ღონიძიებაზე ანსამბლი “ლილეს” მონაწილეობით, შესრულდა ქართული ხალხური ცეკვები და ჟესტური სიმღერები.


ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდა პროექტი “ნიჭიერის” ფინალისტი სმენადაქვეითებულთა დუეტი “კოკა და ნინო”.
ბათუმელები
მილიონობით წლის წინ ვულკანური მოქმედების შედეგად მაშინდელი ტყე განადგურდა და გაქვავდა – ასე განმარტავს ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის გასწვრივ გაქვავებული ტყის წარმოშობას გეოეკოლოგი და კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციათა ქსელის (CENN) ექსპერტი ჭიჭიკო ჯანელიძე.
ვულკანის ამოფრქვევისას ტყე იფარებოდა ვულკანური ფერფლით, რომლის სიმძლავრის ქვეშ იქცეოდა ხეები, იმსხვრეოდა ტოტები, ღეროები და ისინი ქვავდებოდნენ.

„გოდერძის განმარხებული ტყე კავკასიის მასშტაბით და, ზოგადად, რეგიონში, ერთადერთია და უნიკალური. ის ინფორმაციულიც არის, მეცნიერულადაც თითქმის შესწავლილია და დადასტურებულია, რომ აქ, დღევანდელისგან განსხვავებით, სითბოს მოყვარული, ნახევრად ტროპიკული ტყეები იყო. გაქვავებულ ტყეს ბუნების ისტორიის კვლევაში, ძალიან დიდი როლი ენიჭება. აქ შეგიძლია გააცოცხლო 15 მილიონი წლის წინანდელი ფლორა“, – ამბობს ჭიჭიკო ჯანელიძე.
ნამარხი ტყე, რომელიც ვულკანოგენურ ქანებში მდებარეობს, იწყება ადიგენის რაიონიდან, სოფელ უტყისუბნიდან და მოიცავს ზემო აჭარასაც, სოფელ რიყეთამდე. ნამარხი ტყის ფართობი დაახლოებით 70-80 კვ/კილომეტრია.
გოდერძის გაქვავებული ხეები უნიკალურია სამუზეუმო ნიმუშებითა და ქალცედონიზებული და ოპალიზებული სახესხვაობებით. ჭიჭიკო ჯანელიძის თქმით, „მცენარეები არის გაქვავებული, მათ მხოლოდ ფორმა, ფაქტურა აქვს შენარჩუნებული თორემ უკვე მთლიანად ოპალიზებული, მინერალიზებული ქანებია. ეს არის მეორადი ოპალი და ის კეთილშობილ, ძვირფას ოპალს არ წარმოადგენს“.
გაქვავებული ხე მთლიანად ჩანაცვლებულია ოპალით და ქალცედონით, ნაპრალები და სიცარიელეები კი ამოვსებულია ქალცედონით და კვარცით. ხის გაქვავება მიმდინარეობდა მისი ორგანული მასალის თითქმის მთლიანი ჩანაცვლებით ისე, რომ სრულიად არ დარღვეულა მისი პირვანდელი სტრუქტურა, ანუ კლდის ქანებში დღეს ხის, ფოთლების ფორმებია შემორჩენილი.
ქალცედონიზებულ ხეებში უფრო კარგადაა დაცული ხის საწყისი სტრუქტურა, ვიდრე ოპალიზებულში. ამასთან, პირველი გამოირჩევა უფრო მაღალი სიმკვრივით და უკეთ იტანს დამუშავებას ნაკეთობათა დამზადების პროცესში, ვიდრე ოპალიზებული ხეები, რომლებიც შედარებით მყიფეა და მსხვრევადი.
გაქვავებულ ხეებს აქვს ყავისფერი, ყვითელი, თეთრი, წითელი და შავი შეფერილობა. ეს ფერები ხშირად ერთსა და იმავე ნიმუშზე ერთდროულად გვხვდება და მორიგეობს ერთმანეთთან, რაც ნედლეულს აძლევს კარგ დეკორატიულ იერსახეს.
ოპალი საქართველოში გარკვეულ ადგილებში, განსაკუთრებით გოდერძზე გვხდება. ამ ოპალის შესახებ გეოქიმიის ერთ-ერთი ფუძემდებელი ალექსანდრე ფერსმანი წერდა: „მინერალოგიური ბუნებით ისინი მიეკუთვნება ნახევრად ოპალსა და ქალცედონს“. ასეთი სახის ოპალიდან განსაკუთრებით ლამაზია მწვანე ფერის სახესხვაობა.
გოდერძის გაქვავებული ხე სწორედ ოპალიზებულ ხეს, ანუ დამარხული ტყის ხეების ხარჯზე წარმოქმნილ ოპალის ფსევდომორფოზებს წარმოადგენს. გაქვავებული ხე კარგად მუშავდება, პრიალდება და მისგან აწარმოებენ სხვადახვა ნაკეთობას: საფერფლეებს, კულონებს და სხვა სუვენირებს.
ოპალიზებული ხე მსოფლიოში იშვიათობას წარმოადგენს. გარემოს დაცვის სამმართველოს მონაცემებით, აჭარის ტერიტორიაზე დაახლოებით 1500 ტონა ოპალიზებული ხეა.
არის მოსაზრება, რომ გოდერძის საბადოს ათვისება ხელს შეუწყობს მოსახლეობის დასაქმებას, ხოლო აქ არსებული გვირაბების გაწმენდისა და მოწესრიგების შედეგად შესაძლოა საბადო გახდეს გეოტურიზმისთვის ღირსშესანიშნავი ადგილი.
CENN-ის გარემოსდაცვითი პროექტების კოორდინატორის რეზო გეთიაშვილის თქმით, გაქვავებული ტყე იმდენად მომხიბვლელია, რომ მათ `სუვენირებად ამტვრევდნენ და მიჰქონდათ”.
რეზო გეთიაშვილის თქმით, შესაძლოა ადრე მოპოვება და გამოყენებაც ხდებოდა რაღაც ფორმით, `ზუსტად ვერ გეტყვით, თუმცა ფაქტია, რომ დღეს მსოფლიოში ასეთი ბუნების ძეგლები საგამომცემლო ბიზნესის ერთ-ერთი წყაროცაა და მათ შესახებ მაღალი დონის პოლიგრაფიული გამოცემები არსებობს”.
„ამ ადგილებში მართლაც არის ხელნაკეთობისთვის გამოსადეგი მასალა – ტუფი, გაქვავებული ხე და სხვა. ე.წ. გოდერძის წყება აჭარაში დროთა განმავლობაში ეროზიის შედეგად გაშიშვლდა და გამოჩნდა. გაქვავებული ტყე ადრე წითელ წიგნში იყო შეტანილი, დღეს კი, როგორც ბუნების ძეგლს, უკვე კანონმდებლობა იცავს. ნამარხ ტყეს ბუნების ძეგლის სტატუსი 2013 წელს მიენიჭა,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს ბიომრავალფეროვნების დაცვის განყოფილების უფროსმა იზო აბულაძემ.
წითელი წიგნის მიხედვით, ძეგლი მსოფლიო მნიშვნელობისაა – `ბუნების უიშვიათესი საოცრება, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ შუა აზიასა და საქართველოს მიწაზეა მიკვლეული და მას კაჟის ტყესაც უწოდებენ”.
„სტატუსი ნიშნავს, რომ დაცულობის ხარისხი იზრდება… რაღაც პერიოდში, როცა წითელი წიგნი გაუქმდა და შეიქმნა წითელი ნუსხა, ბევრი ბუნების ძეგლი დარჩა დაუცველი. გოდერძის გაქვავებული ტყისთვის სტატუსის მინიჭება არ იყო ახალი აღმოჩენა – ეს იყო უბრალოდ პროცედურა“, – ამბობს რეზო გეთიაშვილი და დასძენს, რომ ძეგლი ტურისტული კუთხითაც საინტერესოა, მათ შორის სამეცნიერო ტურიზმის კუთხითაც: `ამასთან, არიან კოლექციონერებიც, რომლებიც აგროვებენ რაც კი განსხვავებულია და უნიკალურია. აქ არ არის საუბარი, ვთქვათ, ქვა ჩამოტეხო და წაიღო, უბრალოდ, ფოტოს გადაუღებ და წაიღებ…”
„ბუნების ძეგლების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონით ძეგლის დაზიანების შემთხვევაში პირს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ან შესაბამისი სანქცია დაეკისრება.

გოდერძის ნამარხი ტყის ბუნების ძეგლი, რომელიც ადიგენისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე [საერთო ფართობი 365 ჰა] მდებარეობს, დღეს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის დაქვემდებარებაშია.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე დასახლებული პუნქტია ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელი ზარზმა. თბილისიდან ზარზმა დაშორებულია 240 კმ-ით; სოფელ ზარზმიდან გოდერძის ნამარხი ტყის ბუნების ძეგლი კი – 18 კმ-ით; ქ. ბათუმიდან გოდერძის უღელტეხილის გავლით ძეგლამდე მანძილი არის 115 კმ [ხანგრძლივობა – 2 საათი და 30 წთ]. ღამის გასათევად კი ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია ხულოში ან ახალციხეში დარჩენა, სადაც შესაძლებელია სასტუმროში გაჩერება.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, გაქვავებული ტყე ჯერჯერობით არც ერთ ტურისტულ მარშრუტში არ არის შეტანილი და იქ არც რაიმე შესაბამისი ინფრასტრუქტურაა მოწყობილი.
„2013 წელს აჭარის ტერიტორიაზე მდებარე მხოლოდ გოდერძის ნამარხ ტყეს მიენიჭა ბუნების ძეგლის სტატუსი, თუმცა ასეთი სტატუსი, ჩემი აზრით, შესაძლოა მიენიჭოს ყველასთვის ცნობილ მწვანე ტბას აჭარაში, ასევე შავ ტბას, ქვაკაცას [რომელიც იყო შეტანილი წითელ წიგნში]; ბუნების ძეგლებს შორის უნდა იყოს უთხოვარის 500-წლოვანი ტყეებიც ჩანჩხალოში და სხვ. – ამ ყველაფერზე დღეს ვმუშაობთ“, – განაცხადა “ბათუმელებთან” იზო აბულაძემ.
ქვაკაცა სვეტი გეოგრაფიულ რუკებზე აღნიშნულია როგორც “ქვაკაცის შთენილი-. შუახევიდან მთის ბილიკებით აღმართში, ან გურიიდან (ბახმაროდან ან ვაკიჯვარიდან) მისვლა შეიძლება მხოლოდ ფეხით ან ცხენით. ძეგლი ღირებულია მთელი კავკასიის მასშტაბით. მდ. ჭვანისწყლის მარჯვენა მხარეს მდინარე-ხევასღელის სათავეში აღმართული სხვადასხვა განზომილების სამი შთენილი, გამწკრივებულია ერთ ხაზზე. უდიდესი მათგანის შეფარდებითი სიმაღლე 7 მეტრია, დიამეტრი – 4,5-5 მ. იგი მოგვაგონებს ადამიანის ქანდაკებას, საიდანაც წარმოსდგა მისი სახელწოდება. მეორე შთენილის სიმაღლეა 5 მ, სიგანე – 2 მ. მესამე კი უფორმო ლოდია.
შავი ტბა – “ყარა გიოლი” ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფ. ხიხაძირის საზაფხულო საძოვრებზე [“სარიჩაირი”] მდებარეობს. ტბის ძირში გამოდის წყარო, რომელსაც, მოსახლეობა სასმელად იყენებს. ტბასთან დაკავშირებულია თამარისდროინდელი ლეგენდა, რომელიც ჩაუწერია ქართველ მეცნიერსა და მოგზაურს თ. სახოკიას: “თამარ მეფეს ერთი ურჩი ზანგი ტყვე ჰყოლია, ზანგი გაქცეულა. თამარს კი მდევარი დაუდევნებია, მდევარს ტყვე შეუპყრია, მაგრამ ტბასთან მისულებს ზანგი ხელიდან გასხლტომიათ და ტბაში ჩამხტარა. მდევრებს ყოველი ღონე უხმარიათ, მაგრამ ვერ უპოვიათ. ასეთ საზარელ შემთხვევებს შემდეგშიც ხშირად ჰქონია ადგილი. სავარაუდოა, რომ, ამის გამო თუ შეარქვა ხალხმა ტბას-შავი ტბა (“ყარა გიოლი“)”.

ზარი თამილას ანგარიშზე: 09-01; 70-10-70 [მაგთი, ჯეოსელი, ბილაინი]



„იმისთვის, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს დამოუკიდებლად არსებობისა და ცხოვრების ყველა სფეროში სრულყოფილი მონაწილეობის საშუალება მიეცეთ, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიმართონ ყველა შესაბამის ზომას, რათა მათთვის უზრუნველყონ, სხვების თანასწორად, ფიზიკური გარემოს, ტრანსპორტის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, ტექნოლოგიეური სისტემების, ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი სხვა მოწყობილობებისა და მომსახურების ხელმისაწვდომობა, როგორც ქალაქის, ასევე სოფლის პირობებში.“ – ეს არის ამონარიდი გაეროს კონვენციიდან, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის შესახებ, რომელიც 2006 წელს მიიღეს, 2013 წელიდან კი საქართველომ ამ კონვენციის რატიფიცირებამოახდინა, რაც მას ავალდებულებს ამ სტანდარტების შესრულებას.

