – სკოლას გააჩნია კეთილმოწყობილი ღია სტადიონი, ხელბურთისა და კალათბურთის მოედანი. შაბათობით მოსწავლეებისთვის, ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, არის უფასო წრეები ხელოვნებაში, სპორტის სხვადასხვა სახეობაში, ჭადრაკში. ასევე, ტარდება დამატებითი გაკვეთილები როგორც სუსტი, ასევე ძლიერი მოსწავლეებისთვის.

სკოლა-ლიცეუმში არის საოლიმპიადე ჯგუფებიც, სადაც მოსწავლეები უფასოდ ემზადებიან ეროვნული თუ საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის.

რა ღირს სწავლა სკოლა-ლიცეუმში – ლიცეუმში სწავლა ფასიანია. ამ ეტაპზე სწავლის საფასური 3800 ლარია წელიწადში. სწავლის გადასახადში შედის ერთჯერადი სადილი, სასკოლო ფორმა და ინგლისურენოვანი სახელმძღვანელოები.

შეღავათები ვრცელდება დედმამიშვილებზე, წარმატებულ მოსწავლეებზე, ლიცეუმის ბაზაზე არსებული საბავშვო ბაღიდან სკოლაში გადმოსულ მოსწავლეებზე, კურსდამთავრებულთა შვილებზე, აგრეთვე, თანხის ერთიანად გადახდის შემთხვევაში.

რატომ ირჩევენ სკოლა-ლიცეუმს მშობლები? –  სწავლების მაღალი ხარისხის გარდა სკოლა-ლიცეუმი მოსწავლესა და მშობლებს უქმნის ისეთ აუცილებელ პირობას, როგორიცაა უსაფრთხოება. მშობლებმა იციან, რომ გარემო სკოლაში, სადაც მათ შვილებს უწევთ მთელი დღის განმავლობაში ყოფნა და განათლების მიღება, არის ყოველმხრივ დაცული და უსაფრთხო. სკოლა გარკვეულ ზომებს იღებს მოსწავლის მიერ სკოლის გაცდენის ან დაგვიანების შემთხვევაშიც, რაც დამატებით პასუხისმგებლობას აკისრებს როგორც მოსწავლეს, ასევე მშობელს სწავლის ნებისმიერ საფეხურზე. მკაცრადაა დაცული და გაკონტროლებული მოსწავლეთა ფორმიანობაც, რაც ასევე მშობელთა კმაყოფილების ერთ-ერთ მიზეზია.

2015-2016 სასწავლო წლისთვის რეგისტრაცია გრძელდება სწავლის დაწყებამდე!

პირველ კლასში მიიღებიან 22 სექტემბრამდე დაბადებული ბავშვები! 

სამუშაო საათები: 9:00 – 17:00

მისამართი: ბაგრატიონის ქ. #117;

მობ: 568 311 616 

ვებგვერდი: www.rsc.ge 

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი მაღალმთიან აჭარას ეწვევა

 

მიმდინარე წელს, აჭარის სოფლებში საექიმო კადრების სოციალურ-ეკონომიური პირობების გაუმჯობესების და სოფლის მოსახლეობისათვის ბაზისური, უწყვეტი სამედიცინო მომსახურების მიწოდების მიზნით – ქედის, შუახევისა და ხულოს სოფლის ექიმებს ყოველთვიურად ხელფასზე დანამატის სახით ერიცხებათ 300 ლარი, ხოლო ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების სოფლის ექიმებს 150 ლარი. ხელფასებზე დანამატი, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამის – „სოფლის ექიმების დამატებითი შრომის ანაზღაურების“ ფარგლებში გაიცემა.

 

მინისტრი ასევე შეხვდება დიოკნისისა და რიყეთის თემების მოსახლეობას და გაეცნობა ჯანდაცვის კუთხით არსებულ პრობლემებს. ივლისის თვეში ნუგზარ სურმანიძე შუახევის მუნიციპალიტეტს სტუმრობდა, მაშინ მინისტრი შუბნისა და ოლადაურის თემების პირველადი ჯანდაცვის ცენტრების საქმიანობას გაეცნო.

ვაკანსია – პროექტის კოორდინატორი

სამუშაო ადგილი: ბათუმი, აჭარის რეგიონი 
სამუშაო გრაფიკი: თავისუფალი

ძირითადი მოვალეობები: 
● დისკუსიების დაგეგმვა, ორგანიზება და ჩატარება;
● აქტივობების ამსახველი ვიდეო-ფოტომასალის მომზადება და გავრცელება ორგანიზაციის ვებგვერდისა და სოციალურ ქსელის მეშვეობით;
● ორგანიზაციის სახელით მომზადებული ღონისძიებების შესახებ მედიასაშუალებებისთვის ინტერვიუს მიცემა;
● ჩატარებული ღონისძიებების შესახებ ანგარიშის მომზადება;
● ორგანიზაციის სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში ტექნიკური დახმარების გაწევა. 
შერჩევის შემდეგ ორგანიზაცია უზრუნველყოფს სამონტაჟო პროგრამების, ლაივსტრიმის და ახალი მედიის კომპონენტების სწავლებას.


მოთხოვნები: 
● ქართული ენაზე გამართულად მეტყველება და წერა; 
● საოფისე პროგრამების ( Microsoft Word, Excel, Power Point, internet) კარგად ფლობა;
● უცხო ენის ცოდნა სასურველია;
● პრეზენტაციის წარმართვა და ეფექტური კომუნიკაცია; 
● ჯგუფში მუშაობა და ლიდერობა;

პიროვნული თვისებები:
● პასუხისმგებლიანი და ორგანიზებული;
● სიახლეებისადმი სწრაფი ადაპტაციისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
● პუნქტუალური;
● მიზანდასახული;
● სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.

კანდიდატი უნდა იზიარებდეს დემოკრატიულ ღირებულებებსა და ფასეულობებს;

დაინტერესებულმა პიროვნებებმა გამოაგზავნეთ სამოტივაციო წერილი და რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად ელექტრონულ ფოსტაზე: batumi_ijh@yahoo.com ( არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება აღნიშნულ ვაკანსიაზე)

შერჩევის პროცესი:
● რეზიუმეს გადარჩევა;
● გასაუბრება.

განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადა: 15 სექტემბერი

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე;
 591 95 03 95, სალომე

ორგანიზაციის შესახებ

“თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი” წარმოადგენს აჭარაში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციას. ორგანიზაციის საქმიანობის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობისთვის ხელშეწყობა და დამოუკიდებელი მედიის ხარისხის ზრდა.

ორგანიზაცია თავის საქმიანობას ახორციელებს შემდეგი მიმართულებებით:
• ინფორმაციის თავისუფლებისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა;
• ჟურნალისტების პროფესიული დონის ამაღლება და დაოსტატება;
• სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების ხელშეწყობა.

ორგანიზაციაში გაერთიანებულნი არიან: ჟურნალისტები, იურისტები და სტუდენტები.

საკრებულოს წევრი: მერიის თანამშრომლების საპრემიო თანხას რეკლამის ფესტივალში ხარჯავენ

 

„როცა სახელფასო მუხლიდან დაახლოებით 400 ლარს იღებენ და ზუსტად იგივე ოდენობის თანხა ბიუჯეტში გაჩნდა რეკლამის საერთაშორისო ფესტივალზე, რა უნდა იფიქრო. ამბობენ, რომ თითქოს 300 კომპანია ჩამოდის და ეს ყველაფერი ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს“, – ამბობს კობა ჩხარიძე.

 

საკრებულოს წევრის თქმით, მთელი წლის განმავლობაში მერიაში, რიგით თანამშრომლებზე მხოლოდ ერთი ხელფასის ოდენობის პრემიაა გაცეული – ერთხელ გაიცა ხელფასის 60%, მეორედ კი 40%-ით განისაზღვრა პრემიის ოდენობა.

 

კობა ჩხეიძის ინფორმაციით, ბათუმის მერიას წელს ზუსტად იმდენივე სახელფასო ბიუჯეტი ჰქონდა დამტკიცებული, რაც წინა წელში, მაგრამ წინა წლისგან განსხვავებით, წელს, 8 თვეში, საპრემიო თანხიდან 423 ათასი ლარი დაიზოგა. „ეს მერის ინიციატივით მოხდა“, – უთხრა „ბათუმელებს“ საკრებულოს წევრმა.

 

ასევე კობა ჩხეიძის ინფორმაციით, ბათუმის მერიაში ყოველთვიურად სახელფასო დანამატი მხოლოდ 24 მოხელეზე გაიცემა, მათ შორის არიან ვიცე-მერები, სამსახურების ხელმძღვანელები და ზოგიერთი სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე.

 

კობა ჩხეიძის თქმით, როდესაც მერიაში იკითხა თუ რა პრინციპით ანაწილებდნენ დანამატს, მას უთხრეს, რომ ვინც კარგად მუშაობს ის იღებს დანამატს, „ანუ გამოდის, რომ მერიაში მხოლოდ 24 ადამიანი მუშაობს და დაახლოებით 500 ტყუილად არის?!“

 

რეკლამის საერთაშორისო ფესტივალ Ad Black Sea ბათუმში 2015 წლის 24-27 სექტემბერს ჩატარდება. ამ ფესტივალს წელს ეყოლება განსაკუთრებული სტუმარიც – ნინო ქათამაძე. იგი ფესტივალის მონაწილეების წინაშე საღამოს პროგრამის ფარგლებში 25 სექტემბერს წარსდგება. 

ქედის საკრებულოს დეპუტატის ანაზღაურება 60 ლარით შემცირდება

 

ქედის საკერებულოს სხდომა | 31 აგვისტო 2015 | დეპუტატები: როლანდ დუმბაძე, რომან ბედინაძე, თამაზ შარაშიძე

 

 საკრებულოს რიგითი დეპუტატის უფლებამოსილების განხორციელებისთვის ანაზღაურების შემცირებაზე  წარმოდგენილმა საკითხმა სხდომაზე დამსწრე 17 დეპუტატიდან 16 მხარდაჭერა მიიღო, საკითხს მხოლოდ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ვაჟა ბოლქვაძემ არ დაუჭირა მხარი,  დეპუტატები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს მათი უფლებამოსილების შესრულებისთვის ანაზღაურების შემცირებას განმარტავენ, რომ ანაზღაურების შემცირება თვითმართველობის კოდექსით განისაზღვრება, წინააღმდეგობას კი აზრი არ ჰქონდა.

 

„საკითხს იმიტომ დავუჭირე მხარი რომ ჩემი ერთი გადაწყვეტილებით ვერაფერს ვერ ვცვლიდი და ეს გამოდიოდა საბოტაჟი, მინიმუმ 60 ლიტრი საწვავი მჭირდება იმისთვის, რომ ჩემს ამომრჩეველს შევხვდე“ – აცხადებს საკრებულოს დეპუტატი ნოდარ ძნელაძე.

 

დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა მუნიციპალიტეტის გამგებლის დავით დუმბაძის ანგარიში მოისმინეს, რის შემდეგაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა ვაჟა ბოლქვაძემ გამგებლის გადადგომა მოითხოვა, მისი თქმით მუნიციპალიტეტის გამგეობა თანხებს არამიზნობრივად ხარჯავს და კორუპციის ნიშნები იკვეთება.

 

„არამიზნობრივად გაიხარჯა წყლისა და კანალიზაციის სისტემის გამართვაზე გამოყოფილი თანხები, არაკანონიერად გაიცა გათავისუფლებულ თანამშრომლებსა და 2014 წელს სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებზე კომპენსაცია“ – განაცხადა ვაჟა ბოლქვაძე და გაწეული ხარჯების მიზნობრიობის დასადგენად კონტროლის პალატის მოწვევა მოითხოვა.

 

„მხოლოდ ერთ საკითხთან – მშენებლობასთან დაკავშირებით გამოთქმულ შენიშვნას ვითვალისწინებ, დანარჩენი შენიშვნები თითიდან გამოწოვილია, არცერთ საკითხში არ ვეთანხმები, რაც შეეხება კონტროლის პალატის მოწვევის საკითხს, ჩვენ ორჯერ გავაგზავნეთ მიმართვა კონტროლის პალატასთან, როგორც მიმდინარე ასევე გასულ წელსაც, რომ ჩაეტარებინათ კომპლექსური შესწავლა და ჩვენი მოთხოვნა გეგმიური შესწავლის დროს იქნება გათვალისწინებული“ – აცხადებს დავით დუმბაძე.

 

დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე ქედაში სულ 20 საკითხი განიხილეს.

 

ქედის საკერებულოს სხდომა | 31 აგვისტო 2015 | მარჯვნივ: საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გურამ ანანიძე, ქედის გამგებელი დავით დუმბაძე და ქედის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე

 

2 სექტემბერს პირველი ლიგის ჩემპიონატი იწყება

 

 ქედაში არჩილ ფარტენაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩში ქედის „ბეთლემი“ და რუსთავის „რუსთავი“ შეხვდებიან.  

მატჩი 16 საათზე დაიწყება.

პირველი ლიგა, საქართველოს ჩემპიონატი | პირველი ტურის შეხვედრების განრიგი

 

2015-2016 წლის სეზონში პირველ ლიგაში ასპარეზობას წელს ბათუმური კლუბი „ადელი“ გამოეთიშა და ამ სეზონში აჭარის რეგიონიდან ორი კლუბი ს – ქედის ბეთლემი და ხელვაჩაურის „მაჭახელა“ ითამაშებ.

 

2015-2016 წლის სეზონი | პირველი ლიგის კლუბები:

  1. ვიტ-ჯორჯია (თბილისი)
  2. ალგეთი (მარნეული)
  3. ბეთლები (ქედა)
  4. სქური (წალენჯიხა)
  5. ბორჯომი (ბორჯომი)
  6. გაგრა (გაგრა)
  7. მერცხალი (ოზურგეთი)
  8. მეშახტე (ტყიბული)
  9. კოლხეთი (ხობი)
  10. სამეგრელო (თბილისი)
  11. იმერეთი (თბილისი)
  12. რუსთავი (რუსთავი)
  13. ლიახვი (ცხინვალი)
  14. ლაზიკა  (ზუგდიდი)
  15. ჭიათურა (ჭიათურა)
  16. სამგურალი (წყალტუბო)
  17. მაჭახელა (ხელვაჩაური)
  18. სასკო (თბილისი)
  19. ჩხერიმელა (ხარაგაული)

 

შპს “განათლება” სკოლა იმედის ორმა მოსწავლემ ამერიკული უნივერსიტეტის დაფინანსება მოიპოვა

წელს საქართველოში აბიტუტიენტებს პირველად მიეცათ საშუალება მიიღონ ამერიკული განათლება და ამერიკული დიპლომი საქართველოში. ამის საშუალებას მათ მაღალი ხარისხისა და საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი აძლევს, სადაც ლექციებს უცხოელი პროფესორები წაიკითხავენ.


დათო ბაკურიძემ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ასპროცენტიანი დაფინანსება მოიპოვა. ის ელექტროინჟინერიის საბაკალავრო პროგრამას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კორპუსში გაივლის. დათო ფიქრობს, რომ მის მიერ არჩეული პროფესია სამომავლოდ პერსპექტიული იქნება, საერთაშორისო ამერიკული უნივერსიტეტის დიპლომი კი მას დაეხმარება დასაქმების ბაზარზე იყოს კონკურენტუნარიანი: „ამერიკელი პროფესორები წამიკითხავენ ლექციებს, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის.


დათო ბაკურიძე
დათო ბაკურიძე

ვფიქრობ, ამ უნივერსიტეტის დახმარებით გაცვლით პროგრამებში გამარჯვების მეტი შანსი მექნება. მე შპს ,,განათლება” სკოლა „იმედში” ვსწავლობდი, პირველი კლასიდანვე, 12 წლის განმავლობაში ვიღებდი ისეთ განათლებას რომელიც პასუხობდა არსებულ მოთხოვნებს, ამიტომაც არ გამჭირვებია გამოცდების ჩაბარება”, სწორედ სკოლაში გავიგე ამ პროგრამის შესახებ – ამბობს დათო.


სანდრო ჯიჯავაძეც შპს ,,განათლება” სკოლა „იმედის“ კურსდამთავრებულია, მან ასევე ასპროცენტიანი დაფინანსება მოიპოვა. სანდრო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთ ფილიალში კომპიუტერულ ინჟინერიას შეისწავლის. იგი ამბობს, რომ დიდი მოლოდინი აქვს: „პროგრამის შესახებ პრეზენტაცია საერთაშორისო განათლების ცენტრის წარმომადგენელმა ნინო ინაიშვილმა სკოლაში გაგვაცნო, მაშინვე დავინტერესდი ამ უნივერსიტეტით. მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩავაბარეთ, გამოცდები იყო საშუალო სირთულის. სან დიეგოს უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხი ერთდროულად მომენიჭება – ამაზე კარგი რა უნდა იყოს!” – ამბობს სანდრო.


სანდრო ჯიჯავაძე
სანდრო ჯიჯავაძე


დათოს და სანდროს წარმატებაში ეჭვი არ ეპარებოდათ სკოლაში მის პედაგოგებს. სკოლის დირექტორი ქეთევან გოშხეთელიანი მიიჩნევს, რომ მათი მოსწავლეების წარმატება იმ დიდი შრომის შედეგია, რასაც სკოლის თითოეული მასწავლებელი გასწევს ყოველ გაკვეთილზე: „ეს საამაყო შედეგია სკოლისთვის. ორივე მოსწავლე ჩემს სკოლაშია აღზრდილი, არც ერთი მათგანი არ სანდრო ჯიჯავაძე დათო ბაკურიძე მაღალკვალიფიციური ადამიანური რესურსი განაპირობებს. დაარსებიდან დღემდე სკოლას ქალბატონი 
საჭიროებდა დამატებით მომზადებას. ჩემი სკოლა წელს 18 მოსწავლემ დაამთავრა და ყველა მათგანი უმაღლესში აპირებს სწავლის გაგრძელებას, ახლა შედეგებს ველოდებით, ყველაზე პირველებმა დათომ და სანდრომ გაგვახარეს, საკმაოდ მაღალი ქულები აქვთ სხვა მოსწავლეებსაც” – ამბობს ქეთევან გოშხეთელიანი.


შპს ,,განათლება” სკოლა ,,იმედის” კურსდამთავრებულები, ყოველ წელს, ტრადიციულად, უმაღლეს შედეგებს აჩვენებენ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და ქვეყნის საუკეთესო უმაღლესი სასწავლებლების წარმატებული, მოთხოვნადი ფაკულტეტების სტუდენტები ხდებიან.


შპს „განათლება” სკოლა ,,იმედი” 2001 წელს დააფუძნეს ქეთევან და დიმიტრი გოშხეთელიანებმა. სკოლაში გაძლიერებულად ისწავლება ინგლისური ენა და მათემატიკა. განათლების მაღალ ხარისხს აქ თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ქეთევან გოშხეთელიანი ხელმძღვანელობს. 


P.S შპს ,,განათლება” სკოლა ,,იმედი” უკლებლივ ყველა აბიტურიენტს ულოცავს გამოცდების წარმატებით ჩაბარებას. უსურვებს სასურველ ფაკულტეტზე მოხვედრას და წარმატებებს!

მის: ბათუმი, გ. ბრწყინვალის ქუჩა #103

ვებგვერდი: www.imedi.edu.ge

ტელ.: (0 422) 27 20 71

მაღალჩინოსნების სასამართლოზე პროკურორი არ გამოცხადდა

ბრალდებულებს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით გირაო 2000-2000 ლარი შეუფარდა, მათ ფინანსური პოლიცია სამსახურებრივი გულგრილობისა და დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებას, სისხლის სამართლის 132-ე მუხლის პირველი ნაწილით ედავება, რაც სამ წლამდე პატიმრობას გულისხმობს.

დღეს, 31 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჩანიშნული წინასასამართლო სხდომა არ ჩატარდა. სასამართლო პროცესის დაწყება მოსამართლემ დააგვიანა. შემდეგში, თითქმის საათნახევრიანი ლოდინის შემდეგ, როდესაც მოსამართლე მოვიდა, სასამართლო პროცესზე პროკურორი არ გამოცხადდა.მიზეზი როგორც სასამართლომ განმარტა, მათთვის უცნობია, თუმცა პროკურორ გიორგი გრატიშვილს ამ სხდომის გაცდენა საპატიოდ ჩაეთვალა, რადგან პროცესი დაგვიანებით მოსამართლემ დაიწყო: “რა ვქნათ ახლა, ალბათ უნდა გადავდოთ ეს პროცესი, “- ჰკითხა მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა დაცვის მხარესა და ბრალდებულებს. „შევწყვიტოთ დევნა“- უპასუხა ბრალდებულების ერთ-ერთმა ადვოკატმა.

 

ბრალდებულებს ადვოკატები: ჯემალ კიკნაძე, ედიშერ მახარაძე და თორნიკე ანანიძე იცავენ.

მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა ასევე ბრადებულებს და მათ დამცველებს სთხოვა, სასამართლო პროცესის არასამუშაო დღეებში განახლება: „ბევრი საქმე მაქვს, ამიტომ იქნებ შეძლოთ ვიმუშაოთ უქმე დღეებში“

გადაწყდა, რომ სასამართლო სხდომა შაბათს, 5 სექტემბერს განახლდება.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ქალაქის მერიამ შპს „ტონი და კომპანიასთან“ გააფორმა ხელშეკრულება, ჟილინის არხის კაპიტალური სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესახებ. შპს-ს მხრიდან საბანკო გარანტიის წარდგენის შემდეგ მერიამ ავანსის სახით კომპანიას ჩაურიცხა 1 289 972 ლარი.

მას შემდეგ, რაც კომპანიამ არაჯეროვნად შეასრულა სამუშაოები და მერიას წარუდგინა მხოლოდ 254 265 ლარის ღირებულების სამუშაოები, ბრალდებულები, ნაცვლად იმისა, რომ აემოქმედებინათ სადაზღვევო კომპანია „უნისონის“ მიერ გაცემული საბანკო გარანტიით გათვალისწინებული პირობები, გულგრილად მოეკიდნენ დაკისრებულ მოვალეობას და აღნიშნულ საწარმოს კვლავ გადაურიცხეს 236 000 ლარი. 

საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, არჩილ ვანაძისა და ლაშა ბოლქვაძის აღნიშნულმა კანონსაწინააღმდეგო ქმედებამ განაპირობა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა და ამასთან, თვითმმართველი ქალაქ ბათუმისთვის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია. საქმეზე გრძელდება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის 1 ნაწილით, რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

 

სასამართლოში პოლიციელის მკვლელობის ღამის კადრები აჩვენეს

ვიდეოკადრები,როგორც მტკიცებულება დღეს სასამართლოში სახელმწიფო ბრალდმდებელმა რამაზ შავაძემ წარმოადგინა. კადრები სრულად არ უჩვენებიათ. რამაზ შავაძე კარნახობდა სასამართლოს ტექნიკურ პერსონალს, რომელი კადრი ეჩვენებინათ.

პროკურორის მიერ წარმოდგენილ კადრებში არსად ჩანს, რომ რამაზ დევაძე თარაშ მუკბანიანს მიჯრით ესვრის. თავის დროზე მედია სწორედ მიჯრით სროლაზე ავრცელებდა ინფორმაციას. ზოგადად, სროლის კადრებიც ძალიან ბუნდოვანია. ყოველ შემთხვევაში, კადრებზე, რომელზეც პროკურორი ამბობდა, რომ ეს იყო სასიკვდილო გასროლა, ადვოკატები არ ეთანხმებოდნენ და ამბობდნენ, რომ „აქ არ ჩანს სროლა“.

პირველად იარაღი ძალიან მკვეთრად ჩნდება გარდაცვლილი პოლიციელის – თარაშ მუკბანიანის ხელში. კადრებიდან ასევე ნათლად ჩანს, რომ მეორე სართულზე, კიბის უჯრედთან ახლოს მყოფი თარაშ მუკბანიანი ძალიან მთვრალია და ცეკვავს გოგოსთან ერთად. ამ დროს რამდენიმე მამაკაცი გაივლის ზუსტად იმ დერეფანში, სადაც თარაშ მუკბანიანი ცეკვავს. ეს მოძრაობა თანდათან გადადის ჩოჩქოლში და შეხლა-შემოხლაში. სწორედ ამ დროს ჩნდება პირველად თარაშ მუკბანიანის ხელში იარაღი.

თარაშ მუკბანიანი იარაღს რამდენიმე ადამიანს უმიზნებს. რამაზ დევაძეს ის ზურგიდან ჰყავს შებოჭილი და საფეხურებით პირველ სართუზე ამ დროს პოლიციელს, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა იარაღიანი ხელი ისევ თავისუფალი აქვს.

პირველი სართულის დერეფანი სათანადოდ არ არის განათებული, ამიტომ 100%-იანი სიზუსტით შეუძლებელია იმის თქმა, საფეხურებზე თარაშ მუკბანიანის ჩაყვანის შემდეგ იქ რა ხდება ან ვინ ვის ესვრის.

კადრში ასევე მკვეთრად ჩანს, რომ იარაღი, რომელიც თავის დროზე თარაშ მუკბანიანს ეჭირა ხელში პირველი სართულის კადრებში რამაზ დევაძის ხელშია. თარაშ მუკბანიანი კი იატაკზე წევს.

”ტბაში წელამდე რომ შეხვიდეთ, შეიძლება ჭურვს დაადგათ ფეხი” – სამხედრო ტექნიკა მწვანე ტბაში

 

მწვანე ტბა. ფოტო: wikipedia
მწვანე ტბა. ფოტო: wikipedia

„ჩვენ გუშინ ასულები ვიყავით მწვანე ტბაზე, სამთო დაივინგისთვის ეს ტბა საინტერესოა.

როგორც ვიცი აბაშიძის დროს ატარებდნენ აქ საწვრთნელ ვარჯიშებს, ნაწილს ტექნიკისას აფეთქებდნენ, ნაწილს ყრიდნენ ტბაში და წლების განმავლობაში ბევრი იარაღი დაგროვდა. გუშინ მწვანე ტბაზე იყო ხულოს პოლიციაც ამოსული, მათ გვითხრეს, რაღაც გაწმენდითი სამშაოები ჩავატარეთო, მაგრამ დაბალ სიღრმეზეც კი ბევრია იარაღია და არის შემთხვევები, როცა არა აკვალანგისტებს, არამედ ტურისტებსაც კი უპოვიათ იარაღი. 

ტბაში წელამდე, მკერდამდე რომ შეხვიდეთ, შეიძლება ჭურვს დაადგათ ფეხი. მე მეგონა, რომ გაუვნებელყოფილი იქნებოდა, თუმცა ასე არ არის.  

ეს არ არის ახალი ამბავი, ადრეც იყო, ტელევიზიაში, CNN-ზეც კი აჩვენეს, მაგრამ ახლაც  იარაღია, რაც ხელს გვშლის კვლევების ჩატარებაში,“ – ამბობს დავით ნიკოლაიშვილი. 

 

მწვანე ტბა ხულოში, ზღვის დონიდან 2058 მეტრზე მდებარეობს. 

  

პარკირების წესების დარღვევა – დღის სტატისტიკა [ფოტო]

პარკირების წესების დარღვევის შემთხვევები, რომლებიც გადაღებულია ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში:

Jpeg
Jpeg
Jpeg
Jpeg
Jpeg
Jpeg
Jpeg
Jpeg
Jpeg
Jpeg
Jpeg
Jpeg
Jpeg
Jpeg
Jpeg
Jpeg
Jpeg
Jpeg
Jpeg
Jpeg
Jpeg

შსს: სარფში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღეს

 

შს სამინისტროს ცნობით სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 11,331 გრ ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის თანახმად 4,5365 გრ ჰეროინს შეიცავს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

 

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით). 

მანიმენი – ისარგებლეთ ფასდაკლებით დღესვე


სწრაფი ონლაინ სესხების კომპანიაMoneyMan.ge გილოცავთ ყველაზე ფერადი და ბარაქიანი წელიწადის დროის, შემოდგომის დადგომას! დროა, იზრუნოთ ფინანსური პრობლემების გადაჭრაზე და დაიწყოთ ახალი სეზონი სურვილების ასრულებით! სულ რაღაც 15 წუთში სასურველი თანხა თქვენს განკარგულებაში იქნება.

 

მანიმენს თქვენთვის განსაკუთრებული სიურპრიზიც აქვს, გამოიყენეთ პრომოკოდი XXX და მიიღეთ ფასდაკლება. ისარგებლეთ სწრაფი, მარტივი და მოსახერხებელი პირობებით:

 

• პირველ სესხზე შეგიძლიათ ისარგებლოთ 500 ლარით 31 დღის ვადით, თუმცა ყოველ მომდევნო სესხზე პირობები უმჯობესდება – საპროცენტო განაკვეთი მცირდება, ვადა კი იზრდება.

• თუ თქვენს მიერ მოწვეულ მეგობარს დაუმტკიცდა სესხი, თქვენ დაგერიცხებათ 25 ლარის ქულა, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც სესხის დაფარვისთვის, ასევე გადავადებისთვის.

• განაცხადის შემოტანა შესაძლებელია SMS–ის მეშვეობითაც, რომელიც უნდა გამოაგზავნოთ ნომერზე 91009. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/SMSloan

• იხდით მხოლოდ იმ დღეების პროცენტს, როცა თანხას იყენებთ. მაგალითად, თუ თქვენ აიღეთ კრედიტი 31 დღით, თუმცა 14 დღეში თანხა შეიტანეთ, თქვენ იხდით მხოლოდ ამ 14 დღისას და არა მთელი პერიოდისას.


ნუ გადადებთ ცხოვრებას ხელფასამდე, მოემზადეთ საშემოდგომოდ და აიღეთ სესხი დღესვე!


MoneyMan.ge

Exit mobile version