წესრიგს მივეჩვიოთ, დროისა და შრომის ფასი ვისწავლოთ – რატომ ევროპა

თაკო ნინიძე, სტუდენტი

ვინ ითვლება ნამდვილ ევროპელად? რა წარმოადგენს ხიდს საქართველოსა და ევროპულ ფასეულობებს შორის? რა ითვლება ევროპულ ფასეულობად?

ჩვენ, ქართველები, უძველესი ერი, მრავალსაუკუნოვანი ისტორიის და ტრადიციების მქონე ქვეყანა ვართ. პირველი ნაბიჯები ჯერ კიდევ ადრეულ წლებში გადავდგით ევროპისკენ, საწყისად იბერია – რომის ურთიერთობები ავიღოთ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე იმპერატორმა ანტონიუსმა ფარსმან ქველს უმასპინძლა და სწორედ მისი ბიუსტი დადგა რომის ცენტრში, როგორც სიმბოლო იბერიელთა სიძლიერისა.

მეცნიერისა და დიპლომატის სულხან-საბა ორბელიანის დიპლომატიური მისიაც, საქართველოს ევროპული საგარეო პოლიტიკის გამყარება გახლდათ. ქართველები თავისი არსებობის განმავლობაში მუდამ ცდილობდნენ ევროპული კედლის გარღვევას, მთავარ ხიდს კი ქრისტიანობა წარმოადგენდა. ქვეყნის წარმატების გარანტი და სახელმწიფოს საყრდენი – დემოკრატია, სწორედ ევროპიდან იღებს სათავეს.

დღეს ჩვენ გვინდა ევროპა, უფრო მეტიც, „ევროპელები ვართ!“ რა მოვუხერხოთ ქართულ მენტალობას?  რუსულ მონობაში ორსაუკუნოვანმა ცხოვრებამ, სრულიად გადააგვარა და შეცვალა ქართველი ერი. ადამიანების ნაწილისთვის საოცნებო თავისუფლებაა 37 მანეთი, მითები რუს ქალებზე, საბჭოთა კავშირის იაფ საჭმელ-სასმელი და „კეთილმეზობლური“ ურთიერთობა „ერთმორწმუნე“ რუსეთთან.

ევროპაზე საუბრისას, ჩვენ ბევრი რამ სხვანაირად გვგონია და გვახსენდება. მაგალითად ის, რომ მასთან დაახლოება სარწმუნოებას, ტრადიციას და „ქართველობას“ წაგვართმევს. თუმცა გვავიწყდება, რომ სწორედ ევროპული ფულით შეკეთდა და რესტავრირდა არა ერთი ქართული ტაძარი, არქიტექტურის ნიმუში თუ რელიკვია.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ევროპა გარყვნილების ბუდეა, სადაც ოჯახს პატივს არ სცემენ და 18 წლის ასაკში უშვებენ ბავშვებს სახლებიდან. ჩვენთან კი 30-40 წლის ხალხი ისევ მშობლებთან ცხოვრობს და თავსაც მათი დახმარებით ირჩენს. ვეწინააღმდეგებით ანტიდისკრიმინაციულ კანონს ისე, რომ გადაშლა და შიგნით ჩახედვაც არ გვინდა. კატეგორიულად ვემიჯნებით სქესობრივი განათლების შესახებ ინფორმაციის სკოლებში შეტანას, მორიდებით ვფურცლავთ ბიოლოგიის წიგნს, როცა მსგავს თემას ვუახლოვდებით. წინააღმდეგი ვართ ქორწინების გარეშე ერთად ცხოვრებაზე და 14-16 წლის არასრულწლოვნებს სიხარულით ვათხოვებთ, ოჯახს „ვაბარებთ“.

ევროპა დემოკრატიულ ღირებულებებზე დგას. აქ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ფუნდამენტური უფლებაა მაშინ, როდესაც რუსეთში განსხვავებული აზრის გამო ტერორსა და შეზღუდვებში ცხოვრობენ. ევროპაში მედიის თავისუფლებაა, რაც დამოუკიდებლობის ერთ-ერთი ინდიკატორია.

მთავარ ევროპულ ფასეულობად მიმაჩნია ჰუმანიზმი და ლიბერალიზმი. ისინი წინა პლანზე აყენებენ ადამიანებს და მათ პიროვნულ თვისებებს. ევროპა პატივს სცემს სექსუალურ ურთიერთობებს, თუმცა ჩვენთვის, სადაც ძირითად ღირებულებად ტრადიციები მოიაზრება, ეს სოდომია. ჩემთვის ევროპა განიხილება როგორც განათლების კერა. მათ ჰყავდათ მსოფლიო მოაზროვნეები, რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო უკეთესობისკენ. ისტორიულად საქართველოს ტერიტორიაზე სახლობდნენ პირველი ევროპელები, ზეზვა და მზია, ეს მიუთითებს, რომ სწორედ აქ დაირწა კაცობრიობის აკვანი.

ევროპული კულტურა გვასწავლის, როგორ ავაშენოთ და დავიცვათ საკუთარი სახელმწიფო, როგორ ჩამოვაყალიბოთ სამოქალაქო საზოგადოება. ევროპა გვასწავლის, გვიყვარდეს ჩვენი ქვეყანა და სხვაგან გაქცევის ნაცვლად მცირეოდენი წვლილი შევიტანოთ ქვეყნის წარმატების გზაზე. ჩვენ თვითონ ვნახოთ როგორია გამწვანებული ქალაქები, მოწესრიგებული მოძრაობა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ცდილობს გვანახოს, რომ 50 წლის შემდეგ ცხოვრება არ მთავრდება, რომ მოხუცსაც შეუძლია ფერადი ტანსაცმელი ეცვას და საღამოობით ვალსს ცეკვავდეს.

მართალია, დიდი კულტურისა და ისტორიის ერი ვართ, მაგრამ დღეს, სამწუხაროდ, აღარ გვაქვს ყოფითი კულტურა და ქართულ უწესრიგობას, ნაცნობობა – საქმის „ჩაწყობას“ ეწირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი – ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე. დროა ჩამოვყალიბდეთ საღად და რაციონალურად მოაზროვნე ერად, მოვიდა დრო შევიგნოთ ძირითადი ფასეულობები, რაც ევროპას გააჩნია და რასაც უნდა მივიღწვოდეთ. ევროპული საზოგადოება კი არის: განათლებული, განსხვავებული აზროვნების შემწყნარებელი, სამოქალაქო თვითშეგნებისა და პასუხისმგებლობის მწვერვალი, საზოგადოება, რომელმაც იცის სამშობლოს სიყვარული და აქვს სახელმწიფოებრივი ცნობიერება.

ისტორიულად ყოველთვის ვიყავით ევროპული კულტურის ნაწილი და ახლა უკვე დროა შინ დავბრუნდეთ. უნდა მოვინდომოთ და უარი ვთქვათ სიყალბესა და თვალთმაქცობაზე, წესრიგს მივეჩვიოთ, დროისა და შრომის ფასი ვისწავლოთ, ერთმანეთი შევიყვაროთ და განსხვავებულიც შევიწყნაროთ…

ჯერ ისევ გზაში ვართ, სახლამდე არც ისე შორია!

 

 

რატომ ევროპა? – მინდა საღამოობით ბაბუასთან ერთად სალსას ვცეკვავდე

ლიზა კახაბერიძე, მეათე კლასის მოსწავლე

„ევროპა – თუნდაც იმიტომ, რომ ვნახოთ, შეიძლება მოხუცებსაც ეცვათ ფერადი ტანსაცმელი, ველოსიპედებით სეირნობდნენ და საღამოობით სალსას ცეკვავდნენ“, – ეს სიტყვები თანამედროვე ქართველ  მწერალს, ლია ლიქოკელს ეკუთვნის. როცა პირველად წავიკითხე ეს ფრაზა ძალიან გავმხიარულდი,  წარმოვიდგინე როგორ სეირნობს ველოსიპედით, წითელ შარვალში, ზოლიან წინდებსა და ჭრელ ჰალსტუხში  გამოწყობილი ბაბუა. ერთდოულად სასაცილო და სასიამოვნო სანახავი იქნებოდა.

მართალია, ლიქოკელი, მე, ჩემი მეგობრები და კიდევ ბევრი, ვირჩევთ ევროპას,  მაგრამ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, არ მოსწონს „ევროპელობის“ იდეა. ვფიქრობ, ამის მიზეზი ის კი არ არის, რომ ფერადი ტანსაცმლის ჩაცმის ერიდებათ ან ცეკვა არ იციან. ალბათ უფრო ის, რომ ეშინიათ. ეშინიათ იმის, რომ ევროპაში შესვლით დავკარგავთ ტრადიციებს, კულტურას, რელიგიას და, ზოგადად, ყოველივე ეროვნულს, რომელთა შენარჩუნებისთვისაც საუკუნეების განმავლობაში უამრავი ბრძოლა გადავიტანეთ. ჩემი აზრით, ამ შიშების საფუძვლიანი მიზეზი არ არსებობს და ევროპაში შესვლა სულაც არ ნიშნავს ქართველობის დაკარგვას.
საქართველო უკვე წლებია ცდილობს რეალურად გახდეს ევროპული ცივილიზაციის ნაწილი. და როცა ვიზალიბერალიზაციით კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით ამ „სანუკვარი ოცნების“ ასრულებისკენ, საზოგადოებაში თანდათან გახშირდა ანტიდასავლური პროპაგანდა. სწორედ ეს პროპაგანდაა მოსახლეობაში გაჩენილი ანტიევროპული განწყობის მიზეზი.
ანტიდასავლური მედიასაშუალებების ძირითადი არგუმენტი ერთნაირსქესიანთა ქორწინებაა. მეც, ძალიან ხშირად მსმენია ჩემს ირგვლივ მყოფი ადამიანებისგან, რომ თუ ევროკავშირის წევრი ქვეყანა გავხდებით, აუცილებლად მოგვიწევს დავაკანონოთ ერთნაირსქესიანთა ქორწინება. რეალურად კი,  ევროკავშირი მხოლოდ იმას მოითხოვს, რომ ნებისმიერი ადამიანის უფლებები იყოს დაცული, განურჩევლად მათი სქესისა, ორიენტაციისა, რასისა, ეროვნებისა და ა.შ.
იმედი მაქვს, მალე შესუსტდება ამ პროპაგანდის გავლენა და გაიზრდება სწორ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა.

ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში ილია წერდა, რომ „ევროპული ფასეულობები ჩვენთვის ყველაზე ღირებულია. ის უნივერსალური ხასიათისაა და ყველასთვის ერთნაირად არის მისაღები. ამ ღირებულებების განხორციელებით ჩვენ შევძლებთ დავიცვათ მთელი ერი, თითოეული ადამიანი და მათი ბედნიერება და კეთილდღეობა სახელმწიფოს უპირველესი საზრუნავი გახდება. ჩვენ მივიღებთ თანასწორობას, დაცულობასა და ჰარმონიას.“

ევროპაში შესვლით ჩვენ გავეცნობით ახალ კულტურას, დავნერგავთ ახალ ტექნოლოგიებს. შევქმნით განათლების ძლიერ სისტემას, რომელიც დღეს ასე ძალიან სჭირდება საქართველოს.

მე ვირჩევ ევროპას, რადგან მინდა ვიცხოვრო თავისუფალ, დემოკრატიულ ღირებულებებსა და პრინციპებზე დაფუძნებულ ქვეყანაში, სადაც იქნება სიტყვის, აზრის, მედიის, რელიგიის თავისუფლება.
მე ვირჩევ ევროპას, რადგან მინდა საღამოობით ბაბუასთან ერთად სალსას ვცეკვავდე.
მე ვირჩევ ევროპას, რადგან „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია.“
მე ვირჩევ ევროპას, რადგან  „მე ვარ ქართველი, მაშასადამე, მე ვარ ევროპელი.“

ესეი მომზადებულია კონკურსის ფარგლებში – რატომ ევროპა. პროექტის შემსრულებელი: „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტს ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWM) ACCESS-ის მხარდაჭერით. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID)

საზოგადოებრივი მაუწყებელი 597 ათას ლარად 15 ავტომობილს შეიძენს

საზოგადოებრივი მაუწყებელი 15 ერთეული მე-3 კლასის მსუბუქი ავტომობილის შეძენას გეგმავს, რისთვისაც სულ 597 ათას 990 ლარი აქვს გათვალისწინებული. ავტომობილებს მაუწყებელი თანმდევი საგარანტიო პირობების ფარგლებში გეგმიური ფასიანი მომსახურებით შეიძენს.

ავტომობილების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადებულია, რომელიც მიმდინარე წლის 26 დეკემბერს დასრულდება. გამარჯვებულმა ავტომობილები საზოგადოებრივ მაუწყებელს, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 80 დღეში უნდა მიაწოდოს.

სხვადასხვა ტექნიკურ პირობებთან ერთად, მაუწყებელი ითხოვს, რომ ავტომობილების კარებების რაოდენობა „მაუწყებლის საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით“ იყოს – 5 [ოთხი მძღოლის და მგზავრების და ერთი საბარგულის კარი]. ამასთან, ავტომობილების ძარის ფერი [სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ბრენდის კორპორატიული ფერის გათვალისწინებით] უნდა იყოს – წითელი ან თეთრი [დაუშვებელია სხვა ფერის ავტომობილების შეთავაზება].

ტენდერის პირობების მიხედვით, „გეგმიური ფასიანი მომსახურების დაფინანსება ასევე განხორციელდება 2018, 2019 და 2020 წლებში. ავტომობილების საგარანტიო ვადა უნდა იყოს 5 წელი ძირითად აგრეგატებზე, 3 წელი ან 150000 კილომეტრი – სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა…

მიმწოდებელ ორგანიზაციას უნდა გააჩნდეს ავტოტექმომსახურების გაწევისთვის საჭირო ტექნიკური მოწყობილობები და ქალაქ თბილისის ფარგლებში გამართული ავტობოქსი, სადაც მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს, თანმდევი საგარანტიო პირობების ფარგლებში გეგმიური ფასიანი მომსახურების გაწევა შემსყიდველის ავტომანქანებზე.


საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მაღალი გამავლობის, „სუზუკი ვიტარას“ მარკის 20 წითელი მსუბუქი ავტომობილი 728 822 ლარად უკვე შეიძინა.

ამ ავტომობილების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი 2017 წლის ივლისში გამოცხადდა და მასში მონაწილეობა ორმა კომპანიამ მიიღო – სს „ფრანს ავტომ“ და შპს „ჯი-თი მოტორსმა“. ტენდერში „ჯი-თი მოტორსმა“ გაიმარჯვა. ამ ტენდერში ავტომობილის ფერი [მხოლოდ წითელი ] ერთ-ერთი აუცილებელი მოთხოვნა იყო.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსებისა და ადმინისტრაციის ბლოკის დირექტორის, ნოდარ ჭიჭინაძის განცხადებით, ერთი ავტომობილი 36 441 ლარი და 60 თეთრი დაჯდა. მისი თქმით, ეს რეალურ საბაზრო ფასზე 12 ათასი ლარით ნაკლებია.

საზოგადოებრივი მაუწყებლის წითელი ჯიპები. ფოტო: პირველი არხი

 

მუსიკა, როგორც ყოფილი პატიმრის შუქი მომავლისკენ

საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ ხმის ჩამწერი სტუდია მოაწყო, ხალხური სიმღერის ანსამბლში დაიწყო სიმღერა და მიხვდა, რომ მუსიკა იყო  საქმე, რომელიც სამომავლოდ უნდა ეკეთებინა. ბედნიერია და თავს კარგად გრძნობს. ოზურგეთის ხმის ჩამწერ პატარა სტუდიაში ყოველდღიურად ფუსფუსებს. დიდი სამომავლო გეგმების განხორციელებას, რომელიც ისევ მუსიკას უკავშირდება მუდმივი შრომა სჭირდება. ყოფილი პატიმარი, გრიგოლ მახარაძე საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე გვიამბობს:

„მეგობართან ერთად ხმის ჩამწერი სტუდია გავხსენი ოზურგეთში, ჩვენივე აპარატურა გვაქვს. ეს არ არის სტაბილური სამსახური, მაგრამ დღესასწაულებზე, სასწავლო წლის დასაწყისში, წლის დასასრულს გვაქვს ხშირად შეკვეთები, ფონოგრამებს ვწერთ ღონისძიებებისთვის.

ხანდახან ქორწილში დედოფალი წერს საიდუმლოდ რამე სიმღერას საქმროსთვის, ან საქმრო საცოლისთვის, რომ ქორწილში ერთმანეთს სიურპრიზი მოუწყონ. ელექტროგიტარაზე ვუკრავდი ადრე სოლო პარტიებს ერთ-ერთ როკ-ჯგუფში, ის ბენდი ისევ არსებობს, მე რაღაც დროის მერე თბილისიდან ჩემს რაიონში, ოზურგეთში დავბრუნდი და აქ დავიწყე საქმიანობა“, – გვიყვება გრიგოლ მახარაძე.

საყვარელ საქმეს აკეთებს, მუსიკალურ პროგრამებზე მუშაობს მეგობართან ერთად, რომელიც ხმის რეჟისორია. მუსიკა გრიგოლის გატაცება და უკვე პროფესიაცაა. ამბობს, რომ ოზურგეთის ხმის ჩამწერ სტუდიაში მუშაობისას ბევრ უცნაურ და საინტერესო ადამიანს ხვდება.

ოცნებობს კონცერტების გასამართად საჭირო აპარატურა ჰქონდეს, ბენდი გააკეთოს და საქართველოს პატარა ქალაქებში, რაიონებსა და სოფლებში კონცერტები ჩაატაროს. აქამდე ყოველთვის სხვადასხვა ჯგუფში უკრავდა სოლო გიტარის პარტიებს და ცალკე თავისი ნამუშევრები არავისთვის მოუსმენინებია, სიმღერები და სოლოჩანაწერები დაუგროვდა და მიიჩნევს, რომ მომავალში კონცერტებზე შეიძლება მსმენელს თავისი მუსიკის ცოცხალი შესრულება შესთავაზოს:

„ზაფხულობით ბათუმის კლუბებში, ბარებში ვუკრავთ ხოლმე ბენდთან ერთად, მაგრამ ეს სეზონური სამუშაოა, დროებითი. ვუკრავდით ერორ 404-ში და ბაიკერების ბარში: Freedom Lovers Bar.

გრიგოლ მახარაძის ჩანაწერებს, შეგიძლიათ Soundcloud-ზე მოუსმინოთ.

„Abandoned Memories”

Abandoned Memories by Grigol Maxaradze

 

„One Day Of Summer”

Oen Day Of Summer by Grigol Maxaradze

ვოცნებობ იმდენი საშუალება გამოვნახო ჩემივე ბენდის საქველმოქმედო კონცერტები მოვაწყო საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. დიდი დახმარება გაუწია ჩვენი ხმის ჩამწერ სტუდიას და პირადად მე დემოკრატიის ინსტიტუტმა და გურიის ახალგაზრდულმა რესურსცენტრმა,  ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის ფარგლებში მათ ელექტროგიტარა Schecter C7 გადმოგვცეს.

მუსიკის და ინსტრუმენტის გარეშე არ შემიძლია. გიტარა ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ნივთია. ამ საქმით თავის რჩენა საქართველოში ზღაპარია, მაგრამ რაც იცი და გიყვარს, იმას უნდა აკეთებდე მთელი გულით. არ ვიცი სხვა საქმე ასე გამომივიდოდა თუ არა“, – ამბობს გრიგოლი და ბავშვობას იხსენებს, როცა ბებია ოცნებობდა შვილიშვილი ექიმი ჰყოლოდა:

„ასე უნდოდა ბებიას, მაგრამ მუსიკოსი შერჩათ ხელში, თუმცა არავის გაკვირვებია: ბებია, ბაბუა, დედ-მამა, ყველა კარგად მღეროდა ჩვენს ოჯახში, მახსოვს ბებია შვიდსიმიან გიტარაზეც უკრავდა. ჩვეულებრივ ამბად მიიღეს ჩემი მუსიკისადმი ლტოლვა და ინტერესი. მეუღლე და ორი შვილი, გოგო-ბიჭი მყავს – 14 და 15 წლის, მგულშემატკივრობს ოჯახი. ყველა პროექტი იციან, რაზეც ვმუშაობთ ხოლმე სტუდიაში და საერთო ფაციფუცში არიან ჩაბმულები“.

გრიგოლ მახარაძის ხმის ჩამწერი სტუდია  გურულ როკ-ჯგუფ „ლურჯ იალქანთან“ თანამშრომლობდა, ერთად წერდნენ სიმღერებს, მერე „ლურჯი იალქანი“ ბათუმში გადმოვიდა.

გრიგოლს მეგობართან ერთად ოზურგეთის მოზარდმაყურებელთა თეატრში მიუზიკლი: „სკოლა იქსი“ აქვს დადგმული, რომელშიც თეატრის მსახიობები თამაშობდნენ. მიუზიკლი სკოლის მოსწავლეების უფროსებთან ურთიერთობას, ამ ასაკის თავისებურებებს და თინეიჯერების ზოგად პრობლემებს ეხებოდა. სტუდია ასევე თანამშრომლობს ოზურგეთის კულტურის ცენტრთან და მზად არის გურიის რეგიონის ნებისმიერ მცხოვრებს მოემსახუროს ხმისა და ფონოგრამის ჩაწერის სერვისით.

                                                     გრიგოლ მახარაძე

გრიგოლ მახარაძე საპატიმროდან 2007 წელს გათავისუფლდა. ამ წლებზე საუბარი არ სურს. ამბობს, რომ ვერასდროს წარმოიდგენდა ოდესმე გისოსებს მიღმა თუ აღმოჩნდებოდა. მოულოდნელი, უსიამოვნო სიურპრიზი ცხოვრებისგან მშვიდად მიიღო და საკანში ყოფნისას ბევრი თავისუფალი დრო ინგლისურის გაკვეთილებით შეავსო: მოიმარაგა წიგნები, ვინც საერთოდ არ იცოდა ენა, თავიდან დააწყებინა სწავლა, ვინც იცოდა, მათ გასაუმჯობესებელ სავარჯიშოებს აკეთებინებდა და ასე აქცია ციხის წლები საგანმანათლებლო პერიოდად.

„ყველაფერი რაღაცისთვის ხდება“, – ამბობს გრიგოლ მახარაძე. – „ციხემ რაღაცები მასწავლა კიდეც, მაგალითად ის, რომ როცა ცხოვრება ახალ შანსს, ახალ გზებს გთავაზობს, აუცილებლად უნდა იყო აქტიური, მონდომებული, პასიური წლების ასანაზღაურებლად და წინ წახვიდე.

ხალხურ ანსამბლ „ვახტანგურში“ დავიწყე სიმღერა გათავისუფლების შემდეგ და მივხვდი – მუსიკა იყო წარსულის ცუდი გამოცდილების გადაფასებისთვის საუკეთესო საშუალება, კეთილი, თბილი შუქი, რომელიც მომავლის გზას მინათებდა. კარგად ვარ, საყვარელ საქმეს ვაკეთებ და ჩემი მთავარი საქმე მინდა ყოველთვის მუსიკა იყოს“.

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

“რატომ ევროპა” – ესეების კონკურსს სამი გამარჯვებული ჰყავს

დღეს, 15 დეკემბერს, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ ესეების კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა და დააჯილდოვა. კონკურსანტებმა ესეები მოამზადეს თემაზე – „რატომ ევროპა“. ესეების კონკურსს სამი გამარჯვებული ჰყავს.

„რატომ ევროპა“-ს გამარჯვებულებს – ლილე მესხიძეს, თამარ თურაძესა და მალხაზ რეხვიაშვილს, საჩუქრად ტექნიკის ვაუჩერები გადაეცათ. კონკურსის ერთ-ერთმა გამარჯვებულმა, თამარ თურაძემ თავის პრიზი კონკურსის ყველა მონაწილის სახელით სოფელ გელაურში, ბოშათა დასახლებაში მცხოვრებ თანატოლს – ჯუმბერ ალიმოვს გადასცა.

ესეების კონკურსის ყველა მონაწილეს ასევე გადაეცათ წიგნების ვაუჩერი. 

კონკურსის სულ 18 ახალგაზრდა იღებდა მონაწილობას.

ყველა მათგანის ნამუშევარი შეგიძლიათ იხილოთ აქ: თამთა თავართქილაძე, ლანა კაპანაძე, ლიზა კახაბერიძე, მალხაზ რეხვიაშვილი, ნინო გოლიაძე, ნინო დიდმანიძე, დავით ჯინჭარაძე, თაკო ნინიძე, ლილე მესხიძე, ნინი თურაძე, თამარ თურაძე, მარიამ მიქელაძე, ცირა ჯგერენაია, ხატია ზუხუბაია, ხატია რომანაძე, თინათინ გიორგაძე, შოთა მორთულაძე და ივერი შაინიძე.

ესეების კონკურსი “რატომ ევროპა” „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ გამოაცხადა პროექტის  ფარგლებში „ანტიდასავლური დეზინფორმაციის წინააღმდეგ აჭარაში“. კონკურსის მიზანი ახალგაზრდებში ევროპული ღირებულებების პოპულარიზაცია და სტუდენტთა/მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება იყო.

პროექტს – „ანტიდასავლური დეზინფორმაციის წინააღმდეგ აჭარაში” – ახორციელებს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი”, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის მხარდაჭერით და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური დახმარებით.

სხვა გზას ჩვენ არ ვირჩევთ, არამედ მიგვათრევენ – რატომ ევროპა

მალხაზ რეხვიაშვილი, სტუდენტი

არსებობდა „სახელმწიფო“, რომელშიც ყველას ყველაფერი ჰქონდა, ყველა მუშაობდა, ყველა მოგზაურობდა და მსოფლიოს 1/6-ზე გადაჭიმულ უზარმაზარ ტერიტორიაზე თავს ყველა მეფესავით გრძნობდა. ადამიანებს ამ სახელმწიფოში ისე მოსწონდათ ცხოვრება, რომ მათ განსხვავებული აზრიც კი არ გააჩნდათ. სახელმწიფოსა თუ სახელმწიფოთა კავშირის/თანამეგობრობის შეფასებისას სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი – განსხვავებული აზრი. მისი არარსებობა იმაზე მიუთითებს, რომ სხვა ყველა სიკეთე, რომელთა შესახებაც შეიძლება გვიამბობდნენ მავანნი, სინამდვილეში ფარსია.

როცა ადამიანები არ კამათობენ იმაზე, რა არის უკეთესი სახელმწიფოსთვის, რეგიონისთვის, მოქალაქისთვის, ქალისთვის, ბავშვისთვის, უმცირესობებისთვის, შშმ პირებისთვის, სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ რაღაც რიგზე ვერ არის და ამ რიგზე ვერ მყოფ რაღაცას ჰქვია თავისუფლება. თავისუფლებას მოკლებული ადამიანები ვერასდროს შექმნიან სახელმწიფოს. მსოფლიოს 1/6-ზე გადაჭიმულ „სახელმწიფოში“ მცხოვრებ ურიცხვ მოქალაქეებს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლებოდა ჰქონოდათ ერთი აზრი ყველაფერზე, თუ ფიქრისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება  არ ექნებოდათ.

თუ გავიხსენებთ,  როგორ შეიქმნა თანამედროვე საქართველო, მივხვდებით, რომ ეს იყო ერის მიერ დაფიქსირებული სწრაფვა თავისუფლებისკენ. ხშირად მიფიქრია, რა განსხვავებაა ადამიანსა და ცხოველს შორის? მთავარი განსხვავება სწორედ არჩევანის თავისუფლებაა. ადამიანის უნარი, ისწრაფოდეს ამ თავისუფლებისკენ არის პროგრესის საფუძველი, რომელმაც კაცობრიობა გამოქვაბულიდან ცათამბჯენებში გადაასახლა. ასევეა სახელმწიფოს შემთხვევაშიც – ადამიანთა ერთობა მხოლოდ მაშინ ქმნის სახელმწიფოს, როცა ის თავისუფლებისთვის იბრძვის.

საქართველოს ისტორია სწორედ თავისუფლებისთვის ბრძოლაა და ამ თავისუფლებისთვის ბრძოლაში არსებობენ მოკავშირეებიცა და მტრებიც. თანამედროვე საერთაშორისო აქტორებს შორის საქართველოს მოკავშირეების აღმოსაჩენად ასევე დაგვჭირდება მარტივი ლაკმუსი – რომელ ქვეყანაშია მეტი განსხვავებული აზრი და, შესაბამისად, მეტი თავისუფლება? მტრების მოსაძებნადაც იმავე მეთოდს უნდა მივმართოთ – სად იდევნებიან მოქალაქეები განსხვავებული აზრის გამო? თუ რუკაზე თვალს ზემოთ (გნებავთ – ჩრდილოეთისკენ) ავაყოლებთ, დავინახავთ მსოფლიოს უდიდეს სახელმწიფოს, სადაც განსხვავებული აზრი ჯერ კიდევ არ არსებობს. წარმოიდგინეთ ქვეყანა, სადაც დღიდან დაარსებისა განსხვავებულ აზრს არ უარსებია. ასეთი ქვეყანაა რუსეთი. მეორე მხარეს კი დგას დასავლური თანამეგობრობა, თავისუფალი ქვეყნების ნებაყოფლობითი პარტნიორობა. შესაბამისად, არჩევა ვისთან გვინდა, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგვიძლია, თუ ევროპას ავირჩევთ, ხოლო ზემორე მეზობლები აზრს არც გვეკითხებიან და საკუთარ ორბიტაზე ისე მიგვათრევენ.

წარმოიდგინეთ, რა შეიძლება ხდებოდეს ჩვენს ავტონომიურ რესპუბლიკაში, თუ საქართველო რუსეთის მსგავსი „კვაზი-სახელმწიფოს“ მოკავშირეთა რიგებში აღმოჩნდება. მაგალითისთვის, შეიძლება გვყავდეს აბსოლუტური ძალაუფლების მქონე რეგიონული ავტორიტარი, რომელიც თავის შვილს სახელმწიფო კომპანიის დირექტორად დანიშნავს და ჯერ მენეჯმენტს ასწავლის, ხოლო შემდგომ ამავე ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქის მერად გადმოიყვანს. ეს შვილი კი, წარმოიდგინეთ, შეიძლება ისეთი „გატუტუცებული“ იყოს, რომ სახელმწიფოს ფულით ნაყიდი რომელიმე სუპერქარით გასასეირნებლად ქალაქში ერთადერთი მოწესრიგებული ქუჩა – რუსთაველის ქუჩა გადაკეტოს.

საქართველოს ეს არჩევანი არასდროს არ ყოფილა იოლი და ჩვენს „კეთილისმსურველ ერთმორწმუნეებს“ ჩვენი არჩევანი არც ახლა სიამოვნებთ. რუსული პროპაგანდა და ბრძოლა ყოფილი პოსტსაბჭოთა ქვეყნების ევროპეიზაციის წინააღმდეგ და, მეტიც, საინფორმაციო ომი ევროპული სახელმწიფოების შიგნით, უკვე აქტიურ ფაზაში შევიდა და ადამიანთა გრძნობებით მანიპულაციებს ჩვენი მეზობლები ყველა ქვეყანასა და რეგიონში სპეციფიკური თემებით, კონკრეტულ სამიზნე აუდიტორიაზე მორგებული სპეკულაციებით ცდილობენ. გარდა იმ ტრადიციად ქცეული მითისა ოჯახის სიწმინდის, ქართველობის დაკარგვისა თუ საყოველთაო გეიზაციის შესახებ, ჩვენს რეგიონში აქტუალიზებულია თურქეთის თემა. ხშირად გაიგონებთ მითს, რომ აჭარას თურქები გვართმევენ. ამის პარალელურად აღვივებენ მითს იმის შესახებ, რომ აჭარა დედასამშობლოს რუსეთმა დაუბრუნა და ამ მიზნით მე-19 საუკუნეში თურქეთთან იომა კიდეც. მეტიც, თურქეთი ოკუპანტია, რომელმაც ტაო წაგვართვა, ხოლო რუსეთი ჩვენი მოკავშირეა თურქეთის წინააღმდეგ.

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ მსგავს თემებზე სერიოზული აკადემიური კამათი შეუძლებელია, ვინაიდან ამ მითებში ჩანს საერთაშორისო ურთიერთობების საფუძვლებისა და პრინციპების, ასევე საერთაშორისო სამართლის ცოდნის კრიტიკულად დაბალი ხარისხი, მაგრამ ჩვენი ვალია, დავიცვათ საღი აზრი.

საღი აზრის გავრცელებაშიც საქართველოს სწორედ დასავლელი პარტნიორები დაუდგნენ გვერდით და მითების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის ჩასატარებლად რამდენიმე პროექტი დააფინანსეს. ერთ-ერთი ასეთი გამოცემაა „ფაქტმეტრიც,“ რომელშიც გამოქვეყნდა ჩემი სტატიაც. სტატიაში საუბარია ყალბ ახალ ამბავზე, რომლის მიხედვითაც „საქართველომ თურქეთის რესპუბლიკას პოსოფი-თურგოზუს გამშვებ პუნქტზე 6 ჰა მიწის ნაკვეთი გადასცა.“ მსგავსი თემებით სპეკულაცია ყოველთვის რუსეთის ინტერესებს ემსახურება და თითქმის ყოველთვის ჩრდილოეთიდან იმართება. რუსეთის ფედერაციის მიზანი საინფორმაციო ომის წარმოებისას, არის არა მარტო მთავარი თემებიდან არარსებულ პრობლემებზე ყურადღების გადატანა, არამედ საზოგადოებაში არსებული სწორი იდეების რუსული ნარატივით ჩანაცვლებაც.

ქართველებმა ევროპა მაშინ აირჩიეს, როცა საქართველოს ტერიტორიაზე პირველი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები გაჩნდა. მას შემდეგ მრავალჯერ ვიდექით გზაგასაყარზე და ყოველთვის ვირჩევდით დასავლეთს. ვირჩევდით იმიტომ, რომ სახელმწიფოებს რაციონალური არჩევანის გაკეთება ახასიათებთ და ევროპა სწორედაც რომ რაციონალური არჩევანია. როცა გვეუბნებიან ხოლმე, რომ ჩვენ გვინდა გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრები, სამართლიანად ვსაყვედურობთ ხოლმე – ჩვენ ამ ოჯახში არა გაწევრება, არამედ დაბრუნება გვინდა, ვინაიდან ჩვენი ისტორიული ადგილი სწორედ ევროპაშია.

საქართველოს პრემიერმა ზურაბ ჟვანიამ ყველაზე კარგად ახსნა ეს ფენომენი: „მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, ვარ ევროპელი (I am Georgian, and therefore I am European).  თუ ისიც გვემახსოვრება, რომ ყოველ დილით ვუთხრათ რუსეთს, „შენ ხარ ოკუპანტი,“ მაშინ არჩევანი ნათელია. უფრო სწორად კი, ერთადერთი არჩევანია, ვინაიდან სხვა გზას ჩვენ არ ვირჩევთ, არამედ მიგვათრევენ.

 

ესეი მომზადებულია კონკურსის ფარგლებში – რატომ ევროპა. პროექტის შემსრულებელი: „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტს ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWM) ACCESS-ის მხარდაჭერით. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) 

 

 

ბათუმში ავტომანქანა ახალგაზრდა ქალს დაეჯახა

ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძისა და ტბელ აბუსერიძის ქუჩების კვეთაში, ქვეითად მიმავალ ქალს ავტომანქანა დაეჯახა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა ქალი [თავის არეში ჭრილობით], რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის ამ დრომდე სტაციონარში რჩება.

„ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება“ – განაცხადეს შსს-ს პრესსამსახურში.

 

„ბათუმის“ ისტორიული გამარჯვება რაგბიში [ფოტორეპორტაჟი]

დღეს, 16 დეკემბერს, ბათუმის „ბათუმმა“ რაგბი არენაზე რუმინული გუნდი „ტიმიშოარა სარასენსი“ დაამარცხა და პირველი ქართული გუნდი გახდა, რომელიც კონტინენტის ფარის ფლეი ოფში გადავიდა. თამაშს უკვე უწოდეს ისტორიული ქართული საკლუბო რაგბის ისტორიაში.
თავდაპირველად თამაში რუმინელების უპირატესობით წარიმართა. პირველი ლელოც რუმინელებმა დადეს, დაწყებიდან რამდენიმე წუთში. თუმცა შემდეგ, „ბათუმმა“ ჯერ საჯარიმო დარტყმით მოიპოვა პირველი სამი ქულა, მოგვიანებით კი ბექა მამრიკიშვილის ლელომ გუნდს მხნეობა შემატა.

მეორე ტაიმი ბათუმელი მორაგბეების დიდი უპირატესობთ წარიმართა და საბოლოოდ მათი გამარჯვებით, ანგარიშით 20:17 დასრულდა.
ევროპული რაგბის კონტინენტის ფარი, რომლის ფარგლებშიც დღევანდელი თამაში გაიმართა, მესამე დონის ევროტურნირია. დღეს მიღწეული გამარჯვებით სარაგბო კლუბი „ბათუმი“ ფლეი ოფში მოხვდა და 2018-2019 წლების სეზონის „ჩელენჯ ქაფში“ მოსახვედრ საგზურს მიუახლოვდა.

რაგბი
პირველივე წუთებიდან თამაში დაძაბულად დაიწყო
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები 16/12/2017

 

რასაც მალევე რუმინული გუნდის მიერ “ბათუმისთვის” დადებული ლელო მოჰყვა
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები 16/12/2017

 

“ტიმიშოარა სარასენსის” მორაგბე ასრულებს გარდასახვას
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები 16/12/2017
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები 16/12/2017
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები 16/12/2017

 

ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები 16/12/2017

 

ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები 16/12/2017
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები 16/12/2017

 

რაგბი
შერკინება ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები 16/12/2017

 

ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები 16/12/2017
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები 16/12/2017
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები 16/12/2017

 

პირველ ტაიმში შესრულებული ეს საჯარიმო დარტყმა გახდა პირველი სამი ქულის მომტანი „ბათუმისთვის“
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები 16/12/2017

 

ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები 16/12/2017

 

ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები 16/12/2017

 

მეორე ტაიმი პირველზე არანაკლებ დაძაბული აღმოჩნდა
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები 16/12/2017

 

ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები 16/12/2017

 

რაგბი
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები 16/12/2017

 

ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები 16/12/2017
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები 16/12/2017

ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები 16/12/2017
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები 16/12/2017
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები 16/12/2017
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები 16/12/2017
რაგბი
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები 16/12/2017
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები 16/12/2017

 

ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები 16/12/2017
“მეთექვსმეტე მოთამაშე”

 

ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები 16/12/2017
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები 16/12/2017
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები 16/12/2017
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები 16/12/2017
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები 16/12/2017
რაგბი
რაგბი ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები 16/12/2017

ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები 16/12/2017

 

ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები 16/12/2017
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები 16/12/2017

 

“ბათუმი” გამარჯვებას აღნიშნავს
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები 16/12/2017

ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები 16/12/2017

 

სარაგბო კლუბ “ბათუმის” მთავარი მწვრთნელი დავით გუგუშვილი გუნდის გამარჯვების შემდეგ მილოცვებს იღებს
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები 16/12/2017

მოქალაქე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე დაშენების ნებართვას ითხოვს

ბათუმში, ფარნავაზ მეფისა და ქუთაისის ქუჩების კვეთაში, მოქალაქე იური ბასილია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე დაშენების ნებართვას ითხოვს. ამის თაობაზე მან აჭარის კულტურული მემკვიდრეობის საგაგენტოს უკვე მიმართა და პროექტიც წარუდგინა. ესკიზის  მიხედვით მოქალაქე ორსართულიან ძეგლზე ერთი სართულის დამატებას გეგმავს, რომელსაც შუშის ფასადი ექნება.

სააგენტოს კულტურის საბჭოს ეს საკითხი 15 დეკემბერს უნდა განეხილა, თუმცა სხდომა ქვორუმის არარსებობის გამო გადაიდო.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, იური ბასილაია ამ სახლში 111, 40 კვადრატულ მეტრ ფართობს ფლობს. სახლს კიდევ რამდენიმე მესაკუთრე ჰყავს.

ქუჩა ბათუმში, რომელსაც მერია ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ვერ კეტავს

ბათუმში, გოგოლის ქუჩა, მაიაკოვსკის ქუჩიდან ნონეშვილის ქუჩამდე მონაკვეთში [ბარცხანაში გადასასვლელი] 20-25 დღით მაინც უნდა გადაიკეტოს. აღნიშნულ მონაკვეთში, მიწაში საკანალიზაციო მილია ჩასადები, რომლითაც თამარისა და ბარცხანის ახალი საკანალიზაციო ქსელი ქალაქის ერთიან ქსელში ჩაირთვება. მიუხედავად ამისა, საპატრულო პოლიცია გზის დროებით გადაკეტვაზე თანხმობას არ იძლევა. „ვერ კეტავენ, საპატრულოში აცხადებენ – იმდენად დიდი ნაკადია ტრანსპორტის ამ მონაკვეთში, რომ ეს ფიზიკურად შეუძლებელია“ – ამბობენ ბათუმის მერიაში.

წყალარინების მილის გაყვანის სამუშაოები აქ მიმდინარე წლის ზაფხულში იყო დაგეგმილი, თუმცა, მაშინ საპატრულო პოლიციამ მშენებელ კომპანიას სამუშაოების ჩატარების [გზის გადაკეტვის] უფლება „სეზონზე გადატვირთული მოძრაობის გამო“ არ მისცა.

ამ ქუჩაზე გზის სავალი ნაწილიც ამორტიზებულია და ტრანსპორტს გადაადგილება უჭირს. ამ მონაკვეთშია განთავსებული ბათუმის ერთ-ერთი ავტოსადგურიც.

„500 მილიმეტრიანი წყალარინების მილი ქუჩის ამ მონაკვეთში აუცილებლად უნდა გავიდეს. ეს არის ერთ-ერთი მაგისტრალური მილი, რომელმაც თამარისა და ბარცხანის დასახლებების საკანალიზაციო სისტემა ქალაქის ცენტრალურ სისტემას, შესაბამისად, გამწმენდ ნაგებობას უნდა დააკავშიროს. რთული სიტუაციაა იმ მხრივ, რომ ვერ ხერხდება ქუჩის გადაკეტვა, თუმცა ამჯერად ვამუშავებთ სხვადასხვა ვარიანტს – შესაძლოა ოდნავ გადავწიოთ მილი, მაგრამ აქ სასმელი წყლის [ჩაქვისწყლის] მილიც და სხვა მილებიც გადის, შესაძლოა ჯებირზე გავატაროთ, ან იქნებ დავითანხმოთ საპატრულო პოლიცია და გზა ნაწილობრივ მაინც ჩაიკეტოს და მხოლოდ ტრაილერების გატარება მოხდეს. გაზაფხულზე აუცილებლად უნდა გაკეთდეს, იმიტომ რომ ზაფხულში ყველა შემთხვევაში შეუძლებელი იქნება გზის ჩაკეტვა. ახალი წლის შემდეგ ალბათ შევთანხმდებით რაღაც სცენარზე“ – გვითხრა სატელეფონო საუბარში ჯაბა ტუღუშმა, ბათუმის მერის მრჩეველმა ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის საკითხებში.


სამუშაოებს გოგოლის ქუჩაზე გერმანული „ფაიფერი“ შეასრულებს, რომელიც ქალაქის კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში კონტრაქტორი კომპანიაა. ეს არის მესამე ფაზა, რომლის ფარგლებშიც ახალი საკანალიზაციო ქსელის მოწყობის სამუშაოები, ამ ეტაპზე, ძირითადად, ბონი-გოროდოკის დასახლებაში მიმდინარეობს. მესამე ფაზის სამუშაოები მთლიანობაში 2018 წლის ნოემბერში უნდა დასრულდეს.

საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაცია ბათუმში იმ პროექტის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც  გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკიდან მიღებული შეღავათიანი სესხით ფინანსდება.

გოგოლის ქუჩა, ბათუმი / 15.12.2017 / როინ გუნდაძის ფოტოები

 

 

კერძო სკოლის მოსწავლეებმა ინგლისურში გაიმარჯვეს, საჯაროს მოსწავლეებმა – ქართულში

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით საგნობრივი ოლიმპიადის მეორე ტური ექვს საგანში ჩატარდა: ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ინგლისური ენაში, მათემატიკაში, ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში.

ოლიმპიადის შედეგების მიხედვით, ქართულ ენასა და ლიტერატურაში გაიმარჯვეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და კერძო სკოლის მხოლოდ ერთმა მოსწავლემ.

ამ ოლიმპიადას ქართულში შვიდი გამარჯვებული ჰყავს – ბათუმის #4 და #8 საჯარო სკოლები, სოფელ ციხისძირის და სოფელ ჩაქვის #1 საჯაროს სკოლები (ქობულეთი); სოფელ ნიგაზეულის საჯარო სკოლა (შუახევი); დაბა ხულოს საჯარო სკოლა; კერძო სკოლა “გორდა”.

რვა გამარჯვებული ჰყავს ინგლისური ენის ოლიმპიადასაც: ორი გამარჯვებული ჰყავს სკოლა „მასტერკლასს“, ასევე „ნერგებს“, „ევრო-2000“-ს, „თაობას“, “გორდას”, წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლას. ერთადერთი საჯარო სკოლა, რომლის მოსწავლემაც ინგლისური ენის ოლიმპიადაში გაიმარჯვა, ბათუმის #8 სკოლაა.

ექვსი გამარჯვებული ჰყავს ოლიმპიადას მათემატიკაში – აქედან მოსწავლეები ხუთი კერძო და ერთი საჯარო სკოლიდან არიან: ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესი“ (2 მოსწავლე), „გიმნაზია 21-ე საუკუნე“, „მასტერკლასი“ და „ნიკე“. ასევე ბათუმის #18 საჯარო სკოლა.

ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის ოლიმპიადას თითო გამარჯვებული ჰყავს: ფიზიკაში გაიმარჯვა ბათუმის #5 საჯარო სკოლის მოსწავლემ; ქიმიაში – გიმნაზია „21-ე საუკუნეს“ მოსწავლემ, ხოლო ბიოლოგიაში სოფელ ცხმორისის (ქედა) საჯარო სკოლის მოსწავლემ.

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საგნობრივი ოლიმპიადის მეორე ტურში მონაწილეობდა აჭარის საჯარო და კერძო სკოლების 757 მოსწავლე. სულ გამოვლინდა 24 გამარჯვებული – პირველ მეორე და მესამე ადგილის მფლობელი.

ქედის მერის პრიორიტეტები – 2018 წლის ბიუჯეტში სოფლის მეურნეობისთვის თანხა არ გაითვალისწინეს

ქედის მერიამ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა მოაწყო. ქედაში განსახორციელებელ პროექტებსა და პრიორეტეტებზე მუნიციპალიტეტის მერიის მთავარმა ფინასისტმა ჯემალ ტაკიძემ ისაუბრა, მომავალი წლის ქედის ადგილობრივი ბიუჯეტი 2017 წლის ბიუჯეტთან შედარებით, მილიონ 379 ათას 200 ლარითაა გაზრდილი.

ქედის მომავალი წლის ბიუჯეტი, პროექტით, 9 563 900 ლარია, საიდანაც, ყველაზე მეტი თანხა –  4 430 000 ლარი ინფრასტრუქტურის გამართვას მოხმარდება, 1 248 890 ლარი – განათლებას; , ჯანდაცვასა და სოციალურ პროგრამებზე კი მხოლოდ 767 600 ლარია გამოყოფილი; რაც შეეხება სოფლის მეურნეობას, ამ სფეროს განვითარებისთვის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში ერთი თეთრიც კი არ არის გათვალისწინებული.

ქედის მუნიციპალიტეტის მერი ლევან გორგილაძე განმარტავს, რომ სოფლის მეურნეობის კუთხით პროგრამებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს, შესაბამისად, ამ მიმართულებით საჭირო თანხას სოფლის მეურნეობის სამინისტრო გამოჰყოფს.

ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის განხილვას, ძირითადად, მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები ესწრებოდნენ.

ბიუჯეტის საჯარო განხილვისას, ქედის საკრებულოს წევრმა ოთარ ხარაძემ, პარკინსონით დაავადებულთა სამკურნალოდ, მიზნობრივი პროგრამის შემუშავება მოითხოვა, ვაჟა ბოლქვაძემ კი მთავარ პრობლემად აიპ-ებში დასაქმებულთა დაბალი ანაზღაურება დაასახელა

„სამარცხვინო ხელფასები აქვთ აიპ-ებში დასაქმებულებს, ვფიქრობ, უნდა მოხდეს გადახედვა და ხელფასების მატება. ბაღებში დასაქმებულებს ხელფასის ოდენობა რომ ჰკითხო, შეიძლება ვერც გიპასუხოს, იმდენად სამარცხვინოა“ – განაცხადა ვაჟა ბოლქვაძემ.

„ღვინის დაყენების დროს ჩაგვიტარეს ვაზის გამოყვანის სპეციფიკაზე ტრენინგი, ვფიქრობ, ასეთ რაღაცეებს ყურადღება უნდა მიექცეს და ტრენინგები შესაბამის დროს ჩატარდეს, პრობლემას კვალიფიციური აგრონომების არარსებობაც ქმნის, საჭიროა იყვნენ აგრონომები, რომლებიც რეკომენდაციებს გაგვიწევენ, რომ არ დავზარალდეთ გლეხები“ – თქვა სოფელ ოქტომბერში მცხოვრებმა ნიაზ შერვაშიძემ.

„სახელმწიფო პროგრამებით, ვაქცინაცია მსხვილფეხა საქონელს იმ დაავადებებზე კეთდება, რომელიც ადამიანზე გადადის, არის ისეთი დაავადებები, რომლებიც ცხოველიდან ადამიანზე არ გადადის, თუმცა ხშირად იწვევს საქონლის დავარდნას, აუცილებელია ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდეს ზოონოზური დაავადებების ვაქცინაცია“ – თქვა სოსო შერვაშიძემ, აგროსერვისცენტრის ქედის სამსახურის უფროსმა.

ქედის მერი ლევან გორგილაძე ამბობს, რომ ზოონოზურ დაავადებებთან დაკავშირებით მერია შესაბამის თანხებს გამოჰყოფს, რაც შეეხება ხელფასების მატების მოთხოვნას, მერის თქმით, ამ ეტაპზე ხელფასის მატება შეუძლებელია.

„2018 წლის ბიუჯეტის გეგმა-პროექტში ხელფასების მატება გათვალისიწნებული არ არის იმდენად რამდენადაც ვერ მოესწრო ბიუჯეტში ამის ასახვა, რადგან როცა მოვედით ბიუჯეტის პროექტი უკვე არსებობდა, თუმცა გვექნება აქტიური მუშაობა მთავრობასთან, რომ გამოინახოს ფინანსური რესურსი და ბიუჯეტის კორექტირების დროს გავითვალსიწინოთ ხელფასების ზრდა გარკვეული პროცენტით მაინც, რაც შეეხება ზოონოზურ დაავადებებს, ვმუშაობთ თანხები გამოვნახოთ, თუმცა მიმაჩნია, რომ პროგრამის შემუშავებისას მოსახლეობაც უნდა იყოს ჩართული და პროგრამა თანადაფინასებით განხორციელდეს“ – აცხადებს ლევან გორგილაძე.

ქედის მერიის მთავარი ფინასისტის ჯემალ ტაკიძის ინფორმაციით, 2018 წელს ქედის შემოსავალი იზრდება, ზრდას სოფელ მერისში, ოქროს საბადოდან მიღებული შემოსავლები განაპიროებებს.

„ოქროს საბადოდან მიღებული მოსაკრებელი ქედის ადგილობრივ ბიუჯეტში უნდა შემოვიდეს, გეგმა-გრაფიკით კი 2018 წელს კომპანია, ნედლეულს საბადოდან მოიპოვებს თუ არა, 600 000 ლარი უნდა შემოიტანოს ბიუჯეტში. რაც შეეხება მოსახლეობის მოთხოვნას დანიშნონ აგრონომები, ჩვენ ვმუშაობთ გავაკეთოთ პროგრამა, გამოვაცხადოთ ტენდერი და ამ გზით მივიღოთ აგრონომიული მომსახურება მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ლოკაციებზე. ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორის კი ფინანსურად ყველაზე დიდი პროექტები დაბა ქედისა და აწჰესისის ტერიტორიის კეთილმოწყობაა“ – აცხადებს ჯემალ ტაკიძე.

 

 

 

ნაძვის ხის სათამაშოები საბჭოთა წარსულიდან

თუ თქვენი ბავშვობის წლები 80-90-იან წლებს დაემთხვა, აუცილებლად გეხსომებათ საბჭოთა წარსულიდან შემორჩენილი საახალწლო ნაძვის ხის სათამაშოები, რომლებსაც დედები და ბებიები წლიდან წლამდე ინახავდნენ. ეს სათამაშოები ძირითადად ერთმანეთს ჰგავდა, ისეთივე თოვლის ბაბუა ან მწვანე გირჩის სათამაშო, როგორიც თქვენ გქონდათ, აუცილებლად აღმოაჩნდებოდათ მეგობრებსაც. მსგავს სათამაშოებს საბჭოთა დროის ყველა ოჯახში ნახავდით. ჩვენ წარსულის სათამაშოების ეს ფოტოები შევაგროვეთ, თუ ძველი სათამაშოები ჯერ კიდევ შემოგრჩათ, შეგიძლიათ ფოტოები გადაუღოთ და ვებგვერდებზე განათავსოთ, სადაც ძველი ნივთების განყოფილებაში ნაძვის ხის საბჭოთა სათამაშოებიც  იყიდება.

წყარო: boredpanda.com     etsy.com

„ბათუმის“ მწვრთნელი: „დიდი მადლობა ბიჭებს და გულშემატკივარს“

ბათუმის სარაგბო კლუბ „ბათუმის“ მთავარმა მწვრთნელმა დავით გუგუშვილმა  რუმინეთის გუნდთან, „ტიმიშოარა სარასენსისთნ“ „ბათუმის“ გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა:

„პირველ რიგში მინდა მივულოცო ბიჭებს, მათ ზეიმი მოუტანეს დღეს ბათუმს, დიდი მადლობა მინდა ვუთხრა თავდადებისთვის, ამ ჟინისთვის, რომ ბოლო წუთამდე, რა დავალებაც ჰქონდათ შესასრულებელი, ზედმიწევნით კარგად შეასრულეს და დასახული მიზანი რაც გვქონდა, რომ ჯგუფიდან გავსულიყავით ის შევასრულეთ. ვნახოთ ახლა პირველზე გავალთ თუ მეორეზე, ვინ გვეყოლება მეტოქედ იანვარში.

მე ვფიქრობ, „ტიმიშოარა სარასენსი“ ამ ტურნირის ფავორიტი გუნდია, პირველ ადგილზე იყო, სამი თამაში ზედიზედ ბონუსებით და წარმატებით დაამთავრა. უბრალოდ, ჩვენც უკან აღარაფერი გვრჩებოდა, მხოლოდ გამარჯვება და მიხარია, რომ ამ შედეგს მივაღწიეთ.

დიდი მადლობა კიდევ ერთხელ გულშემატკივარს, ქალაქს და ყველას, ვინც გვერდში დაგვიდგა და ვინც დღევანდელ დღემდე მოგვიყვანა. უბედნიერესები ვართ“,  – განაცხადა დავით გუგუშვილმა ჟურნალისტებთან.

ბათუმის „ბათუმმა“ რუმინეთის „ტიმიშოარა სარასენსი“ ანგარიშით 20:17 დაამარცხა. ამ გამარჯვებით „ბათუმი“ ფლეი ოფში მოხვდა და 2018-2019 წლების სეზონის „ჩელენჯ ქაფში“ მოსახვედრ საგზურს ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა.

 

 რატომ ევროპა? – ვისაც თავი არ დავაჩაგვრინე, დედას უთხრეს, რომ „დარბაისლურ-ქალურად“ არ ვიქცევი

ლილე მესხიძე, მე-10 კლასის მოსწავლე

ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ, უფრო სწორად სკოლიდან.

აჰ… სკოლა ხომ ყველასთვის საუკეთესო რამ არის, რაც კი დედამიწაზე არსებობს. მხოლოდ ერთი სიტყვით შეგვიძილია აღვწეროთ ჩვენი უსაყვარლესი, უმშვენიერესი სკოლა…. ჯოჯოხეთი.

ვარ 15 წლის და, ჯერჯერობით, გამოცვლილი მაქვს 6 სკოლა. ჯერჯერობით, იმიტომ, რომ მეორე სემესტრიდან ისევ უნდა შევიცვალო და სხვაგან გადავიდე. რატომ?… ეჰ, ჩემო კარგო, რომ იცოდე რა სასტიკ პირობებში არიან საწყალი ბავშვები ამ სკოლების გამო, ფსიქოლოგიურად და ფიზიკურადაც.

ყელშია უკვე თქვენი სკოლა.

თქვენი აზრით, რამეს ვსწავლობთ სკოლაში?

არა.

არაფერს.

მაგრამ როდესაც ბავშვები ამას ამბობენ, მშობლების/სხვების თავში ეს არ შედის. გვაიგნორებთ და იცით რაა? თქვენი ბრალიცაა, რაღაც მომენტში თქვენი შვილები რომ იტანჯებიან ამ სკოლებში.

სულ ფეხებზე არ გკიდიათ? მშობლებსაც და მასწავლებლებსაც…

მშობლებს მხოლოდ ის აინტერესებთ, რა ნიშნები მიიღეს მათმა შვილებმა, მაგრამ არავის ენაღვლება სინამდვილეში ნასწავლი რამდენად დარჩათ თავში.

მოსწავლეები მოვალეობის მოხდის გამო დადიან სკოლაში, მასწავლებლები კი სტატუსის და ფულის (even though they still don’t have money) (ნუ არიან გამონაკლისებიც. თქვენს თავზე თუ მიიღეთ და გაბრაზდით, გამოდის ერთ-ერთი მათგანი ხართ და აგეწვათ სიმართლეს რომ ვამბობ). მასწავლებლებს არ აინტერესებთ მოსწავლემ რამდენად გაიგო მიცემული მასალა ან რამდენად გაყვება ეს ცოდნა მომავალში. ზოგი ისე გადაგეკიდება, ისე უხარია თუ არ იცი გაკვეთილი, გეგონება ღმერთი გამოეცხადაო (ეგ შეუძლებელია)… (spoiler alert: it does not exist)..

ჩემი პირველი სკოლა იყო ამერიკაში. ეჰჰ, რა კარგი იყო მაშინ ცხოვრება. კარგი გარემო, მეგობრული მასწავლებლები და კლასელები, ბუფეტში გემრიელი საჭმელი,   დიდი ბიბლიოთეკა საბავშვო წიგნებით და არა ენციკლოპედიებით სავსე,  (სხვათა შორის, მილიონის ფარგლებშიც ვანგარიშობდი მაშინ). მიხაროდა სკოლაში სიარული და სწავლა. მაგრამ 2 წელი რომ გავიდა, რადგან ღმერთს არ ვუყვარვარ, ჩამომათრია საქართველოში და აი, როგორ დაიწყო ჩემი ცხოვრების საშინელი წლები.

სკოლა #2 იყო სასულიერო სკოლა… მხოლოდ ერთი რამ ვისწავლე, რადგან სასულიეროა  არ ნიშნავს იმას, რომ აქ ყველა კარგად მოგეპყრობა.

დამაკომპლექსა ამ სკოლამ და 8 წლის შემდეგაც ვერ მოვიცილე ეს კომპლექსი.

ამერიკაში უნდა გენახათ რა ბედნიერი ადამიანი ვიყავი: კეთილი, პოზიტიური, კომუნიკაბელური…

ჩამოვედი აქ და გავხდი მუდო, მორცხვი. აღარ შემეძლო ხალხთან ურთიერთობა/ლაპარაკი და დღემდე პრეზენტაციების დროს ან ისეთ ადგილებში, სადაც ბევრი ხალხია და მე მარტო ვარ, ხელები მიკანკალებს და გული ნერვიულობისგან ამოვარდნას მაქვს.

იცით როგორი სკოლა იყო? ახლა შეიძლება შეიცვალა, მაგრამ ადრე სავსე იყო დეგენერატი კლასელებით და მისნაირი მასწავლებლებით.

მახსოვს ერთხელ ბიჭმა კედელზე თავი მიმარტყმევინა ძალით და დამრიგებელს ვუთხარი.

არაფერი გააკეთა.

იჯდა

და

არაფერს

აკეთებდა.

მეორე ბიჭმა ამაზრზენი რამ გააკეთა, რომელსაც არ აღვწერ, მაგრამ როდესაც მასწავლებელს ვუთხარი, ბიჭმა ტირილი დაიწყო და ყველამ მისი მხარე დაიჭირა. ჩავუშვი? არა, ეს თავდაცვა იყო. არ იტყვი, კიდევ დაგჩაგრავენ. არ იმოქმედებ, ცხოვრებას გაგიმწარებენ. მოგვიანებით შეიძლება მოგკლან კიდეც.

იცით რაა? თქვენი დედაც!

ბოლოს მამამ – ორი ლამაზი მუშტი გაქვს და გამოიყენეო. ხოდა გამოვიყენე ჩემი მუშტიც და ჩემი მძიმე ჩანთაც.

იმედია, დღემდე გტკივათ ის ადგილები, სადაც ის მძიმე ჩანთა გირტყით.

ყველაზე სასაცილო ისაა, რომ ბოლოს ვისაც თავი აღარ დავაჩაგვრინე და თავი დავიცავი, მათი მშობლები მოვიდნენ და დედაჩემს უთხრეს, რომ „დარბაისლურ-ქალურად“ არ ვიქცეოდი.

მინდა კაბას ჩავიცვამ და ნაზ გოგოსავით მოვიქცევი, მინდა სკოლის გამო კაბა მეცმება, მაგრამ ბიჭებზე ძლიერი ვიქნები.

სკოლა #3.

შეგვიძლია გამოვტოვოთ ეს სკოლა.

რაღაც ნაკლი, რა თქმა უნდა, ჰქონდა, მაგრამ ერთადერთი სკოლა იყო ჩემთვის, სადაც მართლა ოჯახივით ვიყავით.

ამ სკოლაში დირექტორი ცდილობდა ხალისით მოსულიყვნენ მისი მოსწავლეები. სპეციალურად აარსებდა „ღიმილის დღეს“, „საყვარელი სათამაშოს სკოლაში მიტანის დღეს“ და ა.შ. იმისათვის, რომ სკოლაში თავი ბედნიერად გვეგრძნო და არა გამოკეტილად. მე ამ სკოლის მადლიერი ვარ.

სკოლა #4

ვერ ვიტან. შეგიძლიათ გადაწვათ ეს სკოლა.

არ ვარგა

არც მასწავლებლები

არც მოსწავლეები (მეტნაკლებად, ყველაზე არაა საუბარი).

იცით სკოლა #3 მხოლოდ 6-კლასიანი იყო, ამიტომ მეშვიდეში მთელმა კლასმა გადავწყვიტეთ ერთად გადავსულიყავით სხვა სკოლაში,  რომ ერთმანეთი არ დაგვეკარგა (მაინც დავკარგეთ ერთმანეთი, what a pity).

არ ვიცი რა მოხდა.

სკოლის ზეგავლენა იყო თუ რა, მაგრამ ყველა კლასელი შეიცვალა.

ახალი მოსწავლეებიც დაგვემატა (demons).

გაუგებრობა მოხდა.

დაბრალებები დაიწყო.

და ბოლოს მე და ერთი ჩემი კლასელი მოვცლდით ამ სკოლას, გადავედით სკოლა #5-ში…

სკოლა #5

ახლა რომ ვაკვირდები, მეექვსე სკოლაში გადასვლისას შეცდომა დავუშვი. თურმე ძველ სკოლაზე უარესი სკოლებიც არსებობდა.

გავაცნობიერე, რომ ამ სკოლაში ვიცოდით რა იყო მეგობრობა. შეიძლება ფარულად ერთმანეთის ატანაც არ გვქონდა, მაგრამ ტესტების და გასაჭირის დროს, მაინც ვეხმარებოდით ერთმანეთს.

მერვე კლასში მეტნაკლებად ნორმალური მასწავლებლები მყავდა, მაგრამ მეცხრეში ყველაფერი წყალში ჩაყარეს: ახალი მასწავლებლები, ახალი წესები, თავიდან შეგუება…

პირდაპირ რომ ვთქვა, ბევრი არაფერი მისწავლია ამ სკოლაში.

და მეგობარიც დავკარგე, რომელთან ერთადაც მოვდიოდი მე-3 სკოლიდან.

სამწუხაროა.

ახლა კი ბოლო, თუმცა არა უკანასკნელი სკოლა #6.

ღმერთო რა დავაშავე… რა გავაკეთე ისეთი, რომ ასეთი სკოლა დამემსახურებინა.

მეგობრობა არ იციან რა არის.

ათოსნობა ჰგონიათ ყველაფერი.

ამ დროს არაფერი იციან („ათოსანი“ ბიოლოგიის მასწავლებელს რომ ჰკითხავ, სტეროიდებს და ასტეროიდებს შორის რა განსხვავებააო…..)

მე, რომელსაც 8 წლის განმავლობაში არაფერი უსწავლია სკოლაში და მხოლოდ ინტერნეტის და წიგნების დახმარებით ვიცი რაც ვიცი, უფრო მეტი ვიცი, ვიდრე ამ „ათოსნებმა“.

და ძალიან მეცინება…

კლასი გაყოფილია ბიჭები გოგოების წინააღმდეგ, მე და ჩემი მეგობარი კი შუაში ვართ გაჩხერილები.

გოგოებსაც და ბიჭებსაც თავში აქვთ ავარდნილი.

გოგოებს ის, რომ ვითომ „ათოსნები“ არიან.

ბიჭებს კი ის, რომ 15-16 წლის ასაკში „კაცობენ“.

ამაზრზენი სიტუაციაა.

მასწავლებლები?

ოჰჰ, არც კი მინდა მათზე ლაპარაკი. ოღონდაც 45 წუთი გავიდეს და კლასიდან მირბიან ჩვენსავით.

არავის უნდა აქ ყოფნა

არც მასწავლებლებს

არც მოსწავლეებს

თქვენი აზრით, მიხარია მე სკოლაში სიარული? თან ხვალ ორშაბათია…

მოსწავლეებს ისეთი გარემო უნდა შეუქმნა, რომ ცოტათი მაინც მოუნდეთ სკოლაში მოსვლა და არა სახლიდან გაპარვა და სკოლაში არ მისვლა, რომ ამ ხალხის სახეები არ ნახოს.

არავის ესმის ჩვენი გასაჭირი

არავის უნდა რომ გაიგონოს

მარტო იტანჯებიან

ტირიან

და ელოდებიან, როდის დაეხმარებიან და მოუსმენენ მათ.

მაგრამ ეს არ ხდება.

გგონიათ, ეს გარდატეხის ასაკის ბრალია…

ბლა ბლა ბლა

მაგრამ დამიჯერეთ, საქმე იმაზე სერიოზულადაა, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ.

სამი ბავშვი მოკლეს თანატოლებმა… არავინ იცის რა მოხდა რეალურად, ვინ წააქეზა? რა განწყობა და პირობები შეუქმნეს? რატომ გახდნენ ასეთი ბოროტები? ვიფიქროთ?.. არ უნდა ამას ფიქრი. მეტი ყურადღების მიქცევა უნდა. მაშინ შეიძლება უკეთ მოვიქცეთ? არ ვიცი…

 

ესეი მომზადებულია კონკურსის ფარგლებში – რატომ ევროპა. პროექტის შემსრულებელი: „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტს ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWM) ACCESS-ის მხარდაჭერით. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) 

 

 

20:17 – ბათუმის „ბათუმმა“ რუმინეთის „ტიმიშოარა სარასენსი“ დაამარცხა

ბათუმის „ბათუმმა“ რუმინეთის „ტიმიშოარა სარასენსი“ ანგარიშით 20:17 დაამარცხა. ამ გამარჯვებით „ბათუმი“ „ფლეი ოფში“ მოხვდა და 2018-2019 წლების სეზონის „ჩელენჯ ქაფში“ მოსახვედრ საგზურს ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა.

ფოტო: მანანა ქველიაშვილი

 

ავტოავარია ბათუმში – დაშავდა სამი ადამიანი

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე სამი ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს. დაშავებულია სამი ადამიანი.

ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით დაშავებულთაგან ერთი ბავშთა საავადმყოფოშია გადაყვანილი, ერთი რეფერალურ საავადმყოფოში და ერთიც საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში;  პაციენტებს აღენიშნებოდათ საშუალო სიმძიმის დაზიანებები.

შინაგან საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება

უშიშროების საბჭოს მნიშვნელობა და მიმდინარე პროცესები – დისკუსია ბათუმის დემოკრატიის სკოლაში

მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, საკონსტიტუციო ცვლილებები, უშიშროების საბჭო და სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხები – ამ საკითხებზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი აბაშიშვილი და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, დავით რაქვიაშვილი დღეს, 16 დეკემბერს,  ბათუმის დემოკრატიის სკოლაში [EECMD], სკოლის კურსდამთავრებულებსა და მსმენელებს ესაუბრნენ.

დავით რაქვიაშვილმა უშიშროების საბჭოს მნიშვნელობაზე განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, „როდესაც ფრონტის ხაზზე ვართ იდეოლოგიურ დონეზე, როდესაც მიდის ჰიბრიდული ომი, ერთი მხრივ, სამხედრო სიძლიერე და მეორე მხრივ, ეროვნული მედეგობა, რასაც საზოგადოების ჩართულობა ქმნის, უმნიშვნელოვანესია და ასეთ პირობებში უშიშროების საბჭოს დასუსტება აბსოლუტურად გაუმართლებელია“.

გიორგი აბაშიშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის ჩართულობაზე ისაუბრა. მისი თქმით, „ყველა შესაძლო რესურსი იქნა გამოყენებული, დაწყებული სამოქალაქო ჩართულობის გაზრდიდან, პოლიტიკურ აქტორებთან მოლაპარაკებებითა და კომპრომისულ ვარიანტზე წასვლით დასრულებული. თუმცა, ამან შედეგი ვერ გამოიღო და ახალი კონსტიტუციის პროექტში ისიც კი არ არის ასახული, რის გამოც დაიწყო ცვლილებები – მაჟორიტარული სისტემის პროპორციულით ჩანაცვლება“.

შეხვედრაზე, დისკუსიის რეჟიმში, სხვა საკითხებიც  განიხილეს – ტერორიზმის საფრთხე, საქართველოს სამეზობლო პოლიტიკა, კრიმინალურ მენტალობასთან ბრძოლის მნიშვნელობა; პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის როლი და ფუნქციები მომავალი კონსტიტუციით, საგადასახადო პოლიტიკა, ევროკავშირის ბაზარი და სხვა.

თავდაცვის სამინისტრო აშშ-სგან ანტისატანკო სისტემებს 37,5 მილიონ დოლარად შეიძენს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატებისგან ანტისატანკო სისტემების შესაძენად 37 583 714 აშშ დოლარია საჭირო. სამინისტრო სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან შესყიდვის შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარებაზე თანხმობას ითხოვს.

„შესყიდვის განხორციელების საკითხი დამოკიდებული იყო საქართველოსა და აშშ-ს მთავრობების პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე; შესყიდვა უნდა განხორციელდეს დაუყოვნებლივ; შესყიდვის ობიექტების ჯამური ღირებულებაა 37 583 714 აშშ დოლარი“ – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ შესყიდვების ვებგვერდზე ატვირთულ განაცხადში.

„ანტისატანკო სისტემების შესყიდვით მნიშვნელოვნად გაიზრდება საქართველოს შეიარაღებული ძალების თავდაცვის უნარიანობა. შესყიდვა ხდება აშშ-ს მთავრობისაგან, შესაბამისად გამარტივებული შესყიდვის ალტერნატივა არ არსებობს“ – აცხადებს თავდაცვის სამინისტრო.

შესყიდვების სააგენტომ სამინისტროს განცხადება მიმდინარე წლის 21 დეკემბრამდე უნდა განიხილოს.


ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვისა და უსაფრთხოების სააგენტოს ცნობით, მათ 17 ნოემბერს გასცეს დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც კონგრესს “ჯაველინის” სისტემის შესაძლო გაყიდვის შესახებ ეცნობა. სააგენტოს ცნობითვე, საქართველოს მთავრობის მიერ მოთხოვნილი ტექნიკის ტრანსპორტირების, ლოჯისტიკის და ტექნიკური დახმარების აღმოჩენისთვის საჭირო ხარჯების გათვალისწინებით, შესყიდვის ჯამური ღირებულება 75 მილიონი დოლარია.

ამავე თემაზე:

რას მოუტანს საქართველოს აშშ-სგან ტანკსაწინააღმდეგო სისტემის შესყიდვის შესაძლებლობა

ამერიკამ საქართველოს, შესაძლოა, ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა მიჰყიდოს

 

 

ვოლდორფის საბავშვო ბაღის ინიციატორები ბათუმში საინფორმაციო შეხვედრას მოაწყობენ

2017 წლის 24 დეკემბერს ბათუმში ვოლდორფის ბაღის დაარსების ინიციატორები საინფორმაციო შეხვედრას მოაწყოვენ. შეხვედრა ბათუმში , ზვიად გამსახურდიას ქუშის # 1/5-ში  დილის 11:00 საათზე დაიწყება და 16:00 საათამდე გაგრძელდება.

შეხვედრაზე დაგეგმილია ვოლდორფის პედაგოგიკის, როგორც თეორიული კურსის გაცნობა. შეხვედრის შუალედებში მოეწყობა ე.წ. მრგვალი მაგიდა – სტუმრებს საშუალება ექნებათ დასვან კითხვები თემის ირგვლივ.

ბათუმში ვალდორფის ბაღის გახსნის იდეა თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკოლის კურსდამთავრებულს, შტუტგარდის უნივერსიტეტის მაგისტრანტს, ილია კალანდაძეს გაუჩნდა. მისი თქმით, თანამოაზრეების შემოკრებას სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბებაც მოჰყვა. ილია კალანდაძის თქმით, დღეს ეს ჯგუფი საორგანიზაციო საკითხებს აგვარებს და ახლო მომავალში ბათუმში საერთაშორისოდ აღიარებული ვალდორფის პედაგოგიკის პრინციპებით მოქმედი ბაღიც აშენდება.

რითი გამოირჩევა ვალდორფის საგანმანათლებლო სისტემა დღეს არსებული სხვა საბავშვო ბაღების სისტემისგან და რა არის მისი უპირატესობა? ამ თემაზე წაიკითხეთ აქ.

 

რაგბი – ბათუმის„ბათუმი“ VS რუმინეთის „ტიმიშოარა სარასენსი“

ამ წუთებში ბათუმის „რაგბი არენაზე“, საქართველოს ვიცე-ჩემპიონი, სარაგბო კლუბი „ბათუმი“ რუმინულ კლუბ „ტიმიშოარა სარასენსთან“ შესახვედრად ემზადება.

ევროპული რაგბის კონტინენტის ფარი, რომლის ფარგლებშიც თამაში ბათუმში იმართება, მესამე დონის ევროტურნირია.
თუ თამაშს „ბათუმი“ მოიგებს, ამ გამარჯვებით „ფლეი ოფში“ მოხვდება და 2018-2019 წლების სეზონის „ჩელენჯ ქაფში“ მოსახვედრ საგზურს ერთი ნაბიჯით მიუახლოვდება.

 

ფოტო: მანანა ქველიაშვილი

 

 

ფოტო: მანანა ქველიშვილი

შარაბიძეების დასახლებაში ეკალ-ბარდს ცეცხლი გაუჩნდა

ბათუმში, შარაბიძეების დასახლებაში, მდინარე ჭოროხის პირას რამდენიმე წუთის წინ ხანძარი გაჩნდა. საგანგენო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფრომაციით ცეცხლი ეკალ-ბარდს გაუჩნდა, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო ბრიგადები.

მაეხანძრეების თქმით, ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არის.

 

2,2 მილიონი ლარი აჭარაში მოსწავლეების ტრანსპორტირებისთვის

აჭარის საჯარო სკოლების მოსწავლეებისათვის სატრანსპორტო მომსახურებაზე საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ ტენდერი გადმოაცხადა. 2017-2018 სასწავლო წლის მეორე სემესტრში აჭარის ტერიტორიაზე მოსწავლეებისთვის ტრანსპორტით მომსახურებისთვის 2 211 368 ლარია გათვალისწინებული.

სატენდერო პირობების თანახმად „ავტოსატრანსპორტო საშუალება (ავტობუსი, მიკრო ავტობუსი, მსუბუქი ავტომობილი) თითოეული მარშრუტისათვის უნდა შეირჩეს გადასაყვან ბავშვთა რაოდენობისა და ადგილის რელიეფის შესაბამისად. დაცული უნდა იყოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისი უსაფრთხო გადაადგილების ყველა ნორმა. ტრანსპორტირებისას უზრუნველყოფილი უნდა იყოს ისეთი პირობები, რომელიც გამორიცხავს მოსწავლეთა ჯანმრთელობის ზიანს. ასევე, მოსწავლეთა ტრანსპორტირებისას ავტოსტრანსპორტო საშუალება აღჭურვილი უნდა იყოს სპეციალური ნიშნით, რომელიც მიუთითებს, რომ ხორციელდება ბავშვების გადაყვანა“.

ამასთან, „კონკრეტულ მარშრუტზე სატრანსპორტო საშუალების ტევადობა უნდა შეესაბამებოდეს სატრანსპორტო საშუალებაში სტაციონარულად დამონტაჟებულ სკამებზე დამჯდარ მდგომარეობაში გადასაყვან მოსწავლეთა რაოდენობას. კონკრეტულ მარშრუტზე განსაზღვრული გზების რაოდენობა და სატრანსპორტო საშუალების ტევადობა შესაბამისობაში უნდა იყოს გადასაყვან მოსწავლეთა რაოდენობასთან“.

სატრანსპორტო მომსახურების განხორციელების პერიოდში სავალდებულოა მოსწავლეთა დაზღვევა, რომლის ასანაზღაურებელი ლიმიტი არ უნდა იყოს 1500 ლარზე ნაკლები.

ავტოტრანსპორტით მომსახურება უნდა განხორციელდეს 2018 წლის 15 იანვრიდან 15 ივნისის ჩათვლით, სასწავლო დღეების შესაბამისად.
სასწავლო დღეების სავარაუდო რაოდენობა:

[checklist]

  • ჩვეულებრივ საჯარო სკოლებში – 101 სასწავლო დღე,
  • პანსიონის ტიპის სკოლებში – 42 სასწავლო დღე (კვირაში ერთი წაყვანა და ერთი წამოყვანა),
  • იმ სკოლებში, სადაც სასწავლო პროცესი მიმდინარეობს შაბათ დღესაც – 118 სასწავლო დღე.

[/checklist]
ტენდერში წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 23 დეკემბერს დაიწყება და 26 დეკემბერს დასრულდება.

 

 

კიდევ ერთ ისტორიულ სახლს ბათუმში დანგრევა ემუქრება

ბათუმში, ლუკა ასათიანის #8-ში, ერთსართულიანი, აგურით ნაშენი ისტორიული სახლის ბედი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში ჯერ არ გადაუწყვეტიათ. სააგენტოს ზონალურმა საბჭომ ამ სახლის დემონტაჟის სანაცვლოდ ახალი, რვასართულიანი, მრავალბინიანი სახლის მშენებლობის შესახებ წინადადება ერთხელ უკვე განიხილა და უარი თქვა.

უარის თქმის მოტივად ზონალური საბჭოს სხდომაზე ახალი პროექტის სიმაღლე დაასახელეს, რაც იმას ნიშნავს, რომ სახლის დანგრევის შესაძლებობა განიხილება. საბჭოს სხდომაზე არც ერთ წევრს არ დაუფიქსირებია პოზიცია იმაზე, რომ ორი საუკუნის წინ აშენებული ისტორიული სახლი ბათუმში არ უნდა დაინგრეს.

„რა თქმა უნდა, არავინ მიუდგა საკითხს ისე, რომ ეს სახლი არ უნდა დაინგრეს. ზონალური საბჭო არის ისეთი ადამიანებით დაკომპლექტებული, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ რა არის კულტურული მემკვიდრეობა. პირიქით, ეს ზონალური საბჭო არის დანაშაულებრივი ორგანიზაცია, რომელიც ანადგურებს ისტორიულ ქალაქს. ვამბობ ხუთ ადამიანზე და ორს გამოვრიცხავ. მათ მიერ ერთი გადაწყვეტილებაც არ არის მიღებული. თუ დაითვლი, ნახავ, რომ მათ არასოდეს არ მიუღიათ ძეგლის და, შესაბამისად, ქალაქის სასარგებლო გადაწყვეტილება, რასაც მე ვესწრები და რა დოკუმენტაციაც მინახავს. ამიტომ ვიბრძვით იმისთვის, რომ ეს ზონალური საბჭო გაუქმდეს. ამ სახლში ცხოვრობდა ალექსანდრე თიროშვილი“, – აცხადებს საზოგადოება „ბათომის“ წევრი შოთა გუჯაბიძე.

ალექსანდრე თიროშვილი

ისტორიული ცნობების მიხედვით, ეს სახლი მე-19 საუკუნეში აუშენებიათ. ამ სახლში, 1917 წელს ალექსანდრე თიროშვილს უცხოვრია. ალექსანდრე თიროშვილი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრი.

შოთა გუჯაბიძემ  მოიპოვა თიროშვილის ხმის ჩანაწერი, სადაც ის ყვება იმ დროინდელ ბათუმზე, როცა ბათუმში სულ რამდენიმე შენობა იყო, ის ყვება ნიკოლოზის ტაძარსა და მეჩეთზე.

„…არ შეიძლება ასეთი მიდგომა. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ამ საბჭოს ფუნქციაც სწორედ ეს იყო, რომ ეს დაგეცვათ. მოგეთხოვებათ პასუხი სულ ყველას სათითაოდ, ვინც კი ამ საბჭოს წევრია და ეს განსაკუთრებით ეხება მერიის სამსახურებს, რომლებიც აქ არის წარმოდგენილი უმრავლესობით… ბოლოს და ბოლოს გაიაზრონ და შეცვალონ პოლიტიკა ქალაქის მიმართ“, – მიმართა ზონალური საბჭოს წევრებს ორგანიზაცია „ბათომის“ თავმჯდომარემ ნინო ინაიშვილმა სხდომაზე მაშინ, როცა საბჭომ განსახილველად ლუკა ასათიანის ქუჩაზე ისტორიული ერთსართულიანი სახლის ნაცვლად ახლის მშენებლობის პროექტი გამოიტანა.

ალექსანდრე თიროშვილი და პარმენ ლორია

ერთსართულიანი, ისტორიული სახლის გვერდით ლუკა ასათიანის #8-ში კერძო პირი ახალი რვასართულიანი სახლის მშენებლობას გეგმავს.

პროექტის ავტორმა ზონალური საბჭოს წევრებს სხდომაზე აუხსნა სიმაღლის გამოთვლის პირობაც: „გვერდით მდებარე სახლს გავუთანაბრე“.

ლუკა ასათიანის #6-ში რვასართულიანი სახლი დგას.

 

 

373 ძეგლი აჭარაში – კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ მონაცემები დააზუსტა

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ აჭარაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რაოდენობის დაზუსტებაზე მუშაობა დაასრულა. სააგენტოს მონაცემებით, აჭარაში სულ 373 ძეგლია, აქედან 248 მდებარეობს ბათუმში, ხელვაჩაურში – 26, ქედაში – 41, ქობულეთში – 34, ხულოში – 14, შუახევში – 10.

სააგენტოს ნებართვებისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსის, მირზა ცეცხლაძის ინფორმაციით, მუშაობისას გამოიკვეთა პრობლემები რამდენიმე მიმართულებით: ეს იყო დუბლირებები, როცა ერთსა და იმავე შენობაზე რამდენიმე ბრძანება იყო გამოცემული, სულ 151 დუბლირებული ჩანაწერი და ექვსი გასამმაგებული ჩანაწერი დაფიქსირდა. იყო ასევე იდენტიფიცირების პრობლემა, როცა ბრძანების მიხედვით ფიქსირდებოდა მისამართი, თუმცა არ იყო დაკონკრეტებული ამ მისამართზე, რომელ შენობას მიანიჭეს ძეგლის სტატუსი. იყო შემთხვევები, როცა მითითებული იყო მისამართი და სულ სხვა მისამართზე არსებულ ფოტოზე ასახული იყო შენობა.

„დაზუსტების მიზნით ძველი ბათუმი მთლიანად შემოვიარეთ. ერთ შენობას მივუსწარით ფაქტობრივად, შემოსული იყო წინადადება და ზონალური საბჭოც შეითანხმებდა ამას, რადგან არ ფიქსირდებოდა ჩამონათვალში როგორც ძეგლი“, – განაცხადა მირზა ცეცხლაძემ.

მისივე ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში არსებული ძეგლების ინვენტარიზაციაზე, 2015 წელს, ბათუმის მერიის ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „გეოგრაფიკმა“ იმუშავა, ამ მიმართულებით ბათუმშიც ბევრი დეტალი იყო დასაზუსტებელი.

სააგენტო შემდეგი ეტაპისთვის იმ შენობების შესწავლას გეგმავს, რომლებთან დაკავშირებითაც არსებობს ვარაუდები, რომ ისინი ძეგლის სტატუსს იმსახურებენ. შემდეგ კი მომზადდება დოკუმენტაცია მათ გაძეგლებასთან დაკავშირებით.

 

 

საახალწლო ნაძვის ხის ოცი იდეა

ნაძვის ხის აწყობა აუცილებელი საახალწლო რიტუალია. უმრავლესობა ამ დღისთვის საგანგებოდ ემზადება, დიდხანს და საგულდაგულოდ არჩევს ნაძვს და სათამაშოებს. ნაძვის ხის მორთვა განსაკუთრებით ბავშვებს ახარებთ, მაგრამ საბოლოოდ უფროსებიც სიხარულით ერთვებიან ახალი წლის მთავარი ატრიბუტის, ნაძვის ხის  მორთვაში. ხელოვნური ნაძვი, რომელიც ბუნებრივს ჰგავს, დიდია და ლამაზი, საკმაოდ ძვირი ღირს.

თუ ფიქრობ, რომ დღესასწაული მალე გადის და ხელოვნურ ნაძვში, რომელიც მერე მთელი წელი შეფუთული უნდა იდოს სხვენზე, ბევრის დახარჯვა სისულელეა, მაშინ შეგიძლია სახალისო, მარტივი და ორიგინალური ნაძვის ხის იდეისკენ გადაიხარო.

 

ერთი შეხედვით ჩვეულებრივი კიბე, შეგიძლიათ სადღესასწაულო ხედ აქციოთ.

ესეც ნაძვის ხედ გარდაქმნილი კიბის უფრო მარტივად მოწყობილი ვერსია.

თუ დიდი ნაძვის ხე უკვე ააწყეთ და მუშაობისას მაგიდაზეც გსურთ პატარა ხე გედგათ განწყობის შესაქმნელად, ფერად-ფერადი მუყაო და თექა შეგიძლიად მრგვალად გამოჭრათ და ხის ჩხირზე აასხათ.

გაქვთ შარშანდელი და შარშანწინდელი სათამაშოები ბლომად, მაგრამ აღარ მოგწონთ ძველი ნაძვის ხე? შეგიძლიათ ნაძვი არც იყიდოთ და სათამაშოების წყობით ხის იმიტაცია კედელზე შექმნათ.

ეკონაძვის ხე არაბუნებრივი, მაგრამ მაინც ხისგან დამზადებული

კიდევ უფრო  მარტივი იდეა ნაძვის ხის ქაღალდისგან დამზადებაა

თუ პატარა სახლი გაქვს და ნაძვის ხე  დიდ ადგილს გართმევს, ოთახის კუთხეც ეფექტურად გამოიყენო და ნათურებით აქციო ნაძვის ხედ.

შეიძლება უსიხარულოდ ჩანს, მაგრამ თუ ბრჭყვიალა ფერები არ გიყვარს და ბუნებრივი, სადა ფორმები გირჩევნია, ნაძვის ხეც შეგიძლია ასეთი გქონდეს.


თუ მარტო ნათურები გაქვს, ფონს გასვლა ამითაც შეიძლება, კედელზე რამდენიმე ჭიკარტის მიკვრა და ნათურებით ფორმის მიცემა დაგჭირდებათ.

მხოლოდ წვიმებითაც მშვენიერ ხეს გააწყობთ კედელზე.

ნაძვის ხე წიგნებით

პატარ-პატარა ნაძვის ხეები სარეცხის სარჭებითა და ქაღალდებით

ნაძვის ხე კედელზე

გირჩის ნაძვის ხე გარდა იმისა, რომ ლამაზი და ორიგინალურია, სახლში ტყის სასიამოვნო სუნსაც აყენებს.

სათამაშოები და საქსოვი, სქელი ძაფები ნაძვის ტოტებად

მუყაოს თეთრი ნაძვის ხე სადა და მოკრძალებული ინტერიერისთვის

აბასთუმნის ობსერვატორიის რეაბილიტაციისთვის 2,5 მილიონი ლარი დაიხარჯება

აბასთუმნის ობსერვატორიის რეაბილიტაციისთვის 2 549 330 ლარია გათვალისწინებული. სამუშაოების 80 პროცენტს მსოფლიო ბანკი აფინანსებს. შესაბამის შესყიდვაზე ტენდერი კი მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ობსერვატორიის რეაბილიტაცია სხვადასხვა სამუშაოებს გულისხმობს, მათ შორის, დიდი ტელესკოპის AZT-11-ის სამსართულიანი ტერასული შენობის გადაგეგმარებას.

რეაბილიტაციის შემდეგ, ობსერვატორიის პირველ სართულზე განთავსდება ვიზიტორთა ცენტრი საგამოფენო სივრცითა და ვირტუალური ლაბორატორიით. აქვე მოეწყობა მცირე კაფე და საპირფარეშოები. მეორე და მესამე სართულებზე შენარჩუნდება შენობის თავდაპირველი დანიშნულებით არსებული სათავსოები და მცირედი გადაგეგმარებით აქ განთავსდება ბიბლიოთეკა და ობსერვატორიის თანამშრომელთა სამუშაო ოთახები.

„რეაბილიტირდება შენობის ტერასული გადახურვები და ფასადები. სარეაბილიტაციო სამუშაოები არ შეეხება შენობაში არსებულ ტელესკოპს და მის ტექნოლოგიურ სათავსებს, რომლებიც თავდაპირველი გეგმარებითაც განცალკევებულია შენობის სხვა სათავსებისაგან. შენობა უზრუნველყოფილი იქნება წყალსადენ-კანალიზაციის, სავენტილაციო და გათბობის სისტემებით. მოეწყობა ინტერნეტქსელი. პროექტით განსაზღვრულია AZT-11-ის შენობის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა – დაზიანებული ასფალტის საფარის აღდგენა, ბორდიურების შეცვლა, ტერიტორიაზე შეირჩა ადგილები, სადაც მოეწყობა ავტოსადგომი. რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ შადრევანს. მოეწყობა გარე განათება, დაიდგმება სანაგვე ურნები,“ – აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.

რეაბილიტაცია შეეხება აბასთუმნის ობსერვატორიასთან არსებულ საბაგირო გზასაც, ასევე განახლდება სამგზავრო ვაგონი.

საბაგირო გზა აბასთუმანში / ფოტო „ნეტგაზეთის“ არქივიდან
საბაგირო გზის ქვედა სადგური / ესკიზი – სატენდერო დოკუმენტაციიდან

დავა ბულვარში გორდეზიანის ძეგლის დადგმასთან დაკავშირებით

მებაღე-დეკორატორის, იასონ გორდეზიანის ბრინჯაოს ქანდაკება ბათუმის ბულვარში მოქანდაკე ირაკლი წულაძის ესკიზის მიხედვით უნდა დაიდგას. ესკიზი და ხარჯთაღრიცხვა „ბათუმის ბულვარმა“ კონკურსის გზით 7 მონაწილეს შორის შეარჩია და 4200 ლარად შეისყიდა. ქანდაკების დამზადება-განთავსებაზე ცალკე ტენდერი გამოცხადდა, სადაც მხოლოდ შპს „დეკორაციების და ქანდაკებების სახლი“ მონაწილეობდა, რომელიც ქანდაკების განთავსებას ბულვარს 103 741 ლარად სთავაზობს.

„დეკორაციების და ქანდაკებების სახლთან“ ხელშეკრულების მომზადების ეტაპზე კი ესკიზის ავტორმა, ირაკლი წულაძემ ბულვარს შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში უჩივლა. წულაძის განცხადებით, ტენდერში მონაწილე კომპანიის მიერ ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება ტენდერის მოთხოვნებს [მისივე მტკიცებით ქანდაკება უნდა ჩამოისხას ბრინჯაოში. ბრინჯაოში ჩამოსხმული რომელიმე ნიმუში კი ტენდერში მონაწილე კომპანიას არ წარმოუდგენია].

„ცნობილი და ღვაწლმოსილი მებაღე-დეკორატორი იასონ გორდეზიანი იმსახურების მისი დამსახურებიდან და ცხოვრების ისტორიიდან გამომდინარე მისი მემორიალური საპარკე ბრინჯაოს ქანდაკება შესრულდეს დიდი პასუხისმგებლობით, პროფესიონალიზმით და გამოცდილების მქონე მოქანდაკის მიერ,“ – აღნიშნულია წულაძის განცხადებაში.

შესყიდვების გვერდზე ატვირთულ წერილებში „დეკორაციების და ქანდაკებების სახლი“ ამტკიცებს, რომ მათ მიერ ატვირთული დოკუმენტაცია შესაბამისობაშია ტენდერის მოთხოვნებთან და ქანდაკების ბრინჯაოში ჩამოსხმის გამოცდილებაც აქვთ.

დავების საბჭომ გუშინ, 14 დეკემბერს, ნაწილობრივ დააკმაყოფილა ირაკლი წულაძის საჩივარი და ბულვარის სატენდერო კომისია დაავალდებულა გადასინჯოს მის მიერ ადრე მიღებული გადაწყვეტილება, ხელახლა მოახდინოს „დეკორაციების და ქანდაკებების სახლის“ ტექნიკური დოკუმენტაციის შერჩევა-შეფასება და ამის შემდეგ მიღებული თავისი გადაწყვეტილება აუცილებლად დაასაბუთოს.

ირაკლი წულაძე დავების საბჭოში კიდევ ერთ გარემოებას უსვამდა ხაზს:

ირაკლი წულაძის ამ პოზიციაზე, და არც „დეკორაციების და ქანდაკებების სახლის“ მიერ დამატებით წარდგენილ დოკუმენტებზე, დავების საბჭოს არ უმსჯელია.

ესკიზი

ამავე თემაზე:

ბულვარში იასონ გორდეზიანის ქანდაკებას დადგამენ

 

რატომ უნდა გაიზარდოს სოციალური მუშაკის როლი

დღეს, 15 დეკემბერს, სასტუმრო „შერატონში“ საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციისა და საერთაშორისო განათლების ცენტრის  პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის მიზანია სოციალურ მუშაკთა ჩართულობა შშმ პირების უფლებების ეფექტურად განხორციელების პოლიტიკის ფორმირებაში.

პროექტის პრეზენტაციას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტების მერიის სოციალური განყოფილებების, ბათუმის მერიის, აჭარის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

სოციალურ მუშაკთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნინო შატბერაშვილმა, ისაუბრა პროექტის მნიშვნელობაზე.  იმაზე, თუ რამდენად დიდი როლი აქვთ სოციალურ მუშაკებს და მათ ჩართულობას იმისათვის, რომ გაიზარდოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების  მხარდაჭერა, სამედიცინო და სოციალურ საჭიროებებზე ხელმისაწვდომი გარემოს შესაქმნელად, მათ შორის მუნიციპალიტეტების დონეზე.

ნინო შატბერაშვილის თქმით, სახელმწიფოს მიერ დაქირავებული სოციალური მუშაკები  უფრო მეტად კონტროლის მანდატით ახორციელებენ  თავიანთ ფუნქციებს და ნაკლებეფექტურად იყენებენ სოციალური მუშაკის იმ მხარეს, რომელსაც სოციალური მხარდაჭერა და ადამიანის უფლებების დაცვა ჰქვია. „ჩვენ გვინდა, რომ ამ პროექტის მეშვეობით, სწორედ ეს კომპონენტები წამოვწიოთ წინ,“-ამბობს ის.

საუბარი შეეხო, ასევე, მედიის როლის გაძლიერებას შშმ პირების საკითხების გაშუქებაზე და საერთაშორისო დონეზე აღიარებული ტერმინების სწორად გამოყენებას შშმ პირებთან დაკავშირებით.

სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა ისაუბრეს სისტემურ პრობლემებზე და იმ კონკრეტულ საკითხებზე, რომლებიც პრობლემას უფრო ქმნის, ვიდრე ეხმარება შშმ პირებს.  მათი თქმით, სწორედ სისტემური პრობლემის გამო ვერ ხორციელდება შშმ პირების  საჭიროებების დაკმაყოფილება, მათ შორის   ინდივიდუალური საჭიროებების დონეზე.

ასოციაცია „ერთმანეთისთვის“ წარმომადგენელმა, მირანდა ჩარკვიანმა ისაუბრა ბაზების არახელმისაწვდომობაზე. მისი თქმით, პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით ყველა ბაზა ჩაკეტილია, რის გამოც ვერ ხერხდება ინფორმაციის მიღება იმის შესახებ, თუ რამდენი  შშმ პირი სარგებლობს ან ვერ სარგებლობს სახელმწიფო პროგრამებით.

ნინო შატბერაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველმა ისაუბრა ბაზების ღიაობაზე, ეს საკითხი მაინც პრობლემად რჩება. „სახალხო დამცველმა ამის შესახებ თქვა, რომ კანონი იძლევა ბაზების ღიაობის შესაძლებლობას, თუკი ამ ინფორმაციის გაცემა საყოველთაო სიკეთეს ემსახურება, ასეთ შემთხვევაში დასაშვებია პერსონალური ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. თუმცა სახელმწიფოს ეს მაინც არ ესმის.  ბნელ ოთახში  ხელის ცეცების მდგომარეობაში როდემდე უნდა ვიყოთ,“-ამბობს ის.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ წარმომადგენელი თომა კაკაბაძე მიიჩნევს, რომ ბაზების ღიაობაც ვერ მოგვცემს რეალურ სურათს შშმ პირთა სტატისტიკური მონაცემების შესახებ, რადგან არც ეს ბაზები მოიცავს სრულყოფილ ინფორმაციას.

პროქტის – სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა შშმ პირთა მხარდამჭერი ეფექტიანი პოლიტიკის ფორმირებისთვის აჭარაში, განხილვა.

ორგანიზაცია „სთეფ ფორვარდის“ წარმომადგენელის, მანანა ინაიშვილის თქმით, სტატისტიკური მონაცემების არქონა იწვევს დამატებით პრობლემებს, როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე კონკრეტული მოქალაქეებისთვის.  „ჯანდაცვის სამინისტრომ სმენადაქვეითებული ბავშვებისთვის გამოყო 17 იმპლანტი, შემდეგ აღმოჩნდა, რომ  უფრო მეტს ბავშვს ჰქონდა ამის საჭიროება და  ეს ციფრი  35-მდე გაიზარდა. ბუნებრივია ეს არის პრობლემა, რადგან სამინისტრო თავიდანვე ზუსტად ვერ საზღვრავს პროგრამის ბიუჯეტს და შემდეგ სჭირდება დამატებითო  სახსრების მოძიება.

ჩვენმა ორგანიზაციამ მიაღწია იმას, რომ  ამოქმედდება სკრინინგის პროგრამა და ამის შემდეგ შესძლებელი იქნება   იმის დაზუსტება, თუ რამდენი  სმედაქვეითებული ბავშვი საჭიროებს დახმარებას“.

მანანა ინაიშვილის თქმით, აუცილებელია სახელმწიფო პროგრამები ინდივიდუალური საჭიროებების დონეზე იყოს გაწერილი.

„რეგიონებში კიდევ უფრო მძიმე ვითარებაა, რადგან  გარდა იმისა რომ არ არსებობს რეაბილიტაციის ცენტრები, არის ადამიანური და პროფესიული რესურსების პრობლემა. ამიტომ, ის ოჯახები ვისაც შშმ პირი ჰყავს, ფაქტობრივად ქალაქში გადმოდის საცხოვრებლად რომ მიიღონ  პროგრამული დაფინანსება“.

სისტემურ პრობლემაზე საუბრობს სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის  ხელმძღვანელის მოადგილე, რუსუდან სალუქვაძეც.

„გარდა იმისა, რომ  ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, ჩვენთან ბაზებში მხოლოდ ის პირები არიან რეგისტრირებული ვისაც მკვეთრად გამოხატული შეზღუდვა აქვთ, უმნიშვნელოდ გამოხატული შეზღუდვის მქონე პირები კი საერთოდ არ გვყავს რეგისტრირებული. ამიტომ, სოციალური მუშაკის ჩართულობა იქნება ეფექტური და დაეხმარება ამ ადამიანებს როგორც ინფორმაციის ხელმისაწვდომობაში, ასევე მათი მდგომარეობის გაუმჯობესებაში, რადგან ეს ადამიანები ხშირად იმ პროგრამებითაც კი ვერ სარგებლობენ, რომლებიც სახელმწიფოს აქვს დაფინანსებული, რადგან ისინი არ ფლობენ ინფორმაციას“.

პროექტის ფინანსური მხარდამჭედი ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოა“.

 

ენმ: აჭარის მთავრობა სარესტორნო ხარჯებს მალავს

„აჭარის მთავრობა მალავს ინფორმაციას სარესტორნო ხარჯების შესახებ,“ – აცხადებს „ერთიანი ნაციონალური მოძროაბის“ წევრი, ლაშა ადამია. მან დღეს ბრიფინგი გამართა და ჟურნალისტებს უთხრა, რომ აჭარის მთავრობის აპარატმა მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია მიაწოდა ბიუჯეტის ხარჯზე გამართული სადილების და ვახშმების შესახებ.

„ჩვენ გამოვითხოვეთ ყველა სამართლებრივი აქტი იმისთვის, რომ გაგვეგო, ვისთვის გაიმართა ეს შეხვედრები, რა მიზანი ჰქონდა კონკრეტულ ვახშამს. მოგვაწოდეს მხოლოდ რესტორნის დასახელება და ჯამში დახარჯული თანხა. ჩვენ კერძო პირებმა მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ რეალურად ზურაბ პატარაძე რესტორნებში თავის მეგობრებთან და „ოცნების“ აქტივისტებთან ერთად ქეიფობს და ამაში იხარჯება ხალხის ფული,“ – ამბობს ლაშა ადამია.

რა კონკრეტული ინფორმაციის საფუძველზე აცხადებს ლაშა ადამია იმას, რომ ბიუჯეტის ფული არამიზნობრივად იხარჯება? – „ნაციონალური მოძროაბის“ წევრის თქმით, ზურაბ პატარაძემ პარტიის აქტივისტებთან ერთად არჩევნების შემდეგ იქეიფა. მან ვერ დაგვისახელა კონკრეტული რესტორანი, სადაც მსგავს შემთხვევას ჰქონდა ადგილი, ასევე ვერ გვაჩვენა დოკუმენტი, რაც დაადასტურებდა იმას, რომ საბიუჯეტო სახსრებით გამართეს ვახშამი მთავრობის წარმომადგენლებმა.

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ 2017 წლის პირველი იანვრიდან 14 ნოემბრამდე სარესტორნო მომსახურებისთვის აჭარის მთავრობის აპარატმა 103 064 ლარი დახარჯა, ხოლო საჩუქრებისა და სხვა მომსახურებისთვის – 37 391.

ლაშა ადამია საუბრობს იმაზეც, რომ იგივე ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყო არჩილ ხაბაძის თავმჯდომარეობის დროს. „აქვე გაჩვენებთ, მაგალითად, აჭარის განათლების სამინისტროსგან მოწოდებული ინფორმაცია ინგა შამილიშვილის მინისტრობის პერიოდში. ამ უწყებამ მოგვაწოდა ინფორმაცია, რისთვის გაიმართა კონკრეტული სადილი თუ ვახშამი,“ – დასძენს ის.

აჭარის მთავრობის აპარატის მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის მიხედვით შეუძლებელია იმის განსაზღვრა, რა მიზანს ემსახურებოდა კონკრეტული სარესტორნო ხარჯი, ასევე ინფორმაცია სადილზე დამსწრე პირების და მენიუს შესახებ.

რატომ არ გასცა აჭარის მთავრობამ დეტალური ინფორმაცია ბიუჯეტის ხარჯზე გამართული სადილებისა და ვახშმების შესახებ? – ბესიკ ლილუაშვილი, აჭარის მთავრობის აპარატის სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი განმარტავს, რომ ეს პერსონალური ინფორმაციაა.

„ინფორმაცია ვახშმის მიზნების და მენიუს შესახებ, ეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით პერსონალურ მონაცემებს არ წარმოადგენს,“ – მოგვწერეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატიდან. აქ განმარტავენ, რომ მხოლოდ კონკრეტული ვახშმის დამსწრე სტუმრის ვინაობის შესახებ ინფორმაცია შეიძლება იყოს პერსონალური მონაცემი და მისი გამჟღავნებისთვის ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს კანონით გათვალისწინებული საფუძველი.

„ეს შეიძლება იყოს თავად მონაცემთა სუბიექტის თანხმობა, მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის დაცვა და სხვა. არსებობს თუ არა მონაცემთა გამჟღავნების კანონიერი საფუძველი, ყველა კონკრეტულ შემთხვევაში მონაცემთა დამმუშავებელმა ორგანიზაციამ თავად უნდა განსაზღვროს,“ – აღნიშნავენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში.

„აჭარის მთავრობის აპარატის ბიუჯეტით გათვალისწინებული წარმომადგენლობითი ხარჯები მაღალი რანგის საერთაშორისო ღონისძიებებს მოხმარდა,“ – ამბობს ბესიკ ლილუაშვილი, თუმცა დოკუმენტებს, რაც ამას დაადასტურებს, აჭარის მთავრობის აპარატი არ გასცემს.

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ყოველ თეთრს ხარჯავს მიზნობრივად და ხარჯავს იმისთვის, რისი საჭიროებაც დგას კონკრეტულ მომენტში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წინაშე. მეორე და მთავარი: მიმდინარე წელს აჭარის მთავრობამ უმასპინძლა არაერთ საერთაშორისო დონის კონფერენციასა თუ შეხვედრას. საკმარისია გავიხსენოთ თუნდაც ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოთა კონგრესი; თავდაცვისა და უსაფრთხოების მინისტერიალი; პოლონეთისა და უკრაინის პრეზიდენტები და სხვა არაერთი მაღალი რანგის სტუმარი, ღონისძიება თუ კონფერენცია. ყველა ეს ხარჯი, როგორც თვითონ მოიხსენიებენ, „სარესტორნო ხარჯი“ გაწეულია სწორედ ამ სტუმრების პროტოკოლის მიხედვით, პროტოკოლის შესაბამისად და კანონის სრული დაცვით,“ – ამბობს ბესიკ ლილუაშვილი.

აჭარის მთავრობის აპარატის წარმომადგენელი ხაზს უსვამს იმასაც, რომ აჭარის მთავრობაში წარმომადგენლობითი ხარჯი გასულ წლებთან შედარებით რამდენჯერმე არის შემცირებული.

 

ნარკოდანაშაულზე გამამართლებელი განაჩენი სააპელაციომ გამამტყუნებლით შეცვალა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი გამამტყუნებლით შეცვალა. 2017 წლის მაისში ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შავაძემ თურქეთის მოქალაქე ასიმ ემანეთი გაამართლა. ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი იყო ის, რომ ბრალდებულის პირად  ჩხრეკას თარჯიმანი არ ესწრებოდა.

ასიმ ემანეთს გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას ედავებოდა. პროკურატურის ვერსიით, იგი ბათუმში, ნინოშვილის ქუჩაზე დააკავეს და ჩხრეკის შედეგად 48 აბი სუბოტექსი აღმოუჩინეს.

გამამართლებელი განაჩენის გამოტანის დროს ადვოკატი ჯემალ კიკნაძე ყურადღებას ამახვილებდა იმაზე, რომ სასამართლომ გამოძიების მხრიდან ადამიანის ფუნდამენტური უფლების დარღვევას გაუწია ანგარიში. მას 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ასიმ ემანეთს 6 წლით მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა. სასამართლო მხოლოდ სახლის ჩხრეკის ეპიზოდს დაეყრდნო, სადაც თარჯიმანი უკვე ჩართული იყო.

ასიმ ემანეთი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილების გამოცხადებას არ დასწრებია. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ინფორმაციით, მსჯავრდებული ამ დროისთვის დაკავებული არ არის.

აჭარის განათლების სამინისტრო 97 ათას ლარად ორ მსუბუქ ავტომობილს შეიძენს

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ორი მსუბუქი ავტომობილის შეძენას გეგმავს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 97 200 ლარი აქვს გამოყოფილი. ავტომობილებს სამინისტრო ელექტრონული ტენდერით შეიძენს, რომელიც მიმდინარე წლის 21 დეკემბერს დასრულდება.

ავტომობილები, ტენდერში გამარჯვებულმა, სამინისტროს უნდა მიაწოდოს ხელშეკრულების გაფორმებიდან ორი კალენდარული დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს მიმდინარე წლის 28 დეკემბრისა.

ავტომობილები უნდა იყოს ახალი, არანაკლებ 2017 წლის გამოშვების, ექსპლუატაციაში არმყოფი; ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს ქალაქ ბათუმში ან ბათუმის მიმდებარე ტერიტორიაზე მაქსიმუმ 30 კილომეტრის ფარგლებში უნდა გააჩნდეს სულ მცირე ერთი სერვისცენტრი, სადაც განახორციელებს საგარანტიო პირობების ფარგლებში გეგმიურ ფასიან მომსახურებას.

შსს: სამინისტრომ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

შს სამინისტროს ცნობით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1982 წელს დაბადებული ს.ე., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი და ხელბარგის ჩხრეკისას, ბუპრენორფინის შემცველი 204 აბი და ნატეხები, ასევე, ჰეროინის შემცველი 0,1061 გრამი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც რვიდან ოც წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბსუ-ში ოთხი დეკანი მეორე ვადით აირჩიეს

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დეკანის არჩევნები დასრულდა.   ბსუ-ს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი დიასამიძის ინფორმაციით, ოთხივე ფაკულტეტზე რეგისტრირებულმა კანდიდატებმა საჭირო რაოდენობის ხმა მიიღეს.

ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე ხმის მიცემის უფლების მქონე 92 ამომრჩევლიდან არჩევანი 84-მა ამომრჩეველმა გააკეთა, 7 ბიულეტენი გაბათილდა, 77 – მა ამომრჩეველმა კი მარინე გიორგაძეს მისცა ხმა.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტზე  რეგისტრირებული 76 ამომრჩევლიდან არჩევანი 69 ამომრჩეველმა გააკეთა და ყველა მათგანმა ხმა მარინა ქორიძეს მისცა.

განათლებისა ფაკულტეტზე დეკანობის კანდიდატმა,  მადონა მიქელაძემ, რეგისტრირებული 24 ამომრჩევლიდან ყველა მათგანის მხარდაჭერა მიიღო, ხოლო ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე 36 ამომრჩეველიდან გულადი ფარტენაძეს 35 ამომრჩეველმა მისცა ხმა.

მარინე გიორგაძე, მარინა ქორიძე, მადონა მიქელაძე და გულად ფარტენაძე დეკანად მეორე ვადით აირჩიეს.

მოქმედი კანონმდებლობით კი, ფაკულტეტის დეკანად, ერთი და იგივე კანდიდატი ზედიზედ მხოლოდ ორჯერ შეიძლება იყოს არჩეული.

გიორგი დიასამიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის არჩევნებთან დაკავშირებით საჩივარი არ დაწერილა.

ბსუ-ში დეკანის არჩევნები გუშინ, 15 დეკემბერს, დილის 10 საათზე დაიწყო და საღამოს 17:00 საათზე დასრულდა. არჩევნები ფარული კენჭისყრით ჩატარდა.

ამავე თემაზე: 

ბსუ-ს ოთხ ფაკულტეტზე დეკანის არჩევნები უკონკურენტოდ

მახვილაურის ახალი სკოლისთვის ერთი მილიონ 600 ათასი ლარია გათვალისწინებული

მახვილაურში ახალი საჯარო სკოლა 2018-2019 წლებში უნდა აშენდეს. არსებული სკოლის შენობა, ავტობანის მშენებლობის გამო დაინგრევა.  აჭარის განათლების სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სკოლის პროექტი შესყიდულია და მშენებლობა მომდევნო ორ წელზეა გაწერილი.

სკოლის მშენებლობისთვის ერთი მილიონ 600 ათასი ლარია გათვალისწინებული ბიუჯეტში.  როგორც სამინისტროში გვეუბნებიან, ახალი სკოლის აშენების აუცილებლობა ავტობანის მშენებლობამ განაპირობა.

„ავტობანი გადის არა სკოლის ტერიტორიაზე, არამედ სკოლის წინ. მაგრამ, რადგან სკოლა ბუფერულ ზონაში მოხვდა, აუცილებელია მისი ადგილმონაცვლეობა. ამიტომ ახალი სკოლის ასაშენებლად სხვა ადგილზე გამოიძებნა ტერიტორია, სკოლის აშენებამდე კი, ბავშვები იმ სკოლაში გაარძელებენ სწავლას, სადაც ამჟამად არიან. სკოლის შენობა არ არის დაზიანებული და სასწავლო პროცესი ახლის აშენებამდე, ჩვეულებრივ გაგრძელდება,“- გვითხრეს განათლების სამინისტროში.

მახვილაურის საჯარო სკოლაში 200 მოსწავლე სწავლობს.

მახვილაურის საჯარო სკოლა, რომელსაც ახალი სკოლის აშენების შემდეგ დაანგრევენ.
ფოტო: სკოლის ფეისბუქგვერდიდან

 

 

ბათუმში კორპუსიდან ქალი გადმოვარდა და გარდაიცვალა

ბათუმში, რამდენიმე წუთის წინ, საცხოვრებელი კორპუსიდან ქალი გადმოვარდა, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა.

„პუშკინის ქუჩის 141 ნომერში იყო გამოძახება. სასწრაფო დახმარების ბრიგდას დაახლოებით 57 წლამდე ქალი გარდაცვლილი დახვდა. ის, სავარაუდოდ, მეოთხე სართულიდან გადმოვარდა“, – გვითხრეს სასწრაფო დახმარების სამსახურში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სს კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

Exit mobile version