მიუხედავად ამ ვალდებულებებისა, რამინ მაჭარაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ დამფუძნებელი, ამბობს, რომ საქართველოში საარჩევნო გარემო სრულიად არაადაპტირებულია: „ნებისმიერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის ხელმიუწვდომელი გარემოა, განსაკუთრებით დიდი პრობლემის წინაშე დგანან ეტლით მოსარგებლეები და სმენადაქვეითებული პირები. ისეთ უბნებში ტარდება არჩევნები, რომ ეტლით მოსარგებლეები დამოუკიდებლად თითქმის ვერ ახერხებენ შენობაში შეღწევას, საარჩევნო კაბინებიც მაღალია, ეტლით მოსარგებლე ვერ წვდება მაგიდას, საჭიროა სპეციალური კაბინა. ხოლო სმენადაქვეითებულებს უჭირთ არჩევანის გაკეთებაც, რადგან მთლიანად წინასაარჩევნო პერიოდიც მათთვის გაუგებარ ენაზე წარიმართება, არც საარჩევნო უბნებთან ხვდებათ ვინმე, ვინც წესებს აუხსნის მათთვის გასაგები ჟესტური ენით. იყო მცდელობა „სკაიპით“ ჩაერთოთ საარჩევნო უბნებში ჟესტური ენის მცოდნენი, რომლებიც წესებს აუხსნიდნენ სმენადაქვეითებულ პირებს, თუმცა ეს გარკვეული ხარვეზებით წარიმართა, იმედია სამომავლოდ გამოასწორებენ ამ საკითხს.“ – ამბობს რამინ მაჭარაშვილი.
ქალაქ ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა აღნიშნა, რომ მას კანონი ავალდებულებს ადაპტირებული საარჩევნო გარემო შექმნას: „ინფრასტრუქტურა უნდა მოვარგოთ იმ საარჩევნო უბნებს, სადაც ჩატარდება პროცედურა, ქალაქის მუნიციპალიტეტის ვალდებულებაა მის საკუთრებაში არსებული საარჩევნო უბნები მოაწყოს, გარემო უნდა იყოს ადაპტირებული ნებისმიერი იმ პირისთვის, რომელიც არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.“ – ამბობს გიორგი ერმაკოვი.

რამდენად რთულია საარჩევნო უბანზე ეტლით მისვლა, თომა კაკაბაძემ ყველაზე უკეთ იცის, ის 2013 წელს მობილურ ჯგუფს ხელმძღვანელობდა. ამბობს, რომ მისთვის პრობლემური იყო თითქმის ყველა საარჩევნო უბანთან მისვლა: „დამოუკიდებელი პიროვნება ნიშნავს თავისუფალ არჩევანს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარემო არ იყოს შეზღუდული. არჩევნები იმართება ადმინისტრაციულ შენობებში, ბაღებში, სკოლებში, სპორტდარბაზებში, ეს საჯარო სივრცეა, რომელთა ადაპტირების შემთხვევაში არ დარჩება მხოლოდ საარჩევნოდ გამოყენებადი. ხშირად ეტლით მოსარგებლე შშმ ბავშვები სკოლებში არ დადიან, რადგან სკოლა არ არის ადაპტირებული, ან ყველა შშმ ბავშვი იმ სკოლაში იყრის თავს, რომელიც მეტ-ნაკლებად ადაპტირებულია (სრულად ადაპტირებული სკოლები არ გაქვს), ამიტომ საჯარო სივრცე სრულფასოვნად უნდა ადაპტირდეს და არა დროებით. ხშირ შემთხვევაში ადაპტირებას ორი-სამი დღით ადრე აკეთებენ, არც დახრა აქვს შესაბამისი, არც მოაჯირი, კარის ზღურბლია ისეთი მაღალი, თუ არ წამოსწიეს, ეტლით დამოუკიდებლად ვერ გადახვალ.“ – აღნიშნავს თომა კაბაბაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“ თავმჯდომარე.
დაპირებების მიუხედავად, შშმ პირებსა და მათი უფლებების დამცველებს მიაჩნიათ, რომ შესაძლოა საარჩევნო გარემოს სრულფასოვანი ადაპტირება ვერ მოესწროს, რამეთუ სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა: „ხშირ შემთხვევაში ყოველ წელს ერთსა და იმავე საარჩევნო უბნებზე ტარდება არჩევნები. პრობლემა არის ის, რომ დღემდე არანაირი სამუშაოები არ შეინიშნება, კანონში წერია, რომ 2016 წლის არჩევნების დანიშვნისთანავე უნდა დაიწყოს შენობების ადაპტირება, თუმცა ეს მხოლოდ ორი თვით ადრე მოხდება, ბოლო ორ თვეში ეს ვერ მოესწრება, პანდუსები ისეთი დაგვხვდება, როგორებიც გასულ წლებში იყო – სახიფათო და არასტანდარტული.“ – ამბობს რამინ მაჭარაშვილი.
ქალაქის მერს კი გაცილებით ოპტიმისტური მოლოდინი აქვს. ის ამბობს, რომ არჩევნებამდე ყველა შენობის ადაპტირება მოხდება: „ველოდებით მითითებებს ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან, თუ რომელ შენობებში ჩატარდება არჩევნები, მივიღებთ თუ არა ამ ცნობებს, დავიწყებთ შესაბამისი სამუშაოების შესრულებას. ყველაფერს გავაკეთებთ დათქმულ დრომდე, ყველა მუნიციპალური შენობის ადაპტირებას ვახდენთ, ახალი შენობები რაც აშენდა, ყველა ადაპტირებულია, მაგრამ ჯერ არ ვიცით, სად ჩატარდება არჩევნები. არჩევნებამდე შეიძლება დროებით გავაკეთოთ შენობების ადაპტირება, მაგრამ შემდეგ აუცილებლად მოხდება სრულფასოვანი ადაპტირება.“ – აღნიშნა ერმაკოვმა.
„თუ შშმ პირები არ გამოვლენ სახლებიდან, მათ ვერავინ შეამჩნევს, არც მათთვის ადაპტირებული გარემოს შექმნისთვის იზრუნებს ვინმე. არჩევნები ყველაზე საყოველთაო მოვლენაა, შშმ პირებმა ეს დღე უნდა გამოიყენონ, გარშემომყოფებს შეახსენონ, რომ ისინიც არსებობენ, რომ მათ შესაბამისი ინფრასტრუქტურა სჭირდებათ.“ – ამბობს თომა კაკაბაძე.
სტატია მომზადდა პროექტ „ახალგაზრდა ამომრჩეველთა სამოქალაქო განათლებისა და საარჩევნო პროცესებში ჩართულობის ამაღლების“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმირებისა და სწავლების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტს ახორციელებს მოძრაობა „ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“.
“ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატები“ ვაცხადებთ, რომ არსებულ უმძიმეს სოციალურ–ეკონომიკურ ფონზე ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია თანამდებობის პირთა შტატების ხელოვნურად გაზრდა. ჩვენი პოზიცია ემყარება შემდეგ არგუმენტებს:
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის კომპეტენცია, ამ ეტაპზე (საუბარია ამჟამად მოქმედი რეგლამენტით გათვალისწინებულ თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე), შემოიფარგლება მხოლოდ და მხოლოდ “სათადარიგო” ფუნქციით. მას არ აქვს საკმარისი დატვირთვა იმისთვის, რომ უფლებამოსილების და კომპეტენციის გაყოფას საჭიროებდეს. შესაბამისად, სრულიად უსაფუძვლოა მეორე მოადგილის შტატის დამატების ინიციატივა.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურას წარადგენს მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარე და დიდი ალბათობით, მეორე მოადგილის წარდგენა მმართველი კოალიციიდან მოხდება.
ჩვენ, ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატები”, კატეგორიულად ვაცხადებთ – ჩვენი ფრაქცია არათუ არ დაუჭერს მხარს რეგლამენტში შესატან აღნიშნულ ცვლილებას, არამედ ყველა ღონეს იხმარს იმისთვის, რომ მოხდეს საზოგადოების ფართო წრეების ინფორმირება, რათა ერთად გადავაფიქრებინოთ ქალაქ ბათუმის საკრებულოს კიდევ ერთი უფუნქციო თანამდებობის დამატება.” – ნათქვამია ფრაქცია ” თავისუფალი დემოკრატების” განცხადებაში.
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში კონკურსი გამოცხადებულია შემდეგ თანამდებობებზე:
ადმინისტრაციული განყოფილების უფროსი. ხელფასი 1100 ლარი.
საფინანსო და საბუღალტრო განყოფილების მთავარი სპეციალისტი. ხელფასი 790 ლარი.
სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების წამყვანი სპეციალისტი (იურისტი). ხელფასი 640 ლარი.
სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების მთავარი სპეციალისტი (შესყიდვების კოორდინატორი). ხელფასი 790 ლარი.
საზოგადოებასთან ურთიერთობისა და რეკლამის მთავარი სპეციალისტი (სამიზნე ქვეყნები – ისრაელი და პოლონეთი). ხელფასი 790 ლარი.
საზოგადოებასთან ურთიერთობისა და რეკლამის მთავარი სპეციალისტი (სამიზნე ქვეყნები – თურქეთი და აზერბაიჯანი). ხელფასი 790 ლარი.
საზოგადოებასთან ურთიერთობისა და რეკლამის მთავარი სპეციალისტი (სამიზნე ქვეყნები – საქართველო და ლიტვა). ხელფასი 790 ლარი.
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში გამოცხადებულ ვაკანსიებზე შერჩეულ კონკურსანტებს სამთვიანი გამოსაცდელი ვადით აიყვანენ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში კონკურსი გამოცხადებულია შემდეგ თანამდებობებზე:
საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის აპარატის სტაჟიორი;
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხტა კომისიის აპარატის სტაჟიორი;
საერთო დეპარტამენტის სტაჟიორი;
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის აპარატის სტაჟიორი;
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის აპარატის სტაჟიორი;
აგარარული და თვითმმართველობის საკითხთა კომისიის აპარატის სტაჟიორი;
საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის აპარატის სტაჟიორი;
სტაჟიორებისთვის განკუთვნილი ხელფასი 125 ლარია. სტაჟიორის ვაკანსიებზე გამოსაცდელი ვადა არ არის დაწესებული.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატში, კი კონკურსი ორ თანამდებობაზეა გამოცხადებული: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი და მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი. ორივე თანამდებობაზე ხელფასის სახით განსაზღვრულია 1070 ლარი, გამოსაცდელი ვადა კი 3 თვე. მთავრობის აპარატში განცხადების წარდგენის ბოლო ვადა 27 სექტემბერს იწურება.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს 21 წლიდან, რომლებიც დააკმაყოფილებენ საკონკურსო განაცხადით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
სახელმწიფოს მხრიდან ცალკეული მიმართულებების პრიორიტეტად გამოცხადებამ და დაფინანსებამ, თითქმის მილევად პროფესიებზე მოთხოვნა კვლავ გააჩინა. მაგალითად, წლების წინ დაწყებითი განათლების ფაკულტეტზე სწავლის მსურველთა რიცხვი სარგძნობლად შემცირდა, სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსების შემდეგ კი, მოთხოვნა ისევ გაიზარდა. წელს აღნიშნულ ფაკულტეტზე გამოცხადებულ 90 ადგილზე 1106 განაცხადი შევიდა.
ანალოგიური სიტუაციაა ქართული ფილოლოგიის მიმართულებითაც. გამოცხადებულ 80 ადგილზე 895-მა აბიტურიენტმა შეიტანა განაცხადი, აქედან 119-მა პირველ საგნად მიუთითა.

კონკურენციის პირობებში დაკომპლექტდა ისტორიის მიმართულებაც, რომელზეც ასევე სტუდენტების ნაკლებობა იყო. „ყველაზე მეტი ოცი სტუდენტი შეიძლება მიგვეღო, წელს კი ორმოცდაათი სტუდენტი მივიღეთ და სრულად დავაკომპლექტეთ“, – თქვა უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა. ამ მიმართულებაზე სულ 801-მა აბიტურიენტმა შეიტანა განაცხადი.
თუმცა არის სპეციალობები, რომლებზეც, მიუხედავად იმისა, რომ პრიორიტეტულია სახელმწიფოსთვის და დაფინანსებაც არის გამოყოფილი, მოთხოვნა მაინც არ გაიზარდა, ასეთია ფიზიკის, ქიმიისა და მათემატიკის მიმართულებები.
გასულ წელს ფიზიკის სპეციალობაზე უნივერსიტეტს 15 ადგილი ჰქონდა, – მიიღო მხოლოდ ერთი სტუდენტი. პირველი მითითებით ფიზიკა ოთხ აბიტურიენტს ჰქონდა არჩეული, მთლიანობაში – 38 აბიტურიენტს. როგორც მერაბ ხალვაში ამბობს, ფიზიკის სპეციალობაზე სტუდენტთა ნაკლებობის პრობლემა თითქმის ყველა უნივერსიტეტს აქვს.
„ვერ ვიტყვი, რომ ეს უნივერსიტეტების პრობლემაა, რადგან ჩვენთან ფიზიკის კარგი სკოლა გვაქვს. წელს კიდევ ვაპირებთ განვაახლოთ მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ლაბორატორიები. ვფიქრობ, უფრო კომპლექსურ პრობლემასთან გვაქვს საქმე და ეს პრობლემა სკოლიდან იწყება“, – ამბობს ხალვაში.
მერაბ ხალვაშის აზრით, სამინისტრომ, სკოლამ და უნივერსიტეტებმა აუცილებლად უნდა შეიმუშაონ ერთობლივი კონცეფცია ამ პრობლემის დასაძლევად. „თუ ჩვენ გვინდა ამ დარგების შენარჩუნება და განვითარება, ეს სურათი უნდა შევცვალოთ“, – ამბობს ის.
წინა წლებთან შედარებით, გაზრდილია მოთხოვნა ქიმიის სპეციალობაზეც, გამოცხადებულ 15 ადგილზე რვა სტუდენტი მიიღეს. გასულ წელს კი ამ სპეციალობაზე ექვსი სტუდენტი ჩაირიცხა.
სტუდენტთა რაოდენობა შემცირებულია მათემატიკის მიმართულებაზეც. ამ სპეციალობაზე სულ 30 ადგილზე იყო ვაკანსია გამოცხადებული, ჩაირიცხა – 19.
„ვერც ამ შემთხვევაში დავაბრალებ ამას უნივერსიტეტს, რადგან მათემატიკის კარგი სკოლა უნივერსიტეტს დაარსების დღიდან ჰქონდა. რატომ ხდება ასე, ამას სჭირდება კვლევები, რომ გამოიკვეთოს პრობლემის მიზეზები“, – ამბობს მერაბ ხალვაში.
რაც შეეხება ფასიან მიმართულებებს, მოთხოვნა შემცირებულია საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალობაზეც, 35 ადგილზე 11 აბიტურიენტი ჩაირიცხა და 24 ადგილი დარჩა.
ერთ ადგილზე მოსული აბიტურიენტების რაოდენობის მიხედვით კვლავ მოთხოვნადია სამართალმცოდნეობა. გამოცხადებულ 70 ადგილზე 1482 აბიტურიენტი იყო რეგისტრირებული. შემდეგ მოდის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობა, სადაც 30 ადგილზე 1279 აბიტურიენტი დარეგისტრირდა. მესამე პოზიციას იკავებს ტურიზმის მიმართულება – 140 ადგილზე განაცხადი 2404-მა აბიტურიენტმა შეიტანა.
მერაბ ხალვაშის თქმით, შედარებით იკლო მოთხოვნამ ბიზნესის მიმართულებებზე, პრობლემა, როგორც რექტორი ამბობს, არის ის, რომ ბიზნესის ადმინისტრირებაზე გამოცდები ბლოკურად გამოცხადდა: ფინანსები, მენეჯმენტი, საბუღალტრო, საგადასახადო საქმე და მარკეტინგი გაერთიანდა. მთლიანობაში 180 ადგილი იყო, განაცხადი კი – 853. „წინა წლებში რამდენიმე ასეულით მაღალი ციფრი გვქონდა“, – ამბობს მერაბ ხალვაში.
ეკონომიკის სპეციალობა კვლავ მოთხოვნადია და ეს მიმართულებაც წელს კონკურსის წესით დაკომპლექტდა, – 40 ადგილზე 797 განაცხადი იყო შესული.
ბათუმის უნივერსიტეტში მილევად სპეციალობად წელს აგრონომიის ცალკეული მიმართულება გამოცხადდა – სასურსათო ტექნოლოგიები, სატყეო საქმე და აგროინჟინერია. რექტორის თქმით, ვაკანსიების შევსება ორმოცდაათი პროცენტითაც კი ვერ ხერხდება. აქაც ბლოკურად 30 ადგილზე გამოცხადდა კონკურსი, ჩაირიცხა – ექვსი. „აშკარაა, რომ აღნიშნულ პროგრამებს უნდა გადავხედოთ. როგორც ჩანს, არსებობს ბაზრის, პროგრამებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის პრობლემაც“.
მერაბ ხალვაშის თქმით, დღეს გაცილებით დიდი მოთხოვნაა მცენარეთა დამცველსა და ვეტერინარზე, ამიტომ პროგრამები ამ მიმართულებით უნდა შემუშავდეს.
მერაბ ხალვაში ამბობს, რომ უნივერსიტეტში, ჯამურად, 258 ვაკანსია ვერ შეივსო. ამის მიუხედავად, მისთვის ბათუმის უნივერსიტეტის შედეგი მთლიანობაში დამაკმაყოფილებელია: „საერთო ვითარებას თუ გავითვალისწინებთ, ჩვენი შედეგი არ არის საგანგაშო, რადგან მთლიანობაში 44 ათას ადგილზე იყო გამოცხადებული მიღება და მხოლოდ 28 ათასი აბიტურიენტი ჩაირიცხა. ჩვენ 1380 ადგილიდან მხოლოდ 258 ვაკანსია დაგვრჩა“.
მერაბ ხალვაში ამბობს, რომ ფასიან მიმართულებებზე სტუდენტთა შემცირება უნივერსიტეტისთვის წამგებიანია და ადმინისტრაციამ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები. თუმცა, უფასო მიმართულებებზე ადგილების დარჩენის მიუხედავად, პროგრამებს სახელმწიფო მთლიანად აფინანსებს.

2016 წელს სამინისტრო 11 პროგრამას და 24 ქვეპროგრამას განახორციელებს. პროექტის თანახმად, სამინისტროს 2016 წლის ნაერთი ბიუჯეტი 12 875 420 ლარი იქნება, აქედან პროგრამების განხორციელებას 9 908 770 ლარი მოხმარდება, რომელიც შემდეგნაირად გადანაწილდება:
სხვადასხვა სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო დახმარება – 4 850 000 ლარი;
პირველადი ჯანდაცვის ხელშეწყობა – 470 000 ლარი;
სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაცია – 848 800ლარი;
მოსახლეობის გარკვეული სოციალური კატეგორიების ერთჯერადი მატერიალური დახმარება – 280 000 ლარი;
შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირების, ბავშვების და ასაკით პენსიონერების უზრუნველყოფა დამხმარე საშუალებებით – 180 000 ლარი;
მიუსაფარ დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფა – 124 100 ლარი;
ეკომიგრანტი და სოციალურად დაუცველი ოჯახების უსაფრთხო საცხოვრისით უზრუნველყოფა – 2 084 000 ლარი;
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა – 517 870 ლარი;
დასაქმების ხეშეწყობა – 554 000 ლარი.
გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 2016 წელს სამინისტრო გეგმავს, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებული სამედიცინო მომსახურების თანაგადახდა დაუფინანსოს: მკვეთარდ გამოხატული შშ სტატუსის მქონე პირებს, შშ სტატუსის მქონე ბავშვებს, ასკით პენსიონერებს და 0-დან 6 წლამდე ასკის ბავშვებს (რომელთა სარეიტინგო ქულა შეადგენს 200 000-ს); ასევე, აამოქმედოს ახალი პროგრამა ონკოლოგიური პაციენტებისთვის ძვირადღირებული სამედიცინო მომსახურების მიწოდების მიზნით; 10 000 ლარით დააფინანსოს ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპრაცია; გაზარდოს კარდიო ქირურგიისა და სახსრების ენდოპროთეზირების პროგრამების ბიუჯეტი. განსაკუთრებულ შემთხვევებში, სამედიცინო დახმარების პროგრამას ბენეფიციარებად დაუმატოს ტრეფიკინგისა და ძალადობის მსხვერპლი ქალები და მარტოხელა მშობლები; აამოქმედოს ახალი პროგრამა – „ბავშვთა ადრეული განვითარება“ გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე 7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის და ასევე, განახორციელოს კიდევ ერთი ახალი პროგრამა – „ეკომიგრანტი და სოციალურად დაუცველი ოჯახების უსაფრთხო საცხოვრისით უზრუნველყოფისთვის“.

ეს “გამარჯვებულ ქალთა კლუბის” წევრების ჩანაწერებია. ამ კლუბის წევრებს ერთი რამ აერთიანებთ, ძუძუს კიბოს დიაგნოზი, რომელმაც მათი ცხოვრება შეცვალა და ერთი დიაგნოზის მქონე ქალები გააერთიანა. კლუბის წევრები ყოველ 15 დღეში ერთხელ იკრიბებიან, კლუბის ახალ წევრებს თავიანთ გამოცდილებას უზიარებენ, საუბრობენ სხვადასხვა თემაზე, დადიან ექსკურსიებზე, ესწრებიან სპექტაკლებს ან, უბრალოდ, ფინჯან ყავაზე იკრიბებიან.
თინათინ ბერუჩაშვილი – ჯანდაცვის მენეჯერი და „გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ კლუბის დაარსების იდეა მაშინ გაუჩნდა, როცა 2008 წელს, სკრინინგ ცენტრის მიერ ძუძუს და საშვილოსნოს ყელის კიბოთი დიაგნოზირებული პირველი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა. `როცა ასეთ მძიმე დიაგნოზს ატყობინებ ადამიანს, აძალებ, რომ წავიდეს ექიმთან და დროულად ჩაიტაროს მკურნალობა _ შენც ხდები მისი პრობლემის თანამონაწილე. როცა მათ ვურეკავდი, ძალიან დიდი იყო ემოცია ყურმილის მეორე მხარეს _ ვიღაც დაინტერესდა მათი მდგომარეობით. უჩნდებოდათ სურვილი, რომ მოეყოლათ რაც შეიძლება მეტი… შემდეგ, რამდენიმე ქალბატონს თვითონ გაუჩნდა სურვილი ჩემთან დაკავშირების, მირეკავდნენ – შეიძლება მოვიდე, მოგიყვეთ?” – იხსენებს თინათინი.
ამის შემდეგ იგი ევროპული ქვეყნების პრაქტიკას გაეცნო, სადაც ერთი დიაგნოზის მქონე პაციენტთა გაერთიანების პრაქტიკა არსებობს. 2009 წელს, როცა “გამარჯვებულ ქალთა კლუბი” დაარსდა, მასში მხოლოდ რამდენიმე ქალი იყო გაწევრიანებული, დღეს კი იგი 350-ზე მეტ ქალს აერთიანებს.
“გამარჯვებულ ქალთა კლუბი” საქართველოში ერთი დიაგნოზით გაერთიანებული ადამიანების ყველაზე დიდი ჯგუფია. მსგავსი ფსიქოთერაპიული და მხარდაჭერის კლუბები, რომლებიც ერთი დიაგნოზის ან ერთი პრობლემის მქონე ადამიანებს აერთიანებს [კიბო, დიაბეტი, ნარკოდამოკიდებულება და სხვა] საზღვარგარეთ ხშირად გვხვდება, საქართველოში კი დღემდე მხოლოდ რამდენიმე ასეთი ჯგუფია.
საინფორმაციო სამედიცინო ფსიქოლოგიური ცენტრი “თანადგომას” ფსიქოლოგი ლელა კურდღელაშვილი, რომელიც “გამარჯვებულ ქალთა კლუბთან” მუშაობს, ამბობს, რომ ამის მიზეზი საზოგადოების ჩაკეტილობაა. `საზოგადოება ჩვენთან შეჩვეულია, რომ ოჯახთან ან ახლო მეგობრებთან ისაუბროს თავის პრობლემებზე, არ სურთ საზოგადოების სხვა წევრებთან გახსნა. თუმცა ნელ-ნელა თვითდახმარების ჯგუფების პრაქტიკა საქართველოშიც იკიდებს ფეხს”, – ამბობს ის.
ჯგუფური თერაპია ფსიქიკური ჯანმრთელობის მკურნალობის ფორმალური სახეა, რომელიც პროფესიონალი ტრენერის ხელმძღვანელობით, საერთო პრობლემების მქონე ადამიანებს აერთიანებს. ეს სამედიცინო მომსახურების ალტერნატივა არ არის, მაგრამ მათი დახმარებით პაციენტი იაზრებს, რომ ის ამ დიაგნოზთან მარტო არ არის. ეს მძიმე დიაგნოზის მქონე ადამიანისთვის, რომელიც სტრესის ქვეშ იმყოფება, ხშირად დიდი შვებაა. ფსიქოლოგი ამბობს, რომ მძიმე დიაგნოზის მქონე პაციენტების რეაბილიტაციისას, ოჯახის წევრებისა და მეგობრების მხარდაჭერის გარდა, ლომის წილი აქვს იმ ადამიანებთან ურთიერთობას და მათი გამოცდილების გაზიარებას, რომლებსაც ანალოგიური პრობლემა აქვთ.
“შოკი, დაბნეულობა, გულგატეხილობა, იმედგაცრუება, ნერვიულობა, უიმედობა… პირველი ეტაპი არის ყველაზე რთული. ამ დროს რაღაც პერიოდი სჭირდება ადამიანს იმისთვის, რომ მობილიზდეს და დაიწყოს ზრუნვა ჯანმრთელობაზე. ეს ყველაფერი ფონად გასდევს უშუალოდ მკურნალობისა და მკურნალობის შემდგომ პერიოდსაც, რადგან კიბო, მაგალითად, ძალიან სტიგმური დაავადებაა და, ზოგადად, ფატალურ დიაგნოზად აღიქმება საზოგადოებაში, ამიტომაც განსაკუთრებული სიმძაფრით იწვევს შიშსა და შფოთვით მდგომარეობას”, – ამბობს ლელა კურდღელაშვილი.
ყველა ჯგუფს თავისი წესები აქვს. განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქ ნდობის ფაქტორს ენიჭება. “როცა ჯგუფის წევრებმა იციან, რომ კონფიდენციალურობა დაცულია, რომ იქ რაც ითქმება, არის მხოლოდ ჯგუფისთვის და არა, დავუშვათ, მეზობლებისთვის, უფრო უმარტივდებათ პრობლემებზე საუბარი და, შესაბამისად, მათთან გამკლავება”, – ამბობს ლელა კურდღელაშვილი. მისი თქმით, ასეთი შეხვედრების შედეგი ყოველ ჯერზე სულ უფრო შესამჩნევია: “ძალიან თვალსაჩინოა ამ ქალების ტრანსფორმაცია პირველი სესიიდან ბოლო სესიამდე. თავიდან ისინი დათრგუნული არიან, არ აქცევენ ყურადღებას გარეგნობას, შემდეგ კი, დროთა განმავლობაში იწყებენ ფერადი ტანსაცმლის ჩაცმას, იღებებიან, მორბიან სამსახურიდან, რომ დაესწრონ შეხვედრებს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ დიდი შედეგია”.
მზია კვირკველია ლანჩხუთში ცხოვრობს. იგი ამბობს, რომ თბილისში “გამარჯვებულ ქალთა კლუბის” შეკრებებზე ლანჩხუთიდან დადიოდა. სამი წლის წინ კი კლუბის ფილიალი ლანჩხუთელი ქალებისთვის შექმნა. “რომ არ ყოფილიყო სკრინინგის პროგრამა, დარწმუნებული ვარ არც გავესინჯებოდი და დღეს ჩემი სიცოცხლე დასრულებულიც იქნებოდა. კლუბის დაფუძნებასთან დაკავშირებით, ლანჩხუთში სამჯერ ჩამოვიყვანე ექიმთა ბრიგადა. ახლა აქ დაახლოებით 3000-ზე მეტი ქალია გასინჯული ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოზე. აქედან 48 ქალს აღმოჩნდა პირველი სტადია, 125-ზე მეტს – ფიბროადენომა, გაკეთდა 75 ოპერაცია, გვყავს კლუბის 35 წევრი და ძალიან ბევრი მხარდამჭერი”, – ამბობს ის. მზია მიიჩნევს, რომ რეგიონებში ასეთი კლუბების არსებობა აუცილებელია და თუ ამის მზაობა იქნება, იგი აჭარაში მცხოვრებ ონკოპაციენტებსაც გაუზიარებს კლუბის გამოცდილებას.
“წყალწმინდიდან ერთი ქალი დამიკავშირდა, პროფილაქტიკისთვის სურდა გასინჯვა. ამ ქალს ავთვისებიანი სიმსივნე აღმოაჩნდა, ოღონდ პირველი სტადია. წარმოგიდგენიათ ეს რას ნიშნავს? სულ შემთხვევით აღმოაჩნდა ავთვისებიანის პირველი სტადია, რომელსაც არ დასჭირვებია ქიმია. მე, პირადად, 12 ქიმია მაქვს გაკეთებული, სამი ოპერაცია და მერჩივნა კიდევ სამი ოპერაცია გამეკეთებინა, ოღონდ ქიმიოთერაპია არ ყოფილიყო. ეს იმდენად სასიხარულო თემა იყო, რომ ვუთხარი – განა უნდა ინერვიულო? ცხოვრება 95%-ით შეგინარჩუნდა, შენ გადარჩი. მან უმტკივნეულოდ გადალახა ეს პრობლემა და დღეს ჩვენი ოჯახის წევრია”, – ყვება მზია.

ქალთა ლიგა – “ქალები ძუძუს კიბოს წინააღმდეგ”, 8 სექტემბერს ბათუმშიც გაიხსნა. ლიგა ამჟამად აჭარაში მცხოვრებ 10 ქალს აერთიანებს, რომელებმაც უკვე დაამარცხეს ეს დაავადება და უნდათ თავიანთი გამოცდილება სხვა ქალებს გაუზიარონ. მედცენტრის ექიმი-ონკოლოგი მზია ხალვაში ამბობს, რომ შეკრებები ჯერ არ დაწყებულა, თუმცა სულ მალე კონკრეტულად გაიწერება აქტივობები, იქამდე კი ახალ წევრებს ელოდებიან: “ნებისმიერ ქალბატონს, ვისაც აღნიშნულ პრობლემასთან შეხება ჰქონია, დაუდგინდა ეს დიაგნოზი, ჩაუტარდა მკურნალობა ან ამ ეტაპზე გადის მკურნალობას და სურვილი აქვს, რომ გაერთიანდეს ამ კლუბში, შეუძლია მოგვმართოს და გახდეს ლიგის წევრი” – ამბობს ექიმი. ლიგის ხელმძღვანელი აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ინდირა ნაკაიძეა. შეკრებები, სადაც ლიგის წევრები ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ და მათთვის საინტერესო სიახლეებს გაეცნობიან, სავარაუდოდ, კლინიკა “მედცენტრის” შენობაში ჩატარდება.
ქალბატონო ირმა, პირველ რიგში, რატომ არის ბავშვისთვის მნიშვნელოვანი საბავშვო ბაღში წასვლა?
სამიდან ხუთ წლამდე ბავშვისთვის არის გარდატეხის კრიტიკული ასაკი. ამ დროს მის ცნობიერებაში დიდი ცვლილებები ხდება. ისინი აცნობიერებენ, რომ არიან სამყაროს ნაწილი, რომ აქვთ გარკვეული უფლებები, ცდილობენ საკუთარი წესების დამკვიდრებას და იწყებენ საკუთარი ხასიათის გამობრძმედას. ამ დროს, რაღაც მომენტში, უფროსები უძლურები ვართ მათი ნებისყოფის ჩამოყალიბებაში, რადგან თუკი მათ ხშირად მივცემთ შენიშვნას, ისინი ჩათვლიან, რომ დაიჩაგრნენ და რომ ჩვენ ისინი არ გვიყვარს.
სწორედ ამიტომ, ბავშვს სჭირდება თანატოლებთან კონტაქტი. შესაბამისად, სწორედ საბავშვო ბაღიდან იწყება ბავშვის ხასიათის წვრთნა და ნებისყოფის ჩამოყალიბება. სამი წლიდან ბავშვი უფროსებთან იწყებს ჭირვეულობას, აპროტესტებს ბევრ რამეს და გამოხატავს აგრესიას, თანატოლი, რომელიც იმავე ასაკისაა, მას არაფერს უთმობს. სწორედ ამ კამათსა და “ბრძოლაში” იწყებენ ისინი დათმობას და უყალიბდებათ ნებისყოფა.
ამ დროს ბავშვების ჭირვეულობის საფუძველი არის შიში იმისა, რომ მშობლებმა არ მიატოვონ. მათ მოსწონთ სიტუაცია ბაღში – სათამაშოები, ბავშვები, მაგრამ ისინი პირველად რჩებიან მშობლის გარეშე და სწორედ ეს არის ყველაზე მთავარი.
ჭირვეულობა მთავრდება მაშინ, როდესაც ისინი რწმუნდებიან, რომ დედა მათ არ მიატოვებს, მიაკითხავს და წაიყვანს სახლში. ამიტომ ბაღისთვის წინასწარ უნდა შევამზადოთ ბავშვი, ვესაუბროთ იმაზე, რომ ის ძალიან გვიყვარს, რომ ჩვენ აუცილებლად მივაკითხავთ მას და ეს საქმითაც უნდა დავამტკიცოთ.
ხშირად ბაღში ადაპტაციის პროცესი შეიძლება შეაფერხოს მშობლის დაგვიანებამ. ანუ როცა ბავშვი ხედავს, რომ მთელი დღე ბაღში ყოფნის შემდეგ სხვა ბავშვები მიდიან სახლში, მას კი ჯერ კიდევ არ მოაკითხეს, ამიტომ ბავშვის ბაღში ყოფნის პირველი დღეები უნდა იყოს უფრო ხანმოკლე. მიაკითხეთ ბავშვს უფრო ადრე და წამოიყვანეთ სახლში, რომ დარწმუნდეს, ის არ რჩება მარტო.
არის შემთხვევები, როცა ბავშვი სახლში ზედმეტად ჭირვეულია და უფრო თავისუფალია, ბაღში კი ხედავს, რომ გარკვეული წესრიგია საჭიროა, რაზეც პროტესტი უჩნდება. ასეთი ბავშვები, როგორც წესი, პირველი დღეების განმავლობაში სიხარულით მიდიან ბაღში და შემდეგ იწყებენ ტირილს, რადგან ეს გარემო მათთვის მიუღებელია.
ეს ყველა ბავშვისთვის ინდივიდუალურია, მაგრამ, ზოგადად, 10 დღიდან ორ კვირამდე ვადაში ხდება ადაპტაცია. ოღონდ, აუცილებელია, ამ პროცესში მშობელი დააკვირდეს, რომ ბავშვი არ გახდეს ზედმეტად აღგზნებული, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, არ დაერღვეს ძილი და ღამით არ ჰქონდეს შფოთვები.
თუ ეს დაფიქსირდა, მაშინ საჭიროა მივმართოთ ბავშვთა ფსიქოლოგს, გავიგოთ, რა არის ამის მიზეზი, რომ არაფერი გამოგვეპაროს. ასევე, საჭიროა ყურადღება იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი ორი კვირის შემდეგ ისევ ძლიერად განიცდის ბაღში წასვლას.
თუ ბავშვს განსაკუთრებით უჭირს დედასთან განშორება, მაშინ სასურველია ბაღში წაიყვანოს ოჯახის სხვა წევრმა, მაგალითად, მამამ, თუმცა უმეტესად მამასთან უფრო ტირიან და უფრო აცოდებენ თავს.
ხშირად ბავშვებს სახლიდან ბაღში სათამაშოები და სხვადასხვა ნივთი მიაქვთ. თუ ბავშვს ეს კომფორტულ მდგომარეობას უქმნის და სიმშვიდეს ანიჭებს, მაშინ ამაში ცუდი არაფერია. ეს არის ნივთი, რომელიც მას სახლში აქვს და ეს ასოცირდება მის მდგომარეობასთან, როცა ის არის სახლში.
ყველაზე კარგი საშუალებაა მოტივაციის ამაღლება. მაგალითად, ბავშვს დავუხატოთ ფურცელზე ექვსი ფერადი უჯრა, მე-6 უჯრაში ჩავხატოთ საჩუქარი, რომელსაც ის მეექვსე დღეს მიიღებს, თუ იქამდე ბაღში ივლის და კარგად მოიქცევა. როდესაც მიხვალთ ბაღში, უხსნით, რომ თუ არ იტირებს, ამისთვის მიიღებს ჯილდოს და უჯრაში მივაწებებთ მისივე შერჩეულ სტიკერს – ღიმილები იქნება ეს თუ სხვა რამ.
თუ ბავშვი კვირის განმავლობაში კარგად იქცევა, არ ტირის, არ ჭირვეულობს, კვირის ბოლოს თქვენ მას აძლევთ წამახალისებელ ჯილდოს.
ყველაზე დიდ შეცდომას მშობლები უშვებენ მაშინ, როცა ბავშვს აჩვენებენ, რომ თავადაც განიცდიან ამ პროცესს, თითქოს დანაშაულის გრძნობა აქვთ იმის გამო, რომ ბავშვი საბავშვო ბაღში უნდა დატოვონ. ხშირად, როცა ბაღში მიყვანილ ბავშვს დიდ ხანს ემშვიდობება დედა, ბავშვი უფრო მეტად ტირის.
მას უნდა მაქსიმალურად მოიპოვოს მშობლის ყურადღება. თუ მშობელი განიცდის და ბავშვი აფიქსირებს ამას, იგი უფრო მეტად ტირის, აცოდებს თავს მშობელს, რომ არ დატოვონ.
ჯობს ბავშვს ავუხსნათ, რომ ბაღში უნდა დარჩეს და მალე გამოვიდეთ. თუ ბავშვი ძალიან ნერვიულობს პირველ დღეებში, დასაშვებია, რომ ცოტა ხანი მშობელიც იჯდეს ოთახში, მაგრამ ეს ხანგრძლივი არ უნდა იყოს, რადგან მერე უფრო რთულია შეგუება.
ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, თუ როგორ ვამზადებთ ბავშვს ბაღისთვის. აქცენტი უნდა გაკეთდეს არა იმაზე, რომ იქ მასწავლებელს უნდა მოუსმინოს, რომ იქ კარგად უნდა მოიქცეს და რომ იქ რაღაც უნდა ისწავლოს – არამედ იმაზე, რომ ის ბავშვებთან ერთად იქნება და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი.
მას უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული, რომ თანატოლებთან ერთად ითამაშებს, ბავშვები მასთან ერთად იქნებიან და ეს მას ყველაზე მეტად სჭირდება.
ამავე თემაზე გირჩევთ

ფესტივალი საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციისა და უკრაინის სარეკლამო კოალიციის მხარდაჭერით ტარდება.
ფესტივალზე წარმოდგენილ ნამუშევრებს საერთაშორისო ჟიური შეაფასებს. ჟიური გამოავლენს ფინალისტებს და მედლის მფლობელებს (ოქრო, ვერცხლი, ბრინჯაო).
წელს ფესტივალზე დაჯილდოვდება:
გარდა ამისა, გამოვლინდება: კონკურსის საუკეთესო ნამუშევარი და ფესტივალის გრანპრი.
ფესტივალის ფარგლებში ასევე დაჯილდოვდება:
სპეციალურად ქართული სააგენტოებისათვის დაწესდება ჯილდო – ფესტივალის საუკეთესო ქართული სააგენტო.
გარდა ამისა, არტდირექტორთა ევროპული კლუბის (ADC*E) გადაწყვეტილებით, ყველა ქართული ნამუშევარი, რომლებიც Ad Black Sea -ის ფარგლებში ჯილდოს მიიღებენ, შეძლებს მონაწილეობა მიიღოს ევროპულ კონკურსში, ჩემპიონთა ლიგა ADC*E Awards -ში, ბარსელონაში.

გამარჯვებულები საუკეთესო ნამუშევრები და სააგენტოები Ad Black Sea – ის დაჯილდოების ცერემონიის ფარგლებში, 27 სექტემბერს დასახელდება.

შესრულდება ქართული ხალხური ცეკვები ანსამბლ ,,ლილეს” მონაწილეობით და ჟესტური სიმღერები, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება რეგიონში მცხოვრები ყრუ და სმენადაქვეითებული ადამიანებისთვის, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს ასევე პროექტ ,,ნიჭიერის” ფინალისტი სმენადაქვეითებულთა დუეტი ,,კოკა და ნინო”.
კონცერტი გაიმართება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ მხარდაჭერილი პროექტის ,,ჟესტური სამყარო” ფარგლებში. ღონისძიების მხარდამჭერია აჭარის მთავრობა. დასწრება თავისუფალია.
კომპანიის ინფორმაციით, კომპლექსის ტერიტორია მოიცავს ღია და დახურულ აუზებს, გასართობ და სავაჭრო ცენტრებს, რესტორნებსა და ლაუნჯ ბარებს.
პრეზენტაციაზე ასევე გაფორმდა ხელშეკრულება კომპანია AR.meridans-სა და კომპანია Interstate -ს შორის. არჩილ ხაბაძემ თქვა, რომ მშენებლობისას – 200, მშენებლობის დასრულების შემდეგ კი 300 ადამიანი დასაქმდება.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 30 მილიონი დოლარია. კომპლექსის მშენებლობა, ხელშეკრულების მიხედვით, 4 წელიწადში უნდა დასრულდეს.

პროექტის პრეზენტაციას ესწრებოდნენ უმაღლესი საბჭოს წევრები და ქალაქ ბათუმის მერი.

სამარტოო საკანი

თეატრში უკვე დასრულდა სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი, მესამე ეტაპის სამუშაოების შესასრულებლად კი ტენდერს მალე გამოაცხადებენ. ტენდერის ღირებულება 201 ათას ლარს შეადგენს. მესამე ეტაპზეა დაგეგმილი სცენის მოწყობაც.


პოლიციელების ინფორმაციით, ბრალდებულმა 15 სექტემბერს ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე სიტყვიერად შეურაცხყო პოლიციელები.
“ნასვამი ვიყავი” – თქვა დაკავებულმა მამაკაცმა.
პოლიციელმა მოსამართლეს უთხრა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი იყო პოლიციელებზე გაბრაზებული. პოლიციელის ინფორმაციით, მათ შემოწმების მიზნით ავტომანქანა ჰყავდათ შეჩერებული, რა დროსაც მათთან მივარდა სამართალდარღვევაში ბრალდებული და მიაყენა მათ შეურაცხყოფა, რის გამოც ის დააკავეს.
ბრალდებულს ჰყავს ცოლი და ორი შვილი. მან მოსამართლეს უთხრა, რომ ნანობს თავის საქციელს. სწორედ ამის გამო მოსამართლემ მის მიმართ კანონით გათვალისწინებული სასჯელის ყველაზე მსუბუქი ფორმა 250 _ ლარის გადახდა დააკისრა და ის სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.
ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ყურბან ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით, დღეს, 24 სექტემბერს, მუნიციპალური ავტობუსი №12, რომელიც ბონის კულტურის ცენტრიდან ხელვაჩაურის მიმართულებით მოძრაობს, მოსახლეობას მთელი დღის განმავლობაში უფასოდ მოემსახურება.

ნათია, დანიშვნის დღესვე, თქვენი პირველი განცხადება შეეხებოდა იმას, რომ ადგილობრივი ხელოვნების წინსვლას უნდა შეუწყოს ხელი სამინისტრომ. კონკრეტულად რაში უნდა გამოიხატოს ეს ხელშეწყობა?
ჩემი მთავარი მესიჯი არის ის, რომ კულტურა უნდა გახდეს მასობრივად ხელმისაწვდომი და მიმზიდველი. ხშირად ფიქრობენ, რომ ხელოვნება არის ელიტისთვის, და როცა კონცერტები იმართება, ან გამოფენები, არ არის ხოლმე ხელმისაწვდომი ყველასათვის. სახალხო ზეიმებიც კი, რომელიც იმართება საქართველოში, უფრო არის სამთავრობო, ვიდრე სახალხო. აქცენტი არის იმაზე, მთავრობის რომელი წევრი მივა და ა.შ. ეს შეიძლება ცუდი არ არის, მაგრამ უფრო მასობრივი უნდა იყოს, ხალხმა უნდა მიიღოს მაქსიმალური სიამოვნება და ჰქონდეს განცდა, რომ ეს მათთვისაა და არა ელიტისთვის.

დანიშვნის შემდეგ ინდივიდუალური შეხვედრები მაქვს უწყებების ხელმძღვანელებთან და ისინიც ამბობენ, რომ მაყურებლის რაოდენობამ იკლო. უკვე წინასწარ ვიცით, ვინ დაესწრება ამა თუ იმ ღონისძიებასო. უნდა ვიზრუნოთ იმისთვის, რომ ახალი მაყურებელი, ვიზიტორები მოვიზიდოთ. მაგალითად, რამდენი მუზეუმია, რომელიც ბათუმელებსაც კი არ აქვთ ნანახი, არც კი იციან რამდენი და რა ექსპონატებია იქ. ეს მხოლოდ მათი ბრალი კი არ არის, ეს მუზეუმების და, ზოგადად, პოლიტიკის ბრალია.
ვფიქრობ, ამ მიმართულებით თუ გავაქტიურდებით, კულტურას გავხდით ყველასთვის მიმზიდველს და ხელმისაწვდომს, შეიძლება თუნდაც ის ხელოვნება, რომელიც დღეს მიიჩნევა, რომ არის ელიტარული, გავაგებინოთ ადამიანებს, რომ ეს მათთვის არის. გასაგებია, რომ გემოვნება ასე ადვილად არ ყალიბდება, მაგრამ ჩვენ სწორედ იმისკენ უნდა ვისწრაფოდეთ, რომ გემოვნება ჩამოუყალიბდეს ყველას და კლასიკური მუსიკა არ იყოს მხოლოდ ერთისთვის, როკი და ელექტრონული მუსიკა – მეორესთვის.
ბათუმის დრამატული თეატრის მაგალითს გავიხსენებ, როცა სტუდენტებისთვის ბილეთის ფასი იყო 1 ლარი, თუმცა ხალხი მაინც არ დადიოდა. რა შეუძლია სამინისტროს ასეთ დროს?
ერთიანი საკომუნიკაციო კონცეფციის შექმნით ჩვენ შევძლებთ, ცნობიერება ავამაღლოთ და პოპულარული გავხადოთ თუნდაც თეატრში სიარული. არის გარკვეული მეთოდები, შეიძლება თუნდაც იმ მსახიობების წამოწევა, რომელთა სანახავადაც მივლენ ადამიანები თეატრში. ანუ საერთო კონცეფცია თუ იქნება, საერთო მიდგომა, რომ ეს მიმართულებები გავხადოთ უფრო პოპულარული, უფრო კარგი შედეგი გვექნება.
ანუ გამოსავალი მეტ პიარაქციებშია? საზოგადოების პრობლემას ხედავთ ამ მიმართულებით?
ხშირ შემთხვევაში მხოლოდ ბილეთის ღირებულებაზე არ არის საუბარი. შეიძლება თქვან, რომ სოციალური პრობლემების გამო ვერ მიდიან სადმე, ბილეთს ვერ ყიდულობენ… ერთ და ხუთ ლარად იყიდება ბილეთები, მაგრამ მაინც არ არის სურვილი, ამიტომაც მუდმივი კამპანიაა საჭირო, თუნდაც სტუდენტების ჩართვა… ბევრი მეთოდის გამოყენებაა შესაძლებელი, რაშიც შეიძლება სამინისტროც დაეხმაროს [კულტურულ დაწესებულებებს]. მე ამაში ვხედავ გამოსავალს და როცა ვესაუბრები ხელოვანებს, ისინიც მეთანხმებიან. ცდას წინ არაფერი უდგას, თუ შევძლებთ ერთიანი კონცეფციის შექმნას, ამით არაფერი დაშავდება.
ახსენეთ შეხვედრები კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან, თვითონ რაზე საუბრობენ, რა ტიპის პრობლემებზე? ეს ფინანსებს ეხება, თუ შემოქმედებით საქმიანობას?
ჩვენთან შემოდიან ანსამბლები, თეატრები, მუზეუმები, მუსიკალური სკოლები, საგამოფენო სივრცეები. ძირითადად არის საყოფაცხოვრებო პრობლემები, დაბალი ხელფასები. მუსიკალურ სკოლებში დაინტერესება ნაკლებია. კომუნისტებმა იმ დროში თუ მოახერხეს, რომ ვალდებულებასვით იყო, კარგ ტონად ითვლებოდა, თუკი მუსიკალური გქონდა დამთავრებული, რატომ არ შეიძლება დღესაც იყოს.
ეს ხომ ზედაპირული იყო, ამთავრებდნენ, მაგრამ დაკვრა ბევრმა არ იცოდა…
კი, მაგრამ მუსიკის გარჩევის უნარი მაინც ჰქონდათ, გემოვნებიან მუსიკას ცნობდნენ. მერე ესეც ჩაიკარგა. ჩემი შვილიც წუწუნებს ხან, მაგრამ იცის, რომ ასე გემოვნება უვითარდება, შეიძლება კლასიკური მუსიკა არ დაუკრას, მაგრამ შეიძლება ააწყოს თავისი ხელით სხვა კომპოზიცია. ეს რომ დაბრუნდეს, კარგ ტონად რომ ითვლებოდეს თუნდაც თეატრში სიარული, ეს იმას ნიშნავს, რომ მაყურებელი მიეჩვევა, უფრო მეტს გაიგებს და თანდათან ამ წარმოდგენების ნაწილი გახდება. სხვათა შორის, კარგად მუშაობს არქეოლოგიური მუზეუმი, გონიოს მუზეუმი, სადაც სკოლის მოსწავლეები დადიან. იქაც ხომ ზედაპირულია თითქოს, მაგრამ იმდენად ეჩვევიან, რომ ისტორია ცოცხლდება მათთვის, მეტს სწავლობენ.
მთავარი, რაც მე მინდა გავაკეთო, არის ის, რომ ჩვენი კულტურა მივაბათ ტურიზმს. კულტურა გახდეს ტურისტული პროდუქტი სამომავლოდ, როგორც შიდა ტურისტებისთვის, ისე საერთაშორისო ტურისტებისთვის.
მაგალითად, ტურისტები ძირითადად დადიან ბულვარში. ვფიქრობ, იქ რომ იყოს წარმოდგენილი, თუნდაც გონიოს ციხის პატარა მაკეტი, ან არქეოლოგიური მუზეუმის უნიკალური ექსპონატის ასლი, რომელსაც ეწერება, რომ ესა და ეს ინახება აქ, ჯერ ყველა სურათს გადაიღებს ასეთ ადგილას, შემდეგ ტურისტს გაუჩნდება სურვილი, ნახოს ორიგინალიც. რაც უფრო თვალსაჩინო ადგილას შესთავაზებ, უფრო დიდი იქნება ინტერესი. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მივიყვანოთ ტურისტები მეზეუმამდე. იდეა ბევრი გვაქვს, ვნახოთ, რა გამოვა.
სახალხო დღესასწაულები ახსენეთ, თქვენი აზრით, მსგავსი დღესასწაულები რატომ არ არის ხალხმრავალი? იმის მიუხედავად, რომ ბიუჯეტი არის, პიარიც… რაშია პრობლემა? აი, მაგალითისთვის „ბათუმობა“ რომ ავიღოთ…
მე არ ჩამიხედავს, რა გაკეთდა და როგორ, მაგრამ მე პირადად გავაცოცხლებდი ყველა უბანს. თითქმის ყველა სკოლას ჰყავს მოცეკვავეთა ანსამბლი, თითქმის ყველა უბანშია პატარა სკვერი. რა თქმა უნდა, ამდენი სცენა არ არის და ალბათ ამიტომაც არ აკეთებენ, მაგრამ შეიძლება კუსტარულად მოაწყო. დარწმუნებული ვარ, იმ უბანში ხალხი მათი ბავშვების კონცერტის სანახავად მივა. ალბათ იმიტომ ვერ აკეთებენ უფრო მასობრივ ღონისძიებას, რომ ძნელია განსაზღვრო, როგორი ამინდი იქნება. თითქმის ყველა მსგავს ღონისძიებაზე აპარატურა ხან დაიწვა, ხან რაღაც, ამიტომ ეძებენ ოპტიმალურ გამოსავალს და ირჩევენ ორ-სამ ქუჩას, სადაც ეს ყველაფერი ეწყობა. წელს ნიკოლოზ რაჭველის კონცერტი ძალიან კარგი იყო, მაგრამ ჩემი პირადი მოსაზრებაა, ეს მასობრივად ყველასთვის რომ იყოს.
თუმცა ხელოვნება ყოველთვის ვერ იქნება მასობრივი, თუ სახალხო დღესასწაულებს არ ჩავთვლით…
თუ ახერხებენ სხვა ქვეყნებში, რატომ არა ჩვენთან, როცა ყველა მეორე მღერის, ყველა მესამე ცეკვავს, მიეცი გასაქანი, ბავშები წაახალისე, რომ თავადაც დადგან. მწერლობის მიმართულებით ვფიქრობ, იქნებ „პენ მარათონის~ მსგავსი რამ გავაკეთოთ. მუსიკალურ სკოლებს შევთავაზე ერთსაათიანი გაკვეთილები გაკეთონ ტურისტებისთვის და უთხრან, რომ პოპულარულ მელოდიას ერთ საათში შეასწავლიან. მე იმედით ვარ, მცდელობა ყოველთვის შეიძლება.
რაც შეეხება თქვენს ამ სფეროსთან კავშირს, გაქვთ ჟურნალისტური საქმიანობის გამოცდილება, ამ სფეროში კულტურის მიმართულებით თუ გიმუშავიათ? თუ გაიხსენებთ ინტერვიუს, ხელოვანს, რომელზეც მოგიმზადებიათ მასალა, ან ვისი ჩაწერა იქნებოდა თქვენთვის, როგორც ჟურნალისტისთვის საინტერესო?
დამთავრებული მაქვს მუსიკალური შვიდწლედი, „კავეენის“ სცენარებს ვწერდი. ჟურნალისტიკაც თავისებურად ხელოვნებაა, იქაც ქმნი. პროდიუსერიც ვიყავი, ავტორიც, რეჟისორიც. რთულია ხელოვანი ადამიანისთვის ხელის დაქნევა – მიდი, რაღაც გაკეთე, ისევე როგორც ჟურნალისტებისთვის, მაგრამ წახალისება ყოველთვის შეიძლება. ზოგადად, აუცილებელი არ არის კულტურის მენეჯერი, პროდიუსერი, იყოს ხელოვანი.
მე ამ მიმართულებით არ მიმუშავია. კინო მიყვარს ძალიან და ტარანტინოს ჩავწერდი სიამოვნებით. დარწმუნებული ვარ, არაადეკვატური პასუხები ექნებოდა.

აგროსერვისცენტრის სანერგე მეურნეობაში ადგილობრივ კლიმატურ პირობებს შეეგუა და ადაპტაცია გაიარა ვაზის სხვა რეგიონებიდან შემოტანილმა ქართულმა და უცხოურმა ჯიშებმა. სულ, სანერგეში სასუფრე-საღვინე ყურძნის 33 ჯიშია განთავსებული. სანერგე მეურნეობა 2013 წელს გაშენდა და მას ყოველწლიურად ემატება ყურძნის სხვადასხვა ჯიში. ვაზის ნერგები აგროსერვისცენტრს საჩუქრად საგურამოს ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალების ეროვნულმა ცენტრმა გადასცა.
აგროსერვისცენტრის დირექტორის გოჩა ბერიძის თქმით, „აგროსერვისცენტრის სანერგე მეურნეობაში გაშენებულ ვაზის სასუფრე და საღვინე ჯიშებზე მეცნიერები და სპეციალისტები აწარმოებენ დაკვირვებას და მიმდინარეობს ჯიშების გამოცდა, რადგან ბევრი მათგანი აჭარაში იმ რაოდენობით არ არის გაშენებული, როგორც ჩვენთანაა. მიღწეულმა შედეგმა მოგვცა საშუალება უკვე დაგვეწყო ვაზის იმ ჯიშების გამრავლება, რომლებიც ყველაზე კარგად შეეგუენ ადგილობრივ კლიმატურ პირობებს“.


სანამ კანონმდებლობა მესაკუთრის ინტერესებსმორგებული გახდება, ხელისუფლება არსებული კანონებით ცდილობს საკუთრების უფლების საკითხის დარეგულირებას. გადამოწმების პროცესში გავარკვიეთ, რომ უკვე აღდგენილია მიწის ლეგალიზაციის პროცესი, რომელიც წინა წლებში შერჩევითი სამართლისა თუ სახელმწიფოს ნების არარსებობის გამო, შეჩერებული იყო.
წინა წლებში, ტურისტული და ინფრასტრუქტურული პროექტების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ან დაწყებისთანავე, მოქალაქეები საკუთარ ქონებაზე მისი სახელმწიფოსათვის ჩუქების ან მიტოვების გზით მასობრივად უარს ამბობდნენ. პრობლემები ექმნებოდათ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც საკუთრებაში არსებული მიწის დაკანონების სურვილი ჰქონდათ, თუ აღნიშნულ ტერიტორიაზე სახელმწიფოს ან ჩინოვნიკის ინტერესი არსებობდა.
მოქალაქეების მიერ ქონების მიტოვების და ელიტური კორუფციის თვალსაჩინო მაგალითი კურორტი ბახმაროა, სადაც კერძო პირების მიერ უძრავი ქონების მიტოვების 79 ფაქტია დაფიქსირებული.
პრობლემა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კურორტების განვითარებაზე და ინვესტორების მოძიებაზე დაიწყო საუბარი. სხვადასხვა ტურისტულ თუ ინდუსტრიულ ზონებში მოქალაქეებმა ქონება სახელმწიფოს სასარგებლოდ დათმეს. თუმცა, დათმობამდე, ამ პირებმა ქონების დასარეგისტრირებლად უამრავი პროცედურა გაიარეს: მათ მიმართეს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, შეაგროვეს და წარადგინეს სხვადასხვა დოკუმენტი, რაც ამ ნაკვეთებზე მათ მფლობელობას ადასტურებდა; გააკეთეს აზომვითი ნახაზები, ნოტარიულად დაამოწმებინეს მოწმეთა ჩვენებები, გადაიხადეს საფასური, აიღეს საკუთრების მოწმობა, მიმართეს საჯარო რეესტრს და კვლავ გადაიხადეს მომსახურების საფასური. ყოველივე ამის შემდგომ, მათ მიატოვეს აღნიშნული ქონება, რაც საფუძვლიან ეჭვს იწვევდა. საინტერესოა, რომ პროკურატურის მაღალჩინოსნებთან დაბარების და საუბრის შემდეგ, მოქალაქეები მასობრივად ჩუქნიდნენ ქონებას სახელმწიფოს და ამ პროცედურაშიც დადგენილ საფასურს იხდიდნენ.
მიტოვების შემდეგ, კანონის მიხედვით, ქონება სახელმწიფო საკუთრებაში საჯარო რეესტრისათვის გაკეთებული მიმართვისა და წერილების საფუძველზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ აღრიცხა. რეესტრმა კი, ეს ქონება სახელმწიფოს საკუთრებაში 2011 წლის 13, 14, 20, 24 და 25 იანვარს დაარეგისტრირა. საჯარო რეესტრის ამონაწერებიდან დგინდება, რომ ზემოხსენებული 79-დან 78 შემთხვევაში, ქონება მათ წინა მესაკუთრეებს (ფიზიკურ პირებს) მართლზომიერ მფლობელობაში ჰქონდათ. 2008 წლის სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილებით, ამ მიწის ნაკვეთების მფლობელებზე საკუთრების მოწმობები გაიცა. ამ მოწმობების საფუძველზე მიწის ნაკვეთის მფლობელებმა უძრავი ქონება საჯარო რეესტრში დაირეგისტრირეს.
„პირები, რომლებმაც ბახმაროში საკუთრება მიატოვეს, დიდი ხნის განმავლობაში მიზეზების შესახებ არ საუბრობდნენ, რის გამოც, გართულდა იმის დადგენა, მათ კანონიერი გზებით ჰქონდათ თუ არა საკუთრების უფლების მოწმობა მიღებული და შემდეგ საკუთრება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული. მაგრამ, თუ კომისიამ მართლაც უკანონოდ გასცა რომელიმე პირზე საკუთრების მოწმობა, კანონმდებლობა ითვალისწინებს ამ მოწმობის გაუქმების სამართლებრივ გზებს. კომისიას უფლება აქვს, გამონაკლის შემთხვევაში, ხელახლა შეისწავლოს საქმის გარემოებები და გააუქმოს მის მიერ გაცემული მოწმობა“, _ აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშში, რომელიც ბახმაროს პრობლემის მოკვლევის შემდეგ, 2011 წელს გამოიცა.
2010 წლის ზაფხულში, გარემოს დაცვის ინსპექციამ, პატრულირებისას “აღმოაჩინა”, რომ მის საკონტროლო ტერიტორიაზე, ტყეში, სახლები იყო აშენებული. ამ ინფორმაციის თანახმად, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა მოკვლევა დაიწყო და 7 სექტემბერს, საჯარო რეესტრის ჩოხატაურის ფილიალის თანამშრომელი გელა დოლიძე დააკავა. შემდეგ ჯერი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოზე მიდგა, რასაც საკრებულოს ლეგალიზაციის კომისიის თავმჯდომარის, „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარის, შოთა სირაძის თანამდებობა შეეწირა. გამოძიების პროცესში გაირკვა ისიც, რომ შოთა სირაძის თავმჯდომარეობის დროს გაცემული საკუთრების მოწმობების 388 შემთხვევიდან კომისიას არც ერთზე არ უმსჯელია. იმ პირების უმრავლესობა კი, ვისაც საკუთრების უფლების მოწმობები გადაეცათ, „გურია ნიუსის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოს (გურიის სამხარეო პოლიცია, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის პოლიცია, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა და საკრებულო) თანამშრომლები ან მათი ოჯახის წევრები იყვნენ.
სისხლის სამართლის საქმის მიხედვით, შოთა სირაძემ 132 ყალბი დოკუმენტი გასცა. თუმცა, თავდაპირველი ვერსიით და ჩოხატაურის საჯარო რეესტრიდან წაღებული ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, დოკუმენტების რაოდენობა 388 აღწევდა. არავინ იცის, რა ბედი ეწია 256 დოკუმენტს. სხვათა შორის, ეს დოკუმენტაცია ორიგინალებს წარმოადგენდა და დღეს ვერცერთი უწყება ვერ ძლევა პასუხს, დაუბრუნდება თუ არა ნივთმტკიცებად წაღებული დოკუმენტაცია ადგილობრივ თვითმმართველობას, რომელსაც მიმდინარე საკითხების გადასაწყვეტად და საქმეების ინდივიდუალური შესწავლისთვის, სასიცოცხლოდ სჭირდება საბუთები.
დაზუსტებით ცნობილია 132 დოკუმენტის მფლობელთა ბედი – მათ, უკლებლივ ყველამ, მიწა, ზედ არსებული ქონებით, სახელმწიფოს ჩააბარა. მათი უმრავლესობა თანამდებობის პირი იყო – ბევრი პოლიციის მაღალჩინოსანი და მათ თანამდებობები დაატოვებინეს კიდეც. სირაძემ აღნიშნული დანაშაულის გამო, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, სასჯელიც მოიხადა.
ბახმარო ცალკე სარეგისტრაციო სექტორად არის გამოყოფილი და სპეციალური კოდი 28.24. აქვს მინიჭებული. რადგან კურორტს არ ჰყავს მუდმივი მცხოვრებლები, არ ჰყოლია არჩეული მმართველობის ან თვითმმართველობის ორგანო, არ შექმნილა პრივატიზაციის კომისია, არ განაწილებულა მიწები.
წლების განმავლობაში, მოქალაქეები ბახმაროში ეწეოდნენ სააგარაკე სახლების ერთობლივ მშენებლობას და მშენებლობის დამთავრების შემდეგ, ისინი ინაწილებდნენ ოთახებს (ბინებს) შეტანილი წვლილის შესაბამისად. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მრავალი ასეთი სააგარაკე სახლი დღეის მდგომარეობით დანგრეულია დიდთოვლობის გამო და მათზე მონაცემები დაცულია საგადასახადო სიებსა და ტექბიუროს არქივში, თუმცა ძალიან მცირე ნაწილზე (დაახლოებით 15%-ზე).
სარეგისტრაციო სამსახურში ასევე დაცულია მიწის მართვის სამსახურიდან გადმოცემული ბახმაროს მიწის მესაკუთრეთა საგადასახადო სიის ელექტრონული ვერსია და არ არსებობს ამ სიის ქაღალდის ვერსია; აღნიშნულ სიაში ძალიან ბევრი უზუსტობაა და სიის მონაცემები ხშირად არ შეესაბამება ტექნიკური ბიუროს არქივში დაცულ მონაცემებს. სია არ არის დამოწმებული რომელიმე უფლებამოსილი ორგანოს მიერ. ამ სააგარაკე სახლებზე არ ყოფილა თავის დროზე გაცემული გადაწყვეტილება მიწის გამოყოფის შესახებ, არ ყოფილა გაცემული მშენებლობის ნებართვები, შენობის ექსპლოატაციაში მიღების აქტი; არ არის გაცემული ბინებზე ორდერი და პრივატიზების ხელშეკრულება.
წინა ხელისუფლების პირობებში, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია უარს ამბობდა საკუთრების უფლების მოწმობის გაცემაზე იმ მოტივით, რომ ქონება განეკუთვნება ბინის კატეგორიას და ბინებზე საკუთრების მოწმობა არ გაიცემოდა. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოცემული #73 ბრძანებულებიდან გამომდინარე, საკუთრების უფლების მოწმობის გაცემაზე უარს ამბობდა საკრებულო და განმარტავდა, რომ აღნიშნული ბრძანებულება ითვალისწინებდა სახელმწიფო საბინაო ფონდში არსებულ არაპრივატიზებულ საცხოვრებელ და არასაცხოვრებელი ფართობის კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესს, პირობებს, ამ პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს.
საკრებულოდან მოქალაქეებს ამისამართებდნენ საჯარო რეესტრში და განუმარტავდნენ, რომ სააგარაკო სახლები აგებულია 50, 60 … მეტი წლის წინ და განეკუთვნება მიწისა და უძრავი ქონების მართლზომიერ მფლობელობას. ამდენად, ამ ქონების რეგისტრაცია, კანონიდან გამომდინარე, უნდა მოეხდინა საჯარო რეესტრს. თუმცა, მესაკუთრეები არასაკმარისი დოკუმენტაციის გამო, რეგისტრაციას მაინც ვერ ახერხებდნენ. არსებობდა მხოლოდ სიტყვიერი ნებართვა, რომლის თანახმად, ბახმაროში მხოლოდ აუქციონის წესით შეძენილ მიწას და ქონებას არეგისტრირებდნენ.
ახალი ხელისუფლების პირობებში, ზემოთ აღნიშნული პრობლემა ნაწილობრივ მოგვარებულია.
როგორც ჩოხატაურის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის თავმჯდომარე მალხაზ ჩხიკვაძე ამბობს, ლეგალიზაციის პროცესი შეუფერხებლად, კანონის დაცვით მიმდინარეობს:
„ლეგალიზაციის პროცესი რეალურად 2008 წელს დაიწყო, როცა 2005 წელს მიღებული კანონი ძალაში შევიდა. თუმცა, ბახმაროსთან დაკავშირებით იყო გარკვეული პრობლემები, რის გამოც, 2009 წლიდან 2015 წლამდე პრაქტიკულად არ ხდებოდა ლეგალიზაცია, მცირეოდენი გამონაკლისების გარდა. დღეს ჩვეულებრივად, კანონის შესაბამისად მიმდინარეობს ლეგალიზაციის პროცესი. ვიხილავთ განცხადებებს და ვაძლევთ დაკანონების უფლებას“, _ ამბობს ჩხიკვაძე, თუმცა, ზუსტ მონაცემებს, რა რაოდენობის ქონება აქვთ მესაკუთრეებს დარეგისტრირებული ბახმაროში, ვერ ასახელებს:
„ზუსტი ინფორმაცია, რამდენ პირს აქვს დღეს დაკანონებული შენობა, არ მაქვს. ამის სტატისტიკური მონაცემები დამუშავების პროცესშია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან მცირე პროცენტია ლეგალიზებული. არის შენობები, რომელიც რეგისტრირებულია და გაცილებით მეტი, რომელიც ჯერჯერობით რეგისტრირებული არ არის. ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბრის დასაწყისში გვექნება სრული ინფორმაცია რამდენ პირს აქვს ლეგალიზების უფლება მიცემული, რამდენს ჰქონდა განაცხადი შემოტანილი კომისიაში და ვის ეთქვა აქედან უარი. ამ პერიოდის შემდეგ, მომავალი წლის სეზონამდე პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება მიწის ლეგალიზების პროცესის გაგრძელება, რადგან სეზონის დახურვის გამო, ბახმაროში ასვლა შეუძლებელი იქნება. ამის შემდეგ დაამუშავებს კომისია მონაცემებს და უკვე ხელმისაწვდომი იქნება“, – ამბობს ჩხიკვაძე და განმარტავს, რომ იმ პირების მოთხოვნა, რომლებსაც საკრებულოს მიწის აღიარების კომისიამ უარი უთხრა, კანონმდებლობას არ შეესაბამებოდა; კომისია პრინციპულ პოზიციაზე დგას და აქამდე არსებულ “შერჩევითი სამართლის“ პრაქტიკაზე კატეგორიულად ამბობს უარს:
„ზოგი ნანგრევებიღა იყო, ზოგან ფართი იმაზე მეტი იყო, ვიდრე ლეგალიზებას ექვემდებარება… სხვადასხვა პრობლემების გამო ეთქვათ უარი. ძირითადად, იმ შემთხვევაში ხდება უარის თქმა, როდესაც არ დგას შენობა-ნაგებობა, ან საცხოვრებელი სახლის ნანგრევი არ არის ადგილზე. თითოეულ უარს თავისი, დასაბუთებული და კანონიერი მიზეზი აქვს“, _ აცხადებს ჩხიკვაძე.
რაც შეეხება წინა ხელისუფლების დროს ბახმაროში დაკანონებულ მიწებს ჩხიკვაძე ამბობს, რომ ამის კანონიერების გამოკვლევა მისი საქმე არ არის:
„მაშინ ვის რა დაუკანონეს, ეს ჩემი საქმე არ არის. მე პასუხისმგებელი ვარ იმაზე, რაც ახლა კომისიაში შემოდის. თითოეულ განაცხადს სახელის და გვარის გარეშე განვიხილავთ. თუ ეკუთვნის ლეგალიზაცია, ამის უფლებას ვაძლევთ. თუ მისი მოთხოვნა კანონმდებლობას აკმაყოფილებს, რა თქმა უნდა, ყველას შეუძლია დაიკანონოს საკუთრებაში არსებული ქონება“, – ამბობს ჩხიკვაძე.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბახმაროს სტატუსი საბოლოოდ განისაზღვროს და კანომდებლობის რეგულაციებში მოექცეს.
საბოლოოდ, სტატიების ციკლი რომ შევაჯამოთ, ცალსახად შეიძლება დავასკვნათ: იუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2012 წლიდან შეიცვალა მიდგომები კანონიერ საკუთრებასთან მიმართებაში, სამართლიანობა ბოლომდე აღდგენილი მაინც არ არის – მოქალაქეთა საკუთრების უფლების დაცვის კონკრეტული სამართლებრივი რეგულაციების, დაზარალებულთათვის შესაბამისი კომპენსაციის მექანიზმებისა თუ განსახლების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის არქონის გამო, საკუთრების უფლებების დაცვის სფეროში არსებული პრობლემები ჯერჯერობით კვლავ გადაუჭრელი რჩება.
მასალა მომზადებულია პროექტის ფარგლებში –
“საკუთრების უფლების დაცვის ხელშეწყობა ახალ ტურისტულ ზონებში”.
პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ფონდი
“ღია საზოგადოება – საქართველო”.
პუბლიკაციაში გამოქვეყნებული მოსაზრებები,
შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ფონდის შეხედულებებს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შენობის რეაბილიტაციისათვის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტიდან 413 000 ლარი გამოიყო. ყოფილი პოლიკლინიკის არსებულ ორსართულინ შენობას მესამე სართული დაემატა, მოეწყო შენობის ფასადი და ინტერიერი. სამთავრობო კომისიის რეკომენდაციით და მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ბინები გადაეცემათ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯალაბაშვილებში მცხოვრებ, სტიქიის შედეგად დაზარალებულ ეკომიგრანტ ოჯახებს.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2013 წლიდან დღემდე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან 1 101 ოჯახზე მატერიალური დახმარების სახით გამოიყო 2 132 934 ლარი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა/რეაბილიტაციის, მიწისძვრით დაზარალებული ოჯახების ქირით უზრუნველყოფის, ტრანპორტირების ხარჯისა და სტიქიით დაზიანებული მოსავლის კომპენსაციის მიზნით.
2013-2015 წლებში საცხოვრებელი ფართობებით დაკმაყოფილდა ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების შედეგად დაზარალებული 197 ოჯახი, აქედან: შუახევის ყოფილი საავადმყოფოს რეაბილიტირებულ შენობაში შესახლდა – 48 ოჯახი; ქედის ყოფილი საავადმყოფოს რეაბილიტირებულ შენობაში – 64 ოჯახი; თამარის დასახლებაში არსებულ სოციალურ სახლში- 85 ოჯახი.
ამავე პერიოდში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს განსახლების პროგრამის ფარგლებში, აჭარის რეგიონიდან საცხოვრებელი ფართობებით დაკმაყოფილდა 27 ეკომიგრანტი ოჯახი. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, რეგიონალური განვითარებისა და სოციალური დახმარების ცენტრსა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს შორის 2014 წლის თებერვალში გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში, აჭარის რეგიონიდან საცხოვრებელი ფართობებით დაკმაყოფილდა 21 ეკომიგრანტი ოჯახი.
სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის რეგიონიდან მიგრირებულ 571 ეკომიგრანტ ოჯახს უახლოეს მომავალში საკუთრებაში გადაეცემა საცხოვრებელი სახლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

„საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის დიფერენცირებული ტარიფი ბაღში მოქმედებს ჯერ კიდევ 2007 წლიდან და მისი მიზანი გახლდათ, ადგილობრივ დამთვალიერებლთა შორის ბაღის პოპულარიზაცია და ბაღის დათვალიერების საფასურის ხელმისაწვდომობა.
მთელი ამ ხნის განმავლობაში, საქართველოს მოქალაქეთათვის ძირითადი ტარიფისაგან განსხვავებული, შეღავათიანი ტარიფი საზოგადოების გარკვეულ ნაწილში იწვევდა არაერთგვაროვან დამოკიდებულებას და დისკრიმინაციულ გაგებას. სწორედ, ამ გარემოებების გამო, ბათუმის ბოტანიკურმა ბაღმა 2014 წლის თებერვალში, მოამზადა განსხვავებული ტარიფების გაერთიანებით და დროის სხვადასხვა მონაკვეთში ფასდაკლებების შემოღებით, ახალი სატარიფო გეგმა, რომელიც დასამტკიცებლად წარუდგინა ქალაქ ბათუმის საკრებულოს, რომელმაც თავის სხდომაზე მოითხოვა შეთავაზებული და ეკონომიკურადაც დასაბუთებული პროექტის ჩანაცვლება ახალი, მოსახლეობის სოციალური მდგომარების გათვალისწინებით მომზადებული დიფერენცირებული ტარიფების პროექტით, რაც ბაღის მიერ იქნა შეთავაზებული და საკრებულოს მიერ 2014 წლის 14 აპრილს, არსებული სახით დამტკიცებული.
ბათუმის ბოტანიკური ბაღი გამოხატავს რა მზადყოფნას, იხელმძღვანელოს სახალხო დამცველის რეკომენდაციებით და საზოგადოებრივი აზრის გათვალისიწინებით, არსებული უფლებამოსილების ფარგლებში, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასთან კონსულტაციების შემდგომ, მიმართოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს ახალი სატარიფო გეგმის დამტკიცების თხოვნით. ვინაიდან, 2015 წლის ბოტანიკური ბაღის შემოსავლების გეგმა განსაზღვრულია არსებული ტარიფების შესაბამისად, მიგვაგვაჩნია, რომ ტარიფების კორექტირება, 2015 წლის ბოლომდე ვერ მოხერხდება, სწორედ, ეს დრო გამოყენებული იქნება სამომავლო ცვლილებების ეკომომიკური ანალიზისთვის, რა დროსაც გათავლისწინეული უნდა იქნას ბაღის დათვალიერების ხელმისაწვდომობისა და ბაღის ეკონომიკური ინტერესები“ – აღნიშნულია ბათუმის ბოტანიკური ბაღის განცხადებაში.
„სექტემბრის ველომსვლელობა განსაკუთრებული იქნება. ჩვენთან ერთად ველომსვლელობაში მონაწილეობას მიიღებს ადამიანი, რომლის შემართება და შეუპოვრობა აღფრთოვანების ღირსია. ეს პიროვნება თამილა მახარაძეა, მას მძიმე სნეულების დასაძლევად საზღვარგარეთ მკურნალობა ესაჭიროება. ავადმყოფობის გამო ამ ახალგაზრდა გოგონამ უკვე დაკარგა ერთი ხელი. საუბარი უკვე მისი მეორე ხელის შენარჩუნებაზეა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის შესანიშნავად ატარებს ველოსიპედს და დიდი ხალისით უერთდება ჩვენს აქციას. ჩვენ მცირედი აქტივობით, რაც სპეციალურ ნომერზე განხორციელებული ზარით გამოიხატება, მხარში დავუდგებით ამ საოცარ ადამიანს. ეს ის მცირედია, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ მისთის. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ მნიშვნელოვანი წამოწყებითვის გამართულ ველომსვლელობაში უფრო მეტი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას და ველოთი თუ ვერ შემოგვიერთდება, ერთ სატელეფონო ზარს მაინც განახორციელებს მითითებულ ნომერზე“ – ამბობს დათო ტრაპაიძე, ველომსვლელობების ერთ-ერთი ორგანიზატორი.
თემატური ველომსვლელობის იდეის ავტორი ხათუნა ჩხარტიშვილია, ორგანიზაცია „დიაკონიას“ ხელმძღვანელი. „ჩვენ თამილას ვეხმარებით მარცხენა ხელის შენარჩუნებაში, რითაც შეგვიძლია., მას უიშვიათესი დაავადება აქვს და იმის გამო, რომ ვერ შეძლო ოჯახმა მისი მკურნალობისათვის საჭირო თანხის შეგროვება, მან სამწუხაროდ მარჯვენა ხელ დაკარგა. სრული გამოკვლევა რომ ჩატარდეს, საჭიროა თანხა. თამილა არაჩვეულებრივად ატარებს ველოსიპედს მარცხენა ხელით, რომელზეც უკვე დაეწყო დაავადების განვითარება. თამილა იბრძვის, იგი ძლიერი გოგოა და მას აქვს სურვილი, მიიღოს მონაწილეობა ველომარათონში,“ – ამბობს ხათუნა ჩხარტიშვილი.

ზარი თამილას ანგარიშზე: 09 01 70 10 70 [მაგთი, ჯეოსელი, ბილაინი]
ველოსმვლელობა ბათუმში უკვე ტრადიციისამებრ, ყოველი თვის ბოლო პარასკევს იმართება. დათო ტრაპაიძე ამბობს, რომ ყოველ ჯერზე მოხალისეთა და მონაწილეობის მიღების მსურველთა რაოდენობა იმატებს, ისევე როგორც ზოგადად ველოთი მოსიარულეთა რაოდენობა ქალაქში: „აქცია ამართლებს თავის იდეას, რაც ველოსიპედის, როგორც ყველაზე კომფორტული სატრანსპორტო საშუალების პროპაგანდაში გამოიხატება“.
კითხვაზე, უერთდებიან თუ არა ჩინოვნიკები ველომსვლელობას, დათო ტრაპაიძე პასუხობს, რომ მათ სამთავრობო სტრუქტურებს, მერიასა და თვითმმართველობის ორგანოებს შესთავაზეს, შეერთებოდნენ ველომსვლელობას: „ყველა ამბობდა, რომ მშვენიერი იდეაა. მაგრამ აქციაზე ჯერ არც ერთი არ მინახავს. სავარაუდოდ, არჩევნების მოახლოებისას გააქტიურდებიან და შემდეგ უფრო დასჭირდებათ “ხალხთან დაფიქსირება” . არადა, ველოსპორტი და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ის ელემენტარული რამაა, რაც ისედაც, საკუთარი ინიციატივითა და მაგალითით უნდა უწევდნენ პოპულარიზაციას. აქციაზე მათ გამოჩენას არ ველით. თუმცა გაგვიხარდება, ჯიპებიდან ჩამოქვეითებულებიც თუ შემოგვიერთდებიან თუნდაც ერთსაათიან ველომსვლელობაში.“


„ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს საკანალიზაციო სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რის გამოც ჭავჭავაძის ქუჩაზე მოძრაობა აკრძალულია ბარათაშვილის ქუჩის წრიულიდან გოგებაშვილის ქუჩამდე მონაკვეთში. აღნიშნულიდან გამომდინარე, მძღოლებს ვთხოვთ, ისარგებლონ შემოვლითი გზებით.
ბოდიშს ვუხდით მოსახლეობას საგზაო მოძრაობის შეფერხების გამო და გაცნობებთ, რომ აღნიშნულ მონაკვეთში მოძრაობა დღის ბოლოს აღდგება“ – განცხადება ამის შესახებ ქალაქის მერმა გიორგი ერმაკოვმა გაავრცელა ფეისბუქზე.
ირაკლი ერისთავის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის რეგიონული მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ უწყების პერსსამსახურშიც.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პირველი აგვისტოდან შეიქმნა. ის მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების დაწესებულება იქნება.
შსს–დან უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფის შესახებ კანონი პარლამენტმა მიმდინარე წლის აგვისტოში მიიღო.
სკოლის მონაწილეებმა მარწყვისა და ბულგარულის სათბურებიც მოინახულეს. სტუმრებს მეგზურობას აგროსერვისცენტრის დირექტორის მოადგილე ლევან ბოლქვაძე უწევდა.
საზაფხულო სკოლა, რომელიც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფუნქციონირებს, 28 სექტემბრამდე გაგრძელდება და ის მიზნად ეკოლოგიური ცნობიერებისა და გარემოსდაცვითი განათლების ამაღლებას ისახავს. საზაფხულო სკოლის ფარგლებში დაგეგმილია თემატური ლექციებისა და პრაქტიკული მეცადინეობების ჩატარება.


ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 23 დეკემბრის N309 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე N76 განკარგულება ბათუმის ბოტანიკური ბაღის დათვალიერების საფასურს საქართველოს მოქალაქეებისათვის განსაზღვრავს 3 (სამი) ლარით, სხვა ქვეყნის მოქალაქეებისათვის – 8 (რვა) ლარით.
სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, განსხვავებული მოპყრობის დადგენა ეფუძნება იმ შეხედულებას, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეები საქართველოს მოქალაქეებთან შედარებით, მატერიალურად უკეთ არიან უზრუნველყოფილნი და მეტი თანხის გაღების შესაძლებლობა აქვთ. აღნიშნული კი არის წინასწარ ჩამოყალიბებული, სტერეოტიპული შეხედულება, რომელიც მოკლებულია ყოველგვარ ობიექტურ დასაბუთებას. მატერიალურად შეძლებული და შეჭირვებული პირი შესაძლოა იყოს როგორც საქართველოს, ისე სხვა ქვეყნის მოქალაქეც ან მოქალაქეობის არმქონე. სტერეოტიპული დამოკიდებულება არ შეიძლება მიჩნეულ იქნას ლეგიტიმურ მიზნად და წარმოადგენდეს მის ობიექტურ და გონივრულ გამართლებას.
სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ მოცემულ შემთხვევაში, უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის განსხვავებული სატარიფო წესის შემოღება წარმოადგენდა პირდაპირ დისკრიმინაციას მოქალაქეობის ნიშნით, რამდენადაც მას არა აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება.
ბათუმის განვითარების ფონდის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ტენდერის ორჯერ ჩაშლა ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებამ გამოწვია. პროექტისთვის გათვალისწინებული თანხა აღარ აღმოჩნდა საკმარისი იმ მოთხოვნების შესასრულებლად, რასაც ტენდერის პირობები ითვალისწინებდა. გაირკვა, რომ პროექტის ბიუჯეტის ძირითადი ნაწილი 3დ ლუქების შექმნას დასჭირდებოდა (დაახლოებით 60 000 ლარი), ამიტომ პოტენციურ მომწოდებლებთან შეხვედრისა და პრობლემის გაანალიზების შემდეგ ბათუმის განვითარების ფონდის შესყიდვების სამსახურმა ეს მოთხოვნა სატენდერო პირობებიდან ამოიღო.
ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღწერაზე „დისტანციური ზონდირებისა და გეოინფორმაციული სისტემების საკონსულტაციო ცენტრი „გეოგრაფიკი“ იმუშავებს. ის ერთადერთი კომპანია იყო, რომელიც ტენდერში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდა. შესაბამისად, მას ელექტრონულ ვაჭრობაზე კონკურენტი არ ჰყოლია. პროექტის ბიუჯეტი 100 000 ლარი იყო, თუმცა ელექტრონულ ვაჭრობაზე კომპანიამ მერიას სამუშაოს შესრულება 98 500 ლარად შესთავაზა.
უკვე გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიამ ბათუმში არსებული ძეგლების ინვენტარიზაცია და არსებული მდგომარეობის შეფასების ელექტრონულად მართვის პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება, შემდგომში კი მომსახურება უნდა უზრუნველყოს. ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლს ბათუმის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი ავთანდილ დარჩია და ინსპექტირების ჯგუფი განახორციელებს.
სამუშაოს შესასრულებლად კომპანიას ხელშეკრულების გაფორმებიდან ოთხი თვის ვადა აქვს, სამუშაოს შესრულების არეალი კი ბათუმის ტერიტორიაა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ბათუმში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ობიექტების ფიქსაცია და სააღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა, დამცავ ზონებში დასაშვები ქმედებების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება უნდა უზრუნველყოს.
კომპანიამ უნდა გაწეროს ასევე თავისუფალი სივრცეების გამოყენების პირობების, რეაბილიტაციის მეთოდოლოგიის საკითხები. ეს ძეგლის დამცავ ზონაში მშენებლობის დასაშვებობა – არ დასაშვებობას, ან პროექტის დასაშვებ მასშტაბებს განსაზღვრავს. მოთხოვნებს შორისაა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ობიექტების სააღრიცხვო ბარათების შედგენა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ობიექტების კონსტრუქციული მდგომარეობის შეფასება.
სატენდერო პირობის გათვალისწინებით, კომპანიამ ასევე უნდა განახორციელოს:
„კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ობიექტების სამართლებრივი მდგომარეობის შესწავლა-შეფასება: უშუალოდ ძეგლზე არსებული საკადასტრო ერთეულის მოძიება, მისი არსებულ რეალობასთან შედარება და ფიქსაცია; ძეგლის ტერიტორიაზე და მის ინდივიდუალურ დამცავ ზონაში არსებული ობიექტების საკუთრების თაობაზე ინფორმაციის მოძიება და დამუშავება. თავისუფალი სივრცეების გამოყენების პირობების, რეაბილიტაციის მეთოდოლოგიის საკითხების დამუშავება,• საველე მონაცემების შეყვანა და სისტემატიზაცია.
ერთიანი მონაცემთა ბაზა უნდა შეიქმნას საქართველოს კულტურული მემკვიდეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ შექმნილ პროგრამული უზრუნველყოფის მოდელით, ონლაინ რეჟიმში.
ტენდერში გამარჯვებული კომპანია 2011 წელსაა დაფუძნებული და მის 50-50% წილებს მალხაზ ხურციძე და გიორგი გოცირიძე იყოფენ.


სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, უკვე მზადაა შენობის პროექტი, მომზადებულია ასევე სამშენებლო მოედნის გეოლოგიური დასკვნა და შესწავლილია გრუნტი. პროექტი მართკუთხა ფორმის ხუთსართულიანი კორპუსის მშენებლობას ითვალისწინებს.
ტენდერის პირობების მიხედვით, მშენებლობა შესაბამისი სამსახურებიდან ნებართვის მიღების შემდეგ დაიწყება. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი კომპანიამ ბათუმის მერიას შესრულებული სამუშაოების მოთხოვნებთან შესაბამისობის დოკუმენტი უნდა წარუდგინოს, რომელიც ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ იქნება გაცემული.
ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს ბოლო სამი წლის განმავლობაში (2012, 2013, 2014) და 2015 წლის პირველ სექტემბრამდე შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის სამუშაოები, საერთო ღირებულებით, არანაკლებ 10 მილიონი ლარის ოდენობით.
ე.წ. ”იაფი სახლის“ პროექტის შესაძლო განხორციელებაზე 2014 წლის დასაწყისში ბათუმის მაშინდელმა მერმა ჯემალ ანანიძემ დაიწყო საუბარი. მერიის ეკონომიკურ სამსახურში კი აცხადებდნენ, რომ „იაფი სახლის“ პროექტში მონაწილეობის კრიტერიუმების გაწერაზე მუშაობა დაწყებული იყო.
ბათუმის 2014 წლის ბიუჯეტში „იაფი სახლის“ პროექტისთვის 2,5 მილიონი ლარი გაითვალისწინეს. პროგრამა გულისხმობდა 110 ბინის მშენებლობას. თანხა გაწერილი იყო ასევე ბაზრის კვლევისთვის, შემდეგ კი უნდა გამოცხადებულიყო ტენდერი და დაწყებულიყო მშენებლობა. თუმცა მშენებელი კომპანიის შესარჩევად ტენდერი არ გამოუცხადებიათ და შესაბამისად არც მშენებლობა დაწყებულა. თანხა კი ბათუმის მერიამ წლის ბოლოს ნაშთში გადაიტანა, `იაფი სახლი~ კი შეუსრულებელი პროექტების ნუსხას შეემატა.
მერიამ იაფი სახლის პროექტის გარეშე წარუდგინა საკრებულოს 2015 წლის ბიუჯეტიც, რასაც ოპოზიცია აკრიტიკებდა. მოგვიანებით მერიამ „იაფი სახლის“ პროექტის კრიტერიუმებზე მომუშავე ჯგუფი შექმნა, რომელსაც ამ დრომდე ერთი სხდომაც არ ჩაუტარებია. ასე რომ კრიტერიუმები ისევ სამსჯელო თემაა, გამარჯვებული კომპანიის გამოვლენის და ხელშეკრულების დადების შემთხვევაში კი ე.წ. „იაფი სახლის“ მშენებლობა სავარაუდოდ წელს დაიწყება.
ერთ-ერთი მათგანი, ვინც დღეს 70 მოქალაქეს შორის იმყოფებოდა „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, არის ვახტანგ აბულაძე, რომელიც ამბობს, რომ მან ცივილიზებული წესებით აირჩია ბრძოლა საკუთრების დაბრუნებისთვის, მაგრამ ქვეყნის სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად, საკუთრება მაინც ვერ დაიბრუნა.
„2010 წლის 10 მაისიდან მოყოლებული სასამართლოში მიმდინარეობს დავა ჩემს საკუთრებასთან დაკავშირებით, რომელიც მდებარეობს ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ახალშენის მეურნეობაში. ამ ხელისუფლების პირობებში, 2012 წლის 16 ნოემბერს, ხელვაჩაურის საკრებულომ გამიუქმა მიწის საკუთრება და მას შემდეგ ვდავობ სასამართლოში. სასამართლო პროცესები მოგებული მაქვს როგორც ბათუმში, ისე ქუთაისსა და საკასაციო სასამართლოშიც“.
სასამართლო დადგენილების მიუხედავად, საჯარო რეესტრმა, სააღსრულებლო ფურცლის წარდგენის მიუხედავად, ვახტანგ აბულაძეს საკუთრების დარეგისტრირებაზე უარი უთხრა. „თურმე ჩემი მიწის ნაკვეთიდან გარკვეული ფართობი დაურეგისტრირებია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას“, – ამბობს ვახტანგ აბულაძე, რომელმაც ამ უარის მიღებისთანავე მიმართა გამგეობას იმ ბრძანების გაუქმების მოთხოვნით, რომლის საფუძველზეც მიითვისა მისი მიწის ნაკვეთი.
გამგეობისგან უარის მიღების შემდეგ ვახტანგ აბულაძემ ისევ სასამართლოს მიმართა: „ამ დროისთვის ჩემი დავა განიხილა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ და მიწის ნაკვეთი დაუბრუნა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს“.
ვახტანგ აბულაძის თქმით, ის გაჩერებას არ აპირებს, რადგან მიაჩნია, რომ ჩამორთმეული მიწა არის მისი საკუთრება, სადაც მას „სერიოზული თანხა აქვს მოვლა-რეაბილიტაციაზე დახარჯული“.
ვახტანგ აბულაძე დარწმუნებულია, რომ „მისი მიწის ნაკვეთის მიმართ პირადი ინტერესი ჰქონდათ ხელისუფლების უმაღლესი რგოლის თანამდებობის პირებს“და მხოლოდ ამის გამო წაართვეს მიწის ნაკვეთი. „ამ შემთხვევაში მათი ვინაობის დასახელებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ ერთი რამის თქმა შემიძლია, ამჟამად ისინი მოქმედი ჩინოვნიკები არ არიან“, – ამბობს ვახტანგ აბულაძე.
ვახტანგ აბულაძე, ისე როგორც სხვა პირები, რომლებიც დღეს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ იყვნენ შეკრებილები, ამბობენ, რომ „სამართლიანობა უნდა აღდგეს ყველა იმ პირის მიმართ, რომლებიც ყოფილი და ამჟამინდელი ხელისუფლების შეცდომების გამო დაზარალდნენ“.
საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს საქართველოს პარლამენტში ოპოზიციური პარტიების – „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა.
სარჩელთან ერთად მოსარჩელე ითხოვს ახალი ნორმების შეჩერების ამოქმედებას მანამ, სანამ საკონსტიტუციო სასამართლო საქმის არსებით განხილვას დაიწყებს.
პარლამენტმა საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსად და საბჭოს წევრებად დაამტკიცა პირები, რომლებიც თავიანთი საქმიანობით ქვეყნის ყოფილ პრემიერთან, ბიძინა ივანიშვილთან არიან დაკავშირებულნი.
საკონსტიტუციო საჩივრის წარდგენას სასამართლოში დეპუტატი შალვა შავგულიძეც ესწრებოდა.