მთავარი,სიახლეები

მოსალოდნელია თუ არა ქარიშხალი ბათუმში

09.03.2018 • 2940
მოსალოდნელია თუ არა ქარიშხალი ბათუმში

„ბათუმში ქარიშხალი მოსალოდნელი არ არის,“ – აცხადებენ აჭარის რეგიონალურ ჰიდრომეტეოროლოგიურ ობსერვატორიაში. სინოპტიკოსების ცნობით, დღეს საღამოს ძლიერ წვიმასთან ერთად შტორმული ქარი იქნება 20 მეტრ წამამდე სიჩქარით.

ამინდის პროგნოზის მიხედვით, ხვალ დილიდან სანაპირო ზოლში გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა იქნება 13 -15 გრადუსი, ღამით – 5 – 10 გრადუსი სითბო. მაღალმთიანეთში ჰაერი დღისით 5 გრადუსამდე გათბება, ღამით – 0 გრადუსი.

კვირას და ორშაბათს სინოპტიკოსები მზიან ამინდს ელოდებიან. ჰაერი 18 გრადუსამდე გათბება.

მთავარ ფოტოზე: წვიმა ბათუმში / მანანა ქველიაშვილის ფოტო

გადაბეჭდვის წესი


ასევე